თინეიჯერული ლიტერატურა
პირველად რომ წავიკითხე ეს წიგნი, თვალები შუბლზე ამივიდა.  ასეთი წიგნი იშვიათია თავისი შინაარსით, თხრობის სტილით, გარემოთი, პერსონაჟებით - ცალკე სამყაროა. ჰოდა, რამდენიმე დღით ამ სამყაროში იცხოვრებთ.
რეზი, 17 წლის

“საყვარელი ძვლები” მოგვითხრობს პატარა სიუზის ემოციებით სავსე, მძიმე იატორიას. რთულია გულგრილი დარჩე ამ ამბის მიმართ. წიგნის დასრულებისას კი დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, თუ რა სასტიკია ეს სამყარო და რომ ყოველმა ადამიანმა უნდა დააფასოს ის, რაც მას გააჩნია. ეს წიგნი ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქრებთ  და თქვენს გულებს დაიპყრობს.

ხატია, 17 წლის

მიცვალებულებისა და ცოცხლების გამყოფი ხაზი შავბნელი და ბუნდოვანია, ელის სიბოლდი კი ამ ხაზის ორივე მხარეს გვამოგზაურებს და გვიზიარებს ზეცის თავისებურ აღქმას. ეს ნაწარმოები დაგარწმუნებთ, რომ საყვარელი ადამიანები არასოდეს გვტოვებენ, ისინი მუდამ ჩვენ გვერდით არიან. ”საყვარელი ძვლების” დამთავრების შემდეგ, აუცილებლად მოგინდებათ წიგნის მეორედ გადაკითხვა და სელმონების ოჯახთან ერთად ამ რთული, მაგრამ იმედით აღსავსე გზის კიდევ ერთხელ გავლა.

მარია, 14 წლის
ამ შესანიშნავი წიგნის დასრულების შემდეგ ემოციებს ვეღარ ვმალავდი და ყველას ვუზიარებდი მათ. ამბავმა სიუზი სელმონის შესახებ, რომელიც მისივე მკვლელის მოქმედებას ზეციდან აკვირდება, აღმაფრთოვანა. ასეთი ამაღელვებელი და ამავდროულად მოულოდნელობებით სავსე ისტორია არასოდეს წამიკითხავს და ვფიქრობ, კიდევ დიდხანს ვერ წავიკითხავ.
გიორგი, 14 წლის