I ტური (2020)
შემდეგი ცხოვრება


ამბავი ასეთია:
ყოველი დღე, ოცნებების ქალაქის დროით 22 საათსა და 33 წუთზე

ძალოვნის ძარღვებში სისხლი უკუღმა იწყებს სვლას.

სადაც ქარები ზეციდან წყდებიან, სადაც მდინარეები ჩერდებიან...

და როცა ანნუშკა გაებუტა და დილით ალიონზე გაეპარა,

მხოლოდ გალათას კოშკზე იპოვა.

იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძალოვანი 33 წლის იყო,

იქ - გალათას ხიდიდან შორით ბედი ჩანდა...
გულების ამბავი.
#შემდეგიცხოვრება

 

თავი I

ანნას წერილი კონსტანტინეს

დიდი შუადღე დადგა.

"საგნებმა თავიანთი ლანდები დაკარგეს", როდესაც კურიერმა  "საიდუმლო"  წერილი, ნომრით - 22/33  მოიტანა:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსს, - კონსტანტინე ნიკოლაძეს

 

 

ბატონო კონსტანტინე,

 

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი შემთხვევითი  (თარიღი დაუზუსტებელია)  გაცნობისთვის.

არ დამავიწყდება თქვენი გაფართოებული და სიამოვნებისგან გაოცებული თვალები, თითქოს ჰაერთან რომ შევიდა რეაქციაში და გაფოსფორდა.

ქიმიკოსი რომ ვიყო, ალბათ სპეციალურ ცდებს  ჩავატარებდი ფოსფორის  სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შესახებ და მერე დისერტაციას დავიცავდი. საინტერესოა, როგორ იწერება ის ფორმულა,  თითოეულ, ინდივიდუალურ სხეულში რომ არის და მსოფლიოს ექვს მილიარდ კაცში, სხვა - ასევე ერთ ინდივიდუალურ სხეულში არსებული ერთადერთი უნიკალური ხერხი  რომ ამოხსნის.

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ მე ქიმიკოსი არ ვარ, ბატონო ძალოვანო, მსახიობი ვარ და თანაც თეატრის (მხოლოდ პუბლიკისა გამეგება.) ამიტომ ჯობს, ისევ ჩემს სცენას მივხედო. უბრალოდ ერთი განსაკუთრებული თხოვნა მაქვს,  დღეის ამას იქეთ თქვენს თვალებს ფოსფორებად მოვიხსენიებ. (ხომ ძალიან გიყვართ ხელშეკრულებები?  განმარტებათა  ნაწილში  -  "ქვემორე ხსენებული, როგორც "ფოსფორი" - იქნება თქვენი მთავარი ძალაუფლება.) ამასთანავე დავარღვევ ყველანაირ სუბორდინაციას და  მოგმართავთ შენობით, ჩემო უძვირფასესო თანამდებობის პირო.

მე ბევრი თაყვანისმცემელი მყავს.

ხმამაღალ განცხადებაში ნუ ჩამომართმევ, ხომ იცი, სიმართლის თქმა მიყვარს  - ყოველთვის.  მართალია, ჩემთვის ეს სიტყვა მხოლოდ სიტყვად რჩება, იმიტომ რომ მაგათი  ნაცემი თაყვანი მე არსად მინახავს. საბოლოოდ მხოლოდ სახელს და გვარს მიტოვებენ და იმასაც გატეხილს. თუმცა, ახლა ამას არა აქვს მნიშვნელობა. ბოლო დროს სიცივემ დამრია ხელი, ძვლებში მამტვრევდა. სიცივის ყველაზე მეტად მეშინია და ამ თემაზე ლაპარაკიც ამავე შიშით მიმძიმს. მგონია, კაცობრიობის გამყინვარებაა დაწყებული და სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე. თუმცა, ამ შიშების დროს ღმერთი უცბად კარს შემოაღებს და მეუბნება აქ ვარო.  სწორედ ასე მომაკითხა, როდესაც სამმართველოში პირველად გნახე და ფოსფორებმა (როგორც ტერმინზე შევთანხმდით,) დაკარგული შვილივით მიპოვეს.

მერე რა, რომ სულ თვალწინ მყავხარ, მერე რა, რომ ელოდები, როდის დაღამდება, გათენდება და დამინახავ,  ჩემი შეგრძნებები იმდენად დიდი და დაუძლეველია,  ოფიციალური წერილის ფორმაც კი სავსებით არასერიოზულია მისთვის.  ახლა ვფიქრობ, კოსმოსში ხომ არ მიდის ვინმე ამ დღეებში, აუდიო ჩანაწერი რომ გავატანო და იქედან გააჟღეროს.  ხომ იცი, რაც უფრო ახლოს მოდის ბედნიერება, ეს მწვავე  სურვილებიც  მით უფრო გვეჩვევა და არ გვტოვებს. სურვილები  ურთიერთგაზიარების,  გაყოყოჩების, წამხედურობის...  სიყვარულსაც ვბაძავთ და უსიყვარულობასაც.  სიყვარულით სავსე ცხოვრებას შევნატრით. თუ ვინმეს მსგავსი რამ გააჩნია, მისი გამეორების სურვილით თითქმის ავად ვხდებით. ამასაც წამხედურობა ქვია?...

უსიყვარულობაც სანატრელია ზოგჯერ.  დაუფასებელი გრძნობები, უპასუხოდ ამოხეთქილი ვნებები რომ დაგვიჭამს სხეულს - აი, სწორედ მაშინ. საბოლოოდ ვეღარ ვიგებთ, რა არის ჩვენი წამალი.  მხოლოდ საკუთარ ქვეცნობიერს უნდა დავუმეგობრდეთ,  ალბათ და შინაური გავხდეთ მისთვის. გაუფრთხილებლად რომ ვესტუმროთ შინ და ყავით გაგვიმასპინძლდეს...

ისევ ყავა... იქნებ ჩაი ჯობდეს... ჩაი სტამბოლში. ჩაიხანებში. გამოყვანილი  ჭიქებით და ნატეხი შაქრით.  არ ვიცი, ამ ცოტა ხანში მოვასწარი და გითხარი თუ არა, რომ ეს ქალაქი ოცნებაა ჩემი. შენთან ერთად მინდა სტამბოლში. მხოლოდ ჩვენ ორნი... იქ სიარული მინდა მიხაროდეს. სტიმული მადგმევინებდეს ყოველ  ნაბიჯს, რომლითაც თითქმის უკვე გაზეპირებულ (მოკირწყლულ) ქუჩებს დავფარავ და დავივლი.

წამიყვან?...

მინდა, იგივე წამხედურობის შეგრძნებით მივბაძო იქაურ აღმოსავლურ კულტურას და მოვიქცე მათსავით.

ალბათ, იმიტომ რომ ჩემს მიერ გამოგონილ ინდივიდუალურ ცხოვრებას (რომელიც არასოდეს არავისას არ ჰგავდა,) თვითონვე ვეღარ მოვერგე.  თვითონვე ზედმეტი აღმოვჩნდი მისთვის. და ახლა მხოლოდ იმასღა ვცდილობ, საკუთარი ხელით აშენებული ციხიდან გავიქცე.

ახლა ასეთი საუბრით ტყუილის თქმა გამომდის, რადგან  ამ მდგომარეობაში, სანამ სამმართველოში ფეხს შემოვდგამდი და დაგინახავდი მანამ ვიყავი. არა და წესით  იქ არც უნდა მენახე. როდესაც ფოსფორები ჩემში ჩაიღვარნენ, მაშინ უკვე სხვა ცხოვრება დავიწყე. წმინდა წერილი ხარ ჩემთვის სააქაო და ყოველი კითხვისას სული მიცახცახებს. ოღონდაც, არ მითხრა, სახელები სხვამაც დამარქვაო, გთხოვ... სახე დამანახე.  გამათავისუფლე...  შენი დანახვით უზენაესმა ჩემთან კარი შემოაღო და მოვიდა.  და  მეც მუხლი მეკვეთება ისე - მთელი არსებით მინდა შევიგრძნო,  ისე - ჩემთან არის. ისე - შენთან არის. ისე  -  ჩვენთან არის...  მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ. არც ის ვიცი, ჩემი იქნები, თუ სხვისი. მე იმისთვის ვიტარებ მადლიერების ხარაკირს, რომ გაგიცანი, გნახე და ხარ.

წავიდეთ სტამბოლში. თუნდაც ორი დღით... წამიყვანე.  შენი დაძაბული სამუშაო კვირის ბოლოს გადავფრინდეთ და კვირას ღამით დავბრუნდეთ. კონსტანტინეპოლის ქუჩები ნელი სვლით დავიაროთ შაბათ-კვირას. არა ისე, რომ რაიმე მოსასწრები გვქონდეს, არამედ ისე, რომ ყველა ქუჩის ხმას გულდასმით მოვუსმინოთ, სადაც კი გავივლით. (ჩაი ბავშვობის მერე არ დამილევია. მითუმეტეს შაქრით, მაგრამ)  გზად ჩაი-ხანაში ჩაი დავლიოთ, ან ყავა. იქაური სურნელით.  აი, ჩვენს მშობლებს რომ სოხუმის "მანეთიანი" ყავა ენატრებათ, ისეთი...  ქვიშაში მოდუღებული...

იქ  კი  უფრო დაწვრილებით მოგიყვები, როგორ შემიყვარდი.  მე ხომ არაფერი მომიყოლია შენზე..  საუბარი ბლომად მომიწევს. გული მეუბნება ასე...  მომიწევს მოყოლა, როგორი მშობლიური ხარ ჩემთვის. რომ ცხოვრებაში პირველად გავიგე, რა არის კაცის სურნელი, რომ მავიწყდება მაგ ფოსფორების უკან სხვა სამყარო თუ არსებობს. რომ სიცოცხლის ოცდა ორი წლის სავალზე პირველად დავდექი ფაქტის წინაშე - ჯიუტი ფაქტის - რომ მზად ვარ, ნებისმიერი სისულელე მოვიმოქმედო, ოღონდ კი დაგინახო. ოღონდ კი შეგეხო. ოღონდ კი დაგელაპარაკო. ჯიუტი  ფაქტის -  რომ შენს გამო დაუფიქრებლად შემიძლია გადავდგა ნებისმიერი (ვიღაცისთვის მართებული , თუ არამართებული) ნაბიჯი. თუმცა, ისიც ნაკლებად მაინტერესებს, ვინ რას - როგორ თვლის.

"დაე ილაპარაკონ" ! ...

ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ ამ სამყაროში და მეტი არავინ. უფრო სწორად რომ ვთქვა, სამყარო შენით განისაზღვრება და მერე ხდება სხვა ყველაფერი,  დანარჩენი. ასეთი რამ არასოდეს შემმთხვევია... მქონია ათასგვარი  ვნებათა ღელვა,  ათასი ახირება.  ბევრჯერ დათმობებზეც წავსულვარ. თუმცა,  ყოველი დათმობა საკუთარ თავში წამოწყებულ პროტესტზე გამარჯვება იყო და ეს გამარჯვება საბოლოოდ თვითონვე მწამლავდა. შენთან მე არ ვიცი, რა უნდა დავთმო, ან არ დავთმო. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც წინდაუხედავად შემიძლია საკუთარი თავი, ცხოვრება, სული, სხეული და ბოლოს, სარეცელი გავუყო...

არ ვიცი, ღმერთი ვისთვის მინახავს. ვისთვის მამზადებს. იქნებ შენთვის... ან იქნებ სხვისთვის... მე ხომ არ ვიცი.... ერთი რამ ვიცი: მივენდობი და მივიღებ  ცხოვრებას,  ისეთს, როგორსაც  "ის"  გაიმეტებს ჩემთვის.

ახლა შუაღამეა.  ვერ გეტყვი,  რომელი საათია. ამ წუთში დროის  შეგრძნებაც დაკარგული მაქვს.

სურვილს ჩავიფიქრებ. იქნებ ახლა მაინც ამისრულდეს... "ჯანდაბას ყოველგვარი არითმია"....  ჩემს წარმოდგენებში ხომ სულ იშლება ბახუსის სუფრები დილამდე და ფუძის ანგელოზს  გვილოცავს მეზობელი სამყაროს  მომხდური ....

გახსოვს, გაცნობისას რომ მითხარი, სხვა სამყაროსი ხარო?

რაც უნდა იყოს, ჩემს საქციელში ლოგიკასაც თუ ვერ იპოვნიან, არაუშავს. სხვაგვარად ცხოვრება მე  მაინც აღარ შემიძლია.

და მინდა შენს ბეჭებში ვიძინო. ისეთი ძლიერი ხარ ჩემთვის...

"ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა გამსგავსე შენ, მახლობელო ჩემო"...

დავუბრუნდები პირვანდელ მდგომარეობას და სულ ეს იყო, რისი თქმაც დღევანდელი წერილით მინდოდა, ბატონო კონსტანტინე.

მაშ, წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ  გონივრული და სათანადო რეაგირებისათვის.

 

პატივისცემით,

კოლხი მედეას სახელობის თეატრის მსახიობი

 

ანნა ქაშმირი

ოცდაცამეტი წლის ნიკოლაძე წერილის კითხვას მორჩა. კარზე ძლიერი კაკუნი იყო. არ ესმოდა. მის სიამოვნებისგან გაფოსფორებულ თვალებში ისეთი ელვარე სხივი ჩადგა, ოთახმა სხვანაირად  დაიწყო ნათება. წერილს ჩაბღაუჭებული უცბად მაგიდიდან წამოვარდა, სარკეს მიაშურა და დიდხანს, დაჟინებით აკვირდებოდა თავის უცნაური ფერის თვალებსა  და ტემპერამენტით სავსე (განსხვავებული მოყვანილობის) მხრებს (ანუშკა ჭკუას კარგავდა მის ერთი შეხედვით გამხდარ და ამ დროს კაცურად ჩაფსკვნილ სხეულზე.) გულის ცემა ალბათ წუთში ორასს აღწევდა, ეგონა, სადაც არის წავიქცევიო.

-   "სულს და ხორცს მაცლის ეს გოგო. ფოსტით წერილის გამოგზავნა რაღამ მოაფიქრა...  აწი შენგან აღარაფერი  გამიკვირდება,   ხილულო სასწაულო  ჩემო "...

 

.....................................  "შემდეგი ცხოვრება" .......................................

 

 

თავი II

კმაყოფილი მაყურებელი სპექტაკლის შემდეგ: „თავიდან რომ დაიწყოს, ბოლომდე ვნახავ კიდევ ერთხელ“... მხარი მხარს ეხახუნებოდა თეატრის გამოსასვლელში. ხალხის სიმრავლისგან ტევა არ იყო. „გამიფუჭა კაბა, წესიერად გაიაროს“ - რომელიმე მაყურებლის ფიქრი.

ძლიერი გასროლის ხმა.

დაავიწყდათ ტანსაცმელი.

დიდი სიამოვნებით მიმოიფანტებდნენ, მაგრამ  გასაქცევი ადგილი არაა. გაურკვეველი სახის კივილი - ზოგი შიშის, ზოგი თანაგრძნობის, ზოგი ახლობლის ტკივილის... „რა მოხდა?“ „წაიქცა“! „მოკლეს“? „ცოცხალია?“ „ვინ არის?!“ - -

კოლხი მედეას სახელობის თეატრში პრემიერა იყო, „ანგელოსთაქალაქში წვიმა გადაიღებს“. მთავარ როლს ახალბედა მსახიობი ანნა ქაშმირი ასრულებდა.

 

 

სიზმარი:

-         „ანნა ქაშმირ, კოკას ბრჭყვიალა ანგელოზი ხარ”.

-         “აღმოჩენა ხარ ჩემი. ჩემი ელდორადო”

-         „არასოდეს გითქვამს, რომ გიყვარვარ?”

-         “არა. მომიწერია მხოლოდ”.

-         „ვიცოდი, ამას მეტყოდი! ბოლოს როდის გითქვამს?”

-         „2012 წლის 15 იანვარს”

-         „არც ისე დიდი ხნის წინ ყოფილა... ძალიან გატკინეს გული?”

-         „ძალიან.”

-         „ვიგრძენი.”

-         „ჰო”

-         „ლამაზი ხარ ძალიან!”

-         „ახლა, კოკა?”

-         „ჰო. ბაზა მიხმობს. წასვლამდე აუცილებლად გაკოცებ!”

-          „მეც გამოგყვები.”

-         „არა, ანნა!”

-         „ჩუმად, რომ არ გაიგონ...“

-         „არა-მეთქი!“

-         „იცი, კოკა, არც შენი ადგილია აქ და არც ჩემი. მაგრამ გვიწევს. ჩვენი ადგილი სხვაგანაა და სხვა დროში. მაგრამ აქ გადმოგვანაწილა ცხოვრებამ. შეირგე, როგორც შეძლებ.”

-         „მაპატიე, დღეს რომ გაწყენინე, ანნა. სულს მიჭამს”

-         „გაპატიე უკვე და მადლობა არ არის საჭირო. მე არასოდეს გაქებ. უბრალოდ გაღიარებ.”

-         .........................................

-         ”გაცნობა გახსოვს ჩვენი? :)”

-         “უი, წვიმა?... ნახე ფანჯრებთან!”

-         „მოდიან წვიმები... ფანჯრებთან.. და ისეც კი ხდება... მიდიხარ ფანჯრებთან... წვიმები.. ვინ იცის, თუ ხვდები? ... რომ ასეთ ამინდში ასეთი მოწყენა გიხდება. და ასეთ ამინდში რომ ასეთ მოწყენას უხდები”

-         ...........................................

-         ”ანნა ქაშმირ, შენი სუნთქვა მესიზმრა...”

-         „როგორი იყო?”

-         „დილამდე ვერ გავძელი. ერთი სული მქონდა, როდის გავიღვიძებდი და გეტყოდი. ანნა, ის ყველაფერი იწინასწარმეტყველე?”

-         “არა, უბრალოდ ჩემს სიზმრებში ახდი ”

-         “ნეტავ როდის მოვა “ეგ დრო”….

-         „რომელი დრო?“

-         „შემდეგი ცხოვრება“.

-         „მოვა!!“

 

 

 

ახალი ამბები

 

თეატრთან მომხდარი გასროლისას ცნობილი ბიზნესმენები ალფრედ დევდარიანი და ფრიდონ ემხვარი საქმიანი შეხვედრიდან გამოსვლისას მოულოდნელად, გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს. დაზარალებულებს სხეულის მძიმე დაზიანება აღენიშნებათ. როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

 

სამმართველო

შესასვლელში ხალხი ირეოდა. უცხო სახეებით იყო სავსე.

გამომძიებლის ოთახის კარი დაკეტილი იყო. მოსაცდელი დრო არ მთავრდებოდა.

მოწმე-მოწმეზე შედიოდა და გამოდიოდა.

 

თანაშემწემ (კაცმა არ იცის ვისი) ყავა შესთავაზა ანნას.

„დიდი სიამოვნებით“ - უპასუხა და თავის სპექტაკლზე ფიქრი განაგრძო. გულში იმასაც განიცდიდა, ვაი და არასწორი ჩვენება მიეცა, როგორც მოწმეს. მაგრამ რაც დაინახა, იმას იტყოდა, ხომ არ მოიტყუებოდა რამეს?!

თანაშემწემ ყავა მოუმზადა.  ანნამ ჭიქას დაკვირვებით დახედა, იმას ანგარიშობდა, რომელი მხრიდან დაელია. ექნებოდა ჭიქას ისეთი ადგილი, სადაც პირი არავის დაუდია. ახირებები ოხრად ჰქონდა.

ვიღაცა ბიჭი შემოვიდა. არ უნდა ყოფილიყო მისი ტოლი. ალბათ ასაკით ანაზე ცოტათი დიდი იქნებოდა. ამ ადგილისთვის შეუფერებლად ეცვა. ზურგზე მოკიდებულ ჩანთას ატარებდა. უცხოელს ჰგავდა. მკვეთრი ნათელი თვალები ჰქონდა, უცნაურად უციმციმებდა.

თითქოს ორივეს გააჟრჟოლა. ორივემ ერთი და იგივე გაიფიქრა, როგორც იქნა, რაღაც ახალი დაიწყებაო. „უცხოელი“ ერთი თავისებურადაც გაეარშიყა გოგონას, უდარდელად.

-         „თქვენ ალბათ საქმეზე ხართ ჩვენთან მოსული?“ - ხმაში ნარევი ცინიზმით ჰკითხა „უცხოელმა“.

-         „დაკითხვაზე ვარ“ -  მიუგო გოგომ.

-         „ასეთ ლამაზ გოგოს რა უნდა დაკითხვაზე? ალბათ სილამაზისთვის გიჩივიან“.

-         „არც უმაგისობაა“ - მოსწრებულად უპასუხა გოგომ -„მაგრამ ამჯერად, სხვა საკითხზე ვარ დაბარებული.“

-         „უცხოელს“ გზა მოეჭრა. შეფარული ცინიზმი მზრუნველობაში გადაეზარდა.

-         “რამით ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთ?“

-         „არ მგონია, შეძლოთ.“ - ახლა უკვე ანნას ხმას შეერია ცინიზმი.

 

„უცხოელმა“ იხტიბარი არ გაიტეხა და ყავის მომზადება დაიწყო.

ეცა თანაშემწე ხელში, უხერხულად უთხრა, ბატონო კონსტანტინე, შემოგიტანდით, რატომ შეწუხდითო.

მისი თანაშემწე ყოფილა!

თანაც ისე მიმართა თანაშემწემ, აშკარად არ უნდა ყოფილიყო უბრალოდ ზურგჩანთიანი (გაურკვეველი ასაკის) ბიჭი.

ნელ-ნელა “უცხოელის“ არასტანდარტული გარეგნობისა და თვისებების გამოაშკარავებასთან ერთად თვალებში ციმციმიც იმატებდა.

-         „კონსტანტინე ნიკოლაძე“ - ხელი გაუწოდა „უცხოელმა“ გოგოს საამბორებლად.

-         „საგზაო  ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი!“ - მოულოდნელად ჩაეჭრა საუბარს თანაშემწე და ანნას „უცხოელი“ წარუდგინა.

-         „ანნა ქაშმირი“ - ანნამ ხელის გაწოდებითვე მიუგო - ერთი უბრალო მოკვდავი კოლხი მედეას სახელობის თეატრის დიდი სცენიდან“...

-         „კოლხური სილამაზე გაქვთ, უდაოდ, სხვა სამყაროსი.“

ანნამ მრუდედ გაჰხედა. სილამაზის უნახავს ეს „უცხოელი“ არ ჰგავდა. არც მაინდამაინც ისეთ გაიძვერას, ყველა ქალს რომ იმას აფიქრებინებს, რომ მისნაირი ჯერ არ შეხვედრია, გულს გაუთბობს, მერე ავიწყდება და შედეგებზე არ ფიქრობს. არც სილამაზის უნახავს ჰგავდა. მესამე ვარიანტი რჩებოდა, რომ ეს „უცხოელი“ ანნას ამასხარავებდა. ეს გამორიცხული იყო! მისი ჰაბიტუსი არ იძლეოდა მასხარაობის შესაძლებლობას. ამ ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ მოკლედ უპასუხა:

-         „დიდი მადლობა“.

ამასობაში გამომძიებელმა ოთახიდან თავი გამოყო.

-         „მობრძანდით, ქალბატონო!“ - დაუძახა ანნას.

სამმართველოს უფროსის დანახვაზე შეცბა და თაგვის ფორმა მიიღო, სოროდან რომ გამოძვრება და ჩუმად გამოიხედავს, კატა ხომ არ ადგას თავზე.

-         „ბატონო კონსტანტინე, ჩემგან ხომ არ გჭირდებოდათ რამე?“

-         „ეს ლამაზი გოგო დიდხანს არ შეაწუხო“ - უცბად უპასუხა კონსტანტინემ.

-         „საერთოდ ხომ არ გავუშვა?“ - დაბნეულობა შეეტყო ხმაში გამომძიებელს.

-         „რახან დაიბარე, დაასრულე საქმე“ - მოკლედ მოუჭრა ნიკოლაძემ.

-         „რას ჰქვია, გამიშვათ! ამხელა გზაზე ტყუილად ხომ არ მოვედი? - იუკადრისა ანნამ.

ნიკოლაძის არშიყმა  არ გაჭრა. გოგო ვერ დააბნია..  მერე ნიკოლაძემ გაიფიქრა, ნეტავ, რამდენი წლის არისო..

გამომძიებელს თავისი გაჭირვება ჰყოფნიდა, ახლა კიდე მოწმის დაბარებაზე საყვედური...

ვერაფერი გაიგო.

-         „ბატონო გამომძიებელო, მე კანონმორჩილი ვარ, მზად ვარ ყველა კითხვას ვუპასუხო. რაც ვიცი, ყველაფერს მოგიყვებით“ - სიცილით უთხრა ანნამ. ხმაში გამბედაობა შეემატა, ნიკოლაძის ქცევამ ძალიან გაათამამა.

-         „ხომ არ დაესწრებოდით ჩვენს საუბარს?“ - მოულოდნელად სიცილით მიმართა კონსტანტინეს.

ბავშვივით კისკისებდა... რა აკისკისებდა იმ სამმართველოში?

-         „თუ ასე გსურთ“... - დაბნეული ბავშვივით უპასუხა ნიკოლაძემ.

ოთახში შევიდნენ. ანნა დასერიოზულდა.

მრავალჭირნახულივით საუბრობდა. საუბრისას გამოიკვეთა, დიდი არაფერი იცოდა, იმაზე მეტი არაფერი უნახავს, რაც - სხვებს. მაგრამ მოეწონა იქ ყოფნა და ცდილობდა ბევრი ელაპარაკა.

ლამაზიაო, გაიფიქრა “უცხოელმა“. ტანადიც ყოფილაო. ახლაღა შეამჩნია.

ეს გოგო სხვებს არ ჰგავდა თითქოს. რაღაც ჰქონდა. განსაკუთრებულად ღრმა თვალები ჰქონდა, ბევრი რამ იკითხებოდა იმ თვალებში. გაურკვეველი იყო, ეს თვალები ტკივილს ატარებდნენ თუ სიხარულს. ხანდახან იტყუებოდნენ. ხანდახან ბავშვივით გულწრფელობდნენ. ამ გოგოს ხარჭის გარყვნილება დასდევდა გამომწვევ სხეულზე, ბავშვის სისპეტაკესთან ერთად. ამოუხსნელი კაზუსი იყო. ბევრს იცინოდა. სუფთად. თითქოს სიცილი პროტოკოლის ნაწილი იყო.

„უცხოელს“ შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ასეთი ჯერ არაფერი ენახა.

ერთხელ, „შემდეგ ცხოვრებაში“ უთხრა კიდეც, შენნაირი ჯერ აქამდე არაფერი მინახავსო.

მოსვენება დაკარგა. თავში მზაკვრული აზრები მოუვიდა. ოფლმა დაასხა. ანნა შეფარულად აკვირდებოდა მის ყველა  რხევას.

-         „ქალბატონო ანნა, მე კითხვები აღარ მაქვს“ - უთხრა გამომძიებელმა. „ბატონო კონსტანტინე, თუ თქვენ არაფერს დაამატებთ........“

-         „ვერაფერს დავამატებ“ - სამმართველოს უფროსმა უჩვეულო დაბნეულობით უპასუხა.

-         „შემიძლია წავიდე?“ - იკითხა ანნამ

-         „გასასვლელამდე გაგაცილებთ“ - უთხრა ნიკოლაძემ.

 

ოთახიდან გამოვიდნენ.

-         „ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, თუმცა ჩვენი საქმის ხომ იცით“.... - უთხრა ნიკოლაძემ.

-         „როგორ გეკადრებათ! ვემსახურებით საქართველოს!“ - უდარდელად უპასუხა ანნამ. -„დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მართლა... სულაც არ იყავით ვალდებული“...

-         „ვალდებულის რა გითხრათ და სულაც არ შევწუხებულვარ.“

გასასლველთან მივიდნენ.

-         „ნახვამდის, ბატონო ძალოვანო“ -  დაემშვიდობა ანნა.

ამ მიმართვაზე ნიკოლაძეს გაეცინა.

-         „ნახვამდის, ქალბატონო ანნა“ - დენდარტყმულივით უპასუხა.

ანნა წავიდა.

კონსტანტინე ნიკოლაძე გასასვლელთან იდგა, იქამდე, სანამ ანნა თვალს მოეფარებოდა.

 

 

თავი III

„შემდეგი ცხოვრება“

 

ანნა სახლში მივიდა.

მეგობრები ურეკავდნენ, ყველას უარი უთხრა შეხვედრაზე. მიზეზად პასუხობდა, დღეს უნდა ვიფიქროო.

თვითონ იცოდა, რას ფიქრობდა, სხვა ვერავინ გაიგებდა.

ბევრი მეგობარი ჰყავდა. კარგი ხასიათი ჰქონდა. სიყვარულს და ნდობას ადვილად იმსახურებდა. მაინც, საბოლოოდ მარტოსული იყო. მარტო ყოფნა უყვარდა, მარტო ფიქრი და მარტო მოქმედება. ხასიათი ჰქონდა ასეთი.

ახლა ნამდვილად იცოდა: რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში.

მოწონებით ვის ვინ არ მოსწონებია?

თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. მთელი სხეული უკანკალებდა. ვერ გაიგო, სამმართველოს უფროსი რატომ გავდა სუდენტს, რატომ მოვიდა ზურგჩანთით, ან რატომ ეტკინა მთელი სხეული მის დანახვაზე. ვერც ის გაიგო, რატომ მოვიდა ზუსტად იმ დროს, როცა ის მოსაცდელში გამომძიებელს ელოდებოდა. საერთოდ ვინ იყო? იქნებ მოჩვენება იყო?

ხომ შეიძლებოდა აცდენოდნენ ერთმანეთს? ანნა დიდ ყურადღებას ამახვილებდა ნიშნებზე. ვერავინ დააჯერებდა, რომ ეს შეხვედრა შემთხვევითი იყო.

სახლში მისვლისთანავე დაიწყო მოძიება, რას წარმოადგენდა კონსტანტინე ნიკოლაძე მისი თანამდებობით, მისი ასაკით, მისი განვლილით... რაც კი მისთვის ხელმისაწვდომი იყო.

ტკივილამდე უნდოდა „უცხოელთან კონტაქტი“...

 

ბევრი იფიქრა თუ ცოტა, დაჯდა და წერილის წერა დაიწყო...

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსს, - კონსტანტინე ნიკოლაძეს“....

 

 

 

თავი IV

კოკა (კონსტანტინე) ნიკოლაძე

 

გამომძიებელი ცერცვაძე დაუღალავად განაგრძობდა მოწმეების დაკითხვას. მონდომებას არასოდეს იშურებდა, თუმცა ბევრი საქმე ჰქონდა ღიად დარჩენილი. „ეს მაინც მივიყვანო ბოლომდე“ - გაიფიქრა უსუსურად, როდესაც მორიგი დილა მომდევნო მოწმეების დაბარებით დაიწყო.

-„ოლია, თუ შეიძლება, ცერცვაძეს დაუძახე, შემოვიდეს.“ - დაურეკა თანაშემწეს ნიკოლაძემ.

-„მოგესალმებით, ბატონო კონსტანტინე“ - შემოვიდა გამომძიებელი ცერცვაძე და კართან აიტუზა.

-„რატომ ხარ შეშინებული, გოგი? მოდი, დაჯექი.“

გამომძიებელი მივიდა უფროსის მაგიდასთან და მორიდებით დაჯდა. არ იყო კოკა ნიკოლაძე დესპოტი. ყველას ერთნაირი თავმდაბლობით ექცეოდა. რატომღაც თვითონ ცერცვაძეს ჰქონდა სულ მოლოდინი, რომ ჩინით მასზე მაღლა მდგომი ადამიანები დაჩაგრავდნენ. ხელებს უცნაურად ასავსავებდა ხოლმე საუბრისას. აი, სულ სხვა იყო, როცა მასთან დაკითხვის ობიექტები მიდიოდნენ. იქ კი აიმაღლებდა ხმას და გამოაჩენდა თავის უპირატესობას.  განსაკუთრებით ლამაზ გოგოებთან ეხსნებოდა ხოლმე ხელ-ფეხი და რომ არა ნიკოლაძე, ალბათ ანნასთანაც ეცდებოდა თავისი ძალის დემონსტრირებას.

-„გოგი, რა ხდება ჩვენს ახალ შემთხვევაზე?“

-„ვმუშაობთ, ბატონო კონსტანტინე, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ“.

-„ოხ, გოგი, გოგი, როგორ გიყვარს ლოზუნგები“ - თავისებურად გაეხუმრა ნიკოლაძე. კოკას საზღვარგარეთის სკოლა ჰქონდა გავლილი, პოლიციელისთვის არადამახასიათებლად ემოციური იყო. როგორც ყველა ბავშვს, მასაც ოჯახში წიგნების კითხვას აძალებდნენ. თავისი დამოუკიდებლობისა და ნიჭიერების მიუხედავად, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარებოდა წარმატების მიღწევაში, ქართული ოჯახებისთვის დამახასიათებელ გადამეტებულ სითბოს იყო ნაჩვევი და რამდენი წლისაც არ უნდა ყოფილიყო, ოჯახში ისე ექცეოდნენ, როგორც ბავშვს. ეს ცხოვრებაში ხელს არ უშლიდა, მართებულად უდგებოდნენ მშობლები, თავის წილ თავისუფლებას ანიჭებდნენ, მაგრამ სულ მისი მფარველობის სადარაჯოზე იდგნენ. გამომძიებელი ცერცვაძე მის ახალგაზრდულ და წინ წასულ ხუმრობებს ვერ უგებდა და ცოტათი იძაბებოდა. შესაბამისად მის ხუმრობაზე თვალებო მოჭუტა და ხელები გაასავსავა.

– „კარგი, შენთან ერთი თხოვნა მაქვს გოგი. გუშინდელი მოწმეების სია შემომიტანე, თავისი მონაცემებით“ - მისცა დავალება კონსტანტინემ.

-„ახლავე, ბატონო კონსტანტინე“.

-„დიდი ხანი დაგჭირდება?“

-„წუთში ვიზამ!“

-„გელოდები“.

გამომძიებელი ცერცვაძე ოთახში შევარდა. ქაღალდებით გადავსებულ მაგიდაზე, მოწმეების ჩამონათვლის ძებნას შეუდგა. თანამედროვე ტექნიკას დიდად არ სცნობდა და ყველაფერს ფურცელზე იწერდა. ხელების ფხაკურით, გაჭირვებით შეაგროვა მოწმეთა სია, თან იმის შიში ჰქონდა, დღეები არ არეოდა ერთმანეთში, ვინაიდან უფროსმა მხოლოდ წინა დღის მომსვლელებზე სთხოვა. ფურცლების დასტა შეაგროვა, ხელებით ახორხლა, მთელი მკლავებით ეჭირა და მონდომებით უჭერდა, ძირს რომ არ დასცვენოდა.

ნახევარ საათში ნიკოლაძესთან შევიდა.

-„აი, ბატონო კონსტანტინე, გუშინდელი ხალხი“.

-„გოგი, რამდენი გიწერია, შენ მწერლობას ხომ არ მიჰყოფდი ხელს?“ - ისევ გაეხუმრა კოკა.

უხერხულად გაიღიმა ცერცვაძემ.

_“მადლობა, გოგი“.

-„ნიკოლაძე ფურცლების გადარჩევას შეუდგა. სულ არ აინტერესებდა სინამდვილეში იქ ჩამოთვლილი სახელები და გვარები, მხოლოდ ერთს ეძებდა. გადადო ერთი ფურცელი, მეორე... ანნას სახელი არსად ეწერა.

-„ოლია, დაუძახე ცერცვაძეს.“ - ჩასძახა ტელეფონში თანაშემწეს.

ცერცვაძე უფრო თამამად შემოვიდა, ვიდრე ნახევარი საათის წინ. კართანაც არ ატუზულა, პირდაპირ მაგიდასთან მივიდა.

-„გოგი, დარწმუნებული ხარ, რომ აქ ყველაა?“

ცერცვაძე შეცბა.

-„დიახ, ბატონო კონსტანტინე, რაც კი ჩავიწერე, ყველაფერი მოგიტანეთ.“

-„ყველა მოწმის მონაცემები არ ჩაიწერე, გოგი?“

-„კი, ბატონო კონსტანტინე, ყველასია!“

-„ის გოგო სად არის, გუშინ მე რომ შემოვყევი?“

-„მანდ უნდა იყოს!“ - ხელები გაასავსავა გამომძიებელმა.

-„არ არის.“

ცერცვაძე დაბნეული ეცა ფურლებს და ნერვიულად შლიდა ერთმანეთში.

-„ტყუილად ეძებ, გოგი, აქ არ არის. ასე ინახავ შენ ინფორმაციას?“

ცერცვაძეს ცივმა ოფლმა დაასხა. ერჩივნა მიწა გახეთქვოდა და შიგ ჩაეტანა.

-„ჩვენებას მოვიტან, ბატონო კონსტანტინე.“

-„ჩვენება არ მინდა, გოგი, მონაცემები გთხოვე.“

-„მაშინ... მაშინ... ამოვიწერ.“

-„ყოჩაღ, გოგი. გელოდები.“

გამომძიებელი ოთახში გავარდა შურდულივით. თავისი ფურცლების გორებში ხელების ჩქარი მოძრაობით ეძებდა ანნას ჩვენებას. თუმცა დაბნეულობისგან სახელი დაავიწყდა და დაკვირვებით უყურებდა ყველა ჩვენების მიმცემის სახელს და გვარს. ცოტა ხანში გონება გაუნათდა და გაახსენდა, რომ დღის განმავლობაში მოწმეებში მხოლოდ ერთი ქალბატონი იყო. წვალებით მოძებნა ქალბატონის ჩვენება და მისი მონაცემების ამოწერას შეუდგა.

  • ანნა სერგოს ასული ქაშმირი.
  • 22 წლის.
  • მსახიობი.
  • კოლხი მედეას სახელობის თეატრი. მისამართი: ვარდობის ქუჩა N 33.
  • საცხოვრებელი მისამართი: აიეტის ქუჩა N 22, ბინა 33.
  • ტელეფონი: 2 22 22 33 33

გაოფლილი ცერცვაძე შემოვიდა ნიკოლაძესთან და ფურცელი მაგიდაზე დაუდო. კოკას გაეღიმა მწირ ინფორმაციაზე, რაც გამომძიებელს ჰქონდა, მაგრამ აღარაფერი უთხრა. დასაწყისისთვის საკმარისი იყო. დანარჩენი თვითონ მიხედავდა...

-„მადლობა, გოგი. გააგრძელე შენი საქმე. ყველა ფუცელს ერთად დაგიბრუნებ“ (ვითომ ძალიან სჭირდებოდა).

 

შემდეგი დღე

დიდი შუადღე დადგა."საგნებმა თავიანთი ლანდები დაკარგეს", როდესაც კურიერმა  "საიდუმლო"  წერილი, ნომრით - 22/33  მოიტანა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსს, - კონსტანტინე ნიკოლაძეს

 

ნიკოლაძე წერილის კითხვას მორჩა. გულის ცემა წუთში ორასს აღწევდა.

 

 

თეატრის აფიშა ჩამოშალა...

 

 

 

 

თავი V

„ანგელოსთაქალაქში წვიმა გადაიღებს“

 

სიჩუმიდან ანნა გამოჩნდა სცენაზე. პარტერში მაყურებელთან ერთად საგნებიც კი გაისუსნენ. ყველას ნუსხავდა ანნა. ყველანაირი გრძნობა ირეოდა ერთმანეთში: სიხარბის, აღფრთოვანების, მიბაძვის სურვილის, სიყვარულის, გადამდები სილამაზის...
დარბაზის სიბნელეს ძალოვნის დაუძლეველი წყურვილით სავსე თვალები ანათებდა ფოსფორივით....
ანნამ სცენიდან შენიშნა აბრდღვიალებული ფოსფორი. როგორც კი ამ სინათლის სხივი მის დახვეწილ სხეულს მოხვდა, იმ წამსვე სხვანაირი გახდა მისი გრაცია და მოძრაობა. ისედაც უყვარდა სცენა. ამ დროს კი მთლად საკუთარ წყალში ცურავდა...

 

ანნას მონოლოგი:

„მაგალითად, სულთან აჰმედის ბაღი... დილით სურა ჰაგიადან რომ ჩამოხვალ, ყავას წამოიღებ და ბლუ მოსკის წინ დაჯდები. თოლია მოვა მერე, ფეხებთან დაგიფრინდება და დაიწყებს ჭყვიტინს. საითაც უნდა გაიხედო, ყველგან კონსტანტინეს სულია.

მერე თუ მევლანას დერვიშები დაემთხვევა...

იმათ ნახვასაც ვეღირსები ალბათ ოდესმე, ისევე, როგორც.... 
მოკლედ მერე თუ გინდა, ადექი და სადაც გინდა წადი. 
ოღონდ იცი, როგორ ჯობია?:

“დამიჯექი, მოდი, გვერდით დამიჯექი და დილამდე ვისაუბროთ არაფერზე”... 
მე ვზივარ აგერ. ჩუმად და ჩემთვის. ისე, ამ წუთში ფანჯარასთან ვზივარ, ფეხები რადიატორზე მაქვს აწყობილი და ცაში ვიყურები. ვიჯდები ასე ცოტახანს. მერე ვნახოთ“...

 

თვითონ მოიგონა ეს სიტყვები. ხშირად აკეთებდა ასე, ახლა მთლად გაშალა ფრთები. რეჟისორი სულ ეჩხუბებოდა, შენებურად ნუ „ამახინჯებ“ პიესასო.

 

---------------------------------

 

 

საგრიმიოროში ხელები უკანკალებდა ანნას. რახან აქამდე მოაღწია, მის უნახავად არ წავიდოდა, იცოდა.  თეატრის გამოსასვლელამდე ბარბაცით ჩამოვიდა.

ნიკოლაძე გარეთ დახვდა.

-         „გამარჯობა, ქალბატონო ანნა.“

-         „სალამი, ძალოვანო“ - უდარდელად გასცა პასუხი და ეცადა, მღელვარება არ დატყობოდა.

-         „გუშინ გვიან ღამით მივიღე გადაწყეტილება, დღეს რომ სპექტაკლზე მოვსულიყავი, უკვე ოთხი საათი იყო, იმ წამსვე მინდოდა შენთვის შემეტყობინებინა, მაგრამ უკვე გეძინა“.

-         „რა იცის კაცო, ამ კაცმა, როდის ვიძინებ და ვიღვიძებ. სასწაული პირდაპირ... თავისთვის ჩაიბურტყუნა ანნამ“. - ზუსტად ეს ბავშვური და უდარდელი სიტყვა-პასუხი აგიჟებდა კოკა ნიკოლაძეს.

-         „ამ კაცმა როდის იძინებ და იღვიძებ კი არა, შენი სიზმრებიც კი იცის“... - უპასუხა მოხდენილად.

-         „ჰო, მაგრამ, თქვენ სულ რაღაც ერთხელ მნახეთ ....

-         „თქვენ არა. - შენ!“ - შეუსწორა ნიკოლაძემ“

-          „კარგი, ჰო. ერთხელ მნახე. არა?“ - ჩაეკითხა ანნა.

-         „ისევე, როგორც თქვენ -მე! მაგრამ ერთი ნახვისთვის ზედმეტად კარგად გამიცანით, ქალბატონო.“  - უპასუხა კოკა ნიკოლაძემ წაგებული აზარტით. აშკარად აჯობა ანნამ თავისი წერილით.

-         „ისევ დაკითხვაზე მეპატიჟებით?“

-         „არა. ყავაზე გეპატიჟებით. თუ სხვა გეგმები არ გაქვთ...“ - სტანდარტულად გამოიჩინა მორიდება ნიკოლაძემ.

-         „არა, როგორ გეკადრებათ. ამაზე დიდი გეგმა მე ვერ წარმომიდგენია, რა უნდა იყოს“ - გულწრფელობას არც მალავდა ანნა.

-         „ისე კი, ანნა, სანამ გნახავდი, მეც მაგ აზრზე ვიდექი.“

-         „რა აზრზე?“

-         „რომ სულ რაღაც ერთხელ ნახვა საკმარისი არ არის“...

-         „გააჩნია რისთვის!“ - უცბად უპასუხა ანნამ.

-         „მოკლედ პასუხებში ვერავინ გაჯობებს, მაგრამ იქნებ ჩემსასაც არაუშავდეს“ - ღიმილით აიღო ნებართვა ნიკოლაძემ.

-         „ბრძანეთ!“ - მოსწრებულად მიუგო ანნამ.

-         მე ვფიქრობ, რომ ამ "დაავადებისთვის" წამიც საკმარისი ყოფილა. ჩემი შეგნებული ცივსისხლიანი ცხოვრების მანძილზე მსგავს რამეს ვერც წარმოვიდგენდი. ვაღიარებ."... - აღსარებასავით ამოთქვა კოკა ნიკოლაძემ.

-         „იცით, ბატონო ძალოვანო, არ არსებობს ქვეყანაზე ნაკლი, არ არსებობს ქვეყანაზე ღირსება, რასაც ჩემში ვერ იპოვნით”

-         „ეჭვიც არ მეპარება!“ - მიუგო ნიკოლაძემ ღიმილით. „ეშმაკივით საშიში ხარ და ანგელოზივით სუფთა“...

მრუდედ გახედა ანნამ. ასეთი ჩვევა ჰქონდა, ამ დროს ნათქვამს აანალიზებდა ხოლმე კარგად.

-         „კიბოსავით იცი შემოჩენა. კირჩხიბი ხომ არ ხარ ზოდიაქოთი?“ ეჭვით გახედა ნიკოლაძეს.

-         „გაგიკვირდება და სიყვარულის თვეში დავიბადე“. - უთხრა ნიკოლაძემ მორცხვად.

-         „საინტერესოა“....

-         „არც მშვილდოსანი, არც მორიელი, არც ქალწული, არც მერწყული, არამედ რაღაც სხვა. ზოდიაქოთი აშკარად "კგბ-შნიკია"... გაიფიქრა ანნამ.

-         „ისე, თქვენობით საუბარი მაგარი რამეა. სიყვარულს უხდება, ძალოვანო.

უცბად მიხვდა, ეს სიტყვა რომ უნებლიედ წამოსცდა.

ნიკოლაძემ დაბნეულმა გამოხედა, თითქოს სწავლობდა ანნას, ყოველ სიტყვიერად, ყოველ ნაბიჯში.

კაფე „ორაშორის კოსმოსში“ დასხდნენ.

-         „რას მიირთმევ?“ ბოდიში, რას მიირთმევთ?“

-         „რაზეც დამპატიჟეთ“ - ღიმილით უპასუხა ანნამ.

-         „უკაცრავად, ამ ქალბატონისთვის სპეციალური, ოქროს ყავა ხომ არ მოგეპოვებათ?“ - ჰკითხა მიმტანს დიდი ენთუზიაზმით.

-         „ოქროს ყავა...“ - დაიბნა მიმტანი - „გვაქვს არაჩვეულებრივი არჩევანი.“

-         „რასაც თქვენ მირჩევთ, იმას დავლევ. რასაც აქებენ.“ - საქმე გაუადვილა ანნამ მიმტანს.

-         „კი, ბატონო.“ - უპასუხა გახარებულმა მიმტანმა.

-         „სტამბოლის ყავას ვერ აჯობებს ალბათ, მაგრამ არც ეს იქნება ცუდი“ - მოუბოდიშა ნიკოლაძემ.

-         „სტამბოლის ყავას ვერაფერი აჯობებს.“ - დარწმუნებით უთხრა ანნამ.

-         „ერთი კითხვა მაქვს შენთან“ - შეემზადა ნიკოლაძე.

-         „გისმენ“.

-         „მართლა გინდა სტამბოლში წასვლა?“

-         „აბა, ტყუილად?“ - იწყინა ანნამ.

ნიკოლაძე დადუმდა.

-         „რატომ გაჩუმდი?“

-         „დავფიქრდი“.

-         „რაზე?“

-         „სტამბოლზე. ვერც კი წარმოვიდგენდი, ეგ ქალაქი ვინმეს თუ ეყვარებოდა.“

-         „მე მიყვარს!“

-         „ვხედავ“ - გაუღიმა ნიკოლაძემ.

-         „მე ისევ პასუხს ველოდები“ - თვალი თვალში გაუყარა ანნამ.

-         „პასუხს?... ააა, პასუხს. ანნა, აუცილებლად წავალთ სტამბოლში.“

ანნამ კმაყოფილი სახით გაუღიმა.

ყავა მოიტანეს. სხვაც, რაც ჰქონდათ შეკვეთილი. ბევრი ისაუბრეს. ანნა უდარდელად საუბრობდა, შედარებით გათავისუფლდა. პრანჭვით საუბრობდა. ეპრანჭებოდა კოკას. ახსენდებოდა ყველა ჟესტი, რასაც სარკეში ვარჯიშობდა მის ნახვამდე.  არ ელეოდა მოსაყოლი და არც კოკას მოსასმენი. კოკამაც ხმა ამოიღო. მოეხსნა დაძაბულობა, რასაც აქამდე გრძნობდა. უყურებდა ანნას და ფიქრობდა, რომ სხვა პლანეტიდან იყო მოსული. უნახავს ლამაზი ქალები, უნახავს მიმზიდველები, ასე ყველაფერი ერთად ერთ ქალში არასდროს ენახა. ყველაფერზე მხარს უბამდა ანნა. ძალოვან სტრუქტურაზე ზედმეტად ბევრი იცოდა, ვიდრე ჩვეულებრივმა მსახიობმა. ერთ მომენტში აზრმაც კი გაუელვა, მოგზავნილი ხომ არ არისო. ეს გაიფიქრა თუ არა, ანნამ იმ წამსვე უპასუხა, ნუ გეშინია, მოგზავნილი არ ვარო. თითქოს მის აზრებს კითხულობდა.

მერე გადავიდნენ პოლიტიკაზე, ყოველდღიურობაზე, ფეხბურთზეც კი.

-         „ყველაფერში ერკვევი?“ - ჰკითხა გაოცებულმა.

-         „არა, სინამდვილეში ვერაფერშიც ვერ ვერკვევი. მე ზარმაცი ვარ და უცოდინარი. უბრალოდ ტლიკინი მიყვარს“ - უპასუხა ანნამ უდარდელად.

-         „ვერ ვიტყოდი მაგას...“

-         „კარგი, ერთ ამბავსაც მოგიყვები და წავიდეთ, თორემ ძალიან გამიგრძელდა სიტყვა“. - ნებართვა აიღო ანნამ

ნიკოლაძემ მხოლოდ დუმილით დაუდასტურა, თვალს არ აშორებდა, მეტი არაფერი შეეძლო.

-         „მე-6 კლასი რომ დამთავრდა, იმ ზაფხულს ყველა საგანში უმაღლესი ნიშანი გამომყვა, მხოლოდ ყოფაქცევაში გამომაყოლეს საშემოდგომო.  გაოცებული იყო მთელი ჩემი ოჯახი. მე კი - არა. ვერაფრით ვერ მივხვდი, რა დავაშავე, თუ კი ყოფაქცევაში ჩავიჭერი.“ - მხრები აიჩეჩა ანნამ.

ძალოვანმა თავში ხელები შემოირტყა. ამ ქცევაში ყველაფერი იდო.  აღფრთოვანებაც, ალბათ შეყვარებაც, რომელიც ჯერ არ იცოდა, შიშიც, რომ ვერასოდეს გაუმკლავდებოდა ანნას განსაკუთრებულობას, აღშფოთებაც, რომ ვერასდროს მოიფიქრებდა მისი ნამდვილი ბუნების ამოსახსნელ ფორმულას. ალქაჯს გავდა. ანგელოზს - ამავდროულად. ვინმეს დიდი ქვა რომ ჩაერტყა თავში მისთვის, ასეთი დარეტიანებული მაინც არ იქნებოდა.

-         „და რამ გაგახსენა ახლა ყოფაქცევაში ჩაჭრა?“

-         „აბა რა ვიცი, გამახსენდა და არ მეთქვა?! წავიდეთ ახლა.“

 

მანქანაში ჩასხდნენ. კოკამ კითხვის დასმის გარეშე აიღო გეზი ანნას სახლისკენ.

-         „იცი, სადაც მივდივართ?“

-         „კი, რა თქმა უნდა. აიეტის ქუჩა N22.“

-         ჰო, დამავიწყდა, პოლიციელი რომ ხარ. რა ამოიკითხე შენს ბაზებში? ბინის ნომერიც გეცოდინება.“

-         „ბინა 33“ - საზეპიროსავით წამოიძახა კოკამ.

-         „ყოჩაღ! გიწონებ საქციელს. მიყვარს კაცი რომ მიდგება, მოდგება, ხალხს შეაწუხებს, რესურსებს მოძებნის, გამოიყენებს...“

-         „ვიცი, ანნა“...

ანნას სახლთან მივიდნენ.

-         „დიდი მადლობა, ბატონო ძალოვანო, სასიამოვნო საღამო იყო, ვერაფერს ვიტყვი“

-         „პირიქით, ქალბატონო ანნა. გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა პატივია ჩემთვის.“

-         „ღირსების ორდენის ხელა?“ - ჩამჭრელი კითხვა დაუსვა ანნამ.

-         „იმაზე დიდიც“ - არ დაიბნა ძალოვანი.

-         „ეგეც მიყვარს, კაცმა რომ ზუსტად იცის, როგორი პასუხებით მოაწონოს თავი ქალს“.

ანნა მანქანიდან გადავიდა.

კოკა სახლში მივიდა. კარში იდგა, რომ ვერ მოითმინა და ანნას მისწერა:

-         „რატომ არ მომწერე, სახლში რომ შეხვედი?“

ტელეფონზე შეტყობინების ხმა გაისმა. ეკრანზე ANUSHKA დაეწერა. უკვე ასე ჰქონდა ჩაწერილი.

მუხლი მოეკვეთა. რა უცნაური შეგრძნებაა, ყოველი ნაბიჯი (გაფიქრებაც კი) პირველივით იყო მისთვის. და ყოველი სიახლე ელვასავით სერავდა მის დაუძლეველ შეგრძნებებს. ასე, მაგალითად, "ANUSHKA"-ს დანახვაზე გული საგულედან ამოუვარდა და მთელმა კაცობამ თავიდან გაიღვიძა მასში (თითქოს ანნა ნახევარი საათის წინ არ ენახოს.)

-         „მითხარი, მომწერეო?“ - იყო ანნას პასუხი.

-         „არ გითხარი?“

-         „არა“.

მართლა არ უთქვამს. ისე იყო მოჯადოებული, გაჟღერება დაავიწყდა, როცა გაიფიქრა.

ამ ფიქრში ცოტა დრო გავიდა. კოკა აღარაფერს იწერებოდა.

 

ანნა დასაძინებლად დაწვა, იმ ეიფორიით, რასაც კოკაზე ფიქრი ერქვა. ცდილობდა ანალიზი გაეკეთებინა ყველაფრისთვის. ანალიზი გაუჭირდა. მაგრამ ერთ რამეში დარწმუნდა. ერთი ნახვით შეყვარება ერქვა ამას.

 

ორ საათში ტელეფონი მოიმარჯვა და კოკას მისწერა:

-         „დიდი ხანია დაძინებას ვცდილობ და რატომ - ამაოდ, არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან შარმიანია ეს ოხერი !!!“

კოკას პასუხი არ გაუცია. ეძინა.

 

დილით გამოასწორა შეცდომა:

-         „მე არ ვიცი, ვის გამო ვერ დაიძინე, მაგრამ შარმიანი შენ რომ ხარ, ეგეთი მე ცხოვრებაში არც მინახავს და არც მსმენია, ანნუშკა.“

ანნუშკა რეპეტიციაზე იყო.

 

 

 

თავი VI

***

 

ლამაზი პერიოდი დაიწყო. ჯერ შეუცნობელი სიყვარულის. ჯერ გაუაზრებელი ნაბიჯების. იმ დროის, როცა ერთმანეთს წყვილი მხოლოდ თავის დადებით მხარეებს აჩვენებს. სერგოს გოგოს მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მეტიც, უამისოდ ვერც წარმოედგინა საკუთარი არსებობა. თვითდაჯერებულობა ზოგჯერ ნარცისიზმშიც კი გადასდიოდა, მაგრამ ეს არავის აღიზიანებდა (კონკურენტი ქალების გარდა,) პირიქით, უფრო შესაყვარებელს ხდიდა მას. ძალოვანს ხშირად უთქვამს, მაგ შენი თვითრწმენით და თავხედობით კიდევ უფრო მიზიდავო.


გულში ჩასახუტებელი გოგო იყო ანნა.

უფროსი ასაკის ქალებს ძალიან უყვარდათ, გაეზარდე შენს დედას, ასეთი სანაქებო რომ ჰყავხარო, ლოცავდნენ. რასაკვირველია,ისინი, ვინც მასში მეტოქეს ვერ ხედავდა. კაცებს ხომ საერთოდ აგიჟებდა. ერთდროულად ორი თვისების მატარებელი იყო. პატარა ბავშვს გავდა, მოსაფერებელს. ამავე დროს მაცდური და გამომწვევი იყო - ოღონდ არა ვულგარული.
ბოღმისგან იბერებოდნენ სამმართველოს ქალები, როცა ანნა შეცქრიალდებოდა შენობის დერეფანში. ოღონდ ახლა ეს აქ არ მოსულიყოო...

-         „ადგილზეა ბატონი კონსტანტინე?" - იკითხავდა ჩვეული ხმაურით და მხიარულებით. ვითომც აქ არაფერი, სამმართველოში კი არა, თეატრში მისულიყოს.

თეატრი იყო მისი ცხოვრებაც.

თეატრივით საინტერესო და დრამატული. მძაფრი ბედნიერებით და ტკივილებითაც. რაღად უნდოდა სცენა, ისედაც სულ წარმოსახვით სცენაზე იდგა. მუდმივად ჰყავდა ტაშის დამკვრელიც, თაყვანისმცემელთა ჯარიც და მოშურნეებიც.

კოკა საათობით უყურებდა ხოლმე, რაზეც ანნა სულ აბრაზებდა, რას მომშტერებიხარ, ვანგოგის ნახატი ვარო? ნახატზე მეტი ხარო, ძალოვანი პასუხობდა. დღემდე, ამ წუთამდე ვერ ამომიხსნია, როგორ ახერხებ, ბავშვიც იყო და ქალიცო....

მთავარი იყო, წინ ედგა და ელაპარაკებოდა... ისეთი სავსე და დაცული იყო, როგორც დედის მუცელში.. ცალი ხელი კედელს მიაბჯინა, ფეხი ფეხს გადააჯვარედინა და ისე დადგა..

-         "ეგრე კიდევ დადექი რა!" - შეყვარებული თვალები შეასკდა სხეულზე. ფეთიანი შეძახილით..

-         "რა გოგო ხარ..." - დააყოლა მისით გადარეულმა.... თითქოს ინატრა.. თითქოს წინ კი არ ედგა, სადღაც შორს იყო, სადაც ხელს, თვალსაც კი ვერ შეავლებდა...

გადიოდა დღეები სიყვარულში. ლამაზ სიტყვებში. ზღაპარს გავდა ყველაფერი.

 

კოკა ეუბნებოდა, ჩემი ცხოვრების მიზანი ხარო. ეუბნებოდა, მთელი ცხოვრება დაგიცავ და ხელს არასოდეს გაგიშვებ, გპირდებიო. შენ ყველაფრის უფლება გაქვსო. თვალს რომ ვახელ, პირველი რაც მინდება, შენი დანახვააო. ვიღვიძებ იმისთვის, რომ შენ მოგწერო, შენ დაგინახო და შენით ვიცოცხლოო. ერთხელ ისიც უთხრა, შენს ხელში მინდა, მოვკვდეო.

ანნამ ამ ურთიერთობისთვის დამახასიათებელი რომანტიზმით ეს საკითხი გააპროტესტა. კატეგორიულად მოითხოვა, რომ როცა ეს დრო დადგებოდა, ერთად უნდა წასულიყვნენ იმ ქვეყნად. სხვანაირად მიუღებელი იყო.

ერთი დღე ისეთიც მოვიდა, როცა ძალოვანმა უთხრა, მე ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ, მინდა ერთად ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ, ჩვენი „ჩვენ“ გაგვაჩნდეს და არავისი არ იყოსო.

ანნა პასუხობდა ხშირად, ჩემი ახდენილი ზღაპარი ხარო.

ეპითეტები ორივეს ბევრი ჰქონდა. არ აკლებდნენ ერთმანეთს და ამარაგებდნენ გულის საკვებით.

მზე ათამამებდა ანნას. ანნაც ეთაყვანებოდა მზეს. ისეთი სიყვარულით ეფიცხებოდა, როგორც დედასთან ჩახუტებისას, მის უბეს რომ შეეფარებოდა - ხოლმე.

თეატრს დიდი ვერანდა ჰქონდა. მზე მთელ ფართობს ფარავდა. აქ უყვარდა ანუშკას გამოსვლა და მანათობელთან ჩახუტება. განსაკუთრებით იმ დროს, როცა კოკა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაბურულ მანქანას თეატრის მოსახვევში შემოაგელვებდა. ყველაზე სავსე და შემდგარი იყო ამ დროს. ღმერთს მადლობდა, ბედის ნებიერად რომ აკურთხა. თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა ბედნიერების არაქვეყნიურად შეგრძნებისა. და ამ ძალით თავისივე ნიჭს ფოსფორისფერს ფრთებს ასხამდა. ძალოვანიც იზრდებოდა და ათჯერ მეტი კაცი ხდებოდა ამ დროს ... )

ვერანდიდან ყველას აკვირდებოდა. ყველა სილუეტს ძალოვანს ადარებდა. განსხვავებებს აღმოაჩენდა და კიდევ ერთხელ, გამარჯვებით დარწმუნდებოდა, რომ ნიკოლაძისნაირი წარმოსახვაშიც არავინ იყო. ფოსფორისფერი ფრთებიც კიდევ უფრო დიდად ჩნდებოდა სავსე ჰორიზონტზე. ეუბნებოდა ანნა, სულ მიყვარხარ, ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ წამს. ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაშიო. სულ მინდა ეს გითხრა და სულ მეყვარები, ასე მგონიაო.

კოკას ყოველ მოსვლაზე შოკოლადი უნდა მოეტანა. წასვლისას დაუბარებდა:

“შოკოლადი გაქვს, ყავა გაქვს, ჩაგეხუტე, გაკოცე, თავისუფალი ხარ.”

ანნა კმაყოფილი ეტყოდა: „სახარჯო მივიღე, არა?“ ...

 

 

თავი VII

 

მოსასხამი

არ ვიცი, მუზის ჩიფჩიფი მერამდენედ მიწუხებს გულს.. გავეშებული მოდის, სამწყება. დილით მიკოცნის მზის ალმური გამხდარ ხელებს..

შენეული მონატრება კი დღეს ბახუსთან ერთად დაწვება..

უხმო კივილია ჩემი, განა ვინ უგდებს ყურს..  ბაღის ბოლომდე  საცალფეხო ბილიკია, სხვა არაფერი. გაწეწილი თმებით ნაყოფს მინდა მივწვდე, შევეხო.. წვიმით სველია. ლოყა ცხელი და ხელები ცივი. მოთმინებასთან ერთად თვითონაც მოვრჩი; თვითონაც დავმთავრდი..

შენ თავზე გეღვრება ნაოცნებარი წყაროს წყალი დოქებით. ქორფა პეშვებით.. დამფრთხალით და შენზე ჩაბღაუჭებულებით..

კანის სურნელი გაგახსენებს გუშინდელს – ხვალ.

მე ქარებმა შემაწუხეს, ჩემს მიზნებს რომ ქროდნენ და უცერემონიოდ ყველაფერში მჩრიდნენ..

-         „რაღაც ქარიშხალი მატყდება თავს და ვერ გამომიცვნია..

-         „სწრაფად დაუშვი აფრები. ამოიღე ღუზა და მიენდე დინებას.

-         „სიტყვები იოლია.. ემოციები კი, ისე მმძლავრობენ.. ცოტაც და წამიღებენ.

-         „სად წაგიღებენ, არ გრცხვენია, მე აქ არა ვარ?

-         „ჰაერში მაქნევენ და დამანგრეველი ძალით ამდის-ჩამდის მთელს სხეულში სურვილები. მაშინებს სიყვარული.. ყველაფერი მაშინებს..

-         „ნუ გეშინია.. შენთან ვარ. ბატის ფრთა არ გაცვდეს, რაც მთავარია.. მთავარია, ვწეროთ.. დანარჩენს ეშველება..

-         „ჩამიკარი გულში.. იბრძოლე ჩემთვის.. სიჩუმით იბრძოლე. ომი მოსტაცე ეროსს..

-         „გულში მყავხარ. იქ უკვე ლამაზი ბინა მოგიწყვე. ამდენ ხანს გიმზადებდი. ძლივს შედგი ლამაზი ფეხები.. აღარსად გაგიშვებ! მე ხომ ვაზირთუპირველესი ვარ..

-         „შენ ოლიმპოს მთის გამგებლი ხარ.. ზევსიც კი შენ გეკითხება, როდის მოისვენოს..

-         „ეს იმიტომ რომ, შენს სიყვარულს ჩაუსაფრდა და მეჯიბრება. ჩემი ძალაუფლებაც ესაა,  ჩემო პატარა ნაკადულო.. მთელს სამყაროს მუჭში მატევინებს. ამიტომ, სიკვდილივით მეშინია მისი დაკარგვის. ხომ იქნები ჩემთან, ჩემს საუფლოში?.. უშენოდ სიცარიელედაც არ ვვარგივარ. უშენოდ ხელები მაქვს ცხვირზე წაჭერილი და მხრები მიპატარავდება..

-         მეკითხები, შენთან თუ ვიქნები?.. ვწვალობდი და გამოვიქეცი.. ძლივს დავუძვერი კლანჭებიდან უსაქმურ მცველებს. (როგორც სალამბო მათოსკენ..) ზოგჯერ მგონია, შენთან ახლოსაც ვერ მოვალ, გული სადღაც გამექცევა.. ხელი თუ ხელზე მომხვდა, სულს ვღაფავ.. არასოდეს მინახავს უფრო განიერი მხრები.. შენთან თბილა. შენთან ყველაფერი კარგია. თავბრუ მეხვის შენი სუნთქვით.. ამ მოსასხამმა სახლი შემაყვარა. ის ბინა, შენ რომ მომიწყვე.. ნახე, როგორ მიხდება... გამჭირვალედ მიფარავს სხეულს.. მთელს სხეულს.. როგორი თბილია და გამძლე. ძვირფასი და ლაჟვარდოვანი.. რაც მთავარია, მხოლოდ აქ მეძინება.. მხოლოდ აქ ვისვენებ და სამუდამხვალიოდ დავიგულე თავი მასში..  უხვალეოდ?.. უხვალეოდ ეს სულიც კი დაიშლება - ეს სალახანა...

და თუნდაც არ ვგავდე საკუთარ თავს, სხვაგვარად ცხოვრება მე არ შემიძლია...

 

გაგრძელება შემდეგ ჭიქაზე...

********************************************************************************************************************************

 

-         „შემდეგი ჭიქა როდის იქნება, ანნუშკა?“ - ჰკითხა სიყვარულით გაბრუებულმა ნიკოლაძემ

-         „ოცნებების ქალაქში“ - იყო პასუხი.

 

 

 

 

თავი VIII

ო ც ნ ე ბ ე ბ ი ს    ქ ა ლ ა ქ ი

შემდეგი ჭიქა

 

დღის შუქმა და საღამომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, თვალები გააშტერეს და ვერ მიხვდნენ კოცნა საჭირო იყო, თუ არა..

შემდეგი ჭიქის დროა.

-         „ჩამოასხი. გაშრა ყელი“..

-         „მშვენიერია შენი თავხედობა მეტისმეტად. შვენის ძალიან შენს სიკეკლუცეს“ -  და მეც დედოფალივით თავაწეული ვიბღინძები ახლადშემოსილ მოსასხამში..

-         „სადღეგრძელო იყოს იმის, პირველად რომ შემომაფეთე ტუჩები, სვე-იმედ-შეკავებულმა“.

-         „სადღეგრძელო იყოს, პირველად რომ გამოგექცა ჩემსკენ სქელი ოქროს ჯაჭვით დაბმული ვნების ალქაჯი“.

-         „სადღეგრძელო იყოს იმ ჭიგოსი, ჩემი ვაზის მაგივრად პირველად რომ მოეხვიე..

ალქაჯიც შენ ხარ თავად.. მზიური სახით.. გამომეცხადე თითქოს, რომ ფიცი დავდო, გეფერო მარადის და ტოტები გაგისხლა“..

-         „სინათლის სხივად და მევენახედ (ახლა კი ვიცი, ) სტუმარი ვნახე. მაშინ, როდესაც ჩემი შედევრი ტკივილით იტანჯებოდა. მაშინ, როდესაც სიცილს ცრემლებში ვცვლიდი, ლექსად გამოვთქვამდი წყენას. მუზები? ... როკავდნენ.. ბორგავდნენ ჩემს გარშემო ერთურთის მიჯრით.. ელვა კი, ეცემოდა გაკაფულ ბილიკებს. შლიდა და ქალივით მოთქვამდა“..

-         „კართან ნუ დგახარ, ნაკადულო.. შემოდი შიგნით.. ხელუხლებელია უშენოდ ყავაც და შოკოლადიც.. სანთელიც კი, უკარება, ერთ წამში ჩამიქრია, მე, რისხვის ხელმწიფეს“..

-         „ცა იყო როცა შთაგონებული, შენ ხელ-ეწიფე! მაშინ იყო, რომ ვუყვებოდი ზღაპარს ობლობის“.

-         „ოქროს მერდინი შეისწორე, ნაკადულო. რა ლამაზად გიფრიალებს.. მოდი, ხელში აგიყვანო. იქნებ, ჩაგეძინოს კიდეც.. შენს მწვანე ლოგინში ჩაგაწვენ.. აგერ მაქვს შენთვის გაშლილი. ამ გულში.. ეს ყოფილა ბედის საგზალი, კარგა ხნის წინ რომ გამომატანა. რად მინდა-მეთქი, დავიღრიჯე მაშინ.. თურმე, გამომდგომოდა უნდა... მერე და როგორ გამომადგა.. ამ საგზლის გარეშე ახლა რა მეშველებოდა.. ღმერთმა ნუ ქნას, მშიერი დამრჩენოდი“.

-         „დავნაყრდი. ახლაღა გავძლიერდი, ქვეყანაზე ყველა შიში წარმხოცა შენმა საგზალმა.. გინდა, გამხადო კიდევ მეტად უშიშარი..?.. შენსავით.. „ვითარცა უხორცო“ ?“ ...

-         „აბა, რა ვიცი, ნაკადულო, ღამის მლოცველი ვარ და ამ ბორიალში შენ გადაგაწყდი. ხელი მოგკიდე. მხარზე შემოგისვამ. იჯექი და იქნიე  დაქნილი ფეხები, ჩემო ანგელოსო.. ფრთები არ გამომივიდეს, უყურე. გინდაც, გავიქცევი, გინდაც ჩორთით ვივლი. შენ ოღონდ მითხარი.. აქაც კი მენატრები, ასე განსაჯე.. და სულ შენთან მინდა ვიყო... მომეცი ნება...

გუშინ ოქროს თევზმა თვალი ჩამიკრა. ისეთი ლამაზი იყო.. ალმური გადაკრავდა აისის.. შენსავით.. მზისფერად იღიმოდა.. მწვანე ფარფლები უთამაშებდა.. შენი თავი ვთხოვე.. მე რომ ასე უგონოდ მიყვარხარ, შენ გაგეღიმოს იქნება.. იღიმე, სულო ჩემო.. გამოაჩინე კაწ-კაწა კბილები“.

-         „მე სულ მესმის შენი თბილი ხმა. გულიც გამალებით მიცემს.. სულ და ყველგან გესაუბრები“.

-         „ჩემი თბილი ხმა? ჩემთან ხომ აღარაფრის გეშინია? ახლა ვეღარავინ გაბედავს შენს შეწუხებას. ზევსიც კი.. არავის მოვაკარებ შენს ძვირფას სულს. არათუ სხეულს. ჩემო პატარა გენიოსო.. ოღონდ, გაჩერდი და დამელაპარაკე.. რაც არ ძალმიძს, იმაზე მეტსაც ვეცდები, გავაკეთო.. ჩემი იმედი გქონდეს, ნაკადულო“..

-         „შენი იმედი სულიდან მომყვება.. ქარებმა მასწავლეს, არავის იმედი გქონდეს, მოგატყუებენო.. მაგრამ, შენ ერთადერთი ხარ.. შენი ზევსსაც ეშინია, უბატონოდ ხმას ვერ გცემს. მე კი, რასაც მინდა გთხოვ, გიბრძანებ კიდეც. და მისრულებ“..

-         „აბა, თუ ხვდები, რატომ?“

-         „მიხვედრით, ვერა. უბრალოდ, გული მეუბნება ასე“.

-         „რა ხდება შენს პატარა გულში?“

-         „ბევრი რამ“.

-         „მაინც?“

-         „მაინც.. ის, რომ...შეგეჩვიე. რაც ამ ძლიერ მაჯებს გემო გავუგე, ვეღარ ვშორდები. გამიტკბა უბეში ჯდომა და უამისობა არ მინდა. შემომიყვარდი. და მეშინია. აი, რა ხდება!“

-         „სიყვარული ის ნიჭია, რომელსაც ღმერთი თითო-ოროლას სთავაზობს. და თუ ამას ღირსეულად ატარებ, მისი მფარველობა არ მოგაკლდება, ჩემო ანგელოსო“.

-         „მიყვარხარ....  მოსასხამიანად.... და ამ სიყვარულმა გამაზარმაცა“.

-         „აი, ხომ ხედავ, არსთაგამრიგე არათუ არსებობის, არამედ, ცხოვრების საშუალებას გჩუქნის. მეც მიყვარხარ. თანაც, ყოველგვარი აზროვნების გარეშე, ჩემო ჩიტ-ბატონა.. ცხოვრებას მოეფერე, ნაკადულო. რომ ისიც მოგეფეროს. მე, შენგან მოწონებულ მტევანზე მეყოლები და ხელი არასოდეს დამეღლება...“იმან“ კი, ზევით, ყველაფერი იცის და როგორც ინებებს, ისე იქნება. .... გაგაზარმაცა?“

-         „ჰო, გამაზარმაცა. თვალები მაქვს დახუჭული. გახელაც მეზარება, წინ რომ გავიხედო. იმიტომ, რომ შენ დაგყავარ, ძლიერი მკლავებით და ჩემს მაგივრადაც იყურები წინ“.

-         „მე გავიხედავ. ოღონდაც, შენ ნუ დაღლი მაგ საცერა თვალებს, ნაკადულო.. კარგად მოიხვიე მოსასხამი, არ შეგცივდეს. თვალი მოხუჭე. დამისიზმრე. სიზმარი არაა, ჩემი ხელებია..  და მერე ისევ მოდის ღამე. ქორფა და შეზარხოშებული.. ღვინის ჭიქები კი ჭორიკნობენ და დილისკენ აპარებენ თვალს, რომ ნაბახუსევზე ისევ ავითვისო შენი გაუგონარი სილამაზე...

გაგვიმარჯოს.... ახლა დაიძინე. მძინარეს უნდა გიყურო, ხვალ ისევ გიმღერებ, ნაკადულო..

 

 

 

თავი IX

პირველი შეხება

 

რომელიმე პარასკევი საღამო. პირველი მასპინძელი - ათათურქის აეროპორტი. ფეხები თავისით დადიოდნენ, თვალების კარნახს აღარ უცდიდნენ.

ოცნებების ქალაქის ქუჩები, წინასწარ გამოწყობილიყვნენ თითქოს,  ამ ორის დასახვედრად.

ღამის ერთი გასეირნებისთვის საკმარისი დრო იყო. მოთელვა შემდეგი დღისთვის. Istanbul saklasin bizi.

ფანჯრიდან ოდნავი განათება შემოდიოდა. აია სოფიას ღამის განათება.

კოკამ წელზე შემოჰხვია ხელები, ანნამ დაიხედა წელზე და ის გაახსენდა, პირველად რომ კოკას ხელები დაინახა.  მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ბიჭი უყვარდა თუ არა, წარმოიდგინა, როგორ შეეხებოდნენ და დააჟრიალა.

ანტიკურ ხანაში მარმარილოში ხომ სხეულის ნაკვთებს სახავდნენ - იქ, მაშინ სხვა სიცოცხლე იყო წინ წამოწეული. ყველა კუნთი სუნთქავდა. ზუსტად იმ დროში ვარდებოდა მისი ყურებისას, რადგან ხედავდა, რომ კოკას  სხეულშიც ყველა კუნთი სუნთქავს და ყველა თითი თავის ამბავს ყვება… იმათ ჰგვანან ... და ყოველი მათგანი თითქოს იმისთვის დაიბადა, რომ მას შეეხოს ….

ანნას გამომეტყველება ამაყი იყო, მაგრამ თითქოს ცოტა დამფრთხალი. უმწეოს გავდა, წარმოუდგენლად გულუბრყვილოს, მაგრამ ამავდროულად დიდი, ვერაგი ძალა იგრძნობოდა. ამორძალივით იყო, ველური სილამაზით. თუმცა სახეზე ქალის ინსტიქტი ეხატა. საკუთრებაში ყოფნის ინსტიქტი. ისეთი სახით უყურებდა კოკას, დილეგში გამომწყვდეული ტყვე რომ უყურებს თავის „პატრონს“, რომ არ იცის, რა ელოდება. ისეც ხომ მომხდარა, ტყვეს და პატრონს რომ ერთმანეთი შეჰყვარებიათ. და რაღაც იმისეულს უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი.

ბროლის ჭიქასავით კრთოდა. კოკა თავის ძლიერ ხელებს ისე ჰკიდებდა, თითქოს ყოველ წამს ეშინოდა, ხელში არ შემომატყდესო. თვალს არ აშორებდა, ისე იყო ჩაშტერებული, ეგონა, რომ პირველად დაინახა. მართლაც პირველად ნახა ტანსაცმლის გარეშე.

სპილოს ძვლისგან გამოთლილს ჰგავდა. თანამედროვე ნახატივით. თხელი და იდუმალი. ბავშვური და გამომწვევი. გრძელი კიდურები. დაქანდაკებული. დაქნილი.

კოკას ჩაფსკვნილი სხეული დუღდა. მხრები უფრო გაუფართოვდა, ვიდრე ჰქონდა. უნდოდა მთლიანად თავის მკერდში დაემალა ანნა.

ყურში უმეორებდა, არცერთ ღვთიურ ნელსაცხებელს „გავუტანჯივარო“ ასე...

არცერთ სამოთხეში მიგრძვნიაო მსგავსი ჰაეროვნება...

აია სოფიას შუქის ფონზე ჩუმად უთხრა:

-         „შენს გამო ყველაფერზე წავალ, ხომ იცი“...

-         „ვიცი“...

-          „იცი, რატომ?“

-         „მითხარი“!

-         „ .... ........ ...“

-         „... - ....“

-         „ეგეც იცოდი?“

-         „კი“.

-         „არავის უთხრა, კარგი?“

-         „კარგი“.

-         „ჩვენი საიდუმლო იყოს“.

-         „იყოს“....

-         „მუსიკის როლს მხოლოდ გარედან შემოსული კენჭებზე გადავლილი ტალღის ხმა ასრულებდა“....

გამთლიანდნენ.

„აქ არის. ჩემი ძალოვანი აქ არის“ იმეორებდა ანნა თავისთვის. არასოდეს იცოდა ეს დღე როდის დადგებოდა. ამ დღისკენ მოდიოდა ნელ-ნელა. სვენებ-სვენებით. ტაატით. სულ ეგონა, ღრუბელზე იჯდა და ზურგის ქარს ელოდა. ქარიც ისეთი უცნაური მიმართულებისა იყო, ვერც არჩევდა, ზურგის იყო, თუ გვერდითი.  ახლა კი ნამდვილად დარწმუნდა, რომ ფიქრი მატერიალურია. ძალიან ბევრჯერ მოუხდენია თავისი წარმოსახვის ვიზუალიზაცია და ზუსტად იგივე კადრებით დაუდგა წინ რეალობა ოცნებების ქალაქში.

ახლა უკვე აღარ ეშინოდა, ვინმესთვის მოეყოლა თავისი ამბავი. აღარც ვინმეს შურის შეშინებია. დიახაც, ეს ისეთი ამბავია, სწორედ ყველას რომ უნდა შურდეს.

 

 

 

 

 

 

 

თავი X

ნასტუდენტარი შეყვარებული

 

მე ნასტუდენტარი შეყვარებული ვარ. შენ კი ჩემი სანატრელი სურნელი. ჯერ კიდევ ხელები მიკანკალებს, რომ გიხსენებ და ცეცხლში ვეშვები.

შენ ყველაფერი ხარ. ალბათ რამე ძვირფასი ქვის ნატეხი, ან რაიმე საბადოს ფასეული მონაპოვარი. ან გინდაც შამპანურის ქაფი. ლამაზი ტანის აფეთქებული გრაცია.. ჯერ კიდევ შენი ბრჭყვიალებით ვარ არეკლილი, ჯერ კიდევ შენი ფერი ვარ.. ჯერ კიდევ შენი სურნელი მაქვს.

ჩემი და შენი ღიმილი ერთია. მე არც ვიცი, რომელი ჯობს, რადგან თავი აღმოვაჩინე და დავიგულე შენში. ეს ალბათ იმიტომ, რომ, თვითონ აღმომაჩინე.

და რაა სიყვარული სხვა, თუ არა, საკუთარი თავის აღმოჩენა სარკეში.

შენ ჩემი სარკე ხარ. ცოტა გამრუდებული...

გმადლობ დღეს, ხვალაც, გუშინაც.. ადრეც დამიწერია რაღაც მსგავსი..

უცნაური გადახვევა ხარ ჩემი ცხოვრების. ჩემი დებიუტი. მე ერთი სიტყვაც მყოფნის მთელი ცხოვრება სიმხნევისთვის.. ასე გავძლიერდი..

და დათვალე, სიტყვა რამდენია...

და შენს დანახვაზე ვიცვლები თავით ფეხებამდე. შენს გვერდით ვარ ყველაზე ლამაზი და შენც კაშკაშებ. მზე ხარ და მზეზე მაღალი. არაფერი შეედრება ამ სილამაზეს. ჩემთვის და ჩემი სულისთვის კარგი, ჩემი ჯანმრთელობისთვის სანდო და ჩემი სილამაზისთვის სასარგებლო.

მე კი მარტო ის თვალები და ხელები მემახსოვრება მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება. როცა გაგებუტები და დილით ალიონზე გავიპარები, რამეს დაგიტოვებ და მოუარე.

შენ ჩემი აღმაფრენა ხარ. ჩვენ ერთმანეთს ვცვლით და ერთმანეთში ვიმალებით. ხანდახან წვიმა თუ წამოვა, სადმე ქოლგას ვიპოვით და ქვეშ დავდგებით, მთავარია მეტი სულიერება! მეტი სიღრმე და ყველაფერიც კარგად არის.

ხო, ისე, დღეს ძალიან ლამაზი ხარ.

დღეს შეუდარებელი ხარ. ჩემი სანატრელი სურნელი.. დღეს გადებ თავს და ასე ვიქნები ბოლომდე. შენ მატარებ და მატარებ.

სადაც ქარები ზეციდან წყდებიან, სადაც მდინარეები ჩერდებიან.. და შენი ავტოც ხანდახან ჩემს ეზოს პატრონობს. შენ თუ ხანდახან გაჩერდები და დამელაპარაკები, მე შენთვის გავთენდები და დილით აისზე გაგიღიმებ.

კარგია სიყვარულობანას თამაში..ხანდახან ისიც არ ვიცი, ჯობია ეს თამაშად დარჩეს, თუ ცოტა უფრი სერიოზულად, მეგობარო! ხანდახან შენი სერიოზულობაც ყელში მაქვს.. თუმცა, რომ გავიგო, სადმე უჩემოდ მშვიდი ხარ, წავწყდები. ერთ მშვენიერ დღეს ნავთსაყუდლად სხვისად გამხილო, იქვე ცხოვრებას დავლევ!

მე გიყურებ და შენ დადიხარ. წინ და უკან. ხანდახან თვალის თვალში გაყრა, ყველაფრის გამჭრელი და ჩვენი საერთო ძაფიც რკალს იკეთებს..

შენ დადიხარ, სანამ ჩემი სიმღერები ტირიან. და, როცა უკვე გაიყიდები, მთლიანად ჩემი ხარ.

აქ მე დავდივარ და შენ მიყურებ. მე ვდგავარ, შენ ზიხარ და მხატავ, მსწავლობ, გიყვარვარ.. იმდენად გიყვარვარ, რომ მე შენს სხეულს ვგძნობ. და შენს მხრებს. მხრები არ დამავიწყდეს ! ძალიან დიდი სიხარბე, ზორბა ვნება და უზვიადესი ეჭვი! ეს ყველაფერი ერთად გროვდება სადღაც და იქედან ჩუმად იყურება. შეფარვით ჩემსკენ უჭირავს თვალი და ვიცი, არც მომაშორებს. მე ვხედავ შენს სახეს. გაბრაზებულს.. უბრალოდ ილუზია?.. დამშვიდდი სულზე არ გეხები. იქამდე შემოვალ, სადამდეც მომიპატიჟებ. ჩემი ნუ გეშინია, მე შენი ვარ.. მარადის და უსასრულოდ.. თუმცა ისიც მართალია, არც მაინცდამაინც შენი.. არავისიც არ ვარ.. არ მითხრა, არც მეშინიაო!

და მაინც, სად მირბიხარ? რა დროს იქეთ წასვლაა. ჩვენი ბედნიერება სქესშია. ჩვენს სქესში. მე შენი სახლი ვარ, შენ ჩემი.. ხან ჩხუბია და სულთან ფარსი. ხან ხელებს ვკიდებთ და გვიყვარს. მე ყველაზე შორს შენ გაგირბივარ და ყველაზე პირველი ხარ ჩემთვის. ყველაზე უსიტყვო და ყველაზე სიტყვიერი, ყველაზე ურჩიც და ყველაზე თვინიერიც. ყველაზე ტვინიერიც..

ხანდახან კია, მაინც მარტო ვარ.

შემოვივლი ხოლმე მარტოობაში ქალაქს, ტაძრებს, სადღაც კუთხეებში ჩამოვჯდები, კეთილ ნაყოფს გავთლი და მივირთმევ ველურ თაფლს.. მინდა სიმშვიდეში ვიცხოვრო.. მინდა სული მშვიდი და მსუბუქი იყოს. ჰოდა... შენც მოდი ხოლმე, ისე, როგორც შენ იცი მოსვლა. აშვებული კვიცივით.. გაველურებულივით.... დედის წინ რომ წრეზე ხტის. თუ მოინდომა, კი, ყველაზე შინაური და მშობლიური რომ ხდება... მოდი...

დღეს?... დღეს შენი პროფილის შემხედვარემ, შემიძლია ხმამაღლა ამოვთქვა, რომ დაუძლეველი ძალით ადის და ჩადის ჩემში ის დამანგრეველი ძალა, რაც ერთ ჩვეულებრივ და მზიან დღეს, შენ მომიტანე. და მაინც ეს პროფილი.... პროფილმა ქნა ის, რომ ჩემს სხეულზე გამობმული ძაფები, ერთიანად (საშინლად მამაკაცურ) ხელებში გიჭირავს და როგორც გინდა, ისე ამოძრავებ...

აი, რა უქნია, ამ გაუჩერებელ მოგზაურობას. ელდორადოსავით ვეძებდი ძაფების წვერებს. არ მოვისვენე. გამოვუყევი და (ერთად თავმოყრილ) ბოლოებში შენი მტევნები დამხვდა... ახლა, ატრიალე, როგორც გინდა. ამისთვის დავბადებულვარ ოდესღაც.. არ ვიცი, ადრე იყო ეს, თუ გვიან... ჰოდა, მოდი და ატრიალე... ერთი შენებურადაც მითხარი ყურში ჩვენი საიდუმლო..

რომელი საიდუმლო?... აი, ის. ღამის კუნაპეტობისას, შორი საბადოდან რომ მოგაქვს და ჩემს სხულში მალავ.. ჩემი სხეული კი, ისე ღებულობს, როგორც თავის ნაშობს... პროფილმა შობა საიდუმლო. და ახლა პროფილის ბრალია ყველაფერი... შენც ხომ იცი:   "ხალხები კვდებიან და პროფილები რჩებიან“.

და საერთოდ, როდის დაბრუნდები - მეთქი, უნდა მეკითხა, მაგრამ დაბრუნებულხარ.

შენი ანნა,

გალათას ხიდი,

შეყვარების წელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

თავი X

***

 

დილით სულთან აჰმედის ბაღში გავიდნენ.

-         ან, აქ შენ ხარ უფროსი. სადაც იტყვი, იქ წავალთ.

-         „მანდაბათმაზიზე“  შემდეგი გაჩერება“. - უპასუხა ანნამ.

-         „ეგ რა არის?“

-         „აქვეა, გალათას ხიდს რომ გადავალთ, ტაქსიმზე თავისუფლების გამზირს გავცდებით და პატარა ასახვევია. მსოფლიოში კი არა და გალაქტიკაში ყველაზე გემრიელი ყავა დუღდება. 1976 წლიდან ადუღებს ქემილი. წავიდეთ, ვესტუმროთ“.

-         „როგორც იტყვით! მე ჯარისკაცი ვარ! რასაც მიბრძანებენ, იმას გავაკეთებ!“ - შევიდა კოკა ეშხში.

-         „ყველაფერს?“

-         „ყველაფერს“

-         „რომ გიბრძანო, ხელში ამიყვანე და მთელი გალათას ხიდი ისე გადაირბინე-მეთქი, მაგის უფლებაც მაქვს?“

-         „ანნა, შენ ყველაფრის უფლება გაქვს!

 

 

 

თავი XI

ცხოვრებისეული წერილი პირადად ჩემი სიზმრების პატრონისთვის, უნდა შეიტყო, უშენოდ როგორ ვიარე

ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილო. და უკვე მერამდენე? ბოლო დროს სულ საიდუმლოებს გიმხელ, არა? ერთადერთი მესაიდუმლე მყავხარ. ჩემი გამოქვაბული. შევალ და თავს შევაფარებ. შემოგაფარებ - ფარ. "ლომი ფარია ქალაქის (გრ.რ. ეკბატანა)"

საიდუმლო ასეთია: წლის დასაწყისში ხელში ჩამივარდა ჟურნალი - წლის ასტროლოგიური ანალიზით. რეჟისორის მაგიდაზე ვნახე. სააქტოში. გავაქანე და ჩანთაში ჩავაგდე. ბევრი რამ ეწერა შიგ.

ჩემს ზოდიაქოს დაჟინებით ჩავაკვირდი. წელს მეორე ნახევარს იპოვნიო.  იგი კი მართლა იქნება ის, ვისი სახელიც შეიძლება სხვებისთვისაც დაგირქმევიაო. (თუმცა მე არავისთვის არაფერი დამირქმევია.)

ის ჟურნალი ახლაც ინახება ჩემს ერთ-ერთ სათავსოში.  თუ ეს ყველაფერი ბავშვობად გეჩვენება, აგერ - შენ და აგერ - მე. ჩემი ზოდიაქოს ნიშანს კი, იმდენად დიდი ძალა შესწევს, რწმენით სამყაროს ცვლის. და ესეც ალბათ რწმენის შედეგია.  "ვითარცა წერილ არს" …

ვერც იმას ვიტყვი დაბეჯითებით, რომ გელოდი. თურმე ყველაფერი ხდება.

უცნაური ვარ - გაუგებარი ქარაშოტებით. უცნაური ცხოვრება მაქვს. განუზომელი რაოდენობის აზრიანი თუ უაზრო თავგადასავლებით. არასოდეს ვყოფილვარ არა-მიწიერად ბედნიერი. შეშინებითაც კი შევშინდი კარგა გვარიანად. ოდესღაც მწირი რაოდენობით გამომუშავებული ადრენალინი ასმაგად ამომადინეს ცხვირში. და ტკივილის მეტი არაფერი დამრჩა. იცი შენ …

ბედნიერება "სქესშია" ! (ასეოები არ გადაანაცვლო.) წყვილში. მე კი არასოდეს მიცხოვრია ორთაშორისი კოსმოსში.

აქამდე მე ქალი არ  ვყოფილვარ. ესეც კიდევ ერთი აღსარება (აღსარება და აღიარება იმისა, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი ნამდვილი სახის გამოჩენა).

თავი აუქციონზე ძვირად ნაყიდი ნივთი მეგონა. ჯიბრზე რომ მოიპოვებენ. მერე თაროზე შემოდებენ და მტვერი ედება. აბა, გაბედოს ვინმემ და ხელი ახლოს! მეც ვიცრიცებოდი არსებობით (თაროზე) და ბოღმისგან ჩემს საკუთარ გულს ვასკდებოდი.  დაცვის სამსახური არ მუშაობდა ცუდად და ასე "ხელუხლებელი" შემომინახეს …
ამიტომაცაა, არასოდეს არავის ვერჩოდი. საკუთარი "ცრემლებით ვხარშე ჩემი ცხოვრების ფაფა", საკუთარი ზურგით ვათრიე ყველა სიმწვავე და საკუთარი კანი ვკაწრე ყველა ემოციით, თუ უემოციობით.

სხვა არავინ შემიწუხებია. "წყალნი წავლენ და წამოვლენ"! და მე შეიძლება მოსახვევში ბევრჯერ დავეცი, მაგრამ სული ჩემი არასოდეს გამიყიდია!

ვიარსებე ასე და რომელიღაც დილით, ცა იყო როცა შთაგონებული, შენ ხელ-ეწიფე! 
სულ სხვანაირი ნაბიჯებით და სიარულის მანერით. მძიმედ და კაცურად.  სინათლის სხივად მაშინ, სიზმარში სტუმარი ვნახე - ხომ გახსოვს ჩემი სიზმრები? მაშინ იყო, რომ მე ვყვებოდი ზღაპარს ობლობის. როდესაც სიცილს ცრემლებში ვცვლიდი, ლექსად გამოვთქვამდი ტკივილს. მუზები როკავდნენ ჩემს გარშემო. შენს შორიახლოს. ალბათ იქვე, სადმე... ელვა კი, ეცემოდა გაკაფულ საფრენ ბილიკებს. შლიდა და ქალივით მოთქვამდა.. ქარი კი გლეჯდა ყველა ქარსაცავს. თუმცა არ ვიცი, რა მიმართულებისა იყო.

ნუ გაგიკვირდება, ჩემო, მე მიმართულებებს ვერ ვარჩევ.კიდევ კარგი, მარჯვენა-მარცხენისა გამეგება. თუმცა, შენ ხომ მყავხარ? თუ ამერეოდა მიმართულება, ხომ დამეწეოდი და მომაბრუნებდი? "პავაროტში" მოვცურდი - მეთქი, გახსოვს? მაშინ შენ არ მყავდი.ოღონდ, "შიშები" გაუშვი, გთხოვ …მეშინია, რამე სისულელე არ გავაკეთო და თავი არ შეგაზიზღოო. ნუ გეშინია. თუ არ გინდა, არ გააკეთებ !იცი, როცა შენზე ვფიქრობ, ყოველთვის ვიღიმი.

ახლა უკვე საკმაოდ გვიანი ღამე ჩამოდგა. მაპატიე, თუ არეულად და უინტერესოდ გწერ. მინდა, შეიტყო, უშენოდ როგორ ვიარე. პრინციპში რომ ვთქვათ, არც ისე უჭკუოდ დავდიოდი. მთავარია, შენამდე მოვედი. მთავარია, რომ მიმიღე. მთავარია, რომ არ გამაგდე. ამ სტუმართმოყვარეობისთვის უღრმესად მადლიერი ვარ.

ბევრი რამ გადაგვხდა. კიდევ მეტი გადაგვხდება და მეტსაც ვილაპარაკებ(თ).მე ხომ სულ მესმის შენი თბილი ხმა. წელზე მაქვს შენი თბილი ხელები მეტალისფერ დილას. გულიც გამალებით მიცემს. შენი იმედი სულიდან მომყვება. ქარებმა მასწავლეს, ნურვინ გეიმედება, მოგატყუებენო. მხოლოდ შენი მჯერა. შენი ზევსსაც ეშინია, უბატონოდ ხმას ვერ გცემს.

მე კი, რასაც მინდა გთხოვ და ოცნებებს მისრულებ. და მერე, „შემდეგ ცხოვრებაზე“ წლების შემდეგ მე მოგიყვები გალათას ხიდზე. მეხივით დამეცი თავს. რაც ძლიერ ხელებს გემო გავუგე, ვეღარ ვშორდები. გამიტკბა უბეში ჯდომა და უამისობა არ მინდა.  თვალები მაქვს დახუჭული. გახელაც მეზარება, წინ რომ გავიხედო. იმიტომ, რომ ჩემს მაგივრად იყურები წინ. მე შენ მიყვარხარ, ბატონო ჩემო. ვიცი, ეს პირადად არასოდეს მითქვამს, მხოლოდ მომიწერია. მაგრამ აუცილებლად - უსიკვდილოდ გეტყვი. მე იმ დროს ვიქნები ყველაზე სუფთა და ნაღდი. ხელებს გაგაშლევინებ. ჩემს სულს მტევნებზე დაგიდებ და აჰა, წაიღე !

ხელი.. ხელი…ხელი არასოდეს გამიშვა, კარგი? რომც ვიჩხუბოთ, მაშინაც ძლიერად ჩამებღაუჭე და ხელი ჩამკიდე. რომ არსად გაწყდეს ენერგია. მე არასოდეს მიცხოვრია დაცულ უბეში და ორთაშორის კოსმოსში. არც ხელებზე მილაპარაკია აქამდის. სხვა ხარისხის ხელები გაქვს. სხვა კლასის. კაცის ძალა იგრძნობა. ესეც ჩემი სიყვარულის ახსნა ეპისტოლარულად. როგორია შენი სიტყვები, როცა მე ვიბუტები? მთელ ცხოვრებად ღირს...

და აჰა, ჩემი პასუხიც: დროა!
ბაზა "იანვრის სუსხი".
საუკუნემშვიდობისა !
მეტალისფრად გათენდ.

#დამდგარიშემდეგიცხოვრება

ბალიშზე ნახა წერილი ნიკოლაძემ, თვალი რომ გაახილა ოცნებების ქალაქში, როცა ანნა დილით ალიონზე გაიპარა მედუზა გორგონასთან სურვილის ჩასათქმელად.



-         "კოკა, შენ კელტი ხარ?"

-         " რა ვარ?"

-         "კელტი."

-         "რატომ კელტი, ჩემო თვალის ჩინო ?" 
(ნიკოლაძე უკვე მიეჩვია ანნას უცაბედად დასმულ შეკითხვებს, რომლებსაც აუცილებლად თავისივე დასაბუთებულ ახსნას ან ამბავს მოაყოლებდა ხოლმე. ძალოვანიც უფრო მეტად იხიბლებოდა თავისი ახლადაღმოჩენილი "სამყაროს" ამოუწურავი ფანტაზიით და მისი ცხოვრებაც ამით კიდევ უფრო საინტერესო ხდებოდა.)

-         "რატომ და კელტები ევროპაში ყველაზე მამაცი ხალხი ყოფილა. მტრის დასაშინებლად , ბრძოლისას გამაყრუებელ ღრიალს გამოსცემდნენ და საბრძოლო ბუკს ჰკრავდნენ. ესეც გავრცელებული ყოფილა მათში. ჰოდა კიდევ, რაღაც კარნიკსები ჰქონიათ. საშიში დასარტყამები. ცხოველების თავებით აკეთებდნენ."

-         "და მაგიტომ ვარ მე კელტი?" - უკვე სიცილისგან სულს ვეღარ ითქვამდა კოკა.

-         "ჰო. რა, არ ხარ?"

-         "კარგი, ეგრე იყოს, კელტი ვარ". - თავის ორივე ჩაფსკვნილი მკლავი შემოხვია, მთლიანად დამალა და მისი თმის სურნელი მთელი მონდომებით შეისუნთქა.

-         "დავნიძლავდეთ, თუ გინდა!" (თითქოს ვინმე ეკამათებოდა.)

-         "რაზე?"

-         "შოკოლადზე."

-         "კარგი. რომელ შოკოლადზე?

-         "შენ მოიფიქრე."

-         "ანდა, ეგ სულ არ ვთქვათ, რომელ შოკოლადზე. ჯერ შემოგხედავ დამარცხებული, ნაცრისფერ თვალებში და "ჩაბარება" შემდეგ შემოხედვაზე იყოს. იქნებ რაიმე დაემატა შენს ღიმილს და ხომ უნდა აისახოს შოკოლადის გემოზე (ც) ?"
ამაზე პასუხი არ მიუღია. როგორც ჩანს ანუშკას ფიქრები უკვე სხვაგან წავიდა. სად ჰქონდა ამდენი დრო, ერთიდაიგივესთვის დაეთმო?...

-         "წუხელ ვერანდაზე გამოვედი, აი, ის ბარტყი მთელი ღამე კენკავდა მარტოობას. ჩიტსაც ჩიტი უნდა მხარს რომ მიეყუდოს. თავისი დარდები აკიდოს. მაგალითად, ახლა მე როგორც ვარ მოყუდებული... ისე მეძინება, ახლა ლოდების საწოლზეც კი ვნახავდი ცრხა ზმანებას. თუ პირველ სიზმარში წავედი, ისევ შენ გნახავ. არ იეჭვიანო. " - ბოლო სიტყვა გაურკვევლად ჩაიბუტბუტა.

უკვე ეძინა ანნას.

 

ფანჯარა პირდაპირ „აია სოფიას“ გადაჰყურებდა. დილით ულამაზესი იყო. სანამ შუადღის ლანდები დაიკარგებოდნენ, უცნაური ჩრდილი ედგა ხოლმე სახურავზე. ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზი იყო ცხოვრება. სადღაციდან ყოველთვის ფარშევანგის კივილი ისმოდა. მერე თოლიას ხმა მიემატებოდა და მთლად ლივინგსტონის განწყობა მეფობდა. საღამოობით, როცა მევლანას სული დაიწყებდა ბორიალს ფერადი ნათურებით განათებულ ბაღებში, სიყვარულის და სიცოცხლის წყურვილი ერთმანეთში ირეოდა და შეყვარებულ წყვილებს უფრო მეტად აჯერებდა ცხოვრების სილამაზეს. რა ბედნიერი შეგრძნებაა, როცა მხოლოდ შენ გაბარია საკუთარი ბედნიერება, გარეთ რომ ქვეყანა ინგრეოდეს, შინაგანად გაწყვილებული ხარ და დამთავრებულია ყველაფერზე დარდი. ეს სულთან აჰმედის ბაღის ფანტანი, რომელიც ასჯერ ჰქონდა ნანახი ანნას, განსაკუთრებულად ლამაზი ეჩვენებოდა ახლა. იმიტომ რომ ის მთავარი ინდიკატორი იქ იყო, მასთან ერთად, ამ სილამაზის მომგონი თითქოს. სიყვარულის და მისი პირადი ბედნიერების ღმერთი. სტამბულის აურა ალამაზებდა ამ განწყობას. მთავარი ეს იყო. მთავარი იქ იშვა, იქედან მოდიოდა, გულიდან და სხეულიდან.

 

-          "ყურაშვილს უყვარხარ"

-         "საიდან მოიტან ხოლმე, თან ხმამაღალი განცხადებებით?!"

-         "კარგი, რა. სულ შენ გარშემო ტრიალებს. ვერ გშორდება. მე კაცი ვარ, ვერაფერს გამომაპარებ. რომ გიყურებს, ერთი სული აქვს, შეგეხოს."

-         "შენ რომ გიყვარვარ, არ ნიშნავს, რომ ყველა ჩემზე გიჟდება" - თავი გამოიძვრინა ანნამ. თვითონ უკეთ იცოდა სინამდვილე, მაგრამ ეშინოდა, ნიკოლაძეს არ ეეჭვიანა.

-         "დიახაც, ყველა კაცი შენზე გიჟდება. არ იცი ?" - ისე კითხა, თითქოს დამკიცებული იყო - "ჩემთან შენობაში ფეხს როგორც შემოდგამ, ქალებს ეზიზღები, კაცები გონს კარგავენ. მართლა გეუბნები. პირველ რიგში - მე...........“
ხმა აღარ ამოუღია ანნას.
სიჩუმე იყო ცოტახანს.
- ”ძალიან ბევრის ფიქრი ხარ შენ, ანნა”.
იცოდა ძალოვანმა, რასაც ამბობდა. 
და მერე მოვიდა ღამე. 
უტყვი და შეზარხოშებული. 
- ”დაიძინე, სულო ჩემო...”

(მას შემდეგ ათასჯერ იყვნენ იქ და) გალათას კოშკზე არ ავიდნენ.

-         „ავიდეთ?“ - ჰკითხა კოკამ.

-         „ახლა არა“ - ცოტახანს მიაშტერდა კოშკს ანნა. ახლო იყო და მიუწვდომელი. სულ ორი ფეხის ნაბიჯი, არადა თითქოს ჭერში ჩამოკიდული ჯანჯუხა. რაღა შორს წავიდე, ევას ვაშლი... - "ახლა არა..." - კიდევ გაიმეორა. - „პაემანს გინიშნავ! ათი წლის მერე მოხვალ აქ“ (ხელი გალათასკენ გაიშვირა).

ამასობაში თბილისის დროით 22:33 ... ქარები ზეციდან წყდებიან. მდინარეები ჩერდებიან.

ჩუ.... ძარღვებში სისხლი საპირისპირო მიმართულებით მიდის ...
#შემდეგიცხოვრება

 

 

 

თავი XII

ალექსანდრე (სანდრო)  ყურაშვილი

 

სანდრო ყურაშვილი და ანნა ერთ უბანში ცხოვრობდნენ.  ანნა ჩაფსკვნილი და ფერ-ხორციანი ბავშვი იყო. ასაკით დიდ ბიჭებთან კომუნიკაცია უყვარდა და „ბირჟაზე“ დგომა. ქალური არც არაფერი სცხებოდა, გაზრდილი ანნასგან განსხვავებით. სანდრო ანნაზე ათი წლით უფროსი იყო, პატარობისას ანნას ხშირად ეფერებოდა და ეუბნებოდა, შენ ჩემი ძმაკაცი ხარო. ეტყოდა ხოლმე, აი ნახავ, გაიზრდები და რა გოგო დადგებიო, გეგონებოდა, თანაუგრძნობდა, სხვა ფერიასავით გოგოებს რომ არ ჰგავდა. პატარობისას არსებული ასაკობრივი სხვაობა მკვეთრად იგრძნობა და ამიტომაც სანდროსთვის ის ბავშვი იყო. მოსაფერებელი ბავშვი.

რამდენიმე წელში სანდრომ ცოლი მოიყვანა და იმ უბნიდან სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.  უშიშროებაში მუშაობდა. ძალიან მაღალი თანამდებობა არ ეჭირა, მაგრამ მინისტრის დიდი ნდობით სარგებლობდა.

ის საქმე, რომლის გამოძიებისასაც ანნა მოწმის სტატუსით ჩართვა მოუწია, საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.  მთელ ქალაქში „ემხვარი-დევდარიანის“ სახელით გახმაურდა.

სანდრო უშუალოდ ჩაერთო საქმეში. რთული იყო ახლა გარჩევა, ვის რა ევალებოდა, მთავარი საქმის ბოლოში გასვლა იყო.

სწორედ სანდრო ყურაშვილმა შენიშნა ანნა თეატრის გამოსასვლელთან, ხალხის სიმჭიდროვით შეშფოთებული, დაჯღანული სახით (ალბათ კოკა ნიკოლაძეს, როცა საბოლოოდ გონს მოეგებოდა და გააცნობიერებდა, რა აჩუქა ცხოვრებამ, მისთვის უნდა გადაეხადა მადლობა).  თუმც, სანდროს იმ წამს შეფასებებისთვის არ ეცალა, სადღაც გულში გაიფიქრა, რა კარგი გოგოაო. პროფესიიდან გამომდინარე, ყველაფერში ეჭვი შეჰქონდა და შორიდან დაკვირვებისას ანნას უკმაყოფილო სახე „არ მოეწონა“.  როცა ფოკუსი გაასწორა და ანნა შერჩა ხელში, იმ წამსვე გაახსენდა სამი წლის წინანდელი შეხვედრა, პირველად, ბავშვობის მერე, ძლივს რომ იცნო და გაოგნდა, ის „კასრივით“ ბავშვი ასეთი ლამაზი გოგო როგორ დამდგარიყო.

გაზაფხულის პირი იყო, როცა სამი წლის წინ სანდრო ყურაშვილი მანქანიდან გადავიდა მაღაზიაში და იქ ანნა შეხვდა.

-         „სულ არ შეცვლილხარ, სანდრო!

-         „აი შენზე მაგას ვერ ვიტყვი. რამ გაგალამაზა, ასე, გოგო?! საშიშია!“

-         „აბა სულ შენი სამასხარაო ხომ არ დავრჩებოდი?!“ -  სიცილით უპასუხა ანნამ, თან ცოტაოდენი გამარჯვებაც იგრძნობოდა ამ ტონში. მთელი ბავშვობის განმავლობაში იმ გეგმას ხედავდა ფიქრში, როგორი მოხდენილი და ლამაზი იქნებოდა დიდობაში.

-         „როგორ ჩაუდია გულში! როდის გამასხარავებდი? სიყვარულით გეხუმრებოდი სულ. თან ჩემი „ძმაკაცი“ იყავი!“

-         „არა, ნამდვილად დიდი ზურგი მყავდი, ვერაფერს ვიტყვი“ - ხელები ასწია ანნამ. – „როგორ ხარ, სანდრო, რას შვრება ოჯახი, სად ხარ, რას მოღვაწეობ?“

-         „ოჯახი კარგად, თაკო გამოფენისთვის ემზადება, დაგპატიჟებ აუცილებლად.“

-         „არ ვიცოდი, თაკო თუ ხატავდა, შენ ხომ არ გაუღვიძე მუზები, რაც ცოლად მოიყვანე?“

-         „შესაძლებელია“ - ღიმილით მიუგო სანდრომ. კარგი ცოლი ჰყავდა სანდროს და ყოველთვის აფასებდა.

-         „ლევანიკო? ალბათ როგორ გაიზარდა!“

-         „ლევანიკო ხუთი წლის არის!“

-         „კარგად მახსოვს ხუთი წლის რომ ვიყავი. მზესუმზირა რომ გინდოდა, მე გაგეგზავნები-მეთქი, რომ გითხარი, გახსოვს?“

-         „უი, ეგ არ მახსოვს! შენ როგორ გაკადრებდი მაგას?!“ - შეშფოთდა სანდრო ყურაშვილი.

-         „არ გიკადრებია, მე შემოგთავაზე, ჩემი ძმაკაცი ხარო, რომ მიჩემებდი, მეც ვბიჭობდი!“ - სიცილით უთხრა ანნამ.

-         „მაგარი ბავშვი იყავი. და ახლა უკვე მაგარი გოგო ხარ, ანნა!“

 

ანნას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა უცხოებთან დამეგობრების და „პატრონების“ პოვნის. თუმცა ახლა მთლად საკუთარი ბავშვობა დადგა მის წინაშე განახლებული სახით. თავიდან „დამეგობრდნენ“.

რახან სანდრო ყურაშვილს ოჯახი ჰყავდა, ანნას გულუბრყვილოდ ასე სწამდა, თუ კი ადამიანის გული ვინმეს ეკუთვნოდა, ვერცერთი მესამე პირი შეძლებდა მათ შორის ჩადგომას. ამიტომ დაოჯახებულ კაცებთან უფრო თავისუფლად მეგობრობდა, ვიდრე უცოლოებთან. უფრო სუფთად შლიდა მეგობრობის ფრთებს და თვლიდა, რომ მათი „უღელი“ მნიშვნელოვნად აზღვევდა მას „მზაკვრული ჩანაფიქრებისგან“.

სანდროს ძალიან მოსწონდა ანნასთან საუბარი. ცდილობდა ყველაფერში გაეგო და გვერდში დადგომოდა. ანნას თავისი ინფანტილური ისტორიებით ესხმოდა სანდროს თავს. როგორ ვერაფერს უგებდნენ მის სისუფთავეს გაუზრდელი ბიჭები და როგორ იტანჯებოდა თავისი უპასუხოდ დატოვებული გრძნობებით. როგორ უჭირდა თეატრში ახალ მისულს მოშურნეებთან გამკლავება...

ამავდროულად სანდროს, ხან ოჯახში ჰქონდა არეულობა, ხან სამსახურში, იჯდა და ანნას უყვებოდა. ანნას დიდი ნიჭი ჰქონდა დამშვიდების და ნუგეშის. არც პირველი იყო სანდრო და არც უკანასკნელი, ვინც მისი აზროვნებით და ინტელექტუალური მარაგით იყო შეძრული. ერთხელ უთხრა კიდეც, ანნა, ასე მგონია ერთი ცხოვრება ოდესღაც იცხოვრე და ახლა თავიდან გადიხარო. ამ პატარა გოგოს საიდან გაქვს ამხელა შეგნება, გისმენ და თითქოს ქალს ვუსმენ, ათასჯერ  ჭირნახულს და გამოცდილსო. ნელ-ნელა ანნამ თავისი ინტერესები გამოავლინა უშიშროების სიყვარულში და სანდროც სულ უწონდებდა მიხვედრილობას. შენ რა გინდა თეატრში, შენ უშიშროების გენერალი უნდა იყოო, შეუძახებდა!

მოკლედ, ძალიან შეეჩვივნენ ერთმანეთს. როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში. თვეების განმავლობაში დღე და ღამე სწორდებოდა სანდროსთან მიწერ-მოწერას, სატელეფონო ზარებსა თუ ყავის ჭიქით საუბრებში. ზოგჯერ საღამოობით, სანდრო მათი საერთო ეზოს მეგობრებს აკა კაჭარავას (კაჭი) და ირაკლი თევზაძეს (თევზი) ნახულობდა.

10 მაისი, 2020 წ.
სრულად
ერთი არარაობის არაფრის არაფერი

უძილო ღამეც კი მშვენიერია, როცა იცი ვინაა ამის მიზეზი. უძილობასაც ხიბლი აქვს, როცა

იცი,ვისი ხმა ჩაგესმის ყურში. როცა მისი გაცრეცილი სილუეტი დაგიდგება გვერდით, თავად

კი მთელი სიმძაფრით ამბობ-შენი ხმა ნათითურივით ემჩნევა თვალებს.გთხოვ,კიდევ

ერთხელ მითხარი რამე,კიდევ ერთხელ გავწელავ ნათენებ ღამეს,როცა შენი ხმა

ნათითურივით ემჩნევა თვალებს. მარტოობის ხიბლი იმაშია,რომ უსიყვარულოდაც მიხვდე

თუ როგორ გჭირდება ის.და მეც ერთ დროს ვლამობდი ვინმეს შეყვარებას,შემიყვარდა

კიდევაც,მაგრამ მაინც მარტოობა მტანჯავდა,უფრო დავითრგუნე და ვერაფრით შევმატე

ოდნავი ფერადოვნება ჩემს გადათქეშელ ამბავს.ალბათ ამიტომაც ვარ ასეთი ცარიელი, ალბათ

ამიტომაც გავხვდი არარაობა.ცა ზღვის ნიჟარად გადაიშალა და ვეღარ გაშრა წყლისგან ეს

მდელო, ქარიც სიმორცხვით გადაიმალა, სადღაც თავისთვის გამოშრა ღერო. ცრემლები

მაწვიმს უმისობისა,თანდათან ვშრები და ვიფიტები,ვერაფრით ჩავაქრე გაალებული და უკვე

გადამწვარი გული.აორთქლდა, სადღაც გაიფანტა, საბოლოოდ დაიფშვნა და მისი ფერფლი

ახლაც მაყრია თვალის გუგებზე.ვერაფერს ვხედავ,უბრალოდ სერი ფერია ირგვლივ,

უბრალოდ არაფერია ირგვლივ. მხოლოდ მისი ხმა დაქრის ჩემში,მხოლოდ მისი ხმა, მისი ხმა

ახლაც კი ნათითურივით ემჩნევა თვალებს...

ჩემს ამბავს კი არც დასასრული და დასაწყისი გააჩნია.მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ

ერთ გაუწყლოებულ ხეს ვარ დამსგავსებული, რომელიც იმის მოლოდინშია თუ როდის

მოჭრიან, უსინანულო ხელებით რომ დაამტვრევენ ტოტებს,გულ-კანკალ მოკლებულ

მოძრაობებით,რომ გადაიმტვრევენ მუხლზე, უმოწყალოდ მოკლულსა და დაჩეხილს კი

სადმე დაჰყრიან შუაგულ ტყეში ცეცხლის გასაჩაღებლად.ჩამოწვება სითბო და სიმშვიდე

,ყველა გათანგული შეჰყურებს მაღლით მოშრიალე ფოთოლთა შრიალს.ტოტები კი წივიან და

იწვიან,ისევ წივიან და კვლავაც იწვიან,ჯერ კიდევ წრიალებენ და მანამ არ წაიკმედენ

ხმას,სანამ არ ჩასწყდებათ ის შემორჩენილი, დაძენძილი ძარღვი, რომელიც გამალებით

ლამობდა სიცოცხლე.ისე მშვიდად ჩაივლის მშფოთვარე ღამის ჩუმი საიდუმლო,თითქოს არც

არაფერი მომხდარა,თითქოს ყველაფერი ძველებურად, წყნარად და მშვიდადაა.მეორე დღეს

კი ვინმე ადგება ზანტად, ზლაზვნით მოაშთობს დამწვარი ტოტის ნაცარს,სადმე სოროში

მიფანტავს ნაგავს,შემდგომ დაბრუნდება და გულდამშვიდებული გააგრძელებს თავისებურ

ძილს. მაგრამ ეს დრო როდის უნდა დადგეს, ლოდინმა დამღალა უკვე.ნუთუ აღარ დადგა

ჩემი მოჭრის დრო!სად არიან,რას აპირებენ,იქნებ მე მელოდებიან ან უბრალოდ

იცდიან?ასეთი რთულია დავიჯერო?მე არფრის მომტანი ვარ, უსარგებლო და უმეცრობით

სავსე.როგორ __________შეიძლება ჩემი შეყვარება?ეს წარმოუდგენელია, მაგრამ რატომ არავინ მოდის,

გამოფიტული ტოტივით მეც რომ ზედ მიმაყოლოს, დამწვას და მომაშთოს ამ

ცხოვრებიდან.ნუთუ არ ვარ საკმარისად მომაბეზრებელი, რომ ვინმემ დასაწვავად შემაგდოს

ცეცხლზე,ნუთუ არავის ვეზიზღები,ნეტავ ვინმე მაინც არ იტანჯება ჩემი არსებობით? ნეტავ

ვინმე დააპირებდეს ჩემს მოჭრას, ამაყი სახით, რომ გადამსერავს წელში,მთელი თავისი

შემოქმედებითობით, რომ გადამიმტვრევს კიდურებს და მე კი... მე ამ დროს ალბათ

გამეღიმება და უშფოთველი განვესვენები.მაგრამ ვფიქრობ, თუმცა თან ვიკარგები ამ

ფიქრებში. თუ არც საკმარისად კარგი და უცოდველი, არც მთლად მომაბეზრები და

აუტანელი,არც ისეთი საძაგელი და საშინელი ვარ, როგორიც მე წარმომიდგენია, თუ არც

მთლად ისეთი გულისამრევი ვარ, რომ ჯერ სიკვდილისთვისაც არ მიმეტებენ, მაშინ

საერთოდ როგორი ვარ?რატომ არ აქვთ ჩემს მიმართ არავითარი ემოცია,თუნდაც ეს ზიზღი

იყოს?მაშ ვინ ვარ მე, უბრალოდ არაფერი?თითქოს არც ვარსებობ და ალბათ ამიტომაც არც

არვის ვძულვარ და ვუყვარვარ?და რატომ...რატომ ხდება ასე?რატომ ვარ ასეთი

არარაობა,რომელსაც სიკვდილი უნდა,მაგრამ არც არავინ მოდის მის მოსაშორებლად. ბოლოს

ალბათ ლოდინი დამღლის და ვიცი, მე მომიწევს ამის ჩადენა.მხოლოდ აქედან წასვლისა და

გარდაცვალების აურა მინდა ტრიალებდეს ჩემში, აბეზარი ფიქრებიც,რომ ყურში გამალებით

ბუტბუტებდნენ-შენი დროც მოვა მალე,დამშვიდდი.მინდა შიშმა იშიშინოს, სინანულმა

ისრიალოს ძარღვებს შორის,რაღაც გულაჩუყებულობამ, მძაფრმა და გამოსათხოვებელმა

ემოციებმა იხეთქოს ჩემში თქეში წვიმასავით და დამიფლითოს გული.მაგრამ განა ეს არაა

წყევლა ჰაეროვანი სიმსუბუქისა, უემოციოდ უცდიდე უკანასკნელი წუთის ჩაქრობას.ეს

უბრალოდ არაფერია, არაფრის არაფერი.ეს იმაზე მეტია ვიდრე განცდა,ეს იმაზე მეტია ვიდრე

სიკვდილი.

ვერ ვიხსენებ ეს როგორ მოხდა,სად წარმოიშვა ჩემი ცხოვრება, რა გზა გავიარე მანამდე-ამის

შესახებ არაფერი ვიცი. ჩემი მეხსიერება კი სწორედ იქიდან იწყება, როცა პირველად გამიჩნდა

სურვილი იმისა,რომ მომეშთო ის ცხოვრება, რომელიც არც კი ვიცი როგორი იყო.მწკმენტას

ნერვი და მეფიქრება სიკვდილზე. სიცოცხლეშივე შემომეჭამა სიცოცხლე. მხოლოდ

ნაფშხვენები მაქვს ხელში,მაგრამ ნეტაც რისი? ნეტავ როგორი იყო ჩემი ცხოვრება?

დამეფანტნენ დღეები, გაქრნენ მოგონებები, ვკუწე და ვჭმუჭნე ფუჭი წუთები. არის

დამწვრობა, ნაცრის ნარნარი, ფერფლის ფრიალი და დამტვერილი, ძველი დღეები. როგორც

ჩანს შემთხვევით დავიბადე, გაუცნობიერებლად მივენდე დინებას, სადღაც აღმოვჩნდი

შემთხვევით და სადღაც ვიცდი აღსასრულისთვის.ასე მგონია, ეს ყველაზე კარგი

მდგომარეობაა მოგონებებისთვის.ეს ის მდგომარეობა სიკვდილზე, რომ გვეფიქრება, ისინი კი

ამ დროს გვახსენებენ თუ რანი ვიყავით, ცდილობ ყველა კადრს, დღესა თუ წამს

გამოემშვიდობო, რომლებმაც შეძლეს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩენა,ნაღველს ახვევ იმ

წუთებს, რომელიც უსასრულო დროს გამოგლიჯე და მიისაკუთრე, სადაც სიცოცხლე

შეიგრძენი, ბედნიერება იგემე და სადაც მიხვდი, რომ შენი სიცოცხლე მხოლოდ დაბადება არ

ყოფილა.მაშინ,როდესაც გავიაზრე, რომ ის დღეები,რომლებსაც მე ცხოვრებას ვუწოდებდბი

მხოლოდ დროის ყურება ყოფილა, ვეღარ ჩავხედე სიკვდილს თვალებში.არც შიში

მბურძგლავს, ვერც სინანული მტანჯავს, არც ტირილი მინდება და არც მოგონება მაბადია,

გული ცოტათი მაინც ამიჩუყოს.იქნებ მართალიც ვარ?იქნებ სწორედ ესაა სიკვლიდი, წასვლის

წინ რომ ემოციებს ვერ ვგრძნობ, იქნებ უკვე მოვკვი ან იქნებ ჯერ კიდევ დასაბადებელია ჩემში

ნეტარი სიცოცხლე, რომ ყოფნა და არყოფნა განმასხვავებინოს ერთმანეთისგან,რომ დაბადება

და სიკვდილი ერთსადაიმავეს არ ნიშნავდეს ჩემთვის. რადგან ვგრძნობ, ასეთ დროს წასვლა

არ არის მძაფრი, გაუფასურებული, უგემური და სრულიად ჩვეულებრივი, დაცლილი და

გამომშრალია ყოველგვარი ემოციისგან. რაში მჭირდება ასეთი სიმსუბუქე და სიცარიელე და

ჩემი გული, რომელიც ერთი ქარის გასეირნეის ხმაურზეც კი აფორიაქებული გაჰყურებს გზას

მის მოლოდინში.ბოლოს კი დაუოკებელი ცრემლივით წვეთავს მისგან სისხლი,ასე იღვრება

ჩემშიც, თავად კი იფიტება,ხმება და მოჭმუჭნული ვარდება საგულედან, იძირება სისხლის

წვეთებით გავსებულ, ატალახებულ გუბეში, იქ აგრძელებს თრობას და ბოლოს კი შლამით

გატენილი დათარეშობს ჩემში...სხვა რა მეთქმის? ესაა აურა მარტოობისა, მოცაცხაცე ნიავის

შრიალზეც, რომ მიფანცქალებს გული და მეც ვაჯერებ ჩემს თავს,რომ ვიღაც მაინც

გამოჩნდება, თუნდაც ვინმე რიგითი გზადაკარგული და ჯანდაბას თუ არ

მომიკითხავს,რაღაცას ხომ მაინც შემეკითხება და ვინმეს მაინც ხომ დაეხმარება ჩემი

უბადრუკი პასუხი...მე კი ისევ ვიცდი და ვიცდი და ვიცი მშვიდობით ვერავის ვეტყვი, არ

მახსენდება არც ერთი წამი,არაფერი მაკავებს, როცა არავინ გიცნობს და არც არავინ

გაგიხსენებს, როცა ხვდები რა უსარგებლო ხარ, რომ არაფრის დატოვება ან წაღება შეგიძლია.

ნებისმიერი არსება ბედნიერია,ვისაც მოგონებების გამო საკუთარი თავი სიკვდილისთვის

ებრალება. მე კი ეს არ გამაჩნია, არ მაქვს მოგონება, უფროსწორად საკუთარ თავს არ ვენდობი

და უბრალოდ მუნჯი გავხდი ყველაფრის მიმართ.მე არც წარსული მბურძგლავს, არც

მონანიების დაუოკებელ ტირილს ვგრძნობ, არც შემზარავი შიში მჩხვლეტავს

ეკალივით,არავითარი ტანჯვა არ კნავის და ერთადერთი რაც მაწუხებს ეს საუკუნო

სიცარიელეა,სიჩუმე, უუნარობა და უაზრო სიფერმკთალე, რაც ჩემში მაწანწალა ძაღვილით

დახეტიალობს, რომელსაც არც აწვიმს,არც სცივა, არც მზის სხივი სუსხავს, არც არავინ

ეხმარება და მხოლოდ ნერწყვის გადაყლაპვის ხმა ესმის, მხოლოდ ზის უსახლკაროდ

დარჩენილი და შეჰყურებს უიმედოდ გაშავებულ ჰორიზონტს. ო როგორ მინდა ერთხელ

მაინც ვეთამაშო მზის სხივს მასთან ერთად,როგორ მინდა აღარ ვიყო არარაობა,მხოლოდ

ნატვრებში აღარ ვიხრჩობდე თავს და ერთხელ მართლაც შევიგრძნო რამე ისეთი ემოცია

ღიმილს, რომ მომგვრის დაჭმუნულ სახეზე,მინდა ის განცდა შეგივრძო, რომელსაც

ბედნიერებას უწოდებენ.როგორ მინდა ლამაზი მოგონებები,სიკვდილის წინ ერთხელ მაინც

რომ გავიხსენო.ალბათ ეს მტანჯავს ყველაზე მეტად,როცა წასვლის წინ ვფიქრობ იმაზე თუ

რატომ არ მწყდება გული არაფერზე და რატომ არის ჩემი გონება ასეთი მსუბუქი და

ჰაეროვანი.მინდა საფიქრალი გამიჩნდეს, მინდა წარსული მქონდეს, ოღონდ მძინე და

დატვირთული.მინდა ,ძალიან მინდა.ეს ისაა რაც ასე მტანჯავს,ეს ისაა, რაც ასე მაწბილებს.ეს

იმაზე მეტია ვიდრე განცდა,ეს იმაზე მეტია ვიდრე სიკვდილი.

ცა მზეს ჩაეკონა,ვზივარ და ვიცდი როდის გათენდება, მაგრამ როგორ დავინახავ მე

განთიადს, როცა მრუში ღამე შემომეხვია და ძალზედ გაიწელა ჩემი რონამი.ციცინათელებს

ჩაეძინათ, მხოლოდ მთვარის შუქი არ მყოფნის ამ ღამეში მის დასანახად.როგორ მინდა ქარის

ქროლვაში დგომა,თვალის გუგების დაგაწმენდა და მასთან გაქცევა.ნეტავ ახლა სად არის

სად,გული __________მასთან ყოფნას მთხოვს.ნეტავ თუ ვახსოვარ საერთოდ ან ერთხელ მაინც თუ

გაუფიქრებაია ჩემზე,მაშინ რატომ არ მოდის თავად?ნუთუ ისიც ჩემებრ ციცინათელების

გაღვიძებას ელოდება ამ ჩუმი ღამის გასანათებლად?მაგრამ განა თავად არაა სინათლე,განა

თავად არაა მანათობელი? რა გაეწყობა,ის მაინც არ მოვა ჩემთან.ეს უბრალოდ არაფერია,

არაფრის არაფერი,ეს იმაზე მეტია ვიდრე განცდა, ეს იმაზე მეტია ვიდრე სიკვდილი.მშრალი

მდინარის ნამით მაქვს სავსე,ჩემი თვალების საგუბარები,ეს უპეებიც დამისკდა უკვე და ეს

ცრემლებიც შლამად ჩამომდის. შენს მოლოდინში გზების სიჩუმემ, ერთ ამძორებულ ლეშად

მაქვია.დამტვერილი გუგები ამ სიბნელეში მხოლოდ შენთვის იხედებოდნენ,მხოლოდ

შენთვის გაჰყურებდნენ ატალახებულ ბილიკს. უშენობით გამოვიფიტე,სადა ხარ სად?უფრო

ვიჭმუჭნები და ვჭკნები,თანდათან ვიმსხვრები და ვტყდები,უფრო და უფრო ვცარიელდები,

მალე აღარაფერი დარჩება ჩემში.და რაც მავსებდა ისიც აღარ მაქვს. ეს თვალები

ქრიზანთელებად მიმოიფანტნენ, ქარის ქროლვაში მიფარფატებენ,სადღაც წავიდნენ, შენს

საძებნელად დათარეშობენ.მაგრამ შენ არსად ჩანხარ,ნეტავ ახლა სადა ხარ სად,ნეტავ თუ

ფიქრობ ჩემზე,ნეტავ საერთოდ თუ გახსოვარ? ნეტავ სადა ხარ სად, სად ხარ ასე

უშფოთველად გადამალული.გთხოვ, ერთხელ მაინც გამოჩნდი, ლანდივით მაინც ჩამიქროლე

თვალწინ, მხოლოდ ერთხელღა გამაგონე შენი ხმა და შემდეგ კი ჩემებურად

განვესვენები.გავქვავდი, დავშრი, ვიფიტები და ფერფლად მეფშვნება ჩემი გამომშრალი

ძვლები...მალე აღარაფერი დარჩება ჩემგან, კიდევ უფრო დიდი თხრილები გაჩნდება ჩემში. მე

ხომ, ერთი აკლდამა ვარ სიცარიელის დასაცავად როა დაბადებული, ხან ლურსმანი

ვარ,კედელში უაზროდ როა მიჭედებული, ხან კი უბრალოდ ესეც არ ვარ, ხან უბრალოდ

არარაობა ვარ.გავიყინე,გავშრი,ჰაერში ვიფანტები.ვიჭმუჭნები, ვჭკნები და ფერფლისგან

ვიცლები.ნეტავ ჩემი ორთქლი ნამად ვის ენდომება?ნეტავ ვისთვის,ვისთვის იქნება ეს

შვება,ჩემი ფერფლის ქვეშ როცა დადგება.ნუთუ არავინ არაა? ნუთუ სხვის მოგონებაში

ერთხელ მაინც ლანდივით არ გამივლია?ნუთუ ისე მომიწევს წასვლა ვერვის,რომ ვერ

დავუტოვებ ჩემს ცალ ძვალს?ნუთუ სამუდამოდ უნდა მოვკვდე და ვერასდროს დავბრუნდე

ამ სამყაროში მოგონებების სახით?რა გაეწყობა, ეს ხომ უბრალოდ არაფერია,არაფრის

არაფერი.ეს იმაზე მეტია ვიდრე განცდა,ეს იმაზე მეტია ვიდრე სიკვდილი.

***

კარი დაკეტილია, ფანჯრებიც.ვზივარ სახლში და მარტო ვარ, ვფიქრობ დრო როგორ

გავიყვანო,საქმეც არ მაქვს,მოვიწყინე.თურმე უსაქმურობასაც სცოდნია დაღლა.სხვას რას

უნდა ვაკეთებდე,ვზივრ და ვიწყებ ფიქრს,თუმცა სულ ერთია რაზე,მთავარია,რომ გონება არ

დამუნჯდეს და ტვინის უჯრედები საფიქრალად მაინც ავამუშაო .მთელი ენერგია უაზრო

ახირებებს თუ შეალიე, დროის გასვლასთან ერთად მიხვდები, თავადაც როგორ გაცვდი. მეც

ხომ ეს მოვუწყე ჩემს თავს.იმდენად დავაბერე საკუთარი თავი,რომ ვერაფრით ვეღარ

ვინტერესდები,დიდი იმედგაცრუებები დავაგუბე ჩემს სამყაროში და ნაკადულისოდენა

ადგილიც აღარ დავტოვე სხვა რამისთვის.იმედგაცრუება მესმის,მაგრამ თუ გადაწყვეტ ცაში

ვარსკვლავებს ეთამაშო,ეს უკვე სიბრიყვეა და მეტი არაფერი. ბავშობიდან მიყვარდა ოცნება.

ხან ჯადოქრობა,მსახიობობა, მომღერლობა,ზოგჯერ ქალთევზობაც მსურდა...მოკლედ კაცი

ვერ გაიგებდა რა მინდოდა. მერე გავიზარდე, სრულწლოვანიც გავხდი,ვსწავლობდი, კიდევაც

,მაგრამ ღრმა ბავშობასა და წლებიც მატებასთან ერთად განსხვავება ის იყო,რომ თოვლის

პაპის არსებობის აღარ მჯეროდა.კვლავ ვქმნი საკუთარ სამყაროს,დედამიწიდან უკიდეგანო

კოსმოსში გადავდივარ, აქ არ არის ზღვრები,არ მაქვს წესები,სრული თავისუფლებელის

შეგრძნებაა, ფანტაზია ხომ უხვად მაქვს,უგანზომილებაში დავეხეტები, მიყვარს აქ ყოფნა და

ცხოვრების საუკეთესო წლები სწორედ აქ მაქვს გატარებული. ჩემი გონებაც ხელს მიწყობს,

რათა დავინახო ის, რაც გამაბედნიერებს. ეს ყველაფერი ერთფეროვნების დაძლევაში

მეხმარება და ყოველდღიურად მიწევს წარმოსახვაში ყოფნა.შემზარავი განრიგით ვცხოვრობ,

წლების განმავლობაში სახლიდან არც კი გავსულვარ,ერთსადაიმავე დროს ვიღვიძებ, ჭამის

რიტუალსა და წამლების მიღებას მთელი სიზუსტით დაცვით ვასრულებ, დღის ბოლოს კი

პუნქტუალურობით აღსავსე მივემართები საძინებლისკენ, დაკანონებული განრიგის

გათვალისწინებით ვიწყებ მთქნარებას და ასე ვცდილობ ხოლმე ღრმა ძილის ფაზაში

გადასვლას. მართლაც ყველაზე მომაბეზრებელი სწორედ ასეთი ერთფეროვანი, უშინაარსო,

იდენტური დღეებია, საიდანაც ვერაფერს შეიწოვ, ვერაფერს გამოსტაცებ წუთებს და სადაც

„ახალი დღის დაწყების“ წარმოთქმაც კი სინანულით გიბერავს თვალებს. ეს ის ადგილია,

რომელიც დარჩენას არასდროს მთხოვს, მყიფე კედლებს შორის მოსიარულეს მხოლოდ

აქედან გაფრენა მინდება,მხოლოდ კედლების მზერას ვგრძნობ, არაფერი ხდება ჩემს გარშემო

შესაყვარებელი. არც სახლის გარშემო ხდება რაიმე ამაღელვებელი. ერთ მიყრუებულ

გარეუბანში, პირქუშ მიწაზე, რომელსაც გამოცლილი აქვს გულ-ღვიძლი, სადაც არავითარი

მყრალაბალახაც კი არ ყვავილობს, ასეთ ხრიოკში აქვს საძირკველი ჩემს სახლს, რომელიც

შემზარავი იერით აყუდებულია ცის კიდემდე და გაბღენძილი მზერით უჭვრეტს

გამოფიტულ, გარდაცვლილ მიწას.სახლი თითქოს უნებლიედ გაგანიერებული და

გამაღლებული არის.ზოგ სართულზე ნამყოფიც კი არ ვარ, არც ინტერესი მკლავს, რადგან

ყველაფერი სერი და შავი მეჩვენება, ყველა შესასვლელი, კუთხე თუ კიბე მაინც ერთნაირი

არის. კედლებს,იატაკსა თუ ჰაერსაც კი მტვერი და ჭუჭყი აქვს მიწებებული,აურაც ასეთი

ფერისაა. თითქოს რაღაც ციხეა სახლი კი არა,თითქოს ტირილის, გოდებისა თუ

გადმონთხეული გრძნობებით აღუვსებელი ორმო არის, უბრალოდ სახლი კი არა. ყოველი

კუთხე-კუნჭული სოროს მაგონებს, სადაც მიწევს დავეუფლო დროის ზლაზვნას.წლების

განმავლობაში ოთახიდან ოთახში დავდივარ, იშვიათად ვდგავარ ხოლმე ფეხზე, შემდეგ

საწოლზე ან სკამზე ვჯდები, ვიწყებ ფიქრს და დინჯი მზერით ვაკვირდები ჩემს თავს. ისევ

ისეთი ვარ როგორიც გავჩნდი, ისევ ისეთი მოვკვდები როგორიც დავიბადე. არაფერი იცვლება

ირგვლივ, არც ჩემში ხდება რაიმე საინტერესო. ვიყურები წინ და ვუმზერ კედლებს, ვხედავ

უწესრიგოდ მიმოფანტულ ბზარებს, ლურსმნებს, ობობის ქსელსა თუ მოფარფატე მტვერს.

თვალებს ნისლის შუქი მიწვავს, ფანჯრიდან შემუსული მისი სხივი კი ოთახს კიდევ უფრო

ამძიმებს.ჩამობნელდა უფრო, მხოლოდ მარტოობა ანათებს ირგვლივ,ვერაფერს ვხედავ, უკვე

სუნთქვაც მიჭირს, თითქოს ჰაერი კედლის ბზარებს შეეწოვათ,ვბარბაცებ და აგურის

ნამსხვრევებზე მიდგას ფეხის გულები. ისევ მოვდუნდი, უფრო ჩუმი მეჩვენება ეს სამყარო,

მეც მშვიდად ვდგავარ ფეხზე, ხელები მაქვს გაშლილი და მხოლოდ ყბებს ვამოძრავებ

სრულიად უმიზეზოდ. გავიდა წუთები და საათები,ისევ ისე ვდგავარ და რატომღაც ჯერ

არავის და არაფერს უცდია ჩემი გამოფხიზლება.რატომ არავის აინტერესებს ეს? რატომ არ

მეკითხებიან თუ რას ვაპირებ? როგორ? როგორ მივიქციო სხვების ყურადღება? მესმის ფეხის

ხმა, ვიღაცეები როგორ მიდი-მოდიან ირგვლივ. იმდენმა სულიერმა ჩამიქროლა ახლოს, რომ

არცერთს არ აღტკინებია გული ჩემი მოგიჟიამებით, არცერთს არ გაუჩნდა სურვილი იმისა,

რომ უბრალოდ ეკითხათ თავს როგორ ვგრძნობ, რატომ ვდგავარ ასე, რაიმე ხომ არ მაწუხებს

და მეტი არაფერი.განა ბევრს ვითხოვ ახლა მე? თუმცა მხოლოდ ეს მაქვს ახლა სანატრელი,

მხოლოდ ეს ერთი დიდი ნატვრა აუსრულებელი. ორივე თვალი ფართოდ გავახილე,

მიმოვიხედე გარშემო და არავითარი ცვლილება დამხვდა არც ოთახში, არც სამყაროში და არც

ჩემს ქვეცნობიერში.ასეთ მოსაწყენ გარემოში მხოლოდ წარმოსახვას თუ შეუძლია ჩემი

გადარჩენა,მხოლოდ აქ შემიძლია ბედნიერების შეგრძნება და ცოტა შეფერილი სიხარულის

დაგემოვნება. თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ ჩემი აღქმა მოვატყუო და რაიმე ლამაზი დავინახო.

ხშირად გამომდის კიდევაც და ვხედავ ხოლმე ლამაზ სახლს,რომელიც ნაირფერი

ყვავილებით არის მოხატული და ხალხით ვარ გარშემორტყმული, ყურადღების ცენტრში

ვიმყოფები და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.ჩემი ოთახი თეთრი ფერებით არის სავსე.აღარც

ბზარები, არც ცარიელი ლურსმნები.მხოლოდ პეპლები დაფრინავენ და ფრთების სასიამოვნო

შრიალი ისმის, იატაკი კი აყვავებულ მდელოს ჰგავს, შიშველი ტერფებით ვსრიალებ ხასხასა

ბალახებზე, შემდეგ ვბზღრიალებ დიდხანს და თითქოს ყვავილის ფურცლები მაწვიმს თავზე.

ეს ხომ უბრალოდ ილუზიაა, მაგრამ რაღაც სიხარულს ხომ მაინც ვგრძნობ,რაღაც ხომ მაინც

უხარია ჩემს გულს.ამ დროს ისეთი მშვიდი არის ჩემი სული, შემოდგომის მშრალ ფოთოლს

ჰგვავს,თავი ძლივს, რომ უჭირავს დანაოჭებულ ტოტზე.თითქოს ტანიდან უნდა მომწყდეს,

ფარფატით განმერიდოს და იფარფატოს აქეთ-იქით. ქარი კი შრიალით ქრის ჩემს

სამარხში,მოლივლივე ფეტვივით, რომ ააცეკვებს ხოლმე ჩემს სულს და მომღიმარი ვუსმენ

მათი ცეკვის ბუტბუტს.ქარი კი სადღაც იტაცებს ჩემს სულს,სადღაცას მიჰყავს შორს და მე კი

მათი ყურება მიყვარს, შრიალ-შრიალით, რომ დაივლიან ყვავილნარს,სიხარულით აღვსილნი

კი შეჰღაღადებენ, შეჰყურებენ ერთმანეთს თვალებში და ასე ითბობენ გულს. მართლაც რა

მშვენიერი შეიძლება იყოს სამყარო, რამდენი რამ არის ირგვლივ და მხოლო ყვავილნარის

მონახულებაზეც კი მიცრემლიანდება ხოლმე გული. ერთი ოცნებაც მყოფნის, სულ მცირე

ნატვრები, რომ ამიჩუყდენს გული ამდენი სიხარულისგან. მწიფე ალუბლის ყუნწი აგდია,

ტირიფის ტოტის ნახერხის თავზე, მე რომ წამწამი ჩამომიგდია, მზე შემოდგომის ევლება

თავზე. ახლა ისე მომინდა სადმე გაფრება, სადღაც გაქცევა, გადაპენტილ მხარეში ქროლვა,

ყვავილის სუნით თრობა და ბალახის შრიალისთვის ყურის დაგდება. მენატრება ფოთლის

ხმა, ბებერი ხეების ოხვრა და გაზაფხულის წუთებით ტკბობა.ახლა ისე მომერია სურვილი,

ისე მომეძალნენ ფიქრები და ისე ღრმად ჩამესმის სუნთქვა გულისა, ლამისაა გავხსნა

ფანჯრები და შევუერთდე მოლივლივე ღრუბელთა რაზმს.იქნებ მართლაც გავაკეთო ეს, იქნებ

მართლაც რამე იყოს შესაყვარებელი, რამე სხვა...სხვა ემოცია ვიპივო იქ. იქნებ აღარ ვიყო

ასეთი მშარი, იქნებ ცოტათი შევიცვალო, ან იქნებ ისეთი დღეც დამიდგეს, როცა სულის

გამოსაკვებად აღარ ვიოცნებებ ამდენს და ვიტყი,კიდევ კარგი, რომ არ გავფრენივლავ ჯერ,

კიდევ კარგი,რომ არ მომკვდარვარ ჯერ...

მოგზაურობა მიყვარს.წარმოსახვების დროს ჩემი სახლიდან ძალზედ მოშორებული ვარ,

სადღაც სხვა ფაზაში ვარ, საერთოდ ვერაფერს ვხედავ და არც კი მესმის ოთახის ხმაური.

წარმოვიდგენ, რომ შუა მინდორში ვდგავარ, ან სადმე კლდის ძირას ვარ ჩამომჯდარი.

მოკლედ, ხან სად ვარ და ხან სად. ასეთი დროს კი სრულიად უგრძნობი ვარ, მხოლოდ

საკუთარი თავისა და ფიქრების მესმის, სადღაც სხვაგან ვიმყოფები და იმ სხვა სამყაროში

მიყვარს ლაპარაკი.სწორედ ასეთ მომენტში ვინც კი დამინახა, ყველას რატომღაც გიჟი ვეგონე.

მაგრამ სინამდვილეში ხომ ასე არ არის, სინამდვილეში უბრალოდ საერთოდ არ ესმით ჩემი

და ვერც კი ხვდებიან რაშია საქმე. აი მაგალითად გუშინწინ, როდესაც მშობლები

მეკითხებოდნენ ჩაიში რამდენი შაქარი ჩაეყარათ,ჩემი პასუხი ასეთი იყო- კიდევ კარგი

ჩამოვფრინდი და შენ შეგხვდი.არასდროს მომბეზრდება შენთან ერთად ვუყურო, როგორ

ბზინვარებენ ვარსკვლავები და როგორ ვაგროვებთ ჩამობერტყილ ბრჭყვიალებს ქუდში.ასე

დიდხანს გავაგრძელებდი სასიამოვნო საუბარს,რომ არა ადუღებული წყლის წვეტების ხტომა

ჩემს კანზე.თურმე მშობლები მწკმენტდნენ,ჩემს გამოფხიზლებას ცდილობდნენ. მე კი ვერა და

ვერ ვფხიზლდებოდი,როგორც ჩანს ვერ ვტოვებდი ჩემს ლამაზ სამყაროს,

ვსეირნობდი,სიმშვიდით და სიხარულით ვიყავი სავსე და რას წარმოვიდგენდი თუ

დედამიწაზე ასეთი აურზაური მელოდა.არ ვიცი შემთხვევით თუ განგებ,მაგრამ მამამ ხელი

ჰკრა ჩაის ფინჯანს და ცხელი ლავა ტანზე გადმომასხა. ალაგ ალაგ ისეთი წვა ვიგრძენი,

მეგონა ცეცხლზე მიპირებდნენ შეგდებას და ამ დროს კი ისეთი ყვირილი

ავტეხე,ლურსმნებმაც კი ცვენა დაიწყეს.მშობლები გაძეგლებულები იდგნენ, გაოცებისაგან

ლამის თვალები გადმოსცვივდათ და ისეთი მზერა ჰქონდათ, მივხვდი რომ უბედური

არსების ერთ დიდ უბედურებას უყურებდნენ, გულს ურევდათ ჩემი უსუსურობა, სიგიჟე და

წუხდნენ, ასე რატომ გაჭირდა ჩემი წარმოსახვის დამსხვრევა.რატომ იყვნენ ასეთი

ცარიელები, სიცივეს პირდაპირ თვალებიდან მაყრიდნენ, ზიზღისგან ყბების თრთოლვა

დაეწყოთ, გული ეკაწრებოდათ ჩემმნაირი უბადრუკის სუნთქვის მოსმენით,ყურებითა და

შეხებით.თითქოს მშობლის ტვირთი,ჩემი მოვლა-პატონობა ერთი დიდი სასჯელი იყო.

მათთვის რკინის ტვირთი ვიყავი, მხოლოდ რაღაც პასუხისმგებლობას განიცდიდნენ ჩემს

მიმართ.ალბათ მხოლოდ მაშინ იღიმებიან როცა მძინავს, მხოლოდ მაშინ არიან

მშვიდად,როდესაც ღრმა ძილის ფაზაშია ჩემი სული.რატომ არ მეკითხებიან არაფერს, იქნებ

რა მაწუხებს ან იქნებ როგორ მსურს,რომ გავუზიარო ჩემი ფიქრები. მაგრამ მათ მხოლოდ ჩემი

წამლებით გაბრუება გამოსდით და სხვა არაფერი.ერთ რამეს კი მაინც ვერ ვხვდები, თუ ისეთ

უბადრუკათ მთვლიან და საჭიროდ მიიჩნევე, რომ ჩემს სიფხიზლეს დაძინება ჯობს,მაშინ

რატომ არ სურთ,რომ სამუდამოდ მომაშთონ? რატომ არ ვარ არც საკმარისად ამაზრზენი და

გულისამრევი? და ნანემსარი თვალებიც ხედავს,კაკლის გულს პირში,როგორ ფშვნის შაშვი.მე

კი ვაბრმავებ საკუთარ თავს,ვცდილობ როგორღაც ამოვიგდო მეხსიერებიდან მძიმე

კადრები,მაგრამ თანდათან იფშვნება ჩემი გული და ასე ფანტავს მთელ სხეულში

სადარდებელს.სულსღა ღაფავს საბრალო, რა დღეში ჩამიგდეს იგი,მესმის მისი ქვითი,ამაო

ყვირილი და უსუსურობის ასე მოთმენა.

ამ ამბის შემდეგ არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ მეორე დღეს გვიან გავიღვიძე. მშობლებმა კვლავ

გამთიშეს წამლებით და გამომამწყვდიეს პადვალში.ეს არ იყო პირველი შემთხვევა და

როდესაც ჩემი წარმოსახვებით აღფრთოვანებული საკუთარ თავს ველაპარაკები, შეშინებული

მშობლები ძილის აბებით მაბრუებენ,მიმაგდებენ სოროში და იქ ვიმყოფებოდი მანამ,

სადამდეც თავად მოისურვებენ.მანამდეც ბევრჯერ ვიყავი აქ და უკვე მივეჩვიე ჩემს პადვალს

თავის ვირთხისა თუ მკვდარი ობობის ატრიბუტებით.აქ არავინ მიშლის ნერვებს და

ხმამაღლა წამოცდენილ ფიქრებსაც არავინ მაწყვეტინებს და სწორედ ამიტომაც მიყვარს ეს

პირქუში ადგილი. უცნაური მშობლები მყავს, სახასიათო ქცევები, მანერები, ხშირად

დამცინავი მიმიკა და ცოტათი ზარმაცები, რაც ჩემთან საუბრის მიმართებაში გამოიხატება.

მათ არც კი მკითხეს თუ რა მჭირდა,რა მაწუხებდა და რატომ ვსეირნობდი ამდენს ჩემს

წარმოსახვებში. ისინი ასე მიმატოვებენ ხოლმე, ასკვნიამ, რომ გიჟი ვარ და მარტივად

მიშორებენ თავიდან. გადაწყვეტილების მიღება უცაბედად იციან და ყოველგვარი

დებატებისა თუ გააზრების გარეშე პრობლემებს მყისიერად აგვარებენ. ჩემი სასჯელი კი

ასეთი არის:ვარ დაბმული, ოთხკედელში გამოკეტილი, მზისგან ძალზედ მოშორებული,

რკინის კარებს პატარაზე აქვს ფანჯარა ამოჭრილი და მეც ბოლთას ვცემ მანამ, სანამ იმ პატარა

ფანჯრიდან ხორაგი არ ჩამოიყრება.მიწიან იატაკზე იყრება საჭმელი და მეც გემრიელად

ვიმირთმევ. და ახლა ისეთი მშიერი ვარ ძაღლის პირიდან გადმოგდებულ ლუკმასაც კი

დავეშურები.უბრალოდ თუ სამყაროში თავი ყველაზე საცოდავი გგონია,შეძლებ ნებისმიერ

რამეზე ოცნებას.როდესაც პადვალში ვიმყოფები, საჭმლის მორთმევა დღეში ორჯერ იციან,

თან ძალზედ ცოტა და ძალზედ უთავმოყვარეო კერძებით მიმასპინძლდებიან. თუმცა რა

გაეწყობა, მე მაინც მთელი გულით ვიღებ ამ ძღვენს, სიხარულით ვეშურები, მოწყურებული

ვჭამ, მაგრამ მაინც შიმშილი ჩხვლეტს ჩემს კუჭს. ასეთ დროს უმ ხორცზე, გამხმარ თევზზე ან

თუნდაც რაიმე დაობებულზეც მიყვარს ოცნება.საჭმლის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ, დღეებს

ვითვლი, ლოდინისგან გამოწვეულ დაღლას მედგრად ვებრძვი, თავს არ ვაძლევ მოწყენის

უფლებას, რადგან ვიცი, ასე თუ გავაგრძელე, ადრე თუ გვიან კიდევ უფრო გემრიელი

მომეჩვენება ნებისმიერი ხორაგი.მათ,როცა

რაღაც მკვდარი ცხოველის ხორცი გადმომიგდეს დასანაყრებლად, შეიძლება ეს ძაღლი, კატა

ან ნებისმიერი შემთხვევით გარდაცვლილი არსება ყოფილიყო და ალბათ მშობლებმა

იფიქრეს, რომ გადაგდებას ჯობდა ისევ მე მიმერთვა ეს დელიკატესი და ასე გულთფილად

მოვემადლიერებინე მათ.თავი შევიკავე და არაფერი ვთქვი, აზრიც არ აქვს, ჩემი სიტყვები ხომ

მათში არავითარ ცვლილებას იწვევს, რადგან მათთვის ზედმეტად მდაბიო არსება ვარ.

უბრალოდ არ მინდა შიმშილმა მომკლას, არ მინდა ასე უაზროდ დავმარხო ჯერ არ

დაწყებული ცხოვრება.

ახლა კი ვუყურებ დაგდებულ ხორცს, მტვერი ხელით გადავწმინდე, სულიც შევბერე და

მაინც საშინელი ლეში არის ჩემს წინაშე. თვალები მაგრად დავხუჭე და ვცდილობ ჭამა

დავიწყო. მისეირნობს ლუკმა ბებერ მილში და ბოლოს კი ნაბოდიალი ობობის ქსელში

ებმევა, მე კი ვერაფერს ვიწოვ. სიცარიელეა სოროში, ოთახში, სამყაროში, ჩემში. არც პურის

ნამცეცი მიგდია შიგნით,რომ ისრიალოს აქეთ-იქით და ვუსმინო უაზრო ხმებს. ბოლო დროს

ისე ღრნად ვსუნთქავ, ისეთი ოხვრების შემოტევა მაქვს მგონია, რომ ჰაერი მეცლება და

იტუმბება ჩემიდან. უჰაერობისაგან გამოფიტულია ყელი, უჰაერობისაგან იჭმუჭნება

ფილტვი, უჰაერობისაგან როგორ დამინაოჭდა გული. რა ბებერი და მშრალია უნდა იყოს

ჩემში ყველაფერი,ნერწყვიც რომ უკვალოდ იფანტება ამდენ სიმშრალეში. გამოშიგნული ვარ

მატლებისაგან და ვიცი კედლებზე ადრე ჯერ მე დავიფვშვნები. გულიც დამიპატარავდა და

როდესაც ჭარბი მწუხარების ოხვრა მაქვს მაშინ იწყებს ფეთქვას. სხვა დროს ჩუმადაა,სძინავს,

უბრალოდ შემორჩენილ ძალას ჩემს გადმოსათრევად იყენებს, ააფართხალებს თავის ფრთებს

და მომათრევს სასიკვდილო მდინარიდან.ბევრჯერ,ბევრჯერ გადამარჩინა მან. სხვას არავის

არ უზრუნია ასე, ამხელა თანადგომა მე სხვისგან არც მიგვრძვნია. და ღირდა კი ჩემი თრევა?

რომ ვუცქერი ჩემში ჩემი სულის უარესად გაფერმკთალებულ სილუეტს,ყოველგვარი

გადარჩენის იმედი მეწურება. ძალიან დაკონკილია.იმდენჯერ არის

ამომწვარი,გახეული,გამოჭმული და იმდენჯერ არის გადაკერილი,რომ ამ კერვაში მთლად

დაპატარავებულა და ვგრძნობ როგორ მეცლება ხელიდან.ჩემმა გულმა კი ასეთ სულს შეალია

თავისი ცხოვრება,არ მიმატოვა და ჩემთან დარჩა.მოდი და არ მიყვარდეს და არ ვაფასებდე

მას. სულს ღაფავს გული და ვეღარ დადის სისხლი, წვეთ-წვეთად ჩამომდის და ვიწკრიტები

მისგან.სისხლი კი გუბდება დაბლა, რამისაა გამაძროს ქუსლი და ასე მიიწევს იქ , სადაც ჯერ

არც ვარ ნამყოფი. მძიმედ სუნთქავს გული, ბებრის ხვრინვა დასჩემდა უჯრედს,გაშავდა

სისხლი და მკვდარი თევზებივით ყრია მწერები. პირღია ღვიძლიდან იღვრება ნერწყვი და

ვივსები ნაგვით. მძაფრი სუნია, საშინლად ვყარვარ და მრცხვენია,ლუკმა რომ გადავუშვა

ყბაში.ძნელდება მოძრაობა, სიარული, ძვლების ნამსხვრევები მამძიმებენ, თანდათან

ხერხემალიც იღუნება და იკაწრება.ობიანია ზურგის ტვინი, ნაგვით დამძიმებული,

გადმოვარდა გორვით, შხამიანი აბივით გაიხსნა სისხლში.

ასეთი ჩვევა მაქვს, მიყვარს მტვრიან იატაკზე მოკალათება, უაზროდ ჯდომა და ფიქრი.

ჭუჭყი და სიბინძურე ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა. ხან მავიწყდება,რომ ადამიანი ვარ,

დავაობე ჩემი ღირსება, მათ ვისაც მშობლებს ვეძახი, აი სწორედ მათ, სწორედ მათ

დამავიწყეს, რომ მეც ვარ ადამიანის მსგავსი რამ, დამიკუწეს და ამიმყრალეს ღირსება,

მაიძულეს მივჩვეოდი ყოველივეს და მეც როგორც მდაბიომ და ადვილად

მოსათვინიერებელმა ცხოველმა დავივიწყე საერთოდ თავმოყვარეობა თუ არსებობდა.

მოწყვეტილი ვარ, ამოგლეჯილი ყვავილოვით ვაგდივარ სადღაც. დრო გაჩერდა ჩემს

ცხოვრებაში, ამიტომაც ვარ ერთ ადგილას გაქვავებული.შემძულდა ოთახის ჰაერის ყლაპვა,

ძლივსღა ვკვებავ ფილტვს. ერთიდაიმავე ოთახის ყურებით დამიჩლუნგდა თვალი, ამიტომაც

შევმოსე ნისლში გუგები მისი. მხოლოდ ბინდია და ამ ბინდში მიწევს ბოდიალი. მე ის

გზადაკარგული ვარ, რომელიც წრიულად დადის,ვერ უხვებს ვერსად,მაგრამ მაიმც ვერ

უპოვია თავისი გზა. ასეთი წანწალით უფრო მისუსტდება ძვლები, უფრო იკუმშება გული და

უფრო იფქრვევა ჩემში იმედგაცროების მტვერი.რა კარგი იქნება წვიმაში დგომა,დანამული

გულის ცქერა, წვეთებით გადაწმენდილი გზების ყურება და უპეების წვიმით გავსება.ახლა

ისე მომინდა ასეთი ამინდი, იქნებ მართლაც გადამიწმინდოს თვალის გუგები,იქნებ მართლაც

დავინახო გადაპენტილი გზები, ჰაერიც იქნებ აღარ იყოს ასეთი სერი, იქნებ მოხდეს მართლაც

რამე,იქნებ სასწაულები მართლაც ხდება,ან იქნებ ჯერ წინ არის ყველაფერი და ისევ უნდა

დავიცადო,სანამ სახურავიდან არ ჩამოწვება ეს წვიმა ჩემს ოთახში. მაგრამ რატომ მაქვს მაინც

იმედები, მე ხომ უბრალოდ ნატვრები მაქვს, რომელიც ჩემშივე დარჩება და დაიმარხება.ვერც

ქარი წაიღებს ვერსად, ვერც მდინარე გაატანს დინებას.ისე ჩაიფერფლება ეს ლამაზი ოცნებები

და ისე მწყდება გული,ვერვინ რომ ვერ გაიგებს მასზე.არადა სავსეა სურვილებით, ისეთი

აღსავსეა, აღმაფრენელი და ამაჩუყებელი,ვერ ვიმეტებ სიჩუმისთვის, ვერ ვიმეტებ

სიჩუმისთვის მასზე ნაფიქრალს. ის ახლაც ცოცხლობს ჩემში,ისევ ისე ველოდები მის

გამოჩენას ამ სიბნელეში, მიყვარს მოგონება მასზე და ის სიშორე მისი,მაინც რომ ვერ

დამავიწყა იგი. ახლა მართლაც დაიწყო წვიმა,მივუახლოვდი მინას, გავცქერი სიცარიელეს და

გარეთ კი წვიმს და უფრო ძლიერდება იგი. ისევ გავცქერი სიცარიელეს და ველოდები მის

გამოჩენას, იქნებ მან მაინც წამიყვანოს და ვიწანწალოთ წყლიან ქუჩებში.იქნებ ახლა მაინც

გამოჩნდეს და შორიდან ვიგრძნო მისი სიახლოვე.ნეტავ ახლა სად არის სად? ნეტავ თუ

ფიქრობს ჩემზე ან საერთოდ თუ ვახსოვარ? ნეტავ ვინ იცის, ნეტავ ვინ.... ვუყურებ წვიმიან

ფანჯრებს, მსუბუქად მოლივლივე წვეთები მის სახელს წერენ წყვეტილად. უთავმოუვარეო

მზე ანათებს,შეურაცხადი სხივებით წვავს ყველა წვეთს.თუმცა ბაცად მაინც ემჩნევა მისი

სახელი გამომშრალ მინას.ეს უპეები ცრემლით მაქვს სავსე,მისი ხმა ნათითურივით ემჩნევა

თვალებს. მე ასეც არ მინდოდა მისი შეყვარება, ასეც არ მიცდია,გულში ჩამვარდნოდა.

ცოტა დავიბენი,ფიქრებმა სადღაც გადაუხვიეს, მაინც მასთან მიმიყვანეს, ისევ

ამომიტივტივეს გონებაში.მისით იწყება და მისით მთავრდება ჩემი ნატვრები.მაგრამ არა,აღარ

შევეცდები მის დავიწყებას,შეიძლება ვეღარ შევხვდე, მაგრამ მასზე არსებულ მოგონებას

ჩემთვის დავიტოვებ,ეს ნატვრებიც დარჩება ჩემში. არადა როგორ მინდა მხოლოდ ერთხელ

მოისმინოს,იგრძნოს თუ რა ძლიერ თრთიან ძარღვები მასზე ფიქრის დროს, როგორ

ცახცახებენ ფილტვები და როგორ მიკანკალებს გული.და მეც ერთადერთი ჩემში ეს

მხიბლავს, რომ შემიძლია ბედნიერებით თრობა,როცა ოცნებებში მასთან ერთად ვდგავარ,

მომღიმარი სახით შევყურებ და მთელი გულწრფელობით აღსავსე ვუმხელ თუ როგორ

შემიყვარდა იგი, როგორ ველოდი მის გამოჩენას, როგორ მსურდა მასთან სიახლოვე, თუ რა

ძლიერ მენატრებოდა მისი ხმის მოსმენა, ვუთხრა ყველაფერი ჩემი გულის შესახებ და იქნებ

ამის შემდეგ აცრემლებული თვალებით, აჩუყებული გულითა და მომღიმარი სახით

მომიახლოვდეს და ჩამიკრას გულში. ჯერ კიდევ ვბედავ ოცნებებს, რაღაცის თითქოს ხან

მწამს და ხანაც მეტირება, ხან უბრალოდ იმედგაცრუებილი, ხან კი რაღაცის მოლოდინში

ვარ.თუმცა თავს მისით ვიმშვიდებ, მხოლოდ მისდამი სიყვარულია ჩემში ღირებული, ეს

მხიბლავს ჩემშიც, მხოლოდ მის გამო მსურს გისოსების ჩამონგრევა, მასთან გაქცევა და

მთვარის ყურება.მზის პირველი სხივის გამოჩენამდე ვიდგებოდით ერთად და განთიადის

დროს ვეტყოდი:-შენი სურნელი ჭირხლივით ატყვია ტუჩებს

შენი ხმა ნათითურივით ემჩნევა თვალებს.

ფეხის ხმაზეც კი თრთიან თითები,

შენ ის ხარ ვის გამოც ძრწიან ძარღვები.

შენს ის ხარ ვის გამოც, გაცოცხლდა სული,

შენს ამოსუნთქვაზეც კი მიკანკალებს გული.

არ ვიცი რას იტყვის,თუ შეძლებს საერთოდ ხმის ამოღებას,მაგრამ ამ სიტყვების

შემდეგ,როგორ ვერ უნდა შეძლოს ჩემი შეყვარება.იქნებ სადმე შემთხვევით შევხვდე,როდის

დადგება ეს დრო? იქნებ თავად მიპოვოს, ან იქნებ როგორღაც, ან ერთხელ მაინც...ან,

უბრალოდ...ზოგჯერ ოცნებებში ვიკარგები, ლამაზი ნატვრები მირევენ გონებას და შემდეგ

როდესაც ვუყურებ ჩემს სოროს,მხოლოდ სიკვდილი მახსენდება.დავიძენძე, ნაკორტნი გული

კიდევ უფრო იკორტნება მოძველებულო ხედების ხილვით, ერთი და იმავე სურნელის

შთანთქმით და უბრალოდ არაფრის არაფრობით. სწორედ ეს ამძიმებს ყველაფერს. ისეთი

საცარიელეა ჩემში, იმდენი ადგილი,რომ აქეთ-იქით ხეტიალობს დარდიანი გული.დადის და

დარდობს, დადის და ხედავს გაჩერებულ დროს, გაქვავებულ ძარღვებსა და უსიცოცხლო

ღვიძლს.ხედავს გამოშიგნულ ფილტვს, გაჩერებულ სისხლის, გადახლართულ ნერვებსა და

გაშავებულ პირს. უკვე ვგრძნობ თითქოს,რა მალე მოახლოვდება ეს ჟამი,ადრე თუ გვიან

ვეღარც გული იხეტიალებს აქეთ-იქით, ადრე თუ გვიან ისიც შეწყვეტს ფეთქვას და მის

გარეშე შევეგებები სიკვდილს. ცოცხალი ვარ და არავის ვახსოვარ, მოვკვდები და ვერასდროს

გავივლი რაიმე მოგონების სახით სხვის გონენაში. მხოლოდ ცხედარი მადარდებს, მხოლოდ

ის. სადმე რომ ჩამოვიხრჩო თავი, არავინ დაიწყებს ჩემი სხეულის მოძებნას, არავის არ

გავახსენდები და ისე მოვკვდენი, თითქოს არც კი ვყოლილვარ დაბადებული. ძვლების

დაფშვნამდე იქნება მიგდებული ჩემი ცხედარი, ძვლების დაფშვნამდე იქნება ჩემი სხეული

დასამარხავი.წყვდიადიდან ამოხეთილი ჰაერი მსუსხავს ძლიერად, მაინც სხვანაირია მისი

ქროლვა,სხვანაირია მისი სუნი.მაშინებს თარეში მისი, ისე ძლიერად დაქრის,რომ ვერ

ვიმორჩილებ ტანს, მივუყვეები მის დინებას და ბოლოს კი შემახეთქებს რომელიღაცა მთის

ფერდობს,თავისი შფოთვით და ქროლვით გადამივლის ზედ. შემდეგ კი უსიცოცხლოდ

მიგდებულ სხეულს შეაჩნდება ხავსი, თავისებურად აუვა სიკვდილის მძაფრი სუნი,

ჩაუქროლებენ არწივნი და არც იკადრებენე მის ამოკორტნას. ძვლების დაფშვნამდე იქნება

მიგდებული ჩემი ცხედარი, ძვლების დაფშვნამდე იქნება ჩემი სხეული დასამარხავი.

***

ვიცი, რომ ადამიანები ერთმანეთს უცინიან, უღიმიან, ლაპარაკობენ ერთმანეთში ნებისმიერ

თემაზე,სეირნობენ კიდევაც და ასე გაჰყავთ მთელი დღეები.თუმცა ჩემთან ერთად ყოფნას კი

როგორც ჩანს არავინ ცდილობს. და ისეთ მონახულებას,როგორიც ჩემმა მშობლებმა იციან,

ჯობს საერთოდ აღარ შემოაღონ ჩემი სოროს კარი. მშობლები კი არა ხან მგონია,რომ

მოსყიდული ძიძები არიან, რომლებიც მხოლოდ იმაზე ზრუნავენ,რომ ვისუნთქო.ისინი

მხოლოდ მკვებავენ,მახსენებენ როდის უნდა დავლიო წამლები, მხოლოდ იმიტომ იქცევიან

ასე,რომ რაღაც მოვალეობა გააჩნიათ და იძულებულები არიან ასე მოიქცნენე. თუმცა მე კიდევ

უფრო კარგად ვგრძნობ თუ როგორი უბედური ვარ. რაში მჭირდება ასეთი დაცვა თუ

მხოლოდ ერთ კედელს ვუყურებ, რატომ არ მიშვებენ ბეტონებს იქით, და რატომ? უბრალოდ

ვერ ვხვდები, რატომ ერთხელ მაინ არ გავყარვარ მათ გარეთ, იქნებ როგორ ამომივიდა ყელში

ოთახის ჰაერი და როგორ მენატრება სხვაგან ყოფნა და სხვა ჰაერის სუნთქვა, იქნებ როგორ

მსურს,როგორ...

მოწყვეტილი ვარ, გარესამყაროს ვარ მოშორებული, მე კი მავიწყდება თანდათან თუ

როგორია მზის ჩრდილი, რა ფერის პეპელები ფარფატებენ ირგვლივ, როგორია სურნელი

ბალახისა, როგორ შრიალებენ ფოთლები და რა ხმებს გამოსცემენ. მომენატრა ღრუბლით

სავსე ცის ნახვა, წვიმის წვეთის ჩამოვარდნის ხმა, ყვავილის ნაზი მიხრა-მოხრა და უბრალოდ

გარეთ ყოფნა.დარწმუნებული ვარ გარეთ არავინ არასდროს გამიყვანს და სხვა გარემოს ხილვა

არ მეღირსება, მაგრამ რა ნახვაზეა ლაპარაკი,ერთხელაც კი არ ამიხსნეს, თუ რა ხდება

გისოსებს მიღმა, არ მიყვებიან არაფერს. ნეტავ რა ხდება გარეთ,იქნებ ახლა სხვანაირი თოვა

იცის, ან იქნებ წვიმამ შეიცვალა ფერი, იქნებ მზე უფრო კაშკაშა გახდა და უფრო დაიგრძელა

სხილები.ისე მაინტერესებს ახლა რა ხდება გარეთ,თუმცა არა, მაინც არ ვაპირებ რაიმე ვკითხო

მშობლებს და ვიცი არც კი შეიწუხება თავს რამის მოყოლით,შეიძლება მხოლოდ ის მითხრან,

საინტერესო __________არაფერია ირგვლივ და ასე მარტივად მომიშორონ თავიდან.ამას განა ცხოვრება

ჰქვია? ან ღირდა კი ჩემნაირი უბადრუკის სიცოცხლეს დაემძიმებინა სამყარო.მე მხოლოდ

მძინავს, ვჭამ, ისევ მძინავს და უსასრულოდ ვჭამ. მაკმაყოფილებს, რომ ვუყურებ

მშობლებს,მშობლებს რომლებიც ქანდაკებებს ჰგვანან.ყოველთვის ერთსადაიმავე დროს

მოდიან ჩემთან და ყოველთვის მსგავსი კითხვები აქვთ. დედა დილით შემოდის ჩემს

საძინებელში, მეკითხება ხოლმე როგორ მძინავს,რაიმე ხომ არ მაწუხებს, ხომ არ გავაბრაზე

მამა,ხომ დავუჯერე და დავლიე წამლები და მეტს არაფერს. მხოლოდ ასეთი დიალოგო მაქვს

მათთან და ალბათ ამიტომაც დამჩემდა მხოლოდ უმისამართო ფიქრები, უაზრო ღიმილი და

სხვა არაფერი .ასე ვწელავ დღეებს, როცა მბეზრდება ჯდომა, თვალებს ვხუჭავ და

წარმოსახვებიდან ვლაპარაკობ. მერე მშობლები მოდიან, ისმენდნენ ჩემს

ბოდვას,მაფხიზლებენ და რაღაც დიდ ნემს მარჭობენ ხოლმე.ალბათ ფიქრობენ, რომ უარეს

გაგიჟებას და სისულელეების ბოდვას ისევ ძილი ჯობს. როგორ ვერ ხვდებიან და როგორ ვერ

მიგებენ მშობლები,რა მწირე გონება აქვთ.მე ხომ უბრალოდ ჩემს მიერ შექმნილ დედამიწას

ვაკვირდები, ვარაუდებს ვამბობ და ვცდილობ შევისწავლო ცხოვრება და ამით გავირთო

თავი. მშობლები კი პირში მეუბნებიან, ნეტა რაზე უნდა ვფიქრობდე, რა აზრები უნდა

მომდიოდეს თავში, რომ არც კი ღირს ჩემი მოსმენა. მათთვის არარაობა ვარ, მათთვის ჩემი

გონება მუნჯი არის და ამიტომაც აღარ ვუმხელ არაფერს,რომ არ მინდა ჩემი სამყაროც

დაამახინჯონ, არ დასცინონ და აბუჩად აიგდონ.მათგან ხომ ყველაფერია მოსალოდნელი,

მათგან ხომ არაფერია გასაკვირი.

დღეს გათენდა ახალი დღე და დღესაც ველოდებოდი ჩემი მშობლების გამოჩენას, მაგრამ

მხოლოდ სიჩუმე იყო ირგვლივ.ვითვლიდი წუთებს, გავიდა 20 წუთი,40 წუთი და მაინც არ

ჩანდნენ.გავიდა 3 საათი,6საათი და ჯერ კიდევ არ მესმოდა ფეხის ხმა. მერე ჩამეძინა და ახლა

კი კარს იქით მდგომი მშობლების ბუტბუტმა გავაღვიძა.ნეტავ რას ბჭობენ ამდენს, რაიმე ხომ

არ მოხდა ისეთი,რაც მე არ ვიცი. ვგრძნობ, ხელის კანკალით როგორ იღება კარი, ნაბიჯ-ნაბიჯ

როგორც მიახლოვდებიან და როგორ იწყებენ ჩემს თვალიერებას. დგანან ჩემს წინაშე და ვერ

ვხვდები რატომ ეცინებათ. უხერხული ატმოსფეროსა და სიჩუმის გატეხვა მინდა. ვამბობ,

რომ თავს კარგად ვგრძნობ, არ ვარ საშიში, უბრალოდ ღრმა ფიქრებში მიყვარს სიარული და

თქვენ გგონიათ, რომ გავგიჟდი. მომღიმარი სახით ვუყურებ მშობლებს, მთელი გულით

მსურდა რაიმე სასიამოვნო ეთქვათ ჩემთვის. მესმის მამის ნაბიჯების ხმა, მიახლოვდება ნელა,

ფრთხილად მოდის და ახლა კი კისერთან მადებს ხელს. მე ვუღიმი, ვიცინი, როგორ მინდა

ვუთხრა, თუ როგორ მიყვარს და როგორ მენატრება ხოლმე.მსურს და აი ახლა დავუძახებ

ალბათ მამიკოს და მან კი ვაიმე...რაღაც სადგისისოდენა ნემს ვხედავ, წინააღმდეგობის

გაწევას ვერ ვასწრებ და უცებ ვგრძნობ, როგორ მარჭობს ზურგში, რომელიც სწვდება ჩემს

ძვალს და მიფხაჭნის მალების, ამომიყარა ნერვები და სიმწრის დაყვირების მომენტში კი

გამითიშა გონება.

***

ამის შემდეგ გავიდა დრო, ახლა შედარებით მშვიდად ვგრძნობ თავს. მახსენდება, მესამე

დღეს გამეღვიძა,გარშემო მიმოვიხედე და განსხვავებული მომეჩვენა

პადვალი.მახსოვს,როგორ ვიგრძენი უცხო აურის სუნი.ვიჯექი და ვაკვირდებოდი

კედლებს.მერე გამეფიქრა, ნუთუ იმდენ ხანს მეძინა,კედლებმა დამახინჯება და

დაპატარავება, რომ მოასწრესმეთქი.აშკარა იყო,რომ ახალ სოროში შემაგდეს,უფრო საშინელი,

უფრო დალუქული,თითქოს განსაკუთრებულად ცდილობდნენ დაეცვათ თავი ჩემგან.რკინის

კარებსაც კი აღარ ჰქონდა ფანჯარა,ისიც დალუქული იყო და მხოლოდ გარეთა მხირად

იღებოდა და ისიც მხოლოდ მაშინ, საჭმლის გადმოყრის დრო რომ დგებოდა.მშიერზე კიდევ

უფრო გემრიელად ვგლეჯდი ხორცს ბასრი კბილებით და თან ცალი ხელით ბუზებს

ვაფრთხობდი.ერთი ზედმეტად თავხედი აღმოჩნდა, პირში შემომიფრინდა და ასე

ჩამეყლაპა.თუმცა რა დროს ბუზის ამოგდების დრო იყო, ისეთი მშიერი ვიყავი, ისე სწრაფად

გადავსანსლე ხორცი, რომ გემოს ჩატანება ვერ მოვასწარი. ძღომას მართალია ვერასდროს ვერ

ვგრძნობ, თუმცა ვხვდებოდი დამძიმებულ კუჭს როგორ უჭირდა არსებობა.ფეხზე ადგომა

დამეზარა და ხოხვით მივუახლოვდი კედელს და მივეყრდენი,გასისხლიანებული ხელები

ზედ შევიწმინდე და დავიწყე ყურება.ისეთი მძიმე იყო ჩემი სორო,წარმოსახვაც კი უძლური

აღმოჩნდა, დანებდა რეალობას. ამდენი ძალაც არ იყო ჩემში, ჩურჩულით შემეპარებინა და

მეთხოვა ქვეცნობიერისათვის, რომ ეს უთავმოყვარეო ოთახის კადრიც ჩაეყლაპა. ვინ იცის

რამდენი კარდი მაქვს ასე მივიწყებული. ორივე ვტიროდით, ბოლო ხმაზე

ვღრიალებდით,მაგრამ ჩვენ ძალიან დაბლა ჩაგვამწყვდიეს, ხმას ვერავის ვაწვდენდით და რა

უნდა გვექნა? ყელი დავიწვით კივილისაგან, დავიწყვიტეთ იოგები სიმწრისაგან, ამეტირა

ჩემს თავზე, დაღლილობა ვიგრძენი, დავიწყე მთქნარება და მშვიდად გავაგრძელეთ

ძილი.შემდეგ ისევ გამომეღვიძა გვიან, ძალიან გვიან და პირველად ვიგრძენი დასიებული

თვალების სიმძიმე.ვხედავდი ჩამოფხაჭნილ კედლებს , ამძაღებულ ღამის ქოთანს,

აკოკლებულ მტვრის გორას,ვირთხის ნაკბილარებით დამშვენებულ ლეიბსა და ჩემს

გაძონძებულ სულს.თვალები კიდევ უფრო მისივდებოდა, ტანჯვისგან ნერვი იჯიჯგნებოდა,

უთქმელობისაგან ბაგეები იბრიცებოდა.კითხვის დასმა,ხმის ამოღება,აზრის გამოთქმა,ჩემი

ლაპარაკი და საუბარი- ყოველთვის საშინელი სასჯელით სრულდება.

დღეს კი ბორკილები დამადეს ხელებზე,ასე გამომიყვანეს იმ საძაგელი სოროდან და ისევ

დამაბრუნეს ჩემს ჩვეულ ოთახში.დავუწყე პატარა ფანჯარას ყურება,მაგრამ ამ დღეების

განმავლობაში ისევ ისეთი ხედი დამხვდა. მართლაც არაფერი ხდება სახლის გარშემო,

მხოლოდ ხრიოკს ვხედავ, რაღაც სიცივე დგას გარეთ, არაფერი ჩანს შესაყვარებელი.მოვაშორე

მზერა ამ გისოსებიან ფანჯარას და დავიწყე ფიქრი.მგონი ვიპოვე გამოსავალი და იმედი

მაქვს,რომ გაამართლებს, იქნებ აღარ ჩამათრიონ იმ საშინელ სოროებში და აღარ დამსაჯონ

ასე პირუტყვივით.გადავწყვიტე ხმა აღარ ამოვიღო,ჯობს ჩუმად ვიყო, ვისწავლო ჩემი

წარმოსახვების კონტროლი და ხმისამოუღებლად ვიბოდიალო ჩემს კოსმოსში. თუ მშობლები

რამეს შემეკითხებიან მხოლოდ თავს დავუქნევ, მერე ნაზად გავუღიმებ და ვიცხოვრებ ასე

მშვიდად და ბედნიერად.არც დედა, არც მამა, არავინ არასდროს მკითხავს თუ რა დამემართა,

ხმას რატომ არ ვიღებ, ამით არავინ დაინტერესდება. მათთვის მთავარი არის, რომ აღარ

ვბოდავდე რაღაცეებს და მერე რა მოხდა, რომ დავმუნჯდი. ძალიან მიხარია,ასეთი რამ რომ

მოვიფიქე, იქნებ გაამართლოს კიდევაც. მთავარია,რომ წამლებით აღარ ვიყო გაბრუებული და

აღარ გავხდე სასტიკი სასჯელის მსხვერპლი.

დედა შემოვიდა ჩემს ოთახში და მკითხა თავი ხომ არ მტკივა ან კიდევ ხომ არ დავისახიჩრე

საკუთარი თავი,კიდევ ხომ არ მაწუხებს სისხლდენა.მე კი სხვა მიმართულებით ვიყურები, არ

ვიღებ ხმას და ვითომ არც არაფერი მესმის.დედა კი იმეორებს და იმეორებს შეკითხვებს,

მაშტერბედა,მხარზე ხელიც კი დამადო და ოდნავ შემარხია.მე მას გავხედე და ვუღიმი.ის კი

დგას და მიყვირის, ყურში ჩამყვირის,ისევ მაჯანჯღარებს და გამალებით იმეორებს ენა ხომ არ

მოვიჭერი ან რა გავაკეთე ასეთი,ხმასაც რომ აღარ ვიღებ.მგონი თავად არიან

შეშლილები,საიდან დაებადათ ეს აზრი,რომ მე ენას მოვიჭრიდი ან რამეს დავუშავებდი ჩემს

ისედაც გასაცოდავებულ თავს.ახლა ისე მომინდა მეთქვა,პირში შემეფრქვია სიმართლე და

მომეხსენებინა მათთვის,რომ თავად არიან საცოდავები,თავად მიიღონ წამლები და მხოლოდ

კედლებს შორის იბოდიალონ.რატომ მტანჯავენ ასე, რა უნდათ ჩემგან,როგორ მინდა ერთხელ

გარეთ გავიდე,როგორ მინდა სადმე წასვლა.მშობლები როგორ ვერ ხვდებიან,რომ ეს კედლები

შემეზიზღა, ცუდად მხდის უკვე,აღარ მინდა ასეთი სიცოცხლე,ვეღარ ვუძლებ ამ

ერთფეროვნებას, ვიტანჯები და ვიძირები,ვტირივარ და ცრემლებში ვიხრჩობო, გულიც

მერევა და ნარევში მიდგას ფეხები.წამიყვანონ, მომაშონო,მომკლან, სადმე გადამჩეხონ

შუაზე,ოღონდ მანამდე მხოლოდ ერთხელ შევხედავ მზეს, ერთხელ გავივლი ბალახზე, მას

მოვინახულებ,ვინც კიდევ ცოცხლობს ჩემს გულში და აი მერე კი..მერე კი თუ უნდათ

ცეცხლზე შემაგდონ, დამწვან და მიიფანტოს ჩემი ფერფლი უმისამართოდ.ჯანდას თუ არვის

ენდომება ჩემი ქერცლი, ჯანდაბას თუ არვინ შეინახავს ჩემს ცალ ძვალს.ახლა მხოლო ის

მინდა,რომ ერთხელღა გავიდე გარეთ და მერე თუნდაც დაიწვას და განადგურდეს ჩემი

ცხედარი.

ამ ფიქრებში გართული ვარ და აღარც კი მესმის თუ რას ქადაგებს დედა.მგონი რაღაც

რჩევებს მაძლევს თუ რაღაც წამალწე ლაპარაკობს. მე კი ისეთი სიძულვილი და ზიზღი

ვიგრძენი,ისე მინდა,რომ ახლა ავდგე და მომღიმარმა გამოვასალმო სიცოცხლეს, ან იქნებ

ოდესმე შევძლო,ბორკილებით შევმოსო და გამოვკეტო ამძაღებულ სოროში.იქნებ მიხვდეს

თუ რას სჩაიოდა ამდენი ხნის განმავლობაში,იქნებ მოინანიოს ცოდვები,მომიბოდიშოს და

სწორედ ამ დროს,როცა გაიწმენდავს სინდის,მაშინ მოვაშთო და მოვუღო ბოლო მის

სიცოცხეს,მთელი ჩემი ღვარძლი მასზე ვანთხიო.მერე კი დადგება საყვარელი მამიკოს ჯერი

და ვიცი ხოხვას დაიწყებს.შემევედრება,რომ დედასავით არ მოვექცე,შეიძლება ისიც

მითხრას,რომ ჩემი მონა გახდება, ოღონდაც სოროში არ გამოვამწყვდიო და წამებით არ

მოვკლა.ვიცი დავტკბები მათი ტანჯვის ყურებით,ერთხელაც ვაზღვევინენ, ცინიკურად

მოვისმენ მათ ვედრებასა და თხოვნებს. დაე ისე დავსჯი,რომ თავად გამოიჭრან ყელი,თავად

გადაეშვნენ ცეცხლში.როგორ მინდა ის სიმწარე გამოიარონ,რაც მე განვიცადე,არ მივცე

სიცოცხლოს უფლება და მხოლოდ წამლებით გავაბრუო,რათა მთელი დღეები ძილში

გაფლანგონ და შეიზიზღონ საკუთარი თავები.ტანჯვა და მხოლოდ ტანჯვა ცოცხლობდეს

მათში,გაგიჟებამდე მისულებმა კი დაიკუწონ თითები და დაიკაწრონ მთელი

სხეული.უაზრობაში ისხდნენ, არაფერი აკეთონ და შეიზიზღონ მთელი თავისი

ცხოვრება.მოვა დრო და თავად მთხოვენ,რომ შევიბრალო,მივუტევი და გავუშვა გარეთ.მე კი

ამ დროს სიცილს ავტეხავ და მხოლოდ წამლებზე დავიწყებ საუბარს. და ჩემს პასუხსე უფრო

აეშლებათ ნერვები,იგრძნობენ თუ როგორი არარაობები არიან,მათ საუბარს საერთოდ,რომ არ

ვუსმენ.მიხვდებიან,რომ ჩემთან არაფრის თქმას არ აქვს აზრი,რომ არ უნდა ჰქონდეთ არაფრის

იმედი,აღარც სიკვიდილი მოუნდეთ და აღარც არაფერი.დაე დაიტანჯნონ და პასუხი აგონ

იმაზე, პიროტყვივით, რომ მექცევიან და თავი არარაობად,რომ მაგრძნობინეს.

ამ ნატვრებში გართულმა კი ვერ გავიგე თუ როგორ შემოვიდა ჩემი ძვირფასი მამიკო.ახლა

მასთან ერთად გააგრძელა დედამ ბაასი.ნამდვილი ყბედები,ნადვილი უგრძნობი

ადამიანები.ვუყურებ აცრემლებული თვალებით და ისინი კი მხოლოდ იმაზე საუბრობენ სად

შეიძლებოდა ჩემი დამწყვდევა,როგორ შეიძლებოდა ჩემი გამოსწორება ან რა დამატებითი

წამალი მომცენ.უკვე ვეღარ ვიკავებ თავს,მეშინია ზიზღისგან არ გავიგუდო,ვეღარ ვიტევ

სევდას,ვეღარ ვერევი ჩემს თავს,ვეღარ ვუძლებ ამ აუტანლობასა და იმ დამცირებას,

ნაფურთხივიდ,რომ მეცემა თავზე.მორჩა!რაღაც ახალი უნდა გავაკეთო,უკვე აღარ შემიძლია.

დგანან და მშვიდად საუბრობენ მშობლები ჩემზე,მე კი ხმას არ ვიღებ. იმას კი არ ამბობენ,რომ

შეიძლება მართლა დავმუნჯდი,არამედ იმას,რომ ახალი და უცხო სიმპტომო დამჩემდა და

რაღაც სხვა ადგილას ვარ გადასაყვანი.მე კი აღარ ვიცი რა გავაკეთო.ვუყურებ ჩემ საწოლზე

დადებულ უზარმაზარ ნემს.თვალს არ ვარიდებ, ხელი ოდნავ გავატოკე, მთელი

სიფრთხილით ვუახლოვდები და ისევ ვუყურებ.გავხედე ჩემს ძვირფას მშობლებს და ისე

არიან საუბარში გართულნი, რომ უკვე ვეღარც კი მამჩნევენ.მათ არ ვაშორებ თვალს, თან

უფრო ვუახლოვდები ნემს.როგორც იქნა ოდნავ შევახე თითი, ფრთხილად ავიღე, მთელი

სიფაქიზით ჩემს ზურგს უკან დავმალე და რაც მთავარია, ვერაფერს მიხვდენ ეს

ბრიყვები.გავაცურე და გავასულელე,ახლა დაიწყონ ნემსის ძებნა და ჩემი გაბრუება. რა

საშინელია,რომ იმათ ვისაც ვეძახი დედ-მამას, სწორედ მათ მაქციეს არარაობად,სწორედ მათ

გამო შევიძულე საკუთარი თავი.კიდევ უფრო შემომაწვა ღვარძლი,ვერ ვიკავებ თავს და თან

უფრო მაღიზიანებს მათი გაუთავებელი ლაპარაკი.ისევ ბაასობენ და ქადაგებენ და არც კი

ცდილობენ გაიგონ თუ სინამდვილეში რა მჭირდება და რა მსურს.ახლა კი შემომესმა

სიცილის ხმა,ხმამაღლა გაეცინა მამას და თან ვგრძნობ როგორ სტყორცნა ირონიულო მზერა

ჩემს აცრემლებულ თვალებს.მე კი ჩემ თავს ვუმეორებ,რომ არ გინდა არა, არ გააკეთო

ეს,მაგრამ ისე მომაწვა სიმწრის ყვირილი,და გადმოვანთხიე წყვდიადის ბგერები, ბოლო ხმაზე

ვყვირივარ და უზარმაზარი ნემსით ხელდამშვენებული მივრბივარ მამისკენ.ვგრძნობ მის

აცახცახელ ფეხებს,ისეთი მყარად აღარ დგას.ისმის სასოება,ღრიალი,თხოვნა,მუდარა,

ვედრება.ყვირიან რო გავჩერდე,მაგრამ არა,მე ისევ ვაგრძელებ და ვუახლოვდები მამას.ნემსი

მიჭირავს მაგრად,ლამის თითები შემეწებოს მასზე,გაშმაგებული ვუახლოვდები,ხელი მაღლა

ავწიე,ვცდილობ მის თვალებს დავუმიზნო ნემსი.ვგრძნობ მამის აფართალებულ გულს და

კიდევ უფრო მემატება ძალა.უკვე ახლოს ვარ, ნემსი უფრო მივუახლოვე მის თვალებს და აი

უკვე ჩავარჭობ მალე.მან ხომ არ იცის რა ტანჯვა ელის,როგორ მობეზრდება სიცოცხლე,რა

საშინელებები და კოშმარები ელოდება ახლა მას.ვგრძნობ სიამაყეს და გამბედაობას,უკვე

ძალიან ახლოს ვარ,მალე გავუყრი ნემს თვალში და ვაიმე რაღაც შებოჭვას ვგრძნობ

ხელში,მყისიერად დამბლა და უბედურება შემეფეთა, რაღაც შემაჩერებელი ვიგრძენი.არადა

რა ახლოს ვიყავი ყველაფერთან,უკვე იმაზე ვფიქრობდი თუ როდის გავიდოდო გარეთ,რომ

უეცრად ვიღაცამ დაიჭირა ჩემი ხელი.ვუწევ წინააღმდეგობას, მაგრამ ამაოდ. ვყვირი,რომ

მომკლან,გამიშვან გამათავისუფლონ,თუმცა მხოლოდ მოჭერილ ხელებს ვგრძნობ,პირზე

ხელს მაფარებენ.მე კი ვფართხალებ უწყლო თევზივით,ვყვირივარ, ნერვის ძაფებიც კი

ამომეყარა კისერზე, ვტირივარ და რატომღაც არავის ეღვრება სინანული გულში ჩემი

სასოების გამო..ვთხოვ,რომ მომკლან და აღარ გამომკეტონ სოროში,მაგრამ არავინ არაფრად

მაგდებს.მე კი ვყვირი,თანდათან სუსტდება ჩემი წივილი,ისევ ვგრძნობ ნემსის ჩხვლეტას და

ვიცი,რომ გამოვფხიზლდები,ისევ იმ უთავმოყვარეო სოროში ამოვყოფ თავს.არადა რა ახლოს

ვიყავი და რატომ შემიშალეს ხელი,ყველაფერი უაზროდ ჩაკვდა,ყველაფერი გათავდა და

დამრთავდა.კვლავ არაფერი იქნება,უფრო შევიძულებ თავს.განა ეს სიცოცხლეა?ეს ხომ

უბრალოდ არაფერია,არაფრის არაფერი,ერთი არარაობის არაფრის არაფერი.

***

გაიწელა დღეები,იყო ტირილი და გოდება,ყურადღებას მაინც არავინ არ მაქცევდა.ბოლოს კი

იძულები გავხდი სიჩუმე ამერჩია და მხოლოდ მაშინ ამომეღო ხმა,როდესაც შეკითხვას

დამისვამდნენ. იმ ამბის შემდეგ რაც, მსურდა მამის დასახიჩრება,თუ არ ვცდები სამი თვე

გავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში დამწყვდეული ვიყავი სოროში.ოთახიდან

ოთახში გასვლაც კი მომენატრა, კიბეების ნახვა და საფეხურების დათვლა.აღარ გავიხსენებ ამ

სამი თვის სადარდებელს და ალბათ ეს არის ყველაზე საშინელი მომენტი ჩემი ცხოვრებისა და

ალბათ ამიტომაც ვერ ვივიწყებ და სამუდამოდ დაამახსოვრდება ჩემს ქვეცნობიერს. ვიყავი

დაბმული, თოკებით შემოსილი,მხოლო ვიწექი და წამლებს წამლებზე მასმევდნენ.მგონი ეს

იყო სიკვდილი, მგონი ეს იყო ჯოჯოხეთი და ამაზე უარესი ნეტა რაღა შეიძლება,რომ

განვიცადო.რა დღეში ჩავაგდე ჩემი თავი, რა დღეში ჩამაგდეს მათ.უკვე არაფერი მიხარია,

აღარც ფეხზე დგომა მინდა, აღარც წარმოსახვებში ბოდიალი და აღარც მტვრის ნაწილაკების

დათვლით გავირთობ თავს.

არსებობდა რაღაც ისეთი ჩემს ცხოვრებაში,რაც დროის გაყვანაში მეხმარებოდა.ავირჩიე

გზა,რომელიც მხოლოდ ჩემს დედამიწაზე იყო.იქ მარტო ვსეირნობდი, ხელ-ფეხს ვიქნევდი

და ტანგოს ვეცეკვებოდი ჰაერს,ბურთით ვთამაშობდი ხესთან, ქვიშის ქანდაკებებს

ვაკეთებდი, ღრუბლისგან ვძეწრავდი პეპლებს.თავგადასავლებიც მიყვარდა და ჩემი პატარა

რაზმი გამოვიგონე,სადაც ყველანი ცალ-ცალკე ვირჩევდით საყვარელ ფრინველს,

შემოვასხდებოდით და მივფირავდით საჭმლის საპოვნელად. გზაში ბევრი სასაცილო

ისტორიაც გადაგვხდენია თავს. მე ყველაზე მამაცი და გამბედავი ვიყავი, ყველა პატივს

მცემდა, სიყვარულსა და ზრუნვას არ მაკლებდნენ.ჩვენ ყველა ერთად ძალიან ბედნიერები

ვიყავით.ხშირად ვიცინოდით, ვსაუბრობდით, ვისმენდით ერთმანეთის პრობლემეს,

თანაგრძნობასა და დახმარებას ვუწევდით ერთიმეორეს. ძალიან მშველოდა ეს ყველაფერი და

არ მინდოდა დასრულებულიყო.თავს აღარ ვგრძნობდი მარტოდ, შემეძლო გულახდილი

საუბარი მქონოდა, იყვნენ არსებები, ვინც მიგებდა, მხოლოდ აქ ვიყავი ბედნიერი, აქ

ვგრძნობდი სიყვარულს, ზრუნვას, აქ ვხედავდი სამყაროს, რომელსაც მიმალავდნენ, შევქმენი

ნაირფერი, ბრჭყვიალა ცა,ვერცხლისფერი ღრუბლები და მართლაც საოცარი იყო ჩემი

სამყარო.ვფიქრობ ყველას შეუძლია შექმნას საკუთარი განზომილება და ასე გაექცეს

რეალობას,მაგრამ თუ დიდხანს დარჩება,მაშინ საერთოდ დაავიწყდება ოდესმე არსებობდა

თუ არა ზღვარი რეალობასა და წარმოსახვებს შორის.მთავარია მასზე დამოკიდებული არ

გახდე.ეიფორიაში ხარ,რაღაც გულით გიხარია და როდესაც მოქმედების ვადა გასდის,ხვდები

თუ როგორ გეზიზღება სინამდვილე.რა თქმა უნდა კვლავ გინდა დააგემოვნო,ისევ

გადაიკარგები უსაზღვრობაში და ყოველდღე უფრო და უფრო დიდხანს გინდა დარჩენა.მერე

უკვე ვეღარ გამოდიხარ,ვეღარ ელევი და ბოლოს საკუთარ თავს შენს შექმნილ სამყაროში

გამოკეტავ და სამუდამოდ იქ გინდა დარჩენა. მე ამ გზით ვიღებდი სიხარულს, ჩემს

წარმოსახვებს არ ჰქონდა დასასრული და ასე გულუბრყვილოდ ვცხოვრობდი. მაგრამ დგება

მომენტი,როდესაც ხვდები თუ როგორ გაურბოდი რეალობას, აღმოჩნდები ძალიან შორს,

გემსხვრევა ის წუთები,რითაც ივსებდი ცხოვრებას.და რაც უფრო დიდხანს ხარ ჩაკეტილი

წარმოსახვით სამყაროში, მით უფრო დიდი გაუცხოებაა რეალობასთან.აქ კი უკვე ბევრი რამ

შეიძლება ისე არ მოხდეს, როგორც გსურს.ხარ დაბნეული, გულნატკენი და იმის მაგივრად,

რომ მოიფიქრო თავად რეალობაში როგორ მოაგვარო რეალური პრობლემები, გარბიხარ და

შენს სამყაროში აკეთებ იმას, რისი გაკეთება სინამდვილეში არც კი შეგიძლია. შემდეგ თავს

იმშვიდებ, საკუთარ თავს ასულელებ და აბრყვებ და ეს გეხმარება,რომ შეიგრძო უაზრო

ბედნიერება, გაქვს სიხარულის გრძნობა და მშვიდი ნერვებით მიდიხარ დასაძინებლად. ახლა

ვხვდები რა დღეში ჩავაგდე საკუთარი თავი. ჩემთვის თუნდაც ერთჯერადი,უბრალო, მაგრამ

რეალობაში განცდილი სიხარული უბრალოდ უცხოა. არ ვიცი რითი ვკვებო სული,რითი

ვასულდგმულო,მჭირდება ђђ†_______სინამდვილე, რათა მასში გავზარდო უსუსური სიცოცხლე.

ვერსად ვერ ვნახე,ვერ ვპოულობ და რომც შემხვდეს ვერც ვიცნობ იმ პირად რეალობას,

რომელიც თავად გავაქრე. მართლაც ცუდადაა საქმე.თვალიც, რომ მოვიფშვნა იჭვარტლება

თითი. დაბნელდა, მხოლოდ მზის სხივი მეთამაშება, თუმცა ვერ ვხედავ. ვბუნდები უკან,

ცივა, სხვა ისედაც არაფერი შემიძლია.მხოლოდ სული დახოხიალობს მიწაზე, ეძებს

გაგლეჯილი პურისგან ჩამოფშვენილ ნამცეცებს და მისი გადაყლაპვის ძალაც ელევა.

ცოტახნისწინ ხალათ შემოცმული დავდიოდი მთელს სახლში,ხან კედლებს მივაშტერდი,ხან

ჭერს,იატაკს ვუყურები და დავფიქრდი მაინცდამაინც რატომ არის ზოგან ლამინატი და

ზოგან კი ციფრები დაგებული. მერე ოთახის შუაში დავდექი და ალბათ ხუთი წუთის

განმავლობაში თვალების დახამხამების გარეშე მხოლოდ პირდაპირ ვიყურებოდი.

შევამჩნიე,რომ ფარდები მქონია სახლში,მივუახლოვდი და ისე საოცრად მოუხდა ჩემი კანის

ფერს,რომ მომინდა შავი ფერის სამოსი შემეკერა.გამოვედი ოთახიდან და საათს შევხედე და

ვიგრძენი გული როგორ დაიჯღანა. ხმამაღლა დავითვალე 360 წამი,რომ ასე შევგებებოდი სამი

საათის შესრულებას. თავიდან გონებაში დავიწყე თვლა, გამბედაობა მოვიკრიბე და

ჩურჩულით გავაგრძელე. ძალიან ნელა და ფაქიზათ ვუმატე ხმის ტემბრს,ცოტა სითამამე

,ცოტა გამბედაობა შევმატე ჩემს თავს და საბოლოოდ დავიყვირე.ჩემი ხმა მთელ სახლში

ისმოდა, მინებიც კი შეზანზარდა და ასე გაიფანტა სიჩუმე. გამიხარდა,რომ ჯერ კიდევ არ

ვყოფილვარ ყრუ, ბედნიერი ვიყავი,რომ როგორც იქნა გაისმა სურიელი ადამიანის ხმა ჩემს

სახლში.მეგონა,თითქოს კედლებმაც შეიგრძნეს ბგერითი ტალყები,ჰაეროვნად ისმოდა ჩემი

კივილი და მეც ისე მსიამოვნებდა ყოველივე ამის ხილვა.საოცრად ამაღლებული გრძნობა

დამეუფლა,საუცხოო იყო ამ დროს ჩემი სახლი. ვუცქერდი ჩემს ყვირილთან ერთად

თანდათან როგორ ტყდებოდა სიჩუმე,როგორ იფანტებოდა მარტოობა და როგორ ივსებოდა

სახლი სიახლით,ახალი ენერგიით, ხმაურით, ბედნიერებით. ჩემს სულსაც გაუხარდა,რომ

უბრალოდ ხმა შემოესმა,გიჟივით ხტოდა სიხარულისაგან,ვეღარ

ჩერდებოდა,აფორიაქდა,ბედნიერებისაგან ტირილიც კი დაიწყო.შემდეგ ცოტა

დამშვიდდა,იჯდა და უბრალოდ აღფრთოვანებული თვალებით შესცქეროდა ყველაფერს,

ტკბებოდა ამ წუთებით და უბრალოდ ძალიან უხაროდა ყოველივე.მიხვდა,რომ მარტო არ იყო

და ვიღაცის ხმა ისმოდა სახლში. ორი საათის განმალობაში ასე მყუდროთ და მშვიდად

ვიყავით მე და ჩემი სული.მერე მას ჩაეძინა და ისევ მარტო დავრჩი.კედელს გავხედე და

ჯანდაბა,ჯერ მხოლოდ ხუთი საათიც კი არ იყო.გადავწყვიტე,რომ ფეხზე ავმდგარიყავი და 23

წუთიანი ფიქრის შემდეგ ბოლოს გადავწყვიტე, რომ პირველ სართულზე ჩავსულიყავი და

დამევლო ოთახები. მოვინახულე ძველი კადრები და ყველაფერი ისევ ისეთი იყო,როგორიც

სამი თვის წინ. ღრმა ამოოხვრას ვაპირებდი, რომ ერთ-ერთ ოთახში მგდომი კარადის თავზე

წიგნს მოვკარი თვალი. ვუყურებდი დიდხანს და ბოლოს კი მამამ ჩამოიღო და უხეშად

მომაჩეჩა.ისიც დააყოლა, რომ შემეძლო დამეთვალიერებინა და არაფრის დიდებით არ მეცადა

მისი გადახევა და ფურცლების ამოჯიჯგვნა. ავირბინე კიბეები, გავიარე დერეფანი და ჩემს

პირად ოთახში მოვკალათდი. მთელი გადავათვალიერე,ზუსტად 31-ჯერ და ყოველ ჯერზე

ფურცლების რაოდენობას ვითვლიდი და 365 გამოვიდა. ესეც მომბეზრდა და შემდეგ

დავფიქრდი კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმამეთქი. თუმცა ისე მაქვს ყოველდღიური

საქმე მობეზრებული, ისევ ჯდომა და ფიქრი ვამჯობინე.ვზივარ იატაკზე, კისერს აქეთ-იქით

ვატრიალებ,მაგრამ მხოლოდ კედლები დგას უგულო, უღვიძლო , ცარიელი და შეუგნებელი.

ახლა კი მწკმენტავს ნერვი და მეფიქრება სიკვდილზე.სიცოცხლეშივე შემომეჭამა სიცოცხლე.

ნაფშხვენები მაქვს ხელში, მაგრამ ნეტაც რისი? როგორი იყო ჩემი ცხოვრება?დამეფანტნენ

დღეები,გაქრნენ მოგონებები, ვკუწე ცხოვრება. არის დამწვრობა, ნაცრით დაფარული გზები.

და მაინც, საიდან მოდის ამდენი ფერფლი? არ ვიცი, თუმცა იმ არაფრიდან კი მეყრება მტვერი.

კითხვები ტრიალებენ ჩემში,მხოლოდ პასუხებს ვერ ვხედავ,არც მინიშნებებს.რამ გამოიწვია

გაუგებრობა ასეთი მძაფრი, რა მოხდა ადრე.სიბუნდეა გონებაში და ნერვებს ჭამენ ეჭვები.

მართლაც რა შეიძლება იყოს ამოუცნობი და იდუმალი თუ არა ცხოვრება,რომელიც არც კი

იცი რისთვის დაიწყო. ამდენ დროს ვხარჯავ ფიქრისთვის და ვიზიზღებ საკუთარ

თავს.სინამდვილეც კი დავკარგე და უიმედობით ვარ აღსავსე. ასეთ დროს სიკვდილი

ადვილია,მაგრამ თუ წავალ ვეღარასდროს გავიგებ პასუხებს. წარსულს ვიხსენებ, ნეტავ რა

იმალება ჩემი მეხსიერების მიღმა? არი იგი ნამდვილი,ნუთუ ყველაფერი ჩემით

შეთითხნულია...მხოლოდ დაბნეული ვარ. ხათრით ნაცხოვრები გული მიმეყინა, ზღვაში

უმაწყალოდ ხოხავს ლოკოკინა.ერთ ადგილას ვარ გაყინული, ვერსად მივდივარ, არც ჩანს

გზები.უბრალოდ ვზივარ და ვაკვირდები დროის გასვლას, ვითვლი წამებს, ვიყურები აქეთ-

იქით და უბრალოდ ვიცდი, თუმცა სულ ერთია რისთვის. ვცდილობ ყურადღება გადავიტანო,

მაგრამ ისეთი სიჩუმეა ირგვივ,მინდა არ მინდა ისევ სიჩუმეზე მეფიქრება. მართალია სრული

სიწყნარეა სახლში, უაზრო სიმშვიდე და გამოუსადეგარი, ფაქიზი გარემო, მაგრამ სიჩუმის

საიდუმლო მაინც ვერ ამოვხსენი.ჩურჩულიც არ ისმის, არც წვეთის დაცემის ხმა, არც ქარის

ნაზი ფარფატი.სიცარიელეა და სიჩუმე, მარტოობა და მარტოსულობა, მაგრამ ისმის ხმა,

გონება ფიქრებად მელაპარაკება ამ სიჩუმეში. სდუმს ყველაფერი, სიწყნარეა,ღამეა,ჩემი

გონებაც როდი მუნჯია.ფიქრი,რომ ჩავკლა და დავიძინო, გონება ფხიზლობს, გული მუშაობს,

ხმებია ჩემში.თითქოს სდუმს ყველაფერი, თუმცა ნამდვილი სიჩუმე სიკვდილის შემდეგაა.

არის რაღაცეები, რაც შეიცვალა ჩემში ამ სამი თვის განმავლობაში. ადრე რაღაც სიხარულს

ვგრძნობდი ხოლმე,მქონდა იმედის ნატამალი.ახლა კი უბრალოდ არაფერს ვგრძნობ, თითქოს

დამუნჯდა ჩემი შეგრძნებები,თითქოს დავიღალე და არაფრის თავი აღარ მაქვს. ახლა კი

ვდგავარ და ვაკვირდები ჩემში არსებულ ცოცხალ არსებებს და საკუთარ თავს,რომელსაც ასე

ვიცოდებ.მებრალება, მეტირება და ეს სინანული მფიტავს.ჩემი სხეული კი დაობდა, დაჭკნა,

ჩემი კანიც ნელ-ნელა იფშვნება. სისუსტე მჭამს და ჩემი შინაგანი ხმები მაგიჟებს. ყურს

ვუგდებ როგორ კბეჩს მატლი ჩემს გულს, როგორ მწოვენ და ლივლივებენ კოღოები სისხლში,

როგორ დასტრიალებენ ბურნები აყროლებულ ღვიძლს. სიბნელეში, სინესტეში და სიცივეში

ჯდომით ჩემი სხეული ჭაობად ვაქციე, ცრემლებიც ლაფ-ნარევი ჩამომდის, ნესტოები მეწვის

მყრალი სუნისაგან და სახლიც სავსეა დამპალი ხორცისა თუ სიკვდილის საშინელი სუნით.

სუნთქვას მანამ ვიკავებ სანან არ ვიგრძნობ როგორ აფართხალდებიან ალვეოლები,რათა

კარგად შევიგრძნო მათი გრძნობა, რომელსაც სიკვდილის წინ არსებული მდგომარეობა

იწვევს.მერე ისევ ვაგრძელებ მყრალი ჰაერის ყლაპვას,ძალით ვაფხიზლებ ორგანოებს,ვატყონ,

არც მათ უნდათ ძონძ სხეულში სიცოცხე, არც მადლიერები არიან და ალბათ არც უნდა

მიკვირდეს, რადგან ამ სუნით ნასაზრდოები სხეული სხვანაირი ვერც იქნება.შიმშილიც

დაიღალა იმის ძახილით,რომ ვჭამო რაიმე სანამ ღბის გატოკების თავი მაქვს და სანამ

მომკვდარვარ. ვგრძნობ, როგორ ყმუის კუჭი და ვატყობ, როგორ ჩლუნგდება გული. ვხედავ

ჩემს ფეხებს, ლოკოკინასავით ხოხავს ჟანგიან ლიანდაგზე, მესმის ძვლების მიწისძვრა,

შევიგრძენი გამოფიტული ბარძაყის ძვლის ფშვნა,როგორ ჩატყდა მუხლი სახსარში,

ტერფებამდე ჩააღწიებს ბზარებმა და ასე დატყდა ძვლები.მართლაც რამდენი

სასოწარკვეთილებაა ჩემში, რამდენი სიკვდილი, რამდენ ორგანოს ელევა სიცოცხლის წამები

და როგორ ცდილობენ გადარჩენას. ახლა, სწორედ ახლა ამომდის ნაღველი, ჩერდება ყელში ,

გაგიჟებული ზღვასავით ღელავს და ასკდება ლოყებს. მგონია ლამის გამიხევს კანს და

სახიდან გადმოხეთქავს წლების დაგუბებული ნაღველი.საგამიეროს ასე მიხდის ხოლმე,

მყრალაბალახას სუნს ტოვებს, მწავე ლაქით მიფერადებს კბილებს, თავის კვალს ტოვებს და

შემდეგ მშვიდად და აუღელვებლად ბრუნდება უკან.ძალიან მაწვალებენ ორგანოები და ახლა

ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ჩამოკიდული ფილტვის ძაფები ხმება, სადაცაა რომელიმე

ნეკნს ჩამოეკიდება და ასე გაიგლიჯება. ნაწლავები დამიმძიმდნენ, თითქოს სძინავთ და

ზანტად დავათრევ მათ. უი და თირკმელები? რაღაც მათი ყაყანი არ გამიგია.ალბათ ჭუჭყი

გაიჭედა მათში და არც საშარდე სისტემა მიმუშავებს. კიდევ კაი თორე მთელი ლაფისგან

დავიცლებოდი და ჩემგან არც არაფერი დარჩებიდა.თავისდაუნებურად დამჩემდა

ორგანოების ტანჯვის ცქერა, ვუსმინო მათ გოდებასა და ლანძღვას.მაგრამ ხან ისე მხიბლავს

მათი მცდელობები,როგორ მებრძვიან და მაიძულებენ რაიმე შევჭამო.ხან მემუქრებიან

თავიანთი გიჟური შემოტევებით და ხანაც ტირილით უნდათ გული მომილბონ.ჩემმა

ორგანოება ჩამიშვეს გონებასთან და ისიც ყურადღებით ისმენს მათ ვედრებას,

მწუხარებას,თხოვნასა და იზიარებს მათ ტკივილის. იცის გონებამ, რომ ძალიან ბევრი არსება

ჰყავს გადასარჩენი და მე კი მსჯის თუ რა დღეში ჩავაგდე ისინი, ცდილობს გააღვიძოს ჩემში

შემორჩენილი ნაკუწისოდენა ნამუსი, რათა სხვების გადასარჩენად მაინც დავლიო სუფთა

წყალი. მესმის სასოება, მესმის ვედრება, ყურს ვუგდებ, როგორ მკბენს მატლი, როგორ

__________მფხაჭნის ენა ეკლიანი და როგორ მლანძღავენ უჯრედები. დნება და ლივლივებს ღრძილი და

კივიან კბილები,მინდა სიკვდილი, მაგრამ თან მენანება ამდენი სიცოცხლეს

სასიკვდილოდ.ესაა სასოწარკვეთილება, ესაა საშინელებით სავსე სინანული, ესაა სასჯელი,

ვუსმინო ამ ხმებს, ყოველი წამი იყოს ასეთი მძიმე,ესაა ტანჯვა, ესაა იძულება, ათრიო თავი

უმიზნო ცხოვრებაში.

მეძინა უაზროდ, გათენდა, გამეღვიძა.სულ ასე ხდება, ღამდება, შემდეგ თენდება, ისევ

ღამდება და ისევ თენდება, სერი შუქი მეთამაშება თვალებში და მეუბნება, რომ უნდა ავდგე

და მეც ვდგები და რა? ისევ სახლში ვარ და ვუყურებ კედლებს და ვიწყებ სუნთქვას,რომ არ

მოვკვდე. ჩემი გრძელი ხალათით დავდივარ, ვცდილობ ზლაზვნით ვიარო, რათა უფრო მალე

გავიდეს დრო. დერეფნის შუაში ვდგავარ, თავაწეული მივსრიალებ მტვრიან იატაკზე,

ხალათი ძირს დამთრევს და ფეხით ვფვშვნი მკვდარი ტარაკნის ტანს.ნამცეცისოდენა

ცემენტები იყრება ჭერიდან. მე მას სახე შევუშვირე, ხელები მაღლა ავწიე და ვბზღრიალებ მის

ქვეშ.თითქოს ფერიის კალთიდან მეყრებოდეს ჯადოსნული, ბრჭყვიალა

მტვერი.მიხარია,ასეთი რამ პირველად გავაკეთე, დავიმახსოვრებ ამ მშვენიერ წამს.მივაბიჯებ,

მკვდარი მწერები შემოდგომის ფოთლებივით შარიშურობენ.და თუ ნოემბერს

გაყვითლებული ბილიკები აქვს, და ჩემს სოროში გვამისფრია მყიფე ფიცრები. მაშინ როდესაც

ცალი ფოთოლი გარეთ გახმება, ცეკვას შეწყვეტავენ ფიცრის ქვეშ დამალული ლოკოკინები.

დრო მიდის, დღე გრძელდება და ისევ ვგრძნობ კუჭის სიმწარეს. ვიხრები წელში, ხელს

მაგრად ვიჭერ კანზე და თითქოს მინდა კუჭი შევკუმშო და აღარ ვიგრძნო შემაძრწუნებელი

წვა.ახლა ძალზედ მოვიკეცე, კუჭი მაინც აბრახუნებს ორგანიზმში და ჯიუტად აგრძელებს

ჩემს გაღიზიანებას. რა ვქნა, ჩემი მაინც ვერ გავიტანე,აღარ მაქვს ძალა, რომ გავუწიო

წინააღმდეგობა და რა ვქნა, უნდა დავნებდე მას. ახლაც ძალით უნდა გადავუგდო ლუკმა

დაუნაყრებელ კუჭს და იმედია მაქვს სამუდამო სიმაძღრეს მიეცემა და აღარ შემაწუხებს

თავისი ხმებით. ფეხების თრევით მივდივარ კარებთან, ძირს დატოვებულ ხორაგს ვუყურებ.

დაკვირვებული თვალებით ვაშტერდები პურს. ცოტა მტვრიანი და შელახულია,სოკოებს ისე

ჰქონდათ თავი ამოყოფილი, როგორც ნაზ ყვავილებს ამწვანებულ მდელოზე. უნდა ვაღიარო

ისეთი დაობებულიც არ არის მე, რომ არ ვიკადრო და ოდნავ მაინც ვითაკილო მისი

მირთმევათ.შეიძლება გამხმარი და უგემურია პური არის, მომეჩვენა თითქოს სიცარიელე

შევჭამე, მაგრამ მთავარია კუჭი მოტყუვდეს და რამოდენიმე დღით მაინც აღარ შემაწუხოს

თავისი აუტანელი ჭრიალით. იყო დრო როცა ბევრსაც ვჭამდი,დროის გასვლაშიც

მეხმარებოდა,მაგრამ ახლა უბრალოდ ისეთი გაჟღენთილი ვარ დარდით,ისე გამალებით

მაწუხებენ ფიქრები,რომ უბრალოდ არაფრის ხალისი აღარ მაქვს. არც წარმოსახვებში

სიარული, არც საკვებისა თუ წყლის დალევის სურვილი.უბრალოდ ვცდილობ

ვისულდგმულო და მეტი არაფერი,ხან კი ამის ძალაც აღარ მრჩება.

ძლივს მეღირსა და როგორც იქნა დადგა ამ დაწყევლილი ძილის დროც.მაგრამ არაფრით არ

მეკარება ახლა დაძინების ფაზები.სიმშვიდეა ღამეში თავად სიჩუმეა ღამეში, მაგრამ ჩემში

თუა იგივე? მესმის როგორ შიშინებს ფიქრი და როგორ ფშვნავს ჩრჩილი ფილტვის ფიალებს.

ჩემი გული თრთის,ისე კანკალებს თითქოს ზამთრის ჭავლი უყინავდეს კისერს.თანდათან

დუნდება, პატარავდება, იკუმშება,უფრო იბუზება,ღაფავს წამებს და ასე ფანცქალეს სანამ

უკანასკნელი სისხლის წვეთისგან არ დაიცლება. შეაჩნდა ბზარები და იმტვრევა გული, დიდი

ლოდები დააწვა თირკმელს, აკანკალებულ სისხლის კაპილარს დიდი ბზარები შეაჩნდა უკვე.

არ ვიცი თუ ოდესმე შევძელი,ოდესმე თუ დავეხსენი ამ ტანჯვას, თვალს ადევნებდე როგორ

იცლები,

ნელ-ნელა უახლოვდებოდე სიკვდილს,თუმცა ვერაფერს აკეთებდა საკუთარი სულის

გადასარჩენად. შემაძრწუნებლად ჟღერს ამის აღიარება, მაგრამ დამღალა ამ ყველაფერმა,

მომბეზრდა ჩემი ცხოვრების გაფერადება და საკუთარი თავის გაბრიყვება. თუ კი ამ შინაგანი

მსხვრების გროვა გავხდები და მომიწევს ამდენი სასოება თუ მკვდარი ორგანოები ვათრიო და

შემდეგ კი ვუსმინო მათ დატირებას, ცრემლებად წვიმდეს და ასე გაივსოს ჩემი ღრუმელები

და კიდევ უფრო დამიმძიმდეს ქვეცნობიერი.ისევ იგივე, ისევ სასოება, ისევ გოდება და

ცრემლებად გადმოდენილი სინანული,რომელიც მეწებება კანზე,მახმება ზედ და რომელსაც

ვეღარასდროს მოვიშორებ. თითქოს ისევ მომერია ძალა, მომინდა ჩემი ხელით დავიფლითო

მთელი სხეული, სამარეში ჩავძირო ეს ხმები და მათთან ერთად მეც დავმუნჯდე სამუდამოდ.

როდესაც ფსკერზე ვგდავარ,როცა ძალზედ ჭარბობს ჩემში წასვლის სურვილი- სწორედ ასეთ

დროს მახსენებენ ფიქრები მის თავს,როცა ასე მძაფრად ვგრძნობ სასოწარკვეთილებას, როცა

მსურს სამუდამოდ ჩავკლა ჩემში ნაცხოვრები ბგერები და მათთან ერთად მეც განვისვენო.

სწორედ ამ დროს მოალივლივებენ და მახსენებ ჩემი ფიქრები მის თავს.და ალბათ ამიტომაც

ვარ ჯერ კიდევ ცოცხალი,ალბათ ამიტომ ვიცხოვრე ასე დიდხანს. ახლა კი მახსენდება ის

დღე,როდესაც მან სიკვდილს გამომტაცა ხელიდან და გადამარჩინა.მინდოდა

მეთქვა,ჩემნაირი უბადრუკის სიცოცხლეს რა აზრი ჰქონდა,თუმცა მადლიერებამ იხეთქა

ჩემში და ვერაფერი ვუთხარი,გარდა მადლობისა. ეს ის დღე იყო,როდესაც ძილი საშინლად

უგემური მომეჩვენა, ვეღარ ვუძლებდი უსაზღვრო ღამეს,ვეღარ ვუძლებდი ფიქრების

შემოსევასა და უეცრად მომინდა გარდაცვალება. მახსოვს დარეტიანებული გავუყევი ოთახს,

გაშმაგებული ვეძებდი თოკებს და ბოლოს კი როგორც იქნა მივადექი. ჩამოვჯექი ჩემს

საწოლზე და თოკები ყელზე შემოვიხლიე. მოვუჭირე ხელი და ვიგრძენი კანის

ჭრაჭუნი,კისრის ტკივილი და იოგების წივილი. უკვე ახლოს ვიყავი გარდაცვალებასთან,

მაგრამ ზუსტად ამ დროს გამოჩნდა იგი.ხო,ის ფიქრებად მოფრინდა ჩემთან, თავისი ხმის

ბგერები ჰაერს გამოატანა ჩემთან.შეჩერებას მთხოვდა, მემუდარებიდა,რომ ეს არ

გამეკეთებინა,რომ წინ მქონდა ყველაფერი და ჯერ ადრე იყო ჩემი სიკვდილისთვის.მე

მახსოვს რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ვერაფრით მოვუყარე სიტყვებს თავი. სწორედ მან

მთხოვა დარჩენა და მე კი რა უნდა გამეკეთებინა,ამ სიტყვების შემდეგ,როგორღა გამომეხრჩო

საკუთარი თავი.ისე მოლბა მაშინ ჩემი გული,რომ გადმოვარდა კიდეც საგულედან,მოიარა

მთელი ჩემი ღრმულები და სიხარულით შეავსო იგი. ბოლოს კი მშვიდად დაუბრუნდა თავის

კუთვნილ ადგილს.სწორედ ასეთ დროს უყვარს მას გამოჩენა, ფიქრებს მოჰყავთ იგი, ის

ფიქრებად მოდის ჩემთან და ალბათ ამიტომაც ჯერ კიდევ შემიძლია სუნთქვა. ალბათ

ამიტომაც ვარ ჯერ კიდევ ცოცხალი,ალბათ ამიტომ ვიცხოვრე ასე დიდხანს.მახსოვს როგორ

შევხვდი პირველად,სად მოვკარი თვალი და ახლაც ისევ ისეთი ემოციები მაქვს მისი

გახსენების ჟამს,როგორც მაშინ, როცა პირველად დავინახე მისი ასეთი მეტყველი თვალები.

ეს ადრეც ვუთხარი საკუთარ თავს,რომ ჩემი ცხოვრება და მეხსიერება იქიდან იწყება,როცა

პირველად მომინდა საკუთარი ცხოვრება მომეშთო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი,მაშინ ჯერ

კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. იმ დღეს არ მახსოვს რისთვის,თუმცა პირველად გამიელვა

გაფრენის სურვილმა გონებაში.ამით ვიყავი შეპყრობილი, ამაზე ვფიქრობდი, რომ უეცრად და

სრულიად შემთხვევით მას დავეჯახე სკოლის ეზოში. იყო გაზაფხული, ატმის ფურცლები

გვეყრებოდა ზემოდან და ხასხასა ბალახზე მდგომნი კი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით.

მე მას ბოდიში მოვუხადე, ვუთხარი,რომ რაღაცაზე ვიყავი ჩაფიქრებული და სრულიად

შემთხვევით მომივიდა ეს დაჯახება. მან კი უბრალოდ გამიღიმა, მშვიდად გამომხედა და ასე

ჩამიარა გვერდით. მას შემდეგ ისევ ცოცხლობს ჩემში,მას შემდეგ მხოლოდ მისთვის

გადავწყვიტე სიცოცხლის გაგრძელება. ეს დღე ჩემს დაბადებად მაქვს მოხსენიებული.

სწორედ მაშინ დავიბადე როდესაც პირველად დავინახე და შემთხვევით დავეჯახეთ

ერთმანეთს. ალბათ ეს არის ბედისწერა, ალბათ ეს არის ჩემი ერთადერთი გზა. ამ დღის

შემდეგ კი არ გამნელებია ფიქრები მასზე, სკოლაში მის გამო მიხაროდა სიარული, მის გამო

შევიყვარე სიცოცხლე და მხოლოდ მის გამო მიხაროდა ეს სამყაროც. ბევრი მოგონება მაქვს

მასთა, მაგრამ ახლა ის ერთი დღე მახსენდება მე, როდესაც პირველად გადავდგი სერიოზული

ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში მახსოვს ეს დღე,როდესაც ძალა მოვიკრიბე,მასთან გავიქეცი და

წერილი ხელებში მივაჩეჩე.ის სიტყვები და წინადადებები ახლაც მახსოვს და ძილის წინ

სწორედ ამ ფრაზებს მეჩუჩრულება ხოლმე გული და ამიტომაც გამომდის დაძინება.მას

შემდეგ კიდევ ბევრი რამ მივუძღვენი,კიდევ ბევრჯერ გავუგზავნე წერილები,მაგრამ მე ის

პირველი მაინც სხვანაირად მიყვარს.მახსოვს მთელი ერთი წელი ვწერდი და მხოლოდ

სკოლის დამთავრების დროს მივეცი.ის ძვირფასი სიტყვები კი ასეთი იყო:

-შენ იდექი, მე გიყურებდი, სისხლი ლურჯდებოდა სიმორცხვისაგან.სკამზე ვჯდებოდი, მე

კვლავ გიყურებდი და შენს გამოხედვას ველოდებოდი. თვალებში კი ისეთი მწუხარება

დათარეშებდა და მაინც ისეთი მშვენიერი იყავი, ვინატრე ერთელ მანიც მანახა ჩემით

დადარდიანებული, რომ მისი ცქერით დამტკბარიყო გული. მაგრამ ეს ერთხელ ვინატრე და

მას შემდეგ დავიწყე დროის თვლა.....

იცოდი ღრმა ამოოხვრა, კისრის ნელი მოტრიალება და ამ დროს ისეთი დაბნეული ვიდექი

შენს წინ, ვეღარ ვუძლებდი შენს მკაცრ და ღრმა გამოხედვას.ამის დასამალ კი დამჩემდა

წამწამებს გადაკვრა თვალებზე, მაგრამ არც იმ სიგრძე აღმოჩნდა მთლად, რომ შევემოსე. ასე

რატომ შემიყვარდი მითხარი? ძილიც კი წამართვი, საკუთარი თავი და წარიტაცე ფიქრები

მშვიდი. მანამდე ბევრს ვნანოდი, ვკიცხავდი ჩემს თავს აქ რატომ დავრჩი, რატომ არ წავედი,

რატომ არ ვუშველე საკუთარ თავსმეთქი. მაგრამ მერე შენ გამოჩდი და მივხვდი, ამდენ

შეცდომებს რატომაც ვუშვებდი. თუ გახსოვს გეტყვი, ვიყავით დიდი შენობის ოთახში. შენ

გადიოდი, გამოდიოდი,ჩერდებოდი, ფანჯრისკენ ტრიალდებოდი, იყურებოდი და რაღაცას

გაჰყურებდი. შემდეგ შემობრუნდებოდი,ისევ გაივლიდი, დინჯად გამოივლიდი,ასე ოთახში

მიდი-მოდიოდი. მე კი მციოდა,კისერი მეყინებოდა, დაბლაც ვერ ვხრიდი, ძვლები უფრო

მაგრდებოდა და ვერ გწყვეტდი თვალებს. მახსოვს რაღაცას შეკითხვა დამისვი, თუ არ ვცდები

რომელიღაც წიგნზე. ტანით შემოტრიალდი,ფანჯრის რაფას დაეყრდენი, შენებურად,

დინჯად დადექი და მე მიყურებდი.მე კი ამ დროს თვალებში შემოგხედე და ეს ის წამი იყო,

რომელიც ასე ძლიერ შევიყვარე. რატომ ხარ ასეთი იდუმალი, ასეთი საოცარი,ვხედავდი

რაღაც ამოუცნობიდან როგორ მოდიოდნენ ფიქრები, ძლივსღა რომ აკავებდნენ უპეები.

მართლაც რა ღრმა სული დგას შენს თვალებში.ისეთი გათანგული ვიყავი,რომ შენი შეკითხვა

ვერც კი გავიგე და ვერც კი ვიხსენებ რა წავილუღლუღე. მახსოვს ჩემკენ იყურებოდი, მაგრამ

შენი მზერა ჩემსას არ ჰგავდა.მხოლოდ გაოცებული სახე გქონდა,ალბათ ფიქრობდი რეებს

ბოდავსო,მაგრამ ალბათ ვერც კი ხვდებოდი ამას შენ რომ იწვევდი. უთვალავჯერ შეგიხედავს

სხვისთვის,ვის აღარ აქვს შენი მზერა ნანახი.მაგრამ დამიჯერე, არავისში არ ხარ ასე

დალექილი, როგორც ჩემში.და როდესაც გაგიჟებული სისხლი იწყებს ქროლვას, ამიმღვრევს

ხოლმე შენს მოგონებებს, მოალივლივებს მაღლა, ტივტივებენ ფილტვებში და მე მიძნელდება

სუნთქვა. დამიჯერე ასეც არ მინდოდა შენი შეყვარება, ასეც არ მიცდია შენი სიყვარული..იცი

ვერ მოგკარი თვალი დღეს და ჭირდა ჟანგბადის შთანთქმა.მეგონა გული გაჩერდა,როგორ

იგრძნობოდა დღეს უშენობა. გიყურებ ხოლმე და ვხვდები, გრძნობებისაგან როგორ იღუნება

ნეკნი. დამიჯერე, ასეც არ მინდოდა შენი შეყვარება, ასეც არ მიცდია შენი სიყვარული. იცი

ჯობდა დავმწვარიყავი ვიდრე მეგრძნო ცეცხლის ალზე როგორ მდორედ დნებოდა

გული,თანდათან რომ გაიწელა და მოდუნდა, როგორ გადმოვარდა და ჩამოეკიდა ნეკნებს.თუ

წახვალ არარაობად მაქცევ, გამაციებ და სამუდამოდ მიეყინება ჩამოწელილი გული

ნეკნებს.დარჩება ღრმული, გადათხრილი ადგილი, შენი სახელის სიცარიელე.დამიჯერე,ასეც

არ მინდოდა შენი შეყვარება, ასეც არ მიცდია შენი სიყვარული.შეიძლება ჩვენ შორის არაფერი

მომხდარა მაგრამ როგორ დავარქვა მე ამას არაფერი როცა შენი სახელის ოცნებით

ვსუნთქავ.შეიძლება ამ წერილმა არც კი შეგაწუხოს, მაგრამ თუ ოდნავ მაინც ავატირე შენი

გული, გთხოვ მომიტევო. რთულია ამის აღიარება,მაგრამ ვიცი, ვერ დაგივიწყებ. ყოველთვის

მემახსოვრება როგორი ნელი ნაბიჯებით ავდიოდი და ჩავდიოდი კიბეებზე, იმედი მქონდა,

რომ შემთხვევით დაგეჯახებოდი, თუმცა მზერა მფიტავდა და გამარჯობის თქმასაც ვერ

ვბედავდი.ძალიან ბევრჯერ დავაპირე მოგსალმებოდი,მე კი ამ დროს მხოლოდ სწრაფი

ნაბიჯით ჩაგიქროლებდი ხოლმე,მეშინიდა ჩემი გულის ხმა არ გაგეგო. დიდხანს დავდიოდი

დერეფანში, ზუსტად იმ ოთახში ვიყურებოდი, სადაც მეგულებოდი, უბრალოდ მინდოდა

შენი სიახლოვე მეგრძნო და მეტი არაფერი. იცი ნაღვენთი სანთელივით ხარ ჩაღვრილი და ეს

წვრილი წვეთები სხეულის ყველა ნაწილში მაქვს მიწებებული.მთელი ცხოვრება ფუჭად

დამეკარგება თუ მათ აძრობას მოვინდომებ. როგორ უნდა დაგივიწყო მითხარი? როგორ

გავაქრო შენი არსებობა ჩემიდან? ნებისმიერი თვის რომელიღაც დღე რომ გათენდება მე

ვიტყვი, რომ ამ დღეს მოგკარი თვალი და ვუსმენდი შენი ფეხის ნაბიჯებს. მოგონებების ნუსხა

მაქვს, რომელსაც ვერ ვწვავ, შენი პორტრეტი, რომელსაც ვერ ვშლი და შენი ხმა, რომელსაც

გამოსცემს გული.დამიჯერე ასეც არ მინდოდა შენი შეყვარება, ასეც არ მიცდია შენი

სიყვარული.რა ძლიერ უნდა მხიბლავდეს შენი ხმა ასე რომ იბნევა ყური,გზადაგზა რო

ფანტავს სიტყვებს და დარცხვენილი მოდის ჩემთან.ნერვი იხევა ამ დროს, წვრილ ძაფებად

იყოფა ხოლმე, ტვინი ხდება უმართავი, შინაგანად ვიმსხვრევი და ერთმანეთში იზილება

ყოველივე.არის უწესრიგობა,კივილი ტანჯვის, ჩურჩულით ოხვრა და უშენობის ასე ატანა.-

უნებლიეთ მოკვდებოდი შიგნიდან რომ მხედავდე.დამიჯერე ასეც არ მინდოდა შენი

შეყვარება, ასეც არ მიცდია შენი სიყვარული.არ მოიწყინო და ცუდად არ იგრძნო თავი, არ

ინერვიულო და სინანულმა არ შეგაწუხოს.უბრალოდ გთხოვ მეც გამიგო, მე შენი დავიწყება

არ შემიძლია. მაინც გთხოვ და გემუდარები არ ინერვიულო, როგორღაც გავუძლებ

უშენობას,როგორღაც გადავრჩები, ვიცოცხებ შენს გამო,ოღონდაც თავი არ იგრძნო ცუდად და

სინანულმა არ გატკინოს გული. მე...მე როგორღაც გადავრჩები, შენ კი კარგად იყავი და თავს

გაუფრთხილდი.

ვუყურებდი დიდხანს, უთვალავჯერ გადავიკითხე და ბევრჯერ დავუსვი წერტილი.

თვეებისაგან დაობებულ ფურცელს მტვერი ჰქონდა დადებული. მახსოვს ზაფხული იყო,

სასწავლო წელი იწურებიდა და ამიტომაც ვაიძულე თავი, რომ მისთვის გადამეცა ეს წერილი.

ხოდა მეც ავდექი, მაგრამ ისე გამიჭირდა ნაბიჯების გადადგმა, მომენტალურად ისე ამიჩქარა

გული, რომ მეგონა გადავიწვებოდი და ესე დარჩებოდა ჩემი წერილი. მას,რომ ვუყურებდი

აკანკალებული, ვხვდებოდი თუ რა ძლიერ შემიყვარდა იგი. ის კი თავისთვის იდგა და აქეთ-

იქით დინჯად ატრიალებდა კისერს,თუმცა მე მაინც ვერ მხედავდა,მაინც ვერ გრძნობდა და

ხვდებოდა იმ ემოციებს,რაც ჩემში დაატრიალა. როგორც იქნა შევძელი და თვალები დავხუჭე,

არ მახსოვს მასთან მიახლოების წამები.მაგრამ როცა უკვე მისი სუნთქვა ვიგრძენი,მისი ღრმა

სუნთქა, რომელიც ჭირხლივით მეწებებოდა ტუჩებზე,მხოლოდ მაშინღა გამოვფხიზლდი და

მომენტალურად ამიჩქარდა გული. ხმას არცერთი არ ვიღებდით, ერთმანეთის პირისპირ

ვიდექით და როგორც კი თვალებში ჩავხედე, უმალ გამევსო უპეები წყლით.შემრცხა და თავი

დაბლა დავხარე,ცრემლები წამწამებს ჩაემოეკიდნენ, ჩამოცვივდნენ კანზე,მაგრამ უმალ

შეიწოვა ჩემმა გამომშრალმა ლოყამ.ის კი ისევ ისე იდგა და ხმას არ იღებდა, არც კი უცდია

ჩემი სიმორცხვე გაეფანტა და თითქოს ტკბებოდა იმით, თუ როგორი დაბნეული ვიდექი მის

წინაშე,როგორ ვწვალობდი ბაგეები გამეხსნა და რაიმე მეთქვა მისთვის. ბოლოს კი ვეღარ

გავუძელი მის სიჩუმეს, ვეღარ გავუძელი აფეთქებულ განცდებს, ხელში მივაჩეჩე ჩემი

წერილი და გამოვიქეცი. მოვრბიდი, მაგრამ არ ვიცოდი სად მივდიოდი. მეტირებიდა,რაღაც

მიხაროდა, რაღაც სიხარულს ვგრძნობდი და უბრალოდ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,დრო

როგორ მომეკლა. წუთებს ვუყურებდი და ველოდებოდი მის გამოჩენას. ვფიქროდბი,რომ ჩემი

გულწრფელი წერილის შემდეგ, როგორ შეიძლება,რომ თვითონაც არ იგრძნოს იგივე,როგორ

შეიძლება მცირე ემოცია არ გაუჩნდეს ჩემს მიმართმეთქი. ამ ფიქრებში გართულმა კი

შევამჩნიე როგორ მიდიოდა დრო. გავიდა ერთი საათი, გავიდა ორი საათი და კვლავ სიჩუმე

იყო. გავიდა ოთხი საათი, გავიდა ექვსი საათი და ისევ ისეთი აღელვებული ვიყავი პასუხის

მოლოდინში. ისევ გადიოდა დრო, ისევ სიჩუმეში ვიდექი, მიფრინავდნენ წუთები და საათები

და მათთან ერთად მიფრინავდნენ ჩემი ოცნებები.ბევრი დრო გავიდა, ბევრი და ბოლოს კი

ძალიან გვიან, თორმეტ საათზე პასუხს მოვკარი თვალი.არ ვიცი საიდან გაჩნდა წერილი,

მაგრამ ჩემს ფეხებთან კი იყო დავარდნილი.ხელში ავიღე ის უზარმაზატი ფურცელი, გავშალე

კარგად და ძლივს გავარჩიე რა ეწერა.მიჩხაპნილს და უცებ დაწერილს გავდა, მხოლოდ

მადლობა ეწერა გაკრული ხელით. როგორც ჩანს ის მხოლოდ მადლობას იხდიდა ასეთი

გულწრფელი სიტყვებისათვის.კი მივხვდი ამ პასუხის მოფიქრებას თორმეტი საათი არ

სჭირდებოდა, მაგრამ მისიც ძალიან კარგად მესმოდა, სხვა აბა რა უნდა დაეწერა.შეიძლება

იყო იმედგაცრუება, მაგრამ მე მისი მადლობა ახლაც მიხარია.

 

10 მაისი, 2020 წ.
სრულად
ხალხის მტერი

 

 

I

 

 

1937 წლის მაისის ღამეს თბილისის ქუჩებში ჩვეული სიწყნარე სუფევდა. მტკვრის მარცხენა სანაპიროს ძველ უბანში სახლები ლამპიონებით იყო ამონათებული. პლეხანოვის გამზირის აყოლაზე ვიწრო ქუჩები მთლიანად ცარიელი იყო, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ გამვლელს, რომლებიც ალაგ-ალაგ მოსჩანდნენ. ღამის სიმშვიდეს ლამაზი სიმღერა ამშვენებდა, რომელიც ერთი სახლის ეზოდან ისმოდა. გრძელ თბილისურ აივანზე სამი ახალგაზრდა გოგო ხმებში ასრულებდა აჭარულ სიმღერას სიყვარულზე, რომელსაც „გელინოს“ ეძახიან. მათი მშობლები ახლობლებთან ერთად პატარა სუფრის გარშემო ჩუმად ისხდნენ. უბნის მაცხოვრებლებიც საკუთარი ფაჯრებიდან უსმენდნენ გოგოების ნაზი ხმით ნამღერს. სიმღერა სხვა ეზოებშიც ისმოდა და მარცხენა სანაპიროს ძველ უბანს თავისებურ თბილისურ აურას უქმნიდა.

დაახლოებით ღამის თორმეტი საათი იყო და ლამაზ თბილისურ საღამოს თითქოს არაფერი უშლიდა ხელს. მოულოდნელად სიმღერა შეწყდა, გოგოები სახლში შევიდნენ, მეზობლებიც თავიანთ ბინებში დაიმალნენ და უბანში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ვინც გარეთ დადიოდა, ისინიც გაუჩინარდნენ. ცარიელი უბნის ვიწრო ქუჩაზე რამდენიმე ემკას ტიპის შავი მანქანა გამოჩნდა, რომლის ძრავის ხმებმაც ჩაანაცვლეს ლამაზი აჭარული მელოდია. მოსახლეები ფარდის მიღმა ფანჯრებიდან ათვალიერებდნენ მანქანების გადაადგილებას. ყველამ იცოდა რომ ავტომობილები შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, იგივე შინსახკომს, ეკუთვნოდა. ასეთი რეიდი ნიშნავდა რომ უბანში მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი იმალებოდა. იმ დროს ქვეყანაში რთული პერიოდი იდგა. საბჭოთა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისათვის, ტერორისტული აქტის მოწყობისათვის ან ანტიბოლშევიკური საქმიანობისთვის ყოველდღიურად ათეულობით ადამიანს აპატიმრებდნენ. იმ მშვიდ დღესაც, როგორც ჩანს დაკავების განსაკუთრებული ოპერაცია მზადდებოდა, ამიტომ იყო რომ ვიწრო ქუჩებზე ერთდროულად რამდენიმე მანქანა გამოჩნდა, თორემ ერთეული დაპატიმრებები იმ დროს ყოველდღე ხდებოდა. უბნის მაცხოვრებლები დაკვირვებით და დიდი ინტერესით მიაშტერდნენ შავი მანქანების გადაადგილებას.

მანქანები რამდენიმე ქუჩაზე განაწილდნენ. პირველი ავტომობილი ზუსტად იმ სახლთან გაჩერდა, რომლიდანაც აჭარული სიმღერა ისმოდა. მანქანიდან მწვანე ფორმაში გამოწყობილი შინსახკომის ოფიცრები გადმოვიდნენ და ეზოში შევიდნენ. გოგოები შიშისგან კანკალებდნენ, მაგრამ სიჩუმის შენარჩუნებას ახერხებდნენ. შინსახკომის ოფიცრები ბნელ ეზოში შემოვიდნენ, ხის კიბეზე სწრაფი და ხმაურიანი ნაბიჯით ავიდნენ, მოპირდაპირე ბინის კართან გაჩერდნენ და დააკაკუნეს. ეზოში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. კარი საშუალო ასაკის მამაკაცმა გააღო. საუბარი ცოტა ხანს მშვიდ ტონში გაგრძელდა, შემდეგ ორმა ოფიცერმა მამაკაცი თავაზიანად მიიყვანა მანქანასთან, საიდანაც ისინი სავარაუდოდ განყოფილებისკენ დაიძრნენ. დანარჩენი ოფიცრების ბინაში დარჩნენ ჩხრეკის ჩასატარებლად. გოგოები მშობლებთან ერთად გაკვირვებულები აგრძელებდნენ თავიანთი ფანჯრებიდან ყურებას და ოფიცრების ყოველ გადაადგილებაზე შეშინებული იმალებოდნენ. ასე იყო მთლიანი ეზოც. საშუალო ასაკის მამაკაცი ისე დააპატიმრეს რომ ფანჯრიდან არავის გამოუხედავს. გარშემო სამარისებული სიჩუმე სუფევდა, თითქოს უბანში არავის ეღვიძა.

დაკავების ოპერაცია მხოლოდ ამ ერთი შემთხვევით არ დასრულებულა. პარალელურ ქუჩაზე მეორე შავი ემკა გაჩერდა. მეზობლები იქაც გაფაციცებით აკვირდებოდნენ მწვანე ფორმაში გამოწყობილ ოფიცრებს, რომლებიც ხელისუფლებისათვის მორიგ საშიშ ადამიანს ეძებდნენ. ამჯერად დაპატიმრებას ხმაური მოჰყვა. ახალგზრდა ქალმა მთელს ხმაზე ტირილი მორთო, როდესაც მის მეუღლეს ოფიცრებმა დაკავების ორდერი წარუდგინეს. მამაკაცი მეუღლეს მშვიდად დაემშვიდობა და ოფიცრებს ავტომობილისკენ გაყვა. შინსახკომის ორი თანამშრომელი ბინაში შევიდა ჩხრეკის ჩასატარებლად. მტირალა ქალი მათ თავიდან შეეწინააღმდეგა, მაგრამ ბოლოს დანებდა. შინსახკომის ოფიცრებმა ცივი თავაზიანობით ჩხრეკის ნებართვა მაინც მიიღეს.

მესამე მანქანა კუთხეში მდებარე სახლთან გაჩერდა. ამჯერად ძალოვნების გამოჩენა არავის გაუკვირდა. სამეზობლოში ყველამ იცოდა რომ ეზოში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ადრე თუ გვიან დაპატიმრება აუცილებლად მოხდებოდა, რადგან იქ პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდა ცხოვრობდა. როდესაც ოფიცრებმა დაკავების ორდერი წარმოადგინეს, ახალგაზრდა მამაკაცმა  ფანჯრებიდან შემყურე მეზობლების დასანახად გაშალა საქართველოს მუქი წითელი დროშა და ხმამაღლა დაიძახა: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკას!“ ახალგაზრდა მამაკაცი ოფიცრებმა ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს ეზოში და ჩასვეს მანქანაში, მის ბინაში კი ჩხრეკას ხმაური მოყვა. როგორც ჩანს კარადებიდან უჯრებს იღებდნენ და ყველაფერს ძირს ყრიდნენ.

იმავე ეზოში ახალგაზრდა აქტივისტის თანამოზრესაც დაუკაკუნეს კარზე. ის სიმპატიური გარეგნობის სტუდენტი იყო და სამეზობლოში არავის წარმოედგინა რომ მას როდესმე განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცრები მიაკითხავდნენ დასაპატიმრებლად. სტუდენტი ოჯახის წევრებს და მის მეგობარ გოგონას დიდი ხნის განმავლობაში ემშვიდობებოდა კოცნით, ჩახუტებითა და ცრემლებით. შინსახკომის ოფიცრებიც ჩვეული თავაზიანობით აცდიდნენ გამომშვიდობებას. ბოლოს ახალგაზრდა მათ მანქანისკენ გაყვა. ოფიცრებმაც ის წყნარად და თავაზიანად მიაცილეს, ხოლო ოჯახის წევრებს ასეთივე თავაზიანი ტონით ბინის გაჩხრეკის ნებართვა სთხოვეს.

იმ დღეს დაპატიმრებების სერია რამდენიმე საათით ადრე, საღამოს შვიდ საათზე დაიწყო.  შინსახკომის ოფიცრებმა ჯერ საავადმყოფოს დირექტორი ყველას თანდასწრებით პირდაპირ სამსახურში აიყვანეს. დირექტორი დაბნეული ამტკიცებდა რომ მას არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ ოფიცრები დუმდნენ და მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურას უხსნიდნენ. მოგვიანებით საღამოს ათ საათზე ოფიცერები ოპერაში შევიდნენ და სპექტაკლის დასრულებისთანავე სამი მომღერალი პირდაპირ კულისებიდან წაიყვანეს. მათ მხოლოდ ფორმის გამოცვლის ნებართვა დართეს რა დროსაც დასის ვერცერთმა წევრმა ვერ გაბედა რამე გამამხნევებელი ეთქვა.

ყველა დაკავებული განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათი დაკითხვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯგუფის წევრებს გამომძიებლები ტერორისტული აქტებისა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას ედავებოდნენ. მათზე გარკვეული მასალა უკვე არსებობდა,  ძირითადად მეზობლების ან კოლეგების მიერ მიცემული დამსმენი ჩვენებები. დაკავებულთა ნაწილს აღიარების სანაცვლოდ მსუბუქ სასჯელს სთავაზობდნენ. ვინც უარს ამბობდა მას სხვაგვარად ექცეოდნენ. იმ დროს ეჭვმიტანილების წამება ჩვეული მოვლენა იყო და ამისათვის მრავალი მეთოდი არსებობდა.

საღამოს დაკავებული ათი მამაკაცი და ერთი ქალი მეორე დღეს გასასამართლებლად მთაწმინდის უბანში მდებარე საგანგებო კომისიის ანუ იგივე ჩეკას შენობაში გადაიყვანეს, სადაც განლაგებული იყო იმ დროინდელი სასამართლო. მართალია უწყებას ოფიციალური სახელი უკვე გადარქმეული ჰქონდა, მაგრამ მოსახლეობაში მას ჯერ კიდევ ჩეკას, ხოლო შიგ მომუშავე ადამიანებს ჩეკისტებს ეძახდნენ.

ჩეკას შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ ოთხ სართულიან საცხოვრებელ სახლს გავდა. გარედან არაფერი განსაკუთრებული ნიშანი არ ჰქონდა, გარდა შესასვლელთან მობილიზებული დაცვის თანამშრომლებისა, რაც ერთადერთი მიმანიშნებელი იყო რომ შენობა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი იყო.

წინა ღამეს დაჭერილი ეჭვმიტანილები ჯერ შენობის პირველ სართულზე განლაგებულ დროებით იზოლატორში მოათავსეს, ხოლო შემდეგ სათითაოდ ბოლო სართულზე აიყვანეს. მეოთხე სართულზე მდებარე პატარა კაბინეტში სამი მამაკაცი ხის მაგიდასთან შემჭიდროვებულად ისხდნენ გვერდიგვერდ. ასეთ სასამართლოს იმ დროს ტროიკას, ანუ სამეულს, ეძახდნენ. სწორედ ისინი, ყოველგვარი საფუძვლიანი განხილვის გარეშე ერთპიროვნულად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ბრალმდებელმა ყოველი ახალი შემომსვლელისას მოკლედ წაიკითხა დანაშაულის აღწერა. საქმეებს თან დართული ჰქონდათ აღიარებითი ჩვენებები და მოწმეების დაკითხვის ოქმები. ტროიკის თავმჯდომარემ განხილვებს ძალიან მცირე დრო დაუთმო და ყველა საქმეზე სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა გამოიტანა. ზოგი დაპატიმრებული განაჩენს მშვიდად ხვდებოდა, ზოგიც ყვირილით ან ცრემლებით, თუმცა მათი რეაქციები ტროიკის წევრებზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდნენ. მოსამართლეებს სასიკვდილო განაჩენი ისე გამოჰქონდათ, თითქოს ამაში არაფერი დრამატული არ იყო და ყოველი ყოყმანის გარეშე ხელს აწერდნენ დახვრეტის ოქმს.

იმ წელს თბილისში მძიმე ბრალდებით დაპატიმრებები ყოველდღიური მოვლენა იყო, რომელსაც მოსახლეობის ერთი ნაწილი შიშით ხვდებოდა, ხოლო მეორე ნაწილი ამას სახელმწიფოს მშენებლობით ამართლებდა. გადაწყვეტილებებს დასაპატიმრებელ მოქალაქეებზე იღებდნენ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ერთ-ერთ შენობაში, რომელიც მთაწმინდა სოლოლაკის უბანში მდებარეობდა.

შენობის მესამე სართულზე ერთ დიდ ოთახში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების განყოფილებაში, გამომძიებლების ჯგუფი სავარაუდო ეჭვმიტანილებზე მსჯელობდა. ჯგუფში სამი გამომძიებელი თავიანთ ვარიანტებს სთავაზობდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ ჩინით მაღალი რანგის თანამდებობიდ პირს. თითო გამომძიებელს დაახლოებით ათ კაციანი სია ჰქონდა შედგენილი. ყოველი გვარის წაკითხვის შემდეგ ისინი თავიანთ არგუმენტაციასა და მტკიცებულებებს წარადგენდნენ, შემდეგ კი იწყებოდა მსჯელობა თუ რამდენად დამაჯერებელი იყო გამომძიებლის მოსაზრება. ჩინით მაღალი რანგის პირი მათ ჩუმად უსმენდა და თითქმის ყველა შემთხვევაში ხმის ამოუღებლად დასტურს იძლეოდა.

პირველმა გამომძიებელმა ერთი მამაკაცის გვარი დაასახელა, ახსნა რომ აღნიშნული პირი ეწეოდა კონტრ-რევოლუციურ საქმიანობას და დაგეგმილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობა. გამომძიებელმა ანალოგიური ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირის დაკავების ნებართვა ითხოვა. ყოველი შემთხვევის აღწერისას მას მეზობლების ან კოლეგების მონათხრობი ჰქონდა წარმოდგენილი. მაღალი რანგის პირმა მას ყველა შემთხვევაზე დასტური მისცა. მეორე გამომძიებელმა ქიმიური ლაბორატორიის მკვლევარის დაკავება მოითხოვა, რადგან ის სავარაუდოდ მომწამლველი ბაქტერიების გაშვებას გეგმავდა მდინარე მტკვარში და ამგვარად დივერსიულ აქტის მოწყობას ქვეყანაში. მან იქვე წაიკითხა ქიმიური ლაბორატორიის რამდენიმე თანამშრომლის გვარი, რომელთა გარეშე აღნიშნული დივერსიის დაგეგმვა ვერ მოხერხდებოდა. სამოქალალო ფორმაში ჩაცმულმა მაღალჩინოსანმა კვლავ უხმო დასტური მისცა და მესამე გამომძიებელს გადახედა, რომელსაც ასევე ჰყავდა თავისი ეჭვიტანილი. მტკიცებულებები მიუთითებდნენ რომ აღნიშნული პირი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდა მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. თანამდებობის პირმა მასაც დასტური მისცა.

გამომძიებლებმა თავიანთი სიები განხილვა დაასრულეს და მაღალჩინოსანს შეხედეს. წესით მხოლოდ ფორმალური დამშვიდობება იყო დარჩენილი, თუმცა ამჯერად თანამდებობის პირი არ ჩქარობდა. მასსაც ჰქონდა მოტანილი ქაღალდი, რომელზეც სიის ნაცვლად მხოლოდ ერთი გვარი ეწერა. მან მშვიდად გადახედა გამომძიებლებს, შეატყო რომ ისინი მოუთმენლად ელოდნენ მის აზრს და მშვიდად დაიწყო მოყოლა.

-         ბატონებო, მეც ვფიქრობ ერთ ადამიანზე. თუ ნებართვას მომცემთ, გაგიზიარებთ მოსაზრებას.

-         რასაკვირველია ამხანაგო. - მიუგო ერთ-ერთმა გამომძიებელმა და ვერ გაეგო რაში დასჭირვებოდა უფროსს მათი ნებართვა.

-         ვიცით გიკვირთ, როდის იყო ასეთ საკითხებს თქვენთან ვათანხმებდი. ამჯერად თქვენი აზრის მოსმენა მაინტერესებს. - განაგრძო მაღალჩინოსანმა.

-         გისმენთ. - მიუგო პირველმა გამომძიებელმა, რომელიც თან ღელავდა.

-         არის ერთი ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული აქვს ჩადენილი.

-         ვისზე გაქვთ ეჭვი?

-         თუ ნებას მომცემთ გეტყვით.

-         რასაკვირველია. - მიუგო მეორე გამომძიებელმა, რომელიც ასევე დაბნეული იყო.

-         მაშ ასე, თქვენ ალბათ გსმენიათ გიორგი ივანის ძე მაზნიაშვილის შესახებ. ალბათ იცით რომ 1921 წლამდე გახლდათ მენშევიკური არმიის გენერალი. ისიც უნდა იცოდეთ რომ გენერალი მაზნიაშვილი იბრძოდა კომუნისტური წესწყობილების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში მან წითელი არმიის ასობით ჯარსკაცი მოკლა. ამისთვის ის წარსულში ნასამართლებიც იყო; მისჯილი ჰქონდა ჯერ დახვრეტა, რაც ჯერ სამუდამო პატიმრობით, ხოლო შემდეგ ქვეყნიდან გადასახლებით შეეცვალა.

-         კი, მაგრამ ნება მიბოძეთ... მან ხომ მოიხადა სასჯელი? - ჩაეკითხა გამომძიებელი.

-         ასეა, თუმცა გასარკვევია ასეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორ მოხდა მისი შეწყალება. ესეც ალბათ გამოძიების დასადგენი იქნება. იცით ალბათ რომ 1923 წელს გენერალი გაიქცა საფრანგეთში, საიდანც კონტრ-რევოლუციურ ამბოხს ამზადებდა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო 1925 წელს გაურკვეველი მიზეზებით ხელისუფლებამ ის კვლავ შეიწყალა და ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა. დაზვერვის ინფორმაციით გიორგი მაზნიაშვილი დღემდე ეწევა ჯაშუშურ საქმიანობას საფრანგეთში მყოფი კონტრ-რევოლუციონერების სასარგებლოდ. ჩვენ მიზანია დავადგინოთ უფრო ზუსტად რა შეთქმულება მზადდება ქვეყნის წინააღმდეგ.

მაღალჩინოსანმა საუბარი დაასრულა, ქაღალდი ჯიბეში ჩაიდო, გამომძიებლებს შეხედა და განაგრძო. -  იგი ახლა კასპის რაიონის სოფელ სასირეთში ცხოვრობს.

გამომძიებლები მაღალჩინოსანს ერთ ხანს ჩუმად უყურებდნენ. მაზნიაშვილის გვარი მათ კარგად იცოდნენ, ის ხომ წარსულში ცნობილი გენერალი იყო. მას როგორც მაღალი რანგის მეომარს იცნობდნენ და მისი დაპატიმრება ერთი შეხედვით რთულ და საშიშ მისიას წარმოადგენდა. კითხვები ბევრი იყო, მაგრამ მათ დასმას ვერცერთი გამომძიებელი ვერ ბედავდა. სიჩუმე ერთ ხანს გაგრძელდა. ბოლოს ერთ-ერთმა დაიწყო საუბარი.

-         თუ თქვენ ჩვენი აზრი გაინტერესებთ, ნება მიბოძეთ ერთ საკითხს მივაქციოთ ყურადღება.

-         გისმენთ.

-         თქვენ თქვით რომ ის თავის დროზე შეიწყალეს...

-         რასაკვირველია უნდა გავარკვიოთ რა ვითარებაში ოხდა შეწყალება.

-         მე მინდა უბრალოდ იმის აღნიშვნა რომ თუ მას მფარველები ჰყავდა მთავრობაში, სავარაუდოდ დღესაც ჰყავს.

-         ამაზე ნუ იდარდებთ. საქმე გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაზე, რომელიც მართულია საფრანგეთიდან. დამიჯერეთ, ასეთ საქმეზე მის დაცვას ვერავინ გაბედავს.

-         და მაინც...

-         დამიჯერეთ, ქვეყანას სჭირდება.

გამომძიებლები თითქოს მაინც ყოყმანობდნენ. მათ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეზე აქამდე ნამუშევარი არ ჰქონდათ და თანაც მაზნიაშვილის მფარველების ეშინოდათ, რომლებიც თითქოს ჯერ კიდევ მოიაზრებოდნენ ხელისუფლებაში. ბოლოს ერთ-ერთმა განაახლა საუბარი.

-         დამატებითი ძალები დაგვჭირდება. ეგ საქმე არ იქნება ადვილი. კასპის რაიონის შინსახკომს დავავალოთ დაკავების ოპერაცია.

-         მე კასპის შინსახკომს მაგ საქმეს ვერ ვანდობ. - უპასუხა მაღალჩინოსანმა. - თქვენგან საუკეთესო შემსრულებელი მჭირდება. ხმები დადის რომ ერთი ძალიან კარგი ბიჭი გყავთ, თუ არ ვცდები კოკაია გვარად.

-         კოკაია ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ცოტა ხნის წინ კადეტი იყო. ახალი დამთავრებული აქვს სასწავლებელი.

-         მას აქებენ.

-         ძალიან კარგი კადრია, უბრალოდ ჩვენს კომისარიატში მხოლოდ ერთი წელია რაც მუშაობს.

-         მე ის დამჭირდება მოადგილეთ, უშუალოდ სპეცოპერაციის ჩატარებისთვის და დაკითხვის წარმოებისთვის. თქვენ დამჭირდებით მასალის შესწავლისათვის. დაზვერვისგან საკმაოდ დიდი მოცულობის ლიტერატურა გვაქვს წასაკითხი. მინდა მოწმეების ჩვენებები გაანალიზოთ და ერთობლივი სურათი შექნათ.

-         გამოძიებას ვინ უხელმძღვანელებს?

-         ნება მიბოძეთ... - მშვიდად უპასუხა თანამდებობის პირმა. - ნება მიბოძეთ მე გავუწიო დაკავების ოპერაციასაც და გამოძიებასაც ორგანიზება. მე მინდა თავად აღვასრულო ეს ფრიად საპასუხისმგებლო საქმე. ამაში თქვენ და ის ახალგაზრდა ბიჭი დამეხმარებით. რამე საჭინააღმდეგო ხომ არ გაქვთ?

-         რასაკვირველია არა. - მიუგეს გამომძიებლებმა ერთხმად.

-         დამიჯერეთ ამხანაგებო, ასეთი და კიდევ უფრო რთული საქმეები მიწარმოებია.

საუბარი დასრულდა, ყველანი ფეხზე წამოდგნენ. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა თანამდებობის პირმა ქაღალდები ერთ ჩანთაში ჩაალაგა და გამომძიებლებთან ერთად ოთახი დატოვა. ისინი ახლა იწყებდნენ კარიერის ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეზე მუშაობას, რომელიც უცხო ქვეყნის ჯაშუშის დაკავებას და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების აღკვეთას გულისხმობდა.

 

II

 

დილის 6 საათისთვის კასპის რაიონში შინსახკომის რაზმების უპრეცენდენტო მობილიზებას ჰქონდა ადგილი. ისინი ავტომობილებით, სატვირთო მანქანებით და ცხენებით სოფელ სასირეთისკენ მიემართებოდნენ. ჯერ კიდევ სიბნელე იყო და მიმდებარე ტერიტორიას მხოლოდ მანქანების ფარები ანათებდნენ. სოფელი სასირეთი ტრასასთან ახლოს მდებარეობდა და ოთხი შესასვლელი ჰქონდა. გარშემო სიმაღლეები დასახლების კონტროლს სტრატეგიულად მოსახერხებელს ხდიდა. შეიარაღებულმა რაზმები სოფლის ყველა შესასვლელთან დაბანაკდნენ. მეთაურებმა ჩუმად დაიწყეს პირადი შემადგენლობის განლაგება, ისე რომ სოფელში მათი იქ ყოფნის შესახებ არავის არ გაეგო.

პირველმა პოზიციები მეთოფეებმა დაიკავეს, რომლებიც ფერდობებზე განლაგდნენ. იქიდან მცირე ზომის დასახლება ახლოს მოსჩანდა. მათ უკან სტრატეგიული სიმაღლეები სნაიპერებმა დაიკავეს, რომლებსაც თითქმის მთელი სოფელი ჰყავდათ მიზანში ამოღებული. მხოლოდ დასახლების ცენტრალური ადგილი იყო მათი ხილვადობის მიღმა. პარალელურად სოფლის ყველა შესასვლელთან შავი მანქანა დადგა მცირე რაზმებთან ერთად, ხოლო შინსახკომის ოფიცრები იქვე გზაზე ჩამწკრივდნენ.

დილის 7 საათისთვის სოფელს ყველა მხრიდან ალყა ჰქონდა შემორტყმული, ხოლო გასასვლელები სრულიად კონტროლდებოდა ადგილზე მობილიზებული პირადი შემადგენლობისა და ფერდობზე განლაგებული მეთოფეებისა და სნაიპერების მიერ. გაქცევა ფაქტიურად შეუძლებელი იყო, დარჩენილი იყო მხოლოდ სოფლის ცენტრის დაკავება.

ოპერაციის წაყვანა დაევალა შინსახკომის უფროს სერჟანტ კოკაიას, რომელსაც მართალია წოდება არ ჰქონდა მაღალი, მაგრამ უწყებაში კოლეგები დიდ პატივს სცემდნენ. ის სასწავლებელში საუკეთესო მოწაფე იყო, ხოლო სამსახურში არაფრით ჩამოუვარდებოდა მასზე სტაჟიან წოდებით მაღლა მდგომ ოფიცრებს.

მზის სხივები უკვე საკმარისად ანათებდნენ სოფელს, დაკავების ოპერაციიის დაწყებისთვის ყველაფერი მზად იყო. კოკაიამ მცირე რაზმი შემოიკრიბა, რომელთან ერთად სოფლის ცენტრალურ გზას ნელი ნაბიჯით გაუყვა. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ჩუმად ეარათ და ყურადღება არ მიექციათ, რადგან საფრთხე ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველამ კარგად იცოდა რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი დონის გენერალი უნდა დაეპატიმრებინათ, ამითომ ჯარისკაცებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებდათ. ისინი სოფლის ცენტრალურ გზას გაუყვნენ. მათ უკან გარკვეულ დისტანციაზე ცხენზე შებმული ეტლი გაყვათ, რომელშიც საპატიმრო კამერა იყო მოწყობილი.

მზე ახალი ამოსული იყო, მაგრამ ცივი სუსხი ჯერ კიდევ იგრძნობოდა. სოფელი მხოლოდ ახლა იღვიძებდა და ჯერ მხოლოდ მამლის ყივილი ისმოდა. ალაგ-ალაგ ძროხის ან ცხენის ხმა ისმოდა. კოკაიას რაზმი ვიწრო ქუჩებში გადაადგილდებოდა. სოფელში ცარიელი სახლების გარდა არაფერი ჩანდა, ისეთი შეგრძნება იყო რომ დასახლება მთლიანად ცარიელი იყო.

კოკაია თავის ჯგუფთან ერთად სოფლის სიღრმეში განცალკევებულად მდებარე ერთსართულიან სახლს მიუახლოვდა. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა რომ სახლი შედარებით შეძლებული ადამიანის აშენებული იყო. გარშემო ბაღი ჰქონდა, წინ კი ხის განიერი აივანი. სახლიდან ლამაზი ხედი იშლებოდა. მეთაურის ნიშანზე ოფიცრებმა სახლს ალყა შემოარტყეს და თოფები მოიმარჯვეს. კოკაიამ ჭიშკრის კარი ფრთხილად გააღო და მცირე რაზმთან ერთად შიგნით შევიდა. როდესაც სახლის შესასვლელ კარებს მიუახლოვდა, მან რაზმს ხელით მისცა ნიშანი, რის შემდეგაც ოფიცრებმა თოფები გადატენეს, საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს და სახლს დაუმიზნეს. კოკაია ნელი ნაბიჯით სახლის კარს მიუოახლოვდა, ხელში მოიმარჯვა ნაგანის ტიპის რევოლვერი და ლულით მიაკაკუნა კარებზე. პასუხი არავინ გასცა. კოკაია ერთ ხანს ელოდა და შემდეგ ხელმეორედ მიაკაკუნა კარზე რევოლვერის ლულით, ამჯერად უფრო ხმამაღლა. პასუხი კვლავ არ გაისმა. ოფიცრები დაძაბული იყურებოდნენ ხან სახლის მიმართულებით, ხან კიდევ გარშემო. კოკაიამ მესამეჯერ მიაკაკუნა და თან ხმამაღლა დაისძახა:

-         წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს!

კოკაიას დაძახილს არც პასუხი და არც არანაირი რეაქცია არ მოჰყვა. ის ერთხანს კიდევ ელოდა და ბოლოს მცირე პაუზის გასვლის შემდეგ შემდეგ ოფიცრებს ნიშანი მისცა. მათ სახლის შესასვლელი კარი ფეხით შეამტვრიეს და ერთი მეორის მიყოლებით შიგნით შევიდნენ.

მცირე ზომის სახლში სულ სამი ოთახი იყო, ყველა მათგანი ცარიელი, თუმცა კოკაიამ ერთი უცნაური დეტალი მაშინვე შენიშნა. საძინებელში ლოგინს ეტყობოდა რომ სახლში მცხოვრები ადამიანი სულ ახალი ამდგარი იყო. კოკაიამ რევოლვერი მოიმარჯვა და გარშემო ყურება დაიწყო. ერთხანს დაფიქრდა, ხაფანგში ხომ არ გაება. ის ნებისმიერ მომენტში ელოდა მოულოდნელ შეტევას. მასთან ერთად შესული დაბნეული ოფიცრები საფრთხის მოლოდინში ყველა მხარეს იყურებოდნენ.

სახლში ნამდვილად არავინ იყო. ოფიცრებმა კარადებიც, ლოგინის ქვედა ნაწილი და ოთახის ყველა კუთხე შეამოწმეს. მიუხედავად იმისა რომ კოკაია მამაცი ოფიცერი იყო, მას გარკვეულმა შიშის ჟრუანტელმა მაინც ჩაუარა. მან ოფიცრებს ნიშანი მისცა და მათთან ერთად ფრთხილად გამოვიდა სახლიდან. ეზოშიც არავინ იყო. კოკაიამ ოფიცრებს ყველა კუთხე შეამოწმებინა, მათ შორის საქონლისთვის აშენებული ნაგემობებიც. გარეთ სრული სიმშვიდე სუფევდა და საფრთხე არსაიდან არ ჩანდა. კოკაია ჩაფიქრდა. ნუთუ ეჭვმიტანილმა მოახერხა გაქცევა? თითქოს ყველაფერი სწორედ იყო დაგეგმილი, სოფლის გეოგრაფია კარგად შესწავლილი და რაზმები ყველა გასასვლელთან განალაგებული, მაგრამ საკუთარ გეგმაში ეჭვი მაინც შეჰქონდა. სხვა გზა არ იყო, სოფლის ყველა ადგილი უნდა შეემოწმებინათ. საფრთხეს კი ყველა მხრიდან ელოდნენ.

შინსახკომის რაზმებმა დაიწყეს სოფლის ვიწრო ქუჩებში გადაადგილება. ისინი ფეხაკრებით, ძალიან ჩუმად მოძრაობდნენ და ყველა შესახვევსა თუ ეზოში საგულდაგულოდ იყურებოდნენ. არსად არავინ ჩანდა, მხოლოდ ალაგ-ალაგ ძროხებისა და ცხენების ხმები ისმოდა. კოკაიამ სოფლის ძირითადი ნაწილი უშედეგოდ მოიარა და ვერავინ იპოვა. რაზმი თანდათან მოეშვა, მათ პირველადმა დაძაბულობამ გადაუარა და თითქოს საფრთხესაც აღარ ელოდნენ. უცებ კოკაიამ ხელის ნიშნით ყველას ანიშნა გაჩერებულიყვნენ. ოფიცრები დაიძაბდნენ და იარაღებს მოუჭირეს ხელი. კოკაია გაშეშებული იდგა. სოფლის ერთ ბოლოში ქალების ლაპარაკი ისმოდა. კოკაია ნელი ნაბიჯით ქალების მიმართულებით დაიძრა, მას უკან გაჰყვნენ ოფიცრები, რომლებსაც იარაღები საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდათ მოყვანილი. ვიწრო ბილიკი პატარა ბაღისკენ მიდიოდა, რომლის ბოლოში თონე იყო მოწყობილი. იქ სოფლის ორი ქალი პურს აცხობდა და სწორედ ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში. იქვე მოხუცი კაცი შემოასვლელისკენ ზურგით იდგა და თონესთან ითბობდა მარჯვენა ხელს. კაცს მარცხენა ხელი შეხვეული ჰქონდა და ტანზე ჩამოეკიდა, როგორც ჩანს ვერ ხმარობდა წესიერად.

შეიარაღებული რაზმის დანახვაზე ქალებმა პურის ცხობა შეწყვიტეს და ხმა ჩაუვარდათ.  კოკაიამ მეთოფეებს იარაღის დაშვება უბრძანა და ქალებს წყნარად მიუგო.

-         შინსახკომის გამომძიებელი უფროსი სერჟანტი კოკაია. გიორგი მაზნიაშვილს ვეძებთ.

სოფლის ქალები კვლავ გაოგნებული უყურებდნენ კოკაიას და მის შეიარაღებულ რაზმს. მოხუცმა კაცმა ისე დაიწყო ლაპარაკი რომ უკან არც კი გამოუხედავს.

-         კარგად იყავით ქალებო, ვეღარ გნახავთ. - წყნარად მიუგო მოხუცმა თანასოფლელებს და კოკაიასკენ შემოტრიალდა. - გისმენთ.

კოკაია გაოცებული უყურებდა მოხუცს. გამოძიების მასალების მიხედვით ის ელოდა საშიშ მეომარს, რომლის დასაჭერადაც ათეულობით შეიარაღებული ოფიცრის წაყვანა და სოფლისთვის ალყის შემორტყმა იყო საჭირო. მის წინ კი დაბეჩავებული მოხუცი კაცი იდგა, რომელსაც არც იარაღი ჰქონდა, არც გაქცევა შეეძლო და ერთი ხელიც მთლად ჩამოდიკებული ჰქონდა. კოკაიას სახეზე უხერხულობა დაეტყო, მან იარაღი ჩაიდო და სხვებსაც იგივე უბრძანა, შემდეგ მოხუცს ანიშნა რომ გაჰყოლოდა ეტლისკენ. მოხუცი ნელი ნაბიჯით გაყვა და საპატიმრო ეტლშიც კი ვერ მოახერხა წესიერად შესვლა. მან ცალი ხელის გამო და დახმარება ითხოვა.

საპატიმრო ეტლი სოფლიდან შინსახკომის ოფიცრების თანხლებით გამოვიდა. მას საგულდაგულოდ მიჩენილი საპატრულო რაზმები მიჰყვებოდნენ. გარეთ მეთოფეებმა ალბათ იფიქრეს რომ ოპერაცია განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა, რადგან საშიში გენერალი ისე დააკავეს რომ ერთი ტყვიაც კი არ გავარდა. კოკაია კვლავ გაოგნებული იყო ნანახით, მან ქუდი მოიხადა და სოფლის გარშემო ტყუილა მიყვანილ ჯარს გადახედა, შემდეგ გაეცინა და შვებით ამოისუნთქა რომ ყველაფერი სისხლისღვრის გარეშე, ასე მარტივად დასრულდა. ის სოფლის შესასვლელთან მდგომ შავ მანქანასთან მივიდა, ქუდი დაიხურა და სწორდი პოზა მიიღო. მანქანის უკანა ფანჯარა ჩამოიწია. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი მაღალჩინოსანი კმაყოფილი სახით იჯდა. კოკაიამ მას ანგარიში ჩააბარა დაკავების ოპერაცისასთან დაკავშირებით.

ეტლი კასპის კრინიგზის სადგურთან გააჩერეს. ოფიცრებმა მოხუცი ბაქანზე გაიყვანეს. მატარებელი წუთი წუთზე უნდა მოსულიყო. სადგურში მომუშავე რამდენიმე ახალგაზრდა სცენის საყურებლად გამოვიდა. ერთ-ერთმა იქვე ჩაიარა და მოხუცს ფეხებზე მიაფურთხა. სადგურის გარშემო ნელ-ნელა თანამშრომლები და ადგილობრივები შეიკრიბნენ. ისინი კმაყოფილი სახით უყურებდნენ მოხუცის დაპატიმრებას. ისმოდა შეძახილები „მოღალატე“, „ჯაშუში“ და სხვა ათასაგვარი სიბილწე. მოშორებით ერთი ახალგაზრდა ბიჭი პატიმართან მისვლას ცდილობდა, მაგრამ ოფიცრებმა არ მიუშვეს და ძალით გააგდეს. ბიჭს იქვე მდგომებისაგან განსხვავებით ეჭვმიტანილთან ახლობლობა აკავშირებდა და გამომშვიდობება უნდოდა, მაგრამ მისმა მცდელობამ ამაოდ ჩაიარა. ამასობაში მატარებელიც მოვიდა და ოფიცრებმა პატიმარი შიგ ჩასვეს. სეირის საყურებლად გამოსულმა ადგილობრივებმა მოუმატეს შეძახილებს. მოხუცი გენერალი კი არაფერს იმჩნევდა, თავი დაეხარა და ფიქრებს მისცემოდა.

მატარებელი თბილისის მიმართულებით დაიძრა. მას კასპელები შეძახილებით აცილებდნენ. როგორც ჩანს გენერლის დაპატიმრებას ადგილობრივები დიდი სიხარულით შეხვდნენ. შავ მანქანაში მჯდარი მაღალჩინოსანი კმაყოფილი უყურებდა სცენას, ხოლო კოკაია ჩაფიქრებული იყო და ვერ გაეგო ამისთანა რა საშიშროებას წარმოადგენდა ის მოხუცი რომ ამხელა ჯარით გახდა მისი დაპატიმრება საჭირო.

 

III

 

შინსახკომის ოფიცრებმა მოხუცი გიორგი მაზნიაშვილი თბილისში ჩამოიყვანეს და რკინიგზის სადგურიდან პირდაპირ ჩეკას შენობაში წაიყვანეს. საგანგებო კომისიის შიდა ეზოში, მარცხენა მხარეს მიწისქვეშა ჩასასვლელი მდებარეობდა, რომლის ქვეშ დროებითი მიწისქვეშა საპატიმრო იყო მოწყობილი. ციხეში ჩასასვლელთან რამდენიმე ოფიცერი მორიგეობდა. დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ მოხუცი გენერალი გვირაბში ჩაიყვანეს, შემდეგ კი საპატიმროს გრძელ დერეფანს გაუყვნენ.

ციხეში ოციოდე საკანი იყო, რომლის კარებებიც ბნელ გვირაბში კედლებზე დაკიდებული სანთლების ფონზე მხოლოდ ალაგ-ალაგ მოსჩანდა. ხის კარებების მიღმა პატიმრების სასოწარკვეთილი გოდება ისმოდა. მათ ისეთი დაქანცული ხმა ჰქონდათ რომ შეუძლებელი იყო სიტყვების წესიერად გარჩევა. იატაკი და კედლები ნესტიანი იყო, რის გამოც მიწისქვეშა საპატიმროში განსაკუთრებით ციოდა. ნესტისგან იატაკი სველი იყო და ფეხის ნაბიჯებთან ერთად წყლის ხმაც ისმოდა. რაც უფრო სიღრმეში შედიოდნენ ნესტის სუნი და სიბნელე კიდევ უფრო დამთრგუნველი ხდებოდა. საკნებიდან პატიმრების ხმაური არ წყდებოდა. ზოგი ილანძღებოდა, ზოგი ტიროდა, ზოგიც ამტკიცებდა რომ უდანაშაულო იყო.

ბადრაგი მიუახლოვდა საკანს, რომლის ხის კარებზე ცარცით ეწერა ციფრი 20. მრგვალ ჭუჭრუტანაში არაფერი ჩანდა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა საკნის კარი გასაღებით გააღო და მოხუცი გენერალი ხელის კვრით შიგნით შეაგდო. ძალიან მცირე ზომის საკანში ორმოცამდე მამაკაცი ფეხზე იდგა. ოთახში არა თუ დასაჯდომი, არამედ სამოძრაო ადგილიც კი არ იყო და პატიმრები ლამის ერთმანეთს მიბჯენილი გვერდი-გვერდ ფეხზე იდგნენ. იქ ყოფნას ყველაზე მეტად ამძიმებდა შარდისა და ოფლის გაუსაძლისი სუნი, რომელიც რამდენიმე პატიმარს აზდიოდა და მთელს საკანს ჰქონდა მოდებული. ორმოცი პატიმრიდან თითქის ყველა გაციებული იყო, მაგრამ ასე თუ ისე ახერხებდნენ ფეხზე დგომას, თუმცა იყვნენ ისეთები ვინც ავადმყოფობისგან შიგადაშიგ ძირს ეცემოდნენ. ამასობაში ბადრაგი ციხიდან გავიდა და დერეფანში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგი ჩაფიქრდა, ნეტავ რამდენ ხანს უნდა მდგარიყო ამდენ ადამიანთან ერთად, ნუთუ პატიმრებს ღამეც ასე ეძინათ ?!

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გენერალი ითმენდა ფეხზე დგომას, რაც არაადამიანური წამების ტოლფასი იყო. მოხუცს ფეხები ეღლებოდა, მაგრამ სიმჭიდროვის გამო ვერ მოძრაობდა. მას ფეხის კანკალი დაეწყო დაღლილობისგან ცოტაც და ალბათ წაიქცეოდა. საკანში ისევ გაუსაძლისი სუნი იდგა, რომელსაც დანარჩენი პატიმრები როგორც ჩანს უკვე შეჩვეულები იყვნენ, მაგრამ გიორგის სულ უფრო და უფრო უჭირდა ნესტში ამ სუნის ატანა. ხმას კვლავ არავინ იღებდა და დერეფნის ბოლოდანაც არაფერი ისმოდა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ყველა რაღაცას ელოდა. ცოტა ხანში გარედან ხმაური გაისმა. როგორც ჩანს ჯარისკაცებმა ფეხით დაიწყეს სადღაც გადაადგილება. ფეხის ნაბიჯებთან ერთად გაისმა რკინის საგნების ხმა, თითქოს რაღაცეებს ახოხიალებდნენ. ხმაურმა ერთბაშად მთლიანი საპყრობილე გამოაცოცხლა და მთელს დერეფანში ისევ დაიწყო პანიკური გოდება. ზოგი პატიმარი ყურადღებით უსმენდა ზევიდან მომავალ ხმას. ზოგმა ხმამაღლა დაიწყო მამაო ჩვენოს ლოცვა. გიორგის ვერ გაეგო რა ხდებოდა. მან გადახედა მის გარშემო მყოფ პატიმრებს და სანთლით განათებული დერეფნიდან მომავალ შუქში გაჭირვებით შენიშნა შეშინებული სახეები. მხოლოდ ერთი პატიმარი იდგა მშვიდად და რეაქცია არ ჰქონდა.

-         რა ხდება? - ჰკითხა გიორგიმ მშვიდად მდგომ პატიმარს.

-         დღეს ვიღაცას მოკლავენ. - დარწმუნებით უპასუხა პატიმარმა.

-         საიდან იცით?

-         ნიჩბების ხმა არ გესმით? საფლავების გასათხრელად მიდიან.

გიორგი გაკვირვებული მიაშტერდა გვერდზე მდგომ პატიმარს, რომელსაც როგორც ჩანს უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი. ცოტა ხანში ფეხის ნაბიჯების და ნიჩბების ხმა მიჩუმდა. გაისმა სატვირთო ავტომობილის დაქოქვის ხმა და ბოლოს მანქანა სადღაც წავიდა. დერეფანში ისევ სიჩუმემ დაისადგურა. აღარავინ აღარ ხმაურობდა. შიგადაშიგ ისმოდა ჩუმი ლოცვა. ასე გაგრძელდა დაახლოებით ნახევარ საათს. შემდეგ კარი გაიღო და ბადრაგის ნაბიჯების ხმა გაისმა.

-         ნუ გეშინია, ჯერ ადრეა. სანამ არ გათხრიან, იქამდე არავის წაიყვანენ. - მუგო გამოცდილმა პატიმარმა.

გიორგიმ თავი დაუკრა და ბადრაგის ფეხის ნაბიჯებს მიაქცია ყურადღება. ისინი თითქოს მეოცე საკნისკენ მოემართებოდნენ. საპატიმრო კვლავ გამოცოცხლდა და ისევ დაიწყო სხვადასხვა შეძახეილები დახმარებაზე, უდანაშაულობაზე ანდაც გაურკვეველი სასოწარკვეთილი გოდება. ბადრაგი მოუახლოვდა საკანს და კარი გაიღო. გიორგიმ რამდენიმე ფორმიანი ოფიცერი დაინახა, რომელთაც ხელში ჩირაღდანი ეჭირათ.

-         მაზნიაშვილი. - დაიძახა ერთ-ერთმა.

მოხუცი გენერალი საპატიმროდან გამოიყვანეს და ეზოს გავლით ჩეკას შენობის მე-2 სართულზე აიყვანეს. ციხისგან განსხვავებით, შენობაში თბილოდა. უკვე საღამო ხანი იყო და დერეფნებში ნათურები აენთოთ. იქაურობა განსაკუთრებით დატვირთულ სამუშაო გრაფიკზე მიანიშნებდა. ჩეკას თანამშრომლებს ოთახიდან ოთახში სხვადასხვა ქაღალდები დაჰქონდათ. ერთმანეთს არავინ ესალმებოდა. ყველა ოთახში გამომძიებლები სხვადახვა ადამიანების გამოკითხვით იყვნენ დაკავებულები. ზოგი ოთახიდან ხმამაღალი საუბარი, ან კიდევ ყვირილის ხმები გამოდიოდა.

გიორგი ერთ პატარა ზომის ოთახში შეიყვანეს. ოთახს უსახურად ანათებდა ცენტრალური ნათურა, რომელიც ჭერზე იყო ჩამოკიდებული. ხის მაგიდასთან კოკაია იჯდა. მის საწერ ადგილს ცალკე მწვანე ფერის ნათურა ანათებდა. კუთხეში საშუალო ასაკის, ცივი გარეგნობის ქალბატონი საბეჭდ მანქანასთან ემზადებოდა სტენოგრამის შესადგენად. კოკაიამ გიორგის ანიშნა დამჯდარყო და შემდეგ დამტვრეული რუსულით დაიწყო საუბარი.

-         იმია, ფამილია, ოტჩესტვო.

გიორგის ოდნავ გაეღიმა, შემდეგ კითხვა მშვიდად გაატარა და გამომძიებელი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. კოკაიამ ერთ ხანს უყურა და შემდეგ უფრო მკაცრი ტონით გაიმეორა შეკითხვა. გიორგის ისევ გაეღიმა. კოკაიას ძალიან გამოკვეთილი მეგრული კილო ჰქონდა და ეტყობოდა რომ რუსულს მაინცდამაინც კარგად ვერ ფლობდა. გიორგიმ ცინიკურად შედეხა და უპასუხა.

-         ძლივს ლაპარაკობ რუსულად. რას წვალობ? ქართულად დამელაპარაკე და გიპასუხებ.

კოკაიამ გიორგის კარგად შეხედა. ასეთი პასუხი ნამდვილად არ მოსწონდა. მან კუთხეში მდგომ ბადრაგს ახედა. მებადრაგემ მინიშნება მაშინვე გაიგო, გიორგის კისერში ხელი მოკიდა და ოთახიდან ძალით გაიყვანა.

 

ორმა მებადრაგებ გიორგი განყოფილების პირველ სართულზე ჩაიყვანეს და ერთ ძალიან პატარა ოთახში ხელის კვრით შეაგდეს. ბეტონის კედლებზე სისხლის შემშრალი კვალი ჩანდა. იატაკზე ქვის ორმო იყო, რომელიც თითქმის მთლიანად გამშრალი სისხლით იყო დასვრილი. მებადრაგეებმა გიორგი იქვე სკამზე დასვეს. ერთ-ერთმა რევოლვერი ამოიღო და გენერალს შუბლზე დაადო. გიორგი მას გაუნძრევლად უყურებდა თვალებში. ჯარისკაცმა რევოლვერი გადატენა, მაგრამ გიორგი მშვიდად აგრძელებდა მის ყურებას. ჯარისკაცმა ცოტა ითმინა, შემდეგ მცირე პაუზის შემდეგ სასხლეტს გამოჰკრა თითი.

 

ორივე მებადრაგე გაოგნებული იყო. გიორგის სახე საერთოდ არ შეუცვლია. მან ხომ არ იცოდა რომ რევოლვერში ტყვია არ იდო. მებადრაგეები ერთ ხანს გაკვირვებული უყურებდნენ გიორგის. მას როგორც ჩანს საერთოდ არ ეშინოდა ტყვიის. ასეთი რეაქციის შემდეგ მებადრაგეებმა თავი დამცირებულად იგრძნეს. წართმეული მორალური უპირატესობის დაბრუნების მიზნით პირველმა მებადრაგებ იარაღი შემოატრიალა და კონდახი მთელი ძალით გიორგის თავში დაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ გიორგი პირქვე დაეცა ძირს. ორივე მებადრაგებ პატიმარს დაუწყეს გამეტებით ცემა. ისინი წიხლებს ურტყამდნენ სხეულის ყველა არეში. გიორგი ყველა დარტყმას ითმენდა და რეაქცია არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან სტკიოდა. ბოლოს როგორც იქნა მებადრაგეები დაკმაყოფილდნენ. გენერალი წამოაყენეს და უკან დასაკითხ ოთახში შეიყვანეს.

 

კოკაია დამშვიდებული და კმაყოფილი სახით იჯდა. ნაცემი პატიმარი მის პირდაპირ დასვეს. გენერალს სახეზე რამდენიმე ადგილიდან სისხლი ზდიოდა. კოკაიას მინიშნებაზე ჯარისკაცებმა გიორგის თავაზიანად სველი ტილო მიაწოდეს, მანაც სახე მოიწმინდა. დაკითხვა გაგრძელდა.

-         იმია, ფამილია, ოტჩესტვო.

გიორგის ისევ გაეღიმა და კოკაიას კვლავ ცინიკურად მიუგო.

-         ქართულად არ გირჩევნია? ხომ ხედავ წვალობ.

იქ მყოფი მებადრაგე კვლავ წამოიწია გიორგის ხელმეორედ გასაყვანად, მაგრამ კოკაიამ მას ჟესტით ანიშნა რომ გაჩერებულიყო.

-         სამართალწარმოება ქვეყანაში რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

გიორგიმ მხრები აიჩეჩა, იმის ნიშნდ რომ არ აინტერესებდა. კოკაიამ ამოიოხრა და ქართულად განაგრძო დაკითხვა.

-         კარგი, ჩავთვალოთ რომ რუსული არ იცი.

-         რუსული ძალიან კარგად ვიცი.

-         სახელი, გვარი, მამის სახელი.

-         მაზნიაშვილი გიორგი, ივანის ძე.

კუთხეში საბეჭდი მანქანის რკინები ახმაურდა. კოკაიამ ქაღალდების დასტა ამოიღო, რომელშიც უამრავი საბუთი, მოწმეების ჩვენებები და დაკითხვების ოქმები იყო. მან გიორგის ჯერ დაბადების თარიღი და მისამართი დააფიქსირა ოქმში, ხოლო შემდეგ ოჯახური მდგომარეობის და სხვა ფორმალურ საკითხების შესახებ ჰკითხა. ბოლოს გადავიდა დაკითხვის არსებით ნაწილზე.

-         ამხანაგო გიორგი, თქვენ წარსულში ნასამართლები იყავით და მისჯილი გქონდათ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა, რომელიც შემდგომ შეგეცვალათ თავიდან სამუდამო პატიმრობით, შემდეგ კი გადასახლებით.

-         გიდასტურებთ.

-         რის გამო გქონდათ ეს სასჯელი გახსოვთ?

-         წითელი არმიის ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ასე ეწერა განაჩენში.

-         რა, არასწორად ეწერა?

-         არა, სწორად ეწერა.

-         კეთილი. 1918-1921 წლებში თქვენ იყავით მენშევიკური არმიის გენერალი და მონაწილეობა გაქვთ მიღებული ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლებში.

-         დაახლოებით.

-         როგორ თუ დაახლოებით?

-         მე საქართველოს გენერალი ვიყავი და ვმონაწილეობდი ბოლშევიკი ამბოხებულების და რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში.

-         ანუ რევოლუციონერებს ებრძოდით.

-         დიახ.

-         იცით რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულებია?

-         ვიცი, მაგრამ მე სასჯელი უკვე მოხდილი მაქვს.

-         კეთილი... 1923 წელს თქვენ ემიგრაციაში წახვედით საფრანგეთში ნოე ჟორდანიასთან, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა.

-         დიახ, გიდასტურებთ.

-         ამბოხების შესახებ საქმის კურსში იყავით?

-         მოგვიანებით გავიგე.

-         ანუ თქვენ უარყობთ ამბოხებაში მონაწილეობის მიღებას და აჯანყების მეთაურობას?

-         ვუარყოფ, მე ამბოხების შესახებ მხოლოდ მგვიანებით გავიგე.

-         ჩვენს ხელს არსებული მტკიცებულებები სხვა რამეზე რომ მიანიშნებენ?

-         მე არ ვიცი თქვენ რა მტკიცებულებები გაქვთ, მაგრამ ერთს გეტყვით რომ აბოხის საქმეში ჩემი უდანაშაულობა დაადასტურა მთავრობის მეთაურმა, რომელმაც ქვეყანაში ჩამოსვლის ნებართვა დამრთო.

-         კარგი, ამ თემას ჩვენ მივუბრუნდებით.

-         ბარემ ეხლა ვისაუბროთ.

-         მე უთქვენოდ გადავწყვეტ რაზე ვისაუბროთ და რაზე არა, გასაგებია?

-         რასაკვირველია.

-         კეთილი... მე ხელთ მაქვს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ რომ თქვენ ჩამოსვლის შემდეგ მუდმივად ეწეოდით ანტიბოლშევიკურ აგიტაციას.

-         ამაში დასამალი არაფერია, მეც გიდასტურებთ რომ დღესაც ვეწევი ანტიბოლშევიკურ აგიტაციას. განა ეს დანაშაულია?

-         არ არის?

-         ამისათვის მიიყვანეთ ამდენი ჯარისკაცი სოფელში?

გიორგიმ კოკაიას უხერხულობა შეატყო. კოკაიამ შენიშნა გიორგის მორალური უპირატესობა და თავში ხელი აიყვანა.

-         მე შემიძლია ანტიბოლშევიკური აგიტაციისათვის თქვენი დასჯა მოვითხოვო და დამიჯერეთ, ტროიკისათვის ესეც საკმარისი იქნება.

-         მაშ რა გიშლით ხელს?

-         აქ სხვა რამისთვის ხართ, უფრო მძიმე დანაშაულისთვის.

-         გისმენთ.

-         პირდაპირ მითხარით, საფრანგეთთან რა კავშირი გაქვთ?

-         არანაირი.

-         მე ხელთ მაქვს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც აცხადებენ რომ თქვენ დღემდე თანამშროლობთ ფრანგულ დაზრვერვასთან.

-         ცრუ მოწმეებს თქვენ ალბათ ბევრს იპოვით...

-         ანუ არ აღიარებთ.

-         რას?

-         უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას.

-         თუ გინდათ ვაღიარებ.

-         მე არაფერი არ მინდა. თქვენ აღიარებთ თუ არა?

-         თუ სიმართლე გაინტერესებთ გეტყვით რომ უცხო ქვეყნის დაზვერვასთან არ ვთანამშრომლობ.

-         არც ემიგრაციაში წასულ ქართველებთან? ჟორდანიასთან, რამიშვილთან, გეგეჭკორთან.

-         არა.

-         კეთილი, ანტიბოლშევიკურ აგიტაციას ხომ აღიარებთ?

-         ხომ გითხარით რომ კი.

კოკაიას გაეღიმა.

-         რაზე გეღიმებათ?

-         გითხრათ?

-         მითხარით.

-         ასეთი სწრაფი დაკითხვა არასდროს მქონია. ეს თქვენი აღიარებაც საკმარისია. ანტიბოლშევიკური აგიტატორებიც სახელმწიფოს მტრები არიან.

-         გამოდის რომ მე ბრალად მედება რამდენიმე თანასოფლელთან ხელისუფლების აუგად მოხსენიება, თქვენ კიდევ ამის აღსაკვეთად შიდა ქართლის მთელი ჯარი გამოიყვანეთ?

კოკაის გენერალთან საუბარი მობეზრდა. საბეჭდ მანქანასთან მჯდომ ქალს ოქმი გამოართვა და მოხუც გენერალს გაუწოდა.

-         თქვენს საქმეს ტროიკა განიხილავს. მე მათ მასალებს მივაწვდი. ინებეთ დაკითხის ოქმი. აქვე დანართში თქვენი ბრალდება. თუ ეთანხმებით ხელი მოაწერეთ.

გიორგიმ დაკითხვის ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ ბრალდება არც კი წაუკითხავს. შემდეგ მოკლე დახასიათება გადაიკითხა და ორივე ქაღალდი გაუწოდა კოკაიას, რომელიც წასასვლელად გაემზადა.

-         აღწერაში ერთი რამე არ გეწერათ, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია. - მოულოდნელად მიანიშნა გიორგიმ.

-         რა არ ეწერა? - გაუკვირდა კოკაიას.

-         ჩემს ბიოგრაფიაში არ ეწერა რომ რომ მე წითელი არმიის გენერალიც ვიყავი.

კოკაიამ მდივან მემანქანეს ხელით ანიშნა გაჩერებულიყო.

-         ეს არ ჩაწეროთ. - შემდეგ გიორგის მიუტრიალდა.

-         არ იცოდით? - ჰკითხა გიორგიმ.

-         არა.

-         რას ამბობთ, მთლად მთავრობის მეთაურმა დამნიშნა.

კოკაიამ მოხუცს ეჭვის თვალით შეხედა, შემდეგ ადგა და სწრაფი ნაბიჯით გვერდითა ოთახისკენ გაემართა. ამ დროს ყველა ჩეკისტი საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა ხოლმე. ბოლშევიკი გენერლის გასამართლება შეიძლება მათთვის ძალიან ცუდად დამთავრებულიყო, მითუმეტეს თუ გენერალს ჯერ კიდევ ჰყავდა მთავრობაში მფარველები. ამისთვის შეიძლება კოკაიაც დაეპატიმრებინათ და დაეხვრიტად.

 

გვერდზე ოთახში სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი მაღალჩინოსანი მაგიდასთან იჯდა. იქვე კედელზე დამონტაჟებული ხმის დინამიკიდან ყველაფერი ისმოდა, რაზეც დაკითხის ოთახში საუბრობდნენ. კოკაია გაკვირვებული სახით შევიდა ახსნა-განმარტებების მოსასმენად. მაღალჩინოსანმა შეატყო ნერვიულობა და მშვიდად მიუგო.

-         ნუ ღელავთ ამხანაგო. ის მხოლოდ ერთი დღე იყო ჩვენი გენერალი, მხოლოდ ერთი. თქვენ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ.

-         როგორ თუ მხოლოდ ერთი დღე?

-         გრძელი ისტორიაა.

-         შემთხვევით დანიშნეს?

-         მაგას თავად მოყვება.

-         როგორ?

-         დაკითხვის ოქმი შეინახეთ ტროიკისთვის. ახლა კი უთხარით მოყვეს ყველაფერი დეტალებში; როგორ იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ, როგორ გახდა წითელი არმიის გენერალი. ჰო, საუბრის ჩაწერა აღარ გვჭირდება.

-         რომ არ მოყვეს?

-         მოყვება. აი მაგას ზუსტადაც რომ სიამოვნებით მოყვება.

-         ჩვენ რაში გვჭირდება?

-         სხვანაირად როგორ გამოიძიებთ ჯაშუშობას? გგონიათ ასე ადგება და აღიარებს? ჩვენ მაგ კაცის გასამართლებაზე მეტად, ჯაშუშური კავშირების გამოკვლევა გვაინტერესებს.

-         ვინ არის გენერალი მაზნიაშვილი?

-         ადამიანი, რომელიც ყველას ეჯავრებოდა. თავად არ ნახეთ სოფელში როგორი სიხარულით შეხვდნენ მის დაპატიმრებას?

 

კოკაია დაკითხის ოთახში დაბრუნდა. მას სახეზე ერთგვარი გაკვირვება ეტყობოდა, ბოლომდე ვერ გაეგო რა საჭირო იყოს ამხელა ამბის მოსმენა. მან მდივან მემანქანეს ანიშნა გასულიყო და თავის ადგილს მიუბრუნდა. მოხუცმა გენერალმა მას მაშინვე შეატყო სახეცვლილი გამომეტყველება. ახალგაზრდა გამომძიებელი სიტყვებს ეძებდა, თვითონ არ იცოდა როგორ დაესვა კითხვა. ბოლოს ჩამოყალიბდა და წყნარად დაიწყო.

-         მე მინდა მომიყვეთ როგორ გახდით წითელი არმიის გენერალი.

-         ამისთვის იყავით გასული? - ეშმაკური ღიმილით უპასუხა გიორგიმ.

-         მომიყვებით თუ არა?

გიორგი ჩაფიქრდა, ისიც მიხვდა რომ გვერდზე ოთახში კოკაია დირექტივებს იღებდა და მათ საუბარს კიდევ ვიღაც სხვა უსმენდა. გასაგები იყო რომ რადგან მას ჰკითხეს კონკრეტული ეპიზოდი გაეხსენებინა, ესეიგი დაკითხვა უბრალოდ ფორმალური პროცედურა არ იყო. როგორც ჩანს ვიღაც მისი ცხოვრებით იყო დაინტერესებული, გიორგის კი მოსაყოლი ნამდვილად ბევრი ჰქონდა და დიდი იმედი ჰქონდა რომ მისი აღსარება ერთ ადრესატამდე როდესმე მაინც მიაღწევდა. გიორგიმ ცოტა ხანს იფიქრა, შემდეგ კი სიტყვებიც შეარჩია.

-         ეს 1921 წელს მოხდა. მაშინ მე საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გენერალი ვიყავი.

გიორგიმ დაიწყო თავისი ისტორიის მოყოლა. ჯერ მიმოიხილა თბილისის დაცემის ამბავი და გადავიდა სამოქალაქო ომის ბოლო დღეების გახსენებაზე. ასე იწყება ისტორია რომელიც სათავეს 1921 წლის მარტის თვეში იღებს.

 

IV

 

 

ისტორიიდან ჩვენთვის კარგად ცნობილია რომ 1921 წლის ზამთარში ბოლშევიკი მეამბოხეები სერგო ორჯონიკიძის მეთაურობითა და რუსეთის მე-11 არმიის დახმარებით საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოიჭრნენ. პოზიციური ბრძოლებისა და სამთავრობო ჯარების უკან დახევის შედეგად მათ თბილისში შეაღწიეს და დედაქალი დაიკავეს. საქართველოს ცენტრალური მთავრობა ქუთაისში გაიქცა. იმავე წლის მარტის შუა რიცხვებში მეამბოხეების ჯარი დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრა და ქუთაისში მყოფი მთავრობა აიძულა ბათუმში გაქცეულიყო. ბოლშევიკები ბათუმისკენ ორი მიმართულებით დაიძრნენ. ერთი გზა აჭარამდე ქუთაისის გავლით, ხოლო მეორე გზა საჯავახოს გავლით მიდიოდა. საქართველოს მთავრობამ საჯარისო ნაწილები სწორედ ამ ორი გზის ჩასაკეტად განალაგა, ხოლო გენერალ მაზნიაშვილს საჯავახოს ფრონტი ჩააბარა.

 

ქუთაისის გზისაგან განსხვავებით, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთიანი ფერდობი მთლიანად ტყეში იყო დამალული. მარტის შუა რიცხვები იყო, ამიტომ თოვლი თითქმის მთლიანად დამდნარი და ჭყლაპოდ იყო ქცეული. მთებზე ყავისფერ ფოთლებიანი ტყე იყო გაშლილი. ირგვლივ სისველე და მარტისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სუსხი იგრძნობოდა. მთის ვიწრო გზაზე ცხენზე ამხედრებული შიკრიკი სწრაფი ნაბიჯით მიჰქროდა ყავისფერ ფოთლებიან ტყეში. ირგვლით თითქოს არავინ იყო. შიკრიკი ერთ-ერთ გორაკს მიუახლოვდა, რომელზეც ფოთლებით შენიღბული კარვები იყო ფარულად გაშლილი. შიკრიკის გამოჩენისას კარვებიდან ჩოხებში გამოწყობილი ჯარისკაცები გამოვიდნენ ახალი ამბების გასაგონად. კარვების გარშემო ბუჩქებში ან ხეებს შორის სხვადასხვა საჯარისო დანაყოფები იყვნენ დამალული. ისინი ყოველ წამს ელოდნენ მტრისგან შეტევას, ამიტომ შიკრიკის მოსვლას ყველა მოუთმენლად ელოდა.

 

ერთ-ერთი კარვიდან შუა ხნის ასაკში მყოფი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი გამოვიდა. გენერალს გრძელი ულვაში უმშვენებდა ტიპიურად ქართული გარეგნობის სახეს. ცალი ხელი შეხვეული ჰქონდა, როგორც ჩანს ადრე მიღებული ჭრილობის გამო. გენერალი მხნედ გამოიყურებოდა. შიკრიკი მასთან მივიდა და მოახსენა უახლესი ამბავი. მტრის ჯარი მათ პოზიციებს ნელ-ნელა უახლოვდებოდა. მათი პირადი შემადგენლობა რამდენიმე ასეულ სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა, რაც რიცხვობრივად რამდენჯერმე აღემატებოდა მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარს. მტერს შეიარაღებაში ჰქონდა რუსეთიდან ჩამოტანილი საარტილერიო ბატარეები. შიკრიკმა ზუსტად იცოდა ბატარეების განლაგების ადგილი. გიორგიმ რუქას დახედა და თავდაჯერებული სახით შეხედა გვერდზე მდგომ პოლკოვნიკ ქარუმიძეს, რომელიც ამ ბრძოლაში მის მარჯვენა ხელს წარმოადგენდა. მცირე პაუზის შემდეგ გიორგის სახეზე ღიმილი შეეტყო. ქარუმიძემ მას მსგავსი ღიმილით უპასუხა. მტრის საარტილერიო ბატარეები ზუსტად იმ ადგილს უმიზნებდნენ, სადაც მაზნიაშვილის ჯარმა მათთვის განალაგა სატყუარა: რკინის რამდენიმე მილი, რომლებიც ზარბაზნების იმიტაციას ქმნიდნენ. ამასობაში ნამდვილი ზარბაზნები სულ სხვა მხარეს იყო დამალული. მტრის სტრატეგია გასაგები იყო, ამიტომ გენერალი შეტევის მოსაგერიებლად სამზადისს შეუდგა. მან დანაყოფები პოზიციებზე განალაგა. პირველ ხაზზე ოთხი მაქსიმის ტიპის ტყვიამფრქვევი განლაგდა. იარაღი სიმძიმის გამო ბორბლებით გადაიტანეს და მისი სქელი მრგვალი ლულა ბუჩქების უკან დამალეს. უკანა ზოლზე მცირე ზომის მიწათხრილებში და ბუჩქების უკან მეთოფეები განლაგდნენ. ხელმძღვანელობა კარვებში შევიდა, რათა კიდევ ერთხელ გადაეხედათ ბრძოლის გეგმისთვის. ყველაფერი მზად იყო მტრის მოსაგერიებლად. ახლა მხოლოდ ის რჩებოდა რომ დალოდებოდნენ მოწინააღმდეგის შეტევას.

 

საღამოს ათი საათისთვის ტყეში სრული სიბნელე ჩამოწვა. პოზიციებზე მდგომი ჯარისკაცები ყოველ წამს ელოდნენ შეტევას. სიბნელეში არაფერი ჩანდა, ამიტომ მტერიც არსაიდან მოსჩანდა. ყველაზე მოუთმენლად მეტყვიამფრქვევეები იყვნენ, რომლებსაც როგორც წესი პირველებს უნდა დაენახათ მტერი. არც არაფერი ჩანდა და არც არაფერი ისმოდა. რაღაც დრროის გასვლის შემდეგ პირველმა მღელვარებამ გადაიარა და ჯარისკაცები თითქოს მოეშვნენ. უცებ რამდენიმე ვერსტის მოშორებით მთის ფერდობი განათდა და იქიდან ნასროლი ყუმბარები პირდაპირ სატყუარას დაეცა. შემდეგ მტრის საარტილერიო ბატარეამ კიდევ ერთხელ გაისროლა და ყუმბარები ისევ სამალავს მოარტყა. მეთოფეები დაიძაბნენ. არტილერიის ბატარეები არ ჩერდებოდა. დამაყრუებელ ხმაურში გიორგი წყნარად უყურებდა მის მიერ დაგებული ხაფანგის ეფექტურობას. ქარუმიძე იქვე გაოგნებული იდგა, მას ბოლომდე არ სჯეროდა რომ სატყუარა ასე კარგად იმუშავებდა. ჯარისკაცებში თავდაჯერებულობამ იმატა. ყველა ხედავდა რომ გენერლის გეგმა ჯერ-ჯერობით კარგად მუშაობდა. ცოტა ხანში ზარბაზნების ხმა შეწყდა და ირგვლივ კვლავ სიბნელე და სიჩუმე ჩამოწვა.  ფერდობის კონტურებს მხოლოდ სატყუარაზე გაჩენილი ტყის ხანძარი ანათებდა. ჯარისკაცები მოემზადნენ მოსალოდნელი შეტევისათვის. მათ იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს და გაფაციცებით იყურებოდნენ ყველა მხარეს. ამჯერად ბრძოლა უკვე გარდაუვალი იყო.

 

დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არაფერი არ ჩანდა. ჯარისკაცები კვლავ დაძაბული ელოდნენ ბრძოლის დაწყებას. ზოგში თავდაჯერებულობა იგრძნობოდა, ზოგს კიდევ ძალიან ეშინოდა. დრო უსაშველოდ იწელებოდა, რაც ომში ყველაზე არასასიამოვნო შეგრძნებაა. ამასობაში სრულ სიბნელეში მეტყვიამფრქვევეებმა მტრის ჯარის პირველი ხაზი შენიშნეს და მოულოდნელი შიშისგან კინაღაც ესროლეს. მტერი სულ უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა. მეტყვიამფრქვევეები აღელდნენ, სროლის ბრძანება არ მოდიოდა. მტერი ნელ-ნელა უფრო და უფრო უახლოვდებოდა მათ პოზიციებს. ბრძანება კვლავ არ ისმოდა. მოწინააღმდეგე უკვე იმდენად ახლოს იყო რომ მეტყვიამფრქვევეები შიშმა მოიცვა. უცებ შტაბიდან მოულოდნელად ჰაერში მაშხალა გაისროლეს, რამაც ცა მთლიანად გაანათა. მეტყვიამფრქვევეებმა წინ არა თუ პირველი ხაზი, არამედ მათ უკან გამაგრებული ასეულობით ჯარისკაცი შენიშნეს. მაშხალის გავარდნაზე მტრის ჯარისკაცები დაიბნენ და  აქეთ-იქით დაიწყეს სირბილი. მათმა ნაწილმა მეტყვიამფრქვევეები შენიშნა შიშისგან ყვირილი დაიწყო. გენერალმა სროლის ბრძანება გასცდა და იმ წამსვე მაქსიმის ტყვიამფრქვევებიდან ორი მიმართულებით მასირებული ცეცხლი გაიხსნა. ტყვიამფრქვევის ხმაურმა და ტყვიების ზუზუნმა მტერში ისეთი დაბნეულობა გამოიწვია რომ მთლიანმა ჯარმა უკან დაიწყო სირბილი.

 

ტყვიამფრქვევების უკან მდგომმა მეთოფეებმა მტრის ცალკეულ ჯარისკაცების მიმართულებით დამიზნებით დაიწყეს სროლა. დაახლოებით ორ წუთში მოწინააღმდეგის წინა ზოლი მთლიანად მიწაზე იწვა, ხოლო უკანა ზოლის ჯარისკაცები სირბილით გარბოდნენ. სროლა იქამდე გაგრძელდა, სანამ მტრის ჯარისკაცები მხედველობის არეალიდან არ გაუჩინარდნენ. ამასობაში ქარუმიძემ არტილერისტებს ნიშანი მისცა და მათ ტყის შემოსასვლელისკენ გახსნეს საარტილერიო ცეცხლი, რომელშიც გაქცეული ჯარის ნაწილი მოყვა. მტერი მთლიანად საცეცხლე ალყაში მოექცა. ტყეში ხანძარი გაჩნდა და გასაქცევი ფაქტიურად აღარ იყო. ამასობაში მეტყვიამფრქვევებმა ლენტი გამოცვალეს და საარტილერიო ცეცხლს გამოქცეულ თავგზა აბნეულ მტრის ჯარისკაცებს ხელმეორედ გაუხსნეს ზალპური ცეცხლი.

 

მტერი მთლიანად ალყაში იყო მოყოლილი. ერთადერთი გასასვლელი მარცხნივ მდებარე მდინარისკენ იყო. ჯარისკაცების იმ ნაწილმა ვინც ადგილობრივი გეოგრაფია იცოდა, სწორედ მდინარის მიმართულებით გაიქცა. ტყვიამფრქვევის და თოფების ხმა შეწყდა. ტყე ვავსე იყო გვამებითა და მომაკვდავი ჯარისკაცებით. შტაბის მარჯვენა სამალავიდან ცხენოსნების ოცეული გამოვიდა და ბრძანება მიიღო მტრის გაქცეულ ჯარს მდინარესთან დაედევნებოდნენ. მდინარეში რამდენიმე ათეული ჯარისკაცი მიცურავდა. ცხენოსნებმა თოფები მოიმარჯვეს და ყველა მათგანი ცალცალკე ჩახოცეს. ტყეში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მსუბუქად შეიარაღებულმა მცირე რაზმმა დაიწყო ტყის პატრულირება. ისინი ფანრებით ანათებდნენ გზას. მათ გვერდზე მეთოფეები მიყვებოდნენ, რომლებიც მტრის მომაკვდავ ჯარისკაცებს პირდაპირ თავში ესროდნენ. გიორგი თავისი პოზიციიდან ბრძოლას ცივსისხლიანი თვალებით უყურებდა და ჟესტებით ბრძანებებს იძლეოდა. მისი სიმშვიდე სხვა ჯარისკაცებს სიმამაცის მაგალითს აძლევდა.

 

ბრძოლა დასრულდა. არტილერისტები, ცხენოსნები, მეთოფეები, მეტყვიამფრქვევეები და ოფიცრები შტაბში დაბრუნდნენ. ისინი გენერალს უყურებდნენ და მასში სიამაყის გრძნობას ხედავდნენ. ჯარმა ბრძოლა ყველანაირი დანაკარგის გარეშე დაასრულა, ხოლო მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.

 

ბრძოლის შემდეგ სამხედროებმა მტრის დასახიჩრებული გვამები ერთ დიდი ორმოში დამარხეს, ხოლო ხელში ჩაგდებული იარაღი, ტყვია წამალი და საარტილერიო ბატარეები დოვლათად წამოიღეს. ქარუმიძემ მთავრობას გამარჯვება ტელეგრაფით შეატყობინა. გენერალი მაზნიაშვილი კარავში იჯდა და მშვიდად უყურებდა რუქას. მან თაცვადცვითი ზომები განიხილა და ბრძანებები გასცა, შემდეგ კი მარტო დარჩენა ითხოვა. ოფიცრებმა თხოვნა გაითვალისწინეს და შეუდგნენ თავდაცვითი ზოლის გამაგრებას.

 

გიორგი თავის ლოგინთან ჩამოჯდა. სხვა სამხედროებისაგან განსხვავებით, მას არც ეიფორია და არც გამარჯვების სიხარული არ ეტყობოდა. კარავს მხოლოდ სანთლის შუქი ანათებდა. გიორგიმ ჯიბიდან მცირე ზომის ფოტო ამოიღო, რომელზეც ახალგაზრდა ქალის გამოსახულება იყო. გიორგი სურათს  მიაშტერდა და ჩაფიქრდა. ახალგაზრდა ქალი დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა. მას ლამაზი ევროპული ტიპის სახე ჰქონდა, ხოლო ტანზე საუცხოო კაბა ეცვა. გიორგი კარგა ხანს უყურებდა სურათს და თითქოს რაღაცას განიცდიდა. სიმშვიდის მომენტი ქარუმიძემ დაარღვია, რომელიც უკან შემობრუნდა. ის გენერალთან ახლოს მივიდა და სურათის დანახვაზე უხერხულობა იგრძნო.

-         მეუღლეა? - იკითხა ცნობისმოყვარე პოლკოვნიკმა.

გიორგიმ მას შეხედა თითქოს უნდა ეთქვა რა შენი საქმეაო. ქარუმიძე მიხვდა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

-         ტელეგრაფი მივიღე მთავრობისგან. სასწრაფოდ ითხოვენ თქვენს ჩასვლას ბათუმში.

 

V

 

ბათუმის მახლობლად, სოფელ მახინჯაურში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები რკინიგზის სადგურის გარშემო იდგნენ. გარშემო ადგილს ცხენოსნები პატრულირებდნენ. სადგურთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული და ტერიტორიაზე არავის უშვებდნენ. ამის მიზეზი კი საიდულო შეხვედრა იყო, რომელიც იქვე რკინიგზაზე მდებარე სამთავრობო მატარებელში  იმართებოდა. თათბირს ესწრებოდნენ მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, შეაიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე და რამდენიმე გენერალი. თათბირზე განიხილებოდა სამხედრო ნაწილების მომარაგება. მთავრობის მეთაურმა რამდენიმე საიდუმლო ბრძანება გამოსცა, რომლითაც სხვადასხვა სასურსათო სანოვაგეები და ტყვია წამალი გაანაწილა. ბრძანებებს მდივანი წერილობით ბეჭდავდა, ხოლო მთავრობის მეთაური მათ ხელს აწერდა.

საღამოსკენ სადგურთან გიორგი მაზნიაშვილი რამდენიმე თანხმლებ ცხენოსანთან ერთად სხვა ჯარისკაცებს. ის  მიუახლოვდა სამთავრობო მატარებელს და ცხენიდან ჩამოხტა. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებში პანიკა იგრძნობოდა. ყველაფერს ეტყობოდა რომ საქმე ცუდად მიდიოდა. საბუთის წარდგენის შემდეგ ჯარისკაცებმა გიორგი დაცულ ტერიტორიაზე შეიყვანეს და მატარებლთან ახლოს სთხოვეს მოცდა. ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ მატარებლის კარი გაიღო და გიორგი სამთავრობო კუპეში იხმეს. იმ მომენტში მთავრობის წევრები დამფუძნებელი კრების წევრ, ისტორიკოსსა და არქეოლოგ ექვთიმე თაყაიშვილს უსმენდნენ. გიორგი ჩუმად შევიდა და იქვე სავარძელში ჩამოჯდა. მის წინ მოწყენილი სახით იჯდა მთავრობის მეთაური ჟორდანია, რომელიც სევდიანი თვალებით უყურებდა დამსწრე საზოგადოებას და მოზრდილ თეთრ წვერს იწიწკნიდა.

ნოე ჟორდანია ევროპული ყაიდის სოციალისტი იყო, რომლის ჰუმანურმა პოლიტიკამ საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს იმ დროინდელი ევროპისათვის სამაგალითო კონსტიტუცია მისცა.  დიპლომატიურ წრეებში ჟორდანიას დიდ პატივს სცემდნენ. უკვე ხანდაზმულ ასაკში მყოფი მთავრობის მეთაური შიშობდა რომ მისი მოღვაწეობის ყველა სიკეთე შეიძლებოდა წარსულს ჩაბარებოდა, თუ ქვეყანას ამბოხებული ბოლშევიკები დაეპატრონებოდნენ. ჟორდანია რამდენადაც ჰუმანური და პრაგმატული პოლიტიკოსი იყო, იმდენად სუსტი და ჩაუხედავი იყო სამხედრო საქმეებში. ამიტომაც გენერალი მაზნიაშვილი მას და მთავრობის სხვა წევრებს ცოტა აგდებულად უყურებდა და თბილისის დაკარგვასაც სწორედ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არასწორ გადაწყვეტილებებს აბრალებდა.

ამასობაში ექვთიმე თაყაიშვილმა დასკვნითი სიტყვა დაასრულა. მთავრობის მეთაურმა ახლად შემოსულ გიორგის საჯავახოში მიღწეული გამარჯვება მიულოცა, შემდეგ კი ისევ თაყაიშვილს მიუბრუნდა. ჟორდანიამ მას უბრძანა საქართველოს მუზეუმებში დაცული ეროვნული საგანძურის შეგროვება. ნახატები, ხელნაწერები, არქეოლოგიური საგანძური და ყველაფერი რისი გატანაც მოხერხდებოდა, ქვეყნდიდან უნდა გაეტანათ. ბრძანების მიხედვით ექსპონატები ბათუმის პორტში მდგარ კრეისერზე უნდა აეტვირთათ. თაყაიშვილა აღნიშნა რომ ბრძანება ნაწილობრივ შესრულებული იყო და მხოლოდ ბათუმის მუზეუმის დაცლა იყო დარჩენილი. ბრძანება იქვე გაფორმდა წერილობით, რაზეც მთავრობის მეთაურმა ხელი მოაწერა.

გიორგი აღშფოთებული უსმენდა აღნიშნულ საუბარს. მთავრობის მეთაურმა ქვეყნიდან ეროვნული საგანძურის გატანის ბრძანება გასცა, რაც იმას ნიშნავდა რომ საქმე გაცილებით უფრო რთულად იყო, ვიდრე ეს გიორგის ეგონა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. არავის არაფერი ჰქონდა სათქმელი. ჟორდანიამ მთავრობის წევრებს სევდიანად გადახედა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

-         ეს უკანასკნელი რამაა რაც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება გავაკეთოთ. ბოლშევიკები ყველაფერ ქართულს გაანადგურებენ: არქივს, საგანძურს, ხელნაწერებს, ნახატებს... ჩვენ მხოლოდ ასე შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენი კულტურა და ისტორია.

ჟორდანია გიორგის მიუტრიალდა და ჰკითხა.

-         იცით გენერალო რას ნიშნავს მუზეუმების განადგურება?

გიორგიმ პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა. ჟორდანიამ განაგრძო საუბარი.

-         იმას რომ მეხსიერებიდან წაგშლიან, თითქოს არც არსდროს გიარსებია.

-         ასე ცუდად არის საქმე? - მშვიდად იკითხა გიორგიმ.

-         ბოლშევიკებმა თბილისშიც და ქუთაისშიც მოიკიდეს ფეხი. ჩვენი საჯარისო ნაწილები ყოველდღე აგებენ ბრძოლებს და უკან იხევენ. ბოლშევიკებს რუსეთის მე-11 არმია ეხმარება, რომელთა პირადი შემადგენლობა ას ორმოცდაათი ათას კაცს აჭარბებს, ჩვენ მხოლოდ ოცდაათი ათასი ჯარისკაცი გვყავს. განა აქვს ბრძოლის გაგრძელებას აზრი?

გიორგიმ რასაკვირველია ეს ყველაფერი ჟორდანიაზე უკეთ იცოდა. ის ხომ თავად ღებულობდა ბრძოლებში მონაწილეობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე უკეთ ფლობდა ინფომაციას, ამიტომაც მან თავს უფლება მისცა და გაბრაზებულმა მიუგო:

-         თქვენ შვილებს რა უნდა მოუყვეთ, რომ უბრძოლველად ჩააბარეთ ქვეყანა მტერს?

გენერალმა კვინიტაძემ მშვიდად აღნიშნა რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა გიორგი ამ ნათქვამმა კიდევ უფრო გააღიზიანა. მან ხომ ახლახანს დაამტკიცა საჯავახოში რომ რიცხვორბივი უპირატესობა არაფერს ნიშნავდა. საქმე იმაში იყო რომ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მთელი რიგი შეცდომები დაუშვა, რამაც მდგომარეობა იქამდე მიიყვანა, რომ მთავრობა უკვე კაპიტულაციას განიხილავდა. გიორგიმ განაგრძო საუბარი.

-         თქვენ რომ ნავთლუღის და ტაბახმელის სიმაღლეები არ მიგეტოვებინათ, მტერი თბილისს ასე მარტივად ვერ დაიკავებდა. თბილისში უამრავი სამხედრო მაგარი იყო ხელუხლებელი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ მარაგიდან არაფერი არ დაურიგა ჯარს, რომელიც ტაბახმელასთან შიმშილით იხოცებოდა და სიცივეში იყინებოდა.

გიორგი მთავრობას ომის არასწორად წარმართვას საყვედურობდა და მარცხში შინაგან საქმეთა მინისტრ რამიშვილსა და გენერალ კვინიტაძეს ადანაშაულებდა. გენერალს აცადეს საკუთარი პრეტენზიების გამოთქმა, ბოლოს საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი ჩაერთო.

-         ბატონებო, ჩვენ ევროპა და ერთა ლიგა დაგვეხმარებიან. ცივილიზებულ სამყაროში არავინ დაუშვებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ძალით ჩამოგდებას. ინგლისი და საფრანგეთი ჩვენ მხარდაჭერას გვიცხადებენ. ბოლშევიკების პარპაში დიდხანს არ გაგრძელდება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებული იყო მოკავშირეების დახმარებაში, მაგრამ გიორგი როგორც სამხედრო პირი ფიქრობდა რომ ქვეყანა პირველ რიგში ჯარს უნდა დაეცვა. მას დასაკარგი უკვე აღარაფერი ჰქონდა, ამიტომაც თავს უფლება მისცა წამომდგარიყო და ხმამაღლა ესაუბრა.

-         ჩვენ ძლიერი თავდაცვითი ზოლი გვაქვს საჯავახოზე, რომელსაც მტერი ვერ გაარღვევს. ჩვენს ჯარს მხოლოდ მცირე დახმარება სჭირდება, სანოვაგე გვითავდება.

-         გენერალო, თქვენ ავანტიურას გვთავაზობთ. - მიუგო შინაგან საქმეთა მინისტრმა, რაზეც გიორგი კიდევ უფრო გაბრაზდა.

-         ბატონო მინისტრო, სად იყვნენ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი შინაგანი ჯარები, როდესაც თბილისს უჭირდა? რატომ მიატოვეთ ნავთლუღის სიმაღლეები? რატომ მოხსენით თავდაცვითი ხაზი ტაბახმელადან და სოღანლუღიდან? თქვენი უგუნური მართვის შედეგია, აქ რომ ზიხართ და იმალებით. ერთხელ დამიჯერეთ, მე ვიცი მტრის შესაძლებლობები. ჯერ კიდევ არ არის გვიან.

გიორგიმ მთავრობის წევრებს გადახედა. ხმას არავინ იღებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას არავინ ეთანხმებოდა. როგორც ჩანს მთავრობას კაპიტულაცია ჰქონდა გადაწყვეტილი. გიორგის უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა საუბარი, მაგრამ ამასობაში კარზე კაკუნი გაისმა, კუპეში შემოვიდა მდივანი და შემოიტანა დეპეშა, რომელიც ოსმალეთის წარმომადგენლის ქიაზიმ ბეისგან იყო გამოგზავნილი. ყველანი დასხდნენ სკამებზე. ნოე ჟორდანიას იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა რომ ოსმალები მათ გარკვეულ დახმარებას აღმოუჩენდნენ. კუპეში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, ყველას აინტერესებდა შეტყობიების შინაარსი. მდივანმა ხმამაღლა დაიწყო დეპეშის კითხვა: „ოსმალეთი პრეტენზიას აცხადებს აჭარაზე. ჩვენი ჯარი რიცხვობრივად აღემატება ქართულ ჯარს. გაძლევთ სამ დღეს რომ მოსახლეობისაგან დაცალოთ ქალაქი ბათუმი.“

ჟორდანია განსაცდელში ჩავარდა, ერთი მხრიდან ბოლშევიკ მეამბოხეებს თითქმის მთლიანად ჰქონდათ დაკავებული საქართველო, ხოლო მეორე მხრიდან ოსმალეთის ჯარი აპირებდა შემოსვლას. საქართველოს ოსმალეთთან მეგობრული ზავი ჰქონდა დადებული, ამიტომ მისი დარღვევა ჟორდანიასთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო. როგორც ჩანს ქიაზიმ ბეიმ დაინახა რა, რომ საქართველოში კომუნისტები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, გადაწყვიტა აჭარის რეგიონი მიეტაცებინა. ჟორდანიამ საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა სიტუაციის გარკვევა. ამასობაში გენერალი მაზნიაშვილი კვლავ წამოდგა.

-         მე დამარცხებული მყავს ოსმალები ბათუმში, ნება მიბოძეთ დაგეხმაროთ.

სამი წლით ადრე გიორგის მართლა ჰყავდა თურქები დამარცხებული აჭარაში. 1919 წელს ოსმალებმა დროებით დაიკავეს ბათუმი. საქართველოს მთავრობამ მაშინ აჭარის განთავისუფლება გენერალ მაზნიაშვილს დაავალა. ბათუმის ბრძოლა სამ დღეს გაგრძელდა, რის შედეგადაც ქართულმა ჯარმა ოსმალები პირწმინდათ დაამარცხეს და აჭარიდან განდევნეს. გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში ერთადერთი გენერალი იყო, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცოდა ოსმალების ძლიერი და სუსტი მხარეები, თუმცა ამ ჯერზე მთავრობის მეთაურმა პრობლემის დიპლომატიურად მოგვარება გადაწყვიტა და გენერალს საჯავახოში დაბრუნება და თავდაცვითი ზოლის გამაგრება უბრძანა, თავად კი ქიაზიმ ბეისთან მოლაპარაკებებს შეუდგა.

1921 წლის 17 მარტს საქართველოს მთავრობა ბოლომდე დასუსტებული შეხვდა ქვეყნის ოკუპაციას, რომელიც ორი მხრიდან ვითარდებოდა. აღმოსავლეთ და ცენტრალური მხარე მთლიანად დაკავებული ჰქონდათ ბოლშევიკ მეამბოხეებს, რომლებსაც კომუნისტური წესწყობილების დამყარება სურდათ. მათ ზურგს საბჭოთა რუსეთის არმია უმაგრებდა, რომლის ჯარიც რამდენჯერმე აღემატებოდა ქართული ჯარის პირად შემადგენლობას. ამავე დროს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ოსმალეთის ჯარი ემუქრებოდა. გიორგი მაზნიაშვილი საჯავახოსკენ გაეშურა, მის თავში ათასი კითხვა ტრიალებდა.

დილით საჯავახოში სიმშვიდე იყო. ჯარისკაცები ნამიან ბალახზე იყვნენ წამოწოლილები და ისვენებდნენ. შიკრიკები პერიმეტრს აკონტროლებდნენ. მტერი არსად ჩანდა. მოშორებით ცხენზე ამხედრებული გიორგი გამოჩნდა, რომელსაც თანმხლები ცხენოსნები მოჰყვებოდნენ. ჯარისკაცები ფეხზე წამოდგნენ რომ გენერალს მისალმებოდნენ. პირველი გიორგის პოლკოვნიკი ქარუმიძე შეეგება. მეთაურები კარავში შევიდნენ სათათბიროდ.

ქარუმიძემ გიორგის ანგარიში ჩააბარა და ამცნო რომ ყველაფერი მშვიდად იყო. გიორგის პირიქით ცუდი ამბავი ჰქონდა. მთავრობა როგორც ჩანს არ აპირებდა ბრძოლის გაგრძელებას და საერთაშორისო მხარდაჭერის იმედზე იყო. სამხედროებმა ტაქტიკური საკითხები მოკლედ გაიარეს, რის შემდეგაც გიორგიმ მოსვენებისთვის ცოტა დრო ითხოვა. ყველა გავიდა ქარუმიძის გარდა, რომელსაც გიორგისთვის კიდევ ერთი ახალი ამბავი ჰქონდა.

-         ერთი ქალია ჩვენთან. სოფელში გეძებდათ და ჩვენებმა ამოიყვანეს. ამბობს რომ თქვენი მეუღლეა. ჩვენები თავზე ადგანან ზედამხედველად, ბოლშევიკების ჯაშუში არ აღმოჩნდეს. სურათზე რომ ვნახე, იმას არ გავს. იარაღი არ აქვს.

გიორგიმ ანიშნა რომ შემოეშვათ ქალბატონი. ქარუმიძე გავიდა. გიორგიმ ჩოხა გაიხადა და თავის მაგიდასთან გაჭიმულ ლოგინზე წამოწვა დასასვენებლად. ქალის ამბავი საერთოდ არ აინტერესებდა, ის ახლა სხვა რამეზე ფიქრობდა. ქიაზიმ ბეის მუქარამ აჭარის დაპყრობაზე გენერალი დიდ საგონებელში ჩააგდო. რა მოხდებოდა თუ პრობლემა დიპლომატიურად ვერ მოგვარდებოდა? საქართველოს ჯარი ორ ფრონტზე ომს ვერ გაუმკლავდებოდა, თანაც თუ ოსმალები ბათუმში გამაგრდებოდნენ, მაშინ აჭარის დასაბრუნებლად დიდი ომი გახდებოდა საჭირო.

სანამ გიორგი აჭარაზე ფიქრობდა კარავში საშუალო სიმაღლის სოფლის ქალი შემოვიდა. გიორგი წამოიმართა და მეუღლეს თვალი გაუსწორა. ქალბატონი ერთხანს ჩუმად უყურებდა გიორგის, რომელსაც არანაირი ემოცია არ გაუჩნდა მის დანახვაზე.

-         შეიძლება? - ჩუმად იკითხა ქალმა. გიორგი წამოდგა ლოგინიდან და ხმა აიმაღლა.

-         აქ რა გინდა ქალო?

-         მასე უნდა მელაპარაკო? ამხელა გზა გამოვიარე. - დამცირებული ხმით მიუგო ქალმა.

-         ქალო გაიგე, ომია. შენი ადგილი აქ არაა. - უხეშად მიუგო გიორგიმ.

-         მასე ნუ მელაპარაკები.

გიორგი მიხვდა რომ ზედმეტად ეუხეშა მეუღლეს და დასასწყნარებლად მოეხვია.

-         აქ საშიშია ყოფნა. წადი სახლში.

-         შენგან არც წერილები მომდის, არც არანაირი ცნობა. ხომ უნდა ვიცოდე ცოცხალი ხარ თუ მკვდარი?

-         ქალო ომია აქ. წერილებისთვის მცალია?

გიორგის მეუღლე მოიღუშა, მან რასაკვირველია იცოდა რომ შუა ომის დროს წერილების საწერად არავის ეცალა. მეტიც, წერილებს გენერლის ადგილსამყოფელი შეიძლება გაეთქვა, ამიტომ მათი გზავნა აღმოსავლეთის მიმართულებით, სადაც ბოლშევიკები იკიდებდნენ ფეხს საშიშიც კი იყო. ყველაფერ ამას გიორგის მეუღლე ხვდებოდა, თუმცა მისი მოსვლის მიზეზი სხვა რამ იყო. ქალბატონმა გიორგის თვალებში ჩახედა და ჩაეკითხა.

-         სოფელში ჭორები დადის რომ წერილებს აგზავნი დასავლეთის მიმართულებით ვიღაც ქალთან.

-         ნუ უსმენ ჭორებს. - გადაჭრით უპასუხა გიორგიმ, შემდეგ ქარუმიძეს დაუძახა და ქალბატონის გაცილება დაავალა.

ისინი ცივად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ორივემ ზუსტად იცოდა რომ გიორგი წერილებს ნამდვილად აგზავნიდა ბათუმში, მაგრამ ამ თემაზე საუბრის გაგრძელების საშუალება გიორგიმ მეუღლეს არ მისცა. ჯარისკაცებმა ქალბატონი უახლოეს სოფლამდე მიაცილეს, საიდანაც ის კასპისკენ გაუშვეს ეტლით. გიორგი უხასიათოდ წამოწვა ლოგინზე და სცადა დაძინება. მას თითქოს საერთოდ არ ანაღვლდებდა მეუღლის დარდი, თუმცა მისთვის ძალიან საეჭვო და თანაც სახიფათოდ ჩანდა რომ პირადი მიმოწერის შესახებ ქვეყნის სულ სხვა მხარეს, კასპში გაიგეს. როგორც ჩანს მის წერილებს ბათუმში ადრესატის გარდა კიდევ ვიღაც სხვაც კითხულობდა.

საღამოს შტაბში სიწყნარე იყო. შიკრიკებს მტრის მოახლოება არ შეუნიშნავთ, ამიტომაც ჯარისკაცები მშვიდ განწყობაზე იყვნენ. გიორგი თავის კარავში იყო და ყოველ წამს კითხულობდა ამბებს. აჭარიდან არანაირი ცნობა არ მოდიოდა, ვითარება გაურკვეველი იყო. გიორგი გარეთ გამოვიდა ჰაერი ჩაისუნთქა. ქარუმიძე იქვე კოცონთან ითბობდა ხელებს. ბანაკში შიკრიკი მივიდა და გენერალს ტელეგრაფით მიღებული შეტყობინების შესახებ აუწყა. გიორგიმ სასწრაფოდ შეიყვანა შიკრიკი კარავში, მასთან ერთად ქარუმიძე და სხვა ოფიცრები შევიდნენ. შიკრიკმა სატელეგრაფო შეტყობინება წაიკითხა: „გენერლებს მაზნიაშვილს, ანდრონიკაშვილს, წულუკიძეს, ზაქარიაძეს, ჯიჯიხიას. დაუყოვნებლივ დაიშალოს სამხედრო ნაწილები. მთავარსარდალი კვინიტაძე.“

ბრძანების გაგონებაზე გიორგის თავზარი დაეცა. სამხედრო ნაწილების დაშლა უპირობო კაპიტულაციას ნიშნავდა. გაუგებარი იყო რა განზრახვა ჰქონდა მთავრობას, რა ბედი ეწეოდათ ჯარისკაცებს, როგორ მოგვარდა აჭარის საკითხი. ბრძანებამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა ვიდრე პასუხი. ქარუმიძეც გაოგნებული იდგა. გიორგი სასწრაფოდ შეახტა ცხენს და გაქუსლა რომ როგორმე მაინც გაეგო რა ხდებოდა. ის თავის თანმხლებ ცხენოსნებთან ერთად მიაჭენებდა. ღამის ბნელ ტყის მასივს მხოლოდ მთვარის შუქი და თანმხლები პირების ნათურები ანათებდა. თავზე ხელაღებული გიორგი მთელი სიჩქარით მიაჭენებდა ცხენს. მას დასაკარგი უკვე არაფერი ჰქონდა.

 

VI

 

დილით ბათუმის სანაპიროზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. მზიანი ამინდის მიუხედავად საკმაოდ ციოდა. რვა საათი იყო და ამ დროს, როგორც წესი, მეთევზეების გარდა პლიაჟზე არავინ გამოდიოდა, თუმცა იმ დღეს რამდენიმე ათეული მოსახლე სანაპირო ზოლზე იყო ჩამწკრივებული და ზღვას უყურებდა. მზე ახალი ამოსული იყო, დაწყნარებული ზღვის ჰორიზონტზე მხოლოდ ერთი გემი მოსჩანდა. ეს უცხოური კრეისერი იყო, რომელიც შავ ზღვაში მიცურავდა. გიორგი მაზნიაშვილიც იქვე ცხენზე ამხედრებული იდგა და სასოწარკვეთილი თვალებით შორს მიმავალ გემს უყურებდა.

ქუჩაში პატარა ბიჭი დარბოდა და პროკლამაციებს არიგებდა. ის ხმამაღლა ყვიროდა: მთავრობა გაიქცა! მთავრობა გაიქცა!

სანაპიროზე ნელ-ნელა მატულობდა ხალხის რაოდენობა. ისინი უყურებდნენ შორს მიმავალ გემს და მასთან ერთად გაქცეულ მთავრობას. ხმას არავინ იღებდა, ყველანი ჩუმად იდგნენ და თავს მიტოვებულად გრძნობდნენ. მათ ჯერ არ იცოდნენ რომ აჭარის სამხრეთ საზღვართან ოსმალეთის მრავალრიცხოვანი ჯარი იყრიდა თავს. იქ მყოფთაგან ეს მხოლოდ გენერალმა მაზნიაშვილმა იცოდა, რომელიც გაყინული თვალებით უყურებდა გაქცეულ მთავრობას. ჰორიტონტზე მცურავი გემი ომის წაგების ყველაზე აშკარა სიმბოლო იყო. მასთან ერთად თითქოს მიდიოდა ქვეყნის მომავალიც.

გიორგის ცხენოსანი შიკრიკი მიუახლოვდა და ჩუმად გააგებინა რომ ბოლშევიკები აჭარის ყველა სტრატეგიულ ობიექტს უბრძოლველად იკავებდნენ. ყველა ვინც საქართველოს მთავრობის მხარეს იბრძოდა კანონგარეშე იყო გამოცხადებული და ნებისმიერ მოსახლეს ეძლეოდა უფლება ისინი მოეკლათ. გიორგი მაზნიაშვილი, როგორც ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი, საშიშ დამნაშავედ იყო გამოცხადებული და მასზე ძებნა იყო დაწყებული. ბოლშევიკებს უკვე დაპატირებული ჰყავდათ საქართველოს გენერლები და სხვა მაღალი წოდების სამხედრო პირები. გიორგი იყო ერთადერთი გენერალი, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფლად დადიოდა ქუჩებში, ამიტომ მეამბოხეები მას ყველგან დაეძებდნენ. გიორგიმ შიკრიკს გადახედა და ნაღვლიანი, მაგრამ მკაცრი ტონით უბრძანა:

-         დაშალეთ ჩვენი რაზმი. აზრი არ აქვს ბრძოლის გაგრძელებას, მთავარსარდალი გაიქცა.

-         თქვენ რას იზამთ? როგორც გავიგე ღამით ბოლშევიკებმა თქვენი დაპატიმრების ბრძანება გასცეს. ახლა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პოლიციისა და ჯარის ნაწილები თქვენ დაგეძებენ.

გიორგიმ პასუხი არ გასცა, რაღაცაზე ჩაფიქრდა და შემდეგ ისე გაქუსლა რომ შიკრიკმა იმის კითხვაც კი ვერ მოასწრო თუ საით მიდიოდა გენერალი.

ბათუმის ცენტრში ამ დროს სიმშვიდე სუფევდა. მთავრობის გაქცევის შესახებ ჯერ მხოლოდ ქალაქის იმ ნაწილმა იცოდა, ვინც დილით უცხოური გემის წასვლა დაინახა. ქუჩებში მდიდრული ეტლებით კვლავ გადაადგილდებოდნენ ადგილობრივი ბურჟუაზიის წევრები, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ვიწრო ქუჩებში გამოფენილ ფრანგული სტილის კაფეებში კვლავ ჩამომსხდარი იყვნენ სხვადასხვა ასაკის აჭარლები და თურქულ ყავას მიირთმევდნენ. ქალაქში ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა, თითქოს ბოლშევიკებთან ბრძოლა აქეთ არც კი გაეგოთ.

ბათუმი, რომელსაც მაშინ ბათომს ეძახდნენ, ევროპული გემოვნებით აშენებული დახვეწილი ქალაქი იყო, რომელზეც იგრძნობოდა ავსტრიელი და ბრიტანელი არქიტექტორების გავლენა. ვიწრო ქუჩებზე ორ-სამ სართულიანი ლამაზად მორთული სახლებით იყო ჩამწკრივებული. ცენტრალურ ქუჩაზე არტ ნუვოს სტილში აგებული კინოთეატრი „აპოლო“ ამერიკულ ფილმებს უჩვენებდა. კინოთეატრები იმ დროს მხოლოდ მდიდრულ და დახვეწილ ქალაქებში გვხვდებოდა. ბათუმში მამაკაცები ინგლისური შლიაპებით და პიჯაკებით დადიოდნენ, ხოლო ქალბატონებს ფრანგულ კაბები ეცვათ. ქალაქში განსაკუთრებული არისტოკრატული აურა სუფევდა, რაც ბათუმს დანარცენი საქართველოსაგან გამოარჩევდა.

აზიზეის მოედნიდან ბულვარისაკენ მიმავალ ერთ ვიწრო ქუჩაზე ბრიტანულ სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი იდგა. შენობა მუქი ფერის ქვისგან იყო აგებული, კარებებზე რომაული გუმბათები ეკიდა, კედლები სხვადასხვა ტიპის ჩუქურთმებით იყო მორთული, ხოლო ფანჯრებს შინდისფერი ფარდები ამშვენებდა. სახლს გვერდებზე პალმები ჰქონდა შემორტყმული, რაც იქაურობას დამატებით ხიბლს აძლევდა.

სახლის აივანზე ახალგაზრდა, ოცდაათიოდე წლის ევროპული გარეგნობის გოგო იდგა და ოთახის შიგნით ვიღაცას ესაუბრებოდა. ქალბატონი მეგი აჭარელი თავადის ანზორ ნაკაშიძის ქალიშვილი იყო. მას ტანში გამოყვანილი მუქი ფერის ფრანგული კაბა ეცვა, ხოლო შიგნით თეთრი ხუჭუჭა პერანგი, რომლის სახელოები განსაკუთრებული ოსტატობით იყო დახვეული. თავისი მომხიბლველი და უცხოური გარეგნობის გამო, მეგი ნაკაშიძე მთელს აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა. ის აივნიდან ოთახში საუბარს აგრძელებდა, როდესაც სახლის წინ ფეხით მომავალი გენერალი გამოჩნდა. მეგიმ გიორგის დანახვაზე საუბარი უმალვე შეწყვიტა და სახლში შევიდა.

გიორგი მოუთმენლად ელოდა ახალგაზრდა ქალის გამოჩენას. ჯიბეში მისი ძველი სურათი ედო და ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა მას. სახლის კარი არ იღებოდა. გიორგი იქვე ბოლთას სცემდა. დრო თითქოს უსაშველოდ იწელებდა. გიორგი ხან აქეთ-იქით დადიოდა, ხან ერთ ადგილას იდგა. ბოლოს როგორც იქნა სახლის კარი გაიღო და მეგი ნაკაშიძე გარეთ გამოვიდა. მათ ერთმანეთს შეხედეს. გიორგის მეგი ისე ენატრებოდა რომ შეეძლო საათობით დამტკბარიყო მისი ყურებით, მაგრამ ახლა დროის გაყვანა არ შეიძლებოდა, ამიტომ გიორგიმ მეგისკენ სწრაფად გადადგა ნაბიჯი. ახალგაზრდა ქალი თითქოს შეწუხდა გენერლის დანახვით.

-         აქ რას აკეთებ? - უთხრა მეგიმ.

-         შენს სანახავად მოვედი. - აღელვებული ხმით მიუგო გიორგიმ.

-         მე არ ველოდი ამ ვიზიტს.

-         მეგი არ მაქვს კარგი ამბავი.

-         რა ხდება? მშვიდობაა?

-         მეგი, აქ ცოტა ხანში ცუდი ამბავი მოხდება.

-         რა ხდება?

-         მეგი ბათუმს განსაცდელი ელის.

-         რა ხდება?

-         თურქები აპირებენ ქალაქის დაკავებას. უნდა წამომყვე, აქ დარჩენა არ შეიძლება.

მეგი ჩაფიქრდა, ერთის მხრივ ის არ იყო მზად რომ ასე სწრაფად ყველაფერი მიეტოვებინა, მეორეს მხრივ მას და გიორგის ერთმანეთი დიდი ხანია არ ენახათ, ამიტომ მასთან ერთად გაქცევის სურვილი საერთოდ არ ჰქონდა.

-         მე ვერ წამოვალ. - ცივად მიუგო ახალგაზრდა ქალმა.

-         გთხოვ.

-         ოჯახს ვერ მივატოვებ.

-         ოჯახიანად წამოდი.

-         მე სახლს ასე ვერ დავტოვებ. არ ვაპირებ გაქცევას. - გადაჭრით მიუგო მეგიმ.

გიორგიმ განაგრძო ხვეწნა, მაგრამ მეგი უარზე იყო.

-         არ წამოვალ.

-         მეგი, აქ საშინელება დატრიალდება.

-         გადავრჩებით.

-         მეგი აჭარას ვერავინ დაიცავს, მთავრობა გაიქცა.

-         ვიცი.

-         საიდან?

მეგი მშვიდად შეტრიალდა სახლისკენ. გიორგიმ შესასვლელი კარების ფარდის უკან მამაკაცის სილუეტი დაინახა. მეგის ნიშანზე სახლის კარი გაიღო და გარეთ გამოვიდა ბოლშევიკების მწვანე ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში მაუზერი ეჭირა. მამაკაცის დანახვაზე გვერდითა ქუჩებიდან ორი ბოლშევიკი ჯარისკაცი გამოვიდა და გიორგის ალყა შემოარტყა. სამივე ბოლშევიკმა იარაღი დაუმიზნეს გიორგის.

-         ჩემს სახლში არ გაბედოთ! - დაიძახა მეგიმ.

-         ეს ვინ არის? - გაბრაზებული და დამცირებული ტონით იკითხა გენერალმა.

სახლიდან გამოსულმა ახალგაზრდა მამაკაცმა პირველმა უპასუხა.

-         აჭარის რევკომის თავმჯდომარე, ამხანაგრი თენგიზ ჟღენტი.

-         ჩემი საქმრო. - ჩუმი ხმით მიუგო მეგიმ.

-         რევკომი რა არის? - იკითხა დაბნეულმა გიორგიმ.

-         თქვენი მთავრობა გაიქცა, ამიერიდან ქვეყანას მართავს დროებითი მთავრობა, რომელსაც რევოლუციური კომიტეტი ჰქვია. მეც ამ კომიტეტის აჭარის თავმდჯომარე ვარ.

-         დაუშვით იარაღები, გთხოვთ. - დაიძახა მეგიმ.

თანგიზ ჟღენტი მეგის ბრძანებას დაემორჩილა, მასთან ერთად იარაღები დაუშვეს თანმხლებმა ჯარისკაცებმა. გიორგი გამწარებული იდგა. ის თენგიზ ჟღენტს პირდაპირ თვალებში უყურებდა. აჭარის რევკომის თავმჯდომარე კი, როგორც გამარჯვებული მოწინააღმდეგეს ამაყად უყურებდა სიამოვნებას იღებდა მისი დამცირებული მდგომარეობით.

თენგიზ ჟღენტი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა მებრძოლი იყო. სახეზე ძველი ნაიარევი ჰქონდა შემორჩენილი, რაც მას გარკვეულ მომხიბლველობას აძლევდა. ის გიორგიზე უმცროსი იყო, მაგრამ მის მსგავსად უხეში მანერები ჰქონდა. ორივე მამაკაცს ერთმანეთთან ბევრი საერთო ჰქონდათ. ისინი მცირე ხანს ერთმანეთს უყურებდნენ. პაუზა პირველმა გიორგიმ დაარღვია.

-         თურქები ბათუმის დაკავებას აპირებენ, სჯობს დროზე გააღწიოთ აქედან.

ამ ნათქვამზე თენგიზ ჟღენტი კიდევ უფრო გაიჭიმა წელში და დამცინავი ტონით მიუგო.

-         თქვენ ძებნაზე ხართ აყვანილი და ყველას შეუძლია თქვენი მოკვლა. ახლა მთელი ქვეყნის რევოლუციური ჯარი თქვენ გეძებთ. ასე რომ სჯობს თავად გაასწრო აქაურობას. სიამოვნებით ჩაგაძაღლებდი აქვე, რომ არა... - ჟღენტმა მეგის გადახედა, შემდეგ კი განაგრძო. - ამჯერად დაგინდობ. გირჩევ ეგ ფორმა გაიხადო, თორემ ყველა გიცნობს და უფრო მალე მოგკლავენ.

გიორგიმ მეგის შეხედა და ბოლოჯერ სცადა მისი დარწუნება.

-         მეგი გთხოვ, აქაურობას განსაცდელი ელის.

გიორგის ამ ნათქვამს მეგიმ სრული სიჩუმით უპასუხა, რაზეც თენგიზ ჟღენტს კიდევ უფრო მოემატა ამპარტავნული ტონი.

-         ხომ ხედავ ხმასაც არ გცემს. დროზე გაგვასწარი აქედან, თორემ მართლა გესვრი.

-         მეგი გთხოვ. - ისევ მიუგო გიორგიმ მეგის.

-         თავი დაგვანებე. - უთხრა მეგიმ და სახლისკენ შებრუნდა. გიორგიმ მეგის თვალები გააყოლა.

-         ვერ გაიგე რა გითხრეს? დროზე გაგვეცალე, სანამ გადავიფიქრე და გესროლე. - მიუგო ჟღენტმა.

გიორგი ძლივს იკავებდა სიმწრის ცრელებს. მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან. თენგიზ ჟღენტი მაუზერის ლულით დამცინავად ანიშნებდა რომ წასვლა დაეჩქარებინა. ბოლოს გიორგი კუთხეში მდგარ ცხენთან მივიდა, ნელა შემოაჯდა და იქაურობას გაეცალა. რევკომის თავჯდომარე კმაყოფილი სახით უყურებდა გენერლის წასვლას.

გიორგი სწრაფად მიაჭენებდა და სიმწრის ცრემლები ზდიოდა. იმ ღამეს ბოლომდე დამცირებული გენერალი საჯავახოში დაბრუნდა და რაზმის დაშლის ბრძანება გასცა. ყველას დაევალა იარაღი დაეყარათ და სახლებში წასულიყვნენ. ქვეყანას არც მთავრობა და აღარც მთავარსარდალი ჰყავდა. ხელისუფლებაში რევოლუციონერები იყვნენ მოსულები, ხოლო აჭარის რეგიონს ოსმალები იკავებდნენ. საქართველოს არმიის უაკანსკელი გენერალი კი ძებნაში იყო გამოცხადებული და მისი მოკვლა ყველას შეეძლო, რისთვისაც სავარაუდოდ საკმაოდ დიდ ანაზღაურებასაც აიღებდნენ.

 

VII

 

მეორე დილას მეგი ნაკაშიძე უჩვეულო ქუჩის ხმაურმა გააღვიძა. აზიზეის მოედანზე ხალხმრავლობის ხმა ისმოდა. მეგი ნელ-ნელა წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ფარდიდან რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი დაინახა, რომლებმაც მისი სახლის ქვეშ ჩაიქროლეს. მეგიმ ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა, საიდანაც ვიწრო ქუჩის გასწვრივ ბათუმის ცენტრალური მოედანი და ფოსტა-ტელეგრაფის შენობა ჩანდა. ქუჩებში უცხო ქვეყნის ფორმაში გამოწყობილი ცხენოსნები იდგნენ და ყველა ქუჩის შესასვლელს აკონტროლებდნენ. მეგის სახლის ქვეშ მეთოფეები პატრულირებდნენ, ჯარისკაცებს თავზე მუქი წითელი ფერის ოთხკუთხედი ბერეტები ეხურათ. ისინი უცხო ენაზე ხმამაღლა საუბრობდნენ. მეგის მაშინვე ეცნო მეზობელი თურქების კილო და შეშინებული შებრუნდა ოთახში.

იმ დილას ბათუმში ათასობით თურქი ცხენოსანი სრულიად უბრძოლველად შემოვიდა. მათ ჯერ ფოსტა-ტელეგრაფი, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს. ქალაქის ცენტრში გამაგრების პარალელურად პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებითი ბლოკპოსტების მშნებლობა იყო დაწყებული. ქალაქის შესასვლელთან ჯარისკაცები მიწით სავსე ტომრებს ერთმანეთზე ალაგებდნენ. ბათუმში ყველა საპოლიციო თუ საჯარო ნაწილმა იარაღები დაყარა, რის შედეგადაც რეგიონის სამხედრო ინფრასტრუქტურა მთლიანად ოსმალების ხელში აღმოჩნდა. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც მტრის შემოსვლის შესახებ იცოდა ყველა გზით ცდილობდა ქალაქიდან გასვლას, თუმცა აჭარლების ძირითადმა ნაწილმა მხოლოდ იმ დილით გაიგო რეგიონის ოკუპაციის შესახებ.

თურქი ჯარისკაცები კედლებზე პლაკატებს აკრავდნენ, რომლითაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინათ ქალაქი. ადმინისტრაციულ შენობებზე წითელი დროშები აღიმართა, რომლებზეც თეთრი ნახევარმთვარე იყო გამოსახული. ქალაქი პანიკამ მოიცვა.

მეგი შეშინებული უყურებდა მის ქუჩებში გამაგრებულ უცხო ქვეყნის ჯარისკაცებს. არავინ იცოდა რაში იყო გამოსავალი. ხელისუფლებამ წინა დღეს მიატოვა ქვეყანა და აჭარის მოსახლეობა მხოლოდ რევოლუციური კომიტეტის იმედად იყო დარჩენილი.

მოვლენების პარალელურად სოფელ მახინჯაურში ბოლშევიკები საგანგებო შეკრებას აწყობდნენ, სადაც უნდა გადაეწყვიტათ სამოქმედო გეგმა. საქმეს ის ართულებდა რომ მათ არათუ გეგმა, არამედ  კვალიფიციური სამხედრო პირებიც კი არ ჰყავდათ, რომლებიც ოსმალებთან ბრძოლას გაუძღვებოდნენ. რუსეთის მე-11 არმიას თავისი საქმე გაკეთებული ჰქონდა, ამიტომ მათი სარდლობა თურქებთან ომზე უარს აცხადებდა. ბოლშევიკები დიდ საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი. მათი ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღეს საქართველო თავის ისტორიულ რეგიონს კარგავდა.

აჭარისგან ოდნავ მოშორებით საჯავახოში სრული სიწყნარე იყო. შტაბი თავის ჯარიანად დაშლილი იყო. გიორგი თავის კარავში მაგიდასთან იჯდა. წინ მეგის სურათი ედო, ხოლო გვერდზე არყის ცარიელი ბოთლი, რომელსაც ის მთელი ღამის განმავლობაში ნელ-ნელა სვამდა. გიორგის დამთავრებული ჰქონდა წერილის წერა და ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან. მან წერილი კიდევ ერთხელ გადაიკითხა, ალბათ მეათეჯერ, შემდეგ ჯიბიდან ამოიღო ნაგანის ტიპის რევოლვერი, შეამოწმა დატენილი იყო თუ არა და რამდენჯერმე ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა. ბოლოს შუბლზე მიიდო. ასე დარჩა ერთხანს. შემდეგ მაგრად მიიჭირა რევოლვერის ლულა საფეთქელთან. ხელები აუკანკალდა და რევოლვერი უკან ჩამოიღო. იმ ღამეს მან სამჯერ სცადა თავის მოკვლა, თუმცა ვერცერთხელ ვერ მოახერხა სასხლეტისთვის დაჭერა. გიორგის ადვილად შეეძლო მტრის ჯარისკაცისთვის ესროლა, მაგრამ საკუთარ შუბლზე მიდებულ იარაღს ვერაფრით ვერ გამოჰკრა. მას თითქოს სხვა გზა არ ჰქონდა, ან უნდა მოეკლა თავი ან  ბოლშევიკებს ჩაბარებოდა ტყვედ. მას ან ვინმე მოკლავდა ქუჩაში ან მეტეხის ციხეში დახვრეტდნენ. ამასობაში გარეთ ცხენის ფლოქვის ხმა გაისმა. გიორგიმ ნაგანი მოიმარჯვა და გარეთ გავიდა.

საჯარისო ნაწილები თითქმის მთლიანად დაშლილი იყო, ტექნიკაც პრაქტიკულად გატანილი ჰქონდათ. ერთეული სამხედრო მოსამსახურეები ბოლო ნივთებს ალაგებდნენ. გიორგი გარეთ გამოვიდა. ნისლიან ამინდში ცხენოსანი ძლივს მოსჩანდა. ის პირდაპირ შტაბისკენ მოაჭენებდა. გიორგიმ ნაგანი მოიმარჯვა და ცხენოსანს დაუმიზნა. მხედარმა ცალი ხელი ასწია იმის ნიშნად რომ გიორგის არ ესროლა. ცოტა ხანში მხედარი უკეთესად გამოჩნდა. ის შიკრიკი იყო. გიორგი მას მიესალმა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა.

-         გენერალო დავალებული მაქვს უახლოეს ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში მისვლა გთხოვოთ.

-         რა ხდება?

-         სასწრაფო საქმეზე ცდილობენ თქვენთან დაკავშირებას?

-         ვინ ცდილობს ჩემთან დაკავშირებას?

-         არ ვიცი, საიდუმლოა.

-         ვინ დაგავალა?

-         ფოსტა-ტელეგრაფის ადმინისტრატორი გეძებდათ სოფელში.

გიორგი ჩაფიქრდა, ის ვერ ხვდებოდა ვის შეიძლება მასთან სასწრაფო საქმე ჰქონოდა.

-         ნუ გეშინიათ, ოსმალებს ჯერ ის ტერიტორია არ დაუკავებიათ. - მიუგო შიკრიკმა.

-         ბოლშევიკებს?

-         ბოლშევიკებს ალბათ კი, მაგრამ იქ არცერთი სამხედრო არ დამინახავს.

გიორგი კვლავ ყოყმანობდა. ბოლოს გადაწყვიტა მაინც გაერისკა. მან ნაგანი ჩაიდო, ცხენს მოახტა და შიკრიკს გაყვა.

ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი იყო დარჩენილი. აჭარის ოკუპაციის შესახებ ხმა მალე გავრცელდა და რეგიონის მიმდებარედ ხალხი უკვე ერიდებოდა სტრატეგიულ ობიექტებთან ახლოს მისვლას. მოლოდინი იყო რომ ოსმალები შეტევის ხაზს გააფართოვებდნენ. შენობაში მყოფი რამდენიმე თანამშრომელი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა კავშირს დანარჩენ საქართველოსთან.

გიორგის დანახვაზე ყველამ შვებით ამოისუნთქა. გენერალს მოახსენეს რომ თურმე მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, არა მხოლოდ ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომლები, არამედ მთელი ქვეყნის ტელეგრაფებში იგზავნებოდა შეტყობინებები, რომ რადაც არ უნდა დამჯდარიყო ეპოვნათ გენერალი მაზნიაშვილი. ძიების მიზეზს არავინ ამბობდა, მხოლოდ იმას იძახდნენ რომ გენერალს „ზევიდან“ ეძებდნენ. გიორგის ვერ გაეგო ვინ იგულისხმებოდა ზემდგომში. ერთადერთი რაც მან იცოდა იყო ის რომ კომუნისტები მას მოსაკლავად დაზდევდნენ და პრემიაც კი ჰქონდათ დაწესებული. ამიტომ გიორგი ყოველ წამს მოელოდა ხიფათს და ცალი ხელი ნაგანზე ედო. სადგურში შესაძლოა ხაფანგი ყოფილიყო დადებული.

ფოსტა-ტელეგრაფის უფროსმა თანამშრომელმა სასწრაფოდ გადარეკა უახლოეს სადგურში და მოახსენა რომ გენერალი მაზნიაშვილი მათთან იყო. გიორგი კვლავ დაძაბული ათვალიერებდა იქაურობას. მის დასაპატიმრებლად ან მოსაკლავად შეიძლება ნებისმიერ დროს მოსულიყვნენ. მცირე ლოდინის შემდეგ ფოსტის უფროსმა თანამშრომელმა გიორგი იხმო და მას ყურმილი გაუწოდა. გიორგიმ ყურმილი ფრთხილად გამოართვა და ყურზე მიიდო. გიორგის ტელეფონში მამაკაცის ნაცნობი ხმა მოესმა. გენერალი ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ ადამიანისგან ელოდა ზარს.

-         ხაზზეა აჭარის რევკომის თავმჯდომარე ამხანაგი თენგიზ ჟღენტი.

-         გისმენთ.

-         თქვენი დახმარება გვჭირდება სასწრაფოდ.

10 მაისი, 2020 წ.
სრულად
დამიჯერე, არ დამიჯერო...

წინასიტყვაობა

გზა რომელიც გვირაბის ბოლოს გაივლის ახლოა და ახლა მიკრო ავრობუსით მივქრივარ მისკენ. რაღაცნაირი განცდაა... ადრე სხვანაირად ვფიქრობდი თუ წარმომედგინა, ,,ნუ" როგორც არის. იყო ფიქრის წამი, რაც ამ გზაზე შიშს მგვრიდა, ან შვებას, ან მაინც სადღაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა და ყოველჯერზე ვბრუნდებოდი ირეალური სამყაროდან, შინ, საღ ფიქრებში...  და ახლა, როცა უკვე ეს მხოლოდ ფანტაზია არ არის და რეალობაა, უცნაური განცდა მაქვს, თითქოს შორეულ, დაუღაალავ მოგზაურობაში მივდივარ....

ჩვეულებრივი მოგზაურობისას მინიდან მორბენალ ხეებს ვხედავდი: ტოტებგაშლილს, დაფოთლილს, აყვავილებულს... ან  გაშიშვლებულს, დაბერებულს, დაფურუტებულს.  ახლა კადრები დარბიან: მხიარული, ბედნიერი, ბავშვური, უბედური, მტკივნეული, ცრემლიანი, ღიმილიანი... მერე ისევ ცრემლიანი, რომელსაც სიცილიანი ცვლის და ბოლოს, ბოლო კადრს ვუცქერ სარკეში. მას სიცარიელე ჰქვია, მშვიდი სიცარიელე...

გვირაბის ბოლოს სინათლე ოპტიმისტი ადამიანების იმედი ყოფილა. გარდაცვალება, ანუ გარდასახვა, კიდევ ხავსზე მოჭიდება....  ბოლო წამი ერთადერთი ფიქრია, დამწუხრებული დედა, გამწარებული  და ცარიელი მეგობრები...

მივდივარ და ვცდები გვირაბის ბოლოს, იქ არავინ და არაფერი  მხვდება.  არც მობრუნების კი არა , უკან მოხედვის სურვილიც კი არ მაქვს და უბრალოდ ვხუჭავ თვალებს, ვიმახსოვრებ დედიწიდან დანახულ ცას, არ მინდა ციდან დანახული ადამიანები.... არ მინდა საბოლოო სიკვდილი... მარადისობაში ვმკვიდრდები, როგორც თვალდახუჭული  სული...    და ... და გაელვება... იქნებ იყო რაღაც სიმართლეც ამ დიდ ტყუილში...

 

I თავი

_იქნებ ფსიქიატრი მჭირდება...
_რატომ ფიქრობ ასე?
_მეგობრებთან ყოფნაც კი არ მსურს.
_თუ არ შეეხმიანე როგორ გაიგებ?
_ მართლა ცუდად ვარ, მეტი აღარ შემიძლია. ექიმი მეუბნება ჯანმრთელი ხარო. თქვენ რთული პერიოდი გაქვს და გონებით უნდა მართო სიტუაცია, თავს მოერიოო.  მე  კი ვინც ვიცი ჩემი მდგომარეობა ვგრძნობ, რომ შინაგანად ვიშლები და დროზე თუ არ ... არავის არავის გესმით ჩემი...
_ევააა!
კიბეზე მომესმა ჩემი სახელი, ევა, მაგრამ მთელი ძალით გავრბოდი... გავრბოდი მანამ სანამ ქვაზე ფეხი არ წამოვკარი, არ დავეცი. მხოლოდ წამოდგომისას  გავიაზრე,  რომ ზღვის პირას ვიყავი. ალბათ, ნახევარი საათი მაინც მოვრბოდი.  დაღლას ვერ ვგრძნობდი. გზის გახსენებას ვცდილობდი,- საიდან,  როგორ, რანაირად მოვედი... როგორ გადმოვკვეთე ათამდე გზა, ქუჩა. პირველად ვიყავი მარტოდ ზღვაზე, სულ მსურდა გამოსვლა, მაგრამ მეშინოდა, ვინმე გიჟს არ გადავეყარო-მეთქი. ახლა კი  სულერთია ჩემთვის ამიტომაც დავეცი მუხლებზე.  მინდოდა მეტირა და გული ამომერეცხა, ცრემლი არ მქონდა, მომინდა მეყვირა ემოციებისგან დაცლა და ხმასაც მივეტოვებინე…საკუთარ ხმას.  შემდეგ უბრალოდ მივაშტერდი ზღვის  სივრცეს უაზროდ. ისევ ისე მესმოდა ფსიქოლოგის ძახილი:-ევაა!
ევააა!.. ევააა!
უცებ გამინათდა გონება და მივხვდი, რომ სწორედ ჩემი სახელი იყო ჩემი უბედურების მიზეზი.  განა ევამ შესცოდა პირველმა?!... განა ევამ არ დაგვაკარგვინა სამოთხე?!.... განა უფალმა არ დასწყევლა ევა, შვილი ტანჯვით გეშობოსო?!... ტანჯვით არ მიშობია, საკუთარი შვილის სიყვარული არ ვიცი როგორია. აი, სხვისი შვილები კი, სხვისი შვილები მინელებენ... არა, ისინი არა, მათი ,,განათლებული“ მშობლები...

თვალწინ თითოეული აღსაზრდელის მზიანი სახე მიელავს, ზოგის პაწუა  თითები თმაზე მეფერება, ზოგის ტუჩები ლოყაზე მეხება, ზოგის ხმა მიმღერის და ვგრძნობ რომ ვიღიმი.... ჩანთიდან ვიღებ ნერვოპათოლოგის მიერ გამოწერილ დამამშვიდებლებს. ფეხის ტკივილი მაწუხებდა და სტერის ბრალიაო. ამიტომაც ანტიდეპრესანტები გამომიწერა, მაგრამ უშედეგოა. ხელში ვატრიალებ და  ვყრი ზღვაში. ვდგები ნელა,  ვბრუნდები სახლში.        ვფიქრობ და ვხვდები, რომ საკუთარ ტკივილს თავად უნდა გავუმკლავდე, სხვა დანარჩენნი კი უფრო მეტად მტანჯავენ.... (ეჰ, მაშინ რა გამეგებოდა ტანჯვის...)
შევდივარ სახლში, პირდაპირ სააბაზანოში, კანის გადატყავებამდე ვიხეხავ ტანს. წყალს უნდა გავატანო უბედურება.

დილით მეღვიძება. ხალათით ჩამძინებია. სამსახურში მაგვიანდება. უნდა ვიჩქარო.

 

კატო

_რა ლამაზია?
_როგორ დასვრილა.  ალბათ, ღმერთმა გადმომიგდო, კარგად რომ მოვიქეცი. არაუშავს გავწმენდ. ნეტა რა ჰქვია?

-ეი, რა  გქვია? - მოდი მე დაგარქმევ სახელს.  შენ, შენ გქვიააა...მმმ... ელზა!  არა, ელზა მე მინდა მერქვას. მაცადე, შენ გქვიაა პეპი ! არა, არც ესაა კარგი იდეა, პეპი მე მინდა ვიყო. შენ გქვიაა, გქვიაა, მელექი! მელექი  ანგელოზს ნიშნავსს და შენც ციდან ჩამოსული ხარ.
ჩემი მელექი. ვაიმე, დედა რომ მიყვირებს, ეს იდიოტობა რატომ დაარქვიო? ტელევიზორში ვუყურებდი ჩემი ტოლი გოგონა იყო. დედამ თურქულ იდიოტობას არ უნდა უყურო, მით უმეტეს ბავშვი ხარ, დიდებიც არ უნდა უყურებდნენ . სერიალებს მხოლოდ გაუნათლებლები უყურებენო.
ჩუმად დავარქმევ. ჩემი მელექი რა ტკბილია.
-კატო! კატო, რა გაქვს ხელში?
_თოჯინა ვიპოვე.
_სად ნახე ეს ნაგავი.
_დედა, გთხოვ, დავიტოვებ, ძალიან მომწონს.
_ჩინურია, ქიმია იქნება, უკეთესს გიყიდი.
_არა, დედა,  გთხოვ.
_კარგი , იმედია მალე მოგბეზრდება.  იცოდე არ გაბედო და ეს, - ჩემს მელექს ზიზღით შეხედა, - ჩემს მეგობრებთან არ გამოაჩინო, გაიგე? ასეთ დროს ვფიქრობ, რომ დედას არ ვუყვარვარ ან თავისი მეგობრები უფრო უყვარს.
-კარგი დედა, -დავუქნიე თავი თახმობის ნიშნად. მელექს კი დავპირდი, რომ არ მომბეზრდებოდა და თვალი ჩავუკარი, ისე როგორც ჩემი მასწავლებელი მიკრავს თვალს ხოლმე.
ლიფტიში რომ შევედით, დედამ  თოჯინის ზურგს უკან დამალვა მთხოვა,იმიტომ რომ ფოტოში არ გამოჩენილიყო და ჩემთან ერთად სელფი გადაიღო. მერე დავინახე, რაღაც დააწერა ფოტოზე და გულები მიახატა. დედას ფოტოებში ვუყვარვარ, ამიტომ სულ ვიღიმი სელფის გადაღებისას. ამ დროს ის მართლაც თბილად მეხუტება...
სახლში შესვლისას ხელები დავიბანე და სამზარეულოში შევედი. დედამ კალთაში დამისვა, ჩემო სიმდიდრეო და ჩამეხუტა. შემდეგ როგორც გუშინ, იმის წინ და დიდი ხნის უკან ძველი კითხვები დამისვა.
_დღეს ბაღში რას შვრებოდით?
_ვთამაშობდით.
_რა მიირთვით?
_ წვნიანი, კოტლეტი და წიწიბურა.
_როგორი იყო წვნიანი?
_ვიტამინებიანი.
_რა საყვარელი ხარ? მასწავლებელმა ხომ არ გაგაბრაზა?
_არა.
_სხვებს აბრაზებს?
_ნიას შენიშვნა მისცა, ფრჩხილებს ნუ იკვნეტ, არ არის ჰიგიენური და ლამაზ გოგოს არ შეეფერებაო.
_ შენ ხომ არ იკვნეტ?
_არა! - ვაჩვენებ თითებს.
დედა მიღიმის.  ჩემი პრინცესა ხარო მეუბნება  და მკოცნის,თან  მაჩვენებს: - ნახე, ჩვენს ფიტოზე მოწონებები არ წყდება,- მერე  ტელეფონში ძვრება და ვავიწყდები.

როცა დედა ბაღის ამბებს მეკითხება, ორ რამეს, რადგან  სულ ამ კითხვებს  მისვამს.  დავიღალე ერთი და იგივე პასუხებით.  მეუბნება, ვიდეო თვალით ყველაფერს ვხედავო. თუ ხედავს რაღას მაწამებს?! ზუსტად ვიცი, რომ ვერაფერსაც ვერ ხედავს.  რომ ხედავდეს, დაინახავდა ევა როგორ გვეფერება და  მიხვდებოდა თუ   როგორ უნდა მექცეოდეს. თანაც სიკეთეს ისწავლიდა.

სიკეთე ჯადოსნური სიტყვაა. კარგ საქციელს და სიტყვებს ევა ჯადოსნურს ეძახის. მინდა სულ ჯადოსნური რაღაცები ვიცოდე, რომ ფერია გავხდე.  მართალია, ევა მასწავლებელმა თქვა,  ფერიები მხოლოდ წიგნებში, მულტფილმებში და ფილმებში არიანო, მაგრამ ხომ შეიძლევა ფილმში მიმიწვიონ?
ხოდა ფერიად უნდა გადავიქცე!
ეჰ, დედა კი არ მასწავლის ჯადოსნურ სიტყვებს, პირიქით დაბეზღებას მაჩვევს. რაღაც უნდა შევცვალო!

სათამაშოდ შევდივარ ოთახში.  მელექს ლამაზ ტანსაცმელს ვაცვამ და ვუყვები, რომ გიო ჩემი მეგობარი აღარაა, იმიტომ რომ სულ ემილის ეთამაშება.  გავბრაზდი, ჩემთან აღარ დავაჯენ, აღარ წავიღებ კანფეტებს, რომ არ მოუწიოს. აი, ასე! ახლა თან შენ იყავი ჩემი მეგობარი, მხოლოდ ჩემი.
მელექ, მოდი, მათემატიკას გასწალი, -ვეუბნები მელექს და ვსვამ მაგნიტური დაფის წინ. ეს დაფა  დედამ მიყიდა, მაშინ  როცა ლუკას დედამ უთხრა,  ლუკას ვუყიდე და სულ წერსო.   აქამდე არ მინდოდა მეთამაშა დაფით.
მელექ ეს არის ციფრი ,,2" ის მეორე სართულზე ცხოვრობს, მისი მეზობლები არიან 1 და 3.
_არა,  მელექ,  დაუფიქრდი,  1 მომდევნი კი არა, 3-ია  მომდევნო.


ლიკა


ჩემს შვილს ის ნაგავი  რომ დავუნახე  ხელში, ლამის გული  წამივიდა.  ღმერთმა იცის ვისი იყო, სად არ ეგდო, იქნებ მაწანწალა ძაღლმაც გადაუარა.   ჩემი რესტორნის გამო ისე მისკდება თავი, ახსნა-განმარტებებს ვერიდები და კატოს თოჯინის დატოვების უფლებას ვაძლევ. რომ დაიძინებს მოვპარავ და გადავუგდებ, დილით ვეტყვი დაგესიზმრა _მეთქი.        დედობა რთულია, ათასი სადარდებლით. კატო ძალიან თავნებაა, პირველობა უნდა და ყველაფერი რასაც დაინახავს.  თანაც ბატისტვინაა, უბრალოდ საყვარელია, ჩემი შვილი რომ არის იმიტომ კი არა, მართლა ლამაზია. ამასთანავე ძალიან  სულელიც და რომ არ დაიჩაგროს,  ვცდილობ, სულ ვაგრძნობინო, რომ მის გვერდით ვარ და დავიცავ ყველასგან.  ხშირად ვეუბნები, რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩემი იმედი ჰქონდეს,რათა  ვერავინ ვერ გაბედოს მისი წყენინება.   მობილიზებული ვარ, რომ  არაფერი გამომეპაროს და მეგობრულად თამაშ-თამაშით ვეკითხები ბაღის ამბებს. მას ძალიან უყვარს ევა. ის ერთი ჩვეულებრივი გოგოა, ჭკვიანს ვერ ვიტყვი, ბაღის აღმზრდელობას რა უნდა, არც ჩაცმულობით გამოირჩევა, უხარისხო ჩვეულებრივ მაღაზიებში ნაყიდ სამოსს ატარებს. უბრალოდ ახალგაზრდაა და კარგია.
ოთახში შევედი  კატოს ჩაძინებია, პირველად დაიძინა ასე ადრე, თან გულში ის საშინელება ჩაუხუტებია. საწოლში ჩავაწვინე, ვაკოცე და ვცადე ფრთხილად თოჯინის აღება ვცადე, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე, იმის გამო რაც საკუთარი თვალით ვნახე და მოვისმინე. როცა ვეუბნებოდი ევას კატო სახლში ნასწავლ მასალას არ მიყვება-მეთქი, მეუბნებოდა ბავშვები განსხვავებულად აღიქვამენ მოვლენებს. ზოგიერთი ბავშვი ფიქრობს, რომ მხოლოდ ბაღში უნდა თქვას ლექსი, იმღეროს ან იცეკვოს და იქნებ კატოც ამ ბავშვების  კატეგორიას მიეკუთვნებაო.    ყური დაუგდე თამაშისას, ის აუცილებლად გამოავლენს აქ ნასწავლს ან მასწავლებლობანა ეთამაშე და ნახე ბაღს მოგიწყობს, ჩვენთან გამოგზაურებსო. დავპირდი, მაგრამ გავიფიქრე-სულელი, ამას გონია მაშტერებს, არაფერს ასწავლის და ბოდიალობს-მეთქი.
თურმე მე ვცდებოდი, მესმოდა როგორ უხსნიდა მათატიკას თოჯინას, როგორ ასწავლიდა:  ლექსებს, ანდაზებს, როლური თამაშითაც კი წარმოადგინა მოთხრობა და ანტურაჟებით სიმღერა. ამიტომაც არ გადავაგდებ თოჯინას. ევას ნამდვილ სახეს დავინახავ. ხეზე ასვლა არ უნდა ესწავლებია ჩემთვის. ვაი,  თუ ის ჩემს შვილზე ძალადობს,  ქალაქიდან კი არა, ქვეყნიდანაც ავაორთქლებ.

 

ევა


საინტერესოა ბავშვებთან ურთიერთობა, ეს რაღაც ამაღლებული განცდაა,  ზეცაა. არასდროს მესმოდა როგორ შეიძლებოდა  მასწავლებელს ყველა ბავშვი ერთნაირად  ყვარებოდა. თურმე შესაძლებელი ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობდი მანამ,  სანამ კატო  ჩემს ჯგუფში შემოდგამდა ფეხს და ამაში უპირობოდ არ დამარწმუნებდა.  პირველი  კვირა ადეკვატურად მიმაჩნდა ამ ბავშვის გამოხტომები. შემდეგ მივხვდი, რომ ეს თავისი ზნე-ჩვეულება ყოფილა, რომლის გამოსწორებასაც  ვერ ვახერხებ.

საუზმის შემდეგ  შევდივარ ჯგუფში თვალებახვეული. ხელებით ვეძებდი ბავშვებს, ვპოულობდი, ვცდილობდი მათ გამოცნობას და ვეხუტებოდი.

ადამიანის ხუთ შეგრძნებაზე მინდა ვესაუბრო ბავშვებს და ასე მოვიქეცი, რომ დავაინტერესო.
_აბა,  ეს ვინ არის? მმმ...ეს არის ფუმფულა და შოკოლადივით ტკბილი ნიაკოო!
_კი, მე ვარ.  როგორ მიხვდით?
-თამაშს რომ დავასრულებთ, აგიხსნი.  აბა, მანდე ვინ გამოიცნობს როგორ?  -მ დროს სხვა ბავშვს ვიჭერ.
შენ ხარ...ხუჭუჭა თმა აქვს, თომას.
-ვაშაა!-უკრავენ ტაშს, დარბიან, იცინიან და მეძახიან:
-ევაა!
-ევა, მეც მიპოვე რა?
-ევა, აბა ვინ ვარ?
-ჩემი კატო ხარ.
-არ მინდა,  ეს ცუდი თამაშია.შენ არ გიყვარვარ! გამოიხედე,  არ გინდოდა რომ მეთაშა და ამიტომ მიხვდი.
-კატო, ჩემო ლამაზო, -ვიხსნი სახვევს და მის წინ ვიმუხლები,-იცი როგორ გიცანი?!  ხმით,შენი  წკრიალა ხმით.
-არ მაინტერესებს, მართლაც უჭკუო ხარ.
-გავქვავდი. 6 წლის ბავშვმა დაიწყო ჩემი ჭკუის გაზომვა.
-მოდი, ვისაუბროთ ან თავიდან ვითამაშოთ.
-არა, არ მინდა. დედა მართალია,  დიახაც უჭკო ხარ. იცი როგორ გიყვირებს, რომ ვეტყვი?
-რას ეტყვი?
-იმას რომ მე არ მათაშე და დამსაჯე,-მიქნევს კი არა და მიტრიალებს თითს ცხვირთან.
-აბა, როგორ გამოვიცანი, რომ შენ იყავი?- ვეკითხები და კატოს თავს ვანებებ.
-ბავშვებო,  წრიულად დასხედით. თამაში არ დასრულებულა. თქვენთვის ჯადოსნური ყუთი მაქვს ,- ვაჩვენებ ვარდისფერ ყუთს, მთელი საღამო რომ ვფუთავდი. გული მეწვის, კატო სიძულვილით  აღსავსე თვალებით მიყურებს.
-ბავშვებო, ამ ყუთში მოთავსებულ ნახატებზე გამოსახულია ჩვენი გრძნობის ორგანობი, მათი დახმარებით შევიგრძნობთ და აღვიქვამთ: სუნს, გემოს, ფერს, ფორმას, მასალას, ხმას...  -გასაგებია?
-დიახ!-ერთხმად ყვირიან ბავშვები.
-თუ გასაგებია, მაშინ მე ჩამოვატერებ ყუთს, ამოვიღებთ ნივთებს და მეტყვით რას შევიგრძნობთ მათი საშუალებით.
_მასწავლებწლო, საპირფარეშოში შეიძლება?
_დიად, ცუგრუმელა,-  ვპასხობ ნიტას და ვუშვებ. კარგად ვიცი, რომ არ უნდა საპირფარეშო, უბრალოდ გასვლა ურჩევნია. არ უყვარს აქტივობები. მხოლოდ ხატავს უცნაურ გამოსახულებებს, რასაც ფსიქოლოგ ანისთან ერთად განვიხილავ და ვითვალისწინებ მის  რეკომენდაციებს. სწორებ ასე დავამარცხეთ  სიმორცხვე,  მარტოობა,  განცალკევებით რომ ჯდებოდა და ბავშვებს არ ეკარებოდა. ახლა თამამად მორბის ჩასახუტებლად და არც კითხვის დასმას ერიდება. ერთადერთი დაბრკოლება  ჯგუფური აქტივობებია და ვიცი, რომ ესეც დროებითია...

-ნიკო, ეს რა არის?
-ცხვირი!
-მართალია, ის რაში გვჭირდება?
-სუნთქვაში და დაცემინებაში.
-დიახ და ყნოსვაშიც, ცხვირის საშუალებით შევიგრძნობთ სუნს.
-ყოჩაღ, მადლობა, თუ შეიძლება დააბრუნე ყუთში.
-საბა,  შენ რა შეგხვდა?
-ყურიი! რა პატარაა!
-რისი თქმა შეგიძლია ყურზე?
-სმენა აქვს, ესმის მაგალითად მეზობლების ჩხუბი.
-კარგი, მართალი ხარ, მაგრამ სხვის ამბებს ნუ განვიხილავთ.  ხომ გახსოვს ჩვენი ოქროს წესები?
-ბოდიში,დამავიწყდა.
-არაუშავს, საყვარელო.
- ევას გადააწოდეს ყუთი, ამოიღო დაკუჭა და ჩააგდო.
- ეე, რატომ გააფუჭე, მასწავლებელმა იშრომა.
- არ გავაფუჭე, დაკუჭული იყო!
- დავინახე, ევა მას.,  კატომ  ჩაგვიშალა თამაში.
- არაუშავს, მეგობრებო, ნუ ღელავთ. კატო ძალიან ლამაზი გოგონაა,  დაფიქრდება თავის საქციელზე და ჩემთან საუბარს თუ მოინდომებს მოვუსმენ.

ახლა კი დავხატოთ.
- აბა, ვის რომ გრძნობის ორგანოს დახატვა სურს?- ბავშვები მაგიდასთან სხდებიან და იწყებენ ხატვას, კატც. ხატვის შემდეგ მოდის და მკოცნის სხვა ბავშვების მსგავსად, ვხვდები, რომ დამშვიდებულია.
ძილის წინ საწოლში, ათი ათასი სადარდებლით ვწევარ.  ვგრძნობ,  რომ სულ სხვა ვარ...  დანაკუწებული...  არც სხეული, არც გონება და არც არაფერი არ მეკუთვნის... პირადი საფიქრალი მაქვს, თუმცა მაინც სამსახურზე ვფიქრობ და ყურში ევას სიტყვები ჩამესმის, დედამ თქვა რომ უჭკუოაო...    ახლა გავიგე ევას ქცევების მიზეზი, ყველაზე მეტად მინდა ჩავეხუტო და ვუთხრა,  იყავი ის ვინც ხარ! როგორ რთულ მდგარეობაშია ბავშვი,  ჩვენ ვასწავლით ერთგულებას, მეგობრობას, თანადგომას, სიყვარულს, ჯადოსნურ სიტყვებს...და  დედა.... დედა - დაბეზღებას, ლანძღვას  და ვინ იცის კიდევ რას. გაორებულ სამყაროში ცხოვრობს ბავშვი. როგორ მოვიქცე? რა მოვიმოქმედო? როგორ გავუსწორო თვალი დედამისს, როგორ მომიკლა გული  ერთმა ფრაზამ და ჩაყარა წყალში ჩემი ამდენი შრომა. ალბათ,  ესეც გაივლის, დუმილის მეტი რა დამრჩენია?

 

კატო

-კატო, ჩემი მზე ვინ არის?

-მე!

_ჩემი ფერია?

-დედა, მამას ფერიაც ხომ ვარ?

-კი, ჩემო სიცოცხლე. აბა, მომიყევი, რა ხდებოდა დღეს?

-არ მინდა, არაფერი არ ხდებოდა .

-რატომ არ მეუბნები, რაღაც მოხდა და მიმალავ ხომ? ევამ გიყვირა? ... მითხარი, თორემ დავრეკავ დირექტორთან.

-არ დარეკო, ევამ მომწიწკნა თმაზე, - მოიტყუა, ათრთოლებული ხმით თვალებდახუჭულმა კატომ.

-რაო? - მაგას ვაჩვენებ მოწიწკვნას!  შედი, საძინებელში ძილის დროა.

-ჯერ ხომ უნდა დავიბანო და გამოვიცვალო.

-შედი -მეთქი, -კი მაგრამ ევა მასწავლებელმა თქვა,რომ ჰიგიენა უნდა დაიცვათო .

-მასწავლებელმაო?  დროზე -მეთქი ვის ვეუბნები, ნუ მეტლიკინები!

- შენ რატომ მიყვირი თუ   ბავშვებზე ყვირილი არ შეიძლება?

-მე დედა ვარ და ნუ მეპასუხები!  შენ ვერ მასწავლი რა შეიძლება და რა არა.

ლიკამ კატო  შეათრია ოთახში, ერთიც მოუფართხუნა და კარი მოუჯახუნა. შემდეგ მობილურს დასწვდა .

კატო აზლუქუნდა. ჩემო მელექ, კატოს მართლა არ მოვუწიწკნივა., უბრალოდ ისე მკითხა დედამ და ყოველდღე ამას რომ მეკითხება და არაფრი რომ არ ხდება, სწყინს, ადრე ლექსებს მეკითხებოდა, რომ მივხვდი არ მისმენდა, აღარ ვუკითხავდი და აღარც მეკითხება, მაგრამ ახლა ევაზე  მესაუბრება სულ.    ჩუ, ჩუ,  მელექ...

- ბაღს გადავდგამ, როგორ შეეხო ჩემს შვილს?!  მე არ დამიკარებია ხელი, ამხელა ისე გახდა ჩემი შვილისთვის  და მაგან როგორ გაბედა?!

-მელექ, როგორ ცუდად მოვიქეცი, წამოდი კარადაში, იქ ვერ გავიგონებ დედის ხმას, რომ ვერ მნახვს ინერვიულებს, ჩამეხუტება მოწყენილს თუ მნახავს და ვეტყვი მოვიტყუე-მეთქი, ასეთ კითხვებს კი  აღარსდროს დამისვამს.   ისე ვის ესაუბრებოდა ნეტა? არ დამირტყამსო. ხომ დაინახე  მელექ როგორ მცემა მთელი ქილა ,,ნუთელა“ რომ შევჭამე გუშინ? და არც კი უკითხავს როგორ მტკიოდა. მელექ, იცი რა,  ჯადოსნური ჯოხი რომ გვქონდეს, რა კარგი იქნებოდა.  სულ სიმშვიდე და ბედნიერება იქნებოდა სახლში... მაგრამ ევამ მითხრა, ასეთი რაღაცები მხოლოდ ზღაპრებშია, რეალურ ცხოვრებაში კი უბრალოდ გულით უნდა ინატრო, ილოცო და კეთილი სურვილები აგიხდებაო. მე მგონი,  გული არ მაქვს და  იმიტომ არ მისრულდება სურვილები. დღეს  ვიცრუე კიდეც.  კიდევ კარგი ევა კეთილია და მომიტევებს. ის ყველას პატიობს ყველაფერს, გიომ სკამი გატეხა და აპატია, ბექამ თიკას დაუჯღაბნა რვეული და აპატია, გვანცამ ჩაიფსა და ჩაეხუტა...

დედა არ მკითხულობს შემცივდა, შენც ხომ? კარგი, აბა, დავწვეთ,წამოდი. დედას ხმა აღარ ისმის, ალბათ, დამშვიდდა.  მოდი, გაკოცო. ძილინებისა.

-კატო, გაიღვიძე კატო!

-დედა მეძინება.

-ადექი, ბაღში აგვიანებ, თან ევას ჭკუა უნდა ვასწავლო.

- დედაა, გიყვარვარ? მაპატიე, ვიცრუე,მართლა არ შემხებია ევა.

-ნუ გეშინია, ვერ გაიგებს,  რომ მითხარი, ჩემო კუდრაჭა.

-არა, მართლა არ შემხებია.

-დაიფიცე!

-დედას გეფიცები და მამას!

_კარგი ადექი.

როცა ბაღში მივედით თამო მასწავლებელი იდგა კარებთან, ჩეხუტა და ჯგუფში შემიყვანა.

-თამო მასწავლებელო, ევა სად არის?

-დირექტორთან და მოვა.

-რატომ?

-არ ვიცი, რა გნებავს, ჩემო ლამაზო, მე ვერ დაგეხმარები?

- უბრალოდ გკითხეთ.

-კარგი, მიდი ბავშვებთან ერთად და ვივარჯიშოთ.

კარს ვუყურებდი, დედიკოს ხმა გავიგონე ,- ბავშვი მთელი დღე შფოთავდა, ვერ დავაძინე.  დღეს კი მითხრა, ვაპატიოთ ევასო. როგორი გულკეთილია, დავპირდი კარგი-მეთქი და  ამიტომაც არ გადამყავს სხვა ბაღში, მაგრამ  მსგავს შემთხვევაში საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ.

ევა რომ შემოვიდა არ იღიმოდა. როცა  შემომხედა შემრცხვა, დედა ჩემი ტყუილის გამო ეჩხუბა. ალბათ, ახლა მიყვირებს დედასავით და აღარ დამელაპარაკება, თან პინოქიოს დამიძახებს.

-ბავშვებო, მოდით  ვისაუზმოთ.

-ევა მასწავლებელო!

-გისმენ, იოანე.

-იცი რა,  ცუდად გამოიყურებით, თმებიც უშნოდ გაქვთ, მაგრამ მაინც მიყვარხარ!

-ჰა, ჰა, რა საყვარელი ხარ, ჩემო ვარსკვლავბიჭუნა! მოდი, ჩაგეხუტო. მე უფრო მიყვარხარ.

_ევა, იცი მიყვარხარ გულში.

-მე სულშიც, ელენიკო.

-ლამაზი ხარ, იმიტომ რომ საყურე გაქვთ ლამაზი.

საუზმის შემდეგ ეზოში გავედით ვითმაშეთ, თასმა გამეხსნა და ევამ შემიკრა, არ წაიქცეო. მერე თავზე გადამისვა ხელი, არ უთქვამს ცუდი გოგო ხარო. არადა დედა რომ უყვიროდა?  მგონი, დედა მართლია, ალბათ, ნამდვილად  უჭკუოა. ვერ ხვდება, რომ ჩემ გამო უსაყვედურეს.

სადილის შემდეგ, ცრუპრნტელა წაგვიკითხა.

-რა სულელი ბიჭია, ამდენჯერ რომ მოიტყუა.

-დიახ, ასე რომ, არ უნდა მოვიტყუოთ, მეგობრებო .

-ევა, ტყუილი ცუდია?

- დიახ, ცუდი თვისებაა, კარგ ადამიანებს არ შეშვენით.

-ევა..

-გისმენ, კატო.

_ თქვენ რომ მოგატყუონ აპატიებთ?

- მე კარგი მეგობრები მყავს და მჯერა, რომ არ იცრუებენ.

-მასწავლებელო, მაპატიეთ.... დედამ მანქანაში მითხრა, ნუ გეშინია, დირექტორი დასჯის  ევასო. მე არ მითხოვია... დღეს მაკდონალდში მივყავარ და ბევრ ფრისაც შევჭამ ... თქვენც წამოგიღებთ, მაპატიებთ?

-რა თქმა უნდა, ჩემო ანგელოზო!

ისე ჩამეხუტა ევა, რომ მეგონა ფრთები გამომესმებოდა და ფრენას შევძლებდი.

 

ევა

ჭიანი ვაშლივით ვარ. მხოლოდ გარეგნულად გამოვიყურები კარგად. ესეც რომ არ დავკარგო მთელ დანაზოგს ბოდიალში ვახარჯავ. ადრე თავისუფალ დროს თუ წიგნებს ვყიდულობდი, ვკითხულობდი, ვწერდი ან მეგობრებთან ერთად ვატარებდი, ახლა პირიქით მარტო დავდივარ. კაფეში ჩაის მივირთმევ, ფეხით მივსეირნობ სახლში, ვხეტიალობ საყიდლებზე და სალონსაც ხშირად ვსტუმრობ. ყველას ჰგონია, რომ ვიღაცას ვხვდები და ხშირად სასხვათაშორისოდ აღნიშნავენ კიდეც რომ დროა, დრო.
ალბათ, ასეც არის, მაგრამ არ მინდა ოჯახი და ოჯახური პასუხისმგებლობა, თუმცა შვილი...

აი, შვილი კი ნადვილად მჭირდება, ევას ხომ უფალმა პირველს არგუნა ის ბედნიერი განცდა, რასაც დედობა ჰქვია. ალბათ, ეს გადამწვეტ როლს ითამაშებს ჩემს ცხოვრებაში.

მივალაგე სახლი,ჩამოვჯექი.  უკვე ღამის 2 საათია, არ მეძინება. ლეპტოპი ჩავრთე. ერთ-ერთმა საიტმა,რაღაც ფსიქოლოგიური ტესტი შემომთავაზა. ოღონდ სადღაც რეგისტეაციას ითხოვს. ვრეგისტრირდები. უპს ... რაღაც უაზრო სოციალურ ქსელში ვხვდები.  3 წუთის განმავლობაში უკვე  მე-10 ბიჭმა მომწერა. ვშლი მონაცემებს.ვხვდები, რომ  საჩემო ქსელი არ არის, მაგრამ საბოლოო გამოსვლამდე ერთ მესიჯსაც ვხსნი:

- გამარჯობა, ოდნავ სქსრუალურო J
_გამარჯობა, ოდნავ იუმორისტო,- მივწერე შეურაცყოფილმა ვითომ ირონიით...
რამდენიმე მესიჯი და  უკვე  საინტერესოა.  აღარ ვაუქმებ, უბრალოდ ვტოვებ საიტს. ვწვები.

ხან კატოზე ვფიქობ, ხან ჩემს ფსოქოლოგზე. უფრო ხშირად ლიკაზე, რით დიმსახურა შვილი და ქმარი?! მათი სახეები ერთმანეთში მერევა. უცებ საკუთარ ჩრდილს ვხედავ ჭერში და ვფიქრობ ვინ ვარ... როგორი ვარ... რა მომწონს... რა მიყვარს... როგორ მიყვარს... რთულია ამის გარკვევა და თავის შეცნობა... ამის გასაგებად, ალბათ, ბევრი სიტუაციაა  საჭირ, ბევრი შემთხვევითობა და უფრო მეტი გაუგებრობა... ვფიქრობ და ვხვედი, რომ ბევრი რამ არ მცოდნია საკუთარ თავზე და სხვანაირი აღმოვჩენილვარ.
ჯერ მხოლოდ სამი რამ ვიცი:
_ თავმოყვარეობაზე წინ არაფერს დავაყენებ, სიყვარულსაც კი....
_ აზიატი ვარ...
_ ჭრელო პეპელა არ ვარ, რომ არც გავფრინდე და არც მოვფრინდე... უბრალოდ მივფრინავ.

ეს სამი რაღაც კი  სულაც არ არის საკმარისი. მიკვირს, რატომ ვერ ვპოულობ სიმშვიდეს.რა მიშლის ხელს  ბედნიერებაში?! ლიკას ზემოქმედება?  მეგობრებისგან შორს ყოფნა? მშობლების ნოსტალგია? თუ სახელი, მე ხომ პირველი ცოდვილი ქალის სახელს ვატარებ... მერე რა თუ ევა სიცოცხლეს ნიშნავს, ცარიელი სიცოცხლე რაში მარგია?...
გაფრენა კარგია, ვიხედები ფანჯრისკენ... არა, ჯერ ამის დრო არ არის...
დილით ვრთავ ლეპტოპს. ავტომატურად შემთხვევით აღმოჩენილ საიტზე შევდივარ. დიმიტრის მესიჯი მხვდება, მეუბნება სჯობს facebook_ზე გავაგრძელოთ მიმოწერა თუ თანახმა ვიქნები. მეც ვთანხმდები და ვაუქმებ საიტს. თან მრცხვენია, ნეტა რას ფიქრობს აქ რომ დავრეგისტრირდი, იქნებ კარგად რომ გამიცნობს მიხვდეს, რომ მართლაც შემთხვევით აღმოვჩნდი იქ. . .
სამსახურში მივდივარ. ღიმილით ვეგებები ბავშვებს და ჰოპ. უცებ ვიაზრებ, რომ დღე არ დამიგეგმავს და საუზმის შემდეგ ბავშვებს ვეკითხები: აბა, ჩემო გემრიელებო დღეს რა გავაკეთოთ? რას შემომთავაზებთ? დღეს თავისუფალი დღე გვაქვს და მხოლოდ თქვენს სურვილს ვემორჩილები.
-ვხატოთ.
-ვითამაშოთ.
-ვხატოთ.
-ეზოში ჩავიდეთ.
-პაზლები ვითამაშოთ.
-უცებ კატო დგება უსუსერი გამომეტყველებით თავს ხრის და მეუბნება,-ვიცეკვოთ.
_აბა, თამო მასწავლებელს რა სურს?
_მე ყველა ჩემი აღსაზრდელის სურვილს ვემორჩილები და ევა მოდი, რასაც შენ გადაწყვეტ ის გავაკეთოთ.
_კარგი, მაგრამ გული რომ არ დაგწყდეთ და არ იფიქროთ, რომ მიკერძოებული ვარ, ამიტომ ფურცლებზე ჩამოვწერ სურვილებს.  ჩავყრი ყუთშ.ი ერთს ამოვიღებ და რაც ეწერება ის გავაკეთოთ.
ასეც მოვიქეცი.
_თვალები დავხუჭე და წარმოვთქვი, აბრაკა...დაბრა... ბუმ!   ამოვიღე ფურცელი, ხატვა ეწერა. მე სკამზე დავდექი და წარმოვთქვი.
_აბა, სმენა იყოს და გაგონება! ჩემო ანგელოზებო, ბედისწერის გადაწყვეტილებით ახლა არის და... და... და... დააან ცეკვის დროოო!
_ვაშაა, არავის დასწყვეტია გული, ფურცელი სწრაფად ჩავაგდე ყუთში , რომ ჩემი პატარა ტყუილი არ გამოაშკარავებულიყო, გავედით საცეკვავო დარბაზში და ყველა ვკეკვავდით. განსაკუთრებით, კატო იყო ბედნიერი.  ეს მახარებდა. ზოგადად საყვარელი ბავშვია, მაგრამ ზოგჯერ არაადეკვატური. თავის თანატოლებს ათვისების უნარით ჩამორჩება, უჭირს ასო_ბგერების გარჩევა, კითხვაზე ზედმეტია საუბარი, როცა სხვები უკვე კითხულობენ, არა და სულ თავი ისე მოაქვს თითქოს ყველაფერი იცის, სულ წუწუნებს, სულ სხვებს ადანაშაულებს და ტყუილიც კი იკადრა. ხშირად უხერხულ კითხვებს სვამს... მის წინაშე უძლური ვარ. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ  გამოვასწორო.
ცეკვის დროს ხან ერთ ბავშვს ვეცეკვებოდი, ხან მეორეს, ხან თამოს, უცებ ყველა ერთად ჩაგვეხუტა,  მე და თამო წაგვაქციეს და ასე ყველანი ერთად აღმოვჩნდით იატაკზე. ვიცინოდით, ვიგრძენი რომ ბედნიერი ვიყავი, ამდენი ანთებული თვალების ცქერით სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო. ლოყაზე კი კატოს კოცნა ვიგრძენი და მთელი ძალით ჩავიკარი გულში. თვალები დახუჭა და მითხრა:-ევა, ძალიან მიყვარხარ, აი , ისე ძალიან რომ ცამდე, ცამდე მიყვარხარ!
_მე მზემდე მიყვრხარ, ჩემო ცუგრუმელა...
აი, ასე ერთ ბედნიერ წამს მეორე მოჰყვა, სამხრის შემდეგ კი ვხედავ კატო მირბის ნიასთან და უყვირის მანდ მინდა დაჯდომა. ადექი, მე ლაშასთან მინდა, ჩქარა.
-კატო, რაშია საქმე?
-ევა, აქ მინდა მე და ნია არ მითობს ადგილს.
-კატო, შენ ხომ ჭკვიანო გოგო ხარ ჩემო ლამაზო,ბრძამებლობა არ შეგფერის. იქნებ ერთად გვეთხოვა ნიასთვის.
-არა, არ ვთხოვ , არ არის ჩემი მეგობარი. ადგეს.
-რა გატირებს, თუ იტირებ არ დაგეხმარები,- ვუთხარი და მივტრიალდი, მაგრამ უფრო აღრიალდა, მივედი დავიჩოქე, ხელებზე ჩავჭიდე ხელები და ვუთხარი:
- კარგი რა კატო, მაოცებ, იცი მე არ მიყვარს მტირალა ბავშვები და არც სურვილებს ვუსურვებ.  რა გატირებს, ტირილით მოგვარდება პრობლემა? მაშინ ახლა მე ვიტირებ, რომ კატომ არ იტიროს-მეთქი და დამშვიდდები?
-არაააა,- თქვა და გაოცებული სახით მომაცქერდა თვალებში.
-აბა, რატომ ტირი?
-აბა, სახლში დედა და მამა რომ ჩხუბობს და ისტერიკას ვმართავ, ჩერდებიან. დედამ უთხრა მამას გაეთრიეო და რომ ვიტირე აღარ წავიდა მამა.
- უბრალოდ ცუდად იხუმრეს ალბათ, აინტერესებდათ რას მოიმოქმედებდი, მაგრამ ცრემლები მაინც არ არის კარგი გამოსავალი. მოდი, შენ და ლაშა აქეთ დასხედით თუ ლაშასთან გსურს და ნია იყოს თავის სკამზე, შევთანხმდით?-დიახ, მითხრა უკმაყოფილომ. წასვლამდე ერთი კიდევ მოიტირა. ლიზის რატომ აქვს ჩემნაირი სათამაშოო, დედას ვეტყვი და ლიზის უყვირებსო. მაგრად ყვირისო ატეხა ერთი ამბავი. ლიკა მოვიდა, მე და თამოს ამრეზით შემოგვხედა და არც კი ჩახუტებია მთელი დღის უნახავ შვილს,ისე წაიყვანა კატო. ხვალ ლიკას ისტერიკის ატანა მოგვიწევს ....

 

თამო

ევა კარგი გოგოა. მას მართლაც მთელი არსებით უყვარს ბავშცები. 15 წელია აქ ვმუშაობ, ბევრი მასწავლებლის ასისტენტი ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა მუშაობა როგორც ევასთან. ეტყობა, რომ რაღაც აწუხებს, თუმცა არ იმჩნებს...  თითქოს კერკეტი კაკალივითაა, მაგრამ ერთ დღესაც გატყდება... მინდა დავეხმარო, სულ შევციცინებ, იქნებ მთხოვოს რამე-მეთქი. სანაცვლოდ სულ იმას მეუბნება, დაისვენე ბევრს შრომობ, მე დავბან შენს ნაცვლად, მე ვასადილებ, მე გავაცილებო. იმასაც ვხვდები,  რომ კატო, გოგა და ოთო უდისციპლინო და უზნეონი არიან. მშობლების გაფუჭებულები , თავს გასულები, არც წაღმა ნათქვამი რომ ესმით და არც უკუღმა. ევა რომ არა, ალბათ, ოთოს მივტყiპავდი ერთხელაც ენის ტარტალისა და თავხედობისთვის. რადგან  დედამისმა თქვა, ჰიპერაქტუირიაო და ეს გაიგონა, არ ვიცი რა გონია ოთოს ეს, მაგრამ სავარაუდოდ,  ფიქრობს რომ ყველაფრის უფლებას ნიშნავს და სკამებს ამტვრევს, მეგობრებს ეჩხუბება, სხვებს აბეზღებს და მე და ევას ენას გვიტლიკინებს. ევა სულ ღიმილით და მშვიდად ესაუბრება თითქოს არაფერიაო, შენიშვნასაც ისე აძლებს რომ იფიქრებ, ეფერებაო, მაგრამ ამაოდ...

ევა ფიქრობს თითოეული ბავშვის უმსაგვსო საქციელის მიზეზი თვითონ არის და კანიდანაც კი ძვრება მათ გამოსასწორებლად, სულ ვეუბნები მარტო წვრთნა რას უშველის ბუნებამაც თუ არ უშველა_მეთქი, მაგრამ ვერ ვაგებინებ... მაინც არ ყრის ფარ-ხმალს, სიმშვიდეშენარჩუნებული  ღიმილით ებრძვის მათ. სამწუხაროდ, ევას ცუდად ყოფნას მხოლოდ მე ვამჩნევ.  სულ გაფანტულია, როცა თანამშროლები ესაუბრებიან და ხშირად ვიწყდება კიდეც რაღაცები, როდის იყოო კითხულობს, გულუბრყვილოდ ისეთ ამბებზე ერთად რომ განვიხილავდით. სხვებს რომ გავუმხილე, ეს ასე მითხრეს, გადაღლილი ხარ და გეჩვენება, ნატა ევასნაირი ლამაზები და ენერგიულები ვიყოთ, მაგას რა მოუვაო. ბოლო სამი  თვის განმავლობაში კი გულწრფელად მომღიმარი  დღეს დავინახე საცეკვავო დარბაზში და ძალიან გამიხარდა. ბავშვების სიყვარული დააბრუნებს ძველ ევას...

 

ევა


ვუცქირე მწვანებ მოკიაფე წრეს facebook_ზე და მივწერე:
_წეროები;
_მიფრინავენ;
_სად?
_შორს;
_რამდენი?
წამნახევრიანი პაუზა, რაღაც გათვალა, უფრო სწორად ოპტიმალური რიცხვისთვის ჩაფიქრდა...  არც ცოტა და არც ბევრი რომ არ ყოფილიყო...
_8
_ 8 მოგიგე
_ჰა,ჰა
_არა და 8 შენ უნდა გეთქვა. კაი, ჯელტმენობაში ჩაგითვლი
_ხო, შენ რატომ უნდა მოგიგო დავთმე.
_ვერც ალბათ კაი.
_ჰა,ჰა საძაგელო
_გაგრძელება იქნება.
აი, ასე მოკლედ დასრულდა ჩვენი მესიჯობა. არ ვიცი, რატომ მაგრამ ამოვიჩემე დიმიტრი. რაც დიმიტრი გავიცანი ვხდები რომ უკეთესობისკენ ვიცვლები, ალბათ უფალმა დროულად გამომიგზავნა, რომ ახალი ენერგიით ავევსე და სისულეებზე არ მეფიქრა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა ასე უცებ რომ დასრულდა ჩვენი მესიჯობა, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ვგრძნობდი თავს. პირველად, ისიც არ ვიცი რატომ,  მაგრამ ლეიბი აივანის იატაკზე დავაგე, დავწექი და ცას ავხედე.
ყველაზე მეტად ცა მიყვარს. ის ხომ მრავალ მზერას,  ანთებულ თვალებს ირეკლავს და აერთიანებს... ჩვენ ხომ ცა და ვარსკვლავი გვაერთიანებს მანძილით შთანთქმულებს...
ერთი ვარსკვლავი კაშკაშებდა, ისე რომ თვალს ვერ ვწყვეტდი და მას დიმიტრი დავარქვი. თანდათან ჩემს ბავშვებს ვემსგავსები განწყობით, მგონი ავცანცარდი. სანამ  ჩემში კვლავ დიდი, უკარება და უჟმური ევა გაიღვიძებდა, სწრაფად ავიღე მობილური, შევედი ინტერნეტში და მივწერე,- ,ძილინებისა ვარსკვლავბიჭუნა!
მეღიმებოდა და თან მიკვირდა, რამდენ ბიჭს მოვწონებივარ, რამდენი უბრძოლიათ, ერთხელ როგორ მიყვარდა თავდავიწყებით, მაგრამ პირველს არასოდეს მიმიწერია. აშკარად რაღაც  ანომალია მჭირს...

წამში შიშმა შემიპყრო,  ამ ურთიერთობას გაგრძელება არ ექნება.  ალბათ, თავს ვაბეზრებ. მე არ ვარ საკმარისად კარგი. ძალით ვიუბედურებ თავს და წინასწარ განწირულ ურთიერთობაში იმედს ვეძებ.  ახ, ევა, ევა, როდის უნდა შეეგუო, რომ დაიბადე მარტოობისთვის?! ეს ფიქრები წამში მიმოფანტა დიმიტრის მესიჯმა.
_საოცარი გოგო ხარ :*
_მადლობა J
_აი, იცი როგორი გოგო ხარ? ძალიან კარგი.
_შენც კარგი ბიჭი ხარ.
_ვიცი, საყვარელო
_შენ რომ კარგი ხარ, დიმიტრი ,ეგ შენი კი არა ჩემი დამსახურებაა, იმიტომ რომ იღბლიანი ვარ  :D
_ჰა, ჰა, რა საყვარელი ხარ!
_ძილინებისა!
_ტკბილი ძილი, ვარსკვლავგოგონა...
ბედნიერება კარგია, მაგრამ ავის მომასწავებელი...


კატო


_მამა, მადლობა, რომ სასეირნoდ წამომიყვანე.
_მადლობა, შენ რომ მიფერადებ ცხოვრებას.
_შენ უფრო ფერადი ხარ.        
_მართლა? გინდა სულ  ფერადი ვიყო?
_აბა, რა მამიკო!
_მაშინ არასოდეს იტირო.  როცა შენ იჭირვეულებ, მასწავლებელს აწყენინებ და ვინმეს შენი საქციელით ავნებ ფერებს დავკრგავ ,უფერული ვიქნები. იმიტომ რომ შენ მაძლევ ფერებს და შენი კარგი საქციელით მაკაშკაშებ... თან ისეთია ევაა...არასდროს აწყენინო...

_რა სასაცილო ხარ, მაა.  იცი, ცისარტყელა იქნები.  სულ კარგად მოვიქცევი, გპირდები.
_ძალიან კარგი, ოღონდ ეს ჩვენი საიდუმლო იყოს კარგი? მხოლოდ შენი ცისარტყელა ვიქნები და არავის ვუთხრათ.
_კარგი, არც დედიკოს ვეტყვი... მაა, მე რომ მოვიტყუე ევამ მომწიწკნაო ,დაკარგე ფერი?
_კი, ფირუზის ფერი წავიდა,-ძლივს შეიკავა სიცილი დათომ.
_და რომ ვიტირე ბაღში მაშინ?
_ოო, მაშინ ჩემმა საყვარელმა ლურჯმა ფერმა მიმატოვა. მაგრამ შენ თუ გამოსწორდები ყველა წასული ფერი დამიბრუნდება.
_კარგი, მამიკო პირობას გაძლევ. ისე იცი შენც ევას მსგავსად სასაცილო ხარ, მე ვეტყვი ევას და ის შენი მეგობარი გახდება, ერთად წამოვალთ და კარგად გავერთობით .
_ ევა, მართლაც კარგი მეგობარი იქნება,- დაიბნა დათო,-  მჯერა, მაგრამ მოდი, ის მხოლოდ შენი მეგობარი იყოს და ეს დედასთან არ წამოგცდეს თორემ... _დაუსტვინა დათომ.
_თორემ ყველას გვიყვირებს და დირექტორს ეტყვის ხომ? კარგი არ ვეტყვი.
_შოკოლადის ნაყინი გნებავს?
...
როცა სახლში მივედით, დედა ლამაზად გამოიყურებოდა. ის სულ ლამაზია, მაგრამ ახლა შეჭრილი თმა უფრო ალამაზებდა და მაკიაჟი.  სადღაც მიდიოდა, ვთხოვე, მეც წამიყვანე-მეთქი.  ცხვირზე მაკოცა და ისე წავიდა ,რომ არც კი შეუმჩნევია როგორ მეწყინა. მეზობელი დატოვა ჩემთან,ნათია. მინდოდა მეტირა, ძალით არა, მართლა მეტირებოდა, რომ ასე მტოვებდა. თვალები დავხუჭე და არ ვიტირე, მამას ხომ დავპირდი. გავიქეცი ოთახში და დავწექი ვითომ მეძინებოდა, ნათიასთან თამაში არ მინდოდა. ევაზე ვფიქრობდი, რა კარგი იყო ჩემი სურვილი რომ შეასრულა და ,,ხუალ" საცეკვავოდ წამიყვანა, შეეძლო მოეტყუებინა და ეთქვა, ცეკვა არ წერიაო. მე მაინც ვერ წავიკითხავდი, სიმართლე თქვა. ვიცი,  რომ ვაწყენინე, მაგრამ მაპატია.  მართლა ძალიან ვუყვარვარ და იმიტომ.  სიყვარული პატიებაა, ამიტომაც ვაკოცე.უჰ, ძალიან  კარგი იყო ევაც ისე, რომ ჩამეხუტა როგორც მელექს ვეხუტები. მელექ, მელექ,  მე შენ ევა უნდა გაგაცნო, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე.
,,გუშინ“  გაგაცნობ. ახლა დაიძინე, არ იხმაურო, თორემ ნათია შემოვა.

ევა

დილით კატო გაღიმებული მოვიდა, დათომ მკითხა თოჯინა წამოიღო უნდა გაგაცნოს და თუ შეიძლება რომ დაიტოვოსო. მეც დავთანხმდი, რადგან კატომ პირველი ნაბიჯი გადმოდგა და მოისურვა თავისი სამყაროს   გაზიარება ჩემთვის. დათო ყოველთვის რაღაცნაირად მიყურებს. საოცარი მამაა. ალბათ, სურს ჩემს თვალებში მისი შვილისადმი დიდი სიყვარული ამოიკითხოს და მაგრძნობინოს, რომ მენდობა.

თოჯინის გაცნობა სასიამოვნო პროცესი იყო, კატომ ყველას მოგვითხრო თუ როგორ გადმოუგდო ღმერთმა ციდან კარგი საქციელისთვის. როგორ და რატომ შეურჩია სახელი და როგორ კარგად იცის მათემატიკა. დაგვპირდა, კითხვასაც მალე ისწავლისო. ინგლისურის გაკვეთილიდან კატო ეზოში გავიყვანე დახმარება მჭირდება მოძრავი ანბანი დამალაგებინე-მეთქი. სიხარულით გამყვა და დარწმუნებული იყო, რომ მეხმარებოდა.  სინდვილეში თამაშ-თამაშით ვამეცადინე, ასე გულისყურით არასდროს მოუსმენია... ბოლოს  მართლა მივალაგეთ და კატო კალთაში ჩავისვი.  ვკითხე ,,კ" ასო-ბგერაზე რა იწყება-მეთქი.

-_კიტრი, კვერცხი, კოლა და და მმ.. მეტი არ ვიცი

-ყოჩაღ, კიდევ კოცნა და ახლა ჩაგკოცნი.

-ვაა, რა კარგი კოცნა იცი, მე მინდა შენი მეგობარი ვიყო.

-ვერ გახდები ჩემი მეგობარი, იმიტომ რომ უკვე ხარ.

-მართლა? მე რომ გული გატკინე?

-არ მახსოვს, როდის?

-აი რომ მოვიტყიე, მომწიწკნაო.

-ხო, მაგრამ გაპატიე, იმიტომ რომ ვიცი შენ ჭკვიანი ხარ და აღარ იცრუებ.

-გპირდები. კარადააა

-რა?

-კ  ასო-ბგერაზე კარადა იწყება

- დიახ, კარადა იწყება, მაგრამ არ მიყვარს კარადა. ბავშვობაში დედა რომ მიბრაზდებოდა, კარადაში ვილებოდი. ვტიროდი, ველოდი მოვიდოდა, მაგრამ არ მოდიოდა. ჩემით ვმშვიდდებოდი, გამოვდიოდი, დედას კი ეგონა,რომ  მიყვარდა კარადაში ყოფნა და ხელს არ მიშლიდა.

- ვაა, მეც კარადაში ვიმალები მელექთან ერთად, როცა  დედა რომ მიყვირის ან მცემს...

-ჯგუფში დაბრუნების დროც მოსულა.

-კიდევ გამომიყვან?

-შევეცდები, კატო, თუ დახმარება დამჭირდება და თანახმა იქნები

-კარგი.

მართლა არ ვიცი რატომ მოვუყევი კატოს კარადის ამბავი. ერთის მხრივ კარგი იყო, ჩემთან საერთო იპოვა და ვხდები, რომ ეს ფაქტი მასთან უფრო დამაახლოვებს, მაგრამ ამ მოგონებამ ისევე მატკინა გული, როგორც მაშინ მტკიოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვიყავი ,დედა მაინც მკაცრად მექცეოდა, არსდროს უკითხავს რა მაწუხებდა, რა მტკიოდა, სულ წინააღმდეგობაში მოვდიოდით ერთმანეთთან.  არასდროს მაქებდა, სკოლაში რომ მაქებდნენ, ამაყად იჯდა, მაგრამ ერთ ყოჩაღსაც  არ მეუბნებოდა.  თვლიდა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. რომ გავიზარდე უბრალოდ ვთმობდი მასთან ყველაფერს.

ერთხელ ვირწმუნე რომ ვუყვარდი. მაშინ როცა ეგონა რომ მოვკვდი.  უბედური შემთხვევა იყო, სკოლიდან დაბრუნებისას , გზაში ერთ-ერთი კორპუსში    მინა ჩაიმსხვრა და ჩამეცა... მახსოვს საავადმყოფოში დედის შეშლილი სახე... აღუწერელ ემოციას გამოხატავდა, მაშინ 8-ის ვიყავი... ბევრი დრო გავიდა, ბევრი რამ მინახავს, ბევრი ემოციაც... მსგავსი?! არასოდეს!... საზღვარგარეთ რომ წავიდა ამიტომაც დავრჩი, სწავლა მოვიმიზეზე სინამდვილეში მარტო ყოფნა მერჩივნა,  თან დროებით აპირებდა წასვლას. საბოლოოდ  მამაც წავიდა დედასთსან გერმანიაში და ის  დარჩნენ საცხოვრებლად.

 

სამსახურიდან რომ მივდიოდი, შევნიშნე ვერცხლისფერი მანქანა მომყვებდა. ჯერ ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი და მოვბრუნდი, გეზი შევიცვალე. ჰოი, საოცრებავ მანქანა გამომყვა... ჩემ წინ დაამუხრუჭა და... უსიმპატიურესი ბიჭი გადმოვიდა... დიმიტრი იყო.  ხელები გამეყინა, ასე მემართება ნერვიულობისას.  თავი ხელში ავიყვანე და გავუღიმე.

-გამარჯობა, ქალბატონო! მიცანით?

-გამარჯობა, ყმაწვილო! - ორივეს გაგვეცინა.

-ჯეელი უკეთესად ჟღერს,- ჩამიკრა თვალი,- აბა, გავისეირნოთ?

-კარგი.

მანქანის კარი გამიღო და შემდეგ ფრთხილად დახურა.  რამდენიმე წუთში სანაპიროსთან გააჩერა. ბულვარს ჩავუყევით.

-დიმიტრი, შემთხვევი დამინახე? როგორ მიცანი?

-არა, სამსახურიდან გამოგყევი. ვიცი სადაც მუშაობ და ცხოვრობ.

-საიდან გაიგე?

-ეგ ჩემი საქმეაJ შენზე ყველაფერი ვიცი,  მობილურის ნომერი, მშობლების ვინაობა, ზოდიაქო და ფიქრებიც კი,-  ჩაიცინა ეშმაკურად,- ისე მომწონს შენი სისადავე და შავი თვალები,  რომ ვერ დაგთმობ.

-აჭარბებ, მე საერთობ არაფერი ვიცი შენ შესახებ.

- თუ მოინდომებ გაიცნობ. ევა, ასე მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ. ძალიან საყვარელი ხარ!

უცებ ხვეულ თმაში შემიცურა ხელი, - რა რბილი თმა გაქვს, საოცარი.

-გმადლობ,- გავუღიმე და ოდნავ გავიწიე.  არ შეიმჩნია. მღელი ენთუზიაზმით დაიწყო საკუთარი თავის წარდგენა. საუბრობდა საკუთარ ბავშვობაზე,  განათლებაზე, წარმატებაზე, სამსახურზე. ზედმეტად თავდაჯერებული და ამაყი სახით მიყურებდა. თავს უცხოდ ვგრძნობდი, მინდოდა გავქცეულიყავი და ამდროულად მასთან ერთად მსოფლიო შემომევლო. რაღაც მიზიდავდა მასში და ვერ ვხვდებოდი რა.

ნუთუ მართლა არსებობს ერთი ნახვით სიყვარული?!  თურმე ოცნებები სრულდება.

განსაკუთრებულად წარმომედგინა ცხოვრების ადამიანთან შეხვედრა. მსურდა ვეპოვნე, თავისით გაეგო ჩემი მისამართი, ნომერი. ასეც მოხდა.  დიმიტრის გვერდით ვიჯექი ერთ-ერთ რესტორანში, ვუყურებდი და მეგონა რომ პარალელურ სამყაროში ვიყავით. ვიწექით ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე. ვითვლიდით დედამიწაზე მოასირულე ადამიანებს. ვირჩევდით ჩვენთვის განსაკუთრებულს და სურვილებს ვიფიქრებდით...

მოულოდნელად, დიმიტრი მივიდა მომღერალთან, რაღაც უთხრა ჩუმად და... დარბაზი გაირინდა...  ეს შავთვალება, წვერიანი, ათლეტური, უსიმპატიურესი ბიჭი, მთელი გრძნობით მიკითხავდა ლექსს...  თავს განსაკუთრებულ ქალად ვგრძნობდი... სადღაც სხვა განზომილებაში დავფრინავდი...

სახლისკენ ფეხით გავუყევით.  ბათუმურმა ამინდმა თავისი ხასიათი გამოამღავნდა და გაწვიმდა. მე თეთრი ბოტასები მეცვა და დამესვარა. ძალიან შემრცხვა. არ შეიმნია.  ეზოში შუბლზე მაკოცა, დამემშვიდობა და წავიდა.

სადარბაზოში შევედი და გაწუწულ დათოს შევეჩეხე. ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მელოდებოდა.

-საღამო მშვიდობისა, ევა მასწავლებელო.

-საღამო მშვიდობის!

-თქვენ აქ ცხოვრობთ. რა მოულოდნელი შეხვედრაა.

-დიახ, თქვენ აქ რა გნებავთ?

- მე, მე კორპუსი შემეშელა, შემთხვევით აღმოვჩნდი აქ.

-კარგი, არ მოგაცდენთ.

-ევა, თუ რამე დაგჭირდება, მეგობრად მიგულე.

-კარგი, მადლობა. მშიდობიან ღამეს გისურვებთ!

-შენც ასევე, ევა. დროებით.

ისე ავიარე კიბე თვალი არ მოუშორებია. რაღაც უცნაურმა ტალღამ დამიარა მთელს სხეულში. ამ ბოლოს სულ დაბნეულია, ალბათ პრობლემები აქვთ. მაგრამ რა ჩემი საქმეა.

როგორც კი ოთახში შევედი, ეიფორიისგან გარუებული გავედი აივანზე. სულ არ მადარდებდა წვიმა. თვალდახუჭული ვიხსენებდი, როგორ მიმღერა  ,,Fly me to the moon”   და  მეცეკვა წვიმაში.   უბედიერესი ვარ.  დროს ვერ ვგრძნობ.                                                                  წამს თვალები მიულულავს.

სასიამოვნო ფიქრებიდან თამოს ზარმა გამომარკვია.  ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესაუბრებოდა. მითხრა, რომ კატო საავადმყოფოში იყო. . . გავქვავდი... მუცელში,რაღაც ჩამწყდა. მოუსვენარ ბურთად გადაიქცა და ხტუნვა დაიწყო. ხელები შემოვიჭირე, რომ გამეჩერებინა...

-ევა, ევა , გესმის?- მობილურიდან თამოს ხმა მესმოდა. ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვილო.

-დარწმუნებული ხარ, რომ კატო... ამ დროს...  ვინ გითხრა?

- ჩემმა მეგობარმა, ლიკას კლასელია და საავადმყოფოში მუშაობს. იცოდა, რომ კატო ჩვენ ჯგუფში იყო და გამაგებინა.

-კარგი, მივალ. მადლობა თამო. მობილური გავუთიშე და გავვარდი.

 

 

 

კატო


თვალები რომ გავახილე ევა დავინახე, ტიროდა.
-წყალი მინდა.
-ახლავე საყვარელო, როგორ ხარ? ექიმოოო! _დაიძახა ევამ.
-ევა, სად ვარ? რატომ ტირი?
-საავადმყოფ...
-აქ რა გინდათ? -დაიყვირა ექიმმა და ჩემთან მოვარდა გასასინჯად. ხან ფანარს მანათებდა, ხან მაჯაზე მკიდებდა ხელს და ხან რაღაცებს მეკითხებიდა.
-ახლავე გადითო დაიყვირა ბოროტმა ექიმმა და თითი გაიშვირა, იმ თითის პირდაპირ კარი იყო, იქ გავიდა ევა.
-ევაა!
-ევა მინდაა? - დავიწყე ტირილი ექიმმა ისე დამიტყვირა ნუღრიალებო , რომ ჩავიფსი.  მერე კეთილი ექთანი მომეფერა. მითხრა, ახლავე შემოვა წყალს დალევსო.
გამახსენდა, რომ ვუთხარი წყალი მინდა-მეთქი.     დავინახე მყვირალა ექიმს ნემსი უჭირავს, უნდა გამიკეთოს ალბათ, მაგრამ არ ვიტირებ, ევამ რომ არ ინერვიულოს. აქ რატომ ვარ?  ამ ექიმებს არ ვკითხავ, ევა მეტყვის.
დედა, დედა სად არის? დეე...
- ახლა ჩაეძინება...
-უკვე ჩაეძინა, ანგელოზივით სძინავს თქვა კეთილმა ექთანმა.
ისევ რომ გავახილე თვალი, სხვა ოთახში ვიყავი. დედა მეფერებოდა და ტიროდა. მამაც იქ იყო.
- ჩემო ფერიაა,- მითხრა მამამ და მაკოცა.
-ცისარტყელაა!
-დედიკოს გულო, როგორ ხარ? რაიმე ხომ არ გტკივა?
_დედიკო, ბევრი შაქარი ჭამე?
_რა? ვერ გავიგე ფერია, რა შაქარი?
_არა დედიკო, ისეთი ტკბილი ხმა გაქვს ,, მეგონება" ბევრი შაქარი ჭამაო.
_რა სასაცილო ხარ, კატო.
_დე, აქ რატომ ვარ?
ევას დაუძახე, ევა მივიდეს. უცებ გამახსენდა, რომ მანქანიდან გადავვარდი...

ევა


არ მახსოვს როგორ მივედი. თამოს მეგობარი ქეთა დავინახე. მითხრა საშიში აღარაფერია,  სტაბილურადაა, რამოდენიმე ორგანო აქვს დაზიანებული,მაგრამ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო და რეანიმაციაშიაო.
-ლიკა იქაა?
-არა, კაფეში ჩაიყვანეს ძალით ჩაისთვის. იქ არავის უშვებენ.
-ვერ ვნახავ?
-ვერა, ლოდინს აზრი არ აქვს. სჯობს წახვიდე.
-კარგი, წავალ. თუ რამე დამირეკე.
-აუცილებლად.
კაფესკენ გავემართე, დავინახე როგორ ტიროდა ლიკა. ვიფიქრე , ჩავეხუტები თანავუგრძნობ-მეთქი და გადავდგი მაბიჯი.
-შენი ბრალია! სად დაეხეტებოდი? რატომ არ მოხვედი დროზე?
-ახლა ამის დრო და ადგილი არ არის!
-დიახაც, არის!-ისტერიკა ატეხა ლიკამ, ქმარს ეჩხუბებოდა. უკან გამოვბრუნდი. უცებ დათომ ჩამიქროლა, ისე გარბოდა ვერც კი შემამჩნია. ვიფიქრე, ცოტა ხანს ეზოში ჩავალ ლიკას არ შევეფეთო-მეთქი.
ჩავედი ეზოში და საავადმყოფოს კუთხესთან  ჩამჯდარ დათოს მოვკარი თვალი, გულში კატოს მელექი ჩაეკრა და ტიროდა. პირველად ვხედავდი სულიერი ტკივილით აღსავსე  კაცს. ეს ის ემოცია იყო, მხოლოდ მამებს რომ აქვთ.. ეს ის წამი იყო, როცა  მამა  მთელი არსებით მენატრებოდა...
უკან შევბრუნდი,  რეანიმაციის კარებს მივადექი და როცა დერეფანში არავინ აღარ იყო შევიპარე. კატოს ეძინა, დალურჯებული ჰქონდა სახე, მარჯვენა ხელი დაბინტული. შუბლზე ვაკოცე. რაღაც ხმა მომესმა. ეს ჩემი ხმა იყო. პირველად ვლოცულობდი ჩემს ცხოვრებაში. ღმერთს ვესაუბრებოდი, კატოს ჯანმრთელობას ვთხოვდი.  კატომ თვალები გაახილა. თავისი კვარკვარა თვალებში ჯერ გაოცება შევნიშნე, შემდეგ ჩემი ხილვით გამოწვეული ბედნიერება და წყალი მთხოვა...
მას შემდეგ რაც ექიმმა გამომაგდო და წავედი კიბეზე ლიკა შემეფეთა.
-ლიკა.

-აქ რა გინდა?
-კატო გონზეა.
-დიდად განაღვლებდეს ჩემი შვილი, გილოცავ ხვალ ერთი ბავშვით ნაკლები გეყოლება ჯგუ ფში!
-მერე გავიგონე , ექიმმა თქვა ყველაფერი კარგადაა, პალატაში გადაგვყავსო.
წავედი, უფრო კი წავლასლასდი, ეზოში რომ ჩავედი დავინახე ისევ ისე იჯდა დათო, განადგურებული. არ ვიცი რამ მომცა ძალა მაგრამ მივედი, მხარზე ხელი დავადე.
ათასი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი...შეშინებული ვუცქერდი, მეგონა გამაგდებდა.
-ევა, -ამოისუნთქა და მთელი არსებით ჩამეხუტა.

რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადამიანი, ყოველთვის ეწვევა ისეთი ტკივილი, რომელიც ჩამოშლის... ჩამოანგრევს... გადასრჩენად კი  პირველივე საყრდებს  ჩამოებჯინებ, ისე, რომ  არ ექნება მნიშვნელობა თუ ვინ იქნება ეს საყრდენი... მთავარია, იყოს... მთავარია, დაიჭიროს ღრმად ჩასუნთქვამდე, ჩაეხუტოს და აგრძნობინოს, რომ სამყარო ჯერ კიდევ თბილია... რომ ყველაფერი ცუდი დროებითია. 
-დამშვიდდი დათო, კატოსთან შევიპარე რეანიმაციაში.
-მართლა? -ჩამჭიდა ხელზე ხელები,- ისე მიცქერდა თითქოს კატოს სიცოცხე ჩემს ერთ სიტყვაზე იყო დამოკიდებული.
-კარგად არის, პალატაში უნდა გადაეყვანათ.
-შენ არ იცი როგორ გამახარე, წამოხტა დათო გაიქცა, შემდეგ მოტრიალდა  ისევ ჩამეხუტა.  მომაშტერდა...  აბუტბუტდა...მადლობა... რომ გიყურებ... კატოს უყვარხარ... კატოსაც და... მიხარია აქ რომ ხარ.... გცივა? ...  დაბნეული ვარ... სჯობს წახვიდე.  წავედი.
-ევაა, მადლობა, ახლა ვხვდები რატომ ხარ მზის სხივი...
_რა სამადლობელია, უფლის წყალობით მალე გამოჯანმრთელდება, -სანამ კიდევ რაიმე გასამხნევებელს  ვეტოდი, დათო უკვე საავადმყოფოში იყო.
პირველად გავედი  ღამის ოთხ საათზე აივანზე ყავის დასალევად  და სიჩუმეს მოსასმენად.. ზოგჯერ ქუჩის ბოლოდან, ძაღლის ყეფა არღვევდა ღამის იდილიას.
არ მეძინებოდა. თავს ნაგვემად ვგრძნობდი, უფრო სწორად გულნატყვიარად ლიკას სიტყვები მიტრიალებდა, ,, ხვალ ერთი ბავშვით ნაკლები გეყოლება"... ,რა მარტივია ადამიანის მოკვლა სიტყვით.
ალბათ, რომ შემეძლოს?!... რომ შემეძლოს მდუმარების კუნძულს შევქმნიდი: გუკნატკენ, გაბრაზებულ, ნაწყენ, შეურაცხყოფილ, განადგურებულ, ნაღალატევ ადამიანთათვის.
დიახ, მდუმარებისას, სადაც იქნებოდნენ ჩუმად, უძრახად, ფიქრიანად...
მერე? მერე სახლში დაბრუნებულთ, თავსგადამხდაგადახარშულთ, უკეთ შეეძლებითათ ცხოვრება და მეტი ბედნიერება იქნებოდა ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, ქალაქებში...
სიტყვების ფასს ვისწავლიდით! და არასოდეს გავიმეტებდით სიტყვებით სასიკვდილოდ ერთმანეთს!...   მაგრამ, ვაი რომ არ შემიძლია.
მეორე დღეს სამსახურში, გამოპრანჭული მივედი, უძილობის დასამალავად, მაგრამ პატარა მეგობრებს ვერაფერი გამოვაპარე. შემომეხვივნენ ფეხებზე, წელზე, თიკა, ქალაბიჭა კი კისერზეც  ამაღოღდა. მკოცნიდნენ, მეფერებოდნენ .

-ევა,ძალიან ლამაზი ხარ.

-ევა, საოცარი პომადა გისმია, მაკოცებ? მეც მინდა მქონდეს ლოყაზე.

-ევა დაღლილო ბრძანდებით?

-წყალი გნებავთ?

-ევა, მუცელი გტკივა?

-არა, ალბათ დედიკო მოენატრა და იმიტომ ტირის მე დილით დედა რომ მინდა, იმიტომ ვტირი . ა რა, ალბათ საუზმე არ უნდა ,- მესმოდა ბავშვების ვარაუდები, ვტიროდი, ვკოცნიდი, ვიცინოდი და ისევ მაგრად ვეხუტებოდი თითოეულს. მე და თამომ თვალებით რაღაცები ვანიშნეთ ერთმანეთს, ინფორმაცია გავცვალეთ. შევუდექით სამუშაო დღეს, კვირის გეგმის მიხედვით. შესვენებაზე , თამოს ვუამბე საავადმყოფოში მომხდარი ამბავი.

-ყოჩაღ, ევა. ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მე ალბათ ეგრე არ მოვიქცეოდი, ლიკასგან გამომდინარე. სულ აგრესიულოა ათვალწუნებული ყავხარ და მაინც თანაუგრძნობ. ან ძალიან სულელი ხარ ან ძალიან კეთილშობილი. არ ვიცი.

-მეც მიჭირს ლიკასთან ურთიერთობა, უბრალოდ კატოს ხათრით . ორივემ ვიცით, რომ კატოც უზნეო ბავშვია. -გარემოს ბრალია, ხომ ხედავ ლამის შეიწირეს.

-იცი, როგორ გადმოვარდა?

-არა.

- როგორ და დათოს ლიკა და კატო რესტორნიდან უნდა წამოეყვანა. გვიან მიაკითხა თურმე. ერთიანად გაწუწული იყო.  მანქანაში ლიკამ დათოს დაუწყო ჩხუბი, ჩემი ბიზნესი არ გადარდებს , რესტორანში საქმე ცუდად მიდის და არ მეხმარები, შენს სამსახურს ვერ ელევი და კიდევ ღმერთმა იცის სად გდიხარო.  მოკლედ ისე კიოდა და ჩხუბობდა ლიკა, კატოს შეშინებია, თხოვა დედა ნუ ყვირი მეშინიაო. მოკეტე უფროსების საქმეში ნუ ერევიო, უყვირია. თან თოჯინა წაურთმევია, ვერ ვიტან საშამ ინელებას, ახლავე გადავაგდებო.  დედა, გთხოვ ნუ ყვირი თორემ გადავხვტები, დედაა,- ევედრებოდა ბავშვი. შენ არ გეკითხები ლაწირაკოო და გაურტყამს, როგორღაც კატოს გაუღია  მანქანის კარი და გადამხტარა.

-არ მჯერა, ბავშვი როგორ ვერ დაიჭირა. როგორ, როგორ?

-კატო უკან იჯდა, ლიკა წინ.

-ვინ გითხრა, დათოს მეგობარიც იყო მანქანაში, გეგას ძმაკაცი, გეგა თამოს ქმარია.

-გეგამ თქვა, ქალი არ ყოფილხარო, მივახალე საავადმოყოოში  და კიდევ  დაეტაკა დათოს  წამოვედი ნერვებზეო.

-ღმერთო ჩემო, არ ვიცი რა ვთქვა.

-ვერაფერს იტყვი, კატო კარგადაა. სჯობს საკუთარ თავზე იფიქრო, გადაღლილი ხარ. თამო მართალი იყო, მაგრამ მე უძლური ვიყავი საკუთარ თავთან.

 

ახლა დიმიტრის შეტყობინება მჭირდებოდა, დღეს არ გამოჩენილა. ალაბთ, ჩემგან ელოდება ნაბიჯს. ნუთუ საკუთარ თავს უნდა გადავახტე და მოვიკითხო.  არა, არა, ეს უპრინციპობაა... თუმცა... თუმცა ვიცი , რომ აზრების მოზიდვას დიდი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე, ვცდილობ სულ კარგზე ვიფიქრო, აღარ მინდა ამდენი ნეგატივი.

როგორც იქნა მომწერა. ლაკონიურად. ჩემო ლამაზო, არ მიწყინო, ბევრი საქმე მაქვს ხშირად ვერ გკითხულოდ, მაგრამ გულში მყავხარ. მალე ყველაფერს მოვაგვარებ და უყურადღებობას გამოვასწორებო.

ღმერთო ჩემო, დამპალი. მექალთანე, როგორ ცდილობს ჩემს გასულელებას, ჰგონია სხვა გოგოებს ვგავარ. ვერ მივართვი. აღარ მივწერ. გაიღვიძა ჩემში პესიმიზმმა.

როცა დიმიტრი მწერს პირობა მავიწყდება. რას ქვია არ მივწერ. მწერს და ვწერ,  მთელი დღე  არა, თუმცა ყველა თავისი შეტყობინება რაღაც სასიამოვნო განცდების მომტანია, სხვა სამყაროში გადავდივარ და ეს წუთები ყველაზე მეტად მიყვარს.  
ვიგრძენი,  რომ ჩემ მიმართ ისეთივე განწობა ჰქონდა, როგორც მე მისდამი. ამიტომ ბაბშვურმა ქარაფშოტობამ შემომიტია და გადავწყვიტე  40 დღის განმავლობაში,  თუნდაც პირველს, მე მეწერა მისთვის. 40 საკრალური რიცხვია, ამ ხნის განმავლობაში ადამიანი იცვლება, ეჩვევა და ადაპტირდება ყველაფერთან.
მივწერ,  მომწერს. არასდროს ტოვებს ჩემს მესიჯებს უპასუხოდ. მიხარია.
თან ჩემს დღიურში მოკლედ  ვწერ ჩანახატებს, მიმოწერისას განცდილ გრძნობებს, თან პ.ს _ს ვაწერ, 9მდე რომ ავალ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელო ბრძოლა ისე რომ თავმოყვარეობა არ შემელახოს თუ გავფრინდე.

ბლოკნოტში  ვწერ.
N1 ეს არც მეგობრობაა და არც სიყვარული, ეს რაღაც სხვაა, მეტად განსაკუთრებული, მესამე.

ჩემო ვარსკვლავ...
მაშინ ვფიქრობ ,,რაღაც მესამეზე" , როცა ამის დრო საერთოდ არ მაქვს... სხვა უფრო მნიშვნელოვანი ყოფითი საქმეები მაქვს და მაინც გულის ფიქრებს დამონებული მივდივარ ხოლმე ფანჯარასთან, ვუცქერ ცას... ერთადერთი საერთო, რაც ფიქრის ობიექტთან მაქვს ცაა, იქ ჩვენი მზერა ირეკლება, ხვდება ერთმანეთს თუნდაც გაუცნობიერებლად, შემთხვევით....
#ცისქვეშიმედია
#ცაშიც
პ.ს 40-დან 1 _ლი

პირველივე დღეს ვცდილოდ უარი ვთქვა ამ აკვიატებაზე, რადგან  მრცხვენოდა და არ შემეძლო სითამამის გამოხატვა.  ეს იმდენად შორეულია ჩემგან, რომ მთრგუნავს და სხვანაირად აღვიქვამ ჩვეულებრივ მიმოწერას, რაღაც ცუდს ვეძებ და ამგვარად აღვწერ მეორე დღეს:

N2 _ეს არც მეგობრობაა და არც სიყვარული, ეს რაღაც სხვაა _ მესამე...
.....
არ დაემონო მას!
ნუ მოგატყუებს იმედი!
ის მიუწვსომელია. მას კარგად არ იცნობ და შესაძლოა იმ ნახატს ჰგავდეს, რომელიც შორიდან ლამაზი ჩანს, ახლოდან კი უსახური....
...,.
თქვი ის რასაც ფიქრობ, წამი წარმავალია და გაატანე სიტყვები....ნუ შეინახავ სათქმელს იმ იმედით, რომ ხვალ იტყვი. თორემ თაროზე შემოდებული დღევანდელი სიტყვები ხვალ დაობილად და გაცრეცილად დაგხვდება.

პ. ს
მე-2__ 40-დან

მესამე დღეს არ მიმიწერია...

კატოს სანახავად ვიყავით ბავშვებთან ერთად. საჩუქრით,ბუშტებითა და ტორტით სახლში ვეწვიეთ. კატოს ძალიან გაუხარდა ჩვენი ნახვა. გვერდით თოჯინა ჰყავდა ჩაწვენილი, თავის მსგავსად გამოწყობილი. თოჯინის ხელის დბინტვაც კი არ გამორჩენია.
-კატო, მოგვენატრე მალე გამოჯანმრთელდი.
_კატო, მალე დაბრუნდი და აღარ წაგეჩხუბები.
_აუცილებლად დავბრუნდები და არც მე გაწყენინებთ.
_კატო რა მოგივიდა?
_-შემთხვევით მანქანიდან გადმოვვარდი ,-თქვა თვალახუჭულმა.  გამეცინა საკუთარი თავი გამახსენდა. რა საოცარია, მეც მაშინ ვხუჭავ თვალებს როცა მეშინია, კატო კი მაშინ როცა ტყუილს ამბობს.
მოახლემ გვიმასპინძლა, ლიკა არ დაგვხვდა. იცოდა, რომ უნდა მივსულიყავით.
-თამო, ლიკა თავს გვარიდებს , ალბათ.
-ხო, მისი დონის არ ვართ.
-რა სასაცილოა, ნადვილად, ოღონდ ის არ არის ჩვენი შეგნების ,-ორივეს გვეცინება.
ჩვენი სტუმრობით კატო ბედნიერია.
კატო უკეთ გამოიყირებოდა, ის ხშირად მესაუბრება საღამოობით მობილურზე, ალბათ, ჩუმად არეკვინებს დათო, ლიკამ რომ არ გაიგოს.
კატო 3 კვირაა,  რაც გამოწერეს და სახლში გადის რეაბილიტაციას, ფეხიც ნაღრძობი ჰქონია. სიარული უჭირს.

 

კატო

რომ მცოდნოდა მეგობრები ჩემთან მოვიდოდნენ საჩუქრებითა და ბუშტებით აქამდეც ვიტკენდი რამეს... მაგრამ ფეხს არა, იმიტომ რომ მომეწყინა წოლა. ბაღი მენატრება, თამუნა, ბავშვები და ევა. იქ სიყვარულია... ყველა გვკოცნის და ასაკი არ გვაშორებს... რომ გავიზრდები მეც მასწავლებლებივით ბავშვური ვიქნები. არ მინდა ჩემი ნათესავებივით სერიოზული დიდი ვიყო... სახლში კარგია, მაგრამ დედა და მამა სულ კამათობენ ... მართალია, ოთახში მაგრამ ხმა მაინც ისმის... ამ დროს მრცხვენია ჩემი მშობლების, ალბათ, მეზობლებსაც ესმით მათი ხმა და ისინიც წუხდებიან... ალბათ, ვძულვართ... დედა სულ უყვირის მამას შენზე უკეთესი ქმარი მეკუთვნის და რომ მოვინდომოო... საშინელებაა ამის მოსმენა, ნეტა გაშორდნენ ოღონდ არ იჩხუბონ... მაგრამ რომ გაშორდნენ მე სად ვიქნები? ორივე მიყვარს, ვერ ავირჩევ... ღმერთო, შენ ხომ ხედავ ყველაფერს და გესმის?! ხოდა დამეხმარე, დედას და მამას ისევ შეაყვარე ერთმანეთი გთხოვ და მე გპირდები, სანაცვლოდ აღარასდროს შევჭავ ბამბის ნაყინს...

ევა

საღამოს აივნიდან ხმა შემომესმა. გავიხედე და დათო იდგა. ამწე-კრანს  ხელით ანიშნებდა, სწრაფად წადიო.

-რა ხდება? ახლა სართული შეგეშალა?

- არა, ევა. აღარ შემიძლია. უნდა ვისაუბროთ. მე შენ მომწონხარ... უფრო სწორად მიყვარხარ...

-გაჩუმდი და წადი. რას კადრულობ? არ გრცხვენია?

-ვერ წავალ, ასე ვერ მომექცევი... შენ ამირიე გონება, ვალდებული ხარ მომისმინო...

ვხდებოდი, რომ შარში ვიყავი გახვეული. ვიგრძენი, როგორ გამომელია ძალა და დამიბნელდა თვალები.

 

 

10 მაისი, 2020 წ.
სრულად
კრია

 

თავი 1

კარანტინია...

საგულდაგულოდ შეფუთული, თუმცა მაინც დაუცველი ვზივარ მატარებლის ოთხკაციან  დასაჯდომ ადგილზე და იმედგაცრუებილი, თუმცა უკეთესობის მოლოდინით ვათვალიერებ ჩემს წინ დაცარიელებულ სავარძლებს.

ხალხმრავლობაა...

თუმცა მაინც ყველა თავისთვის მარტოა... ცალკეა...

მატარებელი დინჯად, თუმცა სწრაფად მიაპობს რელსებს და გაჩერებებზე მგზავრებს ცვლის. ირგვლივ თავისებური სიჩუმეა. ისეთიც არა როგორც ჩემს ოთახში, როცა მარტო ვარ. ეს სულ სხვაგვარი შიშისგან შექმნილი ხალხმრავლობით გამოწვეული შიშია. დროგამოშვებით ჩემს ჯიბეში მობილური იწყებს ვიბრაციას... არ ვპასუხობ... ვიცი ინერვიულებენ... საქართველოში ჩემზე დარდობენ!  მე ხომ დედისთვის შვილი ვარ, რომელიც ვერაგი პანდემიის დროს უცხოეთში მარტო ჩაიკეტა... და ვეღარ გამოდის!  მაგრამ ეს ხომ ჩემი არჩევანია! სიყვარულით გამოწვეული არჩევანი...ნებისმიერი რისკის ფასად და შედეგად.

ხელში კალამი უძლურად მიჭირავს და ღრმად ვსუნთქავ... უძლურად იმიტომ კი არა რომ ვირუსის სიმპტომი მაქვს... არა! წერისას რეზინის ხელთათმანები ხომ არასოდეს იყო მოსახერხებელი და არც პირბადით შემიძლია ხარბად შევისუნთქო ჩემს ირგვლივ არსებული ჯანგბადი.

ვუახლოვდები!

შემდეგი, ჩემი გაჩერებაა!

ჩავალ და უფრო ხალხმრავალ ადგილს შევუერთდები...  დუმილით შემოსილი შიშით და დღის უკანასკნელ რვა საათს სიკვდილის სიახლოვეში გავატარებ!

სასეირნოდ არ მივდივარ...

ეს სამსახურია... ჩემი სამსახური!

სამსახური, რომელიც ვირუსული ინფექციის პირისპირ მაყენებს...

ხალხმრავლობისას თითქოს მის სუნსაც კი ვგრძნობ... ის ისეთი მწველი და მჟავეა, თითქოს სიკვდილის ანგელოზი ჯოჯოხეთის სუნამოს  დედამიწაზე აპკურებს...

ეს ჩემი გაჩერებაა!

მალე სიკვდილს უფრო და უფრო მივუახლოვდები და გაყინულ ტანგოს ვეცეკვები... ისევ ისე როგორც გუშინ... მხოლოდ რვა საათი.

ისიც ლოკოკინასავით ნელა გაივლის და მასაც შევხვდები... მას, ვის გამოც მოხვდი აქ და გავხდი ის ვინც ვარ...

 

 

 

თავი 2

იღიმის...

ზუსტად ამ წამს ის იღიმის!

მე კი უბრალოდ უძრავად ვზივარ საწოლზე, მუხლებზე მრავალგვერდიანი ცალხაზიანი რვეული მიდევს, ხელში შავი ფერის კალამი მიჭირავს და ვცდილობ დავწერო...  მინდა დავწერო ის რასაც განვიცდი, ძალიან მტკივა და  საკუთარ თავში ძალას ვეძებ, თუმცა უშედეგოდ. სიტყვები გონებაში უთქმელად იყინება...

ის დროგამოშვებით გამომხედავს და ისევ მიღიმის, ცდილობს თავი მომაბეზრებლად არ წარმომიდგინოს და ისევ აგრძელებს ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოკლე იუმორისტული ვიდეოების ყურებას.

ისევ შემომხედა... გამიღიმა...

მეც წამიერად შევწყვიტე წერა და ნაძალადევად გავუღიმე.

-baby, გჯერა ჩემი?- ვკითხე და მანაც მაშინვე შემომხედა. ვიდეო ერთხანს დააპაუზა და ჩემი დუმილის შემდეგ ისევ განაგრძო.

-baby…-გავიმეორე ჩუმი ხმით . მან ვიდეო ხელახლა დააპაუზა და გამომხედა

-ჰმმმ...

-baby… -ჩემი სიტყვა ყოყმანისგან გასაცოდავებულიყო

-ჰო...

-ჩემი გჯერა?-გავიმეორე ისევ

-კი მჯერა!-მიპასუხა თავდაჯერებულმა, თუმცა განაწყენებულმა, რომ ეს კითხვა დავუსვი.

-მართლა?-არ შევეშვი

-კი მართლა...

-რამდენი ხანი ირწმუნებ ჩემსას?

-თამო, ეს რა შეკითხვაა...!- მიპასუხა ნაწყენი ტონით და ნაღვლიანი თვალებით შემომხედა

-მიპასუხე,გთხოვ! ძალიან მნიშვნელოვანია შენი პასუხი...-არ შევეშვი

-მთელი ცხოვრება!

-ჰო?-ვკითხე ხელახლა, მას შემდეგ რაც ის პასუხი მივიღე რაც მინდოდა რომ მისგან მიმეღო.

-ჰო! - თქვა და ისევ განაგრძო ვიდეოს ყურება. მე კი გავაგრძელე წერა, თუმცა რამოდენიმე წამის შემდეგ მან ხელახლა დააპაუზა ვიდეო და საწოლზე  გვერდულად წამოწვა.

ის მიყურებდა კითხვებით სავსე თვალებით, თუმცა უთქმელად.  ხმას არ იღებდა... უბრალოდ ჩუმად მიყურებდათუ როგორ ვცდილობდი ძალა მომეკრიბა, რომ ხელახლა მებრძოლა...

-ახალი ცხოვრების დასაწყისი ახალი დღით და ახალი გეგმებით იწყება! იბრძოლე, რომ იყო პირველი! იბრძოლე რომ მუდამ გიყვარდეს და უყვარდეთ!

-მე შენ მიყვარხარ!-ვუპასუხე და  სახეზე ნაზად მოვეალერსე. მან თვალები დახუჭა და  ჩემს ხელებს მიენდო,რომელიც მის დახუჭულ თვალებს ნაზად ეფერებოდა.

-ვიცი... და მეც მიყვარხარ! -თქვა მას შემდეგ რაც ხელები მის სახეს მოვაშორე.

-მაგრამ!...-განაგრძო ისევ - აუსრულებელი ოცნებების არასოდეს შეგეშინდეს!  დაისახე ის უფრო მტკიცედ და გადადგი ნაბიჯი უფრო მხნედ! თამო, შენ ყველაფერი გამოგივა! მე ვიცი ეს!

-მე...

-ჩუუ...-შემაწყვეტინა სიტყვა და ტუჩებზე საჩვენებელი თითი მომადო

-განაგრძე წერა!-თქვა ისევ ჩუმი ხმით, ვიდეოს ხმას ჩაუწია და განაგრძო კითხვებით სავსე თვალებით მისი ყურება.

 

 

 

დასაწყისი

თავი 3

ღამით ძლიერად გაწვიმდა, თითქოს ცა ჩამოიქცაო.

აღარ მეძინა. ჩემი გონება ჯერ კიდევ ჩემთვის უცხო ახალი დღის განთიადის მოლოდინში იყო. საკუთარი თავა ვაჯერებდი, რომ უკვე დიდი გოგო ვიყავი...  მე ხომ სკოლაში ვიწყებდი სიარულს. აღარც კი მახსოვს როგორ შემოეპარა წვიმის შხეფების ხმას მამლის შორეული ყივილი, რომელსაც მალე ნანატრი განთიადი მოჰყვა. ისე ძლიერად წვიმდა, რომ ცა მოძრავ კუპრს დამგვანებოდა, ხოლო ნიადაგი ტალახის ნიაღვრად ქცეულიყო.

დედამ ნახევრად ტიტლიკანა სწრაფად წამომაყენა საწოლიდან, შავ-თეთრი მაქმანებიანი სკოლის უნიფორმა და ფეხზე ლანას ფეხსაცმელი ჩამცვა. ლანა ჩემი თანატოლი, ქერა გოგონა იყო, რომელიც სულ სხვა სკოლაში იწყებდა სიარულს და რომელიც ერთი კვირის მოგვიანებით იწყებოდა.  ლანამ თავისი კრემისფერი ქოშები ერთი კვირით მათხოვა, მანამ სანამ დედა მომდევნო კვირას ბაზრობაზე ახალს არ მიყიდდა. დედამ ფეხსაცმელი კოხტად მომარგო ფეხზე, თმები ნაზად დამივარცხნა, მაღლა ამიწია და თეთრი ბაფთით შემიკრა.

წვიმა არ წყებოდა...

-მზია, ვო-მზია! ისევ სახლში ხარ?-მოგვესმა მოპირდაპირე ღობის მიღმა სახლიდან მეზობლის ხმა.

-ჰოო, ნარგიზა! ველოდები, იმედია წვიმა მალე გადაიღებს!-გასძახა დედამ და ბალკონიდან უკანსახლის კედელთან გადამწია.

-მანდ არ დადგე! დასველდები შვილო!- მითხრა თბილი ხმით დედამ და ნაღვლიანი ხმით დასძინა -,,რა არის ეს დალოცვილი ასე რომ წვიმს?!...გადაიღე შე დალოცვილო!

-მზია! ვოო-მზია! -მოისმა ისევ მეზობლის ხმა წვიმის შხეფების ლაბირინთიდან

-ჰოუ, ნარგიზა!- მიაწვდინა დედამაც ხმა

-მგონი ელისოც მიდის სკოლაში! ქოლგა აქვს და წაგიყვანთ!-გამოსძახა ნარგიზამ წყვეტილი ხმით დედას და რამოდენიმე წამში ისევ გაისმა მისი ხმა, ამჯერად სხვა მიმართულებით.

-ელისო!  ელისოოო! ელისოო! -გასძახა ნარგიზამ მის გვერდითა მეზობელს და რამოდენიმე წამში პასუხიც მოისმა

-ჰოუ, ნარგიზა! მეძახდი?!- ხმა ისეთი წვრილი და რბილი იყო, რომ წვიმის შხეფებმა ბოლომდე შთანთქა ის.

-ელისო! მზიაც მიდის სკოლაში და გასძახე რომ წახვალ!

-კარგი ნარგიზა!კარგი!

რამდენიმე წუთის შემდეგ მე, დედა და ელისო ერთი დიდი ზომის, შავი ქოლგის ქვეშ ვიყავით მოქცეულები. დედას მამას ტყავის გრძელი ქურთუკი ეფარა მხრებზე  და მკითხა

-ხომ გიხარია თაკუჩი სკოლაში?!

-კი დე!-ვუპასუხე წვრილი ხმით. ირგვლივ მიმოვიხედე და ვცადე მიწიდან მაღლა, ქოლგის ქვეშიდან გზები სულ სხვა თვალით დამენახა.  წვიმდა და წვიმის წვეთები ახალ ქოშებს მისველებდა.

უკვე აღმართს ვუახლოვდებოდით და ვხედავდი, როგორი სიძლიერით ცდილობდა წვიმის ნიაღვარი ჩვენს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი იყო...ცოტა არ იყოს შემეშინდა და დედას ჩავეხუტე. მამას ტყავის ქურთუკი დასველებულიყო და სახეც დამისვლედა, თუმცა მაინც დავადე მას თავი და უკან გავიხედე. ვცადე ჩემი სახლი დამენახა, მაგრამ ჩემი ქუჩა აღარ ჩანდა ... აღარც ნარგიზას და არც ელისოს სახლი.

ისევ წვიმდა...

ზარის ხმაზე დედამ და ელისომ ნაბიჯებს აუჩქარეს. ელისომ სკოლის ეზოს ზამბარებიანი ხის კარი სწრაფად შეაღო და ნელ-ნელა შემომესმა ბავშვების ჟრიამული, რომელიც თავსხმა წვიმის შედეგად გამოწვეულ აურზაურს და დანეულობასუფრო ჰგავდა.

-მოვედით თაკუჩი! -მითხრა დედამ და დაბლა დამსვა. მამის ტყავის ქურთუკი გაიხადა და ღიმილიანი სახით შემომხედა

-ხომ არ გეშინია?-მკითხა ისევ. მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე  და თვალი გავაყოლე გრძელი დერეფნის შუა ჩიხში მოქცეულ ჩაბნელებულ კიბეს, საიდანაც შავებში გამოწყობილი, ხანშიშესული, გამხდარი ქალი ჩამოვიდა. ის დედას მეგობრულად მიესალმა და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ქალბატონმა ნორამ საკლასო ოთახში შემიყვანა.

-ესენი შენი თანაკლასელები არიან თამო! -წარმთქვა მან დინჯად და ოთახში  მყოფ ბავშვებზე მიმითითა.

-ბავშვებო,მიესალმეთ!ეს თამოა!- ისევ წარმოთქვა მან მაღალი, დამრიგებლური ხმით და ოთახში მყოფ ბავშვებს ჩემზე მიუთითა

-გამაარჯოობა! თაამოო!-რობოტებივით ერთხმად გაიმეორეს ბავშვებმა, რომელთა წვრილ-ბოხი ხმების ნარევი საერთოდ არ ჰგავდა მეგრული სიმღერის ჰარმონიულ ბგერებს.

ოთახში ჩემი მზერა ერთმა ხუჭუჭა, შავთმიანმა, შედარებით მუქი კანის გოგონამ მიიქცია, რომელიც ქერა და თოვლივით თეთრი სახის მქონე გოგონას გვერდით იჯდა.  მე იქვე შორიახლოს ცარიელ მერხთან დავიკავე ადგილი და ვარდისფერი ჩანთიდან მაკას მიერ მოცემული წიგნი ამოვიღე.

წიგნი ხშირი ფურცვლისაგან გამცვდარიყო, გვერდები მარტივად იშლებოდა და თითებზე ფურცლების პატარა ნაწილაკები მრჩებოდა. ამ წიგნს თაობები ღირსეულად აღეზარდა და ახლა ის მე მეჭირა ხელში. წიგნის შიდა გარეკანზე სხვადასხვა ხელწერითა და სხვადასხვა ფერის კალმით მისი ყოფილი მფლობელების სახელები იყო მიწერილი. კითხვა ჯერ არ ვიცოდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ იქ მაკას სახელიც ეწერა... ,,ნეტავ რომელია მაკა?! კითხვას ვისწავლი და გავიგებ“- გავიფიქრე და ნორა მასწავლებელს მთელი გულისყურით დავუწყე მოსმენა.

იმ დღიდან მოყოლებული მთელი ხუთი წლის განმავლობაში ყურადღება წამითაც კი არ გამფანტვია... ვუსმენდი და დიდი მწერლების მიერ მოთხრობილს, თუ ლექსად დაწერილს  უდიდეს გამოცდილებად აღვიქვამდი...

დროც სწრაფად გადიოდა.

მე ასოების მიყოლებით, ვსწავლობდი სიტყვებს, წინადადებებს, ლექსებს, მოთხრობებს და როდესაც მეც გამიჩნდა საკუთარ თავთან ქიშპობის ენერგია, ჯერ პატარა ლექსების წერა დავიწყე. პატარა ლექსებს უფრო გრძელ სტროფებიანი ლექსები მოჰყვა... ლექსებს ჩანახატები...ჩანახატებს მოთხრობები... მოთხრობებს კი რომანები, რომლებსაც მუდამ სახელდახელოდ გადანახულ იმ რვეულის ფურცელზე ვწერდი, რომელსაც სკოლაში გამოვიზოგავდი ხოლმე. ფურცელზე კალმის გულით წვრილი ასოებით ვწერდი, რათა მელანი უფრო დიდხანს მქონოდა და მალე არ დამთავრებულიყო. როცა აღარ წერდა სულს ვუბერავდი და ვახურებდი იმ იმედით რომ, ისევ დაიწყებდა წერას. შემდეგ ახალ კალამს ლალას ვთხოვდი და მეორე დილით სკოლაში წასვლამდე ისევ ვუბრუნებდი.

ლალა ნარგიზას ქალიშვილი იყო, რომელიც ძალიან ლამაზი  და მომხიბვლელი იყო. განგებას  სილამაზესთან ერთად ის ცეკვისა და სიმღერის ნიჭით დაეჯილდოვებინა. ის ფორტეპიანოზე ისე უკრავდა, როგორც ბეთჰოვენი და ისეთივე თბილი ხმით მღეროდა, როგორც სირინოზი... ან გაზაფხულის ფერია, რომელიც ზღაპრებში ყვავილიდან ყვავილზე სიმღერით გადაფარფატდებოდა.

სწორედაც, რომ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მოხდა საბედნისწერო მოულოდნელობა ჩემს ცხოვრებაში.

გაზაფხულის არდადეგები სრულდებოდა, როდესაც თოჯინების ნაცვლად ჯოხებთან თამაშიდა მათთვის ტალახის ნამცხვრის მომზადება არასერიოზულად აღვიქვი და გადავწყვიტე, ტალახის ნამცხვრისთვის განკუთვნილი ალუმინის საშუალო ზომის ჯამი სხვა დანიშნულებით გამომეყენებინა.  ჯამი გადმოვაპირქვავე და ზედ სხვადასხვა ზომის ქვები და კენჭები დავალაგე. დავიწყე  მისი როგორც დოლის და ფორტეპიანოს ერთობლივი გამოყენება. უეცრად ჩემს ცხვრწინ თეთრი პეპელა მოფარფატდა და მაშინათვე გავინაბე.  დავუწყე დაკვირვება მისკონტურს, სათუთ ფრტებს, თვალებს... მინდოდა ხელი შემეხო, თუმცა მათი მიახლოება იგრძნო და მეზობლის ეზოში გადაფრინდა.

ისევ განვაგრძე ჩემს ფორტეპიანოზე დაკვრა, თუმცა აქ ნაცნობი სიმღერა ,,ჭრელო პეპელა“ მივაყოლე. ჩემი ხმა თითქოს მომეწონა და ის უფრო მაღლა ავწიე. უეცრად საშუალო ზომის ქვა ჩემი გამოგონილი ფორტეპიანოდან  გადმოვარდა და როდესაც დავიხარე მის ასაღებად, თვალი მოვკარი სახლის გვერდითგაღიმებული სახით ატუზულ მამას, ბაბუას და ჩემს პატარა ძმას.

-დაუკარი! დაუკარი!- მითხრა ბაბუამ და გამიღიმა

-დაუკარი! მიდი! -გაიმეორა მამამაც

-ჰაჰა... იმღერე რა! მიდი თაკუნი, იმღერე რა!- წაიწრიპინა ჩემმა პატარა ძმამაც

მე შემრცხვა და ადგილიდან ვეღარ დავიძარი.

 

 

***

საღამოს დედამ დასაძინებლად ამიყვანა სახლის მეორე სართულზე და ჭრაჭუნა, ზამბარებიან საწოლში ჩამაწვინა. თვითონაც გვერდით მომიწვა, საბანი თბილად გადამაფარა და ისევ ისე ტკბილად დაიწყო იავნანას სიმღერა, როგორც ჩემს პატარა დას უმღერდა ხოლმე, როდესაც ძუძუს აწოვებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ სიმღერა შენელდა და ბოლოს კი საერთოდ შეწყდა.  ვიგრძენი, თუ როგორ ჩუმად წამოდგა დედა საწოლიდან, საბანი შემისწორა და დაბლა ჩაუყვა კიბეებს.

დედას იავნანას შედეგი გამოეღო... თვალები მეხუჭებოდა და მეძინებოდა. სახლის ქვედა სართულუდან ბუხარში ცეცხლის ტკაცუნის  და ოჯახის წევრების ხმა მოისმოიდა.

დედა: - მოდი ვატაროთ ბავშვი ფორტეპიანოზე!

მამა: - რომელი ბავშვი?!

დედა: - ჩემი თაკუჩი!

მამა: - ნიჭიერია! მღეროდა დღეს...

დედა: - რომ გაიზრდება ეცოდინება ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერა... რა იცი რაში გამოადგება!

ბაბუა: - ვატაროთ, მაგრამ სად?

ბებო:- სკოლა ინტერნატში ყოველ კვირას დადის მუსიკის მასწავლებელი და იქ შევიყვანოთ!

მამა:-ვატაროთ მაგრამ, გადახდა არ უნდა?

დედა:-მოვახერხებ რამეს... ხან მეზობლისგან ვისესხებ... ხან ქათამს გავყიდი ბაზარში... ხან თხილს ან სიმინდს...

ბებო: - სად გვაქვს გასაყიდი სიმინდი და თხილი! ქათმებიც ორიოდე კინკილაა...

დედა:- რამე მოხერხდება! ბავშვობაში სულ მინდოდა ფორტეპიანოზე დაკვრა მესწავლა, მაგრამ არც მასწავლებელი იყო და არც შესაძლებლობა, რომ სხვაგან მესწავლა!  ჩემი შვილი მაინც ისწავლის და ეცოდინება!

მამა: - მერე და არ გინდა რომ შენ იარო?!-  დედას ნოსტალგიას მამამ ხუმრობით უპასუხა, რასაც ერთობლივი სიცილი მოჰყავა.

ბაბუა: - შევიყვანოთ, ბავშვი! ფულს კი რამენაირად ვიშოვით!

მამა: - შევიყვანოთ!

მამამ ღრმად ჩაახველა...

დედა: -შენ ექიმთან ხარ მისაყვანი... ძალიან ცუდად ახველებ!

ხმები ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდებოდა... ოთახში ბნელდებოდა და ცეცხლის ტკაცუნი უფროდაუფრო ნელდებოდა.

ჩამეძინა...

 

 

***

მას შემდეგ რაც საოჯახო წესით გადაწყდა რომ ფორტეპიანოზე მევლო, შემიყვანეს და მყავდა ნაცვლად ერთისა, ორი მუსიკის მასწავლებელი: მაია და ლალა. მაია გრძელ წვრილთითიება მოხდენილი გოგო იყო, მოკლედ შეჭრილი თმით და მუქი ნაცრისფერი თვალის ჩრდილებით. მაგრამ დავალებები, რასაც მაია მაძლევდა ხოლმე სახლში სამეცადინოდ მის  შესრულებაში ლალა მეხმარებოდა. ყოველ შაბათ-კვირას, გაზაფხულსა თუ ზამთრის ყინვაში ლალა გვერდით მეჯდა და ნოტებს მარჩევინებდა.

მიყვარდა ფოტეპიანოზე სიარული თუმცა , მაგრამ ყოველ წელს სულმოუთმენლად ველოდი ზაფხულის არდადეგებს, რომ იმავე კვირის ბოლოს ბებოსთან წავსულიყავი.

ძალიან მიყვარდა ბებოსთან ყოფნა. ის არ მაძალებდა სწავლას და არც მკიცხავდა, მუდამ ქათინაურებით მამკობდა, მეალერსებოდა, სხვადასხვა მოდურ ნაწნავებს მიკეთებდა და ჭრელ-ჭრელ კაბებს მიკერავდა. ერთი ტრადიცია გვქონდა მარტო მე და ბებოს. როდესაც მზე ზენიტს მიაღწევდა, იქვე სახლის წინ მდგარ მსხლის უხარაზარი ხის ქვეშ მწვანე ბალახზე პიკნიკს ვაწყობდით, მანამ სანამ ზაფხულის თაკარა მზე ჩვენს ეზოს არ მოშორდებოდა.  როცა მოვიწყენდი მუდამ ვთხოვდი, რომ ფოტოალბომი დაგვეთვალიერებინა. კვირაში რამდენჯერმე ვათვალიერებდით ალბომს, ფოტოები ერთი და იგივე იყო... არ ემტებოდა. მაგრამ სასაუბრო ყოველთვის იყო.  ვათვალიერებდით ბებოს და ბაბუს ახალგაზრდობის ფოტოებს... ვათვალიერებდით  და ყოველ დეტალს განვიხილავდით. ბებო მიყვებოდა ყველაფერს...

ალბომში, შავ მუყაოს ქაღალდში გახვეული სურათებიც იდო. პირველად რომ დავინახე ცოტა არ იყოს შემეშინდა... ტანზე იდუმალმა ჟრუანტელმა გამიარა.

-ბე, ეს რა არის?-ვკითხე და შავი უხეში ქაღალდის შეკვრას ხელი მოვკიდე

-არ გახსნა ბებო! არ შეიძლება!-მითხრა და გვერდზე გადადო

-რა არის ბებო?! გთხოვ, მითხარი რა არის..? -დამაინტერესა და დანაღვლიანებულმა ბებოს შევხედე.

ალბათ, მაშინ იმის გააზრებამ უფრო დამთრგუნა, რომ ბებოს ჰქონდა საიდუმლო, რომელიც მე არ ვიცოდი და არა შავი ქაღალდის შეკვრამ.

-მანახე ბე... მაინტერესებს! -არ ვეშვებოდი ბებოს

-არა... არ შეიძლება! სხვა ფოტოები ვნახოთ!-არ ნებდებოდა ბებო

-სხვები ვიცი ბე... ეს არ ვიცი! რა არის?

-ნაპო ბაბუას ფოტოებია... -თქვა ნაღვლიანი ხმით ბებომ

-მინდა ვნახო...ბაბუს ფოტოები!

-აი, აქაა ბებო! ესენი ნახე!-მომაწოდა სხვა ფოტოები, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ დავათვალიერეთ.

-ესენი უკვე ვნახე... მე ისინი მინდა ვნახო!

-არ შეიძლება! ... შეგეშინდება!

-რატომ... რა  ფოტოებია ბებო?

-ნაპო ბაბუას გარდაცვალების ფოტოებია! -მიპასუხა ბებომ და ალბომი დახურა.

სიტყვა ,,გარდაცვალებამ“ იმ მომენტში ცოტა არ იყოს შემაშინა, თუმცა ალბომის შემდეგი დათვალიერებისას ღრმა ინტერესმა შემიპყო, თითქოს შავი შეფუთვის შიში სადღაც საპნის ბუშტივით გამქრალიყო.

-ბაბო ვნახავ გთხოვ!

-არა, ბე... არ შეიძლება!

-არ მეშინია ბებო! აი მართლა, არ მეშინია! ბაბუას ფოტოები მინდა ვნახო! გთხოვ!...

ბებომ ნელა გახსნა შავი ქაღალდის შეკვრა და იქიდან ბაბუას შავ თეთრი ფოტოები ამოიღო... ძალიან ბევრი იყო... პირველად როცა დავინახე სხეულში უცნაურმა ცივმა ჟრუანტელმა დამიარა... მალევე დავხურეთ! თუმცა შემდეგი დათვალიერებისას ფოტოებს უფრო დავაკვირდი...  ბაბუას პანაშვიდის ფოტოები იყო... ბაბუა ტახტზე იწვა... ოთახის ცენტრში.... ირგვლივშავებში გამოწყობილი ქალები იდგნენ... ბებოც ვიცანი

-ეეე, ბებორა ახალგაზრდა ყოფილხარ!-წარმოვთქვი ნაღვლიანი ხმით

-ხო, ბებო...

-ეს დედაა... ეს ნანა დეიდა...  ეს კი მახო ბიძია... -დავიწყე ფოტოებზე  აღბეჭდილი პიროვნებების ამოცნობა.  ბიძია ბაბუას ცხედარს თავთან იდგა, ხოლო დედა და დეიდა ფეხთან... ბებო შუაში იჯდა ქალებს შორის... ყველა ფოტო ერთმანეთის მსგავსი იყო. შავ- თეთრი... ნაღვლიანი... ცივი... და უხეში.

-ბებო...ბე... ასეთ ფოტოებს რატომ იღებდნენ?-ვიკითხე მორცხვად, როდესაც  ჩვენ ორს შორის უხერხული და ნაღვლიანი სიჩუმე ჩამოვარდა.

-ტრადიცია იყო ბებო, ტრადიცია!... ის ნაპო ბაბუას ქვეშ დიდი გვირგვინი რომ არის ის მისმა ამხანაგებმა მოუტანეს, ხოლო ეს ფოტოგრაფი თანამშრომლებმა...

-როგორი ტრადიციაა ეს! არ მომწონს! -გავბრაზდი, ბებოს ნაღვლიანი სახის დანახვაზე.

- ბაბუს გარდაცვალების შემდეგ სამი თვე მთელს სოფელში ტელევიზორს და რადიოს არავინ რთავდა! სირცხვილი იყო! რიდი იყო! ... სულ სხვა დრო იყო ბებო... სხვა დრო!

გულში ბებოს პატიებას ვთხოვდი, რომ მოგონებები გავუღვიძე... მე ხომ ბავშვური ინტერესი მკლავდა და აღარ მასვენებდა. იმწამს ალბათ ბებოს ყველა მოგონებები გავუღვიძე... მოგონებები, რომელიც სევდით, ტკივილით და დარდით იყო სავსე. მას შემდეგ იშვიათად ვხსნიდით შავ ქაღალდის შეკვრას, თუმცა ბაბუაზე მუდამ ვსაუბრობდით. მე მიხაროდა, ყველა ლამაზი ისტორიების მოსმენა მათზე, რომელსაც ბებო მიყვებოდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი... ბავშვი ვიყავი, თუმცა ეხლა ვხვდები ეს რატომაც ხდებოდა...

მას ხომ ბაბუა ძალიან ენატრებოდა...

ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაქვრივდა და სამი შვილი სულ მარტომ გაზარდა. ძალიან წესიერი და პატიოსანი ქალი იყო ციალა ბებო, მასზე ცუდს და აუგს ვერავინ იტყოდა  სოფელში. ყველა პატივს სცემდა და ერიდებოდათ მისი.  ბებო ორმოცდაათ წელს გადაცილებული იყო. სახე დარდისგან დანაოჭებოდა, თუმცა ლოყები ისევ ბავშვივით ნაზი და რბილი ჰქონდა.  მას ზღვისფერ- ზურმუხტისფერთა ნაზავი ჟღალი თვალები ჰქონდა. ის ოდნავ ჩაპუტკუნებული, საშუალო სიმაღლის ქალი იყო, რომელსაც თავზე მუდამ ღია ყავისფერი ან ღია ლურჯი თავსაბურავი ეხურა. მან სამივე შვილი სულ საკუთარი ოფლით მარტომ გაზარდა. სამივეს ჩააცვა, დაახურა და ასწავლა.  დედა და დეიდა ოცდაერთი წლისები დაოჯახდნენ, ხოლო ჩემი ბიძა, რომელიც ამ სამთაგან ყველაზე უმცროსი იყო, მარტო ცხოვრობდა დედაქალაქში და მუშაობდა.

 

 

***

ნანატრი დღეც დადგა.

ბებოს სახლს ვუახლოვდებოდი, ორმაგად მიხაროდა, რადგამ მან არ იცოდა რომ სტუმრად მოვდიოდი, რაც მის ასმაგ სიხარულს ნიშნავდა. მიყვარდა, როცა ის იღიმოდა. ჭიშკარი გაღებისთანავე აჭრიალდა და ბებოც მაშინვე სირბილით, ღიმილით და ხელებგაშლილი  გამოვარდა სახლიდან.

-ნენაა.. ეს ვინ მოსულა! ბებოს  სიხარული და ბებოს გულის სიყვარული! -იძახდა ბებო სირბილისას წვრილი აქოშინებული ხმით. მან გულში მთელი ძალით ჩამიკრა და ლოყები მანამ დამიკოცნა სანამ არ დაიღალა. შემდეგ ხელი ძლიერად ჩამკიდა და სახლში კოცნა-კოცნით შემიყვანა.

-გშია ბებო? -მკითხა მაშინათვე, როგორც კი ოთახში შევედით

-არა ბე...ბიძია სადაა?-ვკითხე ბებოს და ოთახს თვალი შევავლე.

ირგვლივ სიცარიელე იყო. მხოლოდ ავეჯი, წიგნების კარადა, ხატები და კედელზე ბაბუას სურათი რთავდა ოთახს. ნეტავ რას ფიქრობდა ბებო მარტოობისას?! ნუთუ ბაბუაზე?! ან შვილებზე?! ან ჩემზე?! ნუთუ ამ ოთახში ყოფნისას ის მოწყენილი იყო?!..  თუ იმედებით და აციმციმებული თვალებით ჩემს მოლოდიში ყოველ კვირა დღეს ფანჯარას არ აშორებდა მზერას... ალბათ მას შემდეგ რაც ბოლოს ვესტუმე ბებოსსულ მელოდებოდანაღვლიანი თვალებითდა დღეს  ის საბოლოოდ ბედნიერი იყო, რადგამ მას მე ვყავდი თავითსთან ახლოს.

ბებომ კარადიდან ყველი და პური გამოიღო და მომაწოდა

-ეს შეჭამე ბებო და აჯამსანდალს გაგიკეთებ! ხომ გიყვარს ბებო?-მკითხა აციმციმებული თვალებით

-კი ბე... მიყვარს! ალუჩას ასხია?-ვკითხე ბებოს, როდესც გამახსენდა რომ მას ეზოში პატარა ალუჩის ხე ერგო

-კი ბებო! სავსეა! მაგრამ ხეზე არ ახვიდე! მე დაგიწყვიტავ და საჭმლის მერე ვჭამოთ ერთად!

ტრადიციისამებრ სუფრა ეზოში გავშალეთ და ჭამის შემდეგმწვანე მდელოზე ხის ძირას წამოვწექით.

-ბეე... ალბომი დავათვალიეროთ კაი?

-კაი, ბებო ახლავე მოვიტან!-ბებომ სახლიდან ნაცნობი ალბომი გამოიტანა და დავიწყეთ ფურცვლა.

უეცრად რამოდენიმე ახალი ფოტო ვიპოვე.

-ბებო, ესენი ვინები არიან?-ვკითხე ბებოს და ბიძას გვერდით მდგარ გოგო ბიჭებზე მივუთითე.

-არ ვიცი ბებო!... ბიძაშენმა მოიტანა... მისი ამხანაგები ან თანამშრომლები იქნებიან.

ფოტოების დათვალიერება ძალიან დიდი სისწრაფით გავაგრძელე და ჰოი საოცრებავ! ერთი მათგანი მეცნო.

-ბებო... ეს მაიაა!

-მაია ვინაა?-მკითხა ბებომ და ფოტოს დახედა

-მაია... ჩემი მუსიკის მასწავლებელი!

-მართლა? -ბაბომ სათვალეები გაიკეთა და ფოტოზე აღბეჭდილ გოგონას შეხედა

-ჰო ბებო!... მაიაა! ვიცი! მისი თმა... სახე... შარვალი და პიჯაკი... ისაა ბებო ის!-აღფრთოვანებულმა ვუთხარი ბებოს და ფოტოს ახლოდად დავუწყე დაკვირვება

-სადაურია შენი მასწავლებელი?-მკითხა ბებომ ღიმილით

-ისიც მეგრელია ბებო!

-ნეტავ ვისი შვილია!...-ჩაილაპარაკა ბებომ და გაღიმებული სახით ჩაფიქრდა

-იცი, რა კარგი გოგოა?!  -დავუმატე ბებოს საძიებო ინფორმაციის მნიშვნელოვანი სიტყვა

-მანახე ფოტო! -თქვა ბებომ და სურათს ისევ დახედა

-ბებო მგონია რომ მახო ბიძიას შეყვარებულია! აუ რა მაგარია!  იცი ბე...რა კარგი გოგოა?! ძალიან ლამაზია ბე... და სულ გვიანობამდე მამეცადინებს... ძალიან კეთილია ბებო... მოკლე კაბები კი არ აცვია და ძუძუები კი არ აქვს ამოყრილი სხვა გოგოებივით! კაი გოგოა! აუ, რა მაგარიაა ეე !- ავუღწერე ბებოს მაია იმ გასაგები ენით, როგორც მის თაობას ესმოდა, მინდოდა მასაც ისე შეყვარებოდა მაია მასწავლებელი, როგორც მე მიყვარდა.

-ძალიან კარგი მერე!- გაიღიმა ბებომ და ფოტოს ხელახლა დახედა.

-ბებო, მახო ბიძია როდის ჩამოვა თბილისიდან?- მოუთმენლობამ შემიპყრო

-შემოდგომაზე!- მიპასუხა ბებომ და სურათების თვალიერება განაგრძო

-რომ ჩამოვა ვკითხავ,თუ საიდან იცნობს მაიას...!- გავიფიქრე ხმამაღლა, თუმცა შემდეგ გამახსენდა, რომ  სექტებერის თვეში სკოლა მეწყებოდა და ბებოსთან არ ვიქნებოდი. ,,არაუშავს მაია მასწავლებელს ვეტყვი, რომ ბიძიას მისი ფოტო აქვს და გაუხარდება“!-გავიფიქრე და იმ წამს თავი დავიმშვიდე, რომ ერთ-ერთი მათგანისგან ჩემს კითხვებზე პასუხს მალე მივიღებდი.

-ბებო, ნაწნავებს გამიკეთებ?!-ვკითხე ბებოს და თავი მის მუხლებში ჩავრგე

-აბა, რას ვიზამ ბებო!-მითხრა ბებომ და თმები შუაზე გადამიყო.

-სკოლაში ხომ კარგად სწავლობ ბებო? -მკითხა რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ

-კი ბებო!სულ ხუთიანები მყავს!

-იცოდე ყოველთვის პირველი უნდა იყოს! არავინ უნდა გაჯობოს! ჩემი სასახელო გოგო ხარ შენ!-განაგრძობდა ბებო საუბარს და თმებს ნაზად მივარცხნიდა

-კი ბებო!  -ვუპასუხე ბებოს და რამდენიმე ჩასუნთქვის შემდეგ ისევ განვაგრძე.

-იცი ბებო?! მინდა პოლიციელი ან მომღერალი გამოვიდე!

-ვუი, ვუი! პოლიციელი არა ბებო!იარაღი საშიშია! მასწავლებლობა კარგია! არ გინდა?-მკითხა ისევ

-არა... ბებო... მასწავლებლობა არა!

-აბა დოხტური ბებო?

-არა ბებო... ვინმეს რამე არასწორად რომ გავუკეთო! ან არასწორი დიაგნოზი დავუსვა და რომ მოკვდეს... მეშინია! მეცოდება!

-ყველაფერს კარგად ისწავლი და შეცდომებს არ დაუშვებ! -დამაიმედა ბებომ და ნაწნავის გაკეთება დაიწყო.

-დოხტური გოგო რომ იქნები, მერე კარგ ბიჭს გაჰყვები ცოლად! - თქვა ბებომ და თავის ნათქვამზე სიცილი წასცდა

-არა ბებო! რა გათხოვება! მე არ გავთხოვდები!-გავბრაზდი და ვერ მივხვდი, რომ ბებო მეხუმრებოდა, აბა რა დროს ჩემი გათხოვებაზე საუბარი იყო. ეს მანაც მშვენივრად იცოდა, მაგრამ გადაწყვიტა ხუმრობაში ჩავეთრიე

-აბა შინაბერა იქნები ბებო?-მკითხა და სიცილი ვეღარ შეიკავა

-არ ვიქნები შინაბერა!-ვთქვი და მეც გამეღიმა

-ანუ გათხოვდები!

-კი... წიგნი მიყვარს და წიგნს გავყვები ცოლად!- ვუთხარი ბებოს, მისკენ მივტრიალდი დაწელზე მოვუღუტუნე. ვიცოდი რომ სიცილს ვეღარ შეიკავებდა და მისი სახე უფრო ბედნიერი იქნებოდა ვიდრე ადრე.

მართალი აღმოვჩნდი...

-არ ქნა თაკო! არ ქნა ! მოვკვდები! არ ქნა!-იმეორებდა ბებო სიცილით და რამდენიმე ხნის შემდეგ მეც და ბებომაც სიცილით გული ვიჯერეთ, მდელოზე გულაღმა დავწექით და მზერა მაღლა ზეცისკენ მივმართეთ.

 

 

 

თავი 4

დადგა ნანატრი სექტემბერი.

დედამ როგორ ყოველთვის რვა საათზე გაგვიშვა მე და ჩემი და-ძმა დასაძინებლად. დილით სკოლა გვეწყებოდა... თვალი სწრაფადვე დავხუჭე იმის მოლოდინში, რომ მალე გათენდებოდა...  შემდეგ ისევ მალე დაღამდებოდა...  ისევ გათენდებოდა და ასე მალე მოახლოვდებოდა სკოლა ინტერნატში წასვლის დრო, სადაც მაია მასწავლებელი მელოდა.   მიუხედავად იმისა რომ არ იცოდა ის რაც  მისთვის უნდა მეთქვა, გვრძნობდი რომ ისიც ელოდა ოთხშაბათს. ალბათ მასაც ახალი სასწავლო წლისთვის ახალი სამოსი ჰქონდა ნაყიდი ან იქნებ იგივე შარვალ-კოსტუმი ეცმეოდა, როგორც ბიძიას ფოტოზე. თუმცა ოთშაბათამდე ჯერ სკოლაში უნდა წავსულიყავი.

დილით როგორც ყოველთვის დედამ ხელ-პირი დაგვაბანინა, გვაჭამა, ჩაგვაცვა და მე და ჩემი ძმა სკოლააში წასასვლელად გაგვამზადა. ბაბუამ ორივეს ოცდაათ-ოცდაათი თეთრი მოგვცა. ,, შესვენებაზე კანფეტი იყიდეთ და ჭამეთო“, ჩანთაში თითო-თითო წითელი ვაშლი ჩაგვიდო და სკოლის ჭიშკრამდე მიგვაცილა. სკოლის ეზოში თამაზი ელოდა მოსწავლეებს. თამაზი შუა ხნის ასაკის  ფოტოგრაფი იყო, რომელიც ერთ ლარად ფოტოებს უღებდა მოსწავლეებს. მეც ვთხოვე ფოტოს გადაღება ჩემს ძმასთან ერთად და ფულის მოტანას მოგვიანებით დავპირდი. მანაც დიდი სიხარულით შეარჩია სკოლის მოპირდაპირედ ნაძვნარ-ფიჭვნარის ხეივანი და პირველი სამახსოვრო ფოტო გადაგვიღო.

შემდეგ ორივენი დავიშალეთ და საკუთარ საკლასო ოთახებს მივაშურეთ. უკვე უფროსკლასელი ვიყავი და ამიტომაც ჩემი საკლასო ოთახი უკვე მეორე სართულზე იყო, ჩემი ძმისა კი პირველ სართულზე. თმები შევისწორე და კიბის საფეხურებს მაღლა ავუყევი. დერეფანში ჩემს თანაკლასელ გოგოებს მოვკარი თვალი და მივესალმე. ერთ-ერთმა მათგანმა რებეკამ, ფეხის წვერიდან თმის ღერამდე შემათვალიერა. აი ზუსტად ისე, ადამიანი ვაჭრობისას საქონელს რომ შეათვალიერებს,  რომ მისი ფასი გაიგოს. თავი უხერხულად ვიგრძენი და ფანჯრიდან გავიხედე.

-სად დაისვენე თამო ზაფხულში!- მკითხა ნათიამ, რომელიც რებეკას გვერდით იდგა

-ბებოსთან ვიყავი! შენ?

-მეც! -მიპასუხა მოკლედ და ტელეფონში განაგრძო შეტყობინებების წერა.

-შენ სად იყავი რებეკა?-დავარღვიე სიჩუმე მას შემდეგ რაც უხერხულობა ვიგრძენი

-არსად!- მიპასუხა მანაც და ნათიას ტელეფონში ჩაიხედა და ჩუმად დაიწყო სმს-ების კითხვა. ვიდექი და ველოდებოდი თუ როდის დაირეკებოდა ნანატრი ზარი, რომ საკლასო ოთახში შევსულიყავი.

ზარიც მალევე აწკრიალდა.

-მოიცა რა ცოტა ხანი! მასწავლებელი მაინც დააგვიანებს!- თქვა რებეკამ და ნაათიას სმს-ების კითხვა განაგრძო.

-რომელია ჩვენი კლასი?

-პირდაპირ კუთხეში! -მიპასუხა ნათიამ და მეც სწრაფად გავეშურე საკლასო ოთახისკენ. მასწავლებელი უკვე ოთახში გველოდებოდა და ღიმილიანი სახით მოგვესალმა.

მას შემდეგ ყველა მოსწავლე საკუთარ მერხს მიუჯდა. გულნარა მასწავლებელმა, როგორც ყოველთვის დაიწყო.

-დღეს საწავლო წლის პირველი დღეა და აღარ დაგტვირთავთ სასაგნო ინფორმაციით! -სიაც არ ამოიკითხა, ჟურნალი გვერდზე გადადო და სათითაოდ ყველა მოსწავლისგან გამოიკითხა, თუ ვინ სად დაისვენა, რა გააკეთა, რა წაიკითხა. სასაუბრო თემა რომ ამოწურა და კიდევ დარჩა უკანასკნელი ოცი წუთი, ახალი სასაუბრო თემა წამოჭრა.

-მაშ ასე! რა თემაზე ვისაუბროთ! აირჩიეთ!-თქვა გულნარამ და მაგიდას მიუჯდა

-ჩვენზე ისაუბრეთ!-სხარტად უპასუხა რებეკამ

-თქვენზე რა კუთხით რებეკა,რას გულისხმობთ?!-დაიბნა მასწავლებელი

-აი, თითოეული ჩვენგანი დაახასიათეთ, რას ფიქრობთ ჩვენზე! ოღონდ გულწრფელად!

-არამგონია დროში ჩავეტიოთ!- სიტუაციიდან თავის დაძრომა სცადა გულნარამ

-მოკლედ! აი რამოდენიმე სიტყვით! -არ დანებდა რებეკა

-ნუ, კარგი! -მასწავლებელი უხერხულად შეიშმუშნა

-აი, მაგალითად რა მოგწონთ ჩემში?-ჰკითხა რებეკამ

-შენ ხარ ძალიან სხარტად მოაზროვნე, ნიჭიერი გოგო. მგონია რომ დიდი მომავალი გაქვს. ყოველთვის გამოხატავ შენს აზრს და ლოგიკურად მსჯელობ!

-მადლობა მას!-რებეკამ კმაყოფილი სახით თმები შეისწორა, ფეხი ფეხზე გადაიდო და რვეულის გარეკანზე ხატვა განაგრძო.

-მე მას?-იკითხა ლანამ

-შენ მგონია რომ გამომძიებელი გახდები მომავალში! ძალიან ნიჭიერი ხარ!

მე მას...? მე მას?... მე მას? ისმოდა ხმები ერთმანეთის მიყოლებით და რათქმაუნდა ყველა იმ პასუხს ისმენდა, რისი მოსმენაც სურდათ. პირველი ,,გაკვეთილის“ დრო იწურებოდა, მალე ზარი დაირეკებოდა და ,,გაკვეთილისგან“ ვერანაირ სასარგებლო ინფორმაციას ვერ ვიღებდი. კაბის ჯიბეში ხელი ჩავიყავი და ბაბუას მოცემული ოცდაათი თეთრი თითებით ავათამაშე. ,,ერთ ცალ კევს ვიყიდი! ნახევარს ჩემს ძმას მივცემ და ნახევარს მე დავღეჭავ“-გავთვალე გონებაში ჩემი ჯიბიდან  თანხის გასვლის მიმართულება.

-მე მას?-წარმოვთქვი ჩემდაუნებურად და მაშინათვე ვინანე. გულში ვინატრე მასწავლებელს პასუხის გაცემა ვერ მოესწრო და ზარი დარეკილიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

-კარგი გოგო ხარ! მონდომებული! მშრომელი! შენი აზროვნება ისეთივეა, როგორც დაღვინებული ადამიანის აზროვნება... აი ასე სამოცი-სამოცდაათი წლის ადამიანის და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მოეშვი! გაერთე! იმხიარულე! იყავი შენი ასაკის მოზარდი!

დაირეკა...

ბავშვები მერხებიდან აიშალნენ, გულნარამაც საკლასო ჟურნალი ხელში აიღო და სკამიდან წამოდგა.

-მაგრამ, მასწ! რატომ გგონიათ რომ ბებრის აზროვნება მაქვს?!-ცოტა არ იყოს გულზე ხიჭვივით შემესო სიტყვები ,,ბებერი“ ,,ბებერი აზროვნება“.

-თამო, ეს სულაც არაა ცუდი! პირიქით, ძალიან კარგია! ადამიანები ასაკში შესვლასთან ერთად იღებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს თუ გაკვეთილებს და სწორედ აქედან სწავლობენ ყოველივეს.ამიტომ ისინი სულ სხვაგვარად საუბრობენ და მსჯელობენ, რადგან მათ ძალიან ბევრი რამ გამოიარეს და ნახეს! შენ კი ეს ყოველივე არ გჭირდება! არ გჭირდება ცხოვრებისეული გამოცდილება... ის ისედაც გაქვს და აზროვნებ ისე როგორც ნამდვილად არ აზროვნებს შენი ასაკის ადამიანი!-მიპასუხა მან

გული დამწყდა... გავბრაზდი კიდეც! მასწავლებელზე გავბრაზდი და სკოლიდან დაბრუნებული დედას რომელიც ეზოში ტანსაცმლებს რეცხავდა, გვერდით მივუჯექი და ყველაფერი მოვუყევი.

-ძალიან კარგია თუ ასე შეგაფასა...-

-მაგრამ, მან ბებერი მიწოდა დე...

-თამო შვილო! მან უბრალოდ შენი მეგობრებისგან გამოგარჩია!

-ანუ ცუდად არ მოიქცა დე?!

-არა დე!  გეთანხმები ცუდად გამოუვიდა...  მაგრამ შენი შეურაცხყოფა არც კი უფიქრია!

-ჰოო, დე...?! -ამოვილუღლუღე და  ჩავფიქრდი, მისთვის არასდროს მომიყოლია რებეკას შესახებ. მუდამ ნუკიზე ველაპარაკებოდი. ნუკი ის ხუჭუჭა შავთმიანი გოგო იყო, რომელმაც სკოლის პირველივე დღეს ჩემი ყურადღება მიიქცია. რამდენიმე დღის შემდეგ კი დავმეგობრდით და ერთ მერხზე გვერდიგვერდ დავსხედით. ჩემი მოწყენის მიზეზი გულის სიღრმეში ის უფრო იყო, რომ ნუკი დღეს სკოლაში არ იყო და არა გულნარა მასწავლებელის ნათქვამი.

-დღეს ნუკი იყო სკოლაში?-თითქოს დედა მიმიხვდა,რომ მასზე ვფიქობდი

-არა დე... არ იყო!

-დედამისია ავად! სიმსივნე ჰქონია საბრალოს და ნუკი უვლის!-მიპასუხა დედამ და ოფლი იდაყვებით მოიწმინდა

-დიდი ხანია ავადაა?

-რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდა თურმე!

-მერე ნუკიმ რომ იაროს სკოლაში და მას სხვამ მოუაროს?! -უცნაურად მეწყინა ჩემი მეგობრის გასაჭირი

-სხვა არავინ ჰყავს საბრალოს!

-ნუკის მამა?-ვკითხე უმალვე დედას

-მამა ბავშვობაში გარდაეცვალა და საბრალო უმამოდ გაიზარდა...

-აუ, რა ცუდია. .. ნუკის ჩემთვის არასდროს უთქვამს ეს!-თავი დავხარე და ჩემს ჩრდილს დავუწყე ცქერა

-ალბათ იმიტომ რომ, ეს მისი ტკივილია თამო! ეცადეთ, რომ მეგობრები დაუდგეთ მხარში!თანხა შეაგროვეთ და მცირედით დაეხმარეთ! მშობლებიც ვიზამთ რამეს! -თქვა დედამ და რეცხვა განაგრძნო.

-დედი, კი მაგრამ ნუთუ და ან ძმა... ან ნათესავი აღარავინ ჰყავს!

-ყავს ... მაგრამ ისინი საზღვაგარეთ არიან!

-მერე დაეხმარონ დე...

-ვის სცალია შვილო საბრალო ქალითვის... მას შემდეგ რაც მეუღლე გარდაეცვალა სულ მარტოდმარტო ზრდის შვილს.

-ძალიან ცოდოა დე ...

-ჰო შვილო!... როცა მისი მეუღლე მის გვერდით იყო, მათი სახლი სულ სავსე იყო მეგობრებით, ნათესავებით, კეთილის მოსურნეებით, მაგრამ მას შემდეგ რაც საბრალო კაცი უეცრად გარდაიცვალა, საბრალო ქალი სრულიად მარტო დარჩა!

-ის ხალხი ვინც ადრე მათთან იყო?-ვკითხე დედას ნაწყენი ხმით

-სამწუხაროა შვილო, მაგრამ მეგობრების ნაცვლად გვერდით სვავები ჰყავდათ.

-რატომ არიან ადამიანები ასეთი უგულოები?!-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა

-რას ვიზამთ შვილო! სამყარო სავსეა ყალბი მეგობრებით!

-დე, ყველა ყალბი ხომ არაა?! ნუკი ჩემი საუკეთესო მეგობარია!

-ჰაჰ, შვილო! ეს არასოდეს დაიჯერო! გაიზრდებით და ყველა თქვენ-თქვენი გზით წახვალთ!

-არა დე...ჩვენ არასდროს დავშორდებით!

-უმეგობროდ არასდროს დარჩები! უბრალოდ ცხოვრების ახალ ეტაპზე ახალ ადამიანებს ვხვდებით და ძველი ურთიერთობები ისეთივე მნიშვნელოვანი აღარ ხდება, როგორც ეს იყო ადრე!

დედამ, როდესაც ჩემი მოწყენილი სახე დაინახა განაგრძო.

-მე და ირინა! სკოლაში განუყრელი მეგობრები ვიყავით! ერთი ფინჯნიდან ვჭამდით და ერთი ჭიქიდან ვსვამდით! უერთმანეთოდ წამითაც ვერ ვძლებდით! სულ ერთად ვიყავით დებივით! მაგრამ შემდეგ სკოლა დავამთავრეთ და სხვადასხვა ქალაქებში წავედით სასწავლებლად! არდადეგებზე მაინც გვქონდა ხშირი კონტაქტი, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი იშვიათი გახდა. არა იმიტომ რომ, ერთმანენთი მოგვბეზრდა, დავიღალეთ ან უფრო უკეთესი მეგობრები ვიშოვეთ! უბრალოდ, წინა პლანზე ოჯახი წამოვიდა! მე დავოჯახდი და ისიც! მე სულ სხვა საფიქრალი გამიჩნდა... ასევე მასაც... და ერთმანეთს ბავშვურ ოცნებებშივე დავემშვიდობეთ! ასე რომ, არასდროს გეწყინოს, როცა ადამიანები შენი ცხოვრებიდან მიდიან! უბრალოდ ეცადე, რომ მათ შენს გულში და ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვონ! აცოცხლე ისინი ტკბილ მოგონებებში და მომავალს მუდამ გაუღიმე, ხელი გაშალე, შემოუშვი ახალი ადამიანები შენს ცხოვრებაში და გულში ჩაიკარი, მართალია დროებით, რადგან ისინიც დაგტოვებენ, მაგრამ მთავარია რომ ისინი ამწამს შენთან არიან და შენი მომავლის მოგონებებს ქმნიან! და შექმენი ისინი იმ ლამაზ მოგონებებად, რომლის გახსენება სინანულს ან ცრემლს არ მოგგვრის სახეზე!

-ვეცდები დე!-ვუპასუხე დედას და გვერდით ხის კუნძზე დადებული წიგნი გადავშალე

-ცდაყოველთვის წინ გადადგმული ნაბიჯია!- მიპასუხა დედამ და რეცხვა განაგრძო.

წიგნი გადავშალე და ვცადე წამეკითხა, თუმცა ნუკიზე ფიქრს ვერ ვიშორებდი გონებიდან.წარმოვიდგინე თუ როგორი იქნებოდ მისი ცხოვრება დედის გარეშე... შემეცოდა! უნდა დავხმარებოდი... მაგრამ როგორ?!  ნუთუ მართლა ეყოფოდა ჩვენი მოგროვებული თანხა დედის  გადასარჩენად?! გონებაში დავიწყე ასაგროვებელი თანხის გადამრავლება თანაკლასელების რაოდენობაზე... ,,ხუთი ლარი ყველას აქვს! მაგრამ ცოტაა! იქნებ ათი... მაგრამ ათი ძვირია!... არაუშავს ყველა მათგანი ისესხებს და მოვაგროვებთ! შემდეგ ათი ლარი გადავამრავლე თექვსმეტზე... არა მაინც ცოტაა! იქნებ ორმოცდაათი ლარი მოვაგროვოთ?! რვაასი... რვაასი ლარი! უი, რაკარგია! უეჭველი გადავარჩენთ ნუკის დედას!“

-დე, ბავშვებმა ორმოცდაათ-ორმოცდაათი ლარი რომ მოვაგროვოთ ნუკისთვის, ხომ კარგი იქნება?!-ავედევნე დედას კითხვით, რომელიც ტანსაცმელს გასაშრობად მზეზე ფენდა.

-რას ლაპარაკობ თამო! არავის არ აქვს ორმოცდაათი ლარი!..

-აუუ....

-ხალხი პურის ფქვილს ვეღარ ყიდულობს და ორმოცდაათი ლარი საიდან მოიტანონ შვილო!-მიპასუხა დედამ და მორიგი ტანსაცმელი გაფინა გასაშრობად

-აბა რა ვქნათ დე...?!

-ათ-ათი ლარს კიდევ არაუშავს!

-მაგრამ ათი ცოტაა!-დავიწუწუნე და დედას ნაღვლიანი თვალებით შევხედე

-ზოგი ათს დადებს, ზოგი მეტს მაგრამ ზოგს ის ათიც არ ექნება! სცადეთ დე... იქნებ ვუშველოთ საბრალო ქალს!

 

 

***

მეორე დღეც გათენდა და სკოლაში სწრაფად გავეშურე.  გზა ძალიან გრძელი მეჩვენებოდა... არ სრულდებოდა...ფეხები დამეღალა, თუმცა მაინც სწრაფად და ქოშინით გავაგრძელე სიარული.  კლასში შესვლისთანავე ამხანაგებს მივესალმე და როდესაც ყველა შეიკრიბა, სიტყვით გამოვედი, რომელიც წინასწარ არ მომიფიქრებია.

-ბავშვებო! ნუკის დედაა ცუდად! და თანხა მოვუგროვოთ ათ-ათი ლარი! ვინც მეტს დადებს ხომ უკეთესი ან ვისაც უფრო ნაკლები შეუძლია, ისიც მნიშვნელოვანია!

-საბრალო!-თქვა ნათიამ და ტელეფონიდან თავი მაღლა არც აუწევია

-გავიგე, ძალიან გვიანია დახმარებაო! რამდენიმე კვირაში მოკვდება!-თქვა გურამმა და ფანჯრის რაფაზე წამოსკუპდა

-არ შეგიძლია თქვა წინასწარ ადამიანზე, თუ როდის მოკვდება!-ცოტა არ იყოს გამაბრაზა მისმა ნათქვამმა

-ეს, მე არ მითქვამს! ყველა ამაზე ლაპარაკობს!-შემეწინააღმდეგა გურამი

-ყველაში ვის გულისხმობ! ალბათ შენს ჭორიკანა მეზობლებს!-ირონიულად გავიღიმე და გაბრაზებულმა ზურგჩანთა მაგიდაზე დავაგდე

-არა! მამიდაჩემმა თქვა! ნუკის გვერდითა მეზობელია! დედამისის კვნესის ხმა გამოდის სახლიდან დილა საღამოსო!-თქვა ისევ გურამმა

-აუუ, მართლა?!საბრალო...-ჩავილუღლუღე ჩუმი ხმით

-სულაც არაა საბრალო!-თქვა გურამმა და სიგარეტს მოუკიდა

-რა?!  როგორ შეგიძლია ეს თქვა!-გაბრაზებულზე ლოყები წითლად შემეფერა

-საბრალო, ის მეზობლები არიან ოცდაოთხი საათი მის კვნესას, რომ უსმენენ! თუ კვდება... მოკვდეს! რას გააწყალა გული!-გაიცინა გულიანად გურამმა და მის სიცილს გოგოების კისკისიც აჰყვა.

-ჰო, რაც მალე მოკვდება მით უკეთესი! აღარ დაიტანჯება!-თქვა რებეკამ და განაგრძო უფერული მანიკურის წასმა ფრჩხილებზე

-თქვენ ხომ არ გაგიჟდით ხალხნო, რას ამბობთ! ანუ ეხლა ნუკის დედა რომ მოკვდეს, თქვენ გაგიხარდებათ?-ჩემმა გაბრაზებამ პიკს მიაღწია

-არა, არ გამიხარდება, თუმცა არც სახეს ჩამოვიხოკავ დარდისგან! უბრალოდ არ დაიტანჯება!- მიპასუხა რებეკამ ღიმილიანი სახით დაფრჩხილებს სული შეუბერა

-აზრი არ აქვს თქვენთან ნუკის დახმარებაზე საუბარს! უგულოები ხართ!-გაბრაზებული დავჯექი მერხთან და ჩანთიდან წიგნი ამოვიღე.

-უგულოები რა შუაშია?! უბრალოდ, იმას ვამბობთ რაც გარდაუვალია!-თქვა ნათიამ და ისევ განაგრძო სმს-ების წერა

-არა, გარდაუვალი არა! იმას ამბობთ რასაც თქვენი ჭორიკანა მეზობლები ამბობენ!-შევეპასუხე სწრაფად

-მაგრამ, ცხადია,  რომ ყველა სიკვდილის შვილები ვართ ამ ქვეყანაზე! ასე რომ თამო! არ გვინდა ამაზე კამათი!-თქვა რებეკამ და მანიკური ჩანთაში ჩაიდო

-კი...  და ეს გარდაუვალია! მაგრამ სიკვდილი ყველასთან თავის დროს მიდის!-შევეწინააღმდეგე რებეკას

-სწორედაც, რომ მაგას ვამბობ! უკვე მისი დრო მოსულია ... მოსული! ფუუ, მგონია სულ არ გაქვს ლოგუკურად აზროვნების უნარი!-თქვა რებეკამ და ჯიბიდან მობილური ამოიღო

-ლოგიკური აზროვნება აქ რა შუაშია რებეკა! ადამიანი ცუდადაა და ჩვენი თანადგომა ჭირდება!

-გამომივიდა ესეც თანამედროვე დედა ტერეზა!-ირონიულად ჩაილაპარაკა რებეკამ და არც კი შემომხედა

-ჰმ... ასეთი დამოკიდებულების შემდეგ რაზე უნდა გელაპარაკოთ! კარგით რა, უბრალოდ გთხოვეთ მოდით დავეხმაროთ-თქო და რა სიკვდილის მაცნეებივითლამის დაიწყეთ გარდაცვალების თარიღების ჩამოწერა!-ნაწყენმა  ნაღვლიანად ჩავილაპარაკე

-მაპატიე მაგრამ, მე ნამდვილად არ მაქვს გადასაყრელი ათი ლარი!-თქვა გურამმა და სიგარეტის ბოლი ღრმად შეუშვა ფილტვებში

-ისედაც ცუდ დღეშია ჩვენი ქვეყანა! არა სამუშაო! არა ფული! სად მაქვს გადასაყრელი ფული!-თქვა სარამ, გაიღიმა და დასძინა

-მაინც სიკვდილი უწერია და ჩვენ რატომ უნდა მოვიკლოთ ფული!

-მე დავდებ! ჩემებს ვეტყვი და შეიძლება ათზე მეტიც მოვაგროვო!- თქვა იქვე კუთხეში მჯდარმა ნოდარამ, რომელიც სწავლით დიდად არც გამოირჩეოდა. ყველაზე ზარმაცების სიაში ჰყავდათ მასწავლებელებს შეყვანილი, თუმცა ბევრ ბეჯით მოსწავლეს ბევრ რამეში მართლაც სჯობდა და ფაქტიც სახეზე იყო.

-ვაა! ვაა! მდიდარი გაიჩითა!-გაიღიმა გურამმა და კოლოფიდან მეორე ღერი ამოიღო

-შენ კიდე ნუ ეწევი მაგდენს! სადაცაა მასწავლებელი შემოვა ! და მერე მოიწვევენ კრებას და ნუ მოკლეედ რააა....-ჩაიჭრა საუბარში რებეკა მზრუნველ-გადამრჩენელი ინსტიქტით, გურამმა ყურადღება არც მიაქცია მის ნათქვამს და ისევ ნოდარას გახედა

-ისე ცვეტში! ბევრი გაქ ფული?!-კითხა ალმაცერი ღიმილით ნოდარას

-ბევრი არა... მაგრამ დედაჩემს ვეტყვი და ისესხებს მეზობლებისგან!-თქვა ნოდარამ

-ჰაჰა, დედიკოს ბიჭი ხარ ბიჭო?!-გადაიხარხარა გურამმა და სიგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან გადააფერფლა

ნოდარამ უკმეხად გაიღიმა და პასუხი არ გასცა. შემდეგ მე მომიბრუნდა და მითხრა

-მე უეჭველი დავდებ ფულს!

-აუ, რაკაია! მადლობაა ეე!-გამიხარდა და გონებაში მეორე ათლარიანი დავთვალე. მეორე იმიტომ რომ, პირველი მე მქონდა

-მეც დავდებ!-თქვა რებეკამ, რამაც ცოტა არ იყოს გამაოცა

-სერიოზულად ტოო?-იკითხა ლადომ, რომელიც გურამის გვერდით იჯდა ფანჯრის რაფაზე

-ჰო, რა მოხდა! ვისზე ნაკლები ვარ! -თქვა რებეკამ და ჯიბიდან ორმოცდაათლარიანი ამოიღო და მერხზე დამიდო

-აი, აიღე! ხურდა არ მინდა!-ისევ მოისმა გოგოების კისკისი და გურამის ხარხარი

სამოცდაათი ლარი უკვე მქონდა, სხვა არაფერს არანაირი მნიშვნელობა ამ წამს არ ჰქონდა და გავიღიმე.

-მეც დავდებ!-თქვა თენგომ და ჯიბიდან ხუთლარიანი ამოიღო

-მეც!-თქვა მამუკამ და მაგიდაზე ქაღალდის ორლარიანი დადო და დააყოლა

-ეხლა მეტი არ მაქვს! მაგრამ სახლში დედას ვეტყვი და კიდევ მოგიტან!

-ესეც ჩემი! ბოდიში მეტი არ მაქვს...-თქვა გელამ და მაგიდაზე ქაღალდის ერთლარიანი და ხურდები დამიდო

-ეს ჩემგან!-თქვა მარიმ და მაგიდაზე სამლარიანი დამიდო

-აი ეს ჩემგანაც!-თქვა ჯუმბერიმ. ჯიბეში ხელი ჩაიყო და მთლიანად ყველა ხურდა ამოიღო რაც შესვენებისთვის ოჯახმა გამოატანა და მაგიდაზე ფრთხილად დადო.

-კაით ხალხნო! სერიოზულად?! ქალი კვდება და თქვენ ფულს აგროვებთ?!- იმედგაცრულებული და გაბრაზებული ტონით წარმოთქვა გურამმა, როდესაც ჩემს მერხზე მოგროვილ ფულის გორაკს შეავლო თვალი

-არ კვდება! -უბრალოდ მისი სიცოცლის გადარჩენის შანსი გვაქვს! -თქვა მანანამ და მაგიდაზე  ოცლარიანი დამიდო.

-კაით რა! ყველამ დადეთ ტოო?! ფუ, თქვენი!-თქვა გურამმა,როდესაც ოთახის კარი გაიღო და ნინო მასწავლებელი შემოვიდა

-გამარჯობათ ბავშვებო! -თქვაშემოსვლისთანავე და მაშინათვე შეამჩნია თუ როგორ მოისროლა გურამმა სიგარეტი ფანჯრიდან.

-გრცხვენოდეთ გურამ! თქვენნაირი ოჯახის შვილს ეს არ ეკადრება!

-რა მასწ?!-მშვიდი სახით, მაგრამ გაოცებული თვალებით იკითხა გურამმა და თავის მერხს მიუჯდა

-იცი, რაზეც გელაპარკები და არ გინდა! თავს ნუ ისულელებ!-უპასუხა ნინო მასწავლებელმა და მაგიდას მიუჯდა

-მე მასწ?! არა მასწ!...რაღაც გეშლებათ!-უპასუხა გურამმა და მერხის უჯრიდან წიგნი ამოიღო

-ამაზე მოგვიანებით ცალკე დაგელაპარაკები!- უპასუხა მასწავლებელმა და მაშინათვე თვალი მოჰკრა, თუ როგორ ვიტენიდი ფულს ჩანთაში  და მკითხა

-ნუკის დედისთვისაა?

-დიახ, მასწ!-ვუპასუხე მოკლედ და ჩანთის ელვა შევკარი

-კარგია! ეს ნამდვილად დიდსულოვანი საქციელია! ყოჩაღ ბავშვებო!-შეგვიქო საქციელი ნინო მასწავლებელმა და ჟურნალიდან სიის ამოკითხვა დაიწყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10 მაისი, 2020 წ.
სრულად
უმისამართო წერილი

 

პიტნის არომატით გაჟღენთილ ჩაის შევექცევი და ცივ ჰორიზონტს ვაყოლებ თვალს...

გარიჟრაჟდა თუ არა, გარეთ გავედი ზღვასთან სალაპარაკოდ, დღეს მაინც მომესწრო მასთან მარტო დარჩენა. გამიგია, ზღვის უნდა გეშინოდეს, თორემ ზღვა თავად შეგაშინებსო. მეც დამჩემდა მისდამი ჩემთვის ამოუცნობი შიში და ყოველთვის დიდი რუდუნებით ვესაუბრებოდი, ჩემ მამოძრავებელ ძალასა და განუყრელ მეგობარს - ზღვას, ჩემს შინაგან სამყაროსა თუ შინაგან მე-ზე.  მასაც შეუძლია ლაპარაკი თურმე, ის მხოლოდ ერთს ირჩევს და სწორედ იმ ერთს უამბობს მისი უმოწყალო ღელვის მიზეზს. ზღვის წინ გაფენილ ათასფეროვან ხალიჩას ქვები ქმნიან, რომელთაც საოცარი მახსოვრობა აქვთ. ვინც კი გადააბიჯებს ყველას იმახსოვრებს თურმე.  ზღვასთან მიახლოებისას, ვგრძნობ თუ რარიგ ცდილობს პრანჭვას თავისი მოცეკვავე ტალღებით, რომელიც მისი განუყრელი საგანძურია.  აშკარა იყო, რომ იმ ერთ ჩვეულებრივ დღეს ზღვას ჩემთან ლაპარაკი ძლიერ სურდა.  მეც არ დავაყოვნე და მას ფერხთით ჩამოვუჯექი. იმ დღეს, ჩვენ ორნი ვიყავით დედამიწაზე მარტო, იმ ერთ გარიჟრაჟზე ყველასთვის რომ დაგვესწრო გაღვიძება.  სწორედ იმ ნაპირს ვეალერსებოდი, რომელ ნაპირზეც დამპირდა იგი გატაცებას, გატაცებას სამუდამოდ, მას ხომ იმ სამყაროში მივყავდი, რომელსაც უსასრულობა ჰქვია.  წასვლამდე წერილი გადავეცი, თან დავუბარე - უმისამართოდ.  წერილი ღელვამ წაიღო, ნამდვილად ღელავდნენ ჩემი გრძნობები.  ზღვამ ეს იცოდა, იცოდა რომ ეს ჩემი შინაგანი მე-ს უმოწყალო ამოძახილი იყო.

-          როგორ ფიქრობ მიპოვის? - შევეკითხე მეგობარს.

-          რაც გულით გინდა, რაც არ არის შენთვის მავნე, ის ყოველთვის შეგისრულდება - გაისმა პასუხი სივრცეში, ტალღასა და ტალღის ამოხეთქვას შორის.

ეს ნამდვილად იმედის მომცემად ჟღერდა.

და წვიმიანი დღე იყო მაშინ, უმოქმედო, უჰაერო და ცივი. ჰაერის უკმარისობა რომ შემაწუხებდა, გაღებულ ფანჯარაში თავს გადავყოფდი და ულევი ნახშირორჟანგიდან ჟანგბადის ამორჩევას ხარბად ვცდილობდი. დიდი ხანია, რაც ადამიანების აღარ მესმის. ბუნება თუ გამომელაპარაკება ხოლმე ხანდახან - წვიმა წვეთების სახით, ისიც ისეთი, თავის შეფარებას მზისგან გახუნებულ ხის რაფაზე რომ ცდილობს. წერილს ვწერ და საფოსტო ყუთში უკანმოუხედავად ვაგდებ, იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ვინმე მიპოვის. მიპოვის აბიბინებულ ბალახებსა და მზისგან ლოყებშეფაკლული ვაშლის ხის ქვეშ ნაზად ჩამომჯდარს ან ჩრდილისქვეშ მდგომს მეს, მწველი მზის სხივებისთვისაც რომ ვეღარ გაუძლია.

***

სანაპიროზე მივსეირნობ, მარილიანი არომატით გაჟღენთილ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და არარსებულით ვტკბები. დღეს ზღვა უცნაური მეჩვენა, მე მარტო ვარ, ის კი არ მიხმობს… მზე ნელ-ნელა ესვენება უკვდავებაში, მთვარე კი სადღაც დაკარგულა. ისე ღრმად ვუშვებ ჩემში ზღვის სუნთქვას, რომ ფილტვები მეწვება. მივსეირნობ და ზღვის ხალიჩის შეხებას ვგრძნობ ტერფებზე, რომელიც დრო და დრო მაფხიზლებს, ტკივილით, მაგრამ იმედს მაძლევს და მეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო.

სანაპიროზე ჩვენ ორნი ვიყავით მხოლოდ, მე და მოხუცი ბერიკაცი, ისიც ჩემსავით ზღვას მისჯდომოდა, ისიც ჩემსავით მელანქოლიურად, მასაც ჩემსავით დაუკარგავს ერთ დროს ნამდვილად არსებული, ან პირიქით თავისში გაუზრდია და რწყავს, მუდამ, ყოველთვის და არასოდეს ბეზრდება.

მისდამი ჩემი ინტერესი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. საერთო ნამდვილად დიდი და ამოუწურავი გვქონდა, ჩვენი საერთო ხომ უკიდეგანო ზღვა იყო, ამიტომ მასთან მისვლა არ გამჭირვებია. გვერდზე მივუჯექი, მას კი ეს საერთოდ არ გაკვირვებია…

-          გამარჯობა - ვუთხარი დაძაბულმა.

-          გამარჯობა - თავაზიანად მომესალმა იგი.

-          მარტო ვარ და ვიფიქრე ამ საღამოს ზღვას გავიყოფდით, მას ჩვენთვის ადგილი ხომ ყოველთვის აქვს.

-          სასიამოვნოა შენი გაცნობა პატარა გოგოვ, სახელი?

-          სესი - ვუთხარი სწრაფად.

-          სესი, ზღვა რატომ არის უკიდეგანო იცი ? - მკითხა მოხუცმა.

-          მგონია, რომ ადამიანები ზღვას როცა ველაპარაკებით, გარკვეულწილად ჩვენს დარდს გავანდობთ მას... დიდი იმიტომაა, რომ ყველა ადამიანის შინაგანი დაიტიოს, ჩვენ გავადიდეთ იგი, თავიდან ის ხომ მხოლოდ წვეთი იყო - ვუთხარი მე.

-          რატომ გადიდდა ზღვა სესი ? რისთვის ? ვისთვის ? - ღიმილით მომაყარა კითხვები.

-          ჩვენთვის - ვუთხარი. და რა ცუდი იყო, სახელი რომ არ ვიცოდი მისი, მაგრამ მგონია, რომ მაინც არ გამოვიყენებდი ამ სახელს მისი მისამართით, ალბათ სადღაც, ჩემი გულის პატარა კუნჭულში, რომ ჩავიკეტებოდით მე და წერა, მხოლოდ იქ მოვიხსენიებდი მის სახელს.

-          სიყვარულისთვის - მითხრა მან.

შევკრთი.

-          და საერთოდ არსებობს სიყვარული ?

-          ცხოვრობ ? - მკითხა მან.

-          ჰო - ვუპასუხე დაბნეულმა.

-          და როგორ ?

-          და რას ნიშნავს როგორ?

-          რითი?

-          უბრალოდ ვვარსებობ.

-          და არსებობა?

-          როგორ ვვარსებობთ? - კითხვა შევუბრუნე.

-          სიყვარულით - ნამდვილად მტკიცე პასუხი იყო.

-          არ მჯერა - შევეკამათე.

-          არ გიცხოვრია - არ დანებდა ისიც.

-          არ ვიცი რა ვთქვა, დამაბნიეთ.

-          ერთხელ ვინმემ აუცილებლად უნდა დაგაბნიოს, თორემ სწორ აზროვნებამდე ვერ მივალთ და სწორ გზაზე სხვაგვარად ვერ დავდგებით.

-          მტკიცე ხართ.

-          სიყვარულისთვის - გამიღიმა.

-          არ მჯერა გესმით? არ არსებობს. სიყვარული რომ არსებობდეს, ამდენი გულის ტკენა აღარ იქნებოდა.

-          ესეც სიყვარულისთვის.

გავბრაზდი. თავი ვინ ეგონა? ასეთი დარწმუნებული რატომ არის? არ დაუჯერო სესი, ეს ისეთია, არ დაეჯერება. უბრალოდ გაატარე. უცებ დაგაბნია და შენც დაიბენი? ავირიე. ხომ მითხრა ვინმემ აუცილებლად უნდა დაგაბნიოსო? და რაღა ამან?

ვიხსენებ მომავალს, ანუ ცხოვრებას, რომელიც ჯერ არ გამივლია. ვიხსენებ დროს როცა, მხატვრის წინ აღმართული მე, უხერხულობას არ გრძნობს, როცა მხატვრის გონება მხოლოდ ერთს მოუნუსხავს, რომ გაასეირნოს ფანქარი თეთრი ქაღალდით დამშვენებულ მოლბერტზე და არ დაემონოს ვნებას, რომელიც სხეულის უნაკლო აღნაგობითაა განპირობებული.

მივდივარ, მივდივარ აქედან შორს და აღარასოდეს ვბრუნდები. ვეცლები იმ ადგილს, სადაც მარტოობამ თავის მარწუხებში მძლავრად მომიქცია და მე უძლურმა მკაცრად შევიზღუდე თავი და არარსებულ ჩარჩოებში მოვექეცი. არარსებულ ჩარჩოებში მოქცეულ მე-ს, ამოუწურავი, ამოულევი სურვილი კლავს თავისუფლებისა.  სამწუხაროა, რომ ადამიანებმა არ ვიცით, თუ რა არის თავისუფლება, რადგან ის აღვირახსნილობაში ურცხვად გვერევა, და ეს სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც თავისუფალნი ვხდებით, მაშინ, როცა განურჩევლად გარემოებისა თუ სფეროსა, მისი მონა უმალ აღმოვჩნდებით ხოლმე.

მივდივარ, იმიტომ, რომ სამყაროს ვერაფრით დავანახე სიყვარული.  გეცლებით, რადგან უსიყვარულოდ ცხოვრება არაფერია.  არაფერია, რადგან ცხოვრებას აზრი ეკარგება. ეკარგება, რადგან მისი აზრი იმ კოდში დევს, რომელიც ცხრა სიმბოლოს მოიცავს და რომელსაც ადამიანებმა ასე ურცხვად გადავუსვით ხაზი და გავაუფასურეთ.

დრო გადის და ვხვდები, რომ ყოველი სიტყვა, გრძნობა, გამოხედვა ფარსია და ერთადერთი რაც დამრჩენია, ეს გაქცევაა.  ჩემი კვალი ამ წერილს უდრის. წერილს, რომელსაც ვერავინ იპოვის. წერილი, რომელიც ჩემ ცხოვრებას, ფიქრს, აზრსა და მიზანს ჩემს ერთ ამოსუნთქვაში ტევს.

-          რაზე ფიქრობ? - მკითხა.

-          ზღვაზე - ვუთხარი.

-          არ მოგეწონე, გატყობ.

-          არა, რას ამბობთ, პირიქით, დამაინტრიგეთ - რა სულელი ხარ სესი, რატომ ატყუებ, პირდაპირ უთხარი: აღარ მინდა თქვენი სისულელეების მოსმენა, ადექი და წადი აქედან. არა, რა პირდაპირ უთხარი და წადი? უზრდელობაა. შენ ხომ არ ხარ სესი უზრდელი? არა, მე დამიჯერე, არა მე. ჩემი სხეული, ფიქრები, სუნთქვა, გული ორად გაიყო…

-          გესმის სესი? იფიქრე ამაზე და დაიმახსოვრე რაც ახლა გითხარი.

-          და რა მითხარით?

-          არ მისმენდი ხომ? - ჩაეცინა, ეჭვებმა შეგიპყრო… წადი სესი, დაისვენე.

-          არა მე…

-          დაისვენე.

-          არა მე, მაინტერესებს, მე თქვენი მოსმენა მინდა.

-          გულით გინდა? - მკითხა.

-          გულით - ვუპასუხე სწრაფად.

-          როგორ გესმის სიყვარული?

-          ღალატად.

-          და ღალატი?

-          იმედგაცრუებად.

-          და იმედგაცრუება?

-          სასოწარკვეთასთან მიასოცირდება.

-          და სასოწარკვეთა?

-          მარტოობასთან.

-          და მარტოობა?

-          ზღვასთან.

-          და ზღვა?

-          მანუგეშებელთან.

-          და ნუგეში?

-          ტალღებთან.

-          და ტალღა?

-          ღელვის სიახლოვესთან.

-          და ღელვა?

-          ვნებასთან.

-          ვნება?

-          სიყვარულის არასწორ განმარტებასთან.

-          სურვილი?

-          რისი?

-          სიყვარულის.

-          არარსებულთან.

-          რადგან?

-          ფარსია.

-          ფარსი?

-          ფარდასთან.

-          რადგან?

-          ჩამოაფარებ შენს გონებას და უცხო სხეულისგან, ფიქრისგან რომელიც დაუკითხავად შემოიჭრება შენში და ერთ დამტვერილ თაროზე იმკვიდრებს ადგილს, გიცავს.

-          ფარდა გიცავს ფიქრისგან?

-          დიახ - ვუპასუხე.

-          და ფარდაც ხომ ფიქრია? ის შენს ფიქრებს ვერ დაიცავს სესი, შენვე უნდა დაიცვა. ჩანს, რომ საინტერესო აზროვნება გაქვს, მხატვრული, მაგრამ ხარვეზებით.

არ ვიცოდი რა მეთქვა, გავჩუმდი… ანდა არა…

-          ხარვეზებით? - ვკითხე.

-          ჰო ხარვეზებით, სიყვარულის დაუჯერებლობა ხარვეზია, მაგრამ გამოვასწორებთ… შემდეგ კი საოცარი მხატვრული აზროვნება გექნება.  აზროვნება - ხარვეზების გარეშე.

-          შეგიძლიათ განმიმარტოთ?

-          რა განვმარტო?

-          ის, თუ რა არის სიყვარული.

-          ორი გული ერთი ცემა - ჩაეღიმა მოხუცს.

-          ეგ ადრე და ახლა?

-          ერთადერთია სიყვარული, რომელსაც აწმყო, წარსული და მომავალი ვერაფერს აკლებს…  დრო ვერ ცვითავს მას - მიპასუხა.

-          გაცვითა, სიყვარული დრომ ნამდვილად გაცვითა, ადამიანები შეიცვალნენ…

-          სესი, ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ისინი ნამდვილ სახეს ავლენენ, ამის გამოააშკარავებაში კი დრო ეხმარება მათ.

-          მგონია რომ ვუყვარდი…

-          გიყვარდა?

-          ალბათ…

-          შემდეგ?

-          შემდეგ რა?

-          თხრობა განაგრძე სესი.

-          არაფრით დაიწყო და არაფრითვე დამთავრდა… საძირკველი არ გვქონდა იმისათვის, რომ ცხოვრება უწყვეტი ძაფის გორგალივით აგვეწყო, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩერდება როცა ცხოვრებას მოქსოვს და თან მოსაქსოვსაც დაიტოვებს.

-          და ახლა?

-          ახლა არაფერი, ჩემი ფიქრებით ვცხოვრობ.

-          დაგატარებენ?

-          ყველგან და ყოველთვის…

-          უწყვეტად?

-          ისე უწყვეტად და მრავალფეროვნად, როგორც ზღვის ტალღების ქაფი ელამუნება სანაპიროს ყოველთვის განსხვავებული ზომითა და ფორმით, ის ერთი რომელიც არასდროს მეორდება, პირველიც რომ ისაა და უკანასკნელიც.

-          არ გიფიქრია, რომ უბრალოდ აკვიატებაა და სხვა არაფერი?

-          ყველაფერი მიფიქრია, მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე არ ვცხოვრობ რეალობაში, მხოლოდ ოცნებებით მიდგას სული.

-          სად ცხოვრობ?

-          სადღაც სხვაგან, არარსებულში, ჩემ გამონაგონში, სადაც მუდამ მზეა, სადაც უჰაერობა აღარ მაწუხებს, ვინაიდან არც არსებობს იგი.

-          ყვავილები გააქვს?

-          კი, მაქვს ქოთნის ყვავილები… კაქტუსებიც მიყვარს ძალიან.

-          ოთახიდან გაიტანე - მითხრა.

მართლაც რომ ბევრია, გავიფიქრე, მაგრამ საიდან იცის რომ ოთახში მაქვს…

-          და რატომ?

-          მართალია, გილამაზებენ დღეებს, მაგრამ ჟანგბადს გპარავენ - გამიღიმა.

-          კარგი - ვუთხარი, ოთახის გარეთ დავდებ ფანჯრის რაფაზე… იცით? არასდროს მყოფნის ოთახის ჰაერი...

-          უაჰერო ოთახში კი არასდროს გეტევა მზე - გამიღიმა.

ეს მითხრა და დამაფიქრა.  ჩემმა ფიქრებმა მოიცვა მთელი სამყარო, რომელიც მაშინ საოცრად დიდად და, იმავდროულად, საოცრად პატარად მეჩვენებოდა.

-          განსაკუთრებულად საუბრობთ.  რა ბედნიერია ის, ვინც თქვენ გიცნობთ - ვუთხარი ღიმილით.

-          ვინ მიცნობს რომ? - ჩაეცინა.

გამეღიმა მეც, მან კი მითხრა:

-          ამქვეყნად არ არსებობს ადამიანი, სუსტი წერტილი რომ არ ჰქონდეს.  მკვლელისთვისაც კი შეიძლება სუსტი წერტილი სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდეს, რომლის მოკვლაც დააბარეს.  ფაქტია, რომ ადამიანთა სუსტი წერტილი სიყვარულია, რომელზეც ვერც დარაბა და ვერც კლიტე მოქმედებს.  მისთვის არასდროსაა შეუძლებელი გულში შეღწევა, ვინაიდან ჰაეროვანია, ჰაერს კი ვერაფერი აკავებს.  როგორადაც გაუცხოებული და გაცივებული არ უნდა გქონდეს გული, მასში ერთ დღეს მაინც მოთოვს.

კონტაქტობ მასთან?

-          რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ წერით. მუდამ ვწერ მასზე, უმეტესწილად კი გონებაში, მაგრამ ფურცელზეც გადმომაქვს ხოლმე ხანდახან.  მასზე ბევრი წერილია - გამეღიმა.

-            და ამბობ რომ არ არსებობს? - მითხრა მან.

გავჩუმდი.

-          აცივდა, მზე ზღვის მონახულებას აპირებს, უნდა წავიდე - ვუთხარი და უკანმოუხედავად გავეცალე საუბარს, რომელმაც ჩემში ჰარმონია უნებურად გამოაღვიძა.

***

როგორ ხარ? გელოდებოდი. ვიფიქრე, მომწერდი მაინც.  გულში ჩუმად შემომიძვრა გრძნობა და ახლა სასიამოვნო ჟრუანტელად მოედო მთელ სხეულს.  მოედო და გაწვიმდა კიდეც, წვიმამ წამში დამისველა გრძნობები. ერთ დღესაც შეგხვდები. ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ მანამდე, სანამ დრო მაქვს, ვფიქრობ იმ გრძნობაზე, რომლის მილევის შესაძლებლობა ან არსებობს, ან არა. ყოველდღე ვწერ, ვწერ დაუსრულებლად ჩვენს წარსულსა და მომავალზე, ასევე, აწმყოზე, რომელიც არ არსებობს.

დღეს იყო? ხო დღეს...

ღამენათევი ქუჩაში გამოვვარდი და ახლა ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს ნელა მივუყვები. მუდამ მეფიქრება ცხოვრებაზე. მე არ ვარსებობ.

ჩემში წარსულიდან მოვლენილი ქალღმერთია ჩასახლებული.

მეგონა ვიცხოვრე, თურმე არ მიცხოვრია.

გუშინ იყო რომ ჩემი გრძნობები შესვეს, ისე როგორც დაღლილი, ნაწვალები მამაკაცი შუაღამეს ძლივძლივობით შეაღების სახლის კარებს და ბუხრის კვამლით გაეჟღინთება ფილტვები, ხელებში რაღაც შერჩენილი ძალით ყანწს რომ სწვდება და ერთი ამოსუნთქვით ჩაიღვრივს სხეულში ცხელ ღვინოს... აი, სწორედ ასე დამელია გრძნობები.

დღეს იყო? ხო დღეს...

მტრედმა ქვაფენილსა და ქვაფენილს შორის ჩაღვრილი წყლით წყურვილი რომ მოიკლა.

წერა შევწყვიტე. მეგონა, მისით წყურვილი უკვე დიდი ხნის წინ მოვიკალი. შევცდი.

მტრედმა მუზა ჩემკენ მომართა, მუზასთან ერთად მთელი ქვეყნიერება ჩემკენ.

ახლა წითელ კაბაში გამოწყობილი ვცეკვავ. წითელ, სისხლისფერ კაბაში.

მუსიკის სიტყვებიდან მხოლოდ ორი სიტყვა მესმის ‘’მარტო ჩვენ’’.

მეცინება, სისულელეა.

ახლა არ იყო გრძნობები რომ დამილიეს?

ვინ დალია? ემოციამ. პასუხი გაისმა სივრცეში, წამისა და წამის შუალედში. გრძნობა არ არის ემოცია, არც ემოციაა გრძნობა. ამ სიტყვებს განუწყვეტილ ვაყოლებ სხეულს, რომელიც მუსიკას უმოწყალოდ ნებდება. მილეულმა გრძნობამ დამიმონა, ვეღარ ვჩერდები…

ვნება აღელდა ისე, როგორც ზღვა ღელავს ხოლმე საშინელი ქარიშხლის წინ. ვახსენე ვნება, რომელიც გრძნობას ვეღარ იმორჩილებს და სრულიად აქრობს მას...

ამ დროს სიყვარული ზედმეტია რადგან ვნებამ გაიტაცა იგი. თვალი მოვკარი როგორც გააქრო, მაგრამ მე, დამონებულმა, ვეღარ გავეკიდე.

ასე დამილია ვნებამ გრძნობები, რომელიც თურმე არც მქონია.

ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს მივუყვები და ვფიქრობ - სიყვარული დროებითია. დროებითია ისე, როგორც დროა დროებითი, რომ ყველაფერი დროებითია. აშკარაა, რომ ავირიე. ხოდა ასე არეული ერთს შევეჩეხე.

არანაირი გრძნობა, არც ვნება, მხოლოდ ემოცია, დამღუპველი ემოცია.

ისევ ქვაფენილი, ისევ ქუჩა, ისევ მარტოხელა მე.

მე და ემოცია ერთად.

დრო გადის და ისევ იგივე მეორდება. მე, ქვაფენილი, ემოცია, ქუჩები...

ისევ მე ქვაფენილი, ემოცია, ქუჩები... და გრძნობა.

ემოციური გრძნობა.

ისევ ყოველდღიურობა, ისევ ერთიდაიგივე, დავიღალე.

დამღალა ემოციამ.

მერე წარმოვიდგენ:

სისხლისფერ კაბაში გამოწყობილს შეუყვარდა. ისე უსასრულოდ, როგორ უსასრულოდაც მზე იმეფებს ქვეყნიერებაზედ.

მას შეუყვარდა ისე, როგორც არავის არასდროს არ ჰყვარებია.

შეუყვარდა ისე, როგორც მთვარეს უყვარს მზე.

ისევე ძლიერად, როგორც ორი ერთ არსებად შეერთდება, ისე როგორც ორნი ანგელოზებად იქცევიან... იმიტომ, რომ სიყვარული ეს არის ზეცა. სხეული ამემღვრა...

ორგანოებმა აკლიმატიზაცია განიცადეს.

ისე ამემღვრა, როგორც მინის ჭურჭელში მოთავსებულ წყალში, ფუნჯი ერთი ხელის მოსმით ათასფერ საღებავს ჩაღვრის. აი ასე ამემღვრა მთელი სხეული.

ვაცნობიერებ რომ, ჩემი მე მეორე მეს ეწინააღმდეგება, რადგან ახლა ყველაფერი პირიქითაა.

ოჯახში ღამით შემოსული, დაღლილი მამაკაცი, ყანწს კიარ ცლის, არამედ ავსებს.

გრძნობები აღარ მელევა, მევსება.

მევსება მეტად და მეტად, დაუსრულებლივ...

ყანწიც კი ვეღარ იჭერს და იქცევა... დაღვრილი გრძნობა მთელ სხეულს ედება და მკვრივდება.

შედეგად კი სხეულის ყოველი უჯრედი სიყვარულითაა გაჟღენთილი. როგორც ამბობენ, სიყვარული არის ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.

მიმაჩნია, რომ სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.

-          ლუკა, მოდი სიტყვობანა ვითამაშოოთ…

-          აბაა წესები მითხარი სესი - ძალიან თბილი იყო მახსოვს, გულზე რომ მიმიხუტა.

-          ერთი სიტყვა სამად უნდა დავყოთ წამებში - ავუხსენი.

-          მე დავიწყებ რაა - გახარებულმა მითხრა.

-          კაარგი მიდიი.

-          მიყ ვარ ხარ - აშკარა იყო გაუჭირდა ეთქვა...

გავირინდე.

-          ეს რა არიის? - აღმოვთქვი ბოლოს.

-          გული.

-          ანუ ახლა ეს მე დავყო? რთულია ასე ლუკაა - გამეღიმა.

-          ვის ეკუთვნის იციი? - მკითხა.

-          ვის ეკუთვნის? - კითხვა შევუბრუნე.

-          სიყვარულს.

-          ის ერთია?

-          ჩვენ გვაერთიანებს და ერთნი ვხდებით.

თბილი და წყლიანი შეხება ვიგრძენი ლოყაზე.  ლუკას ბაგეები უთრთოდა.

-          უსასრულოდ?

-          შენ ჩემთვის სასრული ვერასდროს გახდები სესი.

-          ვერასდროს თუ არასდროს?

-          დაა შეიძლება რომ შენ დასრულდე?

-          არაა?

-          ამოუწურავი ხარ.

-          ეგ როგორ?

-          საინტერესოებს სასრული არ გააჩნიათ.

იმ წამსს როცა მისი თითების შეხება ვიგრძენი ზურგზე, იმ წამსს როცა ჩემი და მისი სუნთქვა შეერთდა, მეგონა აქ მთავრდებოდა და აქვე იწყებოდა ყველაფერი.

-          კარგი კადრი ხარ - ვუთხარი.

-          გააჩნია რისთვის.

-          სიყვარული შენი მოგონილია? - “ვიხუმრე”

-          ტალღა ხარ...

-          განავრცე.

-          რომელიც ღელავს და მეც მაღელვებს.

-          და როგორია ღელვა? - სახეზე ღიმილი მომეფინა, საოცრად მსიამოვნებდა ერთი დაშლილი სიტყვისგან შემდგარი დიალოგი.

-          სასიამოვნო - მითხრა.

-          რითი? - ვკითხე.

-          თავისი თავისობით.

-          შენი ოცნება?

-          ოცნება, რომელიც მიზნად ვაქციე.

-          გამიმხელ?

-          შენს თავს?

გამეცინა.

-          როგორც მწვერვალი? - ისევ ვიკითხე.

-          სიყვარულის მწვერვალი.

-          რთული მისაღწევია?

-          ადამიანები უფრო ვართულებთ, ასე მგონია.

-          და ჩვენ?

-          ჩვენ არ გავართულებთ.

ისევ მაკოცა ოღონდ ახლა მარცხენა ლოყაზე.

-          ლოყებზე რას გრძნობ ახლა? - მკითხა.

-          ჟრუანტელს - ჩავიჩურჩულე.

-          რისგან?

-          მოულოდნელობისგან.

-          რისი?

-          მოქმედების.

-          რა გიფეთქავს გულს?

-          მოდი სხვა რამ ვითამაშოთ ლუკაა.

-          კაარგი მოდი, ახლა თამაშს მე ავარჩევ.

-          მიდიი - სიხარულისგან ვიხტუნე.

-          კითხვობანა - თვალი თვალში გამიყარა.

-          ლუკა, გული და გონება ამ წამსს ერთ სურვილს სურვობენ?

-          გონებაც, გულიც და სულიც განუყოფელია, რადგან სამივეს შენთან დაუდევთ ბინა სესი.

ჩავეხუტე.  აი ასე უბრალოდ.  არც ძლიერად და არც განსაკუთრებული სიმშვიდით.  ფიქრმა მოიცვა მთელი ჩემი სხეული.  მივხვდი, რომ დღეიდან წამებით ვიწყებდი ცხოვრებას.

-          ადამიანები შორდებიან ლუ?

-          კი, სესი, შორდებიან.

-          ყველა, თუ გააჩნიათ ადამიანებს?

-          თუ არანაირი საფუძველი არ აქვთ დასაწყისშივე, მერეც ვერ ექნებათ.

-          საფუძველი რისი?

-          ურთიერთობის.

-          დაივიწყე - ვუთხარი.

-          რა დავივიწყო?

-          დასაწყისი, დასასრული, საფუძველი, ურთიერთობა… ამ წამით იცხოვრე.

-          მოდი სესი ჩვენი საიდუმლო ისეთი რამ იყოს, რომელსაც ყველა ხედავს, ეხება, ესმის, მაგრამ არავინ იცის რომ ის მხოლოდ ჩვენია, რომ მხოლოდ ჩვენშია.

-          ზღვა იყოს?

-          ჰო, ზღვა.

-          ერთნაირად ვიფიქრეთ - გამეღიმა და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.

-          ყოველთვის უსმინე მას სესი, იცოდე რომ ჩემზე გესაუბრება.

-          დამხატავ?

-          შენ ერთს მხოლოდ.

-          სხვას არავის?

-          სხვაშიც შენს სახეს გამოვაჩენ, ისე რომ ვერავინ მიხვდება, რომ ყველაფერს შენგან ვხატავ.

-          ზღვას ხომ ბევრი მხარე აქვს? ბევრი ნაპირი.

-          რაღაც განსაკუთრებული უნდა თქვა, ვგრძნობ.

-          ზღვაზე თუ წავალ, ტელეფონს სახლში დავტოვებ, ჩემთან თუ არ იქნები, მაინც დამირეკავ იცი?

-          რადგან ამბობ, ესე იგი შევძლებ… მაგრამ როგორ?

-          ნიჟარას იპოვი და ის სამუდამოდ შენი გახდება, შენი კომპასი, რომელიც მხოლოდ ჩემთან მოგიყვანს.

-          საინტერესოა.

-          ის შენ სულ თან გექნება, ხოლო ჩემთან საუბარი თუ მოგინდება, ნიჟარას წყალში რამდენიმე წამით მოათავსებ, ჩურჩულით ეტყვი ჩემს სახელს და დამელაპარაკები.

-          ის შენ ნამდვილად მოგაწვდენს ჩემ ხმას?

-          კი, სიტყვა-სიტყვით.  მეც ხომ მექნება ნიჟარა ლუკა.

-          და ამ დროს?

-          მე ვიგრძნობ, რომ ჩემთან ლაპარაკი გსურს და ყურთან მივიდებ, მუდამ ღიმილიანი სახით მოგისმენ.

-          რადგან?

-          მეცოდინება, რომ ეს უკანასკნელი შანსია, ჩემამდე შენი ხმის მოსაწვდენად.

***

ერთ გამთენიას ისევ შევხვდი მოხუცს.  როგორც ჩანს, მასაც ჩემსავით განთიადი და საღამო იზიდავდა.  შეხვედრის ადგილი უცვლელი აღმოჩნდა.  ის ჩემთვის ყველაზე უცხო და განსხვავებული იყო, მასთან ყოფნა უჩვეულო სიმშვიდეს მანიჭებდა. სახლიდან გამოსულს მეს, თან მინდვრის ყვავილები მეჭირა და მათი სურნელით ვტკბებოდი. ზღვისთვის განკუთვნილ დაწნულ ჩანთაში მზისგან დამცავი სათვალე, წიგნი და პარეო მეგდო, მან კი მისულს, ჩემდა გასაოცრად კალამი და ფურცელი დამახვედრა.

-          მიწერე? - დანახვისთანავე მკითხა.

-          ჰო, დავწერე - ვუთხარი ღიმილნარევი მოწყენილობით.

-          ესეიგი მიგიწერია, გასაგებია… მე კი კალამი და ფურცელი დაგახვედრე, გამომართვი.

-          მადლობა, მაგრამ, რისთვის?

-          დაწერე მოკლედ რამდენიმე სიტყვა და ზღვას გაატანე.

-          და აზრი?

-          თუ არ იპოვის, იგრძნობს მაინც.

-          რას?

-          რომ მისთვის წერილია.

-          ზღაპრები - ჩამეღიმა.

-          რომ არა რეალობა, ზღაპრებიც ვერ იარსებებდნენ - შემომაგება პასუხი.

რა უცნაურია ეს ყველაფერი, გავიფიქრე.

-          არ წერ? - შემეკითხა ისევ.

-          კი ახლავე.

ფურცელზე სამი სიტყვა კალმით ამოვქარგე და მოხუცს მივაწოდე.

-          აქ რა წერია? - შემეკითხა.

-          წაიკითხეთ - ვუთხარი, არ მაქვს პრობლემა.

-          ამ ასოებს ვერ ვარკვევ, არ იკითხება.

-          კი მაგრამ როგორ? - გაკვირვებულმა შევხედე.

-          ყველა ადამიანი განსხვავებულ ენაზე საუბრობს.  ყველა წყვილს საკუთარი ენა გააჩნია, რომელიც მხოლოდ მათ ესმით… აქ რა დაწერე? - მკითხა.

-          მომავლის იმედად გნახავ.

-          და იმედი?

-          ფუჭია - ვუთხარი.

-          უიმედოდ რატომ ატან ზღვას?

-          მხოლოდ ის წაკითხავს, მეტი ვერავინ და იმიტომ.  ზღვა სკივრია, ის კი მხოლოდ ჩემთან აღებს კარებს და ისევ მე თუ გამომირიყავს გატანებულს.

-          ასე ძალიან არ გჯერა?

-          რისი? - შევეკითხე.

-          იმის, რომ მთა მთას მაინც შეხვდება?

-          არაფერი მესმის - ვუთხარი.

-          და თქვენ ვერ შეხვდებით ერთმანეთს? - ისევ კითხვით მიპასუხა.

-          ისევ დამაბნიეთ.

-          ისევ სწორი გზისკენ ვბრუნდებით - მითხრა.

მხრები ავიჩეჩე, ვერაფერი ვუთხარი.

-          მენდობი? - მკითხა.

-          უცნაური გრძნობაა, არ გიცნობთ, მაგრამ ჩემზე ზრუნავთ.

-          და ნდობა?

-          ზღვის ხათრით. - გავუღიმე.

-          მოყევი რაიმე პატარა მონაკვეთი თქვენი დიდი ისტორიიდან.

-          დიდი? - გამეცინა.

მან კი დუმილით მიპასუხა.

-          კარგი, ვიწყებ.

-          ჰო, მესმინება - მითხრა.

-          რა? - ვერ მივხვდი.

-          ზღვის ხმაურში, შენი ამბავი მესმინება - გაეღიმა, მერე კი მითხრა: გისმენ.

-          ღამე იყო მაშინ, ვარსკვლავების ცქერით რომ ვტკბებოდით.  ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამო დღეს, მინდორში რომ ვკრეფდით ყვავილებს...  დაღამებულს დაცვარულ ბალახზე წამოწოლილები, რომელიც ღამეს უკვე შავად დაეფერა, ოცნებით ვირთობდით თავს, მახსოვს.

ლუკა, ცაში რომ აიხედავ რას ხედავ? - ვკითხე.

-          ვარსკვლავებს, სესი.

-          და ვარსკვლავების გარდა?

-          მე ჩემს ოცნებებს ვხედავ, რადგან მუდამ მგონია, რომ თითოეულ ვარსკვლავში ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა დამალული.

-          ცაზე რომ ყველაზე დიდი ვარკვლავი გამოჩნდება ლუკა, ეგ თუ იცი რას ნიშნავს?

-          ანუ ათასობით ოცნებიდან, ერთ-ერთის ასრულების დრო დადგა სესი და ვარკვლავი ამ თავისი სიდიდით ცდილობს ამის მინიშნებას შენთვის.

და შენ? ღამე ყვითელი შუქი რომ გამოდის სახლებიდან, ოდესმე გიფიქრია ამაზე?

-          ჰო, რა თქმა უნდა, მე ამ დროს ყოველთვის წარმოვიდგენ. წარმოვიდგენ, თუ როგორ ფუსფუსებენ სახლში დიასახლისები, ბებია აკეთებს ტკბილ მურაბას, ან ვიღაცამ შუქი აანთო იმიტომ, რომ ვერ იძინებდა ან იმიტომ რომ უბრალოდ ასე სურდა ლუკა... იქნება რამ გაიელვა იმ წამსს მის გონებაში.

-          სესი, შენ ღამე ხეები გიყვარდება ხომ? - მკითხა მან.  მახსოვს მაშინ გავიფიქრე, ნეტავ ეს საიდან იცის მეთქი.

იცოდა. მან ეს უბრალოდ იგრძნო. თავადაც კი არ იცოდა, როგორ და საიდან, მაგრამ ის გრძნობდა შენსას.  იმ წერილსაც ისევე იგრძნობს, როგორც სხვა რამეს - მითხრა მოხუცმა.  შემდეგ? შენ რა უპასუხე სესი? - არ დამაცადა პასუხის გაცემა, იმ წამსვე შემომაგება ახალი შეკითხვა მოხუცმა.

-          მე ვუთხარი, რომ ღამით როდესაც მათ შევყურებ, მათი ფოთლები უფრო მეტი მეჩვენება მეთქი… მერე კი შევეკითხე: შენ ხის ფოთლებიდან ფოთლების შუალედებში ცა რომ იკვეთება, დაკვირვებიხარ თქო?

მან კი მიპასუხა -  არც ისე...

-          მე კი და ამ დროს ყოველთვის საქანელაზე ვჯდები, რადგან ვფიქრობ რომ მისი და ხის საშუალებით ცას მივწვდები, ცა კი დიდი ვარსკვლავის მიერ გადაცემულ ჩემს ოცნებას გამომატანს - თქო ვუთხარი.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მოხუცი ღიმილიანი სახით ადევნებდა თვალს ჩემს მონაყოლს.

-          ეს ჩვენი ცხოვრების ის მონაკვეთია, რომელიც ძალიან მიყვარს - ვუთხარი.

-          არ გაუშვებ? - მკითხა.

-          რას? - ისევ დავიბენი.

-          გემს.

-          გემს ფურცლის სახით? - შევეკითხე ღიმილნარევი სახით.

-          ზუსტად - გაღიმებულმა შემომხედა მანაც.

-          ჰო, გავუშვებ და მე მას ზღვას ვაჩუქებ საუკუნო შესანახად - ვუთხარი მოწყენით.

-          მიდი, მიდი - მაჩქარებდა იგი.

წერილი ზღვას გავატანე სამუდამო საჩუქრად.  მე ის ტალღებზე ნაზად მოვათავსე. ისევე ნაზად, როგორ ნაზადაც მიიმალა ზღვის ზედაპირზე.  ზღვამ უმალ გაიტაცა იგი და თავის ამოუწურავ სიღრმეში ჩაძირა.

-          ესეც ასე - გახარებულმა შემომხედა მოხუცმა.

ჩვენ გარშემო ხალხი იყო თუ არ იყო, მაინც ჩვენ ორნი ვარსებობდით მხოლოდ.

-          თქვენ აქ საიდან? - ვკითხე.

-          არსაიდან - მიპასუხა.

-          არც კი მიკვირს.

-          ჰო, ვიცი - მითხრა.

მან მე დღეს მარტო დამტოვა ზღვასთან.  ის  პირველი გაეშურა შინისკენ.

-          არსებობს - ჩავიჩურჩულე. ალბათ...

***

არც კი ვიცი რა ხდება.  გონებას ვკარგავ, აზრები ერთმანეთში მერევა, ლაპარაკის უნარი მერთმევა, მაგრამ აზროვნებაცა და საუბარიც შემიძლია.  ჰო, შემიძლია, მაგრამ სხვა ენაზე, იმ ენაზე რომელიც არავის ესმის, რადგან არც არავის უსწავლია.  უკვე მერამდენე წერილს გატან, ასე უბრალოდ, კენჭებიან სანაპიროზე მდგარი, იმ დროს როცა ლოყები წამისა და წამის შუალედში ცრემლებით მემოსება.  დავკარგე, შენთან დავკარგე ზღვაო და შენვე უნდა მაპოვნინო.  მე მონა ვარ, სიყვარულს დავემონე თურმე, მასში გადავეშვი სრულად, მთელი არსებით, მე მაინც ხომ უნდა დავამტკიცო, რომ ის არსებობს, გაწიეთ ხელები, მაინც არ მოგეჭიდებით, არც ხავსი მინდა და არც შენი გამოგზავნილი ძლიერი ტალღა, არც კი ეცადო ჩემს გადარჩენას, მაინც არ წამოგყვები.  ახლა ღრმად ვისუნთქავ შენს მარილიან ჰაერს და უკან ჩემ სიტკბოს გიბრუნებ.  არ მითხრა, რომ არ შეგიძლია, შენ ჩემ ტკბილ ჰაერს რომელიმე სანაპიროზე გარიყავ და იქნებ ასე მაინც მაპოვნინო დაკარგული, შენღა დამრჩი იმედად…

სასაცილოა, ჩემი იმედი სხვაგან გარიყე ახლა კი შენ გეძახი იმედს. მგონია, რომ ჩემ ხმას ვერაფრით გაგონებ, ვკივი, შენ კი მაინც არ გესმის… და მე მაინც ღიმილს ვამჯობინებ. მზე ჩადის და წითლად იფერება ცა, ბაბუაწვერას ჩაუთქვეს, უკვე გაშიშვლებული კი მე მესაუბრება, მამცნობს ახალს რამეს, მაგრამ მისი ხმა ჩემამდე ვერაფრით აღწევს, ჩემი იმედიც  დაკარგულა მასთან ერთად.

***

-          ლექსებს წერ? - მკითხა ერთ დღეს მოხუცმა.

-          დამიწერია, მაგრამ არ აქვს ამას ხშირი ხასიათი - ვუთხარი.

-          ჰოდა მივცეთ.

შეკამათებას აზრი აღარ ჰქონდა ლექსი უნდა დაწერილიყო.

-          სიყვარული როგორია? - შევეკითხე უცებ.

-          ღრმა და უკიდეგანო - მითხრა მან.

-          რადგან?

-          ამოუწურავია!

-          ეგ როგორ?

-          გულები ეხებიან ერთმანეთს, ისინი ხომ მუდამ იზიდავენ ადამიანებს.

-          მასწავლეთ, თუ შეიძლება - ვუთხარი.

-          საიდან დავიწყოთ?

-          სიარულიდან - გამეღიმა.

-          იცოდე შენი თავის ფასი, რომ სამყაროში ერთადერთი ხარ და შენნაირი მეორე არ არსებობს.

-          შემიყვარდა.

-          არეულხარ სესი… შენ ხომ ისედაც სულ გიყვარდა?

-          აღარ მინდა.

-          რა სესი?

-          ნახვა მინდა.

-          ვისი?

-          მინდა.

-          რა?

-          ფრენა.

-          საით?

-          არსებულისკენ.

-          მაინც?

-          ცაში.

-          და სხვა?

-          ბედნიერებისკენ.

-          დარდობ?

-          მაწუხებს.

-          რა დოზით?

-          დღე-ღამის 23 საათი.

-          და ის ერთი?

-          მძინავს.

-          და ძილში?

-          ვსეირნობ.

-          სად?

-          ადამიანებში.

-          უნდა მართო.

-          ვერ გავიგე?

-          ძალიან დაემონე.

-          რას?

-          ემოციებს.  ახლა რას გრძნობ?

-          სავსე ვარ.

-          გადმოიტან?

-          კი, დავწერ.

ცოტახანში თეთრი ფურცელი სიტყვებით შეივსო.

-          დაასრულე? - მკითხა.

-          დიახ - ვუთხარი.

-          წამიკითხე.

-          აი, გამომართვით და თავად - სიტყვა პირზე შემაშრა, აჰ, თქვენ არ იცით ეს ენა ხომ?

-          მასზე დაწერე?

-          დაახლოებით.  ძირითადად ამჟამინდელი ჩემი სულიერი მდგომარეობაა ასახული.

-          აბა გისმენ.

ვცდილობდი ხმა არ ამკანკალებოდა.  შინაგანად განვიცდიდი რაღაცას, მაგრამ სახელს ვერ ვარქმევდი.

თვალცრემლიანი ვიყურები და

გულის ბაგაბუგი მგუდავს,

მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებდი და

აი სწორედ ეს მღუპავს.

სულს სიყვარული შეყვარებია

არ ნებდებიან ისინი ალერსს,

გულს კარი ღია მონდომებია

ეს მათ ორივეს ძალიან აბნევს.

მე ვეღარ ვმალავ ცრემლიან თვალებს,

სული მარტოა თოვლიან ღამეს,

წუთები ვერასდროს ეწევა წამებს,

როცა ვუყურებ ნაღვლიან მთვარეს.

და მაშინ როცა გარიჟრაჟდება

მზეს დაეწევა ფიქრები ჩემი

გულში კი გრძნობა აიკაფდება

და ცრემლი ჩემი იქნება წრფელი.

-          დაიღალეთ?

-          რითი სესი?

-          ჩემით.

-          დამშვიდდი, მე ვერავინ ვერასდროს ვერ დამღლის.

-          და რატომ ხართ ასეთი მტკიცე?

-          ლამაზად წერ - მითხრა მან.

-          მართლა მოგეწონათ?

-          ჰო, რა თქმა უნდა.

-          ახლა რას ვაკეთებთ?

-          იცი? მკითხა.  ერთ დღეს შენი წერილები აიკინძება და ბევრი შეძლებს მის წაკითხვას.

-          ნუთუ - გამეღიმა.

-          აუცილებლად.

სიხარულით ამევსო თვალები,  გულში განათდა რაღაც.

-          რა გაგახსენდა სესი?

-          ლუკამაც ასე მითხრა ერთხელ.

ცხადად მახსოვს ის მომენტი, როდესაც წერა დავიწყე და თან სულ მასთან ვიყავი ფიქრებით, მახსოვს, მაგრამ მაინც ბუნდოვნად, რადგან წარსულია.  წარსული ხომ ყოველთვის ტოვებს კვალს თავისი მუდამ ამოუცნობი მომენტებით, რომლებიც უნებურად დავიწყებას მიცემულა.  ერთი სული მქონდა ლუკასთვის მენახვებინა შედევრი, რომელსაც სიხარულზე ვწერდი.

დღეს რაზე ვწერთ სესი ? - ჩვეული ღიმილით მკითხა მან.

-          სიხარულზე დავწეროთ, არა? - უკვე დიდი ხანია მინდოდა ამ თემას შევხებოდით და ვერაფრით მოგვება თავი.

-          ჰო, დავწეროთ - მითხრა მან. შენ დაიწყე წერა და დაწერე იმდენი, რამდენსაც 15 წუთი დაიტევს, მე კი მანამდე ცივ წვენებს მოვიტან, დღეს აშკარაა, რომ ძალიან გაგვანებივრა მზემ მცხუნვარებით.

-          შენ არაფერს დაწერ? - გულდაწყვეტილმა ვკითხე მახსოვს.

-          მე დღეს ლექსით შემოვიფარგლები, გზაში დავწერ და რომ მოვალ ფურცელზე გადმოვამისამართებ.

-          როდის დახატავ ლუკა? მომენატრა შენი ნახატები.

-          არ გეტყვი - ენა გამომიყო და საათზე ხელით მანიშნა, დრო გადისო.

მეც დავიწყე წერა, მახსოვს შეუჩერებლივ ვწერდი და ვცდილობდი 15 წუთში იმაზე უფრო მეტი მომესწრო, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო. ის ხომ მუდამ მეუბნებოდა, რომ ერთ დღეს ჩემს ნაწერებს აკინძვა და წიგნების მაღაზიაში სულ პირველ თაროზე მოთავსება ელოდა.

-          ჩაეტიე დროში? - მკითხა მოხუცმა.

-          დიახ, მან ჩემი შესაძლებლობები ზუსტად იცოდა.

-          მოეწონა?

-          ეჭვგარეშე.

***

და სიხარულსაც შევეხე. სიხარული უბრალოდ გაბედნიერებს.  გაბედნიერებს უბრალოებით, რადგან უბრალოებაშია ბედნიერება. გაგაბედნიერა და შენც დაივიწყე ყველა და ყველაფერი. ბედნიერების მწვერვალზე ასულს, ეკლიანი ბუჩქები ვეღარ გაბრკოლებს და თვლი, რომ ყველაფერი ცუდი წარმავალია. ამ დროს შენს საყვარელ წიგნაკს ამოიღებ და ამ ყოველივეს სიხარულს მიაწერ. ის რომ არა შენ ახლა ბედნიერი ვერ იქნებოდი ან იქნებოდი, მაგრამ ეკლიანი ბუჩქები მაინც უმოწყალოდ შეეცდებოდნენ შენს დაბრკოლებას.

სიხარულს უსასრულობაში ვეძებ, რადგან უსასრულო უსასრულობაში დაუდევს ბინა.  ამბობენ, სიხარული ხანმოკლეაო, უცებ მოგიგაკუნებს გულის კარზე, უცებ უსაზღვროდ გაგახარებს ისე, რომ გული ვეღარ დაიტევს და ხმის ამოღებას გაიძულებსო, გაიძულებს ყვირილით, შემდეგ კი ხანმოკლეობაში იპოვის თავშესაფარს და დაგემალებაო, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. ის ვერც უცებ მოგიკაკუნებს, ვერც უცებ გაგახარებს და უცებადვეც ვერ წავა, რადგან გულშია სიხარული, ის ხომ მუდამ თან სდევს ადამიანს.

ახლახანს შევუდექი მთაზე ასვლას.

მთა მიყვარს, რადგან ის ყოველთვის უსაშველოდ მიმაჩნდა.

უსაშველო სილამაზით გაბრწყინვებული.

ჯვრის მონასტრისკენ მივიწევ.

მივიწევ სიხარულით, რადგან ვფიქრობ, რომ სიხარული, რომელსაც მე ახლა ვგრძნობ, არც დაბადებიდან დამყვება და არც თავისთავად ვითარდება. ის ღვთის სულის ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ სიხარულს კი ნამდვილი სიხარული ჰქვია. ჯანსაღი გარემოდან გამოწვეული სიხარული, რომელიც არად აგდებს ეკლიან ბუჩქებს და ბედნიერებით გაბრწყინვებული ვერც კი ვგრძნობ როგორ დამიკაწრა ფეხები მთის ფერდობზე ამოსულმა სარეველა ბალახმა.

დანიშნულების ადგილს მივაღწიე. ბაგეებიდან ღიმილს ვერაფრით ვიშორებ. საოცარ სიმშვიდეს დაუსადგურებია ჩემს სხეულში. სიცივენაკრავი ქარი სახეზე მელამუნება და ვაცნობიერებ, რომ შემოდგომა მომნატრებია. ის ხომ მუდამ ჩემი საყვარელი სეზონი იყო. ნარინჯისფერი გარემო ყვითელი ფერებით ან ყვითელი გარემო ნარინჯისფერი სახეებით.

შემოდგომა მშვიდია, რადგან დგომას აზრი არ აქვს. ჩემ შემთხვევაშიც ნამდვილად არ ჰქინდა დგომას აზრი. მონასტერში შევაბიჯე სიხარულით. მე ხომ სიხარული მუდამ თან მსდევდა, რადგან უსიხარულოდ ცხოვრებაც აზრს კარგავდა ჩემთვის. ის ხომ მუდამ უბრალოებაში უნდა ეძებო, არა?

და რომ იპოვი ორივე ხელებით უნდა ჩაეჭიდო და არასდროს არ უნდა გაუშვა ხელი.

არ უნდა გაუშვა, რადგან ეს შენი შანსია. შანსია რომ მუდამ ბედნიერი იყო. შენ ხომ სიხარული ღვთის წიაღში იპოვე. მაშინ შენ უსასრულოდ ბედნიერი ხარ. აღარ გაშინებს ყოველდღიური წინააღმდეგობები, არ გაშინებს ურთიერთობები, ის ურთიერთობები, რომელსაც რისკი ჭირდება, რადგან ამ დროს რისკი თავის თავს კარგავს. მისი საჭიროება ხომ სიხარულში იკარგება. სიყვარული კი მარადიული ხდება, რადგან შენ იქ იპოვე სადაც უნდა გეპოვა, ისე იპოვე, როგორც უნდა გეპოვა, ისე იქნები, როგორც უნდა იყო. და იცი რატომ? იმიტომ, რომ შენ იქ ხარ სადაც ნამდვილად უნდა იყო.

10 მაისი, 2020 წ.
სრულად
ბოლო გაჩერება

 

ყველაფერი იმ დღეს არ დაწყებულა, თუმცა იმ დღემ ყველაფერი გადაწყვიტა.

მეტროთი ვმგზავრობდი, “ისნიდან“ “ახმეტელის თეატრისკენ“ მივდიოდი.

- შენი კარგი მოვტყან! - მოულოდნელად გაისმა კაცის ხმა ვაგონში. გვირაბიდან ახალი გამოსულები ვიყავით, ჯერ ისევ დახშობილი გვქონდა ყურები და კაცის ხმა ისე მოულოდნელად ჩაგვესმა, თითქოს სხვა გალაქტიკიდან დაიძახეს. ყველამ იქით გავიხედეთ.

ვაგონის ბოლოში კაცი იჯდა. გვიანი გაზაფხლისთვის შეუსაბამოდ თბილად ეცვა. ბეწვის საყელოიანი ტყავის კურტკა მხრებზე მოეგდო. თავზე თბილი ქუდი ეხურა. დილის მზის სხივები სახეზე ეცემოდა და საფეთქელთან ჩამოსულ ოფლის წვეთებს ბროლის ბურთებივით აელვარებდა. ხელში მწვანე ეკრანიანი ტელეფონი ეჭირა. თავს აკანტურებდა ღილაკზე თითის ყოველ დაჭერაზე.

ის - ის იყო ქალის მონოტორულმა ხმამ შემდეგი სადგური გამოაცხადა, რომ კაცი უცებ წამოხტა სკამიდან, მოიქნია ტელეფონი და ღია სივრცეში მოისროლა. კართან მდგარ ბიჭს ეგონა, კაცს ალბათ გვიან გაახსენდა გარეთ გასვლაო და ხელებით კარები დაიჭირა, მაგრამ რომ დაინახა, კაცი გარეთ გასვლას სულაც არ აპირებდა, ცივად გაუშვა ხელები. კარები ერთხელ კიდევ გაიღო და შემდეგ გაჩერებამდე დაიხურა.

კაცი ისევ ძველი ადგილის დასაკავებლად მიბრუნდა, მაგრამ უკვე დაკავებული დახვდა. მკერდსავსე და წითელპომადიან ქალს უკვე მოესწრო სკამზე მოკალათება და ისეთი სახით იყურებოდა, ამბობდა, აბა, მე რა ვიცოდი, უკან მობრუნებას თუ აპირებდაო.

კაცი უახლოეს ძელთან მივიდა. ხელები მჭიდროდ შემოაჭდო, ფეხები განზე გაშალა და ვაგონის რწევას თავადაც ააყოლა ტანი. დიდუბეში უკვე ვაგონში აღარ იყო. ვერ დავინახე, რა დროს გავიდა ვაგონიდან. თითქოს ერთხელ კიდევ მოვკარი თვალი, როცა მატარებელი ნელ-ნელა დაიძრა. ბაქანზე ერთ-ერთი სვეტის ქვეშ ჩაცუცქულიყო და თვალებზე ხელები აეფარებინა. მგონი ტიროდა. თუმცა იმდენად სწრაფად ჩაირბინა ამ კადრმა ჩემი გონების ხვეულებში, რომ რამდენიმე წამის შემდეგ იმასაც ვერ ვიტყოდი დანამდვილებით, მართლა დავინახე თუ არა.

- ესღა მაკლდა!- გავიფიქრე. ხელი შარვლის ჯიბისკენ წავიღე და ჩემი ტელეფონი ამოვაცურე.

სამ შეტყობინებას მიჩვენებდა ეკრანზე. პირველი შეტყობინება ოჯახის აფთიაქისგან იყო. ფასდაკლებას მპირდებოდა რამდენიმე სახეობის წამალზე და ჯანმრთელობას მისურვებდა. მართალია, ყველა შეტყობინება ვინმე ქალბატონ მარინეს ეკუთვნოდა, რისი გამოსწორებაც რამდენჯერმე ოფისში დარეკვით ვცადე, რომლებმაც თავის მხრივ სხვა ოპერატორებთან გადამამისამართეს და ნაზი ხმით პრობლემის უახლოეს დღეებში აღმოფხვრა შემომთავაზეს, მაგრამ როცა ფასდაკლების სიაში ზუსტად ის წამალი ეწერა, რომელიც მე მჭირდებოდა და რომელზეც სხვა აფთიაქში ფული მაკლდებოდა, ჩავთვალე, რომ ბედის საჩუქარი იყო ქალბატონ მარინედ ყოფნა. ამის შემდეგ ყოველ შემოსულ შეტყობინებას გულდასმით ვკითხულობდი.

მეორე შეტყობინება თინასგან იყო და მეკითხებოდა, რა ვქენი? არ მიპასუხია. ნახევარი საათის გამოსული ვიყავი სახლიდან და კარგად უნდა სცოდნოდა ჩემ ცოლს, ამ კითხვაზე პასუხი რომ არ მექნებოდა.

მესამე შეტყობინება უცნობი ნომრისგან იყო. მასთან მისვლას და შველას მთხოვდა. ნომერი არ მეცნო. ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩავაბრუნე.

საზიზღარი დილა იყო. მანამ მატარებელი მოვიდოდა, მხარი ისე გამკრეს, კინაღამ, ამომიგდეს ძვლები. მერე ვიღაც გოგომ წვრილქუსლიანი ფეხსაცმელიჩამაჭირა ფეხზე. მთვრალმა უსახლკარომ კარგა გვარიანად შემიკურთხა ხურდა რომ არ მივეცი. ვცდილობდი იმედიანი განწყობა შემენარჩუნებინა და არ გამეფუჭებინა, რადგან უჩასთან მესამედ მიწევდა მისვლა.

უჩა ჩემი ცოლის კლასელი იყო. დასაქმების სააგენტო ჰქონდა და თუ ვინმეს უჩას საახლობლო წრიდან სამსახური უნდოდა, ყველა მას აკითხავდა. უკმაყოფილოს არავის ტოვებდა. თინასგანაც სულ მისი ქება- დიდება მესმოდა. უჩა მისაბაძი მაგალითი იყო. უჩა ეტალონი იყო. უჩა საუკეთესო მეგობარი იყო. უჩამ მოახერხა და ყველას დაუხმარებლად მიაღწია ცხოვრებაში ყველაფერს, უჩამ ყოველთვის იცოდა, რა სურდა ქალს, რადგან მის ცოლს ხელის გულზე ატარებდა და თუ მე მინდოდა ვინმესთვის მიმებაძა, პირველი უჩა უნდა გამხსენებოდა.

უჩასთან მეც სამსახურის გამო მომიწია მისვლა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა თინა ჩუქურთმებიანი სარკის წინ იდგა და მთელ სახეზე ცდილობდა გადაენაწილებინა სახის კრემი თითების უცნაური მოძრაობით, წამით თვალი თვალში გამიყარა სარკიდან და მითხრა:

- არ იქნებოდა ურიგო, დამატებით რამე სამუშაო გეშოვნა. ფინანსური გარღვევა რომ გაქვს, ხომ არ დაგავიწყდა? - თითები ისევ აამოძრავა და განაგრძო, - უჩას უკვე ვუთხარი. ორშაბათს ოფისში გელოდება.

ფინანსურ გარღვევას ნამდვილად ვერ დავარქმევდი იმ მდგომარეობას. უბრალოდ სამსახურში ლიცენზიასთან დაკავშირებული პრობლემები გვქონდა და დროებით ხელფასებიც შეგვიმცირეს და სამუშაო დროც. თინა კი, როგორც ყოველთვის, ყველაფერს აჭარბებდა. იმის ფონზე, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე სულაც არ გვქონდა სახარბიელო, სამსახურში დროებით ცვლილებებს არ ვთვლიდი კატასტროფულად. ერთი თვე იქნებოდა, ორი თუ სამი, თუნდაც ერთი წელი, თავისუფლად შეიძლებოდა განახევრებული ხელფასით ცხოვრება. მიმაჩნდა, რომ წარმატების გზაზე ყველა პატარა კომპანიას ჰქონდა პრობლემები და ჩავარდნები, რომლების გადალახვით ისინი დიდები ხდებოდნენ. გუნდი კი ერთმანეთს მხარში უნდა მდგარიყო, ერთმანეთი გაეტანათ, როგორც ერთი ოჯახის წევრებს. წარმატება ყოველთვის მოითხოვდა მსხვერპლს. ყველაფერი ხომ წარმავალი იყო?! ყველა გაჭირვებას ხომ აღმავლობა მოჰყვებოდა?! ჩემ სამსახურშიც გამოსწორდებოდა ყველაფერი. ამის გაგონება კი თინას სასტიკად არ უნდოდა. ჯერ ტვინი მიბურღა, რომ მხოლოდ უფროსების გადაწყვეტილების იმედად არ უნდა დავრჩენილიყავი და თავისუფლად შემეძლო უქმად დარჩენილი ოთხი დღე სხვაგანაც მემუშავა. თუ მოვინდომებდი, ორი სამსახურიდან გაცილებით მეტი შემოსავალი მექნებოდა, ვიდრე იმ ერთიდან, სადაც უკვე წლები ვმუშაობდი. და საერთოდაც, უკვე დრო იყო ახალი სამსახური მეძებნა, არ გადავყოლოდი დაბალხარისხიანი ლიმონათების ჩამოსხმას. სამწუხაროდ, არ ესმოდა, რომ იქ თავს კარგად ვგრძნობდი და როგორც თვითონ ამბობდა, სათაკილო სამსახური ჩვენს სახელებზეც გავლენას ახდენდა, რომ ვერ ვხვდებოდი, როგორ ვაზიანებდი ამით ჩემ თავს და მერე თინას. ამიტომ, როგორც კი შანსი მიეცა, არ გაუშვა და პატივსაცემ უჩასთან შეხვედრა ჩამიწყო.

პირველ ჩანიშნულ დღეს უჩა თავის ოფისში არ დამხვდა. მეორედ წასვლისას გზაშივე დამაწია შეტყობინება, რომ მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა, როგორც წინაზე და ვეღარ მიმიღებდა, შემდეგი გასაუბრებისთვის კი თავად შემეხმიანებოდა, როცა ეცლებოდა. ორკვირიანი ლოდინს შემდეგ ჩემმა ცოლმა „მახარა“, ხვალ გელოდებაო და ისე დაამატა, ამჯერად არ გაუცრუო იმედიო, თითქოს წინა ორი შემთხვევისას მე ვიყავი დამნაშავე.

ესკალატორზე ამოსვლისას ფურცელზე დაწერილი უჩას ოფისის მისამართი კიდევ ერთხელ გადავიკითხე. ყოველი შემთხვევისთვის გადავხედე, თორემ ისედაც მახსოვდა სახაჭაპურის თავზე დაბურულმინებიანი ვიწრო და გრძელი ოთახი, რომელსაც შესასვლელი და ზევით ასასვლელი კიბე ზუსტად ამ სახაჭაპურეში ჰქონდა. ოფისში ასვლამდე დაბალ და მკლავებამდე ცომიანი მცხობელისთვის უნდა გეთქვა, რომ უჩასთან იყავი. ისიც ჯერ შემოგხედავდა მოჭუტული თვალებით, მერე კარგად აგათვალ-ჩაგათვალიერებდა, ბოლოს თავს დაგიკრავდა ნებართვის ნიშნად და გზაც ხსნილი გქონდა უჩას ოფისისკენ.

პირველ და მეორე სართულებს შორის კიბის ზუსტად შუა ნაწილში რკინის კარი იყო, რომელზეც სულ სამი წარწერა ეწერა. სულ ზევით ლამაზი ასოებით „უფალო შეგვიწყალენ“, მის ქვევით წითელი ასოებით „დასაქმების საგენტო „უჩა“, რომელსაც სიტყვა „სააგენტოში“ ასო „ა“ აკლდა, მაგრამ ასოებს შორის დაშორება ისეთი მცირე იყო, რომ აშკარად არასდროს წერებულა იქ მეტი „ა“ და არც ცხოვრების ქარ-ცეცხლს შეეძლო ამოეშალა. სულ ქვემოთ კი მსხვილი შავი ასოებით „დაცვის სამსახური „პირანია“ ეწერა.

პირველ მისვლაზე რომ სახაჭაპურე და სახაჭაპურედან ოფისში ასასვლელი მნიშვნელოვნად საინტერესო კარი დამხვდა ჩაწერილ მისამართზე, მეგონა ვინმე გულმოდგინედ მეხუმრებოდა. უჩასთან შეხვედრა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც მასზე მოსმენილი მქონდა, რომელიმე მაღალსართულიანი საოფისე შენობის ბოლო თუ არა ნებისმიერ ზედა სართულზე წარმომედგინა, ნახევარი ქალაქი რომ ხელისგულივით გადაიშლებოდა თვალწინ ფანჯრებიდან. მისვლისას ცოტა ხანს მისაღებში ჩამომსვამდა რბილ სავარძელზე მოკლეკაბიანი და მოდელის ტანიანი მდივანი. წყალს, წვენს ან ყავას შემომთავაზებდა, რომელსაც ბევრღილაკებიან ტელეფონზე რომელიმე განსხვავებულფერიან ღილაკზე თითის დაჭერით სხვას გადააბარებდა მოეტანა. თვალით მანიშნებდა პრიალაყდიან ჟურნალებზე, გადახედეო. გამიღიმებდა ქათქათა ღიმილით და თვითონ ისევ თავის საქმეს გააგრძელებდა. ამასობაში უჩაც გააღებდა კარს. შარვალ-კოსტუმიან კაცებს გაისტუმრებდა თავისი კაბინეტიდან. მე ფეხზე წამომდგარი შევეგებებოდი, ხელს ჩამოვართმევდი უჩას. ისიც თავის მდივანს ანიშნებდა, არავინ შეგვაწუხოსო და შემიძღვებოდა გემოვნებით მოწყობილ კაბინეტში.

მაგრამ უჩამ წარმოდგენები შემიცვალა. ერთ წუთში გაფერმკრთალდა მასზე მოყოლილი ყველა საგმირო ამბავი. ვიდექი კიბეზე და არ ვიცოდი, გავქცეულიყავი იქიდან თუ შევყელოდი ამ უცნაურ თავგადასავალს. გადაწყვეტილების მიღება არ დამცალდა. კარი ზევიდან გააღეს. უკან ორი საფეხურით ჩაწევა მომიწია, სახეში რომ არ მომხვედროდა რკინის კარი.

კიბის თავში მაღალი, გამხდარი და „მელია“ სათვალიანი გოგო იდგა.

- უჩასთან ხარ ხო? - ისეთი წკრიალა და ნაზი ხმით მითხრა, გასაქცევად გამზადებულმა თავი დავუქნიე.

- ამოდი და კარი მოხურე.- ისევ ჩააწკრიალა სიტყვები. მეც მონუსხული გავყევი.

გრძელ ოთახში ორივე ბოლოში თითო მაგიდა იდგა, ორ-ორი სკამით და ძველებური კუზიანი კომპიუტერებით. წკრიალახმიანს ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. ოთახის შუაში დადგა. პატარა ფანჯარა გამოაღო. მხრებზე მოხურებული ჟაკეტიდან სიგარეტის კოლოფი და სანთებელა ამოაცურა. უხეშად გაუკიდა ტუჩებით დაჭერილი სიგარეტის ღერს და ღრმად გაქაჩა კვამლი ფილტვებისკენ.

- ჩამონათვალიდან რომელი სამსახურიც მოგწონს, მის გასწვრივ შენი ნომერი დაწერე, - მკაცრად ჩააწკრიალა, - უჩა გადაწყვეტს, სად გაგიშვას.

- ჩემი ნომერი? - გამიკვირდა. თინას არ უთქვამს ნომრის შესახებ არაფერი.

- არ უთქვამს? - თვითონაც ვერ დამალა გაოცება.

- ვის უნდა ეთქვა?

- ვის უნდა ეთქვა? - ჩემივე შეკითხვა გაიმეორა, თუმცა ხმაში უკვე სიბრაზე ჰქონდა შეპარული.

გავჩუმდი. მართლა ვერ მივხვდი, ვის გულისხმობდა, უჩას თუ თინას? უფრო ალბათ უჩას, თორემ თინას რომ სცოდნოდა რამე ნომრის შესახებ, მეც აუცილებლად მეცოდინებოდა და თან ოფისში მოსვლამდე მილიონჯერ შემახსენებდა.

ოთახის მარჯვენა მხარეს წავიდა უჩას მდივანი. ჩავთვალე, მეც იქით უნდა წავსულიყავი და ცხვარივით გავყევი. კომპიუტერს მიუჯდა. კლავიატურა ააკაკუნა. მალევე იპოვა, რასაც ეძებდა. პასტა და პატარა ფურცელი აიღო. ფურცელზე რაღაც ჩაინიშნა, კომპიუტერის ეკრანს მიაწება, მე მარკერი გამომიწოდა:

- ოთხას ორმოცდაოთხი! შენი ნომერია ოთხას ორმოცდაოთხი. სამი ოთხიანი. ახლა მიდი და აარჩიე.

მარკერი გამოვართვი. კედელზე მიყუდებულ დაფასთან მივედი. ორ რიგად იყო ჩამოწერილი ვაკანსიები, თავისი მისამართებით და დამსაქმებელთა სახელებით.

- რომელსაც ნომერი უკვე აწერია გვერდით, ისინიც შემიძლია ავარჩიო თუ უკვე დაკავებულია? - მორიდებით ვკითხე.

- ნებისმიერი! - ცალყბად გამიღიმა.

ალბათ მოსწონდა, ასე რომ იბნეოდნენ მის წინ.

- მხოლოდ ერთი უნდა ავირჩიო?- ძლივს ამოვილუღლუღე. ისევ მორიდებით.

- როგორც გინდა - მანაც ისევ ცალყბად გაღიმებულმა მიპასუხა.

- და სადაც მე მენდომება, იქ დამასაქმებს?

- უჩას არ იცნობ? - უკვე ირონია იგრძნობოდა მის ხმაში.

ხმა აღარ ამომიღია. ყველაზე ბოლოში მშენებლობაზე ვაკანსიას მოვკარი თვალი. ზედამხედველი ესაჭიროებოდათ. ჩემი სამი ოთხიანი მივაწერე გვერდით. ამასობაში ტელეფონმა დარეკა. „მელია“ გოგო დაწვდა ყურმილს და სანამ ყურთან მიიტანდა, ნაზი ხმით მითხრა:

- თავისუფალი ხარ!

იმ დღის შემდეგ ვფიქრობდი, რომ საშინლად გამაღიზიანებელი იყო მისი ლაპარაკის მანერა. სათვალეც საშინლად არ უხდებოდა. მეორედ რომ აღარ მომიწია ოფისში მისვლა და მისი ნახვა, მაშინაც იგივე აზრზე ვიყავი. ახლა კი, როცა ესკალატორის ბოლოში ვიდექი და რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი მასთან შეხვედრამდე, წკრიალახმიანი უჩას მდივნის გახსენებაზე გამეღიმა. ღიმილითვე წავედი მეტროს გასასვლელისკენ, მაგრამ უცებ ისეთი ძალით შემეჯახა კაცი, თავი ვერ შევიკავე და წავიქეცი. თვითონვე წამომაყენა. თან ბოდიშს მიხდიდა, შემთხვევით მომივიდა, ძალით არ მინდოდაო.

- თაზო?! - სახეში შევხედე და გავშრი.

ისიც პირდაღებული მიყურებდა.

თაზო ჩემი კლასელი იყო. მეხუთე კლასში ვიყავით, როცა ჩვენ სკოლაში გადმოვიდა. მახსოვს, სწავლის დაწყების პირველივე დღეს იტირა. არავის უკითხავს, რა ატირებდა. ჩათვალეს, რომ რადგან არავის იცნობდა კლასში, ბუნებრივი იყო მისი ტირილი. გვერდით მომისვეს. ჩუმად დამარიგეს, მანამ არ მოაკითხევდნენ წასაყვანად, ყურადღება მიმექცია. მერე ჩუმადვე გადააკეთეს დარიგება. ალბათ იფიქრეს, პატარები რომ აღარ ვიყავით, შეიძლებოდა არავის მოეკითხა და ჩვენით მოგვიწევდა სახლში წასვლა. ამიტომ თაზოს სახლამდე გაცილება დამავალეს. ეს უკანასკნელი დარიგება კი ორჯერ გაიმეორეს. მეორედ იმიტომ, რომ თავად დარწმუნებულიყვნენ, რომ აღარ გადააკეთებდნენ.

იმ დღეს ხმა არცერთს არ ამოგვიღია, მანამ სახლში მისულებმა ერთ სადარბაზოში და ერთ სართულზე არ ამოვყავით თავი. როგორც გაირკვა, თაზოს ოჯახი იმ ზაფხულს გადმოსულიყო ჩვენს მეზობლად, მანამ მე არდადეგებს სოფელში ვატარებდი.

იმ დღიდან მე და თაზო მეგობრები ვიყავით, მანამ, სანამ ის არგასახსენებელი დღე არ გათენდა. იმ დღეს ყველაფერი დამთავრდა ჩვენს შორის. მას შემდეგ თაზო აღარ მინახავს.

ვიდექი ამდენი წლის მერე თაზოს წინ და ხმას ვერ ვიღებდი. ვგრძნობდი, პირი გვალვისგან დახეთქილი მიწასავით მქონდა გამომშრალი. ხელები ლოდებივით მეკიდა. სხეულში სისხლის მიმოსვლა შემინელდა. ყურები დამიგუბდა.

არ მინდოდა თაზოს ნახვა. თაზო იმ წარსულიდან იყო, საიდანაც დიდი ხნის წინ წამოვედი. იმ წარსულიდან, რომლის დავიწყებას ვცდილობდი.

- მამა, გვაგვიანდება! - თაზოს ახალგაზრდა ბიჭი მოუახლოვდა. მამა რომ არ დაეძახა, ვერ ვიფიქრებდი, მისი შვილი რომ იყო. საერთოდ არ ჰგავდნენ ერთმანეთს. მაღალი და საშუალოდ გამხდარი ბიჭი იყო, ღია წაბლისფერი მოკლედ შეკრეჭილი თმით, მაღალი ყვრიმალებით, ოდნავ კეხიანი ცხვირით და წვრილი ტუჩებით. ნაცნობი სახე ჰქონდა. ალბათ რომელიმე ჰოლივუდელ მსახიობს მივამსგავსე.

ბიჭი მე მომიტრიალდა:

- გვაპატიეთ, მართლა ძალიან გვეჩქარება.

- აააარაუშავს! - ძლივს ამოვილუღლუღე, - მეც მაგვიანდება.

ისე წავიდნენ, თაზო არც კი დამემშვიდობა. მართალია, დამშვიდობებას მისგან სულაც არ ველოდი, მაგრამ მაინც მეუცნაურა მისი დაბნეულობა. ყოველთვის გამბედავი იყო, ქედმაღალი და მედიდური. ახლა კი ისეთი ფერწასული მეჩვენა, შეშინებული და დაპატარავებული,  იმ თაზოსი ამ თაზოს არაფერი ეცხო.

კიბეს ნელა ავუყევი. კიბის ერთ მხარეს ჩაყოლებაზე დაბალი დახლები ედგათ. ზედ ათასი წვრილმანი ელაგათ. თაზოს შვილს კი ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ადრე მომიწია მოსვლა. დახლებზე დალაგებული ნივთების თვალიერება დავიწყე. სათითაოდ ვიღებდი და ხელში ვატრიალებდი. ვიცოდი, ცუდად ვიქცეოდი. გამყიდველისთვის იმაზე ნერვების მომშლელი არაფერია, როცა კლიენტი ტყუილად დგას დახლთან და არაფერს ყიდულობს. მათ ადგილზე ალბათ გამოვლანძღვადი კიდეც უსაქმურად ჩამომდგარ პარაზიტს, მაგრამ გამიმართლა და არაფერი მითხრეს. მხოლოდ უნდობი მზერა მესროლეს. სამწუხაროდ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე დროის გასაყვანად.

ოფისისკენ გავიხედე. დაბურულ მინებში არაფერი ჩანდა. ნეტა, უჩას მდივანი თუ მიყურებდა? სახელიც არ ვიცოდი მისი. რას შეცვლიდა მისი სახელის ცოდნა? ალბათ ბოლოჯერ მიწევდა მისი ნახვა. უჩას უკვე შერჩეული ექნებოდა სამსახური.

რაც უფრო ვიახლოვდებოდი ოფისს, მით უფრო მკვეთრად მცემდა ცხელი ზეთის სუნი. ნესტოებს გამალებით ვბერავდი. თვალებს ვაცეცებდი, რომ შორიდანვე დამენახა მცხობელი ვიტრინებს მიღმა და მალე მეთქვა, უჩასთან დაბარებული რომ ვიყავი, მაგრამ საითკენაც არ გავიხედე, მცხობელი არსად ჩანდა. საცხობში უფრო ღრმად შევედი. კედელზე ეწერა, რომ შესვლა მხოლოდ პერსონალისთვის იყო. დაძაბულმა ფეხის წვერებზე ავიწიე და ისე გავაგრძელე ძებნა. კიდევ ერთხელ გულდასმით მოვავლე თვალი იქაურობას. სხვა კარიც არსად ჩანდა სადმე გასასვლელი. კუთხეში მიდგმულ მაგიდაზე თოვლივით ფითქინა ნაჭერი ეფარა ცომის გაფუებულ გუნდებს. ღუმელიდან ხაჭაპურის სუნი გამოდიოდა. შიშხინიც ისმოდა. ალბათ რომელიმე ხაჭაპურიდან ყველი გადმოდიოდა. მომშივდა. კუჭმაც ბანი მომცა და ყრუდ დაიჭრიალა.

ამ დროს ოფისის კარი გაიღო. ვხედავდი, როგორ ჩამოდიოდა რკინის საფეხურებზე წვრილქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი უჩას მდივანი. შუა ნაწილში გაჩერდა ისე, რომ მხოლოდ თეძოებამდე ვხედავდი. ცალ ფეხზე შარვლის ტოტი რამდენიმე ნაკეცით აეწია. კოჭი მოუჩანდა. კოჭს წვრილვარსკვლავებიანი მძივი უმშვენებდა. წინა მოსვლაზე არ შემინიშნავს თუ ეკეთა.

- დაგინახე, რომ მოხვედი, - კიბეზე მდგარმა მითხრა, - რომ აღარ არმოხვედი, მეგონა მომეჩვენა შენი მოსვლა, - დაიხარა და მწვანე, ლამაზი თვალები შემომანათა, - როგორც ვხედავ, არ შევმცდარვარ, ნამდვილად მოსულხარ. არ ამოდიხარ?

ვარსკვლავების წკარუნით ავიდა ზევით. მეც ავყევი. ფრთხილად მივხურე რკინის კარი. საკმაოდ მძიმე იყო და მძიმედაც მოძრაობდა. ცოტა ზეთი არ აწყენდა ანჯამებს.

ოთახში სიგარეტის მკვეთრი სუნი იდგა. ორივე სამუშაო მაგიდაზე საფერფლეები სავსე იყო სიგარეტის ნამწვავებით. საქაღალდეები არეულად ეწყო ზოგი მაგიდაზე, ზოგი სკამებზე, რამდენიმე -  იატაკზეც. ეტყობოდა „ქარიშხლიან“ დღეებს გადაევლო ოფისისთვის. უჩას მდივანიც დაძაბული მეჩვენებოდა. რამდენიმე წამი გარინდებული იდგა. სადღაც დაქროდა ფიქრებით. მგონი არც ახსოვდა, იქ რომ ვიყავი. მერე უცებ რაღაც ჩაიბურტყუნა, ხელები აიქნია, თითქოს ფიქრები მოიშორა თავიდან და ისევ სიგარეტის კოლოფს მიწვდა, მაგრამ გადაიფიქრა მოწევა და კედელზე მიყუდებულ დაფასთან მივიდა.

- ეს რას ნიშნავს? - დაფაზე ჩემი ნომრის გვერდით კითხვის ნიშნებს მოვკარი თვალი, - ანუ მინდოდა მეკითხა, ახალი სამსახური უკვე მაქვს თუ არა?

- კითხვის ნიშანი გაურკვევლობას ნიშნავს, - მცირე პაუზის მერე მიპასუხა ჩუმად.

- ისევ? - ამოვიხვნეშე. ამაზე გაბრაზება დაეტყო.

- შენ რა გგონია, ჰოპ და უჩა ასე მარტივად ასაქმებს ვინმეს?

- ეგ საიდან უნდა ვიცოდე? - მხრები ავიჩეჩე.

- ხოდა, ახლა ხომ უკვე იცი?! - ცოტა დამცინავი ტონი შეეპარა ხმაში.

- თუ არ აპირებს დახმარებას, პირდაპირ მითხრას! - მეწყინა უჩა რომ მთლად ისეთი ყოვლისშემძლე არ გამოდგა, როგორიც იქამდე წარმომედგინა. მართლა მეგონა, მალევე მომიძებნიდა რამეს და მეც მისით მადლიერთა სიაში ჩავეწერებოდი.

- თუ ლოდინი არ შეგეძლო, საერთოდ რატომ თხოვე დახმარება?

- მე არ მითხოვია, - დანაშალზე წასრებულივით ავბლუყუნდი. არაფერი მიპასუხა, მაგრამ ვგრძნობდი, მეტ ახსნას ელოდა ჩემგან, - თინამ, ჩემმა ცოლმა სთხოვა უჩას დახმარება. თინას თუ დავუჯერებთ, ფინანსური გარღვევა გვაქვს... ფილმებიდან გაზეპირებული ფრაზა. რა სასაცილოა?! ამიტომ გადაწყვიტა, ურიგო არ იქნებოდა, დამატებით მემუშავა. მე დიდად არ მინდოდა. არა, განა სამუშაო არ მინდოდა?! უბრალოდ უჩა შეწუხდებოდა. ასე ახლოს არ ვიცნობ, რამე ვთხოვო. თინა და უჩა კლასელები იყვნენ, ბევრი რამ ვიცი მასზე, მაგრამ პირადად არასდროს შევხვედრილვართ ერთმანეთს.

- ესე იგი შენ ხარ ის თემო...

- არ ვიცი ვის გულისხმობ, მაგრამ თემო ნამდვილად მქვია.

სიგარეტს გაუკიდა. ერთი ღერი ნელა და ზანტად მოწია. თან თვალს არ მაშორებდა, რაც ცოტა არ იყოს უხერხულად მაგრძნობინებდა თავს.

- მდაა... ოთხას ორმოცდაოთხი ანუ თემო თინას ქმარი და თინა უჩას კლასელი... საინეტერესოა...

- რა არის მაგაში საინტერესო?

- ამას მალე გაიგებ! - მხიარულად მიპასუხა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.

- ახლავე მითხარი! - მკაცრად ვუთხარი, მაგრამ ის ისევ ეშმაკურად მიყურებდა და მიცინოდა. კარისკენ წავედი.

ხელებში ძალა საკმაოდ მქონდა, მაგრამ კარი ვერაფრით გავაღე. ამაოდ ვექაჩებოდი სახელურს. არაფრით იღებოდა კარი. უჩას მდივანს შევხედე. იღომოდა. მერე კარისკენ წამოვიდა. ხელი მაღლა აწია და კარი ურდულით გააღო. ვერ გამერკვია, ეს ურდული თავისით კეტავდა კარს თუ სპეციალურად გადაწიეს?

- შიგნიდან თავისით იკეტება, - წყნარად თქვა, - არ წახვიდე..... დღეს სიურპრიზი გელის.

ახლოს რომ მოიწია, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ყველა რეცეპტორი გამომიფხიზლდა. რა სიურპრიზს გულისხმობდა? ნუთუ?.. თან აქ? ოფისში? ვინმე რომ ამოსულიყო და დავენახეთ? კარი შიგნიდან თავისით იკეტებოდა, მაგრამ იქნებ ვინმემ იცოდა გარედან გაღება? უჩას ეცოდინებოდა უეჭველად. უჩა რომ მოსულიყო? უჩა...

- უჩა რატომ არ დამხვდა დღეს? - თემის შეცვლამ რეცეპტორები დამიმშვიდა.

- ის მთავარ ოფისშია. ფილიალებისთვის ვერ იცლის.

- მერე მეც იქ დავებარებინე, აქ რატომ მომიყვანა? - ვბრაზობდი. მნიშვნელოვნადაც არ მთვლიდა, რომ თავად მივეღე და მდივნისთვის არ გადაებარებინა ჩემი თავი.

- იქ შენი მისვლა არ შეიძლება.

- რატომ არ შეიძლება?

- ეგ რომ იცოდე, საერთოდ არ იქნებოდი აქ.

- რას მეთამაშები? თუ რამის თქმა გინდა - თქვი! - უკვე მართლა მაღიზიანებდა ეს საუბარი, - ვიღაცაში გეშლები! - დავუყვირე და სწრაფად გამოვიხურე ოფისის კარი.

ქუჩაში უკვე საკმაოდ ცხელოდა. მტვრის და ოფლის სუნი იდგა ბაზართან. ყუთებით დატვირთულ ურიკებს მიარბენინებდნენ მუშები დიდი მარკეტების საწყობებისკენ. მეყვავილეები თავსახურგახვრეტილი ბოთლებიდან ასხამდნენ წყალს გზის პირზე რკინის მილებში ჩალაგებულ ყვავილებს. შხეფები მეც მესხმებოდა. ყარდა წყალი. სული მეხუთებოდა. სასწრაფოდ უნდა გავცლოდი იქაურობას. ავტობუსში ასვლის სურვილი არ მქონდა. არც მეტროთი მინდოდა წასვლა. დავუსტვინე და ხელი პირველივე გამომვლელ ტაქსის დავუქნიე. მძღოლმაც არ დააყოვნა, უცებ მიაჭირა ფეხი მუხრუჭს და უხერხულად გააჩერა მანქანა. გზის გადაკეტვით აღშფოთებულმა მძღოლებმა არც სიგნალები დაიშურეს და არც გინება. გამოვაღე ტაქსის უკანა კარი და წამში შევძვერი კაბინაში.

- სანაპიროთი წავიდეთ და მერე გეტყვი დანარჩენს, ახლა დაუჩქარე , თორემ... - თითი უკან გავიშვირე საცობში მდგარი მანქანებისკენ. მძღოლმაც გაიცინა და მანქანა დაძრა ადგილიდან.

უჩას ოფისში მომხდარზე დავიწყე ფიქრი. ვერ ვხვდებოდი, უჩას მდივანი მეთამაშებოდა თუ არა. უჩას არ ვიცნობდი, არასდროს მინახავს, არც მისი ხასიათი ვიცოდი, რომ მეფიქრა, უჩას დავალებით მოქმედებდა მისი მდივანი. თუმცა არც რამე ისეთი შემთხვევა მახსენდებოდა, რის გამოც შეიძლება მე და უჩას კონფლიქტი გვქონოდა. აშკარად მის მდივანს არ ჰქონდა თავში ყველაფერი რიგზე. რა სიურპრიზზე მელაპარაკებოდა? ჩემი შეტყუება უნდოდა ? მაგრამ რისთვის? რატომ იყო საინტერესო ჩემი ვინაობა? ვიღაცაში ვეშლებოდი! სისულელე იყო ეს ყველაფერი.

- სად მივდივართ? - ფიქრებში მძღოლის ხმა ჩამესმა.

- მე? - ამოვიხრიალე და მივხვდი, არასწორი სიტყვა ამოვუშვი ხახიდან. სხვა აბა ვის შეეკითხებოდა? რომ დავინახე სარკიდან როგორი გაოცებული მიყურებდა, ბლუყუნით პირველი რაც მომაფიქრდა, ის ვუპასუხე, - სამსახურში ვაპირებდი წასვლას.

სვლა შეანელა. კიდევ ერთი არასწორი სიტყვა და მანქანიდან გადამსვამდა.

- ვაგზალზე. დინამოსთან. - მკაფიოდ წარმოვთქვი.

- კარგი, ვაგზალზე დინამოსთან. რვა ლარი.

არადა სამსახურშიც არ მინდოდა მისვლა, მაგრამ სახლში დაბრუნებას ისევ იქ მისვლა მერჩია. თინა რომ დღევანდელ ამბავს გაიგებდა, მილიონ შეკითხვას დამაყრიდა. ისევ შემახსენებდა, რომ ფინანსური გარღვევა გვქონდა ბიუჯეტში. ფინანსური გარღვევა... როგორ მეზიზღებოდა, ფილმებში გაზეპირებული ფრაზებით რომ მელაპარაკებოდა...

- რამდენიმე წუთით რომ გავაჩერო, პრობლემა ხომ არ იქნება? აუ, ძალიან მშია, - მძღოლმა ცალი ხელი მუცელზე მიიდო და საცოდავი სახე შემომანათა სარკიდან, - აქვე რამეს ვიყიდი, უცებ შევჭამ, თორემ თვალებში მიბნელდება.

ნამდვილად არ მაწყობდა მისი თვალებში დაბნელება.

- უკეთესი იდე მაქვს. სამსახურში დიდად არ მეჩქარება, თან მეც მშია და თუ ჭამაა, ნორმალურად შევჭამოთ, - მეც მასავით მუცელზე დავიდე ხელი.

- ძალიან კარგი, - სიხარულით დამთანხმდა. რამდენიმე მეტრში ოჯახური სასადილოს ეზოსკენ გადაუხვია, - ჩემები არიან, შინაურები. გემრიელს აკეთებენ ყველაფერს. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

- არა, - თავი გავაქნიე. დიდად არ მომეწონა მისი არჩევანი, მაგრამ უჩას ოფისის ნახვის მერე, აღარაფერი გამაოცებდა.

ტელეფონი აწკრიალდა ჯიბეში. დილას რომ შეტყობინება მივიღე, იმავე ნომრიდან რეკავდნენ. ხმა არ გამცა. მხოლოდ ხშირი სუნთქვა მესმოდა. ჩავთვალე, ვიღაც ერთობოდა და გავუთიშე. ისევ გადმორეკეს. ამჯერად ქალის ხმას მივამსგავსე. ჩურჩულებდა. ძლივს გავარკვიე სიტყვები:

- წაიყვანენ... მოვა და წაიყვანს... უთხარი არ წაიყვანოს...

- ვინ ხარ? რაზე მელაპარაკები? ვინ უნდა წაიყვანონ?

- მალე მოდი, თორემ წაიყვანენ... - ისევ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა სიტყვებს. მერე ისევ გაითიშა.

- რას შეჭამ? - მაგიდას რომ მივუსხედით, მძღოლმა მკითხა და თან ხელები მოიფშვნიტა.

- რა აქვთ?

- არ ვიცი. მგონი ყველაფერი. დაიცა... მზია! რა გაქვთ დღეს მენიუში? - სკამიანად გადაიწია, კისერი წაიგრძელა და მზარეულს გასძახა. იმანაც რამდენიმე საჭმელი ჩამოუთვალა, ძირითადად ხორციანი ცხელი კერძები. ჩემი კამპანიონი იჯღანებოდა ყველა საჭმლის ხსენებაზე. ბოლოს სოკოს სუპს დავთანხმდით. სოკოს სუპზე მართლა არ ვიტყოდი უარს.

- ზაზა.

- რა?

- მე ზაზა მქვია, - ხელი გამომიწოდა.

- ა, ჰო, - ხელი ჩამოვართვი , - მე თემო, თემური...

- აუ როგორ პახმელიაზე ვარ, იცი? თავი აი ასე მისკდება, - სახე ისევ დაეჯღანა, ხელები საკმაოდ განიერად გაშალა თავის ორივე მხარეს, - საჭესთან არ ვიყო, არაყსაც დავლევდი. შენ არ დალევ?

- არა, ახლა არ მინდა.

- გახსნიდა ვენებს. მიჭერს უკვე. მგონი საერთოდ აღარ გადის სისხლი. არადა, ამაზე მეტს ვსვამ  და დილას ჩიტივით ვარ. ეს რაღაც ნავთივით ღვინო იყო. არ გამოდიოდა არდალევა. ძმაკაცმა მანქანა იყიდა და ხო ხვდები? დასველება უნდოდა, - წკიპურტი ყელზე მიირტყა.

თავი დავუქნიე.

ამასობაში სოკოს სუპიც მოიტანეს. სასიამოვნო სუნი ასდიოდა. პირველი კოვზის გასინჯვის შემდეგ სითბო ჩამეღვარა სხეულში.

სახლის გემო ჰქონდა სუპს. ბავშვობის. იმ წლების, როცა დედაჩემი უთენია დგებოდა, საჭმელს გამზადებულს დატოვებდა და სამსახურისკენ მიიჩქაროდა, დროულად რომ მისულიყო. მაშინ ყველაფერი რთული იყო, მითუმეტეს მარტოხელა ქვრივი ქალისთვის. მამა მხოლოდ სურათებიდან მახსოვდა. ჩემი დაბადებიდან რამდენიმე თვეში მიგვატოვა, სრულიად საღსალამათმა კაცმა მოულოდნელად დალია სული. ვერავინ ვერაფერი გარკვია. უბრალოდ ერთ დილას სიზმრებს ვეღარ წაართვა თავი. დედაჩემს არ უყვარდა, როცა მის გვერდით მოვინდომებდი დაძინებას. ღვარად დაიდენდა ცრემლებს. ვერ მიხსნიდა, რატომ არ შეიძლებოდა. მხოლოდ, მეშინიაო, ჩამჩურჩულებდა და გულში მიკრავდა. რთული დღეები გვქონდა. ზოგჯერ დღეები ისე გადიოდა, ვერ ვნახულობდი. ისეთ დროს მიდიოდა სახლიდან, როცა მეძინა. ღამითაც ბევრჯერ დამიძინია მის მოსვლამდე. მერე თაზო გამოჩნდა და მარტოობა შემიმსუბუქა.

სკოლაში გადმოსვლის დღიდან, პირველი დღის ტირილს თუ არ ჩავთვლით, თაზო ყოველთვის მაგარ ბიჭად ითვლებოდა. აი, ისეთი, ცუდ ბიჭად რომ არ თვლიან, მაგრამ ყოველთვის გამორჩეულად თამამები არიან. ყველას უნდოდა თაზოსთან მეგობრობა. გოგონები, მის გვერდით რომ აღმოჩენილიყვნენ, ერთმანეთს ემტერებოდნენ. ბიჭებში ავტორიტეტი იყო, ყველას საჭირბოროტო საკითხს თაზოსთან განიხილავდნენ. მასწავლებლებისთვის აქტიური და მოაზროვნე მოსწავლე იყო, არც ცუდად სწავლობდა , არც კარგად, მაგრამ თითქმის ყველა სასკოლო ღონისძიების მთავარი ფიგურა გახლდათ. მოკლედ მისი სახელი ბრწყინვალებას ნიშნავდა.

და ამ დროს თაზომ მეგობრად ამირჩიე მე. ეს იცით როგორი იყო? თითქოს სპექტაკლის მთავარმა გმირმა სცენაზე ასასვლელად მაყურებლებიდან მხოლოდ ერთი ადამიანი აარჩია და მეორეხარისხოვან როლზე დაამტკიცა. ის ბედნიერი კი მე ვიყავი. პროჟექტორის შუქმა გამინათა გზა სცენის კიბემდე. მქუხარე ტაშით გამაცილეს ახალი თავგადასავლებისთვის და ისღა დამრჩენოდა, საუკეთესოდ მეთამაშა.

უცებ მოვიდა ყურადღება. მანამდე თუ „არავინ“ ვიყავი, თაზოსთან დამეგობრების შემდეგ „ვიღაც“ გავხდი, ვისთანაც საუბარი შეიძლებოდა და დამეგობრება სარფიანი იყო.

ერთხელ თაზომ თავისი საკონტროლოს დაწერა მე მთხოვა. ვიუარე. თაზო არ მომეშვა. ხმაურზე მასწავლებლის ყურადღება მივიქციეთ. მე ხმას არ ვიღებდი. არ მინდოდა მეთქვა მასწავლებლისთვის, თაზო თავისი საკონტროლოს დაწერას მე რომ მთხოვდა. თაზომ კი ძალიან მშვიდი სახით გამოუცხადა მასწავლებელს, რომ წერა თავს ატკიებდა:

- როცა დიდხანს ვწერ, თავი მტკივდება. დედაჩემს ექიმმა უთხრა, შეიძლება ესეც სამშობიარო ტრავმის ბრალი იყოსო. თუ შეიძლება ცოტ-ცოტას დავწერ.

არავინ იცოდა, მართლა უთხრა თუ არა ექიმმა თაზოს დედას მსგავსი რამ, მაგრამ თაზო ყოველთვის ახერხებდა, თავისი გაეტანა. საკონტროლოს მას შემდეგ მართლაც რომ ცოტ- ცოტას წერდა.

როგორც თაზოს საუკეთესო მეგობარი, დავდიოდი ყველგან, სადაც თაზოს მიიპატიჟებდნენ. ვთამაშობდი ყველაფერს, სადაც ერთი სული ჰქონდათ თაზო მათ მხარეს ყოფილიყო. მსიამოვნებდა, როცა თაზო ქოთნის ყვავილების ჩემ კოლექციაზე უყვებოდა გოგონებს. ისინიც აღფრთოვანებულები შემომეხვეოდნენ და მოყოლას მთხოვდნენ, მაგრამ ჩემი გასაჭირი ზუსტად აქ იწყებოდა. ისეთი ენის ბორძიკი ამიტყდებოდა, მერჩია ისევ თაზოს ელაპარაკა. თაზო რომ არა ამ ბლუყუნის გამო დამცინებდნენ. მის გვერდით კი საყვარელი თაგუნა გავხდი.

დედაჩემს არ მოსწონდა თაზო. ვერ გამეგო, რატომ. ის ხომ გამჭრიახი იყო, მოხერხებული, დასახულ მიზნამდე ყოველთვის აღწევდა. ისეთი იყო, როგორიც დედაჩემს უნდოდა მე ვყოფილიყავი, მაგრამ დედაჩემი მაინც შფოთავდა. ხან მკაცრად, ხანაც დაყვავებით ცდილობდა შეეგონებინა, სხვა მეგობრები გამეჩინა.

თაზოსთან მეგობრობა იოლიც არ ყოფილა. შეეძლო უცებ ისეთი სასტიკი ყოფილიყო, ისე დავეცინე და გამოვეყენებინე თავის ტყუილებში, თავს ძლივს ვიკავებდი არ მეტირა.

მაგრამ მისი მზრუნველობა და სიხალისე ყველაფერს მავიწყებდა. ყველა კინკლაობა ბოლოს მაინც შერიგებით მთავრდებოდა. თაზოს მეგობრობა იყო ის, რის გარეშეც ყოფნა არ შემეძლო. ვერ ვივიწყებდი იმ დღეს, როცა მან თავის მეგობრად მე ამირჩია.

ერთხელაც სკოლიდან გავიპარეთ. თაზო ატყდა, გინდა თუ არა ალუჩის საჭმელად წავიდეთ, თორემ თუ მიგვასწრეს სხვებმა, აღარაფერი შეგვხვდებაო. კლასში ჯდომა მეც არ მეხალისებოდა. თან გაკვეთილიც არ მქონდა ნასწავლი.

ალუჩა საკმაოდ კვახე დაგვხვდა. თაზომ იხტიბარი არ გაიტეხა. რასაც შესწვდა,ჩამოკრიფა. რამდენიმე შეჭამა, მაგრამ ისეთი მჟავე იყო, კბილებს აკრაუნებდა ღეჭვისას. მერე ადგა და დაკრეფილი ალუჩა პირველივე შემხვედრ ურნაში მოისროლა. ეს დღე ალბათ დავიწყებას მიეჩვეოდა, მისგან განებივრებული ვიყავი მსგავსი თავგადასავლებით, მეორე დღეს დირექტორი რომ არ გამოგვცხადებოდა კლასში და გარიცხვით არ დაგვმუქრებოდა. სიბრაზისგან თვალები უელავდა. თურმე დავუნახივართ გაპარვისას.

- იცით, მას? - თავდახრილი წამოდგა თაზო და ძალიან მშვიდი ხმით დაიწყო, - გუშინ თემოს მამის დაბადების დღე იყო. მამამისს უყვარდა ალუჩა და მაგიტომ წავედით. გთხოვთ, არ გაუბრაზდეთ, ძლივს დავიყოლიე წამოსულიყო, ჩემი ბრალია. თემოს დედასაც ნუ გააგებინებთ, გთხოვთ, ინერვიულებს და ხომ იცით, თემოს მის გარდა არავინ ჰყავს?! ძალიან გთხოვთ, აპატიეთ, მე ვარ მხოლოდ დამნაშავე და მხოლოდ მე დამსაჯეთ. - ბოლოს სიტყვებზე ასლუკუნდა. მუჭებით იწმენდდა ცრემლებს.

მასწავლებელმა დირექტორს გადახედა. დირექტორსაც აცრემლებოდა თვალები. მომიახლოვდა და გაბზარული სიმკაცრით მითხრა:

- მეორეჯერ ასე აღარ მოიქცეთ! - ტავზე ხელი გადამისვა.

- მამაჩემი აღარასდროს ახსენო! - იმ საღამოს თაზოს ვუსაყვედურე.

- კარგი რა?! ვერ ნახე, როგორ აუჩუყდათ გულები? - სიცილს ვერ იკავებდა.

- მე გაგაფრთხილე! - ხმას ავუწიე.

- თორემ რა? - მან კი სიცილს მოუმატა.

აღარაფერი მითქვამს იმ დღეს. მის მერეც რამდენიმე დღე ჩუმად იყო. მეგონა, ბოდიშს მომიხდიდა, მაგრამ მსგავსი არაფერი დასცდენია. ერთ დილას კი ჩვეულებრივადგავაგრძელეთ მეგობრობა, ვითომ არაფერი მომხდარა. ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა.

ერთ დღეს წვიმდა. მე და თაზო მუსიკას არც თუ ისე დაბალ ხმაზე ვუსმენდით, როცა კარზე გაბმული ზარი შემოგვესმა. ვიღაცა იდგა კართან და ღილაკს ხელს არ უშვებდა. თაზომ ხელი გამკრა, შენ გააღე, მე მეზარება ადგომაო. მეც ზლაზვნით ავდექი სავარძლიდან. კარი გავაღე და ...

ჩემ წინ ოქროსფერთმიანი ლამაზი არსება იდგა. თვალები მჭიდროდ დაეხუჭა. თითი ისევ ღილაკზე ედო. უცებ დაიგრუხუნა და თვალებდახუჭული გოგო ისე სწრაფად ჩამეხუტა, ვერც გავიაზრე რა მოხდა.

- მეშინია, - ამოილუღლუღა და უფრო მომეკრო.

მგონი მაშინ უკვე თავდავიწყებით მიყვარდა ლიზი.

ოქროსფერთმიანმა უცებვე მომაშორა ხელები და დიდი ლურჯი თვალები შემომანათა.

- მაპატიე. მარტო ვარ სახლში და ქუხილის ძალიან მეშინია. ვერ გავჩერდი. გარეთ რომ გამოვედი, სიმღერების ხმა შემომესმა და აქეთ წამოვედი. სანამ წვიმა გადაიღებს, ვიქნები რა აქ?!

- იყავი, - დაბნეულმა მივუგე, - რამდენი ხანიც გინდა, იყავი. შემოდი.

- ეს გოგო ჩემი იქნება! - სამზარეულოში ცხელი ჩაისთვის გასულს თაზომ თვალის ჩაკვრით მითხრა.

„უჩამ რაო?“  ტელეფონმა გაიწკარუნა და ეკრანი აინთო. თინა იყო. ტელეფონი გადმოვატრიალე. ხმაც გავუთიშე.

- ქალის ამბავია?

თავი დავუქნიე ზაზას.

- ქალები! ქალები! მაგიტომ არ ვატარებ ტელეფონს. სულ გზაზე ვარ. იმას კი არ ფიქრობენ, რომ გზაში შეიძლება რამე მოგივიდეს აღელვებისგან. არა! ტვინს მანამ ყველა მხრიდან არ გაბურღავენ, არ ისვენებენ. ეს მიყიდე. ადრე მოდი. ეს გადასახდელია. იმის ვალი როდის უნდა გაისტუმრო? ეს წამოიღე. იმან დარეკა. ამან ის თქვა. იმან ეს თქვა... ახლა მელოდნონ, მანამ სახლში არ მივალ, ვერავინ მომიშლის ნერვებს.

- რამე რომ შეგემთხვას, ხომ უნდა დარეკო სახლში?

- მილიონებს მე არავინ დამიტოვებს მანქანაში, რომ ვახარო და ცუდი ამბები კიდევ ყველაზე მალე ვრცელდება. ასე რომ... ოხ, თავი, კიდევ არ გამიარა.

საჭესთან რომ არ ყოფილიყო, რამის დალევას შევთავაზებდი. ალკოჰოლურს. არც ისე მინდოდა, მე დამელია და მას ეყურებინა, მითუმეტეს მას უფრო უნდოდა დალევა ვიდრე მე. ჭამას მალე მოვრჩი. ზაზა აჭიანურებდა. ერთ კოვზს შეჭამდა და მერე მზარეულ მზიასთან აბამდა საუბარს. როგორც მივხვდი, დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. მგონი ახლო ნათესავებიც. მათი საუბრიდან მივხვდი, რომ მზია მხოლოდ მუშაობდა სასადილოში, მზიას უფროსი ძალიან ძუნწი იყო, ყოველ დახარჯულ თეთრს დასდევდა და მკაცრად აკონტროლებდა თითოეულ გრამს. ქალსაც სხვა ვერაფერი სამუშაო ეპოვა, თორემ აქამდე სასადილოში არ გაჩერდებოდა.

ანგარიშის გასწორება მოვინდომე. ზაზამ იუარა, მე გადავიხდიო. ცალი ხელი მკლავზე მომიჭირა, რომ არაფერი მომემოქმედა. მეორე ხელით შარვლის უკანა ჯიბიდან ტყავის გაცვეთილი საფულის ამოღება სცადა. გავუძალიანდი. რატომ უნდა გადაეხადა ორივეს ნაცვლად? თვითონ იძახდა, კაცობა და პატივისცემა მე ასეთი ვიციო. საფულე ჯიბიდან ამოუცურდა და ძირს დაეცა. ხურდები და საბუთები იატაკზე მიმოიფანტა. მანამ ზაზა იატაკიდან აკრეფდა ფულს, დრო ვიხელთე და მზიასთან ანგარიში გავასწორე. კი იწუწუნა ზაზამ, ეგ რატომ გააკეთეო, მაგრამ სხვანაირად მოქცევას არც ვაპირებდი. შემეცოდა. ჯერ ისევ დილა იყო, მისი იატაკზე გაშლილი ხურდების მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, პირველი მგზავრი ვიყავი.

საფულედან გადმოფანტულ საბუთებთან ერთად ერთი პატარა სურათიც იყო. ჩემ ფეხთან ეგდო. დავიხარე და ავიღე. პატარა ბავშვი ღიმილით მიყურებდა.

- ჩემი ძმიშვილია, - გვერდით ამომიდგა ზაზა, - ათი წელი ხდება უკვე, რაც არ მინახავს. მხოლოდ სკაიპში მივჩერებივარ ეკრანს მიღმა. ჯერ ჩემი ძმა წავიდა, მალევე წაიყვანა ცოლ-შვილი. საერთოდ აღარ უნდათ ჩამოსვლა, აქეთ უკეთესიაო. მეც მინდა წასვლა, მაგრამ ცოლ-შვილს ვერ ვტოვებ ულუკმაპუროდ. მანამ მე იქ ავეწყობი და ფულსს გამოვაგზავნი, ესენი მშიერები დამეხოცებიან. ყველაც ვერ წავალთ ერთიანად... ძალიან გაჭირდა ცხოვრება. ბენზინის ფასი ყოველ დილით მომატებული მხვდება. ადრე მაინც წავსულიყავი, უკვე დამკვიდრებულიც ვიქნებოდი, ახლა ვეღარ ვბედავ ეგრე ადვილად გარისკვას. ცოტა მეშინია. არაფერი რომ არ გამოვიდეს, ვალებს ვინ გადამიხდის?

უსიტყვოდ დავეთანხმე და თავი დავუქნიე.

თინასაც უნდოდა ერთი პერიოდი წასვლა. დაქალები ჰყავდა იქ და სამსახურის  პრობლემა მოხსნილი მაქვსო, ამბობდა. ოთხი წელი ჩვენი ცოლ-ქმრობა მხოლოდ ჩხუბი იყო და თინაც ოთხი წელი ზედიზედ ავსებდა მწვანე ბარათის გათამაშებას. მწვანე ბარათს რომ შეეშვა, მექსიკიდან გადასვლის იდეა დაუჯდა ჭკუაში, მთავარი იყო მექსიკაში მოხვედრილიყო, იქიდან კი როგორც სექსუალური უმცირების შევიწროებული წარმ