თინეიჯერული ლიტერატურა

ჰმმ... რა მომეწონა კითხვის დროს? ის, რომ სიუჟეტი სულ ვითარდება და უაზროდ არ არის გაწელილი, ასევე ძალიან დამაინტრიგებელად მიმდინარეობს ყველაფერი  და მკითხველს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. ერთხელ რომ გადაშლი, მისი დახურვა შეუძლებელი ხდება.

ნანუკა, 15 წლის

საინტერესო, მოულოდნელობებით სავსე, საშიში, დაძაბული, ჩამთრევი, იუმორი გემოვნებით, ერთი  ამოსუნთქვით წაიკითხავ, ოღონდ ბოლოს ჩასუნთქვა არ დაგავიწყდეს, გაგრძელება გელოდება. აუცილებლად გაგიჩნდება კითხვა:ნეტა მე როგორ მოვიქცეოდი ლიბირინთის ჩაკეტილ სივრცეში?

ბაია, 17 წლის

არც მეგონა, რომ ამ წიგნში ახალი დამხვდებოდა რამე, რადგან თემა უკვე მოძველებული და გაცვეთილი მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც სკეპტიკურად განწყობილმა გადავფურცლე. გადავფურცლე და სანამ ბოლომდე არ ჩავედი, ხელი აღარც გამიშვია.

გოგა, 14 წლის

„ლაბირინთში მორბენალი“ არის წიგნი, რომელიც თავისი მოულოდნელობებით სავსე სიუჟეტით ნებისმიერ თინეიჯერს მოხიბლავს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას დიდად არ ვწყალობ, მაინც მოუთმენლად ვფურცლავდი წიგნს.

თაია, 18 წლის