15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

პალიტრა L

21 თებერვალი, 2013 წ.

გამომცემლობა პალიტრა L

გამომცემლობა პალიტრა L

21 თებერვალი, 2013 წ.

„გამომცემლობა პალიტრა L“ დაარსდა 2005 წელს და  15 წლის მანძილზე განახორციელა მრავალი  მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტი.

ამჟამად „გამომცემლობა პალიტრა L“ წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.

„პალიტრა L-ის“ 3 დამოუკიდებელი პროექტი- იმპრინტი:

გამომცელობა „პალიტრა L“ -ის სამი დამოიკიდებელი პროექტია    „ლურჯი ოკეანე“, „ლიბერთინსი“ და „პორტალი“. რომელებსაც თავიანთი სარედაქციო ხაზი აქვთ. აღნიშნულ პროექტებზე მუშაობის დაწყებისას გამომცემლობა მათ ცალკე გამოყოფას არ გეგმავდა, თუმცა მაღალი მოთხოვნისა და წარმატებულად ოპერირების შემდეგ, გადაწყდა,  „პალიტრა L”-სგან დამოუკიდებლად გააგრძელონ საქმიანობა.

  • „ლურჯი ოკეანე“ გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ეს არის მიმართულება, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს.  აგრეთვე აღსანიშნავია, მკითხველი ბიზნესრჩევებს ეკონომიკური ტერმინოლოგიით კი არ იღებს, არამედ ყველა წიგნი მისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოა  ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გასარკვევად, ასევე თვითგანვითარებისთვისა და მოტივაციისთვის.
  • რაც შეეხება „ლიბერთინსს“, ის სპეციალურად მოზარდებისთვის შეიქმნა. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც თინეიჯერები ერთმანეთს საკითხავ ლიტერატურას ურჩევენ. ზოგადად ამ პროექტმა დაამკვიდრა მოზარდებში წიგნის კითხვის კულტურა, რადგან წლების წინ არ არსებობდა თინეიჯერებისთვის საკითხავი ლიტერატურა, გამომცელობა „პალიტრა L“  კი პირველი იყო ამ მიმართულებით.
  • რაც შეეხება „პორტალს“, სახელიც მიგანიშნებდათ, რომ ის ყველასთვის საყვარელი ფენტეზის  და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურის გამოცემას ემსახურება. ფენტეზის  და სამეცნიერო ფანტასტიკის  მოყვარულები წიგნის თაროებზე უახლეს რომანებს ყოველთვის ოპერატიულად პოულობენ, რაშიც დიდი წვლილი სწორედ „პორტალს“ შეაქვს.

ამასთან ერთად, გამომცელობამ დაიწყო  პროექტი „აუდიო წიგნები“, „მაკულიტერატურა“, რომელიც პალიტრა L-ის CSR პროექტია   და კონკურსი  „გახდი ბესტსელერის ავტორი“. გარდა კლასიკური და თანამედროვე უცხოური ლიტერატურის თარგმნისა, „პალიტრა L” აქტიურად გამოსცემს ქართულ კლასიკურ ნაწარმოებებსაც და თანამედროვე ავტორების რომანებსაც.

სამი წლის განმავლობაში პროექტით „გახდი ბესტსელერის ავტორი“ არაერთი ავტორის წიგნი დაბეჭდილა, რომელებმაც აღიარება მოიპოვეს. ეს არის კონკურსი,  რომლის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

გამომცემლობა „პალიტრა L” იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც ბაზარზე ლიდერის პოზიციის დამკვიდრებისა და შენარჩუნების პარალელურად, ზრდასა და განვითარებას არ წყვეტს.

ამასთან, თანამშრომლობს ისეთ წამყვან სააგენტოებთან, როგორიცაა: Disney, Marvel, Penguin Random House,  Harper Collins, Curtis Brown, Bloomsbury, Oxford, Scolastic და სხვა.

„გამომცემლობა პალიტრა L“  წარმატებით მუშაობს სერიულ გამოცემებზე „პალიტრა მედიის“ ჟურნალებსა და გაზეთებთან ერთად. ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია.  წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი იყო, მყიდველი დარწმუნებულიყო, რომ მთელი ოჯახისთვის მისაღებ და საჭირო ლიტერატურას სამართლიან ფასად შეიძენდა.  „პალიტრა L”-მა  ამ მიდგომით, სხვადასხვა პროექტები რეგიონებშიც ხელმისაწვდომი გახადა , მისი მკითხველები არიან ადამიანები რომლებიც მრავალფეროვან ლიტერატურას გულდასმით არჩევენ.

„გამომცემლობა პალიტრა L“  საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წევრია. ის აქტიურად მონაწილეობს წიგნის ფესტივალებსა და ბაზრობებზე თბილისში, ფრანკფურტში, ბოლონიაში, ლაიფციგსა და ლონდონში.

15 წლის განმავლობაში გამომცელობა ქმნის ყველაზე  მრავლფეროვან და ხელმისაწვდომ ლიტერატურას, რომელიც  ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებასა და წიგნიერების ამაღლებას ქართულენოვან საზოგადოებაში. ლიტერატურისა , რომელიც მატებს თავდაჯერებულობას, კმაყოფილებისა და გამოცდილებას  მკითხველს.

 

პროდუქტი / სარგებელი

ხელმისაწვდომი, მრავალფეროვანი ლიტერატურა.

პოზიციონირება

ყველაზე სახალხო გამომცემლობა (ეროვნული ღირებულებულებების მატარებელი, მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი)

სტილი

თანამედროვე, მზრუნველი, განათლებული/აკადემიური,ტრადიციული

მისია

ლიტერატურის, შესაბამისად ცოდნის გავრცელება და წიგნიერების ამაღლება ქართულენოვან საზოგადოებაში.

ხედვა

დავიკავოთ საამაყო ადგილი საქართველოს ყველა საოჯახო ბიბლიოთეკაში

ფასეულობები

მზრუნველი, გამოცდილი,პროფესიონალი, თანამიმდევრული.

გამომცელობა "პალიტრა L" – 15 წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი.