ლუნამი (II ნაწილი)
ლუნამი (II ნაწილი)
ლუნამი (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

დილით სოფო ისე ღელავდა, როგორც პირველკურსელი გამოცდაზე გასვლის წინ. გული ისე ეხეთქებოდა მკერდზე, როგორც ზღვის ტალღები - სანაპიროს. გოგონას უკვე ძილბურანში ჰქონდა მოფიქრებული რას ჩაიცმევდა - მაღალწელიანი ცისფერი ქვედაბოლო და დახურული შავი ბლუზი. მაკიაჟის გაკეთებას არ აპირებდა. ერთი სული ჰქონდა, სწრაფად გასულიყო სახლიდან და იმედოვნებდა, მარტივად მიაგნებდა ლილუს სახლს. შემოთავაზებამ ცოტა გააკვირვა, არ ელოდა თუ ლილუ სახლში დაპატიჟებდა, თუმცა შეიძლება მისთვის სახლი იმდენად წმინდა ადგილი არ არის, რამდენადაც სოფოსთვის. ის სახლში თითქმის არავის იწვევს. ალბათ, სახლში შეშვებას, სულის კედლების ჩამოშლასთან აიგივებს.

ლილუს სახლი თბილისის ერთ ძველ გარეუბანში იყო. ადგილი იმდენად მიყრუებული და ყველასაგან მივიწყებული გახლდათ, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ შეიძლება აქ ვინმე ცხოვრობდეს, მით უმეტეს ისეთი ბობოქარი ბუნების პატრონი, როგორიც ლილუა.  სოფომ ორღობეში ლურჯი ჭიშკარი დაინახა და მიხვდა, უკვე მის სახლთან იდგა. გოგონამ ჭიშკარი ფრთხილად შეაღო, წვრილი შესასვლელი გაიარა და დაბალი სახლის წინ აღმოჩნდა, საიდანაც კაცის ყვრილის ხმა ისმოდა. სოფო ანერვიულდა, იფიქრა, მისამართი შემეშალლაო. გოგონამ მობილური ამოიღო . ის იყო, უნდა დაერეკა, ლილუმ გამოიხედა და გოგონა შინ შეიპატიჟა. დაბალჭერიან, სახლში ალაგ-ალაგ ჩამოფლეთილი შპალერი და თეთრი კატა შეეგებნენ. მისაღებ ოთახში მხოლოდ თითქმის ცარიელი კარადა, დივანი და ძველებური ხის მაგიდა იდგა. მაგიდასთან ანაფორაში გამოწყობილი, შუა ხნის წვეროსანი კაცი იჯდა. სოფოს დანახვისას კაცმა ზიზღით აათვალიერა ის, ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაემართა. სოფო დაიბნა, რეაქციისთვს ახსნის მოძებნა არ გასჭირვებია, ლილუსთან სტუმრობა უმალვე ინანა და წამით ისიც იფიქრა,  მოძღვარს ყველაფერს ავუხსნიო, თუმცა რა უნდა ეთქვა? ლილუს სახლში მოძღვრის გარდა ნებისმიერთან შეხვედრას ელოდა.

-ეს მამაჩემია - თქვა ლილუმ, თან მზერის არიდებას ცდილობდა და უხერხულობისგან კატას ფეხით წაეთამაშა.

ლილუმ სტუმარს მოუბოდიშა, უთხრა, მამას გავაცილებო, რომელიც უკვე კართან ელოდებოდა შვილს. მოძღვარი სოფოს არ დამშვიდობებია ან იქნებ დაემშვიდობა კიდეც, მაგრამ გოგონა იმდენად გაოცებული იყო არაფერი გაუგია. დივანზე ნაზად ჩამოჯდა, თითქოს ეშინოდა არ ჩავვარდეო. დაძაბული ცდილობდა ყველაფერი გაეხსენებინა, რაც კი თავის ოჯახზე უთქვამს ლილუს.

მამაჩემი მორწმუნე კაცია, ჩემნაირი  შვილი მისთვის მიუღებელი და სამარცხვინოაო უთხრა ერთხელ. მაშინ გოგონამ ურჩია თუ მორწმუნეა, იქნებ, მოძღვარს დაალაპარაკოო. სოფომ ახლაღა ამოხსნა ლილუს უიმედო ღიმილის საიდუმლო.

-არ ელოდი, არა? - ფიქრებიდან გამოარკვია ლილუს ხმამ

-უბრალოდ... ჰო, ცოტა დავიბენი - თქვა სოფომ და ფრჩხილების წვალება დაიწყო

ლილუც უხერხულად იჯდა მის წინ და არ იცოდა როგორ გაეფანტა დაძაბულობა - ლამაზი კაბა გაცვია, თქვა უცებ. სოფო შეიშმუშნა, თითქოს უნდოდა კაბა ოდნავ ჩამოეწია, მაგრამ ესეც ეუხერხულა და ხელები კალთაზე დაიწყო. ლილუ მალევე მიხვდა, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად კიდევ უფრო დაძაბა გოგონა.

-კარგი, მოდი პირდაპირ მკითხე. გაინტერესებს რატომ ყვიროდა, არა? გახსოვს, გითხარი, შვილს მართმევენ-მეთქი, ეს შენ მაშინ ისეთივე სასაცილოდ მოგეჩვენა, როგორც  მე მეჩვენება ფრაზა „ქართველობას გვართემევენ“, არადა მაშინ არც მიხუმრია და არც შვილის ფსევდოიდეოლოგიური გადაგვარება მაშინებდა. არა. მათ ასე უბრალოდ, პირდაპირი გაგებით, მომტაცეს შვილი. ახლა ის მამამისთან ცხოვრობს. არ მინდა საქმე სასამართლომდე მივიდეს. თავიდან ვდილობდა სწორ გზაზე დავებრუნებინე, მეუბნებოდა, ღმერთს ჯერ კიდევ არ მიუტოვებიხარ, დაგეხმარები, რომ მობრუნდეო. ახლა პირობა წამომიყენა და მითხრა - ვერცერთი უწყება ვერ გვაიძულებს ბავშვი აღსაზრდელად შენ მოგანდოთ, ამას არც არავინ დაუშვებს, მით უმეტეს, როცა მე შენ წინააღმდეგ გამოვალ სასამართლო პროცესზე, შენ სიტყვებს ვინღა მოუსმენსო. ან ქმართან საცხოვრებლად დაბრუნდები ან ბავშვს ვეღარასდროს ნახავ - ეს მისი ბოლო სიტყვებია. მას აზრს მესიად მოვლენილი იესოც კი ვერ შეაცვლევინებს

-რას აპირებ?

-ახლა მხოლოდ ლამუნას მოტაცებაზე და გაქცევაზე ვფიქრობ, თუმცა ეს საუკეთესო გამოსავალი მხოლოდ ოცნებაა.

-როგორ უთხარი?- ჩუმად თქვა თავჩაქინდრულმა სოფომ.

-რა? რომ ლესბოსელი ვარ?  - ლილუს სახეზე ღიმილმა გადაურბინა, რთულად თუ გაარჩევდი ეშმაკური იყო ეს ღიმილი თუ დარცხვენილის  - აღსარებაზე. იმ პერიოდში ტაძარში უკვე იშვიათად დავდიოდი,  აღსარებას კიდევ უფრო დიდი ინტერვალით ვაბარებდი. იმ დღეს გადავწყვიტე, აღსარება მამასთვის მეთქვა. მახსოვს, მისკენ რომ მივდიოდი ფეხები მეკეცებოდა,  მისი რეაქცია წარმოდგენილი მქონდა, მაგრამ დამალვა აღარ შემეძლო. მთელი ცხოვრება ტყვეობას დაემსგავსა. მამამ ირგვლივ ამაყად მიმოიხედა, მოსწოდა, როცა მას ვუყვებოდი ჩემს საიდუმლოებებს, თავზე (იმას რა ქვია) და ჯვარი დამადო. თვალებში რომ ჩავხედე, გავაცნობიერე, ეს ჩემკენ მომართული მისი უკანასკნელი თბილი მზერა იყო. აპირებდა ეთქვა, აბა გისმენ, შვილოო და მე არც ეს ვაცადე, პირდაპირ ერთი სიტყვით დავანგრიე ჩემზე დაშენებული მისი სამყარო. ეგონა რომ მოესმა. მთხოვა მეორედ გამემეორებინა. „შემინდე, მამაო, მე ქალებთან ვწევარ“, - ვთქვი ამჯერად. ვიფიქრე, თავში ჯვარს მთელი ძალით ჩამარტყამს-მეთქი და გავეცალე. თვალმოუცილებლად მიყურებდა, თავი ვეღარ შეიკავა და (ხატების დასადგამს) ჩამოეყრდნო, ნელ-ნელა ჩაიკეცა და საკურთხევლის ასასვლელთან ჩამოჯდა, მეგონა, ნაწილებად დაიშლებოდა. ვგრძნობდი ხალხის აბობოქრებულ ცნობისმოყვარეობას, მათ მზერებში რწმენის უკანასკნელი სხივებიც გაქრა და თვალები ჭორიკნულად აუციმციმდათ. მამასთან მივედი, ჩავიმუხლე, ვიფიქრე წამოვაყენებ-მეთქი... გაეთრიე- დაიღრიალა მან და ატირდა. მე წამოვდექი და წასვლა დავაპირე, ხელში ხელი მაგრად ჩამავლო, თვალებში ჩამხედა და მითხრა - შენ მამა არ გყავს.  აღარც აქ და არც სახლში აღარასდროს მოხვიდეო. იმ დღეს დავკარგე დედაც, და-ძმებიც, ქმარიც. შვილთან ერთად გამოვიქეცი და თავი აქ შევაფარე, ჩემს ბავშვობაში აქ  უსახკლაროებს ვაბინავებდით. მალევე მიპოვეს და ბავშვი წამართვეს.

სოფოს ინტერესი სიმორცხვეზე ძლიერი აღმოჩნდა

- რატომ გათხოვდი, როცა ამ ნაბიჯს დგამდი, იცოდი რომ ქალები მოგწონს?

ლილუ მსგავს კითხვებს მიჩვეულია, ეს ისტორია იმდენჯერ მოუყოლია, უკვე სიტყვასიტყვით იცის, როდის უნდა აუწიოს ხმას ან როდის უნდა შეცვალოს ინტონაცია:

-15-16 წლის გოგონები უკვე შეყვარებულებზე, რომ საუბრობდნენ, მივიდოდი, დავჯდებოდი და ვუსმენდი, არა, ჭორები და ამბები ვის აინტერესებდა. უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი... მაშინ თვითონაც ვერ ვიაზრებდი მიზეზს, ასეთ დროს გაუგებრობა და შიში გიპყრობს. ვერ აცნობიერებ რა ხდება შენს თავს. არც მუცელი გტკივა, არც თავი, მაგრამ მაინც შიგნით ხდება რაღაც. ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის, საკუთარ თავს არ აძლევ უფლებას მიხვდეს, რომ გოგონები მოსწონს, გგონია, რომ გეჩვენება. თუ ვინმეს ეტყვი, რომ რაღაც ამოუცნობმა შეგიპყრო და შიგნიდან გამოსვლას ცდილობს, გეტყვიან გარდატეხის ასაკის ბრალია, გაიზრდები და გაგივლისო. შენც ზიხარ და ელოდები როდის გაგივლის, თუმცა არაფერი არ გივლის. მერე იწყებ სტატიების ძებნას, კითხულობ ბევრს მაგრამ ვერაფერი გეხმარება. ყველგან წერია, რომ უნდა მიიღო საკუთარი თავი, მაგრამ არსად წერია, როგორდავამარცხოეს,როგორ ვიქცე საზოგადოებისთვის მისაღებ ადამიანად, როგორ დაუბრუნდე ჩვეულებრივ ცხოვრებას არავინ გეუბნება. ასეთ დროს თუ გათხოვდი, გგონია, რომ უკვე ყველაფერი კარგადაა, უკვე გადარჩენილი ხარ, მაგრამ ღამღამობით საძინებელი საკნად იქცევა და მიუხედავად ამისა, სანამ რამეს იტყვი ნორმალური ადამიანივით ცხოვრობ.

ლილუ ფეხზე წამოდგა- შენ გგონია სულ ასეთი მრგვალი, თავგადაპარსული და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი დავდიოდი?- თქვა და მობილურში რაღაცას დაუწყო ძებნა - აი, ასე  გამოვიყურებოდი ადრე. გოგონას ფოტოდან მომზირალი ქალი ეცნო, მაგრამ არა იმიტომ რომ ახლა მის წინ იდგა. სოფოს ეს სახე ტელევიზორში არაერთხელ უნახავს, მისი საუბარიც მოუსმენია,მაგრამ ახლა გარდასახვით გაოცებული გონებას ვერ იკრებს, და ვერ იხსენებს, რას წარმოადგენდა ის ადრე.  სოფოს რომ არ სცოდნოდა, ეს შავგვრემანი გრძელთმაინი და მაკიაჟიანი გოგონა ახლა მის წინ ცხვირზე პირსინგითა და ბოლო ღილამდე შეკრული პერანგით იდგა, ვერც კი წარმოიდგენდა იმიჯს ადამიანის ასეთი შეცვლა თუ შეეძლო. კიდევ რამდენიმე წამი და გოგონას მეხსიერებაში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ლელა ჯაფარიძე ამოტივტივდედება. სწორედ ის კდებამოსილი ქალი დგას ახლა მის წინ და სიგარეტს სახეში ორთქმავალივით აბოლებს.

 

 

-ქმრისთვის არაფერი გითქვამს?

- მგონი, ერთხელ ძმაკაცმა უთხრა, შენი ცოლი გღალატობს,  თანაც ქალთანო. სახლში გიჟივით მოვარდა. არაფერი უთქვამს ან როგორ უნდა ეკითხა? საჩხუბარ მიზეზებს რა გამოლევს, ჰოდა ასე მგესლავდა რამდენიმე დღე. ალბათ ასე უყურებენ მუზეომიდან მოპარულ ნივთს, რომელიც ყალბი აღმოჩნდა და  რომლის გამო ქურდად ქცევასაც ნანობენ.

ბოლო 1 წელი არაფერი გვქონია, გაყრაზე უარს მეუბნებოდა  და თანავცხოვრობდით ფორმალურად. მას საყვარლები ჰყავდა და არც თუ ისე უმწიკლო რეპუტაციის იყო, თუმცა ეს ვის ანაღვლებს ერთადერთი სადარდებელი 7 წლის ნიტაა, რომელსაც გულის თანდაყოლილი მანკი   აქვს, თუ დონორი ვერ ვიპოვეთ, ექიმები მხოლოდ 1 წლის სიცოცხლის ვადას აძლევენ...  - ლილუმ შორეულ სივრცეში ერთ წერტილზე შეაჩერა მზერა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში -  ასეთი ყოფილა ჩემი ბედი... დავუბრონდები ოჯახს, მოვირგებ მათ მიერ გამოწვდილ ყველა ნიღაბს და ერთი დღე იქნება, ამ ნიღბების გროვაში გაგუდულს მიპოვიან..

ქალმა ხელით თვალები მოისრისა და სტუმარს მიუბრუნდა - დილით რაღაცის თქმას აპირებდი, რა ამბები გაქვს?

სოფო მიხვდა, ლილუს გონებას ახლა მისი პრობლემების მოსაგვარებლად არ ეცალა და დაჟინებული მოთხოვნის გამო, ეთქვა, თუ რისთვისაც ესტუმრა, გოგონამ პროგრამის კანონებში გაურკვევლობა მოიმიზეზა, თუმცა არ გაუთვალისწინებია, რომ კანონების შესახებ ბევრი არავინ არაფერი იცოდა. კანონი თავად ლიდერი კონი იყო, რომელიც საკუთარი სურვილის მიხედვით წყვეტს, რა შემთხვევაში რა ტიპის რეაგირებაა მართებული.  კონი საშუალო სიმაღლის , შავგვრემანი კაცია, კისერზე უცნაური სვირინგითა და გრძელი ტალღოვანი თმით. საუბრობს ნელა, იმდენად ნელა, რომ თუ მის სიტყვებს არ უსმენ, შეიძლება ჩამოგეძინოს, მაგრამ საქმეც ესაა - შეუძლებელია, მსმენელს მისი ნათქვამი ყურადღების მიღმა დარჩეს.ყოველ სიტყვას თან ატანს განსაკუთრებულ ენერგიას და ყველაზე მომნუსხველად და შთამაგონებელად მოქმედებს. გოგონა ეჭვობს, რომ კონი  ხალხთან ურთიერთობისას  ჰიპნოზს მიმართავს. ეს აზრი მაშინ გაუმყარდა, როცა პირველად პირისპირ შეხვდა მას. კაცმა კიდევ ერთხელ შეახსენა ჯგუფის წესები და უთხრა, რომ ეს არც სექტაა და არც დაჯგუფება, ესაა გზა რომელსაც ჭეშმარიტებამდე მიჰყავს. თუ ამ გზას აირჩევ, შეაბიჯებ სამყაროში, სადაც არაფერი ესაქმება ტკივილს, იმედგაცროებასა და შიშს.ბოლოს დაუსვა კითხვა, თუ რატომ იყო აქ. გოგონას „სოფისთიქეითისტებთან“ გაწევრიანების სურვილის მიზეზი სამი სიტყვით უნდა აეხსნა. „ცნობისმოყვარეობა, ტკივილი, იმედი“, _ სოფო შეეცადა ისეთივე ტონით ეთქვა ეს, როგორადაც მის წინ მჯდომი საუბრობდა, თუმცა მესამე სიტყვამდე, უკვე მიხვდა, რომ ეს ამაო მცდელობა იყო და ბოლო სიტყვა იმედგაცრუებულმა წარმოთქვა.

ლიდერისთვის პასუხი ამომწურავი იყო და გოგონას პირველი დავალება მისცა

-იმისათვის, რომ აჩრდილები მოიშორო, იმისათვის რომ საბოლოოდ განიკურნო ტკივილისგან, მატერიალურად უნდა ებრძოლო მას. უნდა ებრძოლო ყველას, ვინც შენში იმ ძველ განცდებს აღვიძებს. მას, ვინც ტკივილის  შემსუქბუქებას ცდილობს და ამით  უარყოფით განწყობას გიქმნის, დეპრესიაში გაგდებს, გასუსტებს და გაპატარავებს. კიდევ უფრო შესაბრალისად და საცოდავად წარმოგაჩენს, უნდა ებრძოლო მას, ვინ გიყვარს, რადგან სიყვარული ასუსტებს. პირველ რიგში ყველა ტირანი ხელისუფალი ამ გრძნობისგან გათავისუფლებისკენ მიილტვოდა. ჯერ უნდა მიატოვო სიყვარული, გაძლიერდე და მერე კვლავ ათმაგი გრძნობებით შეიყვარებ შენს მხსნელს...

მაშ ასე

პირველი დავალება

შენ ბებიის სიკვდილის შემდეგ მის დანაკლისს შენი მეგობარი თეკლა გინაზღაურებს. თეკლას უნდა მოექცე ისე, როგორც  შენს მტერს _ ტკივილს.

ებრძოლე მას , როგორც ტკივილს და არა როგორც მეგობარს. მისი განადგურების არაერთი გზა არსებობს: დაამცირე ის მეგობრების თვალწინ  და 1 თვის ვადაში წარგვიდგინე ვიდეო. ეს შენ დაგანახებს, თუ რამდენად ძლიერი ხარ უმწეობაზე და ხარ თ არა მზად გადარჩენისთვის, თუ ამას ვერ შეძლებ , შენ განწირული ხარ. ამასთან, შენ წლების განმავლობაში მოგიწევს ატარო ეს ტვირთი და არ დაგავიწყდეს, რომ ყოველ წელს კიდევ და კიდევ დამძიმდება ის.

კონიმ აქ ღრმად ამოისუნქა, სოფოს თვალები იპოვა და ჰკითხა

-მზად ხარ გადარჩენისთვის?

-დიახ- თითების მტვრევითა და ხმის კანკალით უპასუხა თავდახრილმა გოგონამ. უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და არც ამის სურვილი გასჩენია. მეგობრების დამცირებაში დახელოვნებული სოფოსთვის ეს დავალება არცთუ ისე მარტივი ჩანდა. ბავშვობის მეგობრის საჯაროდ დამცირება საკუთარი ბავშვობის დასამარების დაწყებასაც ნიშნავდა.

გოგონას რამდენიმე დღეში მეგობრის დასამცირებელი გეგმა მზად ჰქონდა და მოგვიანებით წარმატებითაც შეარულა, თუმცა ბოლომდე ვერ გასწირა და სცენაზე მანამ გამოვიდა, სანამ თეკლას ახალი თთაყვანისმცემელი წვეულებაზე არ იყო.

ამის შემდეგ გოგონა სინანულმა შეიპყრო, თეკლასაც არაერთხელ სთხოვა პატიება იმისთვის, რაც ჩაიდინა, თუმცა ბოდიში არ მოუხდია. არც  იმის გამო, რასაც მომავლისთვის უმზადებდა მეგობარს, მაგრამ სოფომ ამის შესახებ თვითონაც არაფერი იცოდა.

სოფომ მხოლოდ ერთი წერილი მიიღო მეგობრისგან. გოგონა მიხვდა, თეკლას  ჩხუბისთვის გამბედაობა არ ეყოფოდა, ამიტომაც ფოსტა იშუამდგომლა.

„არ გკითხავ როგორ ხარ, ეგ ისედაც აშკარააა. მე უბრალოდ მინდა, ერთი ამბავი გაგახსენო.

ჩემი ფანჯრიდან თ უთის შიშველი ხე მოსჩანს. შენ მას კარგად იცნობ, თუმცა მას შემდეგ,რაც შენ ბოლოს მესტუმრე, ცოტა დაბერებულია. წელში ჯერ არ მოხრილა, მაგრამ გამხმარ ტოტებზე ასვლას მაინც ვეღარავინ გარისკავს, მე კი ბავშვობაში ხშირად ამოვდიოდი აქ, არ ვიცი, ამით  საკუთარ პატარაობას ვებრძოდი თუ ჩემი ეზოს სილამაზით ვტკბებოდი. შენ ქვემოთ იჯექი და მელოდებოდი, როდის მომბეზრდებოდა მაღლიდან ყურება. ერთხელ გითხარი, გადმოვხტები და დამიჭირე-მეთქი, შენ მართლა გამოსწიე წინ ხელები და ფართოდგახელილი თვალებით მელოდებოდი,  მაშინ ხელი მოიტეხე, სათვალე გატეხე და ბევრიც იტირე. მე კი მხოლოდ მუხლებისა და ხელების გადაღვლეფა მხვდა წილად. ამ მსხვერპლისთვის მადლობა არასდროს გადამიხდია, თუმცა  არც შენ აგიკლივარ მადლობებით, როცა შენ მეზობლის ძაღლი მოგდევდა, მე ამომეფარე და მანაც მე მიკბინა, თანაგრძნობას ვერც მაშინ გრძნობდი , როცა შენი ხათრით მეც ძალით ვიჭრებოდი წრეში ბურთის თამაშის დროს.  მერე აცრემლებულ თვალებიანს გაწყნარებდი და გეუბნებოდი,რომ შემდეგში ჩვენ გავიმარჯვებდით. ჩვენი პირველი საიდუმლო გახსოვს? სიცხიანმა ცივი წყლით სახე რომ დაიბანე და არავის უთხრაო, ჩამჩურჩულე. მე ამ საიდუმლოს ისევე გინახავდი,როგორც თანაბრად გაყოფილ მზესუმზირას ყოველ საღამოს.  პირველად ბიჭთან შესახვედრად რომ გაიპარე ის დღე არ გემახსოვრება. შენ არც იცი, ის ბიჭი მეც რომ მომწონდა, თუმცა , მეგობრობის ბანალური გამოხატვის ნიშნად , დაგითმე და გზიდან ჩამოგეცალე.

სად გააქრე ის გოგონა დიდ ფუშფუშა კაბასა და გრძელ ფატას რომ ხატავდა? რატომ არ დაეხმარე ოცნების ახდენაში ბავშვს, რომლსაც ქუჩაში ხელგაწვდილებისთვის ფულის მიცემა არ აკმაყოფილებდა, ყველასთვის ხელის ჩაჭიდება, საცხოვრებელში წაყვანა და მათზე ზრუნვა უნდოდა. სად გააქრე გოგონა, რომელიც ამბობდა, დიდი რომ გავიზრდები, ყოველ კვირას ეკლესიაში უნდა ვიაროო. ნუთუ ბავშვობიდან  მხოლოდ კომპლექსები შემოგრჩა და მათთან ბრძოლას უკომპლექსობის ნიღბით ცდილობ.

თავიდან არ გკითხე, როგორ-ხარ-მეთქი და ახლა გეკითხები.

როგორ ხარ,მეგობარო, თქვი რამე, თუნდაც უმნიშვნელო, ოღონდ ისე თქვი როგორც უწინ.

ამბავი ერთზე მეტი გამოვიდა, თუმცა ეს ჩვენი ამბების  სულ მცირედადაც კი არ ითქმის, ასე რომ უნებლიე ტყუილი მეპატიება, ისევე როგორც შენ გეპატიება ის ბავშვური დაპირება, ყველასგან რომ უნდა დაგეცავი და აღარავისთვის მიგეცა უფლება ხალხში დავემცირებინე ისე, როგორც გოგიბერიძემ შემარცხვინა მესამე კლასში და თქვა, რომ წყალი კი არა სხვა რაღაც დამესხა იატაკზე. მაშინ ისე შემრცხვა 1 კვირა სკოლაში გამოჩენა აღარ მინდოდა, ჩემს დანახვაზე ყველა იცინოდა, შენ კი ისეთი ძლიერი იყავი, ცდილობდი ყველასთვის პასუხი გაგეცა. ვერაფერი რომ ვერ გააწყვე, საპირფარეშოში შეუვარდი გოგიბერიძეს და კარი გააღე, გამვლელებმა მას დასცინეს და მე ყველას დავავიწყდი. როგორ ამაყობდი მაშინ ამ საქციელით, მაგრამ ნეტა მაშინ დაეცინათ , ნეტავ საერთოდ არ ყოფილიყავი ჩემ გვერდით, ოღონდ ახლა არ გამოგეფინა ის ამაზრზენი ფოტოები, რომელთა გადაღება წლების წინ თვითონვე მაიძულე.

მიუხედავად შენი აუტანელი ხასიათის,კაპრიზებისა და საქციელისა, არ  შემიძლია არ გიცნობდე, გხედავდე და არ მიხაროდეს რაღაც უმიზეზოდ. არ შემიძლია არ მიყვარდე.“

სოფო წერილის წაკითხვამ ისე გაანერვიულა, ცრელებსაც კი შეეშინდათ გამოჩენის. აკანკალებული ხელით შეინახა ფურცელი სკივრში,  სახე ხელებში ჩარგო, თითქოს კარების უკან ატუზული ბავშვობის გონებიდან განდევნას ცდილობდა. სოფოსთვის თეკლა მისი ცხოვრების მემატიანეა. წლების წინ სამუდამო მეგობრობაზე , მალე გაზრდაზე ოცნებობდნენ და სურვილს დედა-შვილობანას თამაშით იკლავდენენ,

თეკლას დიდი ხანი სწამდა, როცა სათამაშოებს ოთახში მარტოს ტოვებდა, ისინი საუბარს იწყებდნენ, გამოჭერის მიზნით, ხშირად უთვალთვალებდა ფანჯრიდან. გადალაპარაკებაზე რომ ვერ წაისწრო, ილუზია მაინც არ დათმო და გადაწყვიტა, უხმოდ საუბრობენო.

13 წლისები შეთანხმდნებ, თოჯინებით აღარ ეთამაშათ, თუმცა ცალ-ცალკე მაინც ორივე ესაუბრებოდა სათამაშოებს და დედობასაც უწევდა, ბოლოს გოგონებმა ფრჩხილის წითელი ლაქი მოიმარჯვეს, თოჯინებს დაუსხდნენ და ისე „დიდურად“ ესაუბრნენ, როგორც მშობლები - მათ. თოჯინები კიბის მესამე საფეხურიდანაც გადმოასკუპეს და სამუდამოდ მიივიწყეს. იმ დღეს გააცნობიერეს რომ პატარები აღარ იყვნენ, თუმცა არც იმდენად დიდები, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გაეგოთ, როგორც სინამდვილეშია.

**

სოფოს სახლისკენ გზას  უკანმიდევნებული ლამპარივით  მიჰყვებოდა მთვარე, რომელიც შორეული კი არა, იმდენად ახლო ჩანდა, შეხების სურვილს აჩენდა, თუმცა გოგონას მთვარის დანახვისას დედის სიმღერა გაახსენდა და წარბები ისე შეჭმუხნა, როგორც შემაწუხებელი სიგნალების ხმების გაგონებაზე სჩვევიათ ხოლმე. დედის გახსენებაზე გონებამ ბრაზი შეაგება, ცდილობდა აზრებისთვის  წინადადებებად ჩამოყალიბების ნება არ მიეცა. მათგან გასაქცევად ფეხსაც აუჩქარა, თუმცა გონება მაინც ჯიუტად კარნახობდა ფრაზებს...

***

კარის ზღურბლზე მჯდარ ზურას არც კი უგრძვნია,როგორ ხმაურით შემოაღო სოფომ ჭიშკარი და ეზო გამოიარა. ის ასფალტზე გაჩენილ ნაპრალს ისე აკვირდებოდა, კაცი იფიქრებდა  გათხრების წარმოების გეგმას სახავსო, თუმცა გოგონასთვის ფიქრებში ჩაძირული მამის პორტრეტი უცხო არ იყო. მან კიდევ უფრო ხმაურით მიირბინა კართან.

-მოხვედიი? სად იყავი? ალბათ,ქორწილის საქმეებს მოსაგვაებლად. გიორგი როგორაა რამდენი ხანია არ შემოუვლია.

-მამა, შეისვენე, ხო კარგად ხარ?

-ცუდად მყოფნის რა მეტყობა - წელში გასწორდა ზურა

-ნასვამი ყოფილხარ-თქვა გოგონამ ღიმილით და მამას გვერდით მიუჯდა. კაცმა მხარზე ხელი გადახვია და თავი ჩაქინდრა

-მამა... დედა რომ ცოლად მოგყავდა ნერვიულობდი? გაუბედავად ჰკითხა გოგონამ - ბებიას მოსწონდა დედა?

ზურამ შვილს მზრუნველობით შეხედა. მან ხომ გოგონას შეკითხვის მიზეზი არ იცოდა და იფიქრა, წინასაქორწილოდ აფორიაქებულს ჩემი მაგალითით დავამშვიდებო.

-ძალიან, ძალიან ვნერვიულობდი... იმ დღეს საკუთარ ქორწილში  კი არა, ომში მეგონა მივდიოდი, თან ჩოხა-ახალუხი მეცვა და ხანჯალიც შებმული მქონდა.... უუუფ

-ბებიას მოსწონდა დედა? როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

ზურას დედის ხსენებაზე ისედაც აბრჭყვიალებული თვალები კიდევ უფრო აუციმციმდა.

-დედაჩემი უცნაური ქალი იყო. ცუდს არავისზე იტყოდა, არც სხვის ამბებს ყვებოდა არც თავისას, ვისაც რა სჭირდებოდა იმას ეუბნეობდა. ვერ გაიგებდი მას  ვინ მოსწონდა. ახლა ვფიქრობ ხოლმე და იცი რას ვხვდები? ადამიანებს არ ახარისხებდა. მისთვის არ არსებობდა კარგი და ცუდი ადამიანი, თუმცა ერთნაირი დამაჯერებელი არგუმენტებით დამგიმტკიცებდა ერთ ვერსიაასაც და მეორესაც. ასეთი იყო ბებიაშენი. არა, სინამდვილეში, ეს დედის ჩემეული ვერსსიაა. არსებობს სხვა ვერსიებიც. ხო იცი, ადამიანის იმდენი ინტერპრეტაცია არსებობს, რამდენიც მას იცნობს და პლიუს საკუთარი თავის მისეული აღქმა.

-დედას და ბებოს არასდროს უჩხუბიათ?

-რა ვიცი შეიძლბა უჩხუბიათ ... შეიძება არ უჩხუბიათ - ზურამ უცებ წარბები შეჭმუხნა და გოგონას თავის ქნევით გახედა - რატო მეკითხები ?

- არა , ისე... გიორგის დედას კარგად არ ვიცნობ და... მასზე არასდროს საუბრობს, საერთოდ არავიზე საუბრობს,

-მაგ ოჯახს რთული წარსული აქვს, ბებიამ კარგად იცოდა მათი ისტორია,  მაგრამ ხომ გახსოვს,  ბებიას  ვერაფერს დასტყუებდი, მარტო აუცილებლობის დროს იტყოდა ვინმეზე ცუდს. - თქვა და ხელები გაასავსავა - სახლში შევიდეთ აცივდა რაღაც - თამაზმა ადგომა დააპირა,მერე ისევ ზღურბლზე მოკალათდა

-ქორწილამდე ორ კვირაზე ცოტა დრო დარჩა, კარგად უნდა იცოდე ვის მიჰყვები ცოლად, ქორწილის მერე სინანულს რა აზრი აქვს? ბევრია ისეთი, ვინც არჩევანს ნანობს, ქალიც და კაციც...  ბოლომდე გულწრფელი უნდა იყო საქმროსთან, მასაც იგივე მოსთხოვე - გოგონა მამის სიტყვებს აღარ უსმენდა, დაჰყურებდა მის სასაცილოდ წვრილ ფეხებს და ახსენდებოდა, როგორ აღიზიანებდა ბავშვობაში მისი სიგამხდრე, მოაგონდა ის დღეც როცა თეკლას უთხრა, ცოლად აუცილებლად დიდკუნთებიან სპორტსმენს გავყვებიო, როდის დაავიწყდა ეს გადაწყვეტილება? მაშინ ხომ არა, როცა გიორგი პირველად დაინახა? არა, იმ დღეს ისე ასეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა.

პირველად გიორგი მაშინ დაინახა, როცა ფარდულში ბებიას ხმას გაჰყვა, გიორგის ხელში რაღაცები ეჭირა, მარინე კი უმტკიცებდა სხვა არაფერი მაქვსო. სოფოს დანახვაზე მარინამ საუბარი შეწყვიტა და სტუმარს ყავაზე ეზოში გასვლა შესთავაზა. გოგონა ბებიის გამომეწყველებამ ააღელვა, მაშინ 8-9 წლისა თუ იქნებოდა, უკვე მარინეს მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობდა და თავი ვალდებულად ჩათვალა მის გვერდით ყოფილიყო. გიორგი მაინც ჯიუტად სთხოვდა რაღაცის მიცემას. მარინემ ღრმად ამოისუნთქა და მამაკაცს შვილიშვილი წარუდგინა, გიორგიმაც თავაზიანად გამოუწოდა ხელი ქალიშვილს და გაუღიმა. იმ საღამოს გიორგი სავახშმოდაც დარჩა, თუმცა მას შემდეგ გოგონას რამდენიმე წელი საერთოდ არ უნახავს გიორგი.

წლების შემდეგ სოფოს გიორგი თეკლამ გააცნო და უთხრა, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ.

::

გასაუბრება ერთადერთ შვილთან

შვილო, დიდი ხანია შენთან საუბარი მინდა, მაგრამ  რატომღაც ვერა და ვერ მოვახერხე ხან დრო ვერ შევარჩიე, ხან შენდამი ხათრმა მძლია, ალბათ, ჩემი ენაბლუობის ამბავიცაა და ასე გადის დრო, სათქმელი და სასაუბრო კი დროდადრო მემატება.

პირველი რაც უნდა გისაყვედურო ისააა, რომ ბევრი რამ ჩემი არ დაიჯერე, გთხოვე არ გინდა, სახლის ამდენი რემონტი, რა დროს აუზია და კიდე ათასი უსარგებლო რამე. არ დამიჯერე, ჩაყარე ამდენინ ფული, იმ ფულით ერთ კარგ ბინას იყიდდი.

ყელის გაწვდენით გემუდრე, გეხვეწე, არ გინდა ბიზნესი. არ დამიჯერე და აგიხდა ჩემი სიტყვები, დაგედო ვალები,დააგირავე სახლი  და დაღუპე ოჯახი, ყველ სხვა უბედურებისსათავეც აქედან იწყება. გეხვეწებოდი, ნუ აძლევ ცოლ-შვილს ამხელა თავისუფლებას. იმ კაცს ჩაუყარე ხელში 20 ათასი დოლარი, ამხელა თანხით  სამოთახიან ბინას იყიდდით. ისიც ხომ გაგაფრთხილე, ასე ნუ შემოიჩვევ და გაითამამებ სახლში-მეთქი? მაგას თავისი ბიძაშვილები არრად აგდებენ, არ ღებულობენ და შენ სახლში დაისვი?

მაგისთანა ამორალური ქცევის კაცს, რა უნდა ჩემს ოჯახში, თუმცა მე მაშინ აღარც ოჯახში ვიყავი და აღარ ოჯახი მქონდა. არ დამიჯერე, პირიქით, შენ წადი მოსკოვში და ოჯახი მას ჩააბარე. მანაც კარგად მოიხმარა.

მეც ბევრჯერ მეტკინა გული. პირველი დარტყმა შენგან მაშინ იყო, მივიღე, როცა კაბინეტში მითხარი, რაც მჭირს თქვენგან მჭირს და არა ჩემი ცოლისგანო.

გინდ წაიკითხე, გინდ არა, მე ამას ჩემს გასართობად ვწერ, თავს ვიქცევ მარტოობაში.

1981 წელი სოფ. (გადაშ)

1983 წლის 7 სექტემბერს დილის 7 საათზე (გადაშლილი) მოვიდა  და მითხრა შენი და ჩენი ცოლის ცუდი ამბავი. ქმარს უღალატაო შენმა რძალმა, სხვა „ვინცხა“ კაცთან დაბოზაობდა. უსიამოვნება აქვთ, დედა ხარ, წამოდი და ჩაერიე საქმეშიო. ისინი თვითონ მოგვარდებიან-მეთქი და უარით გამოვისტუმრე, მაგრამ ჩემს გულში ათასი ვარამი დატრიალდა. მინდოდა ყველაფერი მისი მოგონილი ჭორი ყოფილიყო, თუმცა უკვე ვხვდებოდი რაც მოხდა.

20 სექტემბერს მოხვედი და სრული სიმართლე მითხარი, შენ შენს ბიჭთან ერთად წადგომიხარ თავზე დედამისს და იმ გათახსირებულ კაცს. შენ თავი ვეღარ შეგიკავებია და სასტიკად გიცემია, ნეტა მოგეკლა კიდეც, ჩაგსვამდენენ ციხეში, გამოხვიდოდი და კაცი გერქმეოდა. ისიც მითხარი, იმ გათახირებულმა ცოლად გაყოლა სთხოვა, (გადაშლილი) უარი უთხრა, ამით გამწარებული გადამემტერა, ამიჯანყა თანამშრომლები, რაც ფული მქონდა, იმას მივეცი, ბინის საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო. ამ ამბავმა ძალიან შემაწუხა. ყველაფერი შენი მიამიტობის ბრალია, კაცს ენდე, სახლში შეუშვი, მან კი ცოლი წაგართვა.

ასე ცხოვრების გაგარძელება აღარ შეიძლება. მე ვთხოვ (გადაშლილი) ბოდიშს მოვუხდი, შევპირდები და ავასრულებ არაფერზე შეგაწუხებ, თვალით აღარ დაგენახვები და ფორმალურად ვიცხოვროთ ერთად. ეს საქმე უნდა მოვაგვარო.

1983 წლის 10 ნოემბერს მოხვედი  შენ და წამომიყვანე თბილისში, მომიყვანე ნანათხოვარ ბინაში და ყველაფერი მომიყევი, თურმე კიდევ რამდენიმე დღე დაგიტოვებია ის ქალი შენთან, მერე შეგიკრებია მისი და ჩვენი ოჯახები, მოგიყოლებია მთელი ამბავი შენი ნაცოლებისთვის. ამის შემდეგ დაგიხურავს ქუდი და წამოსულხარ. ოჯახის მთელი ქონება ცოლ-შვილს დაუტოვე. გადაგიწყვეტია განქორწინებაზე განცხადების შეტანა,მაგრამ აქაც (გადაშ) დაუსწრია. ღალატი და განქორწინება იმდენად უეცარი და შემზარავი იყო ჩემთვის, სიტყვა ვერ გითხარი. ვიჯექი და ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტა საერთოდ რას ვერეოდი შენი ბედის გადაწყვეტაში. თავად ხომ უკეთეს არჩევანს გააკეთებდი, იმას მოიყვანდი ცოლად, ვინც გულით გენდომებოდა და ვისთანაც ყველაფრის გაზიარებას შეძლებდი. შენ და შენი ცოლი კი ასე არასდროს ყოფილხართ.

იმ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ გადაგიწყვიტავს სხვაზე დაოჯახება, თუმცა ამჯერად ჩემი ჩარევის გარეშე მოგიგვარებია ყველაფერი და კარგადაც მოქცეულხარ. შემთხვევით შეხვედრიხარ ქუჩაში შეი სტუდენტობის გატაცებას. მთელი ორი თვის ფიქრის შემდეგ მისულხარ მასთან და ხელი გითხოვია. ურთიერთობა ოფიციალურად 26 ნოემბერს გააფორმეთ და საცხოვრებლად მასთან გადახვედი.

** ახლა ამ წერილის წაკითხვას აზრი აღარ აქვს. ჩვენი ცხოვრებ სულ სხვა რელსებზე გადაერთო,მაგრამ მაინც არ დავხევ, რაც დავხიე, იმასაც ვნანობ. იყოს წარსულის მოსაგონებლად

გახსოვს, ერთხელ მითხარი, დედა ზედმეტი არ მოგივიდესო, მე ზედმეტს კი არა იმასაც არ ვამბობ, რაც სათქმელია.

 

***

ნინო თავის ოთახში ქსოვდა, როცა სოფომ კარი ფრთხილად შეუღო.

-დედა, რას შვრები? დედა შენ და ბებიას როგორი ურთიერთობა გქონდათ?

-რავიცი, შვილო, ნორმალური,რა ხდება

სოფოს გაურკვევლობის ატანა აღარ შეეძლო, და მოუნდა, ოჯახის წევრებისთვის კითხვებზე პასუხების გაცემა მოეთხოვა. მის თავში სიტყვები - ნაცოლები, საზღვარგარეთ სწავლა, სტუდენტობის მეგობარი - ისე აიხლართა, როგორც საქსოვი ძაფები დედის კალთაში. ამ წერილიდან გოგონამ მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეძლო, ნინო ზურას მეორე ცოლია, პირველი კი  - პაატას დედა იყო, მაგრამ რატომ უმალავდნენ ამას სოფოს? იფიქრა, იქნებ მამაჩემის პირველი ცოლის შვილი ვარ და არა ნინოსი, იქნებ მან ამ ოჯახში მიმაგდო და თვითონ საყვარელთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყოო.

წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა გოგონა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ წუწუნებდა იმაზე, რომ საქმროს ბოლომდე არ იცნობს, ახლა კი თვითონ არ იცის ვინ არის.

გაუნძრევლად იჯდა, თვალები სადღაც კედლის მიღმა იცქირებოდნენ. გონება კი უამინდობაში  გამოსული მეეზოვესავით ცდილობდა, შეეგროვებინა ფოთლებივით გაფანტული აზრები, თუმცა ძლიერი ქარივით ჩაიქროლებდა ხოლმე რაღაც და ერთად შეგროვილს ისევ მიმოფანტავდა. ასე გახევებული იჯდა კარგა ხანს. თითქოს არც უნდოდა რომელიმე მიმართულებით მსჯელობა დაესრულებინა და აზრისთვის სრულყოფილი სახე მიეცა, ეშინოდა, ვაითუ სიმართლე აღმოჩნდესო. ის ხომ ნინოს არც ვიზუალურად და არც ხასიათით არ ჰგავდა, ბავშვობიდან ბებიასთან იყო მიკედლებული და დედის სითბოს განსაკუთრებულობაც არ ხიბლავდა.

სოფოს თვალები ანიმაციური ფილმის პერსონაჟივით ცრემლებით ივსებოდა, მერე რაღაცამ გაუელვა. გონს მოეგო, რა სისულელეა, რა აბსურდია, შეუძლებელია ნინო დედაჩემი არ იყოსო, გაიფიქრა.  ნინოს მივარდა ძლიერ ჩაეხუტა და გადაწყვიტა, დღიურის წაკითხვა შეეწყვიტა.

***

შემდეგი დღეები სოფო სულ წაკითხულზე ფიქრობდა, თუმცა დაბნეულობას არ იმჩნევდა და ცდილობდა ფიქრები როგორმე განედევნა გონებიდან. ქორწილის დღეც ახლოვდებოდა, თეკლა მზად იყო ყველა სამუშაო თავად შეესრულებინა, თუმცა საპატარძლო ამის საშუალებას არ ძლევდა. ერთი მხრივ შინ მარტო დარჩენას ერიდებოდა, მეორე მხრივ კი რცხვენოდა მეგობრის, სინდისიც ქენჯნიდა, ნანობდა კიდეც, თუმცა ახლა აღარაფრის შეცვლა აღარ შეეძლო ახლა ყველა გზა საკურთხევლამდე მიდიოდა.

სოფო წარმოიდგენდა ხოლმე ამ მომენტს. კადრებად ხედავდა, როგორ ნელა დგამდა გიორგი ნაბიჯებს, როგორ აარიდებდა თვალს სოფო, ჩვეული მიმიკით და წარმოსახვაშიც აშინებდა საქმროს ხეიბრობა.

გიორგი  რომ დაბადებიდან კოჭლი არ ყოფილა, ეს სოფომ იცის, თუმცა სად ან როგორ მიიღო ფეხის დაზიანება მისთვის არავის გაუმხელია. გაუგებარია, რატომ მალავს გიორგი ასე თავგამოდებით ამის მიზეზს. ეს ხომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეემთხვეს. სოფო ხვდება, გიორგი მასთან გულწრფელი არაა, რაღაცას უმალავს, რაღაც ისეთს რამაც შესაძლოა, მას საქმროზე წარმოდგენა შეაცვლევინოს.

სოფო ამაზე დაძინებამდეც ფიქრობდა და გამთენიისას ზარივით გახმაურებულმა საკუთარმა იდეამ გააღვიძა. ჯერ კიდევ ძილში გადაეწვიტა შემდდეგ ვიქენდზესაქმროსთან ერთად კოტეჯი ექირავებინა და დასვენების დღეები ერთად გაეტარებინათ. იქნებ, ეს მის უკეთ გაცნობაში დახმარებოდა. იფიქრა, როგორც კი გავიღვიძებ, მაშინვე დავურეკავო და ასეც მოიქცა. გიორგიმაც იდეა მოუწონა და წყვილმა მზადება დაიწყო. გიორგი დაჰპირდა, კოტეჯის ქირაობა, მე მომანდეო, სოფოს კი ისღა დარჩენოდა, იმ თავგადასავლებზე ეოცნება, რაც წინ ელოდა, თუმცა ჯერ არ აშეენებული ოცნების კოშკები მობილურის ზარის ძლიერმა ხმაურმა მიმოფანტა.

მობილურს მიღმა მწეველი ქალი უნდა მდგარიყო. სოფომ ხმაში სიგარეტის არომატის გარდა დაბნეულობაც შენიშნა. ხმას  შვილისთვის დაბადების დღეზე პორტრეტის ჩუქება უნდოდა და სოფოსთვის დაკვეთა გადაეწყვიტა.  მან უცნობს მისამართი ჩააწერინა და ერთ საათში დაიბარა, მანამდე კი საუზმობა უნდა მოესწრო.

სამზარეულოში გოგონას ძმა და დედა დახვდნენ.

-რა დაფეთებული მიყურებთ?

-ტაქტიანად ილაპარაკე, დაფეთებული არავინ გიყურებს,- უპასუხა ძმამ

-კაი - მხრები აიჩეჩა სოფომ - რას მაჭმევთ?

-მგონი, თამაზს სამსახურიდან უშვებენ - უთხრა ნინომ

-ვაიჰ? რანაირად? რატო?

-აი, ის ვიღაცის ნათესავი გახსოვს? მას ნიშნავენ, მგონიო ჩემს თანამდებობაზეო

-აუფ...  და მე რატომ არ მითხრა... ანუ ვსიოო? წადიო?

-არა ეგრე ჯერ არა, მაგრამ ვხვდებიო, მას ამზადებენ ჩემს პოზიციაზეო.

-და რამდენი აქვს მაგ კომპანიაში ჩადებულიიი... რამდენი ნაწვალები... ალბათ, როგორ ცუდადაა...

-ჰო, უკვე დაიწყო ახალი სამსახურის ძებნა და ნუგზარიმ უთხრა, ჩემთან დაგაწყებინებო, ხელფასიც უფრო მეტი ექნება, მაგრამ თამაზს მაინც გული სწყდება - თქვა ნინომ და მაგიდაზე თეფშები დაალაგა.

- ჰო, ნუ მაშინ, არაა ძაან ცუდი... და შენ რა სახე ჩამოგტირის - მიუბრუნდა ძმას

-ლიკა დამშორდა

-ლიკა წინა თვეში არ დაგშორდა, კაცო ?

-ეგ ლელა იყო

-აა... მოიცა, ლ ასოზე ხარ?

-ა?

-ანუ „ლ“ ასოზე ვინც შეგხვდება, ყველა გოგო უნდა გაიშეყვარებულო?

-ოო, გადი , რა

-არა, მართლა, როგორ აბამ გოგოებს? ბევრს იტყუები? - თქვა და ხელში

- არ ვიტყუები

-აბა რასს შვრები? მითხარი, რა, მართლა მაინტერესებს

-არ ვიტყუები არაფერს, იმას ვეუბნები მარტო რაც უნდათ

-ანუ?

-ანუ ვისაც მუსიკა აინტერესებს,მუსიკაზე ველაპარაკები, თან იმას ვამთხვევ რაც მოსწონთ, ვისაც ხატვა - მხატვრებზე და ასე...

-ვაა, შენ რა განათლებული ბიჭი ყოფილხარ... უი, ახალი შეკვეთა მაქვს, ცოტა ხანში მოვა ის ქალი, შვილი დამიხატეო, რა მარაზმია, საკუთარი პორტრეეტი უნდა ჰქონდეს იმ ბავშვს სახლში. არ მესმის რატო უჩნდებათ მსგავსი სურვილები - თქვა და ჩანგლის ბოლოთი შუბლიდან თმა გადაიწია.

სოფოს უნდოდა სტუმარს სახელოსნოში დახვედროდა, ამიტომაც ისადილა თუ არა დედა გააფრთხილა და ჩავიდა. დამკვეთიც მალე მოვიდა.

ნინომ კარამდე მაღალი, ოდნავ წელში მოხრილი, შავგვრემანი ქალი მოაცილა. უცნობს სახეზე სოფოსთვის გაუგებარი მღელვარება ეწერა და გოგონას ისე აკვირდებოდა, თითქოს თვითონ აპირებსო მის დახატვას.

-დაბრძანდით, აბა გისმენთ, რა ზომის პორტრეტი გინდათ და როდისთვის,მე ახლავე შემიძლია დაწყება, რამდენიმე დღეში ალბათ აღარც მექნება დრო.

-დიახ, აი ეს გოგონაა -ქალმა ჩანთიდან გრაგნილად დახვეული ფოტო-სურათი ამოიღო და სოფოს გაუწოდა

-ლამაზი გოგონაა- გაუღიმა სოფომ ფოტოზე გამოსახულ ცისფერთვალება გოგონას.

-სადმე მიდიხართ?

-უკაცრავად?

-რამდენიმე დღეში...

-აა, დიახ, საქმროსთან ერთად

-ანუ თხოვდებით...

-დიახ

-ბედნიერებას გისურვებთ... კარგია, თუ მასში დარწმუნებული ხართ.

-გმადლობთ. ანუ როდისთვის გინდათ? და რა ფორმატი?

-არ მეჩქარება... აა,თუმცა თქვენ გეჩქარებათ. მოკლედ, ყველაფერი თქვენთვის მომინდია. 10 წლის ხდება და მინდა ასეთი საჩუქარი გავუკეთო. სიმართლე გითხრათ, მე სხვა რამის დახატვა მერჩია და არა პორტრეტის. აი,მაგალითად, რაიემ ასეთის -თქვა ქალმა და ხელი მის წინ დაკიდებული ნახატისკენ გაიშვირა

-მართლა? და მაშინ რატომ პორტრეტი?

-არ ვიცი - ისე გაიღიმა ქალმა, თითქოს „გამოიცანიო“ უთხრა

-კაარგი. თქვენი სახელი არ ვიცი და მაშინ როცა მზად მექნება, დაგირეკავთ

-თათია. ბავშვს ელიზა ჰქვია.

-ელიზა... უცხო სახელია - სხვათაშორის თქვა გოგონამ და იმედი ჰქონდა ქალი მალევე დატოვებდა მის ბუნაგს, თუმცა თამარი სკამიდან ადგომას არ ჩქარობდა.

- მამამ შეურჩია

-საინტერესოა... მამებს ბებიების,დედების ან დიდი ბებიების სახელების დარქმევა უფრო უყვართ.

-ჰო, ის სხვა შემთხვევაა, თქვა ქალმა და თვალები დახარა. თქვენ, მალევე აპირებთ შვილების გაჩენას?

გოგონა შეკითხვამ დააბნია

-მაპატიეთ. მეგობარმა უნდა გამომიაროს. უხერხული ხომ არ იქნება აქ დაველოდო ?

-არა, რას ბრძანებთ, იყავით, რამდენ ხანსაც გნებავთ, ზემოთ ავიდეთ, ყავით გაგიმასპინძდებით.

-არა, აქ მირჩევნია. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენს ნახატებს დავათლიერებ.

-არა, რა თქმა უნდა

ქალი ფეხზე წამოდგა, გოგონამაც ნახატებიდან ნაჭრები ჩმოხსნა.

-მშვენიერია... თვალი მოავლო ქალმა ოთახს. - მძულს კიჩი. ვერ წარმომიდგენია, ხატვის ნიჭი მქონდეს და ის ცხენების და ვაშლების ხატვაში გავფლანგო, თქვენს ნახატებში კი ისეთი სევდაა... სევდა რომელიც ნახატს მიღმა უნდა წაიკითხო - თითქოს თავისთვს საუბრობდა თამარი და ნახატებს აკვირდებოდა.

-ოი, გმადლობთ - თვალები აუციმციმდა გოგონას და გაიფიქრა, თავიდან არასწორი დიაგნოზი დავუსვიო.

-როგორც ჩანს პორტრეტებს იშვიათად ხატავთ.

-დიახ, მხოლოდ დამკვეთთათვის. ჩემთვის კი რაღაც სხვას ვხატავ

-თქვენს ნახატებში სევდა ჩანს. თქვენ კი სულ მალე გათხოვდებით. უფრო პოზიტიური უნდა იყოთ - თვალი გაუსწორა თამარმა გოგონას

სოფომ მზერა აარიდა. რამდენიმე წუთი ორივე დუმდა და ხელოვნებით  ივსებოდა.

-         და თქვენ? დარწმუნებული იყავით ელიზას მამაში, როცა ცოლად მჰყვებოდით?

ელიზას მამა სხვა შემთხვევაა- დაჟინებით ცივად გაიმეორა ქალმა

-როგორც ჩანს, თქვენ არ გიჟდებით თქვენს საქმროზე- ჩუმად თქვა ქალმა- მაპატიეთ,ჩემი საქმე არაა

-არაა საჭირო პატიება, უბრალოდ არ ვიცოდი, ეს დაბნეულობა ასეთი აშკარა თუ იყო.

-არა, მე თქვენს ნახატებს ვხედავ, თქვენს სულს. მის გვერდით, ალბათ ძალზედ ბედნიერი ხართ... მხოლოდ ერთს, გეტყვით, თუ არ გიყვართ, შვილი არ გაუჩინოთ. დაგტანჯავთ.

-თქვენ გიყვართ ელიზას მამა, როგორია სიყვარული? მას ხომ სულ ვერ გრძნობ, ხან აღმერთებ, ხანაც პირიქით, ადამიანზე მეტადაც ამდაბლებ

-ჰმ...ელიზას მამა... სიყვარული უპირობა მზაობაა ყველაფრის ასატანად. თუ გიყვარს არ ითხოვ იყოს ღმერთივით უცოდველი. აი მაგლითად, რას აფასებთ მამაკაცში ყველაზე მეტად?

-არ ვიცი, ჯელტმენობას, ალბათ

-ჰოდა წარმოიდგინეთ, ამ თქვენმა გიორგიმ

-მისი სახელი საიდან იცით?

-დედათქვენს ჰკითხა გარეთ მეზობლემა , სასიძოო, გიორგიო. ხომ არ მეშლება?

-არა, არა, დიახ

-დიახ, წარმოიდგინეთ, ამ თქვენმა გიორგიმ ქალზე იძალადა, სცემა მაგალითად ან , დიახ სცემა - რას იზამდით?

-არა, გიორგი მაგას არ იზამს

-და თუ გააკეთა? უბრალოდ წაარმოიდგინეთ, ხედავთ, როგორ ძალადობს თქვენი საქმრო ქალზე, იტყვით უარს მასზე  - ქალი გამომცდელად, თვალმოურიდებლად უყურებდა სოფოს, თითქოს ეს მისსი ცხოვრების განაჩენი ყოფილიყოს

- იცით, მე და გიორგის უცნაური სასიყვარულო ისტორია გვაქვს, ახლა იმდენად წარმოუდგენელია ჩვენი დაშორება, ვერაფერი მაიძულებს მსგავსი აზრი თავში გავივლო.

-თქვენ ის არ გიყვართ.ალბათ, მოგწონთ ისსეთი,როგორიც შექმენით, წარმოიდგინეთ და ახლა თავს არიდებთ მასზე ფიქრს, ვაიდა, გიორგის ისეთი ვერსია არ შემოგეძერწოთ, რომელიც არ მოგეწონებათ. ნუ გეშნაით საკუთარი წარმოსახვის. თქვენ ისევე უნდა იცხოვროთ, როგორც ხატავთ. და თქვენ არაჩვეულებრივად ხატავთ.

გოგონამ უცებ გაიფიქრა, ამ ქალს ხომ არ მოვუყვე ყველაფერი, იქნებ რამე მირჩიოს, მეც ემოციებისგან დავიცლებიო, მაგრამ არა, ასე უცნობს გულს ვერ გადაუშლიდა.

-თქვენ რაღაც გაწუხებთ. იცით, ადამიანი ისეთი უცნაური ქმნილებაა, უცნობებთან უფრო მარტივად შეუძლია იყოს ის ვინც, სინამდვილეშია, ვიდრე ახლობლებთან. უცნობი წავა, მეგობრები და ოჯახის წევრები კი მუდამ რჩებიან და სამუდამოდ იბეჭდავენ გონებაში თქვენს ყოველ სიტყვას, ეცვლებათ წარმოდგენა და მერე რამდენი რამე უნდა გავაკეთოთ, რათა მათ დაინახონ, რომ სინამდვილეში არც ისეთი ცუდები ვართ, როგორც მაშინ თქვენი ნაამბობიდან ჩანდით, ან არც ისეთი სულელი ხართ...

- დიახ... სიანამდვილეში... სინამდვილეში გიორგი ბებიის მეგობრის შვილიშვილია, რომელიც აქ, ჩვენთან ადრე იყო მოსული, მეც იმ დღეს გავიცანი, თუმცა მერე წლები აღარ მინახავს და ერთხელაც ჩემმა საუკეთესო მეგობარმა თავის ბიჭად გამაცნო. მათი ამბავი ძალიან მიხაროდა. გიროგის მიმართ არასდროს მქონია სენტიმენტალლური განცდები, პირიქით, თეკლას ყოველთვის ვეხმარებოდი, თუ ურთიერთობა აერეოდათ, მაგრამ... მე ორი წლის წინ ბებია გარდამეცვალა. ის ჩვეულებრივი ბებია არ ყოფილა, მან გამზარდა, ძალიან მიყვარდა და მისი ამბავი რთულად გადავიტანე, თანაც... თანაც მისი გარდაცვალებაც რარაცნაირად ჩემი ბრალია, მის სიკვიდლში თავს დღმდე ვიდანაშაულებ, თუმცა ეს სხვა ამბავია. მე რაღაცნაირად რაღაც სექტაში აღმოვჩნდი. მანამ სანამ წევრად მიმიღებდნენ დავალებებს მაძლევდნენ, აზარტში შევედი და ყველაფერს ვასრულებდი. ერთხელაც მითხრეს, რომ გული მეტკინა ადამიანისთვის, რომელთანაც ყველაზე მეტ სულიერ კავშრს ვგრძნობდი. ასეთი თეკლა იყო.დავალებები ნელ-ნელა რთულდებოდა. ბოლო დავალება მისთვის სიყვარულის წართმევა იყო. არ ვიცი როგორ, მაგრამ ესეც შევძელი. ყველა იმ მეთოდს მივმართე, რასაც გოგონები ჰოლივუდურ ფილმებში - შემთხვევით მის ხელებში აღმოჩენა, თვალებში ყურება, მოულოდნელი შეხვედრები... შანსს არ ვუშვებდი მასთან მარტო დავრჩენილიყავი და აი , ისიც... თეკლას უთხრა, რომ კარგი გოგოა, რომ უკეთესს იმსახურებს. ჩვეულებრივი სცენარი, მოკლედ. ცოტა ხანი ვმალავდით ურთერითობას. მე ხან თეკლას ვამშვიდებდი, ხანაც მისი გულის გამტეხის მკლავებში ვნებივრობდი. ბოლოს ფარული შეხვედრებით დავიღალეთ და ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, მისთვის და დანარჩენებისთვის ყველაფერი გვეთქვა. თეკლა დიდი ხანი არ მპატიობდა ამ ამბავს და მართალიც იყო. მე კი მის გარეშე დავცარიელდი, ახლა ვცდილობ აქ სექტას ჩამოვშორდე, რადგან მივხვდი ის ხალხი ჩვენგან თვითმკვლელთა რაზმს ქმნის. მათგან სიცოცხლე თვითმკვლელობით ბევრმა დაამთავრა.

თეკლას წერილებით  შერიგებას ვთხოვდი, თუმცა არაფერი ამართლებდა. არ მინდოდა შევზიზღებოდი და ვერ ვპოულობდი მასთან მისასვლელ გზას, ვერც სიმართლეს ვეტყოდი. ერთხელ მასთან მთვრალი მივსულვარ. არ მახსოვს რა ვილაპარაკე, თუმცა მეორე დილით მის ტახტზე გავიღვიძე და მას შემდეგ ურთიერთობაც თავიდან დავიწყეთ. სინამდვილეში კი ნაპატიები დღემდე არ აქვს ან კი როგორ შეიძლება, მაპატიოს... თეკლა ასეთია, არასდროს წამომაძახებს, რომ ცხოვრება წავართვი, მაგრამ მე ხომ ყოველ ჯერზე, როცა მასთან ვარ, ვგრძნობ მის დაცარიელებულ სამყაროს და არცერთ ენაში არ მოიძებნება სიტყვა იმ განცდების გამოსახატად რასაც ვგრძნობ - ესაა ერთდროულად განცდილი ზიზღი საკუთარი თავის მიამრთ,  შიში, უიმედობა, სიბრალული...

იმ პერიოდში, როცა გიორგის შებმა დავიწყე მართლა გამიჩნდა რაღაც გრძნობები,მაგრამ ახლა არ ვიცი, მიყვარს თუ არა... თანაც...

სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს დაძაბულები სუნთქვასაც ვეღარ ბედავდნენ.

-თანაც რა?

-რაღაცას მიმალავს, ვგრძნობ,მაგრამ,  არ შემიძლია ახლა მასზე უარის თქმა. მას შემდეგ რაც ჩვენი ამბავი თეკლას ვუთხარით, ყველა გზა მოჭრილი მაქვს. მაშინ მართლა მეგონა რომ მიყვარდა და იმედი მქონდა, ოდესმე მომიყვებოდა თავის ამბავს, თუმცა არა... ან იქნებ მიყვარს კიდეც,მაგრამ იმის შმედგე რაც გავაკეთე,მაქვს უფრლება ვიყო ბედნიერი?

ქალს თვალები აუწყლიანდა

-ანუ გგონია რაღაცას გიმალავს?

-ჰო... თქვა სოფომ და ცრემლებით დაღარულ სახეზე ხელი მოისვა.

თამარმა ღრმად ამოისუნთქა, ოთხას თვალი კიდევ ერთხელმოავლო და დაიწო

-თუ მისი ცოლობა არ გინდა...

-მინდა მისი ცოლობა, მომწონს, მაგრამ შეიძლება არ მიყვარს ან თვითონ არ უნდა რომ მიყვარდეს,არ ვიცი, მაპატიეთ, ჩემი პრობლემებით გუნება გაგიფუჭეთ,

-არა... მე გეტყვი, როგორ მოვიქცეოდი შენს ადგილზე და თავად გადაწყვიტე... ეს დიდი რისკია, მაგრამ მე პირობას დავუყენებდი. ვეტყოდი, ვიცი, რომ რაღაცას მიმალავ, თუ არაფერს მეტყვი, ქორწილს ჩავშლი, თუ მეტყვი, თავადვე გადავწყვეტ მინდა თუ არა გავხდე შენი ცოლი-თქო. შეიძლება არ დაგთანხმდეს, შეიძლება... ქალს ცრემლები წასკდა და საუბარი ვერღარ გააგრძელა

გოგონას ასეთი ემოციურობა გაუკვირდა.

-მაგრამ შენ თუ ეტყვი, თუ თვითონ დარწმუნებულია, რომ უყვარხარ, გეტყვის - თქვა ქალი და სკამიდან წამოდგა, ქურთუკი მოიხურა და კარისკენ წავიდა - აღელვება მაპატიეთ...

-არა, რას ბრძნაბეთ, სოწრედ ეგრე ვეტყვი, კატეგორიულად - თქვა სოფომ და სტუმარი გააცილა. ისინი ერთმანეთს გულითადად დაემშვიდობნენ.

მერე გოგონა თავის ოთახში ავიდა და დღიურის წერა დაიწყო:

„,შენთვის არასდროს მიკითხავს, რა ხდება შენკენ-მეთქი. მგონი ეს უცნაური იქნებოდა. ოჯახის წევრები დილით ერთმანეთს ხელს არ ართმევენ, არ ეხუტებიან და ყოველი შეხვედრისას არ გადაკოცნიან. ადამიანთან თანაცხოვრება გაშორებს მასთან, მისი დანახვა არ გიხარია, არ გაოცებს, არასდროს განიცდი მონატრებას და ვერ ხვდები როცა შინ ბრუნდება, უბრალოდ დაღლილია თუ თავს ცუდად გრძნობს.  ვინც გიყვარს შორს უნდა გყავდეს, ასე სიყვარულს მოუფრთხილდები, გამოიზოგავ. იშვიათად უნდა უყურო იმ ფილმს რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს. საყვარელ სიმღერას მხოლოდ მაშინ უნდა მოუსმინო, როცა მოგენატრება. სიყვარულის ერთი აბი ყოველთვის უნდა გქონდეს შენახული, უნდა გადამალო, თვალსაწიერს მოარიდო. ასეთი გრძნობა დიდხანს გაძლებს. მე კი შენ სულ თვალში გეჩხირებოდი, თავს დაგტრიალებდი და არასდროს გეკითხებოდი, რა გჭირდებოდა, ჩემს ისტორიებში ისე ვიყავი ჩაძირული, ვერც კი ვიხსენებ, როგორ გრძნობდი თავს სახლში,იქნებ რა გიჭირდა, იქნებ გჭრდებოდა ვინმეს შეეხსენებინა, რომ ქალი ხარ, დედა... შენთვის არასდროს არაფერი მიჩუქნია, იმიტომ არა,რომ შენი გახარება არ მინდოდა. უბრალოდ მეგონა ჩემი ნაჩუქარი შენთის იმდენად მცირედი იქნებოდა, ვერ შევძლებდი შენი გულის მოგებას, მეგონა კერპი იყავი, შეუდრეკელი, ამაყი და არავინ და არაფერი მოიძბნებოდა შენი შემშინებელი. ვცდებოდი.

ახლა რომ აქ მყავდე, რას მირჩევდი ნეტა. ალბათ, მენდომებოდა, მეც ისეთივე შეუვალი გამოვჩენილიყავი, როგორც შენ გვახსოვხხარ. ვინ იცის რას ისურვებდი ჩემთვის... გენდომებოდა ცოლად შენი მეგობრის შვილიშვილს გავყოლოდი? ისე ზოგჯერ, გულის სიღმრმეში მგონია, რომ გიორგიმ ჩემი სიყვარული ამითაც დაიმსახურა.  წარმომიდგენია, როგორ გაგახარებდა ის ფაქტი, რომ ცოლად შენი საყვარელი ადამიანის შთამომავალს მივყვები. არ ვიცი, შეიძლება გეთქვა,  სად გეჩქარება, ჯერ კარიერა აიწყვე გათხოვებას ყოველთვის მოასწრებო. შენ რომ ჩემ გვერდით ყოფილიყავი, ალბათ,  კიდევ კარგა ხანს არ მომინდებდა ამ სახლიდან წასვლა, მაგრამ შენ აქ არ ხარ და არ აქვს მნიშვნელობა რას ვიზამდი ახლა აქ რომ ყოფილიყავი. შენ იქნებ არც მოგწონებოდა ჩემთვის ეგ ბიჭი, იქნებ შენ ჩემზე კარგადაც კი იცნობდი მას. რატომ არასდროს გახსენებს შენ. თუმცა შენ კი არა, ის თავის ოჯახსაც არ ახსენებს ჩემთან. მაინც არ მესმის, რად უნდა ჩემი ცოლობა თუკი ახლოს მიშვებას არ აპირებს.

მახსოვს ის დღე, როცა ცოლობა მთხოვა. ქალაქგარეთ პიკნიკზე  ვიყავით, ორივეს მეგობრები იქ იყვნენ. მან რაღაც თამაში მოიგონა, დამალული ნივთი უნდა გვეპოვა, გზად მინიშნებები გასაღებები გვხვდებოდა. დანარჩენებს ყველაერი სცოდნიათ, მხოლოდ მევეზებდი გამალებით და ვიპოვე კიდეც. ღელავდა, ხელები შეუმჩნევლად უთრთოდა და დაძაბული მიყურებდა.  მე უცებ ძალიან გამეცინა,ნუთუ ეს ჩემს თავს ხდება-მეთქი ვფიქრობდი. მოვიდა,ბეჭედი თითზე გამიკეთა და თითქოს არც უკითხავს. ის იმდენად დარწმუნებული იყო, რომ არც უკითხავს. ან ინებ ემოციებიდან არც მახსოვს. არ ვიცი, თუმცა მაინც დავთანხმდებოდი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მომენტი არ გამეფუჭებინა. ეს ისეთი ამაღელვებელი იყო. ჩემ წინ , მუხლებზე დამდგარიყო და ცოლობას მთავაზობდა. მსგავსი რამეები ხომ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და შეიძლება, ყველას ცხოვრებაში არცკი.

სულ ერთი კვირაც და მე მისი ცოლი მერქმევა, მაგრამ რომ არ დასთანხმდეს ჩემ პირობას,არაფერი  რომ არ მითხრას, რომ არ მომიყვეს თავისი წარსულის შესახებ, მაშინ? მაშინაც გავყვები ცოლად?

მობილურის ზარის გაგონებამ სოფო შეაკრთო, ხელი აუკანკალდა და კალამი გადაუვარდა.

-ხო გიო, - თქვა მან

-გადავწყვიტე, ჩემს აგარაკზე წავიდეთ წკადისში. რას შვრები?

-რავი, ვხატავდი... ანუ როდის წავალთ ?

-თუ გინდა, პარასკევ საღამოს წავიდეთ და კვირას წამოვიდეთ

-კი, კარგი იქნება

-რა გჭირს შენ?

-არაფერი, უბრალოდ ვმუშაობდი და...

-კაი, პატარა, ხელს არ შეგიშლი და საღამოს გნახავ. დავგეგმოთ ყველაფერი

-კარგი - ისე დაემშვიდობა გოგონა საქმროს, როგორც მოკრძალებული სტუდენტი -ლექტორს

ის იყო გაახსენდა დღეს თეკლა რომ უნდა სტუმრებოდა და დერეფნიდან მისი ხმაც შემოესმა. მერე კარზე ფრთხილი კაკუნი და თეკლას უკვე გულში ჰყავდა მეგობარი ჩაკრული.

-რას შვრები, აბა

-შენ რას შვრები?

-რა დროს მე ვარ. ერთ კვირაში ქორწილი გაქვს - უღიმოდა თეკლა - შენი კაბა ჩემთანაა. მეც ავარჩიე რამდენიმე და მერე გაჩვენებ,ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, რომელი ჩავიცვა.

-რამე ვარდისფერი? ფილმებში მეჯვარეებს სულ ვარდისფერები აცვიათ

-ჰმ... არ ვართ ფილმში.

-ჰო... ნეტა ფილმი იყოს, დავაპაუზებდი. ვირეპეტიციებდი. აფსუს

-რეპეტიცია არ ვიცი და გამოძინება არ გაწყენდა. ნამტირალევი ხარ?

-ცოტა, დილით წამოვიტირე...

-რატო,რამე მოხდა?

-არაფერი, უბრლოდ... შენ ჩემი მეჯვარე უნდა იყო და მე... მოკლედ შენთან საუბარი მინდა. მოდი, სასმელს ამოვიტან და თან ვიჭორაოთ.

-არ მინდა სასმელი, აქედან სამსახურში უნდა შევირბინო და რა ხდება?

-იცი რაც ხდება, საშინლად მოგექეცი, შენკი ისევ აქ ხარ. შენი მიმტევებლობა კიდევ უფრო საშინლად მხდის და შენ ეს იცი ან იქნებ არც იცი

-სოფო

-არა,მაცადე - ლოგინზე შესწორდა სოფო და განაგრძო - ბოდიშს არ მოვიხდი იმის გამო რომ... მაგრამ ნებისმიერ შემთხვვევაში მინდა იცოდე, რომ ამის გამო დავიტანჯები

-თუ გგონია რომ გაპატიებ

-არ მგონია. მე შენ იმაზე მეტად მჭირდები, ვიდრე მე - შენ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ,  გიორგიზე ძვირფასიც და რთული იყო გადაგჩვეოდი. არ შემიძლია არ გწერდე ყოველ დღე, არ გაგებინებდე სად ვარ და რას ვაკეთებ. შენ გვერდით ვპატარავდები, არ შემიძლია შენთან დიდივით ვისაუბრო და შენ ეს იცი. განშორება გულს ტკენს ადამიანებს,მე კი ჩვენ შორის გაჩენილმა ბზარმა, თუ უფსკრულმა მთელი სხეული მატკინა.  ვიცი, ვერასდროს მაპატიებ, მაგრამ მინდა შენც იცოდე, რომ მე მთელი ცხოვრება შემაწუხებს სინდისი იმის გამო, რაც გაგიკეთე და ეს არ მომცემს სრული ბედნიერების ნებას. მინდა იცოდე,რომ ყოველ წამს, როცა უსაზღვროდ ბედნიერი მოგეჩვენები, მაშინაც, როცა საკურთხეველთან ვიდგები და მაშნაც,როცა შვილი შეგვეძინება,  რაღაც დამტანჯავს და ამ გრძნობას ვერაფერი შეცვლის.  ეს ჩემი სასჯელიცაა და ბედნიერებაც.  ჯერ კიდევ მაქვს უნარი, პასუხი ვაგო ცოდვაზე, რომელიც შენ მიმართ მიმიძღვის და ეს ამ ამბის არ დავიწყებაა. ეს კი მთელი ცხოვრება არ მომცემს მოსვენებას. მთელი ცხოვრება გამყვება და არც მენდომება, დავახშო ან უარვყო იგი. მე არ ვიმსახურებ ბედნიერებას და ღირსი ვარ მტანჯავდეს ეს განცდები.

თეკლა სოფოს მოეხვია, გულში ჩაიკრა, თუმცა არ იცოდა, რა ეთქვა.

-მოდი, ამაზე აღარასდროდ ვისაუბროთ. არ გეტყვი რომ გაპატიე და ყველაფერი დავივიწყე, უბრალოდ შენ იმაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის, ვიდრე ყველა ბიჭი ერეთად აღებული ვინც კი ოდესმე მომწონებია. გიორგი... გიორგის მიმართ მქონდა გრძნობები, თუმცა არ მყვარებია, არც მას ვუყვარდი, თუმცა თითქმის 2-თვიანი შეხვედრების შემდეგ დაშორება, მით უფრო მიტოვება, ადვილი გადასატანი არ ყოფილა. შენგან მეწყინა და არა მისგან ის საერთოდ არაფერ შუაშია. იცოდე,რომ გიორგის მიმართ ახლა არანაირი გრძნობები არ მაქვს

-ანუ თქვენ შორის სერიოზული არაფერი ყოფილა- სათვალე შუბლზე გადაიტანა სოფომ და აცრემლებული თვალები მოისრისა

-არა, გოგო. არც მას ვყვარებივარ. ვამბობდით,რომ აჩქარება  არ გვინდოდა,საკუთარ გრძნობებში უნდა დავრწმუნებულიყავით და დავრწმუნდით კიდეც. ბოლოს მეუბნებოდა, რომ დაიღალა, ასე აღარ შემიძლიაო, ესაო - ისაო. მე შენთან მოვდიოდი და გეწუწუნებოდი,რომ ვიღაც ჰყავს. ჰმ... სასაცილოა... ახლა მგონია, რომ ეს არაასდროს დამავიწყდება და ვერასდროს გაპატიებ, თუმცა ის კი ვიცი, რომ ჩვენ მაინც არაფერი გამოგვივიდოდა. მაინც მაქვს იმედი, რომ ოდესმე დავივიწყებ ამ წყენას და მოვა დრო, როცა ამაზე გაგვეცინება, ოიჰ, როგორ მინდა ეს დრო მოვიდეს, როგორ მინდა გაპატიო. თვითნაც იცი ეს შენ მიღალატე და არა გიორგიმ. შენთვის კი, როცა რაიმე ცუდის თქმა მინდა, პირიქით  ვაკეთებ.

სოფომ სახე ხელებში ჩარგო და ისე მიიჭირა სახეზე, გეგონებოდა საკუთარი თავის გაჭყლეტას აპირებსო.

-მე მართლა მეგონა,რომ მქონდა მიზეზი. შენ ხომ იცი მაგ პერიოდში საკუთარ თავს არ ვგავდი. არ ვიყავი საღ გონებაზე, საკუთარ თავზე და სამყაროზე ექსპერიმენტებს ვატარებდი.

-კაი, არ გინდა

-არა, მართლა, ფსიქოლოგთან რომმივსულიყავი, ალბათ დამაწვენდნენ. ჰო, ესეც უაზრო თავის მართლებაა- თქვა და ბალიში ხელით ჩაბღუჟა - ვერასდროს გამოვისყიდი ჩემს დანაშუალს

-რა იცი, იქნებ თქვენს ქორწილში ვინმე სიმპატიური ბიჭიც გავიცნო

თქვა და ეშმაკურად ააციმციმა თვალები თეკლამ,მერე გადაიკისკისეს და ეს მივიწყებული სიცილი ორივეს ეუცხოვა.

-ვაიჰ, როგორ მჭრდებოდა ეს საუბარი - თქვა სოფომ დუმილის შემდეგ

- ვიცი...

-საღამოს გიორგი გამომივლის. ამ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ ვაპირებთ წასვლას, კვირა საღამოს ჩამოვალთ და სამშაბათს ქორწილია. ღმერთოო.. როგორ მეშინია...

-ყველას ეშინია, ალბათ რა ვიცი , თქვა და ცხვირი აიბზუა თეკლამ- მოიცა და, ამ შაბათ-კვირას რამეს აპირებთ ? - წარბები აათამაშა გოგონამ და ჩაიცინა

- არა რას უნდა ვაპირებდეთ

-ჰმ.. გეგონოს

- ოო, არა

- კაი, ჰო, წავედი და მოგწერ საღამოს

მეგობრები ერთმანეთს ისე გადაეხვივნენ, როგორც დიდი ხნის უნახავებს სჩვევიათ, სინამდვილეში, ხომ ასეც იყო....

საღამოს სოფო საქმრომ მოაკითხა და ქუჩის ბოლოს კაფეში დასხდნენ. გოგონა ახლა ბევრად უფრო ლაღი და თავისუფალი იყო, თითქოს მხრებიდან ლოდი კი არა ჩინეთის დიდი კედელი ჩამოხსნესო. ამის შემჩნევა არც გიორგის გასჭირვებია, იფიქრა, რაღაც განსაკუთრებულმა ამბავმა გაახალისაო

-რას შვრებოდი დღეს?

- დილით ერთი ქალი მოვიდა, შვილის პორტრეტი შემიკვეთა. ისეთი ლამაზი ბავშვია, დიდი ცისფერი ოდნავ დახრილი თვალები აქვს - გაიცინა გოგონამ -  ძალიან მინდა კარგად გამომივიდეს.

-როდისთვის უნდა დახატო ? პარასკევ საღამოს რომ წავიდეთ,ხო შეგიძლია?

-კი, პარასკევს წავიდეთო- თქვა სოფომ, მერე უცებ რაღაც სევდა შეიპყრო - იცი რა ვიფიქრე, ამ დღეებში შინ ხომ არ გესტუმრო? შენებს უკეთ გავიცნობდი, ვისაუბრებდით...

-რატომაც არა.  ვეტყვი ჩემებს ჩემთან გამოვიდნენ

-არა, მე მინდა, იქ მოვიდე, სადაც გაიზარდე

-ჩემი მშობლები არ ცხოვრობენ იმ სახლში, სადაც მე გავიზარდე- მკვახედ მოუჭრა გიორგიმ და მზერა ფანჯრისკენ მიაპყრო

- უი , ეგ არასდროს გითქვამს

-რა სათქმელია ეს.

-რა ვიცი, შენ ხომ იცი ჩემზე ყველაფერი

-ისევ თავიდან იწყებ

-კაი, ვსო

***

მეორე დილით სოფომ ბებიის ხალათი მოიცვა და სახელოსნოში სახატავად ჩავიდა. დიდი ხანი აკვირდებოდა გოგონას ფოტოს. მერე ხატვა დაიწყო და ცარიელი ბატმანი ნელ-ნელა ბავშვის ნაკვთებით შეფერადდა, სოფოს ფიქრები კი თამარისკენ დაჰქროდნენ და ამ ქალის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდნენ. უცნაური ქალი იყო... როგორ იტირა სოფოს ისტორიის მოსმენისას ანკი რა ატირებდა? ასეთ რეაქციას იწვევს მოღალატე გოგონას ისტორია, ნუთუ სიბრალულს იწვევს და არა ზიზღს? არა, ძალიან უცნაური სტუმრობა იყო. მეგობარმა უნდა მომაკითხოსო რომ თქვა, არავის მოუკითხავს,ფეხით გაუყვა ქუჩას, არც არავის დაურეკია. ბოლოს სოფოს თავში ახალმა აზრმა ნაპერწკალივით გაიელვა. იქნებ ეს ქალი სექტიდან მისი მდგომარეობის გასარკვევად მოუგზავნეს.

სოფომ საკუთარ თავს შესვენება გამოუცხადა, ზემოთ აირბინა და ლილუს დაურეკა. მან, როგორც ყოველთვის, მობილურს მაშინვე უპასუხა და ისე გულითად მოიკითხა, თითქოს მთელი დღეები ამ ზარს ელოდაო. გოგონამ ის თავისთან მიიპატიჟა, თუმცა დათანხმების იმედი არც ჰქონია. ბოლოს გადაწყვიტეს, რომელიმე კაფეში დამსხდარიყვნენ.  სოფომ მობილურზე საუბრის დროს ბებიის დღიურს მოჰკრა თვალი და უცებ ისევ შეეცვალა განწყობა. გაიფიქრა,  წაკითხულზე მოვუყვებიო, თუმცა რა უნდა ეთქვა, იცი, მგონი დედაჩემმა ბებია სახლიდან გააგდო თუ დედაჩემს მამაჩემამდე სხვაცოლი ჰყავდაო.

ლილუ გაიღემებს, ტუჩებს მოკუმავს, თავს გადააქნევს და იტყვის, რომ ყველაფერს მხოლოდ მაშინ გაარკვევს,როცა ოჯახის წევრებს კითხვების დასმას დაუწყებს. პირდაპირ ჰკითხოს მშობლებს არის თუ არა რამე ისეთი, რაც არ ვიცი ჩვენი ოჯახის შესახებო, ასე  ცალსახად დასმულ შეკითხვას პირდაპირი პასუხები სჭირდება და ვერც გვერდის ავლას შეძლებს ვინმე.

ლილუს ასე სწამს - ყველაფერზე ხმამაღლა უნდა ისაუბრო, მაშინაც კი თუ შეცდომები სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაგდებს და მით უფრო მაშინ, როცა პასუხების გეშინია, რადგან წლები რომ გავა, ერთადერთი რასაც ინანებ უნდა იყოს ჩადენილი შეცდომები და არა ის, რაც არ გააკეთე. უნდა იცხოვრო ისე, თითქოს კვალდაკვალ დაგყვება მეზობელი რომლის ჯინაზე მზად ხარ, სახლი ყოველ წელს არემონტო, ყოველ დღე სამსახურიდან შინ დიდი გაუმჭვირვალე, სავსე პარკებით დაბრუნდე, თუნდაც ისინი ნაგვით იყოს სავსე. ლილუს რწმენით, ცხოვრება მარათონია, სადაც აღარ აქვს მნიშვნელობა მის სურვილებს, მთავარია,მიზანს მიაღწიოს და აღარც მიზანს აქვს მნიშვნელობა, მთავარია გაიმარჯვოს. მას აღარც ახსოვს როდის აქცია ცხოვრება რბოლად, თუმცა იცის ის, რომ ოცნებებს ვეღარ სდევს.

ლილუ ერთი კვირაა,რაც შინ დაბრუნდა, თუმცა მისი ქმარი წავიდა სახლიდან და მამაოს, ლილუს მამის ხვეწნა-მუდარით და კიდე კაცმა არ იცის რითი, შინ დაბრუნდა. ახლა ისევ ოჯახი ჰქვიათ, იცხოვრებენ დიდხანს და არც თუ ისე ბედნიერად, ექნებათ საუთარი უბედურება, რომლის მთავარი სახელი გულის მანკით დაავადებული შვილია. ბავშვი რომ არა, ლილუ ახლაც განაპირა სახლში იცხოვრებდა და საერთოდ არ შეაწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ ქმარს ყოველ დღე უღალატებდა. ახლაც ღალატობს. ოღონდ წარმოსახვაში და თვლის,რომ ღალატი მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ ჩადენილი ცოდვაა. მხოლოდ შენს პრინციპებს, შენს სიტყვებს, წარსულს ამცირებ ღალატით და არავის სხვას. ის პასუხიმგებლობას და ვალდებულებას ვერავის მიმართ ვერ გრძნობს, გარდა ერთადერთი შვილისადმი, თუმცა ლილუს დედური ინსტიქტები ფეხმძიმობის პირველ პერიოდში ჯერ კიდევ არ ჩანდა. ის ხშირად იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს,რამაც გოგონას გულის სარველის აფრების ფუნქციის ცვლილება და სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვია. ახლა სინანული მშიერი მგელივით რომ დაძრწის მის სხეულში, თავს საკუთარი ორიენტაციით იმართლებს და ამბობს, რომ ასეთია. სხვანაირი. ემილია 7 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში ის სამაგალითო დედის, ერთგული შვილის და სახელოვანი მოქალაქის ნიღბებს ერთამენთს წარმატებით ანაცვლებდა. ბოლოს ალბათ, ყველა ნიღაბი გაუცვდა, ფანტაზიაც დაუჩლუნგდა, დაიღალა და აღიარა, მე არ ვარ ის ვინც თქვენ გგონივართ, მე იმაზე გაქნილი აფერისტი ვარ, ვიდრე თქვენს მარწუხებში მოქცეულ გონებას შეუძლია წარმოიდგინოსო. პატიოსნებაზე ამბიცია არც არასდროს ჰქონია, ერთხელ ერთმა ლექტორმა უთხრა, პატიოსანი ადამიანი შტერი და გამოუცდელიაო, პატიოანია ის ვისაც არ შეუძლია წარმოიდგინოს, რამდენად ბინძური საქმეების ჩადენა შეუძლია ადამიანსო.იმ დღის შემდეგ, ლილუ საკუთარ თავს გამოუტყდა,რომ მას შეუძლია იყოს ძალიან ცუდი, შეუძლია,მაგრამ არ სჭირდება. არ სჭირდება მოატყუოს სოფო, თუმცა ასე არ მოექცევა, რადგან,როცა ამ დაბნეულ გოგონას ხედავს, ენანება შეცდომების დაშვებისთვის და გულწრფელად იმას ურჩევს, რასაც თვითონ იმავე სიტუაციაში გააკეთებდა, თუმცა ხვდება იმასაც, რომ სოფო მასთან შებოჭილია, მიზეზი ესმის და ეს ღიმილს ჰგვრის, ხანდახან უნდება, ცოტა შეაშინოს, ანკესი გადააგდოს და დაელოდოს მოჰყვება თუ არა მას უმწიკლო გოგონას ვნებათა ღელვა.

სოფომ თვითონაც ვერ ხვდება, რატომ ენდობა ამ ქალს ასე უსიტყვდოდ. მისი ყოველი რჩევა, გოგონას განხილვას აღარ ექვემდებარება და უპირობა შესრულებისთვისაა განწირული. სოფო ლილუს საქმროს ჩაკეტილობაზეც ჰკითხავს აზრს და ლილუც ყველაზე არაორდინალურ პასუხს გასცემს, რაც შეიძლება სოფოს სხვა რომელიმე ნაცნობს მოსვლოდა თავში.

-როგორც ჩანს, შენი გიორგი მართლა მალავს რაღაცას და თუ თქმა არ უნდა... იცი რა ქენი, მისი რომელიმე ძმაკაცი ნახე, ოღონდ შემთხვევით, ეგ თვითონ მოიფიქრე და თავი ისე მოაჩვენე, თითქოს ძალიან ცუდად ხარ, უხასიათოდ და როცა გკითხავს, რა გჭირსო... აი, მანდ კაფე - მაფე, რამე ახლოს და დააყარე, ჯერ შენ მოუყევი, რა ცუდად ხარ, რომ ასე ცოლად ვერ გაყვები ბლა-ბლა, მერე თვითონ გეტყვის რამეს, თუ რამე მიქარული აქვს, იასნა, არ გეტყვის, მარა თუ ბავშვობის ტრამვა ან რამე მსგავსი აქვს, რაზეც საუბარი  თვითონ უტყდება, ის ძმაკაცი მოგიყვება.

სოფოს ეს აზრი ჭკუაში ჩაუჯდა და განხორციელების გზების ძიება დაიწყო. გიორგის ყველა მეგობარი გაიხსენა  და საუკეთესო ვარიანტად ერთ-ერთი უახლოესი ძმაკაიცი ნიკა მიიჩნია. 6 საათზე სამსახურთან დაუდარაჯდა და საათნახევარი ტრიალებდა შორიახლო. ნიკა რომ გამოჩნდა,გოგონა შეეცადა შეძლებისდაგვარად შეწუხებული სახე მიეღო, ამას ბუნებრივი მღელვარებაც დაემატა და თავდახრილმა გაუარა გვერდი, ვაიდა ვერ მიცნოს და არ მიცნობსო გაიფიქრა და თავისი სახელიც შემოესმა. გოგონამ თავი ასწია და „შემთხვევითი შეხვედრით“ გამოწვეულმა სიხარულმა, თვალები აუციმციმა, თუმცა მალე ისევ მისია გაახსენდა და შეეცადა, რამდენადაც შეეძლო ნელა მოირგო როლიც. სოფომ იმაზე მარტივად შეძლო ნიკას მოტყუება, ვიდრე მოელოდა. მან თავადვე დაპატიჟა გოგონა ახლო მდებარე კაფეში და თავისი ამბის მოყოლა სთხოვა, თან დაჰპირდა, იქნებ რამეთი შემიძლია თქვენს ურთიერთობას დავეხმაროო.

სოფოც ულაპარაკოდ დასთანხმდა შემოთავაზებას, ოღონდ ერთი პირობით, გიორგის არაფერი უთხრაო და თავისი სადარდებელი მოყოლა დაიწყო. უთხრა რომ გიორგი ძალიან უყვარდა, თუმცა მისი გულჩათხრობილობა, მასთან ბოლომდე გახსნის საშუალებას არ აძლევდა და ეს აფიქრებდა. უამბო ისიც, რომ საქმროს სახლში თავი ლამის ძალით დაიპატიჟა და ახლა თავს უხერხულად გრძნობდა. მოკლედ, გოგონამ მთელი შემართებითა და გულწრფელობით მოუყვა ნიკას ყველაფერი. ახლა მისი ჯერი იყო. ნიკამაც დაიწყო.

-გიორგის ოჯახს კარგად არ ვიცნობ. მაგის მშობლები რომ გაეყარნენ, გიორგი 18 წლის ყოფილა და ძაან გაკვრით საუბრობს ამაზე, თან ხო იცი, მაშინ სხვა დრო იყო, მასზეც ცუდად იმოქმედა, თან მსგავსი თემები ბიჭებში ტეხავს. გიორგის წლებია ვიცნობთ, სასტავში არავინ ვიცით მაგის ფეხის ამბავი, თავიდან კითხვებს ვაყრიდით და ერთხელ გაგვეღადავა,  ქალმა დამჭრაო. სულ ძაან საღადაო მიზეზებს იძახის და აღარ ვეკითხებით ჩვენც. ალბათ, რაზბორკაზე ან სადმე,ვაფშე შეიძლება ვინმე გადაარჩინა და ტრაბახში არ უნდა ჩაუთვალო რაზბორკაზე დაკოჭლდა ან ... ხო იცი, ადრე სხვა დრო იყო, ახლა კი დავდივართ ასე გამოწკეპილები,მარა მაშინ ტეხავდა, ქუჩაში თუ არ იდექი, კაცი არ იყავი და მოკლედ, მაგაზე ნუღარ იფიქრებ. მე მარტო ერთის თქმა შემიძლია, რომ სამეგობროში თავიდან მაგრა არ გვევასებოდი, სულ შენთან იყო, ჩვენთან რომ იჯდა და ლუდს სვამდა, მაშინაც შენზე ლაპარაკობდა. მას იმაზე მეტად უყვარხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. ოღონდ მართლა. შენ რო ხარ და ის ჩემი ძმაკაიცია მაგიტო არ ვამბობ. ის არაა ჩემნაირი ბიჭი ყველა გოგოს კუდში რომ დასდევდეს ,მაგრამ შენთვის ყველაფერზე წავა და იცი რაა? ჯობია იმსახურებდე ამას.

სოფოს გონებაში იმ კადრებმა გაიღვიძა, როცა გიორგი სიყვარულში  გამოუტყდა სიყვარულში გიორგი და მთელი სხეულით შეეცადა, გონებიდან ეჭვების განდევნას, თუმცა ისინი ლაბირინთიდან გზის გაკვალვას მაინც ცდილობდნენ.

**

ვინ დათვლის შემოდგომის მიწურულის მომაკვდავი ბუნების სილამაზე რამდენ მწერალს აღუწერია, მე მსგავსი რამეებით თავს არ შეგაწყენთ. როგორც გითხარით, მე ლუნამი ვარ. 19 წლის გოგონა. საქართველოში ახლახან ჩამოვედი, ერთი დიდი ოცნებითა და უფრო დიდი „მაყუთით“. ამაზე მერე მოგიყვებით.

ხალხი ამბობს, რომ ცოტა ძაან ვერა ვარ, მაგრამ ჰუ ქეარს, ცხოვრებამ მოიტანა ან მე მოვიტანე ასეთი ცხოვრება. ჩემზე ამბობენ, გაფუჭებული და გარეკილი აქვსო, განსაკუთრებით მეზობლები იტყავებენ ენებს, მაგრამ ეს ნორმალურია და როცა მეზობლები შექებას დამიწყებენ, მანდ დამერხა. მოკლედ ზურგს უკან ბევრს ჭორაობენ, თუმცა ზურგს უკან შეუძლიათ, ღორივით დამკლან.

აი, თქვენ კი 40 წლამდე ქალბატონი უნდა იყოთ. ალბათ, ცოტა დაგაბნიათ ჩემმა გამოჩენამ. მესმის თქვენი, მაგრამ მე ერთადერთი ვარ ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია. სხვათაშორის, საერთოდ არ ვარ ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ვჩანვარ. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, ემოციებს არაფერში არ ვდებ და გულგრილი ვარ-მეთქი ვამბობ, მაგრამ ძლიერ ვიტყუები და ზოგჯერ საოცრად მინდა, ვინმე მოვიდეს და დამიყვიროს,

-ჰეი, გამოფხიზლდი, მე გიცნობ შენ, ამ ნიღბების გროვაშიც ვიცნობ შენს ნამდვილ სახეს და ის არცერთ მათგანს არ ჰგავს!

... მაგრამ არავინ ჩანს.  ენივეი, არ მინდა თავი შეგაწყინოთ, მაგრამ მინდოდა, გცოდნოდათ, რომ მარტო არ ხართ და თუ ჩემ ნახვას ისევ მოინდომებთ, მე უსათუოდ ვიგრძნობ ამას და მაშინვე თქვენთან გავჩნდები.

 

**

სოფომ მთელი ღამე ვერ მოისვენა. ასეთი მღელვარებით გათენებას მხოლოდ მაშინ ლამობს ხოლმე, სამზარეულოში ტორტი რომ ეგულება, ასე სჩვეოდა წინასაგამოცდოდაც,  თუმცა ესეც ერთგვარი გამოცდა იყო, მაგრამ ვისი ? სოფოსი თუ გიორგის მშობლების?  ირიჟრაჟა თუ არა სოფო სახელოსნოში ჩავიდა და ხატვას შეუდგა. ზოგჯერ თავის ნახატებზე მეტად არაფერი აშინებს და არც არაფერი უყვარს. ჰგონია, რომ კარგად ხატავს, რადგან ეს მისი შინაგანი გამოძახილია და ის რაც ბუნებრივი და გულწრფელია, არ შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ერთმა კომპეტენტურმა ადამიანმა მაინც რომ უთხრას, მთელი შენი შემოქმედება კიჩია და სხვა არაფერიო, ფუნჯს ხელში ცხოვრებაში აღარ აიღებს, თუმცა ასე ჯერ არ მომხდარა, მისი ნახატები ყველაზე ახდენს გავლენას, ნინოს გარდა. ან იქნებ უბრალოდ არ იმჩნევს. სოფოს ჰგონია, რომ ნინო ბევრად უფრო ბედნიერი იქნებოდა ხატვის კი არა მათემატიკის ნიჭი რომ გამოჰყოლოდა. სოფომ ზუსტად იცის , ზოგჯერ, ნინოს ძალიან რცხვენია მისმა შვილმა სწავლის გაგრძელება რომ არ ისურვა და უმაღლესზე უარი თქვა, მაგრამ გოგონა აანალიზებს იმასაც,რომ თაობებს შორის განსხვავებული შეხედულებები ჩვეულებრივი ამბავია და ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. თაობათა ომის მაგალითად ტროელი უფლისწულისა და მამამისის ისტორიით ხშირად იმშვიდებს თავს და ეღიმება, რადგან ახსნას ვერ უძებნის ბებიის ხასიათს. 80 წელს მიტანებული ქალი  რანაირად ახერხებდა ერთდროულად ყოფილიყო ასეთი აზრიანი, შეუპოვარი და სათნო. ის ყოველთვის სოფოს გვერდით იდგა და მზად იყო, თვითონ დაეთმო, ვიდრე შვილიშვილისთვის ეტკინა გული. სოფო მისადმი მიჯაჭვულობას პატარაობიდანვე გრძნობდა. დიაბეტიან მარინეს ტკბილეულს რომ არ აჭმევდნენ, პატარა სოფო თავისი ნაწილიდან მცირედს ბებიის ლოგინში მალავდა და როცა დაღამდებოდა და ბებია დასაძინებლად დაწვებოდა, სოფოც თავის ოთახში, საბანში გახვეული, ფართოდ გახელილი თვალებით ელოდებოდა ბებიას, რათა გულში ჩაეკრა და მისი შექება მოესმინა. ასეც ხდებოდა ყოველ ჯერზე, თუმცა ერთხელაც სოფომ მარინეს უჯრაში მისი მიზიდული შოკოლადები რომ აღმოაჩნა გაბრაზდა და მას შემდეგ, მარინეს ტკბილეულს აღარ უწილადებდა.

მარინე და სოფო რომ საუბრობდნენ, ნინო ყოველთვის თამაშგარე იყო, რადგან ბებია-შვილიშვილს ლაპარაკში ვერც სიტყვას ჩააგდებდი და ნინო, ალბათ ვერც იპოვიდა ისეთ სიტყვას, მათი ყურადღება რომ მიექცია, ამიტომაც, როცა ისინი საუბრობდნენ, ნინო მოშორებით იყო ხოლმე, რადგან მეუღლესთან ეუხერხულებოდა, ასე უბრად მჯდარიყო შვილთან და იცოდა, რომ სოფო ზედაც არ შეხედდავდა დედას.

თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. მანამ, სანამ მარინე მათთან საცხოვრებლად გადავიდა დედა-შვილი ერთამენთს კარგად ეწყობოდა. 4-5 წლის სოფოსთვის დედა ბავშვობის საუკეთესო მეგობარი იყო, სანამ ნინო მისი ცხოვრების მთავრ იმედგაცრუებად გადაიქცეოდა. მაშინ როცა სოფოს ბაღში ბავშვებმა ჩაფსმის გამო დასცინეს და „ქვეშაფსია“ უწოდეს, ნინოს ხმამაღლა გაეცინა. სირცხვილზე დაცინვის დამატება სოფოს დედისთვის დღემდე ვერ უპატიება და რომ ჰკითხოთ, რამ გაგიცრუათ ყველაზე მეტად იმედიო, ამ ამბავს მოგიყვებათ, თუმცა ეს ნინოსთვის არასდროს უთქვამს. მსგავსი რამ ნინოსაც არ უკითავს. ანკი რატომ უნდა ჰკითხოს დედამ შვილს მსგავსი რაღაცები,როცა არსებობს შეკითხვები შეყვარებულების, მეგობრების, დაბადების დღეებისა და სხვა საკითხების შესახებ, თუმცა ნინო არც ამით იკლავდა დიდად თავს. როგორც ჩანს, გადაეწყვიტა, თავს ვაბეზრებო და შვილის გაღიზიანებასაც ერიდებოდა. სოფო კი ამას სხვაგვარად აღიქვამდა და ასე უბრად გასულ წლების შემდეგ ზრდასრულ გოგონასთან ნინომ გიორგიზე შეკითხვების დასმა რომ დაიწყო, შვილმა უთხრა, ჩემი პირადი არასდროს გაინტერესებდა და ახლა რას ჩამაცივდიო. ამხნის განმავლობაში  დედა-შვილს ერთმანეთთან მისასვლელი გზები იმდენად აეხლართა, ერთადერთი იმედი ალექსანდრეს კვანძივით, ყველა გზის გადაჭრაღა დარჩა. სოფოც ცდილობდა ხოლმე,  დედის სითბო დაემსახურებინა,მაგრამ ახლა ნინო იყო გაცივებული მის მიმართ და მთელ მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურს ზვიადის სურვილების შესასრულებლად იყენებდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს გოგონას არ აეჭვიანებდა, მეტიც, უხაროდა, როცა დედას ასე თბილს და მზრუნველს ხედავდა. გულის სიღრმეში, ალბათ გულიც სწყდებოდა, მას არც სამსახურში რომ არ აცილებდა, არც პირველ საათს ელოდებოდა, როცა შესვენებაზე სახლში შემოირბენდა და სადილობდა ზვიადი. ხანდახან სოფო მზად იყო, მარტო ამის გამო ეპოვა სახლიდან გასვლის მიზეზი, რათა დედას გაეცილებინა და შინ დაბრუნებულისთვის კარი გაეღო. თუმცა არა, ნინო ვაჟთან მაინც სხვანაირი იყო. ან იქნებ ესეც სოფოს ფანტაზიის ნაყოფი იყო, ისევე როგორც სამფრთიანი ანგელოზი მის მოლბერტზე

**

-დედაა,მშიაა

-მოდი,გელოდებოდი,

-რატო არ ჩამომაკითხე?

-არ შეგიშალე ხელი. რომელზე მიდიხარ გიორგისთან?

-საღამოსკენ დამირეკავს. აუუ, ასე მგონია, ძალით დავიპატიჟე თავი და უხერხულად ვარ.

-არაფერიც. ნორმალურად უნდა იცნობდე მის მშობლებს და თვითონაც უნდა ჰქონდეთ გაცნობის სურვილი. აი, მე მაგალითად, მარინე თვითონ მპატიჟებდა შინ და ზოგჯერ მამაშენი არც იყო სახლში.

გოგონას თვალები გაუფართოვდა, რამე ხელჩასაჭიდი იქნებ წამოსცდესო, გაიფიქრა

-ანუ ბებიას უნდოდა თქვენ რომ დაოჯახებულიყავით?

-უიმე, ბებიას რომ არ სდომოდა, ზურა არც მომიყვანდა

„ჰოო, ბებიაც ზუსტად ამას წერს დღიურში“,- გაიიფიქრა უცებ

-და მე რომ არ მოვეწონო?

-შენ გიორგი მაინც მოგიყვანს- გაეცინა ქალს

-შენ რა იცი?

-უყვარხარ

-მოიცაა... მამას არ უყვარდი

-ვუყვარდი, როგორ არ ვუყვარდი, უბრალოდ მაშინ სხვა დრო იყო

სოფო ლანგარზე დაწყობილ სალათის ფურცლებს გაბრაზებული დაჰყურებდა და ვერ გადაეწყვიტა, დაემთავრებინა თუ საერთოდ დაევიწყებინა დღიური.

**

დრო ისე ნელა გადის, მგონი შავ ხვრელთან გადამსვესო, მისწერა სოფომ თეკლას. მანაც მეგობრის დამშვიდება დაიწყო და ღამე მასთან დარჩენა შესთავაზა.

დრო მაინც იმ მითიური ბედნიერებასავით ნელა მიიზლაზნებოდა დიდი რომაა და ნელა დადის. სინამდვილეში კი ჩვენს გონებაშია ერთიც და მეორეცო გაიფიქრა სოფომ და მზადება დაიწყო.

ყოველთვის ასე ხდება, როცა ჰგონია რომ ბევრი დრო აქვს და არ ჩქარობს, ზუსტად მაშინ აგვიანდება. ასე მოხდა ახლაც ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ მოთმინებადაკარგული საქმრო პირდაპირ საძინებელში შეიჭრა და ხალათმოხურული სოფო რომ დაინახა, თვალები ლამის გუგებიდან გადმოუცვივდა. არ იცოდა, ასეთი ჩვევა რომ ჰქონდა, ჯერ ჩაიცვამდა, ზემოდან ხალათს შემოიცმევდა და სანამ ოთახიდან არ გავიდოდა, ასე იკეთებდა მაკიაჟს. წარმოდგენაც არ აქვს ბებიის ნაქონი ხალათის გარეშე როგორ უნდა იცხოვროს, თუმცა ახალ სახლში არც ამ დაძველებეული ხალათის წაღება უნდა. გადაწყვეტილი აქვს, აქ დატოვოს,აქაურ მოგონებებთან და როცა ამ სახლში დარჩება ,  გემრიელ ხალათშიც მაშინ გაეხვავა.

უკვე ბინდდებოდა, წყვილი სახლიდან რომ გამოვიდა. ნერვიულობის საზომი რომ არსებობდეს,ზუსტად გვეცოდინებოდა, რომელი უფრო ღელავდა - გიორგი თუ სოფო.  გოგონა ამჩნევდა გიორგის მღელვარებას და უსიამოვნო განცდაც ნელ-ნელა იზრდებოდა. იქნებ არც იყო ეს შეხვედრა საჭირო,მაგრამ სოფოს მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებდა. გიორგის მშობლები სულ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი და ისიც ცალ-ცალკე, არაფერი იცის მათ იდეოლოგიზე, მრწამსსა თუ პოლიტიკურ შეხედულებებზე და იმედი აქვს, რომ ეს საღამო მათი გაცნობის საშუალებაა.

გიორგი შინ დაუკაკუნებლად შევიდა. სახლში ისეთი სიჩუმე იყო,გოგონას ეგონა,ჯერ არმოსულანო, თუმცა მისაღებში ერთამენთისგან მოშორებით დამსხდარი ლოდინისგან დაღლილი შუა  ხნის კაცი და თვალებმოჭუტული ქალი დაინახა. კაცი გიორგიზე ოდნავ დაბალი, წარმოსადეგი აღნაგობის იყო. ქალს გიორგის თვალები და მასავით გრძელი თითები ჰქონდა მსგავსებისაღმოჩენამსოფოცოტა დაამშვიდა

-გვაპატიეთ, ჩემი ბრალია,თქვა სოფომ ფრთხილად.

გოგონა უკვე მიხვდა,რომ ეს ვახშამი არ იქნებოდა ისეთი მხიარული, როგორიც წარმოედგინა, ოთარს და მაიას არც გიორგის ბავშვობის ამბების გახსენების ხალისი ჰქონდათ და მათგან საიდუმლოების გაგებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ვახშმისდროს სიჩუმეს ძირითადად თეფშების ხმაური არღვევდა და ხანდახან სოფო თუ იტყოდა ერთ-ორ ფრაზას სიცილით.  მაიას დაკვირვებულ მზერას ამჩნევდა და საერთო ენის გამონახვასაც ამაოდ ცდილლობდა

-გიორგიმ მითხრა რომ ადრე ლექსებს წერდით

-კი ვწერდი, და ძალიანაც კარგად,მერე მივხვდი,ეს ოჯახს ვერ მომაყვანინებდა შემოქმედება და ჩემი ამბიციები უკანა პლანზე გადავწიე

სოფო დაიბნა. ლუკმა ყელში გაეჩხირა

-როგორც ვიცი,წლევანდელი წელი გააცდინე... გაისად რასაპირებ? თუმცა აწი ბავშვი რომ გეყოლება, სწავლასაც ვეღარ შეძლებ და ტყუილად ფულის ხდას რა აზრი აქვს. ჯობია რამე ისეთი აკეთო, შენი მაკიაჟის ფული მაინც რომ გქონდეს...

-კარგი, დედა -გამოსცარა კბილებში გიორგიმ

-ტყუილს ვამბობ? - გადაშალა ხელები ქალმა

სოფო გახევებული იჯდა და ელოდებოდა აწი რა მოხდებოდა, რადგან თვითონ ვეღარაფერს ამბობდა. შეეძლო ეთქვა, მე მაქვს საკუთარი თავის რჩენის ფულიო ან შეწინააღმდეგებოდა სწავლასაც შევძლებ და ბავშვის აღზრდასაცო, მაგრამ მიხვდა, ამ ქალს სიტყვაში ვერ მოუგებდა და გაჩუმება არჩია.

გიორგიც მიხვდა,ურთიერთობა რომ არ გაუარესებულიყო გაცლა აჯჯობებდა და სოფოს გასეირნება შესთავაზა. გარეთ რომ გავიდნენ, გოგონამ საქმროს თეკლასთან წაყვანა სთხოვა. მას მთელი გზა ხმა არ ამოუღია, არ იცოდა, რა ხდება ასეთ დროს. როგორ უნდა მოიქცე, როცა კეთილგანწყობას დამცირებით ახშობენ?

-ასეთია დედაჩემი. ამიტომაც ვცხოვრობთ მე და მამა მისგან მოშორებით. სიტყვებით  ყველას ანადგურებს წამებში შეუძლია, ადამიანის სუსტი წერტილი იპოვოს და

-ანუ შენ თვლი, რომ სწავლის არგაგრძელება ჩემი სისუსტეა? ხომ იცი,რომ კი არ ჩავჭრილვარ,უბრალოდ კარგად მინდოდა მომეფიქრებიან,რისი კეთება მინდა მთელი ცხოვრება. არ მინდა რამე შემეშალოს. რა სიგიჟეა, ანუ გგონია, რახან წელს არ ჩავაბარე ეს სუსტად წარმომაჩენს

-ეგ არ მიგულისხმია

-არა, ზუსტად ეს იგულისხმე.  რა არის იმაში ცუდი, რომ სკოლის დამთავრებისთანავე, 17 წლისამ არჩავაბარე რომელიმე უნივერსიტეტში. საიდან უნდა იცოდეს 17 წლის ბავშვა,რისი კეთება უნდა მთელი ცხოვრება.

-კარგი, დამშვიდდი

-ნუ მამშვიდებ.

სოფო თეკლას სახლთან მანქანიდან ისე გადავიდა, გიორგისთვის არც შეუხედავს

-რო გადამივლის,დაგირეკავ - თქვა და თეკლასთვის დაასარეკად მობილურიც მოიმარჯვა. სანამ ახლში ავიდოდა ყველაფერი გზიდანვე უამბო და ახლა ისღა დარჩენოდა,  მაიას სალანძღად სიტყვები მოემარჯვებინა.

-ის ისეთი ავხორცია, რომ შეხედავ შეგეშინდება, ღერთო რა საზიზღარია,  - ამბობდა თან მეგობარს ეხვეოდა - არც კი მესმის, როგორ შეიძლება ის ალქაჯი გიორგის დედა იყოს. აი ზუსტად ალქაჯი, ეს სიტყვა მასზე მეტად არავის შეეფერება.

სოფო ისე იყო გართული ლანძღვაში თათია არც შეუნიშნავს, არადა მისი შეუმჩნევლობა ცოტა წარმოუდგენელია.

თათია დიდი გოგოა. ხომ ამბობენ კილოგრამები არაფერს ცვლისო, არც გარეგნობას, არც ურთიერთობებსო. თათიას შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, მასთან ყველაფერი წონასთანაა დაკავშირებული და ეს მხოლოდ ზედმეტი უჯრედები არაა. სკამზე დაჯდომამდე უნდა განსაზღვროს გაუძლებს თუ არა ის. სუფრასთან ისეთი ადგილი უნდა აარჩიოს, სადაც დიდი სივრცეა ან მასპინძელი იძულებელი არ გახდება ერთი სკამი აიღოს. საშოპინგოდ არ დადის, მისი ზომის ტანსაცმელები წინასწარ ჩამოაქვს ლილოდან მეზობელს, ამით ორივე კმაყოფილია - ერთი მაღაზიაში ჩასაბარებელი ფასებთან შედარებით ორჯერ მეტს იღებს, მეორე ორჯერ მეტ ზომას. სასწორზე დადგომამდე ყველაფერს იხდის, იხსნის სამკაულებსაც და იმედი აქვს, რომ მათი ბრალია თუ სასწორმა კიდევ უფრო მეტი კილოგრამი აჩვენა.  ზოგჯერ დიეტები ყელში ამოუვა და დეპრესიას ისევ ტკბილეულით მკურნალობს. ბავშვობიდან მსუქან გოგონას, კილოგრამების მომატებასთან ერთად  თვითდაჯერებულობა აკლდებოდა. ეს ორი უკუპროპორციული ცნება თათას მთავარ დამახასიათებლად იქცა და საკუთარი თავის სიყვარული თანდათან დაკარგა, თუმცა ამას ვერავინ ამჩნევს, არავინ იცის რა იმალება ამ წარმატებული გოგონას სხეულში.

ახლა, როცა სოფოს ასე აღელვებულს ხედავს, ფიქრობს, რას იზამდა, მისთვის რომ მსგავსი რამეები ეთქვათ და სხვა არაფერი მოსდის თავში, გარდა თვალებში მოწოლილი ცრემლებისა.

-თვითონ დაიწყო. ომი გამომიცხადა, ჰოდა - ლუდი მოსვა სოფომ და განაგრძო - არა, მაინც არ მესმის, ვინ ეკითხება მაგ გაპუტულ ვირთხას.

-აჰა- ეთანხმებიან გოგონები და სოფოც არ წყვეტს ლანძღვას

-რა?

-არაფერი, მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ და გისმენ-სიცილით თქვა თეკლამ - ასე იქცევიან საუკეთესო მეგობრები, უსმენენ, მაგრამ ჩემი მეგობარი არაა ვალდებული ბოღმის ნთხევის დროს გიყუროს

ნასვამმა გოგონებმა რაზე აღარ ილაპარაკეს, ინკასატორიდან დაწყებული მაიათი დამთავრებული ყველა გაჭორეს და ბოლოს  სევდის გაზიარება თათიამაც გადაწვიტა.  ან იქნებ მის ნაცვლად ეს სამმა ბაკალმა ლუდმა მოინდმა.

-ხანდახან  მგონია, რომ ეს დიეტები არ იმუშავებს.  წონაში შეიძ₾ება დავიკლო, მაგრამ ეს მე ვერ შემცვლის, შინაგანად ის დავრჩები ვინც ვარ და ჩემში არაფერი არ შეიცვლება და ჩემი ოცნებები, თითქოს წონის დაკლებას შინაგანი მეტამორფოზის გამოწვევა შეუძ₾ია, სრული აბსურდი ყოფილა. ყოველთვის ვცდილობდი საკუთარი შესაძლებლობებისთვის გადამეჭარბებინა, რადგან ერთხელ მაინც, რომ ჩავფლავებულიყავი, ხელში შემრჩებოდა საკუთარი თავი, გამოუსადეგარი  და ყველასთვის არასასურველი. მთელი ცხოვრება იმის ცდაში გავატარე, რომ შესამჩნევი გავმხდარიყავი არა წონით, არამედ რაღაც სხვა ფასით. ჩემი მიღწევები ჩემს წონაზე მეტი უნდა ყოფილიყო.

-აუ, კარგიი

- სანამ საკუთარი ყველა მიზნებიც შემიჭამია, ოპერაცია უნდა გავიკეთო...

-ვაიჰ

-საშიშია

-ვერაფერს ვაკეთებ, დავდივარ, დავბაჯბაჯებ და  ვერავინ მამჩნევს. აღარც მახსოვს ბოლოს როდის გავერთე სადმე. ვეღარც ველოსიპედს ვატარებ, მისი სუნი მომენატრა

-ველოსიპედს სუნი აქვს? - ისევ მიიყუდა სოფომ ბაკალი- არა, ანუ ვიცი. მესმის. ჰოდა გაიკეთე. საშიშია და რისკიცაა,მაგრამ... თავში აგურის დაცემის და მანქანის დაჯახების მაგალითები მოვყვე თუ მეზარება?

-გეზარება - შეთანხმებულად თქვეს

-ტოლსტოი რომ ბლინების ჭამით მოკვდა?

-ბლინი მინდაა...

-ჰანს შტაინინგერი წვერმა მოკლა

-რანაირად?

-ფეხი დააბიჯა, გრძელწვერა იყო. გარეტ ჯონსი როლში შეიჭრა

-ანუ?

-გადაღების დროს გულის შეტევა უნდა მოსვლოდა , ანუ პერსონაჟს და მართლა მოუვიდა

-არ მინდა სიკვდილი - თქვა თეკლამ

-ჩევნ რომ დავბერდებით, მოვალ ხოლმე აქ და ჩემი დრამებით თავს შეგაწყენ... ღმერთოო, წარმოიდგინე, რამდენი მექნება... ნეტა, როგორი სიბერე გვექნება. ალბათ, ბებიაზე უკეთესი მოხუცი ვერ ვიქნები

-რა იცი, რა არის ასეთი?_ ჩაერია დიდი გოგო

-ბებიას გოგოა, მან გაზარდა

-გამზარდა, აღმზარდა. იმად მაქცია ვინც ვარ. მის გარეშე სულ სხვანაირი ვიქნებოდი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ გენიოსი იყო და ყველაფერს მას ვეკითხებოდი, თუმცა უთქმელადაც იცოდა, რა მჭირდებოდა . როცა სათვალე  პირველად გავიკეთე, ბებიამ სარკე მომცა და მკითხა, შეიცვალა თუ არა ჩემი სახის ფორმა, გავხდი თუ არა აჩკებიანი უშნო გოგნა, ვუპასუხე, რომ ჩვეულებრივი ვიყავი. მან კიდე რამდენჯერმე გამიმეორა კითხვა და ჩემგანაც ყოველ ჯერზე იგივე პასუხს იღებდა. მერე მითხრა, რომ კლასელები მე ისე ვერ შემომხედავდნენ, როგორც მე და ის ვუყურებდით ჩემს თავს, მითხრა რომ დამცინებდნენ, სათვალის მოხსნას შეეცდებოდნენ და „ოთხთვალას“ დამიძახებდნენ. მერე ისევ მკითხა შენ ხომ იცი, რომ ისევ ისეთი ხარ სათვალით, როგორც მის გარეშეო. იმ ღამეს ვერ დავიძინე, სკოლაში წავედი და ბავშვებმა მართლა ძალიან დამცინეს. ბებია ათას ისტორიას იგონებდა სათვალიანი გოგონების ძლიერებაზე და მეც ვიჯერებდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მატყუებდა.

-ვა, რა მაგარი ბებია გყოლია. რითი გარდაცივალა?

-არაფერია, მაღაზიაში წავიდა, საშინელი ამინდი იყო, ცოტა ხანში საავადმყოფოდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბებიას გულმა დაარტყა. უკვე ძალიან ცუდად იყო. ექიმებისთვის უთქვამს რომ სახლისთვის რაღაცების საყიდლად გავიდა, სინამდვილეში კი, ჩემი ბრალია. არც ასაკის, არც ამინდის, მხოლოდ ჩემი ბრალია

**

მეორე დილით გოგონებს ბუნდოვნად ახსოვდათ, რატომ ეძინა სამივეს საწოლის ფეხებთან, თუმცა ეს არც ადარდებდათ. სოფომ თეკლას საქორწინო დარბაზის დასათვალიერებლად გაყოლა სთხოვა.

თეკლა სამედიცინოზე სწავლობს და მუშაობისთვის დრო არ რჩება, მაგრამ არაოფიციალური სამსახური მაინც აქვს. ფაქტობრივად, ის სოფოს პირადი ასისტენტია და ამას არც აპროტესტებს.

დარბაზის დათვალიერებისა და შენიშვნების მიცემის შემდეგ სოფო შინ დაბრუნდა და ისევ სახელოსნოში გოგონას პორტრეტის დასამთავრებლად ჩავიდა, მერე შემკვეთს დაურეკა და უთხრა, მზადაა , შეგიძლიათ დღესვე მობრძანდეთო. ქალიც მალევე ესტუმრა და თანხა რომ ჰკითხა, ახლაღა გაახსენდა გოგონას, პირვე შეხვედრაზე რომ არ შეთანხმებულან. ეს ამბავი ეუცნაურა, ასე ვინ იქცევაო გაიფიქრა, მაგრამ მერე ცისანას ხელში რამდემე ასლარიანს რომ მოჰკრა თვალი, ქმედება სიმდიდრით გაამართლა

-საქმროსთან რა ამბები გაქვთ, რა ჰქვიაა,მგონი  გოგა თუ...

-გიორგი... კარგი, კარგი, გმადლობთ

-მისი ბავშვობის ისტორიები რომ გაინტერესებდათ, ალბათ გიამბოთ

- დიახ

-დიახ? -თვალები გაუფართოვდა ქალს და ინსტიქტურად სკამზე დაეშვა.

სოფო ვერ ხვდებოდა, მაგრამ მისი მოთმინების ფიალა დიდ აღუვსებელ კასრად იქცა და კითხვას მშვიდად უმკლავდებოდა.

-მიხარია, რომ ნახატი მოგეწონათ. ისე არაფერი მახარებს, როგორც ისეთი სიტყვების მოსმენა, როგორც თქვენ შემამკეთ - ამბობდა გოგონა და უკანასკნელად უყურებდა თავის ნამუშევარს.

-თქვენ უდაოდ ხატვისთვის ხართ დაბადებული... მაგრამ ახლა მე თქვენზე ვღელავ და არ მინდა ასეთი ახალგაზრდა, ასეთი კარგი გოგონა შეცდომას უშვებდეს. ანუ ამბობ, რომ გიორგიმ საკუთარი წარსულის შესახებ გიამბო?

-სინამდვილეში, არა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე მას ვუყვარვარ და ეს საკმარისია, მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობდე.

-რას იზამდით, მას რამე ისეთი რომ ჩაედინა, ამორალური... ვთქვათ კაცი მოეკლა, არა ფიზიკურად, არამედ მორალურად. გაენადგურებინა მისი ცხოვრება, წაერთმია ოცნების უფლება და დაესახიჩრებინა მისი სული... რას იზამდით?

ქალმა ნიკაპი მაღლა ასწია და თვალები დახარა. გოგონამ შეამჩნია, როგორ უთრთოდა ჟირაფივით კისერზე ძარღვები და ვერაფრით გაეგო ვისთან ჰქონდა საქმე - ფსიკურად აშლილთან თუ უბრალოდ ჭორიკანასთან.

-თქვენ რატომ მეკითხებით, იცნობთ გიორგის, რამე იცით?

-გიორგი ალბათ, თქვენი საქმროა. არა, რა თქმა უნდა. მე უბრალოდ მაინტერსებს, რამდენად ძლიერია თქვენი სიყვარული.

-არა, თქვენ რაღაც იცით - ანერვიულებულ სოფოს ღრმა სუნთქვისგან ნესტოები ებერებოდა და ქალის თვალლებში იკარგებოდა.

ქალმა საზარლად მკაცრი გამომეტყველება მიიღო და საოცრად ნელა, დამარცვლით თქვა

-მე არაფერი არ ვიცი, ა-რა-ფე-რი. კარგად ბრძანდებოდეთ. ბედნიერებას გისურვებთ. - მიაყარა ქალმა და სახელოსნოდან ისე გავარდა, ნახატი არც კი გახსენებია.

გოგონა გახევებული იდგა

„აი, რა მაკლდა, ფულიანი ისტერიჩკები“,- გაიფიქრა გოგონამ და სახლში ავიდა, ოთახში ხალათი რომ ვერ იპოვა, დედას გასძახა - ბებოს ხალათი ვერ ვიპოვე..

-ხომ მითხარი, რომ აღარ გინდოდა?

-მე გითხარი, არ მიმაქვს-მეთქი. აქ ვტოვებ. ხო ისევ შემომიშვებთ ? - გაეღიმა სოფოს

ნინომ ნერვიულობიდან ცერა თითზე იკბინა და შვილს დამნაშავესავით შეხედა

-მოიცა სადაა? გადამიგდე?

ნინო თანდათან დატუქსულ ბავშვს ემსაგავსებოდა და რთული გასრკვევი გახდა ,ამ ორში რომელი იყო დედა და რომელი შვილი

-როგორ გადამიგდე - ყვიროდა სოფო და საყვედურითა და ცრემლებით სავსე თვალებით ცდილობდა დედისთვის ბოლომდე ეგრძნობინებია ის გაბრაზება,რომელსაც ასე ჭარბად გრძნობდა.

-არ ვიცოდი,  თუ გინდოდა,მართლა მეგონა აღარ ისურვებდი...

-კარგი, რა , როგორ შეგიძ₾ია ასეთი იყო. ბებიის ნაქონი მხოლოდ ეგ ხალათი დამრჩა.

-კარგი,დედა, დამშვიდდი, ვიპოვი ხვალ

-სად იპოვი? შენ არ გიყვარდა ბებია, ეს ხალათიც იმიტო გძულდა, რომ  მისი ნახმარი იყო.

-შენ არასწორად იგებ, მაგრამ ჰო, მე არ მიყვარდა ბებია, რადგან მან როგორღაც მოახერხა და შენი თავი წამართვა. სულ მის გვერდით იყავი და მე ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდი. ახლაც ასეა, თუმცა ეს ხალათი არ გადამიგდია ჩემი ეგოიზმის გამო. მე მეგონა, აღარ გჭირდებოდა ეს გატყაული ხალათი

-როცა მეგონა სამყარო თავზე მემხობოდა,ბებიას ველაპარაკებოდი, რადგან შენ საერთოდ არც იცოდი,რომ საკუთარი სამყარო მქონდა.

-ყოველთვის ვცდილობდი კარგი დედა ვყოფილიყავი - ნინოს ყელში ბურთის ფორმის კაქტუსი გაეჩხირა

-ცდილობდი... არ ვიცოდი ასე თუ გიჭირდა მცდელობა - თქვა გოგონამ და ოთახიდან გავარდა - მერე ისევ შემოვიდა და თქვა - შენ არასდროს გააკეთებდი იმას, რაც ბებიამ. ჩემ გამო არასდროს არაფერს აკეთებდი. იმ დღეს გარეთ იმიტომ გავიდა, რომ ტკბილეულის მოტანა ვთხოვე და არა პურის და ჭურჭლის სარეცხის. პალატაში რომ შევედი, ჩუმად ამოიღო საბანში დამალული კამფეტები, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა- გოგონას ცრემლები შემოაწვა

-

სოფო მთელი საღამო ქუჩებში დასეირნობდა, ფიქრობდა ბებიის დღიურზე, დედაზე, რომელიც შესაძლოა გიორგის დედასავით ტირანი ყოფილიყო მარინესთან ან საერთოდ თამაზის მეორე ცოლი ყოფილიყო. ასეთი ფიქრები აგიჟებდა, საკუთარ თავს აკარგვინებდა, წარმოიდგინა, რა დაემართებოდა ეს რომ მართალი ყოფილიყო. მთელი მისი ცხოვრება - სტატუსი, ოჯახი, ნათესავობა - ერთი თითის წაკვრა და  ერთმანეთზე მიწყობილი დომინოს ქვებივით წაიქცეოდა.

მერე გზას სასაფლაოსკენ გაუყვა და გულის ბნელ მხარეში ოცნებასავით გაუელვა ფიქრმა, იქნებ, ვინმეს დაკრძალვას შევესწროო. ეს მისი უცანური ჩვევა იყო, ბებიის გარდაცვალების  შემდეგ დასჩემდა. თვითონაც არ იცის, რატომ მოსწონს მგლოვიარე ადამიანების ყურება, მაგრამ ხშირად აკეთებს ამას. მოდის სასაფლაოზე, ბებიის „ეზოში“ შევა და იქედან გასცქერის სანახაობას. თვალებით აცილებს მიცვალებულს მიწაში, მერე სათითაოდ აკვირდება ჭირისუფლებს და ცდილობს მათში სევდა დაინახოს. ფიქრობს, რომ ასე მიცვალებულის ასაკის, სქესის, რეპუტაციის დადგენაც შეუძლია, მაგრამ მისი მიზანი იმ განცდების წაკითხვა როდია. არც გულმხორვალედ მტირალნი აკვირვებს და არც გახევებული დედაბრები. ის მხოლოდ აკვირდება, თვალმოუშორებლად უყურებს, ისე, როგორც ლუვრში ათვალიერებენ ხოლმე ნახატებს. დგას და პირქუშად, ინტერესით შესცქერის, თითქოს არ იცოდეს რომ ყველა დაკრძალვას ერთნირი სცენარი აქვს. რამდენჯერაც არ უნდა შეესწროს ამ ეპიზოდს, მას ყოველ ჯერზე აოცებს მესაფლავეების გულცივობა და გულწრფელად აინტერესებს, როგორ უძლებენ ამას. იმდენად უნდა გაიგოს, როგორაა მათი სულიერება მოწყობილი, ახლაც მზადაა მივიდეს და პირდაპირ ჰკითხოს

ნუთუ ამ პლანეტაზე უკეთესი საქმე ვერ იპოვეთო, თუმცა ვინმემ ხომ უნდა აკეთოს ესეც ან იქნებ მესაფლავეები რომ არ იყვენენ, არც გარდაცვლილიყვნენ ადამიანები. რა გულუბრყვილობაა...

**

სოფო სახლში დაბრუნება აღარ უნდოდა. ფეხის თრევით გაიარა ქუჩა, მერე ეზო და სახლის ზღურბლს რომ გადააბიჯა, საშინლად შეეკუმშა გული, რაღაც აუტანელმა სინანულმა შეიპყრო და თან ვერ იაზრბდა რატო ნანობდა ისევ თვითონ, როცა დამნაშავედ ნინოს თვლიდა. სამყაროში ყველაზე უარესი განცდა ალბათ სახლში დაბრუნების არსიხარულია. როცა ფეხები უკან გრჩება, პატარავდები და გგონია, რომ ემოციებს შენი ცრემლებიც კი არ ეყოფა.

სამზარეულოდან მამამ დაუძახა. ოთახის ბოლოდან ზვიადიც უბღვერდა. სოფო მაგიდასთან დაჯდა და საყვედურებს დაელოდა. ხმას რომ არცერთი იღებდა,მობილური ამოიღო და თამაში დაიწყო.

-ერთხელ, წლების წინ, მაშინ 10 წლის იქნებოდი, დედა ჩემს ოთახში შემოვიდა, ძალიან აღელვებული და სერიოზული სახე ჰქონდა. მითხრა, რაღაც უნდა გითხრაო და საწოლზე ჩამოჯდა. მთხოვა, მასთან ერთად წამოსვლა არ ამეჩემებია, რადგან მხოლოდ შენთან ერთად უნდოდა საბაგიროზე წასვლა. რა თქმა უნდა მეც ძალიან მინდოდა და გავბრაზდი, მერე მან მომიყვა თუ როგორ განიცდიდა იმას რომ შენ დროს მუდამ ბებიასთან ატარებდი. ეს ნორმალურადაც ეჩვენებოდა, რადგან თვითონ მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა . ფიქრობდა, რომ სამუდამოდ დაგკარგავდა. ამას რომ ამბობდა ატირდა, პატარა ბავშვივით ტიროდა და მე ვამშვიდებდი. მერე თავისი გეგმის შესახებ მომიყვა. შენ ხომ ბავშვობიდან გიყვარს დამალული ნივთების ძებნა და მთელი საბაგიროს თანამშრმლებთან ერთად ატრაქციონებზე, ხეებთან, სკამებთან ნივთები და მინიშნებები დაუტოვებია. ერთი სული ჰქონდა, როდის წაგიყვანდა და შენი მხიარულებით დატკბებოდა.  გახსოვს ეს ამბები? არა, რა თქმა უნდა, რადგან არც  წაყევი. ის თუ იცი, სამსახურიდან რატო წამოვიდა? დაინტერესებულხარ რის გამო მოუწია საყვარელ საქმეზე უარის თქმა? შენ გამო. შენ მაშინ სავსე მთვარის ამბები გქონდა,თუ რაცაა, ხომ ხვდები ანუ

-ღმერთოო, ახლა ამაზე უნდა ვისაუბროთ?

-ჰო, რაცაა და ჩათვალა, რომ შენ გვერდით უნდა ყოფილიყო,მთელი დღეები შენთან იყო. წესით ეს მე არ უნდა მცოდნოდა, მაგრამ ჭორიკანა, რომ იქნება ადამიანი... სამსახურში უთხრეს, დღეს თუ არ მოხვალ, აღარასდროს მოხვიდეო და... არ დაგტოვა,გულში გიკრავდა და გეუბნებოდა, რომ ძალიან უყვარდი, თუმცა შენ უხეშად იშორებდი მას. ის მაინც არ წყვეტდა შენზე ზრუნვას. სამაგიეროდ დატოვა თანამდებობა, რისთვისაც ბევრი იბრძოლა. სახლში გამოიკეტა, ჩვენ გარდა არაფერი შერჩა და ახლა ფიქრობს, რომ არცერთ ჩვენგანს აღარ ჭირდება ის.  მაღლა წევს და ჰგონია, რომ არ მესმის მისი ტირილის ხმა

-შენ მისი საყვარელი შვილი ხარ. რატომ არ მიხვალ და არ დააწყნარებ?- სოფომ ღრმად ამოისუნქა, ნერვიულად შეისწორა სათვალე და უცებ წარმოიდგინა, რამდენად ძლიერ ინანებდა მის დაკარგვას, თუმცა ბოდიშის მოხდას მაინც არ აპირებდა, რადგან ახლა თავს დამნაშავედ არ გრძნობდა.

-იგონებ, დედას სამივე ერთანირად ვუყვარვართ, სანდროსაც კი, რომელიც 15 წელია არ უნახავს ცდილობს ყოველ დღ დაურეკოს, ყოველ დილით, როცა შენს ოთახთან გაივლის, ფეხაკრეფით დადის , რათა არ გაგაღვიძოს, მაგრამ შენ ვერაფერს ამჩნევ, სულ ბებიას გაიძახი, სინამდვილეში კი ეგ შენი ბებიას არც ისეთი ანგელოზი ყოფილა, როგორც გგონია. მითხარი ერთი სადაა მისი სამკაულები? იცი რომ ციხეშიც იჯდა?

 

-არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე მასთან მხოლოდ მოგოგნებები დამრჩა, რომელსაც აწი აღარაფერი შეემატება და არ გაბედო მათი გაფუჭება.

სოფოს ყვირილის ხმა თამაზმა გადაფარა

-გეყოფათ!  - თქვა , არყის ბოთლს თავი მოხსნა და ჭიქები ჩამოარიგა - ნინო ძალიან  განიცდის შენთან ჩხუბს შვილო, მაგრამ შენ თუ არაფერი გაქვს მისთვის სათქმელი, ძალიან ცუდია შენთვის. ნინომ თავისი ცხოვრება ჩვენში გაანაწილა და ახლა ხელის კვრას არ იმსახურებს... თქვენ კი ერთადერთი, რაც მასთან ჩხუბით შეგიძლიათ დაამტკიცოთ, თქვენი ცუდკაცობაა და სხვა არაფერი.

ბავშვები უსაქციელობის გამო დატუქსული მოსწავლეებივით ისხდენენ და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ

- როდის მიდიხართ აგარაკზე? - დაარღვია დუმილი თამაზმა

-ხვალ საღამოს. შენი სამსახურის ამბავი მითხრა... ნინომ... ვიცი, როგორც გიყვარდა იქაურობა და ალბათ, როოგორ განიცდი...

-შენ არ იცი, ის კომპანია ჩემი შექმნილია, 22 წელი მას შევალია, დღეში 12 საათს იქ ვატარებდი. კაცმა არ იცის , რამდენი ღამე გამითენებია იქ.  - თქვა თამაზიმ და არაყი გადაჰკრა - თავიდან 4 ვიყავით, მოგების 70% ჩემი გამომუშავებულია... მივედი, ვნახე, გავიმარჯვე.

-სასამართლოში უნდა უჩივლო, აი მაშინ ნამდვილად გამარჯვებული წამოხვალ

-ააქ? ამ ქვეყანაში, სადაც...

შვილები დუმილით თანაუგრძნობდნენ მამას მისი ამაყი თვალების მიღმა იმედგაცრუებას კითხულობდნენ. სვამდნენ და ცდილობდნენ გაეხსენებინათ რამე ისეთი, რაც სსიცილს მოჰგვრიდა, თუმცა რატომღაც არცერთს არ ჰქონდა საკმარისი  ხალისი

**

ქალები სტაბილურ მეორე ნახევარს ეძებენ,მაგრამ სოფო  არა. მას სტაბილური არათუ ცხოვრება, საკუთარი თავიც ეზიზღება. ერთხელ გადაწყვიტა, რომ ჩიყვი ჰქონდა და იმ იდეით შეპყრობილი, რომ თუ მართლაც ამ დიაგნოზს დაუსვამდნენ, გამოფხიზლდა, რაღაც ახლის მიღების ხალისი დაუბრუნდა. სოფოს აკვიატებამ კრახი განიცადა, თუმცა მას მუდამ აქვს ახალ-ახალი აკვიატებები და ყოველთვის მზადაა მათ შესასრულებლად.

ახლა ამდენი წლის შემდეგ პირველად დარჩა ხალათის გარეშე და ჰგონია, სწორედ ამით იწყებს ახალ ცხოვრებას და არა გათხოვებით. ახალგაღვიძებულმა ოთახში სადღაც გიორგის თვალებს წააწყდა, არც კი ახსოვდა, როდის ამოიტანა თავისი ბოლო ნამუშევარი ოთახში ან რატომ ამსგავსებდა ამ ბავშვის თვალებს საქმროსას. დერეფნიდან თეკლას ხმა შემოესმა

-ნინო დეიდა, სოფო ჩემი ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორც თქვენი. დედობის სიყვარულში ვერ შეგეჯიბრებით, მაგრამ მას ჩემზე უკეთესი დამცველი ვერ ეყოლება და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ჩემზე კარგი წარმოდგენა გქონდეთ, მე მის მხარეს ვარ. ახლაც და ყოველთვის და თუ რამეს მეტყვით, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მასთანაც განვიხილავ ამას.

რამდენიმე წუთში მან ფრთხილად დაუკაკუნა კარზე. თეკლა საწოლზე წამოჯდა და ჩასახუტებლად ორივე ხელი გაშალა.

-რაო ნინომ?

- არაფერი, რა ჭირსო. ძაან ნაწყენია, ჰო

-ჰო , ზედმეტი მომივიდა - თქვა და ტუჩები აათამაშა- 5-ზე გამომივლის

-ჰოდა კარგად გაერთე, ამათზე არ იფიქრო, ყველაფერი აკარგად იქნება, ხომ იცით. ეს ბავშვი ვინაა?

-ვიღაცა გიჟი ქალისაა. მოვიდა, გიორგიზე რაღაცებს მეკითხებოდა და მეც მგონი ზედმეტად გულწრფელი ვიყავი

-ჭორიკანა

-არ ვიცი, მგონი რაღაც აინტერესებდა. შეიძლება, გიჟი დედამისის დაქალია

-აბა, აბა, ჯაშუშები გამოგიგზავნა. გარეთ შავი ჯიპიც ალბათ მაგისია?

-რაა? რა ჯიპი

-ჰო დაბურულმინიანი

სოფო ლოგინიდან წსმოხტა და ფანჯარასთან მივარდა

-კაი გოგო, გეღადავები

-ოოო- მხრები ჩამოუშვა და სავარძელზე ჩამოჯდა

-ლეიბის ქვეშ ქვებს ინახავ?

-არა,ბებიის დღიურს აზიხარ

-დღიურს წერდა? არ ვიცოდი

-არც მე , ახლახან ვიპოვე და ბევრი  უცნაურობა წერია, ძაან დამაბნია და გადავწყვიტე აღარ გავეკარო. ამ ქორწილმა ჩაიაროს და მერე მივხედავ

-რა წერია ასეთი?

-აუ რა ვიცი, ჩვენს ოჯახზე ყველაფერი, მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვუძლებ. მინდოდა შენთვის მომეყოლა, მაგრამ მაგასაც ვერ ვშვრები.

-საინტერესოა... რომ წავიკითხო, შეიძლება?

-კი, წაიღე, ოღონდ ფრთხილად, ძაან ძველია და

-თვალის ჩინივით... ანუ რომელზე გამოგივლიო?

-5-ზე და რა ჩავიცვა არ ვიცი

-რამე ძაან შოკი პიჟამოები

-არ დაიწყო ახლა

-ჩუმად ვარ - თქვა და ელვის ჩაკეტვის ნიშნად, პირზე თითი გადაიტარა - მიდი დროზე გაემზადე და გავისეირნოთ

-ჰო

გოგონებმა გაზონი ისევე გადაჭრეს, როგორც წლების წინ. მერე ბაღში მისაკუთრებულ საქანელებზე ჩამოსხდნენ

-არ ვიცი შენ გარეშე რა მეშველებოდა. ოღონდ მართლა, საუკეთესო ვინმე ხარ - გაფანტა დუმილი სოფომ

-წარმოვიდგინე, რამდენად საშინელები არიან დანარჩენები... ისე, გახსოვს რატომ დავმეგობრდით ან რამ მოგვიყვანა აქამდე?

-ქადებს მიყოფდი, მგონი ქადების ხათრით დავმეგობრდით, მაგრამ როგორ მოვედით აქამდე, არ ვიცი. უფრო სწორად ეს შენი დამსახურებაა, მაგრამ რატომ გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა ან ზოგადად რატომ გრძელდება მეგობრობა, მგონი არავინ იცის. მეგობრობა სწორხაზოვანია, გამჭვირვალეა, სიყავრულისგან განსხვავებით

-იცი, ვიღაცას ვხვდები

-ვაიჰ. მოყევი აბა

-უსიმპატიოა,, მარა ჭკვიანი. არ ვიცი რამდენად დიდი მნშვნელობა აქვს გარეგნობას და ჯერ არ ვჩქარობ

-თუ შექსპირივით წერს ან ბონდონესავით ხატავს, ვიზუალს ვინ უყურებს

-ვითოომ?

-ჰო, თან თუ გეყვარება, მერე მგონი  გონიერებაც აზრს კარგავ და ყველაფერს პატიობ... ვაიჰ, ეს ხეები,მათ გარეშე ჩემი ბავშვობა ვერ წარმომიდგენია, ვერ მომავალი. ერთ დღესაც რომ გაქრნენ, რა საშინელება იქნება.

-ჰო სულ იმ ხეზე იყავი, მემგონი მიწას არც ეხებოდი, ხიდან ხეზე გადაოდი პირდაპირ

-ჰო და დედა სულ მეჩხუბებოდა, როგორ მახსოვს, ერთხელ ბებიამ და დედამ იჩხუბეს თუ იკამათეს ჩემ გამო და მე მიხაროდა რაღაცნაირად. ვიჯექი ზემოთ ყურებდაცქვეტილი და სეირს ვუყურებდი.

-საერთოდ ყველაფერს პატიობ?

-ვის?

-თუ გიყვარს, ყველაფერს პატიობო და...

-აა, არა. გასუქებას ვერ ვაპატიებ

**

მოსაღამოვდა. ზუსტად 5 საათზე სოფოს სახლთან სიგნალების ხმამ მთელი სამეზობლო ფარდაგადაწეულ ფანჯრებთან დარაზმა.  ვინც ფანჯრიდან ვერ გამოიხედა, ჭიშკრიდან გამოყო თავი და მალე „განგაშს“ სოფოც გამოჰყვა.

-ჩემი მოსვლა ამ უბანში ყველაზე ბოლოს შენ გაიგე - გაეღიმა გიორგის

-სანამ ჩავბარგდი, მერე ამოვბარგდი და თავიდან ჩავბრარგდი, დრო გამომეპარა

-რა ბარგი გაქვს ასეთი,ორი დღით არ მივდივართ? რაღაც საჭმელები ვიყიდე, თუ რამე გინდა, სადმე გავჩერდეთ.

-არა,მალე მივიდეთ

ერთ საათზე ნაკლებ დროში უკვე წკადისში გიორგის აგარაკთან იყვნენ.  სახლი დიდი ეზოს ზუსტად შუაში იდგა. ბალახები ლამის მუხლებამდე სწვდებოდათ და მხოლოდ ერთი ვიწრო ბილიკით თუ მივიდოდნენ სახლამდე. კიბეზე ამოსული ხავსი მოწმობდა, რომ აქაურობას დიდი ხანი არავინ სტუმრებოდა. ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე დიდი, განიერი ოთახების სისუფთავემ გოგონა გაარკვია, როგორც ჩანს გიორგის სახლის დასალაგებლად ვირაც აეყვანა. მხოლოდ ერთი ოთახი გამოიყურებოდა უცნაურად - ფანჯრიდან ვაზს შემოეღწია, იატაკზე რამდენიმე მიმართულბად გართხმულიყო და სიცოცხლე მიტოვებულ სახლში გაეგრძელებინა,

 

-რა საოცრებაა - აღმოხდა გოგონას

-ჰო. არც ვიცი როგორ მოახერხა სახლში შემოსვლა. ძალიან ლამაზია. დამლაგებელს ვთხოვე, არ მოეჭრა. ბუხარიც აქვეა, შეშაც მომზადებული მაქვს, მაგიდაც აქვე დავდგათ და ახალი წლის სანათები და პლედები მანქანაშია. გიორგიმ ჯეი ო’ჰანსონის სიმღერა the girl I love have gone ჩართო. ეს მათი სიმღერაა, თუმცა იმიტომ არა, რომ მასთან რაიმე მოგონებები აკავშირებდათ, უბრალოდ როგორც ყველა წყვილს,მათაც სჭირდებოდათ სიმღერა და იმის ნიშნად რომ სამყაროში ყველაფერი შემთხვევით ხდება, რადიო მომართეს და აირჩიეს პირველვე გაჟღერებული სიმღერა

სოფომ და გიორგიმ ოთახის მორთვა სიხარულით დაიწყეს და ორივემ იცოდა,რომ ეს დღე მათ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩებოდა.

-რა გჭირს? ტირი?

-არა.

-აბა რა მოხდა?

უცებ სოფოს კიდევ უფრო აუჩუყდა გული და საქმროს კისერზე ხელები მოჰხვია.

-ანუ კარგი ტირილია, ბედნიერების

-მეგონა, ასე მხოლოდ ფილმებში ხდებოდა

-კარგი რა,ვსო ,მორჩი და დავიწყოთ ვახშმობა. სანთლებსაც ავანთებ და... აი ნაყინიც გვაქვს, რომელი?

-შოკოლადის.ნაყინი შოკოლადის გარეშე არაფერია

სოფომ უცებ ფურცელი  და კალამი ამოიღო

-უნდა ჩამოვწეროთ, როგორები არ გავხდებით დაქორწინების შემდეგ

-აუუ, რა დროს ეგაა

-არა, ახლავე უნდა ჩამოვწეროთ

-კარგი, რაა ჭამა მაინც მაცადე

-მე დავწერ, შენ მიკარნახე

-ერთმანეთი სულ გვეყვარება, ხშირად წავალთ ქალაქგარეთ, ვიმეგობრებთ ერთმანეთის მეგობრებთან

-მოიცა, ეგრე არა. ერთი შენ , ერთი მე. ახლა მე სამს დავწერ... სახლის საქმეებს გავინაწილებთ, ერთმანეთს არაფერს დავუმალავთ დაა ხშირად განვმარტოვდებით, როგორც ახლა

-ერთმანეთს არ დავღლით შეკითხვებით

სოფომ კალამი და ფურცელი დადო, თითქოს მიხვდა, რომ ეს გიორგის პასუხი იყო მის მთავრ შეკითხვაზე

-ბავშვობაში ბებიამ ჩემს გონებაში საოცნებო მამაკაცი შექმნა და მითხრა თუ მას ვიპოვიდი, ბედნიერი ვიქნებოდი მეც ყველას, ვისაც ვხვდებოდი ჩემს ოცნებას ვადარებდი, თუმცა მერე შენ გაგიცანი და მას გადააჭარბე. ოცნებაზე უკეთესი ხარ, მაგრამ ბედნიერი მაინც არ ვარ, რადგან...

-ფეხი აქ დავისახიჩრე.

-რა?

-მე და ჩემი მეგობრები ცხენით სალაშქროდ წავედით. საშინელი ამინდი იყო. ძალიან მაღლა ავედით და მე ცხენიდან გადმოვვარდი.

-დაამთავრე? ახლა ნამდვილი ამბავი მოყევი , შენი სახის გამომეტყველებით ვხვდები, მატყუებ

-ჰმ... შენ სიმართლეს იმსახურებ. სანამ შენ შეგხვდებოდი ჩემი ცხოვრება კარგი არ ყოფილა. ვცდილობდი გავქცეოდი საკუთარ ბავშვობას, წარსულს, დედაჩემს და ახლა შენ გვერდით, როგორც იქნა ეს შევძელი  და დარწმუნებული ხარ რომ გინდა ისევ იქ დამაბრუნო? -ლამაზ საუბარი კარგია, მაგრამ დიახ. მინდა უბრალოდ მოყვე.

-დამშორდები. ვიცი,რომ დამშორდები და ასე გადაწყვიტე. თუ გინდა ჩემთან ყოფნა, იყავი

სოფო მიხვდა, რომ დაასწრეს. ახლა ყველა გზა მოჭრილი ჰქნოდა.ახლა ვეღარაფერს ეტყოდა.

-მე არ ვიყავი კარგი კაცი. შეიძლება არც ახლა ვარ და უბრალოდ ვცდილობ გავხდე მამაჩემის მსგავსი. გავხდე ისეთი, როგორადაც ის მზრდიდა და დღეს, როცა მიყურებს არ მინდა რცხვენოდეს ჩემ გამო. შენ შეცვალე ჩემი წარმოდგენა სამყაროზე, შენ ხარ შოკოლადი ჩემს ნაყინზე... შენამდე  არც ვიცოდი, თუ ასეთი სიყავრული შემეძლო...

-გავიგებ. თუ მეტყვი იქნებ გავიგო და დაგეხმარო. ბებიის გარდაცვალების შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი, საკუთარ თავში ჩავიკეტე, შემძულდა ყველაფერი და საშინელებებს ვაკეთებდი. რაღაც სექტაში კინაღამ გავწევრიანდი, სადაც ამაზრზენ დავალებებს გვაძლევდნენ და მეც ვასრულებდი, რადგან მჯეროდა, რომ დამეხმარებოდა ადამიანების დამცირება, თავი სრულფასოვნად მეგრძნო. ცხოველების წამება, საკუთარი სხეულის დასახიჩრება, ქუჩებში ბავშვების შეშინება, მუქარა, წართმევა - ეს ყველაფერ თავს ძლიერად მაგრძნობინებდა და საკუთარ ტკივილს მავიწყებდა. ასე რომ არც მე ვარ კარგი გოგო, მაგრამ ამ შეცდომებმა მიმახვედრა, რომ ტკივილს ვერ მოკლავ, ისე, როგორც ტყიდან გამოვარდნილ ცხოველს, ის შენი ნაწილია და მისი განადგურების ყოველი მცდელობა შენც განადგურებს. ყველაფერი გარეთ უნდა გამოუშვა და გაუზიარო ადამიანებს, რომლებიც გიყვარს, რომლებსაც უყვარხარ. წლების წინ, როცა პირველად დაგინახე,  ვერც ვიფიქრებდი, თუ შენ „ის“ იყავი და მომწონს ის რომანტიკული იდეა, რომ ცოლად მივყვები ბიჭს, რომელიც 10 წლის წინ შემთხვევით გვესტუმრა

-ჰმ... რა იფიქრე მაშინ?

-ვიფიქრე, როგორ შეუძლია ამ სიმპატიურ ბიჭს ბებია ასე გამინაწყენოს-მეთქი

-განაწყენება?

-ჰო... ძალიან გაკაპასებული გელაპარაკებოდა

-უცნაური ქალი იყო.იცი,რომ ცოტა ხანი აქ ცხოვრობდნენ მარინე და თინა?

-არაა.. რატომ?

-არ ვიცი. ალბათ, გადაწყვიტეს პენსია ერთად დაეხარჯათ

-ვაიჰ. არავისგან მსმენია

-სადღაც ფოტოალბომებიც უნდა იყოს - თქვა გიორგიმ და გვერდით ოთახში გავიდა. რამდენიმე წუთში დამტვერილი ალბომებით ამაყად დაბრუნდა და სოფოს პირისპირ მდგარი სავარძელი მისკენ მიაჩოჩა.

- აი, ეს ბებიაა

-ვაიჰ. ჰგვანან

-ჰო, ამბობდნენო ნათქვამი აქვს.

-შენს ბებიაზე არასდროს გისაუბრია, არც ამ აგარაკზე გითქვამს რამე, თუმცა საერთოდ არაფერი მოგიყოლია - გოგონა ალბომს ათვალიერებდა და ცდილობდა ცოტა რამ მაინც დაეცდენინებინა გიორგისთვის.

-აქ ადრე ხშირად მოვდიოდით მეგობრები

-ადრე როდის?

-შენ მაშინ პატარა იქნებოდი - თქვა და თავზე აკოცა გოგონას

-ნახე, ბებიას ამ ფოტოში რომ უკეთია, თინა ბებიას აჩუქა ალბათ, აქ დედაშენს უკეთია

-ჰო, ალბათ, - თქვა გიორგიმ და ალბომი ხელიდან გამოსტაცა- კარგი, შეეშვი ახლა , -  რა დროს ბებიებია - თქვა და გოგონა თავისკენ მიიზიდა.  სოფოს უცებ თეკლას „გეგონოს“ გაახსენდა თავი გაითავისუფლა, თითქოს ფანჯრიდან გადახედვა უნდოდა.

-რა კარგი ხედია

-რას ხედავ ამ  სიბნელეში

-ხვალ რას ვშვრებით?

-დილით შეშისთვის გავალ ცოტა ხნით. იმედია, შენს გაღვიძებამდე მოვასწრებ, მერე ვითამაშოთ რაღაცები, წამოღებული მაქვს

- თავი ფილმში მგონია

-ჰო, მიტოვებული სახლი, მარტო ვიღაც კაცთან ერთად. ნამდვილი საშინელებათ ფილმია

-ნუ მაშინებ

-ჰო და ხვალ რომ გაიღვიძებ მე თუ არ დაგხვდი...

-კარგი, რაა

-არა, ახლა არ ვხუმრობ. დილით შეშისთვის გავალ და მეზობლების გაცნობას ნუ დაიწყებ. ცოტა გიჟი ხალხია.

-გიჟი რას ნიშნავს?

-რა ვიცი, ცოტა არეულად ლაპარაკობენ, არ არიან მთლად საღ გონებაზე.

გიორგიმ სოფოს ტახტზე გაუშალა ლოგინი, თვითონ დივანზე დაწვა, თუმცა მთელი ღამე მაინც ერთმანეთთან საუბარსა და სიცილში გაატარეს. მეორე დილით სოფოს მართლაც არ დახვდა გიორგი. გოგონა აივანზე გავიდა. სხვა დროს წინ გაშლილი ბუნების სილამაზე აღტაცებაში მოიყვანდა,მაგრამ ახლა საკუთარი ამბით იმდენად იყო შეპყრობილი არც ყვითელი ფოთლების სიმორცხვე ანაღვლებდა და არც აივნის სახურავზე დალალებად ჩამოყრილი ვაზის ტოტები. ღიმილიანი სახით გასცეროდა სივრცეს და ხვდებოდა,რომ მისმა რეალობამ ოცნებებს გადააჭარბა. კადრებად ხედავდა წინა საღამოს და ცდილობდა სამუდამოდ დაემახსოვრებინა ეს დღე. მის ფილმში უცხო გოგონას გამოჩენამ ფიქრებიდან მოსტაცა. ქუჩის გაღმიდან ვიღაც გოგონას მზერა იგრძნო. სოფოს თითქოს ეცნო ეს სახე, მაგრამ ვერადავერ გაეხსენებინა ვინ იყო, სამაგიეროდ ახსოვდა გიორგის ნათქვამი, მეზობლებს ერიდეო და სოფოც შინ შევიდა. ძველი ამბომები აიღო და თვალიერება დაიწყო.  სოფო დიდი ხანია ოცნებობს ასეთ დიდ ალბომზე, სადაც მისი და ბებიის ფოტოები იქნება ჩაკრული. ახლა  მარინესა და თინას ფოტოებს ათვალიერებს და ფიქრობბს , რომ  მართლა უახლოესი მეგობრები იყვნენ, ფოტოები მათ ახალგაზრდობას, სიყმაწვილეს და ხანდაზმულობას ინახავს. მერე თინას ფოტოები თამარის ფოტოებით ნაცვლდება და გოგონასაც ალბომის დათვალიერების სურვილი უქრება.

სოფომ გადაწყვიტა მაგიდა გაეწყო და მზადება დაიწყო, პურის გაჭრის დროს თითის გაჭრამ ჯერ გიორგის გვერდით ყოფნა ანატრებინა , აქ რომ ყოფილიყო, თითს შემიხვევდა, ისე როგორც ფილმებშიო,მერე ბებია გაახსენდა,მოაგონდა ბავშვობაში, როცა პატარა სოფომ შემთხვევით მაკრატლის წვერით გაიფხაჭნა ცერა და ისტერიკული ტირილი მორთო, დაბნეულმა მარინემ სოლიდარობის ნიშნად ბავშვისგან ფარულად თვითონაც გაიჭრა თითი. მაშინ სოფო პირდაფჩენილი უყურებდა ბებიის გმირობას და იჯერებდა, რომ მასზე ერთგული ბებია არ არსებობდა.

იმ ორი დღის განმავლობაში წყვილმა იგრძნო ის, რაზეც წიგნებში წერენ, ფილმებში გვიჩვენებენ და ყოველ ჯერზე როცა მსგავს რამეს ვკითხულობთ ან ვუყურებთ, თავს ვიმშვიდებთ და უსუსურ ყოფას ვამართლებთ მით, რომ ცხოვრებაში ასე არ ხდება. მათ იგრძნეს ერთმანეთი, სიმშვიდე,  მღელვარება, აღფრთოვანება, ინტერესი, ორი სხეულის ჰარმონია, ვნება, ლტოლვა, სურვილი, შიში და იმედი, შვება, ნეტარება,  ერთი სხეული.

კვირას  დილით ერთმანეთში დარწმუნებულნი დაბრუნდნენ შინ და ორივე ხვდებოდა, არავის შეეძლო მათ შორის ჩადგომა, ვერავინ იყო ისე ახლოს მათთან, როგორც ერთმანეთთან. ახლა ისინი ახლო მეგობრებიც იყვნენ და წყვილი, რომელიც რამდენიმე დღეში დაქორწინდებოდა.მათი ურთიერთობის ერთი ეტაპი სრულდებოდა და წინ უფრო ხანგრძლივი, განვითარებადი და ერთმანეთის ხელახლა აღმოჩენის პროცესი ელოდებოდათ. იქნებოდა საიდუმლოებები,  ჩხუბიც, სახლიდან გაქცევაც, ჭურჭლის ლეწვა, მაგრამ იცოდნენ, რომ ცხოვრების ამ ნაწილსაც ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც იმ ნაწილს,სადაც თავს ყველაზე რომანტიკული ფილმის გმირად გრძნობ.

სოფო თავის ოთახში ავიდა და ლოგინზე დაკეცილი ბებიის ხალათის დანახვაზე, სიხარულით ბარგი ხელიდან გაუვარდა.

-დედაა - გასძახა დერეფანში. ნინოც წამსვე იქვე გაჩნდა

-სად იპოვე, უკვე ხო წაღებული ჰქონდათ

-ნუ მომაყოლებ. იმდენი ნაგავი ცხოვრებაში არ მინახავს. ნაგვებზე ისე ვაბიჯებდი, მეგონა ჩავეფლობოდი.

-დიიდ სანაგვეში იყავი?

-ნაგავსაყრელზე

-მადლობა  - თქვა გოგონამ და დედას მოექვია

-ნაგვის მანქანის მძღოლები რომ არ დამხმარებოდნენ, ვერც მივხვდებოდი, თურმე ყველა უბნის ნაგავს თავისი ადგილი აქვს

სოფომ სათვალე შეიწორა, უნდოდა რაღაც ძალიან რთული და მნიშვნელოვანი ეთქვა.

-ბოდიში არ მომიხადო, რადგან ვიცი, ის თქვი, რასაც ფიქრობდი და ეს დანაშაული არაა - თქვა ქალმა და საწოლზე უხერხულად დაეშვა -

-ყოველთვის ვბრაზდებოდი იმაზე,რომ ბავშვად აღმიქვმამდი და არა დამოუკიდებელ ადამიანად, რა ბედის ირონიაა, რომ ახლა , მხოლოდ ამით შემიძლია თავის მართლება.

-როცა სადმე წასვლა გინდოდა, ბებიას ეკითხებოდი და არა მე,ზაფხულში ყველა დასასვენებლად რომ წავედით შენ მასთან დარჩი... ვიცი, ბავშვები საყვარელ ადამიანს ასე უბრალოდ არ ირჩევენ და შენც გააკეთე არჩევანი, მაგრამ...

- ის კი უბრალოდ მისმენდა, იჯდა და მისმენდა, მერე მიყვებოდა მსგავს ისტორიებს, რომელთა უმრავლესობა, ალბათ, გამოგონილი იყო და მეუბნებოდა, გადაწყვეტილება თავად მიმეღო.  ღრმა ბავშვობაში კი საქმე გაცილებით მარტივად იყო - შენ რო გეთქვა, კბილები გამოიხეხეო და მას ტკბილეული ეყიდა, ის უფრო მეყვარებოდა. ის უამრავ რამეს იგონებდა ჩემს გასართობად და ეს თავს მნიშვნელოვნად მაგრძნობინებდა. ამ ხალათს სადედოფლოს ეძახდა, მომახურებდა და მაცეკვებდა ხოლმე, ამბობდა, ახლა ნამდვილი დედოფალი ხარო. მგონია, რომ ბებია მარტო იმიტომ დაიბადა, რომ  ჩემი ბებია ყოფილიყო. შენ კი... ვფიქრობდი, რომ არასდროს გაინტერესებდა ჩემი ცხოვრება. ბავშვობაში არაფერს მეკითხებოდა

-დედაჩემს ყოველთვის ახსოვდა, რომ დედა იყო და დედასავით უნდა მოქცეულიყო, ყოველთვის ვეკონტროლებინე, მაშინაც კი, თუ მე ურალოდ მეგობარი და რამის მოყოლა მჭირდებოდა. როცა ბიჭთან პაემანზე მივდიოდი, ცდილლობდს თავი პატარა, დაუცველ გოგონად მეგრძნო არა ზრდასრულად. როცა სკოლის ამბებს ვუყვებოდი, როგორღაც ახერხებდა ყველაფრის დრამატიზებას და ამბის ისე შეტრიალებას, რომ თავი სულელად მეგრძნო. ყოველთვის პოულობდი საყვედურების მიზეზს... ყოველთვის მინდოდა გოგონა მყოლოდა და თავისუფლება მიმეცა მისთვის, მინდოდა ჩემთან რჩევის საკითხავად მოსულიყავი და არა ყოველკვირეული ან ყოველდღიური ანგარიშის ჩასაბარებლად, მინდოდა დამემშვიდებინე, როცა ტიროდი , ცრემლები მე მომეწმინდა და არა ბებიას. მზად ვიყავი მომესმინა, თუ ეს თვითონ მოგინდებოდა, მაგრამ ვერ გაიძულებდი, ვერ გავხდებოდი ის, ვისგანაც მთელი ბავშვობა ვცდილობდი თავის დაღწევას. აწიც დაგელოდები, თუ დაგჭირდები, მე მინდა რომ მოგისმინო. თუ არ დაგჭირდები, მაინც მეყავრები. ასეთია დედობა.

ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ როცა ყველაზე მეტადაა საჭირო,მაშინ ვერაფერს ვაკეთებ, წლების მანზილზე ვმალავ, რომ მშურს მარინესი. ძალიან მრცხვენია აღიარება,მაგრამ მან შენი თავი წამართვა და კიდე მაქვს ერთი საჩუქარი შენთვის - ნინომ თავისი ოთახიდან ფოტო-ალბომი გამოიტანა, სადაც ბავშვობიდან მოყოლებული სოფოს და მარინეს ერთობლივი ფოტოები იყო ჩაკრული  - ერთი კვირის წინ შევუკვეთე, ლამინატშია გაკეთებული და არასდროს გაცვდება, მუდამ გექნება. - გოგონა დედას ისე გადაეხვია, თითქოს გულში ჩაკვრით მათ შორის არსებული ნაპრალის შეწებებას ცდილობსო.

-სკოლაში სათვალის გამო რომ დაგცინოდნენ, მინდოდა მოვსლიყავი, მასწავლებლისთვის მეთხოვა მეტი ყურადღება გამოეჩინა, მაგრამ შენ ისე იქცეოდი, თითქოს ეს არც გაღელვებდა, არ გეშინოდა ბავშვების დაცინვის, პირიქით, შეგეძლო ეს სათვალე შენს ძლიერ მხარედ წარმოგეჩინა და მეც აღარ ჩავთავლე საჭიროდ შენს მასწავლებელთან შეხვედრა. შენ ყოველთვის შეგეძლო დამოუკიდებლად გაგეგრთმია თავი პრობლემებისთვის

-შენ კარგი დედა ხარ

-მაგრამ არც ისეთი კარგი, როგორიც მეგონა. წარმოდგენაც არ მინდა სანდროს როგორი მოგონებები აქვს. ჩამოვიდა. ნახე?

 

სანდრო თავის ოჯახთან ერთად 15 წლის შემდეგ საქართველოში პირველადაა. იმედი ჰქონდა, თავის ცოლ-შვილს გულწრფელად მოეწონებოდა მისი სამშობლო და ასეც მოხდა. ცამდე აზიდულ შენობებს მიჩვეულნი უფრო მაღალი მთების ხილვამ გააოცა. სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ სახლში დაბრუნება ვერ შეძლო. წლებმა გაუცხოება მოიტანა და მტვრით დაფარული მოგონებებიც გააფერმკრთალა.

-არ ვიცოდი, ცოლად თუ თინას შვილიშვილს მიჰყვებოდა

-ჰო. კარგი ბიჭია - უპასუხა თამაზმა და შვილს არყის ჭიქა მიუჭახუნა

-მაგათ სახლში ნამყოფი ვარ, მგონი მერე გაყიდეს თუ ბანკმა გაუყიდა ის სახლი.

-ჰო, მარინესგან რაღაც მახსოვს, მაგრამ კარგად არ ვიცი. შენ რა გინდოდა მაგათთან?

-ბებიამ მთხოვა ერთხელ გაყოლა. თინა სახლიდან გამოაგდეს და წავკისში ცხოვრობდა ცოტა ხანს. არ გახსოვს ბებია რო უვლიდა? იმ კაცს ცოლი ღალატობდა და ეგ და თავისი შვილი , ანუ სოფოს საქმრო დაადგნენ თავზე

-ვაა...

-ჰო. მერე მაგ ბიჭზე რაღაც ცუდი ჭორებიც მახსოვსს

-რაო, რას ამბობდნენ?

-არა, რახან ახლა გარეთაა და ასეთი წარმატებულია ტყუილია, ალბათ

-და მაინც რა ჭორები იყო?

მამა-შვილს საუბარი სოფოს გამოჩენამ გააწყვეტინა. გოგონა უცებ დაიბნა, ვერ გადაეწყვიტა ხელი ჩამოერთმია თუ გადახვეოდა, სანდრომ გულში ჩაიკრა უმცროსი და და იმ ბანალური ფრაზები კორიანტელი დაატრიალა, დიდი ხნის უნახავ ნათესავებს რომ  სჩვევიათ. სოფოს სახე შეეფაკლა, უცებ გაიაზრა, რომ მართლა დიდი გოგოა და რამდენიმე დღეში საკუთარი ოჯახი ექნება.

ქორწილამდე დარჩენილი სამი დღე გოგონამ წინასაქორწინო სამზადისს დაუთმო და საერთოდ არ დარჩენია დრო მღელვარებისთვის. საქორწინო კაბას ყოველ დღე იზომავდა და ბოლოს ის დღეც გათენდა, როცა თეთრი კაბა ბოლოჯერ ჩაიცვა. მაქმანების სილამაზემ თითქოს მის სხეულშიც შეაღწია და ყველაფერი გაანათა, ტანში ბედნიერების ჟრუანტელი უვლიდა. ნინოს მისთვის მაკიაჟი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ აცრემელბული თვალებსა და აკანკალებულ ხელებს ვერაფერს უხერხებდა. კაცები ტაძარში წასასვლელად დილიდანვე მზად იყვნენ და გულაჩქარებულნი ელოდებოდნენ საპატარძლოს გამოჩენას.  თეკლა მეგობარს იმაზე ადრე ესტუმრა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ. გოგონას დაბნეული, ანერვიულებული სახე ჰქონდა, შეშლილივით აირბინა კიბეები და სოფოს ოთახში შევარდა. ~

-თეკლა, რა გჭირს?

გოგონა ხმას ვერ იღებდა, ზურგჩანთიდან ნათხოვარი დღიური ამოიღო და რამდენიმე წამით ნერწყვის გადაყლაპვას უშედეგოდ ცდილობდა

-თვალები რა დღეში გაქვს - ჩაერია ნინო - მოიცა წყალს მოგიტან

-გოგო, რამე მოხდა?

-ეს დღიური, - შენ ეს მთლიანად არ წაგიკითხავს, ჰო ? - თეკლამ სოფოს პირდაპირ თვალებში ჩახედა და სუნთქვაშეკრული ელოდებოდა  პასუხს

-არა, არ წამიკითხავს, რამდენჯერაც პასუხების ძებნა დავიწყე, იმდენჯერვე იმედგაცრუება და სევდა მრჩებოდა ხელში... არ ვიცი, ბოლოში რა წეერია?

-ეს დღიური არაა მარინა ბებიასი

-მარინე... აბა ვისია? და ასე მნიშვნელოვანია,, რომ ახლა მაიძულებ წაკითხვას?

-უნდა იცოდე

გოგონამ ღრმად ამოისუნთა, დღიური ისე გამოართვა, თეკლასთვის თვალიც არ მოუშორებია, თეკლამ ჩანიშნულ ადგილზე მიუთითა.  სოფო საწოლზე ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო. მის წარბშეკრულ თვალებში ჯერ დაბნეულობა, შემდეგ გაკვირვება მოსჩანდა. მერე ორივე ხელი სახეზე აიფარა და თეკლას უიმედოდ შეხედა . ასე გაქვავებულები ისხდნენ კარგა ხანს.გოგონას ფერმკრთალება ფერუმარილის მიღმაც სჩანდა

-რა მოხდა?  თეკლა უკეთ ხარ? - დერეფნიდან გაისმა ნინოს ხმა

-რა გჭირთ,გოგონებო? რა სახეები გაქვთ?

-არაფერი. არაფერი არ მოხდა  - უპასუხა სოფომ , თუმცა თეკლას უყურებდა ისე, თითქოს მას უხსნიდა რაღაცას

სამზადისი ჩვეული ტემპით გაგრძელდა. საპატარძლოს გიორგიმ თავის მეჯვარესთან და მშობლებთან ერთად მოაკითხა. მისი უსაზღვრო  სიხარული სოფოს თვალისმომჭრელობამ ერთი-ორად გაუზარდა, მაგრამ გოგონას პირქუში მზერა ვერაფრით აეხსნა და ვერც კითხვის დასმას ახერხებდა

-ვიცი, რაც ჩაიდინე- ჩასჩურჩულა სოფომ - თინა ბებიას დღიური წავიკითხე.

გიორგიმ ჰალსტუხი შეიხსნა, თავი დახარა, უცებ ვეღარც წონასწორობის შენარჩუნება შეძლო და კიბის მოაჯირს დაეყრდო. სათქმელი არაფერი იყო, არც ასახსნელი, ფაქტი ფაქტად რჩებოდა შელამაზების მცდელობა თავის უდანაშაულოდ გამოყვანას ნიშნავდა, ამიტომ გიორგიმ დუმილი არჩია.

გოგონა ინსტიქტურად მოქმედებდა. გაუაზრებლად ასრულებდა რასაც სთხოვდნენ და თითქოს ვერც იაზრებდა, რას აკეთებდა.

-სოფ, მე შენთან ვარ, თუ გაქცევას გადაწყვეტ, მე აქ ვარ - უთხრა თეკლამ,  მანქანაში ჩაჯდომის წინ.

გარეთ თოვდა, თეთრ სუდარაგადაფარებულ მიწაზე სოფო ყინულის პირქუში დედოფალივით დააბიჯებდა და გონებაში ისევ წაკითხულის გააზრებასა და ფაქტების ერთამენთთან დაკავშირებას ცდილობდა.

ახლა მან გიორგისთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გასცა - რატომ ესტუმრა იმ დღეს მარინეს, რას არ უბრუნებდა ბებია, რატომ ცდილობს გიორგი დაემსგავსოს მამას, რატომ აღარ სტუმრობს წავკისის აგარაკს და რატომ აუკრძალა მეზობლებთან ურთიერთობა. ახლა მისთვის ნათელია, რას მალავს მისი საქმრო. მას ქვეცნობიერად გაჩენილ კითხვებზეც აქვს პასუხები, მაგრამ არ იცის მთავარი - რა მოიმოქმედოს ახლა?

საკურთხეველთან მდგარმა ტაძარში შეკრებილ სტუმრებს თვალი მოავლო, მერე გიორგის შეხედა, სუნქვა უჭრდა, ყვავილების თაიგული ხელიდან გადაუვარდა და მოწყვეტით გავარდა ეკლესიიდან, თეკლამ შვებით ამოისუნქა და უკან გაჰყვა.

თეთრ ქათქათა თოვლში მთელი ძალით გარბოდა. ცოტა ხანში თითქოს სივრცემ მისი სითეთრეც შთანთქა და სილუეტის დანახვაც გაჭირდა. უკან მისდევდა თეკლა, უხმოდ, თანაგრძნობით მისდევდა მის კვალს. სოფომ რაღაცას ფეხი წამოჰკრა , დაეცა , თოვლში ჩაეფლო და ატირდა ხმამაღლა. ატირდა ისე, როგორც გრძნობდა. აღარ ცდილობდა განცდების დამალვას, ტკივილის ჩაკვლას, ატირდა გიორგის გამო, იმის გამო რაც ჩაიდინა და ატირდა დამსხვრეული ოცნებების გამო, რომლის ნანგრევებიდან გამოსავალს ამაოდ ეძებდა.

**

4თებერვალი

იმ ღამეს სოფოს ბებია ესიზმრა. ის ისეთივე იყო, როგორც მის მოგონებებში. მწვანე ნაქსოვი სვიტერი და შავი ქვედაბოლო ეცვა, როგორც იმ დღეს , გიორგი რომ ესტუმრათ.

-თინასი სხვა არაფერი მაქვს, რაც მქონდა მოგეცი

-ვიცი, რომ კიდევ რაღაც გაქვს და მჭირდება

-არაფერი მაქვს. დროა წახვიდე. თუ დაბრუნებებზეა საქმე, დედაშენმა დამიბრუნოს ჩემი სამკაულები, რომლებიც თინას მივეცი. ეგ ბებიაშენს უნდა გაეყიდა და პურის ფული მაინც ჰქონოდა.

-დედაჩემზე სასაუბროდ არ მოვსულვარ

-აბა ვისზე გინდა საუბარი, მის საყვარელზე ხომ არა ან თინაზე. თუმცა შენთან რა მაქვს სალაპარაკო,მშვიდად უყურებდი, როგორ გიკლავდნენ ბებიას და თითსაც არ ანძრევდი

-ბებია, რა ხდება - სარდაფის კარი გოგონამ შეაღო. ის უკვე 21 წლის იყო,..

უცებ გამოეღვიძა, საწოლზე წამოჯდა, ცრემლები მოიწმინდა, გვერდით მწოლიარე თეკლას გახედა და ფრთხილად ადგა. თავის ოთახში გამომწყვდეულ გიორგის მზერას ისევ წააწყდა ... არა, ახლა იმ ეტაპზე არ იყო, როცა ყველა ადამიანში გიორგი უნდა დაენახა. პორტრეტი აიღო, ფანჯარა გამოაღო და მთელი ძალით მოისროლა ნახატი.

-როგორ ხარ?

-ცუდად,საშინლად... ეს ბავშვი...

-ვიცი

-საშინელებაა

საშინელება კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, ლილუს და თეკლას გვერდით ყოფნის გამო გოგონა თავს შებოჭილობას გრძნობდა და ცდილობდა თავი მოეჩვენებინა, თითქოს მათ თანაგრძნობას შეეძლო კვლავ ფეხზე დადგომაში დახმარებოდა, თუმცა ეს ბოლო დროს უფროდაუფრო უჭირდა, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. სისუსტე, თავბრუსხვევა და გულისრევა თავიდან სტრესის ბრალი ეგონათ, მაგრამ სოფო ფეხმძიმედ იყო. შვილს ელოდებოდა კაცისგან, რომელიც სამი თვეა არ უნახავს და ზუსტად იცოდა, აღარასდროს გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში.

**

-ვაა, პიანინო, დავუკრავ

-სადაა პიანინო? პიანინო მაქვს და არ ვიცი?

-ბიჭო, ეგ კარადაა

-აა, უი. დენი თქვენკენაც წავიდა?

-აუუ, წავიდა... თქვა გიორგიმ და ლუდი მოსვა - ახლა სადმე უნდა დავრეკო თუ რა უნდა ვქნათ

-დაველოდოთ, სად წავა, დენია რა

-კაკუნზეა კარი თუ კაკუნია კარზე

მასპინძელმა კარი გააღო.

-გამარჯობა. დედამ მითხრა, რომ შეიძლებოდა სანთელბი არ გქონოდათ

-აუ, გაიხარე დიიიდი მადლობა

-არაფრის - თქვა გოგონამ და წასვლა დააპირა

-დაფრინავ თუ დადიხარ?

-რაა?

-არა, არაფერი. შემო ცოტა ხნით, გაგვეცანი.მეზობლები ვართ , ერთმანეთს არ უნდა ვიცნობდეთ? - გაუღიმა მასპინძელმა

-არა , დედა მელოდება

-შემო , შემო მკლავში წაავლო ვაჟმა ხელი

-ბიჭებო, გაიცანით, ჩემი მეზობელი... რა გქვიაა?

-თათია

-მეზობელი თათია

გოგონამ ოთახს მოავლო თვალი , მხოლოდ ბიჭები და მათი დაჟინებული  მზერა რომ დაინახა, შეეშინდა, სავარძლიდან ადგა და დაემშვიდობა. გიორგი ზურგში გაჰყვა

-რა გრძელი კისერი გაქვს, ლამაზი  - თქვა მან და ხელი წაავლო.

გოგონა დაიბნა.

-ნუ გეშინია - თქვა ვაჟმა და მთელი სხეულით მიეკრა გოგონას. ბავშვი უძალიანდებოდა, ყვიროდა, მაგრამ დახმარებას არავინ აპირებდა. კაცი კი გაშმაგებული აწვებოდა გოგონას მთრთოლვარე სხეულს, ტანსაცმლის შემოხევის ხმა კედლების დაბზარვას ჰგავდა. ნელ-ნელა ტირილიც მიწყდა, გონდაკარგული გოგონა ახლა მხოლოდ ჭერს მიშტერებოდა. სტკიოდა. ეშინოდა. აქოშინებული სხეული მის სხეულს მოსწყდა. ძალაგამოცლილმა გოგონამ კაცის ჯიბიდან გადმოვარდნილ დანას მოჰკრა თვალი, ძალა მოიკრიბა, მისწვდა და მთელი ძალით ჩასცა მუხლში. გოგონა გაიქცა, თუმცა ამ დღის კვალი უკვე მეათე წელია იმ კაცის თვალებსა და ღიმილს ატარებს.

**

 

დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ შეუძ₾ია ადამიანს იყოს ამდენად არაადამიანური. პასუხის ერთადერთი ახსნა დარვინის თეორიის გამართლებაა. ახლა ვცდილობ ახალი უნარები ვისწავლო - უნდობლობა, ეჭვი, მაგრამ ოროსანი ვარ, იმედი მაქვს, შენ მაინც გექნება ეს უნარები, რადგან მათ გარეშე დღევანდელ სამყაროში ერთ დღესაც ვერ იცოცხლებ, თუმცა შენ მგონი უკვე თავიდანვე ატარებ რაღაც მაგიურს, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ.

თავს ისე ვგრძნობ, თითქოს რელსებიდან გადავარდნილი მატარებელი ვიყო.

ცოტა მეშინია შენი. არ ვიცი, მოგეწონები თუ არა, როცა დაიბადები, არ ვიცი მოისურვებ თუ არა მამის გაცნობას ან ალბათ, ეს მე მევალება . ჩვენ, ქართველი დედები შვილებს მათი ჩასახვის ისტორიას არ ვუყვებით, მაგრამ მინდა შენ იცოდე, რომ სიყვარულის ნაყოფი ხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მამაშენი მიყვარდა და ალბათ, ახლაც მიყვარს, მიუხედავად იმისა, თუ ვინაა ის.

ძალიან მინდა მალე დაგიჭირო ხელში. როდესაც დაიბადები, ზუსტად ვიცი, რომ ლურჯსისიხლიან მთვარიან ღამეს დაიბადები, ზეციური წვეულება იქნება და მინდა ყველა ჩვენთან იყოს. ყველას უნდა უხაროდეს შენი ჩვენ გვერდით ყოფნა. ვისთვისაც რამე მიწყენინებია, ყველასთან გამოვასწორე, ვეცადე მაინც . ასე რომ შენი დედიკო ცუდი  გოგო არ არის, ახლა კი შენთვის მზადაა უკეთესიც გახდეს.

სოფოს საკუთარ მუცელთან საუბარი კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა.

ოთახში თათია შემოვიდა. უკან ათიოდე წლის გოგონა მოჰყვებოდა.

ქალი ცრემლებით სავსე თვალების დაფარვას არაფრისმთქმელი ღიმილით ცდილობდა. სოფო ნელა ადგა, ბავშვს უყურებდა, მერე მზერას ისევ ქალზე გადაიტანდა და ასე დუმილში გადიოდნენ წუთები. სოფომ ორივე ხელი შუბლზე მიიჭირა

-არ შემიძლია, იქნებ ელიზა დედასთან ჩავიდეს... ტკბილეულით გაუმასპინძლდება...

არც ვიცი, რატომ გთხოვე მოსვლა, უბრალოდ, მინდოდა მცოდნოდა, როგორ ხარ ამდენი წლის შემდეგ, როგორია ცხოვრება ბავშვთან ერთად, რომელიც... რა საშინელებაა... არც ვიცი რა გკითხო... რატომ არ მოიშორე?

-იმავე მიზეზით, რატომაც შენ... ერთი დრამატული ისტორიისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია.

სოფოს სუნქვა უჭირდა, ფანჯარა გამოაღო

4 თებერვალს, მარინეს გარდაცვალებიდან 2 წლუს თავზე.

ყოველი მომდევნო თვე სოფოს მუცელივით იზრდებოდა და არადაარ გავიდა 9 თვე, თუმცა იყო თუ არა საოცნებო 9 თვის გასვლა ესეც საკითხავია, რადგან სოფოს ფეხმძიმობა ნელ-ნელა რთულდებოდა. წოლითი რეჟიმი ცხოვრების წესად იქცა. ძილბურანში გახვეული გოგონა ბებიის ლანდს ხედავდა, რომელიც ნაცნობ ისტორიებს უყვებოდა.

-მომწონს იმაზე ფიქრი რომ ერთ დღესაც შენც ჩემსავით მოხუცი ქალი იქნება და შვილიშვილს სიამაყით მოუყვები შენი ყველაზე რთული გადაწყვეტილებების შესახებ და მინდა ამ დროს გეღიმებოდეს, რადგან როცა მოხუცი ხარ არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე წარსულში ჩადენილი დანაშაულები. არ ვიცი, მნიშვნელოვანია თუ არა ბებრული ფიქრები, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გითხრა.

შენზე 2 წლით უფროსი ვიყავი, როცა დავფეხმდიმდი. მაშინ ისეთი დრო იყო, ქმრის გარეშე ბავშვის გაჩენა არ შეიძლებოდა და დედამ ექიმთან წამიყვანა. ჩემთვის არც უკითხავს მინდოდა თუ არა ბავშის მოშორება, მაგრამ მომიწია ეს გამეკეთებინა. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, მამაშენს და ან ძმა ეყოლებოდა. ეს აზრი მთელი ცხოვრება მტანჯავს და ახლაც, როცა ამდენი წლისები ვართ, მას როცა ვუყურებ, ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ის, რომელიც მოვკალი. მასავით თხელი ძვლები ექნებოდა თუ ცოტა უფრო მსუქანი იქნებოდა ან იქნებ შავი თვალები ჰქონოდა.

ეს ამბავი ბებიას უამრავჯერ მოუყოლია სოფოსთვის და გოგონამაც კარგად ჩაიბეჭდა გონებაში, რომ აბორტი არასდროს არ უნდა გაეკეთებინა,მაგრამ  ისტორია ჰალუცინაციაში გადაიზარდა.

მარინემ სოფოს ჩვილი დათმობა სთხოვა. ეუბნებოდა, რომ  ის უკეთ მოუვლიდა, მასთან უკეთე იქნებოდა, განა არ ახსოვდა, როგორ ანებივრებდა ბავშვობაში? სოფო უარის ნიშნად თავს აქნევდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სოფო მარინეს ნებას არ დაჰყვა. „მაშინ შენ წამოდი ჩემთან -უკანასკნელი განაჩენივით დაუარა სხეულში ხმამ.

ერთ ღამესაც, როცა სოფომ ფანჯარასთან ახალი დარაჯი  - მთავრე დაინახა, მიხვდა. დადგა ის დღე, როცა მისი სხეული ორივე სულისგან უნდა დაცლილიყო.

თეკლა

საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს ყველაფერს პატიობენ, სიკვდილის გარდა. გვქონდა რთული პერიოდებიც,მაგრამ ახლა არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო მის გარეშე. ყოველთვის, როცა ჩემს თავს რამე ხდება, დღესაც წარმოვიდგენ, როგორ მოვუყვები ამას სოფოს, ვიცი როგორ გაიცინებს ან გაბრაზდება, სათვალეს საჩვენებლი თითით შეისწორებს. ვიცი, რა სახე ექნება, როცა გაუკვირდება, მერე მახსენდება,  რომ მას არ სჭირდება მოყოლა, ის ჩემ გვერდითაა მაშინ, როცა ეს ხდება და იქნებ მანამდეც კი იცის ხოლმე, რა მელის მე.

ქორწილის დღის შემდეგ გიორგი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა სოფოს სოფომ უთხრა , ნება მომეცი, მახსოვდე, ისეთი, როგორიც მე გამოგიგონეო, როგორიც შეგიყვარეო. მანაც დატოვა საკუთარ მოგონებებთან და სამუდამოდ გაქრა მისი კვალი. როგორც ამბობენ, ჩეხეთში ცხოვრობს და გამომძიებელია, ძირითადად გაუპატიურების საქმეებზე მუშაობს. იმ ღამეს კი როცა ლუნამი დაიბადა, რადიოს ყველა ტალღაზე მათი სიმღერა the girl love has gone ისმოდა. სოფოს ტკივილი, უიმედობა და სევდა სახეზე ეწერა, მერე ყველა ემოცია წაიშლა და გოგონა, რომელიც გვიყვარდა წავიდა.

გვქონდა რთული პერიოდებიც,მაგრამ ის ყოველთვის სოფოდ რჩებოდა. გოგონად, რომელსაც შეეძლო დღეში 25 საათი მხოლოდ საკუთაარ თავზე ეფიქრა და ყოველ წამს საკუთარი თავისთვის ემტკიცებინა, თუ რამდენად ძლიერია. მას ზრუნვა სჭირდებოდა. მე ვზრუნავდი მასზეც და ჩვენს მეგობრობაზეც. ვხვდებოდი, გიორგი და სოფო რომ მღალატობდნენ, მაგრამ არაფერს ვამბობდი, რადგან ველოდებოდი, როდის შეძლებდა ჩემთვის ამის თქმას. მინდოდა თავი დამნაშავედ მეგრძნობინებინა, იმის გამო, რაც ჩაიდინა და დიდხანს არ ველაპარაკებოდი. ბოლოს გალეშილი მთვრალი კართან მომადგა.

-ძაან ცუდად ვარ, იმდენად ცუდად, რომ ლუდი, ქიშმიში და კისელის ფხვნილი ერთად ვჭამე და ბევრი ვიტირე. მერე ავდექი და აქ მოვედი, რადგან სხვაგან წაწასვლელი არ მაქვს და თუ შენც გამაგდებ, ქუჩაში ბებია შემხვდება და მოვკვდები. ჩემები შინ არ არიან და შემეშინდა, რადგან მომეჩვენა, რომ სადღაც ახლოს ბებია იდგა და მიყურებდა. არაფერს ამბობდა, უბრალოდ იდგა და მიყურებდა, ასე ხდება სულ, მერე მკითხავენ, რა დაგემართაო. რა დამემართა და ბებია, რომელიც სამყაროში ყველაზე კარგს მხედავდა მოკვდა და ახლა აღარ დარჩა ადამიანი, ვისთვისაც პირველი ვარ. უბრალოდ ადგა და მოკვდა და ამის გამო მძულს, მას უნდა ეცოცხლა სანამ ამისთვის მზად ვიქნებოდი. თვეების განმავლობაში ვერ ვჭამდი, მთელი დღეები მარტო დავდიოდი და ვტიროდი, ტირილში მეძინებოდა. მერე შენ მოდიოდი და ცდილობდი გეთქვა, რომ ის მოკვდა და არა მე. შენ კი ისე მოგექეცი... ღმერთო როგორ მრცხვენია. ნეტა საერთოდ არ დავბადებულიყავი, თუ ასე უნდა მოგქცეოდი. ნეტა ვინმეს ეკითხა, საერთოდ მინდოდა თუ არა დაბადება. ხომ ვეტყოდი, რომ დაუბადებლადაც კარგად ვარ და ჯანდაბაში წასულა დედამიწა-მეთქი.

სოფომ მონოლოგი დაასრულა, სათვალე შეისწორა და შეეცადა ამღვრეული თვალები ქუჩის ძაღლის მზერად ექცია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მე კი სხვა გზა აღარ დამრჩა და სახლში შემოვუშვი. მერე სოფო მთელი ღამე ენას არ აჩუმებდა, წლების წინ თავს გადამხდარ ისტორიებს იხსენებდა და ვინ მოსთვლის, რამდენი ბავშვური სისულელე აღიარა იმ ღამეს, მითხრა, რომ ჩემ გარდა არავინ ჰყავდა და რომ უნდა მეპატიებინა. მერე გადამეკიდა და სანამ კითხვაზე შვრიგდით თუ არაო დადებითი პასუხი არ მიიღო, არ მომეშვა. მეორე დილით ცხადია, არაფერი ახსოვდა. სიცილს ძლივს ვიკავებდი, როცა ახალგაღვიძებული მეგობარი დაბნეული აცეცებდა თალებს.

ჩემ გარდა არავინ ჰყავდა. ყოველთვის ეგონა, რომ მხოლოდ ბებიისთვის იყო პრინცესა, დანარჩენებისთვის დედამიწას ამძიმებდა. ეშინოდა ყოფილიყო ის ვინც იყო და ძალით ხმაურობდა ხოლმე, ბარში ხმამაღლა საუბრით, გამომწვევი ჩაცმულობით ცდილობდა შესამჩნევი გამხდარიყო, მაგრამ ასეთი არ იყო. ჩემი მხრიდან სოფო ერთი მხატვარი იყო, რომელიც არამარტო ხატავდა საკუთარ ოცნებებს, არამედ ცხოვრობდა კიდეც მათში და სანამ ეს ნახატები იარსებებს, სოფოც იცოცხლებს.

ნინო

ადამინს 6  თვე სჭირდება ოჯახის წევრის დაკარგვას რომ შეეგუოს,მაგრამ როცა საუბარი შვილზეა, საუკუნეც არასაკმარისია. დღემდე მესმის, როგორ ჩამოირბენს კიბეებს, ჩავა ჯერ სახელოსნოში, მერე სამზარეულოში და ჩაის დალევას მაიძულებს... საკუთარი წელთაღრიცხვა მაქვს. ახალი კალენდარი სოფოს შემდეგ იწყება. ასე ჰქვია უბრალოდ სოფოს შემდეგ... არაფერი სხვა. არ ვიყენებ სიტყვებს მოკვდა, გარდაიცვალა...

სოფოს შემდეგ სამყარო ამოტრიალდა. დამიტოვა თავისი შვილი, ლუნამი - ასე დაარქვა მან, თუმცა მე სოფოს ვეძახი. მე ძლიერი უნდა ვყოვილიყავი მისთვის, ის ერთადერთი არაა, ვისშიც სოფო ცხოვრებას აგრძელებს.

ნიტა სოფოს მეგობრის ლილუს შვილია. მისი ანდერძის თანახმად, სოფოს გული ახლა ამ ბავშვის სხეულში ძგერს. როცა ეს გადაწყვეტილება გამიზიარა, შემეშინდა, მისი სხეული უნდა დაეფლითათ, დაეგლიჯათ და ნაწილი ამოეკვეთათ.

საპნის ბუშტივით ვარ, შეგიძლია ერთი ამოირჩიო, უკან გაჰყვე, თვალი ადევნო,მერე ქარის ოდნავი წამობერვაც საკმარისია და ის ქრება, იკარგება. როცა ადამიანს მოულოდნელად კარგავ, რაღაც ნაწილი ცარიელდება შენში, ცარიელდება თუმცა მძიმდება და ეს იმდენად ძლიერია, რომ შეუძლა მთელი სხეულით დაგქაჩოს და სადღაც უფსკრლში ჩაგათრიოს. ვეღარაფერს აკეთებ . იყო და არა იყო რა...

სოფომ მამამისს შთააგონა, საქმე აღეძრა უსამართლოდ განთავისუფლების გამო. როცა ის გარდაცვალა, პირველი სასამართლო სხდომა ჯერ კიდევ არ იყო ჩანიშნული. არ ვიცი, როგორ ერეოდა თამაზი ემოციებს, მაგრამ ის შვილის დაკრძლავიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოსამართლის პირისპირ იდგა. მისი მიზანი შვილის უკანასკნელლი თხოვნის ასრულება იყო. თხოვნა კი სიმართლისთვის ბრძოლას გულისხმობდა. სოფოს, ალბათ, ვერც წარმოედგინა რამდენად რთული იქნებოდა ეს მამისთვის. ერთი კაცის აქცია პარლამენტის შენობის წინ, სადაც სკამის დადგმის უფლებასაც არ აძლევდნენ, შიმშილობა საქმის გადახედვის მოთხოვნით და ათასი სხვა...

დიდი ხნის წინ არ არსებობს. ყველაფერი ჩვენშია, ჩვენში, ჩვენს მეგობრებში, შვილებში ცოცხლობენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენ შეგვქმნეს ჩვენი შეცდომებით, ინტერესებითა და სურვილებით. სოფო ცხოვრებაში ერთხელ ვიპოვე. ერთხელ აღმოვჩნდი იმ მხარეს, საიდანაც ის ისეთი ჩანდა, როგორიც იყო და მაშინვე დავკარგე.

ლუნამი

სინამდვილეში ჩვენ ჩვენს სხეულსაც არ ვიცნობთ სრულფასოვნად და რა გასაკვირია, რომ წარმოდგენა არ გვაქვს ჩვენს შინაგან სამყაროზე ან ცხოვრებაზე, რომელსაც მხოლოდ ერთი მხრიდან ვუყურებთ. გვიჭირის იმის დაჯარება, რომ ცხოვრება არაა ფრესკა. ესა თუ ის მომენტი ძეგლია, რომელსაც უნდა შემოვუაროთ, ყველა მხრიდან დავათვალიეროთ და მერე გამოვიტანოთ განაჩენი, რადგან ყოველი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ახალი პერსპექტივა იშლება და ძეგლსაც ანუ მომენტს, ახლებურად ვხედავთ, სინამდვილეში, ყველაფერს აქვს ახსნა, შემთხვევით არჩეულ სიმღერასაც საკუთარი დატვირთვა აქვს.

მე დედაჩემი მოვკალი, რომელიც არასდროს მინახავს, მაგრამ მისმა ადამიანებმა ყველა მხრიდან გამაცნეს ის, თუმცა  მჯერა, ის იმაზე მეტი იყო, ვიდრე მათ იციან. მისი მთლიანობა მის შემოქმედებაში ჩანს, რომელიც სახელოსნოში სამუდამო გამოკეტვას არ იმსახურებს.

მე არ მაქვს ისეთი ოცნებები, როგორიც დედას. ჩემი ოცნება დედას გაცოცხლებაა. ის თავის პატარა ბუნაგში მელოდება და მოთმინებით უცდის, როდის გავაკეთებ რაიმეს მისთვის. გადავწყვიტე, მოვაწყო მისი ნახატების გამოფენა და იმედი მაქვს, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაინახავენ ისეთ სოფოს, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ.

 

 

 

 

 

თეკლა

საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს ყველაფერს პატიობენ, სიკვდილის გარდა. გვქონდა რთული პერიოდებიც,მაგრამ ახლა არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო მის გარეშე. ყოველთვის, როცა ჩემს თავს რამე ხდება, დღესაც წარმოვიდგენ, როგორ მოვუყვები ამას სოფოს, ვიცი როგორ გაიცინებს ან გაბრაზდება, სათვალეს საჩვენებლი თითით შეისწორებს. ვიცი, რა სახე ექნება, როცა გაუკვირდება, მერე მახსენდება,  რომ მას არ სჭირდება მოყოლა, ის ჩემ გვერდითაა მაშინ, როცა ეს ხდება და იქნებ მანამდეც კი იცის ხოლმე, რა მელის მე.

ქორწილის დღის შემდეგ გიორგი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა სოფოს სოფომ უთხრა , ნება მომეცი, მახსოვდე, ისეთი, როგორიც მე გამოგიგონეო, როგორიც შეგიყვარეო. მანაც დატოვა საკუთარ მოგონებებთან და სამუდამოდ გაქრა მისი კვალი. როგორც ამბობენ, ჩეხეთში ცხოვრობს და გამომძიებელია, ძირითადად გაუპატიურების საქმეებზე მუშაობს. იმ ღამეს კი როცა ლუნამი დაიბადა, რადიოს ყველა ტალღაზე მათი სიმღერა the girl love has gone ისმოდა. სოფოს ტკივილი, უიმედობა და სევდა სახეზე ეწერა, მერე ყველა ემოცია წაიშლა და გოგონა, რომელიც გვიყვარდა წავიდა.

გვქონდა რთული პერიოდებიც,მაგრამ ის ყოველთვის სოფოდ რჩებოდა. გოგონად, რომელსაც შეეძლო დღეში 25 საათი მხოლოდ საკუთაარ თავზე ეფიქრა და ყოველ წამს საკუთარი თავისთვის ემტკიცებინა, თუ რამდენად ძლიერია. მას ზრუნვა სჭირდებოდა. მე ვზრუნავდი მასზეც და ჩვენს მეგობრობაზეც. ვხვდებოდი, გიორგი და სოფო რომ მღალატობდნენ, მაგრამ არაფერს ვამბობდი, რადგან ველოდებოდი, როდის შეძლებდა ჩემთვის ამის თქმას. მინდოდა თავი დამნაშავედ მეგრძნობინებინა, იმის გამო, რაც ჩაიდინა და დიდხანს არ ველაპარაკებოდი. ბოლოს გალეშილი მთვრალი კართან მომადგა.

-ძაან ცუდად ვარ, იმდენად ცუდად, რომ ლუდი, ქიშმიში და კისელის ფხვნილი ერთად ვჭამე და ბევრი ვიტირე. მერე ავდექი და აქ მოვედი, რადგან სხვაგან წაწასვლელი არ მაქვს და თუ შენც გამაგდებ, ქუჩაში ბებია შემხვდება და მოვკვდები. ჩემები შინ არ არიან და შემეშინდა, რადგან მომეჩვენა, რომ სადღაც ახლოს ბებია იდგა და მიყურებდა. არაფერს ამბობდა, უბრალოდ იდგა და მიყურებდა, ასე ხდება სულ, მერე მკითხავენ, რა დაგემართაო. რა დამემართა და ბებია, რომელიც სამყაროში ყველაზე კარგს მხედავდა მოკვდა და ახლა აღარ დარჩა ადამიანი, ვისთვისაც პირველი ვარ. უბრალოდ ადგა და მოკვდა და ამის გამო მძულს, მას უნდა ეცოცხლა სანამ ამისთვის მზად ვიქნებოდი. თვეების განმავლობაში ვერ ვჭამდი, მთელი დღეები მარტო დავდიოდი და ვტიროდი, ტირილში მეძინებოდა. მერე შენ მოდიოდი და ცდილობდი გეთქვა, რომ ის მოკვდა და არა მე. შენ კი ისე მოგექეცი... ღმერთო როგორ მრცხვენია. ნეტა საერთოდ არ დავბადებულიყავი, თუ ასე უნდა მოგქცეოდი. ნეტა ვინმეს ეკითხა, საერთოდ მინდოდა თუ არა დაბადება. ხომ ვეტყოდი, რომ დაუბადებლადაც კარგად ვარ და ჯანდაბაში წასულა დედამიწა-მეთქი.

სოფომ მონოლოგი დაასრულა, სათვალე შეისწორა და შეეცადა ამღვრეული თვალები ქუჩის ძაღლის მზერად ექცია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მე კი სხვა გზა აღარ დამრჩა და სახლში შემოვუშვი. მერე სოფო მთელი ღამე ენას არ აჩუმებდა, წლების წინ თავს გადამხდარ ისტორიებს იხსენებდა და ვინ მოსთვლის, რამდენი ბავშვური სისულელე აღიარა იმ ღამეს, მითხრა, რომ ჩემ გარდა არავინ ჰყავდა და რომ უნდა მეპატიებინა. მერე გადამეკიდა და სანამ კითხვაზე შვრიგდით თუ არაო დადებითი პასუხი არ მიიღო, არ მომეშვა. მეორე დილით ცხადია, არაფერი ახსოვდა. სიცილს ძლივს ვიკავებდი, როცა ახალგაღვიძებული მეგობარი დაბნეული აცეცებდა თალებს.

ჩემ გარდა არავინ ჰყავდა. ყოველთვის ეგონა, რომ მხოლოდ ბებიისთვის იყო პრინცესა, დანარჩენებისთვის დედამიწას ამძიმებდა. ეშინოდა ყოფილიყო ის ვინც იყო და ძალით ხმაურობდა ხოლმე, ბარში ხმამაღლა საუბრით, გამომწვევი ჩაცმულობით ცდილობდა შესამჩნევი გამხდარიყო, მაგრამ ასეთი არ იყო. ჩემი მხრიდან სოფო ერთი მხატვარი იყო, რომელიც არამარტო ხატავდა საკუთარ ოცნებებს, არამედ ცხოვრობდა კიდეც მათში და სანამ ეს ნახატები იარსებებს, სოფოც იცოცხლებს.

ნინო

ადამინს 6  თვე სჭირდება ოჯახის წევრის დაკარგვას რომ შეეგუოს,მაგრამ როცა საუბარი შვილზეა, საუკუნეც არასაკმარისია. დღემდე მესმის, როგორ ჩამოირბენს კიბეებს, ჩავა ჯერ სახელოსნოში, მერე სამზარეულოში და ჩაის დალევას მაიძულებს... საკუთარი წელთაღრიცხვა მაქვს. ახალი კალენდარი სოფოს შემდეგ იწყება. ასე ჰქვია უბრალოდ სოფოს შემდეგ... არაფერი სხვა. არ ვიყენებ სიტყვებს მოკვდა, გარდაიცვალა...

სოფოს შემდეგ სამყარო ამოტრიალდა. დამიტოვა თავისი შვილი, ლუნამი - ასე დაარქვა მან, თუმცა მე სოფოს ვეძახი. მე ძლიერი უნდა ვყოვილიყავი მისთვის, ის ერთადერთი არაა, ვისშიც სოფო ცხოვრებას აგრძელებს.

ნიტა სოფოს მეგობრის ლილუს შვილია. მისი ანდერძის თანახმად, სოფოს გული ახლა ამ ბავშვის სხეულში ძგერს. როცა ეს გადაწყვეტილება გამიზიარა, შემეშინდა, მისი სხეული უნდა დაეფლითათ, დაეგლიჯათ და ნაწილი ამოეკვეთათ.

საპნის ბუშტივით ვარ, შეგიძლია ერთი ამოირჩიო, უკან გაჰყვე, თვალი ადევნო,მერე ქარის ოდნავი წამობერვაც საკმარისია და ის ქრება, იკარგება. როცა ადამიანს მოულოდნელად კარგავ, რაღაც ნაწილი ცარიელდება შენში, ცარიელდება თუმცა მძიმდება და ეს იმდენად ძლიერია, რომ შეუძლა მთელი სხეულით დაგქაჩოს და სადღაც უფსკრლში ჩაგათრიოს. ვეღარაფერს აკეთებ . იყო და არა იყო რა...

სოფომ მამამისს შთააგონა, საქმე აღეძრა უსამართლოდ განთავისუფლების გამო. როცა ის გარდაცვალა, პირველი სასამართლო სხდომა ჯერ კიდევ არ იყო ჩანიშნული. არ ვიცი, როგორ ერეოდა თამაზი ემოციებს, მაგრამ ის შვილის დაკრძლავიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოსამართლის პირისპირ იდგა. მისი მიზანი შვილის უკანასკნელლი თხოვნის ასრულება იყო. თხოვნა კი სიმართლისთვის ბრძოლას გულისხმობდა. სოფოს, ალბათ, ვერც წარმოედგინა რამდენად რთული იქნებოდა ეს მამისთვის. ერთი კაცის აქცია პარლამენტის შენობის წინ, სადაც სკამის დადგმის უფლებასაც არ აძლევდნენ, შიმშილობა საქმის გადახედვის მოთხოვნით და ათასი სხვა...

დიდი ხნის წინ არ არსებობს. ყველაფერი ჩვენშია, ჩვენში, ჩვენს მეგობრებში, შვილებში ცოცხლობენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენ შეგვქმნეს ჩვენი შეცდომებით, ინტერესებითა და სურვილებით. სოფო ცხოვრებაში ერთხელ ვიპოვე. ერთხელ აღმოვჩნდი იმ მხარეს, საიდანაც ის ისეთი ჩანდა, როგორიც იყო და მაშინვე დავკარგე.

ლუნამი

სინამდვილეში ჩვენ ჩვენს სხეულსაც არ ვიცნობთ სრულფასოვნად და რა გასაკვირია, რომ წარმოდგენა არ გვაქვს ჩვენს შინაგან სამყაროზე ან ცხოვრებაზე, რომელსაც მხოლოდ ერთი მხრიდან ვუყურებთ. გვიჭირის იმის დაჯარება, რომ ცხოვრება არაა ფრესკა. ესა თუ ის მომენტი ძეგლია, რომელსაც უნდა შემოვუაროთ, ყველა მხრიდან დავათვალიეროთ და მერე გამოვიტანოთ განაჩენი, რადგან ყოველი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ახალი პერსპექტივა იშლება და ძეგლსაც ანუ მომენტს, ახლებურად ვხედავთ, სინამდვილეში, ყველაფერს აქვს ახსნა, შემთხვევით არჩეულ სიმღერასაც საკუთარი დატვირთვა აქვს.

მე დედაჩემი მოვკალი, რომელიც არასდროს მინახავს, მაგრამ მისმა ადამიანებმა ყველა მხრიდან გამაცნეს ის, თუმცა  მჯერა, ის იმაზე მეტი იყო, ვიდრე მათ იციან. მისი მთლიანობა მის შემოქმედებაში ჩანს, რომელიც სახელოსნოში სამუდამო გამოკეტვას არ იმსახურებს.

მე არ მაქვს ისეთი ოცნებები, როგორიც დედას. ჩემი ოცნება დედას გაცოცხლებაა. ის თავის პატარა ბუნაგში მელოდება და მოთმინებით უცდის, როდის გავაკეთებ რაიმეს მისთვის. გადავწყვიტე, მოვაწყო მისი ნახატების გამოფენა და იმედი მაქვს, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაინახავენ ისეთ სოფოს, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა