პროვინციელი კონკია
პროვინციელი კონკია
პროვინციელი კონკია
07 მაისი, 2019 წ.

შემოდგომის სუსხიანი საღამოა. არც მთვარე არც ვარსკვლავები, ბნელი, პირქუში, თითქოს რაღაც ავის მომასწავებელი. მაინც უშიშრად, ამაყად დგანან გზის აქეთ-იქედან ნახევრად შიშველი მოხუცი ჭადრები. მათ ყველაფერი ესმით, ისინი ყველაფერს ხედავენ და მაინც ჩუმად, მხოლოდ ყვითელი ფოთლების შრიალით უზიარებენ ერთმანეთს ემოციებს.

ბნელა, მაგრამ მაინც გარკვევით შეინიშნება ლანდი მკაცრი ჭადრების ხეივნებს შორის. ლანდი გამხდარი ქალის, ფეხების თრევით, რომ მოაბიჯებს. ქარი თხელ კაბას შეუბრალებლად უფრიალებს, ხან გამხდარ ტანს შემოაკრავს. შუბლზე ჩამოშლილ თმას მარჯვენა ხელით კეფისკენ უშედეგოდ იწევს. მარცხენა ხელით  კი არყის ბოთლს ისე მძიმედ მიათრევს, თითქოს სასმელი მისი სურვილის საწინააღმდეგოთ აეკიდა. ქალმა ბოთლი პირთან მიიტანა, მაგრამ შიგ არაფერი დახვდა. ამიტომაც ჭადრებში უნამუსოდ მოისროლა. - როგორ დაღამდა?-ჩაიბუტბუტა და ისევ ჩამოწეწილი თმა გაისწორა. - კიდევ ერთი დღე მოაკლდა ჩემს უაზრო სიცოცხლეს.-ჩურჩულებდა ისევ და ბანცალ-ბანცალით მიუყვებოდა სახლისკენ მიმავალ გზას.

*   *   *

- დე სად ხარ? ასე რატომ იგვიანებ?-ფიქრობდა ძველ ტახტზე მოკუნტული გოგონა და თან ხელის გულით ცრემლებს იწმენდდა. -ასე რატომ მექცევი უფალო? განა მე შენი გაჩენილი არა ვარ? ნუთუ არ მაქვს უფლება ერთხელ მაინც გავიხარო? მხოლოდ ცრემლისა და დარდისთვის მომავლინე ამ ქვეყნად?-ქვითინებდა საწყალი გოგო.      ფიქრი კარის ჭრიალმა შეაწყვეტინა. ტირილისგან დაწითლებული თვალები კიდევ ერთხელ შეიმშრალა და გაინაბა. სახლში თმა გაწეწილი გამხდარი ქალი შემოიზლაზნა. ფეხშიშველი იყო. ქოშები,  კი ხელში ეჭირა. შემოსასვლელში დაკიდებულ დიდ სარკესთან შეჩერდა. სარკეში მის ორეულს დიდხანს უყურა, რომელიც სიმთვრალისგან თვალს ვერ უსწორებდა.- რას გავხარ?!- ჰკითხა მოგვიანებით.-არარაობა ხარ! აქამდე როგორ მიხვედი? -კიცხავდა და საჩვენებელ თითს მკერდზე ურტყამდა მის ორეულს.-შენ ადამიანი ხარ? როგორ ექცევი შენს ანუკის, შენს ერთადერთ გოგოს, შენს ერთადერთ იმედს? ის ამას იმსახურებს?!-ამოილუღლუღა ისევ და მთელი ძალით უთავაზა ქოშები თავის ორეულს. ლაწანით დაეშვა სარკე გაცვეთილ იატაკზე. არც ამ ხმაურზე ჰქონია რეაქცია ანას, რადგან დედის ასეთ გამოსვლებს შეჩვეული იყო. იჯდა უხმოდ ბნელ ოთახში და შემდეგ ნომერს ელოდებოდა. ვიქტორია ოთახში შემოვიდა და მაგიდასთან ძველი ხის სკამზე ჩამოჯდა.

-არ მჯერა, რომ ასე მექცევი!-დაარღვია დუმილი ანამ.

-არ გძინავს შვილო?

-არა, არ მძინავს. დილით სადღაც წახვედი და დაიკარგე. ჩემზე საერთოდ არ დარდობ არა? როგორ ფიქრობ, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს დედა?

-მე წავალ დავწვები. გვიანია.

-აჰა. გვიანია. დედა ჩემი ბეჭედს ვერ ვპოულობ.

- …

-შენ აიღე არა? აიღე და გაყიდე. ასეა?

-ანა! პატივი მეცი! დედას ასე უნდა ელაპარაკო?!

-მე მამისგან იმ ბეჭედის გარდა არაფერი დამრჩა და შენ ისიც წამართვი. წამართვი ისე, როგორც ბავშვობა, ახალგაზრდობა, ხალისი, სიამაყე, თავმოყვარეობა და ყველაფერი რაც კი გამაჩნდა!

-ანა!

-იცი რა? მე აღარ ვაპირებ მეტის მოთმენას! აქედან წავალ. წავალ და თავს ვუშველი. ასე აღარ შემიძლია! თავს ვუშველი სანამ გავგიჟდები, ან შენსავით გავლოთდები.

-საკმარისია!-დაიღრიალა ვიქტორიამ და გოგონას სილა გააწნა. ერთხანს ასე იდგა დედა შვილი ერთმანეთის პირისპირ. არც ანას უფიქრია მისი სიტყვის უკან წაღება და არც ვიქტორიას უნანია მისი საქციელი. მერე ქალი თითქოს გამოერკვა სიტუაციიდან და ხელების ცეცებით მოძებნა საძინებლის კარი.

*   *   *

დილით, როგორც ყოველთვის, ადრე გაეღვიძა ვიქტორიას.  გვერდით ოთახიდან ფუსფუსი შემოესმა. ფეხი სანდლებში სწრაფად გაუყარა და ანას ოთახში შეიხედა.

-ასე ადრე მიდიხარ შვილო სამუშაოდ?

-მივდივარ, მაგრამ სამუშაოდ არა.

-არა? აბა სად მიდიხარ შვილო?

-ჯერ არ ვიცი. მთავარია აქედან წავიდე.

-რას ამბობ შვილო? ვერ გავიგე!

-დედა, ამ სახლიდან მივდივარ! ვეღარ შემაჩერებ.

-ანა, რას ამბობ? წასასვლელი არსად გაქვს.

-ვიპოვი დედა. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ადგილას ბევრად უკეთესად ვიქნები, ვიდრე აქ ვარ.

-ამას მართლა გააკეთებ შვილო?

-ამას აუცილებლად გავაკეთებ დედა! არ იდარდო. მაინც ვერ შეამჩნევ ჩემს არ ყოფნას. დილით, როცა შენ ნაბახუსევს არხეინად გძინავს, მე ვირივით ვშრომობ მეზობელ სოფელში. საღამოს, დაღლილ, დაქანცული სახლში, როცა ვბრუნდები, შენს მოსვლას ვერც კი ველოდები ისე მეძინება. ფაქტიურად ვერც კი ვხედავთ ერთმანეთს.

-არა შვილო. გეფიცები აღარ დავლევ. ყველაფერი შეიცვლება აი ნახავ.

-კარგი რა დედა. ეგ სიტყვები მილიონჯერ მომისმენია შენგან, მაგრამ მოცემული სიტყვის შესრულებაზე ერთხელაც არ გიფიქრია.-ანამ დაასრულა თმის დაწნა. პატარა ჩანთა ხელში აიღო და გასასვლელი კარისკენ წავიდა. ატირებული ვიქტორია ფეხდაფეხ მოსდევდა ქალიშვილს. პატიებას სთხოვდა და დარჩენას ემუდარებოდა, მაგრამ ანა გადაწყვეტილებას ჯიუტად არ ცვლიდა.

-მაპატიე დედა. მე, აუცილებლად უნდა წავიდე. ყველაფერი კარგად იქნება. გული მიგრძნობს.-ამშვიდებდა, კოცნიდა და ეფერებოდა დედას. მერე თვალი წამიერად სახლს და ეზოს მოავლო. ალბად ამ ერთ წამში რამდენი რამ გაიფიქრა, რამდენი რამ მოაგონდა, რამდენი რამ განიცადა…

გაუყვა გზას. უმისამართოდ, თუმცა მაინც თავდაჯერებული მიაბიჯებდა. გზა და გზა უკან რჩებოდა სახლი, ეზო და ყველაზე მთავარი დედა. მისი სევდიანი თვალები გონებიდან არასოდეს წაეშლება. მისი ჭაღარა თმა, გამხდარი და დაძარღვული ხელები. იშვიათდ, მაგრამ მაინც რა ტკბილი მოფერება იცოდა, რა თბილი გაღიმება, წამით ყველა განსაცდელს დაგავიწყებდა. მის სახეზე გრძელი და ხშირი ნაოჭი მის განვლილ მძიმე ცხოვრებაზე მიუთითებდა.-ღმერთო, ნუთუ ეს ყოველივე ცხადში ხდება? დედა მივატოვე. რა უნდა ქნას უჩემოდ? ღმერთო დამეხმარე-შესთხოვდა უფალს და დრო და დრო ცრემლებს იწმენდდა.

უკან დარჩა ჭადრების ხეივანიც. რამდენჯერ ატირებულს ამ ჭადრების ძირში ჩასძინებია. მხოლოდ ჭადრები იყვნენ მისი მეგობრები. მხოლოდ ჭადრები უსმენდნენ და იზიარებდნენ მისი გულის ტკივილს.

ფიქრებში გართული ანა ვერც კი მიხვდა თუ, როგორ დაადგა ქალაქისკენ მიმავალ  გზას. კიდევ უფრო აცივდა, სწორედ ისე, შემოდგომის სუსხიან დილას, რომ ეკადრება. ღრუბლები საავდროდ მოემზადა. სიცივისაგან აბუზული გოგო კი ისევ აუჩქარებლად განაგრძობდა გზას. ცაზე ოქროსფერი ელვა ხის ტოტებივით დაიკლაკნა და თან მკაცრად დაიქუხა. აქა-იქ წვიმის წვეთები წამოვიდა და მალე კოკისპირულად გაწვიმდა, თუმცა არც ეს შეუნიშნავს ფიქრებში ჩაძირულ ანას.

-გოგონა, კარგად ხარ? ცუდად გამოიყურები.-მოესმა საიდანღაც, თითქოს შორიდან ქალის ხმა.-ანა ფიქრებიდან გამოერკვა. ხმა მის გვერდით გაჩერებული ავტომობილიდან მოდიოდა.-აქ რას აკეთებთ ამ დილა ადრიან?

-გმადლობთ კარგად ვარ. ავტობუსს ველოდები.

-ქუთაისში თუ მიდიხარ დაჯექი, მე წაგიყვან

-არ გმადლობთ. არ მინდა თქვენი შეწუხება.

-რას ამბობ დაჯექი. ასეთ წვიმაში ავტობუსს როდემდე უნდა ელოდო? გაცივდები.

-გმადლობთ-ანამ მანქანის კარი გამოაღო და სავარძელში მორიდებით მოთავსდა. სითბომ მთელ ტანში სასიამოვნოდ დაურბინა, მერე დაღლილს ძილი მოერია და უჩვეულო რეალობიდან სიზმრებში გადაინაცვლა.

სიზმრად თითქოს ულამაზეს ბაღში მიაბიჯებდა. თვალწინ ათასფერი მინდვრის ყვავილები ეშლებოდა, ულამაზესი ფრთა ჭრელი პეპლები ერთმანეთში ირეოდნენ. მიაბიჯებდა და გული საოცარი სიხარულით ევსებოდა. იღიმოდა, ყვავილებს ეფერებოდა და სათითაოდ გულში იკრავდა. მერე ულამაზესი ხე შენიშნა.-ნატვრის ხე- გაიფიქრა და მასთან მიირბინა. ტოტზე პატარა თოკი შეაბა.-ალისა, მალისა, სალისა.-ჩასჩურჩულა და იმ იმედით, რომ მისი ნატვრა ახდებოდა უკან გამობრუნდა.-ჩემი ნატვრა აუცილებლად ახდება!-თქვა თავდაჯერებულმა და ნატვრის ხეს გახედა. ანამ თვალებს არ დაუჯერა. ნატვრის ხეს ფერი და ხალისი დაკარგვოდა, მოეწყინა, ტოტები მიწისკენ უსულოდ დაეშვა, მისი შებმული თოკი კი ძირს ეგდო.

შეშინებულმა, როცა თვალი გაახილა ავტომობილი, უკვე ქალაქის ქუჩებში მიჰქროდა.

-მე აქ ჩამოვალ. გამიჩერეთ თუ შეიძლება.- თხოვა ანამ უცნობ ქალბატონს.

-მოიცა ახლავე- მძღოლმა მანქანა გააჩერა.-ანამ მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მანქანიდან გადმოვიდა.

წვიმას გადაეღო, უფრო მეტიც, ცა ისე უტიფრად მოწმენდილიყო, თითქოს არც არასოდეს უწვიმია. ანა ყველაფერს ყურადღებით ათვალიერებდა. დაბნეული თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. მერე თვალი თეთრ სვეტებს მოჰკრა, ამ სვეტების იქეთ სკვერი შენიშნა და ანაც იქეთ გაემართა. სკვერს სიღრმეში შეუყვა.-აქ ალბად საბავშვო პარკი იყო-გაიფიქრა და იქვე მორყეულ გრძელ სკამზე ჩამოჯდა.-მოუვლელი ბუნება, დაზიანებული საბავშვო ატრაქციონები.-ალბად ახლა აქ აღარავინ მოდის-გაიფიქრა და უცნაური შიში დაეუფლა. ის იყო წამოდგომა დააპირა, რომ სამ ახალგაზრდას მოჰკრა თვალი, რომლებიც ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ. ბიჭებს მზერა ანასკენ ჰქონდათ მიმართული და საეჭვოდ იღიმოდნენ. ანას უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სასწრაფოდ წასვლა გადაწყვიტა. წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ბიჭებმაც  ნაბიჯს აუჩქარეს და მალე ანასთან გაჩნდნენ.

-აქ მარტო რას აკეთებ?-ჰკითხა ერთერთმა.

-მე მეკითხები? რა შენი საქმეა?- ანას თვალებში შიშმა გაიელვა.

-ხომ არ ცახცახებ?-ჩაწრია მეორემ , რომელსაც მარცხენა ლოყაზე მოზრდილი

ხალი ჰქონდა და ამაზრზენად იღრიჭებოდა. ნუ გეშინია ჩვენ აქ გასართობად

მოვედით. თუ გინდა შემოგვიერთდი. მოგეწონება, არ  ინანებ. -თქვა ისევ და ანას

ნაწნავი ხელში აიღო.

-კარგი აზრია. ცოტა შენთვისაც დაგვრჩა.- გადაიხარხარეს ისევ.

-რა გინდათ? თავი დამანებეთ! მე აქ მეგობარს ველოდები.-ანას ხმაში ბზარი შეეპარა.

-კარგი რა. აქ არავინ მოვა. ჩვენ კი აქ ვართ.

-ახლავე წადით! თავი დამანებეთ!

-ეტყობა მაგრად გავერთობით არა ბიჭებო?-თქვა ისევ პირველმა და ანას მკლავში

ხელი წაავლო.

-რას ამბობთ?! თქვენ ხომ არ გაგიჟდით? აქედან წადით! მალე ჩემი მეგობარი მოვა.

-ანას ძალიან უნდოდა მკაცრი ყოფილიყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

-რომელი მეგობარი? ისიც შენნაირია? -თქვა ისევ რომელიღაცამ. ანა უკვე ვეღარ

არჩევდა.

-ჩემნაირი? ეს რას ნიშნავს? როგორ ვარ ერთი ამიხსენი?!

-შენს  თავს შეხედე. შუბლზე გაწერია, რომ პროვინციელი კონკია ხარ.

-გადაიხარხარეს ისევ.-ნუ ჯიუტობ. შენთვის პატარა საჩუქარი გვაქვს. მოეშვი შენც

გაერთობი და ჩვენც. მომე,  ერთი გავასინჯოთ. აქ ამისთვის არ მოვიდა? ხალიანმა

ჯიბიდან რაღაც საგანგებოდ გახვეული პატარა აბი ამოიღო. თითებს შორის გასრისა

და ანას პირში ძალის გამოყენებით ჩაუდო.

-ცუდად ვარ.-თქვა ანამ და მუხლები მოეკვეთა.

-ნუ გეშინია. ახლა ისე კარგად გახდები, როგორც არასდროს.

ანას თვალებზე ბინდი გადაეკრა, ვეღარაფერს ხედავდა, თითქმის აღარც ესმოდა. ხვდებოდა, რომ გონებას კარგავდა, მაგრამ ამ საშინელი რეალობის წინაშე უძლური აღმოჩნდა.

გონს ბნელ ოთახში მოვიდა. თვალი ფრთხილად მოავლო ირგვლივ ყველაფერს, მაგრამ ვერაფერი დაინახა.

-სად ვარ? არის აქ ვინმე?-დაიკივლა შეშინებულმა.

- აქ ვარ. ნუ გეშინია.-მოესმა ნაცნობი ხმა. მერე შუქი აანთო და ანას მიუახლოვდა.-როგორ ხარ?-ჰკითხა მზრუნველი ხმით. ანას ხალიანის დანახვისას ისევ შიშმა გაუელვა. საწოლიდან წამოდგომა სცადა. სისუსტე იგრძნო, მაგრამ თავს ძალა დაატანა და მაინც მოახერხა. წამოდგომისას თავბრუ დაეხვა, გული აერია და იქვე აღებინა. ხალიანმა ხელსახოცი და წყალი მიაწოდა.

-არ შეგეშინდეს ახლა თავს უკეთ იგრძნობ.

-უკეთ? შენ რა დამცინი?! აქ რა მინდა? შენ ვინ ჯანდაბა ხარ?!

-დამშვიდდი, ჩემს სახლში ხარ. არაფერს დაგიშავებ.

-აქედან წამიყვანე! ჩქარა! ახლავე!

-სიარული შეგიძლა?

-მითხარი ვინ ხარ? ეს რატომ გააკეთე?

-მაპატიე. არცკი ვიცი რა გითხრა. ჩემი საქციელის ძალიან მრცხვენია.

-მართლა? ძალიან გრცხვენია არა?!-დაუყვირა ანამ.-შენნაირებს სირცხვილის გრძნობა საერთოდ აქვთ?! ის რა იყო? თქვი ის რა აბი იყო?!

- ის…ის…

-ჩქარა ამოღერღე! თქვი რა იყო მეთქი!- დაიღრიალა ისევ, თითქოს მისი შიში უკანმოუხედავად გაიპარა და სადღაც დაიკარგა.

- ის… მსუბუქი ნარკოტიკი იყო.- თქვა და თავი დახარა თითქოს სურდა მიწაში ჩამძვრალიყო.

-რა?-სულ გაგიჟდა ანა- თქვენ რა სულ გაგიჟდით?! ქუჩაში ესე იჭერთ ადამიანებს და პირში ნარკოტიკს ჩრით?

-არა, ასე არ არის. არ ვიცი რა დამემართა. მე იმ მომენტში საერთოდ ვერ ვაზროვნებდი. ძალიან ვნანობ, დამიჯერე.

-არანორმალური და საშინელი ცინიკოსი ხარ. არაფრის მოსმენა არა მინდა. გამიყვანე აქედან! ან დაწყევლილი სახლიდან.- თქვა და კარისკენ წავიდა.

-გამოგყვები.

-არ არის საჭირო! როგორმე თვითონ გავაგნებ გზას.-უთხრა ანამ მკაცრად, თუმცა ხალიანი მაინც გაჰყვა.

ანა თვალებს ვერ უჯერებდა. ეზო საუცხოო სანახავი იყო. მობიბინე მაღალ კოინდარში ფერადი მოზაიკით მოკაზმული ბილიკები ულამაზეს ვარდებში იკლაკნებოდა, რომელიც საბოლოოდ წყლით სავსე ავზთან ჩერდებოდა. უზარმაზარი სახლი. არა, უფრო სასახლეს ჰგავდა. ულამაზესი დეკორატიული ქვით მოპირკეთებული, დიდი აივნებით და განიერი ვიტრინებით. ამ სილამაზის ხილვამ ანა ძალიან დააბნია.-როგორ შეიძლება ამ სამოთხეში ასეთი ეშმაკი ცხოვრობდეს?-გაიფიქრა უნებურად და სწრაფად გავიდა ეზოდან. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო გაჩერდა, მოტრიალდა და ხალიანს მიუახლოვდა. ჯერ თვალებში მიაჩერდა, გამჭოლი მზერით, თითქოს სურდა სადღაც სიღრმეში ბინძური ფსკერი დაენახა. მერე სახის ნაკვთები დაუთვალიერა. სურდა მისი ბოროტი სახის გამომეტყველება კარგად დაემახსოვრებინა ისე, რომ გონებიდან არასოდეს წაშლოდა. ახალგაზრდა ერთხელ კიდევ ზიზღნარევი მზერით შეათვალიერა და სასწრაფოდ გავიდა ეზოდან.

*   *   *

უაზროდ და უმისამართოდ გაუყვა ანა ტროტუარს აუჩქარებელი ნაბიჯით. არ ეჯერა ნუთუ ეს ყოველივე მის თავს ხდება.- ღმერთმა დამსაჯა.-ფიქრობდა გოგო და თან ცრემლებს იწმენდდა. ანამ თვალი პატარა ეკლესიას მოჰკრა. გზა გადაკვეთა და ეკლესიის კართან მივიდა. ტაძრიდან ტკბილი გალობა მოესმა და გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა. ალბად სადღაც იმედის ნაპერწკალმაც გაიელვა. ანა ეკლესიაში შევიდა. საღამოს ლოცვები უკვე მთავრდებოდა. ხატებთან მისვლა ვერ გაბედა და იქვე კარებთან გაჩერდა. მაცხოვრის ხატს გახედა, მერე შერცხვა და თვალები მორიდებით დახარა.- მაპატიე უფალო. ვიცი ცუდად მოვიქეცი. დედა არ უნდა მიმეტოვებინა, მაგრამ ძალიან დავიღალე. ასე უაზროდ ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი. გთხოვ დამეხმარე, სწორი გზა მიჩვენე.-მთელი გულით ლოცულობდა ანა და უფალს პატიებას თხოვდა. გოგონა აშკარად ვიღაცის დაჟინებულ მზერას გრძნობდა, მაგრამ გვერდზე გახედვას ვერ ბედავდა, რადგან ეს მზერა შეიძლება ახალ განსაცდელად მოევლინა უფალს. ანა ეკლესიიდან გამოვიდა და ისევ უმისამართოდ განაგრძო გზა. ტროტუარზე ორ ხეს შორის გადებულ ფიცარზე ჩამოჯდა, უნდოდა წუთით მაინც დამშვიდებულიყო და ეფიქრა რეალურად რა პრობლემის პირისპირ იდგა და მისი გადაჭრის რაიმე გზა მოეძებნა.- ფეხდაფეხ  შემოვივლი მთელ ქალაქს, სამსახურს სადმე როგორ ვერ ვიპოვი?- აიმედებდა საკუთარ თავს.-გოგონას ფიქრი უცნობმა შეაწყვეტინა.

-შეიძლება ჩამოვჯდე?-ჰკითხა ანას. თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი ისე ჩამოჯდა პასუხს არ დალოდებია.- ეკლესიაში დაგინახეთ, ისე გულმხურვალედ ლოცულობდით…

-მისმინეთ, უცნობებთან საუბარი არ მიყვარს! გაიარეთ თუ შეიძლება.- შეუბღვირა ანამ.

-მაპატიეთ, არ მინდოდა თქვენი წყენინება. უბრალოდ მე ამ ეკლესიაში ძალიან ხშირად დავდივარ, თქვენ კი დღეს აქ პირველად დაგინახეთ.

-მერე რა, არ შეიძლება?!

- როგორ არა…-გაეღიმა უცნობს- მე უბრალოდ თქვენი გაცნობა მინდოდა. მე გიო ვარ. თქვენ?

- სასიამოვნოა გიო! - თქვა ანამ მკაცრად და სწრაფად გაეცალა უცნობს.

უკვე ბინდდებოდა. ანას კი წასასვლელი არსად ჰქონდა. უცებ ერთ რესტორანს მოჰკრა თვალი უზარმაზარი წარწერით ,, ოაზისი “ მიუახლოვდა, კარი შეაღო და ბარისკენ წავიდა, საიდანაც ახალგაზრდა ყმაწვილი უღიმოდა.

-გამარჯობა.- მე მენეჯერთან გასაუბრება მინდა თუ შეიძლება.

-დიახ. გაგაცილებთ.-უთხრა ახალგაზრდამ და კარისკენ მიუთითა. ანა კარს მიუახლოვდა, ღრმად ჩაისუნთქა და დააკაკუნა.

-მობრძანდით.-მოისმა ოთახიდან.-ანამ კარი ფრთხილად შეაღო.

- გამარჯობა. გისმენთ.

-იცით მე… სამსახურს ვეძებ…- სიმწრით, ენის ბორძიკით ამოთქვა გოგომ.

-მაინც რა პოზიციით ხართ დაინტერესებული?

-იცით, მნიშვნელობა არ აქვს…

-რა განათლება გაქვთ?

-მე… საშუალო.-ანას მენეჯერი საკმაოდ მკაცრი მოეჩვენა .

-გამოცდილება?

-არც გამოცდილება არ მაქვს სამწუხაროდ.-ანას ხმაში ბზარი შეეპარა, თითქოს ყელში უშველებელი ბურთი გაეჭედა. ასეთ უმწეო მდგომარეობაში ალბად პირველად იმყოფებოდა. თავი დახარა, როგორ უნდოდა ახლა გაქცევა და სადღაც გადაკარგვა, იქ სადაც გულიანად აქვითინდებოდა, სადაც სირცხვილისგან, დარდისგან და ყელში გაჩხერილი ბოღმისგან დაიცლებოდა.

-სამწუხაროდ ჩვენთან ყველა პოზიცია დაკავებულია.

-ძალიან გთხოვთ, სამსახური ძალიან მჭირდება. ყველაფერზე თანახმა ვარ…

-მესმის, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფრით დაგეხმარებით.

-კარგი, უკაცრავად.-თქვა ანამ და ოთახიდან გასვლა დააპირა, როდესაც კარი გიომ შემოაღო.

-თქვენ? -გაოცება ვერ დამალა გიომ ანას დანახვისას.-დღეს უკვე მესამედ შევხვდით ერთმანეთს. აი ეს არის ბედისწერა.- გაიღიმა.- აქ რას აკეთებთ?

-სამსახურს ეძებს ბატონო გიორგი.-დაასწრო მენეჯერმა.

-მერე?

-სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერაფერი შევთავაზე.

-მარი, დაგვტოვე თუ შეიძლება.

-დიახ რა თქმა უნდა.-მარი ოთახიდან გავიდა და კარი უკმაყოფილოდ გაიხურა.

-როგორ მოგმართოდ?

-ანა, მე ანა მქვია.

-როგორც იქნა მიბოძეთ თქვენი დიდებული სახელი.-ორივეს გაეღიმა, თუმცა ანას ხათრით, ნაძალადევად.

-სამსახური ძალიან გჭირდება არა?

-დიახ, ძალიან.-ყელში გაჩხერილი სიმწრის გროვა გამართულად საუბრის ნებას არ აძლევდა საწყალ გოგოს.

-როგორმე დაგეხმარები. არ იდარდო. კარგი ადამიანი ჩანხარ, კეთილი და სანდო.

-გმადლობთ-ჩაიჩურჩულა. ანას თვალზე სიხარულის, იმედის თუ რაღაც მსგავსის ცრემლი ვარსკვლავებივით აციმციმდნენ და გიოს ისე შეხედა თითქოს მის წინ ადამიანი კიარა ღმერთი იდგა.-გიო წამოდგა, ანას მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და ჰკითხა.

-რატომ ტირი?

-მაპატიეთ.-ანამ ცრემლები შეიმშრალა.-არ იფიქროთ, რომ თქვენთვის თავის შებრალება მინდა…

-არ ვიფიქრებ. -გაუღიმა გიომ.- ადამიანების ცნობა კარგად მეხერხება. მითხარი, ასე დარდიანი რატომ ხარ? რა დაგემართა?

-მე… სახლიდან წამოვედი.

-სახლიდან წამოხვედი?

-დიახ. სამსახურს ამიტომ ვეძებ.

-სახლიდან რატომ წამოხვედი? მაპატიე თუ ამაზე საუბარი არ გსურს…

-გრძელი ამბავია. იძულებული გავხდი ეს ნაბიჯი გადამედგა. სხვა შემთხვევაში აუცილებლად საგიჟეში მოხვდებოდი.

-აქ მეგობრები ან ნათესავები არ გყავს?

-არა, არავინ მყავს.

-გასაგებია. როცა ეკლესიაში დაგინახე მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული პრობლემა გქონდა. ამიტომ ვცადე გასაუბრება, მაგრამ შენ ზედაც არ შემომხედე.-ეშმაკურად გაუღიმა გიომ.

-მე ძალიან ცუდად ვიყავი არავის დანახვა არ მინდოდა.

-თუ სურვილი გაქვს მიამბე რა შეგემთხვა. მე მოგისმენდა დაგეხმარები.

-მე არავინ მყავს. ამ ქალაქში კიარა, საერთოდ არსად არავინ, მხოლოდ დედა.

-მთავარია დედა გყავს. ეს უკვე ყველაფერია. იცი რა? მოდი ასე მოვიქცეთ. საუბარს მერეც მოვასწრებთ. ახლა ერთ ადგილას წაგიყვან. ამ ღამეს იქ დარჩები. წყალს გადაივლებ, ივახშმებ, დამშვიდდები, დაწყნარდები. დილით მოვალ და რამე ერთად მოვიფიქროთ კარგი?

-არ ვიცი…ანა დაიბნა. ვერ გაეგო დათანხმებოდა თუ არა, მაგრამ სხვა გზა და გამოსავალი არსად ჩანდა.

-ნუ გეშინია. გაგიმართლა, რომ მე შემხვდი.- ისევ ეშმაკურად და საოცრად მომხიბვლელად გაღიმა გიომ.- გპირდები დღეიდან სულ შენს გვერდით ვიქნები.

-გიო, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო…

-მადლობა არ არის საჭირო. წავედით სანამ რამეს მოვიფიქრებ ჩემი მეგობრის სასტუმროში დარჩები. გამომყევი.-თქვა და ანას გასასვლელისკენ გაუძღვა. ავტომობილების სადგომზე გიოს მანქანას მიუახლოვდნენ. გიომ ანას კარი თავაზიანად  გაუღო.

-ღმერთო რა ძვირფასი მანქანაა.-გაოცება ვერ დამალა ანამ.

-ჰო. კარგი მანქანაა. მეც ძალიან მომწონს, თუმცა ძალიან ძვირფასიც არ არის. არ მიყვარს ნივთებში ძალიან ძვირის გადახდა. იმიტომ კი არა, რომ ძუნწი ვარ. უბრალოდ მირჩევნია დაზოგილი თანხა სხვა კეთილ საქმეს მოვახმარო. გიომ მანქანა სწრაფად გააქროლა და მალე ერთერთ პრესტიჟულ სასტუმროს წინ გაჩერდნენ. ფოიეში შევიდნენ.- შენ აქ დამელოდე-სთხოვა გიომ ანას. ანაც უსიტყვოდ დაემორჩილა და იქვე ულამაზეს სავარძელში ჩამოჯდა.

ანა სასტუმროში? ნუთუ ეს ყოველივე მის თავს მართლა ხდება? სულ რაღაც ერთ დღეში მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა, ან კი ვინ იცის, იქნებ მისი ცხოვრება აქამდე იდგა თავდაყირა. ახლა, ახლა რა იქნება?

გიო ანასთან ნომრის გასაღებით დაბრუნდა.

-გამომყევი ოთახს გაჩვენებ.-ისინი ლიფტით მეოთხე სართულზე ავიდნენ და 31 ნომერი კარი შეაღეს.

-რა სილამაზეა. თავი  ზღაპარში მგონია.

-ანა ზღაპარი აწი იწყება. დამიჯერე, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. მე შენს გვერდით ვარ.

-გიო, ამას რატომ აკეთებ? რატომ მეხმარები?

-მე ყველას ვეხმარები! აი ასეთი მაგარი ტიპი ვარ მე.-გაიღიმა ისევ და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა გოგოს.-კარგი მე წავედი. დილით მოვალ. იცოდე არსად გამეპარო.-გაიღიმა გიომ ისევ და კარი გაიხურა.

მოულოდნელი დღის და ემოციებისგან დაღლილი ანა საწოლზე მიესვენა .-დედა-  ამოტივტივდა ისევ თავში. -ნეტავ ახლა რას აკეთებ? როგორ ხარ? ალბად დარდობ, ნანობ, საკუთარ თავს ადანაშაულებ, მაგრამ შენ მიბიძგე, შენ მაიძულე. მეტის მოთმენა ვეღარ შევძელი დედა. იქნებ არასწორად მოვიქეცი. არ ვიცი, მაგრამ რაღაც ხომ უნდა შემეცვალა.- ფიქრობდა ანა- გიო რა კარგი ადამიანია. მას რომ არ შევხვედროდი რა მეშველებოდა? თუ ვცდები? იქნებ სხვა მიზნები აქვს? არა! გიო ასეთი არ არის! ბოროტ განზრახვას უთუოდ შევატყობდი. იმ ნაძირალებს არ ჰგავს. არა, მაინც რა უნდოდათ იმ არამზადებს? გონზე არ იყვნენ. ასეთი რა ნარკოტიკი მიიღეს, რომ საღად აზროვნების უნარი წაერთვათ? მეც რა იდიოტი ვარ! ამის უფლება როგორ მივეცი?! მისი სახე არასოდეს დამავიწყდება. სადმე თუ გადამეყრება აუცილებლად პასუხს ვაგებ.

*   *   *

-საღამო მშვიდობის.-მისაღებში შესული გიო ოჯახის წევრებს მიესალმა. სალამი კი არავინ დაუბრუნა. მერე საცოლეს მიუახლოვდა, რომელიც გაბუტული იჯდა და გიოსათვის არც კი შემოუხედავს.

რა გჭირთ ხალხო? რამე მოხდა?

-შენ რა, სულ გააფრინე?- ფეხზე წამოდგა გიოს დედა, ქალბატონი ეთერი.- ეს როგორ გააკეთე? თან თემოს სასტუმროში!

-ეხლა ვინმე ამიხსნით რა ხდება, თუ დიდხანს უნდა ვიდგე ასე?!

-გოგოებმა დამირეკეს.-ახლა ეკა, გიოს საცოლე წამოიჭრა.-ვიღაც ძონძი მიგითრევია სასტუმროში და ნომერი აგიღიათ. ეს სიმართლეა? -ჰკითხა ეკამ საქმროს და თვალი-თვალში გაუყარა.

-აჰა! გასაგებია.

-ანუ არ უარყოფ?!-დაუყვირა ქალბატონმა ეთერმა.

-უარვყოფ! უარვყოფ, რომ ძონძი იყო.

-გიო, ძვირფასო, წესიერად აუხსენი ეკას და დედას რა ხდება, ხომ ხედავ როგორ ნერვიულობენ.-ჩაერთო ნინო.-თორემ მე კი ვიცი, რომ ჩემი ძმა ცუდს არაფერს ჩაიდენს.

-კარგი. მოკლედ ერთ ჩემს მეგობარს ჩემი დახმარება დაჭირდა და დავეხმარე. რა გინდათ ვერ გავიგე?!

-ვინ მეგობარს გიო? გოგოებმა მითხრეს საშინლად ჩაცმული ვიღაც სოფლელი გოგოა და აქამდე არასდროს გვინახავს, მითუმეტეს გიოს გვერდითო.

-ეეე უკვე ვთქვი! ჩემი მეგობარია, თქვენ მას არ იცნობთ.

-ნომერი შენ აიღე და ოთახშიც აყევი. ასეა?

-ასეა! რა გინდათ?! რა მიტინგი მომიწყვეთ? დამაყენეთ აქ ბავშვივით და მტუქსავთ-მერე ნინოს მიუბრუნდა-გამომყევი სალაპარაკო მაქვს.

-შენს ოთახში ადი და მეც მალე მოვალ.-ნინო ეკას მიუახლოვდა და მისი დამშვიდება სცადა.-ეკა, ძვირფასო, ნუ ღელავ. დარწმუნებული ვარ გიო არასოდეს გიღალატებს. ხომ იცი არა როგორ უყვარხარ? მე დაველაპარაკები. შენ წადი, დაისვენე. დილით დაგირეკავს და ყველაფერს აგიხსნის.-მერე ძმის ოთახში შევიდა.

-გიო, რა ხდება?

-მოკლედ, ვიცი ყველაზე კარგად შენ გამიგებ და გიყვები რაა…

-გისმენ.-თბილად გაუღიმა ძმას და მხარზე ხელი დაადო.

-ერთი გოგო იყო ჩემთან რესტორანში მოსული. სამსახურს ეძებდა. დარწმუნებული ვარ კარგი ადამიანია. სახლიდან წამოსულა. რომელიღაც სოფლიდან არის, ზუსტად არ უთქვამს. მგონი რაღაც სერიოზული გადახდა თავს და არ ამბობს ან ვერ ამბობს. დასარჩენიც არსად ჰქონდა.

-ახლა გასაგებია.

-ბევრი არ გვისაუბრია. დილით ვნახავ და დაველაპარაკები.

- გიო, ხომ იცი ანგელოზის სახით რამდენი ეშმაკი დადის?

- ვიცი ნი, მაგრამ ეს გოგო მართლა ანგელოზია.

-მეც წამოვალ. მაინტერესებს ასე ვინ მოხიბლა ჩემი ძმა.

-ეეე მე ხო იცი ასეთი არ ვარ!

-ვიცი, ვიცი. გაგეხუმრე.-ნინომ ძმის სახე ხელებს შორის მოიქცია და შუბლზე თბილად აკოცა.

*   *   *

დილით ანა კარის ხმამ გააღვიძა.

-ახლავე გავაღებ.-გასძახა ანამ. გაცრეცილი ჯინსი და მაისური ჩაიცვა. საწოლს პლედი გადააფარა და კარი გააღო.

-ეს რა ლამაზი გოგო ყოფილა.-გაოცდა ნინო. ანამ მორიდებით თავი დახარა. - მე ნინო ვარ გიოს და. აქ შენს გასაცნობად მოვედი. ნუ გერიდება, თავი მაღლა ასწიე. ძლიერი უნდა იყო. ასე თავ დახრილი შორს ვერ წახვალ.

-გმადლობთ. ჩემ გამო შეწუხდით.

-კარგი, ნუ გააწითლე ეს გოგო. წავიდეთ ერთად ვისაუზმოთ და თან ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.

-სადმე კაფეში  დავსხდეთ და ვისაუბროთ.

-სწორედ ასეთია ,,პარიზი“. ძალიან ლამაზი და მყუდრო გარემოა.

გიომ მანქანა ულამაზეს კაფე ,,პარიზთან“  გააჩერა. გოგონებიც თავაზიანად გადმოსვა და კაფეში შეუძღვა.

-გაგვიმართლა, მარტო ჩვენ ვარ. -თქვა გიომ, როცა ცარიელ ბარს თვალი მოავლო.

-აბა რა იქნება? უთენია წამოგვრეკე საწოლებიდან.-დასცინა ნინიმ.

გიომ საუზმე შეუკვეთა. მალე სუფრას საამო სურნელოვანი ჩაი, ორცხობილას ჩხირები და ფრანგული კრუასანები ამშვენებდა. ახალგაზრდებმა გემრიელად ისაუზმეს.

-ვიცი ჩემი უკეთ გაცნობა გსურთ.-დაარღვია დუმილი ანამ და სევდიანად გაიღიმა. მერე ისევ განაგრძო.- სინამდვილეში მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს. მამა როცა ცოცხალი მყავდა ყველაფერი კარგად იყო. უდარდელი, ლაღი ბავშვობა მქონდა. ძალიან მზრუნველი და კეთილი იყო. მე და დედას არაფერს გვაკლებდა. თორმეტი წლის ვიყავი როდესაც გარდაიცვალა.- გიო და ნინო სულგანაბული უსმენდნენ მშვიდად მოსაუბრე ანას.

-მამამ… მამამ… თავი მოიკლა.

-თავი მოიკლა?!-კითხა გაოცებულმა ნინომ თითქმის ჩურჩულით.

-ჰო… ზედმეტი დოზა მოუვიდა.

-წამალი?!-ნინოს ხმაში ბრაზი აშკარად შეიმჩნეოდა.

-დიახ, მე და დედამ არც კი ვიცოდით. არასოდეს შეგვიმჩნევია. დედა ეროვნებით რუსია. ალკოჰოლიანი სასმელები ყოველთვის უყვარდა. მამას გარდაცვალების შემდეგ კი ყოველდღე სვამდა და ახლა ალკოჰოლის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.-ანას თვალები ცრემლით აევსო. გიო და ნონო უხმოდ ისხდნენ და თავდახრილნი უსმენდნენ ანას.- ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო დედამ სახლიდან ძვირფასი ნივთების გატანა და გაყიდვა დაიწყო. მალე სახლი ისე დაცარიელდა ვერც კი ვცნობდი. ნათესავები ამის გამო საყვედურობდნენ, ამიტომ დედამ ყველასთან გაწყვიტა ურთიერთობა. ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ სასკოლო ნივთების და ტანსაცმელის არ ქონის გამო სკოლიდან წამოსვლა მომიხდა. მეცხრე კლასიდან გამოვედი და მეზობელ სოფელში მუშაობა დავიწყე. ყველა ისე მიყურებდა, როგორც ლოთის და ნარკომანის შვილს. სოფელში ბიჭებმაც სხვა თვალით დამიწყეს ყურება. -ანამ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.

-საკმარისია! დაიყვირა გიომ. მერე მიხვდა, რომ ხმამაღლა მოუვიდა და მოლბა.-არაუშავს. ეს ადრე იყო!  ახლა შენს გვერდით ჩვენ ვართ.

-რა თქმა უნდა.-დაეთანხმა ნინო ძმას და ანას მზრუნველად მოეხვია.-ახლა შენზე ჩვენ ვიზრუნებთ.

-სადაც მოისურვებ იქ მოგაწყობ სამსახურში.

-გიო, მე ხომ ძიძა მჭირდება?-გაახსენდა უეცრად ნინოს.

-რას გულისხმობ?-გაოცდა გიო.

-ანა, იცი მე პატარა გოგო მყავს, მართა. ახლა კლინიკის საქმეებით ვარ დაკავებული, ამიტომ ბავშვისთვის ძიძას ვეძებ. შენ იქნები მართას ძიძა.

-ჰო, მაგრამ მე ბავშვის მოვლის  გამოცდილება საერთოდ არ მაქვს.

-არაუშავს დარწმუნებული ვარ თავს კარგად გაართმევ. დილით მოამზადებ და  საბავშვო ბაღში წაიყვან, ეთამაშები, კარგ ამინდში გაასეირნებ და ასე შემდეგ. ამას ვერ შეძლებ?

-დიახ შევძლებ.

-გიო მაშინ ასე მოვიქცეთ, შენ სასტუმროში დაბრუნდი და ანას ნივთები წამოიღე. დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს.

-მე ნივთები არ მაქვს. მხოლოდ ეს.-თქვა ანამ მორიდებით და ნინოს პატარა ჩანთისკენ მიანიშნა, რომელშიც მხოლოდ ოციოდე ლარი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ედო.

-კარგი. მაშინ მე და ანა ცოტახნით გავისეირნებთ,  შენ კი სახლში დაგველოდე. დედას უთხარი, რომ მოგვიანებით ძიძასთან ერთად დავბრუნდები და ოთახი მზად იყოს.

-კარგი. მე წავედი ეკას შევუვლი, თორემ მერე ვეღარ შევირიგებ.

-ანა ჩვენც გავიდეთ. ვატყობ ბევრი საქმე გვაქვს.-თქვა ნინომ და წამოდგა.-პირველ რიგში მაღაზიაში წავალთ. შენთვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ჩანთებს კოსმეტიკას, და სხვა უამრავ ნივთს შევიძენთ. მერე სილამაზის სალონშიც გავივლით უფრო გავლამაზდებით და ბოლოს გაპრანჭულები მივალთ სახლში.

- ნინო რას ამბობ? მე…

-აზრი არა აქ! უარს არ მივიღებ.

გოგონები შინ ძალიან დაღლილები და უამრავი ახალი ნივთით დატვირთულები დაბრუნდნენ. კარი გიომ გააღო.

-ანა ნუთუ ეს შენ ხარ?-ანას სილამაზით გაოცებული გიო საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ანას ლერწამივით ტანს ლურჯი ერთიანი მოკლე კაბა ამშვენებდა. შავი ქუსლიანები კი მის მიხვრა-მოხვრას უფრო ეფექტურს და მიმზიდველს ხდიდა. მის თეთრ სახეს ვარდისფერი ღაწვები უფრო ბავშვურს და მიამიტს ხდიდა. ვიწრო და კოხტად გამოყვანილი ცხვირი საოცრად შვენოდა მის საუცხოო იერს. გრძელი და ხშირი წამწამების ქვეშ ცისფერი უცოდველი თვალები ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ. კოხტად დაბერილი ტუჩებს ვარდისფერი დაჰკრავდა. გრძელი, ღია ფერის ბზინვარე თმა წელზე აბრეშუმივით დაჰფენოდა.

-თვალს ვერ გწყვეტ ანა. ნუთუ ეს შენ ხარ?

-ეს ნინოს დამსახურებაა.

-რას ამბობ? მე რაშუაში ვარ? უბრალოდ თავის მოწესრიგება ქალებს ძალიან გვიხდება.

-კარგი შევიდეთ გველოდებიან.-სასადილო ოთახში შესულებს ქალბატონი ეთერი შეეგებათ.

-დედა ერ რა ლამაზი გოგო მომიყვანეთ, მობრძანდი შვილო. არა, გიომ კი მითხრა, მაგრამ ამ სილამაზეს როგორ წარმოვიდგენდი?

-ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო.

-წამოდით ახლა. სუფრა მზადაა.-სუფრასთან ახლოს კიდევ ორი მანდილოსანი იდგა. ერთი შუახნის, ქალბატონი ნანა. კეთილი თვალებით  და სათნო ღიმილით. კოხტად შევსებულ ტანზე კი თეთრი წინსაფარი ეკეთა. მეორე ჟანა. შავტუხა, თმახუჭუჭა კაფანდარა გოგონა. მუდამ წარბ შეკრული და კაპასა გამომეტყველებით.-გაიცანი ანა, ჩვენი დამხმარე ქალბატონები. ჟანა და ნანა.- გაუღიმა  ქალბატონმა ეთერმა.-ახლა სუფრას შემოვუსხდეთ და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.

*   *   *

-ანა, შეიძლება შემოვიდე?

-რა თქმა უნდა ნინი. შემოდი.

-რას აკეთებ?

-იმდენი რამ მიყიდე ჯერ დალაგებას ვერ მოვრჩი.

-კარგი რა! მოგეწონა შენი ოთახი?

-რა თქმა უნდა მომეწონა. ასეთ ოთახზე დიდი ხანია აღარც მიოცნებია. ჯერ გონზე ვერ მოვსულვარ. როგორ შეიძლება ადამიანის ცხოვრება ასე ერთ დღეში შეიცვალოს?

-შეიძლება საყვარელო. ერთ დღეში კი არა ერთ წამშიც შეიძლება.

-გიოს რომ არ შევხვედროდი? თქვენ რომ არ გამეცანით? რა უნდა მექნა?

-ამაზე ფიქრს ახლა რა აზრი აქვს? ახლა ხომ ყველაფერი კარგად არის? კოშმარი დამთავრდა. ჩათვალე ღმერთს უყვარხარ.

-რა თქმა უნდა!-ანას წამით თვალწინ ხალიანის და მისი მეგობრების ჯოჯოხეთურმა სახემ გაუელვა.

-შეიძლება გოგონებო?-მოისმა კარის იქედან გიოს ხმა.

-შემოდი გიო.

- ანა შენთვის სიურპრიზი მაქვს.

- რა სიურპრიზი?-დაინტერესდა ნინო.

-ანა თავის სახლში უნდა წავიყვანო.  დედას ნახავს დაამშვიდებს, დააწყნარებს და უკან დავბრუნდებით.-ანა სასიამოვნო მოულოდნელობისაგან თავზარდაცემული მოწყვეტით დაეშვა სავარძელში. სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.

-ეეე რას აკეთებ?! ასე ხომ მაკიაჟი გაგიფუჭდება!-მივარდა ნინო ატირებულ გოგოს.

-მაპატიეთ, თავი ვერ შევიკავე.

-არაუშავს. ნინი შენც წამოხვალ ჩვენთან ერთად?

-არა გიო. დღეს საღამოს ინვენტარი ჩამომდის და კლინიკაში უნდა ვიყო.

-კარგი. მაშინ დროს ნუ დავკარგავთ ახლავე წავიდეთ.- გიო და ანა მანქანაში ჩასხდნენ და ანას სოფლისაკენ აიღეს გეზი.

-გიო შენზე არასოდეს არაფერი გითქვამს. სულ ჩემზე ვსაუბრობთ ხოლმე.

-რა გითხრა აბა? მამა ერთი წლის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა. მთელი პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოვიდა. ამ ქალაქში ორი რესტორანი მაქვს. ერთერთი ის, სადაც შენ გაგიცანი.-გაეღიმა გიოს.- რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ბათუმში დასრულდება. გახსნაზე აუცილებლად დაგპატიჟებ.-გაიღიმა ისევ.-გარდა ამისა ვაფინანსებ სასწავლო ცენტრს, სადაც სოციალურად დაუცველი და მზრუნველობა მოკლებული მოზარდები განათლებას იღებენ და მათ დასაქმებაშიც ასევე აქტიურად ვარ ჩართული.

-რას ამბობ? მართლა? გიო რა კეთილი ხარ…

-მე არა. ეს სასწავლო ცენტრი მამამ დააარსა და მე ხომ არა გავაუქმებდი?

-არა რა თქმა უნდა. შენ ამას არ გააკეთებდი.

-სულ ეს არის. სხვა საინტერესო არაფერია.

-შენ რა მოგწონს?  რა გიზიდავს? რაზე ოცნებობდი? თუნდაც ბავშვობაში.

-ოჰ მე ძალიან მეოცნებე ბავშვი ვიყავი. ჯერ ბალერინა მინდოდა გავმხდარიყავი, მერე მომღერლობა მინდოდა. გარდატეხის ასაკში ექიმობა გადავწყვიტე, მაგრამ უმაღლესი კიარა სკოლაც ვერ დავამთავრე ბოლომდე.-ნაღვლიანად გაიღიმა ანამ.- ბოლოს კალამი ავიღე და წერა დავიწყე

-წერა?

-ჰო. წერა ძალიან მიყვარს. ვწერ ყველაზე და ყველაფერზე. როდესაც ჩემი შინაგანი სამყაროდან ფურცელზე ჩემს შეხედულებებს გადმოვცემ, როდესაც გულიდან გრძნობებს და ემოციებს გადმოვწერ ძალიან ვმშვიდდები. ჩემთვის ეს ერთგვარი დამამშვიდებელი თერაპიაა. თითქოს  რაღაც მარწუხებისგან  ვთავისუფლდები და ეს თავისუფლება ძალიან მომწონს. კითხვაც მიყვარს, მხოლოდ წერა არა.

-ოო ესეც ასევე ძალიან კარგია.

-თუმცა ნებისმიერი წიგნის წაკითხვა არ შემიძლია.-გაეცინა ანას.

-რას გულისხმობ?

-აი ძალიან ფილოსოფიური წიგნების კითხვა არ მიყვარს. ალბად იმიტომ, რომ ჩემი გონებრივი შესაძლებლობები ვერ წვდება მის სიბრძნეს. მე მიყვარს გამოძიება, რომანი, სათავგადასავლო და ასე შემდეგ და კიდევ, არ შემიძლია ვკითხულობდე ოცდაათი გვერდი მხოლოდ იმას, თუ როგორ დაუბერა სიომ და როგორ მოსტაცა საცოდავ ხეს უმწეო და სიფრიფანა უკანასკნელი ყვითელი  ფოთოლი. რა საჭიროა ყველაფრის ასე გაზვიადება. როგორც ინდურ  ფილმებში აბუქებენ ხოლმე ყველაფერს.

-გიჟი ხარ რა!-გულიანად გაეცინა გიოს.

-მხოლოდ მე არა, დარწმუნებული ვარ, მკითხველის სამოცდაათი პროცენტი უბრალოდ გადაფურცლავს და დროს არ დაკარგავს მსგავსი აღწერების კითხვაში. მე თუ ოდესმე ასე გავკადნიერდი, რომ წიგნი დავწერო ვეცდები, რომ არ დავღალო მკითხველი და არცერთი ფურცელი არ დატოვოს წაუკითხავი. არა იმიტომ, რომ ფანტაზია ან სიტყვის მარაგი არ მაქვს უმშვენიერესი ბუნება და პეიზაჟები მდიდრული ეპითეტებით მოვქარგო, არამედ კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ამას ძალიან ბევრი ადამიანი მაინც არ კითხულობს.

-როგორ გეტყობა, რომ რომანტიკოსი საერთოდ არ ხარ. წიგნს თავი დაანებე და ისევ ექიმობას მიაწექი გირჩევ.-დასცინა გიომ.

-მართალია.-გაეცინა ანასაც.-მე ისეთი დღეები და წლები გამოვიარე რომანტიკოსი კიარა, რომ არ გავგიჟდი მიკვირს.

-შეყვარებული არასოდეს ყოფილხარ?

-შეყვარებული მართლა არასოდეს ვყოფილვარ.

-ცუდია, მაგრამ ჯერ ბავშვი ხარ, ყველაფერი წინ არის.

-გიო შეანელე. თითქმის მივედით,  ჩემი სახლი აქვეა.

-მართლა?

-ჰო აი აქ გააჩერე.

-დიდი სახლი გქონიათ.

-კი და ერთ დროს ძალიან ლამაზიც. კარგი გადავიდეთ. ნეტავ დედა სად არის?-გიო და ანა ეზოში შევიდნენ. ანა სახლში შევიდა და ოთახები კარგად დაათვალიერა, მერე ბოსტანი, ვენახი, მაგრამ ვიქტორია არსად ჩანდა.

-არსად არ არის. ახლა რა უნდა ვქნა?-შეწუხდა ანა.

-დამშვიდდი. დაველოდოთ აუცილებლად მოვა.-ანას ჭიშკრის ხმა შემოესმა-მოვიდა-  წამოიძახა გახარებულმა. ანა მართალი აღმოჩნდა. ვიქტორია ჩქარი ნაბიჯით გაოცებული უახლოვდებოდა სტუმრებს.

-დედა ახლა არ მითხრა რომ ვერ მიცანი?

-როგორ ვერ გიცანი შვილო. უბრალოდ თვალებს ვერ ვუჯერებ. -გახარებული ვიქტორია შვილს მიუახლოვდა და თავზე ხელი ალერსიანად გადაუსვა, მერე თვალი ერთიანად ერთხელ კიდევ შეავლო და ჰკითხა-ანა სად იყავი შვილო? ასე როგორ შეიცვალე?-მერე გიო შენიშნა და ეჭვით დაუწყო თვალიერება.

-დედა ეს გიორგია  ჩემი მეგობარი.

-გამარჯობა ქალბატონო.-მიესალმა გიო.

-ყველაფერს გიამბობ. ყველაფერი კარგად არის. შენ მითხარი როგორ ხარ? სად იყავი? მართალი გითხრა მეგონა, რომ ნასვამი დამხვდებოდი.

-არა ანა. მე ჩემს სიტყვას აუცილებლად შევასრულებ. მე შენს ადგილას დავიწყე მუშაობა. ახლა იქედან მოვდივარ.

-მე დაგტოვებთ და მშვიდად ისაუბრეთ.-გიომ დედა შვილი განმარტოებით დატოვა თვითონ კი ეკას დაურეკა.

-გიო! მადლობა ღმერთს გაგახსენდი.

-კარგი რა ეკა, საქმეები მაქვს ხო იცი არა?

-შენ სულ საქმეები გაქვს გიო!

-ეკა ახლა არ მითხრა, რომ უსაქმური უფრო გეყვარები?!

-და კიდევ სულ ხუმრობის ხასიათზე ხარ!

-აბა რა ჩემო საყვარელო, უხასიათო არავის ვჭირდები.

-გიო!

-კარგი. მისმინე ხვალ საღამოს ბათუმში მივდივარ. თუ  დრო გექნება წამოდი.

-არ ვიცი ხვალ გადაღება მაქვს და ადრე თუ მოვრჩებით წამოვალ. ახლაც ვერ გელაპარაკები უნდა გავთიშო.

-კარგი დაგირეკავ ხვალ.-გიო დედა შვილთან დაბრუნდა.

-ღმერთმა გაგახაროს შვილო. ანამ ყველაფერი მიამბო.

-ნუ ღელავთ ქალბატონო ანას გვერდით მე ვიქნები. ყველაფერი კარგად იქნება.-უპასუხა გიომ მერე კი ანას ჰკითხა-გვიანია, არ წავიდეთ?

-კი გიო წავიდეთ.-უპასუხა ანამ. მერე დედასთან მივიდა და დაამშვიდა- დედა არ იდარდო შენთან ყოველ კვირას მოვალ და გინახულებ.

-ანა შვილო ზეგ შენი დაბადების დღეა…მეოცე დაბადების დღე. მე კი ამ დღეს შენს გვერდით არ ვიქნები.

-არაუშავს დედა. ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ მალე ისევ გინახულებ.

*   *   *

დილით ანას როგორც ყოველთვის ადრე გაეღვიძა. ფარდა გადასწია, ფანჯრები გამოაღო და სუფთა ჰაერი ფართოდ გაშლილ ფილტვებში ხარბად ჩაისუნთქა.-რა ლამაზი დილაა.- გაიფიქრა. გული უცნაურად უცემდა რაღაც ამოუხსნელ სიხარულს განიცდიდა და შინაგან მოუსვენრობას გრძნობდა. თავი სასწრაფოდ მოიწესრიგა და მართას ოთახში შევიდა.

-საყვარელო უკვე გაიღვიძე?

-დიახ დედამ გამაღვიძა. შენ ანა ხარ?

-ჰო ანა ვარ. ჩემი სახელ საიდან იცი?

-დედამ მითხრა შენს ძიძას ანა ჰქვია და ძალიან ლამაზიაო.

-მართლა? რა საყვარელი ხარ.

-ანა შენ უკვე აქ ხარ?-ოთახში ნონო შემოვიდა.-დღეს ბაღში მე წაგიყვანთ. საღამოს კი შენ გამოიყვანე. ახლა მართა ერთად მოვამზადოთ.

ბაღიდან დაბრუნებულ ანას გიო მისაღებში დახვდა, მაგიდაზე რაღაც ფურცლები გაეშალა და ჩაჰკირკიტებდა.

-მოხვედით?

-მარტო მოვედი. ნინო კლინიკაში წავიდა.

-კაი მოდი ყავა დავლიოთ რა…

-მოვიტან-თქვა ანამ და წამოდგა.

-დაჯექი, ჟანა მოიტანს.- მალე ჟანა ფინჯნით ხელში გამოჩნდა. -მადლობა. კიდევ ერთი მოიტანე თუ შეიძლება.-თხოვა გიომ ისევ. ჟანა უხმოდ გავიდა და კიდევ ერთი ფინჯანი ყავა შემოიტანა.  მაგიდაზე დადგა, არა უფრო სწორად დაახეთქა და უკან გაბრუნდა.

-მომეჩვენა თუ ჟანა უხეშად მოიქცა?-გაკვირვებით იკითხა გიომ.

-არა, ეტყობა შემთხვევით მოუვიდა.-უპასუხა ანამ, თუმცა კარგად ხვდებოდა რომ ჟანამ დანახვისთანავე ამოირო მიზანში. ახალგაზრდებს კარის ხმა მოესმათ -მე გავაღებ.-თქვა ანამ კარი გააღო და იქვე გაქვავდა. სტუმრის დანახვისას ელდა ეცა. შიშმა აიტანა, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა, მერე მიტრიალდა მის ოთახში აირბინა კარი ორჯერ გადაკეტა და იქვე ჩაიმუხლა. -არ არსებობს! აქ რას აკეთებს? მე ხომ არ მეძებს? ხომ არ მომეჩვენა? არა, ნამდვილად ის იყო. მის სახეს ვერაფერი დამავიწყებს. სახეზე ხალიც რომ აქვს.-იმეორებდა დაბნეული და შეშინებული გოგო.

გიო კართან გაშეშებულ სტუმარს მიუახლოვდა.

-შემოდი. კართან რას დამდგარხარ?

-თუ ძმა ხარ მითხარი, კარი მართლა ანგელოზმა გამიღო თუ მომეჩვენა?

-როგორც ყოველთვის არა ხარ კარგად.

-მართლა გეკითხები, ვინ არის ეს ლამაზი გოგო?

- ეს ლამაზი გოგო მართას ძიძაა.

-ასეთი ლამაზი ძიძა პირველად ვნახე.

-რა იყო ბიჭო, შენ ლამაზი გოგოები გიკვირს? თან წესიერად არც კი შეგიხედავს.

-არა ძმაო. ჩემს სააგენტოში ასეთი ლამაზი გოგო არცერთი არ არის.

-კარგი, მოვრჩეთ ამაზე საუბარს. მოკლედ ორშაბათს ბათუმში რესტორანს ვხსნი და შენი მოდელები დამჭირდება.

-ვიცი მდივანმა მითხრა. ბაზარი არაა ძმაო. შენთან ვართ. სხვა თუ არაფერი გინდა მე წავედი სხვა საქმეებიც მაქვს, ცოტა ხნით შემოვირბინე.

-გაგაცილებ.-გიომ სტუმარი გააცილა და ანას კარზე დაუკაკუნა.

-ანა, შეიძლება?

-ახლავე გავაღებ გიო-ანამ კარი გააღო.

-კარგად ხარ? შენი საქციელი ცოტა უცნაურად მომეჩვენა.

-კარგად ვარ. თქვენ ხომ საქმეზე უნდა გესაუბრათ. მე იქ ზედმეტი ვიყავი.

-რა ვიცი კი გადარიე ის კაცი და…

-რას გულისხმობ?-ანამ გიოს თვალი ვერ გაუსწორა.

-შენმა სილამაზემ დაატყვევა.-გაეცინა გიოს.

-ვერ გავიგე?!

-რა ვერ გაიგე გოგო?! საყვედურიც მითხრა ასეთ ლამაზ გოგოს ძიძობა არ შეშვენისო.-გაეცინა ისევ.

-კაი ერთი…-ანას ცნობისმოყვარეობამ სძლია და კითხა ბოლოს-გიო ვინ არის ეს ბიჭი?

-ეს ზურაა. ჩემი საუკეთესო ძმაკაცი.

-რა?! საუკეთესო?! -თავი ვერ შეიკავა ანამ

-ანა რა გჭირს?

-არაფერი გიო… არაფერი. ყველაფერი კარგად არის.

-ხოდა გაგიცივდა ყავა. წამო თავიდან გავაკეთებინოთ და მივირთვათ. -მეგობრები დაბლა ჩავიდნენ. მისაღებში ეკა დახვდათ.

-ეკა, არ გელოდი.-გიო მიუახლოვდა, თბილად მოეხვია შეყვარებულს და ჰკითხა- გადაღებები?

- გადაიდო. ვიფიქრე შევუვლი და სადმე გავიდოდით.

-კარგი აზრია. მანამდე ანას გაგაცნობ. გაიცანი მართას ძიძა.

-გიო მოდიხარ ჩემთან ერთად?!-კითხა ეკამ უხეშად და გასასვლელი კარისკენ მიტრიალდა ისე, რომ პასუხს არც დალოდებია.-გიოც შეყვარებულს დაედევნა  მკლავში ხელი სტაცა და ჰკითხა

-ეკა რა გჭირს? ასე რატომ მოიქეცი?

-ვერ ვხვდები რატომ უნდა ვიცნობდე მართას ძიძას?! ეს აუცილებელია?!

-რა არის ამაში ცუდი?

-გიო, ეს ხომ ის გოგოა, ვისთან ერთადაც სასტუმროში იყავი? ვერ ხედავ როგორ გეპრანჭება? უეჭველი შენი ხელში ჩაგდება უნდა?-გიომ სიცილი ვერ შეიკავა და გულიანად გადაიხარხარა.

-გაგიჟდი გოგო?-ანა ჩემი მეგობარია. როგორც დას ისე ვუყურებ.-გიო სიცილს ვეღარ იკავებდა.

-შენ კი, დასავით უყურებ, მაგრამ ის, ის როგორ გიყურებს?

-კარგი რა ეკა.-გიო შეყვარებულს მიუახლოვდა ხელები წელზე ფრთხილად მოხვია და ალერსიანად ჩასჩურჩულა-ჩემთვის ეთად ერთი მხოლოდ შენ არსებობ. შენს გარდა როგორც ქალს, ვერავის აღვიქვამ ხომ იცი არა? დაანებე ამ გოგოს თავი. ის არასოდეს ჩაერევა ჩვენს ურთიერთობაში.

-შენ ასეთებს არ იცნობ გიო.

-კარგი, კარგი წავიდეთ დაჯექი.-სთხოვა გიომ საცოლეს და მანქანის კარი თავაზიანად გაუღო.

დაბნეული და გაოგნებული ანა ოთახში ნერვიულად გადი-გამოდიოდა. ჯერ კიდევ ვერ გარკვია კარგია თუ ცუდი ის ფაქტი, რომ ზურა ამ ოჯახის ახლობელია. მან იცოდა, რომ ამიერიდან ზურასთან შეხვედრა ისევ არაერთხელ მოუხდებოდა. მისი ამაზრზენი სახის დანახვა ისევ მოუწევდა და ყოველი მისი ხილვა იმ ავბედით დღეს გაახსენებდა.-აი ეს არის ბედის ირონია.-თქვა და ორაზროვნად ჩაიცინა.-მოვწონებივარ თურმე ბიჭს! იმ დღეს ხომ კარგად დამცინა? არც ჩემი ჩაცმულობა მოეწონა, არც ნაწნავი, ,,პროვინციელი კონკია“ მიწოდა ახლა რა შეიცვალა? მოსწონს  თურმე ბიჭს მოვლილი ქალები. მე შენ გიჩვენებ! ნახავ სინამდვილეში როგორია ის პროვინციელი კონკია!-იმუქრებოდა ბრაზმორეული ანა და შურისძიების წყურვილი უმძაფრდებოდა.

*   *   *

მეორე დღეს, საღამოს ანადა მართა ჩვეულებისამებრ დაბრუნდნენ საბავშვო ბაღიდან მისაღებში გიო დახვდათ.

-ანა დღეს საღამოს ოჯახურ ვახშამს ვმართავთ ჩემს რესტორანში. დიდი ხანია ერთად არ გვივახშმია. შენც ჩვენთან ერთად მოდიხარ. თან ცოტა გავერთობით და განვიტვირთებით.

-მართლა? რა კარგია. მადლობა გიო.

-მადლობა რა საჭიროა, გაგიჟდი გოგო? მიდი გამოიპრანჭე ერთ საათში მივდივართ.

ანამ  სასწრაფოდ მის ოთახში აირბინა. კარადაში ტანსაცმელი დიდხანს ათვალიერა. ბოლოს არჩევანი ულამაზესი ყვავილებით მორთული ერთიან კაბაზე შეაჩერა. ულამაზეს კაბას ლურჯი ქუსლიანები შეუხამა. ღია თმის ბოლოები კულულებად დაიხვია, მაკიაჟი ნაზი და მოკრძალებული გაიკეთა. მისაღებში ჩამოვიდა. დივანზე ჩამოჯდა და ოჯახის წევრებს დაელოდა მალე გიო და ანაც გამოჩნდნენ.

-ანა, ნამდვილ ბარბის თოჯინას გავხარ.-გაუღიმა  ნინომ.

-ნამდვილად. უმშვენიერესი ხარ.-დაუდასტურა გიომ.

მშვენიერი სანახავი იყო იმ საღამოს ,,ოაზისი“. მაღალ ჭერზე დაკიდებული უზარმაზარი ჭაღები ალმასებივით ბრწყინავდნენ და  მისგან  ანასხლეტი ნაპერწკლები მარგალიტებივით იფანტებოდა გაშლის სივრცეში, უშველებელ კედლებს ძვირფას ჩარჩოში გადაჭიმული, წამყვანი მხატვრების უნიკალური ნამუშევრები ამშვენებდა, მწკრივში დაწყობილ მრგვალ მაგიდებს უამრავი გამოპრანჭული სტუმარი ბედნიერი ღიმილით შემოსხდომოდა. ვიოლინოს ნაზი ჰანგები მოიცავდა სამეფო დარბაზს და  ირგვლივ საოცრად ათბობდა გარემოს.

-დიდი ხანია ამ გარემოში ასე ერთად არ გვივახშმია.-თქვა ქალბატონმა ეთერმა.

-მართალია დედა-დაეთანხმა ნონო.-რაც მამა გარდაიცვალა…

-კარგი. ახლა მოწყენის დრო არ არის.-ჩაერთო გიო.

-ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.-მიმართა ანამ სუფრის წევრებს.- არ ვიცი თქვენი ასეთი კეთილგანწყობა რით დავიმსახურე? თქვენ ყველაფერი მომეცით, რაზეც აქამდე ოცნებას ვერ ვბედავდი და ყველაზე მთავარი თქვენ მე მენდეთ, თქვენს გვერდით ადგილი დამითმეთ და ოჯახის წევრად მიმიღეთ. -ანას კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ აზრი ,,HAPPY BIRTHDAY”  მხიარულმა მუსიკამ გააწყვეტინა. მერე ქათქათა უნი ფორმებში ჩაცმული ოფიციანტებიც  გამოჩნდნენ, რომლებსაც ხელში ულამაზესი ტორტი ეჭირათ. ტორტზე კი უამრავი სანთელი ენთო. ანას მიუახლოვდნენ და ანიშნეს სანთლები ჩაექრო. ანა კი გაშეშებული იჯდა და გაოცებისაგან აღარ იცოდა როგორ  მოქცეულიყო.

-ჩააქრე ანა, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა?!

-არა, ეს მეტისმეტია! -ძლივს ამოთქვა დაბნეულმა და გაოცებულმა გოგომ.

-გილოცავთ ანა. ვიცი დღეს შენი დაბადების დღეა. გავიგონე როცა ქალბატონი ვიქტორია გეუბნებოდა.-აუხსნა გიომ.

-არ ვიცი ამ სიკეთისთვის მადლობა როგორ გადაგიხადოთ.-თქვა ანამ როცა სანთლები ჩააქრო.

-ანა არ ვიცოდი რამდენი წლის ხდებოდი და ამიტომაც მოგიწია ამდენი სანთლის ჩაქრობა.

-კარგი რა გიო, ოცო წლის გავხდი. შენ კი ორმოცდაათი სანთელი ჩამაქრობინე.

-საჩუქრების დროა-თქვა გიომ და ანას ლამაზად შეფუთული ყუთი გადასცა.-გახსენი.

-რატომ შეწუხდი გიო?-გულწრფელად შეწუხდა გოგო და უხერხულობისგან თავს ვერაფრით იხსნიდა. ანამ საჩუქარს ბრჭყვიალა ქაღალდი გააცალა და ყუთიდან მობილური ტელეფონი ამოიღო.-არა-ეს მეტისმეტია.

-ეს ყველაფერი არ არის. მეც მაქვს შენთვის რაღაც თქვა ნინომ და ანას პატარა სასაჩუქრე ქისა გადასცა.

-ნინი რა საჭირო იყო? თქვენ ყველანი ღვთის საჩუქრები ხართ ჩემთვის. ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს?

-ჰო, მაგრამ მაინც ნახე.-ანამ ქისა გახსნა და თვალებს არ დაუჯერა.

-ნი შენ იცი ეს რა არის?-სიხარულის ცრემლები წასკდა ანას. დანარჩენები კი გაოცებული უყურებდნენ გოგონას რეაქციას.-ეს სასწაულია, ეს ჩემი ბეჭედია. ახლახან დავკარგე. შენ ხელში როგორ ჩაგივარდა? ეს ბეჭედი მამამ ოქრომჭედელს გააკეთებინა როცა ათი  წლის გავხდი. ნახე შიგნიდან ჩემი სახელია ამოტვიფრული ,,ანნა“

-რას ამბობ ანა, მართლა?-გაოცდა ანა რამდენიმე დღის წინ ვიღაც ქალისგან შევიძინე ძალიან იაფად სურდა გაყიდვა. ვიფიქრე ხელიდან რატო გაუშვა თქო და შევიძინე. არც კი ვიცოდი რამე წარწერა თუ ქონდა. ეს ბეჭედი  თუ შენია, გამოდის  საჩუქარი თავიდან უნდა გაჩუქო?!-გაეხუმრა ნინო.

-რას ამბობ ნინი? შენ არ იცი ეს ბეჭედი ჩემთვის რას ნიშნავს. მამისგან  ამ ბეჭედის მეტი არაფერი დამრჩა.

-კარგი ახლა ჩემი ჯერია!-წამოდგა ქალბატონი ეთერი და ანას კონვერტი გადასცა.

-თქვენც შეწუხდით არა ქალბატონო ეთერ? უკვე მართლა ძალიან მერიდება.-უთხრა ანამ მოწიწებით, თუმცა საჩუქარი მაინც გამოართვა. კონვერტი გახსნა და შიგ მოთავსებული ფურცელი ამოიღო. დიდხანს უყურა მაგრამ ვერაფერი გაუგო.

-ანა, შვილო, გეტყობა ვერაფერი გაუგე ჩემს საჩუქარს. არა უშავს, ახლავე აგიხსნი. მოკლედ, შენ საშუალება გეძლევა სწავლა გააგრძელო. შენ შეგიძლია მიიღო განათლება, ჩამოყალიბდე სრულფასოვან ადამიანად და აიხდინო ყველა ოცნება რაც კი გაგაჩნია. ნახე, ფაკულტეტის გრაფა თავისუფალია. ჩაწერე რაც გინდა.

შეიძლება ქალბატონმა ეთერმა კიდევ თქვა რაღაც, მაგრამ ანას მეტი აღარაფერი გაუგონია. იდგა ასე გაშეშებული, გაურკვეველი გამომეტყველებით. ემოციის გამოხატვის უნარ წართმეული და იმედგაცრუებული. იმედგაცრუებული, რადგან ფიქრობდა-მორჩა, ყველაფერი დამთავრდა! რა თქმა უნდა ეს ერთი ლამაზი სიზმარი იყო. ახლა ალბად ვიღაც დამიძახებს, გამაღვიძებს და ეს  ლამაზი სიზმარიც ამით დასრულდება.

-ანა, რა გჭირს? კარგად ხარ?-ჰკითხა შეშინებულმა გიომ.

-არა, არ ვარ კარგად.-დაუბრუნდა ანა რეალობას. მიხვდა, რომ ეს ყოველივე არ არის სიზმარი და ცხადში ხდება. ქალბატონ ეთერთან მივიდა და გადაეხვია. -ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. როცა თვალებს დავხუჭავდი, ჩემს თავს ყოველთვის თეთრი ხალათით წარმოვიდგენდი.-ანას საუბარი ნაცნობმა ხმამ შეაწყვეტინა.

-დაბადების დღეს გილოცავ უცნობო მშვენიერებავ.-ანა მიტრიალდა და უზარმაზარი თაიგულით ხელში ზურა დაინახა.-ეს თაიგული თქვენ. მინდოდა თქვენი მშვენების შესადარი შემერჩია, მაგრამ ვერ ვიპოვე.

-არა უშავს, გმადლობთ. ძალიან ლამაზია.-გაუღიმა ანამ ნაძალადევად და თაიგული გამოართვა.

-შემოგვიერთდი ძმაო. ცოტა გვიან კი დაგირეკე, მაგრამ ყოჩაღ, მოსვლა მაინც მოახერხე.

-თქვენთან ერთად სუფრასთან ჯდომა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

-კარგ დროს მოხვედი. ახლა ანას სადღეგრძელო უნდა ვთქვათ.

მალე მაგიდის წევრები მეტნაკლებად შეზარხოშდნენ. ანასაც ცოტა არ იყოს, სითამამე დაეყო და გიოს ხუმრობებზე უკვე დაუფარავად კისკისებდა. სტუმრების ამაღლებულ განწყობას რიტმული მუსიკა უფროო ხალისიანს ხდიდა. უცებ წამით ყველაფერი დაწყნარდა,  გარემო გიტარის ნაზმა ჰანგებმა მოიცვა და JENCARLOS CANELA მომაჯადოვებელი ხმა ნისლივით მოეფინა ირგვლივ ყველაფერს ,,AMOR QUEDATE “ გაისმოდა და სტუმრებს რომანტიულ  გრძნობებს უღვიძებდა.

ზურა წამოდგა ანას მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა- უარს ნუ მეტყვი, ვიცეკვოთ გთხოვ.

-რატომაც არა?-გაუღიმა ნაძალადევად ანამ და გამოწვდილ ხელზე ხელი ზიზღით დაადო. ზურამ ანას ფრთხილად მოხვია წელზე ხელი და თავისკენ მიიზიდა. წყვილი ნაზად ირწეოდა წყნარი მუსიკის ფონზე, თუმცა ანას თავი მაინც შორს ეჭირა.

-ანა ხო?

-დიახ.

-მეჩვენება, თუ ძალიან მორცხვი ხარ?

-რატომ?

-მე თვალს ვერ გაცილებ, შენ კი ერთხელაც არ შემოგიხედავს. დარწმუნებული ვარ ხვალ რომ შემხვდე ვერ მიცნობ.

-ძალიან ცდები!

-ვითომ?

-აუცილებლად გიცნობ! ხალით დაგიმახსოვრებ.-გაეცინა ორივეს.

-ძალიან ლამაზი საღამოა არა?

-ძალიან ლამაზი და უცნაური.

-უცნაური რატომ?

-ამ უცნაურობას უამრავი წარმოუდგენელი ფაქტი და გარემოება განაპირობებს. ამას ვერ გეტყვი, მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. დღეს პირველად გავსინჯე ალკოჰოლიანი სასმელი-გადაიკისკისა ანამ.

-მართლა? არადა გეტყობა, რომ ძალიან მოგეწონა.

-კი, აშკარად.-ანა თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა მას აქამდე არასოდეს დასჭირვებია სათადარიგო ნიღბის გამოყენება. ძნელია გაიღიმო მაშინ, როცა არ გეღიმება. წარმოუდგენელი ძალაა საჭირო ეხებოდე და უფრო მეტიც, ცეკვავდე ადამიანთან ერთად, რომელიც ასე გძულს და მისი მოკვლის სურვილი გაქვს. ზურა კი ამ სიძულვილს საერთოდ ვერ გრძნობდა. ხელი უფრო ძლიერად მოხვია და გოგო მკერდზე მიიკრა. არც ანას გაუწევია მისთვის წინააღმდეგობა. მისი ჰაეროვანი თმა ზურას სახეზე ნაზად დაცოცავდა და ახლად ამოსულ წვერზე საოცარ სურნელს ტოვებდა. ორივე დუმდა. ანა ჯიუტად არ უტყდებოდა საკუთარ თავს, რომ ზურა ძალიან სიმპათიური ახალგაზრდაა, სპორტული აღნაგობით და ვაჟკაცური იერით.

-იცი ანა? არ მინდა მუსიკა გაჩერდეს.

-მართლა? რატომ?

-არ ვიცი. ასე კარგად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია.-თქვა ზურამ და თან მუსიკაც გაჩერდა.

-სამწუხაროდ არ გაგიმართლა.-თქვა ანამ და ეშმაკურად გაუღიმა. ზურამ მაგიდამდე მიაცილა გოგო. ანას კი  სახეზე უსაზღვრო კმაყოფილება ემჩნეოდა და თავის თავში აღმოჩენილი თვალთმაქცობის ნიჭით აღფრთოვანებული ჩანდა.

*   *   *

ანა სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად შევიდა ფინჯანი აიღო და ამ დროს ჟანა შემოვიდა.

-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა მკაცრად ჟანამ და ფინჯანი უხეშად გამოსტაცა.

-ყავა მინდოდა მომემზადებინა. რამე პრობლემაა?- ჰკითხა დაბნეულმა ანამ.

-დიახ პრობლემაა! რამე თუ მოგინდება უნდა მითხრა და მოგართმევ.

-მე არ მინდოდა თქვენი შეწუხება.

-არ ვწუხდები! აქ რამეს აურევ და მერე მე უნდა მოვაწესრიგო.

-ჟანა რამე დაგიშავე? იქნებ კი და მე ვერ შევამჩნიე, აქ მოსვლის დღიდან უმიზეზოდ ამომიჩემე.

-მისმინე! ყავა ხომ გინდოდა? მისაღებში გადი და გამოგიტან!-ანა მისაღებ ოთახში დაბრუნდა და დივანზე ჩამოჯდა.

-აქ რას აკეთებ ასე მოწყენილი?

-არაფერს გიო. ბაღიდან დავბრუნდი ყავას ველოდები.

-რა გაუკეთე გოგო იმ ბიჭს გუშინ რო გადამირიე?

-ვის ზურას?-გაეცინა ანას.

-ხო ზურას. დღეს დამირეკა შენზე მკითხა რაღაცეები.

-რაო, რა გკითხა?

-ისეთი არაფერი. ანა მისმინე. გიოს სერიოზულად მოსწონხარ. მე ის ასეთი აფორიაქებული არასოდეს მინახავს. ძალიან კარგად ვიცნობ. ბავშვობიდან ოცდაშვიდი წელია ერთად მოვდივართ, ვერაფერს გამომაპარებს. გაგიჟებულია შენზე.

-კაი გიო რა, აზვიადებ რაღაცას.

-ზურა დღე და ღამე ლამაზ გოგონებში ტრიალებს. მისი საქმიდან გამომდინარე სულ მოდელებთან აქვს უწყვეტი  კავშირი. სხვათა შორის ეკაც მანდ გავიცანი. ხოდა იმის თქმა მინდა, რომ ასეთი სერიოზული არასოდეს მინახავს. თან ჩემი ოჯახის წევრთან ის მსუბუქ ფლირტს ვერც გაბედავს.

-გიო ამ ყველაფერს რატომ მეუბნები?

-ანა უბრალოდ მინდა რჩევა მოგცე. თუ როდესმე ვინმე საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მოგეწონება მინდა ჯერ კარგად გაიცნო სანამ ურთიერთობას ააწყობ.

-გიო რას გულისხმობ?!

-არა მე არ ვამბობ, რომ ზურა ცუდია. ჩემთვის ის ძალიან ძვირფასი ადამიანია, უბრალოდ გაითვალისწინე ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობის დაწყებამდე.

-კარგი გიო რჩევისთვის მადლობა.

-ხო მართლა, ბათუმის რესტორნის საქმეებს რომ მოვაგვარებ უნივერსიტეტში წავიდეთ შენი ხელმოწერებია საჭირო. -გიოს საუბარი კარის ხმამ შეაწყვეტინა.

- გავაღებ-თქვა ანამ და კარი გააღო. კართან ზურა დახვდა.

-შეიძლება?-იკითხა ზურამ და თან მომხიბვლელად გაიღიმა.

-არ ვიცი გიოს ვკითხავ.-მიუგო ანამ და გიოს გადახედა.

-აქ შემოსვლაზე ნებართვას როდიდან ღებულობ? მოდი თუ ძმა ხარ.

-მე ჟანას გავხედავ, რაღაც ჩემი ყავა იგვიანებს.- თქვა ანამ და სამზარეულოსკენ წასვლა დააპირა.

-თუ დრო გაქვს ყავა გარეთ დავლიოთ. სადმე ჩამოვსხდეთ და ცოტა ვისაუბროთ.-შესთავაზა ზურამ ახალგაზრდებს.

-მე დრო არ მაქვს, ეკასთან უნდა ავიდე, თქვენ წადით.-თქვა გიომ და ზურას თვალი ჩაუკრა.

-მე არ ვიცი- დაიბნა ანა.

-ცოტახნით გაისეირნეთ რა პრობლემაა. ზურა ჩემს დაიკოს შენ გაბარებ, იცოდე თვალისჩინივით გაუფრთხილდი.

-ეჭვიც არ შეგეპაროს ძმაო!

ანა და ზურა ერთ-ერთ კაფე-ბარის ღია ვერანდაზე უგემრიელეს იტალიურ ყავას მიირთმევდნენ. LATTE CAPUCHINO დარიჩინით და შავი შოკოლადით. სილამაზისა და გემოს არაჩვეულებრივი სინთეზი ერთად საოცრად  თანხმდებოდნენ.

-უგემრიელესი ყავაა.-გაფანტა ანამ უხერხული სიჩუმე.

-კარგია თუ მოგეწონა. მართალი გითხრა მე ყავას არ ვსვამ, არ მიყვარს.

-აბა ჩემი ხათრით დალიე?-გაეცინა ანას.

-გითხარი გარეთ დავლიოთ მეთქი. აბა რა მექნა?

-მართალია, ტყუილს ხომ არ იტყოდი.

-რა თქმა უნდა! ისე…ხომ არ წავიდეთ? სადმე უკეთეს ადგილას გავისეირნოთ.

-იცი, ბაგრატზე არ ვყოფილვარ ბავშვობის მერე. წავიდეთ კარგი?-თითქმის თხოვა ანამ.

-კარგი. -გაეღიმა ზურას.-სადაც მოისურვებ იქ წაგიყვან.

ახალგაზრდები ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისკენ მიმავალ საფეხურებს აუჩქარებლად მიუყვებოდნენ. ნელ-ნელა, ცისკენ  მიიწევდნენ და თანდათან უკან ტოვებდნენ მრავალფეროვან პეიზაჟებს  თვალწარმტაც  ბუნებას და მდინარე რიონის ნაპირზე უძველეს შენობებს რომლებსაც მდინარის ტალღები ისე შეუბრალებლად ეხეთქება გეგონება ძირის გამოცლას ლამობსო.

-ტაძარში  სამწუხაროდ იშვიათად დავდივარ.

-მართლა? რატომ?

-მე არ შემიძლია ეკლესიური წესით ცხოვრება. ეკლესიაში სიარულს და თავის მოტყუებას რა აზრი აქვს?

-რას ამბობ? ანუ ვინც მთელი ცხოვრება მუხლზე დაჩოქილი არ დგას ეკლესიაში არ უნდა მივიდეს?

-ზოგადად  ჩემი აზრით ეკლესიებში უფრო დიდი სიყალბეა ვიდრე ქუჩაში. ასე არ არის? ყალბი მღვდლები, ყალბი ადამიანები, ყალბი ლოცვა, ცრემლები და ასე შემდეგ.

-და ამის გამო ეკლესიაში არ უნდა იარო? მე საერთოდ არ მაინტერესებს ვის რა უდევს გულში. მთავარია მე ვიცი ვინ ვარ. და საერთოდ არ მიყვარს ამ თემაზე კამათი. ყველა ადამიანს თავისი აზრი და წარმოდგენა გააჩნია ნებისმიერ საკითხზე და რაც არ უნდა თქვა აზრი არ აქვს.

-მაგრამ ჩვენ არ ვკამათობთ, ვსაუბრობთ. თუ ვცდები მითხარი მოგისმენ თან დიდი სიამოვნებით.

-გეთანხმები, რომ ყველა მღვდელი, მღვდელი არ არის, თუმცა თავიანთი ცოდვები თავად მოეკითხებათ და ეს ჩვენი განსასჯელი ნამდვილად არ არის. მე არასოდეს მინახავს და არც გამიგია მამაო, რომელიც ხალხს მოუწოდებს იქურდონ, იმრუშონ, კაც კლან და ასე შემდეგ. მთავარია რას ქადაგებს ის. ჩვენ მის ქმედებას კიარა, მის სიტყვას უნდა მოვუსმინოთ. ადამიანები ყოველთვის ცუდზე ვამახვილებთ ყურადღებას. კარგ საქციელზე კი არა. იმიტომ, რომ ტალახის სროლა ბევრად ადვილია, ვიდრე შეაქო ადამიანი. -სულგანაბული უსმენდა ზურა ტკბილად მოსაუბრე ანას და მისი ხმა ანგელოზის გალობასავით ჩაესმოდა.-კარგი აღარ გავაგრძელებ. მგონი მოგაბეზრე თავი ჩემი ქადაგებით. თუმცა სათქმელი კიდევ ბევრი დამრჩა და სხვა დროს გავაგრძელოთ.

-არა, რას ამბობ? ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ. სასიამოვნოა შენი მოსმენა. ნამდვილ ანგელოზს გავხარ.

-არა, ანგელოზი ნამდვილად არ ვარ. -გაეცინა ანას. ამასობაში უქიმერიონის გორა აიარეს და ტაძრის ეზოშიც შევიდნენ. ეზოში უამრავი ტურისტი მიდი-მოდიოდა და ფოტოაპარატით ღირსშესანიშნაობებს, ულამაზეს ხედებს თუ ყველა მნიშვნელოვან დეტალებს ფირზე ასახავდნენ  -რა სილამაზეა. როგორი შეცვლილია ყველაფერი. ადრე მახსოვს აქ მხოლოდ ეკლესიის ნანგრევები იყო. ტაძრის კედლებზე ჩამწვარი სანთლები და აქა-იქ შემორჩენილი დაზიანებული ფრესკები ჩანდა.

-ხო ადრე ასე იყო ახლა კი ნახე რა მშვენიერია. თუმცა იმ სიძველესაც თავისი ხიბლი ჰქონდა.

-კი ნამდვილად ასეა.-ეკლესიაში შევიდნენ, სანთლები დაანთეს და  წმინდანების წმინდა ნაწილებზე დიდხანს ილოცეს. ანა ყურადღებით  აკვირდებოდა ირგვლივ ყველაფერს და ცოტა არ იყოს   შეფიქრიანებული ჩანდა.

-იცი რა? ვუყურებ და ჯერ ვერ გამირკვევია, აუცილებელი იყო ამ ტაძრის რეკონსტრუქციისთვის თანამედროვე ელემენტების შეტანა თუ არა?

-ამასთან დაკავშირებით ხალხის აზრი ორად გაიყო. ამის გამო მგონი იუნესკომ მსოფლიო უძველეს ისტორიულ ძეგლთა ნუსხიდანაც ამოიღო. ჩათვალეს, რომ ის უხეში ჩარევა რომელიც განახორციელეს ამ შემთხვევაში  სრულიად უადგილო და შეუსაბამო იყო. ნუ ეს ამბავი უკვე გარკვეულია. ჯობია გარეთ გავიდეთ ჩამოვსხდეთ და ვისაუბროთ.

-კარგი აზრია-გაიღიმა ანამ.-ტაძრიდან გავიდნენ და ციხესიმაგრის ნანგრევებთან ხავსმოკიდებულ ლოდებზე ჩამოსხდნენ. ამ დროს ზურას მობილურმა დაურეკა.

-ანა ცოტა ხნით დაგტოვებ კარგი? ახლავე დავბრუნდები.

-კარგი აქ დაგელოდები.-გაუღიმა ანამ და თვალი გააყოლა.-იდიოტი! რომ იცოდე წინ რა დღეები გელოდება ჩემთან ფლირტის სურვილი აღარ გექნებოდა.- გაიფიქრა ანამ.- შენთან ღმერთმა შემახვედრა. ეს არ ყოფილა უბრალო დამთხვევა! ცხვირში ამოგადენ იმ შიშს და სიმწარეს, რაც მე შენ გამო განვიცადე.

-მაპატიე. მამამ დამირეკა ამერიკიდან, აუცილებლად უნდა მეპასუხა.

-არა უშავს. რას არ გავიღებ ოღონდ მამას ხმა გავიგონო… -დანაღვლიანდა ანა. - მამა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ჯერ ძალიან ადრე იყო.

-რა დაემართა?

-ამაზე საუბარი ახლა არ მინდა. სხვა დროს მოგიყვები.

-კარგი როგორც გინდა.

-ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის და ისტორიის მატარებელია ეს ციხე-სიმაგრე? - ისევ ანამ დაარღვია უხერხული სიჩუმე, რადგან მიხვდა, რომ ზურა არაფრის თქმას არ აპირებდა, ან ვერ ახერხებდა. უბრალოდ იჯდა და პატარა კენჭებს ციხის ნანგრევებში გაუცნობიერებლად უმისამართოდ ისროდა.

-ვიცი! რატო არ ვიცი?! ეს ციხე ჯერ კიდევ ქალაქის დაარსებამდე საუკუნეებით ადრე ააგეს. უქიმერიონის ციცაბო კლდოვანი კედლები და მისი გეოგრაფიული მდებარეობა ლეჩხუმსა და სვანეთს იცავდა მტრისგან. ციხის საერთო სიგრძე 430 მეტრზე მეტია და წარმოიდგინე ერთადერთი დიდი რკინის კარი ქონდა. ციხის აოხრება მტრისთვის მიერ შეუძლებელი იყო, მაგრამ მოღალატეები საქართველოს არასდროს აკლდა. მაგალითად  551 წ. გამცემლების წყალობით ჩაიგდეს ხელში სპარსელებმა. 10 საუკუნის შემდეგ კი ვინმე სეხნია ჩხეიძემ ,,ივაჟკაცა“ და თურქებს ჩაუგდო ხელში უქიმერიონი…

-დაჯექი ხუთიანი! -თქვა ანამ, სიცილი ვეღარ შეიკავა და გადაიკისკისა.

-დამცინი?!

-არა, უბრალოდ ისე სხაპა-სხუპით დაიწყე თავი ისტორიის გაკვეთილზე მეგონა.-გადაიკისკისა ანამ ისევ.-სხვათა შორის ისტორია მეც ძალიან მიყვარს ოღონდ ძალიან გთხოვ სიტყვაზე მენდე. -სიცილს ვერ იკავებდა ანა. -ისტორია ბევრმა იცის ძალიან კარგად, მაგრამ მარტო ცოდნას რა აზრი აქვს? -დასერიოზულდა ანა -ადრე სამშობლოს დასაცავად არაფერს იშურებდა ქართველი ერი. სისხლით, ოფლით და ოხვრით აქამდე მოტანილ ჩვენს ქვეყანას ახლა ლანგარზე დადებულს, ნაწილ-ნაწილ ჩვენივე ხელით ვაწვდით მტრებს. ახლანდელი ახალგაზრდები კიდე  სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის დასაძვრენად რას აღარ ჩადიან. მე რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ. ახლაც უამრავი თავდადებული გმირი ყავს საქართველოს.

-მართალია. ვერ შეგედავები.

-ზურა, მგონი ჩვენი გასეირნება დიდ ხანს გაგრძელდა არა? წასვლის დროა.

-ცოტა ხნით კიდევ დავრჩეთ გთხოვ.

-არა ზურა, უკვე წასვლის დროა!

-ჩემი ბრალია. ფიქრობ, რომ მოსაწყენი მოსაუბრე ვარ არა?

-არა, მოსაწყენი მოსაუბრე ნამდვილად არ ხარ.

-კარგი. წავიდეთ, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, აქედან არასოდეს წავიდოდი.

-ასე მოგწონს უქიმერიონის გორა?-ჰკითხა ანამ, თან ეშმაკურად გაეღიმა.

-ანა, აქ ადგილ მდებარეობის მოწონება არ მოწონებაზე არ არის საუბარი.

-კარგი ხო, გასაგებია.-გაეღიმა ისევ და ნელი ნაბიჯით გაუყვნენ გასასვლელ ბილიკს.

-იცი რა? ხვალისთვის უკეთესი შემოთავაზება მაქვს.

-მართლა? აბა რა შემოთავაზება?

-ხვალ სათაფლიაზე წავიდეთ. ულამაზესია ადგილებია. დავსხდეთ ვისაუბროთ. ოღონდ გპირდები ისტორიაზე აღარ გესაუბრები.-გაეცინა ზურას.

-აჰა, მე აღარც მეკითხები არა?!

-გეკითხები როგორ არა! მაგრამ ვიცი უარს არ მეტყვი!

-იცი?! ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?!

-კარგი რა, გთხოვ წამომყევი.-თითქმის შეევედრა ზურა.

-არა ზურა! შენ არ იცი მე როდის რას ვიფიქრობ, ან რაზე დაგეთანხმები და რაზე არა! შენ მე ისე არ მიცნობ რომ უსიტყვოდ გამოიცნო გულში რა მიდევს.-დასერიოზულდა ანა.

-ისევ და ისევ მართალი ხარ. შეთავაზება არასწორი ფორმით იყო მოწოდებული.-მოულოდნელობისაგან სახე შეეცვალა ზურას,- მაპატიე. ჩემი ბრალია. ასე დაძაბული არავისთან, არასდროს ვყოფილვარ. არასოდეს დავფიქრებულვარ წინასწარ რა უნდა მეთქვა და არც არასდროს გამიფილტრავს სხვებთან საუბრისას ასე სიტყვები, მაგრამ როგორც ჩანს შეცდომებს ახლა უფრო ვუშვებ.

-ზურა, მე სხვა არ ვარ. მე, მე ვარ ანა და მორჩა. არც მოდელი ვარ, არც მსახიობი  და არც მომღერალი. მე ერთი უბრალო ძიძა ვარ, მაგრამ ამის გამო არ ვარ ვალდებული ვიაზროვნო ისე, როგორც სხვები.

-ანა შენ სხვებს ნამდვილად არაფრით არ გავხარ, შენ იმ ქალებთან არანაირი კავშირი და საერთო არ გაქვს. აი რა მიზიდავს შენში. საოცარი იდუმალებით მოცული ამოუხსნელი მოვლენა ხარ. გიყურებ და თითქოს შენს იქეთ, კიდევ ერთი ადამიანი ჩანს. ისეთი ცივი ხარ, ისეთი სასტიკი, ისეთი პირდაპირი, ისეთი მკაცრი და ამავე დროს თვალები გაქვს ისეთი თბილი… და გამოხედვა ისეთი საყვარელი, რომ ამ ყველაფერს აბათილებს კიარა გავიწყებს საერთოდ…

-მერე შენც თვალებში მიურე არ ჯობია?-გადაიკისკისა ანამ.

-კარგი რა ანა! ასეთი რომანტიული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. შენ კი ყველაფერი ჩამიშალე… და დამავიწყდა კიდევ რის თქმასაც ვაპირებდი.-წყენა ვერ დამალა ზურამ.

-ასეა. ბატონო ზურა. ზეპირად ნასწავლი მალე გვავიწყდება. რასაც გულით ვგრძნობთ იმას კი სწავლა არ ჭირდება.

-ანუ გინდა თქვა , რომ მე გულით არ ვსაუბრობდი?! არც შენ გცოდნია კარგად ადამიანების ცნობა ქალბატონო ანა! ერთადერთი ტყუილი მეზიზღება ამ ქვეყნად ყველაზე მეტად. არავისთან არაფრის გამო არ ვიტყვი იმას რასაც გულით არ ვგრძნობ!

-კარგი რა, ახლა შენ გაბრაზდი? -ჰკითხა ანამ ზურას და კრავის თვალებით გადახედა.

-არა რა, მართლა ძაან საყვარელი ხარ- გულიანად გადაიხარხარა ზურამ.-ამასობაში წყვილი ზურას ავტომობილს მიუახლოვდნენ. ზურამ ანა სახლამდე მიაცილა-ანა დიდი მადლობა, რომ დრო დამითმე და შენთან ყოფნით ეს დღე გამილამაზე.

-ნახვამდის ზურა.-გაუღიმა ანამ, თან გაიფიქრა.-რა იდიოტია ეგ საცოდავი.

*   *   *

-ანა შეძლება შემოვიდე?

-შემოდი გიო.

-როგორ ხარ?  გუშინ ვეღარ მოვახერხე შენი ნახვა. როგორ ჩაიარა პირველმა პაემანმა?-გაუღიმა გიომ და ჩვეული წესით თვალი ეშმაკურად ჩაუკრა.

-გიო ის პაემანი იყო?!

-აბა რა იყო გოგო?! კაცი სერიოზულად არის შენით დაინტერესებული, კაფეში დაგპატიჟა მერე სასეირნოდ წახვედით აბა ეს რა არი?

-კარგი გვეყო მაგაზე ლაპარაკი. რაღაც მინდა გითხრა, უფრო სწორად მოგიყვე.-ანა უცებ დადარდიანდა.-გიო ვფიქრობდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი საიდუმლო იქნებოდა და ამას ვერავინ გაიგებდა. არც შენ მინდოდა გცოდნოდა, მაგრამ ამ ტკივილის და დარდის ტარება მარტოს აღარ შემიძლია.

-ანა რა ხდება?-გიოც დასერიოზულდა, საწოლზე ჩამოჯდა და სმენად იქცა.

-იმ დღეს, როცა პირველად ეკლესიაში დამინახე მითხარი, რომ საშინლად სასოწარკვეთილი სახე მქონდა, სინამდვილეში კი იმ სირცხვილის და ტკივილის ფიზიკური აღწერილობა სიტყვით შეუძლებელია, რაც მე იმ მომენტში მტანჯავდა.-გიო დაიძაბა და წარბშეკრული ელოდებოდა თუ რას გაუმხელდა ანა- იმ დილით როცა სოფლიდან ჩამოვედი, ერთ სკვერში გავჩერდი. გონზე მოსვლა და რეალობის გაანალიზება მინდოდა. მოგვიანებით იქვე სამი ახალგაზრდა შევნიშნე, მიახლოვდებოდნენ…- ანას ძალიან უმძიმდა იმ დღის გახსენება, და სათქმელს თავს ვერ აბამდა.

-მერე! მერე რა მოხდა მითხარი!-გიო წამოდგა და ნერვიულად ოთახში სიარული დაიწყო.

-მომიახლოვდნენ, ათას სისულელეებს მეუბნებოდნენ. მარტო, დაუცველი დამინახეს და ჩემით გართობა გადაწყვიტეს.

-ანა მოთმინებას ვკარგავ, მითხარი რა მოხდა?!

-გიო ნუ მიყვირი! ხომ ხედავ როგორ მიჭირს თქმა.-ანამ ცრემლები ვეღარ შეკავა.

-არა არ გიყვირი, უბრალოდ მეც ვნერვიულობ.-გიო წამოდგა ანას ხელები მხრებზე მოხვია და მკერდზე მიიკრა.- ვიცი, რაღაც საშინელება უნდა მითხრა და თავს ვერ ვიკავებ.

-არ დავემორჩილე, არ წავყევი სადაც სურდათ და … და…

-რა?

-პირში რაღაც პატარა აბი ძალით ჩამიდეს.

-რა აბი გოგო?! -დაუყვურა გიომ.

-მერე გონება დავკარგე. არ ვიცი ასე გონება დაკარგული როდემდე ვიყავი, არც კი ვიცი სხვა რა შეიძლებოდა იქ მომხდარიყო ამაზე გაფიქრებაც არ მინდა, მე არაფერი მახსოვს. თვალი ერთერთის სახლში გავახილე. მან მითხრა მსუბუქი ნარკოტიკი იყოო.

-ნარკოტიკი?! ნარკოტიკი მიგაღებინეს ძლის გამოყენებით?! არ არსებობს ასეთი რამ არც გამიგია! ქუჩაში დაგიჭირეს და ნარკოტიკი მიგაღებინეს? ძალით?!- გაგიჟდა გიო. თავზე ხელები შემოიწყო და გიჟივით ღრიალებდა. ადამიანის სახე საერთოდ აღარ ჰქონდა შერჩენილი. თვალებჩასისხლიანებული, არა ადეკვატური ცხოველის სახით მისჩერებოდა ანას. მერე მკლავებში ხელი ჩაავლო და ძლიერად მოუჭირა- ეს როგორ დამიმალე გოგო?! როგორ არ მითხარი?!

-გიო გამიშვი. მაშინებ, მტკივა.-გიო ანას მოშორდა  და მუშტი კედელს ძლიერად დაუშინა.

-ახლა რა ვქნა? რა გავაკეთო? სად ვეძებო ეგ ძაღლისშვილები?! -ყვიროდა და იგინებოდა გაცოფებული გიო.-მიდი ჩქარა ჩაიცვი და წავედით!-უბრძანა ანას.

-სად გიო?

-სად?! სადაც თვალი გაახილე იქ! მაშინვე რომ გეთქვა, მეორე დღეს მაინც რომ გეთქვა მოვძებნიდი კიარა მიწიდან ამოვთხრიდი მაგ… მაგ… მაინც მოვძებნი, მოვძებნი  და… დედას ვუტირებ.

-გიო მე არ მახსოვს ის სახლი სად იყო.-თქვა ჩურჩულით შეშინებულმა ანამ.

-ეკლესიასთან მივიდეთ და გაგახსენდება. ჩქარა ჩამოდი დაბლა გელოდები!-თქვა გიომ და ეზოში ჩაირბინა. ანამ შეკამათება ვეღარ გაბედა. ქურთუკი სწრაფად ჩაიცვა და ეზოში ჩაირბინა. ანაც მანქანაში ჩაჯდა და ეკლესიისკენ აიღეს გეზი.

-არა რა… იცი რაზე ვბრაზობ ყველაზე მეტად? პირველ რიგში რაც უნდა გეთქვა მაინცდამაინც ის დამიმალე.

-საერთოდ არ უნდა მეთქვა რა, სულელი ვარ, ნამდვილი სულელი.

-შენ სულ გააფრინე გოგო?! რა არ უნდა გეთქვა?! და გინდა ეს შევარჩინო?! არავითარ შემთხვევაში! -გიჟივით მიაქროლებდა ზურა მანქანას. ანა კი დამფრთხალი ბაჭიასავით  იჯდა და ხმას ვერ იღებდა.-კიდევ კარგი არ ვუთხარი, რომ ეს ზურამ გააკეთა. ალბად ვერც კი წარმოიდგენს ადამიანი, რომელიც სულ მის გვერდით დგას  და რომელსაც ძმას უწოდებს რა ნაძირალა. შენ ამას ვერასოდეს გაიგებ, მაგრამ ამისთვის მე დავსჯი თან ძალიან მწარედ, სამაგალითოდ, ისე რომ ვერასოდეს ვეღარ  გაბედოს დაუცველ ადამიანზე ექსპერიმენტების ჩატარება.

-ანა მოვედით ეკლესიასთან. ძალიან გთხოვ კარგად დაფიქრდი და გაიხსენე აქ საიდან მოხვდი. ხომ გინდა იმ ნაბიჭვარმა პასუხი აგოს თავის საქციელზე.

-გიო შენზე მეტად ეს მე მინდა, მაგრამ იმ მომენტში ალბად შოკში ვიყავი, არაფერი არ მახსოვს-იცრუა ანამ.

-კარგი. მაშინ ასე გავაკეთოთ.- ამოიოხრა გიომ-მოკლედ ეს ქუჩები ყურადღებით დავათვალიეროთ, იქნებ სახლი მაინც გეცნოს. -ასეც მოიქცნენ. დიდხანს იარეს ქუჩებში. ყველაფერს ყურადღებით ათვალიერებდნენ, მაგრამ ანა დუმდა. მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მაინც ჩაუარა გვერდი იმ სახლს, სადაც ხალიანი ახალგაზრდა ცხოვრობდა.

-გიო, აზრი არა აქვს. სახლში წამიყვანე გთხოვ.-შეევედრა ანა.

-როგორი ტიპი იყო? ან რამე ისეთი იქნებ გაიხსენო რითაც მის მოძებნას შევძლებ. მაგალითად ტატუ ან…

-გიო გგონია იმ დროს მაგაზე დაკვირვების ან ფიქრის თავი მქონდა? რამდენიმე საათი გათიშული ვეგდე და არც კი ვიცი ამ დროს  იქ რა ხდებოდა.

-კარგი, მაპატიე. დამშვიდდი. შენ სახლში წაგიყვან მე კი როგორმე გავარკვევ ამ ამბავს ამ უბანში უამრავი ახლობელი მყავს.

-გთხოვ გიო ამ  საქმეს შეეშვი. ამ ამბის გახსენებას ჩემთვის ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს. შენ ჩემი ძმა ხარ არ მინდა რამეს გიმალავდე და გითხარი. მორჩა დავხუროთ ეს თემა. შევთანხმდით?

-რას ამბობ? გინდა ამ ფაქტზე თვალი დავხუჭო და პასუხი არ მოვთხოვო იმ ნაძირალას?

-თუ ამ ამბავს დავივიწყებ ახალი ცხოვრების დაწყებას უფრო მარტივად შევძლებ. ეს მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება კარგი?

-კარგი. მაგრამ ერთი პირობით. იცოდე, არასოდეს არაფერი დამიმალო. შენ ჩემი და ხარ. მე კი ჩემს დას არავის არ დავაჩაგვრინებ!

-არაფერს დაგიმალავ გიო გპირდები. ახლა სახლში წამიყვანე ძალიან გთხოვ.

- კარგი მე ეკას შევუვლი გადაღებაზე. მერე კი დავითს უნდა დავხვდე აეროპორტში.

-დავითი ვინ არის?

-ჩემი სიძე, ნინოს მეუღლე.

საღამოს ანამ ჩვეულებისამებრ პატარა მართას საბავშვო ბაღში მიაკითხა.

-როგორ ხარ მართა საყვარელო? მოდი ქურთუკი ჩავიცვათ, ქუდი დავიფაროთ და სახლში წავიდეთ. საღამოს კი დიდი, დიდი სიურპრიზი გელოდება.

-ეს სიურპრიზი არ არის. უკვე ვიცი, რომ მამა მოვა და უამრავ საჩუქარს მომიტანს.

-შენ რა ჭკვიანი გოგო ხარ.- ანა და მართა ბაღის ეზოდან გამოვიდნენ. უცებ ანას ვიღაც ტიპმა ჩანთა გამოსტაცა, მართას ხელი ჰკრა და გაიქცა. შეშინებული ანა ატირებულ ბავშვთან მივარდა, წამოაყენა და კარგად დაათვალიერა ხომ არაფერი ტკენია.

-მართა საყვარელო კარგად ხარ? ხომ არაფერი გეტკინა?

-ფეხი მეტკინა. ოღონდ ძალიან არა.

-შეგეშინდა არა ჩემო პრინცესა?

-კი. ჩანთა რომ წაგართვა აღარ დაგიბრუნებს?

-ღმერთო ჩანთა… ჩანთაში ბეჭედი მქონდა. რა სულელი ვარ, უკვე მეორედ დავკარგე.-დანაღვლიანდა ანა. ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და გზა განაგრძო.

-უკაცრავად -მოესმა უცნობი ხმა. ანამ მოიხედა- აიღეთ თქვენი ჩანთა. ნახეთ ხომ ყველაფერი რიგზეა.

-გმადლობთ.- ანამ ჩანთა გახსნა. ყველაფერი ადგილზე დახვდა და დამშვიდდა.-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ?

-ეს ძალიან მარტივია. თქვენი სახელი უნდა მითხრათ და ყავით უნდა გამიმასპინძლდეთ.

-ძალიან ბევრი ხომ არ არის თქვენი მოთხოვნა?-გაუღიმა ანამ.

-გეთანხმებით. ასეთ მომხიბვლელ მანდილოსანთან ერთად ყავის მირთმევა, ეს უკვე დიდი ამბიციაა.

-კარგი, შენი ვალი მექნება, ახლა კი უნდა წავიდე. ნახვამდის და მადლობა კიდევ ერთხელ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა