ჩარლზ ბუკოვსკი "მაკულატურა"
ჩარლზ ბუკოვსკი "მაკულატურა"
ჩარლზ ბუკოვსკი "მაკულატურა"
05 ივლისი, 2016 წ.
თეთრი-თეთრი პრინცესა, თეთრ-თეთრ სასახლში,თეთრ-თეთრ ცხენზე ამხედრებულ,თეთრ-თეთრ პრინცს ვერასდროს შეხვდება. მიზეზი მარტივია, ისინი უბრალოდ ვერ ნახავენ ერთმანეთს -ყველაფერი თეთრია.
ლიტერატურაშიც ასეა . თეთრი მკითხველი, თეთრ რომანის თეთრ პერსონაჟების ,თეთრ ამბებს ვერასდროს გაიგებს. ამოტომ, გვამახსოვრდებიან ბუკოვსკის გმირები, მათი მკვეთრი შავი კონტურობით, მათი შემჩნევა ძალიან მარტივია.
მთელი თნამედროვე ტექნოლოგიები ერთებისა და ნულების მონაცვლეობაზეა აწყობილი. ასვე,ორი კომპონენტის: პოეტურობისა და "ბინძური რეალობის" მონაცვლეობა ქმნის ბუკოვსკის ლიტერატურას. პოეტური, ნიჰილისტური მომენტის შემდეგ, ბუკოვსკის წიგნებში შეიძლება წააწყდეთ ასეთ აბზაცს:
"ხანდახან საკუთრ ხელებს რომ დავხედავდი,ვხვდებოდი, შემიძლია დიდი პიანისტი ან რამე ეგეთი გამოვიდე-მეთქი. არადა, რაზე ცდებოდნენ ეს ხელები? ყვერებს მფხანდნენ, ჩეკებს წერდენენ, თასმებს მიკრავდნენ, ტუალეტს რეცხავდნენ და ა.შ. მეც ვიბანდი ხელებს, ტვინსაც ვირეცხავდი."

ეს ჰგავს "კვლავგაღვიძების მომენტს," რომელიც ასე პოპულარულია აღმოსავლურ მოძღვრებებში. უფრო მარტივადაც შეგვიძლია ვთქვათ: დააკვირდით თქვენს კატას დილით, როგორ გლოკავთ საწოლში, თქვენს ფეხის თითებს ეთამაშება. ის ახალგაღვიძებულზე დილის ენერგიით სავსეა, რომელიც ადამიანებმა დავკარგეთ სასმელის, ცოტა ძილის, საქმიანი ცხოვრების გამო. კატები კი ახალგაღვიძებულზე ყველაზე ბედნიერები არიან. ამ მოქმედებას იყენებს ბუკოვსკი. ის ცდილობს, ბევრჯერ ჩაგვაძინოს,სადაც პოეზიაა, სიზმარია შემდეგ კი, ისევ რეალურ, "ბინძურ" სამყაროში დაგვაბრუნოს.
მთელი ამ რომანის განმავლობაში, მთავარი პერსონაჟი, დეტექტივი ნიკი ცდილობს 3 საქმე გახსნას:
1. მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი მწერალი სელინი იპოვოს, რომლის მოძებნაც სიკვდილმა დაუკვეთა.
2. უცხოპლანეტელი მოაშოროს თავიდან დამკრძალავი ბიუროს გამგეს.
3. ლოს-ანჯელესში იპოვოს წითელი ბეღურა.
სიტყვა ყვერების შემდეგ, ტ"ა"ლსტოიზე გაზრდილი მკითხველი შეიძლება დაიბნეს,და ამის მერე არც გააგრძელოს წიგნის გმირთან ერთად ფიქრი. მაგრამ, ბუკოვსკის ეს სამი საქმე არის ალეგორია სამყაროსი, რომლის ამოხსნა აფსურდულობამდე მივყავართ. ზეკაცობრიული პრობლემის გადაწყეტა კი ნიკს - როგორც თვითონ იტყოდა - "ჩაჯმამდე სასაცილო ამბად" ეჩვენება. ეგზისტენციალური პრობლემები მასაც აწუხებს. მაგრამ, ის თავის უმეცრებაზე კაიფობს:

"ამის დედა ვატირე, კაცი ბერდები და ყოველი გოჯისთვის უნდა იომო, ყველა წაღლეტაზეა. ამდენს იბრძვი, იბრძვი და მაინც უნდა მოკვდე ბოლოს. ბევრი ვიფიიქრე ამაზე, ვფიქრობდი და ვფიქრობდი. მერე გადავწექი სავარძელში, მაგრად მოვქაჩე, გავაბოლე და ლამის იდეალური რგოლიც გამოვუშვი."

ბუკოვსკზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუმორისტული, უფრო სწორედ კი " უზრდელი" იუმორისტული ფილოსოფოსიის წარმომადგენელი და სულის ჩამდგმელია:

"მეთქი, შუადღემდე არ ავდგები ლოგინიდან, ეგებ ამოწყდეს იქამდე ნახევარი კაცობრიობა და მეორე ნახევრის ატანა სანახევროდ გულისამრევი იყოს-მეთქი."
კლასიკოსი მწერლები თავის წიგნის გმირებზე ისე საუბრობენ, თითქოს მათ პერსონაჟებს ტრაკი არ ჰქონდეთ. მე კი ვერ წარმომიდგენია, თუ რეალურ ცხოვრებაში გოგო ისე არ მომეწონება თუ მისი ტრაკი შემჩნეული არ მაქვს, რატომ უნდა ვისმინო იმ პერსონაჟების საუბრები, როლის წელს ქვემოთ ნომერ მეორე ღირსების (ტრაკის) შესახებ არც არაფერი არ ვიცი.

ბუკოვსკის ეს არ ეშლება.

ცხოვრებაში უვარგისობა, ზედმეტობა, ანუ მაკულატურად ყოფნა, რომელიც თაროზე დევს და არავის სჭირდება, სულაც არ არის სამყაროში ურიგო, რადგან ზოგიერთები მაკულატურას,თაროზე შემოდების ნაცვლად ტუალეტში ხმარობენ.
ნიკს კი სამყარო ერთ რამეს ვერ უგებს, თუ რატომ ყიდულობდა ბარში შესვლისას ერთროულად ორ ლუდს, როცა შეიძლებოდა ცალ-ცალკე ეყიდა და ცივად დაელია.
რომანს "მაკულატურა" ჰქვია.

კიტა ცხომარია

 

ელფოსტაბეჭდვა