ჯერ წაიკითხე და ჰოპლა მერე თქვიო!!!
ჯერ წაიკითხე და ჰოპლა მერე თქვიო!!!
ჯერ წაიკითხე და ჰოპლა მერე თქვიო!!!
22 ნოემბერი, 2016 წ.
„კამპანიები, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო“ - აი, ისეთი სათაურია, ზედმეტად მყვირალად და გადაპრანჭული, ე.წ. ძალით სათაური. მე მასეთი სათაურებისა და შინაარსის წიგნებს ყველას „10 ნაბიჯი წარმატებისკენ“ - ასე ვეძახი. საიდან აფიქრდებათ ასეთი სათაურები, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მგონი ადამიანის ფანტაზია მართლაც უშრეტია!
ვისაც ჰგონია, რომ რამის გაკრიტიკებისთვის ავიღე კალამი ხელში (სულ მინდოდა ეს ფრაზა რომელიმე ტექსტშიჩამესვა), სცდება. მე მსურს ის შესაძლებლობა დაგანახოთ ამ საინტერესო წიგნის წაკითხვით, რომ უნდა გამოიყენოთ. შესაძლებლობები კი არსებობს, მეტიც მათი რიცხვი რვაზე მეტია:
1.    გაიხსენებთ წიგნის კითხვისთვის საჭირო უნარებს, რომელიც შეიძლება შემდგომშიც გამოგადგეთ
2.    აღმოაჩენთ, რომ ჩვენი ფბ მეგობრების მოკლე პოსტების, ადმე.რუ-ს სტატიების და ქართველი ე.წ. აზრის ლიდერებისა და ყველაფრის მცოდნეების გარდა, კიდევ იწერება საინტერესო რაღაცეები მსოფლიოში
3.    ისწავლით, როგორ იწერება, ზოგადად, ასეთი წიგნები. რა სტრუქტურა არის კარგი ქეისის წარმოსადგენად საჭირო
4.    დაინახავთ, რომ საქმე უბრალოდ ინტერნეტისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაშიკი არა, მათ სწორ მართვაშია
5.    წესით იგრძნობთ, რომ მხოლოდ გენიალური იდეა არ არის საკმარისი წარმატებისთვის
6.    გასცდებით საზღვრებსა და გეოგრაფიას. ამერიკა და ბრიტანეთი და კიდევ საქართველო, პრინციპში, არაფერმა გაყო
7.    აღმოაჩენთ, რომ ბექჰემსაც და ობამასაც, იმისათვის რომ მათ პოპულარობა მოიპოვონ მიზანმიმართული მუშაობა და კომუნიკაციის პროცესის მუდმივი მართვა სჭირდებათ. არაფერი მოდის ისე ამ ქვეყანაზე
8.    გაგიჩნდებათ უამრავი (ნუ შეიძლება მთლად უამრავი არა) იდეა თქვენს ბრენდებზე, ორგანიზაციებსა და პერსონებზე და მათ კომუნიკაციაზე (ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია!!!)
9.    გაგიჩნდებათ ცდუნებაც, რომ იდეები მოიპაროთ ქართული ბაზრისთვის, თუმცა ეს ცდუნება წიგნის კითხვის გარეშეც გიჩნდებათ ხოლმე პერიოდულად.
საბოლოო ჯამში კი, „კამპანიები, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო“, როგორც მსგავსი ჟანრის სხვა წარმატებული წიგნები, გვაძლევს იმაზე ინფორმაციას, რომ ყოველთვის შეიძლება საინტერესო და რეზონანსული პროექტი განახორციელო, ყოველთვის შეიძლება ახალი რაკურსით შეხედო ვითომდა უკვე მკაცრად ჩამოყალიბებულ ტექნოლოგიებს მარკეტინგულ კომუნიკაციასა და პიარში, ყოველთვის შეიძლება გააოცო მიზნობრივი აუდიტორია და რა თქმა უნდა, შეძრა მსოფლიო!
კახა მაღრაძე
პიარკომპანია "ჯეპრას" პიარკონსულტანტი, უფროსი პარტნიორი.
თავისუფალი უნივერსიტეტი - საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესორი.
ელფოსტაბეჭდვა