ტელეპორტერი
ტელეპორტერი
ტელეპორტერი
04 მაისი, 2019 წ.


დღე 1
1

არასდროს, მქონია ინტერესი, პირადი ჩანაწერები განმენხორციელებინა. მითუმეტეს ჩემი ყოველდღიური,  ერთფეროვანი, ცხოვრება ფურცელზე გადმომეტანა. გამოგიტყდებით და წიგნების კითხვითაც დიდად არ გამოვირჩევი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რომ უბრალოდ ალოგიკური იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი, ფურცელზე არ გადამეტანა. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის, დაჯერება ჩემი მომავალი მკითხველისთვის,  მაგრამ ვისაც ოდნავ მაინც აქვს ფანტაზიის უნარი, ის აუცილებლად დაიჯერებს და წარმოიდგენს კიდეც ჩემი მონაყოლის სიზუსტეს და რა თქმა უნდა ფიქრებში ჩემთან ერთად იმოგზაურებს. ვფიქრობ ამ შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ამიტომ ბუნებრივია პროცესში მეც შევიცვლები და ამას, მკითხველიც აუცილებლად გაიგებს და იმედია იმდენად არ შევიცვლები, რომ ის შემიძულებს... თუმცა გინდ, რომ შემიძულოს მე მაინც ვერაფერს გავიგებ... რა თქმა უნდა არ ვიცი როგორი დასასრული ექნება ამ ამბავს, რადგან მხოლოდ დღეს  დაიწყო ეს ყველაფერი, ამიტომ ვფიქრობ მე თუ ვერ მოვახერხებ მის დამთავრებას ვფიქრობ იმას მაინც მოვახერხებ, რომ სხვას მაინც დავასრულებინო. მგონია, რომ  რამდენიმე ადამიანს მაინც გავუმხელ ამ ჩემს უნიკალურ ახლად შეძენილი შესაძლებლობის შესახებ. სავარაუდოთ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც ჩემი თანხმობის გარეშეც გაიგებენ ჩემს შესახებ. ნუ მოკლედ, ვეცდები თავი არ მოგაბეზროთ კითხვის დაწყებისთანავე, მაგრამ სანამ დავიწყებდე ჩემი ამბის მოყოლას, ჩემს შესახებ, მცირე ინფორმაციას მოგაწვდით, რადგან წარმოსახვაში მოგზაურობასთან ერთად კარგად გქონდეთ აღბეჭდილი ჩემი ვიზუალიც. მე ლუკა თვალაბერიძე ვარ. ვსწავლობ გეპეიში. სიმაღლით მეტრა ოთხმოცამდე ავდივარ, ტანიც სიმაღლესთან შეფარდებით სტანდარტული, ნუ როგორც იტყვიან ხოლმე სრულ ფორმაში ვარ. შავგრემანი, თვალის ფერი მწვანე მაქვს. ორივე მშობელი ცოცხალი მყავს და დედისერთა ვარ. მე ვთვლი რომ ეს ბედის უიღბლობაა, მაგრამ ზოგისთვის ეს შესანიშნავი ვარიანტია იყო სრულფასოვანი ეგოისტი...  იმდენად რთულად დასაჯერებელი რამ არის, რომ სადღაც გულის სიღრმეში მეთვითონაც არ მჯერა და ჩემივე თავი მექაჩება, რომ უკუვაგდო ეს აზრი და დავივიწყო დღევანდელი მომხდარი, მაგრამ როგორ უნდა დაივიწყო?!.. არ ვიცი, გარე პირს ჩემთვის, რომ მოეყოლა ის რაც დღეს მე გადამხდა ალბად, შეიძლება გარეგნულად დავთანხმებოდი, მაგრამ გულის სიღრმეში ერთი გემრიელად გამომელანძღა, გამომეყენებინა რამოდენიმე ბილწი სიტყვა და მეორე დღეს ამ დიალოგის შესახებ არც მხსომებოდა. ნუ როგორც ვატყობ ჩემი დიალოგი უსასრულობამდე გაიწელა და მკითხველი მოუთმენლად ელის ჩემს ამბავს. არვიცი რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ნაწერს ადრე თუ გვიან ბევრი წაიკითხავს და ის ჩემთან ერთად ჩემნაირად იმოგზაურებს, სხვადასხვა ადამიანების გონებაში, მაგრამ მაში კი ვარ დარწმუნებული, რომ ერთად დავიწყებთ კითხვას და ერთადვე დავამთავრებთ...
მოგეხსენებათ ზაფხულში თბილისში სიცხიანობა იცის და მეც არ ვცხოვრობ, დიდ აპარტამენტებში სადაც დღეღამით კონდენციონერი ჩართული ამიტომ, როგორც ნამდვილ თბილისელს შეეფერება, ერთ დანჯღრეულ-მორყეულ ბინაში მიდგას სული. არც დიდი რემონტით გამოირჩევა ჩემი სახლი ამიტომ, ვერ დავიკვეხნი, რომ საცხოვრებლად კარგი პირობები მაქვსთქო, მაგრამ რაგაეწყობა? ადამიანი იმას ეჩვევა რაც მის წინ დევს.  როგორც ყოველთვის, ჩემს ოთახში ვიჯექი და სოციალური ქსელის საშუალებით ვჩათაობდი. არაფერი განსაკუთრებული, საღამო ხანის, უსაქმური ადამიანის მავნე ჩვევა. ვერც იმას დავიბრალებ, დიდი სამეგობროთი გამოვირჩევითქო ამიტომ, სულ რამოდენიმე ადამიანს ვწერდი. ცოტა, რომ შემოღამდა უკვე თორმეტს, რომ გადაცდა, ნელინელ უკვე ვამზადებდი მზერას ლოგინისკენ, რადგან დილით ადრე ვიყავი ასადგომი და არ მინდოდა ეს ღამეც კომპიუტერის მონიტორის მიღმა გამეთენებინა, თან ჩემდა საბედნიეროდ ჩემი „პადელნიკი“ პოსტზე ვერ გამიწევდა კამპანიას, რადგან ისიც ადრე იყო ასადგომი, ამიტომ ორივემ მოვილაპარაკეთ მალე დავწოლვილვიყავით. რაც შეეხება ჩემს ზემოთხსენებულ პიროვნებას, ის არის რათქმაუნდა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. სახელად მარიამი, მას ცოტა მერე გაგაცნობთ, მაგრამ წინასიტყვაობის სახით ვიტყვი, რომ თითქმის ოთხი წელია ვიცნობ, ოღონთ რათქმაუნდა მხოლოდ ინტერნეტ სივრცის წყალობით ჯერ პირადად ვერ დაგვადგა საშველი გვენახა ერთმანეთი, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველდღიური მიმოწერით შემოვიფარგლებით და საკმაოდ აქტიური კონტაქტი გვაქვს...
რადგან ჩვენ დღეების უმეტეს სკაიპის საშვალებით ვათენებდით, დღეს არდავილაპარაკეთ და მხოლოდ მიმოწერით შემოვიფარგლეთ. ამ მიმოწერის დასასრულს რატომღაც წამოვჭერი მეტად უცნაური თემა, მოდით მეტი ეფექტისთვის პირდაპირ გადმოგცემთ ტექსტის შინაარს:
- exla rom wamovwve da uceb, warmovidgino vitom batumshi pliajze gavichite sacvlis amara :D :D
- hoo :D :D rasizavdi mere?
- arvici, albad shen dagirekavdi? Ravici tumca rogor damereka ar meqneboda teleponi tan, azze ar var savaraudod vinmes vipovidi da mere erti ori sami dge gavcherdebodi batumshi, gnaxavdi shenc uechveli <3 bolosdabolos ese mainc gvegirseboda naxva :D :D :D
- giji xar :D wadi daidzine radros egetebia :D
- hoo martali xar, waval wevei aba tkbili dzili :*
- midi shenc aseve :*
დავემშიდობეთ ერთმანეთს. მეც მეტი რაღა მაკავებდა კომპიუტერთან? ავდექი და  წავედი წამოვწექი. როდესაც წამოვწექი, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ მიმდინარეობდა ჩვენი მეგორობა. გარეგანი შეხედვით რათქმაუნდა ბევრი იფიქრებდა, სასიყვარულო პირდაპირ თუ არა ფარულ კვანძს, მაგრამ მე ამაში არ დავეთანხმებოდი და არც მარიამი. ჩვენ შორის მხოლოდ მეგობრული ინტერესები იყო. არ ჰქონდა ამ ურთიერთობას ერთფეროვანი მომაბეზრებელი ვიზუალი, რომ დაგვესრულებინა და რამე სხვა ეტაპზე გადავსულვიყავით, ეს უფრო იყო, ორი ადამიანის შევსება სულიერად, ოღონთ არა იმ ფორმის რომელიც, ხშირ შემთხვევაში მოისაზრება ხოლმე. ჩვენ უბრალოდ მოგვწონდა ესეთი ყოველდღიურობა, რათქმაუნდა ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და ადრე თუ გვიან ამ ურთიერთობასაც ხაზი გაესმებოდა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერზე ფიქრი არ გვსურდა და გვინდოდა ყველაფერი ისევ ისე ყოფილიყო როგორც არის. ეს ერთი იმ შემთხვევთაგანია როდესაც გსიამოვნების რამის გაკეთება და უბრალოდ მას აკეთებ. არ აქცევ ყურადღებას რატომ? ან რისთვის?
ამ ფიქრებმა გამიტაცა, მაგრამ დიდიხნით ვერა, მეც გონებაში ამომიტივტივდა, ბოლო მიწერილი მარიამთან და ახლა რატომღაც მოვინდომე ამ ფიქრისთვის ხორცი შემესხა და მეც, წამოვიწყე ამაზე ფიქრი. რადგან ბათუმის პლიაჟზე ვარ ნამყოფი, მაქსიმალურად შევეცადე გონებაში აღმედგინა იქაური გარემო, მაგრამ რადგან უკვე ღამე იყო, სასურველი იყო წარმომედგინა ღამის ვერსია, რაც არცთუისე ადვილი სამქე იყო,  მაგრამ მაინც მაქსიმალურად შევეცადე. წარმოვიდგინე ბათუმის სუსხიანი ნიავი, ქვის სიცივე და მისი სიმყარე, როგორ ნელნელ შედის ეს სიცივე ძვალრბილში და როგორ მიციებს გვერდებს, როგორ ვახელ თვალს და ჩემთვალწინ ცის კაბადონი იშლება, ულამაზესი ღამისეული სანახაობა სადაც, ვარსკვლავები ციცინათელებივით ალაგ-ალაგ გამოჩენილიყვნენ და უბრალოდ არ ქვრებოდნენ. სადაც, მთვარეს თავისი დიადება ყველას დასანახავად გამოეჩინა და ის ბონაპარტივით დიადი იმპერატორივით გამოიყურებოდა, რომელსაც გადმოუხედია თავისი ამალისთვის, რომელიც კანტიკუნტად განლაგებულიყო და ელოდა მის ერთ შეძახილს რადგან მწყობრში ჩამდგარიყვნენ, და თითქოს სისხლი ამიდუღდაო ნათლად წარმოვიდგინე, როგორ შესძახებდნენ ვარსკვლავები მას: „დიდება ნაპოლეონს“ ამ ყველაფერმა გამიტაცა და ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩამეძინა. ვფიქრობ დიდხანს და ტბილად მეძინებოდა, რომ არა ერთი უცნაური გარემოება, სახელდობრ: ის, რომ ნელინელ ვიგრძენი სიცივე, როგორ მატულოდა იგვლივ. აშკარად ოთახის ტემპერატურისგან რადიკალურად განსხვავებული და ჩემი რბილი ლოგინისგან განსხვავებით ვიგრძენი, რომ აშკარად რაღაც მყარზე ვწევარ, რამაც ამატკია მთელი უკანა კორპუსი. სიცივემ მთელ ტანში ამიტანა და თვალები გავახილე. ჩემს თვალწინ მართლაც გადაიშალა ის წარმოდგენილი დიადი სანახაობა, ვარსკვლავები და უშველებელი მთვარე. ერთი პირი ვიფიქრე, ეს სიზმარში ჩაყოლებული რეალობაათქო, მაგრამ იმდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, რომ სიზმარი ყოფილიყო. უმალვე ფეთიანივით წამოვხტი და აქეთ-იქით დავიწყე ცქრირვა ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მივხვდი, რომ ფიქრი რეალობად გადაიქცა და ნამდვილად ბათუმის პლიაჟზე ავღმოჩნდი საცვლის ამარა. რამდენიმე წამის მანძილდე აქეთ-იქით დებილივით ვიყურებოდი, ხან ხელზე ვიჩმიტე, ხან პატარა ქვები ფეხში ჩავირტყი რაც ძალზედ მტკიმნეული იყო, მაგრამ მაინც ვერადავერ ავხსენი თუ რაჯანდაბა მოხდა აქ ?! რა მინდოდა აქ?!  ან როგორ?! ეს ჰომ შეუძლებელია?! არც მულტფილმში ვცხოვრობ და არც ფილმის პერსონაჟი ვარ, რომ მსგავსი შესაძლებლობა მქონდეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ეს რეალობაა, მე ბათუმში ვარ!..
როგორღაც გადამიარა ამ პირველი ეიფორიის ტალღამ. ეხლა უკვე ლოგიკური მსჯელობის ტალღის დრო იყო. ეხლა უნდა მომეფიქრებინა რაგამეკეთებინა, რადგან ჯერ ვისთვის როგორ უნდა ამეხსნა ის გარემოება, რომ ხუთი წუთის უკან თბილისში ჩემს საწოლში ვიწექი? არვიცი ყოველგვარ ლოგიკას აჭარბებდა ჩემი არგუმენტები, რომ მართლა თბილისში ვიყავი ხუთი წუთის უკან, ეს უბრალოდ სიგიჟის ტოლფასი იყო, აგეხსნა ადამიანისთვის, რომ მსგავსი რამ დაგემართა. კაი მაგრამ რავუთხრა? რამიზეზი მოვიგონო? რამოდენიმე წუთი თავჩაქინდრული ბოლთას ვცემდი, მივხვდი ბევრი ფიქრის დრო არ მქონდა და სასწრაფოდ მოქმედება იყო საჭირო რადგან უკვე ვგრძნობდი, როგორ ვიყინებოდი. ფეხის თითები გამეყინა, გამიწითლდა და თითქმის ვეღარც ვგრძნობდი, მთელი ტანი ბუნძგლებით ამევსო და კბილების ძაგძაგი დამეწყო. ამყველაფრის მიუხედავად  მე კიდევ მოსაფიქრებელი ვერსია ჯერ არ დამიმუშავებია. ჯანდაბას რაც არის არის! წავედი. ცოტა გასახურებლად, დავიწყე სვლა და გზაში მხოლოდ ისღა მომაფიქრდა, ვითომ ჩამეძინა და გამძარცვეს. კარგად რომ დავფიქრდი ამ ვერსიაზე მივხვდი, რომ  სასაცილო კი არა, გადასაბჟირებელია ! ჩემთვის უცხოს ეგ, რომ ეთქვა თავს ნამდვილად ვერ შევიკავებდი, მაგრამ რაგაეწყობა, აქ ჰომ მაინც არავინ მიცნობს? ჰო და ხვალ მაინც დაავიწყდებოდა უცხოს, მთავარია ვინმე ღვთისნიერი მენახა რომელიც დახმარებას გამიწევდა. ტანსაცმელი მაინც, რომ მაშოვნინა და დასარეკი, როგორმე ფულს გამოვაგზავნინებდი ჩემებს და მარშუტით ჩავიდოდი უკან. ან არა? მარიამი! ჰოო, მარიამი. მაგას აცულებლად ვნახავდი და მერე... ბოლო-ბოლო ხომ მაგასთან დიალოგმა განაპირობა ჩემი აქ უეცარი ჩამოსვლა. თუ? !

 

2

 

ცოტახნიანი ბოდიალის შემდეგ, გავბედე და გავედი გზის მხარეს. რადგან სიცივეს ვეღარ ვუძლებდი, აუცილებელი იყო, ზომების მიღება და მეც გავბედე და ბედს მივენდე. ჯერ არავინ შემხვედრია გზად და ვიმედოვნებდი, რომ პირველივე შემხვედრი სათანადო დახმარებას გამიწევდა. როგორც ირონიადაჩვეულ ბედს შეეფერება, მეც დაახლოებით ორმოცდაათმეტრის მანძილზე, შევნიშნე არათანაბრად მოსიარულე ადმაიანის ლანდი. ერთი პირი კი ვიფიქრე, თავს მივანებებ და დავემალებითქო და შემდგომ სხვას გადავეყრებითქო, მაგრამ გუმანით ვერ გავბედე დამალვა და მედგრად დავუდექი პირისპირ ბედიღბალს. თანაც მდგომარეობა არც ისეთი სავალალო იყო, რადგან მთლად რვიანებითაც არ მოდიოდა. ცუდი ფერმკრთალი გარეგანათების გამო, ვერ ვარჩევდი თუ რა ასაკთან მექნებოდა შეხება, თან მთვრალის ერთი პლიუსი ის, არის, რომ უფრო გულუხვია, ვიდრე ფხიზლად ყოფნის დროს და ამიტომ უფრო მეტი შანსი მქონდა გამართლების და მხარში ამოდგომის. აი რამოდენიმე წამით შევაჩერებ თხრობას და დავფიქრდეთ. მე მთვრალი მივდივარ ქუჩაში  და მხვდება უცხო ადამიანი საცვლის ამარა, რათქმაუნდა მოვინდომებ ჩემი გულუხვობის დემონსტრირებას და ყველამხრივ ვეცდები დავაბინავო და ვაჭამო და ჩავაცვა. მაგრამ აქ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალიცაა გასათვალისწინებელი, სახელდობრ: ის, რომ ყველა მე ჰომ არ ვარ?!
როდესაც ათი ნაბიჯის მანძილზე მომიახლოვდა, უკვე პირი გავაღე, რომ აწ უკვე მოფიქრებული წინადადებით მივმართო რადროსაც, ჩემდა გასაკვირვად მან გამოიჩინა სისხარტე და აქეთ ხმამაღლა მომმართა:
- რაიყო ძმა გაგძარცვეს? - კბილს შუა გამოსცრა ნაღდი აჭარული დიალექტით და მე შევატყვე სახეზე ირონიული ღიმილი. მეც, სხვა რა, გზა მქონდა, ამ ვერსიას უნდა ჩავჭიდებოდი და უკვე მოფიქრებული ისტორიით განვუმარტე:
- ჰოო, პლიაჟზე წამოვწექი, ჩამეძინა და ერთი თხუთმეტი წუთია რაც გავიღვიძე და აი ესეთ მგომარეობაში გამომგეღვიძა. - ვცდილობდი მაქსიმალურად ბუნებრივად გამომეხატა სასუწარკვეთილი ადმაიანის მქონეს მდგომარეობა. თუმცა ვატყობ არ გამომივიდა.
მას გაეცინა, თანაც გულიანად. ცოტა არ იყოს მეწყინა, მაგრამ ვერც გავკიცხავდი, რადგან მართლაც, რომ სასაცილო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. მეც ვაცალე გულიანად სიცილი და დავუცადე სანამ რამეს მეტყოდა, მანაც დიდხანს არ მალოდინა და თქვა:
- რაგინდა ტრუსიკი მაინც ჰო დაგიტოვეს. - და კიდევ ერთხელ გადაიხარხარა.
მე ნერვები მომეშალა და აშკარად სახის მიმიკაზე დამეტყო, რაც მის გამჭრიახ თვალს არ გამოპარვია. ნასვამის კვალობაზე კარგა სხარტად მოაზროვენედ კი გამოიყურებოდა. ეტყობა სუფთა ჰაერმა ცოტა გამოაფხიზლა, მაგრამ დროდადრო თითქოსდა თავის სიმძიმის გამო ოდნავ გვერდით იხრებოდა. სიცილი შეწყვიტა.
- დასარეკი არ გაქვს? - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და უხერხულობის დაძლევა ასე გადავწყვიტე.
მან თავი დამიქნია, ჯიბიდან ფანრიანი ნოკია ამოიღო გამომიწოდა, მაგრამ სანამ ბოლომდე გამომაწვდიდა, წამით გაჩერდა თვალებში შემომხედა და მითხრა:
- აჰა ტრუსიკში გაგიცვლი. - და მთელი ძალით გადაიხარხარა.
სახეზე ალმური ამივიდა, ამდენს უკვე ვეღარ მოვითმენდი, მითუმეტეს ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის მიუხედავად და მარჯვენა ხელი მოვამზადე და დასარტყმელად გავწიე, რომ მან გაანალიზა სიტუაცია და სწრაფად მომაყარა:
- რას შობი მკლაავ? - თავისებური აჭარული კილოთი. აქამდეც აქცენტით ლაპარაკობდა, მაგრამ ეს რაღაც გამორჩეული იყო და თავი ვერ შევიკავე გამეცინა. როგორცკი შეეტყო ჩემი შეჩერება მოახერხა, წამებში დასერიოზულდა და მომიგო:
- დაგეხმარები ძმა მარას ვიზავ, წამოი ეხლა ჩემთან სახლში დარჩი დღეს და ხვალ დილით წაი სადაც გინდა კაი?
მე გამიკვირდა, რომ არ მკითხა აქვე ვცხოვრობ თუ სად, მაგრამ ჩემთვის უფრო კარგი იყო რადგან ზედმეტი კითხვებისგან თავი დავაღწიე.
- კი წამოვალ, დიდი მადლობა.
- ნოდარი.
- ლუკა. - ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.
და ჩვენ გავუდექით გზას მისი სახლისკენ რომელიც რამოდენიმე ქუჩის იქით იყო. საბედნიეროდ არავინ არ შეგხვდა, თორემ ცოტა არ იყოს რთული სანახავი ვიქნებოდი სხვის თვალში...
როდესაც ნოდარისთან  მივედით, ეს იყო ტიპიური მარტოხელა ბიჭის სახლი. ნუ მთლად მარტოხელასიც არა, როგორც ამიხსნა მშობლები თბილისში იყვნენ ჩამოსულები და მარტო ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი რაც სახლზე კარგად აისახა. ნუ ალბად, მიხვდებით დაულაგებელი, ჩვეულებრივი ბათუმელი მოზარდის სახლს, ზედმეტად რომ არ გავისარჯო მაგის ახნით ჰომ? ახალშესულზე  მირჩია წყალი გადამევლო და მეც ავიტაცე მისი იდეა და საბანაოდ შევედი. იქიდან გამოსულს თავისი ტანისამოსი დამიტოვა და როდესაც დარწუნდა რომ „მზად“ ვიყავი, ეხლა დანაყრების დრო მოვიდა. მაცივარი გამოაღო, მართალია დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინც კარგად წავიხემსეთ. გაყინულ ტანზე ცხელი წყალი, რომ მივისხი იმწამს მეგონა მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ნეტარება განვიცადე, მაგრამ მე იმაში შევცდი, რომ როგორცკი მოშიებულზე ლუკმა პირში ჩავიდე, აი მაშინ მივხვდი, რომ ამაზე დიდი ნეტარება არ არსებობს... სრულფასოვნად „გამზადებული“ როდესაც ვიყავი, აი ეხლაღა გამახსენდა ძილი, რატომღაც ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე რომ სულ მთლად გადამავიწყდა დაღლა. ნოდარიმ თავისი ლოგინი დამითმო ხოლო, თითონ მშობლებისაზე წამოწვა, ჯერ დამიცადა როდის, წამოვწვებოდი და საბოლოოდ, რომ დარწმუნდა სტუმარი ბოლომდე მიხედილი იყო, აი შემდეგ ნამდვილი მასპინძელივით დაისვენა. როდესაც წამოვწექი, აი მაშინვე ვიგრძენი, როგორ მოწყდა თითქოს ერთიანად მთელი წელი ძვლებს და საშინელი დაღლა ვიგრძენი, იმწამსვე ძილბურანში გადავედი. წარმოვიდიგინე, როგორ ვწევარ ჩემს საკუთარ ლოგინში, როგორ ტკბილად მძინავს, თითქოს ეს ყველაფერი სიზმარი იყოსო. მალევე მიმეძინა, მაგრამ რაღაც გარემოებამ დამიფრთხო ძილი, ეს იყო სახურავზე კატის კნავილი. ფეთიანივით წამოვხტი. ამშუაღამე რა კნავილი მოუნდათქო და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ საკუთარ საწოლში ვარ. ვერ ავღწერ უბრალოდ რადამემართა. შოკში ჩავარდი, ეს ყველაფერი რა სიზამარი იყო? მაგრამ ეგეთი რეაულირი? დავიჯერო ადმიანები ისეთ დონემდე მივედით, რომ ესეთ რეალისტურ სიზმრებს ვხედავდეთ? არვიცი-არვიცი ჩემი გონება გასკდომაზე იყო, კითხვები ერთმანეთში იზილებოდა და პასუხი კიდევ არსად არ ჩანდა. ბოლოს უკვე თითქმის გადამწვარს ვარჩიე დაძინება და დილით კარგად გაანალიზება დღევანდელი შემთხვევის. წამოვწექი და რატომღაც წარმოვიდგინე, რომ პარიზში ეიფელის კოშკის ახლომახლოს მდელოზე ვწევარ და მას შევყურებ.. ეს ყველაფერი იმდენად ცხადად წარმოვიდიგინე, რომ ჩემი ოთახის საშინელი სიბნელის შემდეგ რაღაც კაშკაშა შუქმა თვალები ამჭრა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემი ორი თვალის გუგის წინ ეიფელის კოშკი შევამჩნიე... სიხარულისგან წამოვხტი და ჩემი საყვარელი სიმღერა მომაგონდა გონებაში, მექანიკურად გონებაში ჩართულ სიმღერას ავყევი და ცეკვა დაიწყე. კიდევ კარგი ტანსაცმელი მეცვა, თორემ ალბად ყველას გიჟი ვეგონებოდი. ნუ შესაძლოა ისედაც ვეგონე, რადგან ბევრი ფრანგის ყურადღება მივიქციე და ვფიქრობ არამარტო ფრანგის.  გახარებულმა, რომ ზედმეტები მომდის, შესვენება გადავწყვიტე და წამოვწექი ისევ მინდორზე, თვალები მოვხუჭე და წარმოვიდგინე როგორ ვარ სახლში. უკვე მივხვდი ეს როგორ მუშაობს და უკვე გონებაში თავი დიად პიროვნებად მესახებოდა, რომელსაც შეეძლო დროის და სივრცის გარღვევა და ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ დროს გაჩენილიყო. უკვე ვიცოდი როგორ მოქმედებდა ეს მექანიზმი და საკუთარ თავში დარწმუნებულმა ერთიწამითაც იმაზე არ მიფიქრია, რომ ამ ახლად შეძენილი შესაძლებლობის მართვა, რთული იქნებოდა და რომ ჯერ კიდევ ადრე იყო იმაზე ფიქრი, რომ ეს შესაძლებლობა, ჩემს ხელეწიბების ქვეშ იყო. წამოწოლილმა უკვე ვფიქრობდი, რომ სახლში ავღმოჩნდებოდი მაგრამ, იმასაც ვხვდებოდი, რომ მზის შუქი სანამ არ ჩაქრება დაფარული თვალის გუგებიდან ესეიგი ისევ პარიზშში ვიმყოფები. მეც ვცადე, მაგრამ ჩემს გაკვირვების და იმედგაცრუების პირველი საწყისი ეტაპი დაიწყო როდესაც, არაფერი გამომივიდა და ისევ პარიზზში შევრჩი.  ადგილიდან არ დავძრულვარ, კი მაგრამ როგორ ? აქამდე ჰომ შემეძლო გადასვლა? ასე წამოწოლილი არვიცი ზუსტად რამდენჯერ ვცადე გადასვლა, რომ მხარზე ვიგრძენი ჯოხის შეხება, ავხედე ეს აშკარად აქაური დაცვის წევრი იყო, რაღაცას ფრანგულად მეუბნებოდა, თუმცა ვერაფერი გავიგე, და ისევ მოვხუჭე თვალები და ისევ ვცადე თუმცა ისევ არაფერი გამომივიდა. კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი ასე ცდას მაგრამ, აშკარად პოლიციელის უცხოური სიტყვებიდან ერთი ნაცნობი იყო და ეს „პოლიცია“-ს მივამსგავსე. უმალვე წამოვხტი და წინდაუხედავად გავეცალე იქარუობას. მაინც როგორ ამეხსნა, რომ თბილისიდან ვიყავი გადმოსული? აშკარად ეს ყველაფერი არ იყო სიზმარი და აშკარად მე როგორც კომიქსების შემქმნელებს ხელეწიფებათ მეც ერთ-ერთი მსგავსი პერსონაჟის როლი მოვირგე, მე გავხდი ადამიანი რომელიც გამოეფობა სხვა ყველას და ადამიანი რომელსაც აქვს შესაძლებლობა ერთი-ადგილიდან მეორეზე წამის მეათედებში გადავიდეს. და ადამიანი რომელსაც კიდევ ბევრი ექნება გასავლელი იმის გულისთვის, რომ ეს შესაძლებლობა სრულყოფილამდე დაიყვანოს. მაგარია არა? და ეხლაც ფიქრობთ, რომ არ ღირს ამ ყველაფრის ჩაწერა? უთუოდ ღირს! რადგან მე ვარ ლუკა თვალაბერიძე და მე ვარ ტელეპორტერი....!!!

დღე 2

მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში ვიყავი ბევრი არ მიბოდიალია. სიმართლე გითხრათ, დიდად სურვილიც კი არ გამჩენია იქაურობის დათვალიერების. ამჟამად მხოლოდ სახლში დაბრუნებაზე ვფიქრობდი და სხვა არაფერზე. ერთი მყუდრო გარემო შევამჩნიე, არც ვაცხელე და არც ვაციე მივედი სკამზე და ჩამოვჯექი. არვიცი რატომ, მაგრამ დაღლა ვიგრძენი და ვიფიქრე, ცოტას მოვისვენებთქო. წამოვწექი ბომჟივით სკამზე და მალევე ჩამთვლიმა. დიდიხანი არ გასულა, რომ რაღაც უცნაურმა მიზეზმა გამაღვიძა. წამოწოლილზე ძაღლი მომიახლოვდა და სახეზე ლოკვა დამიწყო. მე როდესაც თვალები გავახილე და ჩემსწინ ძაღლის სახე შევამჩნიე, უცბადები შიშისგან წამოხტომა ვცადე, მაგრამ საბოლოოდ ავღმოჩნდი ძირს დაგდებული. ეტყობა პატრონმა ცოტა გქვიან შენიშნა ეს სცენა და ჩქარი ნაბიჯით მოგვიახლოვდა, წამოყენება სცადა, მაგრამ უარი ვუთხარი. რაღაცას მეუბნებოდა თავის ენაზე, თუმცა ფრანგული იმდენად გაუგებარი ენაა ჩემთვის, რომ წვეთი ვერ გავიგე. მხოლოდ თავის დახრით მადლობა გადავუხადე და გავცილდი იქაურობას. ნელ-ნელა მივაბიჯებდი ქუჩებში და ეხლაღა ვამჩნევდი მის სილამაზეს, როგორ რადიკალურად განსხვავდებოდა ჩვენი ქალაქის ქუჩებისგან. ჩვენთან თუ რამოდენიმე ქუჩა იყო შელამაზებული ტურისტების მოსახიბვლად აქ პირიქით იყო. თითქმის ყველა ქუჩა ერთმანეთზე უკეთესი იყო, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო ლამაზია და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა გეგონება გეუბნებიან, არა ჩემთან გაიარე არა ჩემთანო. ფოტოაპარატი რომ მქონოდა აუცილებლად გადავიღებდი ბევრ რამეს და სამახსოვროდ დამჩებოდა, ჩემი ასეთი უცნაური მოგზაურობა. არადა რა მაცდური შემოთავაზებაა არა? რომ შემიძლია ეს ყველაფერი ფირზე ავღბეჭდო მაგრამ როგორ? ჰო არ მოვიპარავ აპარატს? ისე კაი იდეაა ჰო იცი მაგრამ?! მე ეგეთ უღირს საქცილეს არასოდეს ჩავიდენ, ამიტომ ჯობს ისევ თვალიერებით დავტკბე. ასეთი ფიქრები მალევე უკუვაგდე და ეხლა ასპარეზზე უფრო საგანგაშო ფიქრები ამომიტივტივდა. ვაითუ ეს მხოლოდ დროებითი ეფექტი იყო და ამ ყველაფერს თავისი უკუეფექტი აქვს? იქნებ მე ვეღარც შევძლო უკან სახლში გადატელეპორტება და სამუდამოდ აქ დარჩენა მიწევს? არა ეს ჰომ შეუძლებელია? ბედი ასე არ გამწირავს, ასე ანაბარა, რომ მიმაგდოს. მაგრამ მაინც რამე ჰო იყო გასაკეთებელი? ან დაცდა და დალოდება როდის გადავტელეპორტდებოდი, ან? ჰო ჰო მივსულვიყავი საქართველოს საელჩოში მაგრამ ? მე ჰომ ოფიცალურად საზღვარიც არ გადამიკვეთია და როგორ ამეხსნა ეს გარემოება, რომ პარიზზში ვიმყოფები? ჰმ.. უცნაურ სიტუაციაში ავღმოჩნდი მალევე უნდა ავითვისო ჩემი შესაძლებლობა თორემ, სულ ესეთ დავიდარაბაში ვიქნები, მანამდე კიდევ უნდა ვეცადო საქართველოს გარდა სხვაგან არც კი წავიოცნებო მოხვედრა, რავიცი მომავალში სად და რავითარებაში შეიძლება ავღმოჩნდე მაგის გამო და არ მინდა ასეთ დაუცველ მდგომარეობაში ავღმოჩნდე კიდევ ერთხელ. მე კიდევ, დიდხანს შემეძლო, ამ საკითხის საკუთარ თავთან განხილვა, მაგრამ ერთმა მეტად უცნაურმა შემთხვევამ გამაწყვეტინა ფიქრის ხაზი. ცოტა მოშორებით, რომელიღაც შესახვევის ჩიხიდან ქალის ყვირილის ხმა შემომესმა. მეც რაინდული სულისკვეთებით მაქეთ გავიქეცი. შევამჩნიე როგორ ჩამუხლულიყო ქალი და ტიროდა, ხოლო მისგან დაახლოებით ოცმეტრში ვიღაც როგორ მირბოდა ჩანთით ხელში. რათქმაუნდა დრო არ იცდიდა და მეც გავეკიდე მას. ის მაქსიმალურად ცდილობდა გიდობა გაეწია ჩემთვის და ამ ლამაზი ქალაქის უშნო მხარეებიც დაემახსოვრებინა ჩემთვის. ხან რომელ ბინძურ ქუჩაზე შეუხვევდა, მერე იქიდან, სადღაც გადაძვრებოდა და უარესში ამოყოფდა თავს, მეც დაუზარელად ვზდიე დაახლოებით თხუთმეტი წუთი და ბოლოს, მაინც მოვახერხე და დავედევნე, უმალვე წავაქციე და ჩანთა გამოვართვი, არც არაფერი უთქვია ისე უკანმოუხედავად გაიქცა... კაი ეხლა რაღა ვჰმქნა? მოწინააღმდეგე განვაიარაღე და ჩემი რაინდული მისია შევასრულე, მაგრამ მერე? მე ჰომ იმდენად შორს შევტოპე, რომ აი ახლა, უკვე აღარ ვიცი რავქმნა. სად წავიდე? რა თქმა უნდა მაქვს შესაძლებლობა გავხსნა ჩანთა და იქიდან ფული ამოვიღო და მოვიხმარო, რადგან ნაკლებად სავარაუდოა სადმე გადამეყაროს ის ქალი. მაგრამ ჩვენ ჰომ შევთანმხდით? არავითარი უღირსი საქციელი.! ამიტომ ვარჩიე მეხსიერებას დავყრდნობოდი და უკუსვლით მევლო, იქნებ ეგრე მაინც მიმეღწია დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ როგორც ჩანს მეხსიერებამ დიდად ვერ გამიწია გიდობა და აშკარად გზას ავცდი. ვიფიქრე რადგან ასე დამემართა, ჯობს ქუჩაში გავიდე და იქნებ რომელიმე ქუჩაზე მაინც გადავეყაროთქო ჩანთის პატრონს. დაახლოებით სამი ქუჩა მაინც, გავიარე ასე ჩანთით ხელში, რომ სირენების ხმა მომესმა ზურგს უკან. ერთი პირი ვიქიფრე იქნებ თუ ეს პოლიციააა როგორმე გავაგებინო საქმის ვითარებათქო და მოვბრუნდი, მაგრამ ვაი მაგ მობრუნებას. როდესაც მოვტრიალდი შევამჩნიე როგორ იარაღ მომარჯვებული ორი პოლიციელი მეპარება და როდესაც უკვე მიხვდნენ, რომ შევამჩნიე ისენი ფრანგულად რაღაცები მითხრეს. მეც რა თქმა უნდა ვერგავიგე მათი მშობლიური ენა, მაგრამ გონი კი მეყო, რომ ხელები ამეწია და რამდენიმე წამში ხელბორკილდადებული მანქანაში ვიჯექი უკვე.  აი კარგად წარმოიდგინეთ ჩემი განცვიფრება როდესაც დამაპატიმრეს ან რატომ? მე ჰო ადამიანს დავეხმარე? მაგრამ არ ვიცი რატომ, მაგრამ ალბად ზუსტად ის ქურდი ვეგონე მათ. მაგრამ ყოვლად ულოგიკოა, როგორ ვიქნებოდი მე, ქურდი თუ მოვიპარე რატომღა უნდა ვიარო ფაქტით ხელში? რატომ არ ვიცი ფრანგული?! ამას ჰომ არ დავუშვებდი?! მაგრამ რამექნა? მეც ისევ და ისევ ბედს დავმორჩილდი!. თავი ფილმში მეგონა, უეცრად ავღმოჩნდი ამყაყებულ საკანში, სადაც შარდის სუნი იდგა და რამოდენიმე პატიმარიც შიგ მოეთავსებინათ. ეს რაღაც კაპეზეს ვარიანტი იყო ოღონთ საერთო და არა სადმე პადვალში ან ჩაკეტილ სივრცეში არამედ ღიად, პოლიციის შენობაში სადაც, ორი ოფიცერი „ყურადღებას გვაქცევდა“ ჯერ იყო და უპირადობოდ ჩემი ვინაობა ვერ დაადგინეს, მერე იყო და თითის ანაბეჭდებითაც ვერაფერს გახდნენ, რადგან მათ ბაზაში არ ვიყავი. არ ვიცი რას ფიქრობდნენ მაგრამ, უცბად დამკრა იმ შემზარავმა იდეამ, ვაიდა ჯაშუში არ ვეგონოთთქო და FBA არ გამოიძახონ, მერე ჰომ მშვიდობით ტელეპორტაციავ...  მაგრამ მაგათი უნიათობით, ჩანს ბედმა მიწყალობა და მსგავსი არაფერი მოვიდა. თითქმის ორი დღე დავყავი ასე უპატრონოდ და არანარირი ყურადღება არ მოუქცევიათ ჩემთვის. ეტყობა არ იცოდენენ რა მოეხერხებინათ ჩემზე და დიდად არც მაქცევდნენ მაგიტომ ყურადღებას, ალბად გამაჩერებდნენ ცოტახანს და მერე გამიშვებდნენ. ნუ ყოველ შემთხვევაში მათი მხრიდან რამე კონკრეტული გეგმა არ ჩანდა მეც, ვათვალიერებდი გარემოს და ვცდილობდი, როგორმე სასწრაფოდ გადავტელეპორტებულვიყავი. თითქმის სულ ვიწექი და შარდის სუნი ხელს არ მაძლევდა, რომ კონცენტრაცია მომეხერხებინა ტელეპორტზე. ბოლოს როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე და მეც მეღირსა და ძლივს ვაივაგლახით გადავტელეპორტდი, როგორც ყოველთვის უცებ და მოულოდნელად. ჩემს გაკვირვებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ისევ ნაცობი კედლები ვნახე, თუმცა ეს არ იყო ჩემი საკუთარი ბინის კედლები, ეს იყო ბათუმელი ნოდარის კედლები. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ნოდარიმ თვალნათვლივ დაინახა, თუ  როგორ გავჩნდი მის სახლში წამის მეათედში, თავისივე მოცემული ტანსაცმლით რომელსაც ფრანგული შარდის სუნი აუდიოდა. როგორც მე გამოვლენჩდი პირველად, როდესაც ბათუმში ამოვყავი თავი, აი ეგრე განცვიფრებული მზერით მიმზერდა ნოდარიც. ვერ მიმხვდარიყო ვერაფერს და კითხვის თვალით მიმზერდა. მე დადებითი ემოციებით დავიმუხტე და  ავღელდი. ნამეტნავად გამიხარდა იმ უბედური საკნიდან თავის დაღწევა, რომ მოვახერხე და  მინდოდა მისთვის ემოციებით გამეზიარებინა ყველაფერი, მაგრამ მანამდე ჯერ უნდა ამეხსნა თუ რახდებოდა და დავაპირე თუ არა თქმა თვითონ მკითხა:
- მაი რამფერ გააკეთე?
მის აქცენტს დაჩვეული არ ვიყავი და უნებურად გამეცინა. რატომღაც ბოროტმა აზრმა გამიელვა და შურისგება გადავწყვიტე, პირვანდელი ხუმრობის გამო და მივეცი სიტყვის სივრცის თავისუფლება. ვითომ ვერ მივუხვდი კითხვას და აქეთ საპასუხოდ ვკითხე:
- რაზე ამბობ?
- რაზზე და აი წეღან აქ არ იყავ და?! ეხლა ბრახ და აქანე ხარ. მაი რამფერ გააკეთე?
ის დაბნეული მიმზერდა და მექანიკურად თითბესაც სიტყვის შინაარსობრივად ამოძრავებდა. შემეცოდა მეტსმეტად სისასტიკე მეგონა მისი გაწვალება და ვუთხარი:
- გახსოვს პირველად, რომ ტრუსიკით მიპოვე ?
- კი რავა არ მახსოვს.
- ჰოდა მაშინაც ის გავაკეთე რაც ეხლა. ანუ ტელეპორტაცია.
ისევ ისეთი გამოშტერებული ბავშვის სახით მიყურებდა, ოდნავადაც არ შერხევია სახის მიმიკები.
- ანუ მე შემიძლია ტელეპორტირება გავაკეთო, უფრო გასაგებად. მე შემიძლია, ერთი ადგილიდან, მეორეზე გადავიდე წამებში. აი როგორც - ჩავფიქრდი. კომიქსებს მოსაშველიებლად კი მომაგონდა რამოდენიმე პერსონაჟი, მაგრამ მივხვდი მათი სახელები დიდად ვერ წარმადგებოდა და ამიტომ ვეცადე მაქსიმალურად ბუნებრივად დამეწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა, თავიდან ბოლომდე, სადაც ისიც უშუალო მონაწილეობას იღებდა. რავიცი რის ვაივაგლახით მოვახერხე და ჯერ ავუხსენი და მერე დავაჯერე ჩემი შესაძლებლობის სიმართლე და როგორცკი მოვრჩი ეგრევე თქვა:
- აბა მანახე, გადავიდეთ სადმე.
მერე ისიც შევახსენე, რომ თხრობის პროცესში ვუხსენე, რომ ამას ჯერ ვერ ვმართავ და ვუთხარი:
- აი პირობას გაძლევ, როგორცკი მოვახერხებ და ჩემს შესაძლებლობის მართვას შევძლებ, იქ გადაგიყვან სადაც ისურვებ. და სად გინდა?
ის ჩაფიქრდა, თუმცა დიდიხნით არა და მომიგო:
- ისე, რომ დავფიქრდი, მომბეზრდა ზღვა და ეგეთები. მაი რამფერ უნდა ვინატრო? მე ყოველთვის ეგვიპტე მაინტერესებდა, პირამიდები მაინტერესებს და მანდ გადამიყვან?
- კი აუცილებლად.
როდესაც საუბარი დასასრულის პირას მივიდა, ეხლაღა მიხვდა, რომ სასწრაფოდ საბანავებელი ვიყავი და ტანსაცმელიც გამოსაცვლელი მქონდა.
დაახლოებით ნახევარ საათში, უკვე ნაჭამ-ნასვამ-ნაბანავები ვიყავი. ეხლა რაუნდა გავაკეთო?
არვიცი ალბად გავჩერდე, იქამდე სანამ თბილისში არ გადავტელეპორტდები? ალბათ, მაგრამ მაინც ჰომ უნდა გავაფრთხილო მშობლები ჩემი ასე უეცარი გაქრობის შესახებ, უთუოდ ბევრს ინერვიულებდნენ. და მეც აღარ დავაყოვნე და ნოდარს გამოვართვი მობილური, ჩემებს დავურეკე. ავუხსენი, რომ რამდენიმე დღე ძმაკაცთან მომიწია წასვლა, რაც მთავარია მშვიდობაა და კიდევ რამდენ ხანს გავჩერდები არ ვიცი, ამიტომ რაც მთავარია არ ინერვიულონ. შემდეგი ნაბიჯი? რა თქმა უნდა მეხსიერებაში მხოლოდ ერთი პიროვნება ამომიტივტივდა და ეს მარიამი იყო. მეც ვისარგებლე ნოდარის პერსონალური კომპიუტერით და შევედი ჩემს სოციალურ ქსელში, სადაც ის შემოსული დამხვდა. მივწერე:
- rogor xar Mariam?
- kargad var, shen?
-mec, gcalia dges?
- ristvis?
- chemi naxvistvis.
- ra batumshi xar? :o
- ki gamoxval?
- ki. romelze?
- chemtvis sulertia Me mteli dge mcalia.
- kargi, mashin ertsaatsshi viqnebi plazastan. ici sadacaa?
- movagneb, me mobiluri ar meqneba da ufro konkretulad mitxari sad iqnebi.
- sad da sabagiros shesasvleltan vinc pirveli miva, is gacherdes.
- kargi. Shexvedramde
- kargi.
მეც, რა თქმა უნდა გიდის თანხლებით  გავეშურე შეხვედრის ადგილისკენ. ბუნებრივია მე ბევრად ადრე მივედი ვიდრე ის. ნოდარის ვთხოვე დავეტოვებინე, როდესაც მარიამს გავაცილებდი მერე მეთვითონ მივაგნებდი მისი სახლის გზას, რადგან დავიმახსოვრე გზა და ყოველი შემთხვევისთვის მისამართი ჩავიწერე ფურცელზე.
ვფიქრობ, აი ეხლაღა ღირს, კიდევ დავამატო მარიამზე, რამდენიმე სიტყვა, რაც აუცილებლად არის გადმოსაცემი, რადგან ვფიქრობ, რომ მომავალშიც ხშირად იხილავთ ჩემს ჩანაწერებში, რადგან ის იყო ჩემი პირველი ტელეპორტის მაპროვოცირებელი მიზეზი. მინდა მანამდე მასზე მცირე ინფორმაცია მოგაწვდოთ. თქვენ იცით უკვე ჩვენი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, ამიტომ შემდეგ ეტაპზე გადავიყვან საუბარს. რა თქმა უნდა როცა ვნახავ შევეცდები დეტალურად აგიღწეროთ მისი ვიზუალი და ჩემი იმჟამინდელი შთაბეჭდილებები, მაგრამ მანამდე დავიწყებ მის, ბიოგრაფიას მცირე დოზით. ნუ  რაც მე ვიცი. მარიამ გვაზავას ეროვნებით დავიწყებ და ვიტყვი, რომ ის არის საქართველოში ყველზე ბევრი ლამაზი მანდილოსანი შვილის მყოლე კუთხიდან და ეს არის რათქმაუნდა სამეგრელო. ის როგორც მეგრელების უმეტესობას შეეფერება ცეცხლოვანი და ბუნებით მხიარული ადმაიანი არის. იშვიათად თუ ბუდობს მასში მელანქორია და ცხოვრების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. ყველა ადამიანს აქვს უარყოფითი, მაგრამ მასში უფრო დადებითი მხარეები ჭარბობს ვიდრე უარყოფითი. მაგრამ ეს შეიძლება იმ სარკის ერთი მხარე იყოს რომელიც მე ყოველდღიურად მხვდება, ადამიანი და ბუნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც მყავს შესწავლილი ამდენხნიანი ურთიერთობის შემდეგ. ვფიქრობ ქალი მაინც ისეთი რამ არის, ყოველ ნაბიჯზე, ახალ რაღაცას აღმოაჩენ მასში. დიდი მაძიებელიც არ ვარ, მაგრამ რაც დავინახე ის ვთქვი და არანაირად არ ვიტყვი მხოლოდ იმას რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეს იქნებოდა შელამაზებული და უხეში დარღვევა რეალური ისტორიის. მასში საკმარისად ჭარბობს ირონიაც, რაც მის ხასიათობრივ იერს ხიბლს მატებს. ზომიერი თავშეკავებულობა და რაც ყველაზე მეტად მიზიდავს მასში, ეს არის კატისებური გამოხედვა და ასევე კატისებური კისკისი. (მკითხველს არ გამორჩეს ის გარემოება რომ ჩვენ თითქმის ყოველდღიურად სკაიპის საშუალებით ვკონტაქტობთ. ) რაღაც განსხვავებული რაც ბევრში ვერ მოიძებნება. რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან ერთად, პიროვნულად ძლიერი და ცოტა ნარცისით. თუმცა ყველანი ნარცისები ვართ რაღაც დოზით. ალბად ფიქრობთ, რომ ვამართლებ მაგრამ მეც ჰომ ეგრე ვარ... წეღან კუთხე ვახსენე, მაგრამ გაჩნდება კითხვა: რაუნდა მეგრელ გოგოს ბათუმში? პასუხი მარტივია. ის სასწავლებლად არის მწვანე კონცხზე გადმოსული, სადაც იქვე სასწავლებელს აქვს გამოყოფილი ოთახი და მანდვე ატარებს თავისი დროის დიდ ნაწილს. არდადაგებზე თავისთან სოფელში ჩადის. გონიერებითაც ნიჭიერი გოგოა. ქართულთან ერთად ინგლისურსაც ფლობს და მათემათიკაში და ინგლისურში მოსწავლეები ჰყავს. ნუ არმინდა ზედმეტად ბიოგრაფიული ტექსტი გამომივიდეს, მაგრამ რაღაც პატარა დოზით მასზე წარმოდგენა შეგიქმენით, ამიტომ ვფიქრობ დროა გადავიდე ჩვენი შეხვედრის დეტალებზე...
დანიშნულების ადგილას მისულს, როგორც უკვე მოგახსენეთ ადრე მივედი, მაგრამ საუკუნო ტრადიციის მიხედვით, დამატებითაც მომიწია, დაახლოებით ნახევარი საათი კიდევ ლოდინი. ამ დროის მანძილზე, ვუყურებდი როგორ ტაკიმასხარაობდნენ სამი ციგნის ბავშვები ჩემს წინ. რა თქმა უნდა ჩემს გასართობად არ ირჯებოდნენ ასე, ეს უფრო იყო სამათხოვრო მისია, რომელიც შეიცავდა, მაქსიმალურად თავის დამცირებას, ოღონთ კი რამე გამოეცინცლათ ტურისტებისთვის. და ისინიც თვალნათლივ ორგანიზებულად ასრულებდნენ თავიანთ დანიშნულებას. მე, მათ ამრეზით შევყურებდი და გულზე ლოდივით მაწვა ის ფაქტი, რომ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში არსებობს ასეთ ხალხი, რომლებიც ასე თამამად, ასე სააშკარაოდ გვარცხვენენ. ზოგადად მათ მიმართ მტრულად ვარ განწყობილი. ტურისტები კიდევ, გულიანად ხარხარებდნენ, როდესაც ისენი აფთრებივით ჯინჯგლავდნენ ლეშს და ნადავლი მხოლოდ რაღაც ლარიანი ბაბთა იყო, ან კიდევ წყლის ბოთლი, და რაც ყველაზე უარესი იყო თავად ბავშვებიც ამაში დიდ სიამოვნებას იღებდნენ. მე ეს ყველაფერი ზედმეტად გულთან ახლოს მივიტანე. ნელინელ ვხედავდი როგორ მევსებოდა ბოღმით გული, თუმცა როგორცკი შორს მომავალი ჩემთვის ნაცნობი სილუეტი დავლანდე, უმალვე გადამავიწყდა ეს ყველაფერი, თითქოს ღრუბლიანი ცა გაიფანტა. იმწამსვე მისი მიმართულებით წავედი. ნელა მივაბიჯებდი და ვაკვირდებოდი მას, როგორ თანაბარზომიერად მოაბიჯებდა. როგორ გადაკრა სახეზე ღიმილმა როდესაც შემამჩნია, მეც გადამედო ეს ღიმილი და ჩემდა უნებურად გამეღიმა. იმწამსვე დადებითად დავიმუხტე, სულ მთლად გადამავიწყდნენ ის ციგნები. ტანთ რაც თვალს შემხვდა შევამჩნიე, წითელი კაბა ეცვა, არა უფროსწორად უფრო აგურისფერი იყო, ვიდრე წითელი. ამ კაბაზე ადგილ-ადგილ არათანაბრად ნაცრისფერი ფერის დაახლოებით სამი სანტიმეტრის რგოლები ეხატა. შავგრემანი გოგოა და თმებიც წელამდე თმაგაშლილი ჰქონდა. თვალები თაფლისფერი. სიმაღლით, ნამდვილად არ არის მაღალი გოგო და წონითაც არაა გამხდარი, მაგრამ თავის პარამეტრებს კარგად ავსებს და საკმაოდ მომხიბვლელადაც კი იფერებს. ეს მას უხდება და ვერ იტყვი გახდომა ესაჭიროებაო. ნუ ვფიქრობ აქ სრულდება მისი რენდგენი და იმას ვიტყვი, რომ ერთმანეთს მართალია სტანდარტულად მაგრამ საკმაოდ თბილად მივესალმეთ, მხოლოდ გადაკოცნით. არაფერი განსაკუთრებული ემოცია არ გამოგვიმჟღავნებია, თუმცა სულიერად ორივეს გვიხაროდა, რომ ბოლოს-და-ბოლოს გვეღისრა შეხვედრა. ცოტა სუსხიანი ამინდი იყო და წვიმისკენ ჰქონდა პირი, თუმცა ჩვენ მაინც არ შეგვაჩერებდა ამინდი, ბოლო-ბოლო თავს სადმე შევაფარებდით, მაგრამ ერთმანეთის ნახვაზე უარს არ ვიტყოდით. მართალია ერთმანეთს ვირტუალურად ვიცნობდით და ბევრი რამ ვიცოდით უკვე ერთმანეთის შესახებ, მაგრამ რეალობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ჩვენ გვეგონა, რადგან როგორცკი ადამიანს პირისპირ შეხვდები, სხვა ყველაფერი აზრს კარგავს და ადვილად იმსხვრევა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი წინასწარი ვარაუდებით არ გამოგვივიდა, დასაწისი საკმარისად ნოყიერი. საუბრის შორისაც, იყო ხოლმე უხერხული პაუზები, რადგან არვიცოდით რათემას დავდგომოდით და რაზე გველაპარაკა. აი მაშინ მივხვდით, რომ საჭირო იყო ერთმანეთის, ახლიდან შესწავლა და ერთმანეთის უკეთესად გამოკვლევა, რადგან მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა არ გამოდგმა მყარი და უფრო მეტს ითხოვდა რეალობა ვიდრე, ვირტუალურს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეს ჩვენთვის მოეცა. რადგან ის კოშკს გაქვს რომელსაც მალე მოედება ხავსი, თუ მას ყოველდღიურად არ მიქაციე ყურადღება, და მალევე ჩამოიშლება თუ არ გაუწიე რესტავრირება. და ჩვენც რეაბილიტაციის დაწყების პროცეს უნდა შევდგომოდით, ჩვენ უკეთესად უნდა გაგვეცნო ერთმანეთი, რომ მომავალი შეხვედრები დისკომფორტის წარმომქმნელი არ ყოფილიყო როგორც ეს...
თითქმის ერთისაათი ვსეირნობდით, როდესაც წვიმა წამოგვეწია და ჩვენც, შევაფარეთ თავი. ადგილი სადაც თავი შევაფარეთ იყო, რაღაც აივნის მსგავსი. ოღონთ რა თქმა უნდა ქვევითა  მხარეს ჩვენ ავღმოჩნდით. ჩემთვის საუბედუროდ მოხრილი მომიწია შესვლა მანდ. მარიამს სიმაღლეზე პრობლემა არ შეჰქმნია. როდესაც შევჩერდით სხვა რაგზაღა გვქონდა, უნდა დაგვეცადა, რადგან რამდენიმე წამში ისეთი თავსხმა წვიმა დაიწყო, რომ უბრალოდ შეუძლებელი გახდა ჩვენი გადაადგილება. მას ცოტა შეაცია, მე მხარზე ხელი მოვხვიე და თავი მის მხარზე დავდე, ხოლო ჩვენი ხელები გადაეჭდო ერთურთს.  ვუყურებდით როგორ გააფთრებით ცდილობდა ხალხი თავის შეფარებას, ზოგი აწ უკვე დასველებული წყნარად მიაბიჯებდა. წყალი ისე აივსო რომ პატარა ნიაღვარებივით მოედინებოდა და ასფალტზეც კი ამოდიოდა უკვე. ჩვენ კი ასე ზედმეტად რომანტიულ გარემოში ავღმოჩნდით, თუმცა დარწმუნებული ვარ, არცერთს აზრადაც არ მოგვსლია, რომ ეს ყველაფერი ქალვაჟური ურთიერთობის საწყისის სიმყარისთვის შესაფერისი მომენტი იყო, ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებოდით მათ და თითქოს, არ ვიყავით, ამ განზომილების წევრები. ჩვენ თითქოს არ ვარსებობდით, მაგრამ სინამდვილეში მანდვე ვიდექით. ჩვენ თითქოს ვერავინ გვამჩნევდა, მაგრამ ჩვენ მანდ ვიდექით და ყველაფერს ვამჩნევდით. ჩვენი დუმილი იქაურ ხმაურს კონტრასტს უწევდა და თითქოს ერწყომოდა კიდეც. რა თქმა უნდა ჩვენც გვარიანად დავსველდით, მაგრამ მათი შემყურე, ჩვენ მშრალები გამოვდიოდით. ვუყურებდით როგორ კანტიკუნტად ნიაღვრის დაძლევის შიშით ხტოდნენ კალიებივით აქეთ-იქით უბრალო მოკვდავნი, ჩვენ კი მაგ დროს მათზე მაღლა ვიდექით. ჩვენ-ჩვენს სამყაროში ვიყავით და უბრალოდ ვაკვირდებოდით, თითქოს ეს ფილმი იყო, თითქოს არც არსებობს ეს ყველაფერი და უბრალოდ ეკრანს იქით ვხედავდით ამ ყველფარს. და ჩვენთვის გარეგან სამყაროს აზრი დაეკარგა, არ გვსურდა მონაწილეობა მიგვეღო მასში. რადგან ჩვენ ზედმეტად არამატერიალურად ვგრძნობდით თავს.
ცოტახნით მოვუბრუნდი რეალობას, თითქოს ის სიჩუმე სადღაც გაქრაო და ისევ ახმაურდა ყველაფერი, ისევ გავხდი ამ ყველაფრის ნაწილი და  მე მარიამს ვუთხარი:
- ეჰ, ნეტავ მალე გადაიღოს, აღარ მინდა ეს წვიმა.
- რატომ? შენ ჰო გიყვარს წვიმა?
- არა - მშრალად მივუგე.
- რატომ? მახსოვს, რომ გიყვარს? - უფრო თავისთავს იკითხა ვიდრე მე.
მე გამეცინა და ჩემი ჭკუით გონებამახვილურად ვუპასუხე:
- შეხედე ამ ყველაფერს და მიხვდები, როგორ უნდა გიყვარდეს წვიმა.
- ჰომ. - მშრალად დამეთანხმა.
- ისე აი ამწამს შესაძლებლობა, რომ გქონდეს სად გადახვიდოდი რომელ ქალაქში?
-რავიცი ვენეცია, გერმანია, ამერიკა.
გამეცინა.
- ცოტა უფრო კონკრეტულად რომ გეთქვა არა? მაგალითად შტუდგარდი, ბავარია, ნიუ-ორკი ან რამე ეგეთი?
- რავიცი, ეგრე არ ვიცი ზუსტად სად, რა არის, და როგორ გითხრა.
- ანუ ვენეცია ჰო?
- ჰოო.
მეც უცბათ თავში საშინელმა აზრმა დამკრა, თუმცა მალევე უკუვაგდე, რადგან მე, რომ შემძლებოდა ჩემი შესაძლებლობების მართვა მაგ შემთხვევაში დიდი სიამოვნებით გადავიყვანდი ვენეციაში შთაბეჭდილების მოსახდენად და მის გასაგიჟებლად, მაგრამ რადგან მე ეს ყველაფერი სრულყოფილებამდე არ მქონდა დაყვანილი და ჩემს ხელეწიფებაში არ შედიოდა მსგავსი მოქმედების ჩადენა, უბრალოდ უკუვადგე ეს ფიქრი და ოცნების დონემდე დავიყვანე. ხოლო ჩემდა გასაკვირვად მარიამმა ნატვრასავით წარმოთქვა:
-ჰოო.. ვენეცია... ნეტავ ცოტახნით გადამიყვანა ეხლა იქ...
და ის მოხდა რაც უნდა მომხდარიყო, რა თქმა უნდა ჩემი ნებაყოფლობის გარეშე. წამით ყველაფერი გაჩერდა. გაქრა სადღაც წვიმა. ბათუმი, მოსიარულე სულ მთლად სველი ბიჭი რომელიც უკვე აღარ ჩქარობდა ნაბიჯის გადადგმას, სადღაც გაიფანტა ეს რეალობა და ამ ყველაფრის ნაცვლად, წამის მეათედებში გაჩნდა ახალი სურათი, ახალი სამყარო, ახალი შენობები, ნავები, ხიდები და რაც მთავარია ხალხი....

დღე 3

ალბათ ყველას, გაინტერესებთ მარიამის, რეაქცია ჰომ? რა თქმა უნდა დაგაინტერესებთ, რადგან მეთითონაც, ჟრუანტელმა დამიარა ასეთი მოულოდნელი გადასვლისას. არმეგონა თუ ტელეპორტს მოვახერხებდი. მეც მქონდა საკუთარ თავთან კითხვები, თუ როგორ ან რანაირად?  მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ვარჩიე ჩემს თანამგზავრს დავაკვირდე და მისი ემოცები, ავღბეჭდო ნათლად ჩემს გონებაში. როდესაც გადავტელეპორტდით,  იმწამსვე გავუშვი ხელი და გვერდითა მხრიდან დავუდექი, რადგან მისი სახის კორპუსი კარგად დამენახა. ვიდექი და ვაკვირდებოდი მის ემოციებს. თავიდან რამოდენიმეჯერ თვალები დაახამხამა, ვერ მიმხვდარიყო რამოხდა. ხმაურიანი, წვიმიანი, ბათუმის შემდეგ უცბათ გადავიდა წყნარ, მოწმენდილ-ციან, მზიან ამინდში, სადაც ტარაკნებივით ზღვაში მიმოფანტულიყვნენ უთვალავი ნავები. ერთი ზღვის პირა ქალაქიდან მეორეში უეცარმა გადასვლამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ რომელიღაც ხიდზე გადავედით და ჩვენდა საბედნიეროდ არავინ იყო ხიდზე. შესაძლოა არავის შევემჩნიეთ, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო ის გარემოება ვინმე შეგვამჩნევდა თუ არა. მარიამმა ფართოდ გაახილა თვალები თითქოს დარწმუნებულიყო, რამე ჰო არ ელანდება, შემდეგ მიიხედ-მოიხედა და რაღაც საზარელი კითხვისმაგვარი თვალებით გამომხედა. რაღაც მომენტში შემებრალა, ასე რომ ვაყოვნებდი სიმართლის თქმას. სანამ ვეტყოდი რამეს, თვითონ დამასწრო:
- რახდება ლუკა? სად ვართ? ეს რა ადგილია? ან აქ როგორ ავღმოჩნდით?
მე წყნარად მივუგე:
- ვენეციაში ვართ.
- რა? - სახის ნაკვთებზე აშკარად გაურკვევლობა აღებეჭდა.
- რადა, მოდი ერთი ორი წუთით, დამშვიდდი და მოგიყვები ყველაფერს. - და მეც ვუამბე ჩემი თავგადასავლის დასაწყისიდან, აქამდე მომხდარის შესახებ. რა თქმა უნდა პირველ ჯერზე რთულია ამ ყველაფრის დაჯერება, მაგრამ როდესაც უშუალო მოწმე ხარ საქმის ვითარების, რთულია უბრალოდ, რომ არ დაიჯერო. მან მიიხედ-მოიხედა, თითქოს კიდევ არ ეჯერებოდეს ჩემი ნათქვამის და რაღაც უცნაურად მიყურებდა მოყოლის მსვლელობის პროცესში ალბად ფიქრობდა, რომ გავგიჟდი! ან ფიქრობდა, რომ თავად გაგიჟდა და ეს ყველაფერი ელანდება? არვიცი ნამდვილად. დიდი დრო არ დასჭირდა, ახალი რეალობისთვის ალღო აეღო და როდესაც გააცნობიერა ჩემი სიტყვების რეალობა, მაშინ ის რადიკალურად გარდაიქმნა. გაურკვეველი, დაძაბული მდგომარეობიდან სულ სხვა მარიამად გადაიქცა. თითქოს მასში ცეცხლი დაენთო და დადებითი ემოციებით დაიტვირთა. მის თვალებს სიბრწყინვალე მოემატა. სახეზე დაუფარავი სიხარული აღებეჭდა. სასიამოვნოა ესეთი მარიამის ხილვა და მეც როგორც ჩანს გულში დაბუდებულ ფარულ საწადელს მივაღწიე, რადგან მასზე, ზუსტად ისეთი შტაბეჭდილება მოვახდინე, როგორიც გავიფიქრე.
- აუუ რამაგარაია, ვენეციაში ვართ. - ბუნებრივი წამოძახილი იყო ეს - წამო დავათვალიეროთ აქაურობა, რას დამიდექი ძეგლივით აქ. - და ისე, რომ არ დამიცადა სწრაფად გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი. მეც რა თქმა უნდა თან გავყევი. ასე უგზოუკლოდ დავიწყეთ ბოდიალი. მარიამი ხან სად გადაიღებდა სურათს, ხან სად. მაღაზიებშიც შევდიოდით და ვათვალიერებდით იქაურობას. ორივეს გაგვიჩნდა სურვილი რამის ყიდვის, მაგრამ იქაური ვალუტა, რომ არ გვქონდა და არც დოლარი, შეუძლებელი იქნებოდა ლარით გვევაჭრა, ამიტომ ასეთ სიამოვნება მოკლებულებს მაინც გუნება არ გაგვიფუჭდა და მედგრად ვათვალიერებდით ვენეციას. ვერ ვიტყვი, რომ მომქანცველი გამოდგა თითქმის სამსაათიანი მოგზაურობა, არა პირიქით ჩვენ საერთოდ არ გვიგრძვნია დაღლა. იმდენად მოხიბლულები ვიყავით ამ ქალაქით, რომ უფრო და უფრო მეტის ნახვა გვსურდა და ენერგიაც საკმარისი გვქონდა. უკვე თითქმის ყველაფერი, რომ ამოვწურეთ ხმელეთზე, ეხლა გემების ჯერი იყო, მაგრამ ისიც მშვენივრად გვესმოდა, რომ გემზე ვერანაირად ვერ მოვხვდებოდით. ნაპირთან მივედით და მოაჯირს დაყრდნობილები ვათვალიერებდით  გემების მიმოსვლას. ჩვენგან დაახლოებით ოც მეტრში ხიდი იყო, თავიდან მაქედან გვსურდა დათვალიერება, მაგრამ მაინც აქ დავრჩით და ვუყურებდით. ვაკვრიდებოდით, როგორ მიდი მოდიოდნენ გემები. ბუნებრივია ჩვენ ყველას ტურისტი ვეგონეთ და დიდად არც გვაქცევდნენ ყურადღებას. შორიდან გამოჩნდა დიდი გემი. აშკარად ამ გემის დანიშნულება ის იყო, ტურისტებისთვის ვენეცია მთლიანად თუ არა რაღაც ნაწილი მაინც დაეთვალიერებინათ. მარიამს ძაან მოუნდა ამ გემზე ასვლა, და გიჟურმა აზრმა დაჰკრა:
- წამო არ გინდა ამ გემზე ავიდეთ?
- როგორ?
- ხიდიდან გადავხტეთ.
ცოტა არ იყოს გამოვშტერდი ასეთი პასუხით. გავხედე რაღაც უცნაურად, მაგრამ მალევე გამიარა უცნაურობამ. განა ჩვენი მოგზაურობა უცნაური არ არის? განა უარი უნდა ვთქვათ ეგეთ რამეებზე? მომავალშიც ჰომ კიდევ მოგვიწევს სადმე გადატელეპორტება და ჰომ არ ვიჯდებით ერთადგილას და არ დაველოდებით, როდის გადავალთ უკან? რატომღაც დევიზად გავიხადე ეს სიტყვები: ხვალ ჰო მაინც არავის ვემახსოვრებით აქ? - ეს ჩავილაპარაკე და დავეთანხმე მარიამს:
- წამო  ვცადოთ.
მარიამმა ბავშვური სისპეტაკით ხელი ჩამკიდა და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა, თუმცა ჩვენს გასაკვირვად, იმის ნაცვლად, რომ ხიდზე ავსულვიყავით, პირდაპირ ამ გემის იმ კუთხეში ავღმოჩნდით სადაც ხალხი არ იყო. ჩვენ თავიდან გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს, მერე ორივეს გაგვიხარდა და გადავეხვიეთ ერთმანეთს. ეს შერწყმა იმდენად გულახდილი აღმოჩნდა, რომ წამით მომინდა არც არასდროს დასრულებულიყო.  ჩვენ ბაქანზე ავედით და ურიცხვ ხალხს შევერიეთ, მივუახლოვდით ერთ მოაჯირს და დავიწყეთ ცქრივრა. მარიამი სიხარულისგან, მშიერი ლომივით, ხან რას წააწყდებოდა თვალებით, ხან რას, პროცესში კიდევ მე გამკრავდა მხარს და მიმითითებდა თავის ოპონენტზე. მეც მექანიკურად დავეთანხმებოდი და ავღნიშნავდი, რომ მართლაც რალამაზი რამეა თუმცა სინამდვილეში, მთელ ამ დროს მხოლოდ მის დაკვირვებაში ვატარებდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის მიმართ მოზღვავებული, გრძნობების ტალღა ვიგრძენი. თითქოს გავაცნობიერე რომ, მე მის გარეშე, ვეღარ შევძლებდი არსებობას და რომ მე ვავსებ მას, ჩემი მოულოდნელი მოგზაურობებით, ის კიდევ მე შემავსებს თავისი სრულყოფილებით. მე მის მიმართ სიყვარულით განვიმსჭვალე, მაგრამ ისიც ვაღიარე, რომ ეს ზღვარს გადასული სიყვარულია და რომ უკვე აკრძალულ ხილს ვუახლოვდებოდი, აქ უკვე სიფრთილე მმართებდა, რადგან არ დამეფრთხო მისი გული, ამიტომ ვამჯობინე ამ ეტაპზე თავი შემეკავებინა ჩემი ახალი აღმოჩენის შესახებ. უბრალოდ ვაკვირდებოდი მას და ანანურშიც არ ვაგდებდი გარე სამყაროს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ლამაზი იყო ვენეცია.
ქალაქის დიდი ნაწილი შემოვიარეთ, ბოლოს დაბინდდა და გემმაც სვლას უკლო. დაახლოებით ასი ტურისტი მაინც იყო ჩვენ გარდა გენბანზე, ამიტომ ჩვენი იქ ყოფნა, თითქმის არც შეუმჩნევიათ. ჩვენც ხალხს შევერიეთ და ამიტომ, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. მარიამი დაიღალა და უკვე, რომ ნახა ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა წასვლა მოინდომა. მეც ვარჩევდი წასვლას რადგან, წასვლა ნიშნავდა ყველაფრიდან კარგად თავის დაღწევას, ეს იქნებოდა ერთი ამბის კარგი მხარე და ჩვენც გაგვიხარდებოდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და დასასრულს ექვემდებარება, მაგრამ ყველაფერს თავის უკუჩვენება აქვს, ყველა თეთრ მხარეს თავისი შავი მხარე აქვს, ამიტომ არც ჩვენს შემთხვევაში იყო გამონაკლისი.
- დავიღალე, წამო დავბრუნდეთ ბათუმში.
- კარგი.
მე მივუჯექი გვერდით, ხელი-ხელს ჩავკიდეთ და მაქსიმალურად ვეცადე, ბათუმში ავღმოჩენვილიყავით. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ვუთხარი:
- აბა შენცადე, ორჯერ გამოვიდა შენ, რომ ინატრე იქნებ ეხლაც გამოვიდეს.
- კარგი.
დაახლოებით თხუთმეტი წუთი, ასე უაზროდ ვიჯექით თვალდახუჭულები და ადგილიდანაც არ ვიძროდით. როდესაც მივხვდით, რომ მცდელობებს აზრი აღარ აქვს გადავხედეთ ერთმანეთს:
- რავქნათ? - მკითხა მარიამმა.
- ნამდვილად არ ვიცი, მოდი გავყვეთ გემს ბოლომდე. როცა ჩამოვალთ მერე ვცადოთ კიდევ.
- კარგი. - თქვა მან და ჩემს მუხლებზე თავი დადო და თვალები დახუჭა.
როდესაც მივხვდი, რომ მას ჩაეძინა, გავბედე და თმებზე ფერება დავუწყე. მე მას უნდა მოვფრთხილებოდი, ამიტომ მალე უნდა ამეთვისებინა ჩემი შესაძლებლობა. არადა ეხლა სახლში ჰომ გადავიყვანდი? და არა ბედის ანაბარა მივატოვებდი აქ? ჯერ მარტო ორმა ადმაიანმა იცოდნენ, ჩემი ტელეპორტის შესახებ. მომავალში კიდევ ვინმე გაიგებდა? არვიცი ნამდვილად. ეს ცოტა საშიშიც არის, მე ვერ ვფლობ ტელეპორტის ხელოვნებას, მაგრამ ამ საშიშში აზარტული ზუსტად ეს იყო, რომ არ იცი რადროს სად აღმოჩნდები, მაგრამ მინდა მე ამხელა რისკები როდესაც მარტო არ ვარ? რა თქმა უნდა არა, ამიტომ დრო არ ითბენდა. მე კიდევ ჯერ-ჯერობით უძლური ვარ, მაგრამ ყველაფერი წინაა და მეც რამეს მოვახერხებ. როდესაც ადამაიანი მოტივირებულია და გვერდში სტიმულიც ჰყავს ის შეუძლებელსაც შეძლებს. მე მარიამს გავხედე და მივხვდი, რომ ზუსტად ისაა ჩემი სტიმული. მე მას შევსცქეროდი და სხვა არაფერზე ვფიქრობდი. კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, ესე მაგრამ შევატყვე, როგორ ხალხი, ნელინელ აიშალა და მეც მარიამი წამოვაღვიძე:
- ადე მარიამ, ჩავდივართ.
ისიც უსიტყვოდ წამოიწია და ჩვენც, რამდენიმე წუთში ხმელეთზე ავღმოჩნდით. აი ეხლაღა უნდა მოგვეფიქრებინა რამე, თორემ მოგვიწევდა ქუჩაში გათენება, მაგრამ სანამ გათენებამდე მივიდოდა საქმე, აუციებლად რამე უნდა გვეჭამა, თორემ ორივეს მაგრად მოგვშივდა. უფროსწორად ეხლაღა ვიგრძენით შიმშილის გრძნობა. მე უიმედოდ ჩავილაპარაკე:
- აი, ინგლისური მაინც მცოდნოდა რამეს მოვახერხებდი.
- მე ჰო ვიცი, თქვი და გადავთარგმნი ხოლმე.
- კარგი.
ჩვენ ბევრი არ გაგვივლია, რომ ერთი კიოსკი შევნიშნეთ, მე მივუახლოვდი მას და გამყიდველს ქართულად ვუთხარი:
- გამარჯობა, კეთილო მოხუცო. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ტურისტები ვართ, და ჩვენი დაუდევრობით და უყურადღებობით, ვიღაცამ ამოგვაცალა საფულე, სადაც ბევრი ფული გვედო, მაგრამ მთლად არ გაგვწირა განგებამ და რეზერვში ჩვენი ქვეყნის ფული შემოგვრჩა. მე ჩვენი ფულიდან გადაგიხდით, რომელიც რომ გადაახურდავოთ, უფრო მეტი გამოვა ვიდრე დოლარში, რომ გადამეხადა თითო ჰოთ-დოგის საფასური. რასიტყვით ?
მე გავხედე მარიამს, კი გამიკვირდა თავიდანვე, რატომ არ ამყვათქო საუბარში, მაგრამ მაინც განვაგრძე საუბარი. როდესაც დავასრულე კითხვითი სახით შევხედე მას. ის აშკარად უკმაყოფილო იყო და თავისი კატისებური სახით მიყურებდა, თავი ოდნავ შეარხია და მერე მიუბრუნდა გამყიდველს. აშკარად იმაზე ნაკლები უთხრა, ვიდრე მე და შევამჩნიე, როგორ დაიწყო გამყიდველმა გამზადება. რამოდენიმე წამში მოგვაწოდა ორ-ორი ცალი და იტალიურად რაღაც ღიმილით გვითხრა. მარიამმაც მადლობა გადაუხადა და წამოვედით. როდესაც იქვე ახლოს სკვერთან სკამზე ჩამოვჯექით მე ცოტა შეურაცყოფილად ვიგრძენი თავი და ვკითხე მარიამს:
- რაუთხარი?
- არაფერი ისეთი, იტალიელები ჩვენნაირი ხალხია, ვუთხარი, რომ არ გვაქვს ფული და მაგრად გვშია, და მანაც გამოიჩინა ღვთისნიერება და დაგვეხამარა.
მე გამიკვირდა, მაგრამ მესიამოვნა. აღარ დავაყოვნე და გემო გავუსინჯე ჰოთ-დოგს. რომელიც ძაან მეგემრიელა, ალბად იმიტომ, რომ მშიოდა...  როდესაც მყუდროდ მოვკალათდით სახელდობრ: მე ჩვეულებრივად ვიჯექი სკამზე და მიყუდებული მქონდა ზურგი საზურგეზე, ხოლო ის შემომჯდარიყო სკამზე, ფეხები მოეკეცა და მხრით მე მეყრდნობოდა. ესე ვჭამდით ჰოთ-დოგებს, ნელა აუჩქარებლად. გავცქეროდით ცას. მისი სილამაზით ვტკბებოდით და დროდადრო ქალაქზეც გადაგვქონდა მზერა. ასე აუღელვებლად ვიჯექით და ვაკვირდებოდით ყველაფერს, როგორც მაშინ ბათუმში მხოლოდ ჩვენ ორნი. მე და მარიამი. ლუკა და მარიამი. ჩვენ ორნი, გარე სამყაროსგან მოშორებით. ზედმეტად რომანტიულად მომეჩვენა და ვფიქრობდი, რომ ჩვენი დუმილით ორივენი ბედნიერები ვიყავით, ორივეს გვსიამოვნებდა ეს ყველაფერი და სხვა ყველაფერი უბრალოდ აღარ არსებობდა. განა ვინმე არ ინატრებდა ჩემს ადგილას ყოფნას? ან მარიამის? განა ნებისმიერს არ შეშურდებოდა ჩვენი? მაგრამ ჩვენ ამ შურისგან, ამ ბოღმისგან ძალზედ შორს ვიყავით და ვტკბებოდით სიმარტოვით.  ვტკებოდით მშვენიერი წყნარი ხედით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთით. ახლაღა ვიგრძენით საშინელი დაღლა. პირველი მარიამი დანებდა საკუთარ სასიცოცხლო ძალებს და ვიგრძენი როგორ მომადო მხარზე თავი და დაიძინა. მეც დიდხანს ვერ გავუძელი საკუთარ დაღლას და მეც მივადე თავი მას და ასე ჩამეძინა. მხოლოდ ჩვენ ორნი, სკამზე ვენეციაში, ყველასგან და ყველაფრისგან შორს....

 

დღე 4

დახუჭულ თვალებში შემოჭრილმა უეცარმა სინათლემ ჩვენ გვაიძულა გამოვფხიზლებოდით, მზის სხივები პირველი პერიოდი იმდენად ჭრიდა თვალებს, რომ უბრალოდ გაგვიჭირდა მისი გახელა. სანამ გვარიანად გავახელდით თვალებს, შემომესმა ჩიტების ჭიკჭიკი. თვალები როდესაც გავახილეთ შევამჩნიეთ, რომ ვენეციაში აღარ ვიყავით. მეუცნაურა ეს ადგილი. ჩემს წინ, გადაიშალა სოფლის ხედი. ირგვლივ ხეები, ადგილ-ადგილ ხეებში ჩამალული სახლები. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ასეთი რადიკალური ცვლილება. სად ვიყავით?! მარიამს გადავხედე და მასაც გაეღვიძა. ეხლაღა შევამჩნიე, რომ ჩვენი ხელები ერთმანეთს ჩაბღაუჭებოდა. ან როდის? ნუთუ მან თვითონ? მე პირადად არ მაგონდება მსგავსი რამ. ცოტა კი მეუცნაურა, მაგრამ მაინც ვეცადე დიდი ყურადღება არ მიმექცია ამ ფაქტისთვის. როცა მივხვდი მარიამი უკვე ფხიზლად იყო ვკითხე:
- სად ვართ? გეცნობა ეს ადგილი?
- კი, როგორ არა. მარტვილში ვართ ჩემს სახლში.
- აქ რაგვინდა? მე არ მახსოვს აქ გადმოსვლა მენატროს. - გაკვირვებისგან კოპები შევკარი.
- ჯერ კიდევ დაძინებამდე ვინატრე აქაურობა.
- ჰმ... ეს ჰომ ჩემი შესაძლებლობების ბოროტად გამოყენებაა? - გამეცინა.
- რასიზავ, შენ თუ ვერ მართავ, მე მაინც ჰომ შემიძლია ვმართო? ასე, რომ ჩემს ხელში ხარ. - თქვა და წამოდგა. კატისებურად გამომხედა და დაამატა - წამო ჩემიანებს გაგაცნობ, ვითომ ახალი მოსულები ვართ.
- კარგი.
როგორც შემდეგ მივხვდი, ჩვენ ორსართულიანი სახლის აივანზე ვისხედით. ყველაფერი ისე იყო განლაგებული, როგორც სოფლის სახლს შეეფერება. ჩვენ ჩავედით პირველ სართულზე სადაც, მარიამმა თამამად შეაბიჯა. იქ მისი მშობლები დაგხვდნენ და ბებიამისი. როდესაც დაგვინახეს გაუკვირდათ ჩვენი მოსვლა. მართალია მარიამს ემოციებით შეხვდნენ, მაგრამ მე ცოტა არ იყოს ეჭვისთვალით გადმომხედეს. ეტყობა არ იყვნენ დაჩვეული უცხო ბიჭის მოსვლას. რა თქმა უნდა ფარულად დაინტერესდნენ ჩემი ვინაობით და ჩვენი ურთიერთობის მდგომარეობაც დააინტერესათ, მაგრამ საბედნიერომ მარიამმა ყველა ეჭვი განაქარწყლა და აუხსნა, რომ უბრალოდ მეგობარები ვართ და შეიძლება რამდენიმე დღე სტუმრად დავრჩეთ, ან შეიძლება ხვალვე წავიდეთ. არვიცი რატომ, მაგრამ დაზაფრული ვიყავი, თავი შებოჭილად ვიგრძენი და არვიცოდი რამომეხერხებინა, ჩემი დაძაბულობისთვის. ძაან უხერხულ მდგომარეობაში ამოვყავი თავი, როდესაც აქ გადმოვედით, ასეთ სიტუაციაში პირველად ვიყავი და ცოტა დაბნეულადაც ვიქცეოდი. ნუ როგორც სტუმარს შეეფერება, დაფაცურდნენ ოჯახის წევრები და სუფრაც გაგვიშალეს. ჩვენ  მოშიებულები ვიყავით, მაგრამ მაინც არ ვამჟღავნებდით ამას ნუ ყოველშემთხვევაში მე მაინც. როდესაც სამზადისი დასრულდა, მიმიწვიეს სუფრაზე. ყველანი შემოვუსხედით და მარიამის მამამ სასმისად თავისი გამოხდილი ჭაჭა შემომთავაზა. მეც უარი არ ვუთხარი, მაგრამ მერე კი ვინანე. მესამე ჭიქაზე უკვე „გატოვი“ ვიყავი. ესეთი ცეცხლი არაყი პირველად დავლიე და თვალებში ტრიალი დამეწყო. მობოდიშებით გარეთ გასვლა ვითხოვე. როგორცკი ჰაერზე გამოვედი პირველივე ხეს მივეყრდენი და იმწამსვე ამოვანთხიე ყველაფერი. მარიამიც მალე წამომეწია. მან მკითხა:
- რაგჭირს? ცუდათ ჰო არ ხარ?
- არა არა, უბრალოდ რაღაც თაბრუ მეხვის.
არადა სიტუაცია ბევრად რთულად იყო. ჰალუცინაციები დამეწყო, მეჩვენებოდა თითქოს ყველაფერი იკუმშებოდა და მერე ისევ ფართოვდებოდა. ყველაფერს ფერები ეცვლებოდა და ყურში რაღაც წუილის ხმა გავიგე რის შემდეგაც გაქრა ყველაფერი... წამებში ავღმოჩნდი ნოდარისთან სახლში, გამიკვირდა აქ რა მინდა? ვიფიქრე ნოდარის ვნახავთქო, გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და თბილისში ჩემს სახლში მოვხვდი. შემოსასვლელში არავინ იყო, ვიფიქრე სამზარეულოში გავალ, წყალს დავლევთქო, მაგრამ წამის მეასედში  უცბად ქუჩაში გავჩნდი, ხალხით გადატენილ ადგილას. ირგვლივ მიმოვიხედე და აშკარად ნიორკში ვიყავი. ფილმიდან მეცნო. შემდეგ ვიღაცა მხრით დამეჯახა და წავბორძიკდი, გასწორება ვცადე, რომ უცბათ, წყალში ავღმოჩნდი. წამიერი ნაცნობი ხმა როდესაც წყალში ვარდები, საუბედუროდ წყალი ისეთი ცივი იყო, იმწამსვე დამეწყო შემაცია, კანკალი ამიტყდა,  კბილების კრაწუნი და ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ხელების ფართხალი დავიწყე, ვიძირებოდი და ვიხრჩობოდი, თვალები მოვხუჭე და როდესაც გავახილე, ვიგრძენი საშინელი სიცივე. ჩემს თვალწინ კი კრემლი გამოჩნდა. აუტანელი სიცივისგან გავითოშე. მივიხედ-მოვიხედე, ვაკვირდებოდი ხალხს. ისევ გადავდგი ნაბიჯი და ავღმოჩნდი ეგვიპტის პირამიდის თავზე. იმდენად მოულოდნელი იყო ეს გადასვლა, თან ამ დიდ ქვებზე ასეთ დიდ სიმაღლეზე აღმოჩენა, რომ ლამის შიშისგან გადავარდი. იმწამსვე წამოვჯექი ქვაზე, ჩემდა საუბედუროდ ქარბუქი იყო ამოვარდნილი და  ქვიშიანმა ქარმა სულ მთლად დამსერა სველ კანზე. თვალები მოვხუჭე და ავღმოჩნდი ისევ მარიამის თვალწინ, რომელიც გაშტერებული მზერით მიცქერდა. შემდეგ თვალთ დამიბნელდა და გონი დავკარგე. თავზარდაცემული მარიამი მომვარდა იმწამსვე, საშველად მშობლებს უხმო და სახლში შემიყვანეს. როგორც საჭირო იყო ყურადღება მომაქციეს და ექიმსაც გამოუძახეს. მე იმ მომენტისთვის სულ სველი ვიყავი, და ადგილ-ადგილ მსუბუქად დასერილი. წარმოიდგინეთ ეგეთი რამის ახსნა. არვიცი მარიამის სისხარტე, რომ არა რამეშველებოდა. თურმე როგორც მან მოგვიანებით მიამბო, აღმოჩნდა, რომ როდესაც მშობლები მოვარდნენ საშველად და გადაადგილებაში მიეხმარნენ, ლოგინზე დამაწვინეს თუ არა, მარიამი სირბილით ჩამოვიდა ეზოში და წყლის დიდი ბაკი გადააყირავა, შემდეგ იქვე საბედნიეროდ მქონე, ქვიშა ადგილ-ადგილ მიმოფანტა და ხელოვნურად ისეთი გარემო შექმნა ვითომ, წყლიან ბაკში ჩავარდი და მერე ქვიშაში გადავკოტრიალდი. სასცილო და სამარცხვინოა არა პირველი სტუმრობისთვის?! მაგრამ ყოჩაღ მარიამს!
როდესაც გამოვფხიზლდი, ბუნდოვნად მახსოვდა რაღაცეები. თითქმის სამი საათი მეძინა. საშინელი თავის ტკივილით გამოვიღვიძე. რაიყო ეს? უკუჩვენება? ვაითუ ამის მერე გადატელეპორტება ვეღარ შევძლო? ნუთუ ეს სიმართლეა? დავიჯერო სამმა ჭიქა არაყმა უნდა წამართვას ეს შესაძლებლობა? მე ჰომ ბევრი ადგილი მაქვს კიდევ დასალაშქრი, მარიამთან ერთად და ჩვენ კიდევ ბევრი რამ გველის წინ. არა, არა ეს შეუძლებელია, ვერ წამართმევს განგება მე ჩემს შესაძლებლობებს ასე მარტივად. მე ვიბრძოლებ! ნუთუ ოთხდღიანი შესაძლებლობა მომცა და მერე მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ვიცადო, კიდევ როდის გადავტელეპორტდები? ეგრე ჰომ სული ამომხდება და ჩემი ცხოვრება, უინტერესო და მელანქონიური გახდება. ჯანდაბას ! იყოს გაუმართავი ტელეპორტი, ოღონთ იყოს ! ცხოვრება, რომ მართლაც ხანმოკლეა და ამ შესაძლებლობის დაკარგვით, ჰომ უფრო ხანმოკლე გახდება...
როდესაც თვალები გავახილე, შევათვალიერე იქაურობა და მივხვდი, რომ ოთახში ვიყავი. საწოლში ვიწექი. მოვავლე ოთახს თვალი, განსაკუთრეული არაფერი. ერთი დივანი, ერთი კარადა, იქვე პატარა კომოდი და ეს საწოლი ოთახი. დივაზე მარიამი იწვა და ეძინა. ჩანს ჩემს ლოდინში მიეძინა. არ მინდოდა მისი გაღვიძება, მას ისე საყვარლად ეძინა. შავი თმა სახეზე ჩამოშლოდა და თითქმის ფარადავდა  კიდეც. ყოველ ამოსუნთქვაზე ის ნაზად და თანაბრად ამოძრავებდა გულმკერდს, ის ისეთი სათუთი იყო, იმდროს მომინდა მივსულვიყავი და გულში ჩამეკრა. მაგრამ რათქმაუნდა ფიქრის დონემდე დავტოვე ეს ყველაფერი. ოცნება დარჩა ოცნებად. უხერხულად ვგრძნობდი თავს და ვიფიქრე ცოტას წამოვჯდები, რომ უკეთ მოვკალათდე. ზუსტად ამ პროცესში მოხდა ის, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა. ლოგინმა გაიჭრაჭუნა და მარიამი გამოფხიზლდა. უმალვე გამოიხედა ჩემკენ და როდესაც შეატყო ვფხიზლობ მეც მკითხა:
- როგორ ხარ?
- რავი თავი მისკდება.
- რამოხდა რამოგივიდა გახსოვს?
- კი. - და თავზე მივიდე ხელი.
- და რა?
მეც მოვუყევი.
- და ეს ყველაფერი სასმლის გამო? - როდესაც დავასრულე მკითხა.
- ვფიქრობ, რომ კი. ამ ძალების მერე პირველად დავლიე და როგორც ვატყობ უკანასკნელად.
- ჰოო, როგორც ჩანს საზიანოა შენთვის ალკოჰოლი. ცუდია, მაგრამ რასიზავს.
- ჰოო, მიწევს მსხვერპლის გაღება, თუმცა დიდად მოშარაფე არც არასდროს ვყოფილვარ. ისე საინტერესო კი იყო ასე მიყოლებით რამდენიმე ქალაქში გადასვლა.
- და საშიშიც, ლამის დაიხრჩვი. - დამიმატა.
- ჰომ..
ცოტახნით ორივე დავდუმდით, ბოლოს შევწხუდი ამ დუმილით და ვკითხე:
- კაი ეხლა რავქნათ?
- მომჯობინდი და თბილისში გაგიშვებთ მარშუტკით მე კი ავალ მწვანე კონცხზე.
ყურში ცუდათ მომხვდა მისი სიტყვები და შევეწინააღმდეგე:
- რაა? გაგიჟდი? რადროს ეგენია არ გინდა სადმე წავიდეთ? მაგალითად გერმანია, ჰო გინდოდა, ან ამერიკა?
- კი, მაგრამ ჩვენ ჰომ არ ვიცით რამოხდება კიდევ, რომ გადატელეპორტდე.
- არაფერიც მოხდება. რაუნდა მოხდეს?
- ჰოდა რომ არ ვიცით, ჯობს ცოტახანი თავი შევიკავოთ.
- მე არ შევეგუები მთელი ცხოვრება უქმად ჯდომას, როდესაც ასეთი შესაძლებლობები მაქვს. ამიტომ ჯერ მე გადავალ თუ არაფერი მომივა შემდეგ ორივე.
- არა გაგიჯდი, ჯერ რადროს ეგენია წამოწექი, დაისვენე ძალების აღდგენა გინდა.
- არა უნდა ვცადო. - შევეწინააღმდეგე და თვალები მოვხუჭე, წარმოვიდგინე სახლი...
თუმცა ჩემი ცდები წარუმატებელი იყო, დაახლოებით ხუთ წუთში მესმის ფარული კისკისის ხმა, ცოტა შეურაწყოფილად ვიგრძენი თავი და გავხედე მარიამს და ვკითხე:
- რაგაცინებს?
- პარიზში ხარ თუ ვენეციაში? - და კიდევ ერთხელ გადაიკისკისა.
- მეღდავები ჰო? !
- არა რატომ, ნიორკში როგორი ამინდია?
- მარიამ ! - თითქმის დავიყვირე.
- აა, მოღრუბლულია? აბა გადადი ვენეციაში როგორი ამინდია გამიგე. - თქვა და სიცილს მოჰყვა.
ისე გულიანად იცინოდა მეც გადამედო, ასე ორივე ვიცინოდით რამდენიმე წუთით. სანამ უცბად არ დამკრა თავის ძლიერმა ტკივილმა, ისიც უმალ წამოხტა და მომიახლოვდა.
- რახდება რაგჭირს?
- არვიცი თავი ძაან მტკივა. - ვუპასუხე და ვიგრძენი როგორ მემატებოდა ტკივილი.
მარიამი გავიდა ოთახიდან, რამდენიმე წუთში მოვიდა და რაღაც ტაბლეტი მომაწოდა. აი ექიმმა დაგვიტოვა, ძლიერი გამაყუჩებელია, მიდი აბა დალიე. მეც უყოყმანოდ დავეთანხმე და დავლიე წამალი. მართლაც მალევე გამიარა. თავი შეუძლოდ ვიგრძენი და ცოტახანს კიდევ ძილი გადავწყვიტე.
დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის გამეღვიძა. რა თქმა უნდა ჩემ ოთახში მარიამი აღარ დამხვდა. დავიღალე ამდენი წოლით და წამოვდექი, რის ვაივაგლახით გავედი გარეთ. გარეთ გასულს აღმოვაჩინე, რომ მეორე სართულზე ვყოფილვარ, იქვე ჰამაკი იყო გაკეთებული და ვიფიქრე ცოტახანს შიგ ჩავჯდებითქო, მაგრამ ცოტა ახლოს, რომ მივუახლოვდი შევამჩნიე  შიგნით მარიამი ვერტიკალურად იწვა და ცას გაჰყურებდა. არ მინდოდა ეს მყუდროება დამერღვია, მაგრამ უკანდასახევი გზა აღარ იყო. მან უკვე შემამჩნია.
- ეხლა როგორ ხარ? - მკითხა ისე, რომ არც კი შემოუხედავს.
- კარგად ვარ. - ვუთხარი და პირი ვიბრუნე ცას გავხედე.
- რა ლამაზია არა? ცა, ვარსკვლავები, ეს ბუნება, კალიის ჭრიჭინი, სოფლის სპეციფიური სუნი. მიყვარს აქაურობა.. - მელანქონიურად ვუთხარი მე.
- კი, ძაან.
არვიცი რატომ მაგრამ რომელიღაც მულტფილმი გამახსენდა და უფრო წამომცდასავით:
- ჰოო აი სადმე არაბეთის კოშკიდან, რომ გადმოჰყურებ ამ მშვენიერებას და ტკბები მაგით.
ისეთი შთაბეჭდილება დამჩა თითქოს, ვერ გაიგო ჩემი სიტყვები და მექანიკურად დამეთანმა.
- ჰოო..
მეც მიუვახლოვდი, მივუწექი გვერდით და ორივე გავყურებდით ასე ცას.
- წავედი, მარიამ. ეხლა ჩემი სული დამშვიდებულია, გონებაც და ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ ტელეპორტს. წავედი და დაგიბრუნდები რამდენიმე დღეში და შემდეგ ერთად ვიმოგზაუროთ.
მე თვალები დავხუჭე, წარმოვიდგინე საკუთარ ლოგინში როგორ ვწევარ, იმდენად მომინდა საკუთარ ლოგინში ნებივრობა, რომ დარწმუნებული ვიყავი ნამდვილად გადავიდოდი. მოვდუნდი ნათლად წარმოვიდგინე ჩემი სახლის კედლები, მისი სურნელი. დედის სახე. უკვე ტრანსში ვიყავი როდესაც ვიგრძენი ხელზე ხელის შეხება, რამაც ფიქრის მსვლელობა გამაწყვეტინა და წამის მეათედში, ორივე ავღმოჩნდით არა ჩემს სახლში არამედ, კაცმა არ იცის სად. ჩვენგან რადენიმე მეტრის მოშორებით, ჭურვი აფეთქდა ამას მოჰყვა გაბმული სროლის ხმა და ჩვენ გაოგნებულები შევცქეროდით ერთმანეთს. აშკარად სადღაც ცხელ წერტილში გადმოვედით, მაგრამ სად? რომელ ქვეყანაში და რაპოლიტიკურ მდგომარეობაში?!...


( ნოდარის ჩანაწერებიდან )

არვიცი როგორ, მაგრამ ეს ბიჭი ხან ერთ ადგილასაა, ხან მეორე. გამოვტყდები და თავიდანვე შემშურდა მისი შესაძლებლობების, ცოტა კი არ მჯეროდა, მაგრამ მაინც დავუჯერე სიტყვაზე. მან პირობაც მომცა, რომ აუცილებლად გადამიყვანდა ეგვიპტეში. მეც დავიჯერე და ეხლა უფრო მჯერა, რადგან ჯერ თვითონაც არ იცის მე რამომივიდა. რათქმაუნდა როცა ვნახავ, ჩემს ჩანაწერს გადავცემ და ვიცი, რომ ეგეც აპირებს დაიწყოს ჩანაწერების გაკეთება, არ ვიცი ზუსტად როდისთვის დაიწყებს, მაგრამ ვიცი რომ დაიწყებს. დარწმუნებული ვარ, ეს ჩანაწერი მას გამოადგება, რადგან თუ ადამიანი სიმართლეს გადმოსცემს, უფრო სწორი იქნება თუ ყველა წყაროდან იქნება შესაძლებელი ამ სიმართლის გადმოცემა. ალბად გაგიკვირდებათ, ბათუმელი ბიჭი ასე გრამატიკულად და უაქცენტოთ რომ წერს? არა ეს არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან მე მეგობარს ვთხოვე ჩემი წერილი „შეელამაზებინა“ ასე, რომ მოდით ამ უცნაურ ამბავს მოვყვები. უნდა მივეჩვიო ლუკას ასეთ უცაბედ, გადასვლა-გადმოსვლას. იმდღეს საბაგირომდე, რომ მივაცილე იმის მერე აღარ მინახია, მაგრამ სახლში, რომ დავბრუნდი მოგვიანებით საღამოსთვის დაწოლა როდესაც დავაპირე, გადავწყვიტე ჩემს საწოლში დამეძინა, რადგან ლუკა აღარ იყო, აღარ მომიწევდა მშობლების ოთახში შესვლა და მეც წამოვწექი. არვიცი რამოხდა, მაგრამ თითქოს ჩემს ირგვლივ რაღაც ლურჯი ფერის პატარა კრისტალები, განათდა და რამდენიმე წამში სრულიად მოულოდნელად ავღმოჩნდი სხვა ადგილას. გაშტერებეული დავრჩი, უმალ წამოვხტდი და მოვათვალიერე ოთახი. ეს არ იყო ჩემი სახლი, ეს არ იყო ჩემი ოთახი. ვერ მივხმვდარვილიყავი რამოხდა, შემდეგ ოთახის დათვალიერებას შევუდექი და კიდევ, რომ ვერ მივხვდი სად ვარ. გავბედე და ოთახში მდგომი პერსონალური კომპიუტერი ჩავრთე, შემდეგ რამოდენიმე პაპკაში შესვლით მივხვდი, რომ მე ლუკას კომპიუტერში ვიქექებოდი და რომ მე მის ბინაში ვარ. კიდევ კაი ძაან გვიან არ იყო. თორე ალბად მის მშობლებს, ქურდი ვეგონებოდი. ხმაურზე ოთახში დედამისი შემოვიდა. უნდა გენახათ მისი განცვიფრება როდესაც უცხო ადმაიანი დაინახა მისი ვაჟის ოთახში. მეც დავიბენი ვერ მივხვდი რაუნდა მეთქვა.
- ვინ ხარ? და აქ რაგინდა? - დასჭექა მან შიშნარევი ხმით.
- მე, მე ნოდარი ვარ, ლუკას მეგობარი.
ეჭვისთვალით გადმომხედა.
- მე რომ არგიცნობ? - მერე მიიხედ-მოიხედა და განაგრძო - ლუკა სადაა?
ეუფ აი აქ დამერხა გავიფიქრე, თუმცა მაინც ვეცადე თავს მეშველა:
- მე ნოდარი მქვია. მაი ლუკა ბათუმში გევიცანი და დავმეგობრდით, კარგი ბალღია. დღეს მთხოვა ჩემთან დარჩიო. აქ დამტოვა თვითონ საცხა წევიდა და მითხრა დამელოდეო.
როგორც ჩანს დედამისი ჩემს ტყუილზე წამოეგო. იმწუთასვე სულ მთლად გარდაიქმნა ქალბატონი და უფრო ლმობიერი და სტუმართმოყვარე გახდა:
- ჰოო, შვილო. სასიამოვნოა, თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს. გადავურეკავ და გავიგებ, როდის მოვა. ისე კი  გამიკვირდა, მითხრა შეიძლება არ მოვიდეო რამდენიმე დღეო. - შემდეგ დაფიქრდა და უფრო თავის თავს გადაულაპარაკა. - მზერით ჭერს გახედა. -  რაღაც ეს ბოლო პერიოდი კი დადის აქეთ-იქით კარგი საქმოსანი ბიჭივით. - შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა და მკითხა -  ესეიგი აქ უნდა დარჩეთ ჰო?
-დიახ. - მეც მექანიკურად ვუპასუხე.
- კარგი შვილი ამოვიტან ზეწრებს და მოგაქცევ ყურადღებას, შენ კი თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
არვიცი რამოხდა მაგრამ ფაქტია, რომ მეც გადავტელეპორტდი და როგორ? როცა ვნახავ ლუკას, აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე. ხოლო მე რაც შემეხება, მეორე დილასვე, ვნახე ჩემი მშობლები, ფული გამოვართვი და ისევ ბათუმში წავედი.

დღე 5

წარმოიდგინეთ ჩვენი განცვიფრება, როცა პირდაპირ ომის ხაზზე ავღმოჩნდით. ერთმანეთს კითხვითი სახით შევხედეთ და მე საერთო აჟიოტაჟში შევძახე მარიამს:
- აქ რაგვინდა? რატომ მომკიდე ხელი? მე ჰომ სახლში გადავდიოდი? - გავბრაზდი მისი მეტიჩრული საქციელის გამო.
-არმინდოდა მარტო გამეშვი. თანაც აქაურობა მე არ მინატრია.
- აბა რაინატრე?
- რავიცი, სადმე გერმანიაში რამე კარგ ადგილასთქო.
- ჰო, მაგრამ ეს აშკარად არაა გერმანია. წავედით თავი სადმე შევაფაროთ, და მერე ვიფიქროთ გადასვლაზე.
საერთო გუგუნში ჩვენ თავჩახრილებს გზას ვიკვლევდით უკუნითში. მხოლოდ სროლის დროს თუ განათდებოდა დროდადრო და ოდნავ მბჟუტავი ნათურები თუ ადგილ-ადგილ ანათებდნენ მოშორებით. უსაფრთხო ადგილი არსად არ იყო. ჩვენ დაახლოებით ოცმეტრში, შენობა შევამჩნიეთ ორივეს ძალიან შეგვეშინდა, ასეთ ადგილას პირველად ვიყავით და სროლის ხმა ასე ახლოდან პირველად გვესმოდა. მარიამი ძალზედ დამფრთხალი იყო და ადგილიდან არ მცილდებოდა. ჩვენდა საბედნიეროდ შენობა ცარიელი აღმოჩნდა. აქ შედარებით სიწყნარე იყო და მე ვუთხაარი მარიამს:
- როგორმე დავწყნარდეთ და რამე ნორმალურ ადგილას გადავიდეთ, თორემ აქ შეიძლება დავიხოცოთ.
- ჰო, ჰო მართალი ხარ, მოდი ვცადოთ.
ხელი ჩავჭიდეთ ერთმანეთს და უნდა გვენატრა, როდესაც ჩვენ შენობას ჭურვი მოხვდა და მთლიანად შეზანზარდა. შენობაში დაიწყო საშინელი რხევა და ჩვენ გვეგონა, რომ თავზე ჩამოგვენგრეოდა. შესასვლელს გავცილდით და მეორე სართულზე ასვლა დავაპირეთ, რადგან იქ უფრო უსაფრთხო ჩანდა სიტუაცია. კიბეებზე ასულს დავიხანეთ კიბეზე მწოლიარე, ამერიკის დროშის ფორმიანი ჯარისკაცი. მარიამმა შეკივლა და თვალები მოხუჭა, ჩვენ ზევით ავირბინეთ. ზევით უარესი დაგხვდა, დახვავებული გვამებით სავსე ოთახი, სადაც ამერიკელებიც და ვერ დავადგინეთ დანარჩენების ვინაობა, სავარაუდოდ აქაური მცხოვრები იქნებოდნენ, რომლებიც ეყარნენ ძირს. გვამების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელები უმცირესობაში იყვნენ. ჩვენდა გასაკვირად ერთი ქართველი ჯარისკაცის ცხედარიც შევამჩნიეთ. მე მივარდი მის ცხედარს შევამოწმე თუა ცოცხალი, მაგრამ ამაოდ, უკვე გვიან იყო. თავზარდაცემულები ვიყავით.პირველად ვხედავდით ასეთ სასაკლაოს. მე ქართველის ცხედართან წამოვჯექი და სულ მთლად მტვერში ამოგანგლულს ცრემლი ღვარად წამომივიდა, გავხედე მარიამს და ისიც გამალებით ტიროდა. ეს რა დღეში ჩავარდით! არვიცი კიდევ რამდენხანს ვიჯდებოდით, ესე, რომ არა ერთი უცნაური გარემოება. ასაკოვანი ქალის წივილის ხმა შემომეგვესმა. ორივე ფეთიანებივით წამოვხტით და მივუახლოვდით ფანჯარას, იმ ადგილას სადაც ჩვენ გადმოვტელეპორტდით, პატარაზე განათებული იყო და ზუსტად იმ ადგილას ვიღაც ასაკოვანი ქალი იდგა და ყვიროდა. ვერ მივხვდი, იქ რას აკეთებდა ის ქალი, მაგრამ მარიამს სახე სულ მთლად აელანძა, როცა კარგად დააკვირდა ქალს და წამოიძახა:
- ბებია ელენე?!
მე გამიკვირდა გავხედე მას და ვკითხე:
- ვინ?
- ჩემი მეზობელია, გვერდით სახლში ცხოვრობს.
გამოვშტერდი, ცოტა არ იყოს დავიბენი კი არა სრული ამსიტყვის მნიშვნელობით ყბა ჩამომივარდა.
-რაა? მეზობელი? აქ რაუნდა?
- არვიცი, წამო დროზე მივიდეთ მასთან.
და ჩვენც სირბილით ჩავირბინეთ კიბეები, გავცდით შენობას და გარეთ გასულს თამამად, ანანურშიც, რომ არ ვაგდებდით ირგვლივ ყველაფერს, ისე მივირბინეთ მარიამის მეზობელთან.  როდესაც მასთან მივედით. ქალმა გაოგნებული შემოგვხედა და დაიძახა:
- რაა? თქვენ აქ რაგინდათ? ან რახდება აქ? -  მეგრული აქცენტით წარმოთქვა.
ჩვენ გამოვშტერდით, რადგან პასუხი არცერთს გვქონდა და შევეცადეთ როგორმე დაგვემშვიდებინა.
- დაწყნარდით ელენე ბებო, ყველაფერი კარგად იქნება, არც ჩვენ ვიცით რახდება. და თქვენ აქ როგორ მოხვდით?
ქალი დაიბნა, რამოდენიმე წუთი ჩაფიქრდა და მერე სწრაფად მოაყარა:
- რადა შვილო, შენთან ვიყავი გადმოსული, ვიფიქრე ლამარასთან ერთად ყავას დავლევთქო და ავედით მეორე სართულზე. ბებიაშენი ჩავიდა ქვევით ყავის მოსადუღად მე იქვე აივანზე მდგარ დივანზე ჩამოვჯდებითქო, რაღაც კრისტალისმაგვარი ლურჯი ფერის რაღაცეები განათდა ჩემს ირგვლივ და უცბათ აქ გავჩნდი.
ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ შემზარავი სახეებით, რათქმაუნდა ეს თემა მერე განხილვას ექვემდებარებოდა, მაგრამ ამ მომენტისთვის ამაზე ვერ ვისაუბრებდით.
დრო იყო გავცლოდით იქაურობას. დავაპირეთ შენობაში შესვლა, მაგრამ ერთბაშად რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა და შენობა რამდენიმე წუთში აგურის ნამსხვრევებად იქცა. უზარმაზარმა მტვერმა ნისლივით გაიარა ჩვენში და ჩვენ სასოწარკვეთილები გავყურებდით ერთმანეთს. რაუნდა გვექნა? ან სად ვიყავით? რომელ მხარეს არის ტერორისტების ბაზა? იქნებ მარჯვნივ არის ამერიკელების? თუ მაქეთაა აუცილებლად მიგვიღებენ, მაგრამ თუ ვცდებით და საპირისპირო მიმართულებით წავედით? ამ აურზაურში განა შესაძლებელია, რომ ტელეპორტი გააკეთო? ჩვენ იმდენად თავზარდაცემულები ვიყავით, რომ უბრალოდ ვერ ვაკეთებდით კონცენტრირებას, იმაზე თუ სად გადავსულვიყავით. როგორმე წყნარი გარემო გვესაჭიროებოდა, მაგრამ ამ უკუნით სიბნელეში სადაა სიწყნარე? ჩვენ უგზოუკვლოდ გავიარეთ რაღაც მანძილი, ბოლოს პატარა შენობა შევამჩნიეთ და ვიფიქრეთ მანდ შევაფარებთ თავს.
უმალ შევცვივიდით შიგნით. გაოგნებული ბებია ელენე ვერ მიმვხვდარიყო, ამ ყველაფრის არს და საწყალი ქალი ჩვენს იმედზეღა იყო დარჩენილი. შენობაში შესულს მივხვდით, რომ ეს რაღაც ყოფილი მაღაზია იქნებოდა, რათქმაუნდა საკვების ძიებაზე არც გვიფიქრია. ვის რაში ანაღვლებდა ამდროს ჭამა. ჩვენ ორიენტრიებულები ვიყავით ტელეპორტზე. გარედან რაღაც ხმები მოგვესმა.
- გესმის? ვიღაცეები მოდიან აშკარად. - დავცქვიტე ყურები.
- იქნებ გვეშველოს. - ცოტა იმედიანად წარმოთქვა მარიამმა.
- დაიცა გავიხედავ. - ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შევამჩნიე, რომ ზუსტად ეს უცხოები როგორც ტერორისტები ისე არიან გამოწყობილები. - შიშნარევი ხმით მივბრუნდი და ვთქვი - სასწრაფოდ უნდა გადავტელეპორტდეთ, ტერორისტები მოდიან.
-  დაგვხოცავენ - რაღაც შემზარავად წარმოსთვქვა მარიამმა და ერთ წერტილს მიაშტერდა.
მე მიუახლოვდი სახეზე ხელები დავადე და ვუთხარი:
- არა მარიამ, ეს არ მოხდება, ჩვენ გადავტელეპორტდებით და ყველაფერი კარგად იქნება.
- და გჯერა მაგის?
- რატომაც არა? ჩვენ ჰომ შეგვიძლია ეს? ჰოდა მოვახერხებთ, მითუმეტეს, რომ ვიცით ასეთი განსაცდელი გველის წინ.
- ჩემი ბრალია. - და მას სახეზე ერთი კურცხალი ცრემლი გადმოუგორდა.
მე გული ამიჩუყდა და გავბრაზდი.
- არა მარიამ, ეს არ არის შენი ბრალი, გაიგე? მე თუ ვერ ვმართავ ჩემს შესაძლებლობებს, შენი რაბრალია? თავი ხელში აიყვანე და ორივემ ვიფიქროთ შენს აივანზე და გადავალათ აუცილებლად, გაიგე?!! - შევძახე ბოლოს სიტყვა.
- კაი. - მექანიკურად მიპასუხა მან. 
მე მივუახლოვდი ბებია ელენეს და ვუთხარი:
- ბებო მოდი ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს და გულში ვილოცოთ, რომ ჩვენს აივანზე მოვხვდეთ კარგი?
მანაც იმედიანად თავი დამიქნია და მეც გადავხედე ორივეს. ხელი გავუწოდე და ჩვენ სამკუთხედი შევკარით. სამივემ თვალები მოვხუჭეთ. მე დარწმუნებული ვარ მათაც აივანი წაიოცნებეს. მე აივანზე ვფიქრობდი, ისევ იმ სურნელზე, ჩიტების ჭიკჭიკზე. სოფლის სუნზე, თუნდაც საქონლის განავლის სუნზე. საქონლის განავალზე რატომღაც წარმოვიდიგინე მისი ვიზუალი, დამდნარ შავ ტორტს რომ ჰგავს. წარმოვიდიგინე, ხეივანი, ხეები. მწვანილებით მოფენილი მინდორი, სადაც თითქმის ყველა მწვანეულობა ხარობს. პომიდვრები და მალინები... ეს ყველაფერი ნათლად აისახა ჩემს გონებაში. მე უკვე ტრანსში ვიყავი, რომ გადავსულვიყავით, მაგრამ ზუსტად ამ მომენტში ჩვენს შენობას ჭურვი მოხვდა. ძლიერმა ბიძგმა გვაიძულა ერთმანეთისთვის ხელი გაგვეშვა და სამივე მიმოვიფანტეთ. ყველაფერი აირია, ყურში წუილის ხმა მესმოდა. ძლივსღა ვიყურებოდი. შევამჩნიე, როგორ დაეცა ელენე ბებიას დიდი ქვის ნაჭერი თავში და ირგვლის მისი სისხლით მოირწყა იქაურობა, როგორ დაიყვირა მარიამმა, მივარდა ქვას და აწევა დაუპირა. მე ძირს ვეგდე და ვერ ვახერხებდი ადგომას, თავი საშინლად მიბრუოდა, გეგონება კარუსელში ვიჯექი და ის ქანაობსო. დავინახე, ყვირილის ხმაზე, როგორ შემოცვივდნენ ტერორისტები. მათ ხმაურზე გააკეთეს რეაგირება, რამოდენიმე სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა. ჩვენ როდესაც დაგვინახეს, ერთმანეთს თავიანთ ენაზე რაღაც გადაულაპარაკეს, შემდეგ ვგრძნობდი როგორ მიბნელდებოდა თვალთ, დავინახე, როგორ მომიახლოვდა ერთ-ერთი მათგანი, თავი ისე მქონდა დამძიმებული ვერ შევძელი ამეწია, თუმცა ერთი რამ გარკვევით მახსოვს, რაც უკანასკნელად შევძელი დამენახა. შევხედე თუ როგორ გამოიქნია ერთ-ერთმა მათგანმა იარაღის კონდახი ჩემკენ. მეც სახეში მომხვდა კონდახი და გავითიშე...

 

 

 

ბეჭდვა