მარკეტინგი მარტივად
მარკეტინგი მარტივად
მარკეტინგი მარტივად
13 დეკემბერი, 2016 წ.
გაგეცინებათ, მაგრამ ვიხსენებ ჩემი სტუდენტობის პერიოდს, როდესაც ასეთ გამოცემებზე ოცნებაც კი არ შემეძლო. პროფესიულ ლიტერატურას ვეცნობოდი ინგლისურ თუ რუსულ ენებზე, თუმცა მარტივად, მშობლიურ ენაზე მისი მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო:
•    მარკეტინგული პროგრამის შედგენა;
•    მომხმარებლის და კონკურენტების კვლევა;
•    რეკლამის ფსიქოლოგია;
•    ფასწარმოქმნა;
•    ვებ მარკეტინგი;
•    ბრენდინგი;
•    გაყიდვების გაზრდის სტრატეგიები და ა.შ.
ალბათ ფიქრობთ, რომ ძალიან ,,ბევრი წლის“ ვარ , თუმცა ათამდე წლის წინანდელ რეალობას გიყვებით.
დღეს კი ჰაიამის ეს წიგნი მარტივი და ხელმისაწვდომი ფორმით მოგვითხრობს სხვადასხვა სტრატეგიების, მეთოდებისა  და მარკეტინგული ინსტრუმენტების შესახებ, რომელთა ცოდნა და გამოყენება აუცილებელია ნებისმიერი მარკეტერისთვის.
ინსპირაციისთვის ხშირად ვეცნობი სხვადასხვა ადამიანების წარმატების ისტორიებს და ფაქტობრივად ყველა ეთანხმება აინშტაინს: ,,თეორიულად, თეორია და პრაქტიკა იგივეა. პრაქტიკაში, კი თავად ხედავთ...“.
ამ წიგნში მოცემული რჩევების და რეკომენდაციების სიმრავლე ეფუძნება ავტორის საკმაოდ დიდ გამოცდილებას, რაც ამ წიგნს პრაქტიკულ მხარეზე მეტყველებს.
„მარკეტინგი მარტივად“ პრაქტიკული და გასაგებ ენაზე დაწერილი სახელმძღვანელოა.

"ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, მარიამ წამალაშვილი
ელფოსტაბეჭდვა