ვარსკვლავები და მხატვრული ლიტერატურა
ვარსკვლავები და მხატვრული ლიტერატურა
ვარსკვლავები და მხატვრული ლიტერატურა
03 თებერვალი, 2016 წ.
წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ჩვენს ცხოვრებაში, ადამიანი, რომელიც კითხულობს, მკვეთრად განსხვავდება იმ ადამიანისაგან, რომლისთვისაც წიგნი სულაც არ არის საუკეთესო მეგობარი.
მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში ძალიან ბევრი წიგნი დაწერილა და ადამიანებს გაჩენის დღიდან ამოძრავებდათ სურვილი მათი გრძნობები ყოფილიყო გაზიარებული სხვადასხვა ფორმით, ჩვენ ხშირად უამრავ წიგნს შორის ერთს ამოვირჩევთ და ჩვენად მივიჩნევთ, ვამბობთ, რომ ის ეხება ჩვენს სულს, გვგონია, რომ ჩვენზე წერენ,ჩვენ ვწერთ და ა.შ.
ვარსკვლავებსაც აქვთ საყვარელი წიგნები:
ორლანდო ბლუმის უსაშველოდ სიმპათიურობა ცნობილი ამბავია, ლიტერატურული გემოვნებაც ნაკვთებივით დახვეწილი ჰქონია, მისი საყვარელი წიგნი დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვებია" .

palitraL


შარლიზ ტერონი ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს პულიცერის პრემიის ლაურიატის, კორმაკ მაკარტის, "გზა".

palitraL



ჯორჯ კლუნის რუსული ლიტერატურის თაყვანისმცემელი ყოფილა და ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" მისი ფავორიტი წიგნია.

palitraL


კეტრინ ზეტა-ჯონსი "დიდ გეტსბის" ასახელებს საკუთარ საყვარელ წიგნად.

palitraL


რა უნდა იყოს ჯიმ ქერის საყვარელი წიგნი? ის სულაც არ აღმოჩნდა მსუბუქი და მარტივი, კომედიური ლიტერატურის მოყვარული და მისი ფავორიტი ნაწარმოები არც მეტი არც ნაკლები დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელია" თურმე.

palitraL


ანტონიო ბანდერასი კი ამბობს, რომ მისი საყვარელი წიგნი ესპანელმა ავტორმა დიდი ხნის წინ დაწერა,და ეს ამბავია რაინდზე თავისი "რაშით", "დონ კიხოტი", დიახ, სწორედ ეს ნაწარმოებია ზოროს ფავორიტი.

palitraL


კირა ნაითლის საყვარელი წიგნი "სიამაყე და ცრურწმენაა", ალბათ, ეს არც ისეთი გასაკვირია.

palitraL


ელფოსტაბეჭდვა