თინეიჯერული ლიტერატურა

გეილ ფორმანის "თუ დავრჩების" წაკითხვის შემდეგ რაღაცნაირად გულში ჩამრჩა მიასა და ადამის დაშორების ამბავი და ვფიქრობ, იდეალურად არის ჩაფიქრებული მეორე ნაწილი. ეს ორი ადამიანი 3 წლის შემდეგ ისევ შეხვდა ერთმანეთს და ურთიერთობა თავიდან დაიწყო. როგორ განვითარდება დიდი ხნით ადრე დაწყებული ლამაზი სიყვარულის ამბავი? მათი რომანის დასასრული აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. დამერწმუნეთ, წინ ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე სიუჟეტი გელოდებათ.

ლუკა, 15 წლის
ნეტა ასეთი ისტორია რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულის შემდეგ ვინმეს უნახავს? მოზარდებისთვის ზედგამოჭრილი წიგნია. იდეალურად არის გადმოცემული გრძნობები და ფიქრები, რაც განსჯის უნარს თითქმის გაკარგვინებს. მედლის ერთ მხარეს იმდენ ემოციას დებს ავტორი, რომ მეორისკენ გახედვა არც კი მოგინდებათ. აღარ მსჯელობთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის ნააზრევს, რადგან იცით, სიყვარულს გონება წინ ვერ აღუდგება. წესია ასეთი და ამას თვით მიაც კი ვერ შეცვლის.
ლევანი, 16 წლის
"სად წავიდა" ასახავს მიას ცხოვრებას მას შემდეგ, რაც დარჩენა გადაწყვიტა. რა მოხდა მის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის შემდეგ? წიგნის გადაშლისთანავე სრულად ჩაეფლობი მასში და თვალსაც ვერ მოსწყვეტ. გაგიჩნდება სურვილი, გაიგო, რა მოხდება შემდეგ, სად წავა მია? იყო ისეთი მომენტები, როცა ცრემლიც კი მომერია. ეს წიგნი მწუხარებაზე, კარიერაზე, პრობლემებსა და ამავდროულად, იმედსა და უძლიერეს სიყვარულზეა.
მარიამი, 13 წლის