თუ გაიხსენებ (II ნაწილი)
თუ გაიხსენებ (II ნაწილი)
თუ გაიხსენებ (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.


პატარა ამბები სიყვარულზე

ყველა სოფელს თავიანთი პატარა ლეგენდები ასაზრდოვებდნენ სირინოზებზე, რომლებიც ტკბილი სიმღერით იზიდავდნენ კაცებს და მაშინ, როცა მოჯადოებულნი, თევზებივით წამოეგებოდნენ ჭიან ანკესებს, მშვენიერი ქალთევზები ურიცხვ ნადიმს მართავდნენ მათი ხორცისას. ან ნადირობის ქალღრმერთები, თვალუწვდენელი სილამაზით მონუსხულ მონადირეებს აცდნუნებდნენ, რათა მათ მჩქეფარე სისხლს ვენები ვეღარ დაეტია და ნაკადულივით გადმოღვრილიყო გარეთ.
გაშლილ მდელოზე, კოცონის გარშემო მოცეკვავე ჭინკებზე რომ არაფერი ვთქვათ.
დარქჰილში კი საფლავებიდან ამოვარდნილი სიკვდილის სიო მრავალჯერ დაიძახებდა ავსული ებონის სახელს. ეს სახელი ობოლი ბავშვების აკლდამებს დაარტყავდა ხოლმე ხუთ წრეს და მერე ღრიალით ასკდებოდა დამწვარ ლელიანის კოშკს.
მზის ჩასვენებისას, დორიანი უღრან ტყეში მიდიოდა, სადაც სისხამ დილითაც ვერ ახწევდნენ სინათლის სხივები და ყოველი ფოთოლი უსულო აჩრდილს დამსგავსებოდა. ხეებს შორის შეჩერდებოდა ხოლმე კაცი. ზუსტად არასდროს იცოდა, სად მოეძებნა განდეგილი მეგობრის კვალი, თუმცა გამხმარი ტოტების უსუსური რხევა და შორეული დარქჰილის სასაფლაოებიდან გამორიყული სიცივე, მუდამ უყვებოდა პატარა, საშინელ ზღაპარს ქალღმერთ ებონზე. დაცემული ღვთაების ლეგენდა ბავშვების დასაფრთხობ ამბავს დამსგავსებოდა. უფროსები კი სულ სხვდასხვა ინტერპრეტაციით ასხამდნენ ფრთებს. ამბობდნენ, ოდესღაც ერთი მშვენიერი ქალღმერთი ცხოვრობდაო, მაგრამ ერთხელ, შურმა შეიპყრო ეს ქალღმერთი და როგორც შურს სჩვევია, დაალპო მისი უკვდავი სული. სულის ლპობამ კი მარადიულ სილამაზეს დაუპირა შეჭმა და ისე დაიმანჭა მშვენიერი ქალი, როგორც სხვების ჭირით გახარებულ ადამიანებს ასახიჩრებს დრო.
ოდნავ შეირხეოდნენ ხოლმე ხეები მწუხრის ჟამს და ისეთი შემზარავი, გახევებული ქალი გამოჩნდებოდა მათ შორის, ადამიანი უეჭველად სულს გააფრთხობდა მისი დანახვისას. ნახევრად ხეს, ნახევრად სულიერსა და უსულოს შორის გაჩხერილ არსებას დამსგავსებოდა ებონი. დორიანი უცხქერდა დიდხანს, სანამ დაჭიანებულ ენას ძლივსძლივობით ამოიდგამდა. დროის დინება ჩუმი კვნესასავით დამჩნეოდა მოხრილ, ნაავდრალ ტოტებზე ებონს და ზოგჯერ, ისე არწევდა ქარი, თითქოს წელში უპირებს გადატეხვასო. ძლივსძლივობით აღებდა ებონი პირს და აღმოხდებოდა სკტბილი სიმღერა, რომელიც მთხრობელი იყო ყველაზე მწარე ისტორიის, დედამიწის ზურგზე.

- ერთხელ, მოულოდნელად შევიზიზღე და ამ ზიზღისგან თავბრუდახვეულმა, ისეთ ავ ზრახვებს მივყავი ხელი, ჯოჯოხეთის მმართველებსაც გაანცვიფრებდათ ჩემი ცქერა - დაიწყებდა ხოლმე თხრობას. დორიანმა მშვენივრად იცოდა ეს ისტორია, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა სიმღერას დააპირებდა ქალი, ისე უსმენდა, როგორც პირველი მოყოლის ჟამს.
გული შესტკიოდა დორიანს, რადგან ხე წვიმისგანაც მიტოვებული იყო და არც ძველებური სილამაზე შერჩენოდა.

- იქნებ არაა ყველაფერი დაკარგული ებონ? - გააწყვეტინა დორიანმა. ნაქალღმერთალი შეკრთა. მე ჩემი გაჭირვება მეყოფა, ეს კი სიმღერას მაწყვეტინებსო, გაბრაზდა და ზრუგით შეტრიალდა კაცისგან.

- გასაფხული დადგა უკვე, თუმცა მის სურნელს ჯერ ჩემამდე არ მოუხწევია. რისი იმედი უნდა მქონდეს ვარსკვლავთა ბატონო? - იკითხა ჩურჩულით.

- ერთხელ მაინც დამენახე ნორმალურად. მეშინია, რომ სულ მთლად გადაგვარდი - ამოიოხრა დორიანმა.
ებონს გაეცინა.
კაცს არასოდეს უყურებდა თვალებში. ალბათ, წარსულის გახსენება სტკივა ან ისევ ნაწყენია ჩემზეო, ფიქრობდა დორიანი. სინამდვილეში კი გლოვას უმალავდა ებონი, ერიდებოდა რაღაცნაირად და თან ზედმეტი სადარდებელიც არ უნდოდა მიეცა ძველი მეგობრისთვის. ეტყობა, უფრთხილდებოდა.  მართლა ცუდადაა ჩვენი საქმე, რახან ესეც ატირდაო - აფორიაქდებოდა კაცი და მერე რაღაც ისეთ გეგმას შეაკოწიწებდა, რომ უარეს შარში გაეხვეოდნენ. არადა, ამაზე მეტი შარი რაღა გინდა? ერთ დროს, დედამიწას აზანზარებდა თავისი სილამაზით, ახლა კი ყვავებსაც უმალავდა დაფლეთილ სახეს.

- ისეთი კოშმარი თუ გინახავს, ღამეს რომ შეატოვებ ნახევარ სიცოცხლეს და გაღვიძებისას, მყისიერ გაიქცევი ეკლესიაში სალოცავად? - ჰკითხა ებონმა.

- არ მინახავს.

- მაშინ სჯობს არასოდეს დამინახო დღის სინათლეზე. - ერთი ამოიგმინა და ისევ შებრუნდა კაცისკენ. გაბრაზებას აზრი არ ჰქონდა, დორიანი მაინც ერთადერთი იყო, რომელსაც არასოდეს მიუტოვებია გასაჭირში. სხვა ყველა მეგობარი პატარა ჭიანჭველებს დაემსგავსნენ და მიწაში ჩაძვრნენ, სიცივეს დაემალნენ უმალვე.

- რაღაც მინდოდა მეთქვა შენთვის - ისე შეაპარა კაცმა, გეგონება სიყვარულში უტყდებაო. ებონი ცოტათი შეშფოთდა. აქამდე, მარტო თვითონ მღეროდა ხოლმე, დორიანი კი უსიტყვოდ მისჩერებოდა და იქამდე უსმენდა, სანამ თავისივე ამბავი არ ამოუვიდოდა ქალს ყელში.

- რა მოხდა?

- თოვლი დადნა ებონ - ჩაიჩურჩულა კაცმა.
რაებს მელაპარაკება? რაღა დროს თოვლიაო, გაიფიქრა ხემს და მერე მყის მიხვდა, რომ აქ სხვაგვარი თივლი იგულისხმებოდა. როგორც ჩანს, მართლა სიყვარულში გამოტყდომას ცდილობდა კაცი, ოღონდ სხვის სიყვარულში.

- ჭკუა სულ დაკარგე? რაებს ბოდავ? ამას წინათ, ერთ სუსხიან ღამეს, როცა ბურუსში შეკეტილმა, მოულოდნელად ათასი ვარსკვლავთცვენა ვიხილე, მეგონა თვალები მატყუებდნენ. აი თურმე რაში ყოფილა საქმე. შეყვარებული ხარ, ამიტომაც ფორიქაობენ ვარსკვლავები ჩვეულებრივზე მეტად.

- მეც ახლა მივხვდი, როგორი საშიში შეიძლება ყოფილიყო სიყვარული. ყველა ბრძოლამ ხიბლი დაკარგა ებონ, როცა მოულოდნელად, თვალუწვდენელ ჰორიზონტზე გამოანათა მზემ და თოვლი დაადნო. თავიდან, მის მოშორებას ვცდილობდი. ხომ იცი, მთელი ცხოვრებაა, სინათლეს გავურბივარ, მაგრამ ეს სხვანაირი სინათლე ჩანს. მუდამ ახლიდან მბადებს მისი დანახვა და ნამდვილი მზესავით შორი ან გახუნებული კი არ არის, ისეთ სიტკბოებას ასხოვებს, ედემის ბაღსაც სანატრელი გაუხდება.

- პირველად რომ შემიყვარდა, ამ სიყვარულმა გამიმრუდა ცხოვრების გზები. ზიზღი ვისწავლე უცაბედად. მან რომ სხვა სურნელით ტკბობა არჩია, მაშინ კი არ დამინაწევრეს გული სიძულვილის პატარა ნატეხებმა, სხვისი ტრფიალით მშვენიერი ნაყოფი როცა გამოისხა, იმ წამის შემდეგ გამომფიტა შურმა და სადღაც, ცის მიღმა, ოქროსფერი კალმით დამიწერეს მსჯავრი, რომელსაც ვერ ავუარე გვერდი. ან არც მინდოდა გვერდის ავლა. - ღიღინით წარმოთქვა ქალმა.

- ყოველი შეხვედრისას, თავიდან ჰყვები შენს ამბავს ებონ, თუმცა ბოლომდე არასდროს მიმხელ, იმის ვინაობას, სამუდამო სიძულვილის ცეცხლი ვინც დაგინთო სულში. ვის გამო აავსე დარქჰილის ქუჩის გუბეები ობოლი ბავშვების სისხლით?

- მათი ტირილი... ყოველ წამს ჩამესმის პატარა ბავშვების განწირული ტირილი, თავის მფარველს რომ უხმობენ დასახმარებლად. ამიტომ ვმღერი, ეგება სიმღერამ გადაფაროს მათი შემზარავი ხმა. დადგება ჟამი, იმ ბავშვების პატრონი ამ პირქუშ ხეებში შემოაბიჯებს და პასუხს მომთხოვს. მაშინ იხილავ ჩემს განკითხვას. ვინ იცის, ეგებ დახმარებაც მოგინდეს ჩემი, მაგრამ თავს ნუ შეიწუხებ, დაე ბოლომდე განმიკითხონ ყველა ცოდვისთვის...

- რატომ მოკვდები? იქნებ ვიცოცხლოთ ებონ? იქნებ, ჩვენიდან გამონთავისუფლებული სისასტიკე შებინდებასთან ერთად დადუმდეს ან ვიღაც ისეთი გამოჩნდეს, ვინც წარსულის ცოდვებს შეგვიკოწიწებს, მოეფერება და ისეთს შეიყვარებს, როგორიც არის - შეულამაზებელსა და სიმართლესავით მტკივნეულს.

- მაშ, შენ უკვე ჩაგსახვია იმედი... ეტყობა, მართლა გეწვია სიყვარული მშვენიერო ვარსკვლავების მბრძანებელი...თუ ვინმე შეგიყვარდა და ბრძოლა დათმე, ამ უიმედო წყვდიადშიც მიმატოვებ და ვშიშობ, სიცოცხლისთვის სამყოფი სუნთქვა აღარ შემრჩება. კი მოვკვდებოდი, მაგრამ როგორ მოვკვდე? რეცეპტი დამიწერა ვიღაცამ სამუდამო გარდაცვალების, მერე დაკუჭა და შეჭამა. სასაცილოა, როგორ ვნანობ ყველაფერს. როცა ხევდები და ნესტიც არ ეკარება შენს ფესვებს, სინანულის გარდა, არაფერი დაგრჩენია. არადა, ეს სინანულიც ისეთივე ყალბია, როგორი ყალბიც, გამოვლილი ომები აღმოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ შემრჩენოდა მშვენიერების კვალი.

- დადგება დრო და ისევ გავიბრძოლებ ებონ. ცაზე ამაყად შემომჯდარ მზეს სულ კინწისკვირთ ჩამოვგლეჯ . ქარბუქის ქროლვით შენს ფეხებთან დავცემ მუხლებზე და ფრთებს დავატეხ ყველას, ვისმა წყევლამაც უნაყოფო ტკივილის ხედ გაქცია.
ებონს გაეცინა...
თან არ უნდოდა, შეცდომებში დამსგავსებოდა მეგობარი. ზოგჯერ მართლა უფრთხილდებოდა დორიანს. შიშობდა, რამე სისულელე არ გაიმეოროსო. ოდესმე, ერთხელ მაინც ხომ უნდა გაფრთხილებოდა ვინმეს? ბედთან ისეთი სასტიკი ჭიდილი ჰქონდა წაგებული, რომ სხვაზე ფიქრით თუ შეიმსუბუქებდა დაწყევლილ განაჩენს, თორემ საკუთარ თავზე რაც იზრუნა, აგერ ჰქონდა მაგისი საფასური - მიწაზე განთხმული ნეშომპალაც კი უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს, ვიდრე თავად ხე.

- გამარჯვების იმედზე უფრო მტკივნეული, არაფერია დორიან, მაგრამ თან ბედნიერებაც მოაქვს მაგ იმედს იქამდე, სანამ საბოლოოდ გაცამტვერდება. განა ზიზღს ან განა მტრობას შევეწირე? ვერც ვერავის სხვას გადავაბრალებ ჩემს გაჭირვებას. მე სურვილებმა მომიღეს ბოლო. ბავშვების მფარველს ბუდეებიდან რომ ჩამოვუსხი ყველა ბარტყი, მაგას როგორღა გამოასწორებ? ათასი გამარჯვებაც ვერ დაადუმებს უსასრულობიდან გადმონაშთ ტირილს. კი გაიმარჯვებ შენ ოდესმე, მაგრამ სიყვარულის ტკივილმა რომ ჩამადენინა, იმ ცოდვებს ხომ ვერ მომაშორებ მაინც. 
მე ისედაც აღარ ვჩივი. ეგება, შენ მაინც გაგიმართლოს. ეგება მადლობა ვუთხრა ღმერთსაც, რომ დაგიდნა ეგ ყინული? - წარმოთქვა ხემ და მაშინვე იწყეს მისი დახვრა პატარა მატლებმა და მოეჩვენა რომ კოდალაც კი საწამებლად უბრახუნებდა სქელ ქერქზე ნისკარტს - ეშმაკმა დალახვროს! ისევ მტკივა მისი სახელის წარმოთქმა. გეგონება, ერთ დროს, მეთვითონ არ ვიყავი ღმერთი. როგორც ჩანს, ისევ ძველებურად გაბრაზებულია, რაკი სიკვდილის ხროვასავით დამიარა ტანში ტკივილმა. სანამ ბრაზობს, იქამდე ახსოვხარ მაგ ოხერს და სანამ ახსოვხარ, ესეიგი ჯერ კიდევ გული შესტკივა შენზე... გაიგე? - დაუღრიალა ხემ ზეცას და ეცადა, თავი მაღლა აეწია, რათა მზის მცირედ ნაწილს მოხვედროდა თვალში.
ვერაფერი იხილა ბურუსის გარდა, თუმცა მაინც არხეინად უთხრა სათქმელი ზეცას - მე შენი საიდუმლო ვიცი ნაგვემო და მოთენთილო მზის ღმერთო. შენ ჯერ კიდევ ფიქრობ ჩემზე!
დორიანს გაეცინა.
ერთი სიტყვით, როცა ხე ხარ და ნესტიც არ ეკარება შენს ფესვებს, სინანულის გარდა, არაფერი დაგრჩენია. არადა, ეს სინანულიც ისეთივე ყალბია, როგორი ყალბიც, გამოვლილი ომები აღმოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ შერჩენოდა მშვენიერების კვალი ებონს. დორიანი ყოველ დღე უსმენდა მის სიმღერას და უკვირდა, როგორი დაუნდობელი იყო დროის სვლა. არავის ახსოვხარ იქამდე, სანამ ბოროტება არ შეგჭამს არსებობას. სიკეთის ჩამდენს ბედნიერება მოაქვს ხოლო სისასტიკის ავტორები სამუდამოდ ტოვებენ თავიანთ სახელს, როგორც ებონმა დატოვა ერთ დროს.  ვიღას ახსოვდა, სიკეთის, მშვენიერების თუ სიბრძნის ღმერთი იყო მანამდე? ნებისმიერი დარქჰილელი, ერთი ამოსუნთქვით მოჰყვებოდა ამბავს შურის ქალღმერთზე, მაგრამ აზრადაც ვერ გაიელვებდა, რომ ქალების მფარველი იყო მანამდე.
უკანა გზაზე კაცი ფიქრობდა, რომ ებონის ბრალი იყო ყველაფერი, რაც შეემთხვა და რადაც იქცა. აბა რა იქნება? ერთხელ რომ დაგწყევლიან, და ეს წყევლა ისე შეგაშფოთებს, რომ ურიცხვი ბუმბულით გაწყობილი ფრთები სულ თავისით დაგეკორტნება,  მაშინ საკუთარ თავს უნდა დააბრალო ყველაფერი. წყევლა მხოლოდ მაშინაა საშიში, როცა სულელივით ირწმუნებ მის არსებობას. თან ისე ირწმუნებ, გახევდებიო, მოგაძახებენ და მართლა ხედ იქცევი ცოტახანში. აი, დორიანისთვის რომ გეკითხა, ეგეთი რამე არ არსებობდა. ის მადლიერი იყო, რომ სულ სხვა მზემ გამოანათა ცის კაბადონზე და სულ სხვა თოვლმა იწყო დნობა. ის მზე კი არა, ძლივს ძლივობით რომ ამოზიდავს დილაობთ თავის სხივებს და ნაძალადევად გამოჰყოფს თავს ღრუბლებიდან, გეგონება არაფრის სურვილი არ აქვს, მოვალეობის მოხდა უნდაო. არა! დორიანმა სხვაგვარი მნათობი იხილა. ერთხელ, ვანესა მიაკითხა სკოლაში და ახალი დილექტორის სახეს შეეჩეხა, მაშინ ირწმუნა ჭეშმარიტების. მანამდე, თავისი თავის რწმენაც დაჰქვეითებოდა და სხვა ღმერთებს ხომ საერთოდ აღარაფრად აგდებდა. აი, ელიზაბედ ჯეინის თვალები იყო თუ იყო მზეცა და სინათლეც. გულში გამეფებულმა ყინულმა იმ წამსვე იწყო დნობა. განცდებმაც ისეთი სიმძიმე შეიძინებს, ეგონა, იმ წამსვე იფეთქებდნენ და გარეთ გადმოიღვრებოდნენ, მუხლებში ჩაუვარდებოდნენ ახალგაზრდა ქალს.
უწინ, ერთმა განრისხებულმა სიყვარულის ქალღმერთმა ბრძოლაში დამარცხებულად სცნო და განიძრახა, ებონის მსგავსაც დაედო მისთვის წყევლის სისხლიანი ბორკილები: „გავა დრო და გეწვევა გრძნობა, რომელიც გაიძულებს დათმო შენი დაუცხრომელი სწრაფვა დიდებისკენ,. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩება მხოლოდ ძალაუფლება, სიყვარული კი სამუდამოდ მიგატოვებს“ - მეხის დაცემას ჰგავდა მაშინ ეს სიტყვები და ისე გამოებნენ ბედისწერის სადავეებს, გეგონება რამე ფასი ჰქონოდათ.
დორიანს არც მაშინ სწამდა სიტყვების ძალის და არც ახლა იჯერებდა, როცა ნამდვილად ჩაუვარდა გულში მოკვდავი. პირიქით, ფიქრობდა რომ ელიზაბედ ჯეინის მონადირებას თუ შეძლებდა,  ძველებურ ძალაუფლებასაც დაიბრუნებდა. რაღაცნაირად, ერთმანეთს კი არ უშლიდნენ ხელს მიწიერი სიყვარული და დიდების ძველებური სურვილი, არამედ ერთმანეთზე უცნაურად გადაჯაჭვულიყვნენ. გეგონებოდა, სწორედ ეს იყო მიზეზი მრავალწლიანი ლოდინისა და მალვის - თუ მოიპოვბდა საყვარელი ქალის საპასუხო სიყვარულს, დაკარგულ დიდებასაც დაიბრუნებდა.

 

 

 


*                  *                   *

 

 

 

გათენდა. ყოველი ახალი დღე კიდევ ერთხელ აღადგენდა ხოლმე ფერფლიდან ჩამწვარ იმედებს და ვანესაც სულმოუთქმელად მიიჩქაროდა სკოლისკენ. გზაში, ზოგჯერ ლუკი ხვდებოდა. ლუკი აქამდე მუდამ უყვებოდა პატარა, საინტერესო ისტორიებს თავის მეზობლებსა და ნათესავებზე. მაგალითად, როგორ მოულოდნელად დაორსულდა დეიდამისი 12 წლიანი ლოდინის შემდეგ და როგორ ემადლიერებოდა ღმერთს მთელი ოჯახი. ეს ბოლო პერიოდი კი ლუკი თავის საინტერესო ამბებიანად გაფერმკრთალებულიყო და კრინტსაც არ ძრავდა. არადა, ვანესას უყვარდა  ბიჭის ადამიანური სილაღით დამთბარი ისტორიები. აინტერესებდა, ნეტავ როგორი ვიქნებოდი, მეც მოკვდავად რომ დავბადებულიყავიო. ნეტავ, დაკემსილი კაბით, მშიერი ივლიდა თუ ადამიანობის ჟამსაც დორიანი ეყოლებოდა ცხოვრების შემამსუბუქებლად? იქნებ, სხვაგვარად გახარებოდა ლუკის დეიდის ამბავი და როგორც  მოზარდებს სჩვევიათ, ისე დაბრაწვოდა ლოყები ღიმილისგან.
ვანესას ბევრი რამ აინტერესებდა, ბევრი რამ აშინებდა, მაგრამ ყველაზე უფრო, ლუკის სასიამოვნო ბაასი აიმედებდა ხოლმე. ახლა კი ოცნებებში მოხეტიალეს დამსგავსებოდა ახალგაზრდა ყმაწვილი და მთვრალი კაცივით, ფიქრები ხან ერთ მხარეს შეაბანცალებდა, ხან მეორე მხარეს.

- რა დაგემართა? - ჰკითხა ვანესამ მოულოდნელად. ბიჭი უარესად გადაფითრდა. როგორი ადვილი იყო პატარა ბავშვის სახიდან ამოგეკითხა მისი ტკივილი. თვალები პირველ სიყვარულზე დარდისგან, მოსწამვლოდა და ღიმილიც კი ნირშეცვლილი მოუჩანდა.

- რა უნდა დამმართნოდა? - შეიცხადა მან.

- თითქოს, არ იცი, რაზე გელაპარაკები. მე მაინც რას მიმალავ? ოდესმე გინახავს, რომ მეგობარ გოგონებში მეჭორიკნოს ვინმეზე?

- არ მინახავს.

- აბა, რატომ არ გინდა, გული გადამიშალო?

- მეშინია, რომ რასაც ვიტყვი, ჩემთვისაც კი სასაცილოდ გაიჟღერებს. მეშინია, რომ გარშემო ყველა ავი თვალით შემომედავს და სურვილებს აუსრულებლად ჩამიკლავენ.

- თვალის ცემა სულელური მითია. ვისაც მაგისი სწამს და ეშინია, მარტო იმათ ეცემათ ხოლმე ავი თვალი.

- რას გადამეკიდე? ვითომ არ იცი, რატომ დავკარგე მოსვენება.

- მის დარქი შეგიყვარდა? - ჰკითხა ვანესამ. თავს იკავებდა, რომ არ ახითხითებულიყო. ლუკს მეტი კი არაფერი უნდოდა გულდასათუთქად.

- აბა რა კითხვაა? ვის არ შეუყვარდებოდა?

- ეგეც მართალია. აღარავინ დარჩა ეგეთი...
ვანესას დორიანი გაახსენდა. უსიტყვო და მდუმარე კაცი იყო, მაგამ ამ მდუმარებიდან რომ გალიაში გამოკეტილი, წამებული მცეხის  ყმუილი შემოესმა ერთხელ, მაშინ მიხვდა, მამამისის თავს რაღაც უცნაური ხდებოდა.
ლუკი 16 წლის ბავშვი იყო, დორიანი კი შუახნის კაცი და მაინც როგორი ერთნაირი ელფერი დაჰკრავდა მათ სიყვარულს. ერთ ქალს რომ ეტრფოდნენ იმიტომ კი არა. უბრალოდ, ისეთი თავდავიწყებით გადაშვებულიყვნენ გრძნობებში,  ქალის ერთი მზერაც საკმარისი იყო მათი ნაცარტუტად ქცევისთვის.

- როგორ ფიქრობ, დღეს რამეს წაგვიკითხავს? - ჰკითხა ლუკმა.

- რა ვიცი აბა. თუ ვერ ნახე, გული არ გაიტეხო. საღამოს ჩვენს წვეულებაზე აპირებს მოსვლას. მამაჩემს დავაპატიჟებინე.

- მაგარი კაცია მამაშენი - ტაში შემოჰკრა ბიჭმა.

- ძალიანაც ნუ შეგიყვარდება. შენ კი არ გიმართავს ხელს - თავისთვის დაპატიჟაო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ ენას კბილი დააჭირა. ახლა არ იყო სასიყვარულო სამკუთხედების დრო. თან ამ სამკუთხედში, ერთი ზედმეტად პატარა იყო, მეორე ზედმეტად დიდი, მთავარი კუთხე კი ზედაც არ უყურებდა რომელიმეს.

- ლუკ, ხვდები, რომ მას ვერ შეუყვარდები? ეს ავადმყოფობა იქნება. არასრულწოვანი ხარ და პედოფილიის მუხლით გაასამართლებენ საბრალო მის დარქს.

- ერთად გავიქცევით ქალაქიდან.

- გაიქცევით, აბა რაა.

- მაინც დამცინი ხო?

- არ დაგცინი. ვცდილობ, გონზე მოგიყვანო, რადგან შეყვარებული კაცის საუბარი ხშირად ფანტასტიკურ ბოდვას ემსგავსება და შენც იგივე გემუქრება, ვშიშობ.

- ჰო და მაცალე ეს ბოდვა. ჩემს წარმოსახვაში მაინც ვიქნები ბედნიერი. შენზე უკეთ ვხვდები, რომ შანსი არა მაქვს. უბრალოდ, ზოგჯერ კარგია ილუზიებში გადავარდნა და ყველაზე ტკბილ ოცნებასთან შეხება.

- ზედმეტადაც ნუ შეეხები. ხელის ფათურში ჩაგეთვლება და ერთს მაგრად შემოგილაწუნებს.

- ისევ დამცინი? - არ ესიამოვნა ლუკს.

- უბრალო ხუმრობაა. უწყინარი.

- იხუმრე რამდენიც გინდა. ერთ ყურში შევუშვებ, მეორედან გამოვუშვებ.
კლასში შევიდნენ. ვანესამ თავისი უცვლელი ადგილი დაიკავა სოფის გვერდით. ახლა თავადაც ბედნიერი იყო. ლუკისგან განსხვავებით, უსაზღვრო უცხოობა კი არ სტანჯავდა საყვარელი ადამიანის, შეეძლო, მერხის ქვეშ ხელი ხელზე დაედო სოფისთვის და ასე გაუნძრევლად მსხდარიყვნენ, სანამ ყველა გაკვეთილი არ დასრულდებოდა.
სოფის საპნის სასიამოვნო სურნელი ასდიოდა მუდამ. უფრო ახლოს რომ მიაცურებდა ხოლმე თავს და როგორმე ცხვირს ყელთან მიუტანდა, მაშინ გოგონას კანის მსუბუქ არომატსაც ცხადად შეიგრძნობდა და ყოველ ჯერზე, ახლიდან ცოცხლდებოდა თითქოს.
„შეულახავი“- მხოლოდ ერთი სიტყვით რომ დაევალებინა ვინმეს ვანესასთვის სოფის აღწერა, მარტო ამას იტყოდა.
ნეტავ, საერთოდ არ მეცხოვრა აქამდეო, ფიქრობდა ხოლმე ვანესა. სხვებისგან განსხვავებით, ის არც დაკარგულ ძალაუფლებას მისტიროდა და არც დაუძლურებას სჯავრობდა. პირიქით, ძალიანაც კმაყოფილი იყო თავისი ბედის, რადგან მისთვის მხოლოდ ახლა გაცხადებულიყო ყველაზე ამაღლებული შეგრძნებები. გარშემო კი ყველანი დაბრმავებულებს ჰგავდნენ და ძალიან ხელსაყრელადაც მიაჩნდათ მათი სიბრმავე.

- გუშინდელმა დღემ როგორ ჩაიარა? - ჰკითხა სოფიმ.

- ვერ გნახე. ამიტომაც, მეზიზღება უქმეები.

- მშობლებს რომ არ გავეყვანე ქალაქიდან, უთუოდ გამოვიპარებოდი, როგორც გვჩვევია.
შუაღამით, როცა მხოლოდ სართხეს არ ეძინა, გოგონები ფანჯრებიდან ძვრებოდნენ და სკოლაში მიდიოდნენ. მითენთილი დარაჯი ვერასოდეს იგებდა მათ შეპარვას. მაშინაც ჩვეულად სხდებოდნენ გვერდიგვერდ და ისე ეალერსებოდნენ ერთმანეთის მტევნებს.
ღამით, ძალიან მცირე ხანს ეძინათ.
მთელ დღეს სკოლაში ატარებდნენ.
მერე რა, რომ უძილობისგან თვალის უპეები გალურჯებოდათ და გაბრუებულები, ზომბებს დამსგავსებოდნენ? უღირდათ ალბათ. აი, რითი განსხვავდებოდა ვანესა სხვა დანარჩენისგან. ის ბედნიერი იყო. უბრძოლველად ბედნიერი და ალბათ უთუოდ ყველა იეჭვიანებდა, ვინც მათ სიყვარულს ჩასწვდებოდა ფსკერამდე. ამიტომაც იმალებოდნენ დღეცა და ღამმეც. სურდათ, თავიანთი მშვენიერი საიდუმლო იქ შეენახათ, სადაც სამუდამო საცხოვრებელი დაედო ორივეს - ერთმანეთის გულებში.

 

 

 

 

*                           *                       *

 

 

 

გაკვთილების ბოლოს ელიზაბედ ჯეინმა შემოაღო კარი. ყოველ დღე ვერ ხედავდნენ ბავშვები, ზოგჯერ ორ დღეში ერთხელაც არ ხვდებოდათ თვალში ყელამდე საქმის გადამკიდე. ისეთ სინათლეს დამსგავსებოდა ელიზაბედ ჯეინი, ჯერ კიდევ შორიდან იგრძნობდი მის მოახლოებას.
რაღაც განსხვავებულს ვანესააც ამჩნევდა მასში. შორეულ ნაცნობს ჰგავდა. ღრმა ბავშვობაში რომ ჰქონდა ერთელ თვალი მოკრული და ახლა ვეღარაფრით იხსენებდა, სად შეჰხვედროდა. მხოლოდ ვანესა კი არა, სხვა დანარჩენებიც ასე ფიქრობდნენ. დეჟავიუსავით იყო ახალგაზრდა ქალი. თან რაღაც აუხსნელი ტკივილი ჩარჩენოდა გულში და ყოველი მოძრაობით, თავის წუხილში უტყდებოდა სხვებს. ვანესა და დორიანი საკუთარი სახლიდან გამოდევნილ ლტოლვილებს დამსგავსებოდნენ და მიზეზიც აშკარად იყო, მაგრამ მის დარქი ნეტავ რას განიცდიდა ასე ჩუმად და უთქმელად?  ნეტავ, ღრუბლებში აფრენილი, ეგეც ვინმეს ჩამოეგდო მიწაზე თუ პირიქით, მიწიდან აეშვათ ძალით მაღლა?
ქალი სკამზე ჩამოჯდა და წიგნი გადაშალა ლელიანის ლეგენდებზე. ვანესას მოსწონდა ელიზაბედ ჯეინის ხმა. როგორ კი გახსნიდა ბაგეებს, ყველაზე ცელქი და ონავარი ბავშვებიც ისუსებოდნენ. შეეძლოთ, დღის ბოლომდე ესმინათ ახალგაზრდა დირექტორისთვის. ვანესასაც სიამოვნებდა, მაგრამ მაგ დაწყევლილ ამბებს ვერ იტანდა დარქჰილის ლეგენდებზე. ერჩივნა, ფიფქიას ზღაპარი მოეთხრო ვინმეს, ვიდრე კოშმარში გაცოცხლებული ამბები ცხადში გადმოსულიყვნენ და ცოცხლად შეჭმა დაეპირებინათ მისთვის.
„აროტემ თიმოს სხეული ცივ ქვაფენილზე რომ ნახა დასვენებული, გული შეეკუმშა. ეგონა, ვიღაცა ბოროტად ეხუმრებოდა. ნუთუ მართლა სცდიდნენ რამდენად მტკიცე ნებისყოფა ჰქონდა?  თუ ხუმრობა იყო, მაშინ კოშკის თავზე რაღატო დაგროვილიყვნენ სამგლოვიარო შავ-ბნელი ღრუბლები?

- თიმო - წარმოთქვა ჩურჩულით. მისი გაღვიძების იმედი არ ჰქონია, მაგრამ მაინც სურდა ამ სახელის წარმოთმა. სურდა, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა სამყაროსთვის მისი არსებობა. - ის ღმერთი იყო და მაინც მოკლეს - უთხრა საკუთარ თავს.
იქნებ, აღარ ღირდა ყოველ დღე, მიწისთვის მოეფინა თავისი მზიანი მკლავები, ღამ-ღამობით კი ქვესკნელის ბნელ ჯურღმულებში ჩასულიყო და ღრიალით დაეტეხა რქები დემონებისთვის. ეგონა, ფუჭი იყო ყველაფერი და ზღაპრის ბოლოს, სიკეთე ვეღარ იზეიმებდა ღვთიურ ტრიუმფს.

- სეთის ხელწერაა - მოესმა ილოს ხმა. ილომ ისეთი მდუმარე მოახლოება იცოდა, რომ არ ელოდებოდი, მაშინ გაგიხეთქავდა ხოლმე გულს.

- ხელწერაც აქვს უკვე? ანუ სერიულ მკვლელს დაემსგავსა. მინდა, ხელი შევახო თიმოს, მაგრამ მეშინია, რომ მოკვდავივით ცივი და გაქვავებული იქნება.

- თან რა ცუდ დროს გაადამიანდა გარშემო ყველაფერი ღვთიური...

- საკუთარ თავსაც გულისხმობ ალბათ.

- ვგულისხმობ, აბა რას ვშვრები? გუშინ, ყვავილების ბაღს ჩავუარე და იმნდენჯერ დამაცემინა, ჩემი ძაღლიც კი გაოგნებული შემომცქეროდა კარგა ხანს. აქამდე არასოდეს შევუწუხებივარ ალერგიას.

- მოიცა ერთი. შენ არ მოიგონე ალერგია?

- კარგად არ მახსოვს. მარიანა იქნებოდა ეგ. მაგას უყვარს ხოლმე ურჩი ხუმრობები. თავიდან, ერთი შეხედვით უმტკივნეულო და მსუბუქი იყო, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლის ნემსმა რომ იმსხვერპლა ათასობით ადამიანი, მერე მიხვდა, საშინელება მივქარეო.

- იქნებ, სხვა თემაზე გვესაუბრა? წინ გარდაცვლილი ღმერთი გვისვენია ილო.

- უცნაური სურნელი დაუტოვებია სეთს - ნესტოები დაბერა და ხარბად შეისუნთქა სიკვდილის ჰაერი.

- რა სურნელი?

- შიშის... ეშინია, რომ მის სიზმრებში შევაღწევთ. ეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ძილი მოერევა, მაგრამ ვერაფრით შეძლებს ჩაძინებას. სამუდამო ფორიაქს უფრთხის, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად, გამარჯვება აშინებს.

- თუ გაიმარჯვებს, ესეიგი ჩვენ ცოცხლები აღარ ვიქნებით.

- შენთან შერკინება არ სურს. არ უნდა რომ მოგკლას აროტე.

- გამეხარდეს და შემებრალოს თუ მეზიზღებოდეს? ვერაფერი გავიგე. არც კი ვიცი, რა ვიგრძნო.
წამით, ორივე დადუმდა. ილო თიმოს მიაჩერდა. დროდადრო, თვალების ხამხამი ავიწყდებოდა და ეწვოდა.

- როგორ ფიქრობ, საბოლოოდ მოკვდა? - ჰკითხა მეგობარს.

- გულნატკენს უფრო ჰგავს.

- ეგ ალბათ სიკვდილზე უარესია.

- მკვდრეთით აღდგომა მეც უფრო ადვილი მგონია, ვიდრე წყენის შემდეგ, ნაიარევის შეხორცება.

- როდის გავხდით ასეთები? - იკითხა ილომ, მაგრამ ალბათ საკუთარი თავისგან აინტერესებდა პასუხი. იატაკზე დაჯდა. თიმოს ყურება აღარ შეეძლო, მაგრამ ვერც სხვაგან იხედებოდა.

- როცა ადამიანებმა ჩვენი აღქმა დაკარგეს. სეთს აღარავინ აღმერთებდა. ამიტომ, საკუთარ თავს სცა თაყვანი.

- ეტყობა, იგივე გვიწერია.  მხოლოდ დროის საკითხია. ან დღეს გავბოროტდებით ან ხვალ.

- მე ვერ გავწირავ ადამიანებს. წუმპეში ამოგანგლული და დავრდომილი ღმერთი, რომელსაც ბოროტებამ სძლია, აპოკალიფსის მაუწყებელია. ყოველთვის, როცა ჩემი სხივები დედამიწას დასცქერიან, ნაბიჯებს ვითვლი მიწასა და ღრუბლებს შორის. იცი რამხელა მანძილი გვაშორებს ადამიანებისგან?

- რამდენი?

- წარმოდგენა არ მაქვს. სანამ თვლას მოვრჩები, იქამდე ღამდება და ქვესკნელში მიწევს ჩასვლა ავ სულებთან საბრძოლველად. არ მემეტებიან ადამიანები. რა ტკივილიც აქვთ, ის ტკივილი ვაკმაროთ, თორემ ჩვენც თუ შევიცვალეთ ფერი, რომელ კარავს შეეფარონ დამრთხალი სულები?
დილა სევდითაა ხოლმე სავსე. ყოველ ჯერზე, როცა სევდა ჩემს ჩასაყლაპად აღებს პირს, მაშინ ერთ-ერთი მოკვდავი ცაში იხედება და ისეთი ღიმილით შემომცქერის, თითქოს მფარველი ანგელოზიაო ღმერთის. ყოველ დღე სევდა მეპარება ფეხაკრეფით, მაგრამ მუდამ სხვადასხვა ადამიანი აპყრობს მზერას ზეცისაკენ ღიმილიანი, უბოროტო სახით და იმედი მიბრუნდება ილო. მარიანას დაუკავშირდი. ეგება, გამონახოს ერთი ღმერთის გასაცოცხლებლად სამყოფი გრძნობები“.
ვანესა წამოხტა.
კლასიდან გაიქცა.
ოღონდ საპირფარეშომდე მიესწრო და რას არ მისცემდა. კარგა ხანს, ვერ დაეხსნა უნიტაზს.
სტკიოდა და ცუდად იყო.
ძალიან ბევრ რამეს ნანობდა. წყეული წიგნი ისე ეზიზღებიდა, ისე ეზიზღებოდა, როგორც საკუთარი წარსული.

 

*                            *                        *

 

 

ვანესა სახლში მივიდა. ზურგჩანთა იატაკზე დაანარცხა და გაზეთის კითხვით გართულ მამამისს მიუტრიალდა.

- გამთენიისას, როცა ყველა ტკივილი მიიძინებს, როცა ბედნიერებით დაიწყებ ტკბობას, მაშინ აღდგება მკვდრეთით დაღუპული ღვთაება და შენი განსჯისთვის დაეშვება დედამიწაზე - აღმოხდა ენის ბორძიკით.

- ეს რამე მოთხრობიდანაა? - გაუკვირდა დორიანს.

- ეს სიტყვები მომაძახა კატისთვალა სიბრძნისასულმა, როცა უკანასკნელად შევხვდი მას.

- შენც წყევლაზე დარდობ ვანესა?

- რა თქმა უნდა, ვდარდობ. არ გგონია, რომ ყველაფერი უცნაურად ჩადგა თავის კალაპოტში? ჩვენ ჰარმონიულად ვცხოვრობთ და გვავიწყდება, რომ სადღაც, ღრუბლებდაფლეთილ სამყაროში განდეგილი ღმერთები ელოდებიან განკითხვის ჟამს. მეშინია, რომ როდესაც ბევრი რამ გქვენდება დასაკარგი, სწორედ მაშინ მოგვაკითხავენ განსასჯელად. გაზაფხული მოახლოვდა დორიან და ყვავულების სურნელით გაჟღენთილი ბუნება გამუდმებით ჩამძახის, როგორი უღირსები ვაღთ, როგორ დაუნდობლად მივისაკუთრეთ იმისი ადგილი, ვინც ჩვენზე მეტად იმსახურებდა სიყვარულს.

- არაფერი მიგვისაკუთრებია - ფეხზე წამოდგა კაცი და ვანესას მიუახლოვდა. ვერასოდეს განგსჯიან. სანამ უფსკრნული ჯერ კიდევ აღიარებს ჩემს მმართველობას,სანამ ყოველ ღამით, დარქჰილის ხეებს ჩემი სახელით ეფერებიან ქარიშხლები, ვერავინ გაბედავს ბედნიერების წართმევას შენთვის. შეხედე ზეცას! ვარსკვლავები ისე თვალისმომჭრელად ანათებენ, გახუნებულ მთვარეს ბოღმა ჰკლავს. შეიძლება, ოდესღაც ადვილი იყო სიკვდილი, მაგრამ ახლა როცა ორივეს გვაქვს ბრძოლის მიზეზი, ვერც ერთი ციური მნათობი ვერ იქნება ვარსკვლავებზე უფრო თვალისმომჭრელი. თუ სიკვდილი იყო, მაშინ უნდა მოვმკვდარიყავი, როცა არაფერი გამეგებოდა სიყვარულის. მეცინება კიდეც, როგორი ადვილი ყოფილა უწინ ჩემი ძლევა. ახლა ვინღა დამამარცხებს?

 

 

 

 

*                     *                          *

 

 

 

საღამოს, სანამ ყველა სტუმარი მოვიდოდა, მანამდე ეწვია დორიანს ელიზაბედ ჯეინი. მუდამ ეგონა, აღელვებბული, ნერწყვსაც ხმამაღლა ვყლაპავ ალბათ და ყველაფერი შუბლზე მაწერიაო.

- ლამაზი სახლია - ცნობისმოყვარედ მოათვალიერა ქალმა გარემო. - არ მეგონა, ასე ახლოს თუ ცხოვრობდით ჩემგან. თხუთმეტი წუთის სავალია, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, გეგონება ზღაპრულ სამყაროში შემომებიჯა, სადაც ორნამენტებიანი ქვაფენილი გიკვალავს გზას აგურის სახლებს შორის. ჩემი მეზობლების მორთულ-მოკაზმული ბაღები ახლოსაც ვერ მოვლენ აქაურ ეზოებთან. სახლების შემყურეს, სხვა განზომილებაში კი მეგონა თავი, მაგრამ თან იმასაც ვფიქრობდი, უეჭველად გამომივლია უწინ აქ-თქო.

- ამიტომაც ჰქვია აგურის ქუჩა.  ბალახების გარდა, ყველაფერი აგურისაა. გაგიმხელთ და, დარქჰილის არქიტექტურიდანაა მოპარული იდეა. თავხედური, თუმცა საყვარელი მიმბაძველობით გამოირჩევიან აქაურები. ეტყობა, ამიტომაც გეცნოთ.

- დასანანია. საცხოვრებლად რომ დავაპირე გადმოსვლა, სახლით სამსახურმა უზრუნველმყო. მკითხეს კიდევაც, სად ისურვებ ბინასო და თავი არ გამიგიჟებია, მეგონა ნებისმიერი ადგილით კმაყოფილი ვიქნებოდი. ახლა კი გული მწყდება.
ელიზაბედმა ერთ ბოთლ ღვინოსთან ერთად, შოკოლადის კოლოფი გაუწოდა დროიანს.
იმ კოლოფს გარედან არაფერი ეტყობოდა შოკოლადის, ფერადი ლენტებით მორთული და წითელ ქაღალდში იყო შეფუთული, თუმცა დორიანმა მშვენივრად იცოდა, რაც იყო. ამას წინათ, იასამნის ბუკეტთან ერთად იყიდა თვითონ, რათა ოდნავ მაინც მოეგო ქალის გული. იცოდა, მდიდრული სიურპრიზებით ვერ მონუსხავდა ელიზაბედ ჯენს და ამიტომ, შედარებით მოკრძალებილი საჩუქრით შემოიფარგლა ამჯერად.

- ლამაზად გამოიყურება - თითქოს გულმა ნელ-ნელა კვდომა დაუწყო კაცს. ნამდვილად არ სრუდა, პირდაპირ ან ირიბად, ელიზაბედს უკან დაებრუნებინა მისთვის საჩუქრები.

- ჩემი უხილავი თაყვანისმცემლისგანაა.

- საბრალო, ალბათ ეწყონებოდა, სხვას რომ მიართვით.

- არაფერია. ერთმანეთის აზრს ვერ ვიგებთ და ვერც ვითვალისწინებთ. ცოტა სფეციფიკური ურთიერთობა გვაქვს, ძირითადად, ტელეპატიურად ვკონტაქტობთ ხოლმე და ისიც არც თუ ისე კარგად დგამოგვდის.

- საინტერესოა - გაეცინა დორიანს. - ისე, რა დარწმუნებული ხართ, რომ თაყვანისმცემელია და არა მტერი, რომელიც მოწამლას გიპირებთ? - იხუმრა როგორც შეეძლო და შემდეგ იმაზე ნერვიულობას მოჰყვა, ხომ ბუნებრივად გამომივიდაო. თავადაც იცოდა, რომ იუმორის ნასახი არ გააჩნდა. ერთი უსიტყვო, ჩუმი კაცი იყო, რომელსაც ღიმილის ნასახსაც ვერ დასტყუებდი შეკრული ბაგეებიდან, მაგრამ რაც ელიზაბედ ჯეინს შეხვდა, იმის მერე მუდამ შესაფერის ფრაზებს დაეძებდა ქალის გულის მოსაგბად. ქათინაურები ცოტა უადგილო იქნებოდა, ამიტომ ხუმრობის გარდა, სხვა იარაღი აღარ შერჩენოდა.
თან როგორი იარაღი? - ბლაგვი და დაჟანგებული კარაქის დანა.

- არამგონია, უწინ ასობით ვარდი იმიტომ გმოეგზავნა, რომ საბოლოოდ, საწამლავით მოვეკალი. თუმცა ცოტა შევშინდი და ბავშვებს ნუ შევაჭმევთ მაშინ.

- ძალიან კარგი. მშვენიერი მიზეზია, მათთვის ტკბილეულის დასამალად.

- როგორ ერთობიან?

- მშვენივრად. უკვე რამდენჯერმე სცადეს ხილის წვენში ჩუმად გაერიათ ალკოჰოლი, მაგრამ ბოროტი დარაჯივით, მაშინვე იქ გავჩნდი და ყველა გზა მოვუჭერი დათრობის.

- კარგია, თორემ მთვრალი თინეიჯერების მოვლის გამოცდილება არ მაქვს.

- მე მაქვს. მერწმუნეთ, არც ისე სასიამოვნოა. თან მეორე დილას, ნაბახუსევზე მყოფი ბავშვისთვის იმის ახსნა გიწევს, რომ მსგავსი გართობა ჯერ ადრეა.

- დორიან, შეიძლება რაღაცა გკითხოთ? - უხერხულად შეხედა ქალმა თვალებში. იმ წამს და კიდევ იმ წამის შემდეგ, სამუდამოდაც, ამ თვალებზე უკეთესი საფიქრალი რაღა უნდა ჰქონოდა კაცს? ამდენ მწარე, უმზნო ნაბიჯებში გათელილ თავის ცხოვრებას მხოლოდ ელიზაბედის თვალების გამო ეძლეოდა მიზეზი. ქალი ებონის ტყესავით მიუვალ და მარტოსულ ჯურღმულში ჩასახულ სინათლის მარცვლას ჰგავდა, რომელიც ისე გაღვივბულიყო, მთელი დედამიწის სამყოფი ხიბლი შეეძინა უკვე.

- მკითხეთ რაც გენებოთ.

- ძნელია მარტოხელა მამობა?

- მოულოდნელი შეკითხვაა.

- სულელურიც. არ მიპასუხოთ, არაა საჭირო.

- სულაც არაა სულელური. უბრალოდ, აქამდე არავინ დაინტერესებულა. გამოგიტყდებით და მემგონი სულაც არაა ძნელი. რთული მხოლოდ ის იყო, რაც ვანესამდე გამოვიარე. უსაშველო მარტოობით და უამინდობით სავსე ცხოვრებაში, ერთ საბედისწერო გადაწყვეტილებას რომ მიიღებ კაცი და მოულოდნელად, სასოწარკვეთა დაგიამდება, ისეა ყველაფერი. რაც დრო გადოს, მით უფრო მტკიცდება ჩემი სინანული წარსულის მიმართ. კიდევ ჩაივლიან წლები, კიდევ უფრო ძიერად დამწყდება გული, რომ ათასი აუხსნელი თუ გაუმართლებელი რამე მაქვს ჩადენილი, მაგრამ ვანესაზე ზრუნვის გადაწყვეტილება როცა მივიღე, ეგ დღე მუდამ ერთადერთ სიკეთედ დარჩება, რაც ჩამიდენია.

- არადა, არ ჰგევხართ კაცს, რომელსაც უპატიებელი ცოდვები აწევს მხრებზე. როგორც ჩანს, ძალიან გაუმართლა პატარა გოგონას.

- მე გამიმართლა. ვანესას კი უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ცოტა ეგოისტურად ჩანს არა? სახლში მოგყავს ადამიანი და აიძულებ, შეგიყვაროს.

- რაღაც არ ჰგავს იძულებით გატანჯულს. ბედნიერი უფროა მე თუ მკითხავთ.

- გინდათ, შემზარავი ისტორია მოისმინოთ რაღაცნაირი დასასრულით? - ჰკითხა კაცმა.

- რაღაცნაირით?

- ჰო, აი, რომ ვერ გაარჩევ, ბოროტია თუ კეთილი.

- რატომაც არა? რაც აქ გადმოვედი, იმის მერე, სულ ისეთ ამბებს ვისმენ ან ვხედავ, აღარ ვიცი ხოლმე, ვიცინო თუ ვიტირო.

- კარგი, მაშინ ორი ჭიქა ღვინით, აივანზე გავიდეთ, სანამ ის პატარა ბოროტმოქმედები შეგროვდებიან და მოსვენებას წაგვართმევენ.

- მემგონი, ოთხი ჭიქაც არ იქნებოდა ურიგო - გათამამდა ელიზაბედი.

- ათამდე გავზარდოთ ბარემ. მე არ ვარ წინააღმდეგი.

- მაგდენს ვერ აიტანს ჩემი მიუჩვეველი ორგანიზმი. არ მინდა, სკოლის გარეთ, მაინცდამაინც მთვრალი მნახონ პირველად.

- არადა, გაეხარდებოდათ იმისი დანახვა, რომ სამსახურის მიღმა, ადამიანური და ნაკლიანი ხართ, თორემ ყველამ სრულყოფილ ანგელოზად წარმოგიდგინათ უკვე.

- სასიამოვნოა მაგისი მოსმენა - დორიანის საძინებლის გავლით, დიდ ვერანდაზე გავიდნენ. კაცი ემოციებისგან ფეხზე ძლივს იდგა. ეშინოდა, რომ ეს წამები ტკბილი სიზმარი იყო. აქამდე, არასოდეს დასიზმრებია რამე, თუმცა ბოლო დროს,  ქვეცნობიერი ვეღარ იტევდა მის უსაზღვრო განცდებს და თავხედურად ისახებოდა ელიზაბედ ჯეინის ტკბილი ლანდი დორიანის ყველა სიზმარში. თან მაგას რა უჭირს. გამოღვიძება იყო ხოლმე ძნელი.
ქალი ნამდვილად ანგელოზს ჰგავდა. თან როგორ უცნაურად იყო მოწყობილი ყველაფერი: ბავშვები აღმერთებდნენ, უფროსები კი უფრთხოდნენ უმიზეზოდ. ერთგვარ აუხსნელ სამყაროს კანონს დამსგავსებოდა ცხოვრება მათ ირგვლივ: ერთს უყვარხარ, მეორეს კი დიდად არ ეხატები გულზე. თუ მაინცდამაინც ასარჩევადაა საქმე, სჯობს დიდედბის გულგრილობა აირჩიო, ვიდრე ბავშვებმა აგარიდონ თავიანთი უცოდველი, ანთებული მზერები. 
ვერანდაზე მაგიდა და ორი სკამი იყო. დორიანის ფიქრები ოცნებებში გადაზრდილიყვნენ. წარმოედგინა, რომ ოდესმე, ეგება გაეღიმა მისთვის ბედს. ეგება, ეს ორი სკამი, სმაუდამოდ სამი გამხდარიყო?

- წლების წინ, დარქჰილში ბავშვთა სახლს შავი ჭირივით მოედო სიკვდილი - დაიწყო თხრობა - ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდებოდნენ. შემდეგ კი მათ გვამებს პოულობდა ხალხი ქუჩაში. სასოწარკვეთა, შიში, გაურკვევლობა და შემზარავი სიჩუმე გამეფდა დარქჰილის ქუჩებში. თავშესაფრის შორეახლოს, ჩიტებიც კი აღარ გალობდნენ ძველებურად. გეგონებოდა, ყველა ცოცხალ არსებებას სამგლოვიარო სამოსი ჩაეცვა და უსიტყვოდ მისჩერებოდნენ ქალაქის თავზე, გუმბათადქცეულ პირქუშ ღრუბელს. ყველანი დაიხოცნენ ელიზაბედ ჯეინ. პოლიცია დაუღალავად მორიგობდა, მომვლელები ერთი წამითაც არ შორდებოდნენ ბავშვებს, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, თითო-თითო ისე უჩინარდებოდა, გეგონება რაღაც ბოროტი ზებუნებრივი ძალა შესეოდა მათ უცოდველ სეულებს. საბოლოოდ, ერთი პატარა გოგონა დარჩა მხოლოდ ცოცხალი.
ჟრუანტელმოგვრილი უსმენდა ქალი დორიანს. ეგონა, რომელიღაც გამოგონილ, საშინელ ამბავს უყვებოდნენ. ხელები თვალებზე აიფარა და ერთხელ ხმადაბალი კვნესაც აღმოხდა შეძრწუნებულს. ყვავილს ჰგავდა ელიზაბედ ჯეინი. გაზაფხულზე, ზამთრისგან ნასესხები ავი ქარიშხალი რომ თავისი ბოროტი კლანჭებით დაესხმება თავს და მაინც ვერასფერს დააკლებს მის სისპეტაკეს, ზუსტად ეგეთი ყვავილი იყო.

- გულთან ახლოს ნუ მიიტანთ მიჩქმალულ და მიწაში ჩამარხულ მითებს. ეს ამბავი უკვე დაივიწყეს.

- მაგრამ თქვენ სინამდვილეს ყვებით და მართლა სასიკვდილოდ გაიმეტა ვიღაცამ უმწეო ბავშვები.

- ვანესა გადარჩა. მე მაშინ დარქჰილში ვცხოვრობდი, ისევე როგორც თქვენ. თუმცა ალბათ ძალიან ახალგაზრდა იყავით, ეგ ამბავი არ გემახსოვრებათ.

- რამდენი წლის იყო როცა იშვილეთ?

- შვიდი წლისა იქნებოდა.

- ალბათ როგორ ეშინოდა.

- ამიტომაც გადმოვბარგდით აქ.

- მე მართლა არაფერი მახსოვს დორიან.

- მესმის.

- არა, არ გესმით. იმის თქმას ვცდილობ, რომ წარსულიდან ერთი პატარა მოგონებაც არ შემომრჩა.

- ეგ როგორ? - ვერ მიუხვდა კაცი.

- არ ვიცი. ძნელია ყველაფრის ახსნა. აი, ერთი ჭიქა დავლიე მხოლოდ და უკვე საშინლად გულახდილი გავხდი. ამის შემდეგ მეცოდინება, რომ ხალხის გარემოცვაში, ალკოჰოლს არ წავეტანო.

- აქამდე, არ დაგილევიათ ხალხის გარემოცვაში?

- არ ვიცი, არ მახსოვს.

- თითქოს ვხვდები, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ გავიგე, რა გჭირთ.

- მეც ვერ გავრკვეულვარ. ცოტახანს, დამაცადეთ. მავშვების ამბავმა ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ  ხმას თუ არ ამოვიღებ, უკეთესი იქნება.

- მაშინ დავდუმდეთ - მის ნებას დაჰყვა დორიანი.
კარგა ხანს, უსიტყვოდ ისხდნენ. ელიზაბედ ჯეინს მოსწონდა რომ ჩქამის გაუღებლად, სრულ სიმშვიდებში იყო და მაინც არ ბეზრდებოდა კაცის გარემოცვა.
წამოდგა.
აივნის მოაჯირს მიეყრდნო.
შავი თმა მოშიშვლებულ ზურგზე ჩამობნეოდა. უხილავ ძაფს ხედავდა დორიანი მათ შორის გაბმულს და ახალი თავსატეხი მისცემოდა. არ იცოდა, როგორ გაფრთხილებოდა, რომ არასოდეს გამწყდარიყო. ნეტავ, იასამნები თუ ჩააწყო ქოთანშიო - ესეც გაიფიქრა და ამ იასამნებს შეადარა ქალის სურნელი. უბედური ამბები ხომ ოხრად ჰქონდა მოსაყოლი, მაგრამ ქალის ცქერა იმ ერთ ბედნიერ წუთს დამსგავსებოდა, აღსასრულის ჟამს რომ გაიხსენებდა და მინბავდა მერე თვალებს სიკვდილის მოლოდინში.
ვარსკვლავებს მთელი თავისი სიდიადით დაეპყროთ ზეცა. ქალი კი ფონს უმაგრებდა ულევ მნათობს. ისეთი მშვენიერი სანახაობის მომსწრე გამხდარიყო დორიანი, რომ ცოტა უსუსურიც კი ეჩვენებოდა სიყვარულით ამნთებული ზეცის მარგალიტები.
ოდესმე თუ მიხვდებოდა ქალი, რომ მუხლს უყრიდა თითოეული მათგანი, როგორც პირველსა და უკანასკნელ სიყვარულს, თავიანთი ბატონისას?

- ერთი ჩამოვარდა - შეხედა დორიანს ღიმილით - დორიან, მეორეც.

- ლამაზია არა? - მიუახლოვდა კაცი.

- მემგონი, მართლა შეყვარებულია ვარსკვლავების ღმერთი.

- ადვილი დასაჯერებელია.

- სურვილის ჩაფიქრება ღირს ვითომ?

- თანაც როგორ ღირს - გაეღიმა დორიანს. ისე ახლოს იყო ელიზაბედთან, ცოტაც და ცხვირს გაუხახუნებდა თმაზე.
შესცქეროდა გაუმაძღარი, სიყვარულსმოწყურებული მზერით. ახლა ალბათ ყველაზე მეტად ესმოდა ებონის. ელიზაბედში ერთი სულიერიც მაინც თუ შეეცილებოდა ოდესმე, ბავშვებს ვერ გაიმეტებდა, მაგრამ ერთი-ორ უფროსს ნამდვილად მოუგრეხდა კისერს.

- თითქოს, ბევრი არაფერი მაქვს სანატრელი. - მხრები აიჩეჩა ელიზაბედმა.

- მე მაქვს.

- გიჟი არ გეგონებით თუ გამოვტყდები, რომ მთვარეული ვარ?
ასე მოულოდნელად რომ ახასიათებდა ელიზაბედს უცნაური ფაქტების გამხელა საკუთარ თავზე, მაგას ჯერ კიდევ შესაჩვევი იყო კაცი.

- არა, რატომ? მთავარია, ქუჩაში ხეტიალი არ დაიწყოთ. ჩემს მეზობელს ერთხელ, ღამით ტრასაზე გაუღვიძია და ლამის გაგიჟდა შიშისგან. მადლობა ღმერთს, მანქანამ არ გაიტანა საცოდავი.

- თქვენი მეზობელი ის არ იყო, ქალაქის მერის შიშველი ცოლი რომ დაინახა თავლაში?

- კი, ეგეც.

- ზაინტერესო გარემოცვაში ცხოვრობთ დორიან. ვფიქრობ, ისე სერიოზულადაც არ მაქვს საქმე, რომ ქუჩებში ვიბოდიალო.

- აბა, ცოტ-ცოტას ყველანი დავდივართ ძილში გაუაზრებლად.

- ხუმრობთ?

- დიახ.

- ნამდვილად უკეთ გამოგდით.
კარი გაიღო და ბავშვები ხმაურით შეუერთდნენ განმარტოებულ წყვილს. ვანესამ სულ თავბედი იწყევლა, მეგობრებს ვერანდაზე გასვლა რომ შესთავაზა. არადა, ორივეს ეტყობოდა, დროს კარგად ატარებდნენ საუბარში.
ლუკი ისე მოურიდებლად მიაჩერდა თავის დირექტორს, ქალი იძულებული შეიქმნა, ცაში აეხედა თავის ასარიდებლად.

- არ ვიცოდი, აქ თუ იყავით - სინდისმა შეაწუხა ვანესა.

- ახლა ვაპირებდი თქვენთან მოსვლას და მოსალმებას - გაეღიმა ელიზაბედ ჯეინს.

 

 

 

*                       *                *

ერთ ჩვეულებრივ, არაფრითგამორჩეულ ღამეს, ვანესა სოფისთან ერთად შეიპარა სკოლის სპორტდარბაზში.
საინტერესო ფაქტი ამ სკოლასთან დაკავშირებით“ ყველა კარი მონდომებით იყო ჩარაზული, მაგრამ ვიღაცას ფანჯრების არსებობა ავიწყდებოდა.

- ერთ მშვენიერ დღეს, გამოგვიჭერენ და ცუდად იქნება ჩვენი საქმე - თქვა სოფიმ სიცილით.

- მე ვერ გამომიჭერენ - მორცხვად დახარა თავი. კაი ხანია, უნდოდა გამოსტყდომოდა სოფის, მაგრამ ვერა და ვერ მოეგდო შესაფერისი მომენტი.

- რატომ?

- დორიანმა ისედაც ყველაფერი იცის.

- რას ამბობ ვანესა?

- მე არ მომიყოლია, თავისით მიხვდა.

- როდის?

- წარმოდგენა არ მაქვს. ამას წინად, გავეხუმრე. თუ გინდა, ლუკს თავს შევაყვარებ და მეტოქეს ჩამოგაშორებ მეთქი. სოფის რაღას უპირებ მეორეო, გაუკვირდა.

- ეგრე ლუკზე აღარ იხუმრო!

- აღარც მომიწევს. აქამდე, იძულებული ვიყავი, კლასელ ბიჭებზე შემეთხზა ათასგვარი სასაცილო ამბავი. ვუყვებოდი, როგორ მიგზავნიდნენ სასიყვარულო ბარათებს. სულ ტყუილად. იჯდა და მამასხარავებდა თურმე.

- ხომ არ გიჩხუბიათ?

- არა, რას ამბობ. არასოდეს ვჩხუბობთ. თავიდან, ისე ვინერვიულო, დავჯექი და რამდენიმე საათი, ძალა არ მქონდა წამოდგომის. მაინტერესებდა რას ფიქრობდა. გულის გადაშლა და გულახდილი საუბრები დიდად არ სჩვევია. ამიტომაც, ერთი შეხედვით, ვერ გავიგებდი მკიცხავდა თუ ესმოდა ჩემი.

- მერე?

- მერე გავოგნდი. მღელვარებისგან, მოძრაობის უნარი წამრთმეოდა. ის კი ამ დროს, ღიმილით დადიოდა სახლში, ხან ფუნთუშები მომიტანა ფორთოხლის წვენთან ერთად, ხანაც ყავა შემომთავაზა. ბოლოს ვერ მოვითმინე, ვკითხე, ნუთუ არაფერი ჰქონდა ჩემთვის სათქმელი.

- იცი რა მიპასუხა?

- არა ვანესა და წინადადებებს შორის,  პაუზებს ნუღარ გააკეთებ, რომ მოვკვდები.

- პირველ სიყვარულზე მშვენიერი არაფერია და ბედნიერი ხარო.

- რატომ მეც არ მიშვილა ვინმე დორიანის მსგავსმა? - საცოდავად ამოიოხრა სოფიმ.

- ალბათ, ობოლი არ ყოფილხარ და მაგიტომ.

- კაცი რომ ობლობას ინატრებს, ეგეთ ცხოვრებას რა ვუთხარი.

- ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ამის შემდეგ, შეგვიძლია ჩემთან გადმოიპარო ხოლმე - სიხარულით გამოუცხადა ვანესამ - ადრე, მხოლოდ დილამშვიდობისა-საღამომშვიდობისათი შემოივიფარგლებოდით მე და მამაჩემი. ეგ მაქსიმალური კომუნიკაცია იყო მისი მხრიდან. დილით კი, საშხაპიდან მისი სიმღერა გავიგონე. ახლა ცოტა სინდისიც მქენჯნის ასეთ ინტიმურ დეტალებს რომ ვყვები, მაგრამ გაოგნებულმა, გული ვინმეს ხომ უნდა გადავუშალო?

- მის დარქი გმირია!

- მეც ასე ვფიქრობ. მაგ ქალის გამო ამოიდგა ენა მამაჩემმა. გეგონება, მკვდარი გააცოცხლა და ააცეკვა.

- მზად ხარ, რომ დედიკო დაუძახო?
ჰკითხა სოფიმ.
ორივე სიცილით გასკდა.

- ვიღაც უცხოსთვის დაძახებას, მის დარქი არ სჯობს?

- კი, მე თანახმა ვიქნებოდი. აი, ლუკი ნამდვილად ვერ გადაიტანდა მაგ ამბავს. მემგონი, მოსაფიქრებელი გვაქვს, როგორ შევამზადოთ ეგ საწყალი ბიჭი.

- ვერ შევამზადებთ. პატარაა და სულელი. სკოლაში, ნებისმიერი გოგო სიხარულით წაჰყვებოდა პაემანზე, მაგრამ ყოველ დილით, მაინც მის დარქზე მეწუწუნება.

- ნებისმიერ გოგოში, იმედია საკუთარ თავს არ გულისხმობ - გულხელი უკმაყოფილოდ დაიკრიფა სოფიმ. ყველაზე მომაჯადოებელი თვისებად მასში გაბრაზება მიაჩნდა ვანესას. ცისფრად მოელვარე თვალებში პატარა ყინულები უჩნდებოდა, როგორც კი ცალ წარბს მიმზიდველად ასწევდა მაღლა, მაშინვე უმისამართოდ იკვალავდა ვანესას სულისაკენ მიმავალ გზას. განრისხებულიც კი ჯადოსნურ ფერიას ემსგავსებოდა და როცა ყველა ნივთი დუმდა გარშემო, შეყვარებული გოგონები ღამეს ყელსაბამებივით ამკობდნენ.

- არ შეიძლება, ასეთი წამები მარადიული გახდეს? ან სიზმრად იქცეს და არასოდეს გამოვიღვიძო? - ფაფუკ თმაზე შეეხო ვანესა და ლოყაზე მოეფერა ხელით.

- მე აქ გაბრაზებას ვცდილობ!

- უკეთ უნდა ეცადო მაშინ.
ერთმანეთს კისერზე შემოხვიეს ხელებით.

- როცა ვერ გხედავ, მოსვენება მეკარგება, ფორიაქი მიპყრობს. თუ კი მძინავს, მხოლოდ შენ მესიზმრები, გამოღვიძებულს უცნაური სურვილი მტანჯავს.

- რა სურვილი?

- მინდა ერთხელ მაინც მოვყვეთ წვიმაში და შენი სველი თმის სურნელს დავეწაფო. დროის შეჩერება მწყურია ვანესა, რომ გარშემო ყველა ადამიანი გაქრეს და სამუდამოდ შენი შემყურე ვიყო. რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, ღამეც კი ვარდისფრად შეიმოსა. როგორი მოღრუბლულიც ან ქარიშხლიანი დღეც არ უნდა იყოს, მაინც სითბო მეღვრება გულში. ყოველ დღე ვცოცხლდები და თან ისე ვცოცხლდები, სიკვდილი არასოდეს მიგემია.

- როგორი სასაცილო მეჩვენებოდა ადრე შეყვარებულების დიალოგები. ახლა კი ფუჭად მიმაჩნია იმათი ცხოვრება, ვისაც არასოდეს ჰქონია მსგავსი სიყვარული.

- ყველას ცხოვრება ფუჭია. მარტო ჩვენ ვართ გამონაკლისი.
ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს.
შორიდან, რაღაცა ხმამ დაუფრთო ორივეს მყუდროება.

- ვაიმე, გამოგვიჭერენ? - დაფრთხა სოფი.

- გამოსაჭერი არაფერია. შემოვედით და ვდგავართ ჩვეულებრივად. თან მემგონი ქარის ხმა იყო.

- მის დარქმა შუაღამისას თუ დაგვინახა, ძალიან გაბრაზდება ვანესა.

- ჩვენ კიდევ ჯანდაბას, მიზეზი გვაქვს, მაგრამ ასეთ დროს, რატომ მოვა სკოლაში?

- რა ვიცი, ეგება მამაშენი და მის დარქიც იპარებიან ხოლმე ფაჯრიდან.

- მამაჩემის გრძნობებზე წარმოდგენა არ აქვს. უხეშად რომ ვთქვა, საერთოდ არ ადარდებს. ცოტა, მიუხვედრელი ქალია, გამოუცდელობისგან მოსდის ალბათ.

- საიდან იცი რომ გამოუცდელია? წარმოდგენა არ გვაქვს მის წარსულზე. ჩვენი მასწავლებლები თავიანთ შვილზე ლაპარაკს რომ დაიწყებენ, 45 წუთი ენას ვერ გააჩერებინებ ხოლმე. ელიზაბედს ჯერ დედამისიც კი არ უხსენებია. სამასწავლებლოში ჭორაობდნენ, ოჯახი არ ჰყავსო.

- მაგათმა რა იციან? თვითონ იგონებენ ხოლმე თავიანთთვის მისაღებ ისტორიებს და მერე ისე იჯერებენ, გეგონება წყალი არ გაუვიდოდეს. მე მგონია, რომ მის დარქს უბრალოდ არ უნდა წარსულის გახსენება, დორიანის მსგავსად.

- მამაშენის წარსულს რას უწუნებ?

- ბევრი აუხსნელი რამ გადახდენია, მაგრამ მაგის ამბებს ნუ ჩავეძიებით, მაინც ვერაფერს გაიგებს კაცი. მის დარქი უფრო საინტერესოა გამოძიებისთვის. - ეშმაკურად შეხედა ვანესამ შეყვარებულს. სინამდვილეში, მართლა აინტერესებდა, საიდან მოდიოდა, სად ცხოვრობდა აქამდე ელიზაბედი. პატარა ამოცანა გამხდარიყო მისთვის.

- იქნებ მოძალადე ქმარს გაექცა?

- ან თავად იყო მოძალადე და ქმარი გაექცა.

- ნებისმიერ შემთხვევაში, თავს გაუჩეჩქვავს მამაჩემი მაგ კაცს. თან ზუსტად ვიცი, რომ მოერევა.

- ყველა გათამამებულ გოგოს ეგეთი გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვთ მამებზე?

- რაც თავის მახსოვს, იქიდან მოყოლებული, ყოველ დღე ვარჯიშობს. სულაც არ ვაბუქებ, რაცაა, იმას ვამბობ.

- იქნებ აღარ ვილაპარაკოთ  მაგათზე? ჩვენი სიყვარულიც გვყოფნის სასაუბროდ. დღეს რამით მაინც, ყველამ თავის გრძნობებს მიხედოს.

 

 

 

მეორე თავი

- ვინ ხარ შენ?

- სიზმარი.

- რატომ მოხვედი?

- მომენატრე. მსურდა, ჯერ კარგა ხანს ვერ გაგეხსენე, მაგრამ ფიქრები შემომაწვა და ვერ გავძელი რომ არ გწვეოდი.

- ახლობელი ხარ?

- თანაც როგორი.

- გარდაცვლილი?

- რატომ გგონია, რომ მხოლოდ მკვდრები სტუმრობენ სიზმრებს? ვერც ცოცხალი ვარ, თან ბოლომდე ვერც მოვმკვდარვარ. შენზე ფიქრები მაძლებინებს ალბათ რომ აურაცხელ დემონთა ლაშქარს არ შეეწიროს ჩემი არსება.

- გიყვარვარ?

- ისე მიყვარხარ, საღამოობით, დაცარიელებული ქუჩის პატარა სკამზე ვჯდები ხოლმე, მხოლოდ ერთი ლამპიონი დამნათის თავზე და შენ შეგცქერი. წარმოვიდგენ, რას აკეთებ, ანდაც როგორ ხარ.

- მაშინ მარტო რატომ დამტოვე?

- ეგ შენ იგონებ სიმარტოვეს. იმას გრძნობ, რასაც ხედავ. ძალა მერთმევა ნელ-ნელა სიტყვების წარმოთქმის, ელიზაბედ. მზის სანატრელ სხივებს, შენზე შეთხზულ ლექსებს ვატან ყოველ დღე, მაგრამ ეს სხივებიც რომ დაუძლურდნენ და ვერ გაგნებენ, ჩემს სისუსტეს დავაბრალო თუ შენს სიშორეს?

- არ ვიცი. ისიც არ ვიცი, ვინ ხარ.

- მამა ვარ შენი.

- რომ ვერ გიხსენებ?

- კარგიცაა, თუკი ვერა მცნობ. სიმშვიდე მიგატოვებს, გახუნებულ კაბის კალთებს სიმწრით დაიგლეჯ თუ გაიხსენებ, ვინ იყავი ან რა დაგმართეს.

- მერჩივნა, მხსომებოდი. მოგონებებში მაინც შევიქცევდი თავს.

- თავშესაქცევი რომ ყოფილიყო, არც დაგავიწყდებოდა, გზა გამოვლილი.

- მაინც არ მეტყვი?

- ღამეს ჰკითხე. ეგებ მას ეყოს გამბედაობა და გიპასუხოს.
გამოეღვიძა. ერთხელ ამოიოხრა. გაუგებარ სიზმებსა და რეალობებს შეჩვეულიყო, აღარ განიცდიდა. წამოდგა. საწოლში ჩაძინებული, ტახტზე რომ აღმჩნდა თვალის გახელისას, მაგისთვისაც აღარ მიუქცევია დიდი ყურადღება. მაგას რა უჭირს? ამ ბოლო დროს, უარესების მომსწრეც მრავალჯერ გამხდარა. განა მოატყუა დორიანს, მართლა ძილში დადიოდა და ამას წინათ, სკამზე რომ გამოეღვიძა, წინ ერთი ჭიქა ფინჯანიც ედო.
გაეცინა.
აბა სხვა რაღა დარჩენოდა. ერთია, როცა შიშისგან შეძრული, სარკეში ჩახედვასაც გაურბიხარ. მეორე კი - ეჩვევი ყველაფერს, როგორც ადამიანებს ახასიათებთ და შუაღამისას, გარეთ გაბნეულ კოშმარებს პეპლისაჭერით დასდევ, რათა ბადეში მოამწყვდიო და ფეხქვეშ გათელო ერთმანეთის მიყოლებით. ელიზაბედ ჯეინს საკუთარი თავისთვის რომ არ მიეხედა, სხვა ბევრი არავინ ყავდა გულის შემატკივარი და მოჩვენებების დამფრთხობი.
კიდევ ერთ რამეშიც გამოიჭირა საკუთარი თავი - ღამით, იდუმალებას კი არა, სიხარულს უფრო გრძნობდა. ეგეც ცალკე ამბავია, როცა დღის სინათლეც გსიამოვნებს და წყვდიადსაც ისისხლხორცებ.
„შემდეგში, ამას თუ წაიკითხავ და გაიაზრებ, ეგება მინიშნება მომცე, სად დაეხეტები ხოლმე. არ მინდა, რამე შარს გამხვიო“ - დაუწერა საკუთარ ძილში მოხეტიალე თავს პატარა წერილი.
საათს დახედა. უკვე თენდებოდა და სამსახურისთვისაც უნდა შეემზადებინა თავისი გამომშრალი კანი, შეშუპებული თვალები. დორიანთანაც მოინდომა დარეკვა, თუმცა მოერიდა. ჩვეულებრივ ადამიანებს დილის 6 საათზე არ ღვიძავთ. მხოლოდ მთვარეულებსა და ამნეზიიანებს ალბათ.
რაც მეტ გამოცდილებას იძენდა, მით უფრო იკიდებდა ფეხებზე სკოლის მასწავლებლების ცნობისმოყვარე მზერებს. რა თქმა უნდა, სამსახურეობრივ პრობლემებს დიდი თავდადებით აგვარებდა, მაგრამ ზურგს უკან თუ რამეს საუბრობდნენ, ეგენი სრულებითაც აღარ ადარდებდა. შეეგუა იმ ფაქტს, რომ კოლეგებთან მეგობრობა არ გამოუვიდოდა.
ერთადერთი, მეგიზე შესტკიოდა გული. ზოგჯერ მაგრად აფრენდა საყვარელი მოხუცი. ექიმბაშობას რომ იჩემებდა, ეგ არაფერი, მაგრამ ორი დღის წინ, სასიყვარულო ელექსირი გამოვიგონეო, სიამაყით გამოუცხადა. პატარა კოლბაში ჩასხმული ფერადი სითხის დაყნოსვა აიძულა ელიზაბედ ჯეინს და უთხრა:

- უთუოდ ვიღაცას უყვარხარ. შენ კი ყინულივით გაგქციებია გული. ისე მაგრად გაქვს ჩაკეტილი კარი, მთელი ამალა რომ ერთად შეესიოს, ძვრას ვერ უზავმს.

- ბარემ, ჩემზე შეყვარებული კაცის სახელიც მითხარი მეგი.

- მაგას შენ თვითონ უნდა მიხვდე, თუმცა პატარა ბავშვს ჰგევხარ. თუ  პირდაპირ არ აგიხსნეს სიყვარული, ისე ალბათ ვერაფერს მიხვდები.

- აბა ირიბად ახსნილი სიყვარული რა ჯანდაბად მინდა?

- მაინც არავის ეტრფი და გინდა ირიბად აგიხსნან, გინდა ეგრევე გაჯახონ. მაინც გადათელავ ვიღაც უბედურის გრძნობებს.

- მარტო შენ გგონივარ მონსტრი, სხვა ყველა, კეთილშობილ ქალბატონად აღმიქვავს.

- კეთილშობილი ხარ, ადამიანებთან სიახლოვეც მოგწონს, მაგრამ როგორც კი ვინმე დააპირებს შენს სულში შემოღწევას, მაშინვე უკანმოუხედავად გაიქცევი.

- სულ თუ არ ამოიღებენ ხმას, უკეთესი იქნება. - გაეღიმა ელიზაბედს.

- შინაბერა დარჩები - თავი დანანებით გააქცნია მოხუცმა. ასეთი იყო მეგი. უშუალო და ზოგჯერ უხეშიც, თუმცა არასოდეს იტყუებოდა.
მეგის ორიოდე ნაცნობი ჰყავდა ქალაქში. საღამოს, მაღაზიას რომ დაკეტავდა, მათ მოსანახულებლად გაეშურებოდა ხოლმე, მდელოზე, პატარა სახლები გაშენებულიყო, რომელსაც მიდთაუნის სოფელს ეძახდნენ. მანქანას იშვიათად ნახავდი იქ. ერთი სასურსათო მაღაზია ჰქონდაც და ისიც ნახევრად ცარიელი იყო მუდამ.
ერთ პატარა ქოხში ცხოვრობდა მეგის მეგობარი მოხუცი კაცი. მიქაელი ერქვა. სიბერსიგან სულ მთლად მოხრილიყო წელში და კუზიც ამოსვლოდა. წუწუნი უყვარდა მიქაელს. გასულ წელს ცოლი გარდაცვლოდა და იმის შემდეგ ისეთი წარბშეკრული გამხდარიყო, ახლოს ვეღარავინ ეკარებოდა. ოდესღაც, ვაშლისა და ატმის ხეებით სავსე ხეხილის ბაღი ჰქონდა, მთელ მიდთაუნში სახელგანთქმული. იქვე ახლოს,  მდინარე ჩამოედინებოდა. ყველა ნაყოფს, რომელიც ამ მდინარიდან იღებდა საზრდოს, ზღაპრული არომატი და ელფერი დაკჰკრავდა მუდამ. მიქაელი ცნობილი ბაჭარი იყო. ზაფხულობით, პატარა დახლზე წითელ-ყვითელ ხილს შემოალაგებდა. ჯერ ნაჭერს გადაუსვამდა ვაშლებს, დამტვერილი არ იყოსო და მერე ისე ლამაზად დააწყობდა, ჯერ მარტო იმის ცქერა რა იყო. ვინ აცლიდა დამტვერვას საერთოდ? ნახევარი საათი არ იყო გასული, პანტა-პუნტით ეყიდებოდა ყველაფერი.
უწინ, ნავაჭრი სახლში მიჰქონდა, ცოლს მისცემდა და ეტყოდა:

- აჰა და რაც გინდა, ის უქენი.
ვერასოდეს იგებდა, ორიოდე თვის სამუშაოდან შემორჩენილ კაპიკებს როგორ ანაწილებდა ქალი მთელ წელზე.
ახლა სადარდებელი ბევრი ჰქონდა, ნავაჭრი კი ჯერ არა. ალბათ რთული წელი ელოდა წინ სულ მთლად აღარ შერჩენოდა თავისი საქმის შნო. ეგება, შიმშილით ამომხდეს სული, აბა სიკვდილი თავისი ფეხით მოსვლას ჯერ არ ჩქარობსო - იტყოდა და მერე ეცინებოდა.
რას იფიქრებდა თუ ოდესმე ხელს ჩაიქნევდა ცხოვრებაზე და სულმოუთქმელად დაელოდებოდა თავის აღსასრულს. ალბათ ეგრე ხდება, იქითა ნაპირას რომ უფრო ბევრი ახლობელი გყავს, ვიდრე აქეთ.
ერთი სიამოვნება მაინც შერჩენოდა. დილაუთენია, მიდთაუნის მდინარისაკენ გაუდგებოდა ხოლმე გზას და შუადღემდე თევზაობდა. ზოგჯერ, საკუთარ თავს გაუბამდა დიალოგს. ცოტა კი რცხვენოდა, მაგრამ ამ მდინარისა და თავისი თავის გარდა, არავინ ჰყავდა ხმის გამცემი.
ერთი, მეგი შერჩენოდა სიყმაწვილის მეგობარი. ცოტა ფერი კი შეცვლოდა დედაკაცს ამ ბოლო დროს. რაღაც ისეთს  დააბრეხვებდა, მიქაელს ეგონა, სულ მთლად ჭკუიდან შეიშალაო და სიბერეს აბრალებდა ეგრევე. მერე რა? ასაკმა იცის ეგრე. უწინ, მიქაელიც მხიარული და ხუმარა იყო, ახლა კი კაკლის წკეპლებით დასდევდა თავისი ხეხილის ბავღში შემოპარულ პატარა გოგო-ბიჭებს. აი მეგი კი პირიქით. ადრე წყევლა-კრულვა უყვარდა. ერთს ისეთს იტყოდა, გეგონა ეშმაკი ჩაუსახლდაო. გული კი კეთილი ჰქონდა, მაგრამ ლანძღვით მაინც გადაფარავდა ხოლმე.
ახლა უცნაური გამხდარიყო.
მომავალს ისე იმედიანად უყურებდა, იფიქრებდი, ამ მოხუცმა ქალმა გუშინ წინ დაამთავრა სასწავლებელი და დღეს კარიერის პირველ საფეხურებზე მიემართება ამაყადო. სამაგიეროდ, მიქაელს მოადგებოდა, წვნიანს უკეთებდა და სახლში გამომცვარი პური მოქონდა ხოლმე.

- აბა რათ გინდოდა, მე თვითონ ვერ ვიზამდი? - იწყებდა წუწუნს კაცი, მაგრამ მერე მადლიერების მაგიერი რამდენიმე კეთილი სიტყვა დასცდებოდა და ეგ იყო.

- ცუდადაა ჩემი საქმე მეგი. კარტოფილი ვერ ამომაქვს მიწიდან, ვეღარც ხილს ვკრეფ. ამნაირი რამე გაგიგონია? ადამიანს, მოსავალი გქონდეს, მაგრამ მისი აღების შნო არა.

- მოვიფიქრებთ რამეს მიქაელ, შენ არ იდარდო - აწყნარებდა მეგი.

- რა უნდა მოვიფიქროთ? დღეები ერთმანეთს მისდევენ, გადამწიფდება ხილი, ჩამოვარდება და დალპება.
გულზე ხვდებოდა მეგის მიქაელის ამბავი.
მიდთაუნში, თუ ჩუმად ინდომებდი რამის გაკეთებას, უთუოდ ღამით უნდა გემოქმედა. დღის სინათლეზე ყველა მოგაშტერდებოდა და მერე ერთად ააყაყანებდნენ ენას. მიქაელისგან წამოსულმა, ქალაქის სასაფლაოსკენ გადაუხვია. იდუმალებითა და მშვენიერებით სავსე მხარე იყო. იქ, სადაც ცოცხალი ადამიანი არ ბინადრობდა, ბუნება გამეფებულიყო მის მაგიერ და ხეებს შორის მოქცეულ აკლდამებს იდუმალებასთან ერთად, თვალის მომჭრელი ელფერი ჰქონდა. უყვარდა საფლავების თვალიერება. წარწერების მიღმა, მილიონობით ისტორია იმალებოდა. მეგის ღრმად სწამდა, რომ თუ დაუსრულებელი მისია ჰქონდა რომელიმეს დარჩენილი, უთუოდ ახლიდან დაიბადებოდნენ საქმის ბოლომდე მისაყვანად.
მუდამ სიჩუმე სუფევდა სასაფლაოზე.
ამ სიჩუმეში, სასიამოვნო, გრილი ნიავი ამოქროლდებოდა და ფოთლების სიმღერით ატკბობდა გარდაცვლილთა ქვებს. ლამაზი იყო გარშემო ყველაფერი. აქმეგის არც ვინმესი ეშინოდა და არც საკუთარ თავს მალავდა. მკვდრებმა ისედაც ყველაფერი იცოდნენ, აღარაფერი აკვირვებდათ და არც განსჯა სჩვეოდათ.
კაცის სკულპტურას მიუახლოვდა მეგი. თვალები დაეხუჭა, ხელები გადაეჯვარედინა და ცალ მხარზე ცოცხალი ყვავი შესჯდომოდა.

- ქიშ! - შესძახა ქალმა - ეგება, რაზე მინდა ლაპარაკი? უნდა იჯდე და უტიფრად მისმინო?

- ყვაა! - გაიგონა პასუხი.

- თავხედი ხარ. შენგან მშვენიერ შეჭამანდს გავაკეთებდი, ორასი წლისა რომ არ იყო. არ მიყვარს ბებერი ხორცი. ცუდად იხარშება და მერე გემოც რაღაცნაირი აქვს.

- ვაა! - ისევ დაიჩხავლა ფრინველმა.

- შენს პატრონს ეტლიკინე ეგრე - ხელი აუქნია და გააფრინა. - მიდი, გაიქეცი. ჩემმა თვალებმა არარ დაგინახონ მეორედ. ამ საზიზღარსაც ყვავი ჰქვია და სხვასაც? ქურდი, არამზადა! - არ ცხრებოდა მოხუცი.

- რა გინდა? რატომ თავს არ დაანებებ ამ საწყალს? - თვალი გაახილა სკულპტურამ.

- მაგან ერთხელ ფირუზის თმისსაბნევი მომპარა. იცი როგორ უხდებოდა ჩემს თმას?

- შენს ჭარარა თმას? - ეცადა გაეცინა, მაგრამ მიმიკები არ გააჩნდა. ქვის ძეგლი იყო.

- მშენივრად იცი, რომ ჩემს წითელ, მშვენიერ თმას ვგულისხმობ.

- ძეგლიდან იმიტომ გამომიძახე, რომ თმისსამაგრზე მეწუწუნო? მალე მითხარი რა გინდა, ისედაც გაშეშებული ვარ და თავი უსუსური ქვის გროვა მგონია.

- არადა, მე ეს სხეული უფრო მომწონს, ვიდრე შენი ნამდვილი.

- მეც ეგ უფრო მომწონს, ვიდრე შენი ნამდვილი - გააჯავრა კაცმა.

- კარგი, ხუმრობა იქეთ იყოს და, სამიოდე სული უნდა მათხოვო ერთი ღამით.

- გასაგებია, რომ სითბოსა და ყურადღებას ხარ მოკლებული, მაგრამ სამი სული რა ამბავია? ამ პატიოსან არსებებს ვერ წაგაბილწინებ.

- ნუ სულელობ ილო, თორემ მაგ ქვაში ჩაგტოვებ და მერე აღარ გექნება უკბილო ხუმრობების შნო - გაბრაზდა ქალი. - ხუთი წუთით მოგიხმე და მაინც მოასწარი ჩემი გაღიზიანება.

- კარგი, მაპატიე. ეტყობა, მოხუც სხეულში როცა ხარ გამომწყვდეული,  კაპასი და ემოციური ხდები. ადრე უფრო დინჯი იყავი.

- აგერ უკვე ორი თვეა, ნაოჭების გარდა არაფერი მინახავს. მათხოვებ სულებს? ღამით, მოხუცი გაბრიელის მოსავალი მინდა ავაღებინო. წელი სტკივა, არარ შეუძლია შრომა ბერიკაცს.

- თუ აღარ შეუძლია, მაშინ წავიყვან და ეგაა. ისედაც მოიწყინა მაგისმა ცოლმა.

- რამდენჯერ გაგაფრთხილეს, შენით ნუ მიგყავს ხალხიო? - ჩანთა მოიქნია და თავში სდრუზა.

- ნუ მირტყამ, თორემ ერთხელ იქნება, ღერა-ღერა დაგაცლი მაგ ჭარხალივით თმას! - ილოს უნდოდა, მუშტი მოეღერა, მაგრამ ვერ გაინძრია და მხოლოდ თვალების დაბრიალებით შემოიფარგლა.

- მათხოვებ თუ არა სულებს?

- წაიყვანე ვინც გინდა.

- ცოტა ჯანიანი და შრომისმოყვარე მინდა.

- მარიანა, ვინც გინდა, ის წაიყვანე. აარჩიე, აქედან ყველა სიხარულით წამოვა.

- ჯერ-ჯერობით, მეგი დამიძახე, ვინმემ არ გაიგოს.

- ვინმე თუ ჩვენს ლაპარაკს მოისმენს, სახელის დაძახებას სჩივი?

- ჰო, ეგეც მართალია. - გაეცინა ქალს.

- შენ ის მიამბე, გოგონა როგორაა?

- არაუშავს. რაც აროტეს სვავმა იპოვნა და მის მეზობლად დავსახლდი, იმის მერე გვერდიდან არ მოვშორებულვარ. ზოგჯერ, დაბნეული, შეშინებულია ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, კარგად ართმევს თავს ყველაფერს.

- მაშ, შეხვედრამდე ჩემო მარიანნა...
ძეგლი ისევ ძეგლად იქცა. მეგი ცოტახანს იდგა და შესცქეროდა. ცოტათი ენატრებოდა ილო. ზოოპარკის ლომს ჰგავდა. თვითონ ლომს ამსსგავსებდა საკუთარ თავს: ოქროსფერი მეფე, ღრიალებს და არავის ესმის მისი განწირული გმინვა. ბავშვები შესცქერიან გისოსებში მოქცეულს, თავისუფლებაწართმეულს.
მერე მიხვდა, რომ ცოტათი აჭარბებდა. ვინ წაართვა თავისუფლება? განა უმიზნო ისი მისი ხეტიალი მეგის ტყავში? თავისი ნებით გაჰყო დიდ ბრძოლაში თავი. ბოლოს და ბოლოს, განთავისუფლდება და ჩვეულ რითმს დაუბრუნდებოდა სამყარო.
უთენია, ეზოს ხელსაბანთან მივიდა მიქაელი პირის დასაბანად. კართან ტომრები დახვდა, პირადმდე სავსე ხილითა და ბოსტნეულით.
თავისი იყო ყველა.
კარგა ხანს, იდგა და ასე უყურებდა. რა ეთქვა ან ვისთვის ეთქვა? ერთი ფეხმძიმე მეზობელი ჰყავდა და მეორე კიდევ, მასსავით მოხუცი.
ღმერთის არსებობას თუ იწამებ, თორე სხვა ახსნა ვერ მოეპოვებაო - გაიფიქრა კაცმა.

 

 

*                           *                    *

 

„დიდი ხსნის წინათ, უხსოვარ დროში, სანამ ჯერ კიდევ ჰარმონია სუფევდა ცის სამფლობელოში და მთვარის შუქი აარსებებდა ლურჯ ნათელში გახვეულ ღამეს, აროტემ პირველად იხილა სილამაზის ქალღმერთი.
წამიდან წამამდე, ძლივსმისული სუნთქვა გაუხშირდა და დარდმა იწყო აძგერება გულის სანაცვლოდ.
თმაში გვირილებს იბნევდა ქალი. მიუახლოვდა, ერთი გვირილა გამოართვა და გულის ჯიბეში შეინახა. იმის შემდეგ, მაგ გვირილას მზე დაატარებდა სამუდამო სიყვარულის ნიშნად.
უგრძნობი იყო მშვენიერების ღმერთი და ცივი, თითქოს ზამთრის დედოფლობა ებოძა მისთვის ვინმეს. მაინც რიდი ჰქონდა მზის ღმერთისა. აქამდე თუ თავხედურად დაფანტავდა ყველა დანარჩენს, აროტეს წინაშე ხმა ვერ ამოეღო.
მზით ბრწყინავდა ნორჩი ბუნება და ყვავილებიც მის სხივებს შენატროდნენ. მადლობა მაინც არ დასცდენია და სხვა უხეში სიტყვაც ვერ გაუბედა. უმადური კი არ იყო ლილიანი, სიყვარული არ იცოდა უბრალოდ სხვისი. საკუთარ თავს, თავის დას და მშვენიერებას ეტრფოდა ხოლმე აქამდე მხოლოდ.

- ღამის ორთქლმა რომ დაიპყრო გუშინ სამყარო, აროტე ესტუმრა ჩემი ყვავილების ბაღნარს - უყვებოდა ტყუპისცალ დას მოგვიანებით.

- იმედია, რამე უშნოდ არ უთხარი - შეცბა მარიანა.

- ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისტვის. გვირილა მომპარა თმიდან უთქმელად, შემდეგ ნაზად დამხვდა თმაზე და უყნოსა - თქვა თავმომწონედ.

- დავიღუპეთ.

- რატომ ვითომ?

- მაგანაც თუ შენ შეგიყვარა, გამოდის რომ ყველაზე ძლევამოსილნიც ხორციელ სილამაზეს ეტანებიან.

- შენ რომ უყვარდი ყველას ერთად, ეგ არ იყო დამღუპველი?

- ეგეც იყო - უპასუხა მარიანამ.
ტყუპები არ ჰგავდნენ ერთმანეთს არც გარეგნობით, არც ხასიათით. მარიანა სიყვარულის ქალღმერთი იყო, ლილიანი - მშვენიერების, მაგრამ ყველაზე უკეთ ესმდათ მაინც ერთმანეთის.
მუხლამდე ხავერდის თმა ნაზად ჩამოივარცხნა ლილიანმა. მრავალჯერ შეუხედავს მშვენიერებით შეპყრობით მზისღმერთს მისთვის და ეგ სავარცხელი შეიზიზღა თუ კი ზიზღი გააჩნდა ოდესმე. იმნდენჯერ შეხებოდნენ მისი უტიფარი კბილები ქალის თმას და მისი სურნელით გაჟღენთილიყვნენ, თვითონ რომ ვერ იცონებებდა აროტე.
მეორე დღეს, წვიმამ დაიპყრო ცის ქვეშეთი და ზესკნელშიც ვერ გამოიდარა, როგორც წესი იყო, ისე. მიწაზე ფეხი ვეღარ დაედგა ლილიანს ტალახის შიშით. თეთრ სარწეველაზე მისვენებულს, უზარმაზარი წითელი ტიტა გადაფარებოდა ქოლგასავით.

- შენ არ გიყვარს არავინ ქვეყნად - მოესმა აროტეს ხმა - მედიდურად წამოემართა ქალი და თქეშში გალუმპულ კაცს მიაპყრო მზერა.

- დასველებულხარ.

- როგორ მიხვდი?

- რატომ არ ანათებენ დღეს შენი სხივები?

- ჩემს სხივებსაც სატირლად გაუხადე საქმე, ეტყობა.

- ჰო, რა თქმა უნდა, მე ვარ დამნაშავე.

- ბრალს არ გდებ.

- წერან დამდე უკვე. ასე იცით კაცებმა. საპასუხო გრძნობას თუ ვერ იღებთ, იმის გაჩენის დღეს დაგმობთ მერე, ვინც შეიყვარეთ.

- მე არასოდეს დავგმობ მაგ დღეს! დიდი ამბავი თუ არ შეგიძლია სიყვარული, შენს მაგივრადაც მე ვიქნები შეყვარებული.

- ეგ როგორ? - გაუკვირდა ქალს.

- არ ვიცი, მოვიფიქრებ.

- მე შენ ყოვლისმცოდნე მეგონე.

- არა, ყოვლისმცოდნე თიმოა. მე ყოვლისშემძლე ვარ და ერთადერთი მთელს სამყაროში.

- კი, თიმოს სიბრძნეც შეიგრძნო უკვე ჩემმა დამ უხვად. არ დაგვერიერთ ამ ტყუპებს ერთად ეს ღმერთები? - გადაიხარხარა ლილიანმა.

- ჰო და, ორივეს ერთად დაგვენგრა სიყვარულით ნაგები კოშკები.

- მომწნს, ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ღმერთებიც განიცდიან იმედგაცრუებას. აბა, მარტო ადამიანები ხომ არ უნდაიჩაგრებოდნენ?

- მართალი ხარ - ცოტახანს, ორივე დადუმდა.
აროტე იყო პირველი, ვინც უპასუხო სიყვარულის გამო არ შეიძულა ქალი. ამ პირველობით, ნელ-ნელა სხვაგვარ პირველობასაც იხვეჭდა.

- გინდა, წვიმაში გავისეირნოთ?

- დავსველდები.

- არამგონია, წყალმა რამე გატკინოს. ეგებ, მზემაც მოგვისწროს გზაში.

- ეგ შენი გადასაწყვეტი არაა თუ მოგვისწრებს?

- დიდი ხანია უკვე, გადაწყვეტილებებს ვეღარ აკონტროლებ ლილიან - გამოუტყდა კაცი.
სინდისმა შეაწუხა მშვენიერების ქალღმერთი. ახლა დააკვირდა აროტეს თვალებს. მზით განათებული ცა რომ მზერას მოგჭრის კაშკაშით, ზუსტად ისეთი თვალები ჰქონდა. სურნელის - მზისფერი.

- რა გინდა ჩემგან რომ მიიღო მზის მბრძანებელო? - ჰკითხა ქალღმერთმა.

- შენი ცქერა მხოლოდ.

- ეგ გიშველის?

- არ ვიცი, ვნახოთ.

- შენ ახლა ცაზე უნდა იყო აროტე და ფუჭად ცდები ჩემით.

- არაა ფუჭი. ვერც დროის კარგვას დავარქმევდი შენთან ყოფნას.
წვიმის წვეთებით გაიჟღინთა ქალღმერთის თმები. მისი სურნელით აივსო აროტეს ფილტვები. სული გაუბრუა მზის ღმერთს საყვარელი ქალის არომატმა.
ბედნიერი იყო იგი. ისეთი ბედნიერი და შეყვარებული, რომ მცირეოდენ ეგოზისმსაც ვერ იპოვნიდი მის გრძნობებში.

- ნება შენია ჩემი ბატონო.

- არც ისეთი ხარ, როგორადაც აღიქვავენ სილამაზეს.

- როგორი არ ვარ?

- მხოლოდ ლამაზი. არაფერიც! ენამახვილი და გონიერი ხარ. საკუთარ ეშმაკებს მასევ ხოლმე ყოველ ჯერზელ როცა ხმას იღებ და მე უგუნური, რისი ვერ ვიგერიებ. ეგ ერთადერთია, რასთან ბრძოლადაც არ ძალმიძს ლილიან.

- იცი რას ვხვდები? - ჰკითხა ქალმა.

- არა, არ ვიცი.

- თქვენ, კაცები ყველა ერთად მაბრალებთ, რომ გულებს ვიპყრობ. მერ ებრაზდებით და სიბრაზეში გაგყავთ დრო ფუჭად. ვერც ერთი მიბედავთ, პირდაპირ და შეულამაზებლად მითხრათ, რასაც გრძნბთ ან რატომ გრძნობთ. პირველად, მთვარის შუქზე მიხილე, მზად იყავი, მუხლი მოგეყარა ჩემს წინაშე, ოღონდ ერთხელ მაინც დამტკბარყავი მშვენიერებით, ჩემი სხეულით. ხომ მართალი ვარ?

- მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მართალი ხარ.

- ძალიან ცუდი. ერთხელ მაინც თუ დაგიპირებია ჩემს სულში ჩახედვა და მერე გითქვამს: მაინც მშვენიერებაა, კი ბატობო, ისევ მიყვარს.

- არასოდეს.

- მაშინ წადი აროტე და ნუღარ გეყვარები. ვიცი, ებონს ჰკლავდა მუდამ შენი სურვილი და იმას მიენდე, ვინც პირველად დაიპყარი. მე არ მინდა, რომ ასე ზედაპირულები იყოთ ღმერთებიც და კაცებიც, ორივე ერთად.

- ამ დღის შემდეგ, ვეღარასოდეს რომ ვერ შევწყვიტო შენზე ფიქრი, რა მეშველება? მაშინაც ებონი გავიხსენო? ან რას მეუბნები, თავადაც იცი, რომ უსიყვარულოდ ვერავისკენ გავიხედები. მაინც ურცხვად მიმითითებ, ვინ შევიყვარო და ვინ დავივიწყო.

- როგორც ბრძანებ. მაშინ მუდმივად მე გიყვარდე უპასუხოდ და პრეტენზია ნუ გექნება.

- თანახმა ვარ.

- ახლა, ასე უნდა ვიაროთ წინ და უკან?

- მარტო წინ ვიაროთ, სხვა საქმე გაქვს?

- კი. ერთ პატარა ტბას გადავაქცევდი რძის აბაზანად და ვარდების ფურცლებსაც გავურევდი შიგნით, მაგრამ ვიღაცამ ყველა მზის სხივი მომტაცა, წვიმა მაწუხებს.

- მაშ, შეწყდეს წვიმა.
მართლაც გადაიღო.

- ასე უცებ?

- რა თქმა უნდა. თუ ვინმე გიყვარს, ცოტა უნდა გაანებივრო.

- შუა ზამთარში, ისე გაათბობ დედამიწას, რომ მდელოები აბიბინდეს?

- მაგსაც ვიზამ.

- ტემპერატურას სადამდე აწევ დედამიწაზე?

- ადამიანებს ნუ ამომაბუგინებ სიყვარულის ნიშნად ლილიან.

- არა, რას ამბობ. შენზე მეტად მიყვარს ისინი.

- რას მეუბნები?

- ჰო, ყველაზე ფასეული არიან ჩემთვის. მშვენიერება ადამიანისგან იღებს სათავეს. კი ამდალბლებენ ზოგჯერ სასტიკად, თუმცა ვპატიობ.

- სასწაული რომ ხარ ლილიან, იცოდი?

- შენ გაუბედავი ხარ. სამჯერ სცადე ჩემთვის ხელი შეგეხო და ვერც ერთხელ მიიყვანე ეგ საქმე ბოლომდე.

- ლილიან, თუ კი მცირედი მამაკაცური თავდაჯერებულობა გამაჩნია, ყველას ერთად ნუ ჩამიკლავ, ძალიან გთხოვ.
აროტეს ნერვები მოეშალა.
სიყვარულიც იყო და სიყვარულიც, მაგრამ ფეხქვეშგასათელად არ ემეტებოდა საკუთარი თავი. თვითონ რომ ამ მშვენიერებას შესწირვოდა, ადამიანებს ვის ხელში დასტოვებდა ნეტავ?
ორივე გაჩუმდა.
ღრუბლები მიმოიფანტნენ ცის კაბადონზე. მაინც არ იღებდა ხმას რომელიმე. მიაბიჯებდნენ ყაყაჩოებით გადაჭედილ ველზე და ამდენ ყვავილს შორის, მაინც ლილიანი ბრწყინავდა განსაკუთრებულად.

- კიდევ რამდენი რამით გაგაოცებ, ვერც კი ხვდები.

- მომავალში გამაოცებ?

- ჰო, რა იყო?

- არაფერი. გამეხარდა, მომავალიც გვქონია თურმე.

- ჩემს სიტყვებს საშენოდ ნუ იყენებ აროტე, არ გიხდება.

- ჩემი წასვლის დროა ლილიან. უკვე დროა, გამოანათოს და მე უგნური, შენ ვერ გწყდები.

- წადი.

- როდის გნახავ?

- როცა ჩემს სამფლობელოში მოხვალ.

- ანუ მუდამ მე უნდა გეახლო?

- ჩემით ტკბობა შენ გაქვს გაზრახული და... - მხრები აიჩეჩა ქალმა.
აროტეს გაეცინა.
მაინც მოსწონდა მისი სითავხედე. ყველაფერი მოსწონდა ლილიანში და ამის ეშინოდა ზუსტად. მტკივნეულია, როცა თვალახვეულს გიყვარდება და ვერ ამჩნევ თუ კი რამე ავი ძრახვა აქვს ან ურიცხვი ნაკლი.
ახლა ლილიანი ნახევრად დემონი რომ გამხდარიყო, მაინც ეყვარებოდა ნეტავ? თუ თავისი ოქროს ხანჯლით გამოასალმებდა ცხოვრებას?

- რაზე ჩაფიქრდი? - მიუხვდა ქალი.

- წარმოვიდგინე, რომ დემონი ხარ.

- რისი დემონი?

- მაგდენის წარმოდგენა ჯერ ვერ მვოასწარი.

- მოდი, სიზმრების დემონი ვიქნები. ხალხის ქვეცნობიერს ლამაზ კადრებს ავწაპნი და მერე ჩემად მივისაკუთრებ.

- კარგი იყავი.

- ჰო, ანუ დემონი ვარ. მერე რა ხდება, რას ფიქრობდი?

- მაინტერესებდა, მაინც თუ შემეძლებოდა შენი სიყვარული.

- თუ არ შეგეძლებოდა, ესეიგი არც ახლა გაქვს ჭეშმარიტი გრძნობები. ყველაზე მეტ აღმაფრენას ის სიყვარული ბადებს, რომელიც აკრძალული და ყოვლადშეუძლებელია. შენ რომ დემონი გყვარებოდი, ეგ იქნებოდა თუ იქნებოდა მომაჯადოებელი. აბა, ახლა ბევრს არაფერს ნიშნავს ეგ გრძნობები. მე ქალღმერთი ვარ მშვენიერების, შენ - მზის. დამინახე, გულში ჩაგივარდი, ვსეირნობთ ერთად. ამაზე ბანალური ისტორია გსმენია სადმე? ჩვეულებრივები ვართ და ეს ჩვეულებრივობა მწყვეტს გულს.

- ჰო, რაღაცა აკლია მაგას. მე მზის ღმერთი ვარ, შენ - მშვენიერების. დაგინახე, გულში ჩამივარდი, ერთად ვსეირნობთ და მოულოდნელად, ტუჩებში გაკოცე - თქვა კაცმა და როგორც იქნა, აისრულა გულისწადილი.
მართლა გაოგნდა ლილიანი.
არ მოუშორებია კაცის მკლავები თავისი სხეულიდან, არც მისი ტუჩები უკუაგდო. ბოლოს და ბოლოს, რას გააწყობდა? სილა გაერტყა მზის ღმერთისთვის? თან აროტეს ბამბის ქულასავით თეთრი კანი ჰქონდა, ხომ დააჩნდებოდა ხუთი თითი წითელ კვალად და მერე ასე ივლიდა შერცხვენილი.
როგორც იქნა, დაეხნა ქალი.

- ახლა უკვე, უეჭველად უნდა წახვიდე. - გამოუცხადა წარბშეკრულმა. თან გაბრაზებულს ჰგავდა, თან რცხვენოდა და სირცხვილისგან, პომიდვრისფერი დასდებოდა ლოყებზე ლილიანს.
სეთთან მივიდა აროტე მოგვიანებით.

- ღამით, ჩემს მაგიერ ჩახვალ ქვესკნელში საბრძოლველად? - შეაპარა მეგობარს.

- ახლა ღამითაც უნდა მოგაცდინოს მაგ ქალმა?  - არ ესიამოვნა სეთს. არ მოსწონდა, როგორ ახრევინებდა სიყვარული ყველას თავს. მითუმეტეს, თავის მეგობრებს. თან ებონიც ეცოდებოდა. ამდენი საუკუნე სულ უაზროდ გაეყვანა ქალს აროტეს ტრფობაში. მისი ბოლო მაინც არ იყო კეთილი როგორც ჩანს.

- კი, ღამითაც უნდა მომაცდინოს მაგ ქალმა.

- ჩავალ. მე შენზე შემტკივა გული, თორემ ბრძოლა კი არ მეზარება. ეჰ, როგორი სულელები ხართ შეყვარებულნი.

- სულელის თქმას ვერავინ მიბედავს!

- ლილიანი გაგიბედავს. შუა ზამთარში რომ ცივ ქვეყნებს აუყვავილებ ბაღნარს იმის ხათრით. ნეტავ რისი იმედი გაქვს საერთოდ?

- რა ვიცი, კარგად კი ვაკოცე და.

- რა ჰქენი?

- ვაკოცე.

- ფეხზე?

- არა სეთ.

- ხელზე?

- არა.

- ტუჩებში?

- ჰო.

- დაგესიზმრა ალბათ.

- დროა, შენც შეიყვარო ვინმე, თორემ ცოტა არ იყოს, გაგაბოროტა დაუსრულებელმა მარტოობამ სეთ.

-  ვერც კი ვფიქრობ, რომ ერთ დღეს ჩემი ვარსკვლავებიც აინთებიან ცაში ტრბობით.

- ვერც მე ვიფიქრებდი სეთ, მაგრამ თვალები. ლილიანის თვალები ისეთი გასაოცარია. ერთში თაფლისფერი სხივები დასთამაშებენ, მეორე კი ცასავით ლურჯი და მიუწვდომელია.

ამ დროს, ჯერ კიდევ მეგობრობა, სიმშვიდე მეფობდა ღმერთებს შორის და აროტესთვის რომ ეკითხვა ვინმეს მაშინ, ვინ არისო შენთვის ყველაზე სანდო, საყვარელი მეგობარი, სეთის სახელი აღმოხდებოდა პირზე ღიმილით, დაუფიქრებლად. იმის მერე, თითქოს არაფერი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ამ ცხოვრებაში, მოულოდნელობა ყველაზე ნაკლებად უცნაური გამხდარიყო რადგან ქაოსი მხოლოდ მაშინ ისადგურებს, როცა არ ელი. როცა ბედნიერებით გარემოცული, მადლიერი ხარ ყველაფრისა, რაც გაგაჩნია.
სწორედ მაშინ ირევა გზები.
სწორედ მაშინ დაგატყდება თავს ღალატი სანდო მეგობრის, როცა ნაკლებად მოელი და მზად ხარ, სიცოცხლეც კი მიანდო.“

ელიზაბედი ქალაქის სასადილოში იჯდა და ლელიანის ლეგენდების წიგნი გადაეშალა. ბოლო ნაწილში, სასიყვარულო ისტორიებს კითხულობდა. ნორმალური გასართობი იყო, წუნს ვერ დასდებდა. მიმტანი შუახნის ქალი იყო, ჯერ კარგახანს მისჩერებოდა ქალს, მერე ყავა, ორი ხორცის ღვეზელი და პიურე მოუტანა.

- მარტო ყავა შევუკვეთე. - მიუგო ელიზაბედ ჯეინმა.

- ჩვენ გეპატიჟებით. ძალიან გამდარი გოგო ხარ, ერთი-ორი ლუკმით ზედმეტი რომ შეგეჭამა, არ გაწყენდა.
გაეცინა ელიზაბედს.
გეგონება, საერთოდ აღარ შიოდა ამ ბოლო დროს. თავისი თაყვანისმცემლის შოკოლადებს ინატრებდა ხოლმე მარტო. იმ დღეს, დორიანთან აღმოაჩინა, რომ შთამბეჭდავი გემო ჰქონდა დაწუნებული კაცის საჩუქარს.
არ იყო კარგად ელიზაბედი. ვეღარც ბავშვები ახარებდნენ ძველებურად. შიშის არა, მაგრამ გაურკვევლობას დაეპყრო ირგვლივ ყველაფერი და ნელ-ნელა უსათუთესი შეგრძნებებიც წაელეკა თავისი თქეშით.
მეზობელ მაგიდასთან სოფი იჯდა.
თავ-პირი ჩამოსტიროდა. მობუზულ, ავდარგამოვრილ ჩიტს დამსგავსებოდა, გარშემო რომ ვერაფერს ამჩნევს სიცივის გარდა და არც ეგულებდა თბილი ადგილი თავშესაფრად.
მიუახლოვდა, გოგონას გვერდით მიუჯდა.

- ვინმეს ელი თუ შენც მარტოობა გადაწყვიტე? - ჰკითხა ელიზაბედმა.

- სულაც არ მინდა მარტო ყოფნა მის დარქ, მაგრამ თან ვერც ვერავის ვუზიარებ ფიქრებს.

- მემგონი მესმის შენი - ამოიოხრა სკოლის დირექტორმა.

- ოდესმე, ისეთი რამ გადაგხდენიათ, რომ მოყოლისა შეგრცხვენოდათ? აი, წინასწარ იცი, უთუოდ გიჟად შეგრაცხავენ კრინტსაც თუ დაძრავ.

- გადამხდენია.

- მერე რა ქენით?

- ვერც ვერაფერი. გულში ჩავიმარხე. აი, ვზივარ მეც მარტო და საკუთარ თავს ვესაუბრები ფიქრებში. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ გარშემო არავინ მყავს, ვისაც გავანდობ და ვინც გიჟად შემრაცხავს თუნდაც.

- ჩვენ შეგრაცხავთ თუ გინდათ მის დარქ.

- გმადლობ სოფი, ძალიან ყურადღებიანი ხარ - ორივეს გაეცინა. მერე, მოიღუშნენ რაღაცნაირად და სასადილოს გამჭვირვალე მინის კედლებიდან, ქალაქს დააკვირდნენ. ერთი მანქანა ეყენა მხოლოდ სადგომზე. ელიზაბედი დააკვირდა. ეგება, დორიანისა ყოფილიყო. ალბათ გულს ვერ გადაუშლიდა, თუმცა ერთი-ორ წინადადებას მაინც გაცვლიდნენ ერთმანეთში და უკეთ იგრძნობდა თავს.
დორიანი არ სძაბამდა.
არ ადარდიანებდა და არც ზედმეტად აგრძნობინებდა თავს.
ერთადერთი მეგობარი ის ჰყავდა ქალაქში. ასარჩევად რომ ჰქონოდა საქმე, მაინც დორიანს ისურვებდა.

- შეგიძლიათ მართლა მომიყვეთ ყველაფერი მის დარქ - წარმოთქვა სოფიმ - პატარა ვარ, მაგრამ მოსმენაც შემიძლია და გაგებაც.

- არა. შენ ვერ მოგახვევ ჩემს პრობლემებს. პატარები ისედაც აუარებელ დარდს დაატარებთ. უფროსები კი ვწუწუნებთ მუდამ. ვწუწუნებთ ყოფით პრობლემებზე და განა ვხვდებით რომ სიხალისეს, სილაღეს გიკლავთ. ლამაზ სამყაროს გინადგურებთ, გინგრევთ ოცნებებს ჩვენი ზრდასრული პრობლემებით. მერე თქვენც გვბაძავთ, თქვენც ასევდიანებთ შილებს. ასე გრძელდება დაუსრულებლდ. ნეტა, ვიღაცა დალოცვილი დაიბადოს, დაარღვიოს ეს ჯაჭვი. სჯობს, შენ მომიყვე, რა დაგემართა.

- არ დაიჯერებთ.

- როგორ გეკადრება. უცნაური ან საშინელი ამბების დაჯერებაშიი ნომინაციები რომ იყოს, ყველაზე მეტი ჯილდო მექნებოდა აღებული.

- დაიფიცეთ, რომ სხვა ვერ გაიგებს, არც პოლიციას გააგებინებთ.

- ჯერ მომიყევი. ვინმემ თუ რამე დაგიშავა, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.

- დაიფიცეთ! ცოცხალი ვარ და უვნებელი, მაგრამ მაინც.

- კარგი, გპირდები სოფი.

- არ გაბრაზდეთ, მაგრამ ზოგჯერ, შუაღამისას ვიპარებით მე და ვანესა სკოლაში, ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე.

- დღისით ვინმე გიშლით?

- დღისით ვერ იმასვშვრებით.

- რას ვერ იმასშვრებით?

- ვერ ვკოცნაობთ მის დარქ.

- კარგი, მაგაზე მოგვიანებით გავბრაზდები.

- რა არის გასაბრაზებელი?

- ის, რომ ორი პატარა გოგონა შუაღამისას არ უნდა დაბოდიალობდეს გარეთ. კოცნის გამო ვინ აგდებს სიცოცხლეს საფრთხეში? ათასი გადარეული დადის გარეთ. ბოლოს და ბოლოს, ოთახის კარი ჩაკეთეთ ხოლმე სახლში და რაც გინდათ, ის აკეთეთ.

- მის დარქ, მაგაზე გაბრაზების დრო არ არის.

- მშობლებმა იციან?

- დორიანმა იცის. ჩემები თუ გაიგებენ, სამუდამოდ მომკვეთენ.

- ანუ დორიანმა იცის, რომ თავისი ერთადერთი ბავშვი ღამით გარეთ იპარება?

- არა, ჩვენი ურთიერთობა ვიგულისხმე მის დარქ. გაპარვის შესახებ მარტო თქვენ იცით.

- კარგი, გააგრძელე.

- ერთი სიტყვით, ცოტახანს ვილაპარაკეთ. მერე, კარი აჭრაჭუნდა. არ მიგვიქცევია ყურადღება თავიდან, მაგრამ რამდენჯერმე რომ განმეორდა, დავფეთდით. ახალგაზრდა კაცი დაგვადგა თავზე. ძალიან მაღალი იყო. ისეთი მაღალი, რომ ადამიანს არა ჰგავდა. უკუნით სიბნელეში, მისი სახე ანათებდა მხოლოდ და თეთრი თმა. ბნელოდა, მაგრამ ყველა ნაკვთი გარკვევით მოუჩანდა. ნელი, მომღიმარი ნაბიჯებით გვიახლოვდებოდა. რამდენჯერმე ვკითხეთ, ვინ ხარ, რა გინდა-თქო, მაგრამ პასუხი არ გაუქცია. ისევ ის დამპალი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ეს ღიმილი, ყველაზე ავისმომასწავებელი იყო, რაც კი ოდესმე გვენახა. ვანესა წინ გადამიდგა. ვერაფერი შევძელით. აი, სიზმარში რომ მოგდევენ, შენ კი ვერ გარბიხარ, კივილის ნაცვლად უსუსური ხავილი აგღმოხდება, სუზტად ისე დაგვემართა.
პარალიზებულები ვიყავით ორივე. ხელის ჩაკიდება მოვახერხეთ მარტო და ერთმანეთის შიშის შეგრძნება. როგორ ვნატრობდი, იმ ბებერ დარაჯს გაეღვიძა, ერთხელ მაინც გაეღვიძა ბოლო ორი წლის მანძილზე. სამსახურიდ

- თუ გადარჩი, გადაეცი, რომ გიპოვეთ! - უთხრა კაცმა ვანესას. - ვინც გავაღმერთეთ, იმან მოგვიჭრა თავისუფლების გზები. დაგვტოვა იმან, ვინც გავაღმერთეთ.
იმეორებდა.
არ ვიცი, პედოფილი იყო თუ უბრალოდ მანიაკი, მაგრამ ასეთ დროს, მხოლოდ აღსასრულზე დავიწყე ფიქრი. თუ სიკვდილი იყო, წამებით მაინც არ მოვეკალით იმ ავადმყოფს. თან ერთი რამე მიხაროდა მის დარქ. დავიხოცებოდით, როგორც ყველაზე შეყვარებული ადამიანები მთელს დედამიწაზე, რომლებიც კეთილ ბოლოს ვერ მოესწრნენ. ჩემი მშობლები გაიგებდნენ, რატომაც მომკლეს და მთელი ცხოვრება, სინანული შეაწუხებდათ. იფიქრებდნენ, ცოცხალი ყოგფილიყო და გინდ გოგო ჰყვარებოდა, გინდ ბიჭიო.

- რეებს ლაპარკობ სოფი! არ გრცხვენია?

- არ მრცხვენია. „ვინ გავაღმერთეთ, მასვე მოვკლავთო“ - წარმოთქვა კაცმა. უკე, ერთი მეტრიღა აშორებდა ჩვენამდე. მოულოდნელად, სპორდარბაზის ერთი კედელი განათდა ოქროსფრად და ამ ოქროსფერში, ქალის სილუეტი გამოიკვეთა.
კაცი შეცბა.
მეც ცოტა გამეპარა შიშისგან.
კედლიდან გადმოვიდა აჩრდილი. ზუსტად ვიცი, ქალი იყო გრძელი თმითა და ნატიფი ტანით, მაგრამ სახე არ მოუჩანდა.

- ვეღარასოდეს მიეკარებით ბავშვებს წყეულო სისხლისმსმელებო! - დაუღრიალა ქალმა და ამხელა კაცი ერთი მუშტის დარწყმით ააკრა კედელზე. საიდანაც გადმოვიდა, იქ შეტენაო, გეგონება. - გაიქეცით, რას მიყურებთ? - შეგვიცაცხანა და მოულოდნელად, მოძრაობის უნარი დაგვიბრუნდა ორივეს.
უკანმოუხედავად გავიქეცით.
ახლა მიყურებთ და გგონიათ რომ დამესიზმრა ან მომეჩვენა.

- არ მგონია.

- მაშ, გჯერათ ჩემი მის დარქ?

- ვიდეოთვალია სპორტდარბაზში. ვფიქრობ, შემიძლია შევამოწმო და წამოვიღო ჩანაწერი.

- ანუ გჯერათ ჩემი?

- რახან ყვები, ესეიგი მართლა გადაგხდა. მათემატიკას კარგად სწავლობ, სხვა საგნებშიც გენიოსი ხარ და რაღა ეს მოგეჩვენებოდა.

- ანგელოზი ხართ მემგონი მართლა - გადაეხვია ელიზაბედს.
სანამ სკოლაში წავიდოდა, პატარა ქაღალდი ამოიღო ქალმა და გაშალა წერილი, რომელიც საკუთარ თავს მისწერა:
„„შემდეგში, ამას თუ წაიკითხავ და გაიაზრებ, ეგება მინიშნება მომცე, სად დაეხეტები ხოლმე. არ მინდა, რამე შარს გამხვიო“
„სპორტდარბაზის ვიდეოთვალი შეამოწმე შენს სკოლაში და გეხვეწები, არ გგაიჟდე. საღი გონებით დამჭირდები მომავალში“ - ეწერა პასუხი იგივე კალიგრაფიით.
არ ახსოვდა, როდის უპასუხა თავის თავს.
არც ის იცოდა, რა უბედურება დახვდებოდა ჩანაწერში, მაგრამ მზად იყო.
ელიზაბედს ახლა უკვე ღრმად სწამდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი, ალბათ საშიშიც უახლოვდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ.
უკვე დრო იყო გახსენების.
სიზმრიდან კი არა, უკვე ცხადიდან უხმობდა ახლობლის ძახილი. რა გინდ ეცადა, ძველ კალაპოტში მაინც ვეღარ ჩადგებოდა ქალის ცხოვრება, რადგან მომცვარულ დილას, ჩიტების ჭიკჭიკი რომ ამშვენებდა, მაგ ჭიკჭიკშიც გამოარკვევდა ხოლმე ვიღაც ისეთის ხმას, ვინც გახსენებისკენ მოუწეოდებდა საბრალო ქალს.
ვიღაც უხილავი უხმობდა
და თან სანატრელიც...
დარაჯის ოთახში შევიდა და ცოტახნით, მარტო ყოფნა ითხოვა. მაინტერესებს, ბავშვები რას მაიმუნობენო - იმართლა თავი.
სოფის მოყოლილს სიტყვასიტყვით დაემთხვა ნანახი, მაგრამ ერთი რამ ვერ სენიშნა ეტყობა შეშინებულმა ბავშვმა.
ის სილუეტი, მხსნელი ქალის, ელიზაბედ ჯეინი იყო.
სასწრაფოდ დისკზე გადმოწერა, იქ კი წაშალა ჩანაწერი.
ღრმად ჩაისუნთქა.
არ იყო ახლა პანიკის დრო და არც ადგილი.

 

 

 

 

 

 

*                                  *                       *

 

 

 

 

 

 

დარწმუნებული ხარ, რომ ის იყო? - ეკიტხებოდა შეშფოთებული დორიანი ქალიშვილს.

- კი. მაგან თუ მოგვაგნო, დანარცენებიც მოგვაკითხავენ.

- ჯოჯოხეთის ცეცხლს გავუყენებ ყველას ერთად!

- იმათ წართმევას გვიპირებენ, ვინც გვიყვარს მამა - ხმა აუთრთოლდა გოგონას.

მაშინ პირველად დაუძახა ვანესამ მამა.
შეკრთა დორიანი და თვაული გაუშტერდა. ვანესას ბავშვობა გაახსენდა. სუსტი, დაჩაგრული გოგონა იყო. თავშესაფარში, რამდენიმე პატარა რომ მოკვდა, ვანესა ირწმუნებუდა, ვიღაც ქალმა წაიყვანა ისინიო, მაგრამ არავინ დაუჯერა. ან ვინ დაუჯერებდა, რომ უხილავ ქალს მიჰყავდა ბავშები?
ებონი შეუჩერებელი იყო მაშინ. მხოლოდ სიკვდილი თუ დაუშრეტდა გულის ავ წადილს, მაგრამ ვერ შეძლო დორიანმა მეგობრის მოკვლა.
შეშინებულ ხალხს შვილად აღარ აჰყავდათ ბავშვები. რამე გადამდები ჭირი ექნებათ, ჩვენც გავქრებით და დავიხოცებითო, ეგონათ. ვანესა დარჩა მხოლოდ ცოცხალი და ამდენი ბოროტი ზრახვის შემდეგ, ერთადერთი კეთილი ნაბიჯი გადადგა დორიანმა - იშვილა იგი.
პირველად რომ დაინახა გოგონა, სულ მთლად გალეული და შემკრთალი იყო. ნაავადმყოფარი გადაფითრებული კანი ჰქონდა.

- იმ ქალმა წაიყვანა ჩემი მეგობრები - გაანდო დორიანს.

- ვიცი, მაგრამ ვერ გადაგირჩინე ვერც ერთი.

- და შენ შეგეძლო გადარჩენა?

- მხოლოდ შენი პატარა ქალბატონო.

- შენ მე წამიყვან?

- კი.

- ჭირის არ გეშინია?

- მე თავად ვარ ჭირი. მოსიარულე, დამპალი ჭირი ვარ და ზედ არავინ მეკარება - გამოუტყდა კაცი.

- არც მე მეკარებიან.

- სანამ წაგიყვან, უნდა იცოდე, რომ არა ვარ მე კეთილი, მაგრამ შენ არასოდეს დაგიშავდება რამე. პირიქით, შენზე ზრუნვაში გავიყვან დარჩენილ დროს.

- კარგი.

- მე იმათ ვუღალატე, ვისაც ვუყვარდი.

- დრო გავა და გაპატიებენ.

- არამგონია.

- ნანობ?

- არ ვნანობ.

- რომ ინანებ, მიგიტევებენ.

- ბავშვი ხარ თუ ეს სამყარო მეთამაშება შენი პირით?

- ბავშვი ვარ, მაგრამ იმას ვხედავ, რაც შიგნითაა. მინდა, პირველი ვიყო, ვინც შენში შემონახულ სიკეთეს ირწმუნებს.

- მაშინ წავიდეთ.

- წავიდეთ.

- დორიანი დამიძახე, მაგრამ იცოდე, რომ ეგ არაა ჩემი სახელი.

- კარგი დორიან.
იმის მერე, მუდამ ერთად იყვნენ.
ჭირსა და ლხინში. ვანესამ კი იცოდა, რომ სიკვდილიც ვერ დააშორებდა, რადგან სადმე თუ არსებობდა ბედისწერის წიგნი, იქ ყველაზე წმინდა და სპეტაკი სიყვარულის მარადიულობაც იქნებოდა დამოწმებული.

- შენ ხარ ის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს ვანესა - უთხრა დორიანმა. ჯერ არასოდეს გამოსტეხვია ქალიშვილს სიყვარულში. არა ასე პირდაპირ და ადამიანურად.

- მეც მიყვარხარ - მამამისს მოეხვია. როგორი ტკბილი სურნელება ასდიოდა კაცს მუდამ. ალბათ, მილიონი სხვა სურნელი რომ მოეხვია მისთვის ვინმეს ცხვიზე, ამ მილიონში გამოარცევდა მამამისისას.
არ ადარდებდა, ვინ იყო და რა ჰქონდა გაკეთებული უხსოვარ დროს.
ის იყო ღმერთი გოგონასთვის.
მამამისის არსებობა, ღმერთის არსებობის დასტური იყო.

- საცხოვრებელი უნდა შევიცვალოთ? - ჰკითხა თვალცრემლიანმა გოგონამ.

- არ შემიძლია წასვლა ვანესა.

- არც მე ძალმიძს ყველაფრის მიტოვება.

- მაშინ ვიბრძოლოთ თუ დრო მოიტანს.

 

 

 

 

 

 

 

 

მესამე თავი

 

 

სამი დღე ელიზაბედი სკოლაში არ გამოჩენილიყო. ცხოვრება კი ჩვეული დინებით მიდიოდა და საფრთხისმაგვარიც აღარაფერი შეხვდა დორიანს. მთავარი ტავსატეხი მაინც სკოლის დირექტორი იყო მისთვის.
ტავის კი არა, გულის.
ერთი დღეც ვეღარ გაეძლო მის უნახავად და ბედმა აგერ, სამი ჯოჯოხეთი გამოატარა უკვე.
ვინმე სცდიდა მის მოთმინებას?
თუ თავად ელიზაბედი მის სიყვარულს?
ქალმა რა იცოდა, კაცის გრძნობების, თორემ კიდევ შეიძლება, საეჭვოდ ჩათვლილიყო მისი ქცევა.
დორიანმა საბოლოოდ, სახლში მიაკითხა. ხალათიანმა ელიზაბედმა გაუღო კარი. გაუკვირდა, თუმცა სიხარულიც აღებეჭდა სახეზე. უბრალო და ლამაზი იყო. თან ისეთი ლამაზი, თვითმკვლელსაც კი სიცოცხლით ტკბობას მოანდომებდა. დაღლილი და უსუსური ჩანდა მშვენიერი ელიზაბედი.

- დორია, აქ როგორ?

- უთქვენობამ შეაწუხა მთელი ქალაქი.

- შეუძლოდ ვიყავი. შემობრძანდით.
ოხ, რა ლამაზად და კოხტად მოეწყო თავისი მშვენიერი, გრძელი თითებით ეს პატარა სახლი და როგორი სასურველი იყო დორიანისთვის ყველა კუნჭული, სადაც ქალის სურნელი ტრიალებდა.

- რა დაგემართათ?

- თავი მტკიოდა.

- გაცივდით?

- არა, დავიღალე დორიან. ყავას მიირთმევთ?

- არ მინდა. თქვენი ნახვა მსურდა მხოლოდ და აი, მეც აქ ვარ. ცუდი დრო ხომ არ შევარჩიე?

- პირიქით. ზოგჯერ, თქვენთან საუბარი მჭირდებოდა.

- მერე, ჩემი მისამართი დაგავიწყდათ?

- მომერიდა. ვიფიქრე, ათასი საქმე აქვს ალბათ და ჩემთვის არ ეცლება-თქო.

- არც ისე მნიშვნელოვანი საქმე, რომ თქვენ გამო ვერ მოვცდე.

- იცით, ამ ბოლო დროს, ცოტა შიში მიპყრობს დორიან.

- რისი შიში?

- იმისი, რომ ჩემს სულელ თავს გამოვამჟღავნებ და ისე მისვრიან ქალაქიდან, თითქოს არც არასდროს მიარსებია.

- ეგ არ იქნება ელიზაბედ. სულელისგან ძალიან შორს ხართ.

- რატომ მამხნევებთ ყოველ ჯერზე დორიან? სულ მაინტერესებდა, ასეთი წარმოსადეგი და კარგი კაცი, რატომ მეგობრობდა ერთ ჩვეულებრივ ქალთან.

- მეგობრობასაც ვერ დავარქმევ.

- აბა, გეცოდებით?

- არა ელიზაბედ. რატომ ვერ ხვდებით, რასაც ვგრძნობ?

- არ ვიცი.

- მე თქვენ მიყვარხართ. დანახვის დღიდან.

- რას შვრებით?

- მიყვარხართ.

- ჯანდაბა! - ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო გაოგნებული ქალი და ნელა დაჯდა სკამზე.

- ყველა კაცის ოცნებაა, საპასუხოდ ჯანდაბა მოისმინოს - თქვა იმედგაცრუებულმა დორიანმა.

- ცუდად ნუ გამიგებთ. საკუთარ თავს ვუთხარი. ის კუდიანი ალქაჯიც სიმართლეს მეუბნებოდა. ასე მითხრა, ვირაცას უყვარხარ, მაგრამ გული გაქვს გაყინული და ჩაკეტილიო.

- არ ვიცი, ვინაა ეგ ალქაჯი, თუმცა გული თავადაც ცივი მქონდა, სანამ თოვლი არ დაადნეთ.

- თოვლის დადნობაც შემძლებია.

- დიახ, თან როგორ.
ქალი დადუმდა.
ვეღარ უყურებდა დორიანს თვალებში.

- ანუ მეგობრობა არ გადარდებთ. სხვა მიზანი გქონდათ?

- აი, ეგ კი სისულელეა. თქვენი სიახლოვე მინდოდა მხოლოდ - ამოიოხრა კაცმა. ცივი ოფლი ასხამდა მრელვარებისგან - ცივი წყალი შეიძლება?

- კარადაშია ჭიქა - არ განძრეულა ელიზაბედი.
ჯერ კიდევ, შოკში იყო.
დორიანიც თუ დაუმატებდა სადარდებელს, რას წარმოიდგენდა.
ორი ჭიქა დაცალა კაცმა. შემდეგ ქალის გვერდით დაჯდა და უყურა კარგა ხაბს. არ უნდოდა, გრძნობებში გამოსტყდომოდა, მაგრამ დაინახა თუ არა, თავისით ამოუფრიდნენ პირიდან სიტყვები.

- ეს მიზანი მქონდა მუდამ. თქვენი ცქერა. არადა, ისეთი პირი უჩანს, თიტქოს არასოდეს დამელაპარაკებით ამის შემდეგ.

- ეგეთი ალკქაჯიი გგონივართ რომ გავიბურო? უბრალოდ დორიან, მე არ მინდ აგრძნობები მქონდეს. უწინ ალბა, მეც მიყვარდა ვიღაც. დედა, მამა, საყვარელი ან მეგობარი, მაგრამ ახლა შემომხედეთ, ხედავთ ვინმეს ჩემს გვერდით? სიყვარულს იშვიათად აქვს კეთილი ბოლო.

- ეგება, ჩვენ გვქონდეს?

- „ჩვენ“ ვერ გვერქმევა ვერასოდეს. მე თვითმარქვია ვარ დორიან.

- ეგ როგორ?

- გრძელი ამბავია და თან ისეთი, რომ უთუოდ შეგზიზღდებით.

- მაშინ ვუმკურნალოთ ჩემს ტანჯულ გულს.

- გირჩევნიათ, გეზიზღებოდეთ?

- იქნებ, შენობით გველაპარაკა. წეღან, სიყვარულში გამოგიტყდი და ცოტა მეუხერხულება მისტერ ჰოულტითა და მის დაქრით მიმართვები.

- ჰო, მართალია.

- თუ შენზე გამუდმებული ფიქრები მიჩუმათდებიან, სჯობს შეგიზიზღო, ვიდრე ტანჯვა განვაგრძო დილით, შუადღისას და საღამოს. ჰაერის სუნთქვაც კი შენ თავს მახსენებს. მემგონი, ასეთი ცხოვრებისთვის ყველა ცოდოა.

- კარგი, რაგაეწყობა. მე ფსიქიატრიულში გავატარე კარგა ხანი. ერთ მშვენიერ დღეს, გავიღვიძე და აღარავინ რომ არ მახსოვდა, შევიშალე. ალბათ, ამითი აიხსნება ჩემი ჰალუცინაციები. დროდადრო, ძილში გაურკვეველ მოქმედებებს ვაკეთებ. გუშინ მაგალითად, სალათა გავაკეთე და დილას, საუზმეზე დამხვდა, როცა ვბრაზდები, ჭურჭელს ვამტვრევ. თან ბევრი არავინ მყავს გასაბრაზებელი და ძირითადად, საკუთარ თავზე ბრაზმოსული ვცეცხლდები ხოლმე.

- ჭურჭლის მტვრევა ნევროზის ნიშნებია და ყველას გვახასიათებს.

- გამოცდილება არ გამაჩნია ბავშვებზე ზრუნვდის.

- ეგ არავის აქვს, სანამ თვითონ ბავშვი არ მოგადგება კარს.

- ვერ გაიგე დორიან? შენს შვილს, ყოველ დღე ის პატრონობს სკოლაში, ვინც საგიჟეთში მკურნალობდა და კაცმა არ იცის, იმკურნალა თუ არა ბოლომდე.

- სკოლაში როგორღა მიგიღეს?

- არ იციან, რომ გიჟი ვარ.
დორიანს გაეცინა.

- არ ბრაზობ? - ჰკითხა ქალმა.

- ძალიან ვბრაზობ.

- გძულვარ?

- გინდა, რომ მძულდე?

- არა დორიან. მინდა, რომ ჩემზე ყველაფერი. მინდა თანამზრახველი მყავდეს.

- უფრო მეტად მიყვარხარ და იმაზე ვბრაზობ, როგორ გეგონა, რომ არ მწვრილმანებით შეგიძულებდი.

- არც შენ ხარ დალაგებული მემგონი.

- შენ უფრო ბრაზობ. მე მხოლოდ, ჩემს გრძნობებში გამოგიტყდი ელიზაბედ. შენი ცქერა მწადია, მეტს არაფერს ვითხოვ. თუ გინდა, მაგასაც ნუ გაიმეტებ. ატასი ფსიქიატრიულიც რომ გამოგევლო, გაქტი ერთია - შენ ბავშვები გიყვარს, ისინიც გაღმერთებენ. იარე სკოლაში. თვითონ იტკიებ თავსაც და ყურსაც. არ ხარ ავად. გიჟისაც არაფერი გცხია.
კაცი წამოდგა.

- მიდიხარ უკვე?

- მივდივარ და თუ გადაწყვეტ. რომ საუბარი გინდა, საცხოვრებელის გამოცვლას ჯერ არ ვაპირებ. შემოგვიარე მე და ვანესას. გაგვეხარდება.

- ნახვამდის დორიან.
წავიდა.
მართლა ნეატრებოდა სკოლა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ სამსახურს დაბრუნებოდა, ნამდვილ ავადმყოფს დაემსგავსა. ცოტახნით, ლელიანის წიგნს მიუბრუნდა. ყველაზე ნაკლებად, სასიყვარულო ისტორიები უყვარდა, თუმცა ახლა ენატრებოდა პატარა, ლამაზი ამბავი, რომელსაც ეგება, ზღაპარში მაინც ეზეიმა ბედნიერება

„ აროტე რომ კარგა ხნით გადაიკარგა, რომ ვეღარ იგრძნო მშვენიერმა ლილიანმა მისი სიახლოვე, აფორიქადა. ვერ გაეგო, მისი სიყვარული ემაყებოდა თუ კაცის ხილვა სურდა.
კაცმა არ იცის.
არც ღმერთმა იცოდა.
შფოთვამ აიტანა ლილიანი. მთვარიან ღამით, აღარც ერთხელ მოუხუჭავს თვალი. სწამდა, მზის ღმერთი გამოჩნდებოდა და ჩვეულად მოიყრიდა მუხლს მისი მშვენიერების წინაშე.
მაგრამ რად გინდა?
ფუჭი გამოდგა მისი ლოდინი.
მარიანა ხვდებოდა თავისი დის გულის ნადებს. საღამოობით, არწმუნებდა უეჭველად მოვა შენს სანახავადო.

- აღარ ვუნდივარ! - გამოაცხადა ლილიანმა.

- რაებს ბოდიალობ?

- მობეზრდა მშვენიერების ქცერა. ყველა კაცი ერთნაირია მარიანა. გემოს გასინჯვაც რომ დამიპირა და უარი მიიღო, ებონთან წავიდა ალბათ.

- ჯერ ერთს ეტრფოდე, მერე სხვისკენ მიმართო მზერა, სად გაგონილა? ეს აროტეა. მზის ღმერთმა ერთხელ თუ შემოგფიცა სიყვარული, არ იცრუებდა.

- სიყვარული შემომფიცა და არა ერთგულება.

- ერთგულების ფიცი აღარც სჭირდება. ეგ ისედაც მოიაზრება ჩემო დაო.
ორი დღე გავიდა.
ერთ მზიან დილას, გაშიშვლდა ქალი და თავის პატარა ტბაში გადაეშვა გასგრილებლად. ლიფსიტებს რომ ეთამაშა და წყალთან კეკლუცობითაც იჯერა გული, მერე ყვავილებიან ხმელეთზე ამოვიდა.
მშვენიერი მკერდი მიუშვირა მზის სხივებს გასათბობად.
თან აროტეზე ფიქრობდა. კოცნის უფლება არ უნდა მიმეცაო, საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი. იმის შემდეგ, სულ რაღაც ათჯერ ნახა კაცი, მერე გაუჩინარდა. ათი ნახვა სულაც არ ებევრებოდა. თუ ვინმე გიყვარს, ასი უიმედო შეხვედრის მერეც არ გაქრები.

- ჩემზე ფიქრობდი? - მოესმა სანატრელი ხმა და მხოლოდ მისი გაგონების ჟამს მიხვდა, რომ სანატრელი იყო.
წამოჯდა ლილიანი.
გაახსენდა, შიშველი რომ იყო და გრძელი თმა ჩამოიბნია მთელს სხეულზე.

- ჰო, ერთი წამით გამახსენდი.

- მერე?

- არაფერი. გავბრაზდი და კვლავ დაგივიწყე.

- რატომ გაბრაზდი ჩემო ქალღმერთო?

- იმიტომ, რომ სადღაც დაძვრები მთელი ეს დრო.

- სად დავძვრები? - სასაცილოდ არ ეყო კაცს.
სველი თმიდან წყლის წვეთები დაეშვნენ და ქალის მხრებზე დაიბინადრნენ. ასე ახლოს ჯერ არასოდეს ყოფილა კაცი მის სრიალა კანთან.
ჯერ არავინ არ ყოფილა ასე ახლოს, აროტეს გარდა.

- მე რა ვიცი, სად დაძვრები. ეტყობა, ჩემი უარის შემდეგ, სხვაგან დაიწყე სიარული.

- არა.

- არა?

- ჰო, სხვა არავინ მჭირდება.

- სად იყავი?

- ვფიქრობდი. ბევრი მქონდა საფიქრალი და ყველას თავი რომ მოვუყარე, მერე შენთან მოსვლა დავაპირე.

- რა მოიფიქრე?

- ცოლად მოგიყვან და მზის შვილები გვეყოლება მე და შენ.

- მოულოდნელი გადაწყვეტილება მიგიღია ჩემს გარეშე.

- სიმართლე გითხრა, ოცნებას უფრო ჰგავდა. ხედავ რა ხარ ასეთი მშვენიერი? ღმერთებშიც კი ჩაგისახავს ოცნების კვალი.

- ჰო, ძალიან მიხარია - გაიბუსხა ქალი და ზურგი აქცია აროტეს. - საფიქრალი ჰქონდა თურმე. ჯერ მოხვალ, მერე წახვალ. გგონია, ჩემს მიწაზეც შენს ნებაზე იქნება ყველაფერი? თავხედი ხარ მზის ღმერთო. შენი სხივები რომ არ მჭირდებოდეს, ერთს მაგრად შემოგცხებდი!

- შენც თავხედი ხარ, მაგრამ მომწონს, გიხდება.

- მე მივდივარ - წამოხტა ლილიანი.

- ჩაგეცვა მაინც.

- კარგი ერთი. როცა გინდა, მაშინ გადმომხედავ ჩაცმულსაც და შიშველსაც. იკატუნებ თავს, გეგონება აქამდე არ გენახო.

- მე აქ ცოლობის თხოვნას ვცდილობ ლილიან, შენ კი მიბრაზდები.

- რა?

- ჰო, ცოლად მინდა, რომ გმოიყვანოო. ტანახმა ხარ?

- რა ვიცი, შეიძლება. უნდა დავფიქრდე.

ორი წლის შემდეგ, გოგონა ეყოლათ. ხალი თვალით მზეს დაატარებდა. ცალში კი ცის სილაჟვარდე ჩაბუდებოდა, როგორც დედამისს“.
რისთვის იტანჯავდა თავს ელიზაბედი? წიგნი დახურა. საბრალო დიასახლისს დამსგავსებოდა, საჭმლის კეთებისა და მერე ჭამის მეტს რომ ვეღარაფერს აკეთებს. დორიანი მართალი იყო. სულ რომ ცა ჩამოჰქეოდა თავზე, სკოლა მაინც დარჩებოდა მისი სიხარულის მიზეზად.
თან ეგება, რა გასაჭირი ჰქონდათ ბავშვებს? იქნებ სოფის გარდა, კიდევ იყო რამდენიმე შეშინებული, შეძრწუნებული და მოლოდინში, რომ ვიღაცისთვის გაენდოთ გულის ტკივილი.
ნახევარი საათი დასჭირდა ელიზაბედს მოსაწესრიგებლად. წამხტა და ისე გავარდა, თითქოს მდევრები მისდევდნენ უკან.
შენობაში შესვლისას, ტკბილი სურნელი იგრძნო ბავშვების, სწავლისა და კიდევ სხვა რაღაცეების. ჩამოთვლა უჭირდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ყოველდღიური სიხარული რომ აირეოდა ერთმანეთში, მაშინ ეგეთი არომატი დაჰკრავდა ატმოსფეროს.
ელიზაბედის სულიერი სახლი გამხდარიყო ეს პატარა სკოლა.

- მის დარქ! - ეგრევე ლუკი შეეჯახა.

- ლუკ, როგორ ხარ?

- თქვენ როგორ ხართ მის დარქ? შეუძლოდააო, გვითხრეს და ძალიან შემეშინდა.

- უკეთ ვარ, არაფერი მიჭირს.

- თქვენთან საქმე მაქვს, ძალიან სერიოზული საქმე - ისეთი ხმით უთხრა ბავშვმა, რომ მაშინვე შეეშინდა ელიზაბედს.
ოღონდ ამასაც სიყვარული არ აეხსნა და რას არ მისცემდა „მის დარქი“.

- კაბინეტში შევიდეთ.
დასხდნენ.
ლუკი ბედნიერი ჩანდა. თან ისეთი ბედნიერი, რომ თითქმის გადაავიწყდა თავისი გასაჭირი რომ ჰქონდა მოსაყოლი.

- აბა, რა ხდება ლუკ?

- თომა, ჩემი კლასელი ხომ გახსოვთ?

- კი, ყველა თქვენგანი სათითაოდ მახსოვდა.

- ღამე, მშობმებს ატყუებს ხოლმე ლუკთან ვრჩებიო და სადღაც დაბოდიალობს. არაფერს მიყვება. მუდამ დაღლილია მის დარქ და დავალებებსაც ჩემგან იწერს. ოღონდ ამის გამო არ დასაჯოთ. ეგ რომ შარიანი არ იყოს, ვიფიქრებდი, ვიღაც გოგოსთან გააჩაღა რომანი და სულ ეგიქნებოდა, მაგრამ მეშინია, რამე ხათაბალას არ გადაეკიდოს. წინა წელს, ძლივს გადავაჩვიე სიგარეტის მოწევას.

- მოვიფიქრებ რამეს.

- მინდა, რომ როცა წავა, გავყვე და ჩუმად ვნახო, რას აკეთებს.

- დამიჯერე, ხალხის თვალთვალს კარგი არაფერი მოაქვს. საკუთარტყავზე მაქვს გამოცდილი. საშიშია.

- გამომყევით თუ საშიშია.

- სერიოზულად ამბობ მაგას? - გაეცინა ელიზაბედს.

- აბა რას აპირებთ? გამარჯობა თომა, შენზე გავიგე რომ რაღაც საიდუმლო გაქვსო, ჰკითხავთ და ეგეც უთუოდ გიპასუხებთ?

- არ მომიფიქრებია, რას ვიზამ.

- რაც მოფიქრებულია, ეგებ ჯერ ის გამოგვეყენა?

- სად ცხოვრობს? - ამოიოხრა ქალმა. მართლა აღარ დარჩა სხვა გამოსავალი. აბა, ლუკისთვის როგორ გაენდო, რომ გაყოლა-გამოყოლის და თვალთვალის სპეციალისტი გახდა ამ ბოლო პერიოდში? მაგან დაღუპა სწორედ. კარგი არაფერი მოაქვს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას, მაგრამ თუ ეს საქმე 15 წლის ბავშვს ეხება, კიდე საპატიო მიზეზია.

- ვანესას სახლის გვერდით.

- წავიდეთ.

- ვა, რა მალე დამთანხმდით მის დარქ.

- ჰო, აბა რა ვქნა? ეგება რა უჭირს ბავშვს.

- ძალიან კეთიილი ხართ.

- არ ვიცი. მაგაზე არ დავფიქრებულვარ.

- მე მაქვს ნაფიქრი, თან ბევრი.

 

 

 

 

 

 

მეოთხე თავი
აბა თუ გაიხსენებ

 

არ მჯეროდა, რომ ლუკის ოინებს აყოლილი, ღამის ათ საათზე, რომელიღაცა ბუჩქის უკან ვიდექი ამავე ბავშთან ერთად. დროდადრო, ისე მიყურებდა, ცოტა ეჭვი შემეპარა, რომ თომას გამო ვიდექი აქ. ვიფიქრე, გერონტოფილიის მსხვერპლი არ გავხდე-თქო, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ლუკი ყველაზე კეთილი, პატიოსანი და გულკეთილი ბიჭ იყო, ვისაც ოდესმე ცხოვრება შემახვედრებდა. ასეთ კარგ ადამიანს კი სამწუხაროდ, დორიანზე მცირე შანსი ჰქონდა ჩემი შებმის.

- აქ რას აკეთებ? - ფიქრებში ვახსენე და გეგონება დაძახილივით გაიგოო, ისე გამომეცხადა ხმა, რომელსაც მეგონა, დღეის შემდეგ, კარგა ხანს დავემალებოდი.
დავფეთდით მე და ლუკი, ტავები ერთდროულად წამოყავით. დორიანს კი თვალებილამის ბუდიდან ამოვარდნოდა. ისე გვიყურებდა, მეონა იარაღს ამოიღებდა და ეჭვიანობის ნიადაგზე გაგვასხმევინებდა ტვინს ორივეს.
თან ისეთი რეპუტაცია ჰქონდა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ იარაღს ზოგჯერ მაინც ატარებდა.
პრინციპში, მე ჯანდაბას, მაგრამ ლუკი ეწირებოდა ამ ყველაფერს სრულიად უმიზეზოდ.

- პაემანი გვაქს მისტერ ჰოულტ - იხუმრა ბიჭმა.
ამ ხუმრობით, კიდევ უფრო გააძლიერა კაცის საშინელი ეჭვები ალბათ.

- ბავშვს ვუთვალთვალებთ - ვთქვი სასწრაფოდ.

- რაა?

- ბავშვს ვუთვალთვალებთ დორიან.

- ჩემი ეზოდან?

- შენი ეზოა?

- ჰო ელიზაბედ. ნამყოფი ხარ აქ.

- არ მახსოვდა. იცი, აქედან კარგად ჩანს ჩვენი სათვალთვალო ობიექი.

- ვანესას დასდევთ?

- არა, რას ამბობ. ისე, ეგეც კარგი სათვალთვა;ლოა, მაგრამ გენდობი, რომ შენ მიხედავ.

- დიდი მადლობა.

- ღმერტო, რანაირად ვიმართლებ თავს, არ მჯერა -ჩავიჩურჩულე და წელში გავსწორდი.

- შემოგვიერთდებით მისტერ ჰოულტ? კი არ გვინდა დახმარება, მაგრამ გამოგვიჭირეთ და სჯობს, თანამძრახველი გახდეთ ჩვენი, ვიდრე სადმე დაგვაბეზღოთ მერე.

- დორიანი არ დაგვაბეზღებს - გამეცინა.

- მე არ ვიცნობ ახლოდან და რა გამეგება? - ასპროცენტიანი იყო ლუკი.

- ანუ მეც მიმიღებთ? - მკითხა დორიანმა.

- ეზო შენია და ნებაც შენი.

- ვის ვუთვალთვალებთ? - მსუბუქად ჩაიკუზა.
ლუკი ცოტა უკმაყოფილო ჩანდა, რომ მარტოობა დაგვინგრიეს. მე ორი ისეთი კაცი მეკვროდა, არ ვიცოდი, რომელს გავქცეოდი და რიოგორ.
თომა გამოჩნდა.
სამივე დავიძაბეთ.
აივნიდან გადმოხტა და ლამის თავ-პირი დაიმტვრია. დორიანს რომ არ შევეჩერებინა, უთუოდ გავიქცეოდი, ავაყენებდი და გავუფერთხავდი შარვალს.
სადღაც გვატარა ბავშვის კვალმა. ტყე-ღრე მოიარა. მე ცოტა შეუმზადებელი ვიყავი ასეთი ექსკურსიებისთვის და ფეხებზე, ტალახთან ერთად, ფოთლებიც ამყოლოდნენ.

- სად მიდის? - გვკითხა დორიანმა.

- რატომ მივხვდებით, როგორ გგონია? - უკანვე დავუბრუნე კითხვა.

- არ ვიცი ელიზაბედ.

- ღამით, სადღაც დაიპარებაო, ლუკი ცოტა შეწუხებულია.

- თან მუდმივი დაღლილობის სინდრომი აქვს.

- არ მინდა ქალბატონთან ამის გარჩევა, მაგრამ ბიჭი თუ ღამით გარეთ გადის და დილაობით დაღლილი ბრუნდება, ეჭვი მაქვს, ვინმე გაიჩინა. ამიტომ, ნუ იდარდებთ - თქვა დორიანმა.

- აი, ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე - შევუბღვირე მე.

- მორჩა, ვიშლებით - მხარი ამიბა ლუკმა სიცილით.

- დამცინით?

- არა, უბრალოდ, ჩვენ ეგ ყველაფერი ვიფიქრეთ უკვე დორიან.

- აბა რაღას დასდევთ?

- თქვენ ნაჩხუბრები ხომ არა ხართ? - გამოგვიჭირა ლუკმა.

- მე არა, მაგრამ ეს შენი დირექტორი ნაწყენი ჩანს.

- ნაწყენი რატომ უნდა ვიყო?

- რადგან იმაში გამოგიტყდი... რა ქვია - დაიბნა დორიანი.

- ოროსანი რომ იყავი სკოლაში.

- ჰო.

- მაგის გამო არ ვბრაზობ. უბრალოდ, სულელი არ ვარ, უმიზეზოდ ავკიდებოდი შვილის ტოლ ბავშვს.

- მემგონი ძმის ხელა უფროა. თქვენ მაგ ასაკის შვილი რომ გყავდეთ, ათისას უნდა გაგეჩინათ - შემისწორა ლუკმა.
მე და დორიანმა ერთმანეთს გადავხედეთ. ორივეს გაგვეღიმა და თან ცოტა უხერხულადაც ვიგრძენით თავი.

- ისევ ჩხუბობთ.

- დიდების ამბებია ლუკ, დაწყნარდი.

- მერე მე დიდი არ ვარ?

- შენ დიდი ხარ, მაგრამ ჩვენ ვართ პატარები ასე წინ და უკან რომ დავყვებით მაგ ბავშვს.

- მე ბავშვს არ დავყვები - გამომიცხადა დორიანმა და გაეცინა.

- გაჩერდი დორიან - ხელი პირზე ავაფარე. რომ მოეკეტა.
არ განძრეულა.
ცოტა უადგილო იყო, მაგრამ თვითონ ისეთი კმაყოფილი ჩანდა, სულ თუ არასდროს ჩამოვიღებდი ამ ხელს, გაეხარდებოდა.

- მიტოვებულ სახლში შედის - გაუკვირდა ლუკს. - იმედია, სატანისტურ რიტუალებს არ ატარებენ.

- არა, ეგ ეგრე არ ტარდება - გაეცინა დორიანს. - მაშინ შიგნიდან ცეცხლის ალს დავინახავდით. კოცონის გარეშე ვერ გამოიძახებ დემონს.
ეჭვისთვალით შევხედეთ ორივემ.

- შენ საიდან იცი?

- გოგოს მამა ვარ. ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, რაც საშიშია. თქვენ აქ დარჩით, მე შევყვები და გავარკვევ, რა ხდება.

- არა - სანამ წავიდოდა, ხელი ჩავბღუჯე.

- ელიზაბედ, არ მოკვკდები.

- მაინც არა. ლუკი დარჩეს და ჩვენ შევიდეთ.

- მის დარქ, მე არ მიგატოვებთ. - ორივემ გმირობა დააპირე უცებ.

- აქ დარჩი ლუკ. იარაღი მაქვს - დაამშვიდა დორიანმა.

- ასეც ვიცოდი - გამეცინა მე.

- რა იცოდი?

- ვიცოდი, რომ იარაღს ატარებდი.

- საიდან?

- ეგეთი გარეგნობა გაქვს.

- განგსტერად მთვლი?

- ჰო. აი, წყნარი და მშვიდი განგსტერები რომ არიან. ხმას არ იღებენ, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფრის სათავეში დგანან.

- ეს კომპლიმენტია?

- არა, არ მიყვარს განსგტერები - გამეცინა.
ლუკი დავიყოლიეთ, რომ ცოტახანს, ფეხს არ მოიცვლიდა ადგილიდან. მე და დორიანი მიტოვებულ სახლში შევედით. მთლად მიტოვებულს ვერ დაარქმევდი. უბრალოდ დაუსრულებელი სახლი იყო, გალესილი კედლებით და ზოგან ჟალუზებითაც.

- სად დაბოდიალობენ ეს ბავშვები.

- იმედი მაქვს, ბორდელი არაა - ცარიელ ოთახებში, ზოგან გაშლილი საწოლები იყო.

- არა ელიზაბედ. ტავშესაფარია - მითხრა დორიანმა და უეცრად, თომა დავინახე. მაცივრიდან პროდუქტი გამოჰქონდა დასაჭრელად. პატარა სამზარეულო მოეწყო ვიღაცას. პლასტმასის მაგიდა-სკამები ელაგა და ოთხი მოხუცი უჯდა სუფრას.

- აქ რა გინდათ? - შემოგვხედა გაშტერებულმა ბიჭმა.

- დაგინახე, რომ შემოხვედი. შემეშინდა, რამე ხიფათში არ გახვეულიყავი.

- არა, კარგად ვარ.

- დახმარება გჭირდებათ? - ახლოს მივედი.

- ჰო, რა ვიცი. რამე კერძის გაკეთება იცით?

- მემგონი ვიცი.

სანამ დორიანი მოხუცებს გაეცნო და მერე ლაპარაკსაც შეჰყვა, მე თომა ავავსე კითხვებით. ჯერ ვერ ვხვდებოდი, კარგ სიტუაციაში გამოვიჭირე ბავშვი თუ უნდა მესაყვედურა. აი, დორიანს ეტყობოდა, სულითაც რომ დაბერებულიყო. ისე მარტივად შეძლო მოხუცებთან კმუნიკაცია, რომ ჯერ არ მინახავს, ეგრე ხეირიანად ჩემთან ესაუბროს.

- რა ხდება თომა? -ვკითხე ჩურჩულით.

- უსახლკარო მოხუცები აფარებენ თავს აქაურობას. პირველად გაიგეთ მის დარქ?

- საიდან უნდა მცოდნოდა. მე ხომ ახალი გადმოსული ვარ.

- ბებიას მოვყავდი ხოლმე აქ. სულ მეუბნებოდა, გაჭირვებულ მხრცოვანს თუ ნახავ, დაეხმარე, თორემ მოვა დრო და შენც ასეთი გახდებიო. მერე გარდაიცვალა ბებია. ეგ უკეთებდა ხოლმე ამათ საჭმელს. დილაობით, სკოლაში ვარ, შუადღისას, სპორტზე მივდივარ და ღამით, საჭმელს ვუკეთემ რომ მეორე დილისთვის ჰქონდეთ. როც აფული არ მაქვს, სახლიდან ვიპარავ ხოლმე რაღაცეებს.

- რა საყვარელი ხარ - სხვა სიტყვები ვერ ვიპოვნე.

- არადა, თქვენ ცალტვინა ჩხუბისთავი გეგონეთ არა?

- არასოდეს, რას ლაპრაკობ - შევიცხადე.

- თქვენ მითვალთვალებდით ალბათ ხო?

- როგორ გეკადრება - იმდენ რამეში გამომიჭირა ბავშვა, რომ უარყოფას ფიზიკურად აღარ ჰქონდა აზრი, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი.

- აბა ლუკი რაღას აკეთებს აქ?

- ხესთან დაგვრჩა და დაგვეწია ეტყობა - გამეცინა.

 

 

 

 

 

*                            *                        *

 

 

 

 

 

 

უკანა გზაზე, ლუკი რომ სახლში მივაცილეთ, მე და დორიანი ერთნაირად დაზაფხრულები ვჩანდით ნანახით. ერთი წლის გამოუცვლელი თეთრეული ეფინა მოხუცების საწოლებზე და ყველა ნახევრად მშიერი იყო. ყოველ დღე შიმშილობდნენ. სამკურნალოც არ გამოლეოდათ. ერთს კანის სოკო ჰქონდა და ფაქტობრივად, ინვალიდი გამხდარიყო. ზამთარში, ერთი პატარა ფლიტა ჰქონდათ, ჩამსხვრეულ ფანჯრებში კი სიცივე და ქარის ზუზუნი შემოდიოდა.

- რა ვუშველო? - ვკითხე დორიანს.

- გავარემონტებ მაგ შენობას.

- ის არ მიკითხავს, შენ რას აპირებ. მე რა ვუშველო-თქო, მაგან ჩამაფიქრდა.

- შენც მოიფიქრებ რამეს. ისე, კარგად თუ მოვუვლი მაგ უზარმაზარ სახლს, ეგება, ოფიციალურად გახდეს მოხუცთა თავშესაფარი. მკურნალობასაც დავუფინანსებ.

- არ მინდა, რომ ჩემ გამო, შენ დაიხარჯო.

- შენ გამო?

- ჰო.

- შენ გამო თუ სიკეთეს გამაკეთებინებს ცხოვრება და სულის ცხონებაზეც დამაფიქრებს ცოტას, მაინც არ გინდა?

- არა.

- ასე მიჯავრდები?

- არ გიჯავრდები დორიან. არც ერთი წამით არ ვყოფილვარ შენზე გაჯავრებული.

- ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.

- რაებს ლაპარაკობ? - გამეცინა.

- ახლა ვხვდები, მართლა ანგელოზი ხარ. შენ რომ არ მოგენდომებინა ბავშვის თვალთვალი, თომა იმ ხალხის ერთადერთ მზურველად დარჩებოდა. მხრებზე დიდი ჯაფა დააწვებოდა, მაგრამ მაინც ვერაფერს უშველიდა ხეირიანად.

- ახლა ზეცამდე აგყევარ და არ მომწონს ეს ამბავი.

- თომაზე ზრუნავდი. ამ მზრუნველობამ, უფრო მწვავე პრობლემების გადაწყვეტამდე მიგიყვანა. მე ვუშველი მათ ელიზაბედ ჯეინ და ეს შენი დამსახურება იქნება. შეიძლება, არც უნდა მიყვარდე. თავხედობაა შენი ტრფობა ჩემი მხრიდან. ეგ იგივეა, მსახურს რომ დედოფალი შეუყვარდეს. როგორ ფიქრობ, მსახურს ექნება მცირეოდენი შანსი?

- რატომაც არა. მემგონი, აროტეც ეგრე ფიქრობდა, შანსი არა მაქვსო.

- მზის ღმერთი აროტე?

- დიახ. სილამაზის ქალღმერთი ხომ შეუყვარდა?

- ისევ ლეგენდებს ყვები.

- ლამაზი ისტოიაა. ნანახის შემდეგ, რაღაც ტკვილი მინდა გავიხსენო. ეგება, გონებიდან ამოვიშანთო, რომ მიტოვებული სახლის კედლებში მოხუცი ხალხი შიმშილობს და სცივათ. წარმოიდგინე, ყოველთვის, როცა გემრიელ სადილს მიეკარები, მათი თვალები წარმოგიდგება.

- ხომ დაგპირდი, ვუშველი-თქო?

- ჩემს გამო თუ შენი სურვილით?

- ორივე.

- მაშინ, კარგი.

- ვარსკვლავებს შეხედე. ლამაზია არა?

- უმშვენიერესია.

- მაგ შენს ლეგენდებში, ვარსკვლავთა ღმერთზე თუ წაგიკითხავს?

- არა. ვინაა?

- სეთია.

- მართლა?

- ჰო.

- მერე და, სეთს როგორ ემორჩილებოდნენ ასეთი თვალისმომჭრელი მნათობები?

- არჩევანი არ ჰქონდათ. თუ კი რომელიმე ღმერთს ემორჩილები, ის პატრონობს შენს პლანეტას და გიყვარს, რაც არ უნდა დიდი სისასტიკე ჩაიდინოს.

- სეთმა ხომ თავისი ძმა მოჰკლა?

- ეგება მიზეზი ჰქონდა.

- კი, ნამდვილად შეიძლება გამართლდეს ძმის სისხლით მოთხვრილი ხელები თუ ხეირიანი მიზეზი აქვს ვინმეს.

- სული არ გააჩნდა ელიზაბედ ჯეინ, ძალაუფლება სწყუროდა. ალბათ ფიქრობდა, ყველას მოვკლავ, სანამ ერთადერთი ბატონი არ გავხდები სამყაროსიო.

- ანუ ვარსკვლავებს უღალატა? სამყარო რაში სჭირდებოდა, როცა ასეთი მშვენიერება ემორჩილებოდა.

- ზღვარი არ აქვს სურვილებს.

- ბევრი გცოდნია.

- იმაზე მეტი, ვიდრე შენს წიგნშია მოთხრობილი.

- მომიყვები?

- მართლა გაინტერესებს თუ ზრდილობის გულისხთვის მთხოვ?

- არა, როგორ გეკადრება. ისე შევისისხლე ეგ ლეგენდები, რომ მგონია, იქ ვიყავი, როცა ყველაზე საშინელი ცოდვის სუნი ტრიალებდა. იქ ვიყავი, როცა აროტე ღამ-ღამობით ჰკლავდა დემონებს.

- ანუ მზის ღმერთის მიმდევარი ხარ?

- მიმდევარი? - გადავიკისკისე. - ჯერ არ მილოცია მის სახელზე. ვინმეს თუ მივენდობი, უთუოდ აროტე იქნება.

- რატომ?

- ადამიანები უყვარდა ძლიერ და მაგიტომ

ჩემს სახლთან მივედით.
სიმართლე რომ ვთქვა, არ მინდოდა დორიანთან განშორება. ახლა, პირველად მეჩვენებოდა მიმზიდველი, როგორც მამაკაცი და ჩემშიც იღვიძებდა ქალური გრძნობები.
ვნება?
სიყვარული რომ არ იყო, მაგას კი ვგრძნობდი.

- ადამიანები სეთსაც უყვარდა - მომიგო დორიანმა.

- შემოხვალ? - მოულოდნელად გაისმა ჩემი ბგერები მისთვისაც და ჩემთვისაც.

- კი.
აივანზე დავსხედით. ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეში, მახსენდებოდა ჩვენი საუბარი ვერანდაზე და ვიაზრებდი, რომ მაშინ უყკვე ვუყვარდი ამ კაცს.

 

სადღაც, სიზმარში:

ნაცნობ ქუჩაზე არაფერი შეცვლილიყო. შენობების საზღვრებში მომწყვდეულ სივრცეს, ფოთოლცვენის ფერადი მძივები ამშვენებდა. ღვედებაწყვეტილ ნიავს გაზაფხულის ჭადრებისგან შემორჩენილი უცნაური სურნელი მოჰქონდა და მოთვალთვალეს რამდენჯერმე მოეჩვენა, თითქოს ქუჩის გადაღმა იდგა ის, ვისაც ამდენ ხანს ელოდა. აღარც კი ახსოვდა, როდის დაიწყო დაუსრულებელი ხეტიალი უცნობ ქუჩაზე, რომელიც ახლა იმდენად ნაცნობი გამხდარიყო, რომ გზის პირას ჩამწკრივებულ,თითოეულ ხეს სცნობდა.
ყოველ გამოვლილ ვერცხლისფერ მანქანას, ისე ადევნებდა მზერას, როგორც სიცოცხლის ბოლო წუთებში ჩაბღაუჭებულ იმედს. მისი სულის ბორკილები გამხდარიყვნენ გზაზე მოსიარულე ადამიანები. ხოლო, ის, ვინც ვნებით აღვსილი სიცილითა და სუნთქვაში ჩაგუბებული ამოუხსნელი სურვილებით გამოირჩეოდა, საერთოდაც არ ჩქარობდა გამოვლას. მოწმენდილ ცაზე, გაბატონებული მკვეთრი განცდები და ყველა კუნჭულში აფრიალებული მძაფრი ჩოჩქოლი, სამყაროს ნუგეშივით ჩაესმოდა ყურში მოთვალთვალეს.  მოსწონდა მოლოდინის შეგძნება, მოსწონდა აღელვებისგან ათრთოლებულ მხრებს რომ ვეღარ იმორჩილებდა და დროდადრო, ტერფებიც ეწვოდა დაღლილობისგან.
ფიქრებში ყველაფერი ერეოდა. ვეღარ გაეგო, საიდან იპოვნა ერთ უცნობ ადამიანში, ამდენი მსგავსება საკუთარ სულთან. იმ სხვას, ამაყ გამოხედვაში, ათასობით პატარა, აბობოქრებული ეშმაკი ჩამღვრეოდა და საკუთარ გონებაში ისე შემძვრალიყო, ვით სოროში, რომლიდანაც არასდროს გამოდიან. იცოდა, რომ ძალიან სარისკო თამაში წამოეწყო, რომელიც დღითიდღე უძლიერებდა მიზიდულობის ძალას უცნობთან.  მთელ სამყაროს რომც დაეშალა ამ უჩინარ გრძნობაზე სასიყვარულო სიმების გაბმა, მაინც დაუფიქრებლად შემოალაგებდა ცხოვრების სასწორზე ყველაფერს, რაც კი გააჩნდა.  
წუთს წუთი ემატებოდა, საათს საათი და უცნობი შთაგონების ნახვის ამდენივე დრო აკლდებოდა მოთვალთვალეს. არაბუნებრივად სწრაფად გაქცეულიყო დღე და მასთან ერთად, მზეც ჩასვენებულიყო ღრუბლებში, რათა სიბნელეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, ლოდინისგან იერდაკარგული მოკვდავის დამარცხების მეტი შანსი ჰქონოდა.
მოულოდნელად დაეკარგა ხალისი ქალაქს, შენობებიდან გამოსული ჟრიამულის ხმა ნაცრისფერმა ღრუბელმა დაასამარა და მოთვალთვალეს მოეჩვენა, რომ მის მხარდამჭერ სამყაროს, ახლა პირქუში ქარიშხალი მართავდა. გარემო ისე დაცარიელდა, თითქოს მოთვალთვალის გარდა, ყველამ იგრძნო ჰაერში გამეფებული სასტიკი გვემა სამუდამო გამოთხოვებისა. ქუჩის ლამპიონებს შორის გავლებულ მავთულებზე, ყვავები ჩამომსხდარიყვნენ.
მათ კივილში, წამით, სიტყვებიც კი გამოარკვია მოთვალთვალემ.
- წადი, წადი, წადი - ქარის უხეშ ნოტებს ერთვოდა ყვავების ხმა.  - წადი, თორემ შენც მოგკლავს!
მაშინ, მთელი ბუნება მოთვალთვალის გაგდებას ცდილობდა ქუჩიდან, რომელიც მისთვის სიმშვიდის მოპოვების ერთადერთი გზა გამხდარიყო. მხოლოდ ხელზე ამოტვიფრული სვირინგი ახსენებდა, რომ უანგარო მოცდა და სიყვარული ყოველთვის ბადებდა  ნაყოფს.
მოთვალთვალე არ წავიდოდა...
უშიშრად ებრძოდა შიშს, სიცივესა და წყვდიადში გამოსახულ უცნაურ ფიგურებს, რომლებიც სხვა დანარჩენის მსგავსად, მის გაძევებას ლამობდნენ.
იმ დღეს, არაფრის ეშინოდა.
იმ დღეს, უკანასკნელად გამოიარა ქუჩაზე უცნობმა და შენდეგ ისე გაუჩინარდა, თითქოს მოთვალთვალის წარმოსახვის ნაყოფნი ყოფილიყო.

*                       *                    *

აგურიანი შენობები გოლიათებივით აღმართულიყო და ქვის უზარმაზარ ლაბირინთს დამსგავსებოდა. კედლებს შორის მოქცეული ქარი, თავისუფლებამოწყურებული ეჯახებოდა ხან ერთ მოსახვევს, ხან მეორეს. ქალიმთელი სისწრაფით გარბოდა გასასვლელისკენ. ხეების კენწეროებს ჰაერში დატრიალებული გრიგალი მიწაზე აჩოქებდა და კიდევ უფრო აფრთხობდა აღელვებულ გოგონას.
უკან ხორცშესხმული, გააფთრებული ურჩხული მისდევდა.

- დამიბრუნე ჩემი სიძლიერე - ღრიალებდა ურჩხული. წუთებს, ცივი ჰაერი, გულიდან ამოგლეჯილი იმედივით შეუჩერებლად მიაფრენდა უსასრულობისკენ. გოგონას ნაბიჯებს დიდი სიზუსტით ითვლიდა ურჩხული. უთუოდ დაეწეოდა, დაეწეოდა და  ნაზი ვენებიდან ამოუხაპავდა ახალგაზრდა სისხლს, ბოლო წვეთამდე.

- ვერ დაგიბრუნებ იმას, რაც არასდროს ყოფილა შენი და რაც სამარადისოდ ჩემთვისაა განკუთვნილი - პასუხობდა ელიზაბედი. სწრაფი სუნთქვისგან, ჰაერი ვერც კი ასწრებდა მისი ფილტვების შევსებას.

- თავს ვერ დააღწევ ბედისწერის მარწუხებს - ღრიალებდა ურჩხული. ზოგჯერ, ფეხებს მიწისგან აშორებდა და ცდილობდა, ფრენით დასწეოდა გოგონას, თუმცა უშედეგოდ.როგორც ყველა, დედამიწაზე დანარცხებულ არსებას, მასაც აღარ გააჩნდა ფრენის უფლება.
ურჩხული განწირული იყო. იმაზე, უფრო განწირული, ვიდრე ნებისმიერი, ვინც მის კლანჭებში ჩავარდებოდა. მისთვის უკვე გამოეტანა ბუნებას განაჩენი - დარჩენილიყო მარად ურჩხულად. ის ვეღარასოდეს დატკბებოდა გაზაფხულზე აყვავებული ხეხილის სურნელით და ვერც ახალდაბადებული ჩვილის ტირილი გაახარებდა. მას სამარადისოდ უნდა ედევნა მსხვერპლი და ვერასდროს მოუშუშდებოდა გახსნილი იარები, რომელიც ათასი ბრძოლისგან, სამახსოვროდ დარჩენილი კვალი იყო.
ნელ-ნელა უახლოვდებოდა. გოგონას სხეულს სამშობლოში დაბრუნებული მერცხლების, სილაღისა და სითბოს სურნელი ჰქონდა და ეს სურნელი, ყველაზე მშვენიერ ან ყველაზე საშინელ წარსულს ახსენებდა ურჩხულს. ერთ დროს, უსაზღვრო დიდება და აურაცხელი სიყვარული ჰქონდა, თუმცა ურჩხული ვეღარ ტკბებოდა გონებაში აღძრული მოგონებებით. ის გრძნობდა მხოლოდ ყინულს, რომელიც ხავსივით მოსდებოდა სულში და ვეღარც მშობლიურ სამყოფელზე ფიქრი ჰფენდა ნუგეშს. მისი კერა ახლა ფუძეგამოცლილი, ცეცხლში აგიზგიზებული ჩალის სახლივით განადგურებულიყო.
ერთადერთი, რაც ეიმედებოდა, იყო დაკარგული ძალაუფლების აღდგენა, რომელსაც მხოლოდ ამ გოგოს აღსასრული დაუბრუნებდა. უზარმაზარი ტორით გადასწვდა სუნთქვაგამოლეულ გოგონას და ძლიერად მიანარცხა მიწაზე.
დაშავებული კატასავით წამოიკლავლა ანამარიამ. ცივი მიწის შეგრძნებამ სხეულის ტკივილი შეუმსუბუქა. თვალები ურჩხულს გაუსწორა და ცხოვრებაში პირველად, შეხედა იმას, ვინც მის მოსისხლე მტრად ითვლებოდა.
ურჩხული შეკრთა.

- დედაშენის თვალები გაქვს - უთხრა შიშისგან ქვადქცეულ გოგონას.
უკუნით სიბნელეში, უვარსკვლავო მთვარესავით მშვენიერი სახე და სამოტხესავით თეთრი კანი ჰქონდა. წამით, ინანა კიდეც რომ დაიბადა არსებად და იქცა ურჩხულად, რათა ემსხვერპლა ყველაფერი, ელიზაბედივით მშვენიერი.
და ვაი, რომ სწორედ ასეთი ძვირადღირებული მსხვერპლის საფასური იყო ის აუწონელი დიდება, რაც  სჭირდებოდა. სჭირდებოდა იმაზე მეტად, ვიდრე ამ ქალს სჭირდებოდა სიცოცხლე.

- შენ კი მას არაფრით ჰგევხარ სეთ - ერთმანეთს მიბჯენილი კბილებიდან გამოსცრა ეს სიტყვები.

- სად არის? - დაიღრიალა უეჩხულმა და თოვლივით თეთრ ხელზე დააჭირა მძიმე მტევნები.

- მე არ მაქვს, დაგაგვიანდა - უპასუხა გოგონამ. - და იმდენად სუსტი ხარ, ვერც კი იგრძენი, რომ მე აღარ მქონდა.

- რაა? - ურჩხულს გუგები გაუფართოვდა და მასში დაგროვილი მთელი მრისხანება გადმოაფრქვია გოგონაზე.

- მომპარეს.
ქარიშხალში დატრიალებულმა მტვერმა ურჩხულის თვალები ჭუჭყით აავსო. ასობით ყვავმა ჩხავილით აიკლო გარემო და განწირული, ყველა ერთად ეკვეთა მას. სეთი ადვილად იგერიებდა - ზოგს ბრჭყალებით სრესდა, ზოგს თავისი ბასრი ეშვებით აგლეჯდა თავს. ყვავები კი დაუსრულებლად მოფრინავდნენ,  მოძმეების სასტიკი სიკვდილის შემხედვარე, მაინც თავდადებით აკლავდნენ თავს ურჩხულს, რათა თავიანთი ფრთებმოგლეჯილი ანგელოზი ეხსნათ.

- ყველაზე ნაბიჭვარი ღმერთი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს! - ჩიტებთან ბრძოლაში გართულ სეთს მთელი ძალით ჩაასო ფრჩხილები კისერში და მტკივნეულად ჩამოჰკაწრა მკერდამდე კანი, რომელიც ცხოველის ტყავივით უხეში გაჰხდომოდა. - გიბოძებ იარას, რომელიც ჩემგან სამახსოვრო, მარადიული საჩუქარი იქნება არარაობად ქცეულო ვარსკვლავტა ღმერთო!
ყვავებისგან დაკორტნილი სხეული ძლევამოსილად აღმართა სეთმა და ტკივილისგან, დამაყრუებელი ღრიალი აღმოხდა. შემდეგ გოგონასკენ დაიხარა, საპასუხოდ ჩაასო კლანჭები გულში და იქამდე ტკბებოდა მისი სისხლის სურნელით, სანამ სამუდამოდ არ გაუჩერდა გული ანამარიას.
ყვავების ჩხავილი სამგლოვიარო კივილმა შეცვალა. შავ ფრინველებს, სულის ფსკერიდან მომავალი, შავი ცრემლის მდინარე სდიოდათ.
გოგონას სისხლი ჯერ კიდევ თბილი იყო და სეთმა პირველად შეიგრძნო სითბო იმის შემდეგ, რაც ღმერთებმა მოჰკვეთეს.
დაფრთხა...
ძვირფასი სიცოცხლის ხელში ჩაგდებამ ძალა შემატა, ზურგზე წითელი ფრთა შეესხა და შეუჩერებლად გააპო ჰაერი. ჭექაქუხილით გადატენილი ზეცისკენ აიღო გეზი.გრძნობდა, უჩინარი განცდები როგორ მოულოდნელად უბრუნდებოდა და ეშინოდა... ეშინოდა, რადგან თუ დაუბრუნდებოდა სული, მაშინ ვეღარასდროს დაამარცხებდა სიკეთეს.
სწორედ მის სხეულში შემორჩენილმა სულის ნატეხმა იწყო წვეთებად გაშლა  -  წვეთავდა სიყვარულსა და სიძულვილს შორის აღმართული კედელი. ეს ორი გრძნობა კი ერთმანეთში გადახლართული, გამალებით ეცემოდა მიწაზე. სულის წვეთებისგან წარმოქმნილ პატარა გუბეში, ყველა გამვლელი ადგამდა ფეხს და ქუსლზე აკრული მიჰქონდათ თან სიყვარულიცა და სიძულვილიც, ორივე ერთად.
გლოვის ნიშნად, რუხი ღრუბელი მუზარადად გადაჰკვროდა სამყაროს და ქუჩებში გამეფებული თქეში, ელდის ზარი გამხდარიყო.
მოთვალთვალე, თავჩაქინდრული მიაბიჯებდა თავისი ქუჩის ისეთ ადგილას, რომელიც ყველაზე უკაცრიელი და უადამიანო იყო. არ სურდა, ხალხის ხილვა. არ სურდა, სხვათათვის გადაეცა გულში დაგროვილი, დაუთვლელი ნაღველი.
ნაგვის ბუნკერებიდან, სისხლისფერი ნიაღვარი მოდიოდა და მთელს ასფალტს წითლად ღებავდა.
მოთვალთვალემ, ელიზაბედ ჯეინის თოვლივით თეთრი სხეული იხილა, საკუთარ სისხლში ჩასვენებული. სულისშემძვრელი ღრიალი აღმოხდა. მის სიცოცხლეგამოცლილ სხეულთან მიირბინა და მუხლმოკეცილი დაემხო.

- ოღონდ შენ არა, ოღონდ შენ არა - თავს აქნევდა სასწორაკვეთილი და საკუთარ ცრემლებშივე ჩამხრჩვალი, ისე მოთქვამდა გეგონება, მასზე ახლობელი არავინ ჰყოლოდა დედამიწის ზურგზე,
ხუთიოდ წუთში, მოთვალთვალის გოდებას, სასწრაფო დახმარების სირენები შეუერთდა და რამდენიმე ქეიმისირბილით მივარდა გარდაცვლილ გოგონას.
მოთვალთვალე საავადმყოფოს მოსაცდელში, სკამზე იჯდა გაუნძრევლად და ერთ წერტილს მიშტერებოდა. „ნუთუ მოკვდა?“ - ეკითხებოდა საკუთარ თავს.
უცნაურია, რომ იმაზე ფიქრსაც შეუდგა, როგორ ასულიყო სახურავზე და სასიკვდილოდ გაეწირა თავისი სხეული, რათა გარდაცვალების თაროიღით მაინც დამთხვეოდა ანამარიას.
„რაღა მაინცდამაინც შენ?“ - ჰკითხა თავის მეხსიერებაში შემორჩენილ, სისხლისფრად შეღებილ ანამარიას სახეს.
ის ყოველთვის ელიზაბედს უთვალთვალებდა. ზამთარში, გოგონას მოლოდინითა და სიცივით გაყინულ თავისივე ხელებს, მხოლოდ მისი ნახვის იმედი უთბობდა. მოთვალთვალეს არ ახსოვდა ანამარიამდელი ცხოვრება და არც მის გარეშე აპირებდა სიცოცხლის გაგრძელებას.
ელიზაბედი სულის ავადმყოფობას ჰგავდა...
ის აავადებდა ყველას, ვისაც ერთხელ მაინც შეხედავდა თვალებში.
ექიმი გამოვიდა, მოთვალთვალის მზერა დაიჭირა და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა. აი, დაახლოებით ისე, სამედიცინო სასწაულები რომ ხდება და სასიკვდილოდ განწირულ პაციენტებს უბრუნებენ ხოლმე სიცოცხლეს.

- გაცოცხლდა - აღმოხდა ექიმს და მერე თავადვე უხერხული გამომეტყველება გამოესახა სახეზე. უნდოდა ეთქვა, გადავარჩინეთ ან გადარჩაო, თუმცა არასწროდი იქნებოდა, რადგან ანამარია მართლა გაცოცხლებულიყო.

- რაა? - მხოლოდ ახლა წამოდგა ფეხზე მოთვალთვალე და ისე ხმამაღლა ამოისუნთქა, თითქოს, აქამდე, უჰაეროდ ჩაშვებულიყო ყველაზე აყროლებული ჭაობის ფსკერზე და თავადაც არ სურდა იქიდან თავის დაღწევა. ახლა, ჰაერს მოწყურებული, გაცხარებით, ქოშინით სუნთქავდა და ღმერთს მადლობას სწირავდა თავისი საყვარელი მწერლის გადარჩენითვის (ან გაცოცხლებისთვის).
ვეღარაფერი თქვა.
შურდულივით გაექანა საპირფარეშოს მიმართულებით და მთელი დღის განცდილი, პირიდან ჩანჩქერივით ამოარწყია.

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა