თინეიჯერული ლიტერატურა
გეირ ფორმანის სხვა წიგნების მსგავსად, ამ წიგნმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ავტორის წერის სტილმა, რომელიც ძალიან რეალურია, გულთან ახლოს მიმატანინა მთავარი გმირის განსაცდელი. იგი მოგვითხრობს მიხტერიულ, ემოციურ, სულის შემძვრელ ამბავს თინეიჯერებზე. ეს არის წიგნი, რომელიც ეხება ისეთ თემებს, რომლებიც დღეისთვის ძალიან აქტუალურია. მან მასწავლა, თუ როგორი ძლიერი უნდა ვიყო ცხოვრებაში უამრავი სირთულის მიუხედავად. ამიტომ, ვფიქრობ, ეს წიგნი ყველა თინეიჯერს დააინტერესებს.
ანი, 17 წლის
როგორც ჩანს, გეილ ფორმანმა კიდევ ერთხელ მოგიხელთათ, რადგან ხელში ეს წიგნი გიჭირავთ. "მე აქ ვიყავი" ლამაზად დაწერილი ისტორიაა მეგობრობაზე, საიდუმლოებზე, დანაშაულის გრძნობასა და სუიციდზე. ეს ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ემატება კითხვისას მიღებული გასაოცარი შთაბეჭდილებები, რაც წიგნს თქვენთვის დაუვიწყარს გახდის. წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ.
გიორგი, 15 წლის
თუ უკვე გაეცანით გეილ ფორმანის სხვა რომანებს, დარწმუნებული ვარ, არც "მე აქ ვიყავი" გაგიცრუებთ იმედებს. ფორმანის წიგნები ყოველთვის ამაღელვებელი და უსაზღვრო, ნამდვილი ემოციებითაა დატვირთული, რომელსაც მთავარ ხაზად ჩვენს ცხოვრებაში გაკეთებული სხვადასხვა არჩევანი გასდევს. სუიციდი არ არის ის თემა, რომელზეც შესაძლებელია ადვილად ისაუბრო და იფიქრო, ან სულაც დაწერო მასზე. თუმცა გზები, რომელიც ფორმანმა ჩვენს გულსა და გონებამდე მისაღწევად აირჩია, მართლაც რომ ერთდროულად სევდიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
ანა, 16 წლის