საქმესთან გამკლავების ხელოვნება
საქმესთან გამკლავების ხელოვნება
საქმესთან გამკლავების ხელოვნება
05 დეკემბერი, 2016 წ.
წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმ ადამიანების მოსაზრებებისა და თეორიების გაზიარებაა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ეხმარებიან სხვადასხვა ინდივიდს, პროფესიონალებს, ტოპმენეჯერებსა და კომპანიებს წარმატების მიღწევაში.
დევიდ ალენის წიგნი და თეორია, რომელიც სტრესის გარეშე პროდუქტიულობის ზრდას, დროში პროცესების სწორად დაგეგმვასა და მათ მართვას გულისხმობს, არის სწორედ ის აუცილებელი საკითხავი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, პროდუქტიულობის ზრდაში და რაც ყველაზე მთავარია, გაგათავისუფლებთ სტრესისგან. დამეთანხმებით, რომ სტრესისგან თავისუფალი გონება გაცილებით ნაყოფიერია, უკეთესად მუშაობს და შესაბამისად, გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
დევიდ ალენი მორიგი დიდი აღმოჩენა იყო პირადად ჩემს ცხოვრებაში. ასევე აღმოვაჩინე ადამიანები, ვისთვისაც მისი თეორია ისეთივე წარმატებით მუშაობდა, როგორც ჩემთვის. სწორედ ეს გახდა მოტივატორი იმისა, რომ ალენი მომეწვია თბილისში და სხვა ადამიანებისთვისაც გაეზიარებინა გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები, რასაც თქვენ წიგნში აღმოაჩენთ.
"საქმესთან გამკლავების ხელოვნება" არის წიგნი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, გაგათავისუფლებთ სტრესისგან და მოგცემთ საშუალებას მუდმივი განვითარებისა და წინსვლისკენ.
გუგა კობახიძე
გაყიდვების საკონსულტაციო კომპანია
"პროსპექტის" დამფუძნებელი


ელფოსტაბეჭდვა