თინეიჯერული ლიტერატურა

როცა  "ლაბირინთში მორბენალი" წავიკითხე, მეგონა, რომ ეს იყო საუკეთესო და ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ამ სერიის შემდეგი წიგნები უკეთესი ყოფილიყო. მაგრამ "ცეცხლით გამოცდამ" ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს წიგნი სავსეა მეტი ხიფათით, დაძაბულობითა და მოულოდნელობებით. როცა გგონიათ, ყველაფერი ამოიცანით, მიხვდებით, რომ შეცდით. ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

ხატია, 16 წლის

უნდა ვაღიარო, ამ წიგნის  კითხვისას  ძალიან  დაძაბული ვიყავი და მოუთმენლად ველოდი იმის გაგებას, რა მოუვიდოდათ თომასსა და სხვა შენქებს; მოახერხებდნენ თუ არა ისინი გადარჩენას. კორდელებისთვის ლაბირინთი ჯერ კიდევ დასაწყისი იყო, ახლა კი გამოცდის მეორე ფაზა იწყება. ისინი ამჯერად უბრუნდებიან ნამდვილ სამყაროს, მაგრამ ის ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო: შეცვლილია კლიმატი და მსოფლიოში ელვარება მძვინვარებს. უნდა გაუმკლავდნენ შიზებს და მიაღწიონ უსაფრთხო ადგილამდე, მაგრამ შეძლებს კი ყველა შენქი გადარჩენას?!

მარიამი, 14 წლის

"ცეცხლით გამოცადა" ისეთი წიგნია, რომელსაც თუ გადაფურცლავ, სანამ ბოლო სიტყვას არ წაიკითხავ, ხელიდან ვერ გაუშვებ. იგი სავსეა დაძაბულობით და ისე ჩაგითრევს, რომ თავი შენც წიგნის პერსონაჟი გგონია და მათთან ერთად განიცდი ყველაფერს, რაც დამეთანხმებით, ორმაგად სასიამოვნოა.  მოკლედ, გირჩევთ წაიკითხოთ.

გიორგი, 15 წლის
























მას შემდეგ, რაც კორდელები ლაბირინთიდან თავს დააღწევენ, იძულებულები გახდებიან დედამიწის ყველა გადამწვარი ადგილი ორ კვირაში გადალახონ, თანაც მოუწევთ, მომაკვდინებელ დაავადებას გაუმკლავდნენ, რომლისადმი იმუნიტეტი მხოლოდ ერთეულებს თუ აქვთ. ვფიქრობ, მკითხველი არა მხოლოდ კმაყოფილი დარჩება სიუჟეტური ხაზის ასეთი განვითარებით, არამედ იმაზე მეტი კითხვაც გაუჩნდება, ვიდრე დასაწყისში ჰქონდა.

თაკო, 17 წლის