შენთან ერთად დაბადება
შენთან ერთად დაბადება
შენთან ერთად დაბადება
07 მაისი, 2019 წ.

ბედს  ვეურჩები? - დიახ, მის წინაამღდეგ ვიბრძვი, რადგან ის მიწვევს !.. ხშირად საკუთარ თავს ვეკითხები: ნუთუ, ჩვენ შორის  ომი აღარ უნდა დამთავრდეს?!. მაგრამ, ჩემში არსებული მეორე მე მაინც იცდის, ელოდება  მთელი გულით, როდის დადგება ის წუთი, როცა მე პირველი აღმოვჩნდები  - მაცდურ ბედს კი აღარაფერი ერგება... აი, ეს მისწრაფებები ფუთფუთებდა ჩემს გონებაში, ჩემს არსებაში ყველაზე მეტად ეს ჟინი ფასობდა...

****    ****    ****

გარეთ ქარი ზედმეტად ხმაურობს და ძალას იკრებს!.. დიდმა, მხცოვანმა ჭადრებმა ერთმანეთს უჩურჩულეს და ფოთლებიც შეთანხმებულად აშრიალდნენ... ცას ავხედე! საავდრო,შავი ღრუბლების იქეთ, სადაც შორს ვარსკვლავები ბჟუტავდნენ. ჩუმი და იდუმალი ღამე დამდგარა.

თითქოს ყველა და ყველაფერი სადღაც მიიპარება... რაღაცისგან  თუ ვიღაცისგან სწადიათ, რომ უჩინარნი იყვნენ.

მე არ მეშინია!

ცხოვრების ბნელ ადგილებში ვყოფილვარ, ნებისყოფა საერთოდ ნული მქონია, მაგრამ ხელის  ცეცებით, იდუმალი ინსტიქტებით მაინც წინ წავსულვარ.

ფანჯარასთან მივედი!.. ფეხაკრებით მოიპარა განთიადი. ქარმაც ვნება დაიოკა და ჩაწყნარდა, მშვიდმა სითეთრემ შემოაბიჯა.

გაზაფხულის წვიმიანი და სუსხიანი დილა თენდება. ჰა და ჰა შვიდი საათიც შესრულდება. ოთახს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და ჩემი მძიმე ჩემოდანი ჰოლში გაჭირვებით გავათრიე.

ფრენა ცხრა საათზეა. პირდაპირი ჩარტერული რეისით ლონდონში ჩავფრინდები. იქ მამა დამხვდება. რეგისტრაცია საათნახევრით ადრე უნდა გამევლო. დრო იყო ოჯახის წევრებს დავმშვიდობებოდი. დედა მომიახლოვდა. ამ წუთებს სენტიმენტები მართავდნენ ...

-         ნახავ, იქ კარგად მოეწყობი - თვალებში ღრმად ჩამხედა - დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება! -  ეს რომ მითხრა, ხმაში თრთოლვა შეეპარა,ის სიმხნევე დაკარგა, რაც თავდაპირველად გააჩნდა. განა ვერ ვატყობდი?! იმას არ ამბობდა, რასაც გულის სიღრმეში გრძნობდა.

მოახერხა და ღელვა დაიოკა-მინდა შენს საქმეში საუკეთესო იყო! - ეს მითხრა და  აქ ისევ შეჩერდა - მეტ სათქმელს ვეღარ მოუყარა თავი. ხელი მომხვია და ძლიერად გულში ჩამიკრა.მისი სურნელი ღრმათ შევისუნთქე,  მინდოდა, რაც შეიძლება დიდხანს გამყოლოდა.

-დედა მიყვარხარ.- ვუჩურჩულე მას. ერთმანეთთან განშორება გვიძნელდებოდა, მაგრამ, ალბათ, ცხოვრებაში პირველად, დედის სურვილს დამჯერე ბავშვივით ვემორჩილებოდი და მისგან შორს მივდიოდი .

რამდენიმე ცნობისმოყვარე თვალიც მიმზერდა.

ჩემს მამინაცვალ ლექსოს მივუახლოვდი და ჩავეხუტე.

-ყველას, - დედაჩემისკენ, ჩემი დისკენ და ნათლიასკენ თითი გავიშვირე - ამათ შენ გაბარებ,საყიდლების სია დედას არ ანდო, ზედმეტად მფლანგველია, სჯობს ეს ნიაკომ გააკეთოს - ვურჩიე მას. ყველამ ხმამაღლა გაიცინა.

-არ ხარ ვალდებული წახვიდე. - წამჩურჩულა ნიაკომ.

ნაღვლიანი თვალებით გავხედე :

-აქ რისთვის დავრჩე ? ამით რამე შეიცვლება? ხომ ხედავ, როგრც მსურს ისე არაფერი გამოდის -ეს როგორცკი ვთქვი , ხმა ავიმაღლე:

-ახლა კი, დადგა დრო დამშვიდობებისა, უნდა ვიჩქარო, თორემ დავაგვიანებ, - განვაცხადე მე საზეიმო ხმით. კიდევ ერთხელ სათითაოდ ვაკოცე თითეულს და რეგისტრაციისკენ ავიღე გეზი. შუა გზაც არ მქონდა გავლილი, მაინც მათკენ მივტრიალდი, ადგილიდან არცერთს ფეხი არ მოეცვალა, რაღაცნაირი თვალებით მომჩერებოდნენ.

-წადით, წადით! - ვანიშნე  ხელით და ისევ გზა გავაგრძელე.

****    ****    ****

 

ჰანგები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ჟღერადობს სძენს აქვეა.

ფერები, რომლებიც სიმუქის გამო გვაშინებენ ჩვენ შორის ელვარებს... მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებისეული ფერთა სიმრავლე ხან ერთ დიდ ცისარტყელას წამში ემგვანება. მის მოულოდნელ ამობრწყინებას შევხარით, რადგან სულსა და გულს სითბოთი გვივსებს.

ჩვენ ირგვლივ ყველაფერი მელოდიაზე  აწყობილი რეალობაა. ყველას გაგვაჩნია, ჩვენი, ცხოვრებისეული ნოტები, რომლის ჟღერადობა ერთ დიდ დისბალანსს ქმნის, ხან კი მათი მაღალი, გამაღიზიანებელი ნოტები დისონასს წამში აღწევს.

ახლა, აქ  შუა მოსაცდელ დარბაზში ვდგავარ ზურგჩანთით. ჩემში  არსებულ მელოდიას ვუგდებ ყურს და თავაწეული გასასვლელისკენ ვიმზირები. ისევ ვიღაცას ველი. ვფიქრობ,ტაქსში ჩავჯდე და ისევ უკან წავიდე, თუ რეგისტრაცია დავასრულო.

კედელზე დაკიდებულ უზარმაზარ საათის ისრებს თვალს არ ვაშორებ. ოცდათხუთმეტი წუთი მრჩებოდა გადასაფიქრებლად. პასპორტი ხელში ნერვიულად ავათამაშე და ისევ დროისკენ გავაპარე თვალი.

-შენ გარეშე?-ვეკითხები გულს - საკუთარ თავს ვაიძულებ ამ კითხვას პასუხი გასცეს, მაგრამ ჩემი გონება, თვალები მხოლოდ მთავარ კარზე არიან ორიენტირებულები.

- შენში შემეძლო ყველა მზის სხივის სითბო მომეთავსებინა. ახლა, ამ ქაოსურ ადგილას ვდგავარ, აღარ ვიცი, ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება  მივიღო და აქედან, შენგან შორს წავიდე? თუ აქ დავრჩე? თან არაფრისთვის!..

დაბნეულმა და უპასუხო კითხვებმა მომიცვეს...

ვიცი,ვიცი, ცხოვრებას რუკები არ გააჩნია, სწორ ხაზებს არასდროს გამოკვეთავს.მუდამ გვაიძულებს ჩვენი სურვილების საწინააღმდეგოდ ვიაროთ, თითქმის თვალახვეულებმა.იძულებით ვდგამთ ნაბიჯებს, სანამ ... თავი მაღლა ავწიე და კიდევ  ვინმე ან რამე  აზრებში ზედმეტ ქაოსს შეიტანდა, რეგისტრაციისკენ თითქმის გავიქეცი.

თვითმფრინავის სარკმლიდან უკიდეგანო ცას და ფუმფულა ღრუბლებს თვალს არ ვაშორებ.

ასაკს მისი სიდინჯე და თავდაჯერებულობა მოაქვს. ახლა ჩურჩუტა და მეოცნებე გოგოდ აღარ ვგრძნობ თავს. ყოველთვის მეამბოხე და დაუმორჩილებელ ადამიანად მიმაჩნდა თავი. ყველაფრის მიღება თითქოსდა ერთდროულად მსურდა, მაგრამ არაფერი ისე არ გამოდის, როგორც გვინდა.

დამიჯერეთ, ცხოვრება ჩვენნაირი, ბედთან მებრძოლებისთვის გულღია და დამყოლი არასდროს არის. ერთი გამობრწყინება არაფერს ნიშნავს. არ დაიჯერო, რომ შენ თვალწინ თეთრი ალამი აფრიალდა. მიზეზები მაინც ყველაფერს ცვლის. აქ წამოსვლით ჩვეულ ცხოვრებაზე უარი ვთქვი. ყოველდღიურ რუტინულ რეჟიმს გადავუხვიე და პირად ცხოვრებაში კორექტირება შევიტანე. არჩევანის წინაშე დავდექი: ან დინების წინააღმდეგ უნდა მეცურა, ან მას დავნებებოდი... მე აქ წამოსვლა ავირჩიე !

წინ დიდი დრო იყო, ამიტომ ფიქრებს სადავეები შევუსუსტე და მათ შეძლეს ისევ წარსულში დავებრუნებინე...ის თბილისური საღამო დამიდგა თვალწინ, როცა ტელეფონის ზარმა მაიძულა, კოსპენქტებისთვის თვალი მომეშორებინა და  მეპასუხა.ნომერი იმწამსვე ვიცანი. ორჭოფობის რეჟიმმა ორ წამს გასტანა. მიმაჩნდა, რომ დემე ჩემ მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავებდა: ამას მის ყოველ ნაბიჯზე მისი მკაცრი და მოკლე პასუხები მაგრძნობიებდა. თუმცა, როცა მის უტყვ  და შავად მოელვარე თვალებს წავაწყდებოდი, ჩემში უჩვეულო რამ ხდებოდა. სული საშინლად მიფორიაქდებოდა.დამიჯერეთ, შემდეგ ამ გამოხედვის დავიწყებას კვირეებს ვანდომებდი, რომ რატისთვის თვალი გამესწორებია.

-რა  გინდა?-ვუთხარი ცივად - როგორც კი უპასუხე .

-შეგიძლია ქვევით ჩამოხვიდე? სალაპარაკო მაქვს.შენს სახლთან გელოდები- ეს როგორც კი მითხრა, ჩემს პასუხსაც არ დაელოდა, ისე გათიშა ტელეფონი.. ზუსთად თხუთმეტი წუთი იმაში ფიქრში გავატარე,ჩავსულიყავი თუ არა. ბოლოს მაინც ქურთუკს ვტაცე ხელი  და ქვემოთ კიბეზე ჩავირბინე. ფარები აათამაშა და მეც იქეთკენ ავიღე გეზი. ჩავჯექი თუ არა უკმაყოფილო მზერით შევხედე  და ჯიქურ მივმართე :

- ისევ ნერვები თუ გინდა მომიშალო.არ ღირს. - მგონი დღეისთვის მეტისმეტია.

-რატი სად არის? - მკითხა მშვიდად.

- ქალაქიდან გავიდა. ნათესავის დაკრძალვაზე. დღეს ვეღარ მოახერხებს დაბრუნებას.

-პასუხი ისე გავეცი. მისთვის არც კი შემიხედავს. დრო გადიოდა.ის კი ხმას არ იღებდა. მეც ვიცდიდი მის აზრებს როდის გამოაფრქვევდა.მალულად მისკენ გავიპარე ფრთხილი მზერა. შეკვრთი, როცა მის თვალებს გადავაწყდი.

ერთ მზერას, სულში ჩაწვმდომ მზერას საკმარისზე მეტი შეუძლია,რომ შემდგომში მთელ ცხოვრებას გაუტოლდეს. თავდაყირა დააყენოს ყველაფერ , რაც აქამდე ასე გწამდა და გჯეროდა. თვალს არ ვაშორებდი მას და მის კმაყოფილ გამომეტყველებას ვშიფრავდი. შემეძლო ის ამომეკითხა, რასაც იმ წუთებში ფიქრობდა.

-         წამოდი, გავისეირნოთ - შემომღიმა მან და მანქანა ადგილიდან დაძრა.

ტბასთან დააყენა მანქანა. თვითონ უთქმელად გავიდა.მანქანის წინა ნაწილს მიეყრდნო და სიგარეტი ნებივრად გააბოლა. მე ჯიუტად არ ვიცვლიდი ადგილიდან ფეხს. საკუთარ თავზე მომდიოდა ბრაზი. მოულოდნელად ჩემკენ გამოიხედა, თავი დახარა და ხელით მანიშნა მოდიო. კარი გამოვაღე და მის გვერდზე ავისვეტე. როგორც იქნა შემომხედა. სული კვლავ ამიფორიაქდა და წამში უმართავი გავხდი. სწორედ ახლა, მის გვერდით ძალიან მიჭირდა ამ ბუნდოვან აზრებთან გამკლავება.

ამ  შემოხვედას შეეძლო საკუთარ თავთან ომი გაეჩაღებინა.შემდგომში კი გულში გრძნობები არ  ჩერდებოდნენ, არც ნელდებოდნენ.ასეთ დროს  ჩემს თავს უკან დახევა არ შეეძლო. რაღაცას მახალისებდა და იძულებულს მხდიდა, ჩემდა დამოუკიდებლად მას ავდევნებოდი. ერთმანეთს დაჟინებულ მზერას არ ვაშორებდით.

გული მიჩურჩულებდა, გადამწყვეტი წუთები წიკწიკებდნენ.

მისი თვალები ჩემს დაბნევას განაგრძობდა კვლავ.

სიწითლემ მთელ სახეზე გადამკრა. გოგო  ვიყავი. აღტაცებული და შეყვარებული. იმ წუთებში აღარ ვიცოდი , მეც ბოლომდე გამერისკა, თუ აქედან სასწრაფოდ წავსულიყავი, ნაბიჯს უკან არ ვდგამდი, რადგან გულს ასე სურდა.

ხელის თითებზე მომიალერსა.

გამაცახცახა.( წლების წინანდელ სითბოს, იმ თამბაქოს სუნს ისევ ვგრძნობ)

-არ მეგონამ, თუ შენი პირველივე დანახვისას, ჩემგან დამოუკიდებლად ეს გრძნობა  დაიბადებოდა. მივხდი, შენზე უარს ვერ ვიტყოდი. შევეწინააღმდეგე, მაგრამ ეს მაინც ხდებოდა. ყველაფერი დროის საკითხი იყო. მე მაინც გამუდმებით შენზე ვფიქრობდი.- ეს თქვა და ამოიოხრა. ჩემი გაოცებული თვალები , რომ ვერ დაინახა, შეცბა.

- ხო,  ხო, ამის დედაც! - ხმამაღლა მითხრა მან - იცი რამდენი ბრძოლა მქონია საკუთარ თავთან? მაგრამ, ასე მწარედ არასდროს დავმარცხებულვარ. ახლა კი მეგობრობაზე უარს ვამბობ, პრინციპებზე უარს ვამბობ. ყველაფერს ვუარყოფ, ოღონდ შენს გვერდით ვიყო  ელენა - ამის წარმოთქმისას სახეზე ეტყოფოდა, ტკივილს განიცდიდა. კიდევ უფრო მომიახლოვდა:

- მარტო შენ მჭირდები. - მიჩურჩულა ყურში და ჩამეხუტა. მთელი ოცი წუთი ასე გასუსულებმა გავატარეთ. ერთმანეთში ქარიშხლიანი ბობოქარი ფიქრები თარეშობდნენ.წამჩურჩულა:

-თუ გინდა არსად გაგიშვებ, - მისი ღრმა და უძირო თვალებით მომაჩერდა. სახე წამში სევდიანი გამიხდა, მან კი მითხრა.

- არ მინდოდა შენს და რატის შორის ჩავმდგარიყავი, მაგრამ ამ თამაშმა დამღალა; ხომ ხედავ არაფერი გამოგდით.ვერაფრით ვხსნი, რატომ ხართ ერთად შენ და ის. მინდოდა თქვენ თვალებში რამე მაგიური ამომეკითხა,მაგრამ არაფერი გაგაჩნიათ. გარდა სტატუსისა - წყვილი, რომელიც უფერულია. აი, ჩემი თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. - ეს თქვა და  გაჩერდა.მსურდ მეტი აღარ გაეგრძელებინა. ასე, ჩუმათ, ყოფნა ყველაზე ძვირფასს სძენდა ამ წუთებს.

მაინც ვერ მოითმინა და ცოტა ხნის შემდეგ ისევ მკითხა:

-რაზე ფიქრობ?

-ჩვენზე. - მივუგე ბავშური გულუპყვილობით.

ხელი ჩემკენ წამოიღო და თითები სახეზე ნაზად ჩამომისვა.

-მოდი ამ მომენტით დავტკბეთ, მენდე და ყველაფერი კარგად იქნება. - ეს თქვა და თავზე მაკოცა.

მის მკლავებში გატრუნულს მხოლოდ ერთი აზრი დამებადა:

-არ მაინტერესებდა რა იყო ადრე, ან ხვალ რაღა იქნებოდა. ერთი  რამ დანამდვილებით ვიცოდი, მასთან უნდა ვყოფილიყავი.

ამ გიჟური  გადაწყვეტილებით შევცურეთ, ჰო, ჰო, იმ აზვირთებულ ზღვაში აღმოვჩნდით, რომლის ტალღები  კარგს არაფერს გვიქადდა.

ამ საბედისწერო წუთებში განგებამ ისე გადაგვხლართა ერთმანეთში, რომ ჩვენ ქმედებები სამუდამოდ გვაკავშირებდა ერთურთს.

ერთი კარგი საქმით სხვები ზარალდებოდნენ, სხვისი მოქმედებებით კი ჩვენ გვეტკინებოდა.

****    ****    ****

თვითმფრინავი ჰითროუს აეროპორტში ზუსტ დროს დაეშვა. ბარგის აღებას ველოდი და თან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი,ეგებ ბილისთვის მომეკრა თვალი.

ამასობაში ჩემ დიდ ჩემოდანს გადავწვდი და ბილის ნომერი ავკრიფე.ტერმინალი შეშლოდა , ამიტომ შეხვედრა ავტოსადგომზე დავთქვით. მივდიოდი და თან ხალხს ვაკვირდებოდი:

ისინი ბზუოდნენ , სადღაც მიიჩქაროდნენ, გაცხოველებით საუბრობდნენ , იღიმოდნენ ერთმანეთს ჰაეროვანი კოცნით ემშიდობებოდნენ.

-ეს რიტმი არ მაწყენს. - გავიფიქრე და ჩამეღიმა.

-ჩემო გოგონა.-წამოიყვირა მამამ,როგორც კი დამინახა. ჩემკენ ჩქარი ნაბიჯით გამოემართა და გულში ჩამიკრა.

მამაჩემი.-ბილ რივენჰილი ქალაქ  ბრისტოლში დაიბადა და გაიზარდა.ამავე ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების მთავარი ექიმია.დედაჩემს ლონდონში სწავლისას შეხვდა.ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. არავინ უწყის,ვინ ვერ დათმო უფრო მეტად სამშობლოს სიყვარული. ფაქტია,პრობლემები ვერ მოაგვარეს და მათი ქორწინება ხუთ წელიწადში დასრულდა. დედასთან ერთად მე საქართველოში დავბრუნდი,მაგრამ ჩვენს მამაშ-შვილობას ამით არაფერი დაკლებია,რადგან  ბილისთვის დრო და მანძილი არაფერს ნიშნავდა, ყოვლთვის ახერხებდა წრფელი  სიყვარული გამოეხატა და ჩემი წილი სითბო მიმეღო.

ქალაქი,სადაც დღეიდან უნდა ვიცხოვრო, მთელი მისი მშვენიერებით, რომ ავღწერო დიდ დროს მოვანდომებ,ამიტომ  სჯობს ნაბიჯ-ნაბიჯ გავიცნოთ.

ბრისტოლი ქალაქი საგრაფოა დასავლეთ ინგლისში,ატლანტის ოკეანის შესართავთან-ის ახალ და ძველ ქალაქად იყოფა.

ძველი ქალაქი მდებარეობს მდინარე ეივონის მარჯვენა სანაპიროზე. ხოლო გარეუბნები რედკლიფი და კლიფტონი მარცხენა სანაპიროს შემაღლებაზე:

ჩვენი სახლი Fishponds 119 - შია. ფართო და გრძელ ქუჩაზე ასწლოვანი ხეებია ჩამწკრივებული. აქეთ - იქეთ კი ძველებური, კოპწია და ინგლისური დახვეწილობით გაჯერებული მოწითალო აგურისფერი მშვენიერი სახლები მოსჩანს. ჩემს ოთახში ბარგი შევიტანე და ოთახს თვალი მოვავლე. ყველაფერი გემოვნებით იყო მოწყობილი. ყველაზემეტად ჩემი ყურადღება ტანსაცმლის კარადამ მიიპყრო. მასზე ხელით მოეხატად დიდი და ოქროსფერი შემოდგომის ფოთლები. ბილიმ იცის-შემდგომა ჩემი სულის ზეიმია.

-აი ეს მესმის.- ჩავილაპარაკე აღფთოვანებით და იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი

- უკვე აქ ხარ !-ვუთხარი ჩემს თავს.

აბაზანაში შევედი და ჩემი ჰიგიენის ნივთები თაროზე დავალაგე. სარკეში ჩემს მზერას შევეჩეხე.

უმიზეზოდ არაფერი ხდება. ცხოვრება ახალ ფურცელს თვითნებურად შლის. დროც სათავისოდ ალაგებს სვლებს, შენ კი უნდა იბრძოლო და მას აჰყვე თამაშში. ..ამიტომაც ვიყავი აქ.

-ყველაფერი რიგზეა.-ვუთხარი სარკიდან მომზირალ ჩემს თავს.

დრო იყო ბილისთან ერთად მევახშმა.

დილით ადრე გამეღვიძა. სპორტულად ჩავიცვი და სასეირნოდ გავწიე. ბიძაშვილებმა ჩემი ჩამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ, ამიტომ მათ სახლს ქურდულად ჩაუარე. მინორ როუდისკენ გავუხვიე და ყველაზე დიდი სკვერისკენ ავიღე გეზი. ლამაზი სახლების თვალიერებამ იმდენად გამიტაცა, ვერც კი მივხვდი  როგორ გადავუხვიე ბლექბერი hillზე. როცა შევამჩნიე, რამდენად დავშორდი არსებულ მარშუტს უკვე დიდი გზა მქონდა გავლილი ,ამიტომ ტაქსი გავაჩერე. პარკის განაპირას,, ყველაზე მყუდრო ვერანდიანი კაფე მოვნახე და საუზმე შევუკვეთე.

ყველაზე მეტად სიმშვიდე მსურდა, ღრმად მწამდა, თუკი ყველასთან შორს ვიქნებოდი ეს დამეხმარებოდა. თვალიც არ დამიხამხამებია იმ მომენტში დემე ისე ავირჩიე ახლა კი, ასე შორს, მისი მონატრება ყველაფერს უდრიდა. ამით გამოწვეული ტკივილი გაუსაძლისია, ეს სწორედ იმ მონატრების გამოვლინებაა, რომელიც ძვლებში მტეხს, ჰაერს მისღუდავს და ჩემს გახლეჩას ცდილობს.

ხან ისეთი გრძნობით ვარ შეპყრობილი, რომ მთელი არსებით ვგრძნობ, საკუთარი თავი ხელში როგორ მაკვდება ზედმეტი დარდისგან. მაგრამ... ჩემნაირ ადამიანს ტკივილთან მორიგებაც შეუძლია, შემდგომში კი მასთან ერთად სწავლობს  ცხოვრებას.

ერთი ღრმად ამოვისუნთქე და წვენი მოვსვი...

 

...დემესთან შესახვედრად მივიჩქაროდი. სარკის წინ ვტრიალებდი და ერთი მეორის მიყოლებით ვიცვლიდი ტანსაცმელს.

გარეთ მზე ხარბად ანათებდა.

ქუჩის ბოლოს მელოდა მანქანით. როგორც კი ჩავჯექი მაკოცა .

ისევ ტბაზე ავედით ირგვლივ უამრავი ხალხი იყო, ამიტომ შედარებით წყნარი ადგილი მოვძებნეთ და დავსხედით.

-უი- წამოხტა  უცებ .-მანქანაში რაღაცაები დამრჩა, სჯობს ახლავე მოვიტანო.

უკან მობრუნებულს ხელში ადგილი აღარ ჰქონდა. ყავა და ;სასუსნავები“ მოჰქონდა. ყველაფერი იქვე სკამზე დაალაგა და ფოტოაპარატი მოიმარჯვა.

-უამრავი ფოტო მინდა გადავიღო. შემომცინა მან. მზეზე მისი თვალები უფრო ზღვისფერი და კამკამა გახდა.

-ფოტოების გადაღება ბავშვობიდან მძულს.- დავიჭყანე მე. წამოვხტი და ტბისკენ წავედი .ისიც გამომყვა დამეწია და ხელი მომხვია. ასე განვაგრძეთ გზა.

ტბასთან ხელჩაკიდებულნი ვდგავართ და წყალს თვალს არ ვაშორებთ.

-შენი სითბო მეუცხოვება - ვუთხარი ისე, რომ მისთვის არც კი გამიხედავს.

-მოგიწევს მიეჩვიო - მითხრა მშვიდად.

გავხედე. მისი სათნო თვალები და ღიმილი მიყვარდა.

-ასე იქნება სამუდამოდ.-თავი დააქნია მან-მე რატისთან ყველაფერს დავალაგებ.ამ სახელის ხსენებაზე უსიამოვნოთ გამაჟრჟიალა და შიში გამიკრთა თვალებშში.

დემემ ისევ განაგრძო.

-დაიმახსოვრე, წყნარი და მშვიდი ცხოვრება გვექნება. მინდა, წელს ხელი არ შეიშალო და გამოცდები ჩააბარო, შემდეგ კი ...აქ ისევ ციმციმა სხივები აუთამაშთა თვალებში. მოულოდნელად წელზე ხელი მომხვია და ზურგზე შემიგდო.
-ჰა,ჰა,ჰა, ჩვენი სიცილი ცას სწვდება და ჩვენთან ერთად თავბრუდამხვევათ ტრიალებს სამყარო.

ჩვენ ბედნიერი ვართ!

თუმცა... განგაშს შიში სტეხს.

იცით, ახლა ვფიქრობ რომ ცხოვრების ერთი შანსი გონივრულად ვერცერთმა გამოვიყენეთ. ერთმანეთი არ უნდა აგვერჩია. ამხელა სიახლოვის მიუხედავად ერთმანეთისგან უნდა გავქცეულიყავით. განა არ ვიცოდით,რომ ვაშავებდით?მაგრამ იმ მომენტში არ შეგვეძლო სურვილები დაგვემალა.გრძნობების წინაშე გაგვებრძოლა, ამიტომ ყველაფერს სიყვარულით ვამართლებდით.

უკან, წარსულში დაბრუნებისას  კვლავ ბრაზი კრთის ჩემში და ფიქრებს ვეღარ ვაგრძელებ.
მინდა გულით,გონებით მასთან გავიქცე,-მაგრამ ის ისევ მე მეკუთნის კი?ამ კითხვის დასმის შემდეგ უფრო მეტად არარეალური ხდება ყოველივე ...

წამოვდექი და სახლისკენ გავწიე.

გამოვიცვალე და სამზარეულოში დავიწყე ტრიალი. მინდოდა, რამე მომემზადებინა და ბილი გამეხარებინა.

ჩვენს სამზარეულოს პირველი სართულის ნახევარი უკავია.მისი დიდი ფანჯრები ქუჩას გაჰყურებს. აღმოსავლეთით დიდი რძისფერი შეფერილობის კარადებია განლაგებული. გაზქურა,ნიჟარა და ღუმელი მარჯვნივ არის.როგორც კი ეს კედელი მთავრდება ორ იარუსად ღია თაროებია, მასზე უამრავი ქოთნის ყვავილია შემოწყბილი,ოთახის შუაგულში დიდი ხის მაგიდა დგას,რომლის სკამები ჭილოფისგან არის დაწნული.

ექსპერიმენტების დრო დამდგარიყო. გადავწყვიტე ქათამი პომინდვრის წვენში მომემზადებინა.საბოლოოდ ცოტა უცნაური გამოვიდა,ბილიმ ხათრი არ გამიტეხა გადაწყვიტა გაერისკა კერძის დაგემოვნება.

-არ ხარ ვალდებული ჭამო,-ღიმილი ვერ შევიკავე, როცა მისი ორჭოფული მზერა დავინახე. -გეგმა B-ც მაქვს-ეს ვთქვი და კარადიდან პიცა გამოვიღე.

შევატყვე  ამოისუნთქა.

-სჯობს, პიცა მივირთვათ, შემდგომში კი შენი კერძებიც უკეთესი იქნება-,მითხრა მამამ.

გამეცინა. ბილის საუკეთესო თვისება ის არის, რომ ტაქტიანია.

-დროზე მოვრჩები ჭამას, ფეხბურთი იწყება-ეს თქვა და კიდევ ერთი ნაჭერი პიცა დაიმატა.-მოდი შენც ჩემთან ერთად უგულშემატკივრე.- შემომთავაზა მან.

-ოღონდ ეს არა, იცოდე ვერ დამითანხმებ.- თითი გავაქნიე მე -მირჩევნია მარტო ვისეირნო.

-და მარტო რატომ ელენა?-მკითხა გაოცებით.

გავხედე. ვიცოდი  რა ტექსტებიც დაიწყებოდა.

-აქაური მეგობრები მოინახულე,ჯონათანს დაურეკე,შენს ბიძაშვილებზე რაღას იტყვი?-აღარ მეშვებოდა ბილი.

-არ მინდა . ჯონათანს არ სცალია.- ვიცრუე უსირცხვილოდ- ელისი და  ჩარლი მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ არიან, არც ისეთი უზრდელი ვარ მამა, ისინი არ მომეკიღთხა, ჩარლის ამ საღამოს ველაპარაკე - გაჯავრებით შევხედე მას- თან ... გამოცდები, ულევი მასალა მაქვს სასწავლი.

აღარ ვჩერდებოდი, ალბათ ცოტაც და ავფეთქდებოდი.

-კარგი - უცებვე მომიჭრა ბილიმ და მაცივრიდან ლუდი გამოიღო.

ტელევიზორთან მოკალათდა. მეც სასწრაფოდ ავალაგე მაგიდა და ჩემს ოახში ავედი.

ოც წუთსაც არ გაევლო, კარზე ფრთხილად მომიკაკუნა. შემოვიდა და უხმოდ ჩამოჯდა საწოლზე.

-სახლში მინდა დედასთან. - ვუთხარი პატარა ბავშვივით.

-დამშვიდდი. დედას მალე ნახავ. შენს თავს ხშირად გაუმეორე, რომ აქაურ ცხოვრებას უნდა აუწყო ფეხი.-მირჩია მან. ამოვიოხრე .

-სჯობს დავიძინო.შენ კი ფეხბურთს უყურე. მას ავხედე-ვიცი ყველაფერი უკეთ იქნება.-ეს  ვუთხარი და გავუღიმე.

-შენი საბუთები უნივერსიტეტის კანცელარიაშია. გამოცდებს აგვისტოში ჩააბარებ და როგორც მე და დედაშენი, შენც ქირურგი გამოხვალ.

-ამაზე მეტად არაფერი მსურს მამა.- ჩავილაპარაკე მე.

-აი, ეს უნდა იყოს ცხოვრებისეული კრედო.-ეს მითხრა და თავზე მაკოცა.

როგორც კი მარტო დავრჩი კომოდიდან საძილე აბები ამოვიღე და დავლიე.

თვალები დავხუჭე.

****    ****   ****

 

ბრისტოლის ქუჩებში გაზაფხული მკვეთრად იგრძნობა. ხეთა რიგები თვალისმომჭრელად აყვავილდნენ და ათასი ყვავილის სურნელი ერთიანად იფრქვევა ჰაერში. სიმწვანე ყველგან თვალს გჭრის. მზის სხივები კი სასიამონოდ ლიცლიცებს ჩემს თვალწინ.

საღამოს კი...

ზღვიდან წამოჭრილმა ქარმა წვიმის ღრუბლები მოჰყარა. ცა ჩაიქუფრა და ჩაიძაძა. ნისლისა და წვიმის უწვრილესი წვეთები ერთმანეთში აირივნენ და ტანდემი შექმნეს. სისველემ მიწა მოაცოცხლა და მისგან სასიამოვნო სუნი ამოვარდა.

სადღაც, ცის კიდეზე ელვა დაიკლაკნა, თითქოს ცას წამის ცეცხლის ალი მოედო...

ჩემს ფანჯარასთან ასწლოვან ხეებს გავყურებდი. ქარი მათ მის ნებაზე არწევდა აქეთ-იქეთ მათი ფოთლებიც აჰყოლოდნენ აწყვეტილ ნავარდში. მათ შემყურე მსურდა, ეს ქარი ჩემშიც შემოჭრილიყო და რაღაც ახალი ჩემთვისაც მოეტანა.

წვიმამ თავი გაიგიჟა და მისმა შხაპუნმა არემარე დააყრუა.

ჩემი ახლანდელი ცხოვრება წყნარი და ჩაჩუმებულია.

ჩემ გარშემო რაც ხდება არ მაინტერესებს, მე ჩემებური მისწრაფებები და განცდები გამაჩნია.

საგნებისა თუ გარშემომყოფების მიმართ (ოჯახის წევრებს არ ვგულისხმობ) გრძნობების ნულოვანი გამოვლინება მაქვს.

როდესაც ვინმეს მიმართ მოზღვავებული გრძნობები იჩენს თავს, ეს ნორმალურია. ადამიანებს გვიყვარდება, ვბრაზდებით, წამის მეათედში ეჭვი შეგვაქვს ჩვენივე გადაწყვეტილებაში.

ვშორდებით-თითქოსდა ეს ასეც უნდა მოხდეს...

მაგრამ განწირული გრძნობები ასე მძაფრად რატომ რჩება ჩვენში?

ის მტკივნეულ ადგილს იკავებს და არასდროს ქრება ...

დამიჯერეთ, ყველას გაგვაჩნია მიჩემებული ტრაგედიები, რომელსაც ჩვენი უტყვი ,ხან კი მომღიმარი სახის მიღმა ვმალავთ, გულში კი დარდს ვჩქმალავთ.

იცით რატომ ვდუმართ?

ძნელია შენში არსებული გულისტკივილის გამოძახილი სხვაში იპოვა.მის თვალებში არ ელოდეთ იმ თანაგრძნობის ამოკითხვას,რაც თქვენ ასე გჭირდებათ ,რადგან ცხოვრებაში არის ისეთი რამ, რასაც ვერ გამოხატავ,რადგან ის შენია,მეტად პირადულია.დამიჯერეთ,თქვენი გულის შესახებ, თქვენზე უკეთ არავის უწყის...

ამიტომ,სჯობს გავჩუმდეთ და ცხოვრება განვაგრძოთ.

****    ****    ****

იმის ილუზია არ უნდა გაგვაჩნდეს, რომ ყველაფერზე სწორხაზოვანი და გააზრებული პასუხები გექნება,რადგან გზას,რომელსაც ჩვენთვის ვირჩევთ ყოველთვის იდუმალი და ბუნდოვანია.

ეს გზა არავინ იცის რა აღმოჩნდება-ბილივი,რომელზეც მწვანე ბალახი ბიბინებს,მასზე კი ათასგვარი ლამაზი ყვავილებია მოჩითული, ან გზა, რომელსაც გოლგოთას თუ შეადარებთ.

თითქოს და არჩევანში მუდამ თავისუფლები ვართ  ,დრო, გარემოება,ბედი,აქ ყველა მაინც გამიზნულ სვლებს აკეთებს და შესაფერის ამინდს ქმნის. მაშინ კი,როცა რაღაც ისე ვერ გამოდის,უკვე უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს.შენი არჩევანია და იმითომ! ტკივილის გამო  ვეღარ დაიწუწუნებ... ვალდებული ხარ გზა განაგრძო. ერთადერთი,რაც გონივერ ადამიანს შეუძლია,ეს ბედისწერასთან სულ მცირე კონსესუსი  მიღწევაა...ამიტომ, სანამ არჩევანს გავაკეთებთ ვეცადოთ მთელი გულით,-ნაკლები რამ დაკარგოთ ჩვენი სულიერების წიაღიდან.

ფანჯარასთან მივედი და ჰაერი ღრმად შევისუნთქე.

ქვემო სართულიდან ბილიმ შემომძახა.

-ელენა,წასვლის დროა...

დღეს უფროს რივენჰილებთან მივდივართ სტუმრად.ისინი,აქვე ჩვენი ქუჩის ბოლოში ცხოვრობენ.ფეხით გავუყევით მათი სახლისკენ მიმავალ გზას.

სანამ კართან მივიდოდით, საზეიმო სახე დავიყენე. ბილიმ თვალი ჩამიკრა და ზარიც დარეკა.

გავიცნოთ ჯოზეფის ოჯახი. უფროს რივენჰილად ვიხსენიებ ჯოზეფს, რადგან ის ბილიზე ცხრა წლით უფროსია. თმა საკმაოდ შევერცხლილი აქვს ბიძიას, ინგლისელისთვის დამახასიათებელი ნაკვეთები აქვს, ღრმად ჯამჯდარი თვალებით. სახეზე სანდომიანი ღიმილი როცა გადაურბენდა, იმწუთასვე მის მკაცრ იერს აქარწყლებდა. მისი მეუღლე, ბიცოლა ამელია ოჯახზე გადაყოლილი დიასახლისია.

არასოდეს უმუშავია, რადგან მიჩნია, რომ სამზარეულოს დამხმარე ან ძიძა მას ვერასდროს შეცვლიდა.საკმაოდ მაღალი და ძვალმსხვილია, ჟღალი თმა მოკლეთ შეეიკრიჭა და უკან კოხტად გადაევარცხნა.

ჩემი ბიძაშვილი ჩარლი, უფრო ბილის ჩამოგავს აღნაგობით, ,მასავით მომცრო ტანის არის. მუქი ჩალისფერი თმა აქვს, ლურჯი თვალები. ელისი და მე ერთი წლოვანებისანი ვართ. ის ერთი შეხედვით  ბარბის თოჯინას მოგაგონებდათ - ქერა, გრძელი თმითა და ზღვისფერი თვალებით.მის თვალიერებას რომ მოვრჩი, ვაღიარე, რომ უდაოდ ლამაზი იყო.

როგორც  კი სასტუმრო ოთახში შევაბიჯეთ, ყველანი მე შემომეხვივნენ, მრავალ კითხვაზე პასუხებს ყველანი ერთდროულად მთხოვდნენ. მე დაბნეული ვიღიმებოდი მათი შემხედვარე.

-კაარგით,  გოგოს სული მოათქმევინეთ -  იყვირა ბოლოს ამელიამ - ასე გაგონილა?  ყველა ერთად ყაყანებთ.

-ელენა მიხარია, რომ ერთ ფაკულტეტზე ვიქნებით , დამიჯერე არ ინანებ.-მითხრა ელისმა.

-მთავარია, ყველა გამოცდა ჩავაბარო. უბრალოდ , იქ ძალიან ჩამოვრჩი,- ვუპასუხე ელისს.სიტყვა „იქ“ როგორც კი ვახსენე, ყველამ ერთმანეთს შეთქმულებივით გადახედეს. მოვემზადე მტკივნეული შეკითხვებისთვის , თუმცა ჰოი, საოცრებავ , ელისმა საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.

-კარგია აქ რომ ხარ. გავმხიარულდებით, როცა სწავლა დაიწყება. უამრავი აქტიურობა, წვეულებები,ჰო -აქ წამით შეჩერდა  ელისი- გართობაზე ჯონათანი გამახსენდა ,გუშინ შემხვდა და მე მეწუწუნა , რომ რაც ჩამოხვედი არც კი გინახავს.

შევიშმუშნე,-

-ხო, რაღაც უხერხულად გამომივიდა,სულ სახლში ვარ და ვეღარ შევეხმიანე.

-არაუშავს ელენა, -გაიცინა ელისმა-დავამშვიდე და ვუთხარი, რომ ჩვენც არ გვინახიხარ თვალით.

გემრიელად მივირთვით ვახშამი. შემდეგ ამელიას სუფრის ალაგებაში მივეხმარე; ბილის და ჯოზეფს უკვე ფეხბურთის ქომაგობა გაუჩაღებინათ, ამიტომ ვამჯობინეთ ჩვენ ტერასაზე დაგველია ჩაი.

ჩარლის ტელეფონი აწვრიალდა .

-ელენა მე უნდა წავიდე - მომიბრუნდა ის -ბარში ბიჭებთან ერთად ლუდის დალევას ვაპირებ.დამპირდი, რომ მინახულებ.- გამიღიმა მან. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ჩარლი სახლში შებრუნდა ქურთუკის ასაღებად.

-ელის, ჩემი გულისთვის შენ სახლში ნუ დარჩები, წადი ,გაერთე.- ვუთხარი ელისს.

-არა - თავი გააქნია მან-ეს ბიჭების წვეულებაა.წამოდი დედა ჩაი და ნამცხვარი მოვიტანოთ-.მოუბრუნდა შვილი ამილიას.მე სარწეველა სკამზე დავჯექი და ზევით ვარსკვლავებით მოჭედილ  ცას მივაცქერდი.

-ჩქარა ჩარლ.- ხმამაღლა დაიძახა ვიღაცამ, ისე შემაშინა ამ მოულოდნელმა ხმამ,რომ ფეხზე წამოვიჭერი და იქეთ გავიხედე.მარადმწვანე ბუჩქების მესერს იქ, ვიღაც ბიჭის თავი მოსჩანდა. ამასობაში ჩარლიც გამოვიდა.

-მოვდივარ გილგუდ.-გასძახა მეგობარს. მე მაკოცა და კიბეები ჩაირბინა. ამასობაში ჩაიც მივირთვით, ფეხბურთიც დამთავრდა და სახლისკენ გავწიეთ.

-რას იტყვი? -ალმაცერად გადმოხედა ბილიმ.

-მგონი არაუშავდა, მომეწონა მათთან ყოფნა.- ღრმად ამოვისუნთქე და მამას გავუღიმე.

****    ****    ****

 

ივლისის თვეში  დათბა, მაგრამ წვიმა და ნესტი  მაინც არის.ზაფხულის მიუხედავად, აქ ამინდის უცაბედ ცვალებადობაზე ოკეანის სიახლოვე და კლიმატი ახდენს გავლენას.ამიტომაც  მყარი ქარი და სქელი ნისლი ინგლისის სავიზიტო ბარათია.ნალექების მაქსიმალური  რაოდენობა ზაფხულის მეორე ნახევარში მოდის.

პირველი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე .ამის აღსანიშნავად მამამ სიურპრიზი გამიკეთა. სახლში დაბრუნებულს ლამაზი ქათქათა და ფუმფულა ძაღლი დამხვდა ეზოში.

ჩამეღიმა-ბილის კარგად გაეთვალა, იძულებულს მხვდიდა ,დილით ადრე ავმდგარიყავავი და  ძაღლი სასეირნოდ წამეყვანა, მე კი გარემოსთან მეკონთაქტა.

ძაღლი სუფთა ჯიშის ლაბრადორია. მთლად ლეკვიც არ ეთქმის. საოცრად ჩასუქებული და სასაცილოა. თითქმის ერთი კვირა ისე ცხოვრობდა ჩვენთან,რომ სახელი არ ჰქონდა .მხოლოდ „ჰეი ძაღლოთი“ შემოვიფარგლებოდი,ერთ მომენტში კი „ჰე გრაპა“ დავუძახე და ეს სახელიც შერჩა.ბილიმ არჩევანი დამიწუნა,თუმცა ცხოველი ჩემი იყო და არჩევანშიც ბოლომდე თავისუფალი მეც ვიყავი.

როგორც კი ინათა, საკუთარი თავი ვაიძულე მოვფხიზლებულიყავი, სპორტულად ჩავიცვი და გრაპასთან ერთად eastville Park-ისკენ ავიღე გეზი.ადრე იყო, თუმცა ზაფხულის სითბოს ხალხი წაეხალისებინა და გარეთ გამოფენილიყვნენ.

ღრმად, ხეივანში შევედი. გრაპას საყელური მოვხსენი და ნავარდის უფლება მივეცი.ყურსასმენები გავიკეთე და იქვე ,მოგრძო სკამზე ჩამოვჯექი.ჯერ გრაპას  თამაშს  ვადევნებდი თვალს,ყირაზე გადადიოდა, ხან ჩიტუნებს აფრთხობდა, ხან კი ციყვებს უღრენდა.

ვიჯექი და ისევ სხვა მოგონებებათ ვიქეცი, რომელთან ერთად ვცხოვრობდი...

მაშინ, თბილისში ნათლიას დანახვამ უზომოდ გამახარა.

-შვილო, რამდენი ხანაია აღარ დამნახვებიხარ, სად დამეკარგე? - გულში ჩამიკრა მან. საყვედური ერია მის ხმაში.

-არსად არ დავდივარ. უმეტესად სახლში ჯდომას ვამჯობინებ. - მივუგე მე.

-ელენაორა,- გამომცდელი მზერით შემომხედა და იქვე ჩამოჯდა.- ჩემს ხელში გაიზარდე .ბავშობიდან ასეთი იყავი, უმნიშვნელო წვრილმანსაც კი ზედმეტად განიცდიდი. ძალიან ფაქიზი სული გაქვს.ახლა გიყურებ და მინდა,შემდგარ ქალად გიხილო,ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ პრობლემებს პირისპირ შეხვდე.

-ახლა ამაზე საუბარი არ ღირს.- შევიშმუშნე მე.

-ჩემთან ,მონასტერში, დიდი ხანია აღარ ამოსულხარ .-მითხრა მან.

-მანქანის მართვა ექიმმა ამიკრძალა.-მაშინვე მქონდა პასუხი... მაგრამ მას ვერაფერს გამოაპარებდი.წამში სევდისგან სახე მოეღუშა.

-ელეონორა, - ასე მეძახდა მხოლოდ თვითონ - ადრეც არ ჯდებოდი საჭესთან, თუმცა მთხოვდი მძღოლი გამომეგზავნა. იცი - თავი ჩაღუნა -ადამიანები, რომლებიც ღმერთს ჩამოშორდნენ, უსარგებლო სიცარიელედ იქცნენ. ამ დანაკლის ყველა ნაბიჯზე იგრძნობ, დამიჯერე, ამით გამოწვეული იმედგაცრუება კიდევ უარესად მტკივნვეული იქნება.-ეს თქვა და ღვთისნიერი თვალებით მომაჩერდა მამა შიო.

- ბევრი რამის ახსნა ჩემს ძალებს აღემატება .- ენის ბორძიკით ვუთხარი . -კითხვებზე პასუხები არ მაქვს - მხრები ავიჩეჩე.- არ ვიცი ვინ ვარ ,რა მინდა. - ვიგრძენი ცეცხლად როგორ წამებში ვიქეცი.

- აქ ცდები. - სიმშვიდე მას წამით არ ღალატობდა - ირგვლივ არის პასუხები. მიმოიხედე. განა ყოველიდღე ღვთის არსებობას არ ადასტურებს? ღამეს დღე მოსდევს, ბნელს ნათელი ცვლის. ყველაფერი ღვთის მიერ შექმნილი სასწაულია. ეს მიგვანიშნებს , რომ ღმერთი ჩვენ შორის არის. გაგიჭირდა? შეეგუე , აიტანე, გაუძელი, ქრისტიანმა ყოველი განაცდელი სიხარულად უნდა ჩათვალოს. ასე ვიცდებით ადამიანები. იცი, რომ რწმენის გამოცდას მოთმინება ქმნის? -შემეკითხა ის.

-ზოგჯელ მეტისმეტია.-წავიბურტყუნე და სხვა მხარეს გავიხედე მის მკრთალ თვალებს რომ არ შევჩეხებოდი.

-ნუ მკრეხელობ.-მირჩია მან-მაშინ უფალმა რაღა თქვას? კაცთა მოდგმის ცოდვათა გამოსასყიდად უყოყმანოდ შეუდგა გოლგოთისკენ მიმავალ გზას.იტანჯა, თუმცა სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია,გიფიქრია ამაზე?-ფეხზე წამოდგა.

-შემოდი ნინო.-გასძახა დედაჩემს. დედაჩემის სახე როგორც კი დავლანდე,მივხდი რაღაც შარში ვიყავი.

-რა ხდება?ვინმე რამეს ამიხსნის-?გაოცებული სახით მივაშტერდი ორივეს.

-ახლა რასაც მოისმენ მე გადავწყვიტე, დედაშენი კი დამეთანხმა. –თქვა ნათლიამ.

-საით მიგყავთ, მამაო, საუბარი?თქვენ რა დამცინით?რა გადაწყვეტილება, რა აზრები, რამე განმიმარტეთ .-შევევედრე ბოლოს.

-ყველას არ ეძლევა შანსი უცხოეთში წავიდეს და ისწავლოს.შენ ეს შანსი გაგაჩნია და ამიტომ აქაურობას ცოტა ხნით გაეცლები, მინდა შეიგნო რომ ჯერ 23-წლის ხარ. ახლა უნდა შლიდე ფრთებს. ცხოვრებისგან სიაახლეებს ისრუტავდე.- მითხრა დედამ სხაპასხუპით.

-მე ვცდილობ.- სასოწარკვეთით აღმომხდა.

-სწორედ ეს არის პრობლემა,- წამოიყვირა დედამ.-ამ ყველაფერს სხვებისთვის აკეთებ და არა საკუთარი თავისთვის. თითქოს იღიმები,კმაყოფილი ხარ, მაგრამ შენს ოთახში, როგორც კი მარტო რჩები ისევ მას ელოდები.

-არ წავალ!-როგორღაც ცრემლის გადაყლაპვა მოვახერხე-შეიძლება თქვენი თვალით დანახული ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენია,მაგრამ მე კარგად ვარ-რაც შეიძლება დამაჯერებლად ვთქვი.

-აქ ვერ დაივიწყებ, როცა ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა, ამ ქალაქში არა!-თავი მკაცრად გააქნია დედამ-ის ბიჭი აღარ დაბრუნდება.ნუ ელი, რომ რამე შეიცვლება-ამ დროს დედის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები ისეთი ულმნობელი და მკაცრი იყო.

-არ წავალ!-დარწმუნებით ვთქვი.

-არ წავალ!-დავიყვირე ისევ გონებაში. ამ დროს ვიღაცამ ველოსიპედით ჩამომიშხუილა და მოგონებების ჯაჭვიც გაწყდა.მივიხედ-მოვიხედ,;გრაპა არსად ჩანდა .დავუძახე,მაგრამ ჩემთან არ მოვიდა. სხვა გზა არ მქონდა,უნდა მომეძებნა ნახევარი მილი ისე გავიარე ,ვერსად დავლანდე, ავნერვიულდი და ნაბიჯს ავუჩქარე.

-გრაპა -დავიძახე,გზიდან პატარა ფიჭვნარისკენ გადავუხვიე, და აი, როგორც იქნა დავინახე ვიღაც უცნობს ზედ ახტებოდა და ეთამაშებოდა. ჩემს ძახილს კი ბაიბურშიც არ აგდებდა.

მივუახლოვდი...როგორც იქნა შემამჩნიეს!

-გრაპა თავი რატომ მაძებინე-ვუთხარი წყრომით.ჩავიმუხლე და  საყელური გავუკეთე.

-ე.ი გრაპა ქვია. -მომესმა უცნობის ხმა.წამოვდექი და მას შევხედე. ასე ოცდაათ წლამდე იქნებოდა..მაღალი და გამხდარი .  მეტყველი თვალები თვალშისაცემად უელავდა.

-           კი ასე ჰქვია.-მივუგე მე.

-იცი,-ცნობისმოყვარეობამ იფეთქა მის  თვალებში- პირველად გავიგე, ალკოჰოლური სასმელის სახელი ძაღლს ერქვას.-ჩაიცინა მან.

-ასეც ხდება. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ზურგი ვაქციე.

ორი ნაბიჯით დავშორდი, მაგრამ ძაღლი ადგილიდან არ დაძრულა.ამიტომ მკაცრად ვუბრძანე;

-გრაპა ჩემთან .!

-მგონი თქვენ ძაღლს მოვწონვარ-დაასკვნა უცნობმა .

-ასეა.-შევტრიალდი და თავი დაუქნიე.-ძაღლის საყელურში მოვკიდე ხელი და ძალით დავძარი ადგილიდან. მინდორი გადავჭერით და სკამზე დავჯექი. ამდენი სიხარულისგან სუნთქვა მიჭირდა

გრაპა იქვე სკამის ფეხზე მივაბი.

ჩემ გვერდით  ვიღაც ჩამოჯდა. სათვალე მოვიხსენი და დაკვირვებით მივაჩერდი. ისევ ის ბიჭი იყო.

-კიდევ ერთხელ სალამი.- გამიცინა და ლამაზი კბილები გამოაჩინა.

- გამარჯობა. - მივუგე მეც.

- წეღან ვერ გაგეცანით. მე დევიდი ვარ აქვე ვცხოვრობ. - მითხრა მან.

- მე ელენა ვარ. აქვე ვცხოვრობ.- ცივად მოვუჭერი და სათვალე გავიკეთე.

- მართლა?- გაიკვირვა მან- ადრე ,აქ, არ შემიმჩნევიხარ სასწავლებლად ჩამოხვედი? დაინტერესდა ის.

- უნდა წავიდე.- წამოვდექი მე,- გულში კი გავიფიქრე რომ საშინლად უხეში ვარ.

****    ****    ****

თითქოს ბრისტოლში ყველაფერი დალაგდა და ცხოვრებამ კალაპოტი იპოვა.

მე და მამამ საღამოს ქალაქში გავისეირნეთ.

მშვიდი და მოწესრიგებული ქუჩები, ლამაზი ბაღები, ღია კაფეები, აი, რა იყო თვალშისაცემი ირგვლივ.

ჩვენს ქუჩაზე ყველა ყველას იცნობს, ეს ცოტა გამიკვირდა, სახლში დაბრუნებისთანავე ბილიმ ისევ მთხოვა:

-მოდი, ჩემთან ერთად ფეხბურთს უყურე. ნახევარ ფინალია.- ისე მუდარით მიმზერდა, უთქმელად დავიკავე სავარძელში ადგილი. მალე გახურდა თამაში და აზარტმაც მოიმატა. შეძახილებს არ ვიშურებდით მათ გასამხნევებლად...

თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მამას ვაკოცე და საძინებელში ავედი.

მარტო დარჩენილს ჩემმა დარდებმა ხელი მომხვიეს და გულში ჩამიკრეს.

ნოუთბუქი გავხსენი და ფოტოს დავაცქეროდი. მისი მიხრა-მოხრა დამიდგა თვალწინ. პიტნანარევი თამბაქოს სუნმა ისევ ცხვირის ნესტოში შემიღიტინა.

სურათს ხელი გადაუსვი.

გულს ზვავივით მოასკდა რაღაც, მთელი სხეული გაარღვია...

კადრები, რომლებიც ახლა ჩემს თვალებში ირეკლებოდა ტკივილს მეტ სიმძაფრეს სძენდა და ილუზიური გრძნობა მთელ არსებას ედებოდა.

-ეს დღეები, თვეები, წლები არაფერია! - წავიჩურჩულე.

აბაზანასი მხოლოდ იმიტომ შევედი, რომ არ მინდოდა, ბილის ,ასეთი, ცეცხლად ქცეული ვენახე.

ორივე ხელით პირსაბანს დავეყრდენი -ის მპირდებოდა, რომ ყველა დღე ბედნიერი ვიქნებოდით, მაგრამ მის სიტყვებს ძალა არ ჰქონია. -ცეცხლი ჩემს გულში კი არ ქრებოდა, უარესად ბობოქრობდა.

ვიგრძენი, ჰაერი როგორ ჩაიხუთა ჩემს გარშემო. სხეული დამიმძიმდა... ვცადე და გაჭირვებით მივედი ჩემს საწოლამდე. ბილის ნომერი ავკრიბე.

ყოველთვის, როცა ვფიქრობ რომ ჩემი დარდები დავმალე ,ისევ რაღაც ძალა ყველაფერს თავდაყირა აყენებს და არაფერი გამოდის. სადღაც წავიკითხე, რომ ნოსტრადამუსმა წინასწარმეტყველებების ფურცლები ჰაერში აყარა და ბედს მიანდო მათი ქრონოლოგიურად დალაგება. ალბათ ფიქრობდა, დაე ის მოხდეს, რაც მოსახდენია...

ჩემს ცხოვრებაშიც თითქოს და ანალოგიურად ხდებოდა. ის რაც იწყებოდა აღარ მთავრდებოდა და შემდეგ ყველაფერი ძალიან რთულად აღსაქმელი იყო.

სამყაროში, სადაც არსებობა გვიწევს, ჩვენი დანიშნულება სხვა არაფერია, თუ არა ჩვენ გარშემო გაჩენილი სირთულეების გადალახვა, მაგრამ ეს რამდენად  გამოგვდის ძნელი სათქმელია ,შემდგომში ამიტომაც ემატება ჩვენ ცხოვრებას ზედმეტი დრამატიზმი.

როგორცკი ბილიმ კარი შემოაღო, ჩემს გაფითრებულ მზერას მოჰკრა თვალი.

- დამშვიდდი, მამა  შენთან არის. - ეს მითხრა და კამოდიდან წამლები გამოიღო.

-არაფერია მალე ამიშვებს. -ვუთხარი ქოშინით.მან საწოლთან სავარძელი მოაჩოჩა და დაჯდა.

- საკუთარი ფიქრები გაგანადგურებს ელენა. -ჩაილაპარაკა ბრაზით.

-არა მამა, ჩემი გული მანადგურებს. -წავიჩურჩულე მე

-ოპერაციას საშობაოდ ხომ გაიკეთებ?- მკითხა ნაღვლიანი თვალებით. სანამ სუნთქვა მშვიდი და თანაბარი არ გამიხდა არაფერი ვთქვი.

-მამა ოპერაციას გავიკეთებ. ჩემთვის, შენთვის, დედასთვის.

ყველანი ექიმი ვართ, და ვიცით რომ სასიკვდილო არაფერი მჭირს.

ეს ვთქვი და გავჩერდი.

-ელენა, შეიძლება ძველ ამბებზე მშვიდად, მამაშვილურად ვისაუბროთ?

მკითხა და ფრთხილი მზერა ჩემსკენ გამოაპარა.

თავი დავიქნიე.

-რატომ არ ცდილობ ის დაივიწყო ,ვინც ტკივილს გაყენებს? -ეს მკითხა და თვალი თვალში გამიყარა.

-შენი მხრიდან ამაზე საუბარი იოლია, რადგან მე მიმატოვეს და არა შენ... - ვუპასუხე.

-ვერ მოახერხებ, თუკი ყველა იმ აზრს, რაც თავში მოგივა

თავიდანვე დასამარცხებლად გაწირავ. მიზეზებს რატომ არ ეძებ?

ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედე.... შენი პრობლემა მარტოობაა, ყველას და ყველაფერს გაურბიხარ. -აქ  შეჩერდა და მომაჩერდა.

-მამა, ბიჭს თუ გულისხმობ არ მიფიქრია. რა შევთავაზო? ანდა მან რა უნდა აირჩიოს? -გავჯავრდი მე.

-მე გრძნობებზე გესაუბრები.- დამიზუსტა მან.

-მე უკვე ერთხელ მქონდა გრძნობა და მიტოვებული აღმოვჩნდი.- ჩავილაპარაკე ჩემთვის.

-გრძნობა რომლის გააზრება ვერც კი მოასწრო? თქვენი ურთიერთობა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. - უკმაყოფილება ერია ბილის ხმაში.

-მამა არ ღირს.- ვურჩიე მე.

- კი ღირს. -მითხრა მკაცრად. -შენ გონია ის დიდი ძალა ბოლომდე გაიაზრე? რაც სიყვარულს შეუძლია შემოგთავაზოს?

-არა , ვერც კი მოვასწარი .-დანანებით დააქნია თავი-  არადა რამდენი რამის მოცემა შეუძლია მას ,მთელი ცხოვრება ვერ ამოწურავ. ერთს გეტყვი -თავი დამიქნია მან - ისევ გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ვინმე და მასთან გატარებული დროის მიხედვით ბევრ რამეს გადააფასებ. კითხვებზე პასუხებს  მიიღებ.

-კიდევ ერთი სილის გაწვნა? -ჩამეცინა მე

-ვერაფეს ხვდები პატარა გოგოვ? -მანაც ჩაიცინა -იმედია ამას სიბრაზე გალაპარაკებს. ძველი წამში დასრულდება და მერე იცი, მარტოობა როგორ მოგბეზრდება ?შენი გული თავისით მოგთხოვს ახალს. მთავარია, ამისთვის მზად იყო.

შემაჟრჟოლა.

-ცხოვრება გსურს ეს თუ არა  სურვილებს აცოცხლებს. - არ ჩერდებოდა  ბილი.

მერე კი შეგიყვარდება სწრაფად და უეცრად.- წაიღიღინა მან.

მეც სიცილი ამიტყდა მისი შემხედვარე.

-რატომ იცინი ელენა? ამაში უცნაური არაფერია.-

- მეც არ ვიცი მამა, იცი შენმა სიტყვებმა გულის სიღრმეში დამაფიქრა, მაგრამ გული ხომ იცნობდა მაშინ?-კითხვა დავსვი და მას მივაჩერდი.

-იცნობს შვილო, იცნობს, - ჩაილპარაკა მან - ის დაგავიწყებს , ამ ლამაზ თვალებს ის გაგიბრწყინებს.- თქვა და თავზე ხელი გადამისვა.

-მამა- ჩავიფხუკუნე მე.-მგონი ოცნებებში წახვედი.

-მიხარია რომ გაგაცინე.- თვალები უბრწყინავდა მას.

-წადი ახლა დაიძინე ,მე კარგად ვარ.-ვურჩიე მას.

-როცა შენ დაიძინებ მერე წავალ -ეს თქვა და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა.

თვალები მისით მომელულა. არც კი მახსოვს ბოლოს აბების გარეშე როდის მოვახერხე დაძინება.

-მამა!-გავძახე თვალებ დახუჭულმა- იცი, შენი საუბრები მეხმარება,ამის გამო მადლიერი ვარ.

-ვიცი ელენა. ახლა კი მშვიდად დაიძინე.-მითხრა თბილი ხმით.

****    ****    ****

 

 

ვფიქრობ, რომ მე დიდ ბედნიერებაზე მქონდა პრეტენზია! მივიჩნევდი, რომ ეს მერგებოდა  და აუცილებლად მივიღებდი და უცებ...იმედები გამიცრუეს! ასე უბრალოდ,მე ის დავკარგე და მასთან ერთად ყველაფერი, ერთად აღებული გაქრა; ბედნიერებით გამოწვეული აღმაფრენა, სურვილები,მისწრაფებები.მე კი, ძლიერი ვიყავი თუ უძლური დანაკარგის ატანა მიწევდა.ზოგისთვის მოგონებები განძია,რომლის გახსენებისას თავს ბედნიერად და ჰარმონიულად  გძნობს,ზოგს კი წარსული ცხოვრებისგან შემორჩენილი ფრანგმენტები უმძაფრებს ტკივილს.დამიჯერეთ,წარსულს მისი საზომი გააჩნია.

ბედნიერ დღეთა აფეთქების შემდეგ,წამში კანონზომიერება დაირღვა და ირგვლივ სიბნელემ დაისადგურა.მხრებზე მხოლოდ ტვირთი შემრჩა.

-მინდა მოგძებნო,მაგრამ არსად ხარ.მიყვარხარ,თუმცა ეს სიყვარულიც უპასუხოა .ყველაფერი მენანება რაც კი იყო,მაგრამ ვერაფერს ვცვლი.ამ დროს სისასტიკე და ბოღმა ისევ კრთის ჩემში და ისევ ცეცხლად ვიქცევი...

ზაფხულში რასაც ვაფასებ ღამეა.ჰაერი ჩახუთული და მძიმეა,ამიტომ ფანჯარასთან მივედი.ყური მივუგდე ჭრიჭინების ხმას, ფარვანები აქეთ-იქეთ ხეტიალს მივადევნე თვალი.

ცას ავხედე.მთვარე  ძლიერ სისხლისფრად ელვარებდა და ცაზე  გართხმულიყო, დიადი და გულზვიადი მოსჩადა,თვალი ვერ მოვწყვეტე  მის სილამაზეს.

უძილობა ვარჩიე, რადგან სიზმრები არ ცდებოდნენ , ძილში იმას მიბრუნებდნენ,რაც გონების წიაღში არსებობდა   და დავიწყებული კადრები ბუმერანგივით ბრუნდებოდა;.

შემოდგომის ფოთლებს ქარი მის ნებაზე აცეკვებს...

მიახლოვდება და  თავზე მკოცნის...

სულ აქვე,ჩემს ყურთა ჩურჩულებს:ახლა ხომ წვიმს,ახლა ხომ ქარია..

,მთელი ღამე სავარძელში გავატარე,როგორც კი ინათა  შხაპი მივიღე,მადიანად ვისაუზმე და გრაპა სასეირნოს წავიყვანე. დავბრუბდი თუ არა ბაღში გავედი,ყვავილებისთვის ბალახი უნდა გამომეხილა,თორემ გაზრდაში ხელს უშლიდა.

ჩემმა მობილურმა დაიწრიპინა.ელისი,უნივერსიტეტის ეზოში ფეხბურთის მატჩზე მეპატიჟებოდა.უამრავი ხალხის ხმა ისმოდა.

-ელის მე რაღაც საქმეები მაქვს  ,შენ მატჩს დაესწარი.მერე გამომიარე,მაღაზიებში გავიაროთ და გრეის კაფეში ვისადილოთ.-შევთავაზე  მე. არაფრით მომეშვა სანამ არ დამითანხმა.

ჯინსის შორტი ამოვიცვი.მალინისფერი  ჩაღილული პერანგი ჩავიცვი და წავედი.

თამაში უკვე დაწყებული იყო.ერთ-ერთი ფლანგიდან ელისმა დამიქნია ხელი და მეც მისკენ გავეშურე.ოცი წუთი გავიდა.საშინლად მომბეზრდა წინ ცქერა,ამიტომ ყურსასმენი გავიკეთე და მუსიკა ჩავრთე.რას ვუსმენ?sleeping at last-chasing cars.

ჩემს ცხოვრებას რაც უფრო ვუღმავდებოდი

ვხვდები, რომ ჩემს შემთხვევაში ბედისწერა პუნქტუაციურ ნიშნებს თვითვებურად და გამაღიზიანებლად სვამდა.ყველაფრის მიღმა მინდოდა ვყოფილიყავი,მაგრამ მაინც მის ეპიცენტრში ვტრიალებდი .თითქოსდა ყველაფერი მე მბრალდებოდა და აურზაურის შემქმნელიც მე გამოვდიოდი,ბედისწერა კი ჩრდილიდან იმზირებოდა.

-გამოფხიზლდი.- ხელი გამკრა ელისმა.

-დამთავრდა?-ვიკითხე მე.

-ჯერ თხუთმეტი წუთი დარჩა.-მომესმა ხმა,რომელიც აშკარად ელისს არ ეკუთვნოდა.ჩემსზურგს უკან მივიხედე.

-დევის გამარჯობა-მიესალმა ელისი-და ისევ წინ განაგრძო  ყურება. მე ხმა არ ამომიღია,დაჟინებით ვუმზერდი,ვფიქრობდი საიდან მეცნობოდა ეს ადამიანი.

ამასობაში უცნობმა ჩემი სახელი  წარმოთქვა.

-შენ ელენას იცნობ?-ისევ მიტრიალდა ელისი გაოცებული მზერით მისკენ.

ბიჭმა მე შემომხედა და უხერხულად გაიღიმა.ოჰ,რა თქმა უნდა ღიმილმა ყველაფერი შეცვალა.

-კი ვიცნობ,ამ რამდენიმე ხნის წინ,პარკში გრაპას სიმპატია დაიმსახურა  და ერთმანეთიც იქ გავიცანით.-ვუთხარი ელისს.

ძალიანაც კარგი.-თქვა ელისმა-ჩარლის მეგობარია დევიდი,ეს კი- ჩემსკენ გამოიშვირა ხელი-ჩვენი ბიძაშვილია.

-მართლა?- მას აშკარად გაუკვირდა ჩვენი ნათესაური კავშირი.

-მართლა.-თავი დავუქნიე მე.

ჩემმა მოთმინებამ კიდევ რამდენიმე წუთს გასტანა,მერე კი ელის ვუჩურჩულე:

-მე აქიდან წავალ,ხმაურმა თავი ამატკია. პარკში სკამზე დაგელოდები,თამაში მორჩება თუ არა ,იქ მოდი.

-არ გაიპარო.-მომაძახა მან და  ისევ თამაშზე  გადაერთო.

სკამზე დავჯექი თუ არა ამოვისუნთქე...ახალგაცნობილის სახის აღქმა დავიწყე.რაღაც მაკვირვებდა მასში...საოცრად მსუბუქი ღიმილი ჰქონდა,მექმნებოდა შთაბეჭდილება,რომ ცხოვრებას მასზე კარგის მეტი არაფერი კვალი არ დაეჩინა...მივხვდი,მისი სიმსუბუქე შემხარბებია თურმე...

-ყავა თავის ტკივილს გაგიყუჩებს.-ხმა, რომელიც მომესმა უკვე ნაცნობი იყო ჩემთვის.ყავას არ ვსვამდი,მაგრამ უზრდელურად რომ არ გამომსვლოდა,გამოვართვი და მადლობა გადავუხადე.

ორივენი ვდუმდით.უხერხული სიტვუაცია შექმნილიყო,არც ისე დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით,რომ ჩვენს შორის დიალოგი შემდგარიყო...მაგრამ, ჰოი საოცრებავ.

-გაკვირდებოდი და ერთი კითხვა დამებადა,ნუთუ შენს ირგვლივ არავინ და არაფერი გაინტერესებს?-ეს კითხვა დამისვა და მოლოდინით აღსავსე  თვალებით მომაჩერდა.

გამეცინა,ისე დამაჯერებლად ელოდა ჩემგან  პასუხს, თითქოს დარწმუნებული იყო,რომ მასთან გულწრფელი ვიქნებოდი.

-ადამიანების შეცნობა გიყვარს?-ვკითხე მას.

-კი ასეა.-მითხრა ამაყად.

-მართალი გითხრა მეც გამაჩნია ინტერესთა სფერო.უმნიშვნელო რაღაცეებზე დროს აღარ ვხარჯავ.ჩემი სამყარო მაქვს ,სადაც   თავს კომფორტულად ვგრძნობ.არც ის მომწონს,როცა ვიღაც-ვიღაცეები ჩემს ცხოვრებაში ხელს აფათურებენ.ჩემი დევიზი მარტივია,ვიყო ჩემთვის და სხვისი ცხოვრებით არ დავინტერესდე..-ჩემი მონოლოგი დავამთავრე და კმაყოფილი სახით გავხედე,მინდოდა  მიმხვდარიყო,რომ ზედმეტად ცნობისმოყვარე  ადამიანები გულზე არ მეხატებოდნენ.

-გაკვირვება ვერ დავმალე,როდესაც გავიგე ,რომ რივენჰილების ნათესავი აღმოჩნდი ,შენზე ბევრი რამ მსმენია ,- შემომხედა და წარბი  ზევით ასწია ეშმაკურად.

-მაინც რა გსმენია?-ჩავეკითხე მე.აშკარად არ მომეწონა მისი ტონი.თვალები ამენთო და დავიძაბე.მასაც არ გამოპარვია ჩემი აღელვება.

-ნუთუ რამე  გაქვს დასამალი?-გაიღიმა და გამომცდელად დამიწყო მზერა.

-რა სისულელეა,-გავიცინე ხმამაღლა.-არაფერსაც არ ვმალავ.

-ამბობდნენ,რომ ლამაზ ბიძაშვილს ელოდნენ სხვა ქვეყნიდან,რომელიც აქ უნდა გადმოსულიყო საცხოვრებლად.-მისმა ბოლო სიტყვებმა დამამშვიდა და ამოვისუნთქე.

-მექალთანე ბიჭის ხრიკები,დამახასიათებელი მოქმედებებით.-გავიფიქრე და ღიმილი ძვლივს შევიკავე.ხმამაღლა კი ეს ვკითხე:

-კომპლიმენტები არის შენი ტაქტიკა?

-შენ ასე თვლი?-კითხვა დამიბრუნა მან.

-ასეთი შთაბჭდილების ქვეშ ვარ.-თვალები დავატრიალე  მე.ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა,მადლობა გადავუხადე ელის, რომ ეს უსიამოვნო საუბარი აქ შეწყდებოდა,მაგრამ იმედი გამიცრუვდა,რადგან ელისსის ნაცვლად ჯონათანი მომესალმა,ჩემი ბავშვობის მეგობარი.აინტერესებდა დღეს საღამოს თუ მეცალა,ვახშამზე მეპატიჟებოდა.ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი,რომ მთელი დღე ელისის განკარგულებაში ვიყავი,ამიტომ შეხვედრა მომავალ სამშაბათს დავთქვით.როგორც კი  საუბარი დავასრულე ცნობისმოყვარე ბიჭმა კიდევ ერთი გამაღიზიანელი კითხვა დასვა:

-შენი შეყვარებული იყო?- მომაჩერდა ის.

-არა-თითქმის წამოვიყვირე მე და სიცილი ამიტყდა-არ გეჩვენება ,რომ ძალიან ბევრ კითხვას სვამ? ცოტაც და  წყობიდან გამოვალ.-ვუთხარი მას.

-კარგი.შენი გაბრაზება არ მინდოდა.-ხელები ასწია მან.-უბრალოდ დამაინტერესე.-ჩაილაპარაკა მისთვის.

-ვატყობ თავი უფრო ამტკივდა.-ვთქვი მე და სხვა მხარეს დავიწყე მზერა..და აი როგორც იქნა ელისი  დავინახე ჩემსკენ მომავალი.ფეხზე  ავდექიდა. დევიდს დავემშვიდობე.ორი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული ,დამიძახა:

-არ გეგონოს,ყოველთვის ასეთი აბეზარი ვიყო.-გამიღიმა და ხელი დამიქნია.ამოვიოხრე და გზა განვაგძე.

სახლში არაქათ გამოცლილი დავბრუნდი.ელის ერთი მაღაზიაც არ დაუტოვებია ,რომ არ შეევლო.როგორც კი მოსაღამოვდა ცა ჩაიქუფრა და უჩვეულოდ ადრე ჩამობნელდა ,ფანჯრის მინებზე წვიმის  წვეთების   წკაპა-წკუპი  გაისმა.მაინც აჯობა ავდარმა დარს.-გავიფიქრე მე და  ფანჯრები მოვხურე.სამზარეულოში განვაგრძე ფუსფუსი.ინსტიქტურად ვჭრიდი ბოსტნეულს,ფიქრების კი შორს ვიყავი.ვახშამი მოვამზადე. ბილიმ დამირეკა,დღეს კლინიკაში უწევდა დარჩენა .პირველ სართულზე შუქები ჩავაქრე და ჩემს ოთახში ავედი.კარი მჭიდროდ მივხურე და საწოლზე ჩამოვჯექი.

მე  ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე.

გონებამ ყველაფერი შეისრუტა.

გულმა ტკივილიც იგრძნო.

ყველაფერი  მძულდა ,რაც დემესთნ მაშორებდა.მე ბრმა აღმოვჩდი,რომელმაც აღარ იცოდა საით ან  რისთვის მიდიოდა,მაგრამ ამ წყვდიადში, მაინც ჯიუტად, წინ მივიწევდი ხელის ფათურით,თითქოსდა ისევ ვიღაციკენ  თუ  რაღაცისკენ.

ფანჯარასთან მივედი და ჰაერი ღრმად შევისუნთქე. დაძინება მსურდა...თუმცა დავიწყებული სახეები ისევ დაბრუნდნენ,ფერგადასული მოგონებები ისევ  ამოძრავდნენ.

ტელეფონმა დარეკა.ნათლიას ხმა შევიცანი.

-შვილო,ვიცი თქვენთან გვიანია,მაგრამ სასწრაფოდ უნდა დამერეკა.-მითხრა მან.

-ხომ მშვიდობა გაქვთ?-დავიძაბე პასუხის მოლოდინში. და ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე,თუ რა შეიძლება მომხდარიყო.

-,ჩემთან,მონასტერში რატი ამოვიდა-ეს მითხრა და პაუზა გააკეთა,რომ არაფერი ვთქვი ,ისევ გააგრძელა.-ისეთ დღეშია ვერ  იცნობ,განადგურებულია.გამუდმებით იმეორებს,რომ შენთან საუბარი უნდა.ვთხოვ ,რომ აქ დარჩეს,მაგრამ უარს მეუბნება.გამუდმებით შენს ხსენებაშია.

გასუსული ვუსმენდი.ვიგრძენი როგორ ერთიანად  დამეჭიმა ყველა ნაკვთი,პირი გამიშრა და ოთახმა ტორტმანი დაიწყო.

-ელეონორა.-რამდენჯერმე ჩამძახა ნათლიან და ამ ხმამ ისევ რეალობაში დამაბრუნა.

-საცოდავი.-აღმომხდა უნებურად.

-დაელაპარაკები?-მკითხა მამაომ.ათი წუთი ვდუმდიდა ბოლოს ვუთხარი:

-ახლა ვერაფრით ვისაუბრებ მასთან.რადაც არ უნდა დაგიჯდეს, დაითანხმე  რომ დარჩეს.უთხარი,აუცილებლად ვინახულებ,უბრალოდ ცოტა მაცადოს.

-კარგი.-დანანებით მითხრა მამაომ.

-გამიგე ,რაღაცეები უნდა გავიაზრო, თუკი    დარჩება, შევემზადები და  ჩემით დავურეკავ.ეცადე გვერდიდან არ მოიშორო.-ეს ვუთხარი მას და ტელეფონი გავთიშე...

არასდროს დაავიწყდება ჩემს გონებას,ის სცენა ,როდესაც,   მას ,ჩემგან მიტოვებულ რატის შევხვდი.მძულვარე და ამღვრეული თვალებით მიმზერდა.ჩემგან ახსნა-განმარტებებს ითხოვდა,მაგრამ მე არაფრის თავი არ მქონდა..ყოველი მისი ნათქვამი სიტყვა აუტანელ ტანჯვას  მაყენებდა როგორც იქნა სიტყვების კორიანტელს მორჩა და დადუმდა..დემე ჩემს გვერდით არ იყო ,რომ დავეცავი.

ტირილი და ბოდიშობა არ დამიწყია,ჩემს გადაწყვეტილებაზე ასი პროცენტით ვაგებდი პასუხს.თვალებში გაბედულად ვუყურებდი.მის  საყვედურით აღსავსე მზერას ვეღარ გავუძელი და ვიყვირე;

-ხო,ხო,.პირველივე დანახვისას შემიყვარდა.ვერც ერთი ვერაფერს გავაწყობდით ,რადგან ეს ბედისწერა იყო.არცერთს არ გვითხოვია ასეთი ცხოვრება,მაგრამ ნახე რა დღეში ვართ .ფიქრობ ,რომ ამ ყველაფრის ღირსი ვარ ხომ?-თვალები დავაბრიალე მე.-რაც გინდა ის იფიქრე,არაფერი მაინტერესებს.შეგიძლია შემიძულო.-შევთავაზე მე.

თავი გააქნია,თითქოსდა უნდოდა,ცუდი აზრები გონებიდან ამოეგდო და აზრები გაეკონტროლებინა.

-რაღა  უნდა გისურვო ამაზე მეტი.მის გარეშე   მოგიწევს ცხოვრება,აი შენი სასჯელი.-ეს მითხრა და ზურგი შემაქცია.ფანჯარაში დაიწყო ცქერა და ისევ განაგრძო,-სხვებისთვის შეიძლება მოღალატე იყოთ ორივე,მაგრამ  მე ბევრ რამეს ვხვდები.შენ  არასდროს შემოგიხედავს ჩემთვის ისე,როგორც მას უყურებდი...ამის დედაც,-ლარნაკი აიღო და კედელს შეალეწა.

-მიდი, დალეწე ყველაფერი,მოღალატე მიწოდე,გამლანძღე,მაგრამ  მე შენთვის არასდროს მითქვამს, რომ მიყვარდი.-ვუთხარი მშვიდად.

-მართალია,- დამეთანხმა ის.-თუმცა არც გვერდიდან მიშორებდი,სულ ერთად ვიყავით,მაინც წყვილი გვერქვა-ეს თქვა და მომაჩერდა.

-რაც გინდა ჩემზე ის თქვი,მას კი არ შეეხო.კაცურად მოვიდა და სიმართლე გითხრა,არადა შეგვეძლო, ტყვილშიც გვერცხოვრა,მაგრამ ეს არ გავაკეთეთ.

ხმა არ ამოუღია.ცოტა ხნის შემდეგ  წამოდგა და კარისკენ წავიდა.სანამ გავიდოდა მომიბრუნდა:

-ჩვენ ,ორნი,-ხელი გულზე დაიდო,-ჯოჯოხეთში დავრჩით,დემნა კი წავიდა...არადა როგორ მიყვარდი.-წაიდუდუნა ბოლო სიტყვები და კარი გაიჯახუნა.

ის სრულებით მართალი იყო, ჩვენი ჯოჯოხეთი დამდგარიყო.შეცდომებზე ჩვენი წილი პასუხები უნდა გვეგო...მას შემდეგ აღარ მინახავს.ჩემი დისგან ვგებულობდი, რომ სვამდა,ცოტა ხნის შემდეგ უკეთესი დასამშვიდებელი მოუძებნა  საკუთარ თავს-ნარკომანი გახდა.მინდოდა ამ ყველაფრისგან დამეხსნა,მაგრამ მასთან მიკარების მეშინოდა,თავს უფლებას ვერ ვაძლევდი, რომ მის ცხოვრებაში ჩავრეულიყავი.

ახლა კი, ისიც განადგურებული იყო და მეც მასთან ერთად. ორივენი იმისთვის ვისჯებოდით, რომ მეტი და მეტი გვინდოდა ცხოვრებისგან...

 

 

 

 

-

 

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა