ტელეპორტერი (II ნაწილი)
ტელეპორტერი (II ნაწილი)
ტელეპორტერი (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

დღე 6

ალბათ მკითხველი არ ინერვიულებს რადგან, რახან ამ ჩანაწერების გაგრძელებაც არსებობს ესეიგი, გამოვნახე ხერხი, ამ საშინელი ტყვეობისგან დასაღწევად. შესაძლოა ეგოისტურად ჟღერს ჩემი ფრაზა, მაგრამ მოდით ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით, რომ არ იფიქროთ, თითქოს ბედის ანაბარა, მივატოვე მარიამი...
თვალები როდესაც გავახილე, ავღმოჩნდი რაღაც პატარა ოთახში. ჩემთან ერთად მარიამი და კიდევ დაახლოებით ათი ადმაიანი იყო. თვალი შევავლე ყველას, მაგრამ მათი ეროვნება ვერ ამოვიცანი, სავარაუდოდ იქაური მოსახლეობა ნამდვილად არ იყო, უფრო ამერიკელები იქნებოდნენ. რამოდენიმე შარვალკოსტიუმში გამოწყობილ ადამიანსაც მოვკარი თვალი, რომლების ინგლისურად ლაპარაკობდნენ. არვიცი აქ რას ვაკეთებდით, მაგრამ ფაქტია საქმე სერიოზულად იყო და როგორმე თავი უნდა დაგვეძვრინა ამ ყველაფრისგან. ჩვენ ყველას, ხელები ნაჭრებით გვქონდა შეკრული. პირველი რაც გავაკეთე თვალებით მარიამი მოვძებნე და როგორცკი შევამჩნიე ის, ვკითხე:
- როგორ ხარ? რამე ჰო არ დაგიშავეს?
- არა, არა. კარგად ვარ, შენ? - ის უკვე გამოფხიზლებული იყო.
როგორც მივხვდი პირველადი შოკიგამოიარა უკვე.
- მეც. ნეტა სად ვართ. - ვთქვი და მომვავლე ირგვლივ ოთახს თვალი.
- არვიცი, მაგრამ როგორც ამათი საუბრიდან გავიგე, ტყვეები ვართ და დახვრეტას გვიპირებენ. - ეს სიტყვები იმდენად შემზარავად წარმოთქვა, რომ დამბურძგლა.
- რაა? - გაოგნებულმა ვკითხე.
- ჰოო, უნდა დაგვხვრიტონ. ლუკა სასწრაფოდ უნდა გადავტელეპორტდეთ.
არვიცი ჩემში გმირულმა სულიკვეთებამ გაიღვიძა, თუ რა მოხდა, მაგრამ ამ, ხალხის მიმართ, სიბრალული და ვალდებულება ვიგრძენი.
- არა მარიამ, მერე ეს ხალხი ამათ? ჰო არ დავახვრეტინებთ? რამე უნდა მოვიფიქროთ.
- და მაინც რას მთავაზობ? შენ ჰო წესივრად გადატელეპორტებაც არ შეგიძლია?!.
ეს ზედმეტად მწარე ნათქვამი იყო მისი მხრიდან მაგრამ, მაინც ბავშვური მიამიტობით ვუთხარი:
- ვერ დავუშვებ ჩვენ თავი გადავირჩინოთ და ესენი კიდევ დაიხოცნონ.
მე ვცადე განთავისუფლება თუმცა უშედეგოდ. მერე მარიამს ვუთხარი:
- მარიამ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და იქნებ გადავიდეთ, ამათზეც დავბრუნდები მერე.
დამეთანხმა მარიამი და მეც ზურგით ისე მივხოხდი მასთან, რომ ჩვენი ხელები ერთმანეთს ჩაჭიდებოდა. როდესაც საწადელს მივაღწიეთ ვუთხარი:
- წარმოვიდგინოთ როგორ ვართ, ბათუმის პლიაჟზე, წამოჯდარები და მზის ჩასვლას შევცქერით.
- შენ რა სერიოზულად?
- რა? - გავიკვირვე მე.
- აბა რა ბათუმის პლიაჟი? მეტი ვერაფერი მოგაფიქრდა? სახლი ვინატროთ, სახლში მინდა წასვლა, ჩემთან სოფელში.
- კარგი.
და ჩვენც დავხუჭეთ თვალები და წარმოვიდგინე, როგორ გადავდივართ, მარიამთან სოფელში, ზუსტად იმ აივანზე საიდანაც აქ მოვხვდით. თითქმის ხუთ წუთიანი მრავალჯერადიანი მცდელობიდან, ყოველ თვალის გახელაზე ისევ ამ ოთახში ვიყავით. ამ წარუმატებლობის ფაქტორი შესაძლოა ყოფილიყო. ჩემი იმ ხალხის მიმართ დანაშაულის გრძნობა, ან უკიდურეს შემთხვევაში სირცხვილი ჩემი უსუსურობის გამო. მაგრამ ისიც იყო, რომ მარიამი უნდა განმერიდებინა ამ ყველაფრისგან, ამიტომ ყველანაირად უნდა მეცადა რაიმე გამოგსვლოდა, მაგრამ ყოველგვარი ცდა ჰომ უშედეგო იყო?!  ინსტიქტურად ცრემლი წამომივიდა და ანგარიშმიუცემლად, თავი მაქსიმალურად ძირს დავხარე, სანამ ბოლოს იატაკს არ შევეხე. ცრემლებმა არ შეწყვიტეს ღვრა, პირიქით მოიმატეს კიდეც, მეკიდევ ხმამაღლა ვთქვი:
- განწირულები ვართ... ეს ერთადერთი შესაძლებლობა იყო სახლში დაბრუნების და ჩვენც ამათთან ერთად დავიხოცებით.
სასოწარკვეთილმა ფარხმალი დავყარე და ყოველგვარი იმედი დავკარგე, რომ შევძლებდით, ამ ყველაფრისგან თავის დაღწევას.
რაღაც მომენტში ველოდი მარიამსიგან, გამამხნეველ ტექსტს, ვიფიქრე წამახალისებს, როგორღაც, მომიმატებს სულიერ სიმტკიცეს, დამაიმედებს... მაგრამ რატომღაც ის დუმდა, მე კი მისი დუმილი, უფრო და უფრო მთრგუნავდა...
არვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიქნებოდით ასეთ მდგომარეობაში, რომ არ შემოსულიყვნენ ტერორისტები და ქაოსი არ შემოეტანათ ოთახში. მათ შემოსვლას მოჰყვა ხმაური და სწრაფი გადალაპარაკებები. ისენი ჩვენ რაღაცეებს გვეუბნებოდინენ, ჩვენ კიდევ ჩვენის მხრივ, დასაწყისსში ვდუმდით. ხოლო როდესაც შევატყვეთ, ყველა სათითოად გაყავდათ, აი მანდ ატყდა წივილ-კივილი. მე და მარიამი კი მხოლოდ ვდუმდით. ვერცერთმა  შევძელით ხმის ამოღება... ორივე სულიერად გაყინულები ვიყავით და მხოლოდ, იმაზე ვფიქრობდით,  მოვახერხებდით თუ არა ამ ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევას...  პირველი მარიამი წამოაყენეს, და ყოველგვარი პატივისცემის გარეშე უხეში მოპყრობით გაიყვანეს ოთახიდან. ამაზე ავჯანყდი, წამოვხტი და ქართულად დავუყვირე:
- ხელი გაუშით, სად მიგყვათ?? - ბოლო ხმაზე დავიწყე ღრიალი და პარალელურად ბილწი სიტყვებიც შემოვიშველიე. თუმცა დიდხანს არ უცდიათ და ცხვირში მომხვდა იარაღის კონდახი. მეც ძირს დავეცი. შემდეგი მე ავღმოჩნდი. გამიყვანეს ოთახიდან. მუჯლუგუნებით გამათრიეს გარეთ. დაახლოებით ოცდაათი მეტრა გავიარეთ. შენობიდან არცისე შორს გამოგვიყვანეს. მწკრივზე დაგვაყენეს. შემდეგ ჩაგვამუხლინეს და ეგრე დაგვტოვეს, სანამ მზადებას დაიწყებდნენ. რათქამუნდა მივხვდი, ეს მათი ფენომენალური ხელოვნებაა, კამერით გადაიღონ როგორ გვხვრიტავენ. შემეშინდა... ძალიან შემეშინდა... უფრო, ჩემ გამო არა, უფრო მარიამის გამო. მე ჩავითრიე ამ ყველაფრში და ჩემი ბრალი იქნება, თუ დღეს მას აქ მოკლავენ. არვიცი ბედის ბრალია თუ რაარი ბოლო მე ვიყავი, ხოლო მარიამი დაახლოებით მეათე მაინც იყო რიგში. ისიც სანუგეშო იყო იმ მომენტში, რომ ზუსტად პირველი არ ავღმოჩნდი მე. როდესაც ყველა „განგვალაგეს“ მოიყარეს თავი ტერორისტებმა, ისენი კარგ ხასიათზე იყვნენ. იცინოდნენ, ხუმრობდნენ ერთმანეთში და ძალის დემონსტრირების მხრივ სხვადასხვა რაღაცეებს აკეთებნენ, რითაც უფრო ზრდიდნენ პანიკას ჩვენს რიგებში. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, ისეთი შეგრძნება მქონდა სადაცაა ამომვარდებათქო. ყველაფერი მაინც არარეალურად მეჩვენებოდა, სანამ...
დიდხანს არც დაუგვიანებიათ, რიტუალის დაწყება. ოპერატორი როდესაც მოვიდა და კამერა მოიმარჯვა. ტერორისტების ლიდერმა. ჩვენ გადმოგვხედა შემდეგ კამერას და მერე ხმამაღლა დაიწყო რაღაცის თავის ენაზე ლაპარაკი. დიდი დრო არ დასჭირვებია, საუბრის დასასრულებლად თუმცა, როდესაც მორჩა შესძახა:
-alah akbar.
იმწამსვე მისი მინდევრებიც აყვნენ შეძახილით. აი ეხლა კი იწყებოდა ყველაზე რთული...
ის რიგით პირველთან მივიდა. ჩვენ ყველას არ გვქონდა უფლება თავების მაღლა აწევის დახრილებს უნდა გვქონოდა თავები. ეს როგორღაც გასაგებად გაგვებინეს, მაგრამ მაინც ვერცერთმა ვერ შევიკავეთ თავი და დავაკვირდით, როგორ მიუახლოვდა, ახალგზარდა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ შავკანიან მამაკაცს ლიდერი. ზურგს უკან ამოუდგა და ნელინელ დანით ყელის გამოჭრა დაიწყო. ერთი დაიხროტინა მძევალმა და იმწამსვე სული დალია.. ჩვენ საგონებელში ჩავარდით. აი ეხლაღა ვიგრძენი, რომ თუ რამეს არ ვიღონებ ის მარიამამდეც მივა, მე კი ვერ გავუძლებ მაგას... წამით წარმოვიდგინე, როგორ უახლოვდება მარიამს და მასაც იგივეს უკეთებს, რაც ორი წამის უკან იმ ფერადკანიანს გაუკეთა. გრძნობები ერთმანეთში ამერია. ერთიანად მომაწვა: სიბრაზე, წყენა, შიში, აღშფოთება და კიდევ ყველა უარყოფითი ემოცია... რაღაც ვულკანივით ამოხეთქა ამ ყველა ემოციამ და ვიგრძენი საშინელი ენერგიიის მოზღვავება. ვიფიქრე წამოვხტებითქო და შეტევაზე გადავალთქო, მაგრამ უმალვე უკუვაგდე, ეს უაზრო ჩანაფიქრი რადგან, შვიდი შეარაღებული ტერორისტი იდგა ჩემს წინ. პლიუს ლიდერი. მათ ყოველი შემთხვევისთვის, იარაღი ჰქონდათ მომარჯვებული და მზად იყვნენ ნებისმიერ დროს ესროლათ. თვალები დავხუჭე, ვფიქრობდი რამექნა. ამასობაში ქალის ტირილის ხმა შეწყდა და გაისვმა ძირს დავარდნის ხმა. ინსტიქტურად გავიხედე და შევამჩნიე, სამი ადამიანი როგორ უსულოდ ეგდო ძირს. ცოტაც და პანიკურ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი ჩემი უმოქმედობის გამო. არვიცი რამოხდა, მაგრამ ელვის გაელვებასავით თითქოს რაღაც ვიგრძენი და ერთი იდეა მომივიდა. მეც იმწამსვე გავიფიქრე ამ გეგმის განხორციელება და თვალები დავხუჭე.
ეს ან იღბლის დამსახურებაა, ან იმდროინდელი ემოციების აღრევის და ადრენალინის გამოყოფის.
თვალები რომ გავახილე  ავღმოჩნდი სამხედრო ბაზაზე. ირგვლივ მიმოვიხედე და ჩემს გარშემო ჯარისკაცები შევამჩნიე. ბევრმა შეამჩნია როგორ გადავტელეპორტდი, მაგრამ ბევრმა უბრალოდ, რომ შემომხედა ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. იმწამსვე მომმვარდა ორი ჯარისკაცი და გამოკითხვა დამიწყეს. რათქმაუნდა ინგლისურად მელაპარაკებოდნენ მეც ჩემი ორი სიტყვით შევძახე:
- I don’t English, Georgia, sakartvelo, sakartveloooo - ცოტა გამოკვეთილაგ გავიმეორე.
ერთმანეთში მითქმა- მოთქმა დაიწყეს და ერთი ჯარისკაცი გაიქცა ვიღაცის მოსაყვანად. რათქმაუნდა მიზანს მივაღწიე და ჩემთან მოვიდა ქართველი ჯარისკაცი. სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა, სანამ ის მოვიდოდა, ხელები გამიხსნეს და იქვე სკამზე ჩამომაჯინეს.
როდესაც ის მოვიდა გაუკვირდა ჩემი ნახვა და პირველი რაც მკითხა ეს იყო:
- ქართველი ხარ?
- კი.
- რაგქვია?
- ლუკა შენ?
- მე ნიკო გამრეკელი ვარ. აქ რაგინდა? როგორ მოხვდი აქ? ამბობენ უცბად გაჩნდაო, როგორც ჯადოქარი, ეს რამე მაგიაა?
- გრძელი, ისტორიაა, დრო არ ითმენს უნდა დამიჯერო და ერთ საქმეში დამეხმარო.
- რახდება?
- რადა როგორ აგიხსნა, შეიძლება სიგიჟეში ჩამითვალო, მაგრამ მე ტელეპორტერი ვარ, აი აქ ეგრე გავჩნდი, შემიძლია, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდე. როცა მოვისურვებ და სადაც, მაგრამ ყოველთვის ვერ ვმართავ ამას. ნუ მოკლედ მეგობარი მყავს და ჩვენ ვმოგზაურობთ ხოლმე, ჰოდა შემთხვევით ტერორისტებთან ავღმოჩნდით. სადაც ეხლა აი ამ მომენტში ხვრეტენ მძევლებს, როგორც ჩანს ამერიკელებს. ჰოდა მარიამი რიგით მეათეა და უნდა მოვასწროთ, რომ გადავიდეთ.  თითოეული წამი ძვირფასია, როგორღაც შეკარი ხალხი და იქ რვაკაციან ტერორისტებთან გადაგიყვანთ და გადავარჩინოთ მარიამი.
შევატყვე, რომ სახე ნელ-ნელა ეცვლებოდა. არმომეწონა და გავჩერდი. მან კიდევ მოურიდებლად გადაიხარხარა და თქვა:
- რაა? რა ტელეპორტი რა ტერორისტები, აქ როგორ აღმოჩნდი თქვი ჯობია.
მე ნერვები მომეშალა და შევძახე:
- არ გჯერა ჰო? !
- არა. - მშვიდად მომიგო.
ვერ მოვითბინე და მკერძე დავადე ხელი. გავიფიქრე იქვე ახლო-მახლოს საიდანაც ტერორისტები ვერ შეგვამჩნევდნენ გავჩენვილიყავით. ჩვენც გორაკივის მსგავს ადგილას გავჩნდით. იქ როდესაც გავჩნდით, თვალით მოვძებნე ნაცნობი ტერიტორია და დავანახე ნიკოსაც, მან იმწამსვე ჩაიმუხლა და მეც მივბაძე. ჩვენ მიწაზე წამოვწექით და მან თქვა:
- ეს ჰომ, ჩვენი, ამერიკიდან ჩამოსული ტყვედ აყვანილი, დელეგატებია.
რიგებს გავხედე  და ვთქვი:
- აი ხედავ? უკვე მეექვსეზე არიან. სამიც და მაირამთან მივლენ, დრო არ იცდის უნდა დამეხმარო.
- მართალი ხარ, თითოეული წამი თითო კაცს უდრის. - და მან ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო და თქვა: - წადი ეხლა გადატელეპორტდი და  ინგლისურად ტექსტი მითხრა რაც უნდა მეთქვა. როდესაც მორჩა დაამატა - უთხარი ჯარისკაცებს, იქნებ დაიჯერონ და გამოგყვნენ. - როდესაც შეატყო ჩემი გაკვირვებული სახე ამიხსნა - ანუ ეუბნები, რომ დელეგატები ვიპოვეთ და სასწრაფოდ უნდა განვაიარაღოთ ტერორისტები. მიდი მალე მე დიდხანს ამათ ვერ შევაკავებ.
და თვალები დავხუჭე, სანამ გავახელდი და სანამ აღმოვაჩენდი, რომ ისევ ბაზაზე ვარ სროლის ხმა გავიგონე. იმედია დროს მოიგებს...
როდესაც ისევ გადავედი, გაშტერებულები მიყურებდნენ, იმწამსვე ხმაღლა გავიმეორე რაც ნიკომ დამაბარა და დავაკვირდი მათ გაკვირვებულ სახეებს. რომ მივხვდი, რომ ვერაფერს გავაგებინებდი, ხელები ვანახე და მიმიკით გავაკეთე, როგორ ჩაეჭიდათ ხელები ერთმანეთისთვის, ხუთმა ჯარისკაცმა მომბაძა. მეც სირბილით მივირბინე იქვე იარაღების საცავთან. ხუთი ცალი ავიღე და მათ მივუტანე, გავუწოდე. იარაღები გამომართვეს თავიანთი დაბნეულობის მიუხედავად, შემდეგ ერთ-ერთს ხელი ჩავკიდე. რამდენიმე წამში, ისევ იმ ადგილზე ავღმოვჩნდით. დიდი დრო არ დასჭირვებიათ, სიტუაციისთვის ალღოს ასაღებად და მალევე გადავიდნენ შეტევაზე.
ვაკვირდებოდი, როგორ მალე მოუღეს ბოლო ტერორისტებს. სამმა გაქცევა სცადა თუმცა სამივეს ტყვია დაეწია. სუყველა მოკლეს და შემდეგ ჩავედით მძევლებთან. მე სირბილით მივარდი მარიამთან, გავხედე მის ნამტირალევ სახეს და გადავეხვიე.
- ყველაფერი დასრულდა, გადავრჩით. საშიშროება აღარ გვემუქრება.
მან მადლიერი სახით გადმომხედა და ჩვენ ისევ გადავეხვიეთ ერთმანეთს.
როდესაც ყველაფერი დალაგდა ნიკო მოვიდა ჩემთან და მკითხა:
- ეს როგორ მოახერხე?
- ჰომ გითხარი, ტელეპორტერი ვართქო.
- კარგია, არ გიფიქრია, რომ შეგიძლია შენს სამშობლოს გამოადგე? აი ამის მსგავსად?
- არა, ვერ ვმართავ ამას, ამიტომ ჯერ უნდა ვისწავლო მართვა.
- კარგი. ჩვენებს გამოვიძახებთ და ბაზაზე დაგვაბრუნებენ.
მე გამეცინა და ვუთხარი:
- არაა საჭირო, მე და მარიამს საკუთარი ტრანსპორტი გვაქს.
- ჰოო? მაშინ კეთილი მგზავრობა და მადლობა გაწეული სამსახურისთვის. - და მან ხელი გამომიწოდა, მეც გავუწოდე. ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და შემდეგ მარიამისკენ წავედი. მივუახლოვდი მას და ვუთხარი:
- დროა წავიდეთ აქედან.
- ჰოო.
და ჩვენ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს, თვალები მოვხუჭეთ და...

დღე 7

დილით საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე. იმწამსვე თავში ამომიტივტივდა ის მოვლენები, რაც მე და მარიამს გადაგვხვდა. გამახსენდა მარიამი როგორ დავაბინავე. უმალვე თანმიმდევრობით წორმომიდგა ის სცენა... სახლში გადავიყვანე, ნამეტანი შეცვლილი მომეჩვენა, ის უბრალოდ დუმდა... წარმოიდგინეთ და დამშვიდობების ჟამს არც კი შემომხედა, უბრალოდ თავი ჩახარა ზურგი შემაქცია... მე საშინლად მეწყინა იმ მომენტში ვცადე კიდეც, მისი შეჩერება და გასაუბრება, თუმცა მივხვდი, რომ მას ამ მომენტში მარტო ყოფნა სურდა. ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ შოკში იყო და დრო უნდოდა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად... ნეტავ ახლა როგორააა?! ვფიქრობ, რომ მან უდიდესი სიმამაცე გამოიჩინა! ყოველდღე ჰომ არ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ  მუხლებზე დაგაჩოქონ და შენს გვერდით ადამიანებს  ყელს ღადრიდნენ. უყურებ და ელოდები, როდის მოვა ჯალათი შენამდე და შენს ცხელ ყელზე როგორ მოგადებს ცივ დანის პირს და შენ გრძნობ ცივი მეტალის შეხებას, გრძნობ როგორ ნელინელ იჭრება შენს კანში ეს მეტალი და თავდაპირველ წვას მოჰყვება ტკვილის გრძნობა, რომელიც ნელინელ იზრდება. გრძნობ როგორ გისმევენ მეტალს ჰორიზონტალურად და იმწამსვე დანის ბარი მხარე იჟღენთება შენი სისხლით. სისხლით რომელიც ჯერ კიდევ ცხელია... რომელიც კანიდან ჩანჩქერივით გადმოხეთქავს და უმალვე მოსვრის იქაურობას, თავისი სიწითლით. სიხლი რომელიც შენ გამოძრავებს, შენს ორგანიზმში დაუღალავად გადაადგილდება, რამოდინემ წამში ღია წერტილს ნახავს და სამუდამოდ გაეცლება შენს ლეშს... იმდენად სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, რომ შენ უბრალოდ ვეღარაფერს გრძნობ, ვეღარც თავდაპირველ წვას, ვეღარც ტკივილს, ვერც მეტალის ტემპერატურას, უბრალოდ გონს კარგად და სცილდები შენს სხეულს... ის კი მძიმედ ეშვება მიწაზე და უსულოდ ეცემა... შენ კი მხოლოდ უფსკრულში ეშვები სადაც მხოლოდ სიბნელეა...  რა საშინელებაა... ჩემი ბრალია, რომ მას ამ ჯოჯოხეთის გავლა მოუწია. არცერთი ვფიქრობდით, რომ ეს ადვილი მოგზაურობა იქნებოდა, მაგრამ ეს მგონი მეტისმეტი იყო ჰომ?! არვიცი არვიცი. ან როგორ უნდა მოვიფქცე? არც ეგ არ ვიცი... მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მე ვნერვიულობ მარიამზე, რადგან მხოლოდ მე ვყევარ ისეთი ადამიანი ვისაც  გულს გადაუშლის და მოუყვება ყველაფერს...  ის დიდი სულიერი ბრძოლების წინ დგას და მე ვფიქრობ მხოლოდ მე თუ შევძლებ მის გვერდში დგომას. თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ ცოტა დრო უნდა, მივცე სიტუაციის მოსანელებლად...
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც დედაჩემის ხმა შემომესმა. მაუწყებდა, რომ საჭმელი მზად არის. მეც ზანტად წამოვდექი და გავეშურე სამზარეულოსკენ. ჯერ ვერ, გამოვსულვიყავი შოკურ მდგომარეობიდან,  თუმცა ვიცი, რომ მხოლოდ მარიამთან შემიძლია ამ თემაზე საუბარი...
მივუჯექი მაგიდას. დედამ სალათი, ყველი, პური და ცივი წყალი დამიდო მაგიდაზე. მშობელს მსუბუქად ჭამა შევუკვეთე. არ მქონდა მადა. მექანიკურად ავიღე ჩანგალი და შევუდექი ჭამას. მშობელმა შემატყო და მკითხა:
- რაგჭირს ლუკა?
- არაფერი დე. - ვუთხარი და განვაგრძე.
-ეჰ შვილო, მეც ვყოფილვარ ეგრე. გაუფირთხილდი თავს. - თქვა და გავიდა სამზარეულოდან.
მე ყურადღება არ მივაქციე, განვაგრძე ჭამა, პარალელურად მექანიკურად ვუყურებდი ტელევიზორს. მესმოდა ყველაფერი, მაგრამ თითქოს ეს გაგებული ბგერები ყურებამდე ვერ აღწევდა. თითქმის დავამთავრე ჭამა, როდესაც ეკრანზე ნაცნობი სურათი შევნიშნე. ეს წუხანდელი ჯარისკაცის, ნიკო გამრეკელის სურათი იყო. იმწამსვე ყურები დავცქვიტე.
- გუშინ ერაყში, ჩვენი ერთ-ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელებული იმფორმაციით შევიტყვეთ, რომ  ღამით ტერორისტები მოულოდნელად თავს დაესხნენ ამერიკელების სამხედრო ბაზას, როგორც თვითმხილველები ამბობენ ამოუცნობია თუ როგორ მოახერხეს შუაგულ ბაზაში, შემოღწევა და დაცვის გვერდით ავლა და უსაფრთხოების ზომების დარღვევა. სულ ათმა ტერორისტმა შემოაღწია. იქიდან  ყველა ლიკვიდირებული იყო მაგრამ, სამხედროებიდანაც ბევრი დაიღუპა. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ მოუახერხეს, ასე მოულოდნელად თავდასხმა, მაგრამ სანდო წყაროები იუწყებიან, რომ ისენი უცბათ გაჩდნენ. იმწამსვე დაიწყო არეულობა რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მათ შორის ერთ-ერთი კი ნიკო გამრეკელი იყო.ჩვენი ქართველი თანამოქალაქე. ჩვენ ვუთანაგრძნობთ მის ოჯახის წევრებს და იმასაც დავამატებთ, რომ მის ცხედარს უცირეს დროში გადმოასვენებენ.
თვალები გადმომიცვივდა.  ეს ჰომ დაუჯერებელი იყო. როგორ? რახდება? ჯერ იყო და მარიამის მეზობელი გადმოტელეპორტდა, ეხლა ტერორისტები მოულოდნელად თავს დაესხნენ? აშკარად რაღაც უკუჩვენებებს აქვს ადგილი, მაგრამ ვითომ ამ ყველაფერს ექნება კავშირი ერთმანეთთან? ხელები სახეზე მოვისვი და განერვიულებულმა, მობილური ამოვიღე ჯიბიდან. მამაჩემის ნომერი მოვნახე და დავურეკე:
- მა, გცალია სალაპარაკოდ?
- კი, რახდება?
- მა, ერთი სათხოვარი მაქვს, კოკა შენი ჯარის ძმაკაცი, რომაა ჰომ იცი?
- კი, როგორ არ ვიცი. რახდება? ჯარში გინდა წასვლა? - სიცილით მითხრა.
- არა, რა ჯარში. გთხოვ მაგისგან მაგიმე ნიკო გამრეკელის მისამართი, ერაყში რომ დაიღუპა და დღეს ღამე, რომ უნდა გადმოასვენონ.
- რაა? რათ გინდა შვილო?
- ვიცნობდი მა... - ვუთხარი და გავუთიშე ყურმილი.
მობილური მაგიდაზე დავდე. სახეზე  ხელები ისევ მოვისვი და დავიწყე გახსენება ნიკოსი. გული ძაან დამწყდა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი. მომაგონდა მან რა სიმამაცეც გამოიჩინა, რვა ტერორისტს მარტომ აუტეხა სროლა. როდესაც უკან სხვა ჯარისკაცებთან ერთად დავბრუნდი, ერთი უკვე დაჭრილიც ჰყავდა. ნამდვილად მამაცი მეომარი დავკარგეთ. სამწუხაროა... უნდა გავარკვიო რამოხდა, აუცილებლად უნდა გავარკვიო!.
ფეხის ნაბიჯის ხმა გავიგე, მივიხედე უკან და დედა შევამჩნიე. მომიახლოვდა, იქვე ჩამოჯდა და მითხრა:
- უი ჰო მართლა, სად იყავი იმდღეს? შენი ბათუმელი ძმაკაცი, რომ დატოვე და წახვედი?
ბათუმელი ძმაკაცი? ნამდვილად ვერ მივხვდი.
- ვინ? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- ნოდარი, რა უკვე დაგავიწყდა?
რაა? ნოდარი? აქ დავტოვე? რაღაც გამომრჩა? დავიჯერო მეხსიერება მღალატობს?
- როდის ეგ? - შეპარვით ვკითხე.
- გუშინ წინ ღამე.
- ეუფ. მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო კარგად ამიტომ იმპროვიზაციას მივმართე. - საერთოდ არ მახსოვს. როგორ ამომივარდა თავიდან. მოყევი აბა? რაღაც სკლეროზი მაქვს ამბოლოდროს მგონი, ან დავლიე და დამავიწყდა. - მოვიმიზეზე.
დედამაც მომიყვა და გაოგებული დავრჩი. რაუნდოდა ნოდარის ჩემ ოთახში?
- უჰ რავი დე, ცოტა უყურადღებო გავხდი ამბოლოდროს. - წამოვდექი - ავალ მოვუბოდიშებ თორე სირცხვილია ბიჭთან.
- ეჰ, ოჰ ეს სიყვარული. - თქვა დედაჩემმა ზურგს უკან, თავისთვის, მაგრამ მე მაინც ვითომ ვერაფერი გავიგე...
ანუ ნოდარი იყო ჩემს ოთახში? მაგრამ როგორ? დამატებულიც არ მყავს სოციალურ ქსელში, რომ დავუკავშირდე, არც მაგის ნომერი ვიცი, რომ დავურეკო. რაგავაკეთო? ერთადერთი ვარიანტია გადავტელეპორტდე. გუშინ თუ სრულყოფილად ვფლობდი ჩემს შესაძლებლობებს არც ეხლა იქნება გამონაკლისი. წამოვწექი. წარმოვიდგინე, როგორ ვარ ნოდარისთან სახლში. თვალები მოვხუჭე. თუმცა ჩემი ცდა წარუმატებელი იყო. რატომ? მე ჰომ გუშინ არ მიჭირდა, დღეს რა შეიცვალა? არაუშავს შეიძლება რაღაც არასწორად გავაკეთე, თავიდან ვცდი. და ისევ ვცადე. კიდევ არაფერი. ჰმ... რატომ? კიდევ სამჯერ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. რატომ? რახდება? ნერვები მომეშალა. წამოვჯექი და საკუთარ თავს დავუწყე ჩხუბი. მაგრამ მივხვდი, რომ ამით არაფერი გამოვიდოდა. კარგი, წავალ ცოტას გავისეირნებ, იქნებ ჰაერმა შეცვალოს რამე. გავედი გარეთ. გავიგონე მობილურზე მესიჯის ხმა. ამოვიღე, დავხედე მესიჯის ადრესატს. მამაჩემია. მან მისამართი გამომიგზავნა, ნიკო გამრეკელის. მადლობა გადავუხადე და დავიმახსოვრე მისამართი. ანდაც სად მივდივარ? თუ ტელეპორტი არა, ისევ ძველ ნაცად ხერხს მივმართავ. შემოვბრუნდი სახლში. მივუახლოვდი დედას და ვუთხარი:
- დე, ბათუმში მინდა ნოდარისთან ჩავიდე, რაღაც გადაუდებელი საქმე მაქვს და ვერ ვუკავშირდები, გააქვს ფული რომ მომცე?
- კი შვილო, ოღონთ ფრთხილად იყავი და როდის ჩამოხვალ?
- დღესვე. თუ არადა ხვალ უეჭველი. ახლობელი დაიღუპა და იქ უნდა მივიდე.
- კარგი შვილო, თავს გაუფრთხილდი.
- კარგი დე. - მან თბილი ღიმილით დამაჯილდოვა და მეც გავედი გარეთ.
გეზი ავიღე ვაგზლისკენ, დაახლეობით ოც წუთში ვაგზალზე მარშუტების გაჩერებასთან ვიდექი. რთული არ იყო ბათუმის მარშუტკის მიგნება. ისედაც გაჰყვიროდნენ ყველა თავიანთ ქალაქს. მივედი მძღოლთან და ვკითხე:
- რამდენ ხანში წავა?
- ნახევარ საათში.
- კარგი. მეც ავედი მარშუტში, ყურსასმენები გავიკეთე და ჩავრთე: Travis – Sing - სიმღერა. არვიცი რატომ მაინდამაინც ეს სიმღერა, მაგრამ დღეს ეს სიმღერა ჩემზე მორგებული იყო. ერთი ჩვევა მაქვს, როდესაც ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა ჩემს ხასიათს ესადაგება, შემიძლია მთელი დღე, მარტო ამ სიმღერას ვუსმინო. და ზუსტად ეს მომენტი იყო ახლაც. მუსიკა ჩავრთე. შემდეგ მარიამს მობილურზე მივწერე:
- ROGOR XAR MARIAM?
მარშუტი დაიძრა. საათს გავხედე, თერთმეტიც არ იყო ჯერ. შუადღის ოთხ საათზე უკვე ბათუმში ვიქნებოდი. ამიტომ თვალები მოვხუჭე..
მგზავრობისას რამდენჯერმე გამეღვიძა. ყოველ ჯერზე მობილურს დავხედავდი, მაგრამ მარიამის მესიჯი არცერთხელ არ დამხვდა. რატომ? რახდება? გაბრაზებულია? არვიცი არვიცი. საგონებელში ჩავარდი, გუნება მიფუჭდებოდა. რათქმაუნდა ისევ ტრევის ვუსმენდი და სიმღერა ზუსტად ასახავდა ჩემს ამჟამინდელ ხასიათს. მგზავრობისას განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ამიტომ პირდაპირ ბათუმში ჩასვლაზე გადავალ.
როდესაც ჩავედი. ჩამოვედი საბაგიროსთან. მეხსიერებაში აღვიდგინე ის გზა, რომლითაც ნოდარისთან მისვლას შევძლებდი. დაახლოებით თხუთმეტ წუთში, მის კარებთან ვიდექი. კარებზე დავაკაკუნე. გაისმა ფეხის ხმა. კარი გაიღო და შემხვდა ნოდარი. ორივეს გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა.
- ვა ლუკა, თან კარიდან?! ჰომ მშვიდობაა?
- კი, კი უბრალოდ ტელეპორტი ვერ შევძელი და ვიფიქრე მარშუტით ჩავაკითხავთქო.
- ჰოო, მოდი შემო.
შევედით სახლში. ოთახში ჩამოვჯექი და ვუთხარი:
- იცი რატომ ჩამოვედი?
- არა, რავიცი აბა.
- რადა დედაჩემმა მითხრა ჩემ ოთახში იყავი.
- კი დაიცა. - ის გავიდა შემდეგ რაღაც ფურცელი მომიტანა. ეს იყო ჩვეულებრივი რვეულის, შუა ორი ფურცელი ამოხეული. რომელზეც კალმით ტექსტი ეწერა. გამიკვირდა და ვკითხე - რაარი ეს?
- წაიკითხე მიდი.
მეც არ დავახანე და დავიწყე კითხვა. დიდი დრო არ დამჭირვებია წასაკითხად, როდესაც მოვრჩი ჩემთვის ჩავილაპარაკე:
- ესეიგი კრისტალები?
- ჰოო, უცნაურია არა?
- კი. -ჩაფიქრებულმა ვთქვი.
შემდეგ მოვუყევი ჩემი მისგან წასვლის შემდგომი თავგადასავლები და დავძინე:
- მარიამის მეზობელმაც, ზუსტად ესე თქვა როგორც შენ. რაღაც კრისტალების მსგავსიო, რომ გაბრწყინდაო, შეგიძლია მანახო სად?
მან მიმითითა იმ საწოლზე, რომელზეც ადრე წამოვწექი. წამოვდექი. მივედი მაგრამ ვერაფერი მსგავსი ვერ ვნახე. ვცადე ამ კრისტალების ადგილას გადავტელეპორტებულვიყავი, თუმცა ეგეც უშედეგოდ. შემდეგ წამოვჯექი და ვთქვი:
- რა უცნაურია, ანუ ამით რაგამოდის იცი? მე როცა სადმე გადავდივარ, ვტოვებ მტვერივით რაღაცას, რაც კრისტალებად აღიქმევა და იმ ადგილას ვინმემ თუ ჩაიფიქრა, გადავა იქ სადაც მე გადავადი.
- ვა მაგარია მერე, მაგრამ სად გადავა?
სერიოზული სახით გავხედე:
- არ არის მაგარი.
- რატომ? - მიამიტურად მკითხა.
- რატომ? წარმოიდგინე, მე რომ პარიზსში ციხეში ვიყავი იქიდან, რომ ვინმე ჩემ ან შენს სახლში გადმოვიდეს? ან უარესი, ის ტერორისტები სადაც დახოცვას გვიპირებდნენ, მარიამთან, სოფელის სახლში ან ჩემთან სახლში რომ გადმოვიდნენ? ეს ჰომ კატასტროფა იქნება. და როდის გადმოხვედი შენ ანუ რამდენი ხნის მერე?
- არვიცი აბა რაგითხრა. გუშინწინ ღამე.
მე დავფიქრდი გავიხსენე ყველაფერი და ვთქვი:
- ანუ დაახლოებით, ორი დღე მაინც აქვს ვადა ამ პელეპორტის მტვერს, აწი ყურადღებით უნდა ვიყო, რომ რამე ფატალურ შედეგამდე არ მივიდეს საქმე.
და შემდეგ დამკრა ერთმა უცნაურმა აზრმა, სახელდობ: იქნებ ის ტერორისტები ბაზაში მოულოდნელად აღმოჩდნენ? არა სხვა რა ვარიანტი უნდა იყოს? წამყვანმა ჰომ თქვა... ანუ, აქაც ჩემი ტელეპორტის გამო მოხდა ყვეალფერი... ბრაზი მომაწვა. მინდოდა ამ მომენტში წამოვმდგარვიყავი და დამემსხვრია ყველაფერი. ცოტაც და ვიყვირებდი, ეს ჰომ ჩემი ბრალი იყო... წამოვხტი და ნოდარის ვუთხარი:
- წავედი საქმეები მაქვს.
- კი მაგრამ ეხლა არ ჩამოხვედი?
- მერე რა, თბ უნდა ჩავიდე, ერთი გადაუდებელი საქმე მაქვს.
- მერე დარჩი ცოტახანს და გადატელეპორტდი.
- ვერა ვერ ვტელეპორტდები. ისე ორი წუთით მოვიხმარ შენს კომპიუტერს კარგი?
- მიდი კაცო, რამდენი ხანიც გაგეხარდებოდეს და. - თქვა ნოდარიმ და გზა დამითმო.
მე მხოლოდ, ერთი მიზნის გამო, მინდოდა სოციალურ ქსელში შესვლა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, იქ მარიამის მესიჯი არ დამხვდა. შემოსული იყო. ვიფიქრე მივწერთქო, მაგრამ ათწუთიანი ლოდინის, შემდეგ მივხვდი, რომ აღარ მიპასუხებდა. მეც უფრო ნერვები მომეშალა და წამოვედი.
დაახლოებით, საღამოს თერთმეტის ნახევარზე, უკვე სახლში ვიყავი. გამოვიცვალე და წავედი ნიკო გამრეკელის მისამართზე. იქ მისულს, შორიდან დავუწყე ყურება. ვერ გავბედე ახლოს მისვლა. ვუყურებდი როგორ, სადარბაზოს შესასვლელთან შექუჩებულიყო ხალხი და ელოდებოდა ცხედრის ჩამოსვენებას. ირგვლივ ყველა ტიროდა, განსაკუთრებით, შავებში ჩაცმული ქალბატონი. ის შეუჩერებლივ ცხარედ ღვრიდა ცრემლებს. ცრემლების ნიაღვრისგან თვალებს ძლივსღა ახელდა, დროდადრო ხელებს მაღლა აღაპყრობდა და ღმერთს ეკითხებოდა თუ რატომ... მაგრამ ამ კითხვაზე, ჰომ მარტო მე ვიცოდი პასუხი. იმიტომ რომ ჩემი ბრალია... მე რომ არ მქონოდა ეს შესაძლებლობა, ეხლა მარიამი კარგ ხასიათზე იქნებოდა, მისი მეზობელი ცოცხალი და ლუკა ისევ იმსახურებდა ქვეყნის დაცვისთვის... თავი დავხარე, მეტისმეტად მემძიმა ამ სცენის ყურება, მაგრამ ვერსად ვერ გავექცეოდი. ყურებში ყურსასმენი გავიკეთე. ისევ ტრევისი ჩავრთე და ვუყურებდი, როგორ მოიყვანეს, ცხედარი. მანქანამ როგორცკი გააჩერა იმწამსვე მისცვივდნენ... ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული გამიჩერდა. გამეყინა ყველაერი, თავი ვეღარ შევიკავე, ცრემლი-ცრემლზე წამომივიდა და ბოღმა მახრჩობდა... ეს ჰომ ჩემი ბრალია... მისი სიკვდილი ჰომ ჩემს კისერზეა?! თვალები მოვხუჭე. მარიამი წარმოვიდგინე. ვიგრძენი როგორ შეერწყა, სიმღერა ჩემს სინანულს... ვიგრძენი როგორ გადავტელეპორტდი, თვალები ნელა გავახილე, თავი ნელინელ ავწიე და ჩემს წინ მარიამი დავინახე...

დღე 8

ქალთან საუბარი ნიშნავს, მოემზადო წინასწარ დამარცხებისთვის.
გავოგნდი მარიამთან გადასვლა ნამდვილად არ მინდოდა, თუმცა გულის სიღმეში, ზუსტად ეგ ვინატრე.  როგორც ჩანს ბედმა მასთან შეხვედრა მომიწყო, მეც თავისთავად უნდა მესარგებლა ამ შემთხვევით...
ანანურშიც არ ჩამიგდია ის ფაქტი, რომ თვალცრემლიანი ვიყავი. უბრალოდ ყურსასმენი მოვიხსენი, მძიმედ ამოვისუნთქე და ვუთხარი:
- გამარჯობა მარიამ, თავს როგორ გრძნობ?
- კარგად შენ. - მშრალად მომიგო.
- არვარ კარგად, იცი რამოხდა? ნიკო გამრეკელი, ქართველი ჯარისკაცი ვინც გადაგვარჩინა, ის დაიღუპა.
- ჰომ, ცუდია. - ისევ ისე მომიგო.
- ჰო, ცუდია და იცი რატომ? ჩემ გამო მოხდა ეგ.
- ეგ როგორ? - თვალებში შემომხედა. მისი მზერა ცივი და არაფრის მთქმელი იყო, თუმცა ჩემმა სიტყვებმა ცოტა ინტერესი გამოიწვიეს.
- როგორ და თურმე ტელეპორტის დროს მტვერს ვტოვებ, შემდეგ იმ მტვერში ვინც შეეხება, ნებსით თუ უნებლიეთ,  შეუძლია გადატელეპორტდეს, იქ სადაც მე გადავტელეპორტდი. მიხვდი?! ზუსტად ასე აღმოჩნდნენ ტერორისტები ამერიკელების ბაზაზე და მანდ დაიგუპა ნიკოც...
- ჰომ საწყენია.
- ასე მშრალად? - მეწყინა მისი ასეთი ცივი დამოკიდებულება.
- ჰოო, აწი ყურადღებით, გადადი ხოლმე.
- გადავიდე თუ გადავიდეთ?
- გადახვიდე.
- რაა - თავი ვეღარ შევიკავე, ცოტა ხმამაღლა მომივიდა.
- რადა, ჰომ ხედავ, იმას რასაც ფლობ ვერ აკონტროლებ, მე კიდევ... - და მან თავი დახარა.
- რა შენ, მარიამ?
- რადა, ჩემი ბრალია, იქ რომ გადავედით. მე რომ ხელი არ მომეკიდა, ჰომ გადახვიდოდი სახლში და ამდენი ადამიანი არ დაიღუპებოდა.
- რაა? - ვერ მივხვდი ასეთი სულელური აზრი, რატომ მოუვიდა თავში. - რას იძახი?! რა შენი ბრალია? შენ რა შენ თავს ადანაშაულებ ამ ყველაფეში?!
- აბა ვისი ბრალია? - სრული სერიოზულობით შემომიბრუნა კითხვა. იმწამსვე გარდაიქმნა მისი მზერა და მის კატისებრივ თვალებში სიმკაცრე ამოვიკითხე.
- რათქმაუნდა ჩემი. - მე უფრო მივუახლოვდი მას და განვაგრძე - ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ ეს ყველაფერი შენგამო მოხდა. გაიგე?
- მოხდა და მაგიტომ ვფიქრობ ეგრე. - ის განაგრძობდა სიჯიუტეს.
ვეღარ მოვითბინე და ხმამაღლა დავუყვირე:
- გაგიჯდი? მარიამ ვერ გცნობ.
- ჰო ჰო ჩემი ბრალია, შენ რომ სახლში გადასვლას აპირებდი შემეშინდა, რამე არ მოუვიდესთქო და მარტო გაშვება არ მომინდა შენი... - თქვა და თავი ჩახარა.
ამ სიტყვებმა უკვე ყველაფერი შეცვალა. რა თქმა უნდა თავში ერთმა აზრმა დამკრა და იმწამსვე ფიქრად ნათქვამი სიტყვებად გადაიქცა:
- შენ რა შეგიყვარდი? - მეთვითონ გაოგნებული დავრჩი როდესაც ეს, სიტყვები წამომცდა.
- ჰო - ეს სიტყვები ჩუმად იყო  ნათქვამი, მაგრამ იმ მომენტში მეტისმეტად ხმამაღალად მომეჩვენა...
ყველაფერი აირია. გაკვირვებას სიხარულიც შეერწყა, რომელიც გაურკვევლობაში გადავიდა და გაურკვევლობიდან გაოგნებულმა, დაბნეული შევყურებდი მას რამოდენიმე წამი. მეგონა თითქოს ეს ყველაფერი მოჩვენებითია და  ჯერ კიდევ დაბნეულმა ვკითხე:
- რა? გიყვარვარ?
მან არაფერი არ მიპასუხა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარვილყავი მის პასუხს. მოულოდნელად სიხარულის ნაზი ცრემლი ჩამომიგორდა. მექანიკურად მივუახლვოდი და ჩავეხუტე. მანაც მომხვია წელზე ხელები. მე მას ვუთხარი:
- მიყვარხარ მარიამ.
- მეც.
და ორივემ თვალები მოვხუჭეთ...
მკითხველმა, არ იფიქროს, რომ როდესაც ჩვენ თვალები გავახილეთ, ისევ იმ ადგილას ვიყავით... არა არა და არაა! ჩვენ ავღმოჩნდით, ქვიშის პლიაჟზე. როგორც ჩანს შორს არსად არ წავსულვართ, რადგან დროის მიხედვით აქაც სიბნელე იყო. დანამდვილებით ახლაც არ ვიცი სად გადავედით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დღე ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო ჩვენს მოგზაურობაში...
პლიაჟზე არავინ იყო და ეს ხელს გვიწყობდა განმარტოებაში... გაგვეცინა ორივეს.
- ჰა შენ ინატრე პლიაჟი და რომანტიული გარემო? - მხიარულად ვკითხე.
- კი რათქმაუნდა, არ მინდოდა ვინმე შესწრებოდა ჩვენს საუბარს.
- ჰოო იმედია, აქ არავინ  შეესწრება. მოდი ჩამოვსხდეთ და დავტკბეთ ვარსკვლავების ყურებით.
- კარგი. - თქვა მან და ჩვენც იქვე ჩამოვჯექით.
როდესაც კარგად მოვკალათდით, შევბედე და ვკითხე:
- როგორი იყო?
- რა?
- ერაყში მომხდარი. რომ იცოდი შეიძლება შემდეგი ყოფილიყავი.
- მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი კარგი? - ცოტა ნაღვლიანმა წარმოთქვა.
- უბრალოდ ამაზე მიპასუხე.
- საშინელება. თუმცა საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და ამით თავს ვიმშვიდებდი. თუ ეს მოხდებოდა მხოლოდ ჩემი მიზეზით. 
- რა სიმკაცრეა. ეხლა ეგრე ჰომ აღარ ფიქრობ მარიამ?
- აღარ. - მშრალად მომიგო მან.
მერე თავი რომ არ შემეწყინა, მოვუყევი ნოდარიზე, შემდეგ ჩემი თეორიის შესახებ და ისიც გულმოდგინედ მისმენდა. არ ვიცი რას ფიქრობდა მაგ მომენტში, მაგრამ არც  ვცდილობდი დიდად შემეშალა მისი ფიქრებისთვის ხელი. შემდეგ როცა დავასრულე გავჩუმდი. ზეცას ავხედე. რამდენიმე წუთი ასე ვუყურებდით ვარსკვლავებს. მოჩვენებითი სიმყუდროვით ვტკბებოდით, მაგრამ რეალურად, ორივე რაღაც პატარა ბიძგს ველოდებოდით და ეს უხერხულობა, უფრო და უფრო გვძაბავდა. მე არ ვიცოდი რაზე წამომეწყო საუბარი და დარწმუნებული ვარ ისიც ამსიტუაციაში იყო. ბოლოს ვეღარ მოვითბინე და ვკითხე:
- დიდიხანია?
ის მიმიხვდა კითხვის არს და მიპასუხა:
- შენ?
- მეც.
მესიამოვნა... მივიჩოჩე და გავბედე და  ხელი გადავხვიე მხარზე. არანაირი წინააღმდეგობა, პირიქით მან თავი მხარზე მომადო და ჩვენ განვაგრძეთ, ვარსკვლავების ყურება. ჩვენთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა. დასამალი აღარაფერი იყო, პირიქით ვფიქრობ ჯეკპოტიც კი დამეცა, რომ პლატონური არ აღმოჩნდა სიყვარულის გრძნობა.
- სად გინდა რომ იცხოვრო? - ვკითხე. ის დაფიქრდა და ცოტახანში მიპასუხა:
- მოხეტიალე წყვილი ვიქნებით. ესე უკეთესი არ არის? დღეს გერმანიაში ვართ, ხვალ ამერიკაში, ზეგ ჩემთან სოფელში. ეგრე უფრო რომანტიულია - მომიგო მან და მის თვალებში დავინახე ის სინათლე რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებდა.
- ჰო, მაგრამ ადრე თუ გვიან ჰომ დავიღლებით? როდესმე ჰომ უნდა გავჩერდეთ? აი მაშინ სად ვიცხოვროთ?
- მერე, სადმე პატარა ქოხი მოვძებნოთ და მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყოთ.
- მერე ბავშვები?
ის დაფიქრდა, ეტყობა ამაზე საერთოდ არ უფიქრია.
- ბავშვებიც.
- საიდან დავიწყოთ მოგზაურობა? სად გინდა წასვლა?
- სულერთია, ანდაც არა მარშუტი შევადგინოთ და იმის მიხედვით წავიდეთ ხოლმე. - მითხრა უკვე გამოცოცხლებულმა.
მე მომწონს მისი შემართება.  რათქმაუნდა კარგი იდეაა. ძლივს ჩვენს შორის ურთიერთგაგება აღდგინდა და ამას ხელს როგორ შევუშლიდი?
- კარგი, ჰო ისიც გავითვალისწინოთ, რომ ტელეპორტი მტვერს ტოვებს და ისეთი ადგილები მოვძებნოთ, საიდანაც ნაკლები იქნება შანსი, რამე გაუგებრობის კარგი? თორე არ მინდა ჩემს სახლში, ვიღაც ზანგი ფრანგი მოვიდეს და დედაჩემი გამიგიჟოს - სიცილით ვთქვი ბოლოს.
ორივეს გაგვეცინა და მან დაამატა:
- ან ვინმე ჩინელი და მიჰაუ უთხრას მამაშენს.
ორივემ გადავიხარხარეთ. შემდეგ რამდენიმე სხვა სასაცილო ვარიანტები წარმოვიდგინეთ. ჩვენ აზრებს თამამად ვაფიქსირებდით, მაგალითად: როგორ მიდის რომელიღაც იაპონელი სამსახურში, ჩემოდნით ხელში და ბრახ უცბათ აღმოჩნდება ბათუმის პლიაჟზე. და მსგავსი რამეები. დიდიხანი ვიცინეთ. კარგად ვიხალისეთ. მთლიანად გამოვიკეთეთ განწყობილება. ჩვენ იმ მომენტში ბედნიერები ვიყავით. ერთმანეთს ვავსებდით. სხვა ყველაფერი ჩვენ არ გვაინტერესებდა, მხოლოდ მე და მარიამი. ჩვენ ორნი. მე ჩემის მხრივ ბედნირი ვარ და დარწმუნებული ვარ ისიც. მიუხედავად, იმისა რომ ცოტა შეგვაცია, ჩვენი გულების სითბო გარეგნულ ფაქტორებს, უყურადღებოდ ტოვებდა და ჩვენც ვტკბებოდით ამ მომენტიებით. შემდეგ რაღაც მომენტში ერთმანეთს თვალები გავუსწორეთ, იმ მომენტში ორივეს თვალები გვიბრწყინავდა, რატომღაც ყველაზე უხერხული მომენტი დადგა. თითქოს განათდაო ყველაფერი და მხოლოდ ჩვენი თვალებიღა დარჩა მხედველობის თვალსაწიერში. მონუსხულებივით, შევცქეროდით, ერთმანეთს და ნელინელ ვუახლოვდებოდით ერთურთს ნელა აუჩქარებლად, არცერთი ხმას არ ვიღებდით, არცერთი არ ვეწინააღმდეგებოდით ამ მიზიდულობას. როდესაც მისი სუნთქვა ვიგრძენი შევამჩნიე როგორ დახუჭა თვალები... არც მე ჩამოვრჩი. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა... რამდენიმე წამიანმა შერწყმამ ჩვენი გულები გააჩერა... პირველი დაუვიწყარი კოცნა რამდენიმე წამიანი იყო თუმცა ეს კოცნა საუკუნეები გასტანს ჩემს გონებაში.
როდესაც ერთმანეთს ისევ შევხედეთ, ერთი უცნაური კითხვა მოუმივიდა მარიამს თავში და მკითხა:
- და რაიქნება მაინც ბოლოს? როგორ დასრულდება ეს თავგადასავალი? მივალთ რომ ორივე ბოლომდე? ნეტავ რომელიმე ჩვენგანი  შესძლებს ამ ისტორიის დასრულებას?!...
არვიცი ასეთი კითხვა, რატომ მოუვიდა მას თავში მაგრამ, უპასუხოდ ვერ დავტოვებდი და გულწრფელად მივუგე:
- არვიცი მარიამ... იმედია ჩვენ შევაბერდებით ერთმანეთს და შემდეგ შვილიშვილებს მოვუყვებით ყველაფერს. შენთვის არ მითქვია, მაგრამ ვაპირებ თავიდან ბოლომდე ჩემი ამ ისტორიის დაწერას.
- ჰოო? მაგარია მერე. მეც მახსენებ?
გამეცინა და ვუთხარი:
- არა შენ რა საჭირო ხარ.
რომ შევატყვე ეწყინა დავუმატე:
- ჰომ იცი ვხუმრობ. რათქმაუნდა უშენოდ როგორ? ჰო მართლა ერთი სათხოვარი მაქვს.
- მითხარი.
გავჩერდი, ძალები მოვიკრიბე და ვუთხარი:
- შემპირდი, რომ თუ მე ვერ შევძელი ამ ისტორიის დასრულება შენ დაასრულებ და შემპირდი, რომ როდესაც ეს ისტორია დასრულდება, პლიაჟზე დატოვებ ზუსტად იმ ადგილას საიდანაც ჩვენ ტელეპორტის ადგილს შევარჩევთ, და დაე განგებამ გადაწყვიტოს შემდეგ ამ ისტორიის ბედი.
- კარგი. და შენც დამპირდი, რომ ამ ისტორიას ბოლომდე მივიყვანთ.
- გპირდები მარიამ...
და ჩვენც ზეცას ავხედეთ...

დღე 9
1

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ის თავს ბედნიერად და სიცოცხლით აღსავსედ გრძნობს, რადგან აქვს შესაფერისი მიზეზი. ეს, არ არის აცულებელი იყოს  სიყვარული, ეს შესაძლოა მიზნისკენ სწრაფვაც იყოს, ან უბრალოდ, კარგი ამბავი. ნუ შესაძლო ვარიანტებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ გეტყვით, რომ ამჟამად ზუსტად ამ სიტუაციაში ვარ. დილით ბედნიერმა გავიღვიძე. მართალია დიდი თავის ტკივილის გრძნობით, მაგრამ რაარის თავის ტკივილი სიხარულთან შედარებით?! არც არაფერი.
როდესაც საწოლიდან  წამოვდექი, თავს ვგრძნობდი დედამიწაზე ყველაზე იღბლიან ადამიანად. ჩემში ყოველგვარ უარყოფითს თავი დაეღწია, ჩემივე არსიდან და პირიქით მთლიანად დადებითით ვიყავი დამუხტული.  გუშინ მარიამთან პირველი სასიყვარულო კოცნა მქონდა, ბანალურია არა? ჰმ რავიცი - რავიცი... - ცოტახნით მოვწყდე მარიამს და ვიფქრო ტელეპორტის მტვერზე. დავადგინე, რომ როდესაც ვტელეპორტდები ვტოვებ მტვერს. არ ვიცი რამდენხნიანი ვადა აქვს ამ მტვერს, მაგრამ ორ დღეზე მეტი ვფიქრობ არ არის. ისიც დავადგინე, რომ მარიამს სადაც უნდა ყოველთვის გადავდივართ. ისიც დავადგინე, მარიამთან გადასვლის შემდეგ, მე დაახლოებით ათი წუთი შემიძლია ვმართო ეს შესაძლებლობა. მთავარი გასაღები მარიამია!. მარტო, ვერ ვახერხებ თუმცა კარგია ასე, თუ ისე, მაინც ვახერხებ ხანდახან აქეთ-იქით გადასვლას. თუმცა ცუდია დამოუკიდევბლად, რომ ვერ გადავდივარ,  ვერსად თუ არ გამიმართლა. აი მაგალითად ეხლა მარიამი თავის სასწავლებელშია დაბანაკებული მე კი თბილისში ვარ. დავიჯერო ტელეპორტერმა მარშუტკით უნდა ვიმგზავრო ხოლმე?! ეს ზედმეტად სიბოროტეა, ჰომ უნდა იყოს რამე სხვა გამოსავალი? ჰმ... მოდი სანამ, რამე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ცოტანხით ჩემ ძველ ცხოვრებას მივუბრუნდე, თორე ჩემები საშინლად ნერვიულობენ უკვე ჩემზე. თანაც დამიგროვდებოდა რაღაც-რაღაც საქმეები...
თორმეტის ნახევარი იყო როდესაც წამოვდექი და გავედი სამზარეულოში. დედას გაუკვრიდა ჩემი ნახვა და ირონიით მითხრა:
- ოჰ მობრძანდით ვაჟბატონო?
- ჰოო, დე. მშია რაგვაქვს?
- ოჰ შია, ბიჭს.
აშკარა იყო დედა გაბრაზებული იყო. ვერც გავამტყუნებდი, რადგან დედები ყოველთვის მგრძნობიარები არიან და მათ არ უყვართ, როდესაც მისი შვილი თვალთახედვის არედან ეკარგებათ, ეს ჰომ მშობლის ინსტიქტია.
- კარგი დე, მაპატიე თუ რამე გაწყენინე. მართლა ბევრი საქმე გამომიჩნდა, ეს დღეებია და ხანდახან შეიძლება ვერ მოვიდე ხოლმე, ოღონთ არ შეგეშინდეს ცუდი მართლა არაფერია.
ვნახე, რომ ფერი ეცვალა და ვიფიქრე ჩემი სიმართლის ერთ ნაწილს ვეტყვი.
- კაი დე დამშვიდდი, გეტყვი ჰო. ბათუმელი გოგო მომეწონა და ხანდახან, ნოდარისთან ჩავალ ხოლმე, არ ინერვიულო, კარგი?
- მერე ფული?
-ახლობელი ჰყავს ნოდარის, მარშუტკის მძღოლია და ხანდახან უფასოდ გამიყვანს, შენ მაგაზე არ ინერვიულო, ახალგაზრდა ბიჭი  ვარ და ჩემს ფინანსებზე პასუხს მე ვაგებ.
შევატყვე, რომ დამშვიდდა. მომიახლოვდა და ნაზი ხმით მითხრა:
- კარგი, ჭკვიანად იყავი. სალათა დაგიჭრა?
- კი დე.
ვჭამე და გავედი გარეთ. იქ გასულს გამახსენდა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე ადამიანი ვისთანაც ვძმაკაცობ, და შემრცხვა კიდეც 8- დღე რომ უყურადღებობა გამოვიჩინე მათ მიმართ, არადა ზოგი ჰომ ბავშვობიდან მომყვება. „ბირჟაზე“ რომ გავედი ხუთნი დამხვდნენ. გაუკვირდათ ჩემი ნახვა და ეგრევე მომაძახა ერთმა:
- ვა ლუკიტო, სადხარ ტო ამდენხანს, ერთიკვირაა არ გამოჩენილხარ, ჰო მშვიდობაა?
- კი, კი ბათუმში ვიყავი რაღაც საქმეზე.
ნუ არ მინდა სტანდარტული ქუჩური დიალოეგით, შევთითხნო ეს ნაწერები, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანზე გადავალ.
სამნი დავრჩით. მინდოდა ორივესთვის მეთქვა ტელეპორტზე, მაგრამ ედო ის მოძრავი ადამიანია და რაღაც საქმეზე გაიქცა, ამიტომ ვამჯობინე, როცა მოვა მერე მასაც ვეტყოდი. გიორგის მივუბრუნდი და ვუთხარი:
- გიო რაღაც უნდა გითხრა და არამგონია დაიჯერო.
- რახდება?
- რადა გიო, აუ როგორ აგიხსა, რადა... - ვყოყმანობდი, მაგრამ მის მიმართ ყოველთვის სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა, ყოველთვის მინდოდა ყველაფერი მეთქვა და გვერდში დავდგომოდი ყველა სიტუაციაში, მისგანაც ანალოგიურს ვგრძნობდი. - ჩვენში დარჩეს, ტელეპორტი შემიძლია.
- რაა? - გადაიხარხარა - რაშეგიძლია?
- მშვენივრად ხვდები რასაც ვგულისხმობ.
- მანახე აბა, წამო უკრაინაში გადავიდეთ.
- არა ვერ ვმართავ, არვიცი ჯერ რადროს სად გადავალ მეთითონაც არ ვიცი. ჯერ უნდა დავხვეწო ეგ.
- კაი ეხლა ატრაკებ, წამო უკრაინაში მაგარი ქალები ავაგდოთ და ჩამოვიდეთ.
- თან წამოვიყვანოთ? - სიცილით დავუმატე მე.
- რავი თუ გინდა, მაგრამ სად დავტოვოთ? - გაიცინა მანაც.
- კაი ჰო, ჯანდაბას, ვცადოთ. მე მარტო რადგან ვერ ვმართავ, შეიძლება ორზე მოქმედებს, ნუ მოკლედ წარმოიდგინე ოდესა და მაგარი გოგოები და მოინდომე მთელი გულით.
- დონეცკი. - შემისწორა მან.
- ჰო კაი დონეცკი იყოს, სულერთია. ნუ ჩაიფიქრე და თვალები დახუჭე, იქნებ გაგვიმართლოს და გადავიდეთ.
- კარგი. - მონდომებით მიპასუხა მან. - კი გამიკვირდა ასე მარტივად რომ დაყაბულდა.
მხარზე ხელი დავადე და ორივემ თვალები დავხუჭეთ. წარმოვიდგინე, უკრაინელი ლამაზმანი, მეტი ვერაფერი, რადგან არ მინდოდა ფიქრების შეუთვისებლობა მომხდარიყო და მაშინდელივით სადმე სხვაგან არ გადავსულვიყავით. თვალები რომ გავახილე, ჩემს გაოცაბას საზღვარი არ ჰქონდა. ჩემს წინ არავინ არ იდგა. ნუთუ მარტო გიორგი გადატელეპორტდა? ეს ჰომ, შეუძლებელია? კარგად მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ არსად ჩანდა. მერე ვიფიქრე, რახან ეზოს წინ ვდგევართ, სადმე ჰომ არ შევიდა და დამემალა. თუმცა არა აშკარად არსად არ წასულა. მეტი დამაჯერობლისთვის, ეზოში შევედი და მეზობელს ვკითხე, რომელიც გარეთ იჯდა:
- გამარჯობათ, გიორგი ჰომ არ შემოსულა?
- არა შვილო. - მიპასუხა მან.
- კარგით. - ვაჰ! გაკვირვებულმა ფიქრებს მივეცი.
არაო? აბა სად წავიდა? ისევ გავედი ეზოს გარეთ და ირგვლივ მდებარე ეზოებში შევედი. თხუთმეთწუთიანი ძებნის შედეგად ვერსად ვერ ვიპივე. ნუთუ მართლა გადავატელეპორტე? ეს ჰომ, შეუძლებელია? როგორ შეიძლება ეგ? სულ მთლად დავიბენი. სიცილი წამსკდა, გაუჩერებლივ ვიცინოდი სანამ ედო არ მოვიდა და მკითხა:
- რაგჭირს ლუკა? რა გიჟივით იცინი?
მიდი და ეხლა აუხსენი სიტუაცია. მართლაც, რომ სასაცილო სიტუაციაში ავღმოჩნდი. სხვა გზა არ მქონდა, რამე უნდა მეღონა და მეც ვუთხარი:
- ბიჭო, ვერ დაიჯერებ რამოხდა. - თან მეცინებოდა.
- ჰო რამოხდა? გიო სადაა?
- კაკრას გიოზე უნდა გითხრა. ნუ მოკლედ მე ტელეპორტაცია შემიძლია და შემთხვევით გიორგა უკრაინაში გადავატელეპორტე. - და წამსკდა სიცილი.
- შენ ჰო არ? - და ბილწი სიტყვა თქვა.
მეცინებოდა, მაგრამ როგორ არ უნდა გაგეცინოს, თუმცა მეტი დამაჯერებლობისთვის ვუთხარი:
- კაი, მოდი შენც ინატრე დონეცკი და იქნებ ორივე გადავიდეთ.
- რა დონეცკი ჰო არ უბერავ? სადაა გიორგა მეღადავები?
- გთხოვ, უბრალოდ დამიჯერე და ინატრე, დონეცკი და მაგარი გოგოები.
- ჰო კაი. - დაბნეულმა მიპასუხა, თუმცა დაუფარავად გამოხატავდა ჩემს მიერ მისთვის შტერულ იდეის შეთავაზებას.
- ოღონთ თვალები დახუჭე და ისე. - ვუთხარი და მივადე მხარზე ხელი.
ჰმ.. ცხოვრება რა უცნაურია. ვინ იფიქრებდა, რომ ეგეც შემიძლია თურმე. როგორც გიორგიზე, ისე მოხდა ედოზეც. ისიც გაქრა. მაგრამ სად? დავიჯერო ორივე დამემალა? თუ გადატელეპორტდა ორივე? ნეტავ ერთ ადგილზე გადატელეპორტდნენ თუ სხვა-და-სხვა ახლა რაგავაკეთო?
თვალები როდესაც გავახილე, ჩემს გაოცებას უკვე აღარაფერი აკვირვებდა, ამიტომ უბრალოდ ნერვები მომეშალა.
- აა, ეს რა ჯანდაბაა. რავქნა ეხლა? - ხმამაღლა ვთქვი და ბოლთის ცემა დავიწყე.
არა აშკარად უნდა გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ რა? გამახსენდა ტელეპორტის მტვერი, და მაგის საშუალებით ვცადე გადასვლა თუმცა, უშედეგოდ. რამდენიც არ ვეწვალე, ვერსად ვერ გადავედი. მერე გამახსენდა, რომ შეიძლება აქ ვინმე გადასულიყო. ამაზე უფრო ნერვები მომეშალა. როგორ ავრიე ყველაფერი. როგორ არ მომაგონდა მტვრის შესახებ? თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გადავიდოდი და მაგიტომ ვცადე გიორგის უკრაინაში „გაშვება“. ძაან ავირიე... ვერ მოვუხერხე საკუთარ თავს ვერაფერი, გადავწყიტე სახლში ავსულვიყავი და დამშვიდებულზე მემოქმედა.
სახლში როცა ავედი, შევედი ჩემს ოთახში. წამოვწექი ლოგინში და ვცდილობდი დავმშვიდებულვიყავი. თვალები მოვხუჭე და მარტო ტელეპორტზე ვფიქრობდი. მოულოდნელად ტელეპორტი ვიგრძენი და თვალები, როდესაც გავახილე ნაცნობი კედლები შევნიშნე. ეს ჰომ ნოდარის ბინა იყო.! გახარებული წამოვხტი და მისი მოძებვნა გადავწყვიტე. საბედნიეროდ სახლში იყო. ბანაობდა. როცა გამოვიდა ვუთხარი:
- როგორ ხარ ნოდარი? არ დაიჯერებ და ისეთ შარში ჩავარდი, სასაცილოა, მაგრამ ამასობაში სატირელიც.
- რა?
- რადა შემთხვევით ჩემი ორი ძმაკაცი უკრაინაში გადავატელეპორტე.
ნოდარი გაშტერებული მიყურებდა.
- ეუფ, ახლა რამფრა უნდა მოიქცე, მარიამს უთხრა გადაგიყვანოს?
ნათურასავით განათთდა გონებაში. მარიამი! მაგის საშვალებით მოვახერხებ, მარტო მათთან გადასვლას.
- მმმ გენიოსი ხარ ნოდარ. - მივუახლოვდი შუბლზე ვაკოცე და გარეთ გასვლა დავაპირე, რომ  გამაჩერა.
- დიაცა მე არ გადამიყვან ეგვიპტეში? - ცოტა ნაწყენი ხმით მითხრა.
- კი, კი გპირდები, რომ აუცილებლად, ოღონთ ჯერ ამათ დავაბრუნებ. - ვუთხარი და გავარდი სახლიდან. სანამ მარშუტების გაჩერებასთან მივიდოდი, მარიამს დავურეკე და გავაფრთხილე, რომ მასთან მწვანე კონცხზე უნდა ჩავიდე და მზად იყოს ტელეპორტისთვის. მანაც ამიხსნა, სად დამხვდებოდა და მისკენ გავეშურე. კიდევ კაი მოვისაზრე და ყოველი შემთხვევისთვის, ფული ჯიბეში ჩავიდე. აწი ყოველთვის დამჭირდება კუპიურები ჯიბეში.
როდესაც მარშუტიდან ჩამოვედი, მარიამი მოციმციმე სახით დამხვდა. ერთმანეთს ჩახუტებით მივესალმეთ და მერე სასწრაფოდ გავაცანი საქმის ვითარება. სიცილისგან იგუდებოდა, ვეღარ ძლებდა.
- კაი დამშვიდდი, უნდა ვიპოვოთ ეგენი. გთხოვ - თან მეც მეცინებოდა.
- დონეცკი არა? - და იცინოდა. - კი მარამ, როგორ გინდა მათი პოვნა?
- როგორ და - ჯიბიდან მობილური ამოვიღე, ვანახე სურათი ორივესი და ვუთხარი - რავიცი რომელიმე წარმოიდგინე, ან ორივე და მეც ორივეს წარმოვიდგენ და იქნებ გადავიდეთ მათთან.
- კარგი ჰო ვცადოთ. - თან ეცინებოდა.
- ჰო ოღონთ მტვერიც გავითვალისწინოთ და ისეთ ადგილიდან ვცადოთ, სადაც არავინ იქნება.
დამთანხმდა და ჩვენ სადღაც ოღრო-ჩოღრო ადგილას მივაშურეთ.
საბედნიეროდ, ჩვენი ფიქრები ერთმანეთს დაემთხვა და ჩვენ უკრაინაში ავღმოჩნდით. როდესაც იქ გადავედით,  რომელიღაც ჩვეულებრივ პარკში ამოვყავით თავი. დაახლოებით, ოც მეტრში კი პირველყოფილებივით, მოსიარულე გიორგი და ედო შევნიშნე. სიხარულისგან წამოვიყვირე და დავიძახე:
- გიო, ედო.
მათაც გამოგვხედეს და გაოგნებულები მიყურებდნენ. რომ მომიახლოვნენ ედომ თქვა პირველი:
- ეს რახდება აქ? ჩვენ რა მართლა უკრაინაში ვართ?
- ჰო.
- afiget!. - ინტონაციით თქვა გიომ.
და მათ შესძახეს სიხარულისგან. ჩვენ სამივე ერთმანეთს გადავეხვიეთ და სასიხარულო შეძახილებისგან მივიქციეთ ირგვლივ მყოფთა ყურადღება.
- აეე რამაგარია, ბიჭო დონეცკები და ნაშოჩკები. - თქვა ისევ გიომ.
-  დავიპყროთ უკრაინა. - რაღაც ბოროტულად თქვა ედომ.
- თბილისში გადასვლა არ გინდათ?
ორივეს გაეცინა და ედომ თქვა:
- თბილისის არ გავარტყი, იქ მოხარშვას აქ შეწვა ჯობს. წამო გავერთოთ, ისე ჰო ვინაა ეს გოგო.  - ეხლაღა შეამჩნიეს მარიამი.
გავაცანი მარიამი.
თავში ბოროტულმა იდეამ დამკრა და ვქვი:
- გინდათ მაგრად ვიღადაოთ?
დამეთანხმნენ. ჩვენ ოთხივემ იქვე პრესტიჟული რესტორანი მოვძებნეთ და შევედით.
- დასხედით და მარიამ შენ, ერთი წამით გამომყევი რა.
მამაკაცების საპირპარეშოსთან მივედით და მარიამს ვუთხარი:
- წამო გთხოვ შევიდეთ, ცუდი არაფერი იფიქრო.
მარიამი მიმიხვდა ჩემ ვერაგულ ჩანაფიქრს და თქვა:
- არა არა გაგიჟდი? არ გააკეთო ეგ. სირცხვილია. ცოდოები არიან.
- მარიამ გთხოვ. - შევეხვეწე.
- კარგი ჰო. - ჩაიკისკისა და შევედით.
შესასვლელშივე, ისეთ ადგილას დავდექი, სადაც ყოველ შემომსვლელს მოუწევდა ამ ადგილას გავლა.  მარიამს ჩავჩურჩულე რაღაც და ჩვენ გადავტელეპორტდით.
გამოვედით კარიდან, მივუახლოვდით გიოს და ედოს და ვთქვი:
- მოდი ეხლა მაგრად ვიღადაოთ. ტვალეტისკენ იყურეთ - და მივუთითე სადაცაა.
შემდეგ, რესტორნიდან რომ არ გავეგდეთ, შევუკვეთეთ მცირედი, რასაც ჩვენი ჯიბე გაწვდებოდა. საბედნიეროდ, მარიამს ჩემზე, უფრო დიდი წინდახედულობა გამოუჩენია და დოლარებით მომარაგდა.
რესტორანი დიდი იყო, ხალხიც ბევრი იყო. მამაკაცების საპირფარეშოშიც რეგულარულად შედიოდა ხალხი, ამიტომ ჩვენ სასაცილო არ მოგვკლებია.
დავაკვირდით როგორ შევიდა მამაკაცი, კაცთა საპირფარეშოში. არ გავიდა ათი წამი, რომ ქალების საპირფარეშოდან წივილის ხმა ისმის და იქიდან გამოდის ზუსტად ის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კაცების საპირფარეშოში შევიდა. მამაკაცი გამოვიდა ქალების საპირფარეშოდან, დამფრთხალი და გაოგნებული, მას გამოჰყვება ორი ქალბატონი რომლებიც ლანძღავდნენ და ჩანთას თავში ურტყავდნენ.
პირველი ედომ გადაიხარხარა მას ავყევით სუყველა. თხუთმეტი წუთის მანძილზე ათზე მეტი შემთხვევა იყო, როცა კაცი კაცების საპირფარეშოში შედის და გამოდის ქალის საპირფარეშოდან. ამ აყალმაყალში, ჩვენ მაგრად ვხალისობდით. ცრემლებამდე ვიცინოდით, სასაცილო კომენტარებს ვაკეთებდით. ამაზე მაგრად ცხოვრებაში არ გვიხალისია. თავი რაღაც დიდი წარმომედგინა. ეს სამი ადამიანი კიდევ, ჩემს ცხოვრების ნაწილად მიმაჩნდა და ბედნიერი ვიყავი, ამ მომენტში, რომ მათ ასეთს ვხედავდი. მე ვუყურებდი მათ და მიხაროდა, რომ ისინი გვერდით მყვანან, რომ არ მიწევს მარტო ამ ჯაფის ტარება და მყავს ადამიანები ვისაც შემიძლია თავისუფლად გავუზირო ჩემი თავგადასავლები... მე ბედნიერი ტელეპორტერი ვარ...
როდესაც გული ვიჯერეთ გართობით, გამოვედით რესტორნიდან. ისევ იმ პარკში დავბრუნდით და ცოტახნით ჩამოსვხედით სკამებზე.
- კაი ეხლა რა გავაკეთოთ?
ვიკითხე რადგან როგორც ჩანდა, ჩემს გარდა ეგ საკითხი არვის აწუხებდა.
- როგორ თუ რა, ქალები დავკეროთ. - თქვა გიორგიმ.
მარიამმა ჩაახველა. მე გამეცინა და ვთქვი:
- არ გამოვა ეგ საკითხი, მე და მარიამი ერთად ვართ, თქვენ მოგიწევთ თქვენთვის გარჯა.
- მერე რაპრობლემაა. ჩვენ დავკერავთ. - თქვა ედომ და წამოდგა.
მივიხედ- მოვიხედე და ვთქვი:
- აჰა ედო, იქ ქერა გოგო, რომ ზის, ჰომ ხედავ - და ხელით მივუთითე - მიდი აბა თუ დაკერავ.
- მოდი გინდა დავნიძლავდეთ, რომ  სადაც ვეტყვი იქ გამომყვება? - მითხრა მან თვალების მოჭუტვით.
- მოდი დაგენიძლავები, რომ ვერ დაკერავ.
- ხარაშო. რაზე გინდა?
- სულერთია, იყოს ჰა ოც აჯიმანიაზე.
- კაი. - მითხრა მან და ჩვენ ხელები ჩავურტყით ერთმანეთს.
როდესაც ედო წავიდა, მარიამს გადავულაპარაკე:
- კარგად არ იცის მარიამ რუსული, არ ეყოფა მარაგი გოგოს დასაკერად, მარტო თავის ვიზუალის იმედზეა. - თან გამეცინა.
ვიზუალით მართლაც, რომ კარგ ფორმაში იყო. ადვილად იყო შესაძლებელი მდედრობით სქეს მოსწონებოდა მისი აღნაგობის წყალობით. სახეზე დიდი სიმპატიით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ფიზიკურობა ფარავდა ამ ყველაფერს. ის ყოველთვის იმპუსული და არაადეკვატური ადამიანი იყო არის და იქნება! გულიანი ბიჭია და დაუფიქრებლად შეუძლია გადაყვეს. ბევრი მინუსიც აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ცდილობს თავისი დაუფიქრებელი დანაშაული გამოისყიდოს, ამიტომ ეს დასაფასებელია. მცირედ გეტყვით გიორგიზეც. ის სახლის ბიჭია, ძირითადი თავისი ცხოვრების დროს სახლში კომპიუტერთან ატარებს. არ უყვარს ცვლილებები და იმდენად აქვს სიზარმაცე გამჯდარი, რომ მხოლოდ ოცნებებით თუ შემოიფარგლება, აი რატომ გადავიდა ასე მარტივად უკრაინაშიც. ზედმეტად ქედმაღალია მომენტებში და ეს ხანდახან მაღიზიანებს კიდეც! ორივე საკმაოდ ჯიუტი პიროვნებაა და მიზნისკენ ბრძოლა თავისებურად შეუძლიათ, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებენ საწადელს, მაგრამ მცდელობაც არ უნდა დავუკარგოთ. გიოს ოჯახთან იმდენად შინაურულად, ვარ რომ ხშირად დავრჩენილვარ მათთან. დედამისი ლიკა იმდენად კარგი ადამიანია, რომ ყოველთვის მიხარია მისი კომპანია. ხშირად ვჯდებით ხოლმე და ვსაუბრობთ ბევრ საკითხებზე, მართალია დიდად ფილოსოფიით არ გამოვირჩევი თუმცა, ასპარეზს მედგრად ვინარჩუნებ ხოლმე. საოცარი ადამიანია!.
დავინახეთ, როგორ მიუჯდა გვერდით და რაღაცას ელაპარაკებოდა, მართალია რას არ გვესმოდა, მაგრამ ჩანს არ გამოსდიოდა გოგოს დაყოლიება და ისიც დაუფარავად ცდილობდა მის თავიდან მოშორებას. ეს ყველაფერი არ იქნებოდა ესეთი საინტერესო, რომ ერთ სასაცილო ფაქტს არ გადავყროდით. სანამ ედო გართული იყო საუბრით, მათ ერთი შარვალ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი მიუახლოვდა, რათქმაუნდა ეს მას არ შეუმჩნევია.
- ნახე, ეხლა იღადავე უეჭველი დაუშვებენ ერთმანეთს, თან ედო გახევს შუაზე. ამ სპიჩკის ღერს - თქვა გიომ და გადაიხარხარა. მეც გამეცინა და ორივე ვხარხარებდით.
შევამჩნიე, როგორ წამოდგა ედო და უკვე მზად ვიყავით ჩვენ სანახაობისთვის. ახალმოსული მამაკაცი, ედოზე ოდნავ დაბალი იყო და გახმდარი. საერთოდ ედოს ცხოველური ძალით თუ ვიმსჯელეთ, ეგეთებს დესერტად სამ-ოთხს მიირთმევდა ხოლმე. ადრე რაგბზე დადიოდა, თან ყაზარმული ჯარი აქვს მოხდილი და ძალა ყოველთვის ჰქონდა.
დავინახე, როგორ მოემზადა ედო დასარტყმელად, მოიქნია თავისი დიდი ტორი თუმცა, მოასწრო მოწინააღმდეგემ მანევრირება და აიცილა, შემდეგ მოწინააღმდეგემ თავად მოახერხა დარტყმის მიყენება.  ჩვენდა გასაოგნად, ედო მოცელილივით ძირს დაეცა და გაითიშა.
გაშტერებული შევხედეთ ამ ყველაფერს და უცბათ  წამოვიხტით. გავიქეცით, მათი მიმართულებით. თუმცა მოასწრო მოსაზრება იმ უკრაინელმა და მოკიდა თავის გოგოს ხელი და სწრაფი ნაბიჯით გაეცალნენ იქაურობას. ჩვენ არ გავეკიდეთ იმ ტიპს. რა აზრი ჰქონდა? ედო თუ ერთ დარტყმაში გათიშა, ჩვენ რას გვიზამდა? მივირბინეთ ედოსთან და მოსულიერება დავუწყეთ, მალევე გამოვაფხიზლეთ. როგორცკი თვალები გაახილა, იმწამსვე აგვიტყდა სიცილი. ის სანამ კარგად გამოფხიზლდებოდა ორივე გულიანად დავცინოდით მას.
- ეს რაგიქნა ბიჭო, თან ერთ დარტყმაში. - და გიომ გადაიხარხარა. მის სიცილზე უფრო მეცინებოდა და მეც ვყვებოდი.
ედომ გაბრუებულივით თქვა:
- ე რა მიქნა მაგ. - და ჩვეული ბილწიტყვაობით შემოიფარგლა. - თან თავს ხელებით იზილადვდა. 
- თან რა გამხდარი იყო. და რა ჯანზე. ეტყობა მოჩხუბარე იყო, თორე ასე ზუსტად ვერ მოგცხებდა. - დავუმატე მე.
- ბიჭო კიდევ კაი ჩვენ დავინახეთ, თორე უეჭველი გვეტყოდა, კაროჩეო მაგარი გოგო ავაგდეო. თანაც იცით როგორო? გაიჩითაო  მაგის პიჟონი შეყვარებულიო ვცემეო, მერე კი გოგო მე დავითრიეო.
და ორივემ გადავიხარხარეთ.
- ჰო ჰო, მეღადავეთ. აბა თქვენ დაუდექით გაგაპობთ შუაზე.
- ჩვენ არც გავჭიმულვართ, რომ მოინდომე მარიაჟობა. - ვუთხარი მახვილგონივრულად.
არ იფიქროთ, რომ მარიამი სულ მთლად გადამავიწყდა, არა არა. ის უბრალოდ ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს, არ იყო მიჩვეული ჩემ გარშემო ასეთ ხმაურს. მოკრძალებულად ეჭირა თავი და დიდად არ იწუხებდა თავს, ჩვენთან დიალოგში შემოსასვლელად. მე შევატყვე, რომ თავი ეზედმეტა და გადავწყვიტე, შემეცვალა რამე. გავხედე მას და ვუთხარი:
- ჩვენი წასვლის დროა ჰომ?
- ჰო კაი იქნებოდა.
- კარგი.  - გავხედე ბიჭებს და ვთქვი - კაი მერე კიდევ გადმოვიდეთ უკრაინაში, ეხლა დავბრუნდეთ უკან. დავაბრუნოთ ყველაფერი თავის ადგილას, როგორც იყო.
- არა ძმაო შენ ჰო არ გაგიჟდი? აქ ჩამოვედი და უკან რაწამიყვანს. - თქვა ედომ.
- კი, მაგრამ რაუნდა გააკეთო? არც პირადობა გაქვს თან და არც ფული, მითუმეტეს არც დასარჩენი არგაქვს არსად.
- მერე რა ძმა, იქნება ეგ ყველაფერი, თან მითუმეტეს არალეგალურად გამოვდივარ გადმოსული, ამიტომ პირადობა არც მინდა. შენ წადი ძმაო და ჩვენ მედაგიო მივხედავთ აქ ყველაფერს. გავიტანთ თავს ნუღელავ.
- ჰო მაგრამ მშობლები? რაუნდა უთხრათ?
- შენ წადი და ჩვენ მოვგვარდებით კაცო. - ედომ გახედა გიოს დასტურად.
- ჰო ლუკა წადი, მიდი ჩვენ მოვახერხებთ რამეს, არ დავიკარგებით.
არ მესიამოვნა ეს ფაქტი, მაგრამ რამექნა? ვერც ვერაფერს ვიზავდი. უბრალოდ დავნებდი მათ და ვუთხარი:
- კარგით გადავალ, მაგრამ თუ რამე დაგჭირდეთ აუცილებლად გამაგებინეთ და მოგაქცევთ ყურადღებას.
ისენი დამეთანხმნენ. ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ. მარიამისკენ მივბრუნდი:
- წასვლის დროა.  - სანამ წავიდოდით უცბათ მტვერი გამახსენდა, მივუბრუნდი და ვუთხარი ბიჭებს - ჰო მართლა, ეხლა რა ადგილიდანაც გადავალთ, იქ დარჩება ტელეპორტის მტვერი, რომელიც დაახლოებით, ორი დღე მიანც იმოქმედებს. ამ ორ დღეში სამშობლოში თუ გადაწყვეტთ დაბრუნებას, უბრალოდ საიდანაც გადავალთ, იმ ადგილას მიდით და გადასვლა ინატრეთ კარგი?
- კარგი, მაგრამ ეგ არ დაგვჭირდება.  - მითხრა ედომ.
ჩვენც რაღა გზა გვრჩებოდა, უნდა დაგვეტოვა იქაურობა.
მარიამს მივანდე მარშუტი და თვალები დავხუჭე.
ბათუმში ავღმოჩნდით.
- ბათუმის პლიაჟზე რატომ? - ცოტა დაბნეულმა ვკითხე.
- აბა ჩემთან სახლში ჰომ არ გადმოვიყვან, უკრაინელ ტურისტებს, ან შენ ძმაკაცებს. - კისკისით მითხრა.
- ამ, ჰო ჭკვიანურია. ანუ გავისეირნოთ ჰომ?
- ჰო აბა რა, წამო სოიოს ნაყინი ვჭამოთ.
- უჰ ეგ საზიზღრობა?!
- ჰო უნდა შეგაყვარო. - და თავისებურად ჩაიკისკისა.
- კარგი. - ვთქვი და წავედით.
გზაში ჩაფიქრებული ვიყავი, ვფიქრობდი: თუ რა უნდა გაეკეთებინათ იქ? როგორ უნდა გაეტანათ თავი უარაფროდ? ეს ჰომ საქართველო არ არის? ყველაფერი თავიდან უნდა აეწყოთ, მითუმეტეს არავის იცნობდნენ. აა თუმცა რატომაც არა, ედოს ჰო ახლობლები ჰყავს იქ. სავარაუდოთ ისენი დაეხმარებიან თავიდან ნაბიჯების გადადგმაში. ცოტა ამოვისუნთქე, ეს უკვე რაღაც დამამშვიდებელი იყო. მე მათზე ყოველდღე ვინერვიულებ. ჩემს კისერზეა მაგათი ბედი და ვერ გადავიტან თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება. ყველა ადმაიანს თავის გზა აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი გამოწვეულია და მე უნდა ვაგო ამაზე პასუხი.
ისე მივედით, კაფემდე, რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია, მე ფიქრებში ჩაძირული ვიყავი, რაც მარიამს არ გამოჰპარვია, არც შეუშლია ხელი.
როდესაც ნაყინი შევუკვეთეთ და ჭამა დავიწყეთ, მარიამმა მითხრა:
- ნუ ნერვიულობ, პატარა ბიჭები არ არიან, მიხედავენ საკუთარ თავს.
- ჰომ იმედია, თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
- რატომ? იქნებ ბევრს მიაღწიონ და ბედნიერები იყვნენ.
- ჰოო, ეს მათი ოცნება იყო, უკრაინაში წასვლა. მეც ავუსრულე ოცნება.
- ჰოდა რაღა გინდა? ახლა აცალე თვითონ მოიხმარონ თავიანთი ოცნება.
- ჰოო, სწორი ხარ.
სიმართლე რომ გითხრათ, მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა. ჩვენ საღამომდე ვიყავით, ბათუმში, მერე მან არ მოისურვა ტელეპორტით გადასვლა და უბრალოდ 13-ტ ნომერ ავტობუს ჩაჰყვა სახლამდე. ოღონთ რათქმაუნდა, ჯერ მე მაცალა გადასვლა, რადგან არ უნდოდა მეც თბილისის მარშუტს გავყოლოდი. იქვე სადგურთან სადღაც მიგდებული ადგილი მოვნახეთ და იქიდან გადავედი. ამჯერად მხარზე ხელი დავადე და მხოლოდ მე ვისურვე გადასვლა და გამოვიდა. როგორც ჩანს მარტო მარიამზე არ არის. სხვა ადამაინთან კონტაქტის დროს, შემიძლია გადასვლა, ოღონთ იმშემთხვევაში თუ იმას გულით სურს გადასვლა. უცნაურია არა? მარიამს უკვე დახელოვნულებული ჰქონდა, ამიტომ მან ჩემი გადასვლა ინატრა. რაღაც სულელურად ჟღერს, მაგრამ ეგ არის ჩემი შესაძლებლობები მეთითონაც, რომ გვარიანად ვერ ავუღე ალღო. როდესაც ჩემ ოთახში ავღმოჩნდი. რაღაც თაბრუს ხვევა ვიგრძენი. წამით თვალებში თითქოს დამიბნელდა, მალევე გამიარა. ცინგლის წამოსვლა ვიგრძენი, თითით მოვიწმინდე და გამიკვირდა, როდესაც სისხლი აღმოვაჩინე. მოულოდნელად თავი მაგრად ამტკივდა. გაუსაძლისი იყო ტკივილები. თითქოს თავის ტვინში ვიღაც შემომიძვრაო და უჯრედებს მიღრღნისო. ბანცალით შევედი სააბაზანოში და სარკეში ჩავიხედე. სისხლი ცოტ-ცოტა მომდიოდა, თვალები ოდნავ დასისხლიანებული მქონდა. სასწრაფოდ მოვიბანე სახე და ბანცალითვე დავბრუნდი ჩემს ოთახში და წამოვწექი...

 

დღე 10

საშინელი ღამე მქონდა. კოშმარები მესიზმრა. თითქოს, გულივერი ვყოფილვიყავი და ჭიანჭველებისხელა პატარა ხალხს ვხოცავდი, მაგრამ რატომ არ ვიცი. ეს ჩემი ქვეცნობიერის ნაყოფი ჰომ არ იყო? ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე განდიდების მანიით შეპყრობა, რომ მე სხვა დანარჩენ ადმაიანებზე დიდი ვარ?! ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ როდესაც გავიღვიძე ეგეთი შთაბეჭდილება მქონდა. მარტო გულივერობა კიდევ არაფერი, შემდეგ გადავიქეცი რაღაც საშინელ მონსტრად და ვიღაცის მეთაურობით, მთელი ქალაქი დავიპყარით, სადაც კენტავრის მსგავს არსებებს ვეომებოდით და ამ მბრძოლაში  სასიკვდილოდ დამჭრეს. მაშინ გამომეღვიძა, როცა სიზმარში მოვკვდი. ოფლისგან სულ მთლად სველი ვიყავი. ასეთი სახის უცნაური სიზმარი არასდროს მქონია. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ როდესაც წამოვიღვიძე ვიყავი ბათუმის პლიაჟზე, ისევ საცვლის ამარა. გამიმართლა, რომ უთენია იყო, მზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ ამოსულიყო, ამიტომ თავშესაფრად ისევ ნოდარი მოვიაზრე.
კარზე დავუკაკუნე. ნოდარის ცოტა დიდი დრო დასჭირდა კარამდე მოსასვმელად. სავარაუდოთ გავაღვიძე და გაუჭირდა მოსვლა კარამდე. როდესაც გააღო ჯერკიდევ მოჭუტული თვალებით გამომხედა და გაკვირვებულმა თქვა:
- ლუკა?
- ჰოო მევარ.
შემდეგ ინსტიქტურად შემათვალიერა და სიცილი აუტყდა:
- რაარი მაგი,  ბედის ირონიაა თუ რაა. ისევ იმფერ მოგივიდა როგორც პირველ ჯერზე?
- ჰოო, რაღაც საშინელი კოშმარები მესიზმრა, რომ გავიღვიძე ბათუმის პლიაჟზე ამოვყავი თავი.
- მოი მოი. ეჰ,  რაცხა აწი მომიწევს ახალი ტანსაცმილს ყიდვა, თორემ ესენი აღარ გვყოფნის და - იუმორით თქვა მან.
მეც ავუბი მხარი იუმორში და შევყევი სახლში. უპირველეს ყოვლისა გამოძინება მჭირდებოდა, არ მეყო ძილი. მასაც არ სურდა ფხიზლად ჰყოფნა, ჩვენც დრო აღარ დავახანეთ და წავუძინეთ.
დაახლოებით თორმეტ საათზე გავიღვიძეთ.
- ეხლა რას აპირებ ლუკა? - მკითხა ნოდარიმ, პარალელურად ჩაის გაკეთებას შეუდგა.
- აზზე არ ვარ, გეგმაში საერთოდ არ მქონდა ტელეპორტი.
- მე როდის გადამიყვან ეგვიპტეში?
- კაი ერთი სიცხიდან მეორეში? რამე ცოტა გრილი ქვეყანა არ გინდა?
- არა.
- კაი, მაშინ მივწერ მარიამს, თუ სცალია ჩვენ სამნი ჩავიდეთ ეგვიპტეში გაწყობს?
- კარგი.
- კარგი. - ვუთხარი მე და მივუჯექი მაგიდას.
როდესაც დილის საუზმით დავნაყრდით, შემდეგ მარიამს ელექტრონული წერილის სახით მივწერე. მასთან რამდენიმე წუთიანმა დიალოგმა დადებითი ნაყოფი გამოიღო, მე ნოდარის მივუბრუნდი და ვუთხარი:
- სამზე გავიდეთ საბაგიროსთან და იქ დაგხვდება, იქიდან კი პირამიდები დავლაშქროთ.
- ვაა, მართლა, რაცხა არ მეჯერება. მაგარია. - და სიხარულისგან მოულოდნელად მომიახლოვდა და ჩამეხუტა.
- ჰო მანამდე გავამზადოთ რაღაცეები, წყალი თავსაბურავები დარამეები ვნახოთ მოვძებნოთ ინტერნეტში რაც გამოგვადგება.
ის დამეთანხმა და ინტერნეტში მოვძებნეთ, ძირითადი რაც დაგვჭირდებოდა. მართალია დიდი ვერაფერი გავიგეთ და დიდი ვერაფერი აღმოგვაჩნდა მითითებული ვარიანტებიდან, მაგრამ მაინც მოვახერხეთ რაღაცეების მოგროვება.  ორივეს საკუთარი ჩანთა გვქონდა, მესამე ნოდარიმ მეზობელს ეთხოვა. სამივესთვის გავამზადეთ, გაყინული წყლის ბოთლი, რომელიც საბედნიეროდ ნოდარის სულ ჰქონდა საყინულეში თანაც ბევრი. შემდეგ დატვირთულები გავეშურეთ საბაგიროსკენ. რათქმაუნდა პუნქტუალურობა გამოვიჩინეთ და თავის დროზე მივედით. ნუ ისიც აღსანიშნავია, რომ მარიამმა თავის ტრადიცია არ დაარღვია და დააგვიანა.
- მარიამ გაიცანი ეს ნოდარია, ნოდარი ეს მარიამი. - მოკლედ გავაცანი ერთმანეთი, რადგან დაუსწრებლად ისედაც იცნობდნენ ერთმანეთს.
მათაც სტანდარტული სიტუაციის მიხედვით ერთმანეთს კეთილგანწყობა გაუნაწილეს. შემდეგ უკვე გადავედით მთავარზე:
- მოვნახოთ უსაფრთხო ადგილი და იქიდან გადავიდეთ ეგვიპტეში.
- მევიცი ეგეთი ადგილი. - თქვა ნოდარიმ.
- კარგი. - დავეთანხმე და გავყევით მას.
ოცწუთში ადგილზე ვიყავით. მიტოვებული სარდაფი იყო. ცოტა არ იყოს დამბურძგლა, რაღაც შემზარავი ადგილი მომეჩვენა.
- ნოდარ დარწმუნებული ხარ, რომ აქ ჩასვლა ღირს?
- კი, ხანდახან თუ რომელიმე ნარკომანი ჩამოვა აქ, ისე სხვა არავინ.
- მერე ნარკომანიც ჰომ ადამიანია? იქნებ სხვა ადგილი მოვნახოთ? - იკითხა მარიამმა.
- მართალი ხარ. მგონი ჯობს. - დავეთანხმე მე.
- ბიჭოო დამიჯერეთ, აქ არავინ ჩამოდის, მაი იშვიათად თუ ჩამოვა. ვიცი კარგად ეს ადგილი. - ნოდარიმ პოზიციები არ დათმო.
ვყოყმანობდით, მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდით.
ჯერ პირველი ნოდარი ჩავიდა, მერე მარიამი მიჰყვა, მეც ვაპირებდი ჩასვლას, მაგრამ შევნიშნე ცოტა მოშორებით, ორი ბიჭი როგორ მიდიოდა, აქეთ ჰქონდათ ყურადღება, გაეცინათ და ხმამაღლა დაიძახეს:
- წარმატებები!
რათქმაუნდა მივხვდი, მათი ფიქრების მსვლელობას, ვაპირებდი, უკან აბრუნებას და მათთან ჩხუბს, თუმცა ქვევიდან დამიძახეს და ამან გადამაფიქრებინა. საშინელმა მღელვარებამ მომიცვა, რომ არ გავუერთიანე თავი მათ, მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია. ეს შიშის ფაქტორი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ მაგ მომენტში უფრო მნიშვნელოვანი ეგვიპტეში გადასვლა იყო.
ქვევით ჩასულებს, საშინელი შარდის სუნი დაგვხვდა და აქა-იქ მიყრილი შპრიცები, ნუ რათქმაუნდა კონდომებიც. საშინელი საღორე იყო, კედლებზე შარდისგან დატოვებული კვალები ემჩნეოდა. აქა-იქ ადამიანის განავალსაც მოვკარი თვალი. ვუყურებდი ამ ყველაფერს და ნერვები მეშლებოდა აქ რას ჩამოვაყვანინე მარიამი ნოდარის. მალე უნდა გადავსულვიყავით, თორე აქ დიდხანს გაჩერება საზიზღრობა იყო. ჩვენ ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და საშინელი დახუთული ჰაერისგან, რომელიც შარდის მოლეკულებით იყო გაჟღენთილი, ავღმოჩნდით უარეს ჩახუთულ ადგილას სადაც მზე პირდაპირ მიწაზე აჭედა და არსად არანაირი ჩრდილის კვალი არ იყო. გაოგნებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს, თუმცა მალევე მივხვდით მე და მარიამი ნოდარის გაღიმებული სახით თუ რატომ ავღმოჩნდით უდაბნოში.
- შენ ჩაიფიქრე უდაბნო? - გაბრაზებულმა ვკითხე.
მან  თავი დამიქნია და მღელვარებისგან სულ მთლად გახარებულმა მომიგო:
- ვაუუ, რამაგარია ტელეპორტიი. კი კი, ნახე რამაგარია, უკაცრიელ უდაბნოში ვართ, სადაც მარტო ჩვენ ვართ.
- მეღადავები? - ვეღარ მოვითბინე და დავიყვირე - რა უკაცრიელ უდაბნოში? რომ დავიხოცოთ?
- რაი? რას გეღადავები, ჩევიფიქრე, რომ ერთსაათში მივიდოდით პირამიდამდე, თან წყლებიც ჰომ წამოვიღეთ.
მე და მარიამმა ერთმანეთს გავხედეთ, ჩვენს თვალებში ამოიკითხეოდა ერთიდაიგივე. აშკარა იყო შემდგომში ჩვენი სურვილისამებრ გადავიდოდით.
ირგვლივ მიმოვიხედე და საერთოდ არაფერი. სულ მთლად ქვიშა, ოთხივე მიმართულებით.
- ჰა გიდო, რომელ მხარეს უნდა ვიაროთ, პირამიდამდე რომ ერთსაათში მივიდეთ?
- უი, - დაიბნა ნოდარი და მიამიტურად თქვა -  მაგი არ ვიცი უკვე.
- ტფუი რა. აბა რაიცი ? შენ რა სახუმარო საქმე გგონია? - მარიამს მივუბრუნდი - მოდი პირდაპირ პირამიდებთან გადავტელეპორტდეთ.
- ჰოო ჯობს, თორე აქ საშინლად ცხელა. -თქვა მარიამმა.
ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ, მაგრამ ვერსად ვერ გადავტელეპორტდით. ერთმანეთს აღელვებულებმა შევხედეთ და ვთქვი:
- რახდება? რატომ ვერ გადავდივართ?
- არვიცი, მზის ბრალი ჰომ არაა? - იკითხა მარიამმა.
ნოდარი ოროსანი ბავშვივით ჩუმად იყო. აღარ ცდილობდა ზედმეტად გავეღიზიენებინე.
- არამგონია, უფრო ხასიათების ბრალი იქნება, კაი ცოტა ვიაროთ, იქნებ მივაგნოთ სადმე რამეს.
დამეთანხმნენ და დავადექით გზას. ვიარეთ ერთი საათი, ორი, სამი, უკვე მეოთხეც იყო. თუმცა ვერაფერი ვერ შევამჩნიეთ. ამასობაში სულ მთლად ოფლში ვიწურებოდით, ზედმეტი ნივთები რაც არ გამოგვადგებოდა გადავყარეთ. ყინულიანი წყალი შოკოლადივით დნებოდა და ჩვენც წყლის მარაგი გვითავდებოდა. სულ თუ არაფერი ადუღებულ წყალს მაინც დავჯერდებოდით, მთლად განწირულები, რომ არ ვყოფილვიყავით. მეხუთე საათს უკვე შევატყვეთ, რომ ბინდდებოდა. ცოტა იმედი მოგვეცა რადგან უდაბნო ღამე ყოველთვის გრილია.
- კარგია, დაღამდება და აგრილდება.  - ვთქვი ცოტა იმედიანად.
- აგრილება, მერე ტემპერატურა ისე დავარდება, რომ შეგვცივდება, მითუმეტეს ოფლიანები ვართ. თან ყველა ქვეწარმავალი ღამ-ღამობით ამოდის სანადიროდ, ამიტომ საშიშია აქ მორიელებში და გველებში ღამის გათენება. -  თქვა მარიამმა.
მისი ხმა საშიშად ჟღერდა თუმცა სამართლიანად.
- ჰოდა ცოტა, რომ აგრილდება, დავისვენოთ და გადავტელეპორტდეთ. მანამდე შევისვენოთ. - ვთქვი მე წამოვჯექი და ჩანთიდან უკვე ცხელი წყალი ამოვიღე, რომელიც რამოდენიმე ყლუპიღა დამჩენოდა.
მათაც მომბაძეს და ჩვენ დავბანაკდით.
თანდათან უკვე ბნელდებოდა, ტემპერატურაც ვარდებოდა, ირგვლივ აბსოლუტური სიჩუმე სუფევდა. ცოტა, რომ დავწყნარდით ვცადეთ გადატელეპორტება:
- მოდი ეხლა ვცადოთ.  - ვუთხარი ორივეს, ჩვენი ნივთები დავახარისხეთ და ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ.
თუმცა ჩვენი მცდელობიდან არაფერი არ გამოვიდა. ჩვენ ისევ იქ ვიყავით. ნელინელ უკვე შიში იბუდებოდა ჩვენს გულებში. შიში ამღამის მშვიდობიანი გადატანის?! ყველა ავნერვიულდით და ეს ნერვიულობა დაუფარავი იყო. შევატყვეთ, როგორ ამომზირდა ჩვენს წინ მთვარის დისკო და მივხვდით, რომ ეს ღამე აქ გვიწევდა დარჩენა. რაოდენ სახიფათოც არ უნდა ყოფილიყო...

დღე 11

ჩვენ შევთანმხდით, რომ რიგრიგობით გამოვიძინებდით. არ იყო ჩვენს რიგებში ნამდვილად არ იყო დადებითი ემოციები. მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი. სიტუაციის ასეთ  შემობრუნებას ნამდვილად არ ველოდი. რას ვიფიქრებდი თუ მარიამთან ერთადაც, ვერ შევძლებდი გადატელეპორტებას. ნოდარის სულელობის გამო სახიფათო თავგადასავალში ამოვყავით თავი, მისი დაუდევრობის ბრალი იყო ჩვენი აქ ყოფნა, მაგრამ იმასაც ვხედავდი, რომ ის თავის დანაშაულს განიცდიდა და ეს აბათილებდა, მის მიმართ გამოწვეულ ბრაზს. მინდოდა, სიტუაცია ცოტა გამომესწორებინა, ამიტომ მე შევთავაზე პირველი გათენება. მოვრიგდით, რომ ორ-ორი საათით დავიძინებდით, ან ვინ სადამდეც შეძლებდა, მაგრამ როგორც ჩანს არცრეს არ მოგვკარებია ძილი. მართალია მარიამი და ნოდარი წამოწოლილები იყვნენ წინასწარ მომზადებულ პირსახოცებზე... ( ვარაუდობდით, ზღვაში ცურვას, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს ამ მომენტში. ) მაგრამ ორივე ფხიზლობდა.
ქვიშაზე ვიჯექი და გავყურებდი მთვარის მოციმციმე დისკოს. მარჯვენა ხელით ქვიშას ვეთამაშებოდი. რა ნაწილსაც მოვახერხებდი მუჭით ვიღებდი და მერე ისევ ძირს ვყრიდი, ასე ვიქცევდი თავს. მე ვგრძნობდი ქვიშის სიცივეს. მის ფხვირებას და მთვარის მომაჯადოებელ ელვარებას. ღამით სხვადასხვა მწერის ხმები ერთმანეთში არია და დროდადრო თუ რომელიმე უფრო ხმამაღალი გახდებოდა. მკაფიოდ მესმოდა გველის სრიალი ქვიშაზე, ხან ახლოს ხანაც შორს. ვხედავდი, როგორ ამოყოფდა მორიელი თავს და ისევ ჩაჰყოფდა. სხვადასხვა კიდევ უცხო მწერებიც ჩანდა. აქ მთვარე თითქოს უფრო ახლოს იყო ვიდრე დანარჩენ დედამიწაზე, ის თითქოს ღრუბლებს შეერია და იქიდან გვიყურებდა. ის მთელ უდაბნოს ღამის ნათურის მაგივრობას უწევდა და თავისი სხივებით გვინათებდა ჩვენ გზაკვალს. კოცონი ან მობილურის სინათლე სულ არ იყო საჭირო. აქ ყველაფერი ისედაც ხელის გულივით ჩანდა. მომაჯადოებელი სილამაზე იყო. ჰორიზონტს, რომ შევცქეროდი. რა თქმა უნდა მხოლოდ ქვიშა მოჩანდა, მაგრამ ცაზე, თითქოს ზოლებად სხვადასხვა ფერად ვიღაცის დიდ ხელებს დაეხატაო სხვადასხვა ფერის ტალღები. ისენი ნელა აუღელვებლად ტალღური რიტმით მოძრაობდნენ და თვალისთვის საოცარ სანახაობას ქმინდნენ. რაღაცნაირი იდუმალი გარემო იყო, რაღაც არამიწიერი... ეს ჩვენთვის სახიფათო გარემო ამასობაში იმდენად ნაზი და აუღელვებელი იყო, რომ  ადამიანი ძალაუნებურად ვერ აფორიაქდებოდი, არადა გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, თითოეულ მოსრიალე გველის ან მორიელის დანახვაზე, რადგან აქ ყველა შხამიანი ქვეწარმავალი ბუდობდა... არც ერთი არ დაგვინდობდა თუ მოგვიახლოვდებოდა და ჩვენში საფრთხეს, ან საჭმელს დაინახავდა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც სულიერად მშვიდად ვიყავი.  მე მოვინუსხე ამ სახანაობით და აი ახლა უკვე აღარ ვნანობდი, რომ აქ გადმოვედით. მე უკვე მომინდა აქ ღამის გათენება და გადავხედე ჩემიანებს. ნოდარი ზურგით იწვა და ცას გაჰყურებდა, ხოლო მარიამმა როდესაც შემამჩნია წამოდგა მომიახლოვდა და გვერდით დამიჯდა.
- რა სილამაზეა არა? - ვუთხარი გულწრფელი, გულის ამოძახილით.
- ჰო, ძალიან ლამაზია. რაღაც განსხვავებული ადგილია, მომწონს.
მე ცოტა დანაშაულის გრძნობა ვიგრძენი და ხმამაღლა ნოდარის გასაგონად ვთქვი:
- ნოდარ ადე აღარ გიბრაზდები, მოდი მოგვიჯექი.
ისიც პატარა ბავშვივით წამოხტა და იმწასვე გვერდით დაგვიჯდა.
- ყოველთვის კი ვერ ნახავ ესეთ სილამაზეს. აღარ ვნანობ, რომ აქ ვართ ნოდარ.
ჩვენ დიდხანს გავყურედით ხედს და დროდადრო თუ ერთმანეთს რამეს გადავულაპარაკებდით. მნიშვნელოვანს არაფერს, მხოლოდ იმ მომენტის აზრებს.
თუმცა, როგორც ჩანს ამდენმა გულწრფელობამ და ვიზუალის ტკბობამ მოგვთენთა და რატომღაც სამივენი გადავეშვით ნეტარ ძილში. არვიცი ზუსტად რამდენი ხანი გვეძინა  მაგრამ, ერთმა შემთხვევამ გამოიწვია ჩვენი სიმყუდროვის დარღვევა. რა უცნაური და ირონიულია არა ცხოვრება? როდესაც დროს სასიამოვნოდ ატარებ და უკვე, გგოონია რომ აღარაფერი არ მოხდება აი ზუსტად მაშინ დაგვატყდება მეხივით ხიფათი და ძირფესვიანად ამოაძრობს სიმყუდროვეს და სიმშვიდეს ჩვენი გულებიდან. ეს უსამართლობაა !!!
ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი, უკვე მეორედ, რომ მარიამის განწირული წამოძახილი განმეორებით გავიგონე, იმწამსვე წამოვხტი და მივიხედ-მოვიხედე. ის ძირს იწვა და ჩემკენ ხელს იშვერდა. შემეშინდა და მივარდი:
- რახდება მარიამ?
ამ ხმაურზე ნოდარიმაც წამოიღვიძა.
- რაღაცამ მიკბინა.  - ძლივსღა წამოილუღლუღა.
მას ფერი გადასდიოდა, სახე უფერმკლთალდებოდა. თვალებს ხუჭავდა და რაღაცას გაუგებრად ჩურჩულებდა.
თავზარდაცემულმა ვერ მოვისაზრე რა გამეკეთებინა. ვცადე გადატელეპორტება თუმცა არ გამომივიდა.
მე შემეშინდა, ძალიან შემეშინდა...
ეს უკვე აღსასრული მეგონა და გაუცნობიერებლად ცრემლი წამომივიდა. თვალები წყლით ამევსო და მხედველობა ცოტა დამიბინდდა. იმწამსვე მოვიწმინდე ცრემლები, თავი ხელში ავიყვანე და სასწრაფოდ გადაწყვეტილების მიღება გადავწყვიტე. წარმოვიდგინე, რომ ის კვდებოდა და უკიდურესობამდე მიყვანილმა ტელეპორტი ვცადე. არ ვიცი როგორ, მაგრამ გაჭრა ამ ხერხმა. იმწამსვე ავღმოჩნდი კოლიდორში. გადაყვანისას, მარიამს მხარზე ხელი დავადე, ამიტომ გადასულს ის ძირს იწვა. იმწამსვე მივესიე იქვე მყოფ ეგვიპტელ ექიმებს რომლებიც, კოლიდორში კანტიკუნტად დადიოდნენ. ჩემი გადასვლა ვერცერთმა ვერ შეამჩნია, იმდენად იყვნენ გადართულები თავიანთ საქმეზე. თუმცა როგორცკი ერთ-ერთს მივვარდი მან იმწამსვე მოახდინა რეაგირება და შესაფერისი ზომების მიღება. უსიტყვოდ მიხედეს მარიამს. ეტყობა დახელოვნულები იყვნენ ესეთ საკითხებში და რამდენიმე წამში უკვე პალატაში ჰყავდათ შეყვანილი. აი ეხლაღა გამახსენდა, რომ ნოდარი იქ დავტოვე. ვცადე მასთან გადასვლა თუმცა ვერ მოვახერხე. საშინლად დავიბენი, ვერ გავიგე რა გამეკეთებინა. არადა საზრუნავი ცოტა, ნამდვილად არ მქონდა. აქეთ მარიამი სიკვდილს ებრძოდა, იქ კიდევ ნოდარი ეულად მივატოვე პოტენციურ საშიშროების ეპიცენტრში. ბოლთის ცემა დავიწყე. არა ეგრე არ ივარგებს, ექიმს როგორმე უნდა გამოველაპარაკო. გავიგო მისი მდგომარეობა. მაგრამ ნოდარი? რეინჯერების მსგავსი არავინ ეყოლებათ, რომ გავუშვა მის მოსაძებნად? მაგრამ მე ჰომ ისიც არ ვიცი რომელ მხარეს არის, არც ის ვიცი რამხელა მანძილია ჩვენს შორის დაშორება და მითუმეტეს არც ენა ვიცი, რომ რამე გავაგებინო. გადავტელეპორტდე როგორღაც, ვნახო ნოდარი და უკან რომ ვეღარ დავბრუნდეთ? სარისკოა. ეგრე ჰომ მარიამს მივატოვებ, რავიცი იქნებ სათანადო ყურადღება არ მიაქციონ და სასიკვდილოდ გაწირონ თუ ფულს არ გადავიხდი? არა ეს ზედმეტად სარისკოა. მაგრამ ესე ჰომ ნოდარს ვტოვებ? აშკარად უნდა მივიღო გადაწყვეტილება... თანაც მალე!. დაახლოებით ხუთი წუთი მაქვს საამისოდ, სანამ ტელეპორტის დრო არ გავა. ეს ჰომ ყოველთვის ესე მოქმედებს. აღზნებულმა მთელი ძალით კედელს დავარტი მუშტი. იმწამსვე ვირგძენი საშინელი ტკივილი მუშტის არეში და დავიწყე ღრიალი. ყველაფერმა ერთად ამოხეთქა და მეკიდევ არვიცოდი რაგამეკეთებინა. საშინელ მდგომარეოებაში ვარ ჩავარდნილი და გამოსავლის გამონახვის ძალა არ შემწევს.
ერთ-ერთი ექთანი მომიახლოვდა და ძნელი არ იყო იმის მიხვედრა, რომ დამშვიდებისკენ მომიწოდებდა. მეც ვცდილობდი დამშიდებას. ძალიან ვცდილობდი. მაგრამ არ გამომდიოდა. ექთანმა მკითხა თუ ვიცოდი ინგლისური, მაგრამ მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე, შემდეგ იქვე მოსაცდელ სკამზე მიმითითა და დავჯექი. გვერდით მომიჯდა, მხარზე ხელს მისვამდა და მამშვიდებდა. ამ ყველაფერმა ცოტა გაჭრა, დამამშვიდა. შემდეგ, რომ შეამჩნია ცოტა დავმშვიდდი, ადგა და რამდენიმე წამში წამლით და ერთჯერადი ჭიქით დაბრუნდა. თავით მანიშნებდა დამელია. რათქმაუნდა მივხვდი დამამაშიდებელი იქნებოდა და მეც მორჩილად გამოვართვი. შემდეგ თავი ხელებში ჩავრგი და უბრალოდ დავნებდი...
ერთ ნახევარ საათში მომიახლოვდა ექიმი და რაღაცა მითხრა, მართალია ვერ გავიგე რა, მაგრამ ვეცადე მიმიკით მიმეხვედრებინა მარიამზე, თუ როგორაა. მან ხელის ორივე მტევანი გაშალა, თითქოს ათიან ციფრს მაჩვენებსო და ორჯერ ჩემკენ გაწია და თავისკენ გამოსწია. ნუ სავარაუდოდ ეს ნიშნავდა, რომ დამშვიდდი კარგად იქნება. მე იმ ეტაპზე ეგრე ჩავთვალე ეგ, მერე ერთი ხელით ციფრი  ორიანი მანახა და მეორე ხელით ბერა თითი დამანახა დანარჩენი მოკუმა. ამით მივხვდი, რომ ორდღეში კარგად იქნებოდა. გამიხარდა. საშინლად გამიხარდა, ცრემლშემხმარმა ანგარიშმიუცემლად გადავეხვიე და ეხლაღა მოვისაზრე, რომ ნოდარისთან გადასვლა აუცილებელი იყო, რადგან შეიძლება მისთვისაც ეკბინა რამეს და სასიკვდილოდ გამეწირა იქ თუ დილამდე დავიცდიდი. დაიმედებულმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, გავმნხნევდი და მეც თვალები მოვხუჭე.
საავადმყოფოს მბჟუტავი, მართკუთხა კოლიდორიდან გადავედი ისევ უკუნით სიბნელეში სადაც, მთვარე ისევ ბატონობდა აქაურობაზე. ცოტა უცნაურ მომენტს შევესწარი. გადასულს დავინახე, ნოდარი როგორ იდგა ჩანთითხელში და აქეთ-იქით ძირს იყურებოდა, თვალს არ აცილებდა იქაურობას, თითქოს მზად იყო ნებისმიერ, დროს ნახტომი გაეკეთებინა და აეცილებინა ქვეწარმლის თავდასხმა. გაკვირვებულმა ვკითხე:
- რას შვები ნოდარ?
- ვაა  - ამოხდა სიხარულის შეძახილი მას. - წამოი მოვცილდეთ ამ ადგილს.
ის შეშინებული იყო, თუმცა ჩემმა გადასვლამ დააიმედა.
- ჰო გადავიდეთ.
- მარი როგორაა?  - მკითხა ისე, რომ ჯერკიდევ მზერა ქვიშის ზედაპირისკენ ჰქონდა მიპყრობილი.
- იცოცხლებს, ორდღეში გამოკეთდება.
- კარგია. წამოი მალე წევიდეთ.
- კარგი ჰო.
ვუთხარი და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, უპრობლემოდ ისევ გადავტელეპორტდით კლინიკაში. ეს არ იყო მაღალი ხარისხის კლინიკა, შეიძლება ამ რაიონში ერთადერთიც კი იყო, მაგრამ მაინც ეტყობოდა, რომ ყველამ თავის საქმე კარგად იცოდა.
პალატაში არ შეგვიშვეს და მოგვიწია, დერეფანში გათენება.
- წავალ საპირფარეშოში და მოვალ.  - ვუთარი ნოდარის და ჯერკიდევ პირველ ჯერზე გადმოსვლისას დანახულ საპირფარეშოს ნიშნის მიმართულებით წავედი.
ეს, იმიტომ მოვიმიზეზე, რომ თავი საშინლად ამტკივდა. საპირფარეშოს ხის კარს, სახელურზე ხელი დავადე, ჩამოვქაჩე და შევედი. იმწასვე კარმა ჭრიალი დაიწყო. არ გამკვირვებია, აქაურ ინტვენტარს თუ გავითვალისწინებდით.  შესულს რატომღაც მოველოდი, რომ ამყაყებული დამხვდებოდა ყველაფერი და საშინელი სუნი იდგებოდა, თუმცა არა, ჩემდა გასაკვირად საპირისპირო რამ დავინახე. ყველაფერი გულმოდგინედ დალაგებული იყო და საპირფარეშოშიც, კარგი აეროზოლისგან გამოფრქვეული ვაშლის არომატის სუნი იდგა. მესიამოვნა, მივუახლოვდი სარკეს და შევამჩნიე, რომ ცხვირიდან ისევ სისხლი წამომივიდა. წყლით მოვიბანე და ვიგრძენი თაბრუს ხვევა. მუხლებში სისუსტე, გავმაგრდი და მეტი დამაჯერებლობისთვის ონკანის კიდეს დავეყრდენი. ამ მომენტისთვის თვალები ხელისმხარეს მქონდა მიპყრობილი. როგორც კი სიმაგრე ვიგრძენი ისევ სარკეში ჩავიხედე და იმწამსვე შიშის ზარი დამცა ნანახმა...
მხარზე მორიელი მეჯდა...

დღე 14

გაუკვირდება მკითხვლეს, ციფრების თანმიმდევრობის შეუსაბამობას როდესაც აღმოაჩენს, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ეს პირველი სიტუაცია არ იქნება, უკვე როგორც ხვდებით რადგან, ყოველდღე არ ხდება თუნდაც ჩემნაირ შესაძლებლობის მქონდე ადამიანის ცხოვრებაში საინტერესო ამბების. ნუ რათქმაუნდა საინტერესო ყოველთვის გამოინახება, მაგრამ მოსაყოლად ვფიქრობ, დიდი ვერაფერი. ალბათ ფიქრობს მკითხველი, რომ საინტერესო მომენტზე შევჩერდი და უთუოდ გამკიცხავს კიდეც გულში, იმისთვის რომ ამ ამბის გაგრძელება უინტერესოდ დავასახელე, თუმცა მაინც გეტყვით, ისე არ დაგტოვებთ.
როდესაც შევამჩნიე მხარზე მორიელი, ინსტიქტურად მხარი ავიქნიე და ამით მოვახერხე მისი გადაგდება. იმწამსვე უკანმოუხედავად გავიქეცი გარეთ. საბედნიეროდ არაფერი არ დამემართა. გადავრჩი, რომ არ მიკბინა მორიელმა. გარეთ გასულს შემთხვევით შევეჯახე ერთ ტურისტს.
- უკაცრავადა ბოდიში. - გაუცნობიერებლად ვუთხარი, შემდეგ მომაგონდა, რომ ეგვიპტეში ქართული არ ეცოდინებოდა არავის და ინგლისურადაც მოვუბოდიშე. სულ რამოდენიმე სიტყვა ვიცოდი იგნლისურად და ეს ერთ-ერთი მათთაგანი იყო.
უცხოს გაეცინა და მომიგო:
- არაუშავს. ქართველი ხარ?
თვალები გამიბრწყინდა, როდესაც მშობლიური კუთხური დიალექტი გავიგონე. სიხარულისგან გამეღიმა და ვუთხარი:
- კი, კი და თქვენც ჰო?
- კი მე ანზორ  ტყემალაძე ვარ, შენ რაგქვია?
- მე ლუკა თვალაბერიძე ვარ.
- სასიამოვნოა და აქ რასაკეთებ? მუშაობ სადმე?
- არა, არა. მეგობარს მორიელმა უკბინად და ამსავაადმყოფოშია. ამ ეგვიპტელებმა ხელების ფათურით გამაგებინეს, ორდღეში გამოკეთდებაო. ჩემმა მეგობარმა იცის ინგლისური და მას არ გაუჭირდებოდა საუბარი მათთან, მაგრამ მე არ ვიცი და მიჭირს.
- ჰოო, რა ჰქვია შენს მეგობარს და რომელ პალატაშია? -მე რათქმაუნდა ვუთხარი და მერე მომიგო მან - კარგი მივხედავ. მე აქ ვმუშაობ ექიმი ვარ. უკვე მეოთხზე წელია, რაც აქ ვარ. ყურადღებას მივაქცევ ნუღელავ. შენ მანამდე დაისვენე გამოძინება არ გაწყენდა.
-ჰოო, მართლა დიდი მადლობა. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ აქ - დავფიქრდი რაუნდა მეთქვა? ვერ მოვიმიზეზე ვერაფერი და ბოლოს ნაცად ხერხს მივმართე. ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე - რამოდენიმე დღით, ტურისტულ კომპანიას გამოვყევით, მაგრამ უდაბნოში დავიკარგეთ და თან ისე, რომ ჩვენ ჯგუფს გაჰყვა ჩვენი საბუთები და ყველაფერი. ამიტომ ეს ორი სამი დღე სანამ მოგვაგნებენ, აქ მომიწევს გათენება. გავუთენებ მარიამს და მერე მოვაგვარებთ ყველაფერს, მამაჩემს დავურეკავ და ის მოაგვარებს. უბრალოდ არ მინდა მარიამზე იცოდეს, რომ მორიელმა უკბინა რა. ჰომ გესმით. - არვიცი საიდან ამდენი ფანტაზია, მაგრამ თითქოს აზრები თავისით მოდიოდა და ჩემსმაგივრად ამბობდა სათმელს.
- ჰოო, მანამდე ეს ორიდღე ჩემთან ერთად სასტუმროში გაჩერდით.  კარგი იქნება ქართველის კომპანობა.
იმწამსვე შევიცხადე.
- რასამბობთ ესე ვერ შეგაწუხებთ. მითუმეტეს ამჟამად ფინანსურად ვერ გავწვდებით სასტუმროს ხარჯებს.  თან სამნი ვართ ჯამში, მარიამი კი პალატაშია, მაგრამ - და თითით მივუთითე ნოდარიზე - მესამე სახელად ნოდარი, იქ მიცდის და მარტო მე ვერ წამოვალ ნამდვილად.
- მერე მარტო რატომ, უნდა წამოხვიდე? ორივე წამოდით.
თვალები დავჭყიტე, ნუთუ კიდევ არსებობენ ასეთი კარგი ადამიანები?
ვყოყმანობდი და ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე:
- რავიცი, მერიდება ძაან.
- მოდი ეხლა მე მარიამთან შევალ, გავარკვევ ყველაფერს, მანამდე შენ, შენი მეგობარი გააფრთხილე, რომ გამოვალ წაგიყვანთ სასტუმროში კარგი ?
ძალზედ მეუცხოვა რატომღაც ასეთი სიკეთე, მითუმეტეს ეგვიპტეში მყოფ ქართველისგან, არვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის გაგონილიდან ისეთი სტერეოტიპი მქონდა ჩამოყალიბებული გონებაში, რომ საქართველოდან წასულ ქართველს არ უნდა ენდო, არავითარ შემთხვევაში! თორე დაგღუპავს, მაგრამ ამ ადამიანის შემხედვარე, სულ მთლად დამემსხვრა ეს სტერეოტიპები... არ დავაყოვნე და უმალვე ნოდარის ვაცნობე ახალი ამბავი.
მარიამისგან გამოსულმა ექიმმა მითხრა:
- სწორი უთქვია ექიმს, ორდღეში გამოკეთდება და ხვალ დილასვე შეძლებთ ნახვას, ეხლა დაღლილია და ვერ დაგელაპარაკებათ. არ იღელვოთ, სათანადო ყურადღებას მიაქცევენ -
ის დამამშვიდებლად ლაპარაკობდა, მეც მომეშვა და უბრალოდ გავყევით მას.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში თავისი მანქანით, მიგვიყვანა სასტუმროსთან. ეს იყო ერთ-ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის სახელიც სამწუხაროდ ვერ დავიმახსოვრე. ბატონმა ანზორმა ჩვენთვის ერთი ოთახი აიღო. გიდობაც გაგვიწია სასტუმროში. სასტუმროს შიდა ორი პატარა აუზი ჰქონდა. ერთი სტანდარტული ხოლო, მეორე გარეთ გაეკეთბინათ, რომელიც სიგრიძით ასმეტრიანი იყო. აუზის კვალობაზე ის ძაან დიდი  იყო. ვინმეს, რომ ეთქვა მისი სიგრძე და სიგანე  ნამდვილად არ დავიჯერებდი. რა თქმა უნდა გაგონილს ნანახი სჯობსო ტყუილად არ არის ნათქვამი. კიდევ რაც თვალს მოხვდა ეს იყო: სხვადასხვა სახეობის ძალიან ლამაზი ხეები. სპორტარბაზში, რომ შევედი თვალები დავჭყიტე, თითქმის ყველა სახის ტრენაჟორი იდგა. ხალხიც უამრავი იყო, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოფლის სუნი საერთოდ არ იყო დარბაზში,  მიუხედავად ამდენი ადამიანისა. ტემპერატურაც ისეთი იყო, რომ უბრალოდ ვერ გაცივდებოდი, რაც არ უნდა ოფლიანი ყოფილიყავი. მომსახურე პერსონალი ძალიან თავაზიანი იყო. ალბად სიზმარშიც თავიანთ სამუშაოს ასრულებენ, ხოლმე სხვაგვარად ვერ ავხსნი მათ პროფესიონალიზმს, ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვებების რაციონალური შეჯამებაა მათზე. WIFI-ი ყველგან უნივერსალურად იჭერდა, მოვახერხე და მეც ვისარგებლე. ჰოლები, უბრალოდ მოსასვენებელი ადგილები, ცალკე პარკები და გასართობი მოედნები. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ვერ შევიკავე თავი და შევუერთდი ფრენბურთის მოთამაშეებს. მათ უყოყმანოდ მიმიღეს, ძირითადად ტურისტები იყვნენ სასტუმროში და ამეტაპზე რუსებთან მოგვიწია მე და ნოდარის თამაში.
ქვიშა ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ბევრად ფხვიერი  და განსხვავებული იყო. აქ თავისუფლად შეგეძლო გადახტომილიყავი და ბურთი მოგეგერიებინა და არ გქონოდა იმის შიში, რომ ან ნეკნს ჩაიმტვრევ დავარდნისას ან უბრალოდ გაიკაწრავ რომელიმე სხეულის ნაწილს. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო და ამან ძალიან მომხიბვლა. სურვილი გამიჩნდა უფრო დიდიხნით დავრჩენვილიყავი. პირველივე დღეს, ვითამაშე ფრენბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი. მერიდებოდა ჩემი მოუხერხებლობა უცხო საზოგადოებასთან, მაგრამ ისიც მამშვიდებდა, რომ ნოდარი ჩემ გვერდით იყო. მონდომებულად ვთამაშობდით და სამი ნათამაშები ხელიდან, ორი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ, ისიც მესამე ხელში აუცაიდერების მხარეს გადავედი, იმედის მისაცემად, თუმცა ჩვენი გუნდი ბევრად ჯობდა მათ, მაგიტომ ჩემმა დახმარებამაც ვერ უშველა. თამაშს როცა მოვრჩით ერთმანეთს სათითაოდ ხელები ჩამოვართვით, შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ანზორი წავიდა სამსახურში და დაგვიბარა, რომ საღამოს ვახშმის დროს დაბრუნდებოდა. მან სათანადო გიდობა გაგვიწია და ყველაფერი ხუთიანზე გვასწავლა. სასტუმრიში დროების მიხედვით იყო კვება ამოტომ ჩვენც, სანამ ის მოვიდოდა მანამდე უნდა გვეცადა დრო გვეტარებინა, რაც ნამდვილად კარგად მოვახერხეთ.
- კაი იყო არა ფიზიკური დატვირთვა? - ვკითხე ქოშინით ნოდარის.
- კიი. არშევიდეთ აუზში?
რადგან სასტუმრო ზღვისპირას არ იყო, ამიტომ ჰქონდა ამხელა აუზი. ჩვენ მივედით პირსახოცების კონტროლიორთან, გამოვართვით ორი ცალი და შემდგომ უკვე ჩავედით აუზში. წყალი იყო რაღაც საოცრება, თითქოს კი არ ცურავ, არამედ ერწყმი მას და თქვენ ერთი მთლიანი ხდებით, საოცრად რბილი და სუფთა იყო წყალი. დიდ აუზში ბევრი ხალხი იყო, მაგრამ საცურაო ადგილი დარჩენილი იყო, ისე რომ ერთმანეთს ხელს არ ვუშლიდით.
- ნოდარ გაცურავ აუზის ბოლომდე შეუჩერებლად? - ისე ხუმრობით გასაჯავრებლად ვკითხე.
- კი, შენ?
- არვიცი ვცადოთ? - დამაბნია ცოტა მისმა პასუხმა, მეც ვეცადე გამემარიაჟა.
- კი.
- კარგი. დავითვლი და ჩავხტეთ.
1,2,3... და ჩავხტით. მე დაახლოებით ათ მეტრზე უკვე ვკვდებოდი და გავჩერდი. ნოდარიმ ჩემს გასაკვირად მართლა, გაცურა ბოლომდე. აი რას ნიშნავს ზღვისპირა ქალაქში ცხოვრება ! როდესაც ერთმანეთს ისევ შევეყარეთ  განცვიფრებულმა ნანახით ემოციურად ვკითხე:
- საღოლ, ამდენს როგორ ცურავ, ან არ დაიღალე? ან როგორ ?
- ყოველ დილას ვბანაობ ზღვაში და ზღვასთან შედარებით ეს საჭყუმპალაო ადგილია.
მე გამოშტერებული შევყურებდი. აი ენერგია. აი დიხანია და რაც მთავარია აი ძალა!
ბევრი, რომ არ შეგაწყინოთ ძალიან დადებითად ჩაიარა სასტუმროში გატარებულმა დრომ, არმინდოდა ამ კარგი ამბის გამოტოვება, ამიტომ მაინც, ვეცადე მოკლედ, მაგრამ დეტალურად გადმომეცა. გადავალ მარიამის გამოჯამთელების მომენტზე:
მე და ნოდარი დერეფანში ვიდექით და ველოდებიდოთ ანზორის გამოსვლას. თითქმის ორი საათი გასულიყო და ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა.
- ყველაფერი რიგზეა, არაფრის გადახდა არ გიწევთ, საბუთებიც წესრიგშია. ფორმალურად მარიამი, აქ არც იწვა. ჩვენც გვაწყობდა, ეს რადგან, ზედმეტი პრობლემები აგვერიდებინა თავიდან. ეხლა ამზადებენ თქვენს მეგობარს და უკვე შეძლებთ წასვლას.
- ძალიან დიდი მადლობა, იმედია მოხდება ისე, რომ ამ სიკეთეს გადაგიხდით. ძალიან დაგვეხმარეთ. თქვენ, რომ არა, ნამდვილად არ ვიცი რაგვეშველებოდა. ნამდვილად კარგი ადამიანი ხართ. რაც შეეხება დასვენებას, ძაან მაგარი იყო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
იმდენად მადლიერი ვიყავი მისით, რომ მზად ვიყავი გადავხვეოდი, მაგრამ მაქამდე არ მისულა საქმე.
- არა რის მადლობა, პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო. თქვენ მიერ ჩემზე გადახდილი სამაგიერო კიდევ, ის იქნება, რომ თქვენც მუდმივად, ყოველთვის დარჩებით ადამიანებად.
- დიდი მადლობა, აუცილებლად. - მივუგე მე.
ხელი ჩამოვართვი და წავედი მარიამის პალატაში. იქ შესულს ის უკვე ფეხზე მდგარი დამხვდა. მივუახლოვდი, ჩავეხუტე და ვკითხე:
- როგორ ხარ ?
- კარგად ვარ უკვე. წავიდეთ სახლებში?
- რატომ არ გინდა ეგვიპტის დათვალიერება?
- არა, გადავიღალე ძაან. ერთი-ორი დღე შევისვენოთ.
- კარგი. - დავეთანხმე, აღარ გავუწიე წინააღმდეგობა, შემდეგ ნოდარის გავხედე - მოდი გავიდეთ გარეთ და სადმე უსაფრთხო ადგილიდან  გადავტელეპორტდეთ.
ბევრი სიარული არ მოგვიწია. მოვნახეთ მაინც ადგილი საიდანაც მოვახერხეთ გადატელეპორტება.
ჯერ ნოდარი გადავიყვანეთ სახლში. იმის შემდეგ, მარიამთან გადავედი, ისიც დავტოვე სახლში და ბოლოს ჩემი ჯერიც დადგა. მეც უპრობლემოდ გადავედი სახლში. როგორც კი ნაცნობი კედლებს შევხედე, შვებით ამოვისუნთქე და ისედაც დაღლილი ფიზიკური დატვირთვისგან, მორალურად დაღლაც ვიგრძენი. წამოწოლა დავაპირე, როდესაც თაბრუს ხვევა ვიგრძენი. ისევ? ისევ ის სიმპტომები? მერე საშინლად ამტკივდა  თავი და ცხვირიდან სისხლი წამომივიდა...

დღე 15
1

მეტად უცნაურად დაიწყო დღე.
თვალები, როდესაც გავახილე, ჩემს თვალწინ, მარიამის სილუეტი შევამჩნიე. გამიკვირდა ნამდვილად, თავიდან ვიფიქრე, ჰო არ მესიზმრებათქო და თვალები დავხუჭე, თუმცა მისმა ხმამ დამარწმუნა, რომ მოჩვენებითი არაა ის.
- ადე ლუკა.
თვალები კარგად დავჭყიტე და ინსტიქტურად ვკითხე:
- მარიამ? შენ ხარ?
- ჰო აბა, სხვა ვინ იქნება?
გამიკვირდა. რაუნდა აქ მას? თუმცა ვიდრე ჩემს თავს ვეკითხები, არ ჯობს მას ვკითხო?
- აქ რაგინდა? ან როგორ მოხვდი აქ?
მარიამმა თავისებურად, არაადამიანურად ჩაიხითხითა და მომიგო:
- მარტო შენ, ჰომ არ შეგიძლია ტელეპორტი.
თავიდან ნამდვილად ვერ მივხვდი, თუ რა ჰქონდა მხედველობაში, ამიტომ ვკითხე:
- რა? ვერ ვხვდები.
- ოოო, რას ვერ ხვდები, ტელეპორტის მტვერით გადმოვედი.
აა უკვე გასაგებია ყველაფერი, მაგრამ როგორ?
- დაიცა ტელეპორტის მტვერით? - ცოტატი გავვოცდი - საღოლ, მაგრამ როგორ შეძელი?
- როგორ და მწვანე კონცხიდან. გუშინ საიდანაც სახლში გადახვედი, იქ მივედი, გადასვლა ჩავიფიქრე შენთან და ჰოპ და აქ ვარ. მაგარია არა? - მან ემოციებით დაასრულა.
სიმართლე, რომ გითხრათ თავს შეურაწყოფილად ვგრძნობდი. როგორ შეძლო მან, ასე მარტივად როცა მე ვერ ვახერხებ ხოლმე ასე თავისუფლად გადასვლას? რაღაც უცნაური შესაძლებლობები მაქვს აშკარად...
- ჰოო, კაია რომ გადმოხვედი. რამეს გეგმავ თბილისში? - ცოტა დაბნეულმა ვკითხე.
- უფასო ტრანსპორტი არა? - და გაიცინა მან. - არა, რამინდა თბილისში. - მან ჩანთითად ბლოკნოტი ამოიღო, გამომიწოდა და მითხრა. - აჰა, ეს შენ, საჩუქრად.
- რათ მინდა? - თავიდან ნამდვილად ვერ მოვისაზრე.
- როგორ თუ რათგინდა? შენ ჰო, უნდა დაიწყო წერა, პირველი დღიდან ჩვენი თავგადასავლის? ჰოდა ამბლოკნოტში დაიწყებ.
რამდენიმე წამი გაოგნებული შევყურებდი. მერე მოვიწონე მისი იდეა და ვუთხარი:
- ჰოო, მართალი ხარ, რავი მე უფრო წარმომედგინა, როდესაც დავიწყებდი რამე უბრალო რვეულს ვიყიდდი და იქ ჩავწერდი.
მარიამში წამს ქარიშხალი ამოვარდა და განმძვინვარებულმა მომიგო:
- რასქვია უბრალო რვეული? ესეთ ამბებს განა რაღაც ლარიან რვეულში ჩაწერდნენ? იდიოტი ხარ! არ მოგცემ იმის უფლებას, რომ ჩვენი ისტორია რაღაც, უბრალო რვეულში ჩაწერო. - ბლოკნოტზე მიმითითა და ჯიქურ განაგრძო - რა, განა არ მოგწონს, ჩემი მოტანილი ბლოკნოტი? არ თვლი, რომ სათანადო არ არის ამ ამბისთვის? - ძალიან გაბრაზდა.
მე უმალ სიტუაციის განეიტრალება ვცადე და სასტრაფოდ დავეთანხმე.
- კი, ბოდიში, უბრალოდ  უცბად ვერ მოვისაზრე. კაი, დავიწყებ ამაში აუცილებლად. თან ნოდარის წერილიც, ჰო მაქვს და აუციებლად ჩავამატებ იმასაც. - რატომღაც ემოციებით დავიტვირთე - აუცილებლად დავასრულებთ ამ ბლოკნოტს, თუნდაც არ ეყოს ფურცლები, ზუსტად ესეთს მეორეს ვიყიდი და იქ გავაგრძელებ.
- კარგს იზავს. წამო ეხლა სადმე გადავტელეპორტდეთ. - მარიამმა ჩანთიდან უბრალო რვეული ამოიღო და თქვა - აი ქალაქები ჩამოვწერე სადაც უნდა გადავიდეთ.
მე გამოვართვი რვეული და დავიწყე მისი თვალიერება. იქ ქვეყნები და ქალაქები ეწერა. თითოეული ქვეყნის ქვევით, ქალაქი ეწერა ხოლო, ქალაქის ქვევით კი მისი ღირსშესანიშნაობა და დამატებით თუ კიდევ რამის ნახვაა შესაძლებელი, მაგ ქალაქში. საკმაოდ საინტერესო ჩანაწერები ჩანდა. აშკარად დიდხანს მოიძია ეს ინფორმაციები, თუმცა რვეული ბოლომდე სავსე არ იყო და დაახლეობით, ოც ქვეყნამდე იყო ჩამოწერილი, მაგრამ ვფიქრობ სამომავლოდ ის ამ ფურცლებს გაავსებდა. სტრუქტურულად ჰქონდა აგებული კუბიკების მეშვეობით განლაგება, აი მაგალითად: საფრანგეთი - პარიზი - ეიფელის კოშკი. - ერთ კატეგორიაში შედიოდა და ცალკე მართკუთხედში იყო მოთავსებული, ბოლოში კი კვადრატის ფორმა ჰქონდა დატოვებული. თავიდან ვერ მიხვდი მის დანიშნულებას და ვკითხე:
- ეს პატარა კვადრატები რისთვისაა?
- რადა „პწიჩკით“ მოვღნიშნავ, რომელ ქვეყანაშიც წავალთ, რომ არ აგვერიოს. სასურველია ეს თანმიმდევრობა დავიცვათ.
- კი მაგრამ, პირველი ეიფელის კოშკი რატომაა? მე კი ვარ ნამყოფი მაგრამ, რავიცი სხვა ბევრად საინტერესო ადგილებიც ჰომაა?
- მერე რა, შენ რო ხარ ნამყოფი მე არა. აი ვენეცია მოვღნიშნე უკვე დადებითად, მანდ ჰომ ვიყავით. ამიტომ  როცა მაგის რიგი მოვა და თუ იმ მომენტში მოგვინდება შევლა,  უბრალოდ შევიაროთ. - რომ ნახა დავხედე ფურცელს და აშკარად ვერ ვიპოვე დამიმატა - მესამე გვერძეა.
და მართლაც მესამე გვერძე ვენეციის ფრაგი დადებითად იყო მოხაზული.
- კარგი, წავიდეთ პარიზში.
- შენი ოთახიდან? - მკითხა სრულიად ლოგიკურად მარიამმა.
- ჰო რაუჭირს, რომ?
- რავიცი, არ შემოვა ვინმე?
- არა, დაბარებული მაქვს, თუ კარი არ გავაღე, არავითარ შემთხვევაში არავინ არ შემოვიდეს.
- ლოგიკურია, თუ შენს შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ. წამო წავიდეთ.
მე ავდექი საწოლიდან. მოვწესრიგდი. გავემზადე ტელეპორტისთვის და შემდეგ დავეთანხმე. - კარგი - ვუთხარი და ჩვენ ხელები  ჩავკიდეთ ერთმანეთს, თვალები დავხუჭეთ და...
ოთახის ჩახუთულ ჰაერიდან, რამდენიმე წამში პარიზის, სასიამოვნო სიოს ქვეშ ავღმოჩნდით. ირგვლივ თვალი მოვავლე იქაურობას და მიხვდი, რომ ზუსტად იმ ადგილას გადავტელეპორტდით, სადაც პირველ ჯერზე. რაღაცნაირმა ნოსტალგიამ შემიპყრო. სანამ მარიამის ემოციებს დავაკვირდებოდი, იქამდე ჩემში ვერკვეოდი და პარალელურად ირგვლივაც ვავლებდი არემარეს თვალს. საღამო ხანი, იყო და დიდად არ ციოდა. ცოტა სიგრილე კი იყო. ქარი კანში აღწევდა თუმცა ძვალმდე ვერ მიდიოდა ამიტომ ჩვენც ვერ ვგრძობდით სიცივეს. ცოტა  ემოციურად როდესაც დავლაგდი, მაშინღა მივაქციე მარიამს ყურადღება. ვაკვირდებოდი მის ბრწყინავ თვალებს, როგორ აქეთ-იქით სხვადასხვა საგანზე გადადიოდა. მის ღიმილს, რომლის ყურებაც თითო სიცოცხლედ მიღირდა. დიდხანს არ გასტანა ემოციების ტალღამ, ეტყობა შეჩვეოდა ასეთ სწრაფ ცვლილებებს. დამშვიდებულმა, მაგრამ უწინდებურად გახარებულმა მომიგოა:
- აუ რა ლამაზი ადგილია.
- ჰოო. - დავეთანხმე ანგარიშმიუცემლად.
მან გახედა ეიფელის კოშკს. რამდენიმე წამი უყურებდა და ბოლოს ჩემთვის მოულოდნელად მეხივით დასჭექა მისმა სიტყვებმა:
- წამო ეიფელის კოშკის მწვერვალზე, სადაც ფეხის დადგმას შევძლებთ იქ გადავტელეპორტდეთ.
გაოგნებული შევხედე. იმწამსვე ვერ მოვისაზრე, მაგრამ მალევე მივხვდი ამ ჩანაფიქრის ხიფათს და ვუთხარი:
- რაა? გაგიჟდი? ჯერ იქ არ ვიცით არის მყარი დასადგომი თუ არა და მერე კიდევ, იქნებ ქარი ისე უბერავს, რომ ვერ შევძლოთ შემაგრება რომელიმემ და გადავარდეთ? ეს ზედმეტად სარისკოა მარიამ.
- ნუ ხარ მუდო, ვცადოთ.
- არა, ზედმეტად საშიშია.
- ეჰ, მე, რომ მქონოდა ტელეპორტაციის უნარი, უეჭველი გადავიდოდი იქ. არ ხარ აზარტული ადამიანი... 
არავის არ შეუძლია ისე ნამუსზე აგდება მამაკაცის როგორც ქალს. ქალები ჰომ ყოველთვის კაცების სისუსტეა...
დავყაბულდი და დავთანხმდი. რათქმაუნდა იმ მომენტში ეს უაზრო გადაწყვეტილება მეგონა, მაგრამ ვცადე და ბედს დავმორჩილდი. ჩვენ ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და რამოდენიმე წამში, ფეხებქვეშ მიწის მაგივრად რკინა ვიგრძენი. თვალები შიშით გავახილე და როდესაც ეს მოხდა, ლამის წონასწორობა დავკარგე. ჰორიზონტს წინ მხოლოდ ღრუბლები მოჩანდა. გაგვიმართლა იმაში, რომ ძლიერი ქარი, არ იყო, თუმცა, ქვევითთან შედარებით იყო ქარი. ახლოში, რომელი რკინის საყრდენიც შევამჩნიე, იმწამსვე მას მივეკარი. შემდეგ კი ქვევით ჩავიხედე. ისეთი შთაბეჭდილება დამჩა, თითქოს გიგანტური ადამიანი ვიყო და ჩემ ფეხქვეშ ჭიანჭველები დადიოდნენ. ჩემგან განსხვავებით მარიამი ბევრად თავისუფლად იყო. მე მას ვკითხე თუ, თავს როგორ გრძნობდა, მაგრამ ჩემი ხმა სადღაც ქარში დაიკარგადა. მიხვდი, რომ უბრალო ლაპარაკით ერთმანეთის ხმას ვერგავიგონებდით ამიტომ, ამჯერად დავიყვირე:
- მარიამმ გესმის?
მან ჩემკენ გამოიხედა და თავი დამიქნია. შემდეგ მან დაიძახა:
- რამაგარია არააა? ჩვენ ეიფელის კოშკის თავზე ვართ. თანაც ისეთ ადგილას სადაც არავინ დაგვინახავს. შემდეგ ისეთი რამ გააკეთა, რამაც ძალიან შემაშინა. მან ხელები გაშალა და თვალები დახუჭა, ასე შეეგება ქარის ნაკადს. მე წამს გული გამიჩერდა, ზედმეტად სარისკო მეგონა. მოვიკრიბე ძალა და ფეხების კანკალით მივუახლოვდა მას. მაჯაზე ხელი ჩავავლე და ყურთან ხმამაღლა დავიძახე:
- ჰომ არ გაგიჟდი? რეებს აკეთებ, რომ გადავარდე?
- მერე შენ აქ რისთვის მყევხარ? - მითხრა ეს და ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი თუ ადამიანს, ეგეთი გიჟური კუთხეებიც აღმოაჩნდებოდა. მან ორივე ხელი ჩამკიდა და მიბიძგა თან მჭიდროდ მომეკვრა... ჩვენ ორივენი გადავეშვით უფსკრულისკენ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილი გველოდებოდა...

2

წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ჰაერში ავღმოჩნდით. ჩვენ ჩახევუტეთ ერთმანეთს. მჭიდროდ ჩავავლე ხელი. მან დაიყვირა:
- უუუუუუუუუუუ, რამაგარიაააააა.
მე ამაში ვერაფერ მაგარს ვერ ვხედავდი, ჩვენ ჰომ სიცოცხლეს ვეთამაშებოდით. ჩვენ სწრაფად ვეშვებოდით ძირს, ხოლო თითოეული წამი მნიშვნელოვანი იყო. მე ზურგით ვიყავი მიწის მხარეს, ამიტომ მქონდა იმის ბედნიერაბა, რომ არ ჩამეხედა ქვევით, თორე შესაძლოა შიშისგან გულიც გამსკდომოდა. მარიამი არაადამიანურად ბედნიერი იყო. მასში ამდენ სიხარულს ალბად ერთიანად თავი არასდროს მოუყრია.  მე მისთვის, არ მინდოდა ეს ბედნიერი წამები წამერთვა და განგებ ვაყოვნებდი ტელეპორტს. თავიდან კი საშიშად მომეჩვენა, მაგრამ მალევე გადამედო ეს სიხარული და მეც ამიტაცა. მეც დავიყვირე და ჩვენ ორივენი ვყვიროდით სიხარულისგან. ხოლო დრო კი არ იცდიდა. ჩვენ ელვის სისწრაფით მივექანებოდით უფსკრულისკენ. სამასი მეტრიდან ძირს...
- რა მაგარიააა.
- ჰოოო. - დავეთანხმე მე და განგვაგრძეთ ქვევით ფრენა.
უცბათ მარიამს ფერი ეცვალა და დაიძახა.
- მიწაა.
ვერ მივუხვდი თავიდან რაიგულისხმა, ისედაც ვიცოდი, რომ მიწა იყო ქვევით.
- მიწააა, მალე გადატელეპორტდიიიი...
მარიამმა უკვე შეშინებული სახით დაიძახა. მე ინსტიქტურად მაქსიმალურად შევეცადე ქვევით ჩამეხედა და კისერი ისე გადავწიე, რომ ცოტა მოვახერხე ქვევით დანახვა. დაახლოებით თორმეტ სართულის სიმაღლეზე ვიყავით. აი ეხლა უკვე დამიარა ტანში ჟრუანტელმა. შემეშინდა და სასწრაფოდ თვალები დავხუჭე, თუმცა არ გამოვიდა არაფერი და ვერ გადავტელეპორტდი. ჩვენ ორივენი პანიკაში ჩავარდით და ახლა უკვე დაახლოებით მეხუთე სართულის სიმაღლეზე ვიყავით. მარიამმა შიშისგან დაიყვირა და მეც მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული... თვალები მოვხუჭე და ვარდნა ჯერ კიდევ არ შეჩერებულა. წამიც და ზურგზე რაღაც შემეხო, ვიგრძენი, როგორ ნელინელ მავსებდა რაღაც და შვებისგან ამოვისუნთქნე, როდესაც მივხვდი, რომ ეს წყალი იყო. თუმცა ტელეპორტმა სისწრაფის ძალა საგრძნობლად შეამცირა, მაგრამ წყალში სამი მეტრის სიღრმეში მაინც ავღმოჩნდი. თვალები გავახილე, სანამ ამოვცურავდი, მაგრამ ვერაფერი დავინახე. ცოტაც და დავიხრჩობოდი, ძლივს მოვახერხე ამოსვლა წყლიდან. როგორცკი ზედაპირზე ამოვედი, იმწამსვე აქეთ-იქით დავიწყე ყურება. მარიამი არსად ჩანდა. რამოხდა? რა წყალშია ის? და უმალვე ჩავყვინთე ვცდილობდი რამე დამენახა, მაგრამ უშედეგოდ. დარწმუნებული ვარ ის წყალშია, რამე მცირედი მინიშნება მაინც მომცეს, რომ ჩავყვინთო და მივეხმარო. მაგრამ არაფერი. გავიდა ხუთი წუთი. ათი, თხუტმეტი, მაგრამ ისევ არაფერი.. ავნერიულდი, არვიცოდი რაგამეკეთებინა. ნუთუ დაიხრჩო? არა ეს ჰომ შეუძლებელია. საკუთარ თავს არ ვაქცევდი ყურადღებას, იმითაც კი არ დავინტერესდი თუ სადვიყავი. მხოლოდ და მხოლოდ ამდროის მანძილზე მარიამის სახელს ვყვიროდი და ვცდილობდი ის მომეძებნა. რამდენიმეჯერ ჩავყვინთე, მაგრამ უშედეგოდ. რაგავაკეთო? სად წავიდე? იქნებ ის გადარჩა და სახლში გადატელეპორტდა? ან, ან.. ბათუმში? ნეტავ სად არის? როგორ გადავიდე მასთან? ა მე ჰო შემიძლია ადმაინთან გაჩენა თუ მოვინდომებ, უნდა ვცადო, მე ეს გამომივა... და დავხუჭე თვალები, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე ცდის შემდეგ, მე ისევ ერთ ადგილს ვტკეპნიდი... შემდეგ მოვავლე ირგვლივ თვალი არემარეს და სადღაც ძაან შორს ძლივს შესამჩნევად შევამჩნიე ნაპირი. ძაან შორს იყო, შეუძლებელი იყო მე რომელიც უკვე ქოშინამდე მისული ვიყავი ნამდვილად ვერ გადავცურავდი ამხელა მანძილს. მინიმუმ ოცი კილომეტრი იქნებოდა ნაპირამდე. აქ დარჩენაც სახიფათო იყო. უნდა გადავტელეპორტდე, მაგრამ სად? ნამდვილად არ ვიცი სად უნდა გადავტელეპორტდე... წყლის შრიალის ხმა გავიგე და შემოვბრუნდი, იმედი მომეცა, ეს ჰომ შეიძლება მარიამი იყოს... თუმცა, აშკარად მარიამის მაგივრად წყლის ზედაპირზე ჩემკენ მომავალი ორი კუდი შევნიშნე. რაა ზვიგენი? ეს ჰომ შეუძლებელია? განა სად ვარ ამისთანა? არა არ იქნება ზვიგენი. გამოძრავება ვცადე, თუმცა კუნთები თითქოს მიმეყინაო შიშისგან, სანამ ამ ორ კუდს ვუყურებდი გავიგონე ზურგის მხრიდან შრიალის ხმა, შემოვბრუნდი და კიდევ ერთი ცალი კუდი დავინახე. შემდეგ სინქრონულად სამივემ წრის რტყმა დამიწყეს. შემეშინდა, ძალიან შემეშინდა. ეს რეალობაა? ნამდვიალად სამი ზვიგენი დამტრიალებს? სასწრაფოდ უნდა გავეცალო აქაურობას... შევატყვე ერთი როგორ წამოვიდა ჩემკენ, ეს აღსასრულია... თვალები მოვხუჭე და უცბათ ვიგრძენი გრავიტაციის ძალა. გავახილე თვალი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მივხვდი თუ, როგორ ავღმოჩნდი ჩემს ოთახში. სიხარულისგან ამოვისუნთქე და წამოდგომა დავაპირე, როდესაც რაღაც ცუდი ვიგრძენი და მაგ მომენტში, არსაიდან, ზვიგენი გაჩნდა ჩემს ოთახში. შოკირებული დავრჩი, ინსტიქტურად კარისკენ გავიქეცი და მოვასწარი ოთახიდან გასვლა. აშკარად მასაც ვერ გაეგო, თუ რამოხდა და კარის ზღრუბლიდან ვხედავდი, როგორ ფართხალებდა იატაკზე და ირგვლივ ყველაფერს ლეწავდა. გამიმართლა, ეს აშკარად ღლაბი იყო. გაოგნებული შევყურებდი ამყველაფერს და ვფიქრობდი რაგამეკეთებინა. ამ ხმაურზე დაფეთებულივით მოვარდა დედაჩემი. ფეხის ხმაზე ინსტიქტურად კარები მოვხურე და შევდექი. დედაჩემმა, როდესაც შემატყო სულ სველი ვიყავი და ტუჩებიც დალურჯებული მქონდა, მკითხა:
- რახდება ლუკა? რახმაურია? ან სველი რატომ ხარ?
ეუფ სად გავები... რავქნა? მეც არვიცი. რაღაცეების ბოდიალი დავიწყე.
- არაფერი დე, ძმაკაცებმა ვიწუწავეთ და უცბათ შემოვირგინე რა.
- აა. - იჭვნეულად დამეთანხმა. შემდეგ ხმაურზე გაახმაურა ყურადღება და მკითხა -
იქ რახდება, რა ხმაურია?
- არაფერი დე, ვჭიდაობთ, რა წადი მიდი შენ დავწყარდებით ჩვენ.
- არაფერი გატეხოთ ოღონთ.
ჯინაზე რაღაცის დამსხვრევის ხმა გაისმა. იმწამსვე დავიძახე:
- ეე ბიჭო, ჰო არ უბერავთ, მოვალ ეხლავე. - შემდეგ დედაჩემს გავხედე და ვუთხარი - წადი, წადი, მივხედავ მე ამათ.
დედამ უკმაყოფილოდ ჩაიქნია თავი და წავიდა. დარწმუნებული ვარ რაღაც ჩაილაპარაკა კიდეც, თუმცა ამას ჩემთვის ახლა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ორი პრობლემის წინაში ვიყავი. მარიამი და ზვიგენი. მაგრამ ჯერ პრიორიტეტი ზვიგენის მოცილება იყო. კარი ოდნავ გავაღე და შევიხედე. ის თითქოს გაჩერებულიყო. ვეცადე უფრო დიდზე გამეღო კარი. კარის ჭრიალზე ზვიგენი ისევ გამოცოცხლდა და დაიწყო ფართხალი. იმწამსვე მოვხურე კარი და ჩავიმუხლე. რაგავაკეთო? როგორ მოვაცილო ზვიგენი აქაურობას? კარს მიყრდობილი ვიჯექი და საგონებელში ჩავარდნილიყავი. დრო არ იცდის, აქ დაკარგული თითოეული წუთი, მარიამის პოვნის შანსებს უფრო ამცირებს. ძალა მოვიკრიბე, კარი ოდნავ შევაღე. როდესაც დავრწმუნდი, ის აღარ მოძრაობდა, ძალიან ფრთხილად მივუახლოვდი, კუდზე ხელი დავადე და თვალები დავხუჭე. რათმაუნდა ჩავიფიქრე მისი უკან დაბრუნება და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც თვალგახელილს ის აღარ დამხვდა ოთახში. იმწამსვე ღრმად ამოვისუნთქე და იატაკზე გავიშხლართე. მე ეს გამომივიდა! ეხლა მარიამი.! ვცადე იქნებ სოციალური ქსელის მეშვებოდით დავუკვაშირდეთქო და წამოვდექი. კომპიუტერის ნაწილები აქეთ-იქით იყო მიყრილი, ზოგიერი რამ გატეხილიც იყო, მაგრამ საბედნიეროდ, მოვახერხე და მისი აღდგენა შევძელი.  ყველაფერი მწყობრში იყო, უბრალოდ მონიტორს პატარა უმნიშვნელო ბზარი ჰქონდა, თუმცა მაინც მუშაობდა. ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რაჭირდა კომპიუტერს, მთავარია მწობრში იყო და თავის საქმეს გააკეთებდა. ჩავრთე. რამდენიმე წამში შევედი ინტერნეტში, თუმცა ის, არ იყო არსად შემოსული, სადაც მეგულებოდა. ავნერვიულდი. სად უნდა იყოს? თვალები მოვხუჭე და ვეცადე მასთან გადასვლა, თუმცა არ გამომივიდა. ნერვები მომეშალა, ინსტიქტურად მაგიდას მუჭი დავარტყი. შემდეგ მაუს ხელი მოვკიდე და რგოლით სიახლეების დათვალიერებას მოვყევი. უაზროდ ვაკეთებდი ამას, არც ვაკვირდებოდი სიახლეებს, მხოლოდ ვფიქრობდი რისი გაკეთება შემეძლო. რგოლი როდესაც გავაჩერე. უყურადღებოდ გავხედე ეკრანს. ვიდეო იყო მონიტორზე ასახული სადაც, ეიფელის კოშკი მოჩანდა. გამიკვირდა, არ გავდა რამე კარგ ვიდეოს, უფრო სამოყვარულო ვიდეოს გავდა. მივაჭირე და დავინახე ვიდეოში შემდეგი მოქმედება:
ჩახუტებული ორი ადამიანი როგორ ვარდება ძირს და შემდეგ თითქმის, უკვე ძირს რომ უნდა დაეცნენ ქრებიან.
გაოგნებული დავრჩი, ეს აშკარად მე და მარიამი ვიყავით. კი მაგრამ როგორ? ჩანს ვიღაცას გადაუღია. შემდეგ სათაურს დავაკვირდი და წავიკითხე:
- ფოტოშოპი თუ სინამდვილე? დღეს ფრანგები შოკში ჩავარდნენ.
შემდეგ კომენტარებს გავხედე და ნახევარზე მეტი ამტკიცებდა, რომ ეს ფოტოშოპი იყო, ზოგი კი, უბრალოდ ილუზიონისტურ შოუს ვარაუდობდა. ჩემ გარდა არავის აზრად არ მოუვიდა, რომ ეს ტელეპორტი იყო. ამ კომენტარების კითხვაში კიდევ ერთი თხუთმეტი წუთი გავიდა. შემდეგ უცბათ, ელვასავით დამკრა ერთმა აზრმა. მივხვდი თუ სადაც უნდა იყოს მარიამი, სად შეიძლება ის გადასულიყო თუ არა ისევ ეიფელის კოშკის თავზე?!...

დღე 16
1

არ დავაყოვნე და იმწამსვე, იმ დაწყევლილ ადგილას გადავედი, საიდანაც დაიწყო ჩვენი, ეს უცნაური საჰაერო მოგზაურობა. უკვე მომზადებულს, ფეხებში სისუტე აღარ მიგრძვნია როგორც პირველ ჯერზე.  თვალები მოვხუჭე და სახლის იატაკის სიმყარის მაგივრად, წამებში ისევ, იმ რკინის ნიადაგზე ავღმოჩნდი. მალევე მოვეჭიდე რკინის ძელს. ირგვლივ მიმოვიხედე და ცოტა მოშორებით მარიამი შევნიშნე. ამოვისუნთქე, ეს შვებისმომგვრელი გადმოსვლა გამოდგა. ის იჯდა და აშკარად მელოდებოდა.
მეც უმალ ვერ შევიკავე თავი და შევძახე:
- მარიამმ..
მან ვერ გაიგო. შემდეგ კიდევ ერთხელ დავიძახე და აშკარად გავაგონე. მარიამმა ჩემკენ მოიხედა და მის სახეზე ვერ შევამჩნიე ვერანაირი მიმიკის ცვლილება, რადგან ნისლის გამო არ ჩანდა კარგად სახე. ტანისამოსით უფრო ვიცანი, ვიდრე სახეზე დაკვირვებით, რაც ამ მომენტში შეუძლებელი იყო. ძალიან გამიხარდა. დადებითი ემოციებით დავიტვირთე და გადავწყვიტე, მივსულვიყავი მასთან. გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ წავბორძიკდი. აშკარად ნისლის გამო მიჭირდა დანახვა შორს, საშიში იყო ძაან გადასვლა მაგრამ აქ დარჩენას მაინც ვერ გავრისკავდი. ვერც იმას დავუშვებდი მარიამი მოსულიყო ჩემთან, რადგან იმ შემთხვევაში თუ მე ფეხი დამიცურდებოდა, მართალია დიდი რისკის ქვეშ ვინქებოდი, მაგრამ მაინც მომიწევდა გადატელეპორტება და თავიდან გადმოსვლა ამ დაწყევლილ ადგილას და ცდა, ხოლო მარიამის შემთხვევაში, იმას თუ დაუცურდებოდა ფეხი, მე ვერაფრით ვერ შევძლებდი მის დახმარებას, მაგრამ როგორც ჩანს ამ მომენტში მარიამი უფრო მამაცურად გამოიყურებოდა ვიდრე მე. ხასიათებით ის ჩემზე უფრო ბევრად მამაცი არის. მაინც თავი დავიზღვიე, ის რომ არ წამოსულიყო და შევძახე:
- მოვალ, დარჩი მანდ, არ ადგე იყავი ეგრე. - პარალელურად ხელის მიმიკებითაც ვანიშნებდი. არვიცი  ჩემი სიტყვებიდან, რამდენი გაიგო, მაგრამ თავი კი დამიქნია.
ჰომ. ეხლა ყველაზე რთული რამ მიწევს გავაკეთო, დაახლოებით ათი ნაბიჯის მანძილზე გავლა, ისე, რომ ძირს არ ჩავიხედო. წონასწორობის დაკავება კი, ორფეზე შეუძლებელია, ამიტომ მომიწევს მუხლებზე დავემხო და ისე მივიდე მარიამამდე. მეც აღარ დავახანე და ოთხფეხა ცხოველის სტილში დავდექი. ნელინელ წინ წავიწიე. ვცდილობდი მაქსიმალურად, ჩავბღაუჭებოდი ყველაფერს, რის იმედზეც კი ვიქნებოდი. ძალიან ნელა და ფრთხილად მივიწევდი წინ. რამდენიმეჯერ ქარმა საგრძნობლად შემაჯანჯღარა, თუმცა ისე ვერა, რომ წონასწორობა დამეკარგა და გადავარდნილიყავი. რაც უფრო წინ მივიწევდი, მით უფრო გამოკვეთილად ვხედავდი მარიამს. უკვე სამი ნაბიჯის მანძილზე, როდესაც მივუახლოვდი, შემომესმა კისკისის ხმა. სიმართლე გითხრათ თვალებს მალ-მალე ვხუჭავდი. რადგან ფარულად ფსკერში დამალულმა სიმაღლის შიშმა ჩემში იმძლავრა და ამოტივტივდა, როგორცკი საშუალება მიეცა. ამიტომ ვცდილობდი თვალდახუჭულს გამევლო, ეს მანძილი. კისკისის ხმაზე ავხედე, მარიამს და შევატყვე, როგორ დამცინოდა. ნერვები მომეშალა. უფრო დავიძაბე, ვეცადე მისთვის რამე მეთქვმა, მაგრამ კუნთები დაძაბულობისგან ისე დამეჭიმა, რომ მალევე გადავიფიქრე და კიდევ ცოტა წინ გავიწიე. როგორც იქნა მივუახლოვდი, ახლა უკვე შემეძლო შევხებოდი. ისე, რომ არ დავაცადე არაფრის თქმა, ხელი მოვკიდე და თვალები დავხუჭე. იმწამსვე ვიგრძენი ატმოსფეროს რადიკალური შეცვლა და თვალები როდესაც გავახილე, ნაცნობი ადგილი შევნიშნე. ეს მწვანე კონცხთან ჩვენი ტელეპორტის ადგილი იყო. გამიხარდა, ძალიან გამიხარდა. ინსტიქტურად გადავეხვიე და ვუთხარი:
- როგორ მიხარია, რომ გიპოვე.
- ჰოო? მე კი მეგონა კიდევ კაი ხანი ვერ მიხვდეობდი, სად ვიყავი. - თქვა და გადაიკისკისა.
- რაიყო ვითომ ეს? რამ მოგიარა თავში ესეთი გიჟური იდეა?
- რატომ ცუდი იყო? მე მომეწონა და მაგრად გავერთე.
- კი, მაგრამ საშიშიც იყო. - და მოვუყევი მე რა გადამხდა.
სანამ მოყოლას დავასრულებდი გაუჩერებლად, იცინოდა. როცა დავასრულე მკითხა:
- რაო ზვიგენმა, ეს სად მოვხვდიო?
- ჰოო ალბად, რავიცი. - გავჩერდი, რამოდენიმე წამით დავფიქრდი და ვთქვი - ისე გამოგიტყდები და მართლაც სახალისო კი იყო. წავედი ეხლა დავიღალე, მეძინება.
ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ, შემდეგომ მე სახლში გადმოვყელეპორტდი.

2

დილას რომ გავიღვიძე, ეხლაღა შევატყვე სახლი კიდევ დასალაგებელი, რომ იყო. ამ პატარა ზვიგენის გამო, ბევრი ნივთი გადასაგდები გახდა. შევუდექი სახლის მილაგებას. სამზარეულოში დიდი პარკი ვნახე და უკვე გადასაგდებელი ნივთები მანდ მოვათავსე. დალაგების დროს, ვიპოვე მარიამის ნაჩუქარი ბლოკნოტი, რამოდენიმე წამით დავაკვირდი მას და შემდეგ კომპიუტერის მაგიდაზე მდგარ კლავიატურას ზედ დავადე, რომ არ დამვიწყობდა, მილაგების შემდეგომ მისთვის სათანადო ადგილის მიჩენა.
ყველაფერს, რომ მოვრჩი, გავედი სამზარეულოში. ვისაუზმე და შემდგომ უკვე შევედი მისაღებ ოთახში სადაც, ტელევიზორი იდგა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დავინტერესდი ახალი ამბებით მითუმეტეს, გამახსენდა რომ ეიფელის კოშკის მომხდარი ამბის განვითარებაზე აუცილებლად იტყოდნენ რამეს. დავჯექი ტელევიზორის საპირისპიროდ მდგარ სავარძელზე და გვერდით მჯდომ დედას შევეკითხე:
- დე, ინტერნეტში ვნახე რაღაც ილუზიაზე პარიზში, რომ მოხდა და შენ ჰომ არ იცი ტელევიზორში რამე თქვეს მაგაზე?
ის მომიბრუნდა და მიპასუხა:
-კი, გუშინ ღამე, თერთმეტ საათზე. მაგაზე და კიდევ სხვა რაღაცეებზეც ილაპარაკეს, საინტერესო გადაცემა იყო.
- ჰოო, მიდი აბა თუ გახსოვს დრო, გადამიხვიე და ვუყურებ რა გთხოვ.
- კარგი. - ის დამეთანხმა და პულტი მოიმარჯვა ხელში. რამოდენიმე წამში სასურველ არხზე და დროზე დამიყენა და მეც სხვა რა გზაღა დამჩენოდა დავიწყე ყურება:
მაყურებელთან ერთად დარბაზში დაახლოებით ათი ადამიანი იყო. როგორც შემდეგ გეტყვით, მაყურებლებიც ებმეოდნენ ხოლმე დისკუსიაში. ნებისმიერ იქ მყოფ ადამიანს, შეეძლო საკუთარი ნების გამოთქმა. შესავალი დაიწყო წამყვანმა, გააცნო სტუმრები და შემდეგ პირველ სტუმარს რომელიც მსგავს დამონტაჟებულ ვიდეობის ექსპერტად გაგვაცნეს მას ჰკითხა აზრი:
- ბატონო ჯუმბერ, თუ შეიძლება დააფიქსირეთ თქვენი აზრი. როგორ ფიქრობთ ეს ფეიკია თუ ნაღდი შემთხვევა? და თუ ნაღდია რას დაარქმევთ მას? რაშეიძლება იყოს? ეს უბრალოდ კარგად დადგმული ილუზიაა?
სტუმარმა მოიმარჯვა მიკროფონი და დაიწყო:
- პირველ რიგში, მინდა მოგესალმოთ ყველას და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მოწვესითვის. - მცირეხნიანი პასუზა შემდეგ განაგრძო - რაც შეეხება ვიდეოს. სიმართლე გითხრათ ნამდვილი თავსატეხია ჩემთვის. თითონ ვინც გადაიღო და არამარტო ერთმა, არამედ რამოდენიმემ, მარტო ეგ ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ეს კადრები არ იქნება დამონტაჟებული რადგან, როგორც იქ მყოფი ტურისტები იუწყებიან, მათ ყვირილის ხმაზე მიაქციეს ყურადღება ცას. ნუ ერთეულები ისედაც შეამჩნევდნენ მანამდე, მაგრამ ძირითადი ნაწილი ყვირილმა მიიზიდა, როგორც თავად თქვეს თვითხილველებმა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ეს ვიდეო მონტაჟია. ფრანგემა სპეციალური გამოძიება ჩაატარეს, სადაც დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად არ, არის ტყუილი ვიდეო. ხოლო რაც შეეხება ილუზიას, არვიცი როგორ დაიჯერება ეგეთი ტრიუკი, ორი ადამინის მონაწილეობით, თანაც ასე გაუფრთხილებლად, მე ეხლაც ვერ ვუძებნი რაციონალურ ახსნას ამ ყველაფერს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ნამდვილად მონტაჟი არ არის.
- კარგით მადლობა, ეხლა გადავალ შემდეგ სტუმარზე - და კორესპოდენტი მიუბრუნდა, საქართველოში ყველაზე სახელოვან ილუზიონისტს - აი თქვენ მინდა გკითხოთ, როგორც ილუზიონისტი რას ფიქრობთ, ეს ტრიუკია?
-გამარჯობათ, არა ეს ილუზია არ იქნება, რადგან როდესაც ილუზიონისტი ასეთ ტრიუკს აკეთებს, მას ყოველთვის ეყოლება აუდიტორია. ვერც იმას ვერ დავიჯერებ, რომ ეს სავარჯიშო მცდელობა იყო რადგან, ჩვენ ჩვენი ხერხები გვაქვს და ასე სახალხოდ ნამდვილად არ გავივარჯიშებთ. ვფიქრობ რომ ეს რამე სხვა უნდა იყოს.
- და მაინც რა?
- არვიცი, რაღაც არაადამიანური იქნება.
აქ ერთ-ერთმა სტუმარმა ხელი ასწია, უმალ მიუბრუნდა კორესპონდეტი და მიაწოდა მიკროფონი.
- გამარჯობათ, მე ვფიქრობ რომ ეს შავი ხვრელი იყო.
ეს იყო ადამიანი რომელიც პარანორმალურ შემთხვევეს იკვლევდა.  კორესპონდეტს მოეწონა მისი იდეა და ჰკითხა:
- რატომ ფიქრობთ ეგრე?
- რატომ და მოგეხსენებათ დედამიწაზე ისტორიას თუ გადავხედავთ, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევები როდესაც, ადამიანები იკარგებიან. თუნდაც ცოცხალი მაგალითისთვის ავიღოთ ბერმუნდის სამკუთხედი, მაგრამ მე ერთ შემთხვევას მოკლედ მოგიყვებით: რუსეთის მოქალაქე, ერთ დღეს გამოვიდა  სახლიდან და დაიკარგა. ოცი წლის მერე, ის მივიდა ზუსტად იმ ადგილას  საიდანაც დაიკარგა და იფიცებოდა, რომ არაფერი არ ახსოვს. არსჯეროდა, რომ მისი გაუჩინარებიდან ოცი წელი ისე გავიდა, რომ მას არც კი უგრძვნია ის. უბრალოდ შოკირებული იყო იმ ფაქტით, რომ ოცი წელი სადღაც გამქრალიყო, თანაც ისე, რომ არანაირი მეხსიერებითი კვალი არ დარჩენოდა გონებაში. ვარაუდობდნენ, რომ უცხოპლანეტელებმა მოიტაცეს, მაგრამ მერე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს იყო შავი ხვრელი, რომელმაც ოცი წლით მოსწყვიტა ეს ადამიანი რეალობას. და ზუსტად ასეთი შემთხვევაა ესეც. მოდი შორს, რომ არ წავიდეთ, დააახლოებით ერთი კვირის წინ, უკრაინელი მოქალაქე, მოხვდა ბათუმში, რომელიც შოკირებული იყო, იმით, რომ ის უბრალოდ სეირნობდა თავის ქალაქში, თავისთვის უწყინრად, რადროსაც წამის მეათედში აღმოჩნდა ბათუმში. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, იგივე შემთხვევა დაფიქსრიდა საქართველოშიც. ქართველი ადამიანი მოდიოდა სამსახურიდან დაღლილი, ეზოში შესვლისას, დაღლილმა როგორც თავად ახსნა, თვალები მოხუჭული ჰქონდა, შესასვლელთან ნათურა არ იყო და გაუკვირდა როდესაც, წამის მიეათედებში სინათლე რადიკალურად შეიცვალა, ამასთან ერთად გარემოც. გაოგნებულმა აქეთ-იქით მიმოიხედა და აღმოჩინა, რომ უკრაინაში იყო. ეს კაცი უკან მოაბრუნეს საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რაღაც შავი ხვრელის მსგავსია. რასაც ერთი ადგილიდან, მეორეში გადაყავხარ. ეს უფრო დროში გაჭედვის რაღაც მსგავსივითაა, დროის ანომალიასავითაა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს არის მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ ამბოლოდროს, თითქოს საქართველში გახშირდა ეს ხვრელები. ჩვენ კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს რაზეც აუცილებლად ვეცდებით მივიღოთ პასუხები, მაგრამ წყალი, არ გაუვა, რომ ეს დროის ანომალიებია და მე ვფიქრობ, რომ იმ მომენტში ის ორი ახალგაზრდა, ნამდვილად ვარდებოდა და დროის ანომალიაში აღმოჩნდნენ. საკვირველი ის არის, როგორ გადმოვარდნენ, ეიფელის კოშკიდან და რა იცოდნენ, რომ ზუსტად იქ, იყო დროის ანომალია? ან იცოდნენ და მაინც გადმოხტნენ? თუ მათ შექმნეს დროის ანომალია?
(რა სულელები არიან, კი ვერ მიხვდებიან რო ტელეპორტი იყო, ეს ყველაფერი...)
როდესაც დაასრულა მან, ხალხში გადალაპარაკება დაიწყო. კორესპოდენტმა რამოდენიმე წამი აცალა ხალხს, თავისი აზრის ჩამოყალიბების და შემდეგ მონადირის თვალებით ირგვლივ ავლებდა თვალს არემარეს, მსხვერპლის ძიებაში. დიდხანს არ მოუწია ლოდინი. მალე აიწია ხელი ერთმა დასწრეთაგანმა.
- მე, რომ მკითხოთ სისულელეა ეგ ყველაფერი. ადამიანებს არ გაგვაჩნია სუპერ ძალები და ამას უნდა შევეგუოთ, ბევრს სურს ჰქონდეს, მაგრამ არ ექნება ეს, კიდევ რამე დადგმული შოუ იქნება. მე რეალისტი ვარ და არ მჯერა ეგეთი სისულელეების, თუნდაც უცხოპლანეტელების, ეგ მთავრობების მოგონილია, რომ ხალხში შიში ჩანერგონ.
მის სიტყვებს მწავავე აფორიაქება მოყვა სტუდიაში. ერთნი ეთანხმბოდნენ მოსაზრებას, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და საერთოდ ამ თემისთვის დათმობილი ოცი წუთი ძალიან ბევრია და ჯობდა შემდეგ თემაზე გადასულიყვნენ, რომელიც პოლიტიკას ეხებოდა. მეორენი თვლიდნენ, რომ ზუსტადაც არსებობს მსგავსი რამეები და ამის დაიგნორირება არ შეიძლება და რომ ღირს განსახილველად, მსგავსი რამეები და ზომების მიღებაცაა აუცულებელი...
მივხვდი უკვე აზრი არ ჰქონდა, ტელევიზორის ყურებას. გამოვრთე და შევედი ჩემს ოთახში. მივედი კომპიუტერის სავარძელთან ჩამოვჯექი, კლავიატურაზე დადებულ ბლოკნოტს გავხედე. ერთ ხანს ესე, უაზროდ ვაკვირდებოდი, შემდეგ მექანიკურად ხელში ავიღე, გადავშალე. რაღაც წარმოუდგენელი სურვილი გამიჩნდა შიგ ჩამეწერა რამე, იქვე მაგიდაზე დაგდებულ პასტას მოვკიდე ხელი, თვალები მოვხუჭე და ჩავფიქრდი. შემდეგ კლავიატურია ოდნავ მივწიე, რომ მოსახერხებლად დამეწერა. გადავშალე ბლოკნოტი და დავიწყე წერა...

დღე 17

როდესაც ამ ამბის მოყოლა დავიწყე, ვცდილობდი ყველაფერი დეტალურად გადმომეცა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი ჩემს ბილიკებს, მაგრამ როგორც ჩანს დრო ყოველთვის გვისწრებს რაც არ უნდა სწრაფად მივდიოდეთ. მეც ამ სიტუაციაში ვარ ეხლა. დიდი სიამოვნებით მოგიყვებოდით თითოეულ ამბავს, თითოეულ დღეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტად მომაბეზრებელი იქნება. ეს ფილმი არაა, ეს არ არის, სასიყვარულო რომანი. ეს რეალობაა, ეს არის ნამდვილი ცხოვრება, რომელიც რადიკალურად განსხვადება დადგმული სცნებისგან. მე მართლა დიდი სურვილი მაქვს, მოვყვე  თითოეული დეტალი. თითოეული წამი, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს ძაან გაიწელება და ჩვენს ისტორიას კი ბოლო არ გამოუჩნდება. მკითხველიც დაიღლება და ალბად მოისვრის სადმე სანაგვეში ამ ბლოკნოტს. მინდა ერთი ისტორია ერთ ბლოკნოტში ჩაეტიოს და ამიტომ მიწევს შევამწირო ჩემი მოგზაურობის ამბები. რა თქმა უნდა ყველას უყვარს კარგი ამბები, მაგრამ ვრცლად ის ყოველთვის მომაბეზრებელია. მე აღრიცხვის სახით წარმოგიდგენთ ჩემეულ ვერსიას, მარიამის მიმართ შედგენილი მოგზაურობის რუკის შესახებ. მე ვეცდები ერთ ან მაქსიმუმ ორ ფურცელზე დავტიო ჩვენი მოგზაურობა. მცირე მაგრამ საკმარისი, თან დავურთავ, იმასაც რომ ეს იყო ჩვენი მოგზაურობის აღმავლობის პიკი. არაფერი ცუდი არ მომხდარა, წვრილმანებს თუ არ ჩავთლით და ყველაფერი კარაქივით ნაზად მიდიოდა.
პირველ რიგში ჩვენ გადავწყვიტეთ, შემოგვევლო ჯერ ჩვენი სამშობლო და შემდგობ უკვე დავდგომოდით მსოფლიოს გზას. დაახლოებით, ორ კვირაში შემოვიარეთ მთელი საქართველო. კაცხის სვეტი - სვეტიცხოველი... კახეთი, სვანეთი - აფხაზეთიც და კიდევ ყველაფერი რაც ჩვენ გვეკუთვნის და რაც აუცილებლად ჩვენს ინტერესებში შედიოდა. თითოეული ნაგებობა შევისწავლეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს თავგადასავალი არამხოლოდ მოგონებების სახით დაგვჩენოდა არამედ სურათების და ვიდეობსის სახით თან დავურთოთ. შევთანხმდით იმაზეც, რომ მხოლოდ ჩვენ და ჩვენს შვილებს გვეცოდინებოდა ამ სურათების და ვიდეოების არსებობა. მარიამმა ერთი დღით ადრე, სანამ დავიწყებდით მოგზაურობას, დაეთხოვა სასწავლებელს და ბოლომდე გადაერთო მოგზაურობაში. ჩვენ ბინა ვიქირავეთ, სადაც პირობითად ერთად ვიცხოვრებდით, სინამდვილეში, ეს იყო უბრალოდ ათვლის წერტილი. როდესაც მთლიანად შემოვიარეთ საქართველო ამის შემდეგ უკვე გვიწევდა საზღვრებს გადავცდომოდით. და ჩვენც ბედნიერებით დამტკბარებმა, ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ, ღრმად ამოვისუნთქეთ და დავიწყეთ... ის ბედნიერი იყო, მის თვალებში სიცოცხლე ჩქეფდა და მე უბრალოდ ვერ ვეტყოდი უარს ამ ყველაფერზე, უმალ თავს გავწირავდი ვიდრე მას ამ ბედნიერებას წავართმევდი. ეს არის ჩვენი ცხოვრების არსი და ჩვენ ყოველთვის სიცოცხლის ბოლომდე ამით ვიცხოვრებთ...

31 დღე . რუსეთი.
პირველი სიაში რუსეთი იყო. მარშუტის თანახმად პირველი რატომღაც მეზობელი ქვეყანა აირჩია მარიამმა. ის გიდი იყო ხოლო მე, მძღოლი... ჩვენ ვნახეთ კრემლი. არამარტო გარედან შიგნითაც შევიპარეთ. მოვათვალიერეთ იქაურობა და ძალიან მოგვეწონა. ზუსტად ოთხი დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოგვევლო მთელი რუსეთი. სიმართლე გითხრათ, მარიამს დიდად არ მოსწონდა აქაურობა, ამიტომ უბრალოდ ვჩაქრობდით ყველაფრის ნახვას. დიდად არც გავცნობივართ კულტურას. თუმცა - დოსტოევსკის, გოგოლის, ჩეხოვის და კიდევ სხვა დიდი მწერლების სახლ-მუზეომები, ძეგლები და სხვა მნიშვნელოვანი რამეები ნამდვილად არ გამოგვიტოვებია...

35 დღე.  გერმანია.
მოგზაურობა ბერლინით დავიწყეთ. ძირითადად ჩვენი მგზაკვლევი იყო ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციები და ჩვენც შევეცადეთ ამ ყველაფრით, მაქსიმალურად გვესარგებლა. ჩვენ ვიყავით ბერლინში ორი დღე, შემდეგ შტუთგარდში გავჩერდით ერთი დღე. მერე გადავედით, ერფრუტში სადაც მოვინახულეთ ხიდი კრევერბრუტი ( მგონი სწორად დავიმახსოვრე ) რომელსაც ეძახიან ვულკანურ ხიდს. ძალიან მოგვეწონა იქაურობა, რაღაც უცხო გარემო იყო და ზუსტად ეს, იყო მისი სილამაზე. ერთმანეთთან ძაან ახლოს აშენებული სახლები და ბაზარიც შუაგულში, ეს ყველაფერი უცხო და სახალისო გადმოდგა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ, ამაზე არ შევეჩერდით და შემდეგ გადავედით
ჰამბურგში:  სადაც ვნახეთ მინიატურული სათამაშო ქალაქი. ეს იმდენად მოულოდნელი და სახალისო გადმოგა ჩვენთვის, რომ სხვადასხვა სახალისო კომენტარებს ვაკეთებდით დათვალიერების პროცესში. ამის შემდეგ ჩვენ გადავედით კიოლნში:
სადაც უბრალოდ არ შეგვეძლო, ამ ადგილისთვის გვერდის ავლა, რადგან ეს ჰომ, ჩვენი დედამიწური სამოთხე იყო. შოკოლადის მუზეომი!... ამის შემდეგ უკვე ცოტა საშიშ ადგილას გადავედით დაინბურგში: სადაც ფეხით მოსიარულე ატრაკციონი ვნახეთ. სადაც საფეხურებზე ასვლა რთულია,  არამარტო რთული საშიშიც, მაგრამ სახალისო. ჩვენ ეს გზა ერთად გავიარეთ. 
კიდევ ბევრი სხვა საინტერესო რამ ვნახეთ, მაგრამ მე იმ სამთაგანი გამოვყვე რომელიც ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდა და მოგვეწონა... ჯამში გერმანიაში ათი დღე გავჩერდით.

45 დღე.  ესპანეთი.
ამ ქალაქში ნამეტანი ქარიზმატული და ცეცხლოვანი ხალხი ცხოვრობს. ისენი სულ მღერიან ან სულ ცეკვავენ.  ჩვენ მოგვხიბლა მათმა ტრადიციებმა. მარიამი უფრო აღფრთოვანებული იყო აქაურობით, სულ იმას გაიძახოდა აქ გადმოვიდეთ საცხოვრებლადო. არამარტო ხალხი, არამედ ფანტანებიც კი ცეკვავდა. ერთსაათიანი დაკვირვებისას, ერთი ფანტანის შემყურეებმა აღმოვაჩინეთ, რომ ერთხელაც იგივე ცეკვა არ გაუმეორებია, აშკარად შესანიშნავია ეს. ჩვენ ვნახეთ როგორ მოკლა ტრიუადორმა ხარი. ეს რაღაც უცნაური სახის ტრადიცია აქვთ. მე მინდოდა, წინა რიგებში მოვხვედრილიყავით რათა უკეთ გვეყურა მატადორისთვის, მაგრამ მარიამს შეეშინდა და ამიტომ შორიდან მოგვიწია ყურება. რაღაც გრაციოზული იყო ამ ყველაფერში, მაგრამ მეტისმეტად სასტიკი და საშიშიც. უჰჰ მთავარს როგორ გამოვტოვებდით და არ ვიგუნდავებდით პომიდვრებით? ეს ძაან მაგარი იყო. ერთმანეთს დაუღალავად ვესროდით პომიდვრებს, სიმართლე გითხრათ მანდ ლამის დავკარგე მარიამი. თუმცა გეგმა ბ-ს სახით ყოველთვის გვაქვს ყოველთვის ადგილი, სადაც შევხვდებით ერთმანეთს, იმ შემთხვევაში თუ დავიკარგეთ. ეს იყო ნამდვილი პომიდვრის ომი. ძალიან სახალისო და ძალიან შემაწუხებელიც იყო, რადგან ნახევარსაათზე მეტხანს მოვუნდი ბანავს, რომ მთლიანად გავსუფთავებულიყავი. გასპაჩოც გავსინჯეთ, მე დიდად არ მომეწონა, მაგრამ მარიამს ძაან მოეწონა.
არვიცი მარიამმა საიდან მოიძია ინფორმაცია, მაგრამ მოინდომა: მთა „გზა მეფის“-ზე გავლა.  ეს ძალიან საშიში იყო. როგორც გავიგეთ, ოფიციალურად ტურისტებისთვის დახურული იყო ეს გზა, მაგრამ ჩვენნაირი „რიკაშეტებისთვის“ ეს დაშვებული იყო. გამოვტყდები და მარიამი უფრო მამაცი გამოდგა  გავლის პროცესში ვიდრე მე. ძირს თითქმის არ ვიყურებოდი, ეს ძალიან საშიში იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც შევძელით და გავიარეთ ეს ადგილი. ბარსელონის და რეალის ფეხბურთელებიც კი მოვინახულეთ, მათთან ერთად სურათებიც გადავიღეთ. არცერთი არ ვართ ამ ორი ნაკრების გულშემატკივრები, მაგრამ ყველას ჰომ არ აქვს შანსი მათთან სურათების გადაღების? ესპანეთის შემოვლით ძალიან კმაყოფილები დავრჩით. არ გამოვტოვეთ არაფერი რაც, აუცილებლად სანახავი იყო.

დღე 53. დუბაი.
ეს ჰომ ღმერთების ქალაქია. ჩემი ოცნება იყო, აქ მოვხვედრილიყავი და როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა ამესრულებინა ჩემი ოცნება. იმხელა შენობებია ღუბლებში იმალება. ესეთი რამეები პირველად მენახა და აღფრთოვანებული ვიყავი მათი სიდიადით. ჩვენ სახალისო რამ ვიპოვეთ, აქლემების შეჯიბრი. თავიდან მარიამს, არ უნდოდა, მონაწილეობის მიღება, მაგრამ მაინც მოვახერხე დაყოლიება მისი და ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. ათკაცში მე მეშვიდეზე გავედი ის კიდევ ბოლოზე. მართალია წავაგეთ, მაგრამ ძაან სახალისო გამოდგა. პალმის ფორმის კუნძულზეც ვიყავით. ძალიან ლამაზია იქაურობა და იქაური კერძებიც ძალაინ გვეგემრიელა. დანარჩენი ყველა შესაძლო კუნძულიც დავათვალიერეთ. ბურჯ-დუბაიშიც უპრობლომედ შევიპარეთ, დავლაშქრეთ იქაურობა, სულ-სულ ზევიდანაც კი გადმოვიხედეთ.. ერთ-ერთი დიდი შენობიდან, რომლის სახელიც არ დამიმახსოვრებია, გადმოვხტით პარაშუტით. თავიდან მეგონა საცაა გული გამისკდება და მოვკვდებითქო, მაგრამ თურმე პარიზის ამბავმა იმუნიტეტი გამომიმუშავა. ერთ-ერთ მგზავრს ვთხოვეთ და მან ოქროსფერი ლამბორჯინით გაგვასერინა. შემდეგ სახლში მიგვიპატიჟა, კარგად გაგვიმასპინძლდა და ეზოში მოშინაურებული პანტერაც გვანახა. თავიდან არ ვეკარებოდით, მაგრამ მალევე დავრწმუნდით, რომ პატარა და უწყინარი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ და ხელიც კი გადავუსვი. მარიამი არ მიკარებია, მაგრამ ორივემ გადავიღეთ სურათი პანტერასთან. ძალიან თბილი და გულუხვი ხალხია. ერთი კვირა გავჩერდით ამ საოცარ ქალაქში. უბედნიერესი ადამიანი ვარ!.

დღე 60. ირლანდია.
რატომღაც ყოველთვის მიზიდავდა ეს ქალაქი, რატომ არც მე ვიცი. პირველ რიგში, წმინდა პატრიკის ტაძარში შევედით. იქაურობა მოვათვალიერეთ და ბევრი საინერესო რამ გავიგეთ გიდის საშვალებით. ცოტა უცნაური რამ კია, მათ სამოქალაქო ცეკვის შესახებ. ეკლესიამ იმიტომ აკრძალა, რომ ეგონათ თითქოს ამ მოძრაობებით იზიდავენ ბოროტ ძალებს. ნუ ეხლა უკვე არამარტო ირლანდიაში, არამედ მთელს მსოფლიოშია მათი ცეკვა ცნობილი, მაგრამ მაინც გამიკვირდა ეგ, რომ გავიგე. ეს ჰომ უბრალოდ ცეკვა იყო? სიმართლე რომ ვთქვა დიდად არც მომეწონა.. დუბლინში ტემპლ ბარშიც შევიარეთ. ირლანდიული რაგუც გავსინჯეთ. მე ძაან მომეწონა, მარიამს არა. რა თქმა უნდა ლუდის გარეშე როგორ დავტოვებდით აქაურობას? ეს ჰომ ლუდის ქალაქია. ძალიან გემრიელი ლუდები იყო, სამჯერ დავთვერით. მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ადრე მარიამთან ჭაჭა, როდესაც დავლიე, რაღაც უცნაური დამემართა, ამიტომ ვცდილობი ალკოჰოლს არ გავკარებოდი, მაგრამ რახან ირლანდიაში ვიყავი უნდა გამერისკა. მეც გავრისკე და არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ის რა იყო დღემდე არ ვიცი, მაგრამ ეხლა უკვე გავიგე, რომ შემიძლია თამამად დავლიო ალკოჰოლი. ყველა ლამაზი ადგილი მოვიარეთ. ყველაფერი დავათვალიერეთ, რისი დათვალიერებაც შეიძლებოდა. ვცდილობ ყოველ ჯერზე არ გავიმეორო, ეს ფრაზა ამიტომ აქედანვე ავღნიშნავ, რომ ყველა ქალაქში არაფერს ვტოვებთ... ირლანდიაში რატომღაც უფრო ნაკლები დრო გავატარეთ. ჯამში სულ 6 დღე გამოგვივიდა.

დღე 64. პორტუგალია.
თვით კრისტიანო რონალდოს სამშობლო, თუმცა მასთან მქონდა სურათი გადაღებული, მაგრამ ეს მხოლოდ სამახსოვორო, იყო და არა პირადი სიმპათიის გამო. ამ ქალაქში ძალიან კომფორტული კლიმატია, ისეთი რომ დასვენების სურვილს გაგიჩენს. მართლაც, რომ ტურისტების ქალაქადაა აღიარებული. ძაან ბევრი ტურისტი შევნიშნეთ. აქაურობა მაგნიტივით იზიდავს მათ. ეს დიდი კლდეები რომელთანაც, ჩვეულებრივი დახელოვნებული მებადურები, ექსკურსიას აწყობენ, ამ საშიშ ადგილას და გამოქვაბულების და კლდეების სიდიადეებს ანახებენ მათ. ჩვენც არ გამოვტოვეთ ეს ექსკურსია და შევუერთდით მათ. ძალიან ამაღელვებელი, მაგრამ საინტერესო და ლამაზი ექსკურსია გამოგვივიდა.  ჩვენ აქ ლოკოკინაც კი გავსინჯეთ. თან განა ჩვეულებრივი ლოკოკინა იყო? არა ეს სპეციალურ დიეტაზე იყო დასმული. სიმართლე, რომ ვთქვა მომეწონა. თავიდან კი შემეზიზღა ჭამა, მაგრამ მაინც გავრისკე. მარიამს ლამის გული აერია დანახვაზე და პირიც კი არ დააკარა. მარიამს ლისაბონი მოეწონა ძაან. ყვითელ ტრამვაიშიც კი ვიმგზავრეთ. პორტოში პორტვეინიც გავსინჯეთ და მოგვეწონა ორივეს. ჩვენ ადგილობრივი ისტორიაც მოვისმინეთ გამვლელზე. ერთი ცალი კერამიკის მამალიც ვიყიდეთ სამახსოვროდ. რომელიც პორტუგალიაში იღბლის სიმბოლოს ნიშნავს.
ჩვენ ფიესტა დე დიადელას დავესწარით. ( მგონი სწორად დავიმახსოვრე ) ეროვნული ცეკვები და სხვა ბევრი რამე იყო. მისი ნახვისას, ართგენი მომაგონდა თუმცა მაინც ჩვენი მერჩივნა იქაურ სიტუაციას. ნუ მთლიანობაში კმაყოფილები ვიყავით. შესანიშნავი ქალაქია და ბევრი კარგი რამაა მანდ. ეს ისეთი ადგილია სადაც მოგზაურობა აუცილებლად ღირს.

დღე 71. ჰოლანდია.
ჰოლანდიაში რა უნდა გააკეთო ადამიანმა თუ არ უნდა „იკაიფო“ ჩვენც რა თქმა უნდა არ ვიყავით გამონაკლისი და ერთ-ერთ ბარში შესვლისას კანაფი შევუკვეთეთ. თავიდან ვერაფერი ვიგრძენი, მაგრამ მალევე „წამოიღო“. მე მელანდებოდა თუ როგორ, იწელებოდა დარბაზი და ფერები აირია ერთმანეთში. მე დავინახე, თუ როგორ იჯდა ორი მაგიდის წინ ფრთიანი ძროხა და ნამცხარს ჭამდა. მე დავინახე, როგორ შემოვიდა კარებიდან მგელი და ბართან წყალი ითხოვა. მე კიდევ ბევრი სხვა რამ დავინახე. ეს რაღაც ჰალუცინაგერი ჩემზე კარგად მოქმედებდა და მე ამით ძაან ვიხალისე. არც მარიამმა დააკლო ხალისი და ისიც ჩემ დღეში იყო. სხვა კიდევ ბევრი საინტერესო რამ ვხანეთ ამ ქალაქში.  თუმცა მოსაყოლი დიდად ვერაფერი.

დღე 74. უკრაინა.
ჰოლანდიაში დიდიხანი არ დავრჩით, ამიტომ მე მარიამს ვთხოვე ჩვენი გეგმისთვის გადაგვეხვია და მოგვენახულებინა ჩემი მეგობრები უკრაინაში. გიო და ედო. ისიც დამთახმდა. ჩვენ პირდაპირ იქ ვინატრეთ გადასვლა, სადაც ისენი იყვნენ. ჩვენდა გასაკვირვად გადავედით ორსართულიან სახლში, სადაც თურმე ამჟამად ეგენი ცხოვრობდნენ. როგორც შემდეგ გავარკვიე, ამ ორმა პატაზიტმა მონახეს მდიდარი დები და მათზე დაინიშნენ. ოთხივენი ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ტკბილად და ბედნიერად. რა ენაღვლებათ თავი დააღწიეს თბილისურ წუმპეს და აქ მდიდრებივით ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა ამის ფონზე არ აპირებდნენ  სამშობლოში ჩამოსვლას. ჩვენ მათთან ერთი დღე გავჩერდით. შემდეგ კი, ბარემ აქ ვიყავით უკრაინას შემოვუარეთ. ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ აქ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ აქაური მანდილოსნები აშკარად სილამაზით ნამდვილად გამოირჩევიან. საზამათროს კურკებივით ყოველ ნაბიჯზე ლამაზმანი გვხვდებოდა. ჯამში უკრაინაში ოთხი დღე გავჩერდით.

დღე 78. იერუსალიმი.
დიდი რიგის გამო და კიდევ, იმის გამო, რომ ტურისტებს არ უშვებდნენ მაცხოვრის ტაძარში, ჩვენ მოგვიწია შეპარვა. ადრე სამებაში მქონდა ნანახი იერუსალიმის მაკეტი, მაგრამ რეალობასთან რა მოსატანია. ჩვენ ყველაფერი დავათვალიერეთ ტელეპორტის წყალობით. ისე კიდევ შესაძლოა არც გვქონოდა მაგის შესაძლელობა. ეს შეიძლება მიუტევებელ ცოდვად ჩაგვეთვალოს, რომ მოხერხებულობის წყალობით შევედით წმინდა ადგილებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი დანაშაული არ მიგვიძღვის ამის ჩადენისას, რადგან ზოგნი რეპოტიორებს ჰყვებოდნენ შიგნით, ზოგნიც რა ხრიკებით. ასე რომ ეს აქ ერთ-ერთი ჩვეულებრივ შესვლის ხერხად გამოვიყენეთ.

დღე 82. ინდოეთი.
პირველ რიგში 1653 წელს აშენებულ ტაჯმახალთან ახლოს გადავტელეპორტდით. ძალიან ლამაზი ტაძარია. მოგვეწონა. ბოლივუდიც მოვინახულეთ. სიმართლე, რომ გითხრათ, აქ ორი დღე გავჩერდით. ძალიან ბინძური ადგილია. ხალხიც დიდად კეთილგანწყობილები არ იყვნენ ტურისტების მიმართ და უბრალოდ რაც სანახავი იყო ვნახეთ და გადავედით შემდეგ ქალაქზე.

დღე 84. ხორვატია.
ძალიან მოგვეწონა აქაურობა. ჩვენ ორი დღე გავატარეთ მარტო თუ სწორად დავიმახსოვრე დუბრონიკში. ძველ ზღვისპირა ქალაქში. ერთ სასტუმროში გავჩერდით, სადაც უმაღლესი კლასის მომსახურეობა იყო ტურისტებისთვის. ენის ფაქტორში მარიამი მეხმარებოდა ხოლმე, მისი ინგლისური, მაგრად გვადგებოდა. აქ კატერის ცურაობისას გაგვიყვანეს ძალიან შორს, სადაც დელფინები ზევით ამოდიოდნენ და ჩვენ მათ მოვეფერეთ კიდეც.

დღე 90. ჩინეთი.
პირველ რიგში პეკინში, ჩინეთის ხიდზე გადავტელეპორტდით. ძალიან დიდი ხიდია, ბოლომდე დაგვეზარა მისი გავლა, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც გავიარეთ. ჰონ კონგი და შანხაი მოგვეწონა ყველაზე მეტად. ცოტა მიუჩვეველი იყო მათი ამსიმრავლით ნახვა, მაგრამ როგორღაც ხუთ დღეში შევაჩვიეთ თვალი.

დღე 95. იაპონია.
ბარემ აქვე ვიყავით იაპონიაშიც შევიარეთ. მარიამს მოუნდა საკურას ხესთან სურათის გადაღება. ჩვენც ერთ-ერთ მშვენიერ ბაღში შევიარეთ და მისი სილამაზით მოვიხიბლეთ. ძალიან ლამაზი ხე არის. მარიამმა თავისთვის წამოსვლისას ერთი ყვავილი მოწყვიტა და შემდგომ სახლში გადასვლისას საიმედოდ შეინახა. ჩვენ დავესწარით costplay - ის როგორც ანიმეს ისე თამაშების ცერემონიებს. ძალიან სახალისო იყო. კიბერ სამყაროსაც შევერწყით სხვა-და-სხვა სახის აპარატებთან ცნობილი თამაშებიც ვითამაშეთ. აქ ცოტა უცნაური ხალხი არის, ჩვენს თვალწინ მანქანამ ადამიანს გადაუარა და ჩვენ რომ არ მივსუვიყავით მასთან, სავარაუდოდ არც არავინ შეიწუხებდა თავს. ეს ჩვენთვის თავზარდამცემი იყო... უცნაური ხალხია, ერთმანეთის გვერში დგომა არ იციან. მხოლოდ თავის გამორჩენაზე ფიქრობენ.

დღე 102. ბრაზილია.
ცეცხლოვანი ქვეყანაა, ძაან მაგარი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა. ჯერ მათი ცეცხლოვანი ცეკვები, რომლებსაც დავესწარით. შემდეგ რიოშიც ჩავედით ძალიან ლამაზია იქაურობა. ჩვენ ლეგენდებსაც შევხვდით: რონალდინიოს, პელეს, რონალდოს, კაკას, რივალდოს, რობერტო კარლოს. ისე დაემთხვა, რომ ეროვნული ნაკრების თამაში იყო და ყველა ეს ფეხბურთელი ჩამოვიდა დასასწრებათ. ჩვენც არ გამოვტოვეთ შანსი და მათთან ერთად სურათები გადავიღეთ. ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა აქაურობა.

დღე 107. პერუ.
მაჩუ-პიჩუ -ზე რომ ავედით რაღაც საუცხო გრძნობა დაგვეუფლა. სურათებიდან განსაკუთრებული არაფერი ჩანდა, ამიტომ დიდად არც მინდოდა მანდ ასვლა, მაგრამ იქ ასულს რაღაც ისეთმა გრძნობამ შემიპყრო, რომ არ მინდოდა მისი დატოვება. მთელი საღამო მანდ გავატარეთ. შემდეგ ქალაქში ჩავედით, იქაურობას შევერწყით. სასიამოვნო ქალაქია შეიძლება კიდევ აქ მოსვლა.

დღე 110. ამერიკა.
მარიამს ძაან უყვარს ამერიკა. ლას ვეგასი, ნიუორკი და სხვა ყველა. ძალიან ბედნიერი იყო აქ გატარებული ორი კვირით. ყველაზე დიდხანს აქ გავჩერდით მარიამის თხოვნით. არ დაიჯერებთ და ლასვეგაში ტოტალიზატორების ნაწილი შემოვიარეთ. მართალია ბევრი ფული წავაგეთ, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით. ამერიკულ გორკებზეც დავჯექით. ჰოლივუდშიც შევიარეთ, ბევრ ცნობილ მსახიობთან გადავიღეთ სურათი. ცნობილი ჰოთ დოგებიც ვჭამეთ. ყველაფერს დავწვდით ხელით რაც შესაძლებელი იყო. ნიორკში ყოფნის მესამე დღეს ჩავედით ღამის კლუბში სადაც, რაღაც უცნაური კოქტეილი დავლიეთ. თურმე ნარკოტიკული ყოფილა. მე უმალ შევედი საპირფარეშოში და ვაღებინე, იმდენად იმოქმედა ჩემზე. იქ შესულს თავი ძალიან ამტკივდა. ისეთი შეგრძება მქონდა თითქოს ავფეთქდებიო. ისევ ისე დამემართა, როგორც წინაზე მარიამის სოფელში. თუმცა ეს მარიამს არ ვუთხარი, მაგრამ საბედნიეროთ მალევე გადამიარა.. დანარჩენმა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

კიდევ ბევრი ქვეყანა შემოვიარეთ, ამიტომ დროც არ რჩება ყველაფრის მოსაყოლად. სულ ბოლო ქვეყანას დასაწყისის სახით მოგიყვებით და შემდეგომ გადავალ ყველაზე მთავარ მომენტზე... მაგრამ, სანამ ამას ვიზავ იმას დავამატებ, რომ ამდენმა ტელეპორტმა ჩემზე უარყოფითად იმოქმედა. თავის ტკივილები გამიხშირდა, მეხსიერებაც ცოტ-ცოტას მღალატობს. მხედველობა ოდნავ დამიქვეითდა და სისუსტეს ხშირად ვგრძნობ. მარიამმა არ იცის ეს ყველაფერი, თავს ვაჩვენებ თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ამასობაში არ არის ეგრე...

დღე 200

სულ ბოლო მოგზაურობა იყო იტალიაში. მე ავირჩიე ის ბოლო ქალაქად. ძალიან მიყვარს იტალია, ყოველთვის ვოცნებობდი მანდ მოგზაურობაზე. ჩვენ ყველა ქალაქი შემოვიარეთ სადაც ომი არ იყო. ერაყში მითუმეტეს ვერ ჩავიდოდით სადაც, ის ცუდი ამბები გამოვიარეთ. იტალიაში ათ დღეზე მეტხანს გავჩერდით. მაკიაველი, მედიჩები, ჩეზარე ბორჯია, ფრანჩესკო სფორცა, იულიუს კეისარი, დანტე ალეგრიე, მიქელანჯელო, დონატელო... და კიდევ ბევრის შესახებ გავიგე საინტერესო ინფორმაციები. ისტორიის მიმართ ინტერესი გამიღვივდა. ეს ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. აქაური პიცაც გავსინჯეთ. ვენეციას კიდევ ვესტუმრეთ. რომშიც შევიარეთ. კოლეზიუმშიც შევიპარეთ ღამით, როდესაც არავინ იყო. ჩემი საყვარელი გუნდის იუვენტუსის მთავარ ფანკლუბშიც შევიარეთ.  თვით ჯან ლუიჯ ბუფონიც მოვინახულე და მასთან სურათიც გადავიღე, ისე არამარტო მასთან, კიდევ: გატუზო, დელ პიერო, პაოლო მალდინი. ისინიც მოვინახულეთ. პიზის კოშკიც ვნახეთ. ნუ მოსაყოლი ბევრია, ემოციაც დიდია, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც იტალიაში ვიყავით. როგორც მარიამი ამერიკაზე...  - მინდა ავღნიშნო რომ ამ მოგზაურობის მიუხედავად, ხანდახან სახლებშიც შევდიოდით და მშობლებს ვენახებოდით რადგან არ გვინდოდა ჩვენი ეგოისტური მოგზაურობის ფონზე ისენი გვენერვიულა.
ზუსტად მეორასე დღე იყო მწვანე კონცზხე, რომ გადმოვტელეპორტდით და დავასრულეთ ჩვენი მოგზაურობა...
- როგორც ჩანს ამოვწურეთ ჩვენი სია. - ვუთხარი მარიამს და თვალებში შევხედე.
- ჰოო. პირველ ჯერზე ნორმალური იყო, სხვადროს უფრო დიდი ხნით, წავიდეთ და კიდევ უფრო ბევრ რამეს ვნახავთ, მაგრამ მე მინდა დღესვე საღამოს კიდევ გადავტელეპორტდეთ.
- სად? - გამიკვირდა, მე ვიფიქრე რამდენიმე დღე თბილისში გავჩერდებითქო.
- საღამოს მოდი, სიურპრიზია. მანამდე ჩვენ პირად ცხოვრებას გადავხედოთ.
- კარგი. - დავეთანხმე და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
მე თბილისში გადავტელეპორტდი, სახლთან ახლოს. კარი შევაღე და შევედი სახლში. შესასვლელში არავინ იყო. სამზარეულოდან ისმოდა ჭურჭლის ხმა. ეს დედა იყო. შევედი სამზარეულოში და მივესალმე მას. სიმართლე გითხრათ მინდოდა რამე სუვენირის გამოყოლება, რომელიმე ქვეყნიდან, მაგრამ ვერ გავრისკე, არ მინდოდა მისთვის ეს სიმართლე გამემხილა, ზედმეტად სასტიკად მეჩვენა სცოდნოდა ჩემი ეს რეალობა.
- მოხვედი ლუკა, არ გშია? ეხლა ვაკეთებ სალათას შენ, რომ გიყვარს ქათმის ხორციანს.
- ვა, კი დიდი სიამოვნებით შევჭამ.
დავჯექი მაგიდასთან, რამოდენიმე წამში მამაჩემიც შემომიერთდა და გვერდით მომიჯდა.
- როგორ ხარ შვილო? - მკითხა მან.
- კარგად მა, შენ?
- მეც. სად ხარ ხოლმე, რომ იკარგები?
აქ უნდა პასუხი გამეცა, მაგრამ დედამ დამასწრო:
- სიყვარული, სიყვარული.
დედამ გადამარჩინა !
მე ჩამეცინა და ვაგრძნობინე მამაჩემს ღიმილით, რომ დედა მართალია.
რამდენიმე წუთში დედამ სუფრა გაამზადა და შემოგვიერთდა ისიც. დამშეულივით დავავლდე ხელი სალათს და გადავიღე. როდესაც პირველი ლუკმა ჩავიდე პირში, იმწამსვე ჩემმა ემოციამ გააკვირვა ჩემი მშობლები. მე უნებურად წამომცდა:
- მმმ რაჯობია მშობლიურ საჭმელს.. რაგემრიელია..
- რაგჭირს შვილო? - გაკვირვებულმა მკითხა დედამ.
დავიბენი, თუმცა ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელი იყო.
- ა არაფერი, უბრალოდ ბათუმში რაღაც თურქულ საჭმელებს მაჭმევდნენ და ეს ძაან მეგემრიელა.
- ა კარგი, ჭამე მიდი შვილო. - მითხრა დედამ და თვითონაც განარძო ჭამა.
მე ჭამა დავასრულე. წამოვდექი, რომ თეფში ამეღო და ონკანში ჩამედო, თუმცა თაბრუს ხვევა ვიგრძენი. არა ოღონთ ეხლა არა ! ცხვირიდან სისხლი წამომივიდა და გონება დავკარგე...
გამოფხიზლებულს თავი პალატაში ამოვყავი.
- სად ვარ? რახდება? - ვიკითხე დაბნეულმა.
პალატაში ჩემთან ერთად, ექთანი და დედა იყო. ის ტიროდა!
- სასწრაფოს გამოვუძახეთ და აქ გადმოგიყვანეს. - მიპასუხა დედამ.
- პირველად დაგემართათ ესე? - მკითხა ექთანმა.
- კი - არმინდოდა დედასთან ლაპარაკი და თვალებით დედაზე ვანიშნე. ექთანი მიხვდა და დედაჩემს სთხოვა დავეტოვებინე. მანაც ყოყმანით, მაგრამ მაინც დატოვა პალატა.
- მითხარი ეხლა სიმართლე. - ჯიგურ მომიგო ექთანმა.
- ეს სიმპტომები უკვე, დიდი ხანი მაქვს, მაგრამ გული პირველად წამივიდა.
- მერე აქამდე ექიმთან არ მიხვედი?
- რატომ უნდა მივსულვიყავი. - ის გაბრაზდა და მომიგო.
- უგუნური ახალგაზრდობა ხართ, რატომ იღუპავთ თავს. - და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
დაახლეობით თხუთმეტ წუთში, შემოვიდა ვიღაც ექიმ კაცთან ერთად და მან გამსინჯა. შემდეგ ჩემი გაყვანა მოითხოვა. რამდენიმე წუთში თავი ამოვყავი რაღაც აპარატურაში სადაც სავარაუდოდ თავის ტომოგრაფიას მიღებდნენ. აშკარად რაღაც მჭირს ! როდესაც დაასრულეს ისევ პალატაში გადამიყვანეს. ნახევარ საათში, ექიმი შემოდის დამწუხრებული სახით და უბრალოდ მიყურებს. მე ამ ყველაფერმა დამზაფრა. კარის გაღების დროს დედას ტირილის ხმა შემომესმა და მივხვდი, რომ საქმე ცუდათაა. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი მჭირს და ვკითხე ექიმს:
- ექიმო კიბო მჭირს?
ის ცოტახანს დუმდა და ბოლოს თქვა:
- კი. სიმსივნე დიდია, მაგრამ ვერ მივხვდი, მისი ასე სწრაფად გაზრდის მიზეზს.
ტელეპორტი ! იმწამსვე თავში გამიელვა.
- და არაფერი მეშველება?
- ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. - თქვა და გასვლას აპირებდა, მაგრამ მე შევაჩერე.
- დედაჩემისთვის არ უნდა გეთქვათ, ცოდოა სამაგისოდ. რამდენი დამჩა დრო?
- ყველაფერი კარგად იქნება. - მითხრა მან და გავიდა ოთახიდან.
ესეც ასე, ახალი რამ გამოიკვეთა. კიბო მჭირს! თითოეულ ტელეპორტისას ის იზრდება და სავარაუდოთ მაგიტომ მექნება დიდი ზომის სიმსივნე. როგორც ჩანს ტელეპორტი ჩემთვის დამღუპველია! შეიძლება ყოველი ტელეპორტი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. ამიტომ არ ღირს აწი გარისკვა, მანამ სანამ რამე ხერს არ მოვნახავ ამ ყველაფრის შეჩერების. მაგრამ განა შესაძლებელია ამყველაფრის შეჩერება? ან მარიამს როგორ უნდა ვუთხრა? მარიამს ისიც კი არ ვუთხარი როგორ ვიშოვე სამოგზაუროდ ამხელა თანხა. თუმცა არც მკითხველისთვის გამიმხელია ეს და დროა მოყვე ესეც:
სანამ მოგზაურობას გადავწყვეტდით, რამოდენიმე დღით ადრე, მე ვეძებდი ადგილს რადგან გადავტელეპორტებულვიყავი. ეს რა თქმა უნდა მიგდებული ადგილი იყო და გადასასვლელად მზად, რომ ვიყავი გავიგე რაღაც ხმაური. გავჩერდი და დავუგდე ყური. ორი ადამიანი ლაპარაკობდა. მსჯელობდნენ როგორ გადაეტანათ ნარკოტიკი საზღვარზე. ამაში კიდევ ოციათას იხდიდა მათი უფროსი, მათ უბრალოდ უნდა მოეძებნათ სანდო პირი. ეს ბინძური ფული იყო, მაგრამ ჩვენ სამოგზაუროდ ფული გვჭირდებოდა. ერთხელ კიდევ ნარკოტიკის გადატანა საზღვარზე დიდ დანაშაულად არ ჩაითვლებოდა. არ ვიცი რა ეშმაკებმა შემომიტიეს მაგ მომენტში, არ ვიცი რამ მაიძულა ჩემი მთავარი დევიზისთვის, მეღალატნა მაგრამ მაინც გავრისკე და გავაკეთე ეს... მივუახლოვდი მათ. არ მინდოდა წინდაუხედულად მოვქცეულვიყავი და ჩემი სახე მენახებინა მათთვის, მაგრამ სახის დაფარვის არანაირი შესაძლებლობა არ მქონდა ამიტომ გავრისკე.  ისენი დაფრთხნენ და ერთმა იარაღი ამოიღო:
- არ ისროლო. მე ადმაიანი ვარ ვინც, უპრობლემოდ გადაიტანს საზღვარზე დანიშნულ ადგილას პაკეტს, ოცი ათასის სანაცვლოდ.
მათ ერთმანეთს გახედეს და ერთმა მკითხა:
- და როგორ მოახერხებ ამას?
- ეგ უკვე ჩემი პრობლემაა. დრო და ადგილი მითხარით მიტანის და ფული იქ დამახვედრეთ.
იმათმა ერთმანეთს გახედეს. 
- კარგი, ხვალ დილას ცხრა საათზე აქ მოვიტანთ ტავარს და გეტყვით სად და როგორ... - ნამეტანი სულელები აღმოჩნდნენ. ალბათ უკიდურეს სიტაუაციაში აღმოჩნდნენ და სხვა გზა არ ჰქონდათ, რო ასე მარტივად მენდნენ.
ასე და ამგვარად ვიშოვე ოციათასი დოლარი. რადგან ტრანსპორტში ფული არ გვეხარჯებოდა დაახლოებით, ხუთიათასამდე დამჩა ფული, რომელიც ჩემს ოთახში საწოლის ქვეშ მაქ დამალული. მე თუ რამე მომივა, ეს ფული მარიამს და ჩემებს უნდა გაუნაწილდეს, ამიტომ ეს ჩანაწერები ერთგვარი, ანდერძის შემცველ ტექსტებსაც შეიცავს. ჩემს შემდეგ, ჰომ პირველი მარიამი წიაკითხავს ამ ბლოკნოტს.
ეხლა როგორ მოვიქცე? მარიამმა, რომ გაიგოს კიბოს ამბავი, ჩამოვა და მის სიურპრიზსაც ვერ ვიხილავ, მაგრამ მასთან, რომ გადავიდე, აქ რა მოვიმიზეზო? უბრალოდ გაპარვა? ეს ჰომ მშობლების მიმართ დაუნდობელი საქციელი იქნება? როგორ მოვიქცე? მე უკვე სრულყოფილად ვმართავ ჩემს შესაძლებლობას, ამიტომ ჯობს, საღამოს გადავალ მარიამმთან. ვიმოგზაურებთ და ღამე ისევ უკან დავბრუნდები. დილას კიდევ ისევ აქ ვიწვები. სჯობს ეგრე გავაკეთო. ამის შემდეგ კი მარიამს როგორმე ვეტყვი. თორე ვერ დავუმალავ კიბოს  შესახებ, მან უნდა იცოდეს სიმართლე. ან არა მხოლოდ და მხოლოდ ამ ბლოკნოტის მეშვეობით გაიგებს ამას ! ექიმი შემოვიდა და დამამშიდებელი ნემსი გამიკეთა. მე ჩამეძინა. კიდევ რაღაც წამლები გამიკეთეს, მთლი დღე თითქმის გაბრუებული ვიყავი. აუტანელია აქ ყოფნა ! ვერ ვიტან სავაადმყოფოებს !
დავიცადე სანამ კარგად დაბნელდებოდა და მარიამიც მესიჯის სახით გავაფრთხილე, რომ დაღამებისას გვემოგზაურა და ის დამთანხმდა. დედაჩემი არ აპირებდა წასვლას, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ის არ დატოვეს პალატაში. სავარაუდოდ ის მეგონა დერეფანში დარჩებოდა რაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა ჩემთვის, მაგრამ მამაჩემმა იყოჩაღა და სახლში წაიყვანა. მე მომეცა საშუალება სრული თავისუფლებისთვის. პირველის წუთები იყო, რომ გადავედი მარიამთან.
- რა გაფითრებული ხარ. - მკითხა მან როდესაც მკრთალ შუქზე დამინახა.
- ეს ალბად შუქის ბრალია. - სიცილით მივუგე.
ვიცი რომ ამ ფანდზე არ წამოეგო, მაგრამ მაინც ისეთი სახე მიიღო ვითომ დაიჯერა.
- მზად ხარ სიურპრიზისთვის? - მომიგო დინჯად.
- კი რათქმაუნდა.
ჩვენ თვალები დავხუჭეთ და რამდენიმე წამში ავღმოჩნდით პლიაჟზე. ირგვლივ მიმოვიხედეთ, მაგრამ სიბნელე იყო, ამიტომ არაფერი ჩანდა. ვერ მივხვდი თუ სად ვიყავით და ვკითხე მარიამს:
- სად  ვართ?
- არც მე ვიცი. ჩავიფიქრე სადმე მივიწყებულ კუნძულზე გადავტელეპორტდეთ, სადაც არავინ, არ იცის მისი ადგილსამყოფელი,  და გაჭრა ამან მაგარია არა? - ემოციებით დატვირთულმა მომიგო.
მე დამაბნია მისმა სიტყვებმა. ის ძალიან გაიტაცა ამ მოგზაურობამ და შეპყრობილივით ახალ-ახალ გიჟურ იდეებს იგონებდა. მე კიდევ ამას ვერ წავართმევდი, მე ვერ ვეტყოდი, რომ თითოეული გადასვლა შეიძლება ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. მე ვერ ვეტყოდი მას, რომ შეიძლება ამ ყველაფერთან ერთად მეც დავეკარგე. მე ვერ ვეტყოდი, რომ მისი ბედნიერება დროებითია, ამიტომ დავდუმდი. მხოლოდ ჩემი უკანასკნელი ტელეპორტის შემდეგ გაიგებდა სიმართლეს, ამ ბლოკნოტის მეშვეობით, მანამდე მე უბრალოდ ავუსრულებდი ყველა სურვილს, რადგან არც ისე ბევრი დამჩა, როგორც ექიმის სიტყვებიდან მივხვდი...
მან ჩანთით წამოიღო საჭირო ნივთები რაც ღამის გადატანაში დაგვეხმარებოდა. ცეცხლი ძლივს დავანთეთ ჩვენი უცოდინრობის გამო და წამოვწექით პლიაჟის კიდესთან. შემდეგ  დავსხედით და მთვარეს გავხედეთ. ჩვენს ფერხთით ვგრძნობდით, როგორ გვეხებოდა წყლის პატარა ტალღები. არ ციოდა ამიტომ, ჩვენ თამამად შეგვეძლო შეგვეგრძნო ეს ღამე ბოლომდე. ჩემი საიდუმლოება მის საიდუმლოებაში შემერწყა და ვინ იცის, იქნებ ეს ჩვენი ბოლო ღამეა. იქნებ, ეს საღამო სამუდამოდ დაგვამახსოვრდეს, როგორც უკანასკნელი ტელეპორტი. ჩვენ გავყურებდით მთვარის დისკოს და ვარსკვლავებს. ვსაუბრობდით დიდხანს, ჩვენს მოგზაურობაზე. ჩვენს შთაბეჭდილებებს მოგზაურობის შესახებ ვუზიარებდით ერთმანეთს.  ჩვენ ბედნიერები ვიყავით, ჩვენ ვიყავით მხოლოდ მე და ის. სხვა არავინ გარე პირი. აქ არ არსებობდა შური, სიძულვილი, ბოღმა. აქ მხოლოდ სიყვარული იყო და ეს, ორი ადმაიანის, ერთ სულს ნიშნავდა. თავში გიჟურმა იდეამ დამკრა, შესაძლოა უკეთესი სიტუაცია აღარც იყოს და მე გადავწყვიტე, ეს სულიერი შერწყმა ხორციელადაც შემევსო. გვერდით მწოლიარე მარიამს გავხედე, მივიწიე მისკენ და ბაგეზე ვაკოცე. შემდეგ კი ის წამოვიწყეთ რაც აუცილებელი იყო ჩვენი ერთიანობისთვის. არცერთს არ გვიყოყმანია და ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ მიზნის გამო გადმომიყვანა მარიამმაც. მე მას მსოფლიო ვაჩუქე. მე მას ბედნიერება ვაჩუქე, მან კი მოინდომა საპასუხოთ მისი ქალწულობა ეჩუქნებინა. ეს სიყვარულია და ჩვენ ეს ბოლომდე შევიგრძენით...
დილას, რომ გავიღვიძე მარიამს ეძინა. პირდაპირ ქვიშაზე. მე ჩანთიდან ამოვიღე პარკში შეფუთული სენდვიჩი. საგანგებოდ მარიამის დამზადებული. გავხსენი, უნდა ჩამეკბიჩა, რომ უცბათ თავი საშინლად ამტკივდა. სულ მთლად გადამავიწყდა, რომ სავაადმყოფოში ვარ წასასვლელი. ეს ჰომ ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ღამე, იყო და რატომ უნდა გამხსენებოდა ის აუტანელი საავაადმყოფო? თავის ტკივილმა კი ეს შემახსენა. ისევ სავაადმყოფოში, რომ არ გადავსულვიყავი, მოვიფიქრე, იმიტაციას შევქმნიდი, ვითომ ვერ გავძელი სავაადმყოფოში და სახლში გავიპარე ამიტომ ჯობს ჯერ მარიამ გადმოვიყვანო სახლში. მივუახლოვდი მარიამს მოვიხარე და ხელი უნდა შემეხო, რომ ის გამეღვიძა. ამასობაში უფრო ძლიერად ამტკივდა თავი და რაღაც რეალობის შერყევის მსგავსი რამ ვიგრძენი. გონების დაკარგვის მსგავსი დამემართა და ჩემდა გასაკვრად გადავტელეპორტდი. უნებურად სხვაგან, რომ არ წავსულვიყავი სახლზე გავიფიქრე. მართლაცდა რამდენიმე წამში მუხლებზე დავარდნილი საკუთარ სახლში გადავტელეპორტდი, სადაც ვიღაცის ფეხის ნაბიჯის ხმა გავიგონე, შემოვბრუნდი ხმის მიმართულებით და იმწამსვე მომხვდა კონდახი სახეში და მე გონება დავკარგე...

დღე 201

თვალები, რომ გავახილე, ირგვლივ მიმოვიხედე. სკამზე ვიყავი დაბმული. რაღაც წამალი მქონდა გაკეთბული რის გამოც მოდუნებული ვიყავი. წყლის შესხმით გამომაფხიზლეს. ჩემს წინ ორი ადმაიანი შევნიშნე. გამიკვირდა თუ რახდება, ან საერთოდ ესენი ვინები არიან? ხმის ამოღება ვცადე, თუმცა ენა მეჩლიფებოდა. სამჯერ ვეცადე ერთიდაიგივე კითხვის დასმა, თუმცა უშედეგოდ. სამივეჯერ რაღაც ბგერებს ვაკლებდი და ბოლომდე ვერ ვამბობდი სათქმელს. ბოლოს ნერვები მომეშალა, აშკარად მე მელოდებოდნენ, რომ პირველი ხმა ამომეღო და ჩემი ამ უმწეო მდგომარეობით ხალისობდნენ. ბოლოს როგორც იქნა მეოთხედ გამომივიდა და ძლივს წამოვილუღლუღე:
- აქ რამინდა? რახდება საერთოდ?
- ოჰ ძლივს ამოიღო ბიჭმა ხმა. - ერთი რომლის სახეც უფრო მეცნობოდა ის გადმოიხარა ჩემკენ და განაგრძო - ვერ გვცნობ? ნუთუ დაგვივიწყე უკვე?
ნამდვილად ვერ მივხვდი, ვინები იყვნენ და რაუნდოდათ.
- არგიცნობთ მე თქვენ.
ორივემ გადაიხარხარა და ისევ იმან თქვა ცოტა მკაცრად:
- ოციათასი რომ ჩაიჯიე ჰომ გახსოვს?
ნამეტანი გესლიანად დააბოლოვა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ეხლაღა მეცნო ეს ორი ადამიანი. ესენი, ჰომ ის ორნი იყვნენ ვისაც კონტრაბანდის გადატანა შევთავაზე. ჩემს სახის მიმიკაზე მიმიხვდნენ, რომ მივხვდი. ვცადე უცბად მომეხერხებინა გადატელეპორტება. თვალები მოვხუჭე თუმცა ვერა. ეს რაღაც პრეპარატი ხელს მიშლიდა.
- რაო დაბმულიხარო? არვიცი როგორ მოახერხე  რამდენიმე საათში მინიმუმ სამი დღის საქმის გაკეთება, მაგრამ აშკარად შენ კიდევ შეძლებ იგივეს. ამიტომ გვინდა, რომ კიდევ გადაიტანო ჩვენთვის ნარკოტიკი.
- როგორ მომაგნეთ. - თვალები მეხუჭებოდა, ძლივს ვაზროვნებდი.
- ადვილად, ჩვენი კაცი დავაყენეთ, ისევ იმ ადგილას და მართალია ორთვეზე მეტი გელოდა, მაგრამ ღირდა ეს ამად. მერე კი უბრალოდ გამოგყვა სახლამდე.
- ნაბიჭვრებო. - დავიყვირე და შევაფურთხე მას.
ჯობდა არ შემეფურთხებინა, ამას მოჰყვა მუშტების სეტყვა. მინიმუმ ხუთი მუშტი მომხვდა სახეში. მე სახე სულ სისხლიამი მქონდა, მას კიდე ხელები.
- მოდი არ გვინდა სიტუაციის გართულება. შენ კიდევ გადაიტან ნარკოტიკს და ჩვენ კი გადაგიხდით მილიონს თუ დღესვე ჩაიტან.
- რაგარანტია მაქვს, რომ კიდევ არ მომთხოვთ შემდეგ გადატანას? - ასეთი არამზადები, მუდამ ყველაფერზე წამსვლელები არიან.
- თუ ვითანამშრომლებთ დიდ ფულს ვიშოვით. დაფიქრდი, განა ყოველდღე გთავაზობს ვინმეს მილიონს?
- თუ მაგდენი ფული გაქვს,შენ თვითონ რატომ, ვერ გადაიტან?
მან კიდევ ერთხელ მომარტყა მუშტი და საკმაოდ მკაცრად მითხრა:
- კითხვებს აქ მარტო მე ვსვავ. შენ შენი საქმე გააკეთ და დანარჩენი შენ არ გეხება გასაგებია?
- არა, მე არაფერს არ გადავიტან. არვაპირებ თვენი გადამზიდი ვიყო. მითუმეტეს, ის ვინც წინაზე გადამატანინა, აღარ მუშაობს საჭირო ადგილას, ამიტომ ძაანაც, რომ მოვინდომო არ გამომივა ეს საქმე.
- ეგ შენი პრობლემაა. მგონი შენთან თხოვნა არ ჭრის ჰომ? მოგცემ ათ წუთს მოსაფიქრებლად. კარგად დაფიქრდი, ჰომ არ გინდა, უარის შემთხვევაში აქედან წასულს სახლში, მშობლები იატაკზე სისხლის გუბეში მწოლიარენი დაგხვდნენ? ჰომ არ გინდა, ხვალ გაიღვიძო და ინანო, რომ არ დამეთანხმე? და ეს გადაწყვეტილება მშობლების სიცოცხლის ფასად დაგიჯდა?
თავში სისხლი ამივიდა. იმწასვე ვიგრძენი საშინელი სიბრაზე. სულ მთლად გავწითლდი და დავიწყე ხმამაღლა მათი გინება. ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ვემუქრებოდი, რომ ორივეს დავხოცავდი თუ ჩემს მშობლებს მიეკარებოდნენ. თუმცა ორივე მორჩილად იდგნენ და მიყურებდნენ. როდესაც მთელი ძალები დავხარჯე, ისევ ის მომიახლოვდა და საკმაოდ დინჯად მითხრა:
- იცი, თითქმის ყოველდღე მესმის ეგ ტესტები, რაც ძაან ბანალურია. თუ არ დამთანხმდები, ეხლავე გავაგზავნი ჩემ კაცს - და ხელით მეორეზე მიმითითა - და ის დედაშენის თავს მომიტანს. გასაგებია? აქ საფიქრალი არაფერია, შენ გადაგაქვს ამანათი და ჩვენ ფულს გიხდით. იმდენი არ ჰქნა, რომ ფულიც არ გადაგიხადოთ.
სიმწრისგან ცრემლები მდიოდა. აზრი არ ჰქონდა არაფერს, რაც დავთესე ის უნდა მოვიმკო. რათქმაუნდა არ მინანია ერთი წამითაც, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად მე მარიამი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადმაიანად გავხადე. ამიტომ ეს მე თვითონ უნდა მოვაგვარო, რომ არ დაშავდეს კიდე ვინმე. მე უბრალოდ დავნებდი და შევთავაზე მათ:
- მხოლოდ ერთ შემთხვევაში.
მას სახის მიმიკა მკვეთრად შეეცვალა და ინტერესით შემომხედა.
- აბა გისმენ.
- გადავიტან იმ პირობით თუ, აღარასოდეს შემაწუხებთ, სანაცვლოდ არმინდა თქვენი ფული.
ის რამდენიმე წამით დადუმდა, შემდეგ მომიახლოვდა მოიხარა და თქვა:
- შეიძლება დაფიქრება. თუ კარგად მოიქცევი აღარ შეგაწუხებ.
- კარგი. - უბრალოდ დავთანხმდი და თავი დავხარე.
მან პატარაზე სილა გამარტყა, უფრო მეგობრული ჟესტით და თქვა:
- კარგი ბიჭი ხარ. აწი ყველგან ეს გაგყვება, სანამ არ ჩააბარებ ამანათს. - და მეორეზე მიმითითა. - არ გეწყინოს, მაგრამ ვერ გენდობი არმინდა ვინმე გააფრთხილო და რამე უსიამოვნებას გადავეყაროთ. ამიტომ აწი ძაღლივით კუდში თან გაგყვება ხოლმე, ტვალეტშიც კი - ბოლოს მრავალმნიშვნელოვნად დაასრულა. აშკარა იყო არ ხუმრობდა.
რაგავაკეთო? გავუმხილო ჩემი ტელეპორტის შესახებ? ეგ ჰომ ჩემი კოზირია? რამე გეგმა უნდა შევიმუშავო. ცოტახანი დავფიქრდი და ვთქვი:
- ეს წამალი მომაცილეთ, ერთი სატვირთო და ყალბი პასპორტი დამჭირდება მისთვის. ამისთვის კიდევ ქეშად ხუთი ათასი მინდა.
მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი შევამჩნიე.
- აი მესმის შემართება. თავიდანვე ეგრე არ ჯობდა დაგვეწყო? ეს უნდა ავღნიშნოთ. - თქვა და გაუჩინარდა. რამოდენიმე წამში ღვინის ბოთლით დაბრუნდა. სანამ ასხავდა თქვა - უი, ჰო წინდახედულობის მიზნით, მაინც მინდა გაგაფრთხილო. იმ შემთხვევაში თუ ამანათს ჩაიტან და იმას პოლიცია, მიაგნებს და ჩვენც დაგვიჭერენ. შენი მშობლები მაინც მოკვდებიან. - თქვა და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა.
გეგმა? და რატომ მეგონა, რომ ყველაფერს მარტივად მოვახერხებდი? მთელი გამომუშავებული გეგმა წყალში ჩამეყარა. სხვა გზა არ მაქვს, მართლა მომიწევს ნარკოტიკის საზღვარზე გადატელეპორტება. მაგრამ ეს ჰომ სარისკოა ჩემთვის? ან რადროს ეგენია? მე ჰომ მარიამთან უნდა გადავიდე, იქ სადღაც კუნძულზე, რომ მივატოვე? მაგრამ აქ დაკარგული თითოეული წამი, შეიძლება მშობლების სიცოცხლე დამიჯდეს. როგორ მოვიქცე? ნამდვილად არ ვიცი რაგავაკეთო. აშკარად დაფიქრება მმართებს. თავი ავწიე და ვუთხარი:
- გადავიტან შენ ამანათს, ოღონთ ხვალ დილიდან შევუდგებით საქმეს. მანამდე მოსაგვარებელი მექნება რაღაცეები. - მანამდე მეორემ ღვინის დასალევად ხელი განმინთავისუფლა.
- კეთილი, დამხმარეც გყავს. - მითხრა მან და მეორეს ბოთლი მიაწოდა, შემდეგ მე მომიახლოვდა და ღვინით სავსე ჭიქა გამომიწოდა და მითხრა:
- ჩვენს წარმატებულ საქმეს გაუმარჯოს...
მეც გამოვართვი. დავლიე და მოვიმიზეზე:
- საპირფარეშოში მინდა გასვლა.
- აქვე ქენი, სამარცხვნო რაარი, სამივე კაცები ვართ. - თქვა და საიდანღაც ფეხით გამომიცურა პატარა ვედრო.
აშკარად ჭკვიანი ადამიანია.! მე თუ ვერ განვცალკევდი მე ვერ გადავტელეპორტდები. !! აშკარად დილემის წინაშე ვარ. როგორ მოვიქცე?
- აქ, მცხვენია. - ჩემს ხმაში ბავშვური სილაღე გავურიე.
- არაუშავს, მიეჩვევი. - თქვა და თავით ანიშნა მეორეს რაღაც.
ის მომიახლოვდა და კისერში ნემსი გამიკეთა.
- ხვალამდე ლუკა.
თქვა და შევატყვე, როგორ ნელინე მიბნელდებოდა თვალებში.
- არა, არაა!! არ გინდ.... - სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი, რომ გონება დავკარგე...

დღე 202
1

წყლის შესხმამ გამომაფხიზლა. გამოფხიზლებულს აღმოვაჩინე, რომ იატაკზე ვიწექი. ირგვლივ მიმოვიხედე და ისევ ის ორნი დამხვდნენ.
- რახდება? - ვიკითხე მე.
- რადა ჩვენი წასვლის დროა. - პირველმა წამომაყენა და დაამატა - მანქანა და ყალბი საბუთები მზად არის. ჩვენ ისედაც ყალბი საბუთებით ვმგზავრობთ. მე ახლა მივდივარ და იქ დაგხვდებით. ხვალდილას მანდ ვიქნები, ამიტომ ეცადე არ დააგვიანო, კიევში კი კახა გაგყვება. - და მიმითითა მეორეზე. - მან იცის გზა, ამიტომ ჭკუით მოიქეცი, თორემ ჰომ გახსოვს ჩვენი შეთანხმება.
თქვა ეს და გავიდა ოთახიდან. კახა მომიახლოვდა და მითხრა:
- რითი ვიწყებთ?
აშკარად კახა, მისი ნამდვილი სახელი არ არის, ეს მისი ფსევდონიმია. მეც სხვა რა გზა მაქვს, უნდა მოვიტყუო რამე, რომ მოვახერხო კახას ისე გადატელეპორტება, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდეს.  - რამდენიმე წამით დავფიქრდი და შემდეგ ვთქვი:
- გორში წავიდეთ, იქიდან რუსეთში გადავიტანთ. იქ კი კაცი მყავს და უპრობლემოდ გადაგვატანინებს უკრაინის საზღვარზე.
- ჰოო? ისე, ამხელა ბიჭს, საიდან ამდენი შესაძლებლობები? მაგისთვის ჰომ, ჯერ ძალიან პატარა  ხარ?
მე ჩამეცინა და მრავალმნიშვნელოვნად ვუთხარი:
- მაგხელა ტვინი, რომ გქონოდა ვიღაცის მსახური არ იქნებოდი.
მან ერთი გემრიელად მომცხო სახეში მუშტი. მწარე იყო, მაგრამ სიამოვნებისგან გამეღიმა ბოროტულად.
- რაგაცინებს? კიდევ ჰომ არ გინდა?
- არდაგავიწყდეს, რომ მე ამ ამანათის გადატანა მევალება და ფრთხილად იყავი, გემს არ ჩამორჩე.
მან მომიქნია ხელი თუმცა გააჩერა. მიხვდა, რომ აღარ იყო საჭირო.
მანქანაში ორნი ვიჯექით. მე და კახა. ის საჭესთან. გორში მიმავლებმა გზაში ვკითხე:
- ამანათი სადაა?
- ბაგაჟნიკში. - კახამ ცივად მომიგო.
- კი, მაგრამ ეტევა?
- ბევრ კითხვებს სვავ.
ეს იყო ჩვეულებრივი ოპელის მარკის მანქანა. არაფერი განსაკუთრებული. ეტყობა პატარა პარკებში ჰქონდათ მოთვსებული. როგორმე ერთმანეთში უნდა შემეკრა, თორემ სათითაოდ ამდენს ნამდვილად ვერ გადავიტანდი. რამდენიმე წამით ჩავფიქრდი. მალევე მომივიდა ერთი იდეა და ვუთხარი:
- გადასატანად რამე ყუთში უნდა მოვათასვოთ.
- რატომ?
- მანქანით ვერ გადავალთ და ხელით, ჰომ არ გადავიტანთ ამდენს?
- აბა რას მირჩევ?
- შევიაროთ ჯართში და რამე მოვნახოთ. რაშიც მოვათავსებთ, ისეთს რაც შემდეგ სახურავზე დაიდება. თუნდაც მაცივარიც გამოდგება, ვინ რას მიხვდება? სადმე გადაგდებულ ადგილას გავაჩერებთ და დავტვირთავთ მანდ.
- კი მაგრამ საზღვრამდე, აუცილებლად შეამოწმებენ,ზედმეტად სარისკოა.
- ეგ ჩემი პრობლემაა. საზღვრამდე მიმიყვანე და დანარჩენს მე მოვაგვარებ.
- კარგი, ოღონთ სიურპრიზების გარეშე.
მეც დავეთანხმე. თბილის როდესაც გავცდით, გორში შესვლამდე რამდენიმე მეტრით ახლოს, შევამჩნიეთ სივრცე სადაც ჯართს იბარებდნენ.
კახამ მანქანა ახლოს გააჩერა და სანამ გადმოვიდოდა თქვა:
- აქ იჯდები. - და არ ვიცი საიდან, მაგრამ ამოიღო უცბათ ბორკილები და კარის მოაჯირს მიმაბა. - ესე უკეთესი იქნება.
- კი, მაგრამ საეჭვო არ იქნება ? დაბმული, რომ ვარ?
- მერე ისე მოიქეცი, რომ არ ჩანდეს საეჭვოდ.
- კარგი. მაცივარი ისეთი, ნახე რომ საეჭვო არ მოეჩვენოს შენი შენაძენი.
- ნუღელავ.
თქვა კახამ და გადავიდა მანქანიდან. ჩვენგან ერთ ოც მეტრში, პატარა ჟეშტისგან აგებული ყუთივით რაღაც ქოხივით იდგა. აშკარად მანდ ჰქონდა ოთახი მოწყობილი გამყიდველს. კახა მანდ შევიდა და მეც იმწამსვე აფთიაქში გადავტელეპორტდი. არვიცი, რომელში ან სად, მაგრამ გამყიდველს ფეთიანივით მივვარდი და ვუთხარი:
- გამარჯობათ, რამე დამაძინებელი გაქვთ?
- კი, რომელი?
- სულერთია. რამე ძაან ძლიერი და ერთი ნემსიც მინდა.
მან იჭვნეულად გამომხედა და მკითხა:
- რათგინდა შვილო?
ეუფ. რავუთხრა.. აა ჰოოო დაიცა..
- მეზობელი გვყავს გიჟი და თავის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრება. გთხოვთ  ძალიან გთხოვთ, მალე მომეცით რამე თორე შეიძლება ძაან ცუდი რამე მოხდეს და მერე ძალიან ინანოთ...
მან იჭვნეულად გამომხედა. მე სასწრაფოდ ჯიბეში შემორჩენილი ფული ამოვიღე. კი გამიკვირდა, რომ კიდევ ჯიბეში მედო ფული, მაგრამ მერე, რომ დავფიქრდი, რათუნდოდათ მათ ჩემი მიზერული თანხა? ოცლარიანი ნაჩქარევად დავდე დახლზე და ვთქვი:
- გთხოვთ მალე, ხურდა თქვენ დაიტოვეთ.
- კარგი. - დაყაბულდა ექიმი და გაუჩინარდა. რამოდენიმე წამში დაბრუნდა და მკითხა - იცი გაკეთება?
- არა გთხოვთ, თქვენ გამიკეთეთ აქ და მე პირდაპირ შევუყვან.
- კარგი. - თქვა და მომიმზადა პრეპარატი.
როგორცკი გამოვართვი, იმწამსვე გადმოვტელეპორტდი უკან. სულ არ გავითვალისწინე რა შედეგები მოჰყვებოდა ამას. გადმოსულს ნემსი ჯიბეში ჩავიდე და აღმოვაჩინე, რომ ბორკილები აღარ მეკეთა. აქეთ-იქით მიმოვიხედე, საბედნიეროდ ჯერ კიდევ გამოსული არ იყო კახა. როგორ მოვიქცე? დავიწყე გასაღებების მოძებვნმა, თუმცა ვერსად ვერ ვნახე. თავი ავწიე და დავინახე ჩემკენ მომავალი. კახა და ვიღაც უცხო მამაკაცი. გამყიდველი გაჩერდა, კახა უფრო შესამოწმებლად მომიახლოვდა და პირველი ბორკილებს დახედა და განცვიფრებისგან მკითხა:
- რახდება? რატომ მოიხსენი, ან როგორ?
- უბრალოდ არ მიყარს, როცა მაბავენ. თან ჰომ გითხარი არ უნდა გამოვიწვიოთ საეჭვო არაფერი. პლიუს მაცივრის დამაგრებაში მოგეხმარებით. - როგორცკი გაიხედა იმწამსვე ამოვისუნთქე.
ის დაყაბულდა. პატრონმა გვანახა მაცივარი, რამდენიმე წუთში შემოვდეთ სახურავზე და ისევ დავიძარით. გზად ცოტახნით გადავუხვიეთ ჩვენ მარშუტს, რადგან დაგვეტვირთა ამანათი. მან იცოდა ეს ადგილები. სადღაც გადაკარგულ ადგილას მიმიყვანა. გადმოსულებს ჩვენ პირველ რიგში მაცივრის ღვედები შევხსენით, შემდგომ უკვე მან საბარგული გამოაღო. კარგად შეფუთული დაახლოებით ოცამდე ამანათი იყო. აშკარად ამით დიდ ფულს იშოვნიდნენ. თითოეული ორკილოზე მეტს მაინც იწონიდა, ჩემი გათვლებით. დავტვირთეთ ესენი და კახა შეუდგა მაცივრის ღვედების შეკვრას. ამასობაში მოვახერხე და ნემსი ამოვიღე ჯიბიდან. თავსაფარი მოვხადე და მოვემზადე ინერქციისთვის. ნელინელ მივეპარე, ის იმდენად გართული იყო საქმიანობით, რომ ყურადღება მოდუნებული ჰქონდა. მეც ვისარგებლე ამით და ნემსი კისერში შევუყვანე. რამოდენიმე წამში ის გაითიშა. მე ის სავარძელზე წამოვაწვინე და ჩამოვჯექი იქვე ბალახზე.
ახლა რაგავაკეთო? დავწვა? გადავაგდო? რააზრი აქვს? მშობლებს დამიხოცავენ. გადავიდე, მშობლები სადმე, უსაფრთხო ადგილას გადავატელეპორტო? მერე მათ აშკარად ისევ მიაგნებენ. ვერც პოლიციას ჩავაბარებ. ერთადერთი ვარიანტი ჰომ გადატანაა. ჰომ... მეც აღარ დავაყოვნე და მაცივრიანად გადავტელეპორტდი კიევში. სპეციალურად ისეთი ადგილი შევარჩიე სადაც არავინ იქნებოდა. შემდეგ ისევ უკან გადმოვედი და კახა გადმოვიყვანე ამავე ადგილას. ჯერ კიდევ დრო მაქვს. ასე უცბათ, რომ დავუკაშირდეთ, ჯერ ისენიც არ იქნებიან ჩამოსულები. ხვალ დილას იქნებიან ისენი დანიშნულების ადგილას. მანამდე კიდევ, კახა უნდა დავაკავო, ისე რომ არ გამოფხიზლდეს. დავმალო მაცივარი და სასაწრაფოდ მარიამთან გადავტელეპორტდე... მაგრამ როგორ მოვახერხო ეს ყველაფერი?!

2

დაიცა მე ჰომ კიევში ვარ? რა სულელი ვარ. ვინ დამეხმარება ამ ყველაფერში თუ არა ედო. ეგ მოხერხებული ბიჭია და შეძლებს სათანადოდ გვერდში დადგომას. ის დონეცკშია, მაგრამ ჩემთვის განა რთულია ასეთი მანძილის დაფარვა? ჰმ.. მეც თვალები მოვხუჭე და გადავტელეპორტდი ედოსთან ახლოს. ცოტა უხერხულ სცენას კი შევესწარი, მაგრამ იმწამსვე თვალები მოვხუჭე და ხმამაღლა ვთქვი:
- ედო ბოდიში, რომ სიმყუდროვეს გირღვევთ, მაგრამ უეჭველი შენი დახმარება მჭირდება.
ჩემს ხმაზე ერთიანად შეხტნენ, მაგრამ ედომ სწრაფად მოახერხა რეაგირება და მკითხა:
- რახდება?
- ჩაიცვი და წამო.
მან უყოყმანოდ, მიატოვა თავის რჩეული და წამოხტა ლოგინიდან. მიუახლოვდა სკამზე დაყრილ ტანსაცმელს, ჩაცმა დაიწყო, როგორცკი დაასრულა, მომიახლოვდა და მითხრა:
- წამო ჰა.
მეც მხარზე დავადე ხელი და გადავტელეპორტდით.
როდესაც ირგვლივ უკაცრიელი ტყე, მაცივარი და ძირს მწოლიარე კაცი შენიშნა ეგრევე მკითხა:
- აქ რახდება?
- რადა შარში ვარ. მაცივარში ნარკოტიკია, ეს კიდევ ტიპი ვინც უნდა მაკონტროლოს, რომ არ ჩავუშვა. ამათმა არ იციან, რომ ტელეპორტი შემიძლია და ამიტომ მომიწია ამის გათიშვა. ხვალ დილამდე უნდა ჩავიტანო ეს ნარკოტიკები და კაცი დანიშნულების ადგილამდე, თორემ ან მე მომკლავენ ან ჩემ მშობლებს. ამიტომ შენი დახმარება მჭირდება.
- და მე რაუნდა გავაკეთო?
- სიმართლე გითხრა არ ვიცი. ეხლავე, რომ გამოვაფხიზლო და გაიგოს უკრაინაში ვარ, გამირთულდება უფრო სიტუაცია. მირჩევნია ეგონოთ დრო დამჭირდა გადატანაში, რომ სხვადროს არ მოვიდნენ კიდევ ჩემთან.
- კი, მაგრამ შენ როგორ მოხვდი ამ სიტუაციაში?
- გრძელი ისტორიაა, სხვადროს მოგიყვები ეხლა მომაფიქრებინე რაგავაკეთოთ? ხვალ დილამდე როგორ გავწელო დრო? ან ამას რავუყოთ?
ედო დაფიქრდა და მითხრა:
- როგორ და ნარკოტიკი ჩვენთან შევინახოთ და ეს სადმე დავამწყვდიოთ.
- მაინც სად?
- რავი ჩემთან პადვალში.
- არა ეს სარისკოა.. - დავფიქრდი და ვთქვი. - აა მომაფიქრდა. იმიტაცია შევუქნათ ვითომ მგზავრობს.
- ანუ?
- ანუ სადმე სატვირთოში, ან საბარგულში ჩავსვათ და დავაბათ, რომ არ განთავისფულდეს. ისეც არა, რომ გაიგუდოს და მოკვდეს, ამან იცის მარტო სად უნდა მივიტანოთ ამანათი.
- კარგი შენ უკან სახლში გადამიყვანე და ამყველაფერს მე მოგიგვარებ. შენ რასიზავ მანამდე?
- მარიამს მოვძებნი.
- დაიცა მარიამი სადაა რომ?
- არვიცი. აზზე არ ვარ. კუნძულზე გადავტელეპორტდით და არვიცი რომელზე.
- მერე ჰომ შეგიძლია, როგორც ეხლა ჩემზე ისე გადატელეპორტდე მასთანაც?
- კი და უნდა ვცადო.
- კაი და აქ რანარკოტიკია? - მკითხა ედომ და მაცივრისკენ წავიდა.
- არვიცი.
ის მიუახლოვდა მაცივარს და გამოაღო. ერთიცალი ამოიღო შემდეგ თქვა:
- ამას ჩემთვის დავიტოვებ.
- არა გაგიჟდი? რომ აკლდეს ან მე ან მშობლებს მომიკლავენ.
- დამშვიდდი. ერთცალს ფქვილს გავურევ. ჩემფეხრებს მიხვდებიან. პაკეტს შევცვლი და ზუსტად ესეთს ფქვილისას ჩავანაცვლებ.
- მხოლოდ ერთი იცოდე.
- აბა რა. წამო ეხლა სახლში დამაბრუნე.
ყველაფერი, რომ გავაკეთე შემდეგ თვალები მოვხუჭე და წარმოვიდგინე მარიამი. არვიცი რამოხდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდიელბა დამჩა  თითქოს ნისლში ვეძებო  და ამის გამო რამდენიმე ცდის შემდეგ მაინც ვერ მოვახერხე და მასთან ვერ გადავედი. ამიტომ ვეცადე ზუსტად ის კუნძული წარმომედგინა სადაც ბოლოს მე და მარიამი ვიყავით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამან გაჭრა და პირველივე ცდაზე თვალები, რომ გავახილე, კუნძულზე ავღმოჩნდი. მეცნო კუნძული. გამიხარდა, ძალიან გამიხარდა. ახლა თვალები მოვხუჭე და ვიფიქრე იქნებ აქედან მაინც მოვახერხო და მარიამი წარმოვიდგინე, თუმცა თვალები, რომ მოვხუჭე თაბრუ დამეხვა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა და გონება დავკარგე... თვალები, როდესაც გავახილე, უკვე დაღამებულიყო. სასწრაფოდ წამოვხტი და მისი ძებვნა დავიწყე.  პლიაჟის დიდი ნაწილი შემოვიარე, თუმცა მისი არანაირი კვალი არ შემხვდა არსად. შემდეგ გადავწყვიტე უღრან ტყეში შევსულვიყავი. იქ შესულს სასუწარკვეთილებამდე მისული ვყვიროდი მის სახელს ბოლო ხმაზე, თუმცა მხოლოდ ღამის სიჩუმე მპასუხობდა ექოთი. ძალიან ბევრი ვიარე. ტელეპორტსაც ვეღარ ვაკეთებდი იმდენად გამოვიფიტე. ნეტავ სად არის? აშკარად ამკუნძულზეა, მაგრამ მე ისიც არ ვიცი რამხელა კუნძულია ეს, ან საერთოდ ცოცხალია? იქნება მაგიტომ არის ნისლში და მაგიტომ ვერ ვხედავ ზუსტად? არა არა ეს შეუძლებელია, ის ვერ იქნება მკვდარი... მე ამას ვიგრძნობდი, ჩვენ იმდენად მეტი გვაკავშირებს ერთმანეთთან, რომ მე ამას აუცილებლად ვიგრძნობდი. არა ნუ ფიქრობ ამას ! თავი ხელში აიყვანე და იფიქრე, შენ მის ადგილას სად იქნებოდი... არა ეს შეუძლებელია, ის ასე უკვალოდ ვერ გაქრებოდა... იმედგაცრუებულმა გადავწყვიტე უკან დავბრუნვებულვიყავი, იმ იმედით იქნებ პლიაჟზე დამხვედროდა მარიამი. როგორღაც მივაგენი უკან პლიაჟის გზას. პლიაჟზე გასულმა, მივუახლოვდი იმავე ადგილას სადაც გადმოვედი. ჯერ კიდევ ეგდო ჩემი დაგდებული სენდვიჩი. მას დავხედე და შევამჩნიე მარიამის წამოღებული ასანთის კოლოფი. იმედგადაწურულს აღააფრის თავი არ მქონდა. ავიღე ეს კოლოფი ხელში. თითები მიკანკალებდა, ვუყურებდი ამ კოლობს და ქვითინი ამივარდა. შემდეგ უბრალოდ წამოვწექი ქვიშაზე და თვალები მოვხუჭე...

დღე 203

მზის პირველმა სხივებმა გამაღვიძეს. აქეთ-იქით გაკვირვებულმა მიმოვიხედე და მივხვდი სადაც ვარ. რატომღაც ძილბურანში ყოფნისას ვერ მივხვდი აქ რატომ ვარ. შემდეგ მოგონებებმა სეტყასავით დამაყარეს თავისი, მწარე რეალობა და ფეთიანივით წამოვხტი. მობილურის საათს დავხედე, შვიდის წუთები იყო. ეხლა რაგავაკეთო? მარიამის ძებნა დავიწყო თუ წავიდე ნარკოტიკის საქმე მოვაგვარო? ჯერ მაინც ძაან ადრეა, ედოს ეძინება ამიტომ, ჯობს მარიამი მოვძებნო. თვალები დავხუჭე, წარმოვიდგინე მარიამი, მაგრამ არაფერი. საერთოდ არაფერი. სიჩუმე... ისევ პლიაჟზე გადმოვტელეპორტდი. რახდება? რამდენჯერაც მარიამს წარმოვიდგენ, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ნისლში ვეძებო, ამიტომ ისევ ამ კუნძულზე ვტელეპორტდები და ისევ პლიაჟზე, ისევ ამ ადგილას... რატომ? ეს ვითომ ამ კუნძულის ბრალია? რაღაც უცნაური, იდუმალებით მოცული კუნძულია.  რაგავაკეთო? როგორ მოვიქცე? არ ვიცი რამხელა კუნძულია და დიდი დრო არ მაქვს, მარიამის მოსაძებვნად ამიტომ, მომიწევს ისევ ფეხით მოვნახო. ტყის მიმართულებით გეზი ავიღე, მაგრამ ახლა სხვა რაკურსით, პარალელურად დროს ვუყურებდი. სიარული მიჭირდა, თავიც მტკიოდა, რაღაც ზედმეტად მოსუსტებული ვიყავი. ეს ეტყობა სიმსივნის ბრალია ! მაგრად მასუსტებს თითოეული ტელეპორტი, ამიტომ სიცოცხლის ფასადაც, რომ დამიჯდეს, აუცილებლად უნდა ვიპოვო მარიამი !. საკითხავია სად გაქრა ის? რატომ ვერ ვხედავ? თუ აქ არის ამ კუნძულზე, ჰომ პლიაჟზე უნდა მელოდებოდეს? უკვე მეორე დღეა რაც აქ არის და ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ცოცხალია და აუცილებლად უნდა ვიპოვო ! საკითხავია აქ თუ ცხოვრობენ ადამიანები?! არიან ისენი სტუმართმოყვარეები თუ როგორც ფილმებშია ხოლმე, კანიბალები არიან? იმ შემთხვევაში, თუ სტუმართმოყვარულები არიან, ჰომ შეიფარებენ და ვიცი, მარიამი ჭკვიანი გოგოა და მოახერხებდა, როგორმე აქ თვითონ თუ არა ვინმე ყარაულად დაეტოვა, ან რამე მინიშნება დაეტოვებინა ჩემთვის. მაგრამ მე მსგავსი არაფერი შემიმჩნევია, მაგრამ თუ კანიბალები ცხოვრობენ? იქნებ ზუსტად ამ მომენტში მათ მარიამი შესაწველად მიჰყავთ? არა, არა ლუკა რა სულელური აზრები მოგდის თავში ! თითქმის ორი კილომეტრი ვიარე ტყეში, როდესაც შემთხვევით, მარიამის ზურგჩანთა ვიპოვე, ძირს დაგდებული. მოვიხარე, შევამოწმე და რაღაც ნივთები ისევ შიგნით იდო. გამიხარდა, ძალიან გამიხარდა, ესეიგი აქ სადმე ახლოს უნდა იყოს. ჯერ სანამ რამეს მოვიმოქმედებდი, ნიშანი უნდა დამეტოვებინა მისთვის. ამიტომ ზურგჩანთა ხეზე ჩამოვკიდე და  ჩანთაში ჩადებული დანით ხეზე დავჩხაპნე ისარი, პლიაჟის მიმართულებით. ამით წესით მიხვდებოდა, რომ მედავუტოვე ეს ნიშანი. იმედი მომეცა და მეტი ენთუზიაზმით დავიწყე მისი სახელის ყვირილი და გზის გაკვალვა. ერთი ხუთასი მეტრი გავიარე. რაღაც ხმა მომესმა, დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით რაღაც ხმა გავიგონე. გავყევი ამ ხმას და ჩემს წინ ლამაზი ჩანჩქერი გადმოიშალა. ულამაზესი ადგილი იყო. იმედი მომეცა იქნებ სადმე აქვე იყო? მეც იმწამსვე ოთხჯერ მთელი ძალით დავიძახე მისი სახელი, თუმცა ჩანჩქერი ახშობდა ჩემი ხმის დიდ ნაწილს, მაგრამ ექოს მეშვეობით, მაინც შესაძლებელი იქნებოდა, შორმანძილზე გაგება ჩემი ხმის. გზა გავნაგრძე. რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა, ან ვიღაცეები. ხანდახან რაღაც პატარაზე, შარიშურის ხმა მესმოდა, თავიდან კი შევშინდი, მაგრამ მერე მივეჩვიე და ქვეწარმავლებს ან სხვა რასის წარმომადგენლებს გადავაბრალე. თერთმეტ საათამდე დაუღალავად ვეძებდი მას. არგავჩერებულვარ, დროდადრო თუ დავდგებოდი და იმედის მომცემი მზერით გადავხედავდი არემარეს. ვერსად ვერ ვიპოვე... რაგაეწობა? გადავალ მოვაგვარებ, ამანათის საქმეს და მერე გადმოვალ ბიჭებთან ერთად და მოვძებნით მარიამს. ასე უფრო მოვახერხებთ, ვიდრე მარტომ მე...
თვალები მოვხუჭე და ჩავიფიქრე გადასვლა ედოსთან. გადასულს ცოტა უცნაური რამ დამემართა. გადასვილისას ფეხზე ვიდექი, ხოლო ედოსთან სიახლოვისას, გავჩნდი უცბათ, მანქანაში მის გვერდით. მუხლი შემთვევით თვალში მომხვდა ავტომატურად მოხვრის დროს. გვერდით გავიხედე და შევამჩნიე, ედო საჭესთან იჯდა და ატარებდა. მას ძაან დაღლილი სახე ჰქონდა. იმწამსვე გამომხედა და მისაყვედურა:
- სად ხარ აქამდე - და თავის საყვარელი სიტყვა მომაძახა.
- მარიამს ვეძებდი და ვერ ვიპოვე. რახდება სად მიდიხარ?
- სად მივდივარ? ჰო არ ღადაობ? აქვე ჩემთან ახლოს გადაგდებული ადგილია, ერთკილომეტრიანი და მთელი ღამე მანქანა დამყავს კრუგებზე, ვითომ ვმგზავრობთ რა.
ეს იყო SUZUKI CARRY-ი. როდესაც მივხვდი რამაქნაშიც ვიჯექით, გამეცინდა და ვუთხარი:
- ასეთი პატარა მანქანა სად გააძრე?
- ჩემი ცოლს ვთხოვე და მეზობელს ეთხოვა ერთი დღით. - როგორც ყოველთვის იბილწსიტვავა და განაგრძო - მანქანაა. წელი მეტკინა უკვე ისეთი პატარა არის. ეხლა რავქნათ?
- რადა უნდა გავრისკო. მანქანიანათ უნდა გადავტელეპორტდე კიევში, ისეთზე საიდანაც უკვე ამას გადავაბარებ ტრანსპორტის უსაფრთხოებას, მერე შენ უკან დაგაბრუნებ და ჩვენ ორნი მივიტანთ ადრესატთან.
- არა ძმაო, არსად არ გადამატელეპორტებ, მარტო არ მიგატოვებ ამ საქმეში.
- ჰო არ გაგიჟდი, სახეზე, რომ დაგიმახსოვრონ? საშიშია, მე უკვე მიცნობენ.
- წავაძრობ თავებს სუყველას, რას ქვია დამიმახსოვრონ, არ მივცემ უფლებას ესე თავხედურად მოგვექცნენ. შენი პრობლემა ჩემი პრობლემაა ამიტომ ერთად ვართ ამ საქმეში.
- მადლობა. - წამით დავდუმდით და სანამ გადავტელეპორტდებოდი, ვკითხე - ისე ბედნიერი ხარ? კარგი ცოლი შეგხვდა?
- კი ძმაო კი. შენც მოიყვანე მარიამი ცოლად, ჰომ ხედავ ერთმანეთისთვის შესაფერისები ხართ.
- ვიპოვო და ეგენი მერე იყოს.
- იპოვი აუცილებლად, ამის მერე წავიდეთ და ერთად მოვძებნოთ.
ძალიან მესიამოვნა მისი სიტყვები. კარგია, როდესაც ადამიანს ჰყავს ისეთი პიროვნება ვინც მას აგრძნობინებს, რომ მარტო არ, არის და არაა აუცილებელი ყოვეთვის მთელი სიმძიმე მარტომ, თვითონ ზიდოს მხრით..
- კარგი მოემზადე, ეხლა პატარა ნახტომივით გვექნება. - სანამ გადავტელეპორტდებოდი უცბათ, მომაგონდა უარყოფით ეფექტებზე და გავაფრთხილე -  მისმინე, თუ შეატყვე, რომ გადატელეპორტების მერე, რამე მომივიდა, უბრალოდ გზა განაგრძე. გამოვფხიზლდები და მერე მივხედოთ კახასაც. ამხელა ტელეპორტი ჯერ არ გამიკეთებია და შეიძლება ტვინმა დატვირთვას ვერ გაუძლოს და უბრალოდ ცოტახნით გაითიშოს, არაფერი საშიში. - ეს იმიტომ დავამატე, რომ მისი მზერა კითხვაზე ბევრს ნიშნავდა. ბოლო სიტყვებმა სახის მიმიკა შეუცვალეს და თქვა:
- ხარაშო მიდი, მზად ვარ.
მეც აღარ დავაყოვნე და თვალები მოვხუჭე... ერთი, ორი, სამი და... გამოვიდა! მე ეს შევძელი. მე გადავტელეპორტდი.. ყველაფერი რიგზეა. მაგრამ მე..  როგორც ვივარაუდე გული წამივიდა...
დაახლოებით ერთსაათში, გამოვფხიზლდი. ირგვლივ მიმოვიხედე და ვიკითხე:
- გამოვიდა?
- კი, მაგარი იყო, კიევში ვართ. კაია, რომ უკაცრიელი ადგილი აირჩიე. ცხვირიდან სისხლიც წამოგივიდა. ჰო მშვიდობაა?
- კი, პირველად გავაკეთე ესე და მაგიტომ. ეხლა გააჩერე ეს გადმოვიყვანოთ.
გადმოსულს  როდესაც სუზუკის საბარგულს შევხედე სიცილი ვერ შევიკავე. ორი ცალი დიდი ყუთი იდო. სავარაუდოდ ერთში, ნარკოტიკი იდო, მეორეში კი კახა იყო. სანამ რამეს მოვიმოქმედებდით სიცილნარევი ხმით ვკითხე ედოს:
- ეს რაარი, აქ ჩაატიე ორივე?
- ჰო აბა რამექნა? მაცივრით, ჰომ არ ვივლიდი?
- ჰოო არაუშავს დაიკიდე. წადი შენ საჭესთან არგნახოს ამან.
- არა რა საჭესთან, გადმოვათრიოთ და დაველაპარაკოთ.
- კარგი. - ვუთხარი ედოს, მივუახლოვდი მხარზე ხელი დავადე და თვალები მოვხუჭე, როდესაც გავახილე ის იქ აღარ იყო. - ბოდიში ედო. - ვთქვი და ავედი საბარგულზე.
პირველი ყუთი, რომ მოვხსენი იქ კარტოფილები ეყარა, რამდენიმე წამი დავიცადე, არაფერი არ მომხდარა, ესეიგი აქ ნარკოტიკია. ვივიარაუდე. პირველი ყუთი ღია დავტოვე ისე გავაღე მეორე. გაღება და მისი ამოხტომით ამოსუნთქვა ერთი იყო. ირგვლივ მიმოიხედა და მითხრა:
- ჰო არ გაგიჟდი? ყველაფერი გაბუჟებული მაქვს, სად ვართ? რაადგილია ეს? - თქვა და ირგვლივ მიმოიხედა.
- მაგას, რამნიშვნელობა აქვს, შეთანხმება იყო კიევში შენი მოყვანა, ჰოდა მოგიყვანე, დანარჩენი შენი მოსაგვარებელია. - კიდევ კარგი, მომზადებული გეგმის მიხედვით, მობილურში აპლიკაცია, მქონდა გადმოწერილი და იმის მიხედვით დავადგინე ადგილსამყოფელი. მობილური გავუწოდე სადაც უკვე ეწერა ჩვენი ზუსტი ადგილმდებარეობა და დავამატე - ეხლა სადაც უნდა მივიტანოთ ამანათი შენს ვალდებულებაში გადმოდის. მე ჩემი შეთანხმების ნაწილი უკვე შევასრულე. მან არ დაიზარა და შეამოწმა ტვირთი ადგილზე არის თუ არა. ყველაფერი დევს შიგნით თუ არა. როდესაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზეა, მოვიდა ჩემთან და მითხრა:
- კარგი, მაინც ახლოსაა ჩვენი ადგილი, დაჯექი წავიდეთ.
- კარგი. - ვთქვი და დავჯექი მანქანაში.
გზაში მან მკითხა:
- რასაჭირო იყო ჩემი ყუთში ჩატენვა?
- მე ჩემი ხერხები მაქვს, ამიტომ არიყო საჭირო შენ გაგეგო. - ვუთხარი და გესლიანად გავუღიმე.
- იცოდე, თუ პოლიცია დაგვიჭერს, ან ერთი დღის, მერე ან ერთი კვირის მერე, ესეიგი შენი ჩაშვებული გამოვა. არანაირი სიურპრიზი, თორე პირადად მე  გადაგიბუგავ  სახლს გასაგებია? - ზედმეტად მუქარის შემცველი სიტყვები იყო.
არმომეწონა, მაგრამ რასვიზავდი, საფუძვლიანი ეჭვები ჰქონდა.
- ნუღელავ, მე მხოლოდ ის მინდა, მეორეჯერ აღარასდროს გიხილოთ.
დაახლოებით სამ საათში ადგილზე ვიყავით. იქ კახას უფროსთან ერთად, კიდევ ხუთი კაცი დაგვხვდა. როდესაც მივედით. კახამ ახლოს გააჩერა მანქანა. ეს იყო რაღაც მიგდებული საწყობი. იმ ხუთიდან ოთხს იარაღი ეჭირა, მხოლოდ ერთი, როგორც მივხვდი, ამ ოთხის ლიდერი იყო. სავარაუდოდ ეს ხუთნი კლიენტები იყვნენ. მანქანიდან გადმოვედით. მანქანის საბარგულთან გავჩერდი. კახა ავიდა ზევით, რადგან გაეხსნა ყუთი, ამასობაში კახას უფროსი მომიახლოვდა და მითხრა:
- ყოჩაღი ბიჭი ხარ. ჰომ არ გადაგიფიქრებია? ჩვენ კარგი პარტნიორები ვიქნებოდით.
- არა.  - ცივად მივუგე და სიტუაციის განვითარებას დაველოდე.
კახამ გახსნა ყუთი, იქიდან ამოიღო ერთ-ერთი პაკეტი, მობრუნდა და გაუწოდა კლიენტს. მან არ გამოართვა, თავით ანიშნა მის ერთ-ერთ დაცვას. დაცვამ გამოართვა, დანით გახსნა და გაუწოდა კლიენტს. მან ფხვნილი დანით ამოიღო და დაყნოსა. იმწამსვე თვალები გაუფართოვდა და თქვა:
- კარგია. - შემდეგ თავით დაცვას ანიშნა და იქიდან ერთ-ერთი მანქანისკენ წავიდა ფულის მოსატანად.
ყველას ყურადღება მანქანის მხარეს ჰქონდა. არვიცი რატომ, მაგრამ თავში გიჟურმა იდეამ დამკრა. წამებში გადავტელეპორტდი საჭესთან და პედალს ფეხი მივადგი. სანამ ისენი მიხვდებოდნენ რამოხდა, მე უკვე საწყობის კარებთან ვიყავი. კიდევ კარგი ტარება ვიცოდი, თორემ შესაძლოა სავალალოდ დასრულებულიყო ჩემი ამბავი. როგორც კი მიხვდნენ რაცხდება, სროლა ატეხეს, მე თავი ჩავხარე და გზას დავადექი, თუმცა გზა მხოლოდ ბალახის იყო და რაც არ უნდა საშიშად ჟღერდეს, იმ მიმართულებით წავედი, სადაც კლდე იყო. თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ მიმართულების შეცვლას აზრი არ ჰქონდა. ისენი უმალ ჩაჯდნენ თავიანთ მანქანებში და გამომეკიდნენ. მდევარი ჩემზე უკეთესი მანქანით იყო, ამიტომ მალევე  მეწეოდა. მეც გავრისკე და მთელი ძალით პედალს ფეხი მივაჭირე. რამოდენიმე წამში დავაკვირდი, როგორ ბორბლქვეშ გამომეცალა ბალახები და მანქანა წინ გადმოიზნიქა, ჩემს ქვევით უფსკრულო შევნიშნე. ქვევით დაახლოებით ხუთასი მეტრის მანძილზე იყო ხეები. აქ აუცილებლად მოვკვდებოდი თუ არ გადავტელეპორტდი. მანქანა აუცილებლად აფეთქდება, ამიტომ სჯობს აქვე სადმე გადახტომის დროს გადავტელეპორტდე. დღეს ამდენი ტელეპორტების მერე, ვიცი შორ მანძილზე ვეღარ გადავტელეპორტდები, თუ არ დავისვენე სათანადოდ. ამიტომ ერთადერთი ვარიანტი აქვე სადმე ახლოს გადასვლა არის. ზევით ყველას მოეჩვენება, რომ დავიღუპე რაც ძალიან მაწყობს. ასე, რომ მთავარია სათანადო დრო შევარჩიო.. ეს ზედმეტად საშიშია. მე სიცოცხლეს ვეთამაშები... მანქანა სწრაფად ჩადიოდა ქვევით, მეკიდევ ერთმა წამმაც შესაძლოა საბედისწეროდ დამიმთავროს ეს ჩანაფიქრი. თვალები მოვხუჭე და ტელეპორტისთვის მოვემზადე...

დღე 204

თვალები როდესაც გავახილე, ირგვლივ მიმოვიხედე. გამიკვირდა, პალატაში ვიწექი. რამინდა აქ? ფანჯრიდან მზის სხივი შემოდიოდა. აშკარად დილაა. ტანზე დავიხედე და შევამჩნიე კათეტერი მეყენა. ოთახში მარტო მე ვიყავი. სად ვარ? სავაადმყოფოში? მაგრამ აქ რამინდა? შემდეგ დავფიქრდი და გონებაში კადრებივით ამომიტივტვიდა: გამახსენდა როგორ ვაპირებდი გადატელეპორტებას. იმწამსვე ვერ მოვახერხე ტელეპორტი, ამიტომ ჰაერში რამდენიმე წამი მივფრინავდი. თითქმის მაშინ, როდესაც უკვე ხეებს ვეხებოდი, გადავტელეპორტდი. იქვე სადღაც ახლოს გადმოვტელეპორტდი, მაგრამ მიზიდულობის სიჩქარე, დიდად არ შენელებულა, ამიტომ მე მუცლით დავეცი მიწაზე. ხელებით ვეცადე თავი შემემაგრებინა, მაგრამ მახსოვს თავი მივარტყი მიწას და შემდეგ ყველაფერი გაითიშა.. ახლა კი თვალებს ვახელ და აქ ვარ. კი, მაგრამ როგორ მოვხვდი აქ? ან გაიგო კახამ, რომ გადავრჩი? მაგ შემთხვევაში, ჰომ აუცილებლად მშობლებთან ერთად მეც მომკლავენ? მაგარ შარში ჩავარდი. რაგავაკეთო ? თვალები მოვხუჭე და ვცადე გადავტელეპორტებულვიყავი თუმცა, უშედეგოდ. საერთოდ არაფერი.. ეს არ მომწონს, ეტყობა ტრანვის გამო ვერ ვახერხებ გადასვლას. არაუშავს, ცოტას მოვჯობინდები და შედეგ გადავტელეპორტდები. მანამდე უნდა გავიგო სადვარ. საწოლთან ახლოს ღილაკი იყო. მეც წამოვიწიე და მივაჭირე. რამდენიმე წუთში შემოვიდა ექიმი და უკრაინულად მკითხა რით შეძლებდა ჩემს დახმარებას. საბედნიეროდ ცოტა რუსული ვიცოდი და ვკითხე თუ სად ვარ. მან მითხრა კიევის სავაადმყოფოში. როდესაც ვკითხე, თუ როგორ მოვხვდი აქ. მითხრა, რომ გუშინ ღამით მონადირეებმა შემთხვევით გიპოვესო. ძალიან გამიკვირდა. ღამით როგორ მიპოვეს მონადირეებმა თუ მანდვე მოხვდა მანქანის აფეთქება? მეც ისე, რომ რამე ეჭვი არ აეღო ვკითხე, აფეთქების შესახებ და მან მიპასუხა, რომ მანქანა ხუთასი მეტრის იქით გადმოვარდნილა. აჰამ გასაგებია, ანუ ამიტომ არც უფიქრიათ მძღოლზე. ისიც ვკითხე თუ რამოხდა ავარიაზე და მითხრა, რომ ორმა ქართველმა ნარკოტიკით სავსე მანქანა გადააგდო და ვარაუდობენ, რომ მაგის გამო მოკლეს ისენი. ამოვისუნთქე. ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია. ანუ ჩემს მშობლებს არაფერი ემუქრებათ, არც მე. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. კარგია, რომ სიტუაციიდან გამოვძვერი თუმცა მთლად ასეთი ხერხითაც არა, მაგრამ ორით ნაკლები დამნაშავე იქნება დედამიწაზე. რადგან ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებდი ტელეპორტს. ჩემი მობილური ავიღე და იქ ჩაწერილი ედოს უკრაინული ნომერი მოვიძიე, რომელიც წინაზე ყოველი შემთხვევისთვის მოვასწარი და გამოვართვი. უბრალოდ ხსენება დამავიწყდა ამ ფრაგმენტის. ექთანს ვთხვე და მან თავისი მობილურიდან დამარეკინა მასთან.
- ედო რას შვები?
- შენ დაგამტვრევ ძვლებში, რატო გააკეთე ეგრე? სად ხარ? რახდება? ცოცხალი ხარ? გავიგე ტელევიზორში ამბები, სად ხარ?
- კარგი, კარგი დამშვიდდი. ცოცხალი ვარ. - და რადგან უკვე ვიცოდი სავაადმყოფოს  მისამართი მეც არ დავაყოვნე და ვუთხარი სადაც ვარ - მოხვალ სავაადმყოფოში?
- აბა რას ვიზავ, გამოვდივარ ეხლავე.
- კარგი. - ვუთხარი და დავკიდე ყურმილი.
თვალები მოვხუჭე და მარიამზე დავიწყე ფიქრი. ნეტავ სად არის ახლა? რასაკეთებს? უსაფრთხოდ არის თუ არა? ნეტავ როგორმე შემეძლოს დაკავშირება, იმისთვის მაინც, რომ გავიგო როგორაა. ძალიან მენატრება და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ. მობილურში სურათები გავხსენი. დავიწყე დათვალიერება ჩვენი სურათების. ამ ყველაფერმა მომადუნა და წამთვლიმა...
ედო და გიო საღამოს მოვიდნენ ჩემთან. შესვლის დრო უკვე დიდი ხნის ამოწურული იყო, მაგრამ ედომ ექთანს ცოტა ფული აჩუქა და მანაც უპრობლემოდ თვალი დახუჭა ჩემს სტუმრებზე. ისენი თავზე დამადგნენ და ედომ მკითხა:
- რახდება? რაგჭირს? მოყევი აბა.
- რადა მანქანაში სადაც ნარკოტიკი იყო, მოვიპარე და ხრამში გადავიჩეხე. მოვასწარი და გადავტელეპორტდი, თუმცა მაინც ცოტა დავშავდი რა.
- ამდენი ნარკოტიკი რამ გაგაფუჭებინა. ეხლა როგორ ხარ? - მკითხა ედომ.
- კარგად ვარ. - გიოს გავხედე და ვკითხე - შენ როგორ ხარ?
- მე კარგად ვარ კაცო. რამ გაგაკეთებინა ეგეთი სისულელე. ედო დაგეტოვებინა და ერთად მოგვარდებოდით.
- ვერ გავრისკავდი ეგრე.
- ჰომ. დაბრიდეს ეგ ქართველები, ეტყობა მაგათ გადააბრალეს. კარგია, რომ მოახერხე და მაინც გამოძვერი სიტუაციიდან. - მითხრა გიომ.
- კი, მე თვითონაც არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.
- მარიამი? - მკითხა ედომ და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
მე მოვუყევი ყველაფერი. ბოლოს, რომ დავასრულე დავამატე:
- მცირე ტვინის შერყევა გაქვსო, ეგრე მითხრეს, ამიტომ დღესვე გამაპარეთ აქედან, ტყუილად აქ დროის დახარჯვას არ ვაპირებ. ხვალ კიდევ მარიამთან გადავალ.
- კი არ გადახვალ, გადავალთ. ნუ ჯიუტობ იცოდე მაშინდელივით აღარ მოიქცე, თორე დაგლეწავ იცოდე. - თქვა ედომ და თვალები დამიბრიალა.
- კარგი. ოღონთ, როგორმე გამაპარეთ ექიმის მოსვლამდე.
არმინდოდა რამე გაეგოთ ჩემ სიმსივნეზე. ექიმი, როდესაც გაიგებდა, რომ ჩემთან პალატაში ორნი არიან, ბუნებრივია ყველაფერს ეტყოდა მათ. დარწმუნებული ვარ, უკვე ეცოდინებოდათ სიმსივნის ამბავი, რადგან ექთანი მეტისმეტი სიბრალულის მზერით მიმზრედა, რაც ოთახში იყო. ამიტომ არ დავუშვებ ამათმაც გაიგონ ჩემი ამბავი. ისედაც მეყოფა, რომ ჩემი მშობლები ნერვიულობენ, ჩემზე. უი ჰოო რამ გამომაშტერა. იმათ ჰომ არც იციან სადავარ. ეგეთი უყურადღებობა არ ეკუთვნით მათ ჩემგან. როგორცკი გავალ დავურეკავ დედას ეგრევე.
ედო გავიდა, სიტუაცია დაზვერვა. შემდეგ შემოვიდა და დაბალი ხმით თქვა:
- წამოდით.
როდესაც წამოვდექი სიარული გამიჭირდა, ზედმეტად მოდუნებული მქონდა ორგანიზმი. გიორგის დავეყრდენი და ისე გავედით ოთახიდან. ვისარგებლეთ, იმით რომ გვიანი იყო და ხალხი ცოტა მოძრაობდა კოლიდორში. უკანა გასასვლელის კიბეებით დავტოვეთ საავადმყოფო. რამდენიმე წუთში უკვე ქუჩაში ვიდექით.
- ეხლა რაგავაკეთოთ? - ვიკითხე მე.
- პირველ რიგში, რამე წესიერი ტანსაცმელი მოგინახოთ. აქ დამელოდე. - თქვა ედომ და წავიდა.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში დაბრუნდა. ხელში ორი შარვალი, სამი მაისური და ერთი ფეხსაცმელი ეჭირა. გამომიწოდა და მითხრა:
- აჰა მოიზომე, რომელიც მოგერგება.
მეც არ დავაყოვნე და რამდენიმე წუთში უკვე ჩაცმული ვიყავი. შევატყვე დანარჩენი ტანსაცმელი, უბრალოდ მოისროლა ნაგვის ურნაში მე ამაზე ვკითხე ედის:
- და საიდან?
ორივეს ჩაეცინა და გიომ თქვა:
- როგორ და სარეცხი ვისაც ექნებოდა ჩამოკიდებული, იმათგან იჩუქა.
მოპარული! სხვას რას უნდა მოველოდო? თუმცა ამის დრო, არ არის. ჩვენ უნდა რამე მოვიფიქროთ და მე ვიკითხე:
- ახლა რას ვაპირებთ?
- სახლში წავალთ.
მე დავეთანხმე და ჩვენ ტაქსი გავაჩერეთ. ტაქსმა სადგურამდე მიგვიყვანა და ჩვენ მატარებლით ისევ დონეცკში ჩავედით. რამდენიმე საათში, უკვე ედოს და გიოს სახლში ვიყავი. უკვე გვარიანად დაღამებულიყო, თუმცა ერთიწამითაც არ დამვიწყნებია, რომ მშობლებისთვის მაქვს დასარეკი. ედოს გამოვართვი სახლის ტელეპონი და დედას ნომერზე დავრეკე, მან მალევე აიღო ყურმილი. ნამტირალევი ხმა ჰქონდა:
- ალო გისმენთ.
- დე მე ვარ.
- რაა, ლუკა? სად ხარ? რატომ გაიპარე სავაადმყოფოდან? ეხლა როგორ ხარ? ან რატო არ მოდიხარ სახლში?
მან მომაყარა კითხვები. სიმართლე გითხრათ დავიბენი და ერთისთვის გასაცემი პასუხიც ძლივს მომივიდა თავში.
- ბათუმში ვარ დე. ყველაფერი კარგად იქნება. გთხოვ ცოტა დრო მჭირდება, მარიამთან, სანამ ვეტყვი და დავშორდები მას. მერე კი ჩამოვალ. არ მინდა გაიგოს კიბოს ამბავი ეს მას გაანადგურებს, მირჩევნია ისე დავშორდე, რომ ჩემიდან მოდიოდეს ეს. ჰომ ხვდები დე?!...
დედას აეტირა! მან ცხარე ცრემლებით დაიწყო ტირილი. მივხვდი, რომ სიტყვები კარგად უნდა შემერჩია. დაუფიქრებოლობა !
- დამშიდდი დე, გთხოვ, მინდა იცოდე, რომ კარგად ვარ და ყველაფერი კარგად იქნება, მიყვარხარ დე. მამა მომიკითხე და წავედი ეხლა.
ალბად იფიქრებთ, თუ რატომ არ მირეკავდნენ? როგორ არ მირეკავდნენ! უბრალოდ ჩემი კარტა მხოლოდ საქართველოში იჭერს, ამიტომ არ შემომდიოდა მათი ზარები. დიდი ნაწილი მობილურის კი გათიშული მქონდა, ყველგან ჰომ ვერ ვახერხებდი მის დატენვას.
ყურმილი დავკიდე. თვალები მოვხუჭე და გადატელეპორტება ვცადე. მაგრამ არაფერი...
ამასობაში ზურგს უკან სუნთქვა ვიგრძენი, მოვტრიალდი და ეს გიო იყო.
- რაგჭირს? რას გვიმალავ?
მიხვდა ის. ყოველთვის კარგად მიცნობდა. ყოველთვის იცოდა, როდის ვმალავდი რაღაცას. მეც არ მოვისურვე ტყუილი. ცხოვრებამ რაც მასწავლა, ერთ-ერთი იმათთაგანია, რომ ახლობელ ადამინებს არ უნდა ატყუებდე...
- კიბო მჭირს. ყოველ გადატელეპორტებაზე, იზრდება და დიდი შანსია, შემდეგი ბოლო იყოს. ამიტომ მარიამი უნდა ვიპოვო და სახლში დავაბრუნო გესმის? ამიტომ არ მინდა შენი და ედოს წაყვანაც, ვაითუ უკან ვეღარ დაგაბრუნოთ? ხვდები გიო?
ის მომიახლოვდა მხარზე ხელი დამადო და მითხრა:
- აღარ გადატელეპორტდე აღარსდროს. გავიგოთ იმ კუნძულის სახელი და ჩავიდეთ. მოვძებნოთ და დავბრუნდეთ უკან.
- არა გიო, ეგ არ გამოვა. მე არ ვიცი სადაა ის კუნძული, ან თუნდაც რაჰქვია, ან როგორი ფორმა აქვს. მხოლოდ ერთი შანსია და ეს ტელეპორტია... მე ამას მაინც გავაკეთებ, თქვენ კიდევ უნდა გამიგოთ...
- კარგი, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო. - მითხრა მან და ორივემ ზეცას გავხედეთ...

დღე 205

მეორე დღის დილას, ედოს სახლში გამეღვიძა. ლოგინზე წამოწოლილი თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. აშკარად ზედმეტად მოსუსტებული ვიყავი. თავიც მისკდებოდა, სიმძიმეს ვგრძნობდი და თავის აწევაც კი მიჭირდა. წამოწოლილი ფანჯარას გავყურებდი და ვფიქრობდი მარიამზე. იმაზე ფიქრის მოსვენება არ მაძლევდა, რომ ვერ ვახერხებდი მის დახმარებას, რომ მე ის დასაღუპად გავწირე და არის კიდევ შანსი და დრო, რომ ის გადავარჩინო, მაგრამ მე რეალურად ვერაფერს ვერ ვახერხებ და რატომ? იმიტომ რომ უძლურივარ ამ შემთხვევაში, ანდაც უარეს შემთხვევაში მე უბრალოდ მხდალი ადამანი ვარ. ტვინის შერყევის ბრალია, რომ ვერ ვტელეპორტდები. ეხლაც უნდა ვცადო, იქნებ ეს გუშინდელი ეფექტი იყო და ახლა გამიარა? მოვხუჭე თვალები და ვცადე. თუმცა საერთოდ არაფერი. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი მოხუჭავს თვალებს და გაახელს ისე მემართება მეც. დავიჯერო დავკარგე ჩემი შესაძლებლობები? არა, არა ეს შეუძლებელია... კარზე კაკუნის ხმა გაისმა და გავძახე:
- შემოდით.
ედო და გიო შემოვიდნენ.
- ცოცხალი ხარ? თავს როგორ გრძნობ? - მკითხა გიორგიმ.
- გუშინდელზე უკეთ.
- ჰოდა კაია, ცოტახანში საუზმე გვექნება და მოემზადე მანამდე.
- მერე?
- რა მერე? - გაკვირვებულმა მკითხა ედომ.
- მერე რას გავაკეთებთ?
- ჯერ ჩვენს ცოლებს გაგაცნობთ, სანამ წავლენ სამუშაოზე, ჩვენ აქ ჯერ-ჯერობით ვპახაობთ. მერე საღამოს კაი სიურპრიზი გვექნება შენთვის.
- და მარაიმი?
მათ ერთმანეთს გადახედეს და ედომ თქვა:
- ტელეპორტს როგორცკი შეძლებ იმწამსვე გადავალთ.
ნაღვლიანად გამეღიმა და ვთქვი:
- არგჯერად ჰო?
- რისი? - მკითხა გიომ.
- რომ კიდევ შევძლებ ტელეპორტს?
- ტელეპორტს როგორ ვერ შეძლებ ლუკა. დრო გჭირდება უბრალოდ. - წყნარად მომიგო გიომ.
- მერე არ გვაქვს მაგდენი დრო. მარიამი სადღაც ჯუნგლებშია და თუ არ ვიპოვე შეიძლება მოკლან, გესმით? - ბოლოს უნებურად ხმას ავუწიე.
გიორგი მომიახლოვდა და თქვა:
- დაწყნარდი, აუცილებლად იპოვი მარიამს, მანამდე კიდევ დამშვიდება გჭირდება, რომ ცივ გონებაზე მიიღო გადაწყვეტილება.
- და იქნებ მე ვეღარასდროს ვერ შევძლებ გადატელეპორტებას? და მარიამსაც დავკარგავ? - ეს უფრო საკუთარ თავს ვკითხე ვიდრე მათ. ერთ ადგილს მივშტერებოდი და ყველანაირი იმედი გადამეწურა.
მათ სცადეს, ჩემი მხარდაჭერა, თუმცა აქ ვერანაირი სიტყვიერი გამხნევება ვერ დამაწყნარებდა. ამდროს სიტყვები, მხოლოდ ჰაერში იფანტება და კარგავს თავის ძალას. მე უბრალოდ სასუწარკვეთილებაში ჩავარდი და აღარაფრის იმედი აღარ მქონდა. მე უბრალოდ გავტყდი...
ცოტახანში გაშლილ სუფრასთან, ვიჯექით ხუთნი.
- ძალიან ლამაზი დები ხართ - ვუთხარი რუსულად მათ, შემდეგ მივუბრუნდი ჩემს წინ მჯდომ ედოს და გიოს - გაგიმართლათ ძმაო, მიხარია თქვენს მაგივრად. საღოლ კარგი ბედი გერგოთ.  - რაც ჩემზე ვერ ვიტყვი, მარიამ... - გულში გავიფიქრე ბოლოს.
ძალიან დადებითი იდილია იყო. გემრიელადაც ვისაუზმეთ და შემდგომ მანდილოსნები წავიდნენ სამუშაოდ.
- თქვენ აქ, რას აკეთებთ ხოლმე? ქალები მუშაობენ და თქვენ უსაქმურობთ?
- თითქმის. გიორგა ჰო იცი რა ზარმაცია, დევს სულ სახლში და კომპიუტერში არის ჩამძვრალი. მე კიდევ ხანდახან საშოვარზე გავდივარ. - თქვა ედომ.
- შენ ჰო რასამბობ რა, ვერ გაგდებ ხოლმე კომპიუტერიდან, იმენა ხამი ხარ. და შენი საშოვარი მოსაწევია.  - წყრომით მიუგო გიომ.
- ჰოო აბა რა. ისე, კარგია, რომ ერთი პაკეტი მაინც მოვუტეხეთ მათ. უფრო მეტი უნდა ამეღო.
მე გამეცინა. გულიანად გამეცინა. ისევ ისეთები არიან. ამათ რა შეცვლით? როგორც თბილისში, აქაც ზუსტად ისე არიან. უბრალოდ აქ, უკვე უზრუნველყოფილები არიან ფინანსურად და არც არავინ ავალდებულებს მუშაობის დაწყებას. ალფონსობენ!
ყველაფერი რა მარტივად დაიწყო. ერთ დღეს შემთხვევით გადავედი ბათუმში და მეგონა, რომ ამდღის მერე ჩემი ცხოვრება თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდებოდა  და ჰეპიენდით დასრულდებოდა. მეგონა, რომ შვილიშვილებს, მოვუყვებოდი ჩემს ამბავს და რომელიმე შვილს ან შვილიშვილს გენეტიკით გაჰყვებოდა ეს შესაძლებლობა. მეგონა, რომ ოჯახით გადავიდოდით, ხოლმე ხან, სად ხან სად. მაგრამ უბრალოდ როგორც ეხლა ვხვდები ეს ყველაფერი მეგონა... არ უწერია ჩემს ოცნებებს ასრულება. მე ბედისწერამ მაჩუქა ცოტახნიანი ბედნიერება და მალევე წამართვა ის. ეს აღსასრულის დასაწყისია. უკვე ვხვდები, რომ დიდი დრო არ დამჩა. როგორც ვატყობ, აწი ყოველ დღე ბლოკნოტში მომიწევს, დავწერო ის რასაც ვფიქრობ. რადგან ვხვდები, რომ უბრალოდ ფიქრების გადმოტანაღა მრჩება შესაძლებლად. მგონი მხოლოდ ესღა შემწევს გავაკეთო. და ამას მაინც გავაკეთებ... არვიცი, მარიამს თუ ოდესმე ვნახავ კიდევ, მაგრამ იმედი მაქვს, იმას მაინც მოვახერხებ, რომ გავიგო სადაა, რომ როგორმე მის უკან დაბრუნებაზე, მე თუ არა ჩემიანებმა მაინც იზრუნონ. მე ის მიყვარს. მე მთელი არსებით მიყვარს ის და უბრალოდ შეუძლებელია, ჩემთვის მისგარეშე ცხოვრება. მე ბედნიერი ვიყავი იმ წუთებით, რაც მასთან ერთად გავატარე. თითოეული წამითაც კი...
საუზმის შემდეგ ავედი ჩემს ოთახში ჩავიკეტე და დავიწყე ბლოკნოტის კითხვა. მე ყველაფერი თავიდან გადავიკითხე. მე თითოეული მომენტი გავიხსენე. თითოეული სიცილი გავაცოცხლე ჩემს მეხსიერებაში. მისი ღიმილი არ მოშორებია ჩემს მოგონებებს, რადგან ის სულ იღიმოდა. ჩვენ ვიმოგზაურეთ მსოფლიოს ირგვლივ და სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კლიმატში და გარემოში ის ყოველთვის ერთნაირად მხიარული, ლამაზი და არაადამიანურად ბედნიერი იყო... ეს ღირდა ამად. მე თუ მიწერია დაღუპვა, დაე დავიღუპო, მაგრამ ის არა. მე ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ მას ჰქონდეს შანსი, რომ კიდევ იყოს ბედნიერი, ოღონდ უჩემოდ... არ ვიცი რამდენად მოახერხებს ამას, მაგრამ ქალები ძლიერები არიან და ყოველთვის შეუძლიათ ყველაფრის თავიდან დაწყება, რაც კაცებს ნაკლებად შეუძლიათ. ჩვენ ძირითადად მაგ შემთხვევაში თვითგანადგურებისკენ მივიწევთ. ვგრძნობ, რომ ვეღარ შევძლებ ტელეპორტს, რომ გამომეცალა მთელი ძალა და მთლიანად ისე მოვსუსტდი, რომ სიარულის თავიც აღარ მაქვს. არც მადა მაქვს რამის ჭამის, ეს სიმსივნე შინაგანად მჭამს და მფიტავს გარეგნულად. თვალებიც მალე ჩამილუჯდება... სასწრაფოდ თბილისში უნდა ჩავიდე, მოვასწრო, მშობლებს დავემშვიდობო, სანამ საბოლოო ხერხს გამოვნახავ მარიამთან დაბრუნების...
საღამოსთვის როდესაც დები დაბრუნდნენ, მათ მოიყვანეს ვიღაც ნასწია. სუფრასთან ექვსივენი, როდესაც დავსხედით ედომ არაყი გახსნა და ყველას ჩამოუსხა. მე იმწამსვე ვივუარე და ვთქვი:
- არა იყოს, არ მინდა.
- გთხოოვ ჩემი ხათრით. - მითხრა ნასწიამ და სახე დამანჭა.
ვიცი რასაც ცდილობენ, მაგრამ მე არ მაქვს დრო ამ ყველაფრისთვის.
- არა მართლა, არ მინდა.
- რაგჭირს, რა მუდოსავით იქცევი? მიდი დალიე -  და მომაძახა ედომ თავისებურად.
ანდაც რატომაც არა? იქნებ ეს ისეთი არაყია, რომ ავტომატურად ტელეპორტი შევძლო? როგორც წინაზე ავირიე? ჰომ შეიძლება რაღაც ცვლილება მოახერხოს და გადავტელეპორტდე? ვცდი რატომაც არა!
- კარგი. - ვთქვი და დავწვდი ჭიქას.
დავიწყეთ სმა. რამდენიმე ჭიქაში უკვე დავთვერი. ვცადე კონცენტრირება, მაგრამ არანაირი რეაქცია. არ გაამართლა ! ჩემს გარშემო ყველა ხალისობდა. სიმღერები იყო ჩართული და ყველა სასმელში იყო ჩაფლული. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ნასწია, როგორ დამადო მუხლზე ხელი და რიტმულად მასზე ფერება დამიწყო. მე ეს არ მომეწონა თუმცა მაგ მომენტში ჩემთვის ყველაფერის აზრი დაეკარგა... სასმელი! ეს, ჰომ ერთ-ერთი იდეალური ხერხია სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის თვითგანადგურებისთვის?!...
- მაიტა კიდევ ჩამოასხი - ვთქვი და ჭიქა ხელის ბარბაცით გავუწოდე არვიცი ოღონთ ვის...

დღე 206

დილას გავიღვიძე საშინელი თავის ტკივილით. ჯერ ტრადიციულად ჭერს მოვავლე თვალი. აშკარად ღია ცის ქვეშ არ ვიწექი, და ამან ცოტა შვება მომგვარა. რატომღაც სანამ წამოდგომას დავაპირებდი, მივხვდი, რომ მარტო არ ვწევარ ლოგინში. ფრთხილად მივიხედე მარჯვენა მხარეს და დავაკვირდი ვიღაცის შიშველ ტანს. რამოდენიმე წამით დავფიქრდი და მერე მომაგონდა, ეს ჰომ ნასწია არის. ტფუი ! ასეთი რამოხდა გუშინ რომ არაფერი მახსოვს? დავიჯერო იმდენი დავლიე, რომ სულ მთლად გავითიშე? ნუ წყალი არ გაუვა, ნასწასთანაც ურთიერთობა მქონდა. იმწამსვე სინდისის გეჯნა ვიგრძენი მარიამის წინაშე, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მომესმა ბოროტული კითხვა: კარგი მაინც იყო?! თვალები მოვიფშვნიტე და შევეცადე ადგომა. ძალიან ვფრთხილობდი, რომ არ გამეღვიძა. წამოვდექი. ჩავიცვი და საბედნიეროდ ისე გავედი ოთახიდან, რომ ნასწია არ გამიღვიძებია. სამზარეულოდან ხმა მომესმა, ხმისკენ ავიღე გეზი. იქ შესულს დავინახე, როგორ გამოტანტალებულიყო გიორგი ტრუსიკით და თავისთვის კვერცს იწვავდა. ჯერ სანამ გამოველაპარაკებოდი საათს გავხედე. ათის ნახევარი იყო. მივუახლოვდი იქვე ჩამოვჯექი და თავზე ხელი მივიდე. ამასობაში მანაც მომაქცია ყურადღება და მკითხა:
- როგორ გეძინა? გინდა კვერცხი?
- კი. რავი კარგად მგონი. თავი მისკდება უბრალოდ.
- ჰოო აბა შენ რამდენიც დალიე. ისე კარგი იყო?
- რა? - ვერ მივუხვდი კითხვას.
- რა არა ვინ. - გამისწორა და ჩაიქირქილა.
- არმახსოვს. - სრულიად ბუნებრივად ვუპასუხე.
ამპასუხზე გადაბჟირდა და თქვა:
- რა არ გახსოვს, განა რამდენი დალიე, რო? ნახევარი ლიტრაც არ გამოგსვლია. თან მითუმეტეს შენ აიყვანე ოთახში, წამოოო წამოოო ეპატიჟებოდი.
გამიკვირდა. ნამდვილად გამიკვირდა.
- რაა? მეე? შანსი არაა. არ მახსოვს.
- როგორ არა ეგრე იყო. რაგინდა ძმაო თბილისში ესეთ გოგოს ვერ იშოვი ან თუ იშოვი ფულიანი მამიკოს ბიჭი უნდა იყო. აქ კიდევ ყრია ესეთები.
- ჰომ.. - მკვახეთ დავეთანხმე. შემდეგ გავუზიარე ჩემი ჩანაფიქრი. - თბილისში ჩასვლა მინდა.
ამასობაში ედოც შემოვიდა სამზარეულოში. ჩემი ბოლო სიტყვა გაიგონა და გიორგის დაასწრო თქმა:
- მერე ჩადი, მაგრამ როგორ აპირებ? - სუნზე თავი ინსტიკტურად გაამოძრავა და დაამატა - აუ მეც მინდა ტო.
- ე მაიცა ჩვენ უკვე გავაკეთეთ, მიდი შენ გაიკეთე შენთვის. - უთხრა გიომ.
- ე მიდი რა ძმობას გაფიცებ.
- კაი ჰო - დაყაბულდა გიორგი. - აჰა ჩემი ჭამე და მე ჩემთვის თავიდან გავიკეთებ.
მე და ედომ ავიღეთ გამზადებული თეფზე დაწყობილი კვერცხი და შევუდექით ჭამას.
აქამდე ვთვლიდი, რომ გაწყვეტილი საუბრის დაწყება ჯერ ადრე იყო, მაგრამ ედომ თავი მაინც შემახსენა.
- ჰა როგორ აპირებ წასვლას?
- არვიცი. მგონი ამ ტვინის შერყევის გამო ვეღარ ვტელეპორტდები და თვითფრინავით, რომ გავფრინდე,  გაქვთ სამაგისო ფული?
- ფულის მეტი რა მოიძებნება აქ, შენ გირჩევია რამდენიმე დღე გაჩერდე და იქნებ მომჯობინდე. თანაც გინდ რო გინდოდეს ვერ წახვალ თვითფრინავით. - მითხრა ედომ.
- რატომ? - გამიკვირდა.
- როგორ წახვალ, ოფიციალურად შენ საზღვარი არ გაქვს გადაკვეთილი, არც პასპორტი გაქვს საზღვარგარეთის და როგორ აუხსნი იმას, რომ უკარიანაში ხარ?
ისე ამაზე აქამდე რატომ არ დავფიქრდი? ეტყობა დარდმა შემიყოლია!
- აბა რავქნა?
- გეუნები ძმაო. გაჩერდი ცოტახანს, თუ არადა გადაგაპარებთ, როგორმე მანქანით მაგის მეტი რამოიძებნება. შენ ამათ ლიჟბი ფული დაანახე და დედასაც არ.... - და შეიგინა როგორც სჩვევია.
- ჰოდა თუ გაქვს საკმარისი ფული წავიდეთ. დღესვე გავარვკიოთ თუ მოვახერხებთ.
ამასობაში გიორგიც მოგვიჯდა და მან თქვა:
- ბიჭო სწორს გეუბნება ედო, დაიცადე რამოდენიმე დღე და მერე წადი.
- გაჩერებაზე არაა, იქნებ თბილისიდან მოვახერხო, რამე. ბოლო ბოლო ჩემებს მაინც ვნახავ, ნერვიულობენ ჰომ იცით.
- ჰო მართალი ხარ. ერთ ორ საათში წავიდეთ გაწყობს? - მითხრა ედომ და წამოდგა, თავისი თეფშის ონკანში ჩასადებად.
- კარგი. - დავეთანხმე მე და მეც წამოვდექი.
საჭესთან ედო დაჯდა. მე და გიო უკან დავსხედით. არვიცი რახერხებით მაგრამ ედომ იცოდა, ვისთან უნდა მისვულვიყავით, რომ უკანონოდ მოვხვედრილიყავი საქართველოში. გზა დიდი იყო, თითქმის 6 საათი მოგვინდა მგზავრობა. ჩემს უხასიათობას, არაფერი შველოდა. მუსიკებს ვუსმენდით და თან პარალელურად სახალისო თემებზე ვსაუბრობდით. ვიხსენებდით წარსულის ერთად გატარებულ ფრაგმენტებს, მაგრამ რეალურად ჩემი შინაგანი მდგომარეობა, იმჟამინდელი გარეგნულის საპირისპირო იყო. ისენიც ამჩნევდნენ ამას და არ ცდილობდნენ ნატკენ ფეხზე დაბიჯებას. მათ გამიგეს და ბოლოს დუმილით შეეგებნენ ამას. დიდი ხნიანი მოგზაურობის შემდეგ როდესაც, მხოლოდ რიტმულად ვყვებოდით, სხვა-და-სხვა მელოდიებს. ჩემი მზერა ერთმა შენობამ მიიპყრო.
- გააჩერე. - ვუთხარი ედოს ისე, რომ თვალი არ მომიცილებია შენობისთვის.
მან შეანელა და ისე მკითხა:
- რახდება?
მე თითით ვანიშნე შენობა და ვუთხარი:
- გახსოვს ეს კაფე?
- კი, როგორ არა.
- ჰოდა წამო შევიდეთ.
ეს ზუსტად ის კაფე იყო სადაც, ჩვენ სამი და მარიამი ერთად შევედით. სადაც ვიხალისეთ, ჩემს მოფიქრებულ ხუმრობაზე. ქალების ტვალეტიდან, რომ კაცები გამოდიოდნენ. ეს დღე დამიდგა თვალწინ და ნოსტალგიამ წამიერად ტალღასავით გადამიარა. ამომაბრუნა მოგონებების ტალღებმა და გამომრიყა ნაპირზე და ისევ ისე შემითრია შიგნით, ტალღამ უკან... თუმცა გამომაფხიზლა ედოს ხმამ:
- კარგი წამო.
იქვე კაფესთან პარკინგზე დავაყენეთ მანქანა და შიგნით შევედით. ჩემსდა გასაკვირად, ის ადგილი თავისუფალი იყო, სადაც წინაზე ვიჯექით. ისევ იმ ადგილს მივაშურე. დავსხედით და შევუკვეთეთ მხოლოდ დასალევი. მე უალკოჰოლო ვირჩიე, თუმცა მალევე გავაუქმე შეკვეთა და მეც ლუდი ავიღე. თითო ბაკლები, რომ დავცალეთ. კიდევ მოგვინდა. ისევ შევუკვეთეთ და პარალელურად ვიხსენებდით იმ დღეს დეტალებში.
ამან გამამხიარულა. არმეგონა ამყველაფრის მერე თუ გავმხიალურდებოდი და ამან გაჭრა. ისენიც მიხვდნენ ჩემი ფიქრების მსვლელობას და უფრო ეშხში შემიყვანეს. ბოლოს იმდენად გავმხიარულდი, რომ წამოვდექი და ვთქვი:
- კაროჩე, ეხლა მე შევდივარ ბიჭების ტვალეტში და გამოვდივარ გოგოებიდან, აბა უყურეთ.
ამასობაში უკვე მესამე ბაკალიც დამელია და ცოტა შემაზარხოშა. კოორდინაცია ცოტა დამერღვა და ოდნავ ფეხიც მერეოდა უკვე. წამიერი ბარბაცით მივაღწიე კარამდე. შევაღე და ზუსტად იმ ადგილას გავჩერდი, სადაც წინაზე. თვალები მოვხუჭე და ჩავიფიქრე გადასვლა. მაგრამ არაფერი ! იმედი გამიცრუვდა. არა გულის სიღრმეში ნამდვილად მოველოდი ამას, მაგრამ მაინც რატომღაც მეწყინა. არაუშავს ! ჩავიფიქრე და განვაგრძე გზა. ლუდმა თავისი მოითხოვა და მეც შევაღე ერთ-ერთი კარი. როდესაც ჩემს საქმეს მოვრჩი. გამოვედი მივედი, ონკანთან ხელების გადასაბანად. ამასობაში კარი გაიღო და ჩემსდა გასაკვირვად, ქალი შემოვიდა საპირფარეშოში. ცოტა არ იყოს გამიკვირდა და დაბნეულად შევხედე. მან იმწამსვე დაიკივლა და გავარდა გარეთ, რაღაცის ბუტბუტით.  ვერაფერს მივხვდი. გაკვირვებული გავედი კარიდან და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემ დანახვაზე გიოს და ედოს სიცილი აუტყდათ. ინსტიქტურად კარს გავხედე და ზედ ნახატს დავაკვირდი. მე აშკარად ქალის საპირფარეშოდან გამოვედი ! თავში ელვასავით დამკრა ამ გარემოებამ. დაიცა მე რა ტელეპორტი შევძელი?! მე რა შემიძლია ტელეპორტის გაკეთება? ნუთუ გამიარა? იმწამსვე დაიმედებულმა, თვალები მოვხუჭე და წამოვიდგინე, მარიამი, ის კუნძული. მაგრამ არაფერი! რამდენჯერმე ვცადე მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვიფიქრე, იქნებ იმადგილიდან შემიძლია საიდანაც წეღან გადავტელეპორტდითქო. და ისევ შევედი კაცების საპირფარეშოში. დავდექი. თვალები მოვხუჭე მაგრამ ისევ არაფერი ! ჯანდაბა! ეს რა ბოროტული ხუმრობაა?! ნუთუ მარტო ამადგილიდან ქალების საპირფარეშოში ხვდები?! ნერვებმოშლილი გამოვედი კარიდან და აღმოვაჩინე, რომ ისევ ქალებთან ავღმოჩნდი. ეს რა ჯანდაბაა?! მივუახლოდი ბარს და ყველაზე მყარი დასალევი მოვთხოვე. გამოვართვი პატარა დაახლეობით ათგრამიანი ჭიქა. მოვიყუდე. ვიგრძენი როგორ ჩამწვა ყელი. დავაბრახუნე ჭიქა დახლზე. და ისევ მოვითხოვე შემდეგი !

დღე 210

დღეს ჩამოვედი ბათუმში. ხანგრძლივი მოგზაურობა გამოვიარე. ტყით და ზღვით მოვახერხეთ არალეგალურად გადმოსვლა. ნამდვილად არ მეგონა თუ ედო ეგეთ რამეს მომიხერხებდა. მე ედოს და გიოს კარგი გემრიელი ჩახუტებით გამოვემშვიდობე რადგან დიდი ალბათობით სამივე ვხვდებოდით, რომ ეს ერთმანეთის საბოლოო ნახვა იყო, ამიტომ მაქსიმალურად კარგად ვეცადეთ გამოვმშვიდობებოდით ერთმანეთს. გულის კუნჭულში იმედი სამივეს, გვქონდა, რომ ვცდებოდით, მაგრამ მე ახლაც ვგრძნობ, რომ ჩვენ არ ვცდებოდით... ბათუმიდან უკვე ნოდარის იმედზე ვიყავი. როგორცკი მშობლიურ ქალაქში შევდგი ფეხი იმწამსვე ვიგრძენი კლიმატის ცვლილება. ციოდა. არ ვიყავი ესეთი ტემპერატურისთვის მზად და ცოტა შემაცია. ჯიბეზე ათლარამდეც არ მედო. გავაჩერე ტაქსი და ნოდარის მისამართი ვუთხარი. რამდენიმე წუთში უკვე მის სახლთან ახლოს ვიდექი. ერთი პირი ვიფიქრე მოურიდებლად შევაღებთქო კარს, მაგრამ მაინც მომერიდა ასეთი გაშინაურებაც და კარზე დავაკაკუნე. რამდენიმე წამში კარს იქიდან შემომესმა ფეხის ხმა. აშკარად კაკუნის ხმას წააგავდა და ეს არ იქნებოდა ნოდარის ნაბიჯის ხმას, ეს უფრო ქალისას ჰგავდა. მეც არც ვაციე და არც ვაცხელე დავიცადე. რამდენიმე წამში ჩემი მოლოდინი გამართლდა და კარი ქალმა გამიღო. დავიბენი.
- გისმენთ. - უხერხულო მომენტი ისევ ქალმა დაარღვია.
- გამარჯობათ. ნოდარი სახლშია? - რატომღაც გაუბედაობა იგრძნობოდა ჩემს ნოტებში.
- კი შვილო, შემოდი. დავუძახებ ეხლავე.
მეც შევედი. რატომღაც მისაღებში გავშეშდი, მეტი ვეღარ შევბედე შევსულვიყავი.
რამდენიმე წამში ნოდარი შემოვიდა ოთახში და ხმამაღლა თქვა:
- ვა ლუკა მოხვედი? - მიუტრიალდა ქალს - დე მაი ლუკაა ჩემი თბილისელი მეგობარი, ადრე რომ მოგიყევი რაღაცეები, მასზე. - შემდეგ მე მომიბრუნდა და თქვა - ეს დედაჩემია, თამილა ჰქვია.
მეც მექანიკურად თავი დავუკარი და განვუცხადე, რომ სასიამოვნოა, მისი გაცნობა. მაგრამ ნოდარის სიტყვებმა საგონებელში ჩამაგდო, თუ როგორ მოვქცეულვიყავი. მაინც რამოუყვა? რამდენი იცის დედამისმა? როგორ უნდა მოვიქცე ახლა? იმედია ტელეპორტზე, არ იცის არაფერი...
ეტყობა მიხვდა, ნოდარი ჩემი დუმილის მიზეზს და თქვა:
- დე ჩვენ ჩემ ოთახში შევალთ, შენ მანამდე რამე გაგვიმზადე.
- კარგი შვილო - თქვა თამილამ და გაუჩინარდა სამზარეულოში.
ეხლაღა გადავეხვიეთ ჩვენ ერთმანეთს.
- რამფერ დაიკარგე, რომ აღარ ჩანხარ?
- უფ გრძელი ისტორიაა.
- მერე მოყევი. - აქცენტით თქვა.
- როგორმე სხვა დროს კარგი? დიდი დრო არ მაქვს, შენთან სათხოვარი მაქვს...
- ჰა მიდი აბა თქვი რახდება?
მეც ავუხსენი, რომ ტელეპორტს ვეღარ ვახერხებ და სასწრაფოდ უნდა გადავიდე თბილისში თორემ, მშობლები მელოდებიან და ღმერთმა იცის რას ფიქრობენ ჩემზე. მან უმალვე გამიგო და მომიგო:
- კაი მოი დაჯე ჭამე და მერე წადი.
ისე ჭამა კი არ მაწყენდა. დავყაბულდი და დავრჩი...
როდესაც უკვე ვჭამეთ და გასვლას ვაპირებდით, კართან შევჩერდი და ნოდარის ვუთხარი:
- ერთიც მინდა გთხოვო. მცივა და რამე ჟაკეტი არ გაქვს?
- რავა არა მაქვს. - თქვა და რამდენიმე წამში ჟაკეტი მომიტანა.
- ნოდარ შენ კარგი ადმაიანი ხარ.
მეც გამოვართვი ჩავიცვი და წავედით სადგურზე. მარშუტს გამაყოლა. ის მალე გავიდა.  ერთი გემრიელად დავემშიდობე და აღვუთქვი, რომ როდისმე სრულიად გავაგებინებდი ჩემს ისტორიას. მართალია დიდად ვერ მივხვდა, მაგრამ ღირსეულად კი დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ესეც შენი კიდევ ერთი ისტორიის დასასრული... ვიცი მკითხველი ალბად მეტისმეტად დრამატულად აღმიქვამს, მაგრამ მე ჰომ ვგრძნობ, რომ დღეებიღა დამჩა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო ამ დროში...
თბილისში საღამოს ჩავედი. სახლში შესვლა გამიძნელდა. ფეხს ვითრევდი. არვიცოდი იქ რა სიტუაცია დამხვდებოდა და როგორ მოვქცეულვიყავი. ან სად იყვნენ ჩემები და როგორ მიმიღებდნენ. ვიცოდი, რომ აუცილებლად დამტუქსავდნენ და წინასწარ შევემზადე ამისთვის. ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი შესასვლელ კარს. სახელურს ხელი მოვკიდე და ჩამოვქაჩე...
რატომ არის ხოლმე ამაღელვებელი მშობლების წინაშე წარსდგენა, მითუმეტეს, მაშინ როდესაც გაურკვევლობაში ხარ დამნაშავე ხარ თუ არა მათ წინაშე? არვიცი რატომ მაგრამ თავს ეგრე ვგრძნობდი. გულის სიღრმეში ნამდვილად ვიცოდი, რომ დამნაშავე ვიყავი, მაგრამ თავის გასამართლებელი საბუთებიც საკმაოდ მქონდა, თუმცა მაინც ვერცერთი ვერ იყო ისეთი მყარი, რომ შემძლებოდა გამართლება. რა თმა უნდა მშობლემა ტელეპორტის შესახებ არაფერი იცოდნენ. არც იყო საჭირო, რომ სცოდნოდათ, ისიც საკმარისი, იყო, რომ იცოდნენ, რომ კიბო მჭირს. რაც მათთავის სიკვდილის ტოლფასს უდრიდა. მათ ურჩევნოდათ ორივეს ჰქონოდა კიბო და მე ჯამთელი ვყოფილვიყავი, მაგრამ რეალობა იმდენად მწარე არის, რომ ეგ სურვილი არასდროს არ აუსრულდებოდა ხვდებოდნენ, რომ ცოტა დრო მჩებოდა და მათი გულისწადილი იყო, ჩემთან ერთად იმ დროის გატარება. განა მე მათ რამეში ვადანაშაულებ? არა რა თქმა უნდა. მეც გამიჩნდა ეს სურვილი, მაგრამ ჯერ მარიამი უნდა დამებრუნებინა სახლში, რომ მერე მშვიდად მეგრძნო თავი. მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ მე ტელეპორტს ვეღარ ვახერხებდი, გულს მტკენდა. სასოწარკვეთილი ვარ. არაფრის თავი არ მაქვს. ენერგია ნელინელ მეცლება და უკვე ვატყობ, რომ სიარულიც მიჭირს. მადა დავკარგე. თვალები, როგორც ვარაუდობდი ჩამიშავდა. ლოყები სულ მთლად ჩამეჩუტა. ჩემი მაღალი და ლამაზი ტანი სულ მთლად ჩამეჩუტა. მე ახლა თივებში დამამლულ მოსიარულე საფრთხობელას დავემსგავსე ვიდრე, იმ ლუკას სანამ ტელეპორტს დავიწყებდი. შემეშინა, ესე, როგორ შევიდე და დავენახო ჩემებს? მაგრამ მშობლებს ვერ წავართმევ ამას და აუცილებლად უნდა გამოვემშვიდობო მათ...
კარი შევაღე და იმწამსვე ცხვირის ნესტოებში მეცა ნაცნობი სახლის სუნი. ხარბად შევისუნთქე ის და ნაბიჯი წინ გადავდგი. მომესმა შიგნიდან, დაგუდული ხმა. ეს უფრო ქალის კვნესას წააგავდა. გულმა რეჩხი მიყო... ავუსწრაფე ნაბიჯს, შევედი ჩემი მშობლების ოთახში და დავინახე. საწოლზე წამოწოლილი დედა, რომელსაც ყინულიანი სახვევი ედო შუბლზე და მამა რომელიც გვერდით ეჯდა და ამხნევებდა. ცრემლი წამომივიდა... ისენი მე გავაუბედურე... უცბათ სიცოცხლე მომინდა, აღარ მინდოდა სიკვდილი. მათი სახეების შემყურემ, აღარ მომინდა მათთვის ასეთი ცხოვრება შემერჩინა. ძალიან შემეცოდნენ... მომინდა მთელი ძალით მეყვირა... თვალები მოვხუჭე და კბილები დავკრიჭე. ეტყობა ფეხის ხმა გაიგონეს და ფეთიანივით წამოხტნენ. მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდათ, როდესაც დამინახეს. უთქმელად გადამეხვივნენ და დედამ სახეზე ფერება და კოცნა დამიწყო. ეს ყველაფერი მეტისმეტად ამაღელვებელი იყო. სანამ ჟინს დაიკმაყოფილებდნენ მშობლები და კარგად არ მომეალესებოდნენ, იქამდე ხმა კრინტი არ მოუღიათ. მეც ჩემის მხრივ, მსიამოვნებდა ეს ერთიანობა და მეც შევერწყმი ამ ყველაფერს. ეს ოჯახური იდელია, იყო და ამაზე წმინდა მე არაფერი მინახავს. მაგრამ რაც არ უნდა გულდასაწყეტი იყოს, ეს ყველაფერი დროებითია და ამ ოჯახის განადგურება განგების ხვედრია...
- სად იყავი? - თითქოს უკვე დამშვიდებულმა დედამ მომიგო.
- გრძელი ამბებია.
- რატომ არ გვითხარი არაფერი? სად წახვედი, რომ მიგვატოვე? - მკითხა მამამ.
ორივენი ძალიან გატეხილები ჩანდნენ. მე პირველად მენახა მამაზე ცრემლი და ეს ყველაფერი გულს მტკენდა. ლაპარაკის უნარს ვკარგავდი და ვერვხვდებოდი რამეთქვა მათთვის.
- მთავარია ეხლა აქ ვარ.
ვუთხარი და უბრალოდ გადავეხვიე ორივეს. რაც არ უნდა მოულოდნელი ყოფილიყო, არცერთი არ შემწინააღმდეგებია და ზედმეტი არაფერი აღარ დაუმატებია. დედამ უბრალოდ თავისებურად შემომთავაზა:
- არ გშია?
- კი დე რაგვაქვს?
- ვნახავ ეხლა. - თქვა და სამზარეულოში გავიდა.
მე და მამაც შევყევით. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სამზარეულო ასეთი დაულაგებელი დავინახე. იმწამსვე ინპულსურად ცრემლი წამომივიდა. მათ ეს დღეები არაფერი უჭამიათ... მათ უბრალოდ არსებობა შეწყვიტეს ჩემ არ ყოფნაში... და მე თუ აღარ ვიქნები ალბად შეწყვეტენ საერთოდ არსებობას?... არა ეს არ უნდა მოხდეს. მე, მე რაღაც უნდა გავაკეთო, მაგრამ რა? მე ჰომ ვერაფერს ვეღარ შევცვლი? ჯანდაბა! ცხოვრება რა მწარე ყოფილა ჩემთვის. გამანებივრა და ახლა მტანჯავს, შინაგანად მღრღნის, მფიტავს და ყოველგვარ იმედს მიწურებს...
იმწამსვე მოვისაზრე და მივეხმარე დალაგებაში. რამდენიმე წუთში უკვე მზად ჰქონდა ყველაფერი იმისთვის, რომ სადილი გაეკეთებინა.
ყველაფერმა ძალიან  მონოტონურად ჩაიარა. მთელი კვების დროს დუმილი სუფევდა. არცერთს არ გვსურდა ამ დუმილის დარღვევა. მე კი ეს ყველაფერი შინაგანად მწვავდა. როდესაც ჭამა დავასრულე წამოვდექი და ვთქვი:
- ცოტახანს გავალ ჰაერზე გავისეირნებ.
- კარგი შვილო. ოღონთ მალე მოდი კარგი? -მითხრა დედაჩემმა და ისეთი თვალებით შემომხედა, მე მის თვალებში ძალიან დიდი სევდა ამოვიკითხე.
- კი რა თქმა უნდა. - ვუპასუხე და გავეცალე იქაურობას.
უბრალოდ ვერ გავჩრდებოდი დიდხანს სახლში. მეტისმეტად მძიმე გარემო იყო და ვერ შევძლებდი იქაურობის ატანას. უბრალოდ ავდექი და გამოვედი გარეთ. რატომღაც გადავწყვიტე ალკოჰოლი შემეძინა ჩემთვის. მაღაზიაში შესულს ვიყიდე არაყი, უზომოდ გამოთრომა მომინდა. შემორჩენილი ხურდებით ლიტრიანი არაყი მომივიდა. ჩემთვის მყუდრო ადგილი მოვნახე და სიბნელეში ჩავჯექი ლოთივით. არანაირი ჭიქა ან მისაყოლებელი, პირდაპირ ბოთლიდან დავიწყე სმა. დაახლეობით ნახევარ საათში უკვე ვიგრძენი, რომ წამოდგომა აღარ შემიძლია. დავაპირე მაგრამ უშედეგოდ. თავსაც ინერციით აქეთ-იქით ვაქნევდი. ბოთლს გავხედე და თითქმის ცარიელი იყო. უცბათ რატომღაც ძალიან მომინდა მარიამთან გადატელეპორტება, თვალები მოვხუჭე და ჩემსდა გასაკვირვად ნამდვილად გადავტელეპორტდი...

დღე 210
უკანასკნელი ჩანაწერი...

 

 

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა