პროვინციელი კონკია (II ნაწილი)
პროვინციელი კონკია (II ნაწილი)
პროვინციელი კონკია (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

 

 

*   *   *

შინ  დაბრუნებულ ანას სახლში სტუმრები დახვდა. ეკა და გიოს მეგობარი თემო.

-ანა შემოგვიერთდი.- შესთავაზა გიომ.

-მადლობა გიო, სხვა დროს იყოს. ახლა მართა უნდა წავიყვანო სასეირნოდ.

-რა სამწუხაროა.-თქვა ეკამ და დამცინავად გაუღიმა.

ანამ მართა სასეირნოდ წასასვლელად მოამზადა, მერე თავის ოთახში შევიდა და ტანსაცმელი თავადაც გამოიცვალა. ამჯერად არჩევანი სპორტულ სტილზე შეაჩერა დაბალი კედები მოირგო, პატარა ზურგჩანთ აიღო და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. მერე მობილური აიღო და ნინოს ნომერი აკრიფა.

-ხო ანა.- მოისმა ნინოს ხმა ტელეფონიდან.

-იცი პარკში მინდა მართა წავიყვანო. მინდოდა გცოდნოდა.

-კარგი ჩემო კარგო. დღეს დავითი ჩამოდის და საღამოს ოჯახურ ვახშამს ვაწყობთ ხომ იცი?

-ვიცი ნი. საღამოს შევხვდებით, დროებით.

-მართა აქ დამელოდე. შენი წყალი სამზარეულოშია. ავიღებ და წავიდეთ კარგი?

-კარგი მე აქ დაგელოდები.-დათანხმდა პატარა და დივანზე დასკუპდა.

სამზარეულოს კართან მისულს მისი სახელი შემოესმა. ჟანა და ეკა რაღაცას ჩურჩულებდნენ. ანა კართან უფრო ახლოს მივიდა, რომ ყური კარგად დაეგდო.

-არ ვიცი- ამბობდა ჟანა. -გამუდმებით რაღაცაზე ჩურჩულებენ, მაგრამ ჯერ საეჭვო არაფერი შემიმჩნევია.

-ძალიან ეშმაკი გოგოა. იცოდე, თვალი არ მოაცილო! დარწმუნებული ვარ გიოს ეპრანჭება.

-იცი ეკა? გუშინ ანას ოთახიდან გიოს საშინელი ყვირილის ხმა გამოდიოდა.

-ანას უყვიროდა?

-ხო ანას.

-რას ამბობდა არ გაგიგია?

-არა, სიტყვები ვერ გავარჩიე.

-რა სულელი ხარ! მე ეგ გთხოვე?! კარგად უნდა მოგესმინა!

ანამ კართან ჩაახველა, მერე სამზარეულოში შევიდა, თავი ისე დაიჭირა თითქოს არაფერი გაუგია. წყლის ქილა აიღო და უკან გამობრუნდა.

მართას საბაგირო ძალიან მოეწონა. ანას კი შიშით გული უსკდებოდა.  არ უნდოდა მისი შიში მართას შემჩნია და თავი მაინც მხნედ ეჭირა. ეჩვენებოდა, რომ საბაგირო ძალიან ნელა მოძრაობდა და თითქოს დრო და დრო ჩერდებოდა კიდეც. სახელურებს ხელები მაგრად ჩასჭიდა და ტუჩებს ნერვიულად იკვნეტდა.

ნელ-ნელა მიიწევდა საბაგირო რიონის თავზე და თანდათან ათასფრად აფერადებულ გორას შეფენილ ხეებში უჩინარდებოდა.

საბაგირო გაჩერდა. ჯერ მართა გადასვა, მერე თვითონაც გადავიდა. მიწას ფეხი შეახო თუ არა მიხვდა ეს კოშმარი დასრულდა და მთიდან მონაბერი გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. სალაროსთან მისულს მობილურმა დაურეკა. დახედა, ზურას ნომერია. გაიღიმა. მგონი ესიამოვნა კიდეც.

-გისმენ ზურა.

-როგორ ხარ?

კარგად. შენ როგორ ხარ?

-არ ვიცი. შენი ნახვა მინდა. შეგიძლია ცოტა ხნით გამოხვიდე?

არ ვარ სახლში. პარკში ვართ მე და მართა.

-კარგი ათ წუთში მანდ ვარ.

მართა ფერადი კარუსელებისკენ გაიქცა. მხიარული ფერებით მოკაზმული ცხენები წრეზე ტრიალებდნენ. ანამ პატარა ერთ-ერთ ცხენზე შესვა და კარუსელიც დაიძრა. მალე მათ ზურაც შეუერთდა.

-რა მოხდა ზურა ჩემი ნახვა ასე საჩქაროდ რატომ გინდოდა? მოხდა რამე?

-რაღაც მართლა ხდება, მაგრამ ჯერ ვერ გავარკვიე.-გაიღიმა ნაღვლიანად.

-ვერ გავიგე, რას გულისხმობ?

-უბრალოდ შენთან მინდა ყოფნა და რატო არ ვიცი.

-ზურა, რა გჭირს შენ?

-არ ვიცი ანა, არ ვიცი. საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი, ადგილს  ვერ ვპოულობ, მხოლოდ შენთან ყოფნა  მინდა. სხვა არაფერი მაინტერესებს. არ ვიცი ეს რა არის, ასეთი რამ არავის მიმართ არ მიგრძვნია, არასოდეს. იცი ახლა ყველაზე მეტად რა მსურს?  ხელში მინდა აგიყვანო, გაგაქროლო, გაგიტაცო, გადაგმალო…

- მერე მართა? - ჰკითხა მოულოდნელად ანამ და დამცინავად გაიღიმა.

-ანა! რა ბოროტი ხარ! მე ჩემს გრძნობებზე გესაუბრები, შენ კი დამცინი.

-კარგი რა ზურა იგონებ რაღაცას. წამოდი, ერთად გავერთოთ აჯობებს.

-საერთოდ არ ვარ გართობის ხასიათზე.

-თუ გინდა, რომ განწყობა გაგვიფუჭო დაგვტოვე საერთოდ.

-საქმეც მაგაშია. მინდა დაგტოვო, მაგრამ ვერ გტოვებ. სულ შენს გვერდით მინდა ყოფნა.

-ვაიმე, ზურა, შემთხვევით ხომ არ შეგიყვარდი? -ჰკითხა ანამ ისევ დამცინავად და გადაიკისკისა.

-არა! და ისეთი ბოროტი გოგო არასდროს შემიყვარდება, როგორიც შენ ხარ!

-მეც ამას გირჩევ.

-ანა, ნახე დიდი მატარებელი, დამსვი რა-თხოვა მართამ.

-აუცილებლად საყვარელო. აბა გავფრინდეთ.- ანამ მართა ხელში აიტაცა და მატარებლისკენ გააქროლა, მერე თვითმფრინავით, მოტოციკლეტით, მანქანებით და ბოლოს ცხენითაც კი იმგზავრეს.

-კიდევ დაგრჩათ რომელიმე კარუსელი? -იკითხა შეწუხებულმა ზურამ.

-მგონი არა. თან აცივდა, წავალთ უკვე.

-კაი წამო, მე გაგიყვანთ.

შინ მისულებს ყველანი მისაღებში დახვდათ. გახარებული მართა მამისკენ გაიქცა. დავითმაც მართა ხელში აიყვანა, ძლიერი ხელები მოხვია და მონატრებული პატარა გოგო გულში ჩაიკრა.

-გამარჯობა. თქვენ ალბად ანა ხომ? -ფეხზე წამოდგა დავითი. - თქვენზე ბევრი რამ მსმენია. განსაკუთრებით ის ფაქტი მახარებს, რომ ჩემს გოგოს თვალის ჩინივით უფრთხილდები. ამისთვის პირადად მინდა მადლობა გადაგიხადო. - თქვა დავითმა და ანახ ხელი გაუწოდა.

-რას ბრძანებთ? -დაიმორცხვა ანამ და დავითს თვალი აარიდა.

-აბა! სუფრა მზად არის, შემოვუსხდეთ ძვირფასებო. - შემოსძახა გიომ ოჯახის წევრებს.

-მართა, საყვარელო, ჩვენ წავიდეთ, ტანსაცმელი გამოვიცვალოთ და ხელები დავიბანოთ კარგი? -მართამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ძიძას და მორჩილად გაყვა.

*    *    *

დილით ანა ტელეფონის ზარმა გააღვიძა.

-ხო ზურა.

-მაპატიე თუ გაგაღვიძე. ვიფიქრე კარგი ამინდია, სადმე კარგ ადგილას გავისეირნებდით.

-მე კი ვიფიქრე, მართა სახლში არ იქნება კარგად გამოვიძინებ თქო.

-რა დროს ძილია? ნახე რა კარგი ამინდია, თან ძალიან ადრეც არ არის. მიდი მოემზადე დაბლა გელოდები.

- შენ უკვე აქ ხარ?

-ხო აქ ვარ.

-კარგი დამელოდე ორ საათში მანდ ვარ.

-რა?!

-კარგი ხო, ვხუმრობ. ოც წუთში მზად ვარ.-ანა სწრაფად მოემზადა. რატომღაც ჩქარობდა ზურასთან შეხვედრას. მგონი მოსწონდა კიდეც ეს გაურკვეველი მდგომარეობა. ბოლოს სუნამო დაიპკურა, ქურთუკს და ჩანთას ხელი წაავლო და მალე ზურასთან გაჩნდა.

-ხედავ როგორი პუნქტუალური ვარ?

-ვხედავ და ცოტა მიკვირს კიდეც.

-დაიმახსოვრე ჩემგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს. არ მიყვარს, როდესაც გოგოები სპეციალურად ალოდინებენ ბიჭებს და მსგავსი ბანალური საქციელები.

-შენ არავის არ გავხარ. ერთი ხარ  და განუმეორებელი.

-აბა დღეს საით გაგვიწევია?

-ჯერ ყავა დავლიოთ ვერე კი სათაფლიაზე წავიდეთ. დიდი ხანია არ ვყოფილვარ, თან ფოტოაპარატი მომაქვს და ფოტოები გადავიღოთ.

-კარგი აზრია. - მოუწონა გადაწყვეტილება ანამ

ზურა და ანა ერთ-ერთ ბარში დასხდნენ, თან ულამაზესი ხედის ცქერით ტკბებოდნენ.

-უკვე მეორედ სვამ ყავას ჩემი ხათრით.

-ხო და მგონი მომწონს კიდეც. - გაეღიმა ზურას. - მე და გიო როცა კაფეში ვისხედით ხოლმე, ის ყოველთვის ყავას მიირთმევდა, მე ლიდს. ახლა რო მხედავდეს… -გაეღიმა ისევ.

-ისე, შენ და გიო ძალიან განსხვავდებით არა ხასიათებით?

-კი, ძალიან. გიო სულ საქმეებზე დარბის, არასოდეს არ ცალია. ძალიან კეთილი და დიდი ქველმოქმედია. მთელი მისი ცხოვრება ადამიანების ზრუნვაზე აქვს მიძღვნილი. მე კი სულ სხვა ტიპი ვარ. ჩემი საქმე მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაფერს მაინც გართობა და დროს ტარება მირჩევნია. ამ ქალაქში დიდად არ ვართ განებივრებული გასართობი საშუალებებით, ამიტომ ხშირად თბილისში ან ქვეყნის გარეთ ვარ ხოლმე. გიო სულ მაგაზე მიჭედავს რა ვერ გამოდი თინეიჯერობის ასაკიდანო.

-კიდე რის გამო გიჭედავს გიო?

-გიო ზოგადად ყველაფერზე მიჭედავს. -ეცინება ზურას. -მაგალითად ,,კაიფი“ მევასება, ეგ კი ნარკომანს მეძახის.

-,,კაიფი“- ანას ტანში თითქოს დენმა გაიარა და ზურას მიმართ საშინელი ზიზღის გრძნობა დაეუფლა.

-ხო რა… მიყვარს მოსაწევი. ზოგჯერ გასართობად სხვადასხვა საშუალებებს ვიმატებ ხოლმე.

-ნარკოტიკს გულისხმობ არა?

-ხო, ოღონდ იშვიათად. მევასება ხოლმე ახალ-ახალი ,,რამეები“.

-ზურა ეს ძალიან ცუდია. თან რომ არ მალავ? გასაოცარია პირდაპირ!  შემთხვევით ხომ არ ამაყობ კიდეც?! - ბრაზი მოერია ანას.

-მე არასოდეს არაფერს ვმალავ. თუ ვინმეს ჩემი მიღება სურს ისეთი უნდა მიმიღოს როგორიც ვარ.

-კარგი ერთი!

-ანა, მე ნარკომანი არ ვარ! უბრალოდ ვერთობი.

-თავს ირთობ? ასე?! -გაბრაზებული ანა სკამიდან წამოდგა. ზურასკენ ზურგით დადგა და ვიტრინებიდან უმისამართოდა დაიწყო ყურება.

-კარგი რა, ამის გამო შენც მსაყვედურობ? -ზურა ანას მიუახლოვდა, უნდოდა მხარზე შეხებოდა, მაგრამ თავი შეიკავა.

-აბა რა გავაკეთო შეგაქო?! იცი მამაჩემი წამალმა იმსხვერპლა. ძალიან ახალგაზრდა იყო. ალბად ვერასოდეს იფიქრებდა მისი სიცოცხლე ასე უაზროდ თუ დასრულდებოდა, მაგრამ ასე მოხდა.

-შენ რა ჩემზე ზრუნავ? - ჰკითხა და ეშმაკურად გადახედა გოგოს. -გეშინია ცუდი არაფერი დამემართოს?

-არანორმალური ხარ. ეგ რა შუაშია? უბრალოდ მინდა იცოდე, საშინლად მეზიზღება ნარკოტიკი და ყველა ნარკომანი ადამიანი. მამამა ჩვენზე არ იფიქრა, წავიდა და გადაუტანელი ტკივილი დაგვიტოვა. ეს მისთვის დღემდე ვერ მიპატიებია.

-მე ცუდი არაფერი მომივა.  მითუმეტეს თუ შენ ჩემს გვერდით იქნები.

-მე შენს გვერდით ვერ ვიქნები! არასოდეს არ ვიქნები იმ ადამიანის გვერდით, რომელიც თავს არ უფრთხილდება და არც კი ვიცი როდის მიმატოვებს.

-მე არსად წასვლას არ ვაპირებ ჯერ!

-კარგი ერთი. არც მამა აპირებდა! -ერთ ხანს ორივე დუმდა. მერე სიჩუმე ისევ ანამ დაარღვია.

-ზურა…ა… -უნდოდა ანას რაღაც ეკითხა, მაგრამ აზრს ვერ აყალიბებდა, არ იცოდა როგორ ეკითხა ისე რომ ზურას რამე არ ეეჭვა.

-გინდა რაღაც მითხრა, მაგრამ ყოყმანობ. რატომ?

-რაღაც მინდა გკითხო, მაგრამ ტყუილის თქმას მირჩევნია გაჩუმდე და საერთოდ არაფერი მიპასუხო.

-მკითხე. ტყუილს არასოდეს ვამბობ. არც ახლა ვიტყვი.

-ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ …ა… მოკლედ, ისეთი რამ ჩაგიდენია, რაც მერე გულით გინანია?

-გიპასუხებ. ზოგადად ნარკოტიკის ზემოქმედების დროს ცუდი საქციელის ჩადენის სურვილი არ მიჩნდება. პირიქით, ყველაზე მშვიდი ამ დროს ვარ ხოლმე. რომელიმე კონკრეტულ ნარკოტიკზე მიჯაჭვული არ ვარ. სხვა და სხვა, ახალ ახალი ნარკოტიკები მიზიდავს, ,,ეგენი“  მაინც არის ბლომად. ყოფილა შემთხვევები, როცა მეორე დღეს არაფერი გახსოვს. ტვინს იჭყლეტ  ცდილობ გაიხსენო რა მოხდა წინა დღეს, მაგრამ ამაოდ.

-და როცა გახსოვს და გინანია?

-კი სამწუხაროდ ყოფილა ასეთი შემთხვევა, თან არც ისე დიდი ხნის წინ. რაღაც ახალი მოიტანეს ბიჭებმა, ამის გახსენებაც არ მინდა. საერთოდ დავკარგე ჩემს თავზე კონტროლი. საშინელება ჩავიდინე… აი ისეთი…  ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდი. წარმოიდგინე იმ დღის მერე არანაირ ნარკოტიკს არ გავკარებივარ.

-ასეთი რა მოხდა? შეგიძლია მითხრა?

-ამას ვერ გეტყვი. უბრალოდ ერთ უმწეო ადამიანს ძალიან ცუდად მოვექეცი.

-,,უბრალოდ“- გაიმეორა ანამ და ნაღვლიანად გაიღიმა. - ვერ ვხვდები ადამიანები ნარკოტიკს რატომ ღებულობენ.

-ალბათ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი განტვირთვის საშუალებაა. გავიწყებს ყველაფერს და თავისუფლება მოაქვს.

-ზურა, ეს არ არის უბრალოდ გართობა. თუ შენ ფიქრობ, რომ ნარკოტიკს თავისუფლება მოაქვს, ძალიან ცდები. ნარკოტიკს მხოლოდ მონობა მოაქვს. ჩემი აზრით ნებისმიერი ნარკომანი ლაჩარია. მათ არ შეუძლიათ თვალი გაუსწორონ ამ ქვეყნიურ რეალობას. მათ არ შეუძლიათ რამე შეცვალონ უკეთესობისკენ და მარტივ გზას ირჩევენ. ნარკოტიკს მიიღებენ და ყველაფერს ამ გზით აგვარებენ. სინამდვილეში არ იციან, ან იციან, მაგრამ არ აღიარებენ თუ რაოდენ ზიანის მომტანია ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორ ანგრევს ორგანიზმს ნელ-ნელა, როგორ აისახება ნერვულ სისტემაზე თუ ფსიქიკაზე.

- აუ კაი რა, რა საჭიროა ასე დასერიოზულება?

-იცი თქვენი პრობლემა რაშია? გგონიათ თუ ნარკოდამოკიდებულები ხართ, უფრო მაგარი ტიპები ხართ, ამით ამაყობთ კიდეს. სინამდვილეში ამაზე უფრო სამარცხვინო არაფერია. ნარკომანი კარგავს ადამიანურ სახეს, გრძნობებს, უნარებს. მისი ერთადერთი საზრუნავი წამლის მოპოვება ხდება და ამისთვის ის ყველაფერზე წამსვლელია.

-მაგრამ მე ხომ ნარკომანი არ ვარ? თან დიდი ხანია არც ნარკოტიკს გავკარებივარ და არც იმ სასტავს.

-ძალიან კარგი. მე არ მჭირდება გვერდით ისეთი მეგობარი…

- მე შენი მეგობარი არ ვარ!- გაიღიმა ნაღვლიანად და ცოტა ნაწყენმაც.

-არ ვიცი, ჯერ შენთვის სტატუსი არ მომინიჭებია. - გაეღიმა ანასაც და ეშმაკურად გადახედა ბიჭს.

-თავიდანვე გეუბნები, მხოლოდ მეგობრობაზე არ ვარ თანახმა.

- მე კი გეუბნები, რომ მეგობრობის გარდა სხვა ვერსიაზე არც მიფიქრია.

-ვნახოთ. ამას დრო გადაწყვეტს. წავედით ხომ?

-წავედით. - დაეთანხმა ანაც და ქურთუკი აიღო. წყვილი მანქანაში ჩასხდნენ და სათაფლიისკენ აიღეს გეზი.

სამარისებული სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ ძრავის ხმა არღვევდა დუმილს. სწრაფად მიაქროლებდა გაშიშვლებულ ხეივანს შორის ზურა ავტომობილს. ზანტად ჩამოწოლილი სიმყუდროვე წყვილს საოცარ სიმშვიდეს გვრიდა. ანა საზურგეს მიეყრდნო და გარინდულმა თვალები დახუჭა. სურდა თავი ფრინველად ეგრძნო. სულერთია რომელი ფრინველი იქნებოდა. მთავარია ფრთები ქონოდა, ფართოდ გაეშალა და შორს, ზეცის ზემოთ ატმოსფეროში ჩამალულიო.

-ანგელოზს გავხარ. - ჩაიჩურჩულა გაუბედავად ზურამ. - გიყურებ და არ მინდა თვალი მოგაცილო.

-წინ გაიხედე თუ ძმა ხარ. ცუდი არაფერი დამმართო.-- გადაიკისკისა ანამ.

-მე შენი ძმა არ ვარ!

-ა ხო ბოდიში.- გადაიკისკისა ისევ.

-შენ რანაირი ადამიანი ხარ?! - გაუმკაცრდა ზურას ხმა.

-რას გაიგებ ჩემო ზურა, ადამიანის გაცნობა ასე მარტივია?

-მშვენივრად გიცნობ! მაგარი სადისტი გოგო ხარ და მაგარი უსამართლობაა ასე რო ვაფრენ შენზე! - ბავშვივით გაიბუტა ზურა, ანა კი ისევ კისკისებდა.

-ვაფშე არ არის სასაცილო რა…

-აი კარგად, რომ მიცნობდე გეცოდინებოდა, რომ საშინლად ვერ ვიტან, როდესაც ქართულ ლექსიკონში უხეშად ჩრიან უცხოურ სიტყვებს! - დასერიოზულდა ანა. - და მითუმეტეს თუეს რუსული ენაა.

-ღმერთო ჩემო ახლა ამ რუსებს რაღას ერჩი?

-მე? მე ვერჩი რუსებს?

-შენ ხომ დედა რუსი გყავს?

-დიახ ასეა. დედაჩემზე ძვირფასი არავინ გამაჩნია. ზოგადად არ მიყვარს რუსი ხალხი. მთელი ბავშვობა იქ გავატარე. ძალიან ცივი ხალხია ვერაფერს გაუგებ. ქართული ენა ართ-ერთი უძველესი ენაა თავისი დამწერლობით. არ მესმის რატომ უნდა ვისაუბროთ ქართველებმა ერთმანეთთან საქართველოში სხვა ენაზე და მითუმეტეს ოკუპანტის ენაზე.

-რა აუტანელი ხარ. - გაეღიმა ზურას და თვალები კეფისკენ გადაზიდა.

-ამასწინათ ქუჩაში რუსმა ტურისტებმა რაღაც მკითხეს. რა თქმა უნდა ვიპასუხე, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ვალდებულს მხდიდნენ მათი ენა მცოდნოდა.

-კარგი რა ჩვენ ხომ სტუმართმოყვარე ერი ვართ? თან ვფიქრობ ყველაზე კარგად მტრის ენა უნდა იცოდე.

-ისე, მართალი ხარ შენ, ხო იცი.

-არ მჯერა. ნუთუ რაღაცაში მაინც დამეთანხმე. -ზურას სახეზე კმაყოფილება ემჩნეოდა.

სათაფლიაზე დიდხანს შეყოვნდნენ . ძნელია თვალი მოწყვიტო მის მშვენიერებას. მაინც იმ დღეს განსაკუთრებით საუცხოო სანახავი იყო ეს ადგილი. თუ მხოლოდ ზურას  ეჩვენებოდა ასე? მისი მშვენებით დატყვევებულს არც ანას სურდა შინ დაბრუნება. ან ვინ იცის? იქნებ ზურასთან და ამ გაურკვეველ გრძნობებთან ერთად ყოფნა ხიბლავდა. ნეტავ რა იქნებოდა ეს საოცრად მომხიბვლელი ახალგაზრდა კაცი სხვა დროს და სხვა ვითარებაში რომ გაეცნო?  არა! ამაზე ფიქრი სასტიკად აკრძალულია. ანას ერთადერთი მიზანი ხომ შურისძიებაა?! დაუნდობელი შურისძიება! მართალია ცხოვრებაში ერთ შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ სწორედ ამ ერთსაც კი ვერ ასწორებს ვერაფერი. დროს უკან ვერ დააბრუნებ, რომ შავი ლაქები მოაშორო შენი ცხოვრებიდან. რაც მოხდა, მოხდა. ამას ვერასოდეს დაივიწყებ და  ვერც ვერასოდეს შეცვლი. შენი ცოდვები მთელი ცხოვრება თან გაგყვება, გამუდმებით თავს შეგახსენებს და დავიწყების საშუალებას არ გაძლევს, ყოველ წამს თვალწინ კადრებად გადადის და მოსვენებას გიკარგავს.

სწორედ ასეთი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა ზურამ. ანას კი შესანიშნავი შანსი ჩაუვარდა ხელში შურის საძიებლად და ამ შესაძლებლობას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. მსხვერპლი უკვე კლანჭებში ყავს მოქცეული და არ აპირებს მის გაშვებას მანამ, სანამ მის დიდებულ სახელს და თავმოყვარეობას ფერდობიდან დაგორებულ ლოდს არ დაამსგავსებს. აი მაშინ დაწყნარდება, დამშვიდდება და ვინ იცის, იქნებ მერე შეძლოს კიდეც მეხსიერებიდან  ამ მძიმე მონაკვეთის ამოგლეჯა.

მაგრამ რა შეიძლება დავარქვათ იმ შემთხვევას, როცა მსხვერპლი ამ ტყვეობაში თავს არხეინად გრძნობს? როცა არ ცდილობს ამ ხიფათისგან თავის დაღწევას და მისთვის სულერთია განაჩენი?

-აბა რას იტყვი მოგეწონა დღევანდელი გასეირნება?

-ძალიან მომეწონა ზურა, ძალიან. არ მეგონა, თუ აქ ასეთი სილამაზე დამხვდებოდა.

-მანქანაში ფოტოაპარატი მაქვს წამო ავიღოთ და ფოტოები გადავიღოთ.

-აუ მიდი რა შენ მოიტანე. ძაან დავიღალე.

-წამოდი, თორე დინოზავრი მოგეპარება და ნახავ მერე რო შეგჭამს.

-აუ შენ ახლაც დაბოლილი ხარ ხო?!

-არა რა დაბოლილი, გეხუმრე უბრალოდ.

-კარგი ხო, წამოვალ.

-მოდი ვნახოთ, ფოტოზეც თუ ასეთი მშვენიერი სანახავი იქნები, როგორიც ახლა.

-რატომაც არა? -გაიღიმა ანამ და მოემზადა. თავი ცნობილ ფოტო მოდელად წარმოიდგინა და ყოველგვარი კომპლექსების გარეშე იცვლიდა პოზებს კამერის წინ. უამრავი ფოტო გადაუღო ზურამ. ანა საოცრად ფოტოგენური  აღმოჩნდა და ფოტოზე კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა ვიდრე სინამდვილეში.

-ქედს ვიხრი შენი მშვენების წინაშე. -გაუღიმა ზურამ გოგოს. - ამ ფოტოებს დღესვე გავაკეთებინე ბიჭებს. დარწმუნებული ვარ შემიქებენ ამ დიდებულ ფოტო სესიას.

-აუ მართლა? ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. -გაიღიმა ანამაც. -ზურა წავიდეთ რა. დავიღალე ძაან, თან საღამოს მართა ჩამოყავთ და შინ უნდა დავხვდე.

-წავიდეთ. რა აზრი აქვს? დარჩენა  რომ გთხოვო მაინც არ მომისმენ.-დანაღვლიანდა ზურა.

-ყოჩაღ, რაღაცეების გამოცნობა გისწავლია.- ცალი წარბი მაღლა აზიდა და დამცინავად გადახედა ზურას.

-აუ, რა აუტანელი ხარ პროსტა რაა. -ბრაზი მოერია ზურას და წარბშეკრული გადახედა ანას.

-ისევ რუსული…

-ოო ნუ შემჭამე ერთი შენი ქართული სულისკვეთებით.

-ხოდა ყველას რომ ფეხებზე გკიდიათ, ეძიეთ ეხლა ნიკოფსია ტუაფსეში და დარუბანდი აზერბაიჯანში.

-არსად არაფრის ძებნას არ ვაპირებ! მე მშვენივრად მყოფნის ეს ქვეყანა და თუ ოდესმე აღარ მეყოფა ავდგები და მოვხევ სხვა ქვეყანაში.

-მასე ქენი. - გადაიკისკისა ანამ.

*     *     *

-გიო რა გჭირს შენ? რაღაც ვერა ხარ ფორმაში?

-ისეთი არაფერია ანა. სიცხე მაქვს მგონი.

-სიცხე გაქვს? მოიცა თერმომეტრი მოვიტანო. -ანა სწრაფად გაიქცა, აფთიაქის ყუთი გახსნა თერმომეტრი აიღო და გიოს მიაწოდა, მერე შუბლზე მზრუნველად შეახო ხელი. -უი მგონი მართლა სიცხე გაქვს. გაცივდი ალბათ. წავალ ცხელ ჩაის მოგიტან, ყელზე მოგიხდება.

-რა ჩაი გოგო, ბავშვი კი არ ვარ?

-ბავშვი რა შუაშია შე გადარეულო? დიდები ავად არ ხდებიან?

-ახლა ავადმყოფობისთვის მართლა არ მცალია.

- საქმე მოიცდის. მთავარია კარგად იყო.

-ერთხელ უკვე გადავდე რესტორნის გახსნა კიდე ვეღარ გადავდებ.

-გადაწყვიტე უკვე გახსნის თარიღი?

-არ ვიცი ამ დღეებში გადაწყდება.

-კარგი მაჩვენე თერმომეტრი. - გიომ თერმომეტრს დახედა იფიქრა მაინც არ მენდობაო და ისევ ანას გაუწოდა.

-ოცდათვრამეტი გაქვს. ახლავე ცხელ ჩაის მოგიტან.

-არ მინდა ჩაი. ტყუილად არ მოიტანო. წაიყვანე მართა ბაღში თორე დაგაგვიანდება.

-შენ ეგ არ იდარდო. დავურეკავ მასწავლებელს და ვეტყვი, რომ ცოტა გვიან მივალთ. - ანამ სამზარეულოში ჩაირბინა და მალე გიოსთან ცაცხვის ჩაით დაბრუნდა. - მიდი დალიე და სიცხის დამწევს მოგიტან.

-აუ შემეშვი, არ მინდა ეს წამლები ვა!

-გიო გთხოვ, ჭირვეული ბავშვივით ნუ იქცევი. დალიე ეს ჩაი! -ანამ ფინჯანი აიღო და პირთან მიუტანა. გიო მიხვდა შეკამათებას აზრი არ ქონდა, აუცილებლად უნდა დაელია, მეტი გზა არ ჩანდა. საწოლიდან თავი წამოსწია და ჩაი ასე ძალდატანებით დლია. მერე სიცხის დამწევი აბიც მიაყოლა და უკმაყოფილოდ ისევ საწოლში ჩაწვა. -გიოს ასეთ საქციელზე ანას გაეცინა და ოთახიდან გავიდა. მერე მართა მოამზადა და საბავშვო ბაღში წავიდნენ. როცა ბაღიდან გამოვიდა ნაცნობი ხმა შემოესმა. მოიხედა და ნიკა დახვდა.

-თქვენ? -გაუღიმა ანამ და მისასალმებლად მიტრიალდა.

-გამარჯობა. ორი დღეა გელოდებით და არ გამოჩნდით.

-მელოდებით? მე? რატომ?

-არ ვიცი… ისე… -დაიბნა ახალგაზრდა.

-თქვენი ვალი რომ მაქვს, არ დამვიწყებია. მაპატიეთ კიდევ ერთხელ უნდა გადავდოთ. მეგობარი მყავს ავად და აუცილებლად სახლში უნდა დავბრუნდე.

-არა უშავს. სხვა დროს იყოს. -გაუღიმა უცნობმაც.- თუ ასე ჩქარობ მე გაგიყვან.

-არა გმადლობთ ტაქსს გავაჩერებ.

-ასე დროს დაკარგავ. მე აქ ვარ და გაგიყვან. ნუ ღელავ შენს მოტაცებას არ ვაპირებ.- გაეღიმა უცნობს.

-კარგი თანახმა ვარ. -გაეღიმა ანასაც.

უცნობმა მანქანის კარი გამოაღო და ანაც არხეინად მოკალათდა.

-მე ნიკა ვარ. -თქვა უცნობმა და მანქანა დაქოქა.

-მე კი ანა.

-პატარა გოგონა ალბად შვილია ხო?

-არა შვილი არ არის. ის პატარა გოგო მართაა, მე კი მისი ძიძა ვარ.

-მართლა? რა მაგარია. -სიხარული ვერ დამალა ნიკამ. -როცა მახსენდება, მეცინება ხოლმე, იმ დღეს სუპერმენივით გამოვჩნდი. - გაეცინა ნიკას.

-ხო, ზუსტად ისე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე. -ეცინება ანასაც.

-წესით იმ ლაწირაკს მადლობას უნდა ვუხდიდე. შენთვის ჩანთა რომ არ წაერთმია ხომ ვერ გაგიცნობდი? ახლაც ბაღის კართან ვიდგებოდი და შორიდან გავაგრძელებდი შენს თვალთვალს.

- ჩემს თვალთვალს? რაღაც სწორად ვერ გავიგე ხო?

-მე ამ უბანში ვცხოვრობ. და ხშირად გხვდებოდი ხოლმე. - კითხვაზე თავის არიდება სცადა ნიკამ. -იმ დღეს ძმაკაცი მეუბნებოდა, სულ ტყუილად უყურებ მაგ გოგოს, ასეთ უშნოს ზედ არ შეგხედავსო. როგორ ფიქრობ მართლა ასეთი უშნო ვარ? -ეშმაკურად გადახედა გოგოს.

-ნუ მაიძულებ კომპლიმენტი გითხრა.

-კარგი ხო, ისედაც ვიცი, რომ ძალიან სიმპათიური ბიჭი ვარ.

-რა თავმდაბლობაა. -გულიანად გაეცინა გოგოს.

-ანუ საფიჩხიაზე მივდივართ ხო?

-მოიცა, ვერ გავიგე. შენ მართლა მითვალთვალებ? -უცებ დასერიოზულდა ანა. ბრაზისგან თითქოს სახეზე ცეცხლის ალი მოედო და წარბშეკრული მიაჩერდა ნიკას.

-არ ვიცი ამას თვალთვალი ქვია თუ არა, მაგრამ ყოველთვის ვიცი სად ხარ და ვისთან ერთად. -უჩვეულოდ მშვიდად საუბრობდა ნიკა. - უბრალოდ ერთ რამეში შევცდი. მართა შენი შვილი მეგონა ის ტიპი კი მეუღლე.

-და მაინც უკან დამდევდი?! გააფრინე?! თუ შენ მართლა მანიაკი ხარ?! - გააჩერე ჩქარა მანქანა!- უბრძანა ნიკას და კარის გაღება სცადა, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა.

-სახლში მიგიყვან და გავაჩერებ! -ისევ ჩვეული სიმშვიდით აგრძელებდა ნიკა საუბარს.

-არა! ახლავე გააჩერე!

-ვერ ვხვდები ასე რატომ გაბრაზდი? რამე დაგიშავე, როდესმე შეგაწუხე თუ რა? რაში მდებ ბრალს, რომ ჩემთვის ჩუმად თვალს გადევნებდი?

-ხო, აი ზუსტად მაგაში! გეგონა შვილი მყავდა ქმარიც და მაინც ჩუმად თან…

-საბედნიეროდ შევცდი. - ნიკას სახეს ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.

-არანორმალური ხარ!

-შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჩემი ასეთი მდგომარეობა ძალიან მომწონს. ბედნიერი ვარ, რომ ახლა ჩემს მანქანაში ზიხარ და ვსაუბრობთ. ასეთ რამეს უბრალოდ ვერც წარმოვიდგენდი.

-ნიკა, რა გინდა? მოდი პირდაპირ მითხარი კარგი?

-კარგი, პირდაპირ გეტყვი. მე შენ მიყვარხარ. -თქვა ნიკამ ჩურჩულით, გაუბედავად, მაგრამ მაინც თავდაჯერებულად. მერე თვალი ანასკენ გააპარა და მის რეაქციას დაელოდა. ალბად ზუსტად ისე, როგორც ბრალდებული ელოდება მოსამართლის ბოლო სიტყვას. ზუსტად ისე გაირინდა, როგორც სასამართლო დარბაზში მოსამართლის ჩაქუჩის ხმას ელოდებიან ხოლმე. სუნთქვა შეკრულს ეს უტყვი წამი საუკუნედ ეჩვენებოდა ნიკას, თუმცა მხოლოდ ნიკას. ანას წამიც არ დაუყოვნებია ისე წასკდა სიცილი. შეიძლება ახლა ეს სიცილი აქ სრულიად უადგილო იყო, მაგრამ როცა საქმე ანას ეხება მაშინ ყველაფერი ნორმის ფარგლებს ემთხვევა.

-ძალიან გიყვარვარ ხო? -ვერ იკავებდა სიცილს.

-მაშინ შენ მითხარი რა არის ეს? რა დავარქვა ამ გრძნობად რასაც შენს მიმართ განვიცდი? რატომ გეძებს თვალები ყველგან? რატომ მომიწევს გული ყოველთვის შენსკენ? რატომ მიკვდება გული ყოველ ჯერზე, როცა სხვის გვერდით გხედავ? დიახ მიყვარხარ და ამ სიყვარულს გინდა ვირტუალური დაარქვი გინდა პლატონური და გინდა ავადმყოფური.

-ბოლო ვერსია უფრო შეეფერება. გაეცინა ისევ ანას. - მერე ასე თუ იწვოდი ჩემი სიყვარულით ამის სათქმელად ცოტა რომანტიული გარემო მაინც შეგექმნა.

-მაგრა არ მევასება ყვავილები, ვარდის ფურცლები, ლექსების წერა და მსგავსი ბანალური სცენები. ეს ყველაფერი შეიძლებოდა, მაგრამ არ ვიქნებოდი მართალი. მე მხოლოდ იმას ვაკეთებ რაც გულით მსურს და არაფრის გამო არ ვაპირებ მსახიობობას.

- კარგი აქ გამიჩერე. აფთიაქში უნდა შევიარო. აქედან ფეხით გავალ და არ გაბედო გამოყოლა!

-კარგი არ გამოგყვები. არ იდარდო შენთვის თავის მობეზრება არც ჩემს ინტერესებში შედის.

-ძალიან კარგი. -თქვა ანამ და მანქანიდან გადავიდა. აფთიაქში მაღალი ტემპერატურის, ყელის ტკივილის და გრიპის საწინააღმდეგო აბები შეიძინა. მერე საჩქაროდ სახლში დაბრუნდა. გიოს ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნა იფიქრა თუ ძინავს არ შევაწუხებო, მაგრამ გიოს არ ეძინა და ანა ოთახში შეიპატიჟა.

-როგორ ხარ, სიცხემ დაგიწია?

-მგონი კი. ცოტა უკეთ ვარ.

-ახლა თაფლიან რძეს  მოგიტან ყელზე მოგიხდება.

-არ მტკივა კაცო ეს ყელი. არც სურდო მაქვს და არც გაცივებული ვარ. ვინა ხარ შენ?

-აბა რა გჭირს ასე სუსტად რატომ ხარ?

-არ ვიცი. მეოთხე დღეა სიცხე მაქვს, მაგრამ დღეს რაღაც სულ აღარ შემიძლია.

-რას ამბობ, მართლა? გიო აუცილებლად ექიმთან უნდა წახვიდე.

-ექიმთან არა ის! - გაეღიმა გიოს.

-ექიმთან აუცილებლად უნდა წახვიდე, ჩათვალე, რომ მე მჭირდება.

-რაც გინდა მთხოვე ოღონდ ექიმი არ მიხსენო თუ ღმერთი გწამს. -გიო კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სიტყვა კარის ხმამ გააწყვეტინა. - შემოდი ღიაა. - გასძახა გიომ. ოთახში ზურა შემოვიდა.

-თქვენი ნახვა მინდოდა. შენ რა გჭირს? შენი ამ დრომდე საწოლში ნებივრობა ისტორიას არ ახსოვს.

-მოიცა თუ ძმა ხარ. შენ რას დამადექი ამ დილაადრიან სხვა საქმე არ გაქვს?

-საქმეზე მოვედი. - ზურამ ქურთუკის ჯიბიდან ამანათივით გახვეული ქაღალდის შეკვრა ამოიღო და გიოს გაუწოდა. -აბა ნახე, როგორია?

-რა არის? - ჰკითხა გიომ და თან ქაღალდის გახსნა  დაიწყო.

-ფოტოებია.

-ფოტოები?

-ხო ანას ფოტოები. გაგიჟდნენ ბიჭები რა გოგო გყოლია და მოდელებს სად გვაძებნინებო.

ანაც იქვე იდგა. ყველაფერს ხედავდა და ბიჭების საუბარიც მშვენივრად ესმოდა, მაგრამ მაინც ვერ გაერკვია რაზე საუბრობდნენ. მერე ზურა ანას მიუახლოვდა.

-ანა თუ დაგვთანხმდები საქართველოში ყველაზე ცნობილი მოდელი გახდები და არა მარტო საქართველოში.

-ზურა საერთოდ ვერ გავიგე რაზე საუბრობ. ნორმალურად ამიხსენი რას მთავაზობ?

-ანა სააგენტოში შენი ფოტოები ვინც ნახა ყველას ძალიან მოეწონა. ჩვენ თანამშრომლობას გთავაზობთ. საუკეთესო პირობებით და მაღალი ანაზღაურებით.

-თანახმა ვართ თქვა გიომ და საწოლიდან წამოდგა.

-მოიცა, მე არაფერს მეკითხებით? მერე მართა? ან ჩემი ოცნების პროფესია?

-შენ ეგ არ იდარდო ჩემო კარგო სწავლა ჯერ მაინც არ იწყება, მართას კიდე როგორმე მივხედავთ.

-არ ვიცი ახლა ვერაფერს გიპასუხებ. მოვიფიქრებ და გეტყვი.

-კარგი მე წავედი. იცოდე შენგან დადებით პასუხს ველოდები. თქვა ზურამ და ანას თვალი ჩაუკრა.

-გაგაცილებ. -უთხრა ანამ პასუხად და კარისკენ მიუთითა.

უცნაური ბორგვა და სულის წრიალის განცდა არ ასვენებდა ანას. ცოტა ნაწყენი და იმედგაცრუებული ჩანდა. აქეთ-იქეთ უაზროდ დააბიჯებდა და ნერვიულად ტუჩებს იკვნეტდა. ნეტავ ასე რას განიცდიდა? ალბად იმას, რომ დღეს ზურა ზედმეტად სერიოზული იყო. მხოლოდ საქმეზე საუბრობდა და არა გრძნობებზე, რომელიც მის მიმართ გააჩნდა. როგორ ეუხეშა, როგორ ეუცხოვა დღეს ზურას ასეთი გულგრილობა. -მხოლოდ ინვესტიციაზე ზრუნავს. სარფიანი გარიგება სურს. იქნებ თავიდანვე ეგ ჰქონდა ჩაფიქრებული. -ფიქრობდა და გაბუტული საკუთარ თავთან იოხებდა გულს. -დღეს ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის ისე როგორც ადრე. - წარმოუდგენლად მიაჩნდა და ვერაფრით ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ზურას მისგან  მხოლოდ ფულის გაკეთება სურდა. - არა, ალბათ სულ მის გვერდით უნდა ვიყო და ამ სამსახურს მთავაზობს. - იმედს არ კარგავდა მაინც.

უცნაური გრძნობა მოიცავდა ქალიშვილს. ვერ გაერკვია ეს რა ემოციაა. სიხარულის, თვითკმაყოფილების, ბრაზის, სიძულვილის, შურისძიების, მიზნის მიწევით მიღებული ზღვა სიამოვნება თუ რა. არა ეს რაღაც სხვა გრძნობაა, სულ სხვა. რაღაც ახალი. რომლის სახელიც ჯერ არ იცის. უსახელო, უცნობი, იდუმალი გრძნობაა. მძიმე დაავადებასავით რომ იჩინა თავი და მერე დაუკითხავად, ურცხვად და უტიფრად რომ მოედო მთელ სხეულს. როგორც ღუზა ისე მოეჭიდა მის ორგანიზმს და მეტასტაზებივით შემოეკრა ორგანოებს.

ფიქრებში გადაკარგული ტელეფონის ზარმა მოიყვანა გონს.

-ანა შენი ზარი იყო შემოსული. მოხდა რამე?

-ხო ნი გირეკავდი. გიოს სიცხე აქვს მეოთხე დღეა. ძალიან სუსტად არის. ექიმთან წასვლას კი არ აპირებს.

-გაცივდა ალბად.

-არა ნი. უბრალო გაცივებას ეს არ გავს. გამხდარიც მომეჩვენა და ფეხებიც შეშუპებული აქვს.

-კარგი, ამ საქმეს მე მივხედავ. ხვალვე წავიყვან ექიმთან.

-ნი და კიდე მინდოდა მეთქვა დღეს მართას ადრე გამოვიყვან ბაღიდან. კარგი სპექტაკლი გადის და უნდა ვნახოთ.

-კარგი ჩემო მზრუნველო ანგელოზო. აბა დროებით.

სამწუხაროდ იშვიათად, მაგრამ საბედნიეროდ ხდება ხოლმე, როცა ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ იმ მიზეზით ევლინება ქვეყანას, რომ სხვისთვის იცხოვროს. სხვებზე იფიქროს, იზრუნოს, გაუფრთხილდეს, დაეხმაროს. მათი დარდი გაიზიაროს და გასაჭირიდან იხსნას. მხოლოდ იმისთვის იბადებიან, რომ განსაცდელი აარიდოს ადამიანებს და მუდამ გვერდით ედგას ანგელოზივით. სწორედ ასეთია გიო. თითქოს მის სხეულში ღმერთი ცხოვრობს. მისი თვალები გამუდმებით სიკეთეს ასხივებს და გულიდან მუდამ უშრეტი სიკეთე ეღვრება. ასე მოხდა იმ საბედისწერო დღესაც როცა ანას პირველად შეხვდა და მისთვის გულის კარი სამუდამოდ გააღო.

თუ ადამიანში ღმერთი არ არის, ამას რატომ გააკეთებს? უანგაროდ, უსასყიდლოდ რატომ დაგეხმარება? თუ ადამიანში ღმერთი არ არის, შენი დარდით რატომ შეწუხდება? სრულიად უცნობს, გვერდით რატომ დაგიდგება? თუ ადამიანში ღმერთი არ არის, ამდენი სიკეთ საიდან მაშინ?

როგორ უსასრულოდ გაგრძელდა ეს დღე. თითქოს დრო გაჩერდა. თითქოს საათის ისრებმაც შეწყვიტეს მოძრაობა. ანა ზურას ზარის მოლოდინში წუთში სამოც ჯერ აიღებს და დახედავს მობილურს. რატომ ვერ მშვიდდება? რატომ ვერ ისვენებს? რატომ ელოდება ასე მოუთმენლად მისი ხმის გაგონებას? იქნებ მიეჩვია, მიეჩვია და ახლა მის სიშორეს ვეღარ ეგუება. მთელი ტანი ყინვაში დარჩენილ ბეღურასავით უთრთის, ცახცახებს, ადგილს ვერ პოულობს. ინსტიქტურად, გაუცნობიერებლად დადის ოთახში და გაბუტული ნერვიულად ხელის თითებს იფშვნეტს.

როგორღაც დაღამდა. ანა მობილურით ხელში საწოლზე ფეხმორთხმული იჯდა და ისევ ზურას ზარს ელოდებოდა. უცებ მობილური აწკრიალდა  დახედა, ზურა იყო სახე გაებადრა, გული უფრო მონდომებით აუძგერდა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო უცბად შეკრთა, დასერიოზულდა. მობილური საწოლზე მიაგდო, წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა ბოლოს სარკესთან გაჩერდა. ბრაზმორეულმა მის ორეულს ჰკითხა -რა დღეში ხარ შენ? რა გჭირს? სარკიდან დაბნეული ორეული გაურკვეველი გამომეტყველებით მიშტერებოდა, მერე დასჯილი ბავშვივით თავი დახარა, თითქოს სურდა საკუთარ გულში ჩაეხედა, რომ როგორმე ამ კითხვაზე პასუხი ეპოვნა. მობილური ისევ რეკავდა

-გისმენ ზურა, არ ვიყავი ტელეფონთან რამდენჯერ დაგირეკავს

-არაუშავს, როგორ ხარ?

-კარგად. დაძინებას ვაპირებდი.

-ჰო, მე კი შენ ზარს ველოდებოდი.

-რატომ?

-რომ გეთქვა ჩემს შემოთავაზებაზე თანახმა ხარ თუ არა.

-ზურა არ მიფიქრია მაგაზე. ხვალ გეტყვი.

-კარგი. ესე იგი ხვალისთვის მიზეზი მაქვს შენთან შესახვედრათ

-შემიძლია ტელეფონითაც გითხრა. -გაეღიმა ანას.

-ანა ესე ნუ მექცევი, თორე ღმერთი დაგსჯის. -გაეცინა ზურას.

-შენ შენს ცხოვრებაზე იდარდე. -გაეცინა ანასაც.

- ხვალ სააგენტოში ერთად წავიდეთ. ნახავ რა საინტერესო პროფესია გელოდება, მერე კი უარს არ იტყვი.

-ვნახოთ, ვნახოთ.

-კარგი, ტკბილ ძილს გისურვებ, ხვალამდე.

-ხვალამდე ზურა.

ფიქრმა ისევ მარტო დაიგულა ანა. ოცნებებმა ფრთები ფართოთ გაშალეს და ჩარაზულ დარაბებს მიღმა გაიფანტნენ. გადაიფრინე ღრუბლები, ცები, გასცდნენ ატმოსფეროს და სადღაც უჟანგბადო სივრცის მორევში ჩაიკარგნენ, რადგან ეს აკრძალული ოცნებაა, აკრძალული ნატვრაა, აკრძალული ფიქრებია.

ოცნება იმდენნაირი არსებობს რამდენიც ადამიანი და კიდე უფრო მეტიც. ზოგჯერ ხდება ხოლმე როდესაც ნატვრა და ოცნება აკვიატებაში გვერევა დავისახავთ მიზნად რაღაც უაზრო ახირებას, ფეხქვეშ ვთელავთ დაუფიქრებლად, ვწირავთ ყველას და ყველაფერს ოღონდ გამოვიდეს, ოღონდ გავიმარჯვოთ და ფინიშთან თავაწეული, წელში გამართული მივიდეთ.

არსებობს ჩუმი ნატვრებიც, რაც ვიცით არასოდეს ახდება და ოცნება მუდამ ოცნებად დარჩება, მაგრამ ლამაზია ამაზე ფიქრი. დავხუჭავთ ხოლმე თვალებს და  სახეზე საამო ღიმილი მოგვეფინება. როცა ყოველ წამს, ყოველ წუთს გონებაში გიტრიალებს და ხმამაღლა თქმას ვერასოდეს გაბედავ, რადგან ზოგჯერ ოცნება ზღაპარს ჰგავს, ზღაპრები კი რეალურ ცხოვრებაში სულს ვერ ჩაისვამს და ვერ გაცოცხლდება. ალბად ამიტომაც ჰქვია ოცნება. ჩუმი ოცნება, როცა ვერავის გაანდობ რა გწყურია ყველაზე მეტად, რა გაგაბედნიერებს ყველაზე უფრო და რა გაგრძნობინებს სრულყოფილებას. ვერავის უამბობ, რადგან ხდება როცა ჩვენი ოცნებების გვრცხვენია ხოლმე, განა იმიტომ რომ სასირცხვილო ნატვრა გვაქვს, არა, უბრალოდ იმდენად არარეალურად შეიძლება იმ მომენტში ჩანდეს, რომ გვეშინია ვინმემ არ დაგვცინოს, მასხრად არ აგვიგდოს. ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ეს გამოგვდის. მერე ამ წყეული შიშის გამო უარს ვამბობთ ჩვენს ოცნებებზე. არ ვცდილობთ ვიბრძოლოთ. ყველაფერს დროს მივანდობთ. გამოვა, გამოვა. არ გამოვა და არაუშავს. მერე რა იქნება? რა და არაფერი. ოცნება ყოველთვის ოცნებად დარჩება.

*   *  *

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ანას. გამოუძინებელი, ფიქრებიდან დაღლილი და ძალაგამოცლილი აიზლაზნა საწოლიდან, ფარდები გადასწია, ფანჯარა გამოაღო, სუფთა ჰაერმა ცოტა გონს მოიყვანა. შეძლებისდაგვარად თავი მოიწესრიგა და გიოს ოთახისკენ გასწია. სურდა გაეგო ისევ შეუძლოთ იყო თუ არა. იფიქრა ეძინებოდა და ოთახის კარი ფრთხილად შეაღო. ოთახში კი ეკა დახვდა.

-მაპატიეთ, არ ვიცოდი თუ გეღვიძა. - დაბნეულს აღარ იცოდა უხერხულობისგან რა უნდა ეთქვა

-გიო ეს შენს ოთახში ნებართვის გარეშე დიდი ხანია დადის?! -გაცოფდა ეკა.

- ეკა რას ამბობ?! -დაიბნა გიოც.

-მაპატიეთ, არ მინდოდა გიოს გაღვიძება...

-ამის უფლება ვინ მოგცა?! ამ სახლში შენი ადგილი ხომ არ შეგახსენო? -ვერ მშვიდდებოდა ეკა.

დაბნეული და შერცხვენილი ანა ოთახიდან გამოვიდა. ეკაც თან გამოჰყვა.

-გაჩერდი და მომისმინე! -უბრძანა ეკამ

-ეკა, შენ მომისმინე! ერთხელ კიდევ გეტყვი და სხვა დროს აღარ გავიმეორებ! -ტონი გაიმკაცრა ანამ. -ბოდიშს ვიხდი უნებართვოდ ნამდვილად არ უნდა შემოვსულიყავი, მაგრამ იცოდე მე და გიოს ერთმანეთთან ჯანსაღი მეგობრობის გარდა არაფერი გვაკავშირებს.

-შენ და გიოს? ამ ორ სახელს ერთად როგორ ახსენებ?!

-ეკა ძვირფასო, ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო, არ გირჩევ უბრალოდ. ასე უაზროდ ეჭვიანობა როგორ შეიძლება? შემთხვევით თქვენს სიყვარულში ეჭვი ხომ არ გეპარება? -კითხა ანამ, თუმცა პასუხს არ დალოდებია თავის ოთახისკენ გასწია. აბაზანაში  შევიდა და სახეზე წყალი შეისხა. - ამ შეშლილს ვის გადავეყარე?! დეგენერატი! - ბუზღუნებდა და აწითლებულ ღაწვებს ცივი წყლით იგრილებდა.

ამ დროს მობილური აწკრიალდა, -ზურაა - გაიფიქრა და ბრაზმა უცებ გაუარა. გული ისევ ისე აუფართხალდა და მობილურს ეცა. - გისმენ ზურა.

-დილა მშვიდობის მზეთუნახავო. აბა როგორ გეძინა?

-შესანიშნავად. -იცრუა ანამ და ქვედა ტუჩზე იკბინა.

-ძალიან კარგი. მე უკვე აქ ვარ მოემზადე და წავიდეთ ხო?

-კარგი.

-აბა დროებით.

ანამ მობილური სადღაც მოისროლა. სასწრაფოდ სარკესთან მიირბინა, ტუჩ საცხი წაისვა, მერე სავარცხელი აიღო და გულდაგულ დაიწყო თმის ვარცხნა. უცებ შეკრთა სარკეში გაოცებულმა გახედა ორეულს - ანა რას აკეთებ?!  -კითხა საკუთარ თავს და გაბრაზებულმა სავარცხელი ცივად გააგდო ხელიდან. მერე ყველა თმა ერთად აიღო და სწრაფად არც ისე კოხტად მაღლა მოიხვია. პატარა ჩანთას ხელი წაავლო და სწრაფად ჩაირბინა კიბეები. ზურა მანქანასთან ელოდებოდა.

-რა მშვენიერი ხარ. - უთხრა და მანქანის კარი ჩვეული წესით გამოაღო.

-მადლობა ზურა. -სავარძელში არხეინად მოკალათდა და მანქანაც დაიძრა.

-გიო როგორ არის?

-დილით ვნახე, მაგრამ არ მიკითხავს, ვერ მოვახერხე. - გაეღიმა.

-ვერ მოახერხე?

- ჰო, გიოს ოთახში შესულს ეკა დამხვდა და გამომენთო. -იცინის ისევ

-აუ მაგას შენ  მაგრა ევასები.

-კი ძან. - გადაიკისკისა. - გიჟია, გიოზე ეჭვიანობს.

-გიოზე? რა სისულელეა. -ისე ჩემს შემოთავაზებას თუ დათანხმდები გაგიჟდება. ხო იცი ეგ ჩემი სააგენტოს მოდელია. - თქვა და ეშმაკურად გადახედა.

-რას ამბობ, მართლა? მაცდური წინადადებაა.

-ხო, ადრე გითხარი მგონი.

-შეიძლება, მაგრამ არ მახსოვს.

-იცი რა საინტერესო პროფესიაა მოდელი, ან ფოტომოდელი? უამრავ რამეს სწავლობ, პოდიუმზე სიარულის ტექნიკას, ფოტო-ვიდეო კამერის წინ პოზირების ტექნიკას, მონაწილეობას მიიღებ წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში, სხვადასხვა კონკურსებში. გახდები ცნობილი, იმოგზაურებ სხვადასხვა ქვეყნებში, გაიცნობ და შეხვდები უამრავ ცნობილ ადამიანს.

-კარგი, კარგი თანახმა ვარ!

-მართლა? -სიხარული ვერ დამალა ზურამ. -დღეიდან სულ შენს გვერდით ვიქნები. სამსახურშიც და ივენთებზეც.

-შენ ყველა მოდელს ასე დასდევ ივენთებზე და გადაღებებზე?

- ყველას არა! და სხვათა შორის აქეთ დამსდევენ.

-კი, როგორ არა. - გადაიკისკისა ისევ.

ზურამ მანქანა QUEENS HOUSE  წინ გააჩერა ასე ერქვა მის სამფლობელოს.

შენობაში შესვლის თანავე ანას ყურაღება კედელზე დაკიდებული ულამაზესი მოდელების ფოტოებმა მიიქცია. შეჩერდა და სათითაოდ ყველა ფოტოს ყურადღებით აკვირდებოდა.

-შენ ვერავინ ვერ შეგედრება, საუკეთესო ხარ.

-კარგი რა ზურა.

-სარა, დეა, სელენა სად ხართ? მოდით აქ!

-მოვდივართ, გამოსძახეს გოგონებმა სხვადასხვა ოთახებიდან.

-როგორც დაგპირდით ახალი მოდელი მოგიყვანეთ.

-ძალიან კარგი. კეთილი იყოს შენი მოსვლა. - გაუღიმეს გოგონებმა.

-დანარჩენები სად არიან? - კითხა ზურამ გოგონებს.

-არ მოსულან ჯერ.

-არაუშავს. საქმეს დაუბრუნდით. მე ანას აქაურობას გავაცნობ და შემოგიერთდებით.

სააგენტოს დათვალიერებას დიდი დრო მოანდომეს, რადგან ეს უზარმაზარ შენობა სხვა  და სხვა განყოფილებად იყოფოდა. ფიტნესისა და აერობიკის დარბაზები, საცურაო ავზები, სარეპეტიციო პოდიუმი და სხვა. სასიამოვნოდ გაოცებული და ნანახით აღფრთოვანებული ანა ტუჩებს ვერ უყრიდა თავს. არ ეჯერა ნუთუ შესაძლებელია ამ ჯადოსნურ სამყაროში ასე მარტივად მოხვედრა.  ასეთ ზღაპარს ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ დაუშვებდა, ფანტაზია არ ეყოფოდა უბრალოდ.

-უკვე ვხედავ!

-რას ზურა?

-წარმომიდგენია, როგორ დაამშვენებს შენი სილამაზე ჟურნალების გარეთა ყდებს.

-რომ ვერ შევძლო? რომ არაფერი გამომივიდეს?

-შეუძლებელია აი ნახავ მალე საკუთარ თავს ვეღარ იცნობ. მოდი საგრიმიოროში შევიდეთ, ვნახოთ როგორ ემზადებიან გოგოები გადასაღებად.

-ესი ყველაზე მეტად მაინტერესებს. -საგრიმიოროში სარა დახვდათ, რომელიც ერთ ერთ მოდელს მაკიაჟს უკეთებდა.

-ეს სარაა, პროფესიონალი ვიზაჟისტი ამერიკიდან სპეციალური  მოწვევით ჩამოვიდა წლების წინ და დღემდე ჩვენს გვერდით არის როგორც დანარჩენები.

-ღმერთო ჩემო, ამას აქ რა უნდა?! - მოისმა კართან მდგომი ეკას ხმა

-ანას თუ გულისხმობ, მინდა გაცნობო, რომ დღეიდან ჩვენი თანამშრომელია.

-ვინ ზურა ეს? გიდა QUEENS’ HOUSE გააბანძო?

-ეკა დამშვიდდი არაფრის გაბანძებას არ ვაპირებ, პირიქით.

-არ მესმის, ამას აქ რა ესაქმება?

-ვიცი, რომ ჩემზე გიჟდები და ამიტომ მოვედი, დღეიდან ჩემი ხილვით სიამოვნებას არ მოგაკლებ. - გაიღიმა ანამ, თუმცა სინამდვილეში სულაც არ იყო ღიმილის გუნებაზე. ოთახიდან გამოვიდა და დერეფნის კედელს ზურგით მიეყრდნო.

სოფლიდან ჩამოსული ერთი საცოდავი ძიძაა. ასე თვლის ეკა და ასეც იყო. როცა არავინ არ ხარ, როცა არაფერს წარმოადგენ და შენი სახელი არაფერს ამბობს, დაგჩაგრავენ, დაგამცირებენ, ნაცემი ლეკვივით კედელთან მიგაყენებენ და ზემოდან დაგიწყებენ ყურებას. არვინ იბადება შემდგარი პიროვნება, ყველა საიდანღაც იწყებს, ზოგი ადრე, ზოგი გვიან, ზოგჯერ ვიღაც გიბიძგებს, ზურგს გიმაგრებს, და ზოგჯერ მარტოც იკაფავ გზას.

-ანა ყურადღებას ნუ მიაქცევ. ეს აქ ყველას ეგრე ექცევა.-სცადა მისი დამშვიდება ზურამ.

-მე ყველა არ ვარ! არ მივცემ უფლებას ასე მომექცეს!

-კარგი, დაიკიდე, მალე გადაღებაზე მივდივართ. ფოტო სესია გვაქვს ბეწვის ქურქების რეკლამისთვის. იმედია ჩვენთან ერთად წამოხვალ ეს პროცესი ხო ძალიან გაინტერესებდა?

- რა თქმა უნდა, აუცილებლად წამოვალ. -თქვა უხასიათოდ.

-დამშვიდდი, ძლიერი უნდა იყო. უთხრა ზურამ და გაბედა გოგოს მხარზე შეხებოდა.

ანას ეხამუშა ზურას შეხება და უხერხულად შეიშმუშნა, თუმცა მისი მზრუნველობა ძალიან ესიამოვნა და ტუჩებზე ოდნავ ღიმილი შეეპარა.

გადაღებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა, უსაზღვროდ ბედნიერი  ჩანდა ანა, კაცი რომელიც მას ასე ძალიან იზიდავდა მთელი დღე მის გვერდით იყო და წამით არ მოშორებია. საღამოს კი სახლში მანქანით მიაცილა, მიუხედავად იმისა რომ განშორება არცერთს არ უნდოდათ ერთმანეთს ტკბილი ძილი უსურვეს და მაინც დაემშვიდობნენ.

უჩვეულოდ ცქმუტავდა ანა. აბაზანაში ღიღინ ღიღინით შევიდა და შხაპი მიიღო, სახეზე საამო ღიმილი დასთამაშებდა. მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა. თავს გრძნობს არხეინად თითქოს არ ადარდებს ქვეყნად არაფერი, საღამურები ჩაიცვა და დასაძინებლად მოემზადა.

-ანა შეიძლება შემოვიდე? - გაისმა ნინოს ხმა კარის იქედან.

-მოდი ნი.

-აბა როგორ ჩაიარა პირველმა დღემ? გიომ მითხრა შენი ამბები.

-კარგად ნი, ჯერ გავეცანი სიტუაციებს.

-კარგია.

-ნი, გიო როგორ არის?

-ხო ეგ მინდოდა მეთქვა. მე და გიო დღეს ექიმთან ვიყავით, ანალიზები აუღეს.

-რა აჩვენეს ანალიზებმა რაიმე სერიოზული ხომ  არ არის?

-ისეთი სერიოზული ცვლილება არაფერია. უბრალოდ როე აქვს ძალიან მაღალი.

-კაი ერთი, მეხუთე დღეა ადამიანს მაღალი ტემპერატურა აქვს, ორგანიზმში რაღაც ანთებითი პროცესი მინდინარეობს როე მაღალი ექნება აბა რა?

-ჯერ ვერაფერს ამბობენ. უნდა დაველოდოთ.

-მეტი რა გზაა?

-ხო და ახლა მეორე საკითხი. - ნინო საწოლზე ანას გვერდით ჩამოუჯდა და დასერიოზულდა - რაღაც მინდა გითხრა, თან არ მინდ  გაწყენინო.

-გისმენ ნინი. შენგან რა უნდა მეწყინოს? -გაიღიმა გაკვირვებულმა.

-ანა შენ ძალიან მაგარი შესაძლებლობა მოგეცა, ზურას სააგენტოში მოხვედრა პატარა ამბავი არ არის. იქ ასე მარტივად ვერ ხვდებიან მითუმეტეს დამწყები მოდელები, შენ კი ეს შანსი კარგად უნდა გამოიყენო. წინ დიდი კარიერა გელოდება. ამისთვის დიდი შრომა და დროა საჭირო, მე და გიომ ვიფიქრეთ, რომ… ა…  მართას მოვლისთვის  დრო აღარ გაქვს, მთელი შენი დრო და ენერგია შენს ახალ პროფესიას უნდა მოახმარო.

-ნი რას ამბობ? მე მართას დროს და ყურადღებას არასოდეს ვაკლებ. - ხმა ჩაუწყდა ანას.

-არა, მაგის გამო არ მითქვამს. ვიცი მართას თავს ევლები. უბრალოდ შენ უკეთესი შანსი მოგეცა და როგორც დას გირჩევ, რომ გამოიყენო. მეტსაც გეტყვი, არ მოგცემ უფლებას, რომ ერთი ადგილი ტკეპნო. შენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი გოგო ხარ. სულ წინ უნდა იარო. სანამ დროა, შენს კარიერაზე უნდა იზრუნო. მართას კი როგორმე მივხედავთ. შენ ეგ არ იდარდო. ახალ ძიძას ავიყვანთ. შენ რომ არ გაგვეცანი ახლა მახომ მაინც სხვა ძიძა გვეყოლებოდა?

-არ ვიცი რა გითხრა, თქვენ უკვე ყველაფერი გადაგიწყვეტიათ. - ამოიოხრა ნაღვლიანად და დაცვარული შუბლი ხელისგულით მოიწმინდა.

- ნუ დარდობ ანა. ამას ჩვენ შენი კეთილდღეობისთვის ვაკეთებთ, ძალიან გვიყვარხარ  და  სუ შენს გვერდით ვიქნებით იცოდე. - ნინო წამოდგა და წასასვლელად მოამზადა. - აბა არ მოიწყინო ხვალ შევხვდებით.

*  *  *

დილით როგორც ყოველთვის მართა ბაღში წაიყვანა ანამ, პატარას დილიდანვე უხასიათობა ეტყობოდა, რაც მზრუნველ ძიძას შეუმჩნეველი არ დარჩენია, იცოდა კიდეც რა დარდი ჰქონდა პატარა გოგოს. უცოდველი თვალები ცრემლებით ქონდა სავსე და ტირილს ვერ ბედავდა, პაწაწინა ხელები მაგრად ჩაეჭიდა ანაზე და თავდახრილი მიჰყვებოდა ბაღის ფართო დერეფანს. ანას გული უკვდებოდა ბავშვს ასეთ დარდიანს რომ ხედავდა  და მისთვის სანუგეშო სიტყვებს დაუწყო ძებნა. ჩაცუცქდა და მისი პატარა სახე ხელში დაიჭირა.

-მართა, საყვარელო ხომ იცი როგორ მიყვარხარ?

-ვიცი.

-მე შენ არასდროს მიგატოვებ და ძალიან ხშირად მოვალ შენს სანახავად, ბაღიდანაც გამოგიყვან ხოლმე და გასართობადაც ერთად წავალთ.

-მე არ მინდა სხვა ძიძა. -თავი ვეღარ შეიკავა ბავშვმა და ცრემლებმა გაწითლებულ ღაწვებზე დაიწყო დინება.

-ჩემო პატარა, -ანამ გულში ჩაიკრა ბავშვი და თმაზე ალერსიანად დაუწყო ფერება. მართაც მთელი ძალით ყელზე ეხვეოდა პატარა ხელებით და გულამოსკვნილი ტიროდა. -ჩემო ლამაზო გოგო ასე რატომ განიცდი იცი რა კარგი ძიძა გეყოლება? თან მეც სულ შენთან ერთად ვიქნები. -თვალები აუწყლიანდა ანასაც.

-არ მინდა სხვა, არ მინდა!

-იცი რა? ჩვენ ხომ ყველაზე მაგარი გოგოები ვართ? თან სულ ტყუილად ნერვიულობ, ახლა ცრემლები მოვიწმინდოთ და ჯგუფში შევიდეთ. -თორე დაგვცინებენ. -თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბავშვმა, მერე კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში, დაუკოცნა სველი თვალები და მასწავლებელს მიაბარა.

ბაღიდან გამოსულს გზის მეორე მხრიდან ნიკას ხმა შემოესმა.

-შენ ისევ აქ ხარ? -კითხა როდესაც მიუახლოვდა

-ჰო აბა სად უნდა ვიყო? -მიუგო უტიფრად. - რა გჭირს უცნაურად გამოიყურები შენ რა იტირე?

-არაფერია.

-ანა მინდა მენდო, თუ რამე გამომრჩა და ვინმემ გაწყენინა ხომ იცი არ შევარჩენ. -გაიღიმა ნაძალადევად  თუმცა მის ტონში მუქარა უფრო ჭარბობდა.

-დამშვიდდი ნიკა ყველაფერი რიგზეა.

-გთხოვ რა უარი არ მითხრა აქვე კაფეა დავსხდეთ და ცოტახნით ვისაუბროთ, გეტყობა მაგარი დაგრუზული ხარ და ცოტა დამშვიდდები.

 

ახალგაზრდები იქვე ახლომდებარე კაფეში, მოხერხებულ სავარძლებში მოთავსდნენ. ნიკა ყავის შესაკვეთად გავიდა.

-დაუჯერებელია. -გაიფიქრა ანამ და წარბები შეყარა. - რაღაც ძაან გავთამამდი. უცხო კაცთან ერთად ნეტა აქ რას ვაკეთებ?  თუმცა, როცა თავშეკავებული და დისტანციური ვიყავი უცხოებთან რა მოვიგე? პირიქით, უფრო დამჩაგრეს, დამცინეს და გამანადგურეს.

-ანა არ მეტყვი, მაინც რა გაწუხებს? - ჰკითხა ნიკამ, როცა მასთან დაბრუნდა.

-არაფერი. უკვე ხომ გითხარი? უბრალოდ მართა იყო მოწყენილი და გული მეც ამიჩუყდა.

-გასაგებია. გუშინ სახლში გვიან დაბრუნდი. -თქვა ნიკამ.  კითხვის ნიშანი არ დაუსვამს, მაგრამ თითქოს პასუხს მაინც ითხოვდა.

-ნიკა შენ ისევ აგრძელებ? თან მეჩვენება თუ პასუხს მთხოვ ამის გამო? -გაიღიმა ანამ, თვალები ოდნავ მოხუჭა და ნიკას მიაშტერდა.

-არა პასუხს არ გთხოვ. საიდან მოიტანე? დავინტერესდი უბრალოდ. თუ არ გინდა ნუ მეტყვი არა მაქვს პრობლემა.

-ძალიან კარგი თუ არა გაქვს პრობლემა. - მაინც ვინ არის ის ტიპი?

-ზურა.

-მე მინდა გავიგო შენთვის ვინ არის? თორე მისი სახელი საერთოდ არ მაინტერესებს.

-არ ვიცი. - ორაზროვნად გაეცინა ანას. ალბათ უკვე ჩემი უფროსი. შეიძლება ასეც ითქვას.

-უფროსი?

-ჰო. ახალი სამსახური მაქვს. ზურა ცნობილი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელია. თანამშრომლობა შემომთავაზა და იმდენად კარგი პირობებით, რომ უარი ვერ ვთქვი.

-მხოლოდ უფროსის და თანამშრომლის ურთიერთობას არ ჰგავს თქვენი საქციელი.

-ვერ გავიგე, მსაყვედურობ?! ან რომელ საქციელს მიწუნებ და გულისხმობ საინტერესოა. - ტონი გაუმკაცრდა ანას და ასე ცალ წარბ აწეული დაელოდა პასუხს.

-არაფერსაც არ გიწუნებ. უბრალოდ ვცდილობ ამომწურავი პასუხები მივიღო შენგან.

-ღმერთო ჩემო, გავგიჟდები. რა ვალდებული ვარ ამომწურავი პასუხები გაგცე? ვერ ვხვდები.

-შენ რა ფიცხი ხასიათი გქონია. - გაეღიმა ნიკას და ჩვეული სიმშვიდით გადახედა გოგოს.

-ფიცხი და საშინლად აუტანელი.

-არაუშავს, მე მაინც მიყვარხარ. - იღიმოდა ისევ.

-შენ მართლა გიჟი ხარ ხო?

-ყველა შეყვარებული მეტნაკლებად გიჟია. არც მე ვარ გამონაკლისი. ყველა თავისებურად გამოხატავს სიყვარულს. მე კი თითქმის ვერც გადმოვცემ. ან როგორ შეიძლება ეს გრძნობა სიტყვით ან რაიმე ქმედებით გამოვხატო? შეუძლებელია. - თქვა ბოლოს და სადღაც შორს, უმისამართოდ, სევდიანი თვალებით გახედა ჰორიზონტს.

-ნიკა, ვიბნევი და არ ვიცი რა გიპასუხო, როცა სიყვარულზე მესაუბრები. არ ვიცი მართლა შესაძლებელია თუ არა გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ იცნობ და მის შესახებ არაფერი იცი.

-ჩემთვის ისიც საკმარისია უკვე რაც ვიცი. თუმცა საერთოდ არ მაინტერესებს ადრე რა იყო. მე არ ვარ ეგ ტიპი, რომ არქივები ვქექო. ჩემთვის მთავარი მხოლოდ აწმყოა და მომავალია.

-საინტერესოა. - საუბარი ანას  მობილურის ხმამ შეაწყვეტინათ. დახედა, ზურა იყო. რატომღაც ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა.

-პირველივე დღეს იგვიანებ? ეს რა ნაგლობაა?- მოისმა აპარატიდან. ანამ საათს დახედა და თვალები გაუფართოვდა. თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა. -ჯერ ათი არ შესრულებულა ხუთი წუთი აკლია. აქვე ვარ და მოვალ რა იყო?!

-არაფერი, უბრალოდ უშენოდ ერთ წუთსაც ვეღარ ვძლებ. - ტონი დაუტკბა ზურას.

-რა სულელი ხარ. გაეღიმა ანას. -  მოვდივარ, მოვდივარ. -ჩასძახა ბოლოს და წამოდგა. - ნიკა მე უნდა გავიქცე. არ მინდა პირველივე დღეს დავაგვიანო.

-უფროსი იყო, არა?- ჰკითხა ნიკამ და ნაღვლიანად ამოიოხრა.

-ჰო, ზურა იყო.

-კარგი მე გაგიყვან. დრო ხუთი წუთი გქონია. რომ დაიგვიანო გაგიბრაზდება.

-ამჯერად უარს ვერ გეტყვი, მართლა ძალიან მეჩქარება.

წყვილი ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა ბარიდან. მანქანაში ჩასხდნენ და დაიძრნენ. ნიკა ძალიან სწრაფად მართავდა მანქანას.  ანა დაძაბული იყო და როგორც ყოველთვის ნერვიულობის დროს ტუჩებს იკვნეტდა. რაც ნიკას შეუმჩნეველი არ დარჩენია.

-ხომ არ გეშინია?

-მგონი კი. - უპასუხა გაუბედავად.

-მე შენ საკუთარ თავზე მეტად გაგიფრთხილდები. გარწმუნებ როცა ჩემთან ხარ ცუდი არასოდეს არაფერი მოხდება. ამიტომ სულ ჩემს გვერდით გირჩევ ყოფნას. - გაიღიმა და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა. პასუხს არ დაელოდა და საუბარი ისევ თვითონ განაგრძო. - მანქანის მართვა იცი?

-არა, არ ვიცი და როცა ვხედავ ადამიანს, რომელიც ავტომობილს ასე სწრაფად და მოხერხებულად მართავს, როგორც შენ, ძალიან დიდი სურვილი მიჩნდება ხოლმე.

-ერთ დღეს აუცილებლად გასწავლი როცა ამისთვის დროს გამონახავ. ჩემთვის დიდი პატივი იქნება იცოდე.

-იცი რა მაინტერესებს? - მე ხომ შენთვის ამ სააგენტოს მისამართი არ მითქვამს? თან აქ

პირველად მხოლოდ გუშინ მოვედი...

-რა ცუდია, რომ არ მიცნობ. -  შეაწყვეტინა ნიკამ. -მე ყოველთვის ყველაფერი ვიცი. გაიღიმა ისევ და მანქანა გააჩერა.

-მადლობა ნიკა.

- მადლობა საჭირო არ არის. დროებით.

ნიკამ უდაოდ მოახდინა ანაზე შთაბეჭდილება. მოსწონდა, როცა ვიღაც მის მიმართ  ამ დოზით  ინტერეს იჩენდა. თითქოს რაღაცნაირად ღია და დისტანციური ფლირტიც იზიდავდა, მაგრამ ზურასკენ გული სულ სხვა სიხარულით მიუწევდა, სხვანაირად ღელავდა, სხვანაირად განიცდიდა...     ძნელია საკუთარ თავს გამოუტყდე, რომ დამარცხდი. ბრძოლა სრულდება. შენ კი აცნობიერებ, რომ შანსი აღარ გაქვს, თითქმის წააგე და გიჭირს აღიარება. გდიხარ ძირს და ცდილობ ბოლოჯერ გაიბრძოლო, ბოლოჯერ ცადო. ძნელია საკუთარ თავს გამოუტყდე, რომ ნებდები. ბრძოლის არც ძალა გაქვს და აღარც სურვილი. ეს ხომ ისედაც უთანასწორო ბრძოლა იყო. უსამართლობაა თავს ესხმოდე მოწინააღმდეგეს, რომელმაც არც კი იცის ამ ომში ჩართულია თუ არა.  და მაინც გამარცხებს, მაინც იმარჯვებს.

-უკვე მოხვედი?-შეაგება ღიმილი ზურამ. -შენთვის კარგი ახალი ამბავი მაქვს.

-მართლა? რა ხდება?

-დღეს ერთ-ერთი ცნობილი მოდელი ჩამოდის და მასტერ კლასებს ჩაგიტარებთ დამწყებ

მოდელებს.

- მართლა? რა მაგარია.

-ჰო, ოღონდ თბილისში უნდა წახვიდეთ.

-შენც მოდიხარ? - წამოსცდა ანას, თუმცა მალევე იკბინა ტუჩზე.

-გინდა, რომ შენს გვერდით ვიყო? - კითხა კმაყოფილი ღიმილით და ეშმაკურად გადახედა.

-არა მე რატომ უნდა მინდოდეს? - დაიბნა გოგო. -კითხე უბრალოდ?

-არ ვაპირებდი, მაგრამ თუ მთხოვ წამოვალ. -გაიღიმა ისევ.

-უკაცრავად, მაგრამ ვატყობ დარჩენა მოგიწევს.- გაჯიუტდა ანა.

-დავრჩები, არ არის პრობლემა. - არც ზურა აპირებდა უკან დახევას.

-მიდი ეხლა გამოიცვალე და გოგოებს შეუერთდი. ვარჯიში დაიწყეს უკვე.

-და თბილისში როდის მივდივართ?

-დღეს საღამოს წახვალთ. სასტუმროში დაისვენებთ, ხვალ სელენას შეხვდებით, მასტერ კლასს ჩაგიტარებთ და საღამოს დაბრუნდებით. კიდევ რა გაინტერესებთ? -ჰკითხა ბოლოს.

-უკაცრავად, მაპატიეთ თუ დაგღალათ ჩემმა ცნობისმოყვარეობამ.

-შენმა ცნობისმოყვარეობამ კიარა, შენმა სიჯიუტემ დამღალა, მაგრამ არ ვაპირებ დანებებას. - უთხრა ნაწყენმა და კაბინეტში შევიდა.

ვარჯიშის შემდეგ ანა სახლში დაბრუნდა. მართალი აღმოჩნდა ზურა. პროფესია მოდელი საინტერესო აღმოჩნდა , თუმცა ყველაფერი ახლა დაიწყო. მთავარი სანახაობა და თავგადასავალი ჯერ კიდევ წინ არის. დედაქალაქში მასტერკლასმა წარმატებით ჩაიარა.

დილით ადრე გაიღვიძა. მართას ოთახში შევიდა და უცხო ქალბატონი დახვდა. სათნო გამომეტყველებით და კეთილი ღიმილით. ქალბატონმა ეთერმა მართას ახალი ძიძა წარუდგინა, შემდეგ კი ახალი პროფესიის დაუფლება მიულოცა და წარმატება უსურვა. მერე გიოს სამუშაო ოთახის კართან მივიდა ფრთხილად დაუკაკუნა და ჰკითხა შემოვიდე თუ არაო. რა თქმა უნდა თანხმობაც მიიღო.

-გიო ბევრ დროს არ წაგართმევ. რაღაც მინდა გითხრა.

-მითხარი, ხომ იცი შენთვის დრო არასოდეს დამენანება.

-კარგი ოღონდ ჯერ შენ მითხარი როგორ ხარ?

-არ ვიცი. უკეთ არ ვარ ყოველ შემთხვევაში. გუშინ ახალი ანალიზები ამიღეს, პასუხების დრო სჭირდება, კიდევ რამდენიმე ექიმთან ვიყავი. მატარებენ აქეთ-იქეთ და ჯერ ვერაფერს ამბობენ. დღეს დილიდან მარჯვენა მხარეს მტკივა რაღაც გვერდში ამოსუნთქვის დროს. რა უნდა იყოს არ ვიცი. ამიტომ არ მინდოდა ექიმთან მისვლა ყველა ერთიდაიგივეს მეუბნება ჩემი პაციენტი არ ხარ ჩემი პაციენტი არ ხარო და ვისი პაციენტი ვარ არ  ამბობენ. -გაეცინა ნაძალადევად და ტკივილისაგან სახე დაემანჭა. მერე ხელი ნატკენ გვერდზე დაიდო და ანას ჰკითხა. -შენ რა გინდოდა გეთქვა?

-გიო ვიცი არ დამეთანხმები მაგრამ მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე. - გიომ წარბები შეყარა და სმენად იქცა. -მოკლედ მართას უკვე ძიძა ჰყავს, მე ახალი სამსახური მაქვს და თან საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი. თქვენ მე საკმარისზე მეტად დამეხმარეთ. მგონი უკვე დროა საკუთარ თავს თითონ მივხედო, მინდა, რომ ბინა ვიქირავო და დამოუკიდებელ ცხოვრებას მივეჩვიო.

-გაგიჟდი გოგო? მერე რა რომ მართას ძიძა აღარ ხარ? ჩვენ ხომ ოჯახის წევრად მიგიღეთ?

-ძალიან გთხოვ გიო, აღარ შემეწინააღმდეგო. თქვენ ჩემთვის ისედაც იმდენი რამ გააკეთეთ…

-კარგი რა არ გინდა ეხლა სისულელეები, მაგრამ თუ მაინცდამაინც ცალკე გინდა ცხოვრება ჩემს სახლში იცხოვრე. იქ წლებია მაინც აღარავინ ცხოვრობს.

-გიო ვიცი ჩემთვის არაფერი დაგენანება მაგრამ მინდა რაღაც ჩემითაც გავაკეთო, შენი ან სხვისი დახმარების გარეშე.

-კარგი ჩემო ლამაზო როგორც შენ ისურვებ ისე იყოს.

საუბარი ანას მობილურის ხმამ შეაწყვეტინათ დახედა, უცხო ნომერი იყო, გიოს ოთახიდან გამოვიდა და უპასუხა

-გისმენთ.

-ანა ნიკა ვარ როგორ ხარ?

-ახლა გავგიჟდები! ჩემი ნომერი საიდან? - ჰკითხა სასიამოვნოთ გაოცებულმა.

-კარგი რა ეგეთები რო აღარ უნდა მკითხო ხო იცი არა?

-მგონი უკვე ნერვებს მიშლის შენი მოხერხება. - გაეღიმა ანას

-კარგი, გაფრთხილებ ამას კომპლიმენტად ვღებულობ. -დღეს რა გეგმები გაქვს?

-ეხლა რაღაც საქმე მაქვს, გავდივარ, მერე კი სააგენტოში უნდა მივიდე,

- გინდა გამოგივლი და გაგიყვან სადაც გინდა?

-შენ ამჩნევ, რომ უკვე ჩემ პირად მძღოლად იქეცი?

-ამ ეტაპზე ამ პოზიციაზეც თანახმა ვარ, ასე რომ უკვე გამოვდივარ.

მალე ნიკა ანასთან გაჩნდა

-აბა რით შემიძლია დაგეხმარო? -ჰკითხა ნიკამ როდესაც მანქანაში ჩასხდნენ.

-მოკლედ სხვაგან გადავდივარ საცხოვრებლად და მინდა ნორმალური ბინა ვიქირავო.

-კარგი აზრია. -მოუწონა გადაწყვეტილება ნიკამ, -ასწორებს მარტო ცხოვრება და ნაკლები კითხვები

-შეიძლება ასეა, მაგრამ მე თავისუფლების შეზღუდვის გამო არ გადავდივარ.

-ხო მაგრამ მარტო ცხოვრება მაინც მაგარია.

-შენზე რატომ არაფერს მიყვები? ჩემს შესახებ თითქმის უკვე ყველაფერი იცი.

-არასდროს არაფერი გიკითხავს მე კი ამაო მეტყველება მაგრა მეზარება , - გაეცინა ნიკას

-რა უნდა მეკითხა ნიკა საერთოდ არ გიცნობ?

-ხო და ძალიანაც ცუდი რო არ მიცნობ/ იცი რა მაგარი ტიპი ვარ? -გაეცინა ისევ

-სულ ეს იყო? - ეცინება ანასაც

-რავი აბა, რა გაინტერესებს მკითხე და გეტყვი.

-ყველაზე მეტად იცი რა მაინტერესებს? აი გეტყვი ოღონდ გულწრფელად მაინტერესებს  და არ გეწყინოს. კარგი?

-მიდი, გისმენ.

-ანუ, სანამ გამიცნობდი სულ მითვალთვალებდი. როცა გამიცანი მაინც სულ ჩემთან ერთად ხა. მაინტერესებს სხვა საქმე არ გაქვს? - მოულოდნელი დასარული ჰქონდა ანას შეკითხვას. ცოტა უტაქტოც, მაგრამ ძალიან გულწრფელად ჟღერდა და გულუბრყვილოდ. ბოლოს ინანა კიდეც იფიქრა იქნებ ჯობდა ამ კითხვის სხვა ფორმით დასმაო, მაგრამ ის ხომ ანაა? ხო და უდავოდ ეპატიება პირდაპირობა.

ნიკას გაეცინა და ფანჯრიდან უფერო ჰორიზონტს დაუწყო ყურება, უნდოდა როგორმე ამ კითხვაზე თავი აერიდებინა, მაგრამ ხვდებოდა რომ უპასუხოდ დატოვებაც არ ივარგებდა, ჯიბიდან სიგარეტი და სანთებელა ამოიღო, მოუკიდა ღრმა ნაფაზი დაარტყა. თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა და  კვამლი ჰერში გაფანტა. მერე ჩაახველა და დაიწყო

-ზოგადად ადამიანმა ყოველთვის ის უნდა აკეთოს, რაც მოსწონს და რაც უყვარს, რაც ყველაზე მეტად იზიდავს და სიამოვნებას ანიჭებს. ჩემი საქმეც და ყველაზე დიდი საზრუნავიც შენ იყავი. ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი. სხვა არაფერი არ მაინტერესებდა და ახლა მითუმეტეს.

-მე ჯერ ერთი თვეა რაც ამ ქალაქში ვცხოვრობ მანამდე სად იყავი? რას აკეთებდი? ვინ ხარ საერთოდ, შეგიძლია მითხრა?

-ორი სიტყვით გეტყვი რა, კაროჩე მშობლები არ მყავს. ათი წლის ვიყავი ავარიაში რომ დამეღუპნენ. ერთადერთი ნათლია მყავს, მასთან ვიზრდებოდი ის მპატრონობდა. ხუთი წლის წინ  თბილისში მშობლების დანატოვარი სახლი გავყიდე. საკმაოდ კარგ ფასად და ბიზნესი წამოვიწყე. ახლა საკაიფოდ ვარ სახლი მაქვს, კარგი მანქანა, ბიზნესი,  მეტი რა უნდა მინდოდეს ოცდახუთი წლის კაცს? - ნიკამ მანქანა გააჩერა. - მოკლედ მე ახლა ერთ ქალს ვნახავ ახლობელია, ბინებზე ჩალიჩობს. თუ აქვს რამე ნორმალური ვკითხავ კარგი?

-კარგი, მე აქ დაგელოდები. -აქაც სხვამ უნდა დამეხმაროს. -. გაიფიქრა ანამ

ნუთუ შესაძლებელია, რომ იღბლიან ადამიანად შეძლება ჩაითვალოს ანა? მისი უმძიმესი ახლო წარსულის მიუხედავად კი, შიძლება ასეც ითქვას. ასეთია ცხოვრება. ხან აღმართები გვხვდება, ხან დაღმართები. ანა რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი? მთავარია იმედი, შემართება  და ცხოვრების წყურვილი. მთავარია არ დანებდე, არ შეეგუო და მთელი შენი რესურსი გამოიყენო ძალების მობილიზებისთვის. ხდება ხოლმე, როცა საერთოდ არ ელოდები მაშინ დაეცემი. მიიხედ მოიხედავ და ხვდები რომ გვერდით არავინ გყავს ვინც ხელს გამოგიწვდის და წამოდგომაში დაგეხმარება. ამ დროს ყველაზე მეტად უდა გაძლიერდე. ახალი ძალებით ახალი შემართებით უნდა წამოდგე და წინ იარო. ატირებული და საცოდავი არავის სჭირდები. წელში უნდა გაიმართო თავი მაღლა აწიო და გზა განაგრძო. თვალებიდან ნაპერწკლები უნდა გცვიოდეს და სიცოცხლეს ასხივებდე.  ეგრე სად არის სულ მწვანე  ,,პალასაზე“ იჯდე? ხდება ხოლმე, როცა ცხოვრებიდან გარკვეული მონაკვეთის ამოგლეჯა და გადაგდება გინდა, აწმყოდან რომ ჩავარდნილი საფეხურებივით ჩანს, მაგრამ ამ სირთულეებმა ბევრი რამ გასწავლეს, გაგაძლიერეს და ახლა გენანება დასავიწყებლად.

ნიკა ანასთან მალე დაბრუნდა და ანას ფიქრები სადღაც დაიფანტნენ.

-კარგი ამბავი მაქვს, მოკლედ ორი კარგი ბინა აქვს. საღამოს შეუძლია გვაჩვენოს.

- მადლობა ნიკა. -გაუღიმა ანამ. - ამ ქალბატონის ნომერი მომეცი. თვითონ შევეხმიანები და შენ აღარ შეგაწუხებ.

- რა შეწუხებაა? პირიქით. ხო იცი შენს გვერდით ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

-ნიკა, იცი რა? ძალიან კარგი ადამიანი ხარ მართლა. მგონი მომწონს კიდეც ჩემს მიმართ ასეთ ყურადღებას რომ იჩენ, მაგრამ მინდა შენთან გულწრფელი ვიყო.

- ოხ რა ოფიციალური გახდი უეცრად. -გაეცინა ნიკას.

-მოკლედ არ მინდა რაღაც იმედები გაგიჩნდეს, მერე კი გაგიცრუვდეს. ჩვენ რაღაც ძაან მოვუხშირეთ შეხვედრებს. არ მინდა იფიქრო რომ ეს ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს გასცდება და სხვა მიმართულებით განვითარდება.

-მე ასე არ ვიტყოდი. - დასერიოზულდა ნიკა და ისევ სიგარეტს მოკიდა. -მე არაფერს ვითხოვ და არაფერს გავალდებულებ, მაგრამ წინასწარ დასკვნებს მაინც ნუ გააკეთებ. არავინ იცის რა იქნება მომავალში. - თქვა მშვიდად და მომხიბვლელად გააბოლა.

-არა, მე უბრალოდ მინდა იცოდე, რომ იმის გამო არ გხვდები რომ შენს მიმართ მეც იმას ვგრძნობ რასაც შენ.

-გასაგებია. ესე იგი მაფრთხილებ, რომ მერე რამე პრეტენზიები არ მქონდეს არა? - გაეღიმა ნაღვლიანად.

- არ ვიცი, შეიძლება,  -გაეღიმა ანასაც და უხერხულობისგან ლოყები ვარდისფრად შეუფერადდა.

- ნუ ღელავ. მე დღეის მდგომარეობითაც კმაყოფილი ვარ. არასდროს არაფერს არ დაგაძალებ. ოღონდ არ მითხრა, რომ აღარა შემხვდები. ამას უბრალოდ  ვერ გადავიტან.

-დღეს რაღაც ძალიან ნელა მართავ მანქანას. თუ მე მეჩვენება ასე?

-დიახაც ნელა ვმართავ. თან სპეციალურად. მინდა სამსახურში დაიგვიანო და შენმა უფროსმა სამსახურიდან გაგათავისუფლოს.

-ხო არ გაგიჟდი? -გადაიკისკისა ანამ. -მერე შენ რა?

-არაფერი. უბრალოდ მის გვერდით აღარ იქნები და ჩემთვის უფრო მეტი დრო დაგრჩება.

-ტყუილად ნუ ირჯები. მე ეგ სამსახურიდან მაინც არ გამიშვებს.

-ანუ აღიარებ, რომ შენს მიმართ მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობით არ კმაყოფილდება.

-ვაღიარებ კი ნამდვილად ასეა.

-ეს არაფერს არ წყვეტს. მთავარია შენ რას გრძნობ მის მიმართ.

-არ გვინდა გთხოვ ახლა ზურაზე საუბარი. თან უკვე მივედით, ნიკა მადლობა კიდევ ერთხელ.

-კარგი რა, ნუ მიხდი ამ მადლობებს, დაგირეკავ საღამოს.

ანა მანქანიდან გადავიდა, შენობაში შევიდა და შესასვლელში სვეტა შეეგება.

-ანა, უკვე მოხვედი?

-ხო ამჯერად არ დამიგვიანია.

-ყოჩაღ. კარგი გოგო ხარ. მიდი სწრაფად გოგონები გასახდელში არიან, ტანსაცმელი გამოიცვალე და სარეპეტიციოში გელოდები.

-კარგი ჩემო კარგო. - ანა გასახდელისაკენ დაიძრა და ერთ-ერთ ღია კარში თვალი მოჰკრა ზურას ვიღაც გოგო ყელზე ეხვეოდა. იფიქრა მომეჩვენაო და უკან დაბრუნდა, რომ კიდევ ერთხელ შეევლო თვალი. კართან დაბრუნდა და დაინახა ზურას გოგოს ხელები ეჭირა და თითქოს ამშვიდებდა. ზურამ კართან მდგომი ანა შეამჩნია და მისკენ გამოემართა, ანა სასწრაფოდ მოშორდა კარს და სხვა მოდელებს შეუერთდა, -ღმერთო ჩემო ეს რა იყო? ფიქრობდა ანა. -ნუთუ ზურას სხვა გოგო ჰყავს? -საგონებელში ჩავარდა გოგო. -იქნებ ვცდები? -ცდილობდა საკუთარ თავში იმედის ნაპერწკალი გაეღვივებინა.

გული საშინლად სტკიოდა. ზურას გვერდით სხვა გოგოს ატანა  ძალიან გაუჭირდებოდა. -მან ხომ დამინახა კართან რომ ვიდექი? ალბად მოვა და ყველაფერს ამიხსნის. -ცდილობდა როგორმე თავი ხელში აეყვანა და მისი დარდი ვინმეს არ შეემჩნია. განსაკუთრებთ ზურას,

როგორ არ უნდოდა შეტყობოდა, რომ მისი გული უკვე ზურას ეკუთვნოდა და ამ უცხო გრძნობასთან გამკლავება დიდი ხანია უკვე აღარ შეეძლო. როგორ არ უნდოდა ეღიარებინა, რომ კაცი რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სძულდა, ახლა სწორედ ამ კაცით გახდა შებყრობილი, კაცი რომელიც უნდოდა გაენადგურებინა და მიწასთან გაესწორებინა ახლა მისი ყველაზე დიდი საფიქრალი გახდა.

რეპეტიცია დიდხანს გაგრძელდა. ზურა გამუდმებით ანას ირგვლივ ტრიალებდა. მაგრამ ახლოს მისვლა და გასაუბრება არც უფიქრია. ასეთი გულგრილობა კი ცეცხლზე ნავთის დასმას ნიშნავდა ანასთვის. მოუსვენრობა და ნერვიული ფორიაქი ემჩნეოდა. საერთოდ ვერ უსმენდა პედაგოგებს და გონებაგაფანტული, ურეაქციო დაპროგრამებული რობოტივით დადიოდა პოდიუმზე.

-ანა რა გჭირს დღეს შენ? -ჰკითხა სვეტამ.

-არაფერი ისეთი, რაღაც შეუძლოთ ვარ.

-ანა ხომ იცი, შენზე ყველა დიდ იმედებს ვამყარებთ, ძალიან ხარ გონება გაფანტული. ასე არაფერი გამოვა, აბა ახლა გამოცოცხლდი და ჩქარა პოდიუმზე. თავიდან ვიწყებთ.

-სვეტ, რაღაც მინდა გკითხო. აი ის შავთმიანი გოგო ფანჯარასთან რომ დგას ვინ არის?

-ეს ჩვენი მოდელია, თიკა ქვია. ზურამ ხო გოგონები უკვე გაგაცნო?

-კი გავიცანი გოგოები, მაგრამ ეგ არა. -ანამ თიკას გახედა და ინტერესით შეათვალიერა.

-სხვათა შორის ადრე  ეგ და ზურა ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ მგონი დაშორდნენ და ახლა მხოლოდ თანაშრომლობა აკავშირებთ. -გაეღიმა სვეტას.

-ერთმანეთს ხვდებოდნენ? -გაუმეორა ანამ კითხვა და ბრაზმორეულმა წარბები შეყარა.

-რა გაგიკვირდა ზურას ნახევარი სააგენტო დასდევს. -გადაიკისკისა სვეტამ და ანას ლოყაზე ხელი მოუთათუნა თითქოს მიუხვდა ანას ასე რა აღელვებდა. -კარგი გვეყო ჭორაობა. აბა ჩქარა პოდიუმზე, დროს ვკარგავთ.

როგორღაც დასრულდა რეპეტიცია. მიუხედავად იმისა, რომ ანას გონება ამ სამყაროდან სრულიად გამოთიშვოდა მოახერხა და მაინც ბევრი რამ ისწავლა. მისი კომპლექსებიც სადღაც დაიფანტნენ და თავი ის ეჭირა თითქოს მთელი ცხოვრება პოდიუმზე იფურჩქნებოდა. ზურაც იქვე იყო და მისი პროგრესით აღფრთოვანებული ჩანდა

-შესვენება! -გაისმა სვეტას ხმა და ულამაზესი გოგონები ერთმანეთში აირივნენ. თუმცა ანას სილამაზე იქ ყველას ჩრდილს აყენებდა. ამის გამო გოგონები მის მიმართ დიდად კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდნენ.

ანა ისევ თავის ფიქრებში გართული ფანჯრის კუთხეს მიყრდნობოდა და გაჰყურებდა უსიცოცხლო ჰორიზონტს, ქურთუკებში თბილად გახვეული ადამიანები მიდი-მოდიოდნენ ქუჩებში. გარეთაც ისე ციოდა როგორც ანას სულში. თითქოს ბუნებაც ისე ფორიაქობდა როგორც ანა და ამ ორის სული და სხეული ისე ერწყმოდა ერთმანეთს, თითქოს ერთ მთლიანობად იქცნენ და აღარ სურდათ ერთმანეთის არსად გაშვება .

ანას  უგუნებო მდგომარეობა არც ზურას გამოჰპარვია. თითქოს მიუხვდა კიდეც მის გულის წუხილს და კმაყოფილს ჩუმად ეღიმებოდა. მერე აპარატიდან ქაღალდის ჭიქებში ყავა ჩამოასხა და ანასკენ გაემართა.

-მეჩვენება, თუ დღეს უხასიათოდ ხარ? -ჰკითხა და ყავა მიაწოდა.

-მადლობა. -გაუღიმა ნაძალადევად და ყავა გამოართვა. - გეჩვენება. უხასიათოდ რატომ უდა ვიყო?

-რაღაც გაწუხებს. მოხდა რამე? -ჰკითხა ისევ მზრუნველად.

-არა მეთქი ზურა, არა! რა უნდა მომხდარიყო?!

-მოდი სადმე გავიდეთ, გავისეირნოთ, ვისაუბრებთ და ცოტა განვიტვირთებით.

-დღეს არ შემიძლია. რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი.

-რამე სერიოზული ხდება?

-ისეთი არაფერი.

-სხვაგან გადავდივარ საცხოვრებლად და ამ საკითხზე ვარ გასასვლელი. -ანას საუბარი მობილურის ხმამ შეაწყვეტინა. დახედა, ნიკას ნომერი იყო. -რა კარგ დროს დარეკა. -გაიფიქრა და გაეღიმა. -მაპატიე ზურა აუცილებლად უნდა ვუპასუხო.

- გისმენ ნიკა. - ჩასძახა თბილი ხმით. ალბად უნდოდა  ზურას შეემჩნია და ოდნავ მაინც ენერვიულა.

-მე უკვე აქ ვარ, გელოდები. როცა განთავისუფლდები გავიდეთ ბინაზე ხო?

-კარგი ნიკა, მადლობა. -უპასუხა და ისევ თბილად გაიღიმა.,

-ვის ესაუბრებოდი, შეიძლება გავიგო? -დაინტერესდა ზურა .

-ნიკას. ჩემი მეგობარია. იმ საკითხზე მეხმარება წეღან რომ გეუბნებოდი.

-ვინ ნიკა აქამდე რომ საერთოდ არ გიხსენებია?

-ნუ ალბად აქამდე არ იყო საჭირო, და შენ რა გჭირს?

-არაფერი თუ დახმარება გინდოდა შეგეძლო გეთქვა და დაგეხმარებოდი.

-მე არ მითხოვია. თვითონ გამოთქვა სურვილი.

-რა მაგარი ტიპი ყოფილა ნიკა. -ჩაიღიმა ირონიულად.

-ხო და თუ შეიძლება წავალ დაბლა მელოდება.-თქვა გაუბედავად და ცალი თვალი ზურასკენ გააპარა.

-კარგი, მეც თქვენთან ერთად მოვდივარ!

-კარგი რა ზურა პატარა ბავშვივით იქცევი. შენი წამოსვლა არ არის საჭირო.

-იცი რა ძალიან ცუდი გოგო ხარ? იცი შენს მიმართ რა გრძნობებიც მაქვს და სპეციალურად მექცევი ასე რომ მანერვიულო. ვისთან ერთადაც გინდა და სადაც გინდა იქ წადი! -თქვა ზურამ, გაბრაზებულმა თავის კაბინეტში შევიდა და კარი მაგრად მიიჯახუნა.

-იდიოტი! -გაიფიქრა ანამ. -უარესსაც იმსახურებ! - მერე გასახდელში შევიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და შენობიდან გავიდა, ნიკა იქვე ელოდებოდა მანქანას ზურგით მიყრდნობოდა და სიგარეტს გულიანად აბოლებდა. ანას დანახვისას სახე გაუბრწყინდა და მისკენ დაიძრა

-რამე მოხდა?

-დღეს ყველა ერთი და იმავე კითხვას რატო მისვამთ?! არაფერიც არ ხდება, წავიდეთ რა მალე იქნებ დროზე მოვრჩეთ ამ საქმეს. -თქვა და მანქანის კარი თავად გამოაღო.

ანას პირველი ბინა ძალიან მოეწონა დიდი და ნათელი ოთახებით, ახალაი ავეჯით და ტექნიკით იყო დატვირთული. ადგილმდებარეობაც მისაღები იყო ამიტომ მეორე ბინის სანახავად წასვლა საჭირო აღარ გახდა. ნივთების წამოსაღებად რა თქმა უნდა ნიკა გაჰყვა წამოსვლის დროს ყველას თბილად დაემშვიდობა. ქალბატონ ეთერს გულითადი მადლობა გადაუხადა და უკან გამობრუნდა. გიო სახლი არ იყო მაგრამ არაუშავს დავურეკავო იფიქრა.

-იცი ნიკა, ჩემი ცხოვრება სიზმარს გავს? -გაიღიმა ანამ და პატარა ჩანთა ახალი სახლის შემოსასვლელში დადო.

-ზოგადად ასეა. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება სიზმარია. ზოგს კოშმარი ესიზმრება ზოგს კი ზღაპარი. -თქვა და ნივთები თვითონაც შემოსასვლელში დააწყო.

-მართალია, ალბად ყველანი მაშინ გამოვიღვიძებთ როდესაც გარდავიცვლებით.

-ო… კარგი რა. გააფუჭე ყველაფერი. რა დროს გარდაცვალებაა ზღაპარი აწი იწყება.

-მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა გიხდი გვერდით დგომისთვის. ყავა არ მაქვს თორე გაგიმასპინძლდებოდი.

-არაუშავს, ვიმახსოვრებ იცოდე და ყავით სხვა დროს გამიმასპინძლდები. ახლა წავალ შენ დალაგდი და დაისვენე.

ნიკა წავიდ. ანა კი სახლში მარტო დარჩა. მიიხედ მოიხედა რა თქმა უნდა ვერავინ დაინახა. მოიწყინა. საოცარი სიცარიელის გრძნობა დაეუფლა. -მარტომ რა უნდა ვაკეთო? - გაფიქრა თავის დასამშვიდებლად მუსიკა ჩართო და ნივთების დალაგებას შეუდგა. ისევ  შიშმა აიტანა. ალბად მსგავსი კოშმარული ღამეები დიდხანს გაყვება. მერე კი შეეჩვევა და მოეწონება კიდეც.

უცებ გიო მოაგონდა ტელეფონი აიღო, მისი ნომერი მოძებნა და დაურეკა.

-ანა როგორ ხარ? -მოისმა გიოს ხმა.

-არ ვიცი გიო, მართლა არ ვიცი. ცუდი ყოფილა უცხო სახლში მარტო დარჩენა.

-ჯიუტი ხარ. გთხოვე არ წასულიყავი მაგრამ არ მომისმინე. გინდა შენთან მოვიდე?

-არა! რას ამბობ? - გადაიკისკისა ანამ.

-სასაცილო რა ვთქვი?

-შენ სასაცილო არაფერი გითქვამს. უბრალოდ ეკას სახე დამიდგა თვალწინ შენი აქ მოსვლის ამბავს რომ გაიგებდა.

-მისამართი გამომიგზავნე და ხვალ გესტუმრები.

-მისამართს ესემესით გამოგიგზავნი.

-მიდი გელოდები.

ანამ მისამართი დაწერა და გიოს გაუგზავნა. მერე კი ისევ ნივთების  დალაგებას განაგრძო, არ გასულა დიდი დრო კარზე ზარის ხმა გაისმა. -ვინ უნდა იყოს? - გაიფიქრა და გაკვირვებულმა კარის სათვალთვალოდან გაიხედა. მერე გახარებულმა კარი გააღო და გიოს გადაეხვია.

-აქ საიდან გაჩნდი? თან ასე სწრაფად.

-აქვე ახლოს ვიყავი. შენი შეტყობინება მივიღე თუ არა ეგრევე წამოვედი.

-აუ რა მაგარი ბიჭი ხარ… - სიხარული ვერ დამალა ანამ.- შემოდი, კართან რას დამდგარხარ.

-ყოჩაღ შენ, მაგარი ბაითი აგიგდია.

-დამცინი ხო?

-არა მართლა კარგია. მომეწონა.  აბა მომიყევი როგორ ხარ? -გიო მდივანზე მოხერხებულად დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. გვერდით ანაც მიუჯდა.

-იცი როგორ გამახარე გიო? ამხელა სახლში მარტო როცა დავრჩი ლამის გავაფრინე.

-არა უშავს, შეეჩვევი. შენს ასაკში ყველა მარტო ცხოვრობს და ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს სულ ამაზე ოცნებობენ ხოლმე.

-გიო შენი ჯამრთელობა როგორა? გამოიკვეთა რამე კონკრეტული პრობლემა?

-არა ჯერ არაფერი ჩანს ეს გვერდი ისევ მტკივა. არ ვიცი რა არის. კარგი მოვრჩეთ ამაზე საუბარს ახლა მითხარი ზურასთან როგორ მიდის საქმეები?

-არ მკითხო სულ ჩემს ირგვლივ ტრიალებს. თვალს არ მაცილებს.

-აბა რა იქნება გოგო? გადარეულია კაცი. -გაეცინა გიოს. -შენ? შენც ხომა არ ჩაგივარდა გულში?

-არ ვიცი ზურასთან თავს კარგად ვგრძნობ კარგი ადამიანია, სიმპატიურიც. -გაეღიმა. - როცა ერთმანეთ ვცილდებით საშინელი მარტოობის განცდა მეუფლება.

-ესე იგი გამოდის  ჩემი პატარა გოგოც შეყვარებულია. -გაიღიმა გიომ და ანას მოეხვია.

-შეყვარებული არა ის.

-აბა შენ სიყვარული რა გგონია?

-არა გიო გაგიჟდი? მე ეგ არ უნდა შემიყვარდეს! გამორიცხულია! -ანა დივნიდან წამოდგა ცალი ხელი წელზე შემოიდო. ცალი კი შუბლზე და გიჟივით დაიწყო ოთახში სიარული.

-რა გჭირს გოგო, ამას რა ჯობია?

-არა, ამის გაფიქრებაც არ მინდა, მე ზურა არ შემიყვარდება.

-რატო ვითომ?

-გიო, იცი მე სხვას ვხვდები?

-რა? ვინ სხვას გოგო. -გაოცდა გიო და მდივნიდან წამოდგა.

-ერთი ბიჭია, ნიკა ქვია.

-ვინ არის? საიდან გაჩნდა?

-შემთხვევით გავიცანი. ვმეგობრობთ ჯერჯერობით, სერიოზული არაფერია. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა.

-ფრთხილად იყავი, მითქვია მე შენთვის.

-ფრთხილად ვარ არ იდარდო. -ცოტა ხნით ორივე დუმდა, მერე სიჩუმე ისევ ანამ დაარღვია. -წიგნი უნდა დავწერო. -სერიოზული სახით განაცხადა ანამ ისე რომ არცკი შეუხედავს. გიოს კი მოულოდნელობისაგან გაეცინა და არ ჩათვალა საჭიროდ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გაეკეთებინა. ალბად არასერიოზულად მოეჩვენა, ამჯობინა გაჩუმებულიყო და არჩია ისევ ტელეფონში ექექა რაღაც. -არ ვხუმრობ. ყოველთვის მინდოდა წიგნი დამეწერა, მთელი ბავშვობა ამაზე ვოცნებობდი. დავხუჭავდი ხოლმე თვალებს და წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა წიგნი, რომელზეც ჩემი სახელი დიდი ასოებით ეწერებოდა. ვფიქრობდი ყდას რომელი ფერები მოუხდებოდა, ვინ იქნებოდა მთავარი პერსონაჟი, როგორი სახე და ნაკვთები ექნებოდა, როგორი ტანი და სამოსელი მოუხდებოდა. დავხუჭავდი ხოლმე თვალებს და წარმოვიდგენდი გარემოს, სადაც ეპიზოდი ვითარდებოდა. მერე ყველაზე თამამ ოცნებებში ვბედავდი კიდეც დამეშვა, რომ რომელიმე რეჟისორს ან სცენარისტს მოეწონებოდა ჩემი რომანი და როლისთვის მსახიობებს ერთად შევარჩევდით.

მაგრამ ოცნება ყოველთვის ოცნებად რჩებოდა ჩემი ჩანაწერების ადგილი ლეიბის  ქვეშეთს ვერა და ვერ სცდებოდა. ვერც ხმამაღლა თქმას და ვინმესთვის ჩვენებას ვბედავდი. არ ვიცი ვისი, ან რის შიში მქონდა. იქნებ ადამიანებს და მათ რეაქციებს ვერიდებოდი, თუ რამის თქმა გინდა, გრძნობები შემოგაწვა და გსურს შენ განცდები ფურცლებზე გადმოიტანო ყველა გიჟად გთვლის, თუ ლექს დაწერ შეყვარებული ხარო დაგცინიან. ახლა არავის აღარ მოვუსმენ და ჩემი ბავშვობის ოცნებას ავისრულებ.

-მოიცა კაცო შენ მართლა ამბობ?

-ხო გიო, მართლა ვამბობ. ასეთი კონკურსი გამოცხადა ,,გახდი ბესტსელერის ავტორი“ მეც დავწერ და მონაწილეობას მივიღებ. თუ ვერ გავიმარჯვებ დიდ გამოცდილებას მაინც მივიღებ.

-ხო ვიცი ეგ კონკურსი. სხვათა შორის ძალიან მაღალი დონის კონკურსია. ასე რომ სერიოზული რომანი უნდა დაწერო. სხვანაირად ასეთ მაღალ საზოგადოებაში თავს ვერ დაიმკვიდრებ.

-არაფრის გამოგონებას არ ვაპირებ გიო. მე ჩემ თავგადასავალს დავწერ. მთავარი გმირიც მე ვიქნები და ამ რომანსაც  ,,პროვინციელ კონკია“ -ს _დავარქმევ.

-ეს სახელი საიდან?

-არ მინდოდა ის საშინელი დღე გამეხსენებინა, მაგრამ სწორედ ასე მიწოდა ერთ-ერთმა იმ დღეს.

-ეგ ნაბოზვრები! -გამოსცრა გიომ. -ისე გაქრნენ გეგონება მწამ ჩაყლაპა!

-არ გინდა ახლა ამ ამბის გახსენება გთხოვ, ხო და მინდა დავწერო როგორ განავითარა და გააძლიერა განსაცდელმა ის უმწეო გოგო. მინდა ჩემი წიგნი ბევრმა ახალგაზრდამ წაიკითხოს, თავიანთი თავები ამოიცნონ და არ შეუშინდნენ არაფერს.

-მერე შენ ხომ იცი ახლა როგორი წიგნებია მოდაში? აყვები როგორ ფიქრობ ამ გამოწვევებს?

-ვიცი რასაც გულისხმობ. ნუ ღელავ გიო გპირდები ჩემს წიგნში გინებას არ მოვყვები.

-ეგ მე არ მევასება თორე ისე კი ვიცი ლიტერატურა თავისუფალია და არავის აქვს უფლება შეზღუდვები დააწესოს და ჩარჩოებში მოაქციოს.

-წიგნის წერას სახლიდან რომ წამოვედი იქედან დავიწყებ. ჩემი ცხოვრების ყველა დეტალს გავიხსენებ. ვეცდები მოკლედ და შინაარსიანად აღვწერო, მოვლენებს სწრაფად და საინტერესოდ განვავითარებ, შევეცდები მკითხველი არ დავღალო. არ მინდა მოსაწყენი და ბანალური გამოვიდეს.

-ხო და მაგას ვამბობ მეც. წიგნი ისეთი უნდა  დაწერო, რომ მკითხველს არც ჩაეძინოს და არც ყურადღება გაეფანტოს.

-ეგ ჩვენ ვფიქრობ ასე ჩემო გიო, თორემ ყველას ერთნაირი გემოვნება და შეხედულება  ხომ ვერ ექნება?

-გეთანხმები შენი წიგნი ყველას გემოვნებას მაინც ვერ მოერგება. ასე რომ ჩვენ როგორიც მოგვწონს ისეთი დაწერე და სხვა თუ არა მე მაინც წავიკითხავ.  - ახარხარდა გიო.

-დამპალო, მეღადავები ხო?! ნახე ჩემი წიგნი ბესტსელერი რომ გახდება ავტოგრაფზე დამიწყებ დევნას. -გაეცინა ანასაც.

-ვხუმრობ გოგო რა გჭირს? კაი მე წავედი ეხლა და კარი კარგად ჩაკეტე, თორე ბუა მოვა და შეგჭამს.

-რა სულელი ხარ. -გაეცინა ანას. -ჯიგარი ხარ რომ მოხვედი და ჩემზე ასე ზრუნავ.

-თუ მარტო დარჩენა არ გინდა, ან გეშინია დავრჩები.

-არა, არ არის საჭირო. ახლა მეც დავწვები, იმედია მალე დამეძინება.

-თუ რამე ეგრევე მირეკავ!

-ოკ. -გაუღიმა ანამ და კარისკენ გაუძღვა.

უკან დაბრუნებულს მობილურზე ზურას სმს დახვდა. მენატრები, უსაშველოდ მენატრები. ვეღარ ვუძლებ შენს სიშორეს და კიდევ უფრო შენი სიცივე მტკივა და მტანჯავს. ანას გული უფრო დაუმძიმდა, სული აუფორიაქდა, აწრიალა, საკუთარ კანსი ადგილს ვეღარ პოულობდა. სურდა გაქცევა მაგრამ ვისგან? ალბად ყველაზე მეტად საკუთარ თავს უნდოდა გაქცეოდა. რა უნდა ქნას პასუხად იგივეს ხო არ დაუბრუნებს? ხომ ვერ ეტყვის რას განიცდის მის მიმართ? ოხ როგორ მშვიდად იგრძნობდა თავს ახლა მის გვერდით, მისი თბილი და სევდიანი გამოხედვა ძვლებში გაატანდა და ნეტარებას მოგვრიდა. მობილურს კიდევ ერთხელ დახედა და სმს  გადაიკითხა. გული საშინლად უცემდა. არა ახლა მისი ხამ თუ ვერ გაიგონა ვერაფრით ვერ დამშვიდდება, მაგრამ თავმოყვარეობას და პრინციპებს რა მოუხერხოს  ასე ხომ ზურა ყველაფერს მიუხვდება. ანას მიზანი კი სულ სხვა რამ იყო, შურისძიება მერე კი რა მოხდა? მის დაგებულ ხაფანგში თავად გაიხლართა და თავს ვეღარაფრით ვეღარ შველის.

როგორღაც თავის გრძნობებს მოერია. მიუხედავად იმისა რომ ზურას ხმის გაგონება

ყველაზე მეტად მოგვრიდა შვებას  გაჯიუტდა და მოახერხა თავი ხელში აეყვანა.

დილით სააგენტოსი მისულს ზურა არ დახვდა. მის მოლოდინში გული გამალებით უცემდა, თვალები მოუსვენრად დაეძებდა და ნატრობდა მის მზერას სადმე გადაჰყროდა. დრო არ გადიოდა, მთელი სხეული თითქოს ცეცხლში გახვეოდა  და ახლა მხოლოდ მისი ხილვა თუ დაიხსნიდა ამ გაუსაძლისი ტკივილიდან.

საღამო დგება. უკვე ვეღარ უძლებს უმისობას. -ნაწყენია წუხელ უნდა მეპასუხა. -ფიქრობდა და ეს სინანული მთელს სხეულს უსერავდა. ტელეფონს დახედა იფიქრა დავურეკავო მაგრამ სიამაყე როგორ მისცემს ამის უფლებას.

ყველაზე დამღლელი შენს თავთან ბრძოლაა. ყველაზე გაუსაძლისი საკუთარ თავთან ჭიდილია და ყველაზე სასტიკი საკუთარ თავთან დამარცხებაა. ყველაზე მიუტევებელი მოუნანიებელი და მტკივნეული ეს დაცემაა ბოლოს კი ამის აღიარება

ბოლოს დანებდა და ზარი ნომერზე გაუშვა, რომელიც უკვე დიდი ხანია აკრებილი ქონდა.  უბრალოდ აქამდე ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა. ზარი გავიდა. ერთი, ორი, სამი მაგრამ ზურას ხმა არ მოისმოდა. შეშინდა. კიდევ უფრო დაიძაბა, ნომერი თავიდან აკრიბა და ზარი ისევ გაუშვა, მაგრამ ზურა ისევ არ პასუხობდა. დაბნეულმა თვალი სვეტას მოკრა და მასთან მიირბინა..

-სვეტ არ იცი ზურა სად არის?

-დილიდან კაბინეტში ზის გარეთ საერთოდ არ გამოსულა, ეტყობა მუშაობს. -ანას სიმწრისგან გაეღიმა. ცოტა დამშვიდდა ზურას კაბინეტთან მივიდა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.

-შემოდი. -მოესმა ოთახიდან. -კარი ფრთხილად გააღო, მორიდებით შევიდა და ზურას წინ აისვეტა. აქ რა უნდა? ახლა რა უთხრას? დაბნეული იდგა ასე უხმოდ. ზურას გაეღიმა წამოდგა და მიუახლოვდა.

-რა იყო? -ჰკითხა და ტუჩის კუთხეში ეშმაკური ღიმილი შეეპარა

- არაფერი, არ მიპასუხე და…

-არც შენ მიპასუხე წუხელ მესიჯზე, მაგრამ შენთან არ მოვსულვარ!

-კარგი მე გავედი, რეპეტიცია გრძელდება. -თქვა და წასასვლელად კარისკენ მიტრიალდა.

-მოიცა. -ხელი მაჯაში წაავლო და მკერდთან ახლოს მიიზიდა. -არ გითქვამს ჩემთან რატო მოხვედი.

-მაინტერესებდა როგორ იყავი. -აღმოხდა ჩურჩულით.

-გაინტერესებს როგორ ვარ?!  -ზურამ ხელი გაუშვა გოგოს და ფანჯრისკენ მიტრიალდა. -ცუდად! -ძალიან ცუდად და დარხეული მაქ მაგარი!  ეს გინდოდა გაგეგო?! -თქვა გაბრაზებულმა და ისევ ანას მიუბრუნდა. - ჭკუიდან მჭრის შენი სიჯიუტე, ვიცი ჩემს მიმართ არც შენ ხარ გულგრილი და მაინც ასე სასტიკად მექცევი ჯერ იყო და გუშინ  ვიღაც ყ.ეს გაეკიდე, მერე მესიჯზეც არ მიპასუხე, თუ ასე გკიდივარ ჩემთან რატო მოხვედი?! - ტონს აუწია ზურამ და პასუხის მოლოდინში გაშმაგებული მიაჩერდა გოგოს.

 

-შენი ყვირილის მოსასმენად არ მოვსულვარ. როცა დამშვიდდები მაშინ ვილაპარაკოთ.

-აუ რა ნაგლი ხარ პროსტა რა...

-ხოდა თუ ასეთი საშინელი ვარ, დროს რატომ კარგავ?! რატომ სხვასთან არ მიდიხარ?

-შენ ხო არ ღადაობ?! გეუბნები შენს გარდა არავინ მჭირდება მეთქი. რატომ არ გესმის?! -მერე თითქოს დამშვიდდა ანას ისევ მიუახლოვდა.- ანა როცა ჩემს გვერდით არ ხარ ისედაც ცუდად ვარ და გუშინ სხვასთან ერთად რომ დაგინახე ვაფშე გავჭედე. ვინ

არის ეგ ტიპი საერთოდ?

-ჩემი მეგობარია. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. - გაეღიმა ანას და ირონიულად

გადახედა ისედაც გადარეულ კაცს.

-ანა ჩემს მოთმინებას ნუ ცდი და ნერვებს ნუ მიშლი მეთქი გაფრთხილებ!

-კაი ხო ვხუმრობ.

-ხო და ეხლა თუ გინდა შეგირიგდე მოდი და ლოყაზე მაკოცე.

-შენ ხო არ გააფრინე?- გადაიკისკისა ანამ და ისევ კარისკენ მიტრიალდა წასასვლელად, მაგრამ ზურა ისევ ვერ შეელია. კარს ხელი მიადო და გაღების ნება არ მისცა.

-იცი რა საყვარელი ხარ? აი ხო მაგრა ნერვებს მიშლი? მაინც ვერ გელევი და

გასაშვებად არ მემეტები. - ანა დუმდა. ან რა შეეძლო ეპასუხა. სურდა დაუსრულებლად

ესმინა ზურასგან მსგავსი სატრფიალო სიტყვები. ამაზე უფრო ახლა არაფერი

ეამებოდა. არც წასვლა მოუნდომებია თავგამოდებით. - შენთან ყოფნის სურვილი მკლავს. სამუდამოდ ხელი მინდა ჩაგჭიდო და არასოდეს აღარ გაგიშვა. - აგრძელებდა ისევ. ზურას თბილი და თავბრუდამხვევი ხმა თითქოს აჯადოვებდა გოგოს და აზროვნების

უნარს უშრობდა. კარის სახელურზე ხელი ფრთხილად გააშვებინა, თავისკენ მიიზიდა და მოურიდებლად გულში ჩაიკრა. დიდი და ძლიერი ხელები მხრებზე თბილად მოხვია და მთელი ძალით მიიხუტა. ნეტავ ამ დროს ანა რას ფიქრობდა? რას განიცდიდა? ან

ასე მშვიდად და დაცულად მის მკლავებში თავს რატომ გრძნობდა? მისი სხეულის სიმხურვალე გონებას უკარგავდა და ვაჟის აჩქარებულ გულის ცემას საკუთარივით

გრძნობდა. თვალები დაუსველდა და რატომღაც ლოყებზე მდუღარე ცრემლის

დინება იგრძნო. ზურა გათამამდა, თმაზე მიეფერა, თავი დახარა და გოგოს შუბლზე

ნაზად ეამბორა, მერე თვალებზე მერე... მერე არაფერი… ანა თითქოს გონს მოვიდა.

საკუთარ თავში იპოვა ძალა და გრძნობებს მორეოდა. ზურას მკლავებიდან თავი დაიხსნა

და ატირებული ოთახიდან გამოვარდა.

 

*      *       *

 

როგორ ბრძოლობდა, როგორ ცდილობდა ამ გრძნობას ასე მარტივად არ დანებებოდა

და მერე ეს დამარცხება არ შეტყობოდა მაინც. ყველაზე მეტად კი არ უნდოდა ზურას შეემჩნია. ძნელია და თითქმის შეუძლებელი გულში ჩუმად მიჩქმალო და

მიაჩუმათო განცდები, რომელიც ჯერ სადღაც სიღრმეში, ვულკანის ჩუმი კერასავით იწყებს

წარმოქმნას, მერე ღვივდება და ბოლოს ისე იფეთქებს, რომ თვალებიდან ისვრის

დაუოკებელ ნასხლეტებს.

სახლის კარი შეაღო, ჩანთა იატაკზე გაუცნობიერებლად დადო, მერე სამზარეულოში გავიდა, ჩაიდანი დადგა უნდოდა ყავა დაელია და ცოტა გონზე მოსულიყო. ღონეგამოცლილი და გათიშული მთელ სახლში ზომბივით დადიოდა. ჩაფიქრებული დრო და დრ თვალებს დახუჭავდა ხოლმე და ეღიმებოდა. გამუდმებით ზურას თბილი ხმა და სევდიანი თვალები აგონდებოდა და მთელ ტანში უცნაურად სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. მერე უცებ გონს მოვიდა, ჩაიდანი დიდი ხანია უკვე წიოდა. მასთან მილასლასდა. ყავა დაასხა და უგემურად მოსვა. ძალიან ცხელი იყო, ასეთს ვერ დალევდა, ვეღარ გაერკვია რა გააკეთოს ან ყურადღება რაზე გადაიტანოს. ისევ მობილურს სწვდა დახედა ესემესი დახვდა. რა თქმა უნდა ზურა იყო. წერდა: მე შეიძლება გამექცე, მაგრამ საკუთარ თავს როგორ გაექცევი? ისევ ბრაზი მოერია, ზურაზეც და ალბათ უფრო საკუთარ თავზე. რა უპასუხოს ვერც უარყოფს, არც დადასტურება სურს. ტელეფონი ისევ მაგიდაზე დააბრუნა და ყავას მიუბრუნდა. -ჯანდაბა! ახლა სულ გაცივებულა. - არც ასე ცივის დალევა მოსწონდა, ფინჯანი ნიჟარაში ჩადგა. იქნებ ყავა საერთოდ არ უნდოდა დაელია და არც ის იცოდა საერთოდ რა სურდა. მერე აბაზანაში შევიდა და შხაპი მიიღო. თითქოს ცოტა მოფხიზლდა  და გონს მოვიდა. -ამ იდიოტმა ასეთ დღეში როგორ უნდა ჩამაგდოს? - ჩაიჩურჩულა და თმის გაშრობას შეუდგა. დილით სხვა განწყობით გაეღვიძა ანას. თითქოს არც ახსოვდა ასე წინ დღით რაც აღელვებდა. -რა აზრი აქვს ტყუილად დარდს თუკი ოხვრა ვეღარ შეცვლის ვეღარაფერს. -გაიფიქრა და უტიფრად გაიღიმა. სწრაფად მოწესრიგდა და სახლიდან  გავიდა. მიუხედავად იმისა რომ საშინლად ციოდა და ბუნება დამთრგუნველად იღუშებოდა ანა რატომღაც მაინც ამაღლებულ განწყობაზე იყო. სააგენტოში ამაყად შეაბიჯა. ცდილობდა მისთვის დაძაბულობა არავის შეემჩნია. ტანსაცმელი გამოიცვალა და გოგონებს შეუერთდა.

-გოგონებო ყურადღება! - გაისმა სარას ხმა. - ეკა, ემა, თიკა და ანა გამომყევით თუ შეიძლება. - გოგონებიც უსიტყვოდ დათანხმდნენ და ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ. - დასხედით. ზურას დაველოდოთ რაღაც აქვს სათქმელი. - მალე კარი გაიღო და ზურაც შემოვიდა.

-მოგესალმებით. დიდ დროს არ წაგართმევთ. მოკლედ ერთ-ერთ კოსმეტიკურ ბრენდის ვუღებთ რეკლამას. ვიფიქრეთ და თქვენ ოთხზე შევაჩერეთ არჩევანი. მოსაფიქრებლად დრო არ გაქვთ. თუ თანახმა ხართ საღამოს ვიწყებთ.

-აუ მე ხო იცი რო ძაან მეზარება ეგეთები? -თქვა ეკამ და წასასვლელად წამოდგა.

-კარგი შენი ნებაა. - არ შეწინააღმდეგებია ზურა.

- ეგეთებისთვის აგერ არ გყავს ზოგიერთები? - დაისისინა ისევ, ანას გადმოხედა და კარი გაიხურა. რა თქმა უნდა თიკაც უკან გაჰყვა. აბა დაქალს ხომ არ ჩამორჩებოდა?

-თქვენც ამათ ეთანხმებით გოგონებო? -გაბრაზებული ზურა გოგონებს მიუბრუნდა.

-რა თქმა უნდა არ ვეთანხმები. - დაიწყო ემამ. მე გამოცდილება მჭირდება. თან რომ

არ მოგატყუოთ არც ზედმეტი შემოსავალი მაწყენს.

-ანა შენ რას იტყვი?

-ემას ვეთანხმები. -გაიღიმა გულუბრყვილოთ.

-კარგი მე უნდა გავიდე. თქვენ ყველაფერს სარა აგიხსნით, რა და როგორ. - ზურა

ოთახიდან გავიდა და ეკას დაუწყო ძებნა. მერე თვალი მოჰკრა და ანიშნა თავის კაბინეტში შეჰყოლოდა.

-ბოდიში ხომ არ მოგიხადო, რომ ფოტო რეკლამაში გადაღება შემოგკადრე?! -ბრაზს ვერ მალავდა ზურა.

- ო ნუ ახურებ ეხლა.

–შენ უკვე ზედმეტები რო მოგდის თუ ხვდები?! რო არაფერს ვამბობ შენ ხო არ გგონია დამავიწყდა კონტრაქტში რა წერია?!

-შენი აქ მოსვლა და ჩემთან ჩხუბი ანას იდეა იყო არა?! - გაიღიმა ირონიულად.

-ანა რა შუაშია გოგო?! - ეკას უტიფრობამ სულ გააგიჟა ზურა. -ვსო უკვე, ფეხებზე მკიდია. მიდი ჩქარა გადასაღებად მოემზადე. იმ შენ დაქალსაც გადაეცი მოემზადოს და წესიერად მოიქცეს. - ზურა ოთახიდან გავიდა ეკა კი მოულოდნელობისგან გაოცებული ადგილიდან ვერ იძვროდა.

სტილისტებმა გოგონებს ვარცხნილობები გაუკეთეს, შემდეგ კი საგრიმიოროში მოგროვდნენ. სარა მოდელებს სათითაოდ ზღაპრულ მაკიაჟს უკეთებდა. ერთმანეთზე ულამაზესები იყვნენ, ანა კი მათ შორის უბრალოდ შეუდარებელი იყო. საგრიმიოროში ზურა შემოვიდა. ანას დანახვისას ადგილზე გაქვავდა და სიტყვა ვეღარ დაძრა, მერე როგორღაც გონზე მოსვლა მოახერხა.

-რა შვებით? სტუდიაში დეკორაცია უკვე მზადაა. ბოლო შტრიხები შეაქვთ და ეგ არის. ვინც მაკიაჟს მორჩა წადით დიზაინერი გელოდებათ. გოგონები მაშინვე დიზაინერისკენ წავიდნენ, რომ ამ გადაღებისთვის სპეციალურად შექმნილი სამოსი მოერგოთ.

-ანა - მოესმა ზურას ხმა.

-ხო ზურა, გისმენ. -შეჩერდა ანა.

-იცი რა ლამაზი ხარ? თვალს ვერ გაშორებ. - მიუახლოვდა და ჩუმად ჩასჩურჩულა.

-ხო, სარას ოქროს ხელები აქვს. - გაუღიმა გულუბრყვილოდ.

-სარა რა შუაშია? - გაეცინა ზურას.

-კარგი წავედი თორე დამაგვიანდება.

-კარგი გაიქეცი. - გაუღიმა ისევ თბილად და თვალი გააყოლა მიმავალ გოგოს.

ფოტო გადაღების დაწყებამდე ანას სახეზე საშინელი წვა და ქავილის შეგრძნებ ჰქონდა. ეცადა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მისი მდგომარეობა თანდათან გაუსაძლისი გახდა. გამონაყარმა იმატა და უკვე გარეგნულადაც შესამჩნევი გახდა. შეშინებულმა ზურას დაურეკა. ზურაც რა თქმა უნდა მასთან თვალის დახამხამებაში გაჩნდა.

- ნუ ღელავ ზურა. - დაისისინა ეკამ. - არ არის მიჩვეული ბრენდულ კოსმეტიკას და ალერგიაც ამან გამოიწვია. - გადაიკისკისა ბოლოს.

- ეკა უკვე დამღალა შენმა უადგილო რეპლიკებმა! - დაიღრიალა ზურამ და ფეხზე წამოიჭრა. - ანა გამოიცვალე ეგ კაბა და წავედით!  ექიმთან მივდივართ! - უბრძანა ზურამ.

შეკამათებას აზრი არ ჰქონდა ამიტომ ანაც უსიტყვოდ დაემორჩილა. მანქანაში ჩასხდნენ და საავადმყოფოში წავიდნენ. ეტყობოდა ძალიან ჩქარობდა, მანქანას გიჟივით მიაქროლებდა.

-ამის დედაც! აქ რაღაც სხვა ამბავია! -იგინებოდა განრისხებული. - ეს ბრენდი მხოლოდ ბიო პროდუქტს აწარმოებს. არ არსებობს ალერგია მოეცა.

-იქნებ ეკა მართალი იყო? - ღიმილით სცადა ანამ სიტუაციის განმუხტვა.

-კაი რა, ყელში ამომივიდა ამ გოგოს გადასვეცკებული ხასიათი უკვე რა...

დერმატოლოგი ყურადღებით აკვირდებოდა, გამონაყარი დაათვალიერა. ანალიზებიც აუღეს და გადასხმაც დაუდგეს. ურჩია დროებით სახეს არანაირი კოსმეტიკური საშუალება არ გაეკარებინა და ოდნავ დამშვიდებული უკან გამობრუნდნენ.

-ახლა სახლში მიგიყვან და დაისვენე. ანალიზის პასუხები ხვალ იქნება და მკურნალობადაც შესაბამისად ხვალ დაგინიშნავს.

მეორე დღე მიიწურა რაც სახლიდან საერთოს არ გასულა. არც მას სტუმრებია ვინმე. არ ჰქონდა სურვილი ასეთი სახით ენახათ. სახლში უსაქმურად ყოფნა მისთვის ძალიან მოსაბეზრებელი აღმოჩნდა. მობილური აიღო F B - ზე მისი პირადი გვერდი და ,,ლენტი“ შეამოწმა არც აქ დახვდა რამე დიდად საინტერესო. მერე პირადი ჩანაწერების დღიური აიღო  და კალამი მოიმარჯვა. სურდა უარყოფითი ემოციებისგან ამ ფურცლებზე დაცლილიყო.

,,საშინელებაა სიმარტოვის განცდა. მეტისმეტად მოსაწყენი და დამღლელი. ღამეა, წვიმს, ქარი გარეთ ყველაფერს ერთმანეთზე ახეთქებს და დამაყრუებელ ხმაურს იწვევს.  გეგონება თითქოს ბუნებაც კი გაბოროტდა. ჩემს ოთახში პატარა მაგიდაზე მდგარი სანათი ავანთე და აი უკვე ვწერ. კიდევ კარგი, რომ ეს ფურცლები მუდამ ჩემს გვერდით არიან და ნებისმიერ დროს შემიძლია ჩემი დარდი გავუზიარო. ამ დროს თითქოს გულზე მეშვება და ცოტათი ვმშვიდდები. ზოგჯერ სიმარტოვე საფლავის ქვასთან ანთებულ სანთელზე უფრო სევდიანია. სწორედ ისე როგორც ახლა.

ჩემი ნება რო იყოს ჩემს  თავთან პირისპირ მარტო დარჩენას ნამდვილად არ მოვისურვებდი, რადგან ყველაზე მართალი ამ დროს ვარ ხოლმე და სწორედ ამ სიმართლის მეშინია ყველაზე მეტად. როცა საკუთარ სიმართლეს ვერსად გაექცევი და მოგიწევს რეალობას თვალი გაუსწორო. აი ეს მაშინებს, აი ეს მთრგუნავს და ბოლოს მიღებს, როცა არ ძალმიძს გრძნობებს გავუმკლავდე. ამაოდ ვცდილობ თავიდან ამოვიგდო ზურაზე ფიქრი, მაგრამ უკვე ვგრძნობ გულშიც დაიდო ბინა და არსად არ აპირებს აქედან წასვლას. ეს  როგორ შეძლო? ეს როგორ მოახერხა? მე ხომ ის ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მძულდა, მეზიზღებოდა და მისი დანახვისას გული შურისძიების წყურვილით მევსებოდა? მინდა პასუხი მივიღო, მაგრამ ამ კითხვაზე ისევ მე თუ მოვძებნი პასუხს. როგორ  მინდა დავიჯერო, რომ  ეს არ არის სიყვარული… და თუ მაინც ასეა არა უშავს. ამით მაინც არაფერი შეიცვლება!

ბოლოს ძახილის ნიშანი ისე თავდაჯერებულმა დასვა, თითქოს ამით ყველაფერი მოაგვარა. ჩანაწერების დღიური დახურა და  კარადაზე დადო. მერე კი დასაძინებლად მოემზადა.

დილით უკეთეს გუნებაზე გაეღვიძა. სარკეში ჩაიხედა და კმაყოფილმა მის ორეულს თვალი ჩაუკრა. შხაპი მიიღო, მოწესრიგდა. იფიქრა, რომ ჯერ ადრეა და ყავის დალევას მოასწრებო. გაზქურაზე ჩაიდანი დადგა და დივანზე მოკალათდა. მერე მობილურის ზარის ხმა შემოესმა მწვანე ყურმილს მარჯვნივ გადაჰკრა და გისმენთო ჩასძახა.

-როგორ ხარ? გარეთ გასვლას დღესაც არ აპირებ?

-კარგად ვარ ნიკა. აი ყავას დავლევ და სააგენტოში მივდივარ. წუხელ ზურამ დამირეკა აუცილებლად მოდიო. რაღაც საქმე აქვს გადაუდებელი.

-აუ ყავა მეც გამიკეთე რა გთხოვ. ერთად დავლიოთ და მერე სააგენტოში მე გაგიყვან.

-კაი მიდი გელოდები. ჩაიდნის ადუღებამდე ნიკა უკვე კართან იდგა და აკაკუნებდა.

-სანამ მკითხავ გიპასუხებ თითქმის მოსული ვიყავი რო დაგირეკე. - უთხრა სახლში შემოსვლისას. მერე სამზარეულოში მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა. - აბა მომიყევი როგოს ხარ?

-კაი რა, გუშინ ორმოცდაათჯერ დამირეკე და ახლაც მაგას მეკითხები? - გაეცინა ანას.

-რა ორმოცდაათჯერ სამჯერ დაგირეკე სულ.

-კაი ვხუმრობ რა დაგემართა? -ანამ ყავა მაგიდაზე დადგა და თვითონაც ჩამოჯდა.

-რაო შენმა უფროსმა რა მინდაო? - გაიღიმა ირონიულად და გოგოს გადმოხედა.

-ეჭვიანობ ნიკუშ? - კითხა ანამ დამცინავად და ყავა მოსვა.

-ეგ ვინ ჩემი ფეხებია რო ვიეჭვიანო?! - იცრუა ნიკამ.

-არა და სინამდვილეში ვიცი ერთმანეთზე ეჭვიანობთ. - გადაიკისკისა ანამ.

-და შენ ამ დროს კაიფობ! - თქვა ოდნავ ნაწყენმა.

-მე რა შუაში ვარ? ორივეს ერთიდაიგივეს გეუბნებით. ტყუილად იმედი ნუ გექნებათ. -გაეცინა ისევ.

-რას ამბობ? ქმრიანი მეგონე და იმედი მაშინ არ დამიკარგავს…

-არ ვიცი, მე გაფრთხილებთ და კიდევ დროს ნუ წელავ, ჩქარა დალიე ეგ ყავა არ მინდა დავიგვიანო.

-კარგი ანა დამახრჩობ ეხლა. ხვალ რა გეგმები გაქვს?

-ხვალ კვირაა და არ ვმუშაობთ. ასე რომ სოფელში უნდა წავიდე დედა მეორე კვირაა არ მინახავს. გუშინ დამირეკა და მისაყვედურა საერთოდ დამივიწყეო.

-წავიდეთ. რა პრობლემაა?

-შენ ვინ გეპატიჟება? - გაეცინა ანას.

-მე ხომ შენი პირადი მძღოლი ვარ? მარტო ხომ არ გაგიშვებ?

-არა, ამჯერად მართლა არ არის შენი წამოსვლა საჭირო. კარგი წავედით რა, ვაგვიანებ უკვე.

-მიდი ხო, მდუღარე ყავა გადამაყლაპე ეგ არ ითვლება. სხვა დროს ისევ დამპატიჟებ.

-ოღონდ ახლა წამოდი და თანახმა ვარ. -გაეცინა ანას. მერე ნიკაც ნაძალადევად წამოდგა და კარიც გაიხურეს.

ზურამ თვალი მოჰკრა თუ არა ანას მაშინვე მისკენ წამოვიდა.

-მშვენივრად გამოიყურები სახეც უწინდებურად იდეალურ ფორმაში გაქვს.

-აბა რა იქნება, იმდენი წამლები მაყლაპეთ?

-მთავარია კარგად ხარ და დღეიდან ჩვეულ რიტმს დაუბრუნდები. ხო კიდევ რა მინდოდა მეთქვა. გუშინ ჩვენმა სააგენტომ ახალი კონტრაქტი გააფორმა ძალიან მაგარ დიზაინერთან. ამ ამბის აღსანიშნავად საღამოს რესტორანში გვეპატიჟებიან ვახშამზე. იმედია უარს არ მეტყვი და გვერდ დამიმშვენებ.

-რატომაც არა? დიდი სიამოვნებით.

-გპირდები კარგ დროს გავატარებთ. სხვათა შორის გიოც იქ იქნება და კიდევ რამდენიმე გოგო ჩვენი სააგენტოდან. დღეს რა თქმა უნდა ადრე შეგიძლია წახვიდე ,საღამოსთვის მომზადება დაგჭირდება. სარამ ანას როგორც კი თვალი მოჰკრა მაშინვე მისკენ გაემართა.

- ანა რაღაც მინდა გითხრა და მერე ჩემთან შემოდი ხო? - ჰკითხა და საგრიმიოროში შევიდა.

-კარგი ზურა საღამოს შევხვდებით. ახლა სარასთან შევალ.

-კაი მიდი. - თვალი ჩაუკრა და გზა განაგრძო.

-რა ხდება სარა?- ჰკითხა როცა ოთახში შევიდა და კარი მიიხურა.

-დარეკვა და შენთან დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე. თუმცა ახლა ვფიქრობ რომ არასწორად მოვიქეცი და გაჩუმება უბრალოდ აღარ შემიძლია.

-სარა რ ახდება? რა სერიოზული ხარ. - ჰკითხა და სმენად იქცა.

-ხო მოხდა, და მომხდარით შოკში ვარ. შემთხვევით ეკას და თიკას საუბარს მოვკარი ყური. როგორც გავიგე იმ დღეს სახის გამწმენდ ლოსიონში რაღაც ჩაგისხეს, რამაც ასეთი მწვავე ალერგია გამოიწვია.

- რას ამბობ სარა?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ანას.

-არ მინდოდა შენთვის მეთქვა. ახლა მაგათ მაინც ვეღარაფერს დაუმტკიცებ. ამიტომ დროებით გაჩუმება ვარჩიე.

-არც ვიცი რა ვთქვა. მაგათ თავხედობამ მეტყველების უნარიც დამიკარგა!

-ვერ ვხვდები ეს რა მომენტში მოახერხეს, ან ზურას როგორ გაუბედეს?

-სარა ეს ზურამ არ უნდა გაიგოს. არ მინდა კიდევ უფრო გართულდეს და დაიძაბოს ურთიერთობები.

-კარგი ჩემო ლამაზო. მთავარია შენ იცი და ისიც იცი, კარგად გესმის, რომ ამ ორს უნდა უფრთხილდე.

საღამოსთვის წვეულებისთვის მზადებას ადრიანად შეუდგა. გიომ როგორც ურჩია კაბა ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ მაღაზიაში შეიძინა. უთხრა გოგონები ყველაზე მაგარ კაბებს აქ ყიდულობენო და ანაც რა თქმა უნდა მის რჩევას ენდო. შავი ფერის ერთიანი გრძელი კაბა შეიძინა. ერთი შეხედვით ნაზი და მოკრძალებული ჩანდა, მაგრამ ძალიან ეფექტური იყო და ანას ძალიან შვენოდა. თმა და მაკიაჟიც ასევე მოკრძალებული ამჯობინა. მშვენივრად იცოდა, რომ ისედაც ქალღმერთს ჰგავდა და ზედმეტი ,,გადაპრანჭვა“ არ ჩათვალა საჭიროდ.  სადარბაზოსთან ჩამოსულს ზურა უკვე ელოდებოდა. როგორც ყოველთვის ახლაც ვერ დამალა აღფრთოვანება. მანქანაში ჩასხდნენ და რესტორნისაკენ აიღეს გეზი.

-არც კი ვიც რა გითხრა. სიტყვებს ვერ ვპოულობ შენს შესამკობად.

-კარგი რა ზურა, არ არის საჭირო ამდენი ქათინაური. ამოგეწურა ხომ ხედავ. - გაეცინა ანას.

-იცოდე დღეს გვერდიდან არ მოგიცილებ.

-კარგი თანახმა ვარ. - გაეღიმა ისევ.

- იცი ყველაზე ბედნიერი როდის ვიქნები? როცა ერთად  გადავალ საცხოვრებლად.

-შენ ხო არ გაგიჟდი? - გადაიკისკისა ანამ.

-დარწმუნებული ვარ ეს დღეც მალე დადგება.

-კი, როგორ არა. -იცინის ისევ.

რესტორანში მისულებს სტუმრები უკვე იქ დახვდათ. ზურა ყველას მიესალმა. მერე მათ ანაც წარუდგინა, როგორც დამწყები, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მოდელი. სტუმრები მაგიდას შემოუსხდნენ. ფოიეში გიო და ეკაც გამოჩნდნენ და მალე მაგიდას მიუახლოვდნენ. ეკამ შემოსვლისთანავე შეამჩნია, რომ ანას ზუსტად ისეთივე კაბა ეცვა როგორიც თვითონ. ამ ფაქტმა ლამის ჭკუიდან გადაიყვანა ეკა. ჯიქურ მზერას არ აშორებდა გოგოს, თითქოს სურდა თვალებით შეეჭამა. არც ანას უფიქრია მისი ზიზღნარევი მზერის თავიდან აცილება. პირიქით, თავი ისე ეჭირა თითქოს ეკა იქ არც კი იყო. უფრო მეტიც თითქოს არც არსებობდა საერთო, რაც მას ყველაზე მეტად აღიზიანებდა.

ყველაფრის მიუხედავად ვახშამი მაინც მშვიდ ვითარებაში განაგრძობდა მსვლელობას. ზურა ანას მიმართ როგორც ყოველთვის თბილ დამოკიდებულებას ავლენდა. რასაც თიკას მოთმინება წყობიდან გამოჰყავდა. მოგვიანებით ზურამ მისი რჩეული საცეკვაოდ გაიწვია. ანასაც უარი არ უთქვამს და რომანტიულ მუსიკის ფონს ააყოლეს ტანი. ზურამ თბილი ხელები წელზე შემოხვია გოგოს. ანას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. თავადაც განიერ მხრებზე მოეხვია და ნეტარებას მიანდო თავი.

-ამაზე მეტი რა შემეძლო მენატრა ახლა? - ზურამ თავი დაბლა დახარა და ყურში ჩასჩურჩულა. - მინდა ჩემი იყო მინდა ჩემი გერქვას. - ჩურჩულებდა ისევ. ანას კი არაფრის გაგონება აღარ სურდა. თვალები დახუჭა და თავი მკერდზე გაუცნობიერებლად, ფრთხილად მიადო. თითქოს გულის ხმა გათიშა და მხოლოდ ინსტიქტები ამოძრავებდა. თავი სრულიად გრძნობებს მიანდო, რადგან ახლა მხოლოდ მისი სხეულის სითბო თუ დაამშვიდებდა, ზურას გულის ცემა თავისას ემთხვეოდა და ორივე ერთ რიტმში განაგრძობდა ძგერას. - მინდა ეს წამი უსასრულოდ გაგრძელდეს. -ჩასჩურჩულა ისევ. - ო როგორ სურდა გოგოს გული გაეღო და რასაც კი გრძნობდა ყველაფერი გადმოეფრქვია, მაგრამ ვერ შეძლო. ბიჭს ხელები მხრებზე უფრო მაგრად შემოხვია და  დაკუნთულ მკერდზე ურო მონდომებით მიეკრა. ალბათ ერთ გვარ პასუხად ესეც შეიძლებოდა ზურას ჩაეთვალა. თბილად და ცოტა ეშმაკურადაც ჩაეღიმა ბიჭს თავი ისევ დახარა და შუბლზე ნაზად აკოცა. არც ამ ქმედებაზე ჰქონია ანას რეაქცია. შეიძლება სურდა კიდეც წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ამის ძალა უკვე აღარ შესწევდა.

მუსიკა დასრულდა. როგორღაც მოახერხეს და ერთმანეთს დაშორებოდნენ. ხელჩაკიდებულები თავიანთი მაგიდისკენ მაგიდისაკენ წავიდნენ.

-მე საპირფარეშოში გავალ, მაკიაჟს შევისწორებ და დავბრუნდები.

-კარგი, დიდხანს არ მალოდინო იცოდე. - გაუღიმა ზურამ.

ანა სარკეში მაკიაჟს ისწორებდა, როცა ეკას გესლიანი ხმა შემოესმა. - ვერც კი წარმოიდგენ თავს რა დამცირებულად ვგრძნობ როცა გხედავ რომ ზუსტად ისეთივე კაბა გაცვია როგორიც მე. მინდა ბენზინი გადავასხა და ცეცხლში დავწვა ამის გამო.

-კარგი  იქნება გაუხდელად თუ გადაასხამ ბენზინს და ორივე ფერფლად იქცევით. შენნაირი ბოროტი ადამიანი მხოლოდ ამას იმსახურებს.

-ჩემი სიკვდილი ძალიან გინდა არა? რა თქმა უნდა მერე გიო უფრო თავისუფალი იქნება. თუმცა გიოსთან რომ არაფერი გამოგივიდოდა მიხვდი და ახლა თვალი ზურას დაადგი.

-საიდან მოიტანე?! რა სისულელეა!

- როგორ მეცოდება შენნაირი იდიოტები! ერთ კეთილ რჩევას გავიმეტებ და გეტყვი, რომ ოცნების კოშკებს ნუ ააგებ. წლებია თიკას და ზურას ერთმანეთი უყვართ და არა მგონია მათი ურთიერთობა შენნაირი ხეპრეს გამო დაინგრეს.

-ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გიოს შენნაირი ადამიანი მოსწონდეს უყვარდეს. რატომ ვერ ხვდება რა მეტიჩარა ხარ?! - ეკას არაფერი აღარ უთქვამს. კმაყოფილი ღიმილით გავიდა და მთავარ დარბაზში სტუმრებს შეუერთდა. ანა კი გაოგნებული მიშტერებოდა ერთ წერტილს. არ უნდოდა ეკას სიტყვის დაეჯერება და თავს აიმედებდა რომ მის გასაბრაზებლად მოიგონა რაღაც. საპირფარეშოდან გამოვიდა და სუფრას მიუჯდა. ირგვლივ თვალი მოავლო ზურა არსად ჩანდა. იფიქრა ალბად საპირფარეშოში ან სხვაგან გავიდა და მალე მოვაო მაგრამ ზურა იგვიანებდა. მერე შეამჩნია რომ იქ არც თაკო იყო. უნდოდა გიოსათვის ეკითხა მაგრამ თავი შეიკავა.  დიდი დრო გავიდა ზურა და თიკა ისევ არ ჩანდნენ. ანას ფორიაქი რა თქმა უნდა ეკას შეუმჩნეეველი არ დარჩენია მასთა მივიდა და ისევ დამცინავი ღიმილით ჰკითხა.

-ზურას ხომ არ ეძებ საყვარელო? არ უთქვამს არა? კარგი მე გეტყვი. აქ ძალიან მოსწყინდათ და სადმე ერთად წასვლა გადაწყვიტეს.

ანას მეტი აღარ უფიქრია. თავი ვეღარ შეიკავა და გარეთ გამოვარდა. ქუჩა გაუცნობიერებლად გადაკვეთა და სადღაც უმისამართოდ განაგრძო სწრაფი ნაბიჯით სვლა. გული ძალიან ტკიოდა. ვერ გაეგო ზურა ასე ცუდად რატომ მოექცა. თუ მისი წასვლა აუცილებელი გახდა გაუფრთხილებლად რატო წავიდა? თან თიკასთან ერთად. ასეთი სასწრაფო რა უნდა ყოფილიო? არა ამ უყურადღებობის პატიება ძალიან გაუჭირდებოდა. ჯერ თხოვა მასთან ერთად წვეულებაზე წასულიო, მასთან ჩახუტებულს ეცეკვა, მერე კი მიატოვა და სხვა გოგოსთან ერთად წავიდა ანა კი მარტო დატოვა თან ისე, რომ არც კი გააფრთხილა.

-ანა. - მოესმა ზურგიდან ნიკას ხმა. - ანას კი თითქოს არც კი გაუგია ისევ განაგრძობდა გზას. ნიკამ მანქანა გააჩერა გადმოვიდა და ფეხით დაედევნა. მაჯაში წვდა და აიძულა შეჩერებულიყო. - რა გჭირს ?! გაჩერდი და დამელაპარაკე! რატომ ტირი?

-თავი დამანებე ნიკა! თავი დამანებე! ყველამ შემეშვით, შემეშვით! -დაიყვირა ანამ, ხელი გაითავისუფლა და გზა განაგრძო. ნიკამ ისევ მკლავში სწვდა და წასვლის ნება ისევა არ მისცა. მისკენ მიაბრუნა და გულში ჩაიკრა.

-დამშვიდდი, მე შენთან ვარ. ესე იგი ყველაფერი კარგადაა. იმ ახვარმა გაწყენინა არა?! დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად გამოვიდა რესტორნიდან და მანქანით სადღაც დაახვიეს.

-შენ კიდე ყველგან და ყოველთვის რატომ ხარ და რატომ მითვალთვალებ?! - სცადა დაგროვილი ბრაზი ნიკაზე გადმოენთხია და როგორმე ვინმეზე ჯავრი ეყარა.

-კარგი, დამშვიდდი. -ნიკამ მკერდზე კიდევ უფრო ძლიერად მიიხუტა და წასვლის ნება აღარ მისცა. -ახლა მანქანაში ჩავსხდეთ, სახლში მიგიყვან და იქ იყვირე რამდენიც გინდა. -მერე ასე ჩახუტებული მიიყვანა მანქანამდე, კარი გაუღო და ჩასვა, მერე თვითონაც ჩაჯდა და ანას სახლისკენ აიღეს გეზი. ანა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ყველაზე მეტად თავის თავზე მოდიოდა ბრაზი და გამუდმებით იმეორებდა. -,,რა სულელი ვარ! რა იდიოტი ვარ!“

ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა. კარის საკეტს გასაღები ვერ მოარგო. ნიკამ გამოართვა კარი გააღო და სახლში შევიდნენ.

-მისმინე, ცუდად გამოიყურები, მიდი შხაპი მიიღე და ცოტა გონზე მოდი! მე მაგარ ყავას გაგიკეთებ და რომ მოხვალ ვისაუბროთ. - ანა უსიტყვოდ დაემორჩილა. შხაპის ქვეშ დიდხანს იდგა და გულამოსკვნილი ქვითინებდა.

-უკეთ ხარ? ჰკითხა როცა გოგო მაგიდასთან დაჯდა და ტირილისგან თვალებდასივებულმა  ყავა მოსვა.

-არა, არ ვარ უკეთ.

- აღარ იტყვი რა მოხდა?

-მიმატოვა იმ იდიოტმა. წავიდა და დამტოვა. - გაიღიმა ნაძალადევად.

-და იმ გამოსირებულის გამო ტირი და იკლავ თავს?! გაგიჟდი?!- ჰკითხა გაბრაზებულმა, პასუხი კი იგვიანებდა. - გიყვარს? - ჰკითხა ისევ ჩურჩულით და თავი დახარა თითქოს პასუხი უკვე იცოდა და მაინც არ სურდა ამის მოსმენა. ანა დუმდა. - გიყვარს მეთქი?! - აუწია ტონს.

- ჰო.- იყო პასუხი. - რას არ გაიღებდა ნიკა, ოღონდა ახლა ეს ,,ჰო“ არ მოესმინა. თავი დახარა, თვალები აუწყლიანდა, არ უნდოდა ანას შეემჩნია და ოთახში აქეთ იქეთ უაზრო სიარულს მოჰყვა.

-მერე მან ეს იცის? -ჰკითხა ისევ.

-არა, არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს.

-წესიერად ამიხსენი, რას გულისხმობ? შენს სიყვარულს რატომ არ უმხელ?

-უბრალოდ არ ვაპირებ ამის გამხელას. - დაიბნა ანა. არ სურს უამბობს ზურას გამო წარსულში რაც გადაიტანა. მიზეზად ისევ სხვა რამ უნდა მოიფიქროს. -ნარკომანია! მე კი არ მსურს ჩემი ცხოვრება ნარკომან ადამიანს დავუკავშირო. არ მინდა გაიგოს, არ მონდა იცოდეს რომ მიყვარს და მის გამო ახლა ასეთ მდგომარეობაში ვარ.

-ფუ რა ყ.ლეა ამხელა კაცი. მასაც თუ უყვარხარ ასე რა პონტში გექცევა ვერ ვხვდები.

-იდიოტია და მაგიტო! მე მას აუცილებლად დავივიწყებ! ასეთ უპატივცემულობას არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ. - ანას სიტყვა კარზე ბრახუნმა შეაწყვეტინა.

-მე გავაღებ. -თქვა ნიკამ და კარი გააღო. -ოთახში ზურა შემოვიდა ნიკას დანახვისას დაიბნა, მაგრამ მაინც არ ჩათვალა საჭიროთ ყურადღება მიექცია.

-ანა რა გჭირს? აქ რას აკეთებ? შენ რა იტირე?

-აბა სად უნდა ვიყო? ისევ იდიოტივით იქ უნდა დაგლოდებოდი სადაც დამტოვე? არაფრის მოსმენას აღარ ვაპირებ. ახლავე დატოვე ჩემი სახლი! შენი  დანახვაც არ მინდა!

-ანა, რას ამბობ? უბრალოდ თიკა ცუდად გახდა და სახლში წავიყვანე. მალევე დავბრუნდი და იქ ათარ დამხვდი.

-გითხარი არაფრის გაგონება არ მინდა მეთქი!

-ბოზიშვილი ვიყო ეგრევე დავბრუნდი და უკვე აღარ დამხვდი. რატო არ გესმის ეს

დედა მოტ.ნული! -ღრიალებდა ზურა.

-მესმის! მესმის მაგრამ არ მჯერა! ავად თუ გახდა სასწრაფოსთვის უნდა დაგერეკა!

-ლოდინის დრო არ იყო. აუცილებლად უნდა წამეყვანა.

-რატომ არ მითხარი? რატომ არ გამაფრთხილე? დამიკიდე. ნივთივით მომისროლე და მიმატოვე!

-არა არ არის ასე დამიჯერე.- ღრიალებდა ისევ. - ვიფიქრე გზიდან დაგირეკავდი, მარა დაჯდა ეს დედა მოტ.ნული. ზურამ ტელეფონი ამოიღო და ძირს დაანარცხა.

-კარგი ყველაფერი გასაგებია! ახლა წადი და თვალით აღარ დამენახო. მითუმეტეს აქ ჩემს სახლში!

-არა ანა, არა გთხოვ ასე ნუ მომექცევი. -ზურამ მკლავში ჩასჭიდა ატირებულ გოგოს ხელები და სცადა გულში ჩაეკრა. ნიკას მოთმინებამ უკვე პიკს მიაღწია და ჩაერთო.

-ხელი გაუშვი და აქედან დაახვიე სანამ თავის შეკავება კიდევ შემიძლია! -უბრძანა და ანა მის ზურგსუკან გასწია.

-შენ ვინ ჩემი ყ.ე ხარ? - სიტყვის დასრულებაც არ აცალა. ნიკამ ზურას ყბაში მუშტი უთავაზა. არც ზურ ჩამორჩა და ხელჩართული ბრძოლა გაიმართა.

-გაჩერდით! - დაიკივლა ანამ და იატაკზე თეფში დაახეთქა. ბიჭებმაც ჩხუბი შეწყვიტეს და გაოცებულები ანას მიაჩერდნენ. -გაჩერდით! - გაიმეორა ისევ. - მომშორდით! ორივე მომწყდით თავიდან! ვერ გიტანთ მეზიზღებით თქვენც და საერთოდ ყველა მეზიზღება! ყველაზე მეტად კი ჩემი იდიოტი თავი მეზიზღება! თავი დამანებეთ წადით ჩემი სახლიდან, წადით! - დაიკივლა ისევ, მერე იქვე ჩაიკეცა და აქვითინდა. ზურა მასთან ჩაცუცქდა და მისი დამშვიდება სცადა.

-არ გაბედო შეხება და მასთან სიახლოვეს დგომა! - გამოსცრა ისევ ნიკამ.

-გითხარით წადით მეთქი! წადით და გარეთ დაგიხოციათ ერთმანეთი! - მერე ენერგიისგან დაცლილი წამოდგა, გასასვლელი კარი ფართედ გამოაღო და ბიჭებს თავით ანიშნა დაახვიეთო.

 

*        *       *

კოშმარული სიზმრებისგან მობილურის ხმამ გამოარკვია ანა. დახუჭული თვალებით და ხელების ცეცებით მოძებნა ბალიშის ქვეშ.  ცალი თვალით დახედა ნიკა იყო.

-ჰო ნიკა.

-გაგაღვიძე?

-ჰო. რომელი საათია?

-თორმეტი ხდება. აქამდე რა გაძინებს? ჩვენ ხომ დღეს სოფელში წასვლას ვაპირებდით?

-ჩვენ არა! მე ვაპირებდი.

-კაი ეხლა ნუ ახურებ. კაროჩე გამოგივლი და წავედით რა.

-დამაცადე რა, მთელი ღამე არ მიძინია.

-არაუშავს ყავას დავლევთ და მოხვალ გონს.

-კაი მიდი.

ანა საწოლიდან გამოძვრა. შხაპი მიიღო შეძლებისდაგვარად მოწესრიგდა და გაზქურაზე  ჩაიდანი დადგა. ისევ მობილური აწკრიალდა. ამჯერად ნინი რეკავდა.

-ხო ნი როგორ ხართ?

-არ ვიცი, ძალიან შეშინებული.

-რა ხდება ხო მშვიდობაა? - დაიძაბა ანა.

-მოკლედ მე და გიო თბილისში მივდივართ. დილით შარდს სისხლი გამოუყვა. ამჯერად თვითონაც ძალიან შეშინდა და თბილისში წასვლა გადავწყვიტეთ.

-რას ამბობ ნი? ალბათ თირკმელზე აქვს არა პრობლემა?

-არ ვიცი აი ეხლა მივდივართ და ვნახოთ. და ახლა რაზე გირეკავ. დღეს მართას ძიძას არ სცალია. იქნებ მოახერხო და ბაღიდან გამომიყვანო რაა.

-აბა რას ვიზამ? ეგ არ იდარდო. დამირეკე რა  აუცილებლად რამე თუ გაირკვა.

-კარგი ანა დროებით.

მალე კარზე ზარის ხმა გაისმა. რა თქმა უნდა ნიკა იყო. ანამ კარი გაუღო და შინ შემოიპატიჟა. სამზარეულოში მაგიდასთან დასხდნენ. ანამ ყავის ფინჯნები დადგა და თვითონაც მოწყვეტით დაეშვა სკამზე.

-უკეთ ხარ? - გაეღიმა ნიკას.

-კი, ძაან. - ჩაეცინა ანასაც.

-არ დაურეკია?

-არა.

-არც შენ?

-არა! გაგიჟდი?!

-ძალიან კარგი.

-უტეხია და უტიფარი! ამიტომაც არ რეკავს!

-არ გკიდია?

-არა, არ მკიდია! პირიქით, ნერვები მეშლება, აქეთ ვყოფილვარ დამნაშავე რომ არ დაველოდე.

-დაიკიდე რა. არ ღირს ეგ ტიპი ამდენ ნერვიულობად.

-არ ვიცი შევძლებ თუ არა, მაგრამ ვეცდები როგორმე დავივიწყო, თავიდან ამოვიგდო და მასზე საერთოდ აღარ ვინერვიულო.

-სამწუხაროდ არ იქნება ასე ადვილი.

-შენ ასე მამშვიდებ?

-თუ მაგ იდიოტს თავიდან და გულიდან ამოიგდებ ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ იქნება და ეს შენ მშვენივრად იცი. მაგრამ რეალურად არ ხდება ეგრე ჰოპ და აღარ გიყვარდეს. ან როცა გიდა გიყვარდეს და როცა გინდა არა.

-აი ნახავ, მე ამას შევძლებ!

-იცოდე ამ დღეს მოუთმენლად დაველოდები.

ანას ტელეფონზე ისევ ზარი გაისმა. დახედა. გაეღიმა.

-ზურაა.

-მერე?

-რა მერე? რა თქმა უნდა არ ვაპირებ ვუპასუხო!

-ნუ დასაწყისისთვის არაუშავს.- გაეღიმა ნიკას. - ახლა მაგარი ღადაობა თუ გინდა მაგას ჩვენი სელფი უნდა გაუგზავნო. -ახარხარდა ნიკა.

-შენ გგონია ამას არ გავაკეთებ?!

-კაი რა სისულელეა. გავიხუმრე უბრალოდ.

-რა იყო ხო არ შეგეშინდა ნიკუშ? - გაუღიმა ირონიულად.

-არა რა შემეშინდა. უბრალოდ არ არის ეს ნორმალური საქციელი.

-კარგი არც მე ვაპირებ შენთან სელფების გადაღებას.

-კაი ჯობია ახლა გავჩუმდე სანამ გუშინდელივით ამახვევინებ აქედან.

ამჯერად   სმს     ვაფშე არაფრის გამო ჭედავ ბოზიშვილი ვიყო.

 

-ღმერთო ჩემო დებილია ეგ ბიჭი. - დაასკვნა ანამ.

-კაი დაიკიდე და გავედით.

-ხო თან მალევე უნდა წამოვიდე მართა მყავს გამოსაყვანი.

ანამ დედისთვის ნაყიდი საჩუქრები აიღო და სახლიდან გავიდნენ. მერე სუპერ მარკეტი დალაშქრეს და ასე დატვირთულები დაადგნენ სოფლისკენ მიმავალ გზას.

-გაუჩერებლად რეკავს. არ ვიცი რატო არ ბეზრდება.

სმს   ტელეფონი აიღე და დამელაპარაკე გთხოვ. არ მინდოდა შენი წყენინება .

გაუჩერებლად რეკავდა ზურა, წერდა მესიჯებსაც, მაგრამ ანა არ პასუხობდა.

ძალიან ნაწყენი იყო და ეს წყენა თუ არ დაავიწყდებოდა ძალიან დიდხანს მაინც გაჰყვებოდა.

საზურგეს მოწყვეტით მიეყრდნო თვალები დახუჭა და მოგონებებში გადაეშვა. ყველაზე მეტად იმედგაცრუება ტკიოდა და ეს მწუხარება უღებდა ბოლოს. მაშინ , როცა ყველაფერი დასრულდა, მის სიყვარულს დანებდა და დაემორჩილა, ყველაფერო მაშინ აირია. ჯერ კიდევ გუშინ ყველაზე მშვიდად და დაცულად ზურას მკლავებში გრძნობდა თავს. როცა მისი სხეულის სითბოს სასოებას გვრიდა და მის ძარღვებში მოჩხრიალე სისხლის ხმაც კი მოესმოდა. არა, ასე არ უნდა მომხდარიყო. შეუძლებელია აქ დასრულდეს ისტორია რომელიც ჯერ არც კი დაწყებულა. -ასე არ უნდა მომქცეოდა. - გაიფიქრა ანამ და დახუჭული თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა. ზურა ისევ რეკავდა ნიკა კი მანქანას მიაქროლებდა.

-ისევ ტირი?

- …

-კარგი რა… ცოტა ჩემზეც რო იფიქრო არ შეგიძლია? წარმოიდგინე ასეთს როცა გხედავ მე თავს როგორ ვგრძნობ. - ნიკამ სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.

-ახლა არაფერზე ფიქრი არ შემიძლია. უბრალოდ მინდა გუშინდელი დღე დავივიწყო და ამოვშალო გონებიდან.

-გაგიჟდი?! მე ეგ არ მაწყობს. გუშინდელი დღე რომ დაივიწყო ის იდიოტი ისევ

შეგიყვარდება. - გაეღიმა ნიკას.

-მართალი ხარ. - ეღიმება ანასაც.

-ძალიან გთხოვ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე, ან სხვა თემაზე ვისაუბროთ საერთოდ. აღარ შემიძლია ასეთს გიყურო. - მერე თითქოს რაღაც გაახსენდა. -ხო გინდოდა მანქანის მართვა გცოდნოდა? -მანქანა გადააყენა და გააჩერა ჩამოვიდა ანას კარი გაუღო და უთხრა. - ადგილები გავცვალოთ. ასე ორ საქმეს გავაკეთებთ. მართვასაც ისწავლი და ყურადღებასაც გარდაიტან.

-ახლა არა გთხოვ. არ ვარ მაგის განწყობაზე.

-სწორედ ახლაა ამის დრო. მიდი ჩქარა.

-არა ნიკა არა ახლა არ მინდა!

-გგონია ჯიუტი მარტო შენ ხარ?! თუ არ დაჯდები მანქანას არც მე დავძრავ.

-კარგი ხო.-ანა მანქანიდან ნაძალადევად გადმოვიდა და საჭესთან დაიკავა ადგილი. ნიკაც გვერდით მიუჯდა.

-აბა ღვედი გაიკეთე და წავედით.

-მეშინია რამეს რომ დავაჯახო?

-იცი რამდენი მანქანა მყავს დალეწილი? -გაიღიმა ნიკამ. - არა უშავს მთავარია არ დაშავდე.

-ძაან დამამშვიდე!

-მოკლედ, აქ რთული არაფერია. როგორც ხედავ ავტომატიკაა და ამ ეტაპზე მხოლოდ საჭე უნდა მართო რო არაფერს დაეჯახო. მერე მექანიკასაც გასწავლი და თუ ,,პრავას“ აიღებ გპირდები საკუთარი მანქანაც გეყოლება.

-საკუთარი არა ის…

-კარგი აბა ,,ტორმუზს“ დააჭირე. არა, მაგას არა ეგ ,,გაზია“

-აბა რომელს?

-გამაგიჟებ, სულ ორი ,,პედალი“ აქვს.- ახარხარდა ნიკა.

-ეხლა სულ ასე უნდა დამცინო?! - ეწყინა ანას.

-არა ჩემო ლამაზო. აი ეს ,,გაზია’’ ეს კი ,,ტორმუზი’’

-გასაგებია. მერე?

-ახლა სიჩქარე P- დან გადმოსწიე და D- ში ჩადე. - ანაც ისე მოიქცა როგორც ნიკამ ასწავლა. - კარგია ახლა ,,ტორმუზს’’ აუშვი და დაიძრება. -ასეც მოხდა.

-ახლა რა უნდა ვქნა

-ცოტა ,,გაზს’’ მოუმატე თორემ ასე თუ ვივლით ხვალ დილამდე ვერ მივალთ.

-ანუ მეორეს უნდა დავაჭირო ხო?

-ხო მეორეს. - გაეცინა ისევ. - ანამ ,,გაზს’’ დააჭირა და თან ძლიერად. მანქანა ტყვიასავით გავარდა. შეეშინდა, დაიბნა, ვერც საჭე დაიმორჩილა. - ,,ტორმუზი’’ შეახსენა ნიკამ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მანქანა ჭადრის უზარმაზარმა ხემ შეაჩერა. ანამ სახეზე ხელები აიფარა და ასე იჯდა გაუნძრევლად. ნიკა როცა დარწმუნდა რონ ანას არაფერი სტკენია სიცილი წასკდა.

-კარგად ხარ? - ჰკითხა ტან სიცილისგან ცდილობდა თავის შეკავებას.

-რა გაცინებს გაგიჟდი?!

-ახლა რომ შეგეძლოს საკუთარი თავის დანახვა შენც გაგეცინებოდა.

-ვერახარ შენ! - გაბრაზებული მანქანიდან გადმოვიდა და ხელები სახეზე აიფარა. -ღმერთო ჩემო რას გავს. რა ეშველება ახლა ამას?

-არაფერი. ახალს მიყიდი!- დასერიოზულდა ნიკა.

-გაგიჟდი? ასეთ მანქანას მთელი ცხოვრება ფული რომ ვაგროვო მაინც ვერ ვიყიდი.

-ხო კარგი ვხუმრობ რა გჭირს? - არაუშავს ისეთი არაფერია. კიდევ კარგი ,,აირბაგები’’ არ გაიხსნა თორე მაშინ გენახა ჩვენი სიფათები. დაიცა დავზადნო და წავედით რა…

-ამით წასვლა შესაძლებელია? არ გაფუჭდებოდა?

-არა არ გაფუჭდებოდა.- ნიკამ მანქანა მოაბრუნა და მანქანიდან გადმოვიდა. – დაჯე წავედით!- ანიშნა საჭისკენ.

-შენ გააფრინე?! მართლა გგონია, რომ ისევ საჭესთან დავჯდები?

-აბა რა? ეს მაინც გაფუჭებულია, უარესი არაფერი მოუვა. შენი ბრალი არ არის ეტყობა მასწავლებელი არ გივარგა. - გაეცინა ისევ.

-ნიკა თავი დამანებე! ფეხით წავალ საერთოდ.

-კარგი ხო, ახლა საჭესთან მე დავჯდები, წამოსვლის დროს კი ისევ შენ.

ვიქტორია ეზოში დახვდათ. ღუმელი უნდა აენთო და შეშის შესატანად გამოვიდა. სტუმრების დანახვისას შეშა დაყარა და მათ შეეგება. დიდხანს ისაუბრეს, ანამ თავისი ამბები დაწვრილებით უამბო და თხოვა ხანდახან სტუმრებოდა ხოლმე. მერე ხაჭაპურები დააცხვეს და გემრიელად ისადილეს.

-დედა ჩვენ უნდა წავიდეთ. რასაც დამპირდი არ დაგავიწყდეს. ჩამოდი აუცილებლად.

-ჩამოვალ შვილო, ჩამოვალ. -დააიმედა ვიქტორიამ.

ეზოდან რომ გადავიდნენ ნიკამ ისევ თხოვა ანას საჭესთან დამჯდარიყო. ანას უარს აზრი აღარ ჰქონდა. და დათანხმდა.

-ყოჩაღ. ასე არ ჯობია?-შეაქო ნიკამ.

-იცოდე ტრასამდე ვატარებ მერე კი გადმოვდივარ.

-თანახმა ვარ. ხომ ხედავ უკეთ მართავ. ეს პატარა ავარია ეტყობა აუცილებელიც იყო.

-რას ამბობ იცი როგორ ვინერვიულე?

-ძალიან კარგი, რაც უფრო მეტი საფიქრალი და სანერვიულო გექნება ზოგიერთებზე სადარდებლად დრო აღარ დაგრჩება.

-შენ მის დავიწყებაში მეხმარები თუ გახსენებში?!-  გაბრაზდა ანა. მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.

-კარგი ბოდიში.

- მიდი რა შენ დაჯექი  იქნებ ჩავიდეთ მალე. - ანამ მძღოლის გვერდით ადგილი დაიკავა. ტელეფონი აიღო, დახედა.- ოცდა თორმეტჯერ დაურეკავს. ალბათ ახლა გიჟს გავს.

-დაიკიდე! -გიომ მანქანა დაქოქა და სწრაფად გააქროლა. ანამ ნინის ნომერი აკრიფა.

-ნი რას შვებით?

-რას ვიზამთ, განადგურებული ვარ.- ცრემლები წასკდა ნინის.

-რა ხდება მშვიდობაა? - დაიძაბა ანა.

-არ ვიცი, არ ვიცი. თირკმლის სიმსივნეზე აქვთ ეჭვი.

-რას ამბობ?! -შეიცხადა ანამ.

-ხო ასეა. ახლა რაღაც პასუხს ველოდებით. საღამოს შეიძლება აქედან თურქეთში გადავფრინდეთ.

-ღმერთო ჩემო. არ არსებობს, რაღაც შეცდომა იქნება!

-არ ვიცი, არ ვიცი, მერე დაგირეკავ. - თქვა და ტელეფონი გათიშა. ანა კი უსულო საგანივით ერთ წერტილს მიშტერებული დარჩა. სურდა მა კოშმარულ სიზმრიდან თავი დაეღწია, მაგრამ არ შეეძლო.- ტყუილია, შეუძლებელია. - იმეორებდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

არ არსებობს განცდა ამაზე უფრო მტკივნეული, როცაა უძლური ხარ ბედისწერის წინაშე. როცა აცნობიერებ, რომ შეიძლება ამ ვერაგმა დაავადებამ შენი სიცოცხლე შეიწიროს და შენ ხელის შეშლა ვერ შეძლო. მერე დაფიქრდები. ამჩნევ, რომ წლები გეცოტავება და სადღაც გულის სიღრმეში ბოღმა ღვივდება. არაფერია მტკივნეული იმაზე უფრო, როცა სინანული გიპყრობს, საკუთარ თავზე ბრაზობ. შეგეძლო სიცოცხლეში მეტი კვალი დაგემჩნია, მაგრამ გადადე. არ იჩქარე, არ გააკეთე. ახლა კიდევ უფრო ცოტა დრო გრჩება და ფიქრობ რას აყოფინო, საიდან ან ვისგან დაიწყო. ნატრობ ცოტა დრო კიდევ გქონდეს, რომ დაასრულო დაწყებული და ჩაფიქრებული საქმეები. მერე უკვე ნერვიულობ ადამიანებზე. მშობლებზე, დედმამიშვილებზე, მეგობრებზე და ახლობლებზე. წარმოიდგენ ხოლმე როგორ ებრძვიან უშენობით გამოწვეულ ტკივილს და ამაშიც საკუთარ თავს ადანაშაულებ. განიცდი და გული კიდევ უფრო გიმძიმდება. შენ კი ამ დროვ ვალდებული ხარ გამაგრდე და ეს ვალდებულება კიდევ უფრო გხუთავს და თავისუფლად სუნთქვის ნებას გიზღუდავს.

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ანასა. გიოზე დარდი მოსვენებას უკარგავდა. ტელეფონზე ისევ ზარია, ისევ ზურაა, არ ჩერდება, არ ისვენებს. ყოველ წუთში მესიჯებს გზავნის, მაგრამ ახლა ზურას დარდი ანას ნამდვილად არ აქვს, სულ გიო და მისი დაავადება უტრიალებს გონებაში. სამზარეულოში ჩავიდა მართას ძიძა ისევ არ ჩანდა. ჟანას ყავა სთხოვა მანაც რატომღაც უჩვეულო ღიმილით მიართვა და გემრიელად მიირთვიო დააყოლა. ისევ ზარი ამჯერად უცხო ნომრიდან იყო. იფიქრა ზურა რეკავს სხვისი ნომრიდანო და გადაწყვიტა არ ეპასუხა. მერე დააკვირდა საქართველოს ნომერს არ გავდა და უპასუხა

-ანა, გიო ვარ როგორ ხართ?

-შენ როგორ ხარ გიო რამე ახალი ხომ არაფერია?

-ახალი სამწუხაროდ არაფერი ყველგან ერთი და იმავეს   მეუბნებიან. კაროჩე თირკმლის კიბო მაქვს რა იცოდე დედამ არ უნდა გაიგოს ისევ თბილისში ვგონივართ.

-გიო მერე მკურნალობას ექვემდებარება თუ ოპერაცია საჭირო.

-ჯერ კიდევ რაღაცეებს იკვლევენ დაზუსტებით ჯერ არაფერი უთქვამთ.

-თავი კოშმარში მგონია თუ შესაძლებელია ჩემს თირკმელს მოგცემ. თირკმელს კიარა გულსაც მოგცემ, თან ისე რომ ერთი წამითაც არ დავფიქრდები. ხომ იცი მას მართლა გავაკეთებ.

-ვიცი ჩემო ლამაზო ვიცი და ეჭვიც არ მეპარება რომ მართალს ამბობ.

-ახლა დაგემშვიდობები მოგვიანებით დაგირეკავ.

-ნინის უთხარი მართაზე არ ინერვიულოს წუხელ თქვენთან დავრჩი და გვერდიდან არ მოვშორებივარ. დღეიდან ძიძა ისევ მოვა და ის მიხედავს.

-კარგი დროებით.

-დროებით.

ანამ მართა ბაღში მიიყვანა და სააგენტოში მივიდა, ზურამ დაინახა თუ არა სთხოვა კაბინეტში შეჰყოლოდა და ერთხელ მაინც დალაპარაკებოდა.

-ცოცხალი ხარ შენ?! -კითხა ზურამ როცა კარი მიხურა.

-სასიკვდილო არაფერი მჭირდა.

-გუშინ მთელი დღე შენს სახლთან ვიდექი, არც ღამით დაბრუნებულხარ.

-ზურა ეგ არ არის შენი საქმე! მე ზრდასრული და თავისუფალი ადამიანი ვარ იმედია არ მთხოვ ანგარიშის ჩაბარებას.

-ამას არ გთხოვ  რა თქმა უნდა მაგრამ შეგეძლო მობილურზე გეპასუხა

-არ მინდოდა შენი ხმის გაგონება და არც ახლა ვარ ამის ხასიათზე

-ანა ნუ ცდილობ თავი მოიტყუო. მშვენივრად იცი რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენ მინდიხარ და სხვა  ქალი ჩემთვის დიდი ხანია აღარ არსებობს.

-საერთოდ არ მაინტერესებს ზურა, საერთოდ არ მაღელვებს ვინ გყავს და ვინ არა.

-იტყუები, გაღელვებს და თან მაგრა თიკაზე იეჭვიანე და მაგაზე გაჭედე, რა გეგონა რომ ერთად დავტყდით და  განვმარტოვდით?!

-ზურა თავი დამანებე გაფრთხილებ შემეშვი თორე ამ კონტრაქტს შუაზე გადავხევ და აქედან წავალ საერთოდ.

-თუ ასე მოიქცევი გგონია ყველაფერს მოაგვარებ და სიშორით ჩემს დავიწყებას შეძლებ?

-რას ბოდავ? რა დავიწყება? რა სიშორე? რა სიყვარული? შენ მართლა გააფრინე?-უძილობისგან ღონეგამოცლილმა, ნერვიულობისგან გადაღლილმა უცებ სისუსტე იგრძნო და სკამზე ჩამოჯდა.

-კარგად ხარ? ფერი არ გადევს

-არა, არ ვარ კარგად!

-წყალს მოვიტან.

-არ მინდა წყალი! მინდა თავი დამანებო აი რა მინდა.

-არა, ამას არ ვიზავ, თავს არასდროს დაგანებებ ერთადერთი ჩემი საფიქრალი ახლა მხოლოდ შენ ხარ.

-მე კი სადარდებელი სხვა მაქვს. უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი. -თვალები ცრემლებით აევსო ანას. მერე ისევ განაგრძო -გიოს კიბო აქვს.

-რა? -ჰკითხა გაოცებულმა.

-ხო ასეა ახლა ამის გარდა ფიქრი არაფერზე შემიძლია.

-რას ამბობ ანა გაგიჟდი?! საიდან მოიტანე? -ჰკითხა გაუცნობიერებლად.

-საიდან და დამესიზმრა. -ტონს აუწია ანამ. -თურქეთში არიან. -განაგრძო ისევ. -თირკმელზე აღმოაჩნდა იმედია მეორე თირკმელი მაინც ექნება საღი და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება.

-რა უსამართლობაა? მე რომ დამმართნოდა კიდე მესმის გიო ამას არ იმსახურებდა. იცი ოთხი ბავშვი გამოსტაცა კიბოს ხელიდან მათი მკურნალობის ხარჯები მთლიანად მან დააფინანსა და ახლა ჯანმრთელები განაგრძობენ ცხოვრებას.

-ამას ქვია ბედის ირონია, ყოველთვის გიოს ნაირ ადამიანებს ემართებათ ეგეთები.

-კაროჩე თურქეთში უნდა გავგაზო რა… წამოხვალ?

-თიკა წაიყვანე! მე შენთან ერთდ არსად არ წამოვალ!

-ახლა ამის დროა? გეუბნები მივდივარ და თუ გინდა წამოდი მეთქი.

-არა, არ მინდა, ჩემითაც გავიგნებ გზას.

-დღეს რაღაც შეხვედრა მქონდა დაგეგმილი გავაუქმებ და საღამოს უკვე დავაწვები. მოიფიქრე მანამდე.

ანა ძალიან განიცდიდა გიოს ჯანმრთელობის მდგომარეობას. თავს ძალიან სუსტად გრძნობდა. რის გამოც სახლში მალევე დაბრუნდა. ადგილს ვერსად პოულობდა და  მთელ სახლში აქეთ იქეთ ნერვიულად დადიოდა. მერე მობილურმა დაურეკა. გიჟივით ეცა იფიქრა იქნებ გიო ან ნინი მაინც იქნებოდა, მაგრამ ნიკა აღმოჩნდა.

-ანა როგორ ხარ? დღეს დარეკვა ვეღარ მოვახერხე.

-ცუდად ვარ, ძალიან ცუდად. გიოზე ძალიან ვღელავ. ყველაზე მეტად ახლა იმას განვიცდი, რომ როცა ყველაზე მეტად ჭირდება გვერდით დგომა მასთან არ ვარ. ის კი ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა და მეხმარებოდა. მას რომ რამე დაემართოს ვერ გადავიტან.

-ნუ ღელავ ცუდი არაფერი მოხდება.

-ღმერთმა დაიფაროს. გავგიჟდები.

-კაი დამელოდე. ცოტახანში შენთან მოვალ. - თქვა და ყურმილი გათიშა. ანა კი თავის დარდთან ისევ მარტო დარჩა. აბაზანაში შევიდა. დიდხანს ზლუქუნებდა შხაპის ქვეშ მდგომი. მერე ისევ ყავა დაისხა და პირთან უნდა მიეთანა კარზე ზარის ხმა მოესმა. მიხვდა ნიკა იქნებოდა. კარი გააღო და შემოიპატიჟა.

-ყავა გინდა?

-არა, ამის დრო არ არის. მოკლედ თვითმფრინავი სამ საათში აფრინდება. უნდა ვიჩქაროთ.

-ვერ გავიგე, რა თვითმფრინავი?

-თურქეთში მივფრინავთ. ხომ გინდოდა გიოს გვერდით ყოფილიყავი.

-არ მჯერა. -დაიყვირა ანამ, გახარებული ნიკასკენ გაიქცა და ჩაეხუტა. -რა მაგარი ბიჭი ხარ ნიკა.- ეუბნებოდა და მთელი ძალით ეხვეოდა მხრებზე.

-მეც მაგას არ გეუბნებოდი?- გაეღიმა კმაყოფილს და ხელები წელზე თვითონაც შემოხვია. - გიოს შენი ნახვა ძალიან გაუხარდება და ასე შენც დამშვიდდები.

-რა თქმა უნდა გაუხარდება.

-კარგი ყავის დალევის დრო აღარ გვრჩება. ფრენა ბათუმიდან არის და აუცილებლად უნდა მივუსწროთ.

ნიკამ მანქანა  გიჟივით გააქროლა ბათუმის მიმართულებით. აეროპორტში რომ მივიდნენ რეგისტრაცია უკვე სრულდებოდა. მგზავრთა რიგებს შეუერთდნენ და ჩასასხდომად  მოემზადნენ.

-მეშინია.

-რატო?

-თვითმფრინავით არასოდეს მიმგზავრია.

-ნუ გეშინია რამდენჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩემთან როცა ხარ ცუდი არაფერი მოხდება!

-რა სისულელეა ნიკა. თვითმფრინავი თუ ჩამოვარდება შენ გადამარჩენ?

-არ ჩამოვარდება. აი ნახავ.

ჩასხდომა დაიწყო. ტრაპზე ასვლისას ნიკამ ანას ხელი ჩასჭიდა და კიდევ ერთხელ სცადა მისი დამშვიდება. - გიმეორებ ცუდი არაფერი მოხდება. მერე მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ფრთხილად აკოცა. ანას ძალიან ეუხეშა ნიკას ასეთი საქციელი და ხელი გამოსტაცა.

-მაპატიე. უცებ ძალიან მომინდა ჩემი შენდამი სიყვარულის გამოხატვა და ინსტიქტურად მომივიდა.

-ნიკა ძალიან გთხოვ ასე არასოდეს მოიქცე.- ანას ხმაში ბრაზი ეტყობოდა.

-წეღან  ჩამეხუტე რატომ?!

-მე უბრალოდ…  ალბათ ამით ჩემი მადლიერება გამოვხატე.

-რა თქმა უნდა, ასეც ვიცოდი. მე კი ამით ჩემი სიყვარული გამოვხატე. როდესაც ადამიანს რაიმე ტიპის ემოცია მოაწვება, სურვილი უჩნდება რომ გადმოსცეს. ამაში ცუდი არაფერია. გინდა თქვა, რომ შენ ამის უფლება გაქვს მე კი არა?

-ხო არ ვიცი კაი დაივიწყე. ახლა მაგაზე ფიქრის თავი არ მაქვს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ მშვიდობით ჩავიდეთ დანიშნულების ადგილამდე.

-ნუ გეშინია. ნუ გეშინია აი ნახავ ფრენა როგორ მოგეწონება.

ჩასხდომა დასრულდა. თვითმფრინავი დაიძრა, სიჩქარეს უმატა და მალე ჰაერში აიწია. ანამ თვალები დახუჭა, ხელები სავარძლის სახელურებს მაგრად ჩასჭიდა. ერთ ხანს ასე სუნთქვა შეკრული და დაძაბული იჯდა, მერე ჩაისუნთქა და თუთქოს ოდნავ მოეშვა.

-თვალი არ გაახილო. - ჩასჩურჩულა ნიკამ.- როცა გეტყვი მაშინ  გაახილე.- ანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ისევ ტუჩების კვნეტა განაგრძო.- გაახილე და ფანჯრიდან გაიხედე.- უთხრა ისევ მოგვიანებით.

-ღმერთო ჩემო რა სილამაზეა. - გაოცება ვერ დამალა ანამ. ცაში ღრუბლები ქათქათა ბამბის ქულებივით ერთ დონეზე დალაგებულიყვნენ.

-როგორ შეიძლება ამ სილამაზის გეშინოდეს?- ჰკითხა ნიკამ

-ამ სილამაზეს ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი. გეგონება ღრუბლის ზღვაა და ჩვენ კი მის ტალღებზე გემით მივცურავთ.

მალე თვითმფრინავმა თავი ისევ დახარა და დაშვება დაიწყო. ანას ოდნავი რყევის დროსაც გული შიშით უსკდებოდა. როცა დაშვება წარმატებით დასრულდა  შვებით ამოისუნთქა. ეს კოშმარიც დასრულდაო გაიფიქრა. მგზავრებმა კი მხურვალე ტაში შემოჰკრეს.

*      *      *

-ეე მეჩვენება თუ მართლა შენ ხარ? - გაოცება ვერ დამალა გიომ, როცა პალატაში შესული ანა დაინახა.

-არ გეჩვენება ჩემო საყვარელო. - ანამ გიოსთან სწრაფად მიირბინა და ჩაეხუტა.

-აქ საიდან გაჩნდი? რა გიჟ ხარ!

-ძალიან მინდოდა შენი ნახვა, ძალიან.

-გინდოდა ცოცხალი გენახე?

-გიო რას ამბობ?! გაგიჟდი?! - ეწყინა ანას.

-კარგი ხო, ვიხუმრე.

-ძალიან გთხოვ ასე აღარ იხუმრო. ავად ხარ მერე რა? გამოჯანმრთელდები და ისევ ჩვენთან იქნები.

-კი როგორ არა.

-გიო!

-კარგი რა ანა პატარა ბავშვი ხო არა ვარ არა? რას მამშვიდებ!

-შენ სულ გაგიჟდი ხო?! რას ლაპარაკობ გესმის საერთოდ?!

-კიბო მაქვს გოგო, კიბო!

-გავიგე! მერე რა? არ გინახავს ადამიანები რომლებმაც კიბო დაამარცხეს?

-მე ყველაფრისთვის მზად ვარ და სიმართლე გითხრა დიდად საერთოდ არ ვდარდობ. უბრალოდ ყველაზე მეტად იცი რა მინდა? რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ამბავი და დიდხანს არ გაგრძელდეს. - თქვა და ნაღვლიანად ამოიოხრა. ანას ცრემლები მოერია. გიოს მიუახლოვდა და მოეხვია.

-რამდენჯერ მითქვამს რა სიცოცხლეა ეს სიცოცხლე თქო, მაგრამ არასდროს მიფიქრია მისი დათმობა. არასდროს ხელი ცხოვრებაზე არ ჩამიქნევია და შენ რა გჭირს? მერე რა თუ ბედმა ზოგჯერ ღალატი იცის არა უშავს, ეს კოშმარიც მალე დასრულდება. მერე კი ერთად დავსხდეთ და ბევრი ვიცინოთ.

-გიმეორებ ყველაფრისთვის მზად ვარ. გირჩევთ ამ აზრს თქვენც შეეგუოთ.

-არა, ამას არასოდეს შევეგუები! გონებაშიც არასოდეს გამივლია, რომ რამე ცუდი მოხდება. ასე არ უნდა ამბობდე. ამის უფლება არ გაქვს! შენ ხომ დამპირდი, რომ სულ ჩემთან იქნებოდი და არასოდეს მიმატოვებდი? ახლა რა ხდება? რა შეიცვალა?  გინდა უპატრონოდ დამტოვო?! მე შენ ისევ მჭირდები. უშენობას ვერ გადავიტან. -ანას ისევ ცრემლები მოერია  და გიოს მკერდზე დაიწყო დინება.

-მე თუ მოვკვდები ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიგატოვებ და შენზე აღარ ვიფიქრებ. მე მაინც დაგიცავ და სულ შენს გვერდით ვიქნები ანგელოზივით. როცა მოგენატრები ცას ახედე, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ვიქნები იცოდე და იქედან თვალს ჩაგიკრავ ხოლმე. - გაეღიმა ისევ ნაღვლიანად. -მერე ერთ ლამაზ ღამეს ციდან მოვწყდები და ყველაზე ლამაზ ოცნებას აგისრულებ.

-არა გიო, არა! ეს არასდროს არ მოხდება! ასე ნუ ამბობ და ტყუილად ნუ

მანერვიულებ. -გულამოსკვნილი ტიროდა გოგო.

პალატაში თეთრ ხალათიანი ქალი შემოვიდა და თურქულად რაღაც თქვა. ანამ ვერაფერი ვერ გაიგო მაგრამ მიხვდა, რომ პალატა უნდა დაეტოვებინა.

-გიო მე წავედი. ნიკა დაბლა მელოდება. იცოდე ქუთაისში მალე დაბრუნდი, ახალწელს ერთად უნდა შევხვდეთ.

-კი როგორ არა. - თქვა ორაზროვნად და ანას ნაღვლიანი თვალი გააყოლა.

*     *     *

გარიჟრაჟზე კარის ხმა შემოესმა ანას. იფიქრა მომეჩვენაო და თავი ისევ ბალიშზე დადო. კარის ხმა ისევ განმეორდა. წამოდგა ხალათი მოიხურა და კართან მივიდა. ისევ კარის ხმა. - ვინ არის? -იკითხა შეშინებულმა.

-მე ვარ გააღე! - მოესმა ზურას ხმა. -ანამ კარი გააღო. ზურა ოთახში დაუკითხავად შემოვიდა.

-გაგიჟდი?! ამ დილაადრიან აქ რა გინდა? ჯერ არც კი გათენებულა.

-მე არა, შენ გაგიჟდი! მე უარი მითხარი და იმ სირთან ერთად წახვედი არა?! ასე ჩემს გასაბრაზებლად თუ იქცევი მინდა გითხრა რომ გამოგივიდა. ახლა დაწყნარდი?!

-რა სისულელეს ამბობ?! ვერ გავიგე.

-თურქეთში გიოს სანახავად ვიყავი. იქედან ახლა ჩამოვედი. გიომ მითხრა რომ მის სანახავად ყოფილხართ.

-მერე შენ რა პრეტენზია გაქვს, მაგას ვერ ვხვდები?!

-ანა მიყვარხარ. გესმის მიყვარხარ და ვერ ვეგუები სხვასთან ერთად რო დადიხარ აქეთ იქეთ.

-შენ შეგიძლია სხვებთან ერთად იარო მე კი არა ასეა?!

-არა არ არის ასე! მე არავისთან ერთად არ დავდივარ რატომ არ გესმის?!

-ზურა მე თავი დამანებე და შენს ცხოვრებას მიხედე კარგი?!

-შენ ხარ ჩემი ცხოვრება, შენ და ვერ ვიჯერებ ნუთუ ამ უაზრობის გამო უნდა დაანგრიო ყველაფერი?!

-რა ყველაფერი ზურა, რა გვქონდა დასანგრევი? რაც არ ყოფილა რა უნდა დაინგრეს ამიხსენი?!

-იყო, იყო და ახლაც არის! მე შენ მიყვარხარ, შენ კი მე! რატო ართულებ ასე ყველაფერს?

-ეგოისტი მესაკუთრე ხარ! მე კი ვინ ვარ შენთვის? არავინ! მე დამიკიდე და თიკას გაუსწორე, ვერც კი მიხვდი, რომ ასე ჩემს ჯიბრზე მოიქცა.

-ანა, ძალიან გთხოვ დავიკიდოთ  ყველა და  ყველაფერი.

-არა! არაფრის დაკიდებას არ ვაპირებ და ეს თემა ახლა და აქ დაიხურება.

-არა ამას არ იზამ! ასე ვერც მე მომექცევი და ვერც საკუთარ თავს.

-ძალიან ცდები! ვერც კი წარმოიდგენ რა სადისტი ვარ! თავი დამანებე და აქედან წადი! ვერ გიტან. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად შენ მეზიზღები! დანახვის დღიდან მეზიზღები და  შენი დანახვა ახლაც არ მინდა.

ზურას მეტი არაფერი უთქვამს. უსიტყვოდ თავ დახრილი გამოვიდა სახლიდან და კარი ძლიერად მიიჯახუნა.

სააგენტოში მისულ ანას ზურა არ დახვდა. მთელი დღე ეძებდა თვალებით მაგრამ ვერა და ვერ დაინახა. გული თითქოს რაღაც ცუდის მოლოდინში უცნაურად უცემდა. ანას ტელეფონმა დაიწკრიალა, დახედა, ზურას  სმს  იყო- შენ მე წარსულში დაბრუნება მაიძულე

-ეს რას უნდა ნიშნავდეს? - გაიფიქრა და საგრიმიოროში შევარდა- სარა არ იცი ზურა სად არის?- ჰკითხა დამფრთხალმა.

-დილით ადრიანად მოვიდა. რაღაც პატარა საქმე ჰქონდა. დაგვიბარა სახლში მივდივარ უნდა დავისვენო და არ შემაწუხოთო. -ანას მეტი არაფერი გაუგია გარეთ გამოვარდა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უთხრა. მალე მანქანა ზურას სახლის წინ გაჩერდა. ანას ამ სახლის დანახვისას თვალწინ წარსულის ლანდებმა გაუელვა. უძნელდებოდა მაგრამ კარის შეღება მაინც მოახერხა. დამფრთხალმა თვალი ირგვლივ მოავლო, ზურა კი ვერსად დაინახა ვერც დაძახება გაბედა. წინ წაიწია და მისაღებში შევიდა. თუმცა კარგი იქნებოდა არ შესულიყო და ზურა ასეთ მდგომარეობაში არ ენახა. ადგილზე გაქვავდა გოგო. ზურა დივანზე მოწყვეტით იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებული საზურგეს მიყრდნობოდა. დივანთან პატარა მაგიდაზე კი რაღაც ანასთვის გაურკვეველი თეთრი ფხვნილი ეყარა.

სმს - შენ მე წარსულში დაბრუნება მაიძულე ამოუტივტივდა გონებაში. მუხლები მოეკვეთა და მოწყვეტით დაეშვა იატაკზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა