კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო
კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო
კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო
18 ნოემბერი, 2016 წ.
პროფესიების წარმოშობასა თუ განვითარებას ეპოქის მოთხოვნები და ესთეტიკა განსაზღვრავს. თანამედროვე ღია სამყაროში კი საჭირო გახდა საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელიც „სწორად“ შეფუთავდა ნებისმიერი სახის „პროდუქტს“ და მიაწოდებდა მომხმარებელს.
დენი როჯერსის წიგნი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ცნობილი ჟურნალისტის აზრით უკანასკნელი  50 წლის საუკეთერსო პიარ კამპანიებს. გამოცემა განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი საზოგადოებისათვის, სადაც პიარი მეტ-ნაკლებად ახალი და მზარდი სფეროა.
ამ მხრივ, განსაკუთრებით ყურადსაღებია პოლიტიკური პიარი, რომელიც ერთ-ერთი ურთულესია და ქართული რეალობის გარკვეულწილად „წარმმართველი“.
დენი როჯერსი დეტალურად საუბრობს  პრეზიდენტ ობამას პიარ კამპანიაზე, რომელიც თავის დროზე აღიარეს, როგორც საუკეთესო და ინოვაციური, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებითა და მკაფიო სტრატეგიით.
ობამას პიარ ტექნოლოგებმა ზუსტად გათვალეს ამომრჩევლის სეგმენტი და ახალი ტექნოლოგიების ჩართვით შეძლეს კოლოსალური თანხებისა და მხარდამჭერების მოზიდვა. ეს იყო მსოფლიოში პირველი ციფრული კომუნიკაციების საარჩევნო კამპანია. სრულიად განსხვავეული და ნოვატორული იყო ფინანსების მოზიდვის მექანიზმიც, ახალი პოლიტიკური ფენომენი: „მოქალაქეების მიერ კომპანიისთვის თანხების გაღება“. სპეციალური სოციალური ქსელის გვერდის მეშვეობით ობამას გუნდმა მილიონობით დოლარი შეაგროვა, რომელიც წარმატებულ პიარ კამპანიაზე დაიხარჯა.
დეტალებს მკითხველი თავად გაეცნობა. მე, კი ვისურვებ ჩვენს ბაზარზე მსგავსი ხასიათის უფრო მეტი ქართულად თარგმნილი ლიტერატურა გამოვიდეს.


თეონა ჯაყელი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი





ელფოსტაბეჭდვა