თინეიჯერული ლიტერატურა
გულახდილად გეტყვით, რომ ამ წიგნის წაკითხვას არ ვაპირებდი, რომელმაც თავისი ეპატაჟურობით დაიმკვიდრა თავი მსოფლიოში, მაგრამ მოხდა ისე, რომ მაინც გადავფურცლე. გადავფურცლე და ვეღარც გავუშვი ხელი. თან ჩემს თავზე ვბრაზობდი, აქამდე სად ვიყავი-მეთქი. „გამღები“ აუცილებლად დაგაფიქრებთ იმაზე, რომ მწუხარებისა და დარდის გარეშე ვერასდროს ვჰპოვებთ ბედნიერებას.
გოგა, 15 წლის
სამყაროში, სადაც ცხოვრება სტაბილური, დაგეგმილი და იდეალურია, ხალხს საკუთარ არჩევანსაც არ ანდობენ. მხოლოდ შენ, ჯონასსა და გამღებს გეცოდინებათ სიმართლე წარსულის შესახებ. თუ ოდესმე გიოცნებია ტკივილის გარეშე ცხოვრებაზე, წიგნის წაკითხვის შემდეგ ამ აზრს გულში აღარ გაივლებ. „გამღები“ ცუდის საჭიროებასა და მის კარგ მხარეებს დაგანახვებს.
მარი, 16 წლის
როგორც ყველა დისტოპიური ჟანრის ნაწარმოებს, თითქოს `გამღებსაც~ დაჰკრავს ერთფეროვნების ელფერი _ მომავალ სამყაროში ხომ ყველა მთავარი გმირი სუპერგმირია და ყველას უსამართლო სისტემის დამხობა სურს. მაგრამ დამიჯერეთ, წიგნის წაკითხვის შემდეგ აღფრთოვანებული დარჩებით, რადგან ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ჩემთვის `გამღები~ თანამედროვე ანალოგია რეი ბრედბერის ცნობილი რომანისა `451° ფარენჰაიტით~ და მას ღრმად გააზრება სჭირდება. 
ნანუკა, 16 წლის
ამ წიგნმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  და ბევრ რამეზე დამაფიქრა. მე მგონი, ყველაზე მთავარი, რაზე საუბარიც სურდა ავტორს, სიყვარულია. წიგნი გვასწავლის, რა არის სიყვარული და შეუძლია თუ არა მის გარეშე ადამიანს განვითარება. ერთადერთი რამაც გული დამწყვიტა ეს იყო გმირებთან განშორება, ამიტომ მომდევნო ნაწილს მოუთმენლად ველი, რათა კვლავ შევხვდე მათ. დამიჯერეთ, ყველას, ვინც ახლა აიღეთ ხელში „გამღები“, ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებთან ერთად წინ არაერთი ბედნიერი წუთი გელით.
მერი, 17 წლის