შენთან ერთად დაბადება (II ნაწილი)
შენთან ერთად დაბადება (II ნაწილი)
შენთან ერთად დაბადება (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

დღეს გაუსაძლისად ცხელა…მამა მარკეტში შესულიყო, მე კი მანქანაში ველოდებოდი... იგვიანებდა და ეს ძალიან მაწუხებდა. ჩვენი მანქანის გვერდით ვერცხლისფერი აუდი გაჩერდა...ორი ადამიანის ხმა  მომესმა, რომლებიც რაღაცაზე კამათობდნენ; იქით მხარეს გავიხედე, ერთ-ერთი ბიჭი მეცნო... ელისისა და ჩარლის მეგობარი აღმოჩნდა; საჭესთან იჯდა, წელს ზემოთ შიშველი  და მეგობარს რაღაცას ებუზღუნებოდა...ისინი ვერ მამჩნევდნენ, ამიტომ მათ თვალთვალში გავერთე... ცოტა ხანში დევიდი მანქანიდან გადმოვიდა და მოშორებით დადგა...,,ახლა შევამჩნიე მისი გლუვი და მოშიშვლებული მკერდი მას მეტ მომხიბვლელობას სძენდა. საპირისპირო მხარეს იყურებოდა გამუდმებით, თითქოსდა ვიღაცას ელოდა... ამასობაში ტელეფონმა დაურეკა, ერთი ორჯერ გვარიანად შეიკურთხა და ჩქარი ნაბიჯით  მანქანისკენ გამოემართა.

- ჯოშუამ დარეკა, გეგმები შეიცვალა, - ჩაილაპარაკა გაჯავრებით...-სჯობს მის გარეშე წავიდეთ და გავიაზრე, რომ ჩემს მხარეს აპირებდა გამოხედვას, ამიტომაც მეც 180 გრადუსით სხვა მხარეს გავიხედე, დაჟინებული მზერით აშკარად მე მომჩერებოდა.მეც ინტერესმა იძულებული გამხადა  მისთვის შემეხედა. თითქოსდა რაც უნდოდა ის მიიღო, კმაყოფილი სახით ხელი დამიქნია,მეც მივესალმე!

-წავედით? -იკითხა ჯოშუამ.

-მგონი ვიღაცას ვუცდით-უთხრა დევიდმა მრავალმნიშვნელოვნად.

-რა? ვის? აბა აღარ მოდისო? -მერე თითქოს რაღაც იაზრაო და გაჩუმდა.

მანქანიდან გადმოვედი და მარკეტისკენ გავეშურე, იქ სიგრილე მაინც იქნებოდა, პავილიონებს შორის  დავიწყე ბოდიალი, ჩემთვის თმის ლოსიონი და სახის კრემი შევარჩიე. დევიდი ისევ მომესალმა, ამჯერად მაისური ჩაეცვა...

-შენ სანახავად შემოვედი, ამ სიცხეს უნდა გავექცეთ,ტბაზე ჩარლი და ელისიც მოდის, ვიფიქრე რომ შენც წამოხვიდოდი.

ამ შემოთავაზებამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა, ახალგაცნობილისგან დაპატიჟებას ვერ მივიღებდი...

-მოწვევისთვის მადლობა,მაგრამ ვერ წამოვალ - ეს ვუთხარი და  წასვლა დავაპირე.

-გამიხარდებოდა - მომაძახა მან. მხრები აიჩეჩა და  სხვა მხარეს წავიდა.

ფანჯრიდან გამუდმებით ყურებისას ჩემი ყურადღება მოხუცმა ქალმა  მიიპყრო. თავის ბაღში ყვავილებს დასტრიალებდა თავს. გაჭირვებით გადაადგილდებოდა, მაგრამ ეტყობოდა, ეს ბაღი მისთვის ბევრს ნიშნავდა. ჩემს მახვილ თვალს არც ის გამოპარვია, რომ მუდამ თავმოვლილად და კოპწიად გამოიყურებოდა. თოვლივით თეთრი თმები ზემოთ აევარცხნა და ჩაეხვია. ლამაზი მოყვანილობის ნაკვთები მის ელეგანტურობასა და მედიდურ იერს ხაზს უსვამდა. კვირაში ერთხელ სახლთან მანქანა ჩერდებოდა. მარკეტის კურიერს სურსათ-სანოვაგე შეჰქონდა სახლში. შაბათს დილით კი მებაღე ჯონი მოდიოდა. ქალბატონი თავზე წაადგებოდა და მითითებებს მითითებებზე აძლევდა. მებაღე რწყავდა, მინერალურ და ორგანულ მარილებს უყრიდა მცენარეებს.

ირგვლივ მთელი ეზო ბაღნარად ქცეულიყო, უამრავი ნაირ-ნაირი ყვავილი ყვაოდა. სასიამოვნო სურნელი ტრიალება ირგვლივ.

ერთ დილით მარკეტში მივდიოდი. ქალბატონი, როგორც ყოველთვის ეზოში ფუსფუსებდა. მასთან მისვლა და გამოლაპარაკება გადავწყვიტე. ქუჩა წამში გადავკვეთე და მის მესერს მივუახლოვდი.

-         გამარჯობა, მე ელენა ვარ. თქვენ მეზობლად ვცხოვრობ - გამოვეცნობილე მოხუცს.

-         ექიმ რივენჰილის ქალიშვილი ? - მკითხა მან. თანხმობის ნიშნად გავუღიმე და თავი დავუქნიე.

-         დავინახე, ჩემოდნებით რომ მოხვედი.დიდხანს აპირებ აქ დარჩენას? - მკითხა და ინტერესით აღსავსე მზერა მომაპყრო. იქვე სკამზე ჩამოჯდა.

-         დიახ, - მივუგე მე - მამასთან გარკვეული დროით ვაპირებ დარჩენას, ბრისტოლის სამედიცინო უნივერსიტეტში მსურს სწავლა გავაგრძელო. რეზიდენტურის გავლასაც აქ ვაპირებ, ერთი სიტყვით, დიდი გეგმები მაქვს - ჩამოვარაკრაკე მე. შევატყვე თავიდან ფეხებამდე მათვალიერებდა.

-         რამე თუ დაგჭირდებათ დამიძახეთ, მეც თქვენსავით ყვავილები მიყვარს. შემიძლია  დრო და დრო შემოგიაროთ და მათ მოვლაში დაგეხმაროთ. - შევატყვე, გაუხარდა ჩემი დამოკიდებულება ყვავილების მიმართ.

-         ამისათვის არ შეგაწუხებ, ჩემო ძვირფასო. ამას მე და ჯონიც ვუმკლავდებით.შეგიძლია ჩაიზე მესტუმრო, ვიმუსაიფოთ. თუ კი ასეთ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე გოგოს ჩემთან საუბარი მოსაწყენად არ მოეჩვენება - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მან.

-         ჰმ, ეგ არაფერი - ვცადე მისთვის სევდა გამეფანტა - მეც ხშირად ვარ მოსაწყენი, ახლა წავალ, თუმცა აუცილებლად გესტუმრებით - დავემშვიდობე და მარკეტისაკენ ავიღე გეზი.

ერთ დღეს მოწყენილობისაგან და ფიქრებთან ბრძოლით დაღლილმა გადავწყვიტე ჩემს მეზობელ რეიჩელს ვსტუმრებოდი. იქვე, ქუჩის კუთხეში მდებარე საცხობში დარიჩინიანი კექსი ვიყიდე და კარზე ფრთხილად მივაკაკუნე.გულთბილად გამიღიმა  და  სახლში შემიპატიჟა.დიდ დარბაზში შემიძღვა. გაოცებისგან აქეთ-იქეთ დავიწყე ყურება. ირგვლივ სიძველისა და არისტოკრატიის საოცარი ნაზავი იყო. იცით, რაღაცნაირი. იდუმალი გრძნობების გამღვიძებელი აურა ტრიალებდა. თითქოსდა ამ ქალბატონთან ერთად უფრო დიდი და სულში ჩამწვდომი ისტორიების კვალი აჩნდა გარემოს.სქელი და მუქი ხავერდისფერი ფარდები ბოლომდე ძირს ისე დაშვებულიყო, რომ სულ პაწაწინა მზის სხივიც ვერ შემოაღწევდა აქ. თვალს ვერ ვწყვეტდი თითოეულ ანტიკვარულ ნივთებს და მათ ინტერესით ვათვალიერებდი.

კიბეს მივუახლოვდი, ფოტოები და ისევ ფოტოები. აი, რა იყო ყველაზე მეტად თვალშისაცემი. სანამ მისის რეიჩელი ჩაის ამზადებდა, მე გაოცებული შევყურებდი, ფოტოებიდან მომზირალ ულამაზეს ქალს, რომლის არჩილად ქცეული სხეული ახლა სამზარეულოში გაჭირვებით ლასლასებდა. სადღაც წაკითხული ფრაზა ამომიტივტივიდა „სილამაზე დღემოკლეა, ვითარცა ნამი“...

-         მართლაც სრული ჭეშამრიტებაა, - გავიფიქრე გულში.

-         ერთ დროს მშვენიერი ვიყავი - ზურგსუკან მომესმა მოხუცის ხმა. მომიახლოვდა და მის ფოტოებს ტკივლნარევი მზერა მიაპყრო. თავის ქანდურით განაგრძო :

-         ყველაფერი წარმავალია, დრო ყველაფერს წამში შთანთქავს, ჩვენ კი მისი მძევლები ვართ. - ეს თქვა და დანანებით ჩაიქნია ხელი და მაგიდასთან მიმიპატიჟა.

მისმა საუბრის მანერამ, დახვეწილმა ჟესტმა და მეტად განათლებულმა აზროვნებამ ერთიანად მომხიბლა და მომნუსხა. ბრისტოლის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი თხუთმეტი წლის განმავლობაში იყო. მოულოდნელად მეუღლე და ერთადერთი ვაჟი  ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მას შემდეგ რეიჩელი სახლში გამოკეტილ მოგონებებთან ერთად განაგრძობდა ცხოვრებას, ახალ სიცოცხლეებს კი თავის ბაღში ახარებდა ყვავილების სახით. ამ მცენარეებში მისი დარჩენილი ცხოვრება მოექცია და ეს ბედნიერებას ანიჭებდა.

სახლში აფორიაქებული დავბრუნდი, მისმა სიმარტოვემ და გარდასულ დღეთა მოგონებად შემორჩენილმა ფოტოებმა ამაფორიაქა. შემეშინდა? - დიახ, ასეა,ასე. ეს ოხერი შიში ყველაზე მწარე რამ არის. ჩაგისახლდება და მორჩა. ტყვე ხარ მძიმე ბორკილებით. მთელი სხეულით ფიქრობ,რომ მისგან თავს ვეღარ  დაიხსნი და მარტოობაც შიშთან ერთად მოდის. ისე მიგიჩვევს ვეღარც ეწინააღმდეგები, გაჯერებს რომ ერთმანეთი მოგწონთ, გონებაც მის სიხშირეზე ირთვება და განცდა, ემოცია, სურვილები, რეალობა ერთმანეთში ირევა. გონებას გონია, რომ საკუთარი თავი დაივანა, რომ ეს ყველაფერი ადვილია, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაზე დიდი ტკივილია სულისა. როცა მარტო ვარ მგონია, რომ ჩემში ყველა მივიწყებულ ისტორიებს მე  თვითონვე  ვაცოცხლებ და შემდეგ მათ ვდარაჯობ.

ქვეცნობიერში ერთანეთს ელვისებურად ენაცვლება: ტკბილზე ტკბილი განცდები, სიმწარე, ცრემლებამდე ბედნიერება, ისევ ტკივილამდე უბედურება და ჰო, რაღაც უფრო ენით აღუწერელი სიცივე, რომელსაც სახელიც კი არ აქვს. როცა ჩემი სხეული ასეთი მოლიცლიცე და იმპულსური მუხტებით არის სავსე, განცდები ზღვარგადასულ ნაპირებს ეხეთქება და სენსიტივობა პიკს აღწევს. მინდა ისეთი რამ მოვიმოქმედო, რომ მძევლად აღარ ვიგრძნო თავი.

ჩვეულ ადგილას ფანჯარასთან ვდგევარ და წვიმის თავგამეტებულ შხაპუნს და ქარის ქროლვას ვუგდებ ყურს.

ეს ხმა .....

ეს ხმა ....

ყველაზე ლამაზი და აღქმადია ჩემთვის. წვიმის ხმით დატკბობა უნდა შეგეძლოთ. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ თუკი დედაბუნებას საკუთარი სიმღერა გააჩნია, სწორედ ამ ხმაშია მოქცეული ჰარმონიულად. გარინდებული ვარ და თითო მის ნოტს ვუსმენ.

 

*  *  *

 

ოთხშაბათს საღამოს ბრინჯის პუდინგი მოვამზადე და ელისი ჩემთან მოვიპატიჟე. ნახევარ საათსაც არ გაევლო, რომ კარი ხმაურით გაიღო და სიცოცხლე შემოიტანა.

-         როგორ ხარ ბიძაშვილო - მაკოცა და ჩანთა დივანზე მიაგდო - გამეხარდა, რომ გაგახსენდი.

ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თვალები საყვარლად მინაბა:

- რა სასიამოვნო სუნი ტრიალებს, მგონი შენ აღარ ხუმრობ და ნადვილ დიასახლისად იქეცი, - მითხრა ღიმილით და მხარი გამკრა.

- გემრიელი პუდინგი მივამზადე, წამოდი მივირთვათ, - ვუთხარი და სამზარეულოში შევედით.

- ალბათ სწავლის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდები, რადგან რეზიდენტურასაც წელს გაივლი - მომიბრუნდა ის.

- კი ასე, -  თავი დავუქნიე.

- ხვალ ჩვენთან ერთად ტბაზე, ხომ წამოხვალ? - სახეგაბრწყინებული მზერა მომაპყრო ელისმა.

- არა - გამეღიმა მისი შემხედვარე - მირჩევნია დავრჩე და ვიმეცადინო.

- ხვალ ვაპირებ ბიბლიოთეკაში წასვლას და საჭირო მასალების მოძიებას.

- არ ჯობია ,,დაგუგლო“? - მკითხა მან და გაჭირვებით გადაყლაპა ლუკმა, - არადა ყველაფერი დავგეგმე, - შემომხედა უწყინარი და საწყალი თვალებით.

- ვერ წამოვალ - მინც მტკიცე უარი მქონდა პასუხად.

- როგორც გინდა - წაიბუზღუნა მან; შევატყვე, გამებუტა. ჭამა როგორც კი დავასრულეთ, მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი ნიჟარაში ჩავალაგე და რეცხვა დავიწყე. ელისი ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა.

- ასე როდემდე უნდა იცხოვრო? - მომესმა ზურგსუკან. ინსტიქტურად რეცხვა შევწყვიტე ...ერთი,ორი, სამი და ღრმად ამოვისუნთქე, ნერწყვი გაავყლაპე და მისკენ შევტრიალდი.

-         ხო, ხო შენ გეუბნები - თავი დააქნია ელისმა. -აქ ხომ ჩვენ გარდა არავინ არის, არანაირი გართობა, არანაირი აქტივობა, ეს არის შენი ნაჭუჭი? სახლში გამოკეტვა და საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგად არის. როდემდე შეიძლება თავი მოიტყუო ? - ამდენი კითხვა, ელვის უსწრაფესად მომაყარა და დაძაბული სახით მომაჩერდა პასუხის მოლოდინში.

კითხვებმა  დამაბნია.

-         უბრალოდ .... მე .... მე .... შევჩერდი და თავი მაღლა ავწიე და თვალი თვალში გავუყარე და ვუპასუხე :

-         არ ვიცი რა ვიღონო, - მხრები ავიჩეჩე - ერთადერთი, რაც ვიცი ის არის, რომ გამოცდები უნდა ჩავაბარო და რეზიდენტთა  ჯგუფში უნდა მოვხვდე, ის საქმე ვაკეთო რაც მიყვარს - ვთქვი სხაპასხუპით.

-         საკუთარ თავს შეეშვი ! - სიტყვები დამიმარცვლა ელისმა.

-         ვცდილობ - გავუღიმე მე.

-         ელენა - ხელი მომხვია მან - მე არაფერს გაძალებ, მაგრამ აქ ვარ შენთან , თუ კი გულს თავისუფლება მოუნდება, ამოთქვი და გათავისუფლდი,- აქ ორი წამით შეჩერდა და ჩემში ვერაფერი რომ ვერ ამოიკითხ,ა ხელი ჩაიქნია - მოდი ახლა თემა შევცვალოთ - თვალი ჩამიკრა მან, მეც ამოვისუნთქე.

 

 

***

ადამიანები, ემოციათა ზღვის მატარებლები ვართ, ჩვენი გრძნობების სენსორული აქტივობა  იმდენად მაღალია, რომ უმეტეს შემთხვევაში დაშვებულ ზღვარს სცდება. ირგვლივ მომხდარი ბევრი მოვლენა, წარმოქმნის მომენტიდან, შეწყვეტის მომენტამდე მოულოდნელობის ეფექტს ქმნის. სწორედ მაშინ სამყაროს უკიდეგანო უსასრულობაში საბედისწერო მომენტები იკვეთება და ცხოვრებაც სპეცეფექტებს წამში იძენს, შემდეგ კი ყველაფერი, თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება.ასეთი უეცარი მოვლენები გვაბნევს და ჩვენც ალალ ბედზე, მოულოდნელობის რეჟიმში, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, დარდიან საჩუქრებს უფრო მეტად გვიბოძებს ხოლმე ცხოვრება, ისინი კი ჩვენ მიღმა არასოდეს რჩებიან ... ჩვენთან ერთად აგრძელებენ ცხოვრებას.ბოლოს წარმოთქმული ფრაზა სადღაც შორიდან ჩამესმოდა, ასოები გაწილილი და მძიმე იყო, ამიტომ მთელი წინადადების აღქმა ძალზე გაუჭირდა გონებას, ჯერ ამდენ მობზუილე და მოფუსფუსე ხალხს გავხედე , შემდეგ კი სულ რაღაც ორას მეტრში, ხევში გადაჩეხილ მანქანისკენ გადავიტანე მზერა. ჩემს შიგნით მსხვრევის ხმა გაისმა. წამებში ისე დავიბზარე, თითქოს ფაიფურის ნაზი თოჯინა ვყოფილიყავი და ტკივილის გესლიანი კლანჭები ვიგრძენი.ჩემ შიგნით ისეთი  ხმაური გუგუნებდა სადაც იყო თავი გამისკდებოდა. თვალები რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე, სურათი მაინც არ გაქრა, ისევ იქ ვიყავი იმ საშინელ რეალობაში. გონება დაუსრულებელ ფრაზებს იმეორებდა.

-         უკვე გარდაცვლილია - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.

მაშინ თითქოს მეც მასთან ერთდ შემიწყვიტეს სუნთქვა და ბნელ მხარეს წამებში აღმოვჩნდი.

აი, განაჩენი!..

აქ ტრამვამ ყველაფერი მოიცვა და გონება მწუხრის ბადეში გაახვია.

აი,  პირადი ტრაგედია, რომელიც ჩემი ძალისხმევის მიუხედავად ვერსად დავმალე. ამის შემდეგ კი ეს ნიშა ჩემს ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევდა.

მისი დანახვისას იმდენად გაყინული ვიყავი, რომ ცრემლმა გზა ვერ ნახა.

-         ის არის, ის არის - ვბუტბუტებდი და ამით საკუთარ თავს რაღაცაში ვარწმუნებდი.

მინდოდა მეტირა, მაგრამ გავქვავდი...

მინდოდა  მეკივლა, მაგრამ ვხაოდი...

იმ წუთებში არსებობაც არ მინდოდა, მაგრამ ვცოცხლობდი...საშინლად ვბრაზობდი და მსურდა ირგვლივ ყველაფერი დამემსხვრია, მაგრამ თითქოს კუნთებს დამბლა დაეცა, როცა მის ოთახში შევედი, ისევ მისი სურნელი ტრიალებდა. სახე მის ბალიშში ჩავრგე, არ ვიცი ასე რამდენ ხანს გავძელი, კომპიუტერის ეკრანზე ჩვენი ფოტო დაეყენებინა. სწორედ გუშინ არ იყო რომ გადავიღეთ? ფოტოაპარატი დემეს უჭირავს. პირში სიგარეტგაჩრილს თვალები ოდნავ მოელულა, ცალი ხელი კი ჩემთვის მოეხვია ...

ვიცინით ....

სწორედ ამ სურათის შემყურეს იმ წუთებში, ჩემთვის ფერთა გამამ დაკარგა აღქმა. გავაცნობიერე რომ რასაც ერთხელ ვკარგავთ, ცხოვრება იმას აღარასდროს გვიბრუნებს.

ის გულუხვი არ არის...ჰო, ის მოშურნეა... კი, კი , ის სასტიკია!..

ის წაგვართვეს ორივეს, რისთვისაც თავი დაუფიქრებლად გავწირეთ. საოცარია ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როცა ასე ძლიერ სწამს და უყვარს...

ახლაც, როცა იმ მომენტებს ვიხსენებ, წამში კატასტროფას ვუახლოვდები. სწორედ მას შემდეგ ჩემს სამყაროში არსებობდა, ჩემი პირადი სამოთხე და ჯოჯოხეთი, სიყვარული და სიძულვილი, დაუოკებელი ბრაზი და მრისხანება.

ასე გაჩნდა ჩემს გულში დიდი და ტკივილიანი ნაპრალი, რომლის ამოვსებაც დროის სვლის მიუხედავად შეუძლებლად მეჩვენებოდა.

იღვიძებ და დღე მის გარეშე იწყება, შეუგუებელ და ძნელად აღსაქმელ ფაქტებს გულგირლობამდე მიყავხარ და ასეთ დროს ყოველდღე ისე კვდები და ისე ცოცხლდები, თითქოს არც არაფერი... მოგონებებსაც ემორჩილები და ეჩვევი.

ხმაური შემომესმა და ქვემოთ ჩავედი.

-         გამარჯობა მამა - მივესამე ბილის - ალბათ გშია?

-         კი გამოვიცვლი და ერთად ვივახშმოთ - ეს თქვა და კიბეებს აუყვა.

სამზარეულოში შუქი ავანთე, ჰაერღუმელში ხორცი გავათბე, სპაგეტი კი გაზქურაზე შემოვდგი.

-         სასიამოვნო სურნელია - შემოსვლისთანავე აღნიშნა ბილიმ.

-         მაცივრიდან ცხარე საწებელი გამოიღე რა! - ვთხოვე მამას, სანამ დაჯდებოდა.

მაგიდას მივუსხედით.

-კლინიკაში რა ხდება ? - ვცადე  წამომეწყო საუბარი.

ხელი ჩაიქნია.

-დღესაც, როგორც ყოველთვის, მიმღებში უამრავი პაციენტი იყო და საშინლად დატვირთული დღე გვქონდა. - შეჩერდა და წყალი მოსვა - და შენკენ ?

სპაგეტს ჩანგლით ნერვიულად დავუწყე დახვევა - დილით ელისი მყავდა სტუმრად, შუადღე კი სწავლაში გავატარე - ვუპასუხე მოკლედ.

ამის შემდეგ ვახშამმა ზედმეტი კითხვების გარეშე ჩაიარა. ჭამას მოვრჩით, მაგრამ მაინც სუფრასთან ვისხედით. მივხვდი ბილის რაღაც ჰქონდა სათქმელი, თორემ უკვე მის კუთვნილ სავარძელში მოკალათდებოდა და ფეხბურთის ყურებას დაიწყებდა.

-ელენა - გამომხედა მან - არ გინდა სწავლის დაწყებამდე, მე და შენ სადმე წავიდეთ? ერთი კარგი შვებულება მეც მეკუთვნის, ცოტას განვიტვირთები. ჰა, რას იტყვი ?

-და სად გინდა რომ წავიდეთ მამა? - ვკითხე და ინტერესით მივაჩერდი.

-აბა რა ვიცი - მხრები აიჩეჩა. უცებ თვალები აენთო და თითები დააწკაპუნა - აი მაგალითად, გრანადაში, იქ ხომ გსურდა გამგზავრება? ბილეთებიც შეძენილი გქონდა, სანამ... აქ შეჩერდა, მოულოდნელობით აღსავსე მზერა მომაპყრო, პასუხის მოლოდინში.

ერთ დროს გრანადა მართლაც მხიბლავდა მისი არაბული სტილის სახლებით, ლამაზი ხიდებით, ლამპიონებითა და ღია ყავახანებით. ამ ქალაქში, რატომღაც მწამდა, რომ ათასერთი ღამის სტილი ცოცხლობდა, მაგრამ ახლა ... იქაურობა მძაგდა, რადგან დემეს მახსენებდა.

ბილისთვის პასუხი უნდა გამეცა.

-         ახლა ასე უბრალოდ ვერ ავდგები და ვერ წავალ, ცოტა ხანია, რაც აქ ჩამოვედი და სწავლის დაწყებისთვის ვემზადები.

-         მხოლოდ რამდენიმე დღით - სიტყვა გამაწვეტინა ბილიმ.

-         მადლობა, მაგრამ გამიგე,  მე აქ მინდა - ჯიუტად გამომივიდა ნათქვამი.

-         კარგი - უკმაყოფილოდ გააქნია თავი, წამოდგა და ტელევიზორთან გადაინაცვლა.

მე სამზარეულო მივალაგე და სავარძელში ჩავჯექი. ბილი არხიდან არხზე დახტოდა. მისი მოსაწონი რომ ვერაფერი ნახა, გადამრთველი დივანზე მოისროლა.

-გინდა ჭადრაკი ვითამაშოთ ? - გამომხედა მან

-         კი - იმ წამსვე დავეთანხმე,- მხოლოდ რამოდენიმე პარტია. - ხომ იცი მერე ძალიან აზარტული ვხდები.- ვუთხარი და ჭადრაკის მოსატანად წავედი.

მეტოქეებად წამში ვიქეცით, ერთმანეთში მრავალი ფიგურა გავცვალეთ, ვცდილობდი, არასწორი სვლები არ გამეკეთებინა, მაგრამ ბილი ტაქტიკით მაინც მაბნევდა, ვერაფრით მოვახერხე, ჩემი მეფე უსაფრთხოდ ყოფილიყო. არა და არა, ბილიმ ზედიზედ, რამოდენიმე პარტია მომიგო.

საათს გავხედე, თორმეტს ხუთი აკლდა.

-წავიდეთ, დავწვეთ, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ - ვუთხარი მას.

-მართალი ხარ - გაიზმორა და ფეხზე წამოდგა. - დილით კონფერენციაზე მივდივარ, ნაშუადღევს კი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.

ტელევიზორი გამოვრთე და კიბეს ავუყევით.

-მამა ცოტა დრო მჭირდება, არ გეწყინოს ჩემი უარი - ხელი მოვხვიე .

-არ გიბრაზები, უბრალოდ მინდა ბედნიერად იგრძნო თავი.-

-ბედნიერებას მიზეზები სჭირდება - ჩავილაპარაკე მე.

-არა არ სჭირდება, ბედნიერების შეგრძნება, შენში უნდა დაიბადოს, უნებურად ჩაგაღიმოს, აღტაცებაში წამებში მოგიყვანოს და ცხოვრების დაუვიწყარი გემო შეგაგრძნობინოს. ეს გრძნობა კი ღრუბლებში გასეირნებას ჰგავს - გამომხედა ბილიმ მეოცნებე თვალებით.

-ძალიან რომანტიკოსი ხომ არ ხარ ? - ვკითხე ჭოჭმანით.

-მე ჩემი ცხოვრებისეული ხაზი მაქვს და მას მშვიდად და აუღელვებლად მივყვები, არც ზედმეტი ილუზიები გამაჩნია და არც ზღვარგადასული გრძნობები, უბრალოდ ასაკი თავისას შვება. მე შენ რაღაც დიდსა და ამაღელვებელზე იმიტომ გესაუბრები, რომ მეც ვიცი, შენს ასაკში ემოციური ტალღების ძალა.ისინი ხანგრძლივი პეროდის განმავლობაში ღელავენ, იცვლებიან, გარდაიქმნებიან და დროის სვლასთან ერთად ერთ დიდ მთლიანობად ყალიბდებიან.

-დედა იმ ასაკში ასე აღტაცებით გიყვარდა ? - ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.

-მიყვარდა, მიყვარდა - თითქოს შერცხვა და ხალიჩას დააშტერდა. - ჩვენ გაგვაჩნდა ემოციური კავშირი, რამაც ასე შეგვაკავშირა, მაგრამ ძლიერები ვერ აღმოვჩნდით დაგვეცვა ის, რაც გვწამდა, ასე მგონია, ის მალე დანებდა, ამიტომ ბარგი ჩაალაგა, ხელი მოგკიდა და წავიდა. მე არ მსურდა ფარ-ხმალის დაყრა, მაგრამ არც არაფერი შემეძლო, ეს იცი როგორ არის ? თითქოსდა თეორიულად ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ რეალურად ვერაფერი ვერ მოვიმოქმედე.

ეს მითხრა, გამიღიმა და მისი საძინებლის კარი შეაღო, მეც ჩემს ოთახში შევედი, შხაპი მივიღე, სავარძელი ფანჯარასთან მივაჩოჩე და ისევ ღამე გავიხადე მეგობრად.

ორი უტყვი არსება, თითქოსდა უჩუმრად ვახერხებდით თანარსებობას და საერთოსაც ბევრს ვპოულობდით. ერთმანეთს ძლიერ ვაფასებდით და შეგვეძლო, ყოველ ღამე ის გზა, ის იდუმალი წარსული გაგვეცოცხლებინა,  რაც გაგვაჩნდა.

მე და ღამე!.. მე და ღამე!..

*****

დილით საშინლად გამოუძინებლად ვგრძნობდი თავს. აქეთ-იქით უაზროდ ვბოდიალობდი,მაგრამ  ვერაფერს ვუყრიდი თავს...კალენდარს გავხედე და კიდევ ერთი დღე გადავხაზე. კიდევ ერთი კვირა და და უნივერსიტეტში დავიწყებდი სიარულს.ასე მეგონა,რომ ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას იქაური ქაოსი შეავსებდა და ფიქრებისთვის ნაკლებად მოვიცლიდი.

საძინებელში ავედი. საძილე აბი ამოვიღე კომოდიდან.დავლიე და ლოგინში შევწექი.უძილობამ და დაღლილობამ თავისი გაიტანა და უკვე რამდენიმე წუთში ღრმად მეძინა.

არ ვიცი რამდენ ხანს გასტანანდა ეს მშვიდი მდგომარეობა, რომ არა ტელეფონის გაბმული ზარი.

-რა დროს ძილია-, ტელეფონში ჩამძახა ელისმა, როგორც კი ჩემი ნამძინარევი ხმა მოესმა-წამოდი გარეთ გავიაროთ, ჩარლი უკვე შენს კართან იცდის, ასე რომ, ჩაიცვი..,-თითქმის მიბრძანა მან.

-მეძინება.-წავილუღლუღე მე.

-ჩაიცვი!-ისევ მითხრა მან,-ერთხელ მაინც წამოდი ჩვენთან  ერთად -, წყენა შეეპარა ხმაში.

ეს გოგო მაინც არ მომეშვებოდა, ამიტომ სჯობდა ავდგარიყავი და ჩამეცვა.ქვემოთ ჩავედი  და ჩარლის კარი გავუღე.

-მაინცდამაინც თოკი უნდა გამოგაბა,რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდე?-მკითხა ჩარლიმ.

-შენც ნუ დაიწყებ ჩარლ, ელისიც მეყოფა. მუდარით ვუთხარი მას და ჩანთა ავიღე.

-მაინც სად მივდივართ?-დავინტერესდი მე-/როგორც კი მანქანაში ჩავსხედით.

-პიცის საჭმელად გეპატიჟები,ოღონდ ქალაქგარეთ.-გადმომხედა ბიძაშვილმა ღიმილით.

-კარგი, იყოს ქალაქგარეთ-თავი დავუქნიე მე-და ელისი სად ბრძანდება?

-ის მეორე მანქანაშია.შენს გამოსატყუებლად კი მე გამომიშვა და ცენტრალური მაგისტრალიდან გადაუხვია.

-ე.ი. მარტონი არ ვართ ,- ჩავილაპარაკე მე.

ნახევარი საათში უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით. ნაძვნარში  დიდ ფართობზე  რესტორანი იყო, ღია  ტერასებით.ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა.ერთ-ერთი მაგიდისკენ ავიღეთ გეზი. ელისისა და სტადიონზე გაცნობილი ბიჭის გარდა ყველანი უცნობები იყვნენ ჩემთვის.

ეს ჯულიენია, ეს ქეითი,ბრაიანი და ჯასტინ.ი-გამაცნო იქ  მყოფები ელისმა.

-სასიამოვნოა.-გავუღიმე მათ და მოხერხებულად მოვკალათდი.

-შენ აქ აგრძელებ სწავლას ხომ?-მკითხა ქერა გოგონამ.მგონი ეს ჯულიენი იყო.

-კი ასეა,ერთი გამოცდა დამრჩა და  ახალი სასწავლო წლიდან  სწავლას შევუდგები.

დევიდი ხმას არ იღებდა.არადა წინა შეხვედრისას ძალიან გამაღიზიანებელი  და ენაწყლიანი ჩანდა, თითქოს ახლა  რაღაცას დაედარდიანებინა. ჩაფიქრებული, კუშტი მომეჩვენა.ხანდახან ბრაზიანი მზერას მომაპყრობდა,მერე კი უსიტყვოდ,ცივად სხვა მხარეს გადაიტანდა.მართალი გითხრთ,ვერაფერი გავიგე.

ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.

-ალბათ,ბილია,გაუკვირდა სახლში რომ არ დავხვდი - გავიფიქრე მე და ზარს ვუპასუხე,ისე რომ მობილურის ეკრანისთვის არც კი დამიხედავს.

-ელენა-გაისმა ბოხი და ხრიწიანი ხმა.იმწუთასვე მთელ არსებაში გახმოვანდა მისი ექო.სანამ დაბნეულობისგან რამეს მოვიფიქრებდი ისევ ჩამძახა ხმამ.

-არ გათიშო-ისევ ჩამძახა ხმამ...

უჰაერობა ვიგრძენი... ვცდილობდი გარშემომყოფთა თვალწინ რეაქცია მეკონტროლებინა და საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეგდო.

-ელენა მოხდა რამე? -მიჩურჩულა ჩარლიმ - ფერი ერთიანად დაკარგე!

-არაფერია! -ვუპასუხე მე -უბრალოდ ამ ზარს უნდა ვუპასუხო..-ეს ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. ტერასის კიბეები ჩქარი ნაბიჯით ჩავიარე და კარგა მანძილით რომ მოვშორდი  იქაურობას ვუპასუხე:

-ჰო, გისმენ - ჩემს საწყალობელ ხმას ის წუხილიც ამოვაყოლე, რასაც იმ წუთას   ვგრძნობდი.

-როგორ ხარ?-მკითხა რატიმ.

-როგორც ჯოჯოხეთში-მწარედ შევნიშე მე და ჩემს ნათქვამზე გამეღიმა.

-მეც-ეს მითხრა და გაისუსა.

-იმედია ნათლიასთან ხარ?-ვკითხე მე.

-კი აქ ვარ-ჩაილაპარაკა მან.

-შენთან სალაპარაკოდ სიმამაცე არ მეყო,რომ რაიმე სანუგეშო მეთქვა, საჭირო სიტყვები ვერ  გამოვნახე,რომ რაიმე სანუგეშო მეთქვა შენთვის,გესმის?-დაბალი ხმით ვკითხე მას.

-კი აქ ვარ.-მიპასუხა მან-აღარც შემრჩა ძალა,საშინელ დღეში ჩავიგდე თავი.დარდმა გამანადგურა.ვერ გავიაზრე თავბრუდამხვევად განვითარებული მოვლენები,ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა.-აქ შეჩერდა და ამოისუნთქა-ისიც ვიცი არც შენ ხარ უკეთეს დღეში.

მე ხმას არ ვიღებდი.

-მითხარი რამე. -შემევერდრა ის.

ისევ დუმილი...

-ის ორიოდე სანუგეშო სიტყვა მაინც წამოგცდეს,რასაც ასე მოველი შენგან.ხომ იცი არაფერს გთხოვ,არც არაფერს გაიძულებ,უბრალოდ როგორც მეგობარი გვერდით დამიდექი..დრო გავიდა ელენა, მე ყველაფერი გაპატიე შენც, დემესაც..მეც ყველაზე მეტად დუმილი მაგიჟებს.ვერსად ვსაუბრობ იმაზე, რაც შიგნიდან მჭამს...მე და შენ კი ერთი ტკივილი გვაქვს და გამიგებ...შენ გარდა არავის შეუძლია რამე სანუგეშო მითხრას-აღარ ჩერდებოდა რატი.

-მე ის მსურს რომ კარგად იყო, გირჩევ ნათლიასთან დარჩე, რამენაირად შეძლო და დამოკიდებული აღარ იყო.

-ჩამოდი-თითქოს რაღაც წამოცდაო და ხმა გაკმინდა

-არა -გაუცნობიერებლად წამოვიყვირე მე-იცი რად დამიჯდა რომ ცხოვრებას ავდევნებოდი და საჭირო სველები გამეკეთებინა?აქავურობას ვერ მივატოვებ-ვუთხარი მტკიცედ.

არცერთი არ ვიღებდით ხმას.

-ერთადერთი ის შემიძლია დაგპირდე,თუკი შენს პირობას პირნათლად შეასრულებ ,შემოდგომის არდადეგებზე ჩამოვალ. - ეს წინადადება რა ძალამ მათქმევინა ვერ გავიაზრე,მაგრამ ფაქტია სიტყვებს უკან ვეღარ დავაბრუნებდი.ამიტომ ისევ განვაგრძე:ყოველ კვირას დაგირეკავ, ყველანაირად გვერდით დაგიდგები,ოღონდ შენ საკუთარ თავს მოერიე და იმას აჯობე, რაც ასე გცვლის.

-მართლა ჩამოხვალ?- ხმაში ძალა დაუბრუნდა.

-გპირდები.-ძალიან მშვიდად ვუპასუხე მე.

-ელენა-ჩამძახა ტელეფონში  სანამ გავთიშავდი.

-ჰო,გისმენ.

-ასე თუ უნდა მომხდარიყო,საერთოდ რატო გავიცანით ერთნმანეთი? ანდა ასე მჭიდროდ რატო გადაიკვეთა ჩვენი გზები?-ოხვრით მკითხა მან.

-ამაზე პასუხები არ მაქვს.-ვუთხარი ცივად.

-ნახვამდის.-ჩაიდუდუნს მან და მობილური გათიშა.

უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი,რატიმ მოახერხა და ,,პანდორას ყუთში“  ისევ დავიწყე ქექვა. უკან უნდა დავბრუნებულიყავი.შევტრიალდი,მაგრამ შიშით შევხტი.დევიდი იდგა რამდენიმე ნაბიჯს იქეთ და მე მიმზერდა.

-რა ენაზე საუბრობდი?-მკითხა ინრეტესით.

-ქართულად-მივუგე მე და წავედი.

-რამე მოხდა?-წამომეწია ის.-წეღან ისე გაფითრდი,ვიფიქერე რამე უჭირსთქო.

-ყველაფერი რიგზეა.-გავხედა მას და ვანიშნე მზერით,რომ დრო იყო მოეკეტა.

გამიმართლა,საუბარი შეწყდა რადგან ჯულიენმა ვნებიანი ხმით  გადმოსძახა:-

-დროა წავიდეთ.გვიანია-და რაღაცნაირი მზერა გამოსტყორცნა ..

-კარგად.-დამემშვიდობა  ბიჭი.

მე, ჩარლი და ელისი ერთად წამოვედით სახლში.ვიცოდი ჩემგან ახსნა-განმარტებებს ელოდნენ  უცნაურ ზართან დაკავშირებით.

-რატიმ დამირეკა.-ვთქვი მე.

-რა უნდოდა?-კბილები დააჭრიალა ჩარლიმ.

-ნათლიასთან არის მონასტერში.განადგურებული და სასოწარკვეთილია.მთხოვა ვნახო.-ვთქვი მე და  შემდგომ  რეაქციას დაველოდე.

-ამას ხომ არ გააკეთებ?-მკითხა ელისმა და მისი დიდრონი, ცისფერი  თვალები  ინტერესით მომაჩერა.

ვდუმდი,რადგან ჩემი გონება დაჩქარებული წესით ახალად მომწიფებულ აზრებს განიხილავდა.

-ჩარლ,მოდი მე, შენ და ელისი რამდენიმე დღით თბილისში წავიდეთ.მინდა,რომ ვნახო.დანაშაულის გრძნობა შიგნიდან მჭამს.ეგებ და სულ ცოტა ბიძგი სჭირდება,რომ მოახერხოს და იმ  ჭაობიდან ამოვიდეს და თავი დაიხსნას.

-ელენა,შენ ნარკომანებს არ იცნობ! -ბრაზით გააქნია თავი ჩარლიმ-მისი არ უნდა დაიჯერო,არ ინდობა ნარკომანის სიტყვა.

-მე ვცდი.თუკი არაფერი გამოვა,თავს იმით მაინც ვინუგეშებ,რომ რაღაც მაინც მოვიმოქმედე მისთვის...ჰა,რას იტყვით?-შევხედე ბიძაშვილებს.

-მეეჭვება.-მაგრამ იყოს ისე,როგორც შენ გსურს.

-წამოვალ ,თუკი იმის პირობას მომცემ,რომ შენც ჩვენთან ერთად   დაბრუნდები უკან.სიტყვა ჩაურთო ელისმა.

-ელის გპირდები,დავბრუნდები-..გავუღიმე მას.

ცოტა ხნით რივენჰილენბთან შევიარე  და  ჩაი ერთად მივირთვით.

სწორედ მაშინ, როცა ყველაზე უიმედო  მდგომარეობაში ვართ,რაღაცას ხელი ისე უნდა ჩასჭიდო, რომ გადაგარჩინოს - ეს დიდი შვებაა! “ნუ გეშინია,რადგან შენთან ვარ, აქეთ იქეთ ნუ იყურები, რადგან                               შენი ღმერთი ვარ.  მე დაგეხმარები, ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ესაია  42.41:40). მომავალზე არსებული შავბნელი აზრები რატის უნდა უკუეგდო!მასში ის დიდი მონდომება უნდა დაბადებულიყო,რაც სურვილებს აღუდგენდა, იმაზე მეტს შესძლებდა,რაც ეგონა,რომ ვერასდროს შესძლებდა. მე ის დავაიმედე.  დიახ, ეს მე გავაკეთე. მართალია ზურგი დიდი ხნის წინ ვაქციე და იმ ავბედით დღეს გულიდან მოვიგლიჯე,როცა დემე მოკვდა, მაგრამ მე ადამიანობა გამაჩნდა.  მეც კარგად ვიცოდი გაჭირვების მძიმე დრო. ამიტომაც, არ შემეძლო მისთვის ბოლო, სულ პაწაწინა მონდომება ჩამეკლა მასში. ვიცოდი მხოლოდ ჩემდამი რწმენა თუ გადაარჩენდა მას. ჰმ, ყველაფრის მიუხედავად ის მე მაინც მენდომებოდა და იმედის საყრდენს ჩემში ხედავდა.მაშინ,როცა ჩემს ყოველდღიურ მოსაწყენ რეალობაში არაფერი ხდებოდა, რატი ბუმერანგის პრინციპით კვლავ დაბრუნდა.

როდესაც წარსულს უკან მოვუხედავთ რატომ არის,  რომ ტკივილი სიმძაფრეს არ კარგავს? თკბილი გრაგმენტები სივრციდან სივრცეში წამში უჩინარდებიან  და აღარ ბრუნდებიან. შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ბედისწერა არაფერს ტოვებდა ჩემ ირგვლლივ ისეთს, რაც მაბედნიერებდა.ნეტა ვინ იყო ის, ვინც უკითხავად აფათურებდა ჩემს ცხოვრებაში ხელს და ამდენ აუხსნელ, მოულოდნელ შეგრძნებებს უხვად მინაწილებდა.--სწორედ ამოტომაც მასზე ასე ძლიერ  ვბრაზობდი.

მუდამ ოცნებებს მივსდევდი,თუმცა მათ ვერ ვეწეოდი.ამით გამოწვეული იმედგაცრუება კი ყველაფერს უდრიდა.

იღვიძებ და ის შენ გვერდით არ არის!

გიყვარს,მაგრამ ეს არაფერს ცვლის!

გარეთ გადიხარ და ათას შემხვედრ ადამიანში მის სახეს დაეძებ!

შიშს პირისპირ ვეჯახებით!

გატეხილ გულს კი ყურადღებას არ ვაქცევთ!

ვიცი ბევრს ვითხოვ,  მაგრამ ვინატრებდი ძალების ულევ მოზღვავებას. მინდა ჩემში მზაობა იყოს იმისა, რომ ვიბრძოლო თითოეული ახალი დღისთვის,თითოეული გაღიმებისთვისა და ახალი სიცოცხლისთვის.

ვიცი, იოლი ამ ცხოვრებაში არაფერია.არც იმდენად იდიოტი ვარ, ეს დავიჯერო,მაგრამ ხომ შეიძლება სულ ოდნავ ჰუმანურობამ და კაცთა შორის სიყვარულმა გაიმარჯვოს.

დაბნელება ყველას გვინხავას,თითქოს მზე სადღაც ჩაინთქა და ჩაიფერფლაო.დასასრულიც გვაშინებს.

ერთკვირიანმა სწავლებამ თავისი შედეგი გამოიღო.ისევ შემეძლო უმაღლესი ქულებით თავი მომეწონებინა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა,რომ რატი ნათლიასთან მეგულებოდა. მეორე დარეკვისას მის მაგივრად მამა შიო მესაუბრა.ნარკოტიკული შიმშილისგან გონება დაბინდული და ძლიერი ტკივილის შეგრძნებით აღვსილი რატი ბნელ და ცივ კელიაში შეკეტილიყო და გაშმაგებული კედლებს აწყდებოდა.ეგრედწოდებული“ლომკა“ დგება მაშინ, როცა ნარკოტიკებზე უარს ამბობ.ამ დროს ამით გამოწვეული ეფექტი  მტკივნეული და მტანჯველია. ეიფორია და ზეგაღიზიანებული გრძნობები შეტევით ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ადამიანებზე. ახალი დოზის მოთხოვნილება იმდენად დიდ გონებრივ და ფიზიკურ ტკივილს იწვევს, რომ ამის სამედიცინო ენაზე გადმოცემა შეუძლებელია.

საღამოს მე და ბილიმ  ,ჩვეულებრისამებრ ვივახშმეთ. ტელევიზორთან ჩვენ-ჩვენი ადგილები დავიკავეთ და გავირინდეთ. ცოტა ხანს არც კი გაევლო, ტელეფონმა დარეკა.

-ელენა სალამი!მე,ელისი და ქეითი პარკთან რომ კაფეა, იქ ვართ. მოდი რაა!- მთხოვა ჩარლიმ.

-კი, მოვალ.-სხარტადვე ვუპასუხე მე და ტელეფონი გავთიშე.

-გაისეირნე ელენა!-გადმომხედა ბილიმ ღიმილით-სულ ცოტაც და თავისუფალი დროის დეფიციტი გექნება.

სწრაფად გავემზადე და პარკისკენ ჩქარი ნაბიჯით გავემართე. LOWN DOUD-ის მყუდრო ქუჩით გადავწყვიტე წასვლა, რადგან ასე დროს მოვიგებდი. თან ამ ქუჩის სიმწვანე და მყუდროება ყველაზე მეტად მომწონდა.

ჩარლიმ შორიდანვე დამლანდა და დამიძახა:

-აქეთ ელენა!

ქუჩა გადავკვეთე და მათკენ ავიღე გეზი.THE KING FISHER CAFÉ-ში მოეყარათ თავი.  შესვლისთანავე,რაც თვალში მომხვდა,ნათელი ფერებით დამშვენებული კედლები იყო, ჭერზე პატარ-პატარა ნათურები გაებათ და მათი შუქი უფრო მეტ სიცოცხლესა და ფერადოვნებას სძენდა იქაურობას. უამრავი ძველებური,დრომოჭმული და ემოციურობით დატვირთული ნივთები მოგხვდებოდათ თვალში.თითოეულ ნივთს თუ ფოტოს დიდი დაკვირვებით ვუმზერდი.-აშკარად იგრძნობოდა გემოვნებიანი ადამიანის დიზაინი. დაასკვნა ჩემმა გონებამ.

ყველაზე დიდ მაგიდასთან დავიკავეთ ადგილი. მეც მენიუ მოვიმარჯვე და კერძების დათვალიერებას შევუდექი დიდი მონდომებით.

დაჟინებულმა მზერამ მაიძულა თავი ზემოთ ამეწია.

შევცბი, თუმცა წამითაც არ შემრცხვენია ისე გავისწორე თვალი.უბრალოდ მაინტერესებდა  ეს მომნუსხველი მზერა როდემდე გასტანდა.ვუმზერდი და ვფიქრობდი,თითქოს და ის ცდილობდა ჩემზე ზეგავლენა მოეხდინა და მეც იგივე ყურადღება გამომეჩინა მისდამი,რასაც ის უხვად ავლენდა.ამ მზერამ იმდენად შემაწუხა, რომ ვეღარ მოვითმინე და ბრაზით წარბი ავწიე.

-რაა?  ვანიშნე თავის ქნევით.

ჩაეღიმა...არჩევანი ორაგულის სტეიკზე შევაჩერე და  ელისისა და ქეითის საუბარს შევუერთდი. ისინი ყველაზე გრანდიოზულ და გლამურულ წვეულებაზე საუბრობდნენ,რომელიც სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით იმართებოდა, ამიტომაც აქედანვე ჰქონდათ დაწყებული კაბების შერჩევა და სხვა ათასი დამღლელი წვრილმანის გათვალისწინება. ძალიან მშიოდა, თორემ ეს უაზრო საუბრები ისე მოსაწყენად მეჩვენებოდა,რომ ავდგებოდი და სახლში წავიდოდი.

ჩემმა ტელეფონმა მესიჯის მოსვლა მაცნობა. პირველივე სიტყვის წაკითხვისთანავე მივხვდი ვინ შეიძლებოდა  ყოფილიყო. „ელენა! ასე ძლიერ არასდროს გამჭირვებია. არასოდეს ვყოფილვარ ასე შორს და ასე ახლოს უფალთან,სიკვდილთან და სიყვარულთან.ამ ყველაფრის ნაზავი მაიძულებს განუწყვეტლივ ვიფიქრო, ცუდისკენ წამში წავიდე,მაგრამ ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ, რომ უხილავი რწმენა,შიში და ისევ ეს სიყვარული მაჩერებს. ეს ის გრძნობაა როცა  იმედი სხივად ჩაგისახლდება და იცი? მე ისევ რაღაცას მოველი და უკეთესის მოლოდინით ვივსები. ეს სიჩუმე და ,,ცარიელი მე“ მაიძულებს აქედან არ გავიქცე და  არ გავიჩხირო... პირიქით ამ აუხსნელ გრძნობას ვეჭიდები და ჭაობიდან ამოძრომას ვცდილობ.

მიჭირს?-მთელი სულითა და გულით, მაგრამ ვუძლებ.შენთვის? ჩემთვის? ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს,რადგან ხელში უკვე ათდღიანი სიფხიზლე მაქვს. ტკივილი, რომელსაც ახლა ნარკოტიკული შიმშილი განმაცდევინებს, იმ სიამაყეს აფერმკრთალებს, რასაც ჩემი ნებისყოფა მაგრძნობინებს.მადლობა ღმერთს, რომ აქ ვარ და  დაუოკებელი სურვილის ნაპერწკალი ბჟუტავს ჩემში! ეს ყველაფერი მტკივა!.. ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ!.. PS. ეს უნდა მომეწერა შენთვის.

ჩემ თვალწინ წამში გაირბინა მისმა სახემ და  წამის მეასედში გავითავისე ის მწველი გრძნობების ქარ-ცეცხლი რაც იმ მომენტში მას დაუფლებოდა,იტანჯებოდა, მაგრამ ხომ უძლებდა. -აი, რა იყო მთავარი!

მასთან უნდა  დავრეკო. გავიფიქრე მე და გარეთ გავედი, როგორც კი მყუდრო ადგილას დავიგულე თავი, თითების თრთოლვით ავკრიფე ნათლიას ნომერი,მაგრამ სანამ ზარი გავიდოდა, გამბედაობამ მიღალატა.

-რას აკეთებ ელენა?-ვუსაყვედურე საკუთარ თავს. მღელვარებისგან პირზე ხელი ავიფარე, სლუკუნი რომ ჩამეჩუმებინა. რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე. სუფთა ჰაერი შევუშვი ფილტვებში. საკუთარი თავი უნდა დამემშვიდებინა, ფიქრები გამეთიშა.მივხვდი საკუთარ თავთან კინკლაობით უფრო ვამწვავებდი მდგომარეობას.

-დემეს სიკვდილს შეეგუე და მაინც გადარჩი. ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება,თითქოს და გავამხნევე ჩემი თავი.ვიგრძნი, რომ საკუთარი „მე“ ამით მტკივნეული ფიქრების უკუგდებას ცდილობდა.უარესსა და კატასტროფას შორის საზღვარს ავლებდა.მხარზე ხელით ვიღაც შემეხო.მოულოდნელობამ შემაკრთო და უნებურად წამოვიყვირე.

-რა იყო? დამშვიდდი. მე ვარ, დევიდი.-გაწონასწორებული და აუღელვებელი ხმით მითხრა მან. ვერც შიში და ბრაზი გამოვხატე. გაოცებული მზერა მივაპყარი მას.

-რატომ აღარ დაბრუნდი?-მკითხა მან. მისი თავაზიანობა მაიძულებდა მასთან ზღვარი დამეცვა და უხეშობა არ გამომეჩინა.

-უბრალოდ- რატომღაც ხელები ავაფრიალე მე, რომ დაბნეულობა დამეფარა.-ვიღაცის ზარს ველოდები - და ტელეფონი შევათამაშე.

-მოხდა რამე ელენა?-შემომხედა დეტექტორის მზერით.  ეს კითხვა კი ისეთი ინტონაციით გააგრძელა, თითქოს და ჩემი ახლო მეგობარი ყოფილიყო და ჩემზე ძალიან შესტკიოდა გული.

-არ ვიცი. არა. ეგებ დაბნეულობამ და მოულოდნელობამ მაიძულა, რომ ასე მეფიქრა.

-უბრალოდ დღეს ცუდი დღე მაქვს.-მშვიდად გავხედე მას.- ჯობია კაფეში დავბრუნდეთ.

-ალბათ შეყვარებულმა გაწყენინა.-გააკეთა დასკვნა ბიჭმა.

ისე მომხვდა მის მიერ ნათქვამი სიტვები გულზე, რომ სიმწრით წამოვიკვნესე, მერე კი მწარედ შევნიშნე:

-ჰო,ჰო.-თავის ქანდურით მივუბრუნდი მას.-მაწყენინა  და თანაც ძალიან.  ნაბიჯი შეანელა და შეფიქრიანებული ხმით მკითხა:

-აქ მაგიტომაც ხარ და იმალები?-ეს კითხვა მე კი არა თითქოს საკუთარ თავს დაუსვა. მერე კი ისევ ჩემზე გადმოიტანა მზერა.-იცი? შენისთანა გოგო ამ ბნელი ფარდის მიღმა არ უნდა იმალებოდეს.პირიქით, არ გაიხსენო ძველი. წინ იარე და ცხოვრებით დატკბი!

-აი, უდარდელი ბიჭის  რჩევა.-თავისდაუნებურად სიცილი შემსკდა მე.

-რატომ იცინი?-ასე თუ კი იფიქრებ უფრო ადვილად შეძლებ ცხოვრებასთან გამკლავებას.

-მოდი ასე მოვიქცეთ. -გავხედე მას-.რატომღაც მადა აღარ მაქვს, ამიტომ სჯობს აქედან გავიპარო. შენ კი ვითომ არც კი გინახივარ.

-სამარე ვარ.-პირზე ხელი აიფარა დევიდმა.-სასიამოვნო საღამოს გისურვებ. მივაძახე მე და სანაპირო ქუჩისკენ ავიღე გეზი.მირჩევნოდა  სახლისკენ დიდი გზით წავსულიყავი.

ხან ვფიქრობ, რომ გულს ტკივილიან იარებს ძალანაბურად ჩვენივე მოქმდებებით ვაყენებთ. შემდეგ კი ჩვენვე ვეღარ ვუექიმებთ თავს. მოსვენებას ვკარგავთ და დაჭრილი მხეცივით თავს გალიაში გამოკეტილად ვგრძნობთ.ტყვეობაში ვართ, მაგრამ გვჯერა, რომ მშველელი მაინც მოვა.

გზაში ნელა და ნებივრად მივაბიჯებდი. ამ ბიჭის  გულწრფელი ღიმილი გაოცებულს მტოვებდა, მაშინ როცა ჩემს ახლანდელ ცხოვრებაში მამა, ჩარლი, ელისი და რამდენიმე ნაცნობი მოიძებნებოდა - მაინც მარტო ვიყავი.არ განვიცდიდი ზედმეტი ლაპარაკის და ურთიერთობის მოთხოვნილებას. და ამიტომაც მათაც რაღაცნაირი ვეჩვენებოდი. ისინი მიფრთხოდნენ, თითქოს მათვის ცარიელი და გამოფიტული ვიყავი.ეს ბიჭი კი ჯიქურ ცდილობდა მისი ყოველი ინტერესი დაუფარავად გამოეხატა ჩემს მიმართ. ჩემი აზრებით და განცდებით მუდამ ინტერესდებოდა. ეს გავიფიქრე და სახლის კარიც შევაღე.

ბრისტოლში დამახასიათებელი ატმოსფერული ნალექი - წვიმა, ჩვეულებრივი მოვლენაა.დღის ნებისმიერ მონაკვეთში. არსაიდან მოსული ნისლი ისე გაახვევს ხოლმე ქალაქს ბურუსში, რომ ქუჩაში გადაადგილება გაგიჭირდებათ.საღამოს ჰაერის ტემპერატურა ცოტა დაეცაა, ქარმა ქროლვას, სამხრეთ-დასავლეთიდან სიჩქარეს მოუმატა და წვიმის წკაპა-წკუპიც გაისმა სახურავზე.

გარეთ ხმაურობს ბუნება. გათენებას ჯერ კიდევ ბევრი უკლია. თითქოს ფიქრებიც ამ დაუოკებელ და დაუდგრომელ ქარს ჰგვანა.

არ ჩერდებიან, არც ნელდებიან, სადღაც შორეთიდან ამოიჭრებიან და ყველაფერი წამში შუძლიათ გაანადგურონ.თუკი ძილსა ისე ვუფრთხი, როგორც ღამისთევას, რაღა მოვიმოქმედო?

სიზმრები მაშფოთებენ. შავ-თეთრი ფერები მოსვენებას მიკარგავს.სიზმარი დაუსრულებლივ, ყოველ ღამე ტრიალებს და ტრიალებს, ჩახვეული ფირფიტასავით.

ერთ ადგილზე ვდგევარ გაქვავებული და ირგვლივ ციმციმა, წითელი და ლურჯი შუქი თვალს მჭრის. დამსხვრეულ ვერცხლისფერ მანქანას გავყურებ და უამრავ სისხლის ლაქას ვხედავ.

აი, რატომ ვუფრთხი ძილს.

სავარძელში ჩავჯექი. მე და ღამე ისევ ერთმანეთის დარაჯნი გავმხდარვართ.

არ ვიცი რამდენ ხანს გავყურებდი სიცარიელეს.

ჩამთვლიმა თითქოს ...მე შენ გხედავ - სულ აქვე ჩამძახის ვიღაც.

ირგვლივ ყველაფერს გაფაციცებით ვაკვირდები, რადგან ფერები ბალახის სიხასხასე თუ ყვწვილების ჭრელი ფერები ჩემთვის ისევ აღქმადია.

თითქოს ყველაფერი შეიცვალა. ტყე ჩემთან ერთად სუნთქავს და შრიალებს. წამში ვიგრძენი სიხარულით გამოწვეული აღტაცება და ნაბიჯებს დიდი მოლოდინით ვდგამ. თითქოს ვიცი ისევ ჩემი დრო დამდგარა..

ისევ ზაფხულია...

ისევ ის შემოდგომა და ისევ ის ზამთარია.

და რაც მთავარია იმ სიყვარულით ვარ სავსე

ვიღიმი და წინ მივიწევ. ხმა კი ისევ სულ ახლოს ჩამესმის.

-მე აქ ვარ - გაიძახის ვიღაც უჩინარი.

თითქოს მივუახლოვდი მისკენ ხელი გავიწვდინე და ჰოი საოცრებავ, აჩრდილი გაქრა.

იმდენად იმედგაცრუებული დავრჩი, რომ ჩემმა განრისხებულმა ყვირილმა მთელი ტყე მოიცვა.

რაღაც ძალამ შემაცბუნა და მეც გამომეღვიძე.

ამდენი ხნის შემდეგ, ჩემი სიზმარი პირველად შეიცვალა. ეს გავაცნობიერე და წამიერი შვება ვიგრძენი. ახლანდელი ზმანება და რეალობა მაინც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

მთავარი ის იყო, რომ ძველი ილუზიური სიზმარი დაიღვა და ჩემს გონებაში წარმოქმნილი ახალი ოპტიკური ფანტაზია ცოტა მაინც აღმოჩნდა შვების მომგვრელი.

ორი დღე ისე გაილია, გარეთ არც კი გავსულვარ.

წვიმის სეზონი გრძელდებოდა კვლავ. ნალექმა უფრო მოიმატა და ნისლიც სულ უფრო და უფრო შესამჩნევი გახდა. ელისმა რომ დამირეკა 7 საათი  სრულდებოდა. წვეულებაზე აუცილებლად უნდა წავსულიყავი, თუკი სრულუფლებიანი სტუდენტის სტატუსი მსურდა,  საქმესაც ასე სჭირდებოდა. გავთვალე,  ბილი იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრება დავიწყე.

უღიმღამოდ გამოვაღე კარადა და რაც პირველი კაბა მომყვა ხელში ის ჩავიცვი, მაშინ როცა ელისი თითქმის ერთი კვირით ადრე ემზადებოდა ამ ბრჭყვიალა და გრანდიოზული წვეულებისთვის, მე 100 ფუნტიც კი ვერ გავიმეტე, რომ ერთი რიგიანი კაბა შემეძინა.

რატომ იყო შემთვის ასეთი ზედაპირული ეს ყველაფერი ?

თითქოს შესაძლებლობები ამოვწურე და მორჩა ?!

სამზარეულოში ჩავედი, ბილის ვახშამი ფოლგაში შევუფუთე  და წავედი.

ფეხით წასვლა გადავწყვიტე, როგორც კი მოსახვევს გავცდი, შორიდანვე მისწვდა ჩემს ყურთასმენას ახალგაზრდების ხმაური. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ წვეულება უკვე დაწყებულიყო.

-მშვენიერი სიტუაციაა ! - გავიფიქრე მე

ელისს უკვე დავენახე და ჩემსკენ მოემართებოდა.

-ვიცოდი, ვიცოდი, რომ არ დამაღალატებდი,სწორედ ახლა ჩარლის ვეუბნებოდი, ხომ არ მიგვეკითხა მეთქი.

-მე აქ ვარ ელის. - ორივე ხელი ავწიე დანებების ნიშნად.

-ძალიანაც კარგი. - მითხრა მან. ხელი ძლიერად ჩამავლო და შუაგულ დარბაზისკენ წამიყვანა.

მხიარულებასა და აურზაურში გავერიე. გაოცებით ვათვალიერებდი ამდენ უცხო სახეს ... წამებში ჩემი უხმო ცხოვრება მომენატრა ... არადა სულ რაღაც ერთი საათი იყო, რაც მას განვშორებოდი.

არ მინდა თქვენი თქმა... კი, კი ვიცი მარტოობა შევისისხლხორცე და მივეჩვიე. იქ კითხვებს მე ვსვამდი, პასუხის გამცემიც მევე ვიყავი და როცა საჭირო იყო ვირინდებოდი.და ეს მომწონდა.

ბართან ჩამოვჯექი და ერთი ჭიქა წვენი ავიღე. ისევ გარემოს თვალიერებით გამყავდა დრო და თან წვენს ვწრუპავდი. ვიცი, რომ დანაკარგი ზოგჯერ სამუდამოა, რაც არ უნდა ეძებო ამდენ უცხო სახეებში , მას ვერ აღმოაჩენ, მას ვერ დააბრუნებ, მიმოიხედავ და ხვდები, რომ უკვე გამქრალია.

-გამარჯობა - მომესალმა გვერდით მჯდომი.

მწყრალი თვალებით გავიხედე მარჯვნივ, რადგან ფიქრები გამაწყვეტინეს.

-ჰაი, - მივესალმე ჩარლის მეგობარს დევიდს.

-გამიკვირდა შენი აქ ხილვა. - ჯინი მოსვა და გამომხედა - უმეტესად ასეთ წვეულებებზე არ ჩნდები. ხმაური არ გიყვარს ხომ? - მკითხა მან.

-ასეა, თუმცა დღეს ელისის სიჯიუტეს ვერ ვაჯობე და აქ აღმოვჩნდი .- ვუპასუხე მე.

-ხო, სწავლა დაიწყება და ყველანი ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით. შენც ამ გუნდში იქმნები. იმედია იქაურობა მოგეწონება - გამიღიმა და წამოდგა.

- მეც ამას ვიმედოვნებ. - ჩავილაპარაკე . ჩემი მოთმინება ამოწურული იყო. წამოვდექი. გულდამშვიდებული ვიყავი, ვიცოდი ელისი ჩემს წასვლას, კიდევ ერთ საათს ვერ შეამჩნევდა. რამოდენიმე ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, ჩემს ახალ ნაცნობ, ქეითს შევეჩეხე. ზრდილობა მავალდებულებდა მომეკითხა.

-ქეით როგორ ხარ ? - ვკითხე მე.

-ელენა, გამიხარდა შენი ნახვა, ხომ კარგად ერთობი ?- დაინტერესდა ის.

-კი, არაჩვეულებრივად. - თვალები ავატრიალე მე და გამეღიმა.

-ჯერ სად ხარ . ასეთ წვეულებებზე ხშირად მოგიწევს სიარული. - მითხრა მან და ვისკი მოსვა.

-ცოტა ხნის წინ დაგინახე დევიდს ესაუბრებოდი, ჰა მითხარი შენი შებმა დაიწყო ? -ქეითის თვალებში ცნობისმოყვარეობამ იფეთქა.

თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად.

-უბრალოდ ერთმანეთს მივესალმეთ - ვუპასუხე მას და მისმა უტაქტო შეკითხვამ გამაბრაზა.

-ფრთხილად იყავი, ის ისეთი .... - აღარ დაამთვრა წინადადება ჩემმა ახალმა ნაცნობმა. მრავალმნიშვნელოვანი მზერით გამომხედა.

-რა ისეთი ? - ჩავეძიე მე.

-მექლთანეა - გადაიკისკისა მან და განმშორდა.

„მერედა იყოს“ - გავიფიქრე მე.

რატომღაც დევიდი მოვძებნე თვალებით და მალულად დაკვირვება დავუწყე. ეტყობოდა ,ირგვლივ შემოკრებილთა შორის ლიდერობდა, რაღაცას მთელი მონდომებით ჰყვებოდა. დიდხანს ვუმზირე. ერთი უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და წასვლა გადავწყვიტე. ქუჩაში გამოსულმა ნეტარება ვიგრძენი. გარემო უფრო ჩუმი და დამყოლი მომეჩვენა. ნელ-ნელა გავუყევი ლამპიონებით განათებულ ქუჩას და სახლებს გულისყურით ვათვალიერებდი. KING სკვერისკენ გავუხვიე და ფართო ქუჩა გადავკვეთე.

სახლში დაბრუნება არ მსურდა.

MOON ST. - პატარა ქუჩაზე იმ იმედით შევუხვიე, რომ შემდეგ ისევ ცენტრალურ ქუჩაზე აღმოვჩნდებოდი, მაგრამ მგონი მარშუტს ავცდი.

-სჯობდა GOOGLE MAP  გადმომეწერა ,- გავიფიქრე მე

„მე გეუბნები მიყვარხარო“ - მიღიმის ის. არაფერი ამოშლილა გონებიდან. თითოეული მისი სიტყვა აქვეა. მისმა გაქრობამ წამში რაღაცეები შეცვალა და დაღმართიც დაიწყო. მივაბიჯებდი და ფიქრებით შორეთში დავქროდი. მძიმე განცდების მიუხედავად, არ ვნანობ,რომ აქ ჩამოვედი, ამ ქვეყანაში ჩემი ფესვებია. თითქოს ახლა მიმიხუტა, უხილავი ხელი თავზე გადამისვა და ასლუკუნებული, პატარა ბავშვივით  ჩემს დამშვიდებას შეეცადა. ეგებ კარგად რომ მოვიქცე საშობაოდ ტკბილეულიც მივიღო. - ჩამეღმა მე.

-აქ ვარ... ჩემს არაფრისმთქმელ ცხოვრებას აქაური ქანჩა მოვარგე და მართლა ჭრიალით, მაგრამ მინც დავიძარი.მამასთან ვურთიერთობ, საყიდლებზე დავდივარ, უხალისოდ, მაგრამ მაინც ვხვდები მეგობრებს.  ახლაც წვეულებიდან ვბრუნდები. ეს რომ დედაჩემს დაენახა, ძლიერ გაუხარდებოდა.

დიდ განათებულ ვიტრინასთან შევჩერდი. ჩემს წინ მოძრავ თაროზე, ნაირნაირი ტკბილეული ტრიალებდა მადისაღმძვრელად. ჩამეღიმა. მოგონებებმა წამში იფეთქა.ორივენი ერთმანეთის პირისპირ ვზივართ, წინ კი უამრავი და ნაირნაირი შოკოლადის ბურთულები გვილაგია. რაღაც სულელური თამაშია. დემეს ფანტაზიის ნაყოფი. უნდა გამოვიცნოთ, რომელი არომატისაა ტკბილეული. ერთ საათში იმდენი შოკოლადი დავტესტე, რომ მგონი იმ დღის შემდეგ შემძაგდა ტკბილეული.

- რაღა თქმა უნდა წავაგე .- იღიმის თვალებიანად. მეც ვნებდები და ფარხმალს ვყრი. ისევ ფიქრებით იმას მივდევდი, ვინც ახლა გვერდით არ მყავდა. მცივა. შიგნიდან ერთიანად ყინვა ვარ.მზე, მთვარე, ვარსკვლავები არაფერი იყო უმისოდ.

თითქოს ვიღაცამ გამაბრუა და სამყარო ნისლში აღმოჩნდა.

-ტკბილეული მოგინდა ? - დევიდი მომჩერებოდა პასუხის მოლოდინში.

- უბრალოდ შევისვენე. - ვუთხარი ეგრევე. წვეულება შენთვისაც ადრე დამთავრდა ? - დავინტერესდი მე.

-რაღაც მაგდაგვარი, - მითხრა და ორი წამით შეჩერდა. რაღაც აზრმა გაუნათა თვალები და უცებ გამოცოცხლდა:

-თუკი წინააღმდეგი არ იქნები გემრიელ ნაცხვარზე დაგპატიჟებ. სერ ენტონი საუკეთსო კონდიტერია ამ ქალაქში.

-არა, მადლობა, უბრალოდ სუფთა ჰაერზე ფეხით გასეირნება მინდოდა-რაღაც დაბნეული უარი გამომივიდა.

-გამიხარდებოდა .- თვალები წამოენთო და მომაჩერდა.

წამიერად მის მზერას რომ წავაწყდი, რაღაც ძალამ შემაყოვნა, მისი გულითადი დაპატიჟება გზას მიჭრიდა უარი მეთქვა.

-დიდი მადლობა, სახლში უნდა დავბრუნდე, გრაპა მოუთმენლად მელის, უნდა გავასეირნო - ვუთხარი .

-როგორც გინდა. - მხრები აიქნია მან - დაჟინებული მზერა მომაშორა და მეც ამოვისუნთქე. კიდევ ერთხელ ისეთი თვალებით რომ შემოემხედა, გულმოწყალეობა მაიძულებდა დავთანხმებოდი.

მშრალად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. სახლში დაბრუნებისთანავე ტანსაცმელი გამოვიცვალე და ძაღლთან ერთდ პარკისკენ გავწიე. ამ საყვარელმა და ზედმეტად ჩამრგვალებულმა ძაღლმა მოახერხა და თავი შემაყვარა, როცა მის ჩუმ და მეტყველ თვალებს ინტერესეით მომაპყრობდა ჩემად მივიჩნევდი ამ ცხოველს.ამიტომაც მასზე ზრუნვა ჩემვის უპირველესსი  საზრუნავი იყო.

პარკში შესვლისთანავე ჯაჭვი მოვხსენი. ისიც სირბილით გაიქცა მინდორისაკენ, იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ბედნიერება ყვავილს ხომ ჰგავს ? ნელა და სილამაზით იშლება. მისი შემყურე კი ტკბობა თრობაში ჰარმონიულად გადადის.

თქმულება ბედნიერებაზე გსმენიათ ?

თურმე ბედნიერება ოდესღაც ყვავილში ჩამალულა. ვერავინ შეძლო ოქროსფერი კოკორიდან ბედნიერება ამოეღო. ერთხელ ბავშვმა დაინახა ყვავილი და შეეხო. მოხდა სასწაული და კოკორი გაიფურჩქნა. ადამიანური ბედნიერება გათავისუფლდა და სამყაროში გადმოიფრქვა, გაიშალა და ყველასთვის აღქმადი გახდა.

მეც მსმენია, რომ გადამდები ბედნიერება არსებობს, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. ჩვენ გარეშმომყოფთ ვაკვირდებით, ვცდილობთ საუკეთესო ჩვენთვის მოვძებნოთ, სხვის ხარჯზე ცხოვრება გავიუმჯობესოთ და ა.შ.  გულახდილები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ როცა ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება, ჩვენ სხვის ბედნიერებას შევხარით და მასზე თვალი გვრჩება. აღვიქვამთ ამ გრძნობას შინაგანი სამყაროდან გამოტყორცნილი უამრავი ნაპეწკლით, რომელიც თვალებში ერთ დიდ ცეცხლს აგიზგიზებს, შევყურებთ მათ, გვსურს იგივე ბედნიერება ჩვენშიც დაიბადოს.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ბედნიერი გახადონ, ოღონდ ეს რჩეულთა ხვედრია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რაღაც ზღვარგადასულ მომენტში ჩვენ გაუმაძღარნი ვხდებით. მრავალმხრივი სურვილებით აღტკინებულნი ყველაფერი ერთმანეთში გვერევა, კონტროლს ვკარგავთ და აქ ყველაფერი ირევა.

წამოვდექი და გრაპასკენ გავწიე. ერთ-ერთ სკამს ჩავუარე. მასზე ვიღაც ნებივრად წამოწოლილიყო და ცაზე ვარსკვლავებს შეჰყურებდა. როგორცკი გავუპირისპირდი გამომხედა და გამიღიმა:

-აი დამთხვევა მესმის ! დღეს მესამედ დაუგეგმავი შეხვედრაა ,კიდევ უნდა მოგესალმო ? - მკითხა

-ალბათ აღარ ღირს. - ვუთხარი შეფიქრიანებულმა.

-ჰო რავიცი. უმეტესად მოსალმების გარეშე მტოვებ. - საუბრის სიჩქარეს მოუმატა მან.

-ცრუ დასკვნებს ნუ აკეთებ - ჩავილაპარაკე მე., მაგრამ გამახსენდა ჩემი გულგრილობა. ჰო, ალბათ ბევრჯერ მომხდარა ასე. - გავიფიქრე ჩემთვის.

-მოდი დაჯექი,- მითხრა და მის გვერდით სკამს ხელი დაჰკრა.

-გრაპა უნდა მოვძებნო, თორემ შორს წავა, ამ სიბნელეში კი მისი მოძებნა არ მეხალისება - მივუბრუნდი მას.

ფეხზე წამოდგა, ხელი გამომიწოდა და მითხრა:

-ჯაჭვი მომეცი. მე მოვიყვან ძაღლს, შენ კი აქ დამელოდე.

მიღიმის და წარბებს ზევით-ქვევით ათამაშებს. მიმიკებით, ჟესტების ენით ცდილობს დამაინტერესოს. - ასეთი დასკვან გავაკეთე მე. უთქმელად გავუწოდე ხელი და ყელსაბამი მივეცი. რამოდენიმე წუთსაც არ გაევლო, გრაპასთან ერთად დაბრუნდა. სკამის ფეხზე მიაბა ძაღლი და გვერდით დამიჯდა. უხერხულმა სიჩუმემე დაისადგურა. ის ჩემს სამყაროში უცსო იყო. მე კი ალბათ მის რეალობაში ვიყავი მიუღებელი. მისკენ თვალი გავაპარე. ისიც მე მომჩერებოდა. ჩემს თავს კიდევ ერთხელ გავუგზავენ წყევლა-კრულვა, რომ ახლა აქ, ამ უხერხულ მდგომარეობაში ვიჯექი.

-რამე გაწუხებს ? - მკითხა მოულოდნელად და სიგარეტს მოუკიდა.

შევხედე, ისე ჯიუტად მიმზერდა, რომ მასზე ძალიან გავბრაზდი.

- ყველაფერი რიგზეა - თავდაჯერებულად ჩავილაპარაკე მე.

ისევ ცოტა ხანს გასტანა მისმა დუმილმა, რაღაც ფრთიანი აზრი მოუვიდა კიდევ და შემომხედა:

-იცი? - დაიწყო მან - ყველა ადამიანს გააჩნია ცხოვრება, რომელიც მისი საკუთრებაა და სხვა არაფერი აქვს მასთამნ საერთო, მაგრამ ხან ის დროც დგება, როცა ყველაფერი ყელში მოგაწვება და შეეცდები სხვასაც უწილადო რაღაც შენეული. ასე უფრო ადვილია, ასე უფრო გასაძლებია.

გაკვირვებით გავხედე - ნუთუ ამან რამე იცის ? - ელვისებურად დამარტყა გონებაში, ალბათ მასთან ელისმა დაიღალა ენა ჩემზე საუბარით. ცეცხლი ერთიანად მომედო.

-მერე მე რა შუაში ? - მხრები ავიჩეჩე ვითომდა გაოცებულმა.

-ხო,რა ვიცი, შენ სულაც არ მიგულისხმიხარ, აზრი დამებადა თავში და ხმამაღლა გავაჟღერე.

- და შენ - ყელი მოვიღერე მე - გაგაჩნია შენ ისეთი რამ, რაც მხოლოდ მას უნდა გაუზიარო, ვინც შეძლებს მხოლოდ შენ გაგიგოს და მოგისმინოს. ის ზიდოს, რაც მხოლოდ შენია ?

ჩაეღიმა. იმ ღიმილით, მაცდუნებელს რომ ვუწოდებთ ქალები.

-ეს ხომ ყველას გაგვაჩნია. თითოეულ ჩვენგანში არის აზრები, განცდები, რაც მხოლოდ იმ ერთადერთს ხელეწიფება, ვინც ჩვენივე სულის იდენტურია. ალბათ ამიტომაც არის ის ერთადერთი და განუმეორებელი.

ჩამეცინა.

-ზედმეტად პათეთიკურად ჟღერს, მაგრამ ასეა. მართალია ერთმანეთს არ ვიცნობთ, თუკი ზედმეტად არ შევეჩეხებით ერთმანეთს, არც კი ვესალმებით - მთელი სხეულით ჩემსკენ მოტრიალდა და თვალებში მომაშტერდა. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს თითი ცხვირწინ დამიქნია,  - მგონი პირადად შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს ვერც კი ამჩნევ - მითხრა მან.

-ჩემზე თეორიების ჩამოყალიბებეა მოგისწრია. - შევნიშნე მე.

-ეს თეორია არ არის. - იმ წუთშივე შემეჩეხა პირში - უბრალოდ ეს შენი დამოკიდებულება ძალზე თვალშისაცემია. ადამიანები მუდამ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სულიერების წყობა, მუდამ ჩვენთვის არის გასაგები, მაგრამ ხომ გსმენია, ადამიანის თვალები, მისი სულის სარკეაო. ამ სარკეში ბევრი დაფარული რამ არის ხილული.

-მართალია. - დავეთანხმე მე - რამდენიც არ უნდა ვმალოთ ჩვენი ბობოქარი განცდები, თვალები მაინც გაგვცემს. - უბრალოდ ხან მეტისმეტია. - უნებურად წამომცდა მე.

შემომხედა, გამიღიმა..

-. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეც ისევე გამოვიქეცი იმ წვეულებიდან, როგორც შენ. ვიგრძენი რომ ყველაფერმა ძლიერ დამღალა. იმასაც ვერ ვხვდები რატომ .- ჩაილაპარაკა მან.

-ასეც ხდება. - ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი - ახლა უნდა წავიდე. დასამშვიდობებლად ხელი გამომიწოდა, მეც ხელი მისკენ გავიშვირე.

-კარგი. - მითხრა მან და გრაპა აუშვა. როგორც კი გავცდი რამოდენიმე ნაბიჯით მომაძახა:

-თითქმის უცნობების კვალობაზე მშვენიერი საღამო იყო.

-ასე, - გავძახე ისე, რომ არც კი მივტრიალებულვა და გზას გავუყევი.

 

იმ გრძნობებთან ერთად ცხოვრება გიმძიმს, რომლებიც შენთვის ჯალათის ფუნქციას ასრულებს. მისგან ვერ თავისუფლდები და მორჩა. ძაღლთან ერთდ მივაბიჯებდი და ფიქრებს უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობდი.

იქ შორს, ყველაზე არარეალურ სამყაროში მსურდა უოფნა, სადაც ყოველ წამს ბრძოლაა გაჩაღებული თვითგადარჩენისათვის,ასე დრო აღქმადი და წარმლია უფრო.

ჩემს რეალობაში უმოქმედობით, უიმედობით გადიოდა საათები. ერთი დიდი და უძირო ტბის პრინციპი იყო, საიდანაც არსაიდან შეედინებოდა წყალი,.. ფიქრებში ჩემს თავს ისეთ ადგილზე წარმოვიდგენდი, სადაც მითიური არსებები და ურჩხულები ბინადრობენ, სადაც საფრთხე მემუქრებოდა, სიკვდილის ბეწვის ხიდზე გოგმანით უყოყმანოდ გავივლიდი და მჯეროდა ამით სიმამაცეს მოვიხვეჭდი და ბედისწერასთან თავს ვისახელებდი.

-ნუთუ მართლა მუდამ ბედისწერას მახვილით უნდა ებრძოლო ელენა ? - გავიფიქრე მე.

ამ ბნელ და ჩუმ ღამეში ახალი აზრები წამში წარმოიშვა ჩემს გონებაში , თითქოსდა გიჟური და ფანტაზიური.ნუთუ შენნაირ უიღბლოს პირველივე მოსახვევში კრახი არ ემუქრება ? - კითხულობს ჩემივე გონება.

-მე ხომ მაინც გზას გავაგრძელებ..-ჩემი გული ამშვიდებს ამაყად...

დიახ, გული ყოველთვის ურჩია, დაე, ათასი ჭრილობა იწვიოს საკუთარ თავზე, ის მაინც ამ გზით წავა, მუდამ ...

სახლში მივედი, არც კი მივახშმია, შემს საძინებელში ავედი.

ნეტავ ახლა რაღა იქნებოდა, ისევ ტკივილიანი ზმანება განმეორდებოდა თუ ის სასიამოვნო განცდა მოიცავდა ჩემს გონებას, რაც უკანასკნელმა სიზმარმა მომანიჭა.

ორი სრული რადიკალიზმი.

ორი ტკბილი მწარე ზმანება.

ცხადი თუ სიზმარი ? ამას უკვე ვეღარ ვანსხვავებდი. ერთ სიზმარში  ხახადაბჩენილი ჭრილობები თუ ისევ ახლდებოდნენ ნაწილებად მგლეჯდნენ, მეორე სიზმარში თეთრ დემონს მივდევდი შარი-შურით. იმედენით აღსავესე, ეს კი ბედნიერს მხდიდა.

ჩაქუფრულ ცას შევყურებდი და მთვარის დიდებულად გამობრძანებას ველოდი. ის ჩემი ისეთივე თანამგზავრი იყო, როგორც დედამიწისათვის. ის ვიცი, რომ დედამიწიდან არეკლილი სინათლით ანათებს. ჩვენ ადამიანები მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ, რადგან ის მუდამ ერთი მხრითაა მოქცეული დედამიწისაკენ.

აი, სულ ცოტა დრომც განვლო და ისიც გამოჩნდა. თითქოს მისი გაბრწყინება წამიერი იყო. შავმა ღრუბლებმა ერთიანად ტყვეობაში მოაქციეს და თითქოს შთანთქეს მისი ნათება. სადღაც შორიდიან ბრძოლობდა მისი ნათება. კიდევ რამდენიმე წუთმა გასტანა ეს ჭიდილი. და აი, როგორც იქნა ციურმა თავი დააღწია მათთან ჭიდილს... ღრუბლები მარჯვნიდან და მარცხნიდან აესვეტდნენ და მთვარეც მთელი მისი დიდებულებით წარსდგა თვალუწვდენელ სივრცეში.

-ნეტა რწმენა როდის გაქრა ჩემში ? - გავიფიქრე მე- ალბათ მაშინ როცა დემეს ცივი თვალები იხილე .- დაასკვან გონებამ.

რწმენას შეუძლია ყოყმანის გარეშე დიადი და შეუძლებლად მიჩნეული საქმეები ისე  ჩაგადენინოს, რომ არც შიში გაგრძნობინოს და შეუძლებელი წამში იწამო, ამიტომ გვებადება თავში დიდი აზრები,მისწრაფებები, რომლის ასრულებაც შეგვიძლია ყველაფერი შევწიროთ. რატის გადასწვდა ჩემი აზრები. ღმეერთს მისთვის მტკიცე ხასიათს და ურყევ სიმტკიცეს ვთხოვდი.სწორედ ეს ორი რამ დაეხმარებოდა წინააღმდეგობა გაეწია იმ ტანჯვისათვის, რაც მის შიგნით არსებობდა.

როცა მისი ხმა და მუდარით ნათქვამი სიტყვები გავიაზრე, მეც მთელი ძალით დამუფლა მასში მოფუთფუთე განცდები. რაც არ უნდა ვუარყო, ჩვენ მაინც ერთნი ვიყავით, ერთი გვტკიოდა, ერთნაირად ვფიქრობდით, ჩვენთვის ჩუმად გავტრუნულიყავით და ხმამაღლა ჩვენს შეხედულებებს არ გამოვხატავდით.

-მებრალებოდა? - ასეა. ცხოვრების ქარტეხილიდან გამომდინარე, არავინ იცის ხვალ ვინ იქნება შესაბრალი. ასეთი ქარები, ხომ მუდამ უცაბედად ამოიჭრება ხოლმე, უფალმა ბრძანა :  :მარჯვენამ, არა იცოდეს,რასა იქმს მარცხენა.“

მე რატის კეთილ საქმეში ვეხმარებოდი. არაფრის სანაცვლოდ, მხოლოდ საკუთარი სულის გათავისუფლება მწადდა... მხოლოდ პატიება მსურდა... ეგებ ამით ტკივილი ცოტა მაინც გაბზარულიყო.

დრო წინ მიიწევდა. ყოველდღიური მდორე, სწორი ხაზები, ნაცრისფერი ფერები და რუტინა მცემდა თავზარს.

აი, ის დრო მოიპარებოდა ერთ დროს ძლიერ რომ მიყვარდა. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობიდან (23 სექტემბერი) ზამთრის სეზონამდე  (22 დეკემბერი) გრძელდება.

საღამოს სუსხი შემოკრავს და დღეს საგრძნობლად აკლდება საათები. თითქოსდა ბუნება ოდნავ ჩუმდება და სხვა პლატფორმაზე გადადის. ეს განსაკუთრებით მზის ჩასვლისას და გვიან ღამით იგრძნობა.

სექტემბრის პირველ კვირაში ბრისტოლის ქუჩებს გახუნება დაეყო. ფერადი ფოთოლცვენა მოულოდნელად დადგა. ფოთლები შემოდგომის მზემ გამოახმო და ახალი ოქროს ფერი შეიძინეს..

ქარმა უფრო მოუქროლა, წვიმამა და ნისლმაც  იმატა.

ღამემ იცვალა იერი. წელიწადის ამ დრომ მეტი სიმშვიდე და იდუმალება შეჰმატა.

მთვარეც გადასხვაფერდა. მისის სეთეთრე და სიკერპე მაოცებდა.

ოთხშაბათ დილით წვიმის ხმაურმა გამაღვიძე. სანამ შხაპი მივიღე და ვისაუზმე , ამინდიც გამოსწორდა. ჩავიცვი და გარეთ გავედი.

ყველა გვქონია რთული პერიოდი, როცა აღმოაჩენ, რომ დაცარიელდი, თითქოს გრძნობებმა შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინეს და სწორედ მაშინ გაანალიზე, რომ ყველაფერი შემოგეძარცვა და არაფერი აღარ შეგრჩა.

ესეც ჩემი მწარე რეალობა. სიყვარულზე ოცნება დემემ მასწავლა, მაგრამ შემდგომი მოვლენები იმდენად თავბრიდამხვევად განვითარდა, რომ წამში ყველაფერი თვდაყირა დადგა. წამში ბნელ კუთხეში მივიმალე , მართლა გარეგნულადა მშვიდი და უტყვი ვიყავი, მაგრამ გულით დარდს ვატარებდი.ცას ავხედე. მტრედისფერი გამხდარიყო. ღრუბლები ერთად მოგროვილიყვნენ, თითქოსდა რაღაცაზე ბჭობენო.ნებივრად მივაბიჯებდი და გარემოთი ვტკბებოდი. ირგვლივ დამჭკნარი ფოთლების ნოტიო სუნი ტრიალებდა. ცამ გაიხმაურა. საავდრო ღრუბლები ისევ ჩემს თავზე იყრიდა თავს.ვიცოდი იწვიმებდა, მაგრამ მაინც გავნაგრძე გზა და პარკის ბოლოს ტყის ბილიკისკენ გადავუხვიე.

სიმწვანე მხოლოდ მარადმწვანე ხეებზე მოსჩანდა. დანარჩენს ყველაფერის ოქროსფერი დაჰკრავდა.ყურს გამხმარი ფოთლების ხრაშუნი მისწვდა. სასიამოვნო გამაჟრჟოლა.ირგვლივ ტყე მისებურად შფოთავდა და სიცოცხლეს აფრქვევდა.ფრინველები, ბუჩქიდან ბუჩქზე კეკლუცად დაფრთხიალებდნენ, ციყვები კი ხიდან ხეზე მკვირცხლად ხტოდნენ. უფრო მეტად მომინდა ტყის სიღრმეში შესვლა,რადგან აქაურმა გარემომ ძალზე გამიტაცა. ნიავმა მთელი ძალით მოუბერა და ხიდან ფოთლები მიწაზე დაეშვა. ჩემს წინ თითქოსდა ახლად მოქსოვილი ხალიჩა გაჩნდა.მარცხენა მხრიდან ძლიერი ხმაური მისწვდა ჩემს ყურთასმენას, ფოთლებიდან ხეებისკენ გადავიტანე მზერა. გავშეშდი.ჩემსკენ შავი და გოროზი როტვეილერი მოემართებოდა,არც თუ ისე მეგობრული სახით. პირველი რაც გამიელვა თავში იყო ის, რომ არ უნდა გავქცეულიყავი, რადგან მას ცხოველურ ინსტიქტებს უფრო გავუღვიძებდა,  ამიტომ ადგილზე დარჩენა ვარჩიე.რამდენიმე ნახტომიღა აშორებდა ჩემამდე და თვალებიც დავხუჭე უარესის მოლოდინში, მაგრამ ხმამ მკაცრად დაუძახა და ძაღლმაც შეწყვიტა ყეფა,. ფეხის ხმაც შეწყდა. ჩემსკენ მომავალი ძაღლის პატრონი წამში შევიცანი.

-         გამარჯობა - მომესალმა, ვინ, თუ არა დევიდი.

-         სალამი. - ვუთხარი და ვიგრძენი, როგორ მომეშვა სხეულიდან დაძაბულობა.

-         ვატყობ, დღე ნაყოფიერად იწყება .- ჩაიცინა მან - შენც ჩემსავით გყვარებია დილით სეირნობა. - დაამატა მან.

არაფერი ვუპასუხე. ჩემში წარმოშობილი მსუბუქი შფოთი, მაიძულებდა რაღაცეებზე მეფიქრა.

-         რომელ კურსზე ხარ ? - ვკითხე, როგორც იქნა.

-         უკვე რეზიდენტურას გავდივარ. - მითხრა მან. უცებ გამომხედა - შაბათ-კვირის ვიქენდზე გსმენია რამე ? სწავლის დაწყებისთანავე მივდივართ.

თანხმობისნიშნად თავი დავუქნიე.

-         სჯობს შენს წამოხვიდე - მირჩია მან.

-         შეგიძლია შენს ძაღლს უთხრა, რომ ასე აღარ შემაშინოს ? ძალიან მრისხანეა .- დავამატე უცებვე.

-         შელბი უწყინარია. - დაიცვა საკუთრება დევიდმა

-         შელბი? - ჩამეცინა მე. ის ბრაზით არსავსე თვალებით მიმზერს. - არ ვჩერდებოდი რატომღაც მე.

-         ხშირად მგონია, ზედმეტად მკაცრი მოსაზრებები გაქვს გარშემომყოფთა მიმართ. მეც არ მოგწონვარ ხომ ? - მკითხა მან.

-         და რატომ უნდა მომწონდე ? - გავიკვირვე მე და წამში გესლის გემო ვიგრძენი.

-         ისიც წყალობად უნდა ჩავთვალო, რომ მესაუბრები, ადრე ამასაც არ აკეთებდი - აღნიშნა მან.

შევხედე და თავი გავაქნიე უკმაყოფილოდ.

ტყე ისევ აახმაურა წვიმამ. მსხივილი წვეთები გამეტებით ეცემოდა ფოთლებს. იძულებული გავხდით დიდი მუხის ქვეშ შევყუჟულიყავით. მის დიდ და ხშირ ფოთლებში წვიმა ნაკლებად ატარებდა.

-         წვიმა გიყვარს ? - არ ვიცი, რატომ დამაინტერესა მისმა დამოკიდებულებამდ წვიმისადმი.

-         შემოდგომის წვიმა ნაკლებად .- ცას ახედა დევიდმა და კაპიუშონი წამოიხურა, - უფრო გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმა მიყვარს. შენ არ გიყვარს გაზაფხული ? - მომიბრუნდა ის.

ჩავფიქრდი და ტანში გამცრა. საშინელი ვარდობისთვე დამიდგა თვალწინ. გული შემეკუმშა.

-         მიყვარდა, - ვთქვი ნაღვლიანმა - მაგრამ ახლა არ მიყვარს - მას გავხედე. გაკვირვებით ამათვალიერა.

-         შემოდგომას მაინც ვაფასებ. - ვუთხარი ხალისით და ირგვლივ მიმოვიხედე.

-         საინტერესოა .- ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა.

-         რაა ? - ჩავეძიე, ნათქვამს ვერ მივუხვდი.

-         შენი ღიმილი .- მითხრა და უფრო მეტი დაჟინებით განაგრძო ჩემი ყურება. რატომღაც მეც თამამად შევყურებდი და გონებაში მისი თითოეული ნაკვთი ვიმახსოვრებდი,„მეც რომ მისი ღიმილი მაოცებს „?! - გავიფიქრე გონებაში. გამოვერკვიე და საათს დავხედე.

-სახლში გეჩქარება ? - მკითხა დევიდმა.

-საყიდლებზე ადრიანად უნდა წავიდე, თორემ შუადღეზე მარკეტში ბევრი ხალხი იქნება. - და ნაბიჯი გადავდგი.

-კარგი იქნება სახლიდან ხშირად გამოდიოდე .- გამომხედა და სიგარეტს მოუკიდა.

-ახლა გარეთ ვარ,. - ავღნიშნე მე - და ისე მე სახლში ყოფმა მიყვარს, ამაში უჩვეულო არაფერია.

-ხოო, ეს ინგლისელის დამახასიათებელი თვისებაა, სახლი ხომ მისი ციხესიმაგრეა - ჩაიცინა მან.

-ისე ლამაზად იღმებოდა, რომ ლამის მეც წამომცდა, რომ მასაც შვენოდა ღიმილი. თითქოს საკუთარი თავი ზღვარზე დავიჭირე.

ახლოს მოვიდა ჩემთან .

-კვლავ იღიმები,  ეს შენ სახეს აბედნიერებს , ყოველთვის გაიღიმე და ბედნიერებაც შენთან იქნება. - მირჩია ბიჭმა. ამ წუთებში ალბათ სულელ, დაბნეულობისაგან აწითლებულ გოგონას ვგავდი.

-ერთ ირლანდიურ ანდაზას გეტყვი : ერიდე ხარის რქებს, ცხენის ფლოქვებსდა ინგლისელის ღიმილს. - სიცილით მითხრა მან.

-ანუ - ჩავეკითხე მე

-შენ უნდა მოგერიდო .- დაასკვნა მან.

გაოცება, რომ დამემალა, უნებურად სიცილი ამიტყდა.

დევიდმა   გაჯავრებით გამომხედა:

-სჯობს სახლში დავბრუნდეთ, წვიმამ მოიმატა.

უთქმელად მივყვებოდით ბილიკებს. ერთნაირად ტალახში ვიყავით ამოსვრილნი.

-გინდა მარკეტში მე წაგიყვანო ?- ეშმაკურად გამომხედა.

გაკვირვებით გავხედე. თითქმის წამოვიყვირე:

-რათქმა უნდა არ მინდა, მამა წამოყვანს...

ნაბიჯს ავუჩქარეთ, გვერდიგვერდ მივდიოდით. მის ქურდულ გამოხედვას ვგრძნობდი და მაფორიაქებდა.

ორშაბათიც გათენდა და სწავლის დაწყების დროც დადგა.

დილით სიხარულით წამოვხტი და მზადება დავიწყე. ბილის უნდა წავეყვანე უნივერსტიტეტში.

მანქანიდან როგორც კი გადმოვედი, ირგვლივ მიმოვიხედე, ჩემს თვალსწინ უამრავი სტუდენტი ირეოდა. მამამ წარმატება მისურვა, დავემშვიდობე და ნაცნობი სახეებისაკენ ავიღე გეზი.

ელისმა ისინიც გამაცნო, ვინც ჩვენს კურსზე არ სწავლობდა.ამდენმა გამარჯობა-ნახვამდის თქმამ ძლიერ დამღალა, ამიტომ პარკისაკენ ავიღე გეზი. სკამზე ჩამოვჯექი და ლექციების განრიგს გადავავლე თვალი. დევიდი შორიდანვე დავინახე. ავფორიაქდი. თითქოს არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა  მას ვუმზერდი გული ტკივილით მევსებოდა.

წამოვდექი და შენობისაკენ გავემართე.

-პარკთან რომ კაფეა იქ დაგელოდები - არც კი შევბრუნებულვარ ისე ვიცანი დევიდის ხმა.

გზა გავნაგრძე. რათქმა უნდა არ წავალ - გავიფიქრე მე.

ხელი მომკიდა და მისკენ შემატრიალა. მისი გაღიმებული სახე, რომ დავინახე, უკვე აღარ ვბრაზობდი.

-მე წავალ და 20 წუთში მოდი რა. - მითხრა და ელვის უსწრაფესად გაუჩინარდა.

ბევრი ფიქრის შემდეგ ინსტიქტურად იქითკენ გავემართე , მზე პირდაპირ სახეში მანათებდა. სათვალე მოვძებნე და გავიკეთე. არ ვიცი, თვალებს იმიტომ ვმალავდი, რომ დაბნეული ვიყავი, თუ მართლა მზე მაწუხებდა.

შორიდანვე დავინახე, ჩემს დანახვაზე, როგორ კმაყოფილად ჩაიცინა.

-მოდი დაჯექი. - წამოდგა, როგორც კი მივუახლოვდი და სკამი შემომთავაზა.

-გმადლობ - დავჯექი,თუმცა სათვალეს ჯიუტად არ ვიხსნიდი

-რამე მოხდა ? - ვკითხე მას.

-ყავაზე დაპატიჟებას, რამე განსაკუთრებული მიზეზი უნდა ? - გაოცებული მიპასუხა მან.

მხრები ავიჩეჩე.

-რა იყო, მეგობრები არ ვართ ? - მკითხა და თვალებში შემომანათა.

-მგონი უფრო ნაცნობები .- ღიმილით შევუსწორე მე, - იცი ?- შევხედე პირდაპირ - სიმართლე გითხრა მაფიქრებ. შენი თვალებით ცდილობ დამაბნიო. - ის ვთქვი რასაც იმ წუთებში ვფიქრობდი. ამან მეტი თავდაჯერებულობა შემძინა და სათვალეც მოვიხსენი.

-და შენ იბნევი ? - ჩამეკითხა ის , თან სიცილს ძვლივ იკავებდა.

-სულაც არა. - გავხედე მშვიდად, უბრალოდ თავიდანვე გავარკვიოთ ყველაფერი. მე ახალ ურთიერთობებს არ ვეძებ .- მოვჭერი ეგრევე.

- ასეთი შეუვალობა მესმის .- დააქნია თავი - საინტერესოა, ასე ვინ შეგაყვარა თავი, ჩაილაპარაკა თავისთვის.

-არავინ. - მკაცრად ვუთხარი

-აბა ჯიუტი ხარ ? - არ ჩერდებოდა ის.

-         არა. - წამებში გავცეცხლდი მე - უბრალოდ რატომღაც მექალთანეთ მიმაჩნიხარ, არ გენდობი ,ამის მოსმენა გინდოდა ? - შევხედე მას.

-         აჰა, - ხელები გადააჯვარედინა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.

-         რატომღაც მთასვლელს მაგონებ. - ბრაზმა როგორც კი გამოარა მას გავხედე და სიცილი ძვლივ შევიკავე.

-         რატომ ? - ჩაეღიმა მასაც.

-         გაკვირდები და გშიფრავ, ისეთი მთასვლელი ხარ, რომელსაც ძლიერ უყვარს მწვერვალების დაპყრობა. იღწვის მასზე ასასვლელად, ტრიუმფისაკენ ჩქარი ნაბიჯით მიდის და ჰოი საოცრებავ,-ტაში შემოვკარი მე -მასზე ასვლისას ის აღარ აინტერესებს.

-         აი მესმის წარმოდგენის შექმნა უცნობ ადამიანზე .- აღნიშნა მან.

გავხედე...

-         იცი ალპინისტები ჯიბეში ერთ ნაჭერ ლორს რატომ ინახავენ ? - მკითხა მაცდურად მან.

-         კი. - გავხედე და ვუთხარი ამაყად.

წარბი აწია და მანიშნა თქვიო.

-         როცა ზვავი ჩამოწვება და თუკი ქვეშ მოყვება, მეძებარმა უფრო ადვილად რომ მიაგნოს. ვთქვი და თვალი ჩავუკარი.

სიცილი აუტყდა.

-         ჩემზე ასეთი, თეორია არასდროს მომისმენის. - სწორედ ამიტომაც მომწონხარ. - ჩურჩულით მითხრა მან.

-         მე არ მომწონხარ! - ასე, რომ გავარკვიეთ ყველაფერი .- ვთქვი და წამოვდექი. მივდიოდი და ზურგს მისი მზერა მიწვავდა

*****

ვინ ვარ?

სახლში ჩაფიქრებული და გაბრაზებული დავბრუნდი. გული რაღაც უჩვეულოდა მიცახცახებდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გონებამ რაც ყველაზე ხშირად წარმოთქვა „მექალთანე“ იყო.მისმა გარეგნობამ ჩემი ყურადღება მიიზიდა. ღიმილი სენსორულად მოქმედებდა ჩემზე. მის სახეს ვკითხულობდი .., გარეგნულად  ფერკმთალი იყო. ღრმად ჩამჯდარი თვალები მედიდურად იმზირებოდნენ. სახის ნაკვთები მის დახვეწილობას უსვამდა ხაზს. ცხვირი კი ინგლისელებისათვის დამახასიათებელი ჰქონდა. - საერთო ჯამში პირქუში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ როგორც კი გაიღიმებდა მისი სიმკაცრე წამში ქრებოდა. ღიმილისას, თვალის მიდამოებში ნაოჭები უჩნდებოდა და იმ წამსვე უცნობსაც კი კეთილად განაწყობდა მისდამი. მე მის გაღიმებულ სახეს ვუფრთხოდი, რადგან ეს მაფორიაქებდა. მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები აქვე, ყურთან ჩამესმოდა. ბილი სახლში არ იყო, კიბეები ავიარე, ჩემს ოთახში შევედი და მეცადიენობა დავიწყე. ასე რამდენიმე საათმა გაიარა. კუჭმა თავი შემახსენა, რომ უნდა მესადილა.სავარძელში ჩავჯექი.განა სიყვარული ტრაგედია არ არის ? ჩვენ ადამიანები, სულ უბრალოდ ვაძლევთ რაღაც ძალას ნებას, რომ ჩვენში შემოიჭრას   და წამში უამრავი პრობლემით გარემოცული გავხდეთ. ყველაფერი თავდაყირა დგება და რისთვის ? წამიერად ზეაგვიტაცებს და რაც უფრო ზევითთ მიიწევ მით უფრო ბედნიერი ხარ.

ჩვენ, ქირურგები,    წამის მეასედში ბოლო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, სიცოცხლე რომ ვიხსნათ. უკან დახევა ჩვენთვის არ არის. შიშით და ჭოჭმანით ვერაფერს მივაღწევთ.იმპულსურობით და შესაბამისი ცოდნით განგების ასრულებაში ვერევით და ვცდილონთ სიკვდილი დავამარცხოთ.შეგვიძლია ფიზიკურ ჭრილობებს ვუმკურნალოთ...გავა დრო და იარა პირს შეიკრავს და მოშუშდება.

მაგრამ სულიერი ჭრილობები, მეტად რთული შემთხვევაა. სისხლი არ გდის,.. ის შიგნიდან იღვრება.

გარეგნულად ჯანმრთელი ხარ, თუმცა უდიდეს ტკივილს სხეულით დაატარებ. ამ ტკივილისათვის დადგენილი წამალი არ არსებობს, მხოლოდ საკუთარ თავში უნდა გამონახო ძალა და შენით უნდა უექიმო.

დრო იყო აბაზანა მიმეღო, წყალი მოვუშვი და სარკეში ჩემს თავს დავუწყე თვალიერება. ჩაშავებული უპეები და ჩამქრალი თვალები ჯიუტად მიმზერდნენ იქედან.

ცხელმა წყალმა ოდნავ განათბო და სისხლიც ამოძრავდა სხეულში.

დაღლილობას ვგრძნობდი.

პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევწექი. გამაცახცახა... კი არ მციოდა, ჩემში რაღაც მაშფიოთებდა. დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ გონება არაფრით ნებდებოდა დაღლილობას.ჰმ, კვლავ დღევანდელ დღეზე  განაგრძობდა ფიქრს...

-ვაღიარებ , თავხედურად მეპრანჭება, მაგრამ ის მუხტი, რაც ასე ძლიერად მოაქვს ჩემამდე, ამაფორიაქებელი და ამოუცნობია. მის გარეგნობას, ღიმილს ჰქონდა რაღაც თავისებური უპირატესობა. მისმა მაცდურმა იერმა, ისე მიმიზიდა რამდენიმე ნახვის შემდეგ, როგორც უსუსურმა მსხვერპლი. მასაც უნდოდა და ლაპარაკით და თვალიების ლიცლიცით ცდილობდა უპირატესობა მოეპოვებია.

დემეს შემდეგ , სიყვარულზე ფიქრი და საერთოდ მისი კულტი მაღიზიანებს. მარტივი ის იქნება, თუკი ზედმეტად არ გადავტვირთავთ ჩვენს თავს ახალი ურთიერთობებით. ასე უფრო ადვილია ცხოვრება ... განა ახლა რამე განსაკუთრებულს ვგრძნობდი ? სულაც არა .

როგროც იქნა ძილიც მოიპარა. სიზმარშიც რაღაც კარგს და მშვიდს გადავწვდი.

ეს ზმანება მშვიდი და უფრო მეტად მიმზიდველი იყო, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით.

ულამაზეს ხეებს შორის მივიკვლევდი გზას, ირგვლივ სიმწვანე იფრქვეოდა. ხეთა რიგი დაასრულდა და მინდორიც გამოჩნდა. ზემოდან მზე ათას სხივებს აფრქვევდა და ირგვლივ თვალისმომსჭრელ სიკაშკაშეს გამოსცემდა. თვალზე ხელი მოვიჩრდილე და სილუეტისკენ გავიხედე, როგორ ყოველთვის მაცდურად მიმზერდად.

მეც დაუფიქრებლად გავწიე მისკენ. მან ხელი მომხვია და მკერდზე მიმიხუტა. ცხადად ვიგრძენი მისი სითბო, თითქოს მზე დაეშვა და მისი სხივები სხეულზე დამაფრქვიაო. ყურში ჩამჩურჩულა: - აქ ხარ ! ჩემთან..

ოფლში გაწუწულს გამომეღვიძა. ქოშინით ვსუნთქავდი. ჯერ კიდევ სიზმრის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. იმ სითბოს ახლაც ცხადად ვგრძნობდი...იმ დღეს ის პირველად დამესიზმრა...

გათენებას ცოტაღა უკლდა. ჩავიცვი და სასაუზმოდ ქვევით ჩავეედი. წვენი და ორცხობილა მივირთვი. ტესტები გადავიმეორე და ამასობაში წასვლის დროც მოვიდა. ჩემი ბიძაშვილების სახლისკენ ავიღე გეზი. მათ გავყვებოდი უნივერსტიტეტში, რადგან ფეხით წასვლა მეზარებოდა.ლექციის დასასრულს ბოლო არ უჩანდა. პროფესორი ბეროუზი, მთელი მონდომებით აღწერდა ორგანზმის დარღვევას ჰომეოსტაზის დროს. ეს თემა უამრავჯერ მქონდა გავლილი, ამიტომაც უგულისყუროდ ვუსმენდი.როგორ იქნა მორჩა და .... ეზოში დაძაბული სახით ჩავედი, რადგან  დევიდთან შეხვედრა მომიწევდა. შორიდანვე მომკრა თვალი, ცოტა დაიბნა, ალბათ ჩვენი უსიამოვნო საუბარი გაახსენდა, მაგრამ მაინც გამიღიმა. მეც თავი დავუქნიე მისალმების ნიშნად. ბილი დავინახე მელოდებოდა და ეგრევე მანქანაში შევხტი.დღეს საღამოს ჯონათანს უნდა შევხვედროდი. სავაჭრო ცენტრთან დავთქვით შეხვედრა ... სანამ დანიშნულების ადგილზე მივდიოდი, შეტყობინება მომწერა. იქვე კუთხი კუთხეში ჰენკის ჰაბში მელოდებოდა.შევედი და არე-მარე გადავათვალიერე. ჯონათანი ეგრევე დავლანდე, თუმცა მანამდე ჩემი მზერა ერთ მაგიდაზე შევაჩერე. დევიდიც აქ იყო ბიჭებთან ერთდ. არცკი ვიცი მისი დანახვა გამიხარდა თუ მეწყინა.

-ნუთუ ასე პატარა ქალაში ვცხოვრობ ამდენი დამთხვევა რომ ხდება ? - გავიფიქრე მე. ლუდის ბოთლი მოემარჯავა და გულიანად იცინოდა.

ჩემს ბავშვობის მეგობარს მივესალმე და დავჯექი.

-როგორ იქნა გარეთ გამოგიტყუე.-გადამკოცნა მეგობარმა - ადრე სხვა ქვეყანაში ცხოვრობდი . ახლა აქ ხარ, მაგრამ მაინც ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. შენის აზრით ეს ნორმალურია ? - მკითხა მან.

-კარგი რა, საყვედურებით ნუ ამავსე - შევევედრე მე - ძალიან დაკავებული ვიყავი გამოცდების გადამკიდე.

-მხოლოდ ეს? - შემომხედა გამოცდელად.

-დიახ, მხოლოდ ეს. - ვუთხარი ცოტა გაჯავრებით.

შეკვეთა მისცა ჯონათანმა. გვერდით მაგიდაზე მხიარულება გრძელდებოდა. მოულოდნელად დევიდი წამოდგა და მეგობარს ადგილი გაუცვალა. ახლა ერთმანეთს პირისპირ ვუმზერდით. ბოთლი მაღლა ასწია და თავი დამიკრა მოსალმების ნიშნად.

-თავხედი .- გამიელვა თავში და ღიმილი მაინც ვერ შევიკავე.

ისევ მის მეგობრებთან გააგრძელა საუბარი. მე კი ქურდულად მას ვაკვირდებოდი. ჩემს ირგვლივ უამრავი მამაკაცი არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ეს იპყრობდა ჩემს მზერას. წამით ჩემსკენ გამოიხედა...გამომიჭირა - გავიფიქრე მე და გავწითლდი. თბილი და ღიმილიანი მზერა მესროლა.

- რა უნდა? - მომესმა ჯონათანის ბრაზიანი ხმა. გაოცებით გავხედე.

-ელისის და ჩარლის მეგობარია , ვიცნობ და მივესალმე, რა პრობლემაა ? - გაკვირვება ვერ დავმალე მის რეაქციაზე.

-ვიცი ვინც არის. ეს ტიპი გულზე არ მეხატება - ჩაილაპარაკა მან.

- და რატომ ? - უცებვე ჩავეკითხე მე

-საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ეს კი მექალთანე იმიჯის დამსახურებაა. - მითხრა ჯონათანმა და ლუდი მოსვა.

მივხვდი ქალის გამო, მათ შორის შავ კატას გაერბინა. მისი მექალთანეობა, რატომღაც გულზე მომხვდა და კიდევ ერთი სიმართლე მოვისმინე მასზე.

-თემა შეცვალე - თითქმის ვუბრძანე ჯონათანს პიცის დიდ ნაჭერს დავავლე ხელი.

ათას სხვა თემას შევეხეთ და გულიანად ვისაუბრეთ.

წამოვდექი.

-დროა სახლისკენ წავიდე. გპირდები შემდგომში მე გეპატიჟები და დანაშაულს გამოვისყიდი - ვუთხარი მეგობარს.

-ეს შემდეგ ალბათ ორი თვის შემდეგ იქნება ხო ? - ჩაეციან მას.

-გპირდები გამოვსწორდები .- ხელი ავწიე მე - რამდენიმე დღით თვის ბოლოს თბილისში მივდივარ, როცა დავბრუნდები შეგეხმიანები.

-რა ? რატომ ? - გაიკვირვა მან.

-რატი უნდა მოვინახულო .- ძალიან მშვიდად წარმოვთქვი ეს სახელი.

შევატყვე ჩემი ეს გადაწყვეტილება გაუკვირდა.

-იმედია, - დაიწყო მან, მაგრამ აღარ დავამთავრებინე.

-რასაც შენ ფიქრობ, ის არ მოხდება. - ვუთხარი  დარწმინებით.

ხელი ჩაიქნია.

-მე ვერ გაგაცილებ, მეგობარს ველოდები. სახლთან ახლოს ხარ და მარტოც მიხვალ.

-No problem - ხელი ავწიე და კარისაკენ ავიღე გეზი.

*****

უნივერსიტეტში ადრიანად მივედი. ეზოში შეჯგუფებულ ახლგაზრდებს გადავავლე თვალი.. დევიდს გვერდით რომ ჩავუარე, გამომხედა და თვალი ჩამიკრა. დღს ჩემი თავი მსუბუუქი და მარტივი მეჩვენებოდა; თითქოს ლმობიერი მეჩვენებოდა ცხოვრება,

-ასე სჯობს.-, რაც უფრო მეტს ვჯიუტობ და ვეწინააღმდეგებით, მით უფრო რთულია შემდგომი გზები.-ვურჩიე ჩემს თავს. ლექციების დასრულებისთანავე ეზოში გავედი. შემოდგომის მცხუნვარე მზე ძალზე შემაწუხებლად ანათებდა. წვენის დალევა გადავწყვიტე, და გეზი კაფეტერიისკენ ავიღე

-  ელენა - დამიძახა დევიდმა და მისკენ შევბრუნდი.

-  გამარჯობა - მივესალმე მე. ამ დროს ჯულიენმა ჩაგვიარა და მტრული მზერა მესროლა, ისე რომ არც კი მომსალმებია.

-  მგონი ამ გოგოს არ მოვწონვარ. - ჩავილაპარაკე მე.

-  ყურადღებას  ნუ მიაქცევ - მირჩია დევიდმა.

- და რა უნდა? - დავინტერსდი მე.

- მეტოქედ აგღიქვამს. - ჩაიცინა დევიდმა.

- მას თუ ჰგონია რამეში შევეჯიბრები, ძალიან შემცდარა, დამშვიდდეს ის ჩემზე ლამაზია, - ვთქვი მე.

დევიდმა უცნაურად შემომხედა. რამდენიმე წუთს მიმზირა.

- თუკი ყველას სჯობიხარ? - გამომხედა მან - იმ ქალების კატეგორიას  არ მიეკუთვნები  საკუთარ თავის ფასი რომ არ იციან,თავს არასდროს იტყუებ, უბრალოდ გინდა ამ სიტყვებით, ჩემს წინაშე გამოჩნდე ჩვეულებრივი.

გაკვირვებით შევხედე:

- რატომ გაოცდი - მკითხა მან, -  . სწორედ აქიდან მოდის შენი  შენი ეს სიამაყე! –

-  მე ამაყი არ ვარ. - მეწყინა თითქოს.- სიამაყე ცუდი მრჩეველია, საკუთარი პრინციპების მიმართ ბრმა ნდობა ადამიანს გვაწვალებს მუდამ, ასეთ შემთხვევაში ხომ ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა. - ეს ვთქვი და სხვა მხარეს გავიხეე.

-  შენ ოდესმე პრინციპებზე უარი გითქვამს და მარტივად მიგიღია გადაწყვეტილება.? - ეს მკითხა და ჩემს შემდგომ რეაქციას დაელოდა.

-  როცა საკუთარ პრინციპებს ვუღალატე, აღმოჩნდა, რომ ბევრი მიფიქრია მათ დათმობაზე, დრო კი არ ითმენდა. - ვთქვი მე.

მზე ძალინ მცხუნვარეა.- გავიფიქრე მე და წამოდგომა დავაპირე,

მაგრამ თავბრუ ერთიანად დამეხვა. ,, ოღოდ აქ არა - გამიელვა გონებაში .

- რა მოგდის ?- ხელი შემაშველა დევიდმა.

-  კარგად ვარ - უბრალოდ მზის ბრალია - ვუთხარი მას. გამახსენდა წამლის დალევა დილით  დამავიწყდა. - ცოტა ხანს ვიჯდეთ - ვთხოვე მას - მაგრამ ვხვდებოდი, გული ნელ- ნელა სიჩქარეს უმატებდა. ჰაერი აღარ მყოფნიდა. ის ვიღაც ვკვლავ ცდილობდა მისი ხელებით, ჩემთვის სუნთქვა შეეზღუდა.

-  ჩარლის დაუძახე - წავჩურჩულე მას და ქოშინი ერთიანად ამიტყდა. დაიბნა. თუმცა სასწრაფოდ წამოხტა და იმ მხარეს გაიხედა. საითაც ჩარლი ეგულებოდა.

-  ჩარლი ჩქარა აქ მოდი!  - დაუყვირა მთელი ხმით.

-  რა მოხდა ? -მოირბინა მანაც, დევიდი გაიწია და მე  ერთიანად გალურჯებული დამინახა

-  ო, ღმერთო, რა დაემართა ?!- იყვირა და ჩემთან ჩაიმუხლა.

-  მზეზე ცუდად იგრძნო თვი, თითქოს ვეღარ სუნთქავდა.- უპასუხა დევიდმა.

ჩარლი ჩემს ჩანთას ეცა. რაღაცას დაუწყო ძებნა გამალებით. ყველფერი  მიწაზე გადმოყარა.

- სად არის ეს წყეული წამლები. - ბუტბუტებდა გაჯავრბით.

როგორც იქნა იმას მიაგნო რასაც ეძებდა. ორი გულის ფორმის აბი ჩამიდო პირში. წამებში გული დამშვიდდა და გრძნობა დამიბრუნდა.

-  ელენა ძალიან შემაშინე. - მითხრა ჩარლიმ - წამლების დალევა დაგავიწყდაა?

-  ჩშ. ყველას ნუ გააგებინებ. - ვუჩურჩულე მას - სჯობს სახლში წამიყვანო .- ვთხოვე ჩარლის. მანაც ხელი მომხვია და მანქანისაკენ წავედით. დევიდს მივკარი თვალი გაკვირვებით მიმზერდა, რადგან ვერაფერი გაეგო.

რატომ ხდება, რომ ბედისწერას მუდამ იქითკენ მივყავართ,  საითაც არ უნდა წავიდეთ, ნუთუ შეიძლება რაღაც უხილავი ძალის მეშვეობით შევძლოთ და ამ გზას გვერდი ავუაროთ? იმას ვამბობ , რომ ბედისწერას ხელიდან გავუსხლტედ. ჰო ეს შიშია  მოსალოდნელი საფრთხისა, რაც წინ გველოდება. ამიტომაც გამჯობინებთ გაქცევას... რა ვქნათ, თუკი ყველას არ შეუძლია მამაცი იყოს,და ყველა შემოთავაზებული კაპრიზი აიტანოს.

მე მშიშარა ვარ.. ტკივილის ატანას მაიძულებს ბედი. ეს კი იცით რა არის? სხეულის შიგნით ანთებული დენთი, რომლისკენ შეუმჩნევლად მიიწევს ცეცხლის ენები და არავინ უწყის როდის მოხდება კატასტროფა. ამიტომაც გავჩერდი. ჩემეული ელენა არ აპირებდა მახვილის აღებას და იმ უაზრო  ბრძოლაში ჩართვას, სადაც თითქოსდა გამარჯვებული არ არსებობს.

თუმცა ერთი პატარა დეტალი დამავიწყდა! - მისგან არ გაქცევა შეიძლება თურმე.

ამიტომაც იცი რა მოხდა ?- აი, აქ, სწორედ ინგლიში, თითქოსდა ახალ ცხოვრებაში მას შევხვდი. სწორედ იმ გზაზე გადამეყარა , რომლისგან მე ვიმალებოდი.

თითქოსდა არასდროს გამოვირჩეოდი სიმამაცით, არც ის შემეძლო ჩემებური რაღაცაები გამეწირა ადვილად. მაგრამ ახლა რაღაცას ხომ ვგრძნობდი. რა იყო ეს?- სურვილი, მიჯაჭვულობა, თუ რაღააც ამდაგვარი. მაშინ როცა თავს ყველაზე ცუდად ვგრძნობდი გამუდმებით ერთი კითხვა მიტრიალებდა:. ეგებ ის არის ხსნა? მეკითხებოდა გონება. ის სარკმელი ,რომელიც ვიღაც მადლიანმა, კარის დახურვის შემდეგ ღია დატოვა.

ვაღიარებ, - ის ერთი თვალებით მოთამაშე ჩვეულებრივი მექალთანე იყო, ის კი ვინც თვალში მოუვიდოდა, რაღაცას ჩაიფიქრებდა და საწადელსაც აუცილებლად აღწევდა. რაც არ უნდა დიდხანს ვეძებო მისი ცუდი მხარე, ფაქტი ერთი იყო, ყოველთვის ჩვენი გზები იკვეთბოდა და ერთმსნეთს  ვხვდებოდით.

ლამაზია და მამაკაცური, - ვეთანხმები ჩემს გონებას. ნუთუ ეს ვნებაა? ნეტა, ამიტომაც წამებში გავხდი მასზე ორიენტირებული,დამოკიდებული და მასში სრულყოფილებას სწორედ ამიტომაც აღარ დავეძებდი.

-განა გრძნობები კიდევ შემრჩა?  ეს მწყინდეს თუ უნდა მიხაროდეს? ვერაფერი გამიგია... და რა იცი ელენა ეგებ თავს იტყუებ,/ რაღაცას თუ ვიღაცას ეჯიბრები, რომ დაამტკიცო რომ ისევ ის ხარ, ვინც ადრე იყავი. და რისთვის? ამაზე უკვე პასუხი აღარ გამაჩნდა.

ჩარლიმ სახლში მიმიყვანა. წასვლისას კი მიბრძანა ლოგინში ჩავწოლილიყავი, მაგრამ როგორც კი კარი გაიხურა ეგრევე ავდექი. გრაპას ხელი დავავლე და სასეირნოდ წავედი.

ამინდიც ნაღვლიანი იყო. ირგვლივ შემოდგომის ბოლო დღეები მეფობდა. მოულოდნელად ქარმა დაუბერა და ისევ ცვივა და ცვივა ფოთლები. ზევით ავიხედე და მათ ფარფატს ვუმზერდი. საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი.

ისევ გამახსენდა ძველი შემოდგომა. დემე და ის მივიწყებული გრძნობა.

- სხვასთან როგორ უნდა გავაგრძელო ურთიერთობა?  ამდენი წლის შემდეგ თითქოსდა ლოგიკური კითხვა დასვა გონებამ  შიშით- ის რაც იყო იმას რაღა მოუხერხო? ნუთუ სიყვარული სამუდამოდ კვდება?

- პასუხი ვერ მოვძებნე. არ გამაჩნდა და იმიტომ...

ჩემი ცდის მიუხედავად, მაინც ვერ ვცვლიდი ძირეულად ჩემს ცხოვრებას. ნეტა ჩემი ბედი რას ფიქრობდა ამაზე. ანდა რას მიპასუხებდა ათას გაუცემელ კითხვაზე? დევიდი დამიდგა თვალწინ. როგორ  შეიძლება ადამიანი ესოდენ გაღიზიანებდეს და გიზიდავდეს.?!

- არა, არა,-თავი დავაქნიე მე, -ერთით  მეტი შეცდომა არ მჭირდება,

- დავასკვენი მე- არაფერში მჭირდებოდა ასეთი განსხვავებული და საორჭოფო ურთიერთობა.

ბილი დღესაც არ იქნებოდა სახლში, ეს ვიცოდი, თუმცა ჩარლის არ გაუმხილე. მარტო ყოფნა  მინდოდა.

სახლში დაბრუნებისთანავე შხაპი მივიღე და ისევ სამზარეულოში ჩავედი, მკრთალი შუქით გავანათე ოთახი. ბუხართან სავარძელი მივაჩოჩე და კმაყოფილებით მოვავლე თვალი იქაურობას. შვების და კმაყოფილების გრძნობა ისევ ჩემთან იყო და ეს უფრო კარგად მხდიდა. კარგი ფილმი მოვძებნე და ყურება დავიწყე.თითქმის თვალები მიმელულა, როცა კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. საათს გავხედე.- ასეთ დროსაც ვინ უნდა იყოს? - გავიფიქრე მე. და ზანტად ავათრიე წელი.

კართან მკაცრი გამომეტყველებით დევიდი იდგა. შემომიბღვირა. ისე რომ არც კი მომესალმა.

- მოხდა რამე?- ვკითხე გაოცებით.

-შენ ალბათ ათასჯერ დაგირეკე. მაინტერესებდა როგორ იყავი.-მითხრა მან.

- მობილურის ჩართვა დამავიწყდა,- ბილის რომ ველაპარაკე ვუთხარი ვიძინებ მეთქი და გავთიშე,- ვუთხარი მას. არაფრით ვაპირებდი სახლში შემომეპატიჟებინა და ჩემი მყუდროება დაერღვია.

- ჩარლის დავურეკე. მითხრა რომ მარტო იყავი სახლში- დღეს ხომ ცუდად გახდი, ასე როგორ შეიძლება,  ისევ იგრძნო თავი შეუძლოდ .-მისი მზრუნველობა უკვე ძალიან მაღიზიანებდა.

- დამშვიდდი, დღეს ისეთი არაფერი მიმხდარა,უბრალოდ მზეზე ცუდად გავხდი. - უდარდელი ტონით უთხარი მე.

- არაფერი მომხდარა?- თვალები ჭყიტა მან. - თითქმის უგონოდ იყავი. მე ჩარლის ყველაფერი გამოვკითხე. მან მითხრა  რომ..-,აქ შეჩერდა და შემომხედა.

- რა გითხრა?- კბილებში ბრაზით გამოვცარი მე.

- ელენა მე ექიმი ვარ. - ეს თქვა და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა.უნდა გველაპარაკა.,ამიტომაც უხმოდ შემოუშვი. სავარძელში  ჩაჯდა. ყავა დავუსხი და მივაწოდე.

ორივენი ვდუმდით. ბოლოს ისევ მე მომიწია დუმილის დარღვევა.

-არფერს ვმალავ.უბრალოდ არ მინდა აბრა  მივიბნიო , რომ გულით ავადმყოფი ვარ.  ჩავილაპარაკე და შევხედე . ის ხმას არ იღებდა.

-ნეტა ვეცოდები? - გავიფიქრე ჩემთვის - ყველაზე მეტად რაც მძაგდა ჩემს უბედურებაში, ეს სიბრალული იყო. ალბათ ამიტომაც ვდუმდი სულ.

-მე არ მებრალები.- ბრაზით დააჭრიალა კბილები, როგორც კი ჩემს მზერას წააწყდა. მასაც შეეძლო ჩემი განცდების ამიკითხვა.

-აბა?- ვკითხე გამომწვევად და გესლიანად.

- უბრალოდ გაოცებული ვარ მოსმენილი ამბით.ეს არის და ეს. -თქვა მშვიდად. იცი რა მაინტერესებს. ეს თანდაყოლილია თუ შეძენილი?

გავხედე. ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა მასთან ბოლომდე კარტები.

- გულმა ერთ მზიან და მშვენიერ დღეს მიღალატა. ვერ გაუძლო და შეტევა მომცა...

-ასე როგორ შეგიყვარდა ის, ვინც ამხელა ტკივილი გარგუნა შენი მიტოვებით.

თითქოს უარი ჩამცხეს თვალშიო. მას გავხედე და მწარე ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. მერე მზერა ერთ წერტილში გადავიტანე და სადღაც შორეთში დავიწყე ყურება. წარსულიც თითქოს ამოძრავდა.

-თქვი რამე?- მიბრძანა მან.

-ის მოკვდა... - ეს ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. ჭიქებს ხელი დავავლე და ნიჟარაში ჩავალაგე.

ის იქვე გაოგნებული იჯდაა. მას რომ გავხედე მგონი არც კი სუნთქავდა. ფერი დაეკარგა.

-ახლა იმედია დაიკმაყოფილე ცნობის მოყვარეოაბდა თავს ანებებ ჩემს ცხოვრებაში  ქექვას-

-მივუბრუნდი მას.

-გთხოვ ეს გესლიანი ტონი არ გინდა. - მითხრა მკაცრად და ისევ ბრაზიანი მზერა მესროლა.

-ახლა უნდა დავიძინო.- შევხედე მას და კარისკენ გადავიტანე მზერა.

-წავალ , წავალ ნუ ღელავ - ფეხზე წამოდგა ის .

-უბრალოდ დამპირდი, რომ ცუდად აღარ გახდები. - როგორც იქნა გამიღიმა მან.

- გპირდები.-მეც ჩამეღიმა -უბრალოდ დღეს წამლის დალევა დამავიწყდა, ეგ არის და ეგ. არ ღირს ნერვიულობა. ვუთხარი და ქურთუკი მივაწოდე.

-ჩემთვის ღირს..- თქვა და პარმაღზე შეჩერდა,

-  იცოდე ტელეფონი მთელი ღამე ჩართული მექნება. -  მითხრა და გაიცინა, მისებურად, ლამაზად და მიმზიდველად. კიბეებს ჩაუყვა.

12 საათი სრულდებოდა,რომ დავწექი. ძილთან ბრძოლა არ დამიწყია. რადგან დაღლილობას მთელ ტანში ვგრძნობდი.

აჩრდილი, რომელსაც ვერ ვცნობდი ისევ ჩემთან იყო, ფიქრებში, დამდევდა, მისი სუნთქვას და სურნელს სულ აქვე ვგრძნობდი, მაგრამ მაინც უხილავი იყო, ...ის ჩემთან არ რჩებოდა, გამოღვიძებულს კი მუდამ სიცივით მეყინებოდა გული და ისევ მწარე რეალობას მაგრძობინებდა. ცხოვრება ახერხებდა ჩემს დაბნევას. უპასუხო კითხვებით ვიტანჯებოდი, ის აქვე ხელის გაწვდენაზე მქონდა, თუმცა ვერასდროს ვწვდებოდი, ანდა მუდამ ვაგვიანებდი. სასწორზე მუდამ იყი ისეთი რამ, რისი დათმობაც ყველაზე ძლიერ მტკიოდა და უარს თქმა ჩემდაუნებურად მიწევდა, უფერული არსებობა მხვდა წილად, ისიც იმიტომ რომ ჩემი უიღბლობა საკუთარი თვალით აღმეთქვა.

ბედისწერა აქ მის როლს პირნათლად ასრულებდა, ის მუდამ ახერხებდა, სატყუარა შემოეგდო ჩემთვის და მეც იდიოტივით მას ავდევნებოდი. ამხელა იმედ გაცრუების შემდეგ სულის გარკვეული ნაწილი არ მთმობდა, სწორეს მას სჯეროდა და მაიძულებდა მეფიქრა დევიდზე.

სწორედ ის ჩამაგონებდა, რომ მას, შეეძლო ფასი დაედო კვლავ ცხოვრებაზე და ვყოფილიყავი   ჩვეულებრივი, აღმექვა სამყარო არჩევანის თავისუფლებით და ამდენი ხნის შემდეგ  დოგმებისა და აკრძალვების გარეშე შემძლებოდა მოქმედების საშუალება. ეს იცით რა არის? ნიჟარა უამრავი შრით. რაშიც კვლავ ისმის ზღვის ბობოქარი დუდუნი, გულიდან მომავალ ოცნებებს კი კვლავ სიცოცხლე სწადიათ...

გამომეღვიძა. შუაღამე იყო. წამოვდექი და ოთახში გავიარე. იმ სამყაროში სადაც ვიყავი ყველაფერი ცივი და უსულო მეჩვენებოდა, ამ ყველაფრის  შესამსუბუქებლად ეს სიზმარი მეხმარებოდა. მაგრამ ამ ღამით ისევ კოშმარი განმეორდა რატომღაც...

საკუთარი თავი დაგლეჯილი წიგნის ერთ - ერთი გაბნეული თავი მეგონა, რომელსაც დასასრულს ვერ ვუძებნიდი, არ არსებობდა და იმიტომ. ფანჯარასთან მივედი.

მალე ქარი დაუბერავს და აცივდება. ისევ ვიგრძნობთ ზამთარს, ლეგენდებს, რომლებიც ჩემს ოცნებებში  ისევ გაცოცხლდებიან.

შემდგომი დღე  სახლსი გავატარე.უნივერსიტეტში წასვლა არ მსურდა.

კომპიუტერტან დიდხანს მოვუნდი მუშაობას. სავარძლიდან რომ ავდექი, უკე შეღამებული იყო. ცას ავხედე, ვარსკვლავებს დაუწყე ძებნა, მაგრამ არც ისინი სჩანდნენ.

აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი. კინოთეატრისკენ ავიღე გეზი. აპლიკაციის მეშველობით გზაში აფიშები გადავათვალიერე, რატომღაც  ,, კარგ წელზე ‘’ შევაჩერე არჩევანი.

კინოთეატრი გამოჩნდა. უამრავი ხალხი ირეოდა. რამდენიმე ჩემი კურსელი შევიცანი. შევყოყმანდი. მარტო დამინახავდნენ და ჩემზე იჭორავებდნენ ,,მეტიჩარა და მარტოხელააო’’, ამიტომაც მომენტალურად ზურგი ვაქციე იქაურობას და სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. სახლთან სულ რაღაც ხუთი ნაბიჯიღა მაშორებდა, როცა ჩემი სახელი ზედიზედ ორჯერ დაიძახეს. –

-უკვე სეირნობას მორჩი? - ჩამეძია ის, - არ გინდა გავიაროთ?

თავი გავქანე უარყოფის ნიშნად.

-გავისეირნოთ, შემდეგ ყავა, უამრავი კითხვა ჩემს ცხოვრებაზე, ამიტომ გმადლობ  არ მინდა - პირდაპირ უნდა მეთქვა მისთვის სათქმელი.

ჩემა ტონმა შეაცბუნა. .

-არავითარი კითხვები. გპირდები. -უბრალოდ ცოტა დრო გავიყვანოთ.

-კარგი დამითანხმე. - ვუთხარი და იქვე მდებარე მყუდრო კაფეში შევედით. ყავა და ჩემთვის წვენი შეუკვეთა. არცერთი ხმას არ ვიღებდით. ღიმილს ძლივს ვიკავებდი. ვიცოდი ეს დუმილი ძალიან უჭირდა.

-დიდხანს უნდა ვიჯდეთ ასე-.ვთქვი შეწუხებულმა და აქეთ - იქით მიმოვიხედე.

სახე გაუნათდა.

-პირობას პირნათლად ვასრულებ .,- მითხრა და ყავა მოსვა.

- ეს მხოლოდ ჩემს პირად ცხოვრებაზე ვცერლდება. - დავკონკრეტდი  მე.

-თავიდანვე აგეხსნა. ამდენ ხალხში მხოლოდ ჩვენ ვდუმვართ, გაბუტული შეყვარებულებივით.

მწყრალი თვალებით გავხედე.

-კარგი, კარგი ვიხუმრე.- გაიკრიჭა ის.

-ჩემთვის დუმილი ძნელი ასატანია, - გამომხედა მე. –

- ჰმ - აღმომხდა მე და თავი უკმაყოფილოდ გავქნიე .

ჩამეღიმა.

-ოდნავი გაღიმებაც კი სრულებით გცვლის. შენი ნაკვეთები, შენი სახე... აღარ დაამთავრა და

-ცხოვრება არც ისე ბევრს გვაძლევს რომ ხშირად ვიღიმოდეთ, რადგან მარტივი არაფერია, -დანანებით ვთქვი მე.

-ელენა, ელენა, - თავი გააქნი მან - ადამიანს მარტივი და უმნიშვნელო მიზეზებით უნდა შეძლოს ტკბობა, სიმსუბუქე შეინარჩუნოს და არ დანებდეს.

- ვისთვის როგორ, -დევიდისთვის  ძალზე ადვილი იყო ცხოვრების ტკბობაზე საუბარი.

- ადამიანის ბუნებას ვერ ამოვიცნობთ,თუკი ერთ დღეს მოწყენილობა მოგკლავს, მეორე დღეს გაღიმებული ივლი და იფიქრებს, რომ ცხოვრება მშვენიერია. -ისევ არ ჩერდებოდა ის.

-იცი რა დევიდ? - მივუგე მე - რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ,ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ისინი იზრდებიან და რაც უფრო ასაკი ემატებათ, მით უფრო სხვა ფასეულებები, მისწრაფებები უჩნდებათ, ეს არის და ეს. - დავასრულე ბოლო წინადადებებით და ფეხზე წამოვდექი.

-სახლში უნდა დავბრუმდე. ხვალ ადრე უნდა გავიღვიძო. - ვუთხარი მას.

- კარგად მე აქ დავრჩები. ბიჭებს უნდა შევხვდე - მითხრა და კარამდე მიმაცილა.

სახლში ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი. უამრავი ურთიერთ გამომრიცხავი აზრების შემდეგ თავში სრული ქაოსი სუფევდა.

ადამიანებს გვგონია, რომ რომ თავს ვიმორჩილებთ. გონებას ვაჯერებთ ჩვენს არგუმენტებს, მაგრამ სული პაწაწინა და გაუთვალისწინებელმა დეტალმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. სწორედ და  ,,ურემის გადატრიალებისას’’ - აზრები და განცდები კონტროლს კარგავს, ფიქრები სხვაგან მიიპარება, გული  ჭირვეული წამში ხდება და სრული ქაოსიც იწყება.

სახლში სიმშვიდე დამხვდა. ვივახშმე, წამლები დავლიე და დივანზე წამოვწექი.

გონება ცვლილებეს ვერ ეგუებოდა, გული კი ურჩობდა.

დევიდი ჩემს ფიქრებს დღითი დღე მუხტავდა. ასეთ დროს აღარ ვიცოდი რა მელოდა.

განა იმას განვიცდი, რომ ამით დემეს ხსოვნას რამეს დავაკლებდი? - სულაც არა. უბრალოდ გონება დიდი ხნის წინ გავწირე მარტოობისთვის. ამიტომაც ეს მეხამუშებოდა ყველაზე მეტად.

იმასაც ვნაღლობდი, რომ არაფერში მჭირდებოდა სხვაზე განუწყვეტლივ ფიქრი და დაუოკებელი გრძნობები, რომელიც მე არ მემორჩილებოდა, ჩემი თვითკონტროლის არეს სცდებოდ..

წამოვდექი წყალი დავისხი და ჩემს ოთახში ავედი. ფანჯარა გავაღე და გარეთ დავიწყე ყურება.

ყველაზე ძალიან გული იმაზე შემტკიოდა, რომ ის იდეალურად არ მიმაჩნდა. ასეთ დროს თითქოს მძულდა კიდეც.

სიყვარული ერთხელ უკვე დიდი გულისტკივილის ფასად გამოვცადე, ახლა რასაც განვიცდიდი, სიყვარულისგან ათასი ნაბიჯით იყო დაშორებული, და ამავდროულად ამაღელვებელი რამც ხდებოდა მაინც მასში.

ადრინდელისგან განსხვავებით დევიდის მიმართ დაუოკებელ ჟინს ერთიანად ვგრძნობდი. ქალურობის პიკს ვაღწევდი და მინდოდა მის თალში სრულყოფილი ვყოფილიყავი. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ერთადერთი  რისთვისაც მისკენ ერთი- ორად მივიწევდი ის იყო, რომ ტკივილი მასთან ურთიერთობით შემემსუბუქებინა და იარები მომერჩინა. ეს რომ გავიაზრე ცოტათი შემეშინდა.

ფიქრები რომ შემეწყვიტა, გადავწყვიტე  ბილისთვის ვახშამი მომემზადებინა. დიდი ენთუზმიაზით შეუდექი ინდაურის მომზადებას ტომატის სოუსით.

კარმა გაიხმაურა და ბილმაც შემოაბიჯა. გავუღიმე ყველაზე კარგად მასთან ვგრძნობდი თავს.რადგან მასზე უკეთ არავინ იცოდა ჩემი ხასიათი.

-ელენა სახლში ხარ? - გაუკვირდა ჩემი დანახვა .

- აბა სად უნდა ვიყო? - ვკითხე და ხახვის დაჭრა გავაგრძელე.

- მეგონა ელისთან ერთად გავლას აპირებდი სადმე. - მითხრა ბილიმ.

-ტელეფონი გამოვრთე, არ მინდა ვინმემ შემაწუხოს. - ჩავილაპარაკე მე.

ბილიმ გადმომხედა,

-თუკი არ გინდა ნუ წახვალ, ჩემთან იყავი. - მითხრა და თავზე მაკოცა.

არ მშიოდა, მაგრამ მამასთან ერთად მაინც მივუჯექი მაგიდას.

შემდეგ ჩვეულებრივ სუფრა ავალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და ჩემს ოთახში ავედი.

ნოითბუქი ჩავრთე და დედას ველაპააკე კარგა ხანს. ..

გულს მაინც ცეცხლი ევიდა. ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა.ისევ თეთრი ღამე დამდგარიყო ჩემთვის. ფოტოები გავხსენი. იქიდან დემე მიღიმოდა. ხელი ეკრანს გადავუსვი.

-  ,, მე ისევ შენ გესაუბრები მარტო,- დავიჩურჩულე მე - მენანები და მენატრები. - ამის თქმის თანავე ჩემმა დარდებმა ხელი გაშალეს და გულში ჩამიკრეს... ისევ უკან ვიხევდი, რადგან მეშინოდა, ერთი შეცდომა და ის გამისხლტდებოდა ხელიდან, რაც დიდი ძალისხმევის შედეგად დავაწყვე, ამის შემდეგ ყველაფერი ვიცოდი ისევ გართულდებოდა.

ცხოვრება სატყუარას ჩამოგვიგდებს, წყეული გონებაც აიჩემებს ..ის მუდამ რაღაცას გვპირდება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ბოლოს ოცნებებზე უარს გეუბნება,

დევიდის დანახვისას გული ტკივილით მევსება. რა მინდა? ვიყო გოგონა ტკივილის გარეშე და რაც მთავარია თავისუფალი, მაგრამ ყველაფერი მაინც მისებურად ხდება. ეს ქალაქი იღვიძებს, ყველანი ჩვენ - ჩვენ საქმეში ვერთვებით, ვფუსფუსებთ, მე კი საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ მას აღარ გაუღიმებ, მაგრამ პირობა პირობად რჩება.

მასთან დაბადებულ მეორე ელენას, არ შეეძლო შეჩერება, მასთან ჩემივე ადამიანური ბუნება ცოცხლდებოდა ნელ -  ნელა, გარემოსთან კონტაქტში შევდიოდი. სიკვდილი, უბედურება და იმედგაცრუება  არ მავიწყდებოდა, მაგრამ თითქოს ჩემს უბედურებას მალამო ვუპოვე დევიდის სახით.

მობილურმა დამირეკა, ელისი იყო. მასთან მისვლა მთხოვდა. თმა მაღლა ავიწიე სპორტულად ჩავიცვი და წავედი.

ქუჩა ჩქარი ნაბიჯით გავიარე და კარზე მივუკაკუნე. როგორც კი შევედი, ვინ დამხვდებოდა? თუ არა დევიდი:

-წამოდი ყავა მოვამზადოთ. - მითხრა ელისმა და სამზარეულოში გავედით.

-ეს თავშეყრა რასთან დაკავშირებითააა. - მე ვკითხე ელის.

-ისე უბრალოდ კარტის თამაშსს ვაპირებთ - გამომხედა ელისმა.

.გონებაში უცებვე გადავთვალე ადამიანების რაოდენობა  და ელისს შევხედე:

-.მგონი უჩემოდაც ზუსტი რაოდენობა  ხართ.

ელისმა სიცილი ვეღარ შეიკავა.

-დევიდმა დამაძალა. - დამნაშავე ბავშვივით თქვა მან

- რა? - წარბი მაღლა ავწიე მე,რომ ნათქვამს ჩავწვდომოდი.

-რა ვიცი ,ტვინი შეჭამა, ელენა სად არის? რატომ არ მოდის ? ნეტა მოვა - ბოლოს შევწუხდი და მოგწერე ,

ვფიქრობ რომ ... აღარ დაამთავრა.

-არა, არა ეს ღიმილი აგინდა,- თითი დავუქნიე ცხვიეწინ,

ის უბრალოდ მექალთანეა და ჩვეულებას არ ღალატობს,- ვუჩურჩულე მე.

-მეკი ვფიქრობ, რომ გულში მართლა ჩაუვარდი-. გადაიკისკისა მან  და ოთახიდან გავიდა.

მეც სასტუმრო ოთახში დავბრუნნდი. ჯასტინი და ჰენრიც მოსულიყვენ.რატომღაც  ელისს ვეღარ მოვკარი თვალი:

-ელისი სად არის? -ვიკითხე მე.

-სუპერმარკეტში ტკბილეულის საყიდლად წავიდა -მითხრა ჩარლიმ.

-მოდი კარტი ვითამაშოთ მე და შენ- მითხრა დევიდმა.

- კარგი. -დავთანხმდი მე.

დავიწყეეთ.... ერთი, ორი და მესამე ხელს ისევ ის იგიბდა.

- თაღლითობ .- - წარბი ავწიე მე.

-სრულებით არა, უბრალოდ წაგება არ მიყვარს. ისევე როგორც შენ, მითხრა მან.

-დამიჯერე ბევრჯერ წამიგია - ვუთხარი მე.

-ალბათ შენი ჯიუტი  ხასიათის გამო.-მითხრა ცინიკურად.

-რა იყო შენ გაღიზიანებ? მუდამ ჩემი ხასიათის უარყოფით მხარეებზე ამახვილებ ყურადღებას- ვკითხე მე .

-კი მაღიზიანებ -  ძალიან ჩვეულებრივად მითხრა მან. არც კი შერცხვენია.

შევხედე

-უბრლოდ?- ეს თქვა და აქ შეჩერდა.ვეღარ დააკონკრეტა .

-და რა? -ვკითხე თამამად.

-მაღელვებ.- მითხრა და გამიღიმა.

-ჩვენ ერთმანეთს ვერ ვეწყობით, შენთან კამათი მღლის.-თავი გავაქნიე მე.

-  ჩარლიმ მითხრა, რომ შენს ქვეყანაში ბრუნდები. იქ რა დაგრჩენია?-

მკითხა ოდნავ ნაღვლიანი ხმით.

- ჩემს ერთ მეგობარს მხარში დგომა სჭირდება. ვალდებული ვარ დავეთანხმო.-მივუგე მე

- ის მეგობარი ბიჭია თუ გოგო?- უმალვე მკითხა მან.

- ბიჭია .-ვუთხარი ნიშნის მოგებით.

- და ხომ დაბრუნდები?- მკითხა ისევ

თავი დავიქნიე თანხმობა ნიშნად.

კიდევ რამდენიმე ხელი ვითამაშეთ და შემდეგ სახლში წამოვედი.

რატის დავურეკე.ცოტახანი მას ვესაუბრე დავწექი. სიბნელესთან ერთად შავბნელი ფიქრებიც მიდიოდა. ყველაფერი კარგი ქრებოდა და დარდი ისევ ჩამავლებდა ხელს, თითქმის მისკენ ძალით მექაჩებაო.

ტკივილი ისევ აქ არის .ნეტა თუკი ასე მტკივა სისხლი რატომ არ მდის? მართალია თვალით ვერ  ვხედავ, თუმცა შიგნით ყველაფერს მოსდებია ილუზიური გრძნობა. ასეთ დროს დღეები წლებად მეჩვენება, თვეები კი საუკუნედ. დროც ისევე აჰყვა ტკივილს თამასშში და ერთად აგრძელებენ ჩემს წამებას. როგორც იქნა ჩამეძინა.

-ტბა ულამაზესად ლივლივებდა. დემე მომიახლოვდა და ყელზე მომეხვია.

-გამოჩნდი. როგორც იქნ.ა- შევცინე მე. ის კი ცივად მიმზერდა.

-სულ არ მოვნატრებივარ,- გავიფიქრე მე და გული ძლიერ დამწყდა.

-  ეხლა ხომ წვიმს. ეხლა ხომ ქარია- მიჩურჩულა მან და სველი ხელი სახეზე ჩამომისვა.

-   მიეცი ნება გიპოვოს. - მითხრა მან.

თავი ჯიუტად გავაქანე.

-ესეც გაივლის -  ნაღვლიანათ ჩაილაპარაკა და გაუჩინარდა . დაუყვირე, მაგრამ არაფრად ჩამაგდო.

ვიღაცამ შემანჯღრია და გამომეღვიძა. თავზე ბილი შეშინებული წამომდგომომდა.

- კარგად ხარ?- მკითხა მან.

- კი,კი- ჩავილაპარაკე მე ... და რომელი საათია? - დავინტერესდი მე.

- დილის 5 საათია. მითხრა ბილიმ და საწოლზე ჩამოჯდა.

- მამა უბრალო კოშმარია. ეს არის და ეს. მე კარგად ვარ. წადი დაიძინე - შევეხვერწე მე. უხმოდ წამოდგა და მის ოთახში გავიდა.

ადამიანის განცდები შეთანხმებულად აზვირთებიან,მთელ შინაგან სამყაროს აგიფორიაქებ და თუკი ბედნიერების მცირედი განცდა აკლია შენც ცხოვრებას - გული მოუთმენელი ხდება და სწრაფ, გონებასთან შეუთანხმებელ გადაწყვეტილებებს წამში იღებს.

ჩემი აუტანელი განცდები მაიძულებდა ზომბირებული ვყოფილიყავი, უსუსურობა და არაფრის ნდობა სურვილი მთლიანად დამეუფლებოდა...

ახლა კი... ტკივილს ერთ ადამიანის არსებობა მიმძაფრებდა.

ის ცოცხალი იყო, სულ ერთ ხელის გაწვდენაზე. მის შემყურეს ბედნიერება მეხარბებოდა- ეს ჩემთვის არარეალური მდგომარეობა მხოლოდ მასთან ყოფნისას მოქმედებდა ჩემზე მაგიურად, როგორც კი დევიდს ვერ ვხედავდი ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მწარე განცდები ორმაგდებოდა, და უარესად ვიტანჯებოდი.

უამრავ ჭიდილის შემდეგ, როცა ასე თუ დალაგდება ყველაფერი,ახალ მისწრაფებებს ავედევნებდით და ვცდილობთ აზრი ჩაუნერგოთ ჩვენს ცხოვრებას. უამრავი გზა არსაიდან ჩნდება, რომლიც უმეტეს შემთხვევაში უცნაურობებით, სიბილწით.და სიბინძურით არის სავსე, ჩვენ სწრაფად ვითქვიფებით ამ ტალახსა და ჭუჭყში. ამის შემდეგ  აღარ ვდარდობთ რა გავხდით  ან რად ვიქეცით.

წიგნების თაროდან ,, ფორსატების საგა’’ ჩამოვიღე და კითხვა დავიწყე. მერამდენედ ვკითხულობ უკვე აღარ ვითვლი. შინაგანი ხმა მაინც არ მასვენებდა.

ვიცოდი ელისი და მისი მეგობარი კლუბში მისიოდნენ,

-წავიდე? - ვკითხე ჩემს თავს.

წელიწადში 365 დღეა. ყველა დღე ერთმანეთისგან რადიკალურად  განსხვავებული. ჩემთვის კი ყველა დღე ერთმანეთს იმდენად ჰგავდა, რომ ბოლო დროს ცვლილებებს: სეირნობას, პიცაზე გასეირნებას, ახალ მეგობრებს ჯერ კიდევ ვერ ვეჩვეოდი...

კლუბში შესვლისთანავე თამამად ჩავისუნთქე და თავაწეული გადავხედე არემარეს. დიდი ბრჭყვიალა ბურთი ჰაერში ციმციმ ტრიალებდა, ცეკვა -თამაში იყო გაჩაღებული. მოგრძო, მაგიდასთან, რომლის გარშემო ფუფმფულა სავარძლები შემოეწყოთ  ნაცნობი სახეები დავლანდე. მეც მათკენ ავიღე გეზი.

- გამარჯობათ მეგობრებო. მივესალმე მათ.

- აბა არ მივდივარო. შემომხედა ჩარლიმ.

-გადავიფიქრე . ჩავილაპარაკე მე. დევიდის მზერა რატომღაც  ისევ ცინიკური მომეჩვენა.არაფერი შევიმჩნიე და ჩარლის გვერდით დავიკავე ადგილი

-ელის მართლი იყავი, სახლში მოვიწყინე - ვუჩუჩულე  ჩემგან მარცხნივ მჯდომ ელის.

- ხომ ვთქვი - ნიშნის მოგებით გადმომხედა მან.

რიტმულმა  მელოდიამ მთელი ხმით იქუხა. თითქმის დავყრუვდი.

-წამოდი ვიცეკვოთ. ხელი მომკიდა ჩარლიმ.

- არა.- მოკლედ მოვუჭერი მე.ხელი ჩიქნია მან და საცეკვაოდ წავიდა.ირგვლივ ყველა შემომეცალა. წამოვდექი და ბარისკენ ავიღე გეზი.

-რას მიირთმევთ?- მკითხა მომღიმარმა ბარმენმა.

ერთი წუთით შევყოყმანდი-

-.ისევ წვენი?  - ვკითხე ჩემს თავს!

თავი გავქნიე .

-ჯინი და ვერმუტი აურიეთ ერთმანეთში.  -ვუთხარი ბარმენს.

- ყინულით? - ჩამეკითხა ის.

-კი-ვუთხარი.- ერთი ჭიქა არაფერია . გავამხნევე ჩემი გული.

-ერთი რომი .- გაისმა ჩემს გვერდზე მჯდომის ხმა.

-მარტო მხიარულობ? -მკითხა დევიდმა.

ჭიქა მაღლა ავწიე.

-მარტო მოსვლა მართლაც ეფექტური იყო. -ჩაილაპარაკა მან და ისევ სასმელი მოსვა.

-რას გულისხმობ?- ვერ მივუხდი ფრაზას.

ცივად შემომხედა და თვალი თვალში გამიყარა.

-ჯონათანი სად არის? - მკითხა მან.

-რავი ?  ალბათ სახლშია. - ვუთხარი მშვიდად. -და რაში გაინტერესებს ?

-ისე უბრალოდ  - ჩაიცინა  მან - თითქმის არავისთან მეგობრობ.შენი ბიძაშვილის გარდა, ერთად ერთი ადამიანი რომელთანაც ურთიერთობ ჯონათანია.

-მერე ეს ცუდია? - გავხედე  მე-. გული ნუთუ ყველას უნდა გადაუშალო.

-ანუ ადამიანებს არ ენდობიი? - წარბი ზევით აწია მან.

- თითქმის არ ითვლება. -  სასმელი მოვსვი დაგავხედე. -საერთოდ არ ვენდობი - ამ ბოლო წინადადებას მნიშვნელოვნად გავუსვი ხაზი.

ჩაიცინა.

-იცინე, იცინე, უმეტეს შემთხვევაში ასეა. ადამიანებს პრობლემების შექმნის მეტი არაფერი შეუძლიათ-.წავისისნე მე

გავხედე , რა იცოდა რომ მას ვგულისხმობდი. გამეცინა .

-ანუ შექსპირი როგორც იტყოდა.  შენთვის ,,ქვეყანა იყოს ბაღი გაუმარგალავი’?.’’-ჩამეკითხა .

თავი დავუქნიე .

-სწორად მივხვდი, თან შექსპირიც გყვარებია. - ჩავილაპარაკე შეფიქრიანებულმა.

თვალებში უცნაური ნაპერწკალი აენთო. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ გამომხედა.

-ამიტომაც ცხოვრობ ასე? თითქოს თაგვი ხარ, რომელიც სოროში იმალლება?

იმდენად შემაკრთო ამ ფრაზამ, რომ გაოცებით გავხედე.

მძულვარე თვალებით შევხედე. მოახერხა და მტკივნეულ ადგილზე დამარტყა. გავიფიქრე : ასე , ხომ ,, ვინც ქარს მოჰქსოვს, ქარიშხალს მიიღებს. ეს სიმღერა გამახსენდა რატომღაც

-თავხედი. - გავიფიქრე მე. და კიდევ ეღთხელ გამღიმარი მზერა ვესროლე. გამარჯვებული სახით მისმენდა,

რადგან იცოდა მიზანში მოარტყა სათქმელი.

-არ გინდა შენი თეორიები შენთვის შეინახო? - გესლით წამოვთქვი მე - წადი, ვინმე შეაბი ? და ეგებ მერე მაინც აღარ იფიქრო ჩემს უბადრუკ ცხოვრებაზე.

-აქაც კარგად ვგრძნობ თავს მითხრა და კიდევ ერთი ჭიქა შეუკვეთა.

მივხვდი ძალიან ვბრაზობდი, კამათიც უაზრობათ მეჩვენებოდა, მომენტალურად ავდექი და გასავლელისკენ გიჟივით გავარდი.ცივი ჰაერი სახეში დამეტაკა და ცოტა გონება მოვიკრიბე. მოპირდაპირე მხარეს გადავედი.

-ნამდვილი იდიოტია. - ისევ მასზე ვბრაზობდი ,მინდოდა ჩემი ხელით შუაზე გამეგლიჯა.

-არ მეგონა ბრძოლის ველს ასე უცებ თუ დატოვებდი .- მომესმა ისევ მისი გამარჯვება ნარევი  ხმა.

-ნუთუ არასდროს მომეშვება. - გავიფიქრე და შევცერდი. წამომეწია.

-რას დამდევ? - ვკითხე შეწუხებულმა.

-არ ვიცი - მხრები აიჩეჩა მან. -ვერ ვახერხებ რომ შეგეშვა.

-კიდეც გიკვირს ხომ ? –

-უკაცრავად?! - თვალები ლამის გადმომცვინდა ბრაზისგან

მომიახლოვდა . ალკოჰოლის მძაფრი სუნი მეცა და ცხვირი ავიბზუე. ერთი ნაბიჯი უკან დავიხიე და გამომცდელად ავათვალიერე.

-მთვრალი ხარ? - ვუთხარი მას.

-გამუდმებით ჩემს ირგვლივ ტრიალებ და ამავე დროს ჩემგან შორს ხარ. საშინლად ცივი და ამაყი ხარ. ინებებ და აგდებულად მესაუბრები და თან გესლს აფქვევ... და მაინც რა გინდა? - მითხრა მან და  წელზე ხელი მომხვია. მისკენ მიმიზიდა.

-ხელი გამიშვი. -ვუბრძანე მშვიდად -მთვრალი ხარ და არც კი იცი რას ლაპარაკობ.

-მინდა გაკოცო! - მისი სურვილი ამაყად გააჟღრა.

-არც კი იფიქრო - მთელი ძალით ვცადე თავის დახსნა. თუმცა მის სიძლიერეს ვერ ვაჯობე. მან კი,ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად   მისკენ მიმიზიდადა ტუჩებზე დაცხრა. ბაგე რაც შეეძლო მოვკუმე.რომ კოცნითვე არ მეპასუხა. ოდნავ ყურადღება როგორც კი მოადუნა. ხელი ვკარი და უხეშად მოვიშორე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

-თავხედი ხარ და საშინელი მექალთანე .- პირველად ვთქვი ხმამღლა , ის რასაც ამდეხანს გულში ვინახავდი.   გესლიანად შევცინე და იქაურობას განვშორდი.

მივაბიჯებდი და მისი ტუჩების ცეცხლს ახლაც ვგრძნობდი, მისი ცხელი სუნთქვის            ალი ახლაც ჰაერს მიზღუდავდა . ამდენი მოჭარბებული ფიქრებით გაგიჟების ზღვარზე      ვიყავი. რა.

-ის საკუთარ თავში დარწმუნებულია . თითქოს მიხვდა რომ მისმა ღიმილმა გული დამიფრთხო. გამიელვა გონებაში...

შაბათი დღე გათენდა . გვიან ავდექი და ქალაქგარეთ გადვწყვიტე წასვლა. ტაქსი გამოვიძახე და იმ შიმშვიდისკენ ავიღე გეზი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობდი თავს.

აქ ბავშობისას ბილის დავყავდი. ერთ საათში უკვე დანიშნულების  ადგილზე ვიყავი.დასვენების სეზონი რადგან არ იყო, ნომრის აღებაც არ გამჭირვებია. ოთახში ავედი, წყალი გადავივლე და ცხენების საჩიხისკენ გავსწიე.

აი ნებიერაც. სილამაზის განსახიერებაც გამიჩნდა  - ბილის ცხენია, რომელიც ჩემს შემდეგ მგონი ყველაზე ძლიერ უყვარდა. ცხენის ფერი ღია რძისფერია, სხეულზე კი ღია ყავისფერი ლაქები დასდევდა. ფაფარი აქეთ -იქით გადაჰყროდა. ისე ამაყად და მედიდურად იმზირებოდა, თითქოს მისი ფასი კარგად იცოდა.

თითქოს და მიცნო. დაიჭიხვინა და ფლოქვების ცემას მოჰყვა.მივუალერსე და საჯინიბოდან გამოვიყვანე.

-გამარჯობა ნებიერა -  წავჩურჩულე მე და ფაფარში ხელი ნაზად შევუცურე. გატრუნული შემომცქეროდა  მისი დიდრონი და ყორნისფერი თვალებით. რატომღაც სულ მეჩვენებოდა, რომ თვალები თითქოს და ცრემლიანი ჰქონდა.

ფეხით გავუყევით ტყისკენ მიმავალ ბილიკს. ჩემს შნაგან ხმას ჩაჩუმებას ვაიძულებდი და მინდოდა ყველაფერი ის დამემალა, რასაც ახლა ვგრძნობდი.

გული მაინც თუ მისკენ მიდიოდა?

თვალები თუკი მას მაინც ეძებდნენ? მისმა გარეგნობამ მომაჯადოვა, მან შვა ვნებისა და მიზიდულობის ქარცეცხლი. და ეს ჭკუიდან მშლიდა...

ჩემს ერთფეროვან და ცარიელ ცხოვრებას სწორედ ეს გრძნობა ცვლიდა.

-მისთვის ალბათ ერთ - ერთი შემდეგი გოგო ხარ! - მითხრა გონებამ. ცხენს სწრაფად მოვახტი გაშლილ ელზე გავაჭენე.

ნებიერამ თავი დაკარგა სილაღისგან. მიაპობდა   ქარს.

-მიდი, ნებიერა, წინ გაიჭრი - შევძახე მას . საოცარ ადრენალინს და უსაზღვრო სითავისუფლეს ვგრძნობდით ორთავე. გული მეუბნებოდა, ჭირვეულ ბედს მივნდობოდი. იცით მისით აღტაცებული უფრო ვიყავი, ვიდრე მოხიბლული.

ასეა ასე, ჩვენ თავს ჩვენვე ვაქცევთ შეყვარებულად. თუკი გონებას მისი შეძულება მკაცრად გადაეწყვიტა, გულისთვის დანებება არ იყო საუკეთესო გამოსავალი, რადგან ის იმ თავშესაფარს ეძებდა, სადაც თავს მშვიდად აგრძნობინებდნენ.

- წამოდი ვიფრინოთ! - ეუბნება გული დინება...

-წამოდი ყველაფერი დავივიწყოთ! თითქოს და მეუბნება დევიდი .

მე ნაბიჯს გადადგმა მეშინია. არ  მინდოდა ის დამეკარგა, ვინც ასე მეძვირფასებოდა.

დაღამდა. ირგლივ გრილმა სიომ მოუბერა. ცას ავხედე. მთვარეც დაღონებული და ფერმკვთალი იყო. რამდენიმე ხანში მნათობი ისევ ღრუბლებმა ჩაყლაპა.

-ჯობია დავწვე. გავიფიქრე მე. მამას შეტყობინება გავუგზავნე და ლოგინი გავშალე.

-ორი დღეც და თბილიში გაემგზავრები ელენა ვუთხარი ჩემს თავს. აქედან პირდაპირ

ლონდონში წავიდოდი. ელისი და ჩარლი იქ დამხვდებოდნენ.

 

 

-ყველაფერი რიგზეა. ჩარლიმ ღელვა შემატყო და ხელი ძლიერ ჩამჭიდა.

-იმაზე რთულია, ვიდრე წარმომედგინა, ვუთხარი, ჩარლს თბილისი მაშინებს, იმ მოგონებებს მიღვიძებს რასაც გამოვექეცი - გავხედე მას. ის უკვე ჩავლილი ამბავია, ახლა ყოველი საათი, დღე, გამოიყენე რაღაც ახლისთვის. თუნდაც სხვისი დახმარებით თუ მის გარეშე. -მირჩია ელისმა.

-ვცდილობ მთელი გულით, თუმცა ის ყველაფერი მაინც ჩემშია, თითქოს არაფრით მტოვებს. დემემ თითქოს სადღაც გადაინაცვალა, თუმცა სიკვდილით გამოწვეული სევდის მოშორებას ვერ ვახერხებ.

ამ ქალაქში ყველაფერი ის დავტოვე რაც ცხოვრების საშუალებას არ მაძლევდა. აქედან გავქრი და წავედი, სადაც შემეძლო რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო....

კარი გაიღო. დედაც გამოჩნდა. ცრემლით აღსავსე მზერით მიმზერდა  და ბოლოს გულში ჩამიკრა.

ჩვეულებრივ შემხვდნენ. როგორც სტუდენტ შვილს შეეფერება,რომელიც არდადეგებზე სახლში ბრუნდება. მათ დაძაბულ მზერას აღარ ვგრძნობდი და ეს შვებას მგვრიდა.

დაწვრილებით აღმაწერინეს ჩემი ჩვეულებრივი დღე,მართალია მე უფრო მეტი ცხოვრების უნარიანობა და სიმძაფრე შევძინე, რადგან ვიცოდი მათ ეს უფრო გაუხარდებიდათ.

ჩემს ოთახში შევედი. ისევ ისე ელაგა ჩემი ნივთები.  ძილი არაფრით მომეკარა. ავდექი და კარადის თავზე შემოდებული ყუთი ჩამოვიღე . ლოგინზე დავდე და თაცვი ავხადე.

-,, ეს ყუთი ჩემი პამდორაა .‘’ - გავიფიქრე მე.

... მაისური, სამაჯური, სურათები. ყავის ჭიქაც კი.ყველა ნივთი აქ იყო.

ისევ ძველი გრძნობა ვიგრძენი.

-ახლა ხომ წვიმს. ახლა ხომ ქარია.ისევ ჩამესმის შორიდან.

მთელი ღამეძილი არ მომეკარა.

მეორე დღეს ინათა თუ არა ტაქსი გამოვიძახე და რატისთან წავედი.

იმ სახეებს შეხვედრიხართ, რომელსაც ერთ დროს შიშით უფრთხოდი?ეს ყველაფერი შფოთვის მომტანი და მეტისმეტად ამაღელვებელია. სახეები ბრუნდებიან:

მისი დანახვა გამიხარდა. ,, თავიდანვე მასში მეგობარს უფრო ვჭვრეტდი, ვიდრე მამკაცს, რომელთანაც რაიმე სახის ურთიერთობა მექნებოდა. თუმცა ნეტა რა  მოხდებოდა რომ ერთმანეთისთვის ის ვყოფილიყავით, რაც სამუდამოდ დაგვაკავშირებდა.ამ შემთხებაში ჩვენი გზები აღარ აიხლარტებოდა ასე და ყველაფერს ლმობიერი დასასრული ექნებოდა. ის იცოცხლებდა, ჩვენ ერთად ვიქნებოდით, დევიდს კი ალბათ არასდროს გავიცნობდი.

მისი სწვდიანი თვალებს მოვკარი თვალი. ჩვენ ორს გვერგო ის იარები, რომელიც ღრმა იყო და მოუშუშებელი. მისთვის დემნა საუკეთესო მეგობარი იყო, თუმცა ბედის ირონიით, ამ საუკეთესოს ის შეუყვარდა ვინც რატის ეძვირფასებოდა. და მე რა გავაკეთე? უპატიებელი შეცდომა დაუშვი, როცა მის მაგივრად დემე ავირჩიე.

ახლა ჩემგან უარყოფილი იდგა და მელოდებოდა.

-როგორ ხარ? - მოუახლოვდი მე.

დაფიქრდა .

-რომ გითხრა კარგადო მოგატყუებ. მოდი მანქანაში ჩავჯდეთ და იქ ავიდეთ. - შემომხედა მან.

გული ტკივილით შემეკუმშა. ხმის ამოუღებლად ჩავჯექი მანქანაში და მთელი გზა ასე უხმოდ ვიყავით...

ირგვლივ გამეფებულმა სიჩუმემ მთელი სული ამიფორიაქა. ისიც დაძაბული მზერით სადღაც შორს იყურებოდა. გორაკს ფეხით აუყევით და აი, საფლავის ქვებიც გამოჩნდა.

სურათს თვალი გავუსწორე. გავქვავდი. ყინულის ქალად წამში ვიქეცი და ყველაფერი ისევ გაცოცხლდა.

-თავს ნუ შეიკავებ, - მომესმა რატის ბოხი ხმა ზურგიდან.საწყალი თვალებით გავხედე  და კვნესა აღმომხდა. დავიჩოქე , მიწას ხელით შევეხე. მღელვარებისგან გული საგულედან ამოვარდებაო - თითქოს.

რატი წამოდგა და მომიახლოვდა.

-ელენა მე გულწრფელობისთვის არასოდეს შეგიძულებ. შეგიძლია გულიდან ბოღმა გადმოანთხიო - მითხრა მან.

.-ამდენი ფიქრისგან ლამისაა თავი გამისკდეს... ფაქტებს ვერ ვეგუები. -ავხედე მას

ხელი მომხვია და წამომიყვანა.

-         იცი ჩვენი უბედურება ერთმანეთის ინდენტურია. შენ ის დაკარგე, მე შენ, მან კი აბსოლიტურად ყველაფერი. ფარ-ხმალი დავკარგეთ და ყველაფერთან შეგუება გადავწყვიტეთ.ეს იცი როგორ არის? თითქოს ძალა გამოგაცალეს და ის წაგართვეს ძალისმიერი გზით, რაც ყველაზე მეტად გწამდა... დანანებით თქვა რატიმ.

-         ცხოვრების მიმართ შიში გაგვიჩნდა - გამოხედა მან

-         არადა რა იქნებოდა მარტივად ყიფილიყო ყველაფერი...

-         ცამეღიმა გამწარებით.

-         ხომ  იცი იოლად არაფერი ხდება. ჩვენ მუდამ რაღაც გვაშორებდა, და არაფერი გამოგვდიოდა.- დაუფარავად ვუთხარი მას.

სახეზე ფითრმა გადაკრა . - ის შენ პირველივე ნახვისას შეგიყვარდა -თქვა და დემეს სურათს გახედა.

ეს ბედისწერა იყო. ვერაფრით დავთგურნეთ გრძნობა. ის ორივეს გვაქეზებდა, ყველაფერს გვავიწყებდა. არ ვიცოდი ასე - ცოტა დრო თუ გვქონდა, თორემ მასთან დუმილში დროს არ დავკარგავდი.

მიწას ჩაშტერებოდა რატი.

-         მაპატიე,- ვუჩურჩულე მე.

-         არაფერია.  - ხელი მომხვია და თავზე მაკოცა - უბრალოდ...ახლაც ისევ მძაფრია წარსული. როგორც მაშინ - მას დავაკვირდი. ვუმზერდი რატის და ვერ ვიჯერებდი რომ გარეგნული სახეცვლიიილება საოცრად გამხდარიყო და სახეზე მიტკლისფერი დაკრავდა . თითქოს მისთვის ეს სამყარო სულერთი ყოფილიყო ეს მისმ ა თვალებმა მითხრე.

გული მეტკინა. დემე წარმოვიდგინე მის ადგილას.

-ნეტა ცოცხალი ყოფილიყო, თუნდ ასეთ მდგომარეობაში.

- გავიფიქრე მე.

*****

-ლოცვა ღმერთთან საუბარია’’.-გამახსენდა ნათლიას სიტყვები.“იყავ ნება შენი ღმერთო’’ - ვთქვი  პირჯვარი გამოვისახე და ტაძარში შევედი.ირგვლივ სანთლებისა და სარკმეველის გამაბრუებელი სასიამოვნო სუნი ტრიალებდა, ნათლია მომიახლოვდა.

-  არაერთგზის შეიცანი, რომ ღმერთი მოწყალე და მომთმენია, არასოდეს ივიწყებს მის მიერ შექმნილ არსებას. - მითხრა დაბალი ხმით.

-  ამიტომაც შეგვიძლია დავბრუნდეთ მის წიაღში და ისევ თავისუფლად ვისუნთქოთ. - სიტყვა ჩავურთე მე.

-  ამას მართლა ფიქრობ? - მკითხა გაკვირვებით.

თავი დავიქნიე.

-         მამაო, შეძლებს ის ამ ყველაფერს გუმკლავდეს? - ვუმზერ და ვხვდები ძალიან ცუდად არის! –

-         ეჰ - ამოიოხრა მამომ - მთავარი რწმენაა, მასში ეს გრძნობა უნდა ღვიოდეს კელაპტრად,თითქოს ხან ვატყობ ფარ -ხმალს ყრის და ეს მაფიქრებს. ამიტომაც მოგიხმე აქ. შეძლო უნდა, რომ გაამხნევო.გსმენია იგავი ცხვრის ფარაზე?! იესოს 100ცხვარი ჰყავდა, გან არ დატოვებს 99 და იმ ერთის საძებნელად არ წავა უდაბნოში? იქამდე ივლის სანამ არ მოძებნის. ისიც გზააბნეულია ელენა. მისი გამოჯამრთელება უდიდესი სიხარული იქნება უფლისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ინანიებს და ცდილობს უკეთესი გახდეს.

,, შენ შეიყვარებ, სანამ შენ შეგიყვარებენ“ - ეს შექსპირისეული ფრაზა მიტრიალებდა მთელი დღე.

ნეტა საერთოდ ფიქრობდა  კი ჩემზე?  მის თვალთახედვას მოაკლდა ჩემი გაუჩინარება?

დევიდის მიმართ  გრძნობები აღელვებული მდინარე აღმოჩნდა.რომელიც ჩემს გულს მოასკდა და ჩემში ყველაფერი მოშალა.იმის აღმოჩენა რომ გამუდმებით მექცა მასზე ფიქრი პანიკაში მაგდებდა.

ადამიანური ალღოთი ვხვდებოდი, რომ ჩემი მისდამი ასეთი ამაღელვებელი გრძნობებით შეპყრობა დამღუპველი იყო.მაგრამ გული სულ მცირე სიფრთხილესაც არ იჩენდა მის მიმართ და ამ განცდებს  ისრუტავდა.ის ცდუნება იყო უკეთესი ცხოვრებისა და ამიტომაც დაიკავა გულში მისთვის განკუთვნილი ადგილი.

ტელეფონმა დარეკა:

-         ელენა - გაისმა მისი ხმა - ვიგრძენი ბედნიერების მსგავსმა გრძნობამ როგორ ერთიანად მომიცვა - ხმა არ ამომიღია.

-         მინდა პატიება გთხოვო. მართლა არ ვიცი იმ საღამოს რა მეტაკა, ალბათ შეუფერებლად ბევრი დავლიე-. მითხრა დევიდმა.

-         ჩემი ნომერი როგორ გაიგე? - ვკითხე მკაცრად, თუმცა გულს სასიამოვნო ტალღები პულსირებულად არტყამდა.

-         ელისმა მითხრა ,- ჩაილაპარაკა მან - მართლა ცუდად გამომივიდა - ისევ მოუბრუნდა ძველ თემას.

-         მაგაზე საუბარი არ მსურს. უამრავი საფიქრალი მაქვს.- წამებში გავღიზიანდი მე.

 

-არ ვაპირებდი ასე განვითარებულიყო ყველაფერი, მაგრამ რაღაც გრძნობა ჩემში ძალას იკრეფს, თუმცა უამრავი კითხვები მაწუხებს, ვიბნევი, შენც მაბნევ -

-         მე არაფერი გამიკეთებია - ვიმართლე თავი - მაგრამ გულში ხომ ვიცოდი, ის მეც  მითრთოლებდა თითვეულ ნერვებს  და მისგან თავს შორს ვერ ვიჭერდი..

-         ეს ხომ მაინც ხდება? ჩემთვის, შენთვის? - აქ კი ამას მნიშვნელობა? -მკითხა მან

-         არა არაფერი ხდება. ვუთხარი  მშიდა და ტელეფონი გავუთიშე.  წამლები მივიღე და დავწექი.

ცხადად ნანახის ჰგავდა ეს ზმანება.ისევ სულში ჩამწვდომი სიზმარი განმეორდა.არანაირი სისხლიანი ლაქები და  ტკივილნიანი  ეპიზოდები.

სულში ჩამწვდომ მელოდიას მივყვებოდი და დიდი მოლოდინით ვაგრძელებდი გზას... გამეღვიძა და მეწყინა რომ ეს ყველაფერი გაქრა.

რომ არა ჩემი იმპულსური და გიჟურად დაბადებული წამიერი იმპულსები,ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მოვახერხებდი ამ გრძნობების ინდეფიცირებას.

ამ გრძნობის მიმართ პრინციპული პასუხები არ გამაჩნდა. აღარ შემეძლო ჩემს ნათქვამ ურყევ გადაწყვეტილებებზე პასუხი ისევ მეგო.

ამ სამყაროდან გაქცევა უამრავჯერ მდომებია. სადაც არამიწიერისკენ მივილტვოდი. მე ჩემი სამყარო გამაჩნდა ცივი და მდუმარე, და საზღვრად მოვნახე  ,, სხვა ზეცა, სხვა დედამიწა.’’...

მაგრამ ახლა სხვა რამ აღმოვაჩინე - რაღაც უფრო ჰარმონიული და გამოუცნობი: იცით ეს რა იყო? როცა მეკობრე განძით სავსე სკივრს მიაგნებს დიდი ხნის ძებნის შემდეგ.პირველადი გაოგნების შემდეგ ჯერ ერთ ძვირფას ნივთს დასწვდება და გაოცებით იაზრებს მის სილამაზეს. თან უკვე სხვა ალმასისკენ აპარებს ხელს. რადგან რაღაც უფრო ძვირფასის აღმოჩენა სწადია. რადგან ცოტა უკვე აღარ აკმაყოფილებს. თითქოს მეც სხვა უფრო უკეთესი სამყარო აღმოვაჩინე, სადაც ჩემი წილი რაღაც ისევ იყო.

მეორე საღამოს ისევ ავედით მონასტერში ბერები ფაცი - ფუცით საქმობდნენ. რატი შორიდანვე დავინახე. შეშას ჩეხავდა , რომ შემამჩნია, საქმე შეწყვიტა და ჩემკენ წამოვიდა.

-         როგორ ხარ? - ვკითხე მას.

-                                არის დღეები როცა მიჭირს. ჭკუიდან გადავყავარ უაზრო ნდობას,მინდა აქედან გავიქცე, მაგრამ მახსენდება ადამიანები, რომლებსაც ჩემი იმედი აქვთ და ეს ისევ ძალას მაძლევს.- გამომხედა. ნუთუ ყველაფერი დავკარგეთ რაც ჩვენ შორის იყო?! - მკითხა სინანულით. -ეს როდის დაგვემართა? ვერც კი შევამჩნიე.

მთელი ძალისხმევა მოვიკრიბე რომ თვალებში შემეხედა.

-         შენ შეცდომა არ დაგიშვია - ეს მე შემიყვარდა; გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ავფეთქდი და გადაწყვეტილებები ერთმანეთის მოყოლებით ისე მივიღე, რომ ვერ გავიარე მტკივნეული  საკითხები ....- ვუთხარი მას.

არფერი მითხრა.

-         მაპატიე ცხოვრება რომ აგირიე - როგორღაც მოვახერხე და ყელში გაჩხერილი პური გადავყლაპე,

ხელი მხარზე შემახო და ჩვენ წინ აღმართულ მთებს გახედა.

-         მე ეს უკვე გადვლახე  და ვცდილობ დავივიწყო,-იქ როგორ ცხოვრობ? - დაინტერესდა ის.

დავიბენი -

- ტკივილს მისი ადგილი მოვუძებნე თითქოს .

-         ლამაზ ქალაქში ვარ. ვცდილობ ჩვეულებრივი ადამიანივით ვიცხოვრო, მაგრამ რამდენად გამომდის არ ვიცი. - ჩავიცინე მე.

-         დემეს სიკვდილმა გაგანადგურა . გიყურებდი და შენი სიშმაგე და სიკერპე მაშინებდა.ეს ორმაგად მტანჯავდა. რა იყო ის გრძნობა რამაც დემე აგარჩევინა? - მშვიდი ტონალობით მკითხა მან.

დავიბენი.

-         არაფერია, ეს უკვე გადავლახე,ის თქვი რასაც იმ წუთებში გრძნობდი - თითქოს დამაძალა მან.

-         გრძნობით აღვიჭურნე რამაც მძაფრად განმაცდევინა ტანჯვა, ცრემლი და ამასთანავე ბედნიერების სატყუარა აღმოჩნდა.

-         ჩაი მაშინ უნდა დალიო როცა უკვე გაგრილდება, რადგან ცხელი ჩაი მუდამ პირს გვითუთქავს. უცებ მოსული გრძნობა ჩემთვის ასეთი დარჩა .სწორედ, დრო არ მქონდა რაღაცეები გამეაზრებინა, თითქოს და რაღაც დოზით მცდარი გადაწყვეტილება წამებში მივიღე... ეს არ იყო ჩემთვის ნაკლებად მწველი გრძნობა, რომლის ალი ნელა გედება, პირიქით შეუცნობლათ და ჯიუტად წავედი მისკენ, თითქოს მსგავსი მსგავს შეხვდა და მის ალშიც აღმოვჩნდით.

-         ბრავო - ჩაიცინა მან, ახლა ერთი ღერი სიგარეტის მოწევისთვის იცი სიცოცხლეს დავთმობდი.. - გადმომხედა.აღმაცერად მან.

თავი უკმაყოფილოდ გავაქბნიე.

-         ვინმე არის შენს ცხოვრებაში? - მკითხა ისევ.

ვერაფრით ვიცრუებდი მასთან.

-         ვერაფერი გამიგია. - ცოტა ხანს ჩუმად ვიყავი. - არ ვიცი რა მემართება - გავიარ - გამოვიარე მე - ფაქტია ჩემს თავს რაღაც ტრიალებსა, მაგრამ მეშინია, არ ვიცი რა შევთავაზო, ხან მგონია რომ დემესთან ერთად დავმარხე ყველაფერი

-         რა ქვია? - მკითხა.

-         დევიდი -  გავწითლდი მე.

-         არ ვიცი, - შეფიქრიანებულმა თავი გააქნია - ცხოვრებას ვერ აიკრძალავ, რაღაც მაინც მოხდება. მე ის ვიცი , შენ მაინც ყველაფერს ისე გააკეტებ როგორც გინდა, - ძალიან ჯიუტი ხარ. გამომხედა ღიმილით  მან.-გონების მითითებებს არსდროს ემორჩილები - დაამატა მან.

-         კი ასეა. ეს ინგლისური სიჯიუტე ჩემში ზომაზე მეტად არის მოჭარბებული - ჩამეცინა მე.

შემომხედა.

-         ჩვენი სიჯიუტე რომ გვღუპავს ეს ხომ იცი? შემდეგ კი მთელ ცხოვრებას სინანულში ვატარებთ.საერთოდ არ ვიცნობ იმ ბიჭს: თუმცა ის გააკეთე რაც გულს უნდა.გაკვირვებით გავხედე.

ადამიანის ცნობიერებაში უამრავი უცნაური რამ გაფანტულა. უამრავი ნათელი და ბნელი მხარე გაგვაჩნია, ეს კი ჩვენ მთელ ცხოვრება ს განაპირობებს. ჩვენში განცდილი გრძნობები სამუდამოდ ილექება ჩვენს წიაღში.

მოწონება , სიყვარული, ტკივილი, ცრემლი, აღმაფრენა და სხვა მრავალი გრძნობები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრია.

რატის თვალები ამბობდნენ, გრძნობები არსად წასულან. შეხვედრილხართ ოდესმე მას ვის მიმართ განცდები გქონიათ? ზოგჯერ არჩევანში ვცდებით. შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ. ისინი საყვედურის გარეშე კიდევ მზად არიან მიგიღონ.

სიყვარული ყველა ადამიანისათვის მრავალმხრივია.თუმცა ჭეშმარიტი სიყვარულის აღქმა ცოტას თუ ძალუძს.

ხშირად სხვის სიყვარულს ვუარყოფთი, თუმცა მას  ვემადლიერებით, მოძღვნილი გრძნობისათვის .რატი თამაშგარედ ვაქციე,მაგრამ ის მაინს არ გაბოროტდა, ჩემთვის შურით არასდროს შემოუხედავს.

თითქოსდა რჩეულები არ არსებობდნენ - მაგრამ რატიმ შეძლო ეს მოეხერხებინა.

მისი გაცნობისთანავე ვიცოდი რომ ის ჩემთვის ყველაფრისთვის მზად იყო.

მის ერთ შემოხედვას შეეძლო თავი ქალღმერთად მეგრძნო, მაგრამ მე მაინც სხვა ავირჩიე. სწორედ ამიტომაც ვართ ადამიანები უცნაურები, განუმეორებელნი და უნიკალურები.გიჟურ და დამღუპველ ინსტიქტებს ავედევნებით, იმისკენ კი არ გავიხედავთ რაც ჩვენგან ერთი ხელის გაწვდენაზეა.

სიყვარული გრძნობაა და არა  თანაგრძნობა - გავიხსენე ეს ფრაზა.

-         ნუ გეცოდები. - ჩაიცინა მან. - მე შენს მიმართ ეგოისტი არ ვარ. შენი ბედნიერება გამახარებს. უპასუხო სიყვარული დიახაც მტანჯავს. ეს გრძნობა ჩემია.  ჩემი საკუთრებაა.შენ ვერ დამიშლი მიყვარდე... ის არ მინდა გამოვცადო რაც შენ გადაიტანე. - მთავარია იცოცხლო, ისუნთქო და იღიმებოდე.  მე ესეც მეყოფა.

პირდაღებული ვისმენდი. იმ წუთებში საკუთარი თავის მიმართ ზიზღი ვიგრძენი.

-         ნუ ტირი - მიბრძანა მან - თითქმის ამაყი იყავი, რომ ასე ვინმეს უყვარხარ, ასეთ გრძნობას ყველა კაცი როდი უძღვნის ქალს ,შენ კი რჩეული ხარ. მიჩურჩულა მან.

ჭირვეული ბედი ქილიკით ატუზულიყო ჩემს გვერდით და ახალ ახალი სიუპრიზებით მანებივრებდა ,რომ  და ქაოსს მიქმნიდა, ეს ისეთი მტკივნეული და აუტანელი იყო ჩემთვის მთელი გულით ვნატრობდი, სულ ოდნავი ნაპერწკალი აღმომეჩინა გულში რატის მიმართ, მთელი ცხოვრება მის სიყვარულს ვანაცვლებდი თავს,  და შევეცდებოდი ყველაფერს სახელი  დარქმეოდა. მაგრამ არა და არა, რამდენიც არუნდა  მეკიჟინა რატის სიყვარული ჩემი გულისთვის, მაინც  არაფერი გააჩნდა მის მიმართ. მითუმეტეს ახლა როცა ჩემს ნაცრისფერ სამყაროში უკვე დევიდი არსებობდა.

ასე უცნაურად,

ასე გაუაზრებლად,

ის უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო.

თითქოს მივაგენი და მასზე შევიშალე  და ვერაფრით შევძლებდი მის დათმობას. ვერ დავუშვებდი ამ გრძნობაზე უარი სიჯიუტის გამო მეთქვა. დრო გასულიყო მის დანახვაზე ფიქრები ისევ მას გადწვდებოდა და გული ტკივილით შემკუმშვოდა, რომ მის გვერდით არ ვიყავი.არ მსურდა  საკუთარ თავს ეთქვა, რომ: საჭირო დროს ზურგი იმ გრძნობას ვაქციე, რომელიც ჩემი ცხოვრების აზრი  უნდა გამხდარიყო. მე კი თურმე ამაზე უარი მითქვია ,ვიცოდი ამის გააზრება კიდევ ერთხელ მოკლავდა.

ცა მოიღრუბლა და ნაფლეთმა ღრუბლებმა სწრაფად  იწყეს სვლა . ცოტა ხანში მთვარეც ამოგორდა და სიჩუმემც დასადგურდ. დემესსიკვდილის შემდეგ ვფიქრობდ, ი რომ ამ უკიდეგანო სამყაროს მიჯნაზე გავიჭედე. მაშინ როცა რაღაცის დასარული უნდა მეხილა, სწორედ მაშინ უბრალოთ ყველაფერი გაჩერდა ჩემს ირგვლივ.

ბედმა დამცინა და მორჩა. ნისლში გავეხვიე და ის  სიყვარულის დეფიციტი დამრჩა. რაც ძალიან მჭირდებოდა უიმისიდ კი სამყარო ცარიელი მეჩვენებოდა. ყველაფერი ამიტომაც წამში შევიზიზღე, რადგან დარდი და სევდა მერგო .

ნათლიას ნახვა მეჩქარებოდა, რადგან ფრენა დღეს იყო. ბორცვებს მიღმა მანქანა გაჭირვებით მიიკვლევდა გზას. მეც თითქოს ბავშობაში დავბრუნდი წამით. ჩემს წინაშე მისივე ხელით შექმნილი სავანე გადაიშალა. ნათლიამ როგორც კი დამინახა დინჯი ნაბიჯებით ჩემსკენ გამოემართა. მომეხვია და გულში ჩამიკრა.

-         აქ ვარ. შენთან - ვუთხარი მას.

-         გხედავ და მიხარია. - მითხრა და უფრო მეტად ჩამიკრა გულში.

-         მინდა ისევ პატარა ვიყო და აქ დავრბოდე .-გავხედე მას.

-         ნუთუ იქაურ შენს ცხოვრებაში არავინ გამოჩნდა? - მკითხა მან.

არაფერი  ვუთხარი.

-         ელეონორა... მოთმინება დაკარგა თითქოს.

-         არის  და ის ძლიერ მაშფოთებს. აზრებს მირევს, რადგან ყველანაირად ცდილობს დამაბნიოს - ვთქვი გაჯავრებით.

-         მერე? - ჩამეკითხა ის.

-         არ ღირს ! არ მინდა! - რატომ ვბრაზობდი ვერ მივხდი.

-         და რატომაც არა - გაეცინა მას - ეს წარსული სადღაც უნდა მოისროლო, რომ არსებობა შეძლო. იცოცხლე ,ბედნიერება ეძებე ,შეიყვარე., შეცდომები დაუშვი. - მითხრა მან.

-         შეცდომები ხო? - გავხედე მას - ნუთუ მაკლდა აქამდე მათი დაშვება? - თავი ავწიე და თვალებში შევხედე.

-         და შენ? ოდესმე ვინმე გყვარებია? - ვკითხე მოულოდნელად.

დავინახე როგორ აუმღვრია ტკივილმა წამებში თვალები. ჩუმად იყო, მოგონებებში ფუთფუთებდა. თავი დაიმშვიდა  და გამომხედა.

-         ამას გეტყვი, რადგან მინდა თვალები უფრო მეტად აგეხილოს და დასკვნების გამოტანა არ გაგიწირდეს...

-         თავი დაუქნიე,- ამბის მოსმენს მოლოდინში.

-         ელეონორა. - ჩაიცინა მან - იცი რომ ეს სახელი მე დაგარქვი?

პირი გავაღე რაღაცის სათქმელად . მაგრამ მანიშნა ხელი არ შემეშალა ლაპარაკში. -  მე და მამაშენი ერთად ვსწავლობდით, განუყრელი მეგობრები ვიყავით. - აქ გაჩერდა .აზრებს აწყობდა მამაო.

-         იქ . სწორედ ინგლისში შევხვდი მას. ეს თქვა და თავი ასწია - მიყვარდა, ისე როგორც ოცი წლის ასაკში შეუძლია ბიჭს უყვარდეს გოგო. მთელი გულით და მგზნებარებით, გატაცებით და მთელი არსებით . ეს სიყვარული დიდი განძი იყო ჩემთვის. რადგან მასაც სწორედ ასევე ვუყვარდი.

-         და რა მოხდა? - ვეღარ მოვითმინე და წამოვიყვირე თითქმის. სუნთქვა გაუხშირდა და სანამ არ დაწყნარდა ვერაფერი მიპასუხა.

-         სიკვდილი.- ეს წაიჩურჩულა და სევდიანი თვალები მომაპყრო.

რაღაც ძალამ შემატორტმანა. რომ არ წავქცეულიყავი იქვე დავჯექი.

-         იმის გაგება უფრო გაგაკვირვებს, რომ ეს ქალი, მამიდაშენი ჰელენი იყო. - დაამატა მან.

თვალები ერთიანად გამიფართოვდა და მას შევხედე. ყბა ამიცახცახდა:

-         ო, ღმერთო. ესეიგი შენც იცი.შენც იგივე გამოიარე, -ავჩურჩულდი მე. - აი რატომ გესმოდა ასე ჩემი. მის წინაშე დავიხარე..

სახეზე მწარე ღიმილი დაეფინა. სხვა მხარეს გაიხედა, თვალებში აბჭყვიალებული ცრემლი რომ დაეფარა და ისევ განაგრძო:

-         იმ დღეს მითხრა რომ ორსულად იყო. მზად იყო ჩემთან ერთად მისი ქვეყნიდან შორს ეცხოვრა. გადაწყვიტა მისი ოჯახისათვის  ახალი ამბავი ჯერ მას ეთქვა. საჭესთან გულის შეტევა მოუვიდა...

-         ისევე როგორც მე - აღმომხდა  მე და ცივმა ოფლმა დამასხა.

-         ეს ისეთი დიდი ხნის წინ იყო, შენ დაბადებამდე. თითქმის არც ვახსენებთ ერთმანეთს ამ ამბავს.

-         აქამდე რატომ არ მითხარი. ბრაზი მომერია მე.

-         არასდროს გიკითხავს. გამომხედა მან  - ახლა მკითხე და მეც გიპასუხე. თავზე ნაზად ხელი გადამისვა.

-         შემდეგ ჩემთვის კოშმარი დადგა - განაგრძო ისევ - ყველაფერი ვივატოვე და თბილისში დავბრუნდი. ტკივილმა უკონტროლო, ლოთი და ნარკომანი გამხადა. ერთ დღეს მანქანას გიჟივით მივაქანებდი,გადამეწყვიტა თავი მომეკლა. ტყესთან მანქანა გავაჩერე იარაღი ავიღე და სიღრმეში შევედი. სასხლეტი მოვმართე...

ჩემს ყურთასმენას  რაღაცის გაფაჩუნების ხმა მისწვდა. იმ მხარეს გავიხედე საითაც ვიღაცას ველოდი...

წინ ამაყი და თვალებდახატული ირემი შემომცქეროდა საოცარი თვალებით.

ჩემი არ ეშინოდა. იდგა და თვალს არ მაშორებდა...

ასე არ ვიცი რამდენ ხანს გასტანა. თითქოს თვალებით მოვრიგდით. იარაღი დავუშვი და პირდაპირ მამათა მონასტერისკენ ავიღე გეზი. - თითქოს უფალმა მიხმო და გზა დამანახა. აქ ჩემს ტკივილს მალამო ვუპოვე. ვერც დრომ, ვერავითარმა ძალამ მისი ხსოვნა ვერ წაშალა. მე მასზე ვლოცულობ და ამით ბედნიერი ვარ.

მე გაუჩერებლივ ვკრუსუნებდი.

-         ამიტომაც შენც ძირს დაცემული უნდა წამოდგე.

მწუხარება დაივიწყო და ერთხელ მაინც უნდა იცხოვრო ისე, თითქოს შენი უკანასკნელი დღეაო.

ჯიუტად გაიძახი არ ღირს არაფერიო. არადა რამე სცადე? ეგებ არის მასში ის ღირებული რითაც ბედნიერებას ისევ მოიპოვებ - გამიღიმა მან.

-ის ჩემზე ძლიერია - გავხედე მას.

- არა. უბრალოდ დარდის განდობა უნდა ისწავლო. სიცივე შენი სხეულიდან განდევნო - იცი. თვალები გაუბრწყინდა მას. სახელი მე დაგარქვი. ჰელენა,ელენა  რაღაც ერთნაირად ჟღერდა .იმ დღიდან  თითქო და ჩემს შვილად ჩაგთვალე.

- უპასუხო კითხვებს შეეშვი და ცხოვრებას აედევნე ელეონორა.- მირჩია მან.

- რატიზე რას მეტყვი? ვკითხე დაძაბულად.

- დამიჯერე გადალახავს. ნელ - ნელა ხორცი სულს დაუთმობს ადგილს. ურწმუნოება რწმენას .უიმედობა იმედს. და ისიც დაადგება ჭეშმარიტ გზას. ნათლიას ვაკოცე და მანქანისაკენ წავედი.

- იმ ბიჭს ხშირად გაუღიმე - მომაძახა მან. შევტრიალდი ისევ მისკენ შევტრიალდი და მაგრად ჩავეხუტე.

 

გარეთ ისევ გაგიჟებით წვიმს.

ისევ ინგლისი. ისევ წვიმა . ისეწვ ნისლი.

ჩემს ცხოვრებაში მისი ყოფნა გადაუვალია. ეს შინაგანად ვირწმუნე, თორემ ღმერთმანი. სხვა შემთხვევაში ამ გრძნობას არ დავნებდებოდი. ეჭვები, შიში უკან იხევს და გულის სიბრიყვეს ვემორჩილები.მჯერა ბედნიერება ისევ არის ჩემს ფეხთით და  მხოლოდ  უნდა ავიღო.

ჩავთვალე რომ ცხოვრება თამაში, და მეც უნდა ავყოლოდი, ისიც კარგად ვიცოდი  ფსონს  დიდს ვდებთ,   თუმცა მიღირდა ...

მიღირდა ამ გრძნობისთვის.

ამ ყველაფერმა სული მშთაბერა. ძალა და შეუდრეკელობა შემმატა, თუკი დამჭირდებოდა ალბათ გმირობასაც ჩავიდენდი.

არჩევანი მე გავაკეთე. იმისკენ წავედი რაც ჩემ ცხოვრებას ფასს ადებდა. ეს იყო სიყვარული სიცოცხლესა და ადამიანისა, . ჩავაწვდეთ  მის არს,  გავუფრთხილდეთ , რადგან ღვთის ბოძებულია და იმიტომ. ყველა ამოსუნთქვა უნდა შევიგრძნოთ, ჩვენია და იმიტომ.

ბედი, იღბალი, კარმა არაფერ შუაშია. ყველაფერი შენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

წვიმის ხმა მახსოვს, ტყის ბილიკები და სიმწვანე. ისევ ვირაცას ვუღიმი და ფეხშიშველი შევიგრძნობ თითოეულ ,ფოთლისა და კენჭის სიმკვრივეს... ტყის ელფები სიმღერით მართობდნენ. უცებ ყველაფერი დაიკარგა. ტყემ სიმწვანე დაკარგა.

ცხოველებმა სიჩუმე შეკრეს.

რაც მთვარია სიმღერა შეწყდა.

ერთ დიდ ჭაობში წამში აღმოვჩნდი. აჩრდილიც გაქრა. ატირებსა ცოტა მიკლდა. მეშინოდა რომ აწი აღარაფერი გადამარჩენდა.

მოხდა საწაული და აჩრდილი ჩემთან მოვიდა. ო, ის სახე ადრეც მენახა, მისი სახე ამოვიცანი. თითქოს ჩემმა სულმა მისკენ სწრაფვა დაიწყო. სხეულის ის სიცოცხლე დაუბრუნდა რაც ასე აკლდა.

გამეღვიძა და სასწრაფოდ ჩემი დღიური მოვნახე და წერა დავიწყე:. ეს არჩევანი იყო წარსულსა და მომავალს შორის. ადრეც გავაკეთე არჩევანი თუმცა მასში შენ არ იყავი. ეს არჩევანია სიცოცხლესა და მდუმარებას შორის.მე იმ სიცოცხლეს ვირჩევ, სადაც სიყვარულია, ის ბედნიერება ვიგრძენი, რაც  თურმე დემეს სიკვდილის შემდეგ ასე დავხარბებოდი, და ახლა მინდა ყველაფერი ერთდ მივიღო. ამიტომაც მიჯობს შენს  მიმართ გრძნობები  ვაღიარო, იმ შფოთვარე გრძნობებს შევასხა ფრთები, რომელსაც შენ ჰბადებ. ჩემს თვალწინ ხარ. ამ ყველაფერმა ძლიერება შემმატა და მშიშარა ლომს აღარ ვგავარ.

დემესთან არაფერს ვნანობ! ის მიყვარდა,ტუმცა მისი გაქრობით გამოწვეულ ტკივილს უნდა გავქცეოდი, არ იყო ადვილი, მაგრამ ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა,თორემ სხვანაირადვერ გადავრჩებოდი .

სიყვარული დაღს სამუდამოდ გვასვამს,  დარდი მოაქვს. ღალატი, ბოროტება სიძულვილი მოსდევს,მაგრამ მისკენ უნდა წავიდეთ.

სამი დღე ისე გავიდა არც ზარი შემოსულა ტელეფონზე,არც სეტყობინება.

სახლში მარტო ყოფნა არ მსურდა ამ საღამოს.

ციოდა.

ელისის ნომერი ავკრიფე.

-         ელენა ვარ. სად ხარ?- ვკითხე მას.

-         ყველანი „-„ მეისის კაფეში ვართ-მითხრა მან.

შესვლისთანავე პირველი დევიიდი დავინახე, ერთადერთი იყო ვისაც ჩემი შესვლა არ შეუმჩნევია.ხელში მობილურს აწვალებდა.

ჩემმა მისალმებამ გამოაფხიზლა ერთი კი ამომხედა ისევ სხვა მხარეს გაიხედა.

მისი გამიკვირდა ვუცქერდი და თითქოს ვეღარ ვცნობდი. ვფიქრობდი:რომ ადამიანს წამში შეუძლიათ ტრანსფორმირება, სახე წამში იცვალეს და სულ სხვად იქცეს.

სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ყველაფერს ძნელად აღწევდა . ის რაც შეეძლო სხვას წუთებში გამოსვლოდა, მე დღეები მჭირდებოდა .

დევიდისკენ თვალი გავაპარე , თავი კიდევ უფრო ჩაექინდა და ფიქრებით  სხვაგან ქროდა.

წამოვდექი ელისს და იქ მყოფებს დავემშვიდობე გამოვედი და ფეხით გავუყევი ქუჩას. ყურსასმენი გავიკეთე.მუსიკის ჰანგებმა ერთიანად დამამშვიდა.

პარკში შევუხვიე,ღამიტ პატარა ხის ხიდი შორიდანვე მოჩანდა მოაჯირზე ფერადი ნათურები შეებათ.

ეს რკალისებრი ხიდი მომწონდა ხშირად ვჯდებოდი  და ქვემოთ და ოქროსფერ თევზებს გადავცქეროდი .წყალშიც ნათურები ჩაემონტაჟებინათ და თევზებიც ნაირფერად ციმციმებდნენ.

ტელეფონმა დაიზუზუნა მუსიკა გავთიშე და ვუპასუხე.

-         სად ხარ? მკაცრი ტონით მკითხა დევიდმა

-         პარკში ვუპასუხე მე , კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, თუმცა გაბმული ზარი გაისმა.

-უცნაურია გავიფიქრე მე და მუსიკა ჩავრთე კვლავ.

ათ წუთსაც არ გაევლო დავინახე ჩემსკენ  დინჯად და აუღელვებლად მოაბიჯებდა.უთქმელად დაიკავა ჩემ გვერდით ადგილი.ორივენი წყალში მოცურავე თევზებს ვაკვირდებოდით და ხმას არ ვიღებდით . გავიდა უხმო ოცი წუთი .

-         შენზე ბევრი ვიფიქრე, რაც მითხარი ..რომ....

-         არ ღირს ამ ამბავს შეეხო -ვურჩიე მე.

-         არა უნდა გითხრა -ჯიუტად გამომხედა მან - ბედნიერი არ გინდა რომ იყო? ცხოვრებისგან რაღაც კარგი დაინახო? სევდამ არ უნდა დაგძიროს, შემოქცერი და მგონია რომ სურვილები მასთან ერთად დაკარგე,- დანანებით გააქნია თავი.

-         შენ არაფერი იცი. ბრაზით გავხედე მას.

-         ვიცი,ვიცი, - ულმობლად მითხრა მან-შენ არაფერი გაგაჩნია, არც გული გაქვს, არც ოცნებები,

-         თავი ჩაღუნა - რაც გჭირს შენი თავის გარადა პასუხი არავის მოთხოვო იცოდე.

-         ეს ჩემი ტვირთია, კიდევ ვგრძნობ იმ ტკივილს, რომელიც უმიზეზოდ არ გაჩენილა. ამ ყველაფერს გულით ვატარებ.მომიახლოვდა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია. ღრმად ჩამხედა საოცარი მზერით :

-         არ მინდა ასეთ ცხოვრება გქონდეს. იმ დღეებს ხომ გადაურჩი,ახლა კი დაივიწყე, ამას შენზე უკეთ ვერავინ მოახერხებს.

-         ახლა... ყველაფერი სულერთია -ჩავილაპარაკე მან კი გაჩუმების ნიშნად ტუჩებზე ხელი დამადო.

-         უნდა გაბედო.-მითხრა და გულში ჩამიკრა. ქვასავით გავქვავდი .... რაღაც თბილი ვიგრძენი და მთელ ტანში გამცრა.ერთ აღიარებას ყველაფერი მირჩევნოდა,მაგრამ....

ასე ყოფნამ რამდენიმე წამს გასტანა. გონს მოვეგე და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე:

-         სახლში უნდა წავიდე.-ვუთხარი ჩუმი ხმით.

-         მოიცა გაგაცილებ ჩემსკენ გამოიწია-.ხელით ვანიშნე შეჩერებულიყო.

-         უბრალოდ დარჩი ,მარტო წავალ- ვთხოვე მას -ვუმზერდი და ვფიქრობდი , თითქოს დღესაც მოახერხა და  გულში არასწორად შეხორცებულ იარას ხელით შეეხო.ისევ გაამწვავა მდგომარეობა.

სახლისკენ ნელ- ნელა მივდიოდი. რაღაც უცნაურ  ღელვას ჩ ემი არსება დაიპყრო. თითქოს ადიდებული ზღვა ნაპირიდან  გადმოხეთქვას ლამობდა . გული კი თრთოდა.

კარი ჩემი გასარებით გავაღე ჰოლში როგორცკი შევედი ბილიმ შემომძახა:

-         დააგვიანე და მარტო ვჭამე -გამომხედა-კარგად გაერთე? -მკითხა მან.

-         მეტი რომ არ შეიძლება ისე - მწარედ ჩავიცინე მე.

-         მოხდა რამე?-მკითხა დაძაბულად.

-         არაფერია მამა . დავიღალე.-გავხედე მამას .ერთიანად საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი. ჰაერი აღარ მეყო და პირი უსაშველოდ დავაღე.მაგიდას დავეყრდნე რომ არ წავქცეულიყავი.

ბოლოს ბილის შეშინებულ მზერას მოვკარი თვალი.

მერე კი ყველაფერი ბუნდოვანი გახდა.

შორიდან ბილის ძახილი ჩამესმოდა. ისევ მოციმციმე წითელი და მოლურჯო შუქები.

-         ისევ მე მიხაროდა?! მოხდეს რაც მოსახდენია. გავიფიქრე და სიბნელეში შევაბიჯე უშიშრად.

 

სიკვდილზე უამრავჯელ მიფიქრია. განვიხილავდ მისი უარყოფით კუთხით. დადებითს არ ვამბობ-რადგან მას დადებითი არაფერი აქვს.

ის საშინელი  მეჩვენებოდა, თუმცა მისი  არ მეშინოდა ჩვენ ადამიანები ყვავილები ვართ ამ ქვეყანაზე, ზოგს ადრიანად მოგლეჯს ვიღაც, ზოგს კი ფესვი აქვს დაავადებული და ნელ - ნელა იტანჯება.აქედან ყველა მიდის. უბრალოდ წასვლას გააჩნია.

ჩემი ტვინი მაინც განაგრძობდა წიკწიკს.

-         ახლა ხომ ქარია - სულ აქვე ისე მიჩურჩულებს ხმა.

გული ამღერდეს ელენა  - ჩურჩულებს კვლავ.

გონს ნელ-ნელა მოვდიოდი. ხმებს ვარჩევდი.

-         რა ხდება როჯერ?ეკითხება ბილი ნერვიული ხმით.როჯეი კი დუმს .ეს დუმილი ცუდად მენიშნა.

-         ბოლოსდაბოლოს მითხარი.ყოველგვარი შელამაზების გარეშე - მოთმინება დაკარგა ბილიმ.

ექიმმა საუბარი დაიწყო, თუმცა ნაცნობმა ხმამ ისევ  შეაწყვეტინა საუბარი.

-         სად როგორ არის?- დევიდის ხმა შევიცანი..

-         ახლა სტაბილურად არის. მაგრამ ხომ იცი რომ ამ ყველაფერს ხშირი სტრესი და არასასურველი დათვირთვა აჩქარებს.

ჩემზე უკეთესად იცი რომ გულის სარქველი არ იხსნება ყველა სარქველს ააქვს კარადები,რომელიც გულის მუშაობის ყველა ციკლზე იღება, სისხლს ნორმასთან შედარებით ვიწრო ხვრელში უწევს გავლა, ამის გამო გულს უფრო დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა სისხლის გადასასროლად. მოგეხსენებათ ემოციურობის დროს გული სწრაფად იწყებს შეკუმშვას.

რის გამოც გულის კუნთს უფრო მეტი სისხლი უნდა, შესაბამისად ჟანგბადიც.. სისხლის გამტარიანობა არ ხერხდება.

-         როჯერ,-პირდაპირ თქვი-შეეხვეწა მამა.

-         ოპერაცია უნდა გავაკეთო -ელენა ჩემი პაციენტია.მისი პირველი შეტევის დღიდან მასზე ვზრუნავ, ჩემი მითითებების შესრულებას მკაცრად ვთხოვ.

თქვა ოპერაციაზე უარი, კარგი ბატონი-როგორც პაციენტი ვეცი პატივი.მაგრამ მოდი ყველაფერი მოახერხე როგორც მამამ და ოპერაციაზე დაითანხმე-თითქმის იყვირა როჯერმა.

-         არ დამთანხმდება ადრეც ვცადე ,განა მემეტება ამ დაწყევლილი მდგომარეობისთვის. ის ჯიუტი ახალგაზრდაა.

-         იქვე მდგარ სკამს ფეხი გაკრა ბილიმ - ეს წლებია გრძელდება,მაგრამ ისეთი  მაინც შეუვალია - ხმა ხმა აუკანკალდა ბილის.  დევიდი და როჯერი იცდიდნენ როდის გაუვლიდა ბოღმა როდის გადმოითანხმებდა ბილი.

გონება უფრო და უფრო მეხსნებოდა. თვალი რომ გავახილე ბნელოდა. ვიაზრე ღამე იყო. მარცხნივ გავიხედე.

-         როგორ ხარ? - მკითხა დევიდმმა.

თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე. პირი ერთიანად გამომშრობოდა.

-         მამა სად არის ? -გულში ჩარჩენილი საუბარი გამახსენდა....

-         მის კაბინეტშია. ძალით გავუშვი რომ ცოტა დაესვენა.-მითხრა მან.

-         გავიგე თუარა აქ მოვედი ბოდიში თუკი აგაღელვე -ხელი ხელზე დამადო მან.

-         შენი ბრალი არაფერია-დავამშვიდე ის -სული მაქვს დამსხვრეული,სევდა ჩამიტოვა მომხდარმა ამბებმა, ენ კი ამას უფრო მაგრძნობინებ და ეს მკლავს -ვუთხარი მშვიდად თვალები ჭყიტა.

ვუცქერდი მას და სიცოცხლე მწყუროდა მინდოდა ქუჩაში ბრიჯიდ ჯონსივით გაღიმებულს მევლო(საყვარელი სცენა კინო ფილმიდან)

სავარძელში ჩაჯდა და მხარი იცვალა.

სასიყვარულო თამაშები უკვე ჩემთვის დაწყებული იყო. ამიტომც მომბეზრდა ასე უცებ ძველი. გულსაც ვპატიობდი აღელვებას.

-         როჯერი შემოვიდა ოთახში.

-         ელუნა ხომ იცი როგორ მიყვარხარ.მაგრამ ახლა შენთან მკაცრი ვიქნები- გამაფრთხილა მან

-         შენს ჭკუაზე მედიცინა ვეღარ ივლის ეს მდგომარეობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ. ვცდილობ ვცდილობ ვაკონტროლო შენი ცხოვრებისეული განრიგი .კვება ,ფიზიკური აქტივობა,მაგრამ მე ჯადოქარი არ ვარ შენი ემოციები გავნსაზრვრო -მე გასუსული ვუსმენდი.

-         მე ვერ ვხდები, მომავალი ექიმისთვის როგორ არ არის გასაგები მოსალოდნელი საფრთხე. მისი მიზანშეწონილობა. უკვე არსებობს რისკები როგორც სარქვლის, ასევე პარკუჭის დაზიანების. მე ვამბობ რომ აუცილებლობაა გავაკეტო აორტის სარქვლის შენაცვლებითი ოპერაცია-მითხრა როჯერმა.

ადამიანები უცნაური არსებები ვართ, არჩევანის თავისუფლება გვაქვს ჩვენ კი იმას ვანიჭებთ უპირატესობას რაც უფრო იდუმალი და საორჭოფოა.

დევიდს გავხედე...

იცით მას როგორ აღვიქვამდი?! სიცოცხლის წყაროდ. მისი მზერა მამშვიდებს. ასეთ დროს ჩემი სიძლიერე უმაღლეს ნიშნობაზე ადიოდა...

ქურდი აღმოჩნდა რომელმაც ფიქრები მომპარა.

მირაჟი აღმოჩნდა რომელმაც მომაჯადოვა.

მკუნალიც აღმოჩნდა, რომლებიჩ რაღაც მაგიური ძალით მოახერხა და მტკინვეულ ჭრილობებს მალამო უპოვა.

დავუშვი აზრი რომ მეყვარებოდა წინასწარი გათვლების და დოგმების გარეშე.

ათასი ფიქრი მომდიოდა თავში.ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი და ყველაფერს უცნაური ელფერი დაკრავდა.

არსება,გული,გრძნობები ერთიანად თანხმდებოდა,რომ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა.

ჩემმა გონებამ ყველაფერი გაიაზრა და აღიქვა თავს გამარჯვებულად ვგრძნობდი, საკუთარ შესაძლებლობებს დავეუფლე და გავიაზრე ჩემი თითვეული გადაწყვეტილება.მივხდი რომ სიყვარული ვინმემ უნდა გასწავლოს,და მეც როგორც მორჩილი ბავშვი სწავლას დავიწყდები.

-         ოპერაციას გავიკეთებ გავხედე ბილის .... ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელი ძლიერად მომიჭირა.

-         დავგეგმო? -მკითხა მშვიდად

-         ცოტა დრო მჭირდება.სანამ აქამდე გავძელით ცოტასაც მოვითმენთ.გავხედე როჯერს.თავი დააქნია გამარჯვების ნიშნად.

სავადმყოფოდან სამი დღის შემდეგ დავბრუნდი დევიდი  სულ რამდენჯელმე ვნახე.

შაბათს დღეს გეგმურ შემოწმებაზე მიწევდა მისვლა... კლინიკაში მივედი და მამის კაბინეტისკენ  ავიღე გეზი,კარი გააღე და შევიჭყიტე, ხელით მანიშნა მომიცადეო და პაციენტტან საუბარი განაგრძო.

ვიღაცამ ჩამიარა,მხოლოდ მისი ზურგის დანახვა მოვასწარი,

მაგრამ მაინც ვიცანი. მოშორებით დადგა. ფურცლებს დაჰკირკიტებდა. შემდეგ კი რომელიღაც ოთახში გაუჩინარდა.ისე ისე რომ ვერც შემამჩნია.

ამასობაში მამაც გამოვიდა.სანდომიანი, ასე სამოცდაათ წელს მიღწეული მამაკაცი ახლდა.

-         გაიცანი ჩემი ქალიშვილი ელენა-:წარმადგინა მან

-         ეს დენიელ კინგსლია ჩემი მეგობარი.- გამაცნო ბილიმ.

-         მისტერ დანიელს ტომოგრაფიაზე უნდა გავყვე  ერტი საათი დამაგვიანდება. აქ დამელოდე რა? - მთხოვა ბილიმ.

-         კი კი დავეთანხმე იმწამსვე-გულში კი მიხაროდა ,რადგან შანსი მეძლეოდა დევიდი ისევ მენახა.

ხუთ წუთსაც არ გაევლო ის კარი გაიღო,სადაც ცოტა ხნის წინ დევიდი გაუჩინარდა. ჩემს მხარეს წამოვიდა შეუძლებელი იყო ჩემთვის გვერდი აერო, და აი როგორც იქნა შემამჩნია.

-         გამარჯობა- მომესალმა ის უკეთესად გამოიყურები შემათვალიერა თავისდან ფეხებამდე .

-         თავს მარიდებ?-ვეღარ მოვითმინე და ვკითხე

-         არა მეგონა პირიქით ჩემზე ბრაზობდი , ბოლო საუბრის გამო-გამომხედა მან - იმ დროს ზედმეტი მომივიდა

-         ვიცი არც მე ვარ ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი.ჩამეცინა მე , უბრალოდ მე ასეთი ვარ.

-         როგორი გულჩათხრობილი და ---უცნაურუ?- ჩაილაპარაკა მან. მამა დივინახე ჩვენსკენ მოდიოდა

-         უნდა წავიდე-ვუთხარი მე დ ჩანთას დავავლე ხელი. ხუთი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული დამიძახ.,მისკენ მივბრუნდი.

-         დაგირეკო?-მკითხა ღიმილით.ამოვისუნთქე.

-         კი-მივაძახე და ჩქარი ნაბიჯებით კიბეზე დავეშვი.

საღამოს ელისი მოვიდა ჩემთან. ვივახშმეთ და ტელევიზორს ვუყურებდით.გამოდმებით მობილურს ვუმზერდი,რადგან მნიშვნელოვან ზარს ველოდი.

-         ელენა უცებ მომიბრუნდა ელისი იცი მეგონა აქ აღარ დაბრუნდებოდი. რატის ბედნიერებას საკუთარს ანაცვლებდი და იქ დარჩებოდი  მისი ეჭვები გამანდო ბიძასვილმა.

-         შეცდი ჩემი უაზრო მსხვერპლშეწირვა არავის ჭირდება.ის შეიცვალა,იცის როგორ შეიძლება იცხოვროს, შეიგნო, რომ აუცილებლად უნდა გადარჩეს.

-         შენ საქციელი მაინც რთული გასაგებია ჩემთვის,-ფრთხილად შემაპარა ელისმა -მასთან დაბრუნებაზე როდესმე გიფიქრია?

-         ეს შეუძლებელია,ჩვენს შორის მუდამ დემნა იქნება . მე და რატის საერთო წარსული გვაქვს, რომელიც უნდა შევფუთოდ და სადღაც შევინახოთ.

-         გამიგია სიბრალული სიყვარულს ენათესავებაო.-სიტყვა ჩაერთო ელისმა.

-         არა სხვის ხარჯზე -შევუსწორე ელის, მე ვცდილობ ყველაფერს მისი ადგილი მივუჩინო.

-         ამას ვხედავ და ეს მახარებს - მითხრა ელისმა და გამიღიმა.მეც ჩამეღიმა.

ადამიანებს შეგვეძლო გარდასახვა აქამდე ვფიქრობდი რომ ძველზე მიჯაჭვული იმდენად ვიყავი, რომ რამის შეცვლა უაზრობა და ზედმეტი ჯაფის ხარჯვა მეგონა.

მე მაინც შევიცვალე. ახლა ზღვარს ვავლებდი წარსულისა და დღევანდელობას შორის, ვეღარ ვფარავდი იმას,რომ კვლავ ქალად ვგრძნობდი თავს.აფეთქება მჭირდებოდა. ადამიანური გრძნობების ცხოველური სიმძაფრე და ილუზიებით აღვსებაა  პირქუში აღარ მეჩვენებოდა საკუთარი თავი.  შიში?-მას ვეღარ ვგრძნობდი.

ელისი მალე წავიდა. წიგნით ხელში სავარძელში ვიჯექი.და დრო კითხვაში გამყავდა.ნეტა როდის დამირეკავს? ეს კითხვა მაწვალებდა.კიდევ ორი საათი გავიდა. ჩემმა მოთმინებამ უმაღლეს მოთმინებას მიაღწია. ტელეფონმა გაიხმაურა. სუნთქვა თანაბარი და რიტმული წამში გამიხდა.

-         ძვლივს მოვიცალე - დაღლილი ხმით მითხრა მან -კიდევ გაქვს სურვილი ერთად   გავისეირნოთ?-მკითხა მან.

-         პარკში გამოვალ-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.მივდიოდი და გონება მეუბნებოდა ,- უნდა მოვრიდებოდი,მაგრამ მე ჯიუტად  მისი ეპიცენტრისკენ მივიწევდი.

-         დღემ როგორ ჩაიარა -ვკითხე მე როგორც კი გადავკოცნე

-         ძალიან დატვირთული დღე იყო ,ძვლივს გამოვაღწიე კლინიკიდან-მითხრა და მოწყვეტილი დეშვა სკამზე.

-         შეხედე მთვარეს - მიმითითა მან და სიგარეტი ნებივრად გააბოლა-ის და მზე საუკეთთესო მეგობრები არიან,მართალია ერთი ზედმეტად ცივია . მეორე კი მეტისმეტად მწველი,მაგრამ ისენი მაინც ახერხებენ თანაარსებობას ათასწლეულების მანძილძე-ეს თქვა და მე გამომხედა სიცილი ამიტყდა.

-         როგორ ახერხებ ასე ასეთი საოცრებები ჩამოაყალიბო?

-         იციი მომწონს!-თავი დავიქნიე მე.მთვარე და მზე ხომ? ანუ? შენ ამბობ რომ -ხელი მისკენ გავიშვირე.

-         კი,კი-,იცინოდა ის -.მე მზე ვარ.

-         შენი აზრით , მე ყინული ვარ, ვკითხე მას.თავი დამიქნია.

-         იმ კვირაში მზიანი ამინდებია,ტბაზე ვაპირებ წასვლას. წამოხვალ?-ვუპასუხე მე. უცებ მისი მობილური აწკრიალდა. როგორც კი ეკრანს დახედა, სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა.

-         რა ? -უხეში ტონით უპასუხა .ზარს -რამდენიმე წუთიანი პაუზა გააკეთა -მერე დაამატა რომ საქმეზე იყო და საუბარიც დაასრულდა. ფეხით გავუყევით სახლისკენ მიმავალ გზას, საკმაოდ ციოდა. ზურგს უკან ვიღაცამ დევიდს დაუძახა:

-         დევიდ შენ? -შევტრიალდით ორივე.ჯულიენი იყო -მეგონა საქმეზე იყავი-ნერვიულად უთხრა გოგომ.

-         ჰა,თურმე ვის დაურეკია-მივხდი ზარის შინაარს. ჯულიენი ბრაზისგან წამოწითლებული იყო და  აღარ იცოდა რა ექნა.

-         ელენა სახლამდე უნდა მივაცილო-უთხრა მშვიდად დევიდმა და ზურგი აქცია.

-         დამირეკა - მოაძახაჯე ჯულიენმა . დევიდს გავხედე:

-         ანუ თქვენ?-ჩავეკითხე მე.

-         ისეთი არაფერია - მომიჭრა უცებვე დევიდმა. უჩუმრად გავაგრძელეთ გზა.

მივდიოდი და ვფიქრობდი, ოცნებას ვერასდროს დაამარცხებს ადამიანი. ვერ აღმოფხვრი წყეული გონებიდან, რადგან ის მუდამ შენთან არის, წამქეზებლად გეჩურჩულება და კვლავ გიტყუებს მასში. ჩვენ კი ყველაფერს შევწირავთ, რომ ამ ოცნებას  ფრთები შევასხათ.

-         იცი მთელი ეს დრეები თავს ვიტყუებდი რომ შენი ნახვა არ მინდოდა .-გამომხედა მან. არაფერი ვუთხარი. ანდა რა უნდა მეთქვა ?

-         ორივემ კარგად ვიცით ეს ურთიერთობა რაღაცა ახლოს მომტანია ან უნდა ვიმეგობროთ ან სულ უნდა ვიკამათოთ-შენ რას იტყვი
?მკითხა მან. ეშმაკურად.

-         მგონი სჯობს აღარ ვიჩხუბოთ -დავასკვენი მე. ვუმზერდი მას საკმარისი იყო ჩემს გვერდით ყოფილიყო, რომ მეც ვიცვლებოდი. ვგრძნობდი აღელვებას, სუნთქვის დამძიმებას და შინაგან თხრილვას.

-         უძულება ხშირად გტანჯავს?-სადღაციდან უცნაური კითხვა გამოჩხრიკა მან.

-         ასე მეტყობა. ჩამეცინა მე-თუმცა არის მასში დადებითი,

ღამე შემაყვარა, მთარე და ვარსკვლავები.

-         გეშინია?-ისევ უცნაური კითხვა.

-         კი. ამ ცხოვრებას დაზაფრული ვუმზერ .მაშინაც როცა ბედნიერი ვიყავი,შიში გამოდმებით მზდევდა თან, თურმე მართალი იყო ჩემი შფოთი.- აქ გავჩერდი და აღარ დავასრულე

-         და რა გაბედნიერებდა ? -გამიღიმა.

-         რა მაბედნიერებდა ო ღმერთო? -გონება დავძაბე მე წარსულში მოგონებები სწრაფად გადავქექე,ისევ გაცოცხლდა შემოდგომის წვიმიანი დღე. დემეს ღიმილმაც აქვე თვალწინ გამირბინა.

-         ელენა-დევიდის ხმამ გამომაფხიზლა-მითხარი -დაძაბული ხმით მითხრა.

ტუჩებზე ნამდვილად ვიკბინე. ნერწყვი გადავყლაპე .

საშინლად არ მინდოდა მასთან ტრაგიკული ქალი ვყოფილიყავი, ცრემლად დავღრილიყავი და დავლოდებოდი, თავზე ხელს როდის გადამისვამდა.

-         გული საშინლად მტკივა ამის გახსენებისას -ესღა ვუთხარი და ნაბიჯს ავუჩქარე.

 

 

შაბათ დილით ადრე გამეღვიძა , მეც გადავწყვიტე ელის და ჩარლის გავყოლოდი ტბაზე

ათ საათზე ჩემს სახლთან ორი მოზრდილი ჯიპი გაჩერდა.მე და ელისს დევიდის მანქანაში გვერგო ადგილი „რატომღაც“

-         იმედია შუა დღემდე ჩავალთ-.თქვა ელისმაა და ქურთუკი გაიხადა.ნოებრის თვის მიუხედავად ამინდი თბილი და მზიანი იყო .

-         ელის კარგად მოიფიქრე ტბაზე წასვლა. გახსოვს ადრე რამდენს დავდიოდით სალაშქროთ?ის დრო ძალიან კარგად მახსენდება თქვა დევიდმა.

-         ჩარლი სულ წუმპეში ვარდებოდა-ჩაიცინა ილისმა.

-         სარკეში დევიდმა გამომხედა და თვალი ჩამიკრა.

-         ჯულონი რატომ არ წამოვიდა? -იკითხა ელისმა.

-         პასუხის მოლოდინში ყური ვცქვიტე.ამ ორს შორის რაღაც სდებოდა, თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემეძლო.

-         შეეზარა - თქვა ქეითმა.

ერთისული მქონდა როდის ჩავიდოდით, ელის დაწვრილებით გამოვკითხავდი ყველაფერს მათურთიეთობაზე. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ქეითის და ქრისტინ ჯინგსლის ლაქლაქსვუგდებდი ყურს.ოთს საათში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით. როგორც კი მანქანიდან გადმოვედი ბუნებას გაოცებული მოვავლე თვალი.

-         ამ დიდ და ლივლივა ტბას ერთი მხრიდან ხეები ეკრა. მეორე მხრიდან  კი დიდი მინდორი. მინდორს იქეთ კი უზარმაზარი სასტუმროაღმართულიყო. გოდივის მოედნებით. ღია კაფეებით.

-         ულამზესია - აღმომხდა მე.

-         ვიცოდი მოგეწონებოდა. მითხრა ელისმა. დანარჩენებს ავედევნე. სასტუმროს ნომერები წინასწარ  დაეჯავშნათ. ამიტომაც მალე გავნაწილდით. წყალი გადავივლე. დაღლილობისგან  ფეხზე ძლივს ვიდექი.ელოს მივწერე, რომ ვიძინებდი...წამალი დავლიე დაეგრევე გავითიშე...

-         თვალი რომ გავახილე.თავდაპირველად ვერ მივხდი სად ვიყავი. თუმცა გონება დავძაბე, და ბუნება ამომიტივტივდა თავში. ფანჯარასთან მივედი, ირგვლივ ლამპიონები ენთო და ყველაფერი ჩახჩახებდა.

-         კარგა ხანს მძინებია  - გავიპიქრე მე.კარადიდან ჯინსი  და თბილი პულოვერი გამოვიღე და ქვევით ჩავედი.

ღია კაფეში ყველას ერთად მოეყარა თავი. მივუახლოვდი თუ არა დევიდი ჯელტმენს როგრც შეეფერება ფეხზე ფეხზე წამოდგა და სკამი შემომთავაზა. წაბლისფერი თმა გვერდზე საგულდაგულოდ გადაევარცხნა.ნაცრისფერი მაისური და ღია ფერის ჯინსი ეცვა.

-         რას დალევ? - მკითხა ჩარლიმ.

-         წვენს?- ვუთხარი მე.

-         დროა წავიდეთ - ფეხზე წამოდგა ჯასტინი. ამ----- თეატრში წარმოდგენა იწყება.

-         თქვენ წადით. წვენს დავლევ და მეც მოვალ - ვუთხარი მათ.დიდად არ მაინტერესებდა წარმოდგენა. აქაურობის დათვალიერების ინტერესი მკლავდა.მსურდა მსურდა აქავრობით დავმტკბარიყავი.

ავდექი და ნელ- ნელა გავუყევი ბილიკებს. ტბასთან მივედი.

-         ხომ მშვენიერია - მომესმა ნაცნობ ტონალობაში ნათქვამი სიტყვა. თავი დავაქნიე თანხმობის ნიშნად.

-         ელენა ვცდილობ ამოვიცნო. - მითხრა მან.

-         ეს რაში გჭირდება? - ვკითხე მე.

-         მაინტერესებს ამ სამყაროს როგორ აღიქვამ. მინდა ვიცოდე რას განიცდი. რაზე რეაგირებ ან საერთოდ რა გიხარია. ისეთი მინდა დაგინახო, რაც შენს მიღმა იმალება და სახეზე ხელი ჩამომისვა.

-         ბედნიერების ფორმულაზე რას იტყვი? - მკითხა. ჩემს  გაკვირვრბულ სახეს რომ წააწყდა არ შეიმჩნია და გააგრძელა

-         ჰო, ჰო ნუთუ ის არ გაგჩნია?

ასე გულიანა  კარგა ხანია არ გამცინებოდა.

-         კარგი რა, რა ფორმულა , რის ფორმულა ეს მირაჟია, ის არასდროს არის მუდმივი, ჩვენ უბრალოდ იმ ჰორმონებს ვგრძნობთ ჩვენში. რაც მხნებობის და ბედნიერების განცდას ბადებს. - ვუთხარი მე.

ორი წუთი მიმზირა, კიდევ რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა. მაგრამ თითქოს გადაიფიქრაო  და წავიდა. მე ჩემს ოთახში ავედი ,  ელისს ველოდი. როგორც კი მოვიდა სავარძელში ჩაჯდა ქანცგაწყვეტილი .ჯერ ათას თემას მოვედე. შემდეგ კი დიდი სიფრთხილით დევიდის და ჯულიენის ურთიერთობაზე ვკითხე , ვითომც ჭორიკნულად.

-         დევიდს მუდამ ყელზე ეკიდება , ერთ ორჯერ ერთდ გაიარეს მგონი. ვერაფერი გავიგე  ვერც მე.რატომ მეკითხები? - გამომხედა ელისმა.

-         არა, ისე. ამის წინათ მეც ერთდ  მოვკარი თვალი. ჯულიენი ჩვენთან ერთად რომ არ წამოვიდა გამიკვირდა. არადა მეგონა შეყვარებულები იყვნენ.

ელეის გაეცინა  და ხელი აიქნია.

-         ასეთი შეყვარებული დევიდს ათსი ყავს,თავიდან თითქოს შენც გაგეპრანჭა . ნიადაგი მოსინჯა . მაგრამ შენი მოხიბლვა არც ისე იოლია ბიძაშვილო - სიცილით გამომხედა ელისმა.

-         ხო, -  გავიკვირვე  ვითომ მე - არც კი შემიმჩნევია ჩემით თუ დაინტერესდა  - ვთქვი მე.

-         დამერწმუნე შენ ვერ შეამჩნევდი -მომიბრუნდა ის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამერწმუნეთ ამ  ცხოვრებაში  უფუნქციოთ დარჩენაზე უარესი არაფერია...დრო გადის,სამყარო ცვლილებებს ითხოვს შენ კი ვერაფერს ცვლი..ისინი  საკუთარ შეგრძნებებს ივიწყებეს,სიცარიელეს მიაპყრეს თვალი და გაირინდნენ...ეს კი დიდი შეცდომააა მათი მხრიდან.... სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი ფერები, შეგრძნებები,რომელიც გაგრძნობიებს რომ გარსემომყოფთა ნაწილი ხარ...

ეჭვიანობის მწარე სასმელს ნელა და ტანჯვით ვსვამდი,,მთელი არესება მომეწამლა და გულში სიბრაზე ღვიოდა.ისევ ეჭვებმა აჯობა სხვა დანარჩენს და ჩენს თავზე მომდიოდა ბრაზი.უამრავი მიზეზი გააჩნდა გონებას,რომ ამ გრძნობის აბსურდულობა მეღიარებინა,მაგრამ არ შემოძლო და მორჩა...-თუკი სასწაული მოხდებოდა და ერთად აღმოვჩნდებოდით,ის აუცილებლად თავისუფალი უნდა ყოფილიყო,;არავითარი სასიყვარულო სამკუთხედი-ვუბრძანე ჩემს თავს.

გული უფრო პროგრესულად მსჯელობდა,მას სჯეროდა ,რომ დევიდის მხრიდან ეს ურთიერთობა ფარსი იყო,ამას ჯულიენიც ხვდებოდა,თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენას,ერჩივნა დროებითი გოგო სტატუსით დაკმაყოფილებულიყო..ისევ ბრაზმა შემომიტია მათი ერთად წარმოდგენისას.ავდექი და შუქი ავანთე.ოთახში და გავიარ გამოვიარე.

-ის ჯიუტად თავს არ განებებს.-მიჩურჩულებს გონება-გაიძულებს მიგაჩვიოს,არარეალურ სამყაროში შეგიტყუოს,მასზე ფიქრები აკვიატებად გიქცია...მის  ღიმილს კი სატყუარად იყენებს.

გული არ აცლის და ეურჩება:

-თუკი ბედნიერება ისევ არსებობს განა ეს არ არის?ეს პირველ განცდილს არ ჰგავს.ეს იმასთან შედარებით უფრო სასწაულია მისი სიჩქარის ტრაექტორიით თუკი ვიმსჯელებთ  ის ძლიერი მრავალმხრივია.მინდა, მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი გაივლის  და ვიქნები უბრალო გოგო,წარსულის გარეშე.

ძილის შემდეგ  თვალს ვახელთ და ყოველდღიურ  ცხოვრებაში ვერთვებით ,არაკანონზომიერი და აუხსენი ფაქტებთან  პირისპირ აღმოვჩნდებით და ჩვენც დაუფიქრებლად ვეშვებით  ორომტრიალში ,ვიბძვით სურვილების ასასრულებლად,ვცდილობთ ბოლომდე დავიხარჯო,უკან მოვიხედავს და მერე გვიკვირს

-ღმერთო,საით წასულა ჩვენი ცხოვრება,?! და საით მიდის მართლაც უფსკულისკენ რომლის ბოლოს გადაჩეხვა  გველის თუ  სამოთხედ ქცეული სავანისკენ? სამწუხაროდ  ჩვენ გულთმისნები არ ვართ! ვარაუდების    ხარჯზე ვაგრძელებთ ცხოვრებას,რომ ინრეტესი დავიკმაყოფილოდ წინ რა მოგველის

მეორე  დღე  ადრე გამეღვიძა.სუსხი და სიცივე იგრძნობოდა.ნისლის სქელი ფენა  ისევ გაწოლილიყო მთის კალთებზე ..პროტესტის ნიშნად ადგომას არ ვაპირებდი,სქელი ფარდები ჩამოვაფარე და ისევ ლოგინში შევწექი...ტკბილი ძილიდან კარზე ატეხილმა ბრახუნმა გამომიყვანა.რა თქმა უნდა ელისის საქცილს ჰგავდა.

-გეყოფა ამდენი ძილი-დამიძახა მან,ათ წუთში ყველანი ქვევიტ ვიკრიბებით.

-ელის ამ სიცივეში ბუნებაში ხეტიალს არ ვაპირებ,-დავუყვირე მე და გვერდი ვიცვალე.

-ელენა სამუდამოდ გაგებუტები.-შევატყვე აღარ ხუმრობდა ის .სხვა გზა არ მქონდა ,ჩავიცვი ჩემს ფუმფულა ლოგინს შურით გავხედე და ქვევით ჩავედი.

აღარ ციოდა..,მზეს ემარჯვ ა და მისი სხივებით არემარე გაეთბო..იქვე მდგარ შეჯგუფებულ ახალგაზრდებს მივუახლოვდი.

-ყავა დალიე და გავედით-,ცოტა მოგაფხიზლებს-მითხრააა დევიდმა..ელისმა კი ზურგჩანთა მომაჩეჩა,ხმა არ ამომიღია  ისე დავადექით მთებისკენ მიმავალ გზას.

-რა გემართება?-წამომეწია დევიდი

-არაფერია, უბრალოდ მეძინება.არც ფეხით მხიბლავს სიარული და არც ეს ტალახი მეხატება  დიდად გულზე.

-რაღაც სხვა მიზეზებიც არებობს ხომ?ისევ ცივი და შეუვალი ხარ-გამომხედა მან.-

-ისე გამიკვირდა ჯულიენი აქ რომ არ წამოვიდა?-თითქოსდა ჩემთვის ჩავილაპარაკე და წინ გავაგრძელე ბუნების თვალიერება.

-ოხ,ეს ქალები-თავი გააქნია მან.-ახსნა განმარტებებს მთხოვ?- დაიტერესდა ის.

-სულაც არა.-რაც შეიძლება უდარდელად ვთქვი მე.

-ჩვენ  კარგად გვქონდა გააზრებული ამ ურთიერთობის არსი და არასოდეს  ვთხოვდით ზედმეტს ერთმანეთს.საუბარში ისე გავერთე ,ძირს არც კი დამიხედავს,ყრუ ტკაცანი გავიგე და ნაბიჯები ამერია,წანსაც არ გაევლო უკვე ძირს ვიყავი გართხმული,

-რამე დაიშავე ?-მკითხა დევიდმა ხავერდოვანი ხმით.

-არფერია ,ტალახით მოვიტხუპნე.-ეს რომ ვთქვი ელისმა და დანარჩენებმა გზა გაგრძელეს,უნდა გამომეცვალა.წამოდგომა ვცადე:

-ვაი!-წამოვიყვირე მე.

-რა მოხდა ?-შეშფოთებული ხმით იკითხა დევიდმა.

-აქ მტკივა,-დავიკვნესე მე-და ხელი კოჭთან დავიდე.ჩაიჩოქა და ფეხზე ხელი  ნაზად გადამისვა.

-უბრალო დაჭიმვაა-ამომხედა დევიდმა/-მოდი ახლა გამოიცვალე და გზა გავაგრძელოდ.

-აქ? -გარემოს თვალი მოვავლე.

- ხო,ხო აქ ,რომელიმე ხეს ამოეფარე,ბიძაშვილებმა დაგტოვეს ,ასე რომ მე უნდა მოგიარო.-ჩაიცინა მან.

ხეებს მოვეფარე და გაჭირვებით დავიწყე ჯერ გახდა,მერე კი ჩაცმა.როგორც კი დავასრულე ვანიშნე მოსულიყო.გას ნელ-ნელა გავუყევით, სიარული მიჩირდა და დევიდს ვეყრდნობოდი.

-შენთან ახლოს ყოფნა მომწონს.-მითხრა მან

-აბა ჩემს ფეხს ჰკითხე ეს დამღლელი გზა თუ მოწონს,?!-გამეღიმა მე.

-გტკივა?-შეწუხდა ის-ცოტა მოითმინე და აგიშვებს..-და ლამაზი სახე ჩემთან სულ ახლოს მოიტანა .ვუმზერდი კონტურულად შემოხაზულ სახეს და გონება მეფანტებოდა,..

-უკვე მეგონა დაიკარგეთ.-გამოგვძახა ელისმა  და მეც გამოვერკვიე.-სჯობს იჩქაროთ,თორემ უკანა  გზაზე დაგვაღამდება.

ამოვოიოხრე,

დევიდმა ხელი დამავლო და ჰაერში შემათამაშა,მის მკლავებში აღმოვჩნდი,

-დამსვი!-ვუთხარი მკაცრად

-ასე უფრო მალე მივალთ-ჩაილაპარაკა.

ულამაზესი მინდორი ბუმბერაზ მთებს შორის მოქცეულიყო.ემით აუწერელი სილამაზე იფრქვეოდა ირგვლივ.

უკან ,სატუმროში  სარამოს 9 საათზე დავბრუნდით.ყველანი დაღლილებიიყვნენ და დასასვენებლად განმატოვდნენ,მე შხაპი მივიღე და ქვევით,ჩავედი,გვიანი იყო და ყველა სადრაც გაკრეფილიყო,მხოლოს მომსახურე პერსონალი  განაგრძობდა ფუსფუს.

-ელენა როგორ ხარ?-ჩემს  სკამი გამოწია ჯულიენმა და  პირისპირ დამიჯდა.

-შენ?-გავიკვირმე მე-არ მეგონა აქ თუ იყავი?

-გავიგე უჩემოდ ერთობოდით და  მეც წამოვედი.-მრავალმნიშვნელოვნად გამომხედა მე.

-ეი შენ ,ელენა-უხეში ტონით მომართა მან-ვერაფერს გამომაპარებ.,.რატომღაც უბედური გამომეტყველებით დადიხარ და თან ცდილობ  ვიღაც -ვიღაცეებს   შეყვარებული  აართვა ცხვირ წინ.

-უფრო გასაგებად ილაპარაკე.-ვუბრძაბე მე,

-პირდაპირ გეტყვი,რომ არ მომწოხარ,გატყობ დევიდს ეპრაჭები,ისიც აგყვა თამასში..დამიჯერე ეს დროებითია.ზუსტად ის იყო ყინულის დედოფალს რომ გეძახდა ,მისთვის მიუწვდომელი  ქალი ხარ,ამიტომაც არ გაძლევს გასაქანს.შენს ისევე აღმოჩნდები რიგითი,როგორც სხვა დანარჩენი-ასე რომ წინ ნუ გადამიდგები-გამიღიმა მან და დამტოვა.

-ბედნიერებას გისურვებთ,-მივაძახე . მე

.ჩემი წყნარი ცხოვრება ისევ  მომენატრა.საათს  დავხედე.გვიანი იყო. სჯობდა ჩემს ოთახში ავსულიყავი.

 

მთელი ღამე  თეთრად გავათენე.

მაინც რა არის ჩვენი ცხოვრება?ღვთის მიერ ბოძებული სასწაული თუ ჭიდილი კეთილსა და ,ბოროტს შორის .ხშირად ისეთი გრძნობებით ვართ შეპყრობილნი რომ არ ვიცით რანი ვართან ან რა გვინდა,ამ სამყაროს მგლური კანონების ვერაფერი გაგვიგია და ვჭირვეულობთ,ხან ზედმეტადაც კი.პრეტენზია გვაქვს ბედნიერებეზე, თუმცა უმეტესად ჩვენივე გადაწყვეტილებით შანს ვართმევთ საკუთარ თავს,შემდეგ კი დარჩენილი ცხოვრება სინანული გვიპყრობს,-სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი რა მოხდებოდა?-ამ ფიქრებში გვსურს ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ვარიანტი  წარმოვიდგინოთ და ფიქრებში მაინც დავსახოთ მირაჟი. იცით ყველაზე მტკივნეული რა არის ადამიანისთვის??/აუხდენელი ოცნებები! რომლისთვისაც მზად ვიყავით ყველაფერი შეგვეწირა.დრო გადის და ვიაზრებთ ,რომ ის დრო არა და არა დადგა,რომელსაც ასე აღმაფრენით ველოდით.ოცნებები არსად მიდიან მაინც...ის მთელი ცხოვრება მაინც აქვეა,ჩვენთან რჩება  გონებაში, რადგამნ ჩვენს გარდა ვერავინ შეასხამს ფრთებს. ნეტა ვის ბრალდება აუხდენლობა ოცნებებისა? ისევ საკუთარ თავს მოვთხოვოთ პასუხები თუ გული დავიმშვიდოდ და ვთქვათ, რომ  ფორტუნამ წყალობის თვალით არ გადმოგვხედა.

ჩემი აზრით,ბედისწერასა და უსაზღვრო ადამიანურ შესაძლებლობებ შორის ჭიდილი   სამუდამოა,ამიტომაც მას ჩვენთვის ის ენანება,რაც ადამიანის ცხოვრებას სრულყოფილად აქცევს-ეს სიყვარულია.

ბევრი ვარიანტი განვიხილე,აქედან დილაადრიან როგორ წავსულიყავი.არჩევანი ჯონათანზე შევაჩერე,დავურეკე და ვთხოვე აქ ჩამოეკითხა.

მარტო დავრჩი?თავგანწირული ძალისხმევა  არაფერში გამომადგა?-ჩემს გულს ბევრჯერ ვუყვირე გაჩუმდი მეთქი,მაგრამ  ს უკვე მე აღარ მეკუთვნოდა..გრძნობებს გაცრეცვის საშვალებას არ აძლევდა ,რადგან თუკი ამასაც დაკარგავდა .მერე მთელი ცხოვრება მას ძებნას გადაჰყვებოდა.

ასე გაორდა ჩემი გრძნობა..

დილის ექვს სსაათზე უკვე ჰოლში  ვუცდიდი ჯონათანს,ჩემი აუხსნელი გაუჩინარებით, რომ არ შეშფოთებულიყვნენ,ელის კარის ქვეშ წერილი შევუცურე,,

მანქანაში როგორც კი ჩავჯექი  ამოვისუნთქე,

-ვინმემ გაწყენინა თუ რატომ დაგაწყვიტე დროზე ადრე წამოსვლა?-დაინტერდა ის...

-არაფერი მომხდარა,ამ ხმაურს ხომ იცი მიჩვეული არ ვარ, გადავიღალე.ეს არის და ეს.-მეტი აღარ გავაგრძელე,ვიცოდი მისთვის ჩემი გულისტკივილი რომ გამენდო, გაბრაზდებოდა,დევიდი დიდად ისედაც არ ეხატებოდა გულზე.-

-პირველი შენ გამახსენდი და დაგირეკე.-გავუღიმე.-

-მიხარია  რომ აქ ხარ.-გამომხედა მან.

ქალასი ისე ჩავედი ხმა არ ამომიღია,დანა პირს არ მიხსნიდა.სახლში არავინ დამხვდა,ბილის დავურეკე,აღმოჩნდა რომ საქმე გამოუჩნდა და ლონდონში წასულიყო.ჩემი ადრე დაბრუნება გაუკვირდა,მაგრამ მიზეზის მოფიქრება არ გამჭირვებია,სახლის საქმეებში დრო მალე გავიდადა მოსაღამოვდა.ტელევიზორთან დაღლილი  დავჯექი,აღარც მახსოვს ძილმა როდის წამიღო,კარზე ზარის ხმამ შემაკრთო.

-ალბათ ბილი დაბრუნდა,ვერ მოისვენა ,როცა სახლში მარტო ვეგულებოდი..-ავდექი და კარის გასაღებდა გავწიე,

კარი როგორც კი გავაღე მოულოდნელობისგან თვალები გამიფართოვდა

--შენ?აქ საიდან?-ვკითხე  გაოცებით.

-წამოვედი,რადგან შენ მოულოდნელ გაუჩინარებას ახსნა ვერ მოვუნახე.ასეთი რა მოხდა ელენა?-მკითხა დევიდმა.

-უბრალოდ  სახლში მინდოდა.-ვუთხარი მას,

- მატყუებ-ჩაილაპარაკა ბრაზით-მოდი ვილაპარაკოთ,-დაამატა მან’

-არფერზე მსურს საუბარი,დაღლილი ვარ-ეს ვუთხარი და კარის დაკეტვა ვცადე.მკვირცხლად კარს ფეხი დაუდო.მტკიცედ გადამეწყვიტა არ შემომეშვა და კარს მივაწექი,

-პრობლემებს ნუ მიქმნი.-გავძახე მე

-აქედან არ წავალ,სანამ არ ვილაპარაკებთ.ბილის აქ დავხვდები .ახსნა კი  შენ მოგიწევს-მითხრა მშვიდად.და იქვე კიბეზე ჩამოჯდააა.

აზრი აქ ქონდა  მასთან ჯიბრს,კარი ფართოდ გავაღე და ხელით ვანიშნე შემოსულიყო .პირდაპირ ბუხართან მდგარ სავარძელში ჩაჯდა.

-იცი?არ ხარ ადვილი ასატნი-მითხრ ა და სიგარეტს მოუკიდა

,-მართლა -წამოვიყვირე მე-მერე შემეშვი,ვითომ ძალით  გიჭერდე,-გავხედე მე ბრაზით.

-კიდევ ერთხელ,უკანასკნელად გეკითხები რა  მოხდა?-სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან უჭირდა უკვე,

აზრები დავაწყვე და გავხედე:

გუშინ სულელურ მდგომარეობაში შენ გამო არმოვჩნდი,ჯულიენი საიდაღაც გამოჩნდა და თავზე დამაცხრა,თქვენ ურთიერთობაში განძრახ ჩარევაში დამადანაშაულა.

-რააა?-წამოიძახა მან

-კიი,გამნაძღა,ამ სცენებისთვის არანაირად ვიყავი მზად-ჩავილაპარაკე ბრაზით.

-იჭვიანე?-/სიცილით მკითხა მან, .

- რა თქმა უნდა არა.-ურესად გავბრაზდი მე.-უბრალოდ მინდა რომ ჩემი სახელი შენთან ასე არ ასოციირდებოდეს,მე ნუ შემაწუხებთ,გასაგებია?—

-არ შეგეშვები ,რადგან მასთან არფერი მაქვს-ისევ მშვიდად ჩაილაპარაკა მან.

-ნუ ამიხსნი. -შევაჩერე ეგრევე- რადგან,ვატყობდი წყობილებიდან გამოვდიოდი,-მაინც რა გინდა დევიდ?რატომ ცდილობ ყველაფერი აურიო,ის მოზაიკა დაანგრიო ,რის აწყობასაც სამი წელი მოვუნდი

-და ეს მოზაიაკა?, ეს ყველაფერი მოგწონს? -შემომიბრუნდა ის.

 

-მომწონს?არა  მომწონს რა მნიშვნელონა აქვს.ეს ჩემი ცხოვრებებაა.-ასე ვერ ავდგები და მოვიშორებ ნაგავში.შენ კი..-აქ მას გავხედე-უბრალოდ გაჩერდი,-ვთხოვე მას.

-არ გავჩერდები-ჯიუტა დ მითხა და გვერდით მომიჯდა.მე პასუხები მ ჩირდება.

-შენ სასწაული გჭირდება-დავუზუსტე მე - შემომხედე ისევ იმ უჩინარ ჭრილობებს ვერ ვიხორცებ .შენ კი  ჩემში იმ ქალს ეძებ,რომელთანაც გაერთობი და სათამაშოდ გაიხდი.

-რას ამბობ?-ვერ მიმიხვდა ნათქვამს.

-შენ მე მათთან მიგდებდი და დამცინოდი.ეს ჯულიენმა მითხრა--

-ეს სიცრუეა-იმხელაზე იღრიალა,რომ შეშინებულმა უკან დავიხიე.-აი თურმე რა იყო ამ ყველაფრის თავი და თავი,ეს საიდან მოჩმახა? შენც მეამიტი ხარ და ეგრევე დაიჯერე ხო?ამიტომაც თითქოსდა ძალით ანადგურებ ყველაფერს.-ეს მითხრა და კარი გაიჯახუნა,

ბედნიერება სადღაც მიიპარება,,

ერთმა კვირამ სრულ მდუმარებასი გავიდა,არავითარი შჰეტყობინება,არავითარი ზარი,,

ღამეა,ირგვლივ სიბნელე დასადგურებულა,ათასი კითხვა,პასუხი მაწუხებს.ყველაფრის მიუხედავად მიყვარხარ. ასე მარტივად და უბრალოდ,’.ეს გრძნობა წრფელია?იკითხავთ თქვენ .ჩემი ცრემლების დანახვისას ვხვდები,რომ ასეა,ამიტომაც მტკივა ალბათ ასე.ახლა სითამამის ის გამოვლინება მაქვს,როცა შემიძლიაა უამრავი რამ გითხრა.

გაქრი?!ყველაფრის მიუხედავად,ჩემს სამყაროში მაინც არსებობ,ამ მოსაწყენ და ზედმეტად დრამატიზმით აღსავსე რეალობაში შენი არსებობა ყველაფერს ცვლის,..განა სიყვარული კვდება?გეტყვით, რომ არა. უბრალოდ სახეს იცვლის და ახლიდან იბადება,ამიტომაც ვირწმუნე ეს არარეალური გრძნობა შენდამი.-ახლა არ მინდა სამყარო სადაც შენ არ იქნები.არ ვიცი სად ხარ ან რას ფიქრობ.ესეც ძნელი ასატანია იცოდე.

ყველაფრის მიუხედავად საშინელ  გრძნობებს ვატარებ გულით,ნეტა შენც გაქრები.?!ეს კითხვა  მაწვალებს მუდამ.არადა თურმე შეუცნობლად გეძებდი მთელი ცხოვრება,ახლა კი როცა ჩემსთან ხარ, შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ,ვიცი ჩემი ხასიათი გაბნევს და შეცდომაში შეყავხარ,მაგრამ ჩემი გაგებაც უნდა ისწავლო.

მე შენ გამო ბედნიერი ვარ და მსურს,ის სიციცხლე გიზგიზებს ჩემში,რომლის ალი მწვავს და  მთელ სხეულს ედება.ამიტომაცა,არასდროს დამტოვო,ყველაფერზე თვალს ვხუჭავ დ აუბრალოდ აღტაცებულ ქალს ვემსგავსები.

.ღამით ისევ სიზმრებმა გამაწვალეს

.წარსულის ნაგლეჯები ისევ  შეიკრა და აუტანელი უსუსურობის განცდა  დამეუფლა.არანორმალური სისწრაფით იცვლება კადრები.

შეშინებულს გამოღვიძა...მთვარეც ნისლში ჩაძირულიყო.ისიც სევდიანი მოსჩანდა...არც ვარსკვლავები,არც განსაკუთრებული სიკაშკაშე.უღიმღამოდ ანათებდა,მარტო და ეული.

ასეა ჩაგითრევს ,მის მარწუხებში მოგიქცევს და და ცდილობს მისი ცივი,სუსხიანი ხელებით გულში ჩაგიკრას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა