ვალენტინის სისხლიანი სარკე
ვალენტინის სისხლიანი სარკე
ვალენტინის სისხლიანი სარკე
04 მაისი, 2019 წ.

 

თავი 1

კვერცხიდან დაბადება

 

თვალები გავახილე, მკლავი უკან გავწიე და უცნაური ხმა მომესმა, ყურში ლეიმერი ჩამჩურჩულებდა. მეუბნებოდა,  რომ სფეროში მეძინა 8 საათი და დრო მოსულიყო მისი კედლები  გამერღვია. სწრაფად ვიქნევდი ხელებს  და  და კვერცხიც გატყდა. მისგან გამოვედი და უსახურ მიწაზე დავეცი. ხრიოკი იყო ეს მიწა, მხოლოდ სუკულენტები ხარობდნენ მასზე. იყო გვალვა                                                                                                                                                                    და იყო ნათელი.                                                                                                                                                       და ვიხილე ლეიმერი. ის წყლის დოქით ხელში მოვიდა ჩემთან და ჭრილობები დამიამა, ჭრილობები, რომლებიც სფეროს  უხეშმა  ნატეხებმა მომაყენეს. დაუვიწყარი იყო ეს გრძნობა. მე ხელახლა ვიშვი. ვგრძნობდი, ახალი ცხოვრება მელოდა წინ, მაგრამ რამდენიმე საათი ისევ  ამ  ადგილას უნდა დავყოვნებულიყავი, ლეიმერმა  ხომ  ესე მითხრა.                                                                                    ლეიმერი შავკანიანი იყო. არ არსებობდა რამე მასზე უფრო შავი. ის ჩემთან ერთად გადმოვიდა გიგანტური სფეროს ნაჭუჭიდან. მე  არაფერი მახსოვდა, გარდა სამი მოვლენისა:                                                                                                                                                ლეიმერი 1988 წელი.                                                                                                                                    ქალაქი ბოინი მე-20 საუკუნე.                                                                                                                             თივის ნაყენი, პროფესორი ლიკიტინსკი.                                                                                                       ლეიმერი გაურკვეველ ენაზე მეტყველებდა, რამდენადაც უჩვეულო არ უნდა იყოს ეს მისახვედრი იყო ჩემთვის.  მისი ტუჩის მოძრაობებს, ხროტინა ბგერებს ინგლისურ სიტყვებს ვამსგავსებდი. როგორც გავიგე, ვინმე ოდიეპოსზე მიყვებოდა. „ ოდიეპოსმა სერონი იხილა,  დიდებულია  ყოველი  სიტყვა, რაც მისი პირიდან გამოდის. მხოლოდ ჰურუსს როდი შეეძლო მისი  სახლი ენახა,  ტრაპეზზე  მასთან ერთად მსხდარიყო, ეს ოდიეპოსმაც შეძლო.  ოდიეპოსიც კვერცხისგან იშვა“.                                                                                                                                                                                   შავი  ღრუბლები   ქარმა მიმოფანტა და ლეიმერმაც მითხრა: -  უკვე წასვლის დროა. მას უნდა ეჩვენებინა ამ  უცნაური ადგილის ყველაზე ნათელი  წერტილი. მითხრა,  მიმიყვანდა ზონამდე, რომლის იქეთაც  არ არსებობს  სივრცე და უკან მოხედვით შემეძლება ყველაფერი დავინახო როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად, მათ შორის  ადამიანური სამყაროს წვრილმანებიც  კი. თანდათან ლეიმერის ნათქვამებს უფრო ვიგებდი, თუმცა გააზრებამდე ჯერ კიდევ საკმაო მანძილით ვიყავი შორს. გზამ ძალიან  დამღალა. მზე   მწარედ  აცხუნებდა და წვიმისაგან დანამული ქვიშა გაცხელებულიყო. ლეიმერს ვთხოვე შეგვესვენა, მან  კი უარი მითხრა. ხელში ამიყვანა და ოაზისამდე   ასე  მატარა. ფეხები ძალიან მეწვოდა, თუმცა თავს წუწუნის უფლებას  არ  ვაძლევდი,  ვიცოდი,  რომ ლეიმერს  ჩემზე მეტად ჰქონდა დაზიანებული ტერფის გულები. ბევრი შეკითხვა არ მოსწონდა, თავს არიდებდა ხოლმე. მხოლოდ ის მითხრა,  მე თვითონ მოვისურვე დამევიწყებინა წარსული ცხოვრება და ახალი სიცოცხლე დამეწყო უცხო მიწაზე. ფიციც აღმითქვამს-არასოდეს შევეცდებოდი ჩემი განვლილი ცხოვრების შეცნობას და ვივლიდი მხოლოდ მომავლის რწმენით. არ ვიცი ის საიდან ფლობდა ამ ინფორმაციას, ან მხოლოდ მისი სახელი რატომ შემორჩა ჩემს გონებას. ლეიმერი ქვისაგან ნაგებ შენობაში შევიდა და მთხოვა კარებთან დამეცადა მისთვის. ოაზისში იყო ეს ქვაბული, ხავსებითა და ლიქენებით იყო  მორთული, რაც საინტერესოდ ლამაზს ხდიდა მას, არცერთი ფრინველი, ცხოველი თუ მწერი არ ჭაჭანებდა ირგვლივ. მხოლოდ ფლორის  სახეობები ამშვენებდნენ და საოცრად მიმზიდველს ხდიდნენ ამ ოაზისს. საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ალბათ იმის გამო, რომ თავი ისევ ადამიანი მეგონა და ძალიან შინაურად მივიღე  ლეიმერი.  სილამაზის შეგრძნება მანამდე მქონდა, სანამ ლეშის სუნი არ მომხვდებოდა, საშინლად  ყარდა რაღაც შენობის უკან. თითქოს მახსენდებოდა, მე ამ ყოველივეს დავთანხმდი, მახსენდებოდა მოხუცი კაცის სახე, რომელიც ყველაფერს  მიყვებოდა და მეც კი თავს  ვუქნევდი. ეს ჩემი ბედისწერა იყო და ამიერიდან ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე გადავწყვიტე. ასე რომ  არც ვღელავდი, არც ვშფოთავდი და უცნობ შავკანიან ლეიმერსაც კი, რომელიც ცოტა არ იყოს საშიშადაც კი გამოიყურებოდა, დიდი სიამოვნებით  მოვყვებოდი  აქამდე. მჯეროდა  საკუთარი თავის,  ცუდს არაფერს ავირჩევდი, მიუხედავად იმისა, რომ  არც  კი ვიცოდი  როგორი  ვიყავი  სანამ კვერცხიდან დავიბადებოდი. შენობის უკანა მხარეს გავედი და ჟანგმოდებულ ტარას  სახურავი გადავხსენი, ეს საშინელება იყო, მასში  ადამიანების  ნაწილები  ეყარა, სწორედ აქედან  მოდიოდა  საშინელი სუნი. უკან გავიქეცი და კარებზე დიდი სიძლიერით ხელის დარტყმები დავიწყე, იქნებ გაქცევა სჯობდა, მე კი მაინც ლეიმერს მივენდე, მჯეროდა, ის ამიხსნიდა და დამეხმარებოდა ყველაფერში. ლეიმერი  შეშლილი  სახით გამოვარდა  და მისაყვედურა. მივხვდი, ის გავაკეთე  რისი უფლებაც არ მქონდა, მკლავზე ძლიერად მომიჭირა მარჯვენა ხელი და შიგნით შემათრია. ძალიან მეტკინა, ტირილიც დავიწყე. უკვე აღარ  არსებობდა  ჩემში შეუპოვარი და ბედნიერი განწყობა, სასოწარკვეთილებასა და შიშს  მოეცვა ჩემი სხეული.

 

თავი 2

ქალაქი ბოინი

ტრამვაი გაჩერდა თუ არა, ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი ელვის სისწრაფით გამოექანა ქალაქ ბოინის ნავსადგურისაკენ და ცისფერ კაიუტიან ნავზე შავი ზურგჩანთა მოისროლა. კაიუტაც კი ტრანსპორტის უცნაურობას ასახავდა. ვერც სტიქიური მოვლენის მსგავსმა სისწრაფემ მისცა საშუალება დროზე მისულიყო დანიშნულების ადგილთან, თუმცა ამ ფაქტზე დიდად არ უნერვიულია, როგორც ჩანს  მთავარი  ზურგჩანთის მოხვედრა იყო თვალთახედვიდან უკვე კარგა ხნის  მოშორებულ საზღვაო ხომალდზე. მამაკაცი ბოინის ცენტრალურ  ტაძარს მიუახლოვდა, რომლის წინამძღვარიც თითქმის ორი კვირაა, რაც  კათოლიკეთა ოჯახში გაზრდილი, წარსულში ლამპიონის წამკიდებლად მოღვაწე, ასაკში შესული სოლომონ მეოთხე ანტაგონისტია. ქალაქის ცენტრში ხალხმრავლობა იყო, მოედანზე 2 საათის განმავლობაში პარანორმალური მოვლენები ხდებოდა. ყორნები სამეჯლისო კაბებს, მიწიდან ხუთიოდე მეტრის მოშორებით, დააფრიალებდნენ. ჭუჭყიან ღორებზე ამხედრებული  მამათმავალი დირიჟორები სადღეგრძელოებს სვამდნენ. კოლიზეუმის ნანგრევებზე ელიოთი ხელის თხოვნის რიტუალს რამდენჯერმე იმეორებდა.  წითელი კრეტსამბელი შავმა შეცვალა. მის ჩრდილოეთ მხარეს უსჯულოთა ხროვა მოგროვილიყო და კათოლიკე მღვდლის განაჩენს ელოდნენ, მრუში ქალი სიკვდილის მოლოდინში იყო, გამუდმებით თავის უმანკოებაზე მიანიშნებდა უღირს მღვდელთმთავარს და შებრალებას სთხოვდა. რვა შავებში გამოწყობილი შავკანიანი, ცულებით ხელში, ქალს მიუახლოვდნენ და კიდურები სათითაოდ დააჭრეს, მალე აქ სისხლის გუბურაც დადგა. მღვდელმა ანაფორა გაიხადა და თეთრი პერანგით  სისხლის გუბეში  ჩაწვა. სისხლი მთელ სხეულზე წაისვა. პეშვით ისხამდა წვერებზე და თან შესანდობარ ლოცვას წარმოსთქვამდა. ამ ყოველივეს კი დიდი სიხარულით სჩადიოდა, სწამდა, რომ ქალის ბინძური სისხლი მას განსწმენდდა და განაღვრთობდა.  შავი კრეტსამბელის მეორე მხრიდან სუსტი ჩურჩული ისმოდა:

•             თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

•             მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.

•             თქვა ღმერთმა: - - - - - -

დიდ ხანს იფიქრა, ძლიერ განიცდიდა  პასუხი რომ ვერ მოიძებნა მის გონებაში. ბოლოს საკუთარ თავს აზროვნების უფლება აღარ მისცა, თავი დახარა და აღიარა:    აღარ მახსოვს!                                                                                                                                              აღსარებამდე კარგა ხანს  თავის დადანაშაულება არ იკადრა და ყველა ზეცათა არსებას გადააბრალა, ესეც  მოსწყინდა და თქვა: - არადა მეც იქ ვიყავი რამდენიმე საუკუნის წინათ, თუმცა რა გასაკვირია არ მახსოვდეს რა მოხდა ასეულობით წლის იქეთ, როცა ისიც კი არ მახსოვს რას ვაკეთებ ახლა „კრეტსამბელის კედელთან“ და რას წარმოვადგენ მე?!                                            ძლიერი ქარი ამოვარდა, ბუმბერაზი ზარები ერთმანეთს ყურებს არტყამდნენ და სასტიკ ხმებს გამოსცემდნენენ. კრეტსამბელი  გაიხსნა  და  კედლის  მეორე  მხრიდან  დაცემული  ანგელოზი გადმოსრიალდა.   მას  უკვე  კარგა  ხანია  დაუკარგავს  ფრენის  უნარი  და  მიწის  მტვერს ყლაპავს. არაერთხელ უცდია ძველი დიდება დაებრუნებინა და ისევ გაეშალა დაჟანგული ფრთები, თუმცა უშედეგოდ. იმდენი ხანია, მისი გამოყენების საშუალება არ მისცემია, უკვე მოსცილდა კიდევაც მის სხეულს უმწიკვლო თეთრი ბუმბულები. გველივით  მოსრიალებდა  და  დანგრეული  კოლიზეუმის  ნანგრევებს შეაფარა თავი. მიწა ირხა და კლდიდან ქვათა ცვენა დაიწყო, ყველა შეკრებილთ დაეცა ქვის ლოდები, ზოგს თავი გაუტეხა და ზოგსაც სხეულის სხვა ნაწილი დაუზიანა. მხოლოდ კათოლიკე მღვდელთმსახური გადაურჩა სტიქიურ მოვლენას. მის გონებაში უმალვე ის იდეა გაჩნდა, რომ უცოდველი იყო და სწორედ მისმა წმინდა ცხოვრებამ გადაარჩინა საყოველთაო მხილებასა და ლოდთა ცვენას, ფიქრი არ დაესრულებინა,  უკნიდან მოვარდნილმა გლუვმა ლოდმა წელში გადასწყვიტა და ყველაზე მეტად სწორედ რომ ის დააზიანა. კოლიზეუმი  მტვრისაგან  აღსდგა  და  ცამდე  გაიჭიმა.  ის  არასოდეს  ყოფილა ასეთი  დიადი. ასეთი  დიადი  და  ამაყი. ასწლოვანი ხეები ჯოჯოხეთის უფსკრულში გადაისროლა. მათი  ადგილი ახლა კოლიზეუმს ერგო, არც ნანობდა უხუცესების თავიდან მოცილებას, რადგან ის მიიღო, რაც ოდესღაც მას ეკუთვნოდა. მედიდურად  აღმართულიყო  და  დიდი  კმაყოფილების  გრძნობით  ზეცას  შეჰყურებდა. თვალებში  შესციცინებდა  იისფერ  ღრუბლებს  და  მისი  ხავსმოდებული  სვეტებიდან  რძისმაგვარ  სითხეს  ღვრიდა. სერონი  ყოველთვის  მისი  სიმახინჯით  ტკბებოდა.  სატირულ  იმიჯს  არასოდეს  იხსნიდა  სახიდან. კოლიზეუმი  მალევე  მიხვდა,  რომ  თავისი  საქციელით  ემსგავსებოდა  ბომონდს,  რომელმაც  სერონის  მსგავსად  დაკარგა  თავისი  ღირსება  და მისი ნახევარი სხეული უსახურ  ხავსად  იქცა. ხავსად, რომელიც მდინარის  უკუდინებამ  მისი  დანგრეული კედლის  მარჯვენა  სარკმელს  მიაკრა  და  დღემდე  ცხოველთა სამეფოს წარმომადგენელთა საკვებს წარმოადგენს.  4  წუთის  შემდეგ  კოლიზეუმი  რძისმაგვარი  სითხის  გადმოდინებას  წყვეტს და  მისი  სვეტები  წითლად  იღებება.  სისხლისმაგვარი,  მეწამული  წითელი  ფერით შეიღება  დიადი  კოლიზეუმი, რომელიც წუთის წინ ნანაგრევებიღა იყო დიდებული წარსულიდან გადმონაშთი. ახლა  კი  უდავოდ   რომის   კოლიზეუმსაც  შეშურდებოდა მისი.                                                                                                                                                             ფერის ცვლილება იყო არაბუნებრივი გამოვლინება და მაგიური გზავნილი საზოგადოებისათვის. ეს   იყო   სიტყვა,  სიტყვა  გამოსდიოდა  უსულო  საგნისგან  და  აუწყებდა  ყველას,  რომ   მის   საფუძველში   სრიალა   გველივით  მხოხავი   ანგელოზი  იმალებოდა,  თუმცა  მას  ვეღარავინ  უწოდებდა   ანგელოზს.  ის  „ მეტამორფოზით“   შეცვლილი   არსება   იყო.  უმახინჯესი,   რადგან   ღმერთის   ქმნილენას   არ   ეკუთვნოდა.   მალევე   ამაყი  კოლიზეუმის   ფესვებთან   ხალხის   ბრბო   შეიკრიბა,  მათ   შორის  იყვნენ  ადგილობრივი არისტოკრატები, ფარისევლები, რჯულმცოდნეეები, მეძავები, მეთუნუქეები. განსაკუთრებით   კი,   ავაზაკებს  შეამჩნევდით, ფაქტობრივად, მათი  რიგები   იდგა. ნაწილი სხვადასხვა ხერხით   აცოცებულან   სვეტებზე   და   წითელ   სითხეს   ლოკავდნენ,  დანარჩენი კი  კოლიზეუმის   ირგვლივ   დაწრწოდნენ.   დაცემულმა   ანგელოზმა  სხეული   შეკუმშა   და  კიდევ   ერთხელ   განიცადა „მეტამორფოზა“.  მიწაში   ჩაძვრა  და  ამ დღიდან  გრუნტის   წყლებითა   და  მინერალებით   დაიწყო არსებობა.                                                                                                      მას სერონი ერქვა და მისი სახელი უცხო არ იყო ამ ქალაქში.  ამ შემთხვევის შემდეგ მხოლოდ შუაღამით   ამოძვრებოდა   ხოლმე   და  ამ გზით  წმინდა   ჰაერს  შეისრუტავდა.   ის,  არამარტო    ადამიანების  მიერ  იყო  მოძულებული,  არამედ  ყველა ქმნილებისა, რომლებიც  ქალაქ ბოინში  დააბიჯებდნენ.  სერონმა  მიწაში  ბომონდის ძვლები იპოვა. მიხვდა,  მასაც  მსგავსი   დასასრული  ელოდა, გამორიცხული არც ის იყო, რომ ღამითაც  კი  ვეღარ  შესძლებოდა  ჰაერის  შესუნთქვა  და  ხორციელად უდავოდ დაღუპულიყო.   ბომონდი  წლების  წინ   ლეღვის   ფესვებში   ჩაეხვია და ამან  შეუშალა  ხელი  ზედაპირზე  ამოსულიყო.  ან  რომც  ამოსულიყო , სავარაუდოდ,  მაინც მოკვდებოდა, რადგან  ქალაქ ბოინის ნებისმიერ ლეღვის ხეზე ყოველთვის ზის ერთი  ჭოტი მაინც   და  მახვილი  მზერა ფესვებისათვის  უპყრია. ის მზად იყო უსახური არსებისათვის სიცოცხლე გამოესალმებინა და ტყის ბინადრებისგან დიდება მიეღო.  სერონი შიშით ცხოვრობდა, თუმცა ეს შიში არ გამოიხატებოდა მისი დედამიწაზე გამომგზავნის მიმართ, მისი შიში ისევ მიწიერ სურვილს ასახავდა. თავისი უბადრუკი სხეულის გადარჩენა იყო მისი სადარდებელი. იძულებული გახდა ზებუნებრივს დამშვიდობებოდა და ადამიანის მსგავსად სხეულით ეცხოვრა, ეს კი საკმაოდ რთული  მისია აღმოჩნდა.                                                                                                                    სასტიკი იყო იმ წელს შემოდგომა, უფრო სასტიკი კი ზამთრის დადგომა აღმოჩნდა. მიწაზე თოვლი საკმაო დიდ ხანს შენარჩუნდა. სერონი კარგა ხანია, დედამიწის ზედაპირზე არ ამოსულა, თუმცა ის მაინც ცოცხალია, რადგან მიწისქვეშ ცხოვრებას შეეჩვია, ისევ განიცადა „მეტამორფოზა“ და საბოლოოდ უწვრილეს ქვეწარმავლად იქცა. გაზაფხულის დადგომისთანავე მიწიდან თავი ამოჰყო და პირველი რაც მოიმოქმედა, შესაფერისი მომენტი იპოვა. დრო, როცა კოლიზეუმი მარტო დარჩა და მის ნიშანს ვერავინ გაიგებდა. კოლიზეუმის სვეტს შემოეხვია, მის კენწეროს მოექცა და დამცინავად შეხედა, კოლიზეუმი ამჯერად არც თეთრად და არც წითლად შეიღება. გადაწყვიტა არავისთვის ეცნო, მის სხეულზე ოდესღაც ანგელოზთა წარმომადგენელი რომ შემოხვეულიყო და ურცხვად მიშტერებოდა. კოლიზეუმმა ყვითელი სითხე გამოსცა. სვეტი  დასველდა და სერონი სვეტიდან ჩამოსრიალდა. ამჯერად ის ისევ კოლიზეუმის ფუძესთან მივიდა და საცხოვრებელ ადგილად სწორედ  კოლიზეუმის ყველაზე სუსტი წერტილი აირჩია. ამ ადგილზე მყოფ სერონს კოლიზეუმი დიდი სიამოვნებით შეჰყურებდა. გრძნობდა მის დაცემას, უსუსურებას, ამჯერად კი სერონი თავშესაფრად არ მოსულა ამ ადგილას, მისი ამაზრზენი სახე სიამოვნებას გამოხატავდა.                                                                                                                                                                          მან ინახულა ძველი ნაცნობი ქალიც.                                                                                                                           კლარისა წვეულებისათვის ბაღში მანგოს კრეფდა. ქვეწარმავალი კი მოულოდნელად აქ გამოჩნდა. ხეზე აცოცდა და კლარისას სახეში ურცხვად  შეხედა. კლარისა გაოგნებული იყურებოდა, სახეზე ფერი შეეცვალა. სრულებით გათეთრდა და კალათი, რომელიც მანგოს ნაყოფებით იყო სავსე,  ხელიდან გაუვარდა.  დაძაბულად, ათრთოლებული ხმით წარმოსთქვა სიტყვები: „სერონ როგორ შეცვლილხარ?!“ ამ სიტყვებს მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ მთელი არსით, როცა შენს წინაშე დედამიწაზე სწორედ  შენთვის მოგზავნილი არსება დგას და იმ სახისგან რადიკალურად განსხვავდება, რაც მას უზენაესისგან ერგო. კლარისამ კალათი აიღო და სერონი მასში ჩასრიალდა.  სახლში მისვლისას აივანზე დასვა. საძინებელში ავიდა თუ არა სერონი მის საწოლ ოთახში სასთუმალზე იწვა და ბალიშის ბუმბულებს შეექცეოდა. კლარისას ამ ფაქტზე ყურადღება არ გაუმახვილებია. საპარფიუმერიო სარკეს მიუჯდა და წვეულებაზე წასასვლელად დაიწყო მზადება. წვეულებას ელიოთი მართავდა, მაგრამ საღამო ისეთი არ იქნებოდა, როგორსაც ყველა ელოდა. ბრილიანტის საყურეები გაიკეთა, ფირუზის თვლებით შემკული ყელსაბამი მოირგო და დიდი ხნის განმავლობაში თვალმოუშორებლად უყურებდა. გაახსენდა, როცა სერონი პირველად იხილა, მას ეს სამკაული ეკეთა. სერონის ბრწყინვალებამ ის ჩამქრალ ქვებად აქცია და მაშინ კლარისა ძლიერ აფორიაქდა. ეს იყო ვნების შვიდეულის მესამე დღეს, იუდას მიერ იეშუას გაცემის დღე,   კრეტსამბელი გაიხსნა და კლარისას ოთახში სინათლემ შემოასხივა, ეს იყო მაგიური სინათლე, ისეთი თვალებს რომ  ვერ მოსწყვეტდა ადამიანი, მის გონებაში ათასნაირ ფიქრსა და საზრუნავს რომ აღძრავდა, გაიძულებდა ცხოვრებისათვის სხვა თვალით შეგეხედა. დღემდე დაშვებულ შეცდომებზე გეფიქრა და დრო არ დაგეკარგა გამოსწორებაზე ფიქრით, ეს იმ  წამსვე დაგეწყო. სინათლიდან უკვე გასარჩევი ხდებოდა ადამიანის სახე, ის იყო წმინდა, დახვეწილი. სიკეთისა და სათნოების ალმური მოსდებოდა და უჩვეულო განწყობას ასხივებდა. თეთრი სპეტაკი სამოსით შემოსილი იყო ეს არსება, რომელსაც კლარისამ „ანგელოზი“ უწოდა. მას განსაზღვრული მისია ჰქონდა. ამ მისიის შესასრულებლად ის დღეში ერთხელ გამოჩნდებოდა და კლარისას თავის ცხოვრებაზე ესაუბრებოდა. ყოველთვის ისეთ დროს შეარჩევდა, როცა კლარისა მარტო რჩებოდა სახლში, რათა მათი დიალოგისათვის ხელი არავის შეეშალა. ქალი კი ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა ამ საუბრისთვის, თავის შეცდომების განხილვისთვის, რადგან ეს მოსაბეზრებელი იყო მისთვის, უინტერესოა ისაუბრო ცხოვრებისეულ საკითხებზე, რომლებსაც არ ნანობ და მიგაჩნია, რომ არავისთვის არაფერს წარმოადგენს. კლარისა გამუდმებით გაიძახოდა, რომ  მას აინტერესებდა  ჩასწვდომოდა ღვთიურ ბუნებას და მიეღო კითხვები მრავალ თემაზე, რასაც ეჭვის თვალით უყურებდა. „მითხარი რა ხდება ადამიანის თვალთახედვის იქით, მიამბე სხვა სამყაროზე და მეკი იმას გაჩვენებ თუ რატომაა რთული ადამიანობა და რა არის მიზეზი, რატომაც არ  აღძრავს შენი დარიგება ჩემში ტკივილის შეგრძნებასა და სინდისის ქენჯნას“. სერონი ვერ ხვდებოდა რატომ უნდა ჩაედინა ისეთი სისაძაგლე ადამიანს, რასაც კლარისა განვლილ ცხოვრებაში ჩადიოდა. ის იყო წმინდა, მის გულსა და გონებაში არ იყო ადამიანური ლტოლვა, მიდრეკილება სხვადასხვა ჩვევებისადმი. ის უცოდველი იყო. ნებისმიერი ქმნილების ყველაზე დიდი მტერი ცნობისმოყვარეობაა. სერონსაც მობეზრდა  კლარისასთან კავშირი. გრძნობდა დღითიდღე როგორ იცვლიდა სახეს, როგორ განიცდიდა „ მეტამორფოზას“ მისი შინაგანი ძლიერება. სიმართლეს აღარც თვითონ მალავდა, ის ადამიანური ყოფით დაინტერესდა, მობეზრდა ანგელოზობა. მოსწყინდა ღმერთი, უმანკოება და ერთფეროვნება. ყველაფერი მოიმოქმედა ერთი დღით რომ  სრულად მიეღო ადამიანური სახე. ფიქრობდა, აზაზელი არ მოატყუებდა, თუმცა მას ვინ მისცა რამეს შეპირების უფლება. სერონმა ვეღარ შეძლო  თავის ძველებურ  სახეს დაბრუნებოდა. ეს მხოლოდ ფიქრი იყო, მხოლოდ წამიერი გაელვება ღვთაებრივ გონებაში, და მყისიერად შარავანდედი მოსცილდა და უსაზიზღრეს არსებად იქცა. მსგავსად კათოლიკე მღვდელისა, ფიქრმა წელში რომ გასწყვიტა და დარჩენილი ცხოვრება სავარძელს მიაჯაჭვა. სერონი შიშველი დარჩა, ისეთი შიშველი და უცნაური, როგორც  ცეცხლში დამწვარი ადამიანია, უდიდესი და სქელი კუდით. კლარისას ფეხებთან დაემხო და ისტერიკული სიცილი დაიწყო, მას ქალის სხეული ჰქონდა , სარკეში ჩაიხედა და საკუთარ თავს  შეხედა, შენიშნა, მკერდი ჰქონდა, რაც საკმაოდ ამძიმებდა. ხმამაღლა იცინოდა და  კისკისებდა. კლარისამ პირზე ხელი მიადო. მისგან ეს დიდი გამბედაობა იყო, შეხებოდა ზეციური ძალისაგან დასჯილ უმახინჯეს, უკვე დემონად ქცეულ ქმნილებას, რომელიც რამდენიმე წამის წინ ანგელოზთა ნაწილის წინამძღოლი იყო. კლარისას მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. შიშველი ქალი, დიდი კუდითა და დამწვარი კანით, სახლში დარბოდა და უმაღლეს ხმაზე ხარხარებდა. სახლის კედლები ექოს გამოსცემდნენ, ექო იმაზე დამთრგუნველი იყო, ვიდრე ამ სიცილის ხმის პირდაპირი მოსმენა. ექო ასახავდა შიშს, ბრძოლას, ომს, კეთილისა და ბოროტის მუდმივ ჭიდილს, სერონს კუდის ქნევით ფრენაც შეეძლო. წავიდა ექოს ხმა და გაქრა სერონის კუდიც. სახლიდან გაიქცა და თვეები არავის უნახავს ბოინში. დადიოდა ხალხში ხმები. სერონი შეამჩნიეს ჭადრის ხის კენწეროზე, კოლიზეუმის დაცემულ სვეტებსა და სხვა მრავალ ადგილას. ზუსტი იყო თუ არა ეს ინფორმაცია რთული სათქმელია.  ფაქტი კი ის იყო, რომ სერონი დღითიდღე წვრილდებოდა და პატარავდებოდა, საბოლოოდ კი კოლიზეუმის საფუძველს შეაფარა თავი. დაღლილი იყო ამდენი დევნისა და სევდისაგან. ახლა კი კლარისა ისევ ეკითხებოდა მას, შეეძლო თუ არა ეპასუხა მრავალ კითხვაზე, რაც მისი საუბრისგან დარჩა. სერონი საწოლიდან ჩამოსრიალდა და სარკის თავს მოექცა.                                                                                                                                                              - რაც გიამბე დიდი ზღაპარი იყო კლეოპატრა, მე შეგატყვე რომ არასოდეს წაგიკითხავს სახარება და უამრავი ტყუილი გითხარი.  იეშუა არ იყო ჯვარზე მის მარჯვნივ და მარცხნივმყოფ ავაზაკებზე უარესი, ის მათზე და საერთოდ ყველაზე უცოდველი იყო. იცი მე იეშუას 200 სახე გაჩვენე, ჩემით მოგონილი და შეთხზული 200 იეშუას შესახებ გიამბე დედოფალო.                                                                                                                                                          -საკმარისია დემონო!                                                                                                                                       კლარისამ არაადამიანური ხმით დაიყვირა და სარკე იატაკზე მოისროლა, სერონიც მიწას დაენარცხა. ქალის შინაგანი მე  გრძნობდა იმედგაცრუებას, გულის რითმის აჩქარებასა და ამოუცნობ 200 ნეგატიურ  გრძნობას, მას სძულდა ადამიანი, რომელზეც, როგორც წუთის წინ გაიგო, მხოლოდ ტყუილები სმენია. მე-200-ე იეშუამ პილატესთან გარიგებაც დადო, პილატეს სახელი უკვდავი და მარადიული იქნებოდა, სამაგიეროდ კი იეშუას მაგივრად სამსჯავროზე მისი ორეული - ანტიქრისტე გავიდოდა.  პილატე  უმალ დასთანხმდა ამ შემოთავაზებას, ამისათვის იეშუას რამდენიმე ფოკუსისმაგვარი სასწაულის ჩადენა მოუხდა და სხვა არაფერი. ანტიქრისტე ისრაელის უდაბნოში თვეების განმავლობაში მარხულობდა, შესაბამის დროს ეძებდა, რათა იოანე ნათლისმცემელი მოეკლა, მისი სამოსით შემოსილიყო და ხალხთან ურთიერთობა ჰქონოდა. მას ღმერთობა არ სურდა. და თქვა პილატემ ვის გათავისუფლებას ისურვებდა ხალხი პასექის დღესასწაულზე. უმრავლესობა ბარაბას გაიძახოდა. მეორედ აღარც დაუსვამს რიტორიკული კითხვა, ანტიქრისტე გასაშოლტად მოგვებს გადასცა და თვითონ კი იეშუასთან ერთად სჯა-ბაასი გააგრძელა. სერონს არ მოუყოლია თუ რის შესახებ საუბრობდნენ ისინი. მოგვები აწამებდნენ ქრისტეს, რეალურად კი წამობდა ანტიქრისტე. ჯვარზე მოკვდა, მისი სული კი დღემდე ემუქრება კაცობრიობას. ნაწინასწარმეტყველებიცაა მეორედ მოსვლის დროს დაბრუნდება და შურს იძიებს კაცობრიობაზეო. იეშუა კი მეორმოცე დღეს ეხილა მოციქულებს.                                                                                                                                ზოგჯერ ცხოვრებისეული დაბრკოლებები და უსასოება ხელს გვიშლის დავინახოთ ღმერთი, სატანა კი ყველაფერს აკეთებს ჩვენი გონების ასარევად. ზოგ შემთხვევაში რა შუაშია ბოროტი ძალა, უბრალოდ მე არ მინდა არსებობდეს ვინმე ჩემზე მაღლა. კლარისაც აირია და სიგიჟის საზღვარსაც მიუახლოვდა.                                                                                                                                                   სერონი კოლიზეუმის კედლებს დაუბრუნდა.                                                                                             ვეღარ გაუძლო!                                                                                                                                                                               ვერ აიტანა!                                                                                                                                                                                     თავისი უსულო ბუნებაც კი შეაწუხა  ხუროთმოძღვრების დიადი ნიმუშის პატრონი ახლა სერონი რომ გახდა.                                                                                                                                   ხუთშაბათ დილას თავი მოიკლა.                                                                                                                                                                  ჯერ წინა ორი  სვეტი დავარდა დედამიწაზე, შემდეგ უძლიერესი ხმით დაენარცხა  ორნამენტული კედლები მიწას და საბოლოოდ კი სრულად აღიგავა კოლიზეუმის სიდიადე. მკვდრეთით აღმსდგარი ისევ მის დროებით სამყოფელს დაუბრუნდა. ვინ იცის შესაძლოა, ისევ განმეორდეს ბოინის ცენტრალურ  მოედანზე 2 საათიანი პარანორმალური მოვლენების ქრონიკა. ისევ გამოჩნდეს ტაძრის სიახლოვეს ბინძური ღორები, შავი ყორნები, ისევ გაიხსნას კრეტსამბელი და კვლავ ფრენისუნარდაკარგულ არსებათა ხოხვა მიიპყრობდეს მეძავებთა, არისტოკრატთა თუ ავაზაკთა მზერას. 1 წამში ჩაბარდა წარსულს მისი ბრწყინვალება და მხოლოდ გადმოცემებს დარჩება ის. ეს თავგანწირვა ემსახურებოდა ღირსების შელახვისაგან თავის დაღწევას და ბოროტი ძალის განადგურებას. დღეს აქ ერთად უნდა მომკვდარიყო კოლიზეუმი და ფრთამოტეხილი ანგელოზი, უკვე სრიალა გველად ქცეული ბომონდის ახლობელი-სერონი.                                                                                                                                                                  „შესაძლოაა დღეს უზენაესი ხარ და ყველას განცვიფრებას ახერხებ, ხვალ კი  ფრინველთა საჯიჯგნი იყო. ხალხი, რომლებსაც შენი მაღლა დგომით აოცებდი, ზემოდან რამდენიმე ინჩის სიმაღლიდან გიყურებენ. მათი სახე გამოხატავს სიბრალულს, მათ ეცოდები, ზოგს უხარია კიდეც შენი დაცემა. ეჰ, მარადიული ამქვეყნად არაფერია, არც სიყვარული. სიყვარული ხომ მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ, სიყვარული ბედნიერებაა და მას სხვა არსება ვერ შეიცნობს. როგორც ვერ დაამტკიცებ ღმერთის არსებობა- არარსებობას, ისევე რთულია დაამტკიცო სიყვარულის არსებობა დედამიწაზე. გიყვარდეს ადამიანი არ ნიშნავს გინდოდეს მასთან სქესობრივი ურთიერთობა, გიყვარდეს ადამიანი ნიშნავს იყოს ის შენთვის იმდენად წმინდა რომ არც კი შეჰკადრო მას ანახო შენი დაცემული  სხეული. ჩვენ ადამიანები არ ვართ, ამიტომაც ვერ შევძელით ერთმანეთის შეყვარება“. ხმამაღალი დარიგებით, თავაწეული ეუბნებოდა სერონი კოლიზეუმს ამ სიტყვებს, ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. შინაარსაცდენილი და კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით მიუთითებდა მის სულელურ, ამაო საქციელზე. რომ არ ღირდა თავი მოეკლა, სჯობდა გაეაზრებინა ქვის ლოდები მარადიულობისათვის შექმნილ ქმნილებას რამეს ვერ მოუხერხებდა.  სერონმა სხეული დაკარგა და მან კიდევ ერთხელ განიცადა „მეტამორფოზა“.                                                                                                                                               ბომონდის ისტორია შედარებით  განსხვავებული იყო,  ის დანიელის გამო მოხვდა დედამიწაზე. დენიმ თვითმკვლელობა 21-ჯერ სცადა, როგორც ჩანს უშედეგოდ. მას ჯერ კიდევ ვერ გაუგია რა არის ცხოვრების საზრისი, საქმე ისაა, რომ ის შინაგანად ქალია, გარეგნულად მამაკაცის სხეულში. ხედავს რა სხვის ბედნიერებას, ოცნებობს იყოს სრულყოფილი ქალი და შეეძლოს ჩაიცვას ისე, როგორც სურს. იცხოვროს ისე როგორც მის ოცნებებში. ის ხომ იმსახურებს ბედნიერებას, ამ გრძნობას კი მიიღებდა  იმ შემთხვევაში ქალად რომ დაბადებულიყო, დენის არ სურს სიმდიდრე, არ სურს ია-ვარდებით მოფენილი გზა, მზადაა დაბრკოლებებს შეურკინდეს, მაგრამ ვერ ხედავს მოტივაციის საბაბს. ზოგჯერ ქალები უფრო მამაკაცურებიცაა, ძლიერი ნებისყოფით, მტკიცე სულით. დენის მამაკაცური სხეულის შიგნით ნაზი და სუსტი ქალი იმალება.                                                                                  მისი ქცევები აღიზიანებს ყველას. ყოველი ქუჩაში გასვლა შესაძლოა, მისთვის ტრაგიკულად დასრულდეს, უბრალოდ შესაძლოა მოკლან.                                                                                                         დენი ხშირად ეუბნება თავს: „ გვიჭირს, ძალიან გვიჭირს შევეგუოთ განსხვავებულობას,  ჩვენ უნდა შევურაცვჰყოთ ესეთი ადამიანები, წიხლქვეშ უნდა გავთელოთ და ამაყად ვთქვათ - ის იმსახურებდა ამას. იმსახურებდა, რადგან ცდილობს იყოს ის, ვინც სურს რომ იყოს? ეს სასაცილოა, ქვეყნად არსებობენ ერები, რომლებიც მსგავსად აზროვნებენ“. დაზეპირებული აქვს ეს ფრაზა და არ კარგავს იმედს, მთელი კაცობრიობის წინაშე შეძლებს თამამად წარმოთქმას. ბომონდიმ მარტო დატოვა დენი სულ რაღაც ნახევარი საათით და დენიმ კი ამ პერიოდში თვითმკვლელობა 6-ჯერ სცადა. მიიღო სხეულის უმძიმესი დაშავებები, დაისახიჩრა სახე და მოიტეხა მარჯვენა ფეხი. უფრო საინტერესო ისაა თუ  სად იყო ამდროს ბომონდი?! ის გაფაციცებით გადაეშვა ახლაგაზრდა სემის ფიქრებში და მას ისევე მოსწონდა გონებით დაცემა, როგორც სემს. უხილავად იყო მის გვერდით, უხილავად ეცემოდა მასთან ერთად. ბომონდმა შენდობა ითხოვა, სერონისაგან განსხვავებით, თუმცა მსგავსი საქციელი ისევ გაიმეორა, თანაც არაერთხელ. მისი აღსასრული მიწის სქელი ფენის ქვეშ სიკვდილი იყო. ლეღვის ფესვებმა ძლიერ მოხვევა ისურვეს და ბომონდის გახრწნის შემდეგ  ხე მისგან მისაღებ, საზრდო  ნივთიერებებს არჩევდა. ბომონდის განვლილი ცხოვრება იყო ისეთი ელექსირებით სავსე, რის გამოც ლეღვმა შეძლო უზომოდ მაღალი და სქელმერქნიანი გახდარიყო. ასწლოვან იფანსაც  შეშურდა ასეთი სიდიადის და ბოღმისგან გახმა.                                                                                                                                                             როგორც ბომონდის დასასრული, ეს ლეღვიც მალევე დაეცა და გახმა. გახმა, ისე რომ სიცოცხლის მანძილზე  ნაყოფი არ გამოიღო. ის საზრდოობდა ბომონდის  ძალით, ბომონდის მსგავსები კი ვერასოდეს გამოიღებენ ნაყოფს, ითხოვდე პატიებას და აკეთებდე იმავეს, უფრო არაკომფორტულობას გმატებს, ვიდრე არც იდარდო შენს შეცდომებზე.                                                                 დაინგრა კოლიზეუმი სრულიად უსაფუძვლოდ. სერონი არ მომკვდარა და არც არასოდეს მოკვდება. განა შესაძლებელია დემონი მოკვდეს? ნუთუ კვდებიან და ახლები იბადებიან? შესაბამისად სხვა სამყაროში ალბათ ბომონდმაც იპოვა თავისი გზა, იქნება ეს სწორი თუ არასწორი.

 

თავი 3

ლილი

 

ქვაბულში  რამდენიმე  კუპე  იყო, პატარ-პატარა, მაგრამ ფერადი. ჩემს მარცხნივ  გვერდითა კუპედან  კივილის  ხმა ისმოდა, ბოლოში კაცის  ხმაც  გავიგონე, განრისხებით გაიძახოდა- ვერც ამან გაუძლოო და უტიფრად  იგინებოდა. კუპედან გამოვიდა და ლილი მიწოდა. ისიც კი შემეკითხა თავს როგორ ვგრძნობდი, ძალიან დადებითად  მესაუბრებოდა. უცებ ლეიმერმა ხელები შემიკრა და იმ კუპეში  შემიყვანა,  საიდანაც რამდენიმე  წუთის წინ  შემზარავი კივილის  ხმა ისმოდა. რაღაც ნემსისმაგვარი  გამიკეთა და მეტყველების უნარიც დავკარგე, ორიოდე წუთში  კუნთებიც მოდუნდა და რკინის გროვასავით უძრავი გახდა ჩემი სხეული, მცდელობათა მიუხედავად, ვერ  ვიმორჩილებდი  ჩემს თავს . ლეიმერი თავზე მადგა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა  შევძელი, თუმცა არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ამ კითხვის დასმა. ლეიემერს შევეკითხე ვინ იყო კაცი, რომელიც თავიდან თავაზიანად მომესალმა, შემდეგ კი ამ საზიზღარ ოთახში შემომიყვანა და ყინულის ლოდივით გამაშეშა. ლეიემერის პასუხი მარტივი იყო, სწრაფი და დამთრგუნველი. თქვა რომ მეცნიერი ათეისტი იყო. ამ სიტყვების გაგონებაზე გონება დავკარგე და შემდეგ ნამდვილად არ  მახსოვს რა მოხდა.  ჩემი ქვეცნობიერი ახლაც გრძნობს გახრწნილი ლეშის სუნს, რომელიც თურმე ადამიანს ეკუთვნოდა. რა მელის მე? ნუთუ ორგანოებს ამომიღებს,  თავის ლაბორატორიას შეავსებს და ჩემს დაფლეთილ სხეულს კი  რკინის ტარაში მოისვრის?! არადა ლეიმერი კარგი ადამიანი მეგონა, მან კი სიკვდილამდე მიმიყვანა. ყურში ჩამჩურჩულებდა საკმაოდ ხმამაღლა, მეუბნებოდა ყველაზე  საშიში ურწმუნო ადამიანია, მას არაფრის სწამს, არაფრის ეშინია, ის არავის წინაშეა პასუხისმგებელი და ცხოვრობს ისე, როგორც უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ამ ყოფისთვის იშვა და მარადიულობაზე კატეგორიულ უარს აცხადებსო. რასაკვირველია, მე ვერაფრის შეპასუხება შევძელი. მახსენდებოდა ჩემი ტრანსფორმაცია. კვერცხი საკმაოდ დიდი იყო, ვოცნებობდი, ნეტავ ისევ იმ სფეროში ვიჯდე და ხელი ისევ მაგრად მივარტყა მის გლუვ კედელს, ის გასკდებოდა ლეიმერის მოსვლამდე კი გავიქცეოდი. ვირბენდი ძალიან ბევრს და იქნებ აქედან გაქცევის გზაც მეპოვა. გამახსენდა, ლეიმერიც ჩემთან ერთად იშვა სფეროდან.  რატომ გადავწყვიტე დავბადებულიყავი თავიდან, რა იყო ჩემი წარსულის არსი.  ვიცოდი, ამაზე არ უნდა მეფიქრა, მაგრამ გაგიჟებას არაფერი მაკლდა. ჩემი აზრით, გონს  მალევე მოვედი, არც მაინტერესებდა ეს მალე რამდენი საათი ან დღე იყო, მთავარია, მე გადავრჩი.  ლეიმერის სახე დავინახე, როგორც კი შეამჩნია გონს მოვდიოდი ჩემთვის გაურკვეველი სიტყვების წარმოთქმას მოჰყვა და მეცნიერი იხმო. ორივენი გაოცებული მიყურებდნენ. ათეისტმა მეცნიერმა, რომლის სახელიც არ ვიცოდი, თქვა, რომ სასწაული მოხდა და მე მის გამოცდას გავუძელი. მე მისი ცდის რეზულტატი გავხდი, ერთადერთი ცოცხალი რეზულტატი.                                                                                                                                                                        მეცნიერს ჰუსო ჰქვიებია. თანდათან ყველაფერი გამახსენდა, ამოვხსენი მიზეზი თუ რატომ მივმართე ტრასნფორმაციას. ეს იყო მცდელობა, გავქცეოდი სინდისის ქენჯნას და ჩემი სულის ნაყოფის მკვლელობა დამევიწყებინა. არანაირ ტკივილს არ ვგრძნობდი ფიზიკურად, მაგრამ შინაგანად ჩემში ჯოჯოხეთური ქარცეცხლი ღვიოდა. ლეიემერმა ხელში ამიყვანა და ცოლობა მთხოვა. მე სიცილი დავიწყე, შავი მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ ერთი დღეა რაც ვიცნობ, ცოლობას მთხოვს, ეს ნამდვილად სასაცილოა, მასაც ისტერიკული სიცილი აუტყდა. მოგვიანებით მითხრა, რომ მოიტყუა და გარეთ გამოყვანის მიზეზი სერიოზულ საკითხზე საუბარი იყო. ის მბრძანებლობაზე მესაუბრებოდა. უდაბნოს ქოხში შემიყვანა და  უდიდესი ოქროსფერი კაბა მაჩვენა, არასდროს მინახავს ასეთი სიდიადე. კაბა ყველა იმ ძვირფასი თვლებით იყო შემკული, რის შესახებაც მხოლოდ წიგნების საშუალებით მქონდა გაგებული. მითხრა,  კაბა მე მეკუთვნის და უნდა ჩამეცვა.                                                                                                                     -  ლეიემერ, ძალიან უცნაურად იქცევი, გთხოვ ამიხსენი რახდება, აქაურობა ძალიან მაშინებს და წარმოიდგინე შენც.                                                                                                                                                           -  შენ ვეღარავინ შეგაშინებს მბრძანებელო, ხვალიდან შენ უზენაესი იქნები და შენს სამეფოში წახვალ, იქ ზეციერ სამყაროში, დიდებით შეგხვდებიან, შენ კი ეს ოქროსფერი კაბა გეცმევა და ყველას შენი სილამაზით დაატყვევებ.                                                                                                                          სახის გამომეტყველება შემეცვალა, გაოცებული დავრჩი ლეიმერის ქცევითა და მეტყველებით, აქამდე ყველაფერს შედარებით პოზიტიურად ვუყურებდი ახლა კი ძლიერ შემეშინდა. რა მოხდა ჩემს თავს რამდენიმე საათის განმავლობაში, როცა მეცნიერის ერთ-ერთ  დაწყევლილ კუპეში ვიყავი, რატო გაუკვირდა მას და ლეიმერს ჩემი გაღვიძება?!  აღარ ვისურვე დიალოგის გაგრძელება, ერთადერთი სურვილი იყო დავბრუნებოდი ჩემს ძველ ცხოვრებას, იმ სამყაროში, სადაც არ იყო საშუალება თავიდან დავბადებულიყავი - ღვთაებრივი კვერცხიდან. მე ვისურვე წარსულში დაბრუნება, იმ მიწაზე, რომელზედაც დავეცი, უამრავი შეცდომა დავუშვი. გავიაზრე, ადამიანი არ უნდა გაექცეს  თავის სისუსტეებს, პირიქით იზრუნოს თავისი ნაგავის თავისივე ხელით მოშორებაზე.                                                                                            გულის რევის შეგრძნება მქონდა.  უცებ მომინდა უდაბნოში გავსულიყავი და ტანისამოსი გამეხადა, სრულიად გავშიშვლდი და ცხელ ქვიშაზე წამოვწექი. მუცელზე ხელს ვისვამდი, ჩემს გარდაცვლილ შვილს ვესაუბრებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი არ მომისმენდა, ის ჩემს სხეულში აღარ იყო.  შვილი ძალიან მომინდა, ძალიან მოხარული ვიქნებოდა „დედა“ ეწოდებინა ვინმეს ჩემთვის. აქ არ იყო დედა, თვალებში რომ ვერ ჩამეხედა და შვილის არსებობის მიზეზი ვერ მეთქვა. არც მამა, ყველა უმნიშვნელო მიზეზზეც თმევით რომ მითრევდა, თაფლის მთელ სხეულზე რომ წამისმევდა და ხეზე უმოწყალოდ მიმაბამდა. ჩემი თვალები ვერ დაინახავდა ელიოთს, ერთადერთ სიყვარულს. მის შეუბრალებელ   ხმის ტონს ვერ გავიგებდი, ისევ ვერ შეძლებდა გულის ტკენას ჩემთვის და სახეში შეფურთხებას.  ლეიმერი ზემოდან  დამყურებდა. ისევ ის დოქი ჰქონდა ხელში, ჭრილობების დასამუშავებელი წყლით. მეგონა ლეიმერი ცდუნდებოდა ჩემი სილამაზით, მან კი დოქი გადმოაპირქვავა და წყალი გადამავლო. უბედურება ისაა, რომ წყალი ძალიან ცხელი იყო და უმაღლესი ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამწვრობაზე უფრო ჩემს უგუნურებას ვნანობდი, წყალმა ქვიშა მომაცილა და დავინახე რა ბინძური და სამარცხვინო იყო ჩემი საქციელი. ლეიმერმა მარტო დამტოვა, დოქი კი ფეხებზე გადამამტვრია. მივხვდი, როგორ დავიმცირე თავი, რა უსუსური და სულმდაბალი ვიქნებოდი ახლა ლეიმერის თვალში. არ ვიცი რატო გავაკეთე ეს,  მეზიზღება საკუთარი თავი.                                                                                                                 2 კვირა ლეიმერი ხმას არ მცემდა, ჰუსო რაღაცას ხვდებოდა. მეუბნებოდა, რაიმე ცუდი ჩაიდინე და შენი მბრძანებლობა ამიტომ გადაიდოო. გული მიგრძნობდა ლეიემერი არაფერ შუაში იყო. აქ რაღაც მისტიკური ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი რატო ვიყავი ასე მშვიდად, რამდენიმე დღეში შესაფერისი მომენტი მოვძებნე,  ლეიმერი აქლემით გაემგზავრა რამდენიმე კილომეტრის სავალზე წყლის მოსატანად. წყალი ოაზისშიც ამოიწურა.  მეცნიერი კი ლაბორატორიაში თავისივე ხელით დაწერილ ოთხთავს კითხულობდა. როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო რომ ვერსად გავიქცეოდი,  ხრიოკი და უსასრულო იყო ეს მიწა, არ ვიცი რომელ კონტინენტზე ვიყავი იმ წამს, არ ვიცი საერთოდ დედამიწაზე თუ არსებობს ასეთი ადგილი. მე ზებუნებრივი ძალის  მწამდა და მთელი სისწრაფით გავიქეცი, უკან არც კი მომიხედავს, გავირბინე დაახლოებით  3 კილომეტრი შეუსვენებლად და ცხელ ქვიშაში თავი ჩავრგე, თავი ჩრდილოეთით მივატრიალე და ოაზისი დავინახე, ის ქვაბულიც, რომელშიც მეცნიერი წიგნს კითხულობს. არც ისე შორს აღვმოჩნდი ჩემი თავდაპირველი მდგომარეობიდან. ახლა ხოხვა დავიწყე და ხოხვით გავიარე რამდენიმე ათეული მეტრი. წვრილი ხმა ყურში ჩამესმა, ვიფიქრე, ლეიემერი იყო, როდესაც სფეროს კედლები გავარღვიე ისიც ასე  ჩურჩულებდა, თუმცა ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. თავად ქვეწარმავალი მესაუბრებოდა, რომელმაც თავისი სახელიც გამინდო, მას სერონი ერქვა. სერონი მპირდებოდა უკიდეგანო სივრცისგან თავის დაღწევაში დამეხმარებოდა და გავექცეოდი ამ ფიქტიურ, წარმოსახვით ცხოვრებას. მომაჯადოვა მისმა სიტყვებმა, თითქოს დავიჯერე, ეს სიზმარი იყო, ნამდვილი კოშმარი და გამოღვიძების დროც დადგა. მე სერონს მივენდე,  მისთვის არ მითქვამს ჩემი ვინაობა,  მან თვითონვე მითხრა, რომ ლილიანა მქვია და დღეს ყველაფერს ვივიწყებ. ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების მოტივი იყო, „ მე ლილი ვარ და დღეს ყველაფერს ვივიწყებ’’.  სანამ ვფიქრობდი რა შემთხვევებში ვიყენებდი ხოლმე ამ სლოგანს, დავინახე ბარძიმი, სერონისაგან ოდნავ მოშორებით. მივუახლოვდი და შიგნით ჩავიხედე, ის ქრისტიანული ღვთისმსახურებიდან იყო მოპარული,  მისი წამოღების უფლებას სერონს არავინ მისცემდა, ეს არ არის ჭეშმარიტი გავიფიქრე, ხელი მივადე და ბარძიმი გაქრა. მასთან ერთად გაქრა სერონიც, გავქრი მეც და თეთრ მიწაზე აღმოვჩნდი. ოქროსფერი კაბით მოცეკვავე ქალი სერონს მიუახლოვდა, ეს კაბა სოცრად ჰგავდა ლეიმერის ნაჩუქარ სარიტუალო სამოსს. სერონმა ქალს მიმართა: მთხოვე რაც გინდა და შეგისრულებო.  ქალმა კი სარკაზმით უპასუხა: „დარწმუნებული ვარ იმდენს ვერ გაიღებ, რაც ჰეროდემ გააკეთა ჩემთვის, ასე რომ შენს მიწას დაუბრუნდი ნაგავო“.  დატრილდა უეცარი სიჩქარით და ბარძიმითურთ სადღაც გაქრა. წვიმიანი, ნაღვლიანი დღე იყო, ბუნება არ ჰყვებოდა ხალხის ხასიათს, მას აღარ შეეძლო ამდენი სისაძაგლის ატანა. სამასწლოვანი ხეები ერთმანეთში ბჭობდნენ:  ნუთუ ყველაფერი ასეთი მანიაკების ხელშია, ისინიც ადამიანისათვის ცოცხლობენ. არ არსებობს კარგი ადამიანი, არსებობენ შედარებით გამორჩეულები. ადამიანი ყველაზე ჭუჭყიანი ცხოველია, რომელსაც სულიც აქვს ხორცთან ერთად სხვა არსებებისაგან განსხვავებით, ორმაგად  ამძიმებს დედამიწას. მას აქვს უდიდესი ხელმწიფება, თუმცა უღირსი მემკვიდრეა და მონარქობას არ იმსახურებს. რისთვის დაიღუპა ჩვენიანები?! აღარ შეეძლოთ მათი გზის ცქერა. გზა, რომელზეც გაუტანლობა, ჩაგვრა და ერთფეროვნებაა. არც იმ თეთრს ყვავს ჰქონდა ამდენი ნეგატივის გაძლევის თავი. ამიტომ დღეს გარემო განსაკუთრებულად იყო მოღვრემილი. სერონი მონასტრის გზას დაადგა. სად არ უცდია მას მოხვედრა, თუმცა უშედეგოდ ვერცერთი რელიგიის სალოცავ ადგილს ვერ მიაშურა, უფრო რთულია შეაღწიო ცარიელ ყუთში, რადგან მასში უფრო მეტი  პიროვნება ზის. საიდუმლო სერობის ხატის გვერდით შემოჯდა უხილავი სახით და საკურთხეველს შესცქეროდა, გონებას მოუხმო და წმინდა ბარძიმი აღამაღლა, მალე ეზოს ყველაზე ხალხმრავალ ადგილას აღმოჩნდა, უკვე ეზოსაც გასცდა და მშვიდად შეეძლო ყოფნა.  მესამე თვალი გაახილა, გონება დაასვენა და უკვე საკუთარი მიზანი შეესრულებინა. მთავარია ყველაფერი ზუსტად გათვალო და მისია უკვე შესრულებულია, ოდესღაც ანგელოზი მერქვა, ალბათ ახლაც არის რაიმე ჩემში იმიერი. სერონი მომიახლოვდა და მისნაირი მიწოდა. მიმტკიცებდა, მეც დემონად ვიქცეოდი და ჯოჯოხეთში ჩემი მსახური იქნებოდა. არ მჯერა, საით მიექანება ჩემი ცხოვრება, მე ველაპარაკები ამაზრზენ არსებას, რომელმაც მხოლოდ გონებით შეძლო ქრისტიანებისათვის წმინდა ნივთის მოტაცება და მპირდება, მბრძანებელი ვიქნები, ამაზე ლეიმერის სიტყვები გამახსენდა. ისევ ჩრდილოეთისაკენ მივიხედე, საიდანაც შავკანიანი ადამიანი მორბოდა. წყლით სავსე თიხის ჯამით მიწას ასველებდა და ჩემსკენ მორბოდა. უკვე მეორედ, გაგიჟებას არაფერი მაკლდა. ვარჩიე, ისევ სერონს მივნდობოდი. მივენდე და მე მისი გონების შეცნობით ჩემს მშობლიურ მიწას დავუბრუნდი. 360 გრადუსით ირგვლივ მოვიხედე და ელიოთი დავინახე, არ დავფიქრებულვარ ისე მივუახლოვდი და სილა გავაწენი, ვუთხარი, ის ჩემთან ერთადაა მკვლელი და მასაც მოუწევს ადრე თუ გვიან ამ ყოველივეზე პასუხი აგოს. შემდეგ  კლარისას სახლში მივედი, პატიება ვთხოვე მისი დისშვილის მკვლელობისათვის . ამიერიდან შეეძლო თავის 13 წლის საყვარელ საიმონთან შეხვედრები გაეგრძელებინა,  ჩვენ საერთო აღარაფერი გვქონდა. აუტანელი იყო ის ემოციები, რაც ჩვენი ოჯახებიდან მოდიოდა. მინდოდა სრულყოფილი ქალი ვყოფილიყავი და თავს პირობა მივეცი სემის თვითმკვლელობის საბაბს აღარ მივცემდი, შევეცდებოდი  მისი სიყვარული მიმეღო და მეც ოდესღაც ადეკვატურად მეპასუხა მისი გრძნობისათვის. კლარისამ წასვლის საშუალება არ მომცა, ტანსაცმელი გამხადა და მასთან ერთად დარჩენა მთხოვა, თავს ვერ მოვერიე და მის მკლავებში აღვმოჩნდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე იყო, არ ვიცოდი რა მეთქვა საიმონისთვის ,რომელიც თურმე ფანჯრიდან გვიყურებდა. ყვითელი ვარდების თაიგულით ხელში, ის ზიზღით იყო სავსე. კლარისას პატიება ვთხოვე, მალევე ჩავიცვი და ისინი მარტო დავტოვე. საიმონი რათქმაუნდა იმედგაცრუბული იყო, თუმცა ეს არ იყო ჩემი ბრალი, მე კლარისამ მომაჯადოვა.                                                                                                                            უეცრად ვიკივლე, გავიაზრე, ეს კოშმარი იყო, არანაირი კვერცხიდან დაბადება, არანაირი ლეიმერი, სერონი, ჯოჯოხეთი, ყველაფერი წამიერმა გაღვიძებამ შთანთქა. მუცელში ტკივილი ვიგრძენი, კარებზე კი მშობლების ხმა გავიგე, აღარაფერი მაინტერესებდა, ცხოვრებამ მეორე შანსი მომცა და ამას აუცილებლად გამოვიყენებ, ვგრძნობდი, ჩემს ცხოვრებაში ზედმეტი იყო ელიოთი. მთავარი  მხოლოდ და მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვიყავით. მზად ვარ დავუპირისპირდე მსოფლიოს, დღეს მე ძლიერი ქალი  ვარ.

 

 

თავი 4

მარადიულობაში

 

კლარისამ რამდენიმე ჩემოდანი გაამზადა, ნავსადგურამდე ბარგის წაღებაში მას საიმონი დაეხმარა. საიმონი არასრულწლოვანი იყო,  ალბათ, ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ საკუთარ თავში გამბედაობა ვერ მოიძია, ოჯახი დაეტოვებინა და და კლარისასთან ერთად ბოინიდან შორს წასულიყო. კლარისას არც დაუძალებია მისთვის, მიხვდა, ეს ურთიერთობა დიდი შეცდომა იყო. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა ათ წელს აღემატებოდა და თანაც საიმონი ბავშვი იყო. ხელი დაუქნია გემზე მოხვედრისთანავე  და აკრძალულ სიყვარულს საბოლოოდ დაემშვიდობა. საიმონმა მისძახა, დაჰპირდა, როცა სრულწლოვანი გახდებოდა, ჩააკითხავდა და შეძლებდნენ ბედნიერად ეცხოვრათ. გემი უკვე დაძრული იყო, საიმონის ხმა ვერავინ გაიგო, ის  შინაგანად დაცარიელდა და განადგურდა. თავს ადანაშაულებდა რატომ მისცა საყვარელ ადამიანს მისგან წასვლის უფლება. ასე ადვილი ნამდვილად არ იყო გონებიდან ამოეშალა ერთად გატარებული დაუვიწყარი დღეები და  ვნებიანი ღამეები. საიმონი სრულებით გამოუცდელი იყო ამ საქმეში, მაგრამ კლარისასთან კომპლექსი არასოდეს ჰქონია, მათი ურთიერთობა იყო ნამდვილი, ისეთი როგორიც შეეძლოთ რომ ყოფილიყო. ყველანაირად ცდილობდა თავი ეკონტროლებინა, მის ირგვლივ მყოფთ  ვერ შეემჩიათ მისი შინაგანი სევდა, გარეგნული დაღვრემილობა და ზოგჯერ ცრემლის წვეთებიც თაფლისფერ თვალებზე. დენისთან მივიდა, სურდა დარდი

 

გაეზიარებინა, ის კი აუზის ფსკერზე იწვა და  სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ითვლიდა. საიმონმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.  აუზიდან ამოიყვანა. მისი პიჯაკი კი ფსკერს დარჩა. ჯიბეების მაგვარი რამდენიმე უბე გასჩენოდა, ლოდებით გაბერილი. მჭიდროდ დალუქული და სხეულზე ძლიერად მიკვრილი.                                                                                                                                              დრო კი გადიოდა, ის ერთადერთია, რომელიც არ ჩერდება, შეცდომებისა თუ წარუმატებლობების მიუხედავად, გზას აგრძელებს ისევ უსასრულოდ.

მარტის სიო ჰქროდა. საოცრად მსუსხავი დღე იყო, ზღვაში შტორმის არსებობის საფრთხე არ არსებობდა, თუმცა მგზავრები მაინც ღელავდნენ. გემი ქალაქ ემიუსს მიუახლოვდა და მალევე დაიცალა. საღამოს ხანი იყო, კლარისას საკმაოდ სციოდა, არც მელიის ქურქით შეკერილი შუბა ათბობდა მის ნაზ მხრებს, გზას დაადგა. ემიუსში მზის სხივები  ანათებდა, თუმცა მათ არანაირი სიძლიერე არ აღენიშნებოდათ.  ქალაქის შესასვლელს მიადგა. კარიბჭე გახსნა და სავაჭრო ტერიტორიაზე მოხვდა. კლარისას აღფრთოვანებას იწვევდა  ძალიან ბევრი ფაქტი, მათ შორის ასეთ სიცივეში ადამიანები ნახევრად შიშველნი, ხორცისფერი შარვლებით რომ მოძრაობდნენ, განურჩევლად სქესისა. თუ დააკვირდებოდით ერთი წამითაც კი არ ჰქმნიდა ეს ქაოსურ მოძრაობას, შეფერხებასა და თვალების ალმაცერად ცქერას. აქ ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახლდათ.                                                                                                                                 ხალხი ბუზივით ირეოდა. დიდი სისწრაფით მოძრაობდნენ, თითქოს ყველას სადმე ეჩქარებაო. სავაჭრო დახლებზე ხილ-ბოსტნეული, ამოუცნობი დასახელების კერძები და რძის პროდუქტები ელაგა. ათიოდე მეტრიდან  წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთა ყურისწამღები კივილი ისმოდა. მასთვის, ვინც ამ ქალაქში პირველად ხვდება, ეს ყოფა ნამდვილად კოშმარად მოეჩვენება. ადამიანები იმდენად არიან გართულნი თავიანთი ყოფით, საათი რომ ჰკითხო შესაძლოა, არც შემოგხედონ,პასუხის გაცემაზე რომ არაფერი ვთქვათ. ერთი შეხედვით ბრმები და ყრუ-მუნჯები ეგონება მნახველს. ჰორიზონტის სხვადასხვა მხარეს რომ იყურო, ყოველ წამს შეჯახების მომენტს დაინახავ სავაჭრო ტერიტორიის გარდა. ალბათ, ამის მიზეზი მათი სწრაფი მოძრაობა და მრავლობაცაა. კლარისასაც რამდენჯერმე მოხვდა მამაკაცის შიშველი მკლავები. ეს ქალაქი უდავოდ საიდუმლოებებით უნდა იყოს სავსე. კლარისა ბაზრობას გაცდა, აქ შედარებით მცირე ხალხი მოსჩანდა. არქიტექტურა საკმაოდ დახვეწილი აღმოაჩნდათ ემიუსელებს, მაღალი ხორცისფერი სვეტები რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული და სანაპირო ზოლს მიუყვება. პალმის რტოებით გადახურულ რამდენიმე ქოხიდან სასიამოვნო სურნელი გამოდის. ამ სურნელმა კლარისას მადა გაუღვიძა, რამდენიმე დღეა, რაც არაფერი მიუღია საზრდოდ. კლარისა ქოხს მიუახლოვდა, პალმის ფოთოლი გადასწია და შეიხედა. იქ მხოლოდ მამაკაცები იყვნენ და დიდი ქვაბის ირგვლივ ბუტბუტით წრიულად მოძრაობდნენ, ეს რიტუალი საოცრად ლამაზი სანახავი იყო და კლარისამ დიდხანს ვერ მოსწყვიტა თვალი. ერთ-ერთმა კლარისას მზერა შენიშნა და ხელით ანიშნა, გაქცეულიყო. შიმშილისაგან იმდენად გამოფიტული იყო, თვითონაც არ იცოდა სად წაიქცეოდა. სვეტს მაგრად მოეხვია და თვალები დახუჭა. იდუმალმა ხმამ სწრაფად შეაღვიძა. ის კი ძნელი დასადგენი იყო  ვინ ესაუბრებოდა. უკნიდან ჟღალთმიანი მამაკაცი გამოჩნდა ზუსტად ისეთივე ხორცისფერი შარვლით, როგორც ქალაქში მცხოვრებთ სჩვევიათ. ფეხზე წამოდგომაში მიეხმარა და ქანდაკებასთან მისვლა სთხოვა, მხოლოდ ამ გზით გადაირჩენდა თავს. პირდაპირ გზას დაადგა, მხარი ერთმა გამხდარმა ბიჭმა ჰკრა და ხელში ცხელი სანელებელით სავსე ჯამი მიაწოდა. კლარისას თვალის გუგები გაუფართოვდა და პირისაკენ მიიტანა. ხმა მოესმა - არ იჭმევა. უკან მოიხედა  და ისევ ის ჟღალთმიანი ბიჭი დაინახა, რომელმაც თვალი ჩაუკრა და გაუჩინარდა. კლარისა რიგს გაუყვა, მის წინ მდგომი მამაკაცები ცხელ სანელებელში მარჯვენა ხელს ჰყოფდნენ და ქანდაკებას სახეზე უსვამდნენ. ეს ქვის ლოდი დიდი უცნაირი რამე ჩანდა. სახე ნახშირივით გაშავებოდა ამდენი ზეთისა და სანელებლისაგან. ცისფერი ტანი და გრძელი კუდი ჰქონდა. მის ფეხებთან ფრთის ბუმბულები იყო გამოქანდაკებული. ჟამთასვლას მხოლოდ ისინი ჩამოეშალა. კლარისამაც გაიმეორა მსგავსი, სანელებელი შუბლზე წაუსვა ქანდაკებას და უკან შემოტრიალდა. უკვე ვეღარაფერს გრძნობდა. მხოლოდ ის იცოდა, ხელი მაგრად ეჭირა ვიღაცისთვის და მიჰყვებოდა. ხის მორი დაუდეს და ხელში სალაფავიანი ჯამი მისცეს, შეჭამა თუ არა თვალები გაუნათდა, ისევ შეძლო სინათლე ეხილა, თუმცა თავის ტკივილი ძალიან აღონებდა.

_ გთხოვ დამეხმარე აქედან წასვლა მინდა. სასტუმროს ვეძებ, სადაც დროებით ვიცხოვრებ, თუგინდ არაკომფორტული, ვიცი ეს შეგიძლია.

_ რასაკვირველია დაგეხმარები, შეგიძლია დღეს აქ დარჩე და ხვალ ნავით წავიდეთ კლოსტრიდომის ქუჩაზე, იქ ყოველი მეორე სახლს აქირავებს. მხოლოდ წითურმა იცოდა ინგლისური და მხოლოდ მისი ქცევა მიანიშნებდა 21-ე საუკუნეში რომ ვარსებობთ. ის ერთადერთი იყო, ვინც დიდი სისწრაფით არ დადიოდა სავაჭრო მოედანზე, არ ერთვოდა რიტუალში პალმის გიგანტური ფოთლებით დაფარულ ქოხებში და არც თაყვანს სცემდა გაურკვეველ ფრთამოტეხილ, გრძელკუდისებრ არსებას. კლარისას იმედი მოეცა, რწმენა იმისა, ამ ქალაქის ასეთ ყოფას თავს დააღწევდა. ის არაერთხელ ყოფილა ემიუსში. 8 წლის ასაკში, 14 წლის ასაკში  და მამის გარდაცვალების დღეს დედასთან ერთად. ქალაქი ამჟამად რადიკალურად იყო შეცვლილი, ის არ გავდა უბრალო ქალაქს. მას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, ის რაც გარეთ ნახა ჰალუცინაციების ბრალი იყო, რადგან საოცრად შიოდა. გარეთ გაიხედა წელს ზემოთ შიშველი ქალები და მამაკაცები ისევ ბუზებივით ირეოდნენ ხორცისფერ შარვლებში გამოწყობილები. ბავშვები სრულიად შიშვლები სვეტების ირგვლივ დახტოდნენ  და ერთმანეთს სილას აყრიდნენ თვალებში.  კლარისა ჟღალთმიანს მიუახლოვდა, სახელად ემანუელს, და  წასვლა ახლავე სთხოვა.                                                                                                        ნავი ზღვაში, ასეთი დაბალი რეკონსტრუქციის, სასაცილოა არა?!  ცისფერი კაიუტა ჰქონდა და შიგნით რამდენიმე შავი ყუთი ეყარა. არც ისე ხანგრძლივი მგზავრობა ელოდათ წინ, დროის გასაყვანად ემანუელმა საუბარი დაიწყო:

_ ზოგჯერ ვცდილობთ თავი ავარიდოთ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, ზოგჯერ მთავარია ენდო და სხვა არაფერი. ნეტავი შესაძლებელია ვინც გძულს მისი შეყვარება შეძლო?! აი, მაგალიათად, რამე განსაცდელში თუ დახმარების ხელი გამოგიწოდა?!

_ როგორ არა, ეს სრულებით შესაძლებელია თუ საქმე ადამიანს ეხება, ის შესაძლოა, მიხვდეს თავის შეცდომას და მის მიმართ გრძნობები შეგეცვალოს.

_ ადამიანის გარდა ვისზე შეიძლება იყოს ლაპარაკი კლარისა?! მისთვის სახელი არ უთქვამს ემანუელსაც გაუკვირდა ეს რომ წამოსცდა, კლარისას სახეს უყურებდა, ის კი დიდად არ შეცვლილა.

_ დემონს. როცა საქმე სატანას ეხება სერონ!

_ სატანას მე მიწოდებ შენ კი... არ დაგიმალავ და გამიკვირდა ჩემი შეცნობა რომ შეძელი.                                                     კლარისამ გულიანად გაიცინა, ქურქის ჯიბიდან სიგარა ამოიღო და გააბოლა

_ შენ ხმას მილიარდი დემონის ხმიდან გამოვარჩევ სერონ.

_ და რაიცი იქნებ ყველანი ერთნაირი ვართ?!

_ ერთმანეთზე უარესები ხართ ეს ვიცი, შენ კი მათ თავში ხარ ყველაზე ბინძური.

_ ასეთი რომ ვიყო, როგორც შენ გგონივარ, არამგონია შენი დახმარება მესურვა.

_ ვინ იცის სად მიგყავარ ახლა და ვინ იცის რას მიპირებ.

_ მალე ის დრო მოვა, მუხლებზე დაჩოქილი შემევედრები პატიებას და შველას მთხოვ.

_ მართალი ხარ, უფრო სიამოვნებას მოგგვრის ცოცხლად გადიდო, შენს წინაშე ვითხოვდე შველას, ვიდრე შენს ქანდაკებას ცხელი სანელებელი ვუსვა და გაურკვეველ ენაზე ვბუტბუტებდე. შენ იმ ხალხს ცხოვრება დაუნგრიე და დაიმონე. შენ არარაობა ხარ სერონ. მალე ბოლო მოგეღება, ეს გარდაუვალია.

_ დიდხანს მოგიწევს ლოდინი კლარისა, ძალიან დიდხანს.

_ მე არსად მეჩქარება, საერთოდ არსად.

_ არ გეშინია?! იქნებ შენც იმ ხალხივით გონებაშეზღუდული გაგხადო, შენს გონებაში ჩემი ჩიპი ჩავდო და ჩემს ქანდაკებას ფეხებს უკოცნიდე.                                                                                                                  კლარისამ სიბრალულის თვალებით შეხედა სერონს და ფეხზე წამოდგა. ნავი დანიშნულების ადგილას მისულიყო და ქალმა ხომალდი უმალვე დატოვა.                                                                  _ დასანანია, ჩვენი მეგობრობა არ შედგა, არადა ძალიან ვეცადე, შენც ხარ ამისი მოწმე.

¬_  არ მინდა ჩემს ცხოვრებაში ისევ გნახო, არ მინდა სერონ!

_ აღარ შეგაწუხებ კლარისა, თუმცა მე გულწრფელად მსურდა შენთან მეგობრობა, ისიც გაპატიე სარეკესთან ერთად იატაკზე რომ დამანარცხე. მე შენი სიყვარულისათვის ერთი ადამიანი გზიდან ჩამოგაცილე.                                                                                                                                                 კლარისას უკვე ბარგით ხელში რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, სერონის სიტყვებმა ის შეაჩერა, შემოტრიალებამდე ნათლად იყო შესამჩნევი სატანას უჩვეულო ჩაცინება, რაც კმაყოფილებასა და მიზნის მიღწევას გამოხატავდა.

_ დრო არ მაქვს, უკვე ბნელდება, მითხარი რა გინდა რაც შეიძლება სწრაფად!

_ საიმონს თვალი დაადგეს, ბევრი რამ მოხდა შენი წამოსვლის შემდეგ მცირე დროში, შენ კი წასვლას ჩქარობ და არ იყენებ შანს ყველაფერი გიამბო.

_ მე ბოინის დატოვებასთან ერთად უარი ვთქვი ყველაფერზე და მათ შორის ჩემს სიყვარულზეც სერონ!

_ ამას ვერ დავიჯერებ, ანუ არ გაინტერესებს ვინ დაიპატრონებს საიმონის გულს? იქნებ ეს სარკე გენახა. სერონმა ჯიბიდან პატარა ოვალური ფორმის სარკე ამოიღო და კლარისას თვალებთან ახლოს მიუტანა, მასში ახლო წარსულის ის ეპიზოდი აირეკლა, როცა საიმონი მარტოსული იდგა ბორტთან და კლარისას სრულწლოვანად გახდომის შემდეგ მასთან დაბრუნებას პირდებოდა. კლარისას ჩანთა ხელიდან გაუარდა ხელებზე კანკალი დაეტყო, ცდილობდა, შუბაში  თითები დაემალა.

_ ნება შენია, მე გპირდებოდი მომეცა შენთვის უნარი თვალები დაგეხუჭა და  საიმონთან ერთად სულ სხვა სამყაროში ამოგეყო თავი, სადაც არავინ შეუშლიდა ხელს თქვენს ბედნიერებას, სადაც იქნებოდით ორნი, მხოლოდ შენ და საიმონი. სერონმა სარკე ზღვაში მოისროლა  და ნავში დაბრუნდა, ელოდებოდა, ქალი დაბრუნდებოდა და მის ფეხებთან დაემხობოდა. კლარისა დიდხანს იდგა ზღვასთან, დიდხანს იფიქრა, სერონიც არ იძვროდა ადგილიდან, ბოლოს ის მოხდა, რასაც ჟღალთმიანი ვარაუდობდა.                                                                               _ გააკეთე ეს თუ შეგიძლია.

_ „თუ“ არა, მითხარი, რომ გჯერა ჩემი ძალმოსილების. იმისი, რომ მე შემიძლია ეს და თვალები დახუჭე. კლარისა მიენდო, ნაზად გაახილა თვალი და მის წინაშე საიმონი იდგა. მათ ირგვლივ სიჩუმე და გასაოცარი აურა სუფევდა, მჭიდროდ ეხვეოდა და მთელ სხეულს უკოცნიდა, არ სჯეროდა და თავი სიზმარში ეგონა. ღვთაებრივ სიზმარში, სადაც არ არსებობს შუღლი, არ არსებობს ტკივილი, აქ სიყვარულია, გარემო მხოლოდ ორისთვის შექმნილი.

_ საიმონ, შენ ჩემს წინაშე დგახარ, მითხარი რომ ნამდვილად შენ ხარ, მითხარი, ჩვენი სიყვარული აღარაა აკრძალული, ხომ ასეა?!                                                                                                                         საიმონმა არაფერი თქვა  მჭიდროდ მოეხვია და იქამდე აბზიალა ჰაერში, სანამ ინერციით მიწაზე არ დაეცნენ და ასე არ განაგრძეს ცისფერი, უღრუბლო ცის ცქერა.

 

თავი 4

9 სახლში

კლარისას სახლში ხელოვანთა ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად, პირველად შემოაბიჯეს თუ არა მცირეფართობიან ეზოში, მანგოს ხეებს დამშეული მისცვივდნენ, ხეები კი ცარიელი დახვდათ. დიდი მხიარულება და ხალისი შემოიტანეს კლარისას უსიცოცხლო სახლში. ყველაზე უმცროსმა წევრმა ეზო შემოირბინა, სამსართულისანი სახლის უკანა განყოფილებაში ნახევრადდანგრეული სარდაფი დაინახა, ერთი შეხედვითაც მისახვედრი იყო რომ ხანძრით იყო დამწვარი და განადგურებული.. სარდაფისაგან მოშორებით ორი თეთრი ბრტყელი ქვაც სჩანდა, ცნობისმოყვარებას ვერ გაუძლო და ქვებს მიუახლოვდა, მასზე გაურკვეველი ასოებით ეწერა ორი ადამიანის სახელი და გვარი, ქვის მარცხენა კიდეებზე კი გასაგებად ამოტვიფრული იყო „მამა“ და „ძმა“.                                                                                                                                 ოჯახის უფროსმა, ბატონმა კარლოს პიკასომ(მეუღლის მიერ წოდებული ფსევდონიმი), პირველ რიგში, თავისი ნამუშევრების გადმოტანა დაიწყო სატვირთო მანქანიდან. შეხედა რა მისაღები ოთახის ცარიელ კედლებსა და ყვითელი საღებავით გალამაზებულ ჭერს, ფრიად გახარებული დარჩა. ცისფერი, დიახაც ტილოები, რომლებზეც ცისფერი ფერი სჭარბობს, სრულებით ზედგამოჭრილია ყვითელი ჭერისთვის. ფიქრებში გართულმა კარლოსმა ვერც კი შენიშნა ოთახში მეუღლის შემოსვლა, თურმე დიდხანს შეჰყურებდა, მალე მოთმინების ფიალაც აევსო და ხმამაღლა შესძახა:                                                                                                                                       _  კარლოს, არ შეიძლება, მოგვიანებით იფიქრო სად და როგორ განათავსო შენი ნამუშევრები ამ სახლში?!  ამისათვის ხომ საკმარისი დროც და ადგილიც გაქვს.

_ ამ ქვეყანაზე მთავარი ხელოვნებაა საყვარელო, ათასჯერ მაინც მითქვამს...

_ არგინდა მე თვითონ გავაგრძელებ: ის, რასაც ტილოს უწოდებ, უკვდავების საღებავით იქმნება, მარადიულია და არასოდეს დაიღუპება. ეს სიტყვები უკვე გავისისხლხორცე, არ უარვყოფ,  გეთანხმები კიდეც. მაგრამ ხო შეიძლება ჯერ დაგვეხმარო კარლოს!                                                      ოდნავ ხმის ტემბრს აუწია და კარებისაკენ გაიხედა, უმცროს გოგონას, რომელმაც პირველად იხილა უკანა ეზოში არსებული სიახლე, რაც არ შეუმჩნევიათ აქ პირველად ვიზიტის დროს, საკმაოდ მძიმე სავარძელი მოჰქონდა და სიმწრისაგან გამუდმებით კვნესოდა.                                                                                                                                                                                       _ მამა!                                                                                                                                                                                              _ მოვდივარ!                                                                                                                                                                                  პირველ დღეს ქალაქ ბოინში კარგად ნამდვილად არ ჩაუვლია. გასაკვირი არც იყო რომ ასე იქნებოდა, ხვალისათვის ანა 6 ქალიშვილთან ერთად სამსართულიანი სასახლის დალაგებას გეგმავდა, კარლოსი კი ერთადერთ ვაჟთან ერთად  გარე საქმეების მიხედვას.

2002 წელი. 8 თებერვალი                                                                                                                                                                        ერთი შეხედვით ვახშამისათვის ყველაფერი მზად იყო, ვეგეტარიანული კერძები, წითელი ღვინო და რაც შეიძლება მცირეოდენი ხალხი. ყველაფერი ისე მოემზადებინათ , დიზაინის ჩათვლით, როგორც ეს დანიელს მოსწონდა. ლილი  გაფაციცებით, თავისი ზურმუხტისფერი კაბით, ჩამოუვლიდა ხოლმე სუფრას, ერთ სუფრაზე ერთი სახის კერძს აიღებდა და მეორეზე დაამატებდა. ყველანი ბედნიერები ჩანდნენ, განსაკუთრებით კი ლილი. ამ ეტაპზე ის ჯერ კიდევ არ იცნობდა ელიოთს და კვერცხიდან დაბადება მის გონებაშიც კი არ გაქროლებულა. კლარისაც აქვე იყო სადად ჩაცმული. არასოდეს მოსწონდა, როცა ვინმეს ყურადღებას იპყრობდა. ლილიმ სადღესასწაულო ტორტი თვითონვე მოამზადა. სამწუხაროდ, ვახშამი არ შედგა. დანიელმა ამ დღეს  თვითმკვლელობა სცადა. წვეულებაზე ათი წლის ბიჭი შიშისაგან ცრემლებს ვერ იკავაბდა. კლარისა მიუახლოვდა და მკერდში ჩაიკრა. ამშვიდებდა, ეზოში გაიყვანა,საბედნიეროდ დენის მძიმე დაზიანებები არ მიუყენებია თავისთვის და გადაარჩინეს. კლარისამ ბიჭს სახელი ჰკითხა, გაახსენდა, ბევრჯერ უნახავს ბოინის  ცენტრალურ მოედანზე საფეხბურთო გუნდში ჩართული, ტაძარში  კათაკმეველთა ლიტურგიის დროს გარეთ გამოქცეული. ბიჭს საიმონი ერქვა.

2005 წელი. 8 თებერვალი

- დედააა

- რამოხდა ალინე, რა გაყვირებს!

- გააღვიძე შენი გოგო, უკვე თორმეტი დაიწყო, დავიღალე ამდენი საქმით, ამ ჭაღის გარეცხვა რაღა დღეს მოგინდა, ან საერთოდ რა საჭიროა ჭაღზე 15 სანათური, თუმცა რა მიხვედრა უნდა, ჩემს გასაწამებლად.

- თუ ასე აპირებ მთელი დღე წუწუნს, სჯობს შენც თამთასავით და კიდევ სხვა პიკასოებივით  დაიძინო, ყველაფერს მე თვითონვე მივხედავ.

- იცი, რომ ავადმყოფი დედის მუშაობას მხართეძოზე წამოწოლილი არ ვუყურებ და ამიტომ მეუბნები, შეაღვიძე ქალბატონი, თორე ჩემს საქვეყნოდ ცნობილ ხერხს მივმართავ.

- ავადმყოფის რა შემატყვე? ახლაც კი ნებისმიერ ახალგაზრდაზე მეტი საქმის კეთება შემიძლია, თან რაც მთავარია, წუწუნის გარეშე ვაკეთებ ყველაფერს, დიდი სიამოვნებით, შენგან განსხვავებით. სანამ შენებურ ხერხს მიმართავ, ისევ მე შევაღვიძებ.

- თამთა, თამთა შვილო, გაიღვიძე!

- არა დედა, ასე დაბალ ხმაზე მგონი შენც ვერ გაიგონებდი რა თქვი.                                                        აილინემ  ტაფის ორი თავსახური აიღო, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დის საწოლს და 3 დათვლაზე თავსახურების ერთმანეთზე მირტყმა დაიწყო, თამთა შეშფოთებული წამოხტა საწოლიდან, აილიენე, აილინეე, გეყოს!!! ასე გაღვიძება როგორ შეიძლება, ლამისაა დაფის აპკი გამისკდეს.

- აჰა, ესე იგი შენი გაღვიძება არ შეიძლება და დილის 7 საათიდან ჩემი მონასავით შრომა მისაღებია?! ახლავე ადექი მოწესრიგდი, სამზარეულოში გელოდები.

- ოჰ, ცოტა ხანი ისევ წავიძინებ, თავი მისკდება.

- ქალბატონს თურმე ძილი არ ეყო, თავი უსკდება, ნეტა რატო?! უთხარი დედას მიდი რომელ საათზე შემობრძანდი სახლში.

- აილინე!

- რა აილინე, გავჩუმდე არა, დედა  ის თუ იცი, რომ  შენი შვილი გუშინ ღამით ფანჯრიდან გადაძვრა და ვიღაცას მანგოს ხეების ჩრდილში  ესაუბრებოდა.

- აილინე, დედამ იცის, რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც მის სახელს შეურაწყოფს, რაც შეეხება ჩემს ფანჯრიდან გადაპარვას და ეზოში საუბარს. შეგახსენებ, რომ მესამე სართულზე გვეძინა, თან აქ ახალი გადმოსულები ვართ და არავის ვიცნობ.                                                                  ყველამ ერთიანად გადაიხარხარა, გვერდითა ოთახიდან დანარჩენი დებიც შემოვიდნენ და თამთას საწოლში შეწვნენ.  აილინემ საბანი გადახადა და საღამურების ამარა დატოვა.

_ ისედაც ნერვებზე ვარ მოშლილი, თქვენ კი იმასაც მეუბნებით, რომ მომეჩვენა, რაც გუშინ რეალურად მოხდა?!                                                                                                                                                                                       მოპირდაპირე ოთახიდან ბენჯამინის ხმაც მოისმა, რამაც აილინე კიდევ უფრო განარისხა.

_  ყველამ ვიცით, გუშინ თამთამ ძალიან  გაგაბრაზა, ისიც თვალნათლივ დასანახია, რომ ცდილობ რამით შური იძიო მასზე, თუმცა გირჩევ, სამაგიეროს გადახდის გეგმა მომავალში უკეთ განსაზღვრო. ახლანდელი შეთხზული ამბის ვფიქრობ, შენც არ გჯერა.                                                          ოთახში ისევ ატყდა სიცილ-ხარხარი, განსაკუთრებით, თამთას ეშმაკური ღიმილი აღიზიანებდა აილინეს, ფეხზე წამოდგა და თამთას ძლიერი სილა გააწნა სახეში. თამთამ საწოლის კიდეს თავი მიარტყა. წამიერად ყველა დამშვიდდა,სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში. აქამდე ამ საუბარს მხოლოდ იუმორის სახე ჰქონდა, აილინეს საქციელმა კი ყველას დაანახა, რომ ის რეალურად იყო განრისხებული და მისი არაადეკვატური ქცევა განხილვის საგნად იქცა. ღიმილი ყველას მოსცილდა სახეზე.

_  აილინე, შვილო, რა მოგივიდა, თავს კარგად გრძნობ?

_  არა დედა, არავარ კარგად, ნუთუ არც შენ გჯერა ჩემი?! მე ნამდვილად დავინახე თამთა როგორ წამოდგა დაახლოებით ღამის 2 საათისთვის, ფანჯრიდან გადახტა და როცა გადავიხედე ვიღაცას ესაუბრებოდა, მალევე ისევ ფანჯრის საშუალებით საძინებელში ამოვიდა.

_ ესეიგი, ისევ ამოცოცდა მესამე სართულზე  და ფანჯრიდან შემოძვრა!

_ კი სწორედ ასე იყო.

_ და შენ რას აკეთებდი ამ დროს?! რატო არ გაგვაღვიძე და არაფერი თქვი, ან ამ დილით      რატო არ მიამბე ამის შესახებ. შვილო, ალბათ დაგესიზმრა, იცი ზოგჯერ მგონია, რაც სიზმრად ვნახე რეალურია, წადი სუფთა ჰაერზე გაისეირნე და დამშვიდდები.                                                               აილინეს თვალები წყლით აევსო, მისი ქცევა უდავოდ უცნაური იყო. საქმე ისაა, რომ ეტყობოდა ახლაც მართალი ეგონა თავი და არ ნანობდა ძლიერი სილის გაწნის გამო თამთა  ახლაც რომ სლუქუნებდა. კარებში კარლოსიც შემოვიდა,მამას დანახვაზე აილინეს სახე შეეცვალა, მასთან მიირბინა და ყელზე მოეხვია. ანამ კარლოსს  თვალით ანიშნა გარეთ გაეყვანა.

- ამას არ შევარჩენ, ეს ცილისწამება და  სილის გაწნა ძვირად დაუჯდება, ჯობს, მალევე მოეგოს გონს და პატიება მთხოვოს, დროულად, ყოველთვის მიტევების ხასიათზე არ ვიქნები. ბენჯამინ, სიტყვასიტყვით  გადაეცი ეს აილინეს.

- გოგონებო, მოწესრიგდით და ბენჯამინთან ერთად მამათქვენთან ჩადით, შენ კი თავი ასწიე და შემომხედე თამთა.

- დედა მე ... იმედია, მის მოგონილ ამბავს არ დაიჯერებ და ეჭვები არ გაგიჩნდება, ფრენას ან კედლებზე ცოცვას შევძლებდი თუ არა ეზოში რომ მოვხვედრილიყავი.

- გაჩუმდი, ვიცი რომ ეს სიმართლე არ არის, აილინეს დაველაპარაკები და ბოდიშს მოგიხდის, ჩვენს ოჯახში კი ცვლილებები უნდა მოხდეს. მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის შეცვლა არ კმარა. ჩვენი დიდი ოჯახის შიგნითაც ბევრი რამაა დასალაგებელი. თუ ამ ურთიერთობების მოგვარებაზე იფიქრებ, დღეს არ იმუშავებ. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, გაიაზრო აილინე შენი დაა, ისეთი როგორიც სხვები. დაივიწყე წარსული, რაც მხოლოდ შენ გაიგე წლების წინ. ის ჩემი შვილია, როგორც დანარჩენები და მორჩა. გასაგებია თუ არა შენთვის?                                                                                                                                                                                    -_ გგონია, მის მიმართ განსხვავებული ურთიერთობა იმიტომ მაქვს, ეს საიდუმლო რომ ვიცი?! ძალიან ცდები დედა.

-უბრალოდ ასეთია შენც ხომ იცი, ზედმეტად პირდაპირი, არ უფიქრდება რას ამბობს, ამიტომაცაა რომ ხშირ შემთხვევაში მის ქმედებებს ხანგრძლივი სინანული მოსდევს.

- სინანული?! კარგი რა, ბოდიშიც კი არასდროს მოუხდია დღემდე. ანა უეცრად ჩაფიქრდა მის სახეს კი ღიმილის ალმური მოედო.

-დედა, რამე მოხდა? რამ ჩაგაფიქრა? უეცარი სახის გამომეტყველების ცვლილება არ გჩვევია ხოლმე.

-გახსოვს,  სკოლის დაწყებით საფეხურზე სწავლისას, სკოლაში ხელში აყვანილი დაჰყავდი.                                                                                                                                                            სახის გამომეტყველების ცვლილება თამთასაც შეეტყო, ანამ კარგად იცოდა ამ ისტორიის გახსენება გულს მოულბობდა, ეს ხერხი მრავალჯერ ჰქონდა ნაცადი.

- ზოგჯერ ძალიან მაბრაზებ დედა. იცი, ამ ამბის მიმართ უძლური ვარ და ყველანაირი ბრაზი მიქრება აილინეს მიმართ, შენ კი მიზანმიმართულად იყენებ.

-სწორედ ასე იყო, ახლახანს გამახსენდა ეს ამბავი, რამდენიმე კვირაა  არ მომიყოლია.                             რას ვიზამთ აილინე ნერვიულია და  ცოტათი უხეში.

-შესწორება დედა, აილინე ძალიან ნერვიულია და საოცრად უხეში.

-ასეა თუ ისე, მას შენთვის მხოლოდ კარგი უნდა.                                                                                                   თამთა ფეხზე წამოდგა და ანას ჩაეხვია

- კარგი ხო, ვივიწყებ მომხდარს და აღარც მუხლის მოყრას ვთხოვ ჩემს წინაშე. რა აზრი აქვს, მაინც არ გააკეთებდა. აბა, მე რით დამასაქმებთ.

- ჭაღი!

- იმედია ის ჭაღი არა, რომლის 15 სანათურის დაწმენდაზეც აილინე წუწუნებდა.

- სწორედაც რომ ის, დასაკარგი დრო არ გვაქვს, აბა დროულად!

-არ გინდა ჭაღზე მხოლოდ 9 სანათური დავტოვოთ და თითოეულს ჩვენი სახელი დავარქვათ, რა კარგი იდეაა არა ?!

- თქვენი ფილოსოფოსობა ყელში ამოვიდა. წადი კარადა დაასაუფთავე მე მივხედავ მაგ ჭაღს. თამთა საწოლიდან წამოდგა და კარადას მიუახლოვდა.

- კარადაში რა ხდება? ესენი ყველა დასაწმენდია?

--------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
]კრეტსამბელი - ქალაქ ბოინის კედლების სახელწოდება.

ანტაგონისტი - ბოინის უმაღლესი სასულიერო წოდება.

ელფოსტაბეჭდვა