ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
02 ნოემბერი, 2015 წ.
გავიდა დრო...
ასაკთან ერთად გვემატებოდა სიამაყე, ვიჩენდით მეგობრებს, განვიცდიდით სიყვარულს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად გვინდოდა, ყოველთვის ძნელად ვიღებდით, ან საერთოდ არ ვიღებდით და ასე, ბედს დამორჩილებულები ვიწყებდით ნატვრებს, ოცნებებს და ვიზრდებოდით. ზედმეტად სწრაფად გავიზარდეთ, იმდენად სწრაფად, რომ ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ ვუღალატეთ ბავშვობას და დიდები გავხდით... ჩვენი ცხოვრების ნაწილი ერთფეროვნებაში გავლიეთ. იყო პატარ-პატარა წვრილმანები, რომლებიც ბედნიერებას გვჩუქნიდა და გვახალისებდა. იყო იმედგაცრუებებიც და შეცდომებიც, რომლებიც ძალას და გამოცდილებას გვმატებდა. მათი საშუალებით ვსწავლობდით წამოდგომას.
ხშირად გვხვდებოდა იმედგაცრუებები, რის შედეგადაც ღამით აცრემლიანებულები ვიძინებდით და დილით ყოველგვარი იმედის გარეშე უხალისოდ ვიღვიძებდით, მაგრამ თითქოს მზე ამას გრძნობდა და მოწყენილობის ჟამს თბილად შემოანათებდა ხოლმე ოთახში. ჩვენ, კი გვეღიმებოდა და ვირწმუნებდით, რომ წამიერი სისუსტე დაგვევიწყებინა და ამ უსამართლო ცხოვრებაში ოპტიმისტურად განწყობილები ვყოფილიყავით.
თითოეული წვრილმანი გვამხიარულებდა და გვაიძულებდა არ დავნებებულიყავით. ბავშვობაში მეგობარი იყო ის, ვინც ეზოში გეთამაშემოდა. მაშინ რა ვიცოდით, რომ მეგობრობაშიც გველოდა იმედგაცრუებები?! პატარაობისას იყო ხალისი, იყო მხიარულება, ბედნიერება. ყველანი ლაღად ვიყავით.
ბავშვობაში თითქოს ყველაფერი ფერადი იყო... ახლა, კი გეგონება სამყარომ ფარადოვნება დაკარგა. დედამიწაზე შავმა ფერმა ღრმად გაიდგა ფესვები. აქა თუ იქ შეინიშნება თეთრი სულის მქონე ადამიანი. თითქოს ხალხმა ხალისი დაკარგა.
ჩვენი ნამდვილი გრძნობები დავკარგეთ, დავმალეთ, ღრმად დავმარხეთ. თითქოს არ გვინდა ისინი ყველამ ნახოს.
ბავშვობა შეუდარებელი იყო, მაგრამ წარსულს თითქოს რაღაც აკლდა. სრულყოფილებისთვის მხოლოდ ერთი რამ აკლდა. შეიძლება ახლა სამყარო ერთფეროვანი და შავ-თეთრია, მაგრამ რასაც აწმყოს ვერ დაუკარგავთ, ეს არის წიგნი...
წიგნი-ეს ყველაფერია, აბსოლუტურად ყველაფერი. „სულიერი და გონებრივი საზრდო“-გვეუბნებიან წინაპრები. პატარაობისას, სხვა ბავშვების მსგავსადწიგნის კითხვას ეზოში თამაში მერჩივნა, იმდამიუხედავად, რომ წიგნების კითხვა მართლა მიყვარდა. წიგნი გვირჩევს, გამოცდილებას გვიზიარებს, გვიყვება რა სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ და ასე შემდეგ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც წიგნში წაკითხული რელურ ცხოვრებაში გამოგვიყენებია. მას შეუძლია დაგვადარდიანოს და ბევრი გვაცინოს კიდეც. არა მარტ ბესტსელერებს და სერიოზულ ლიტერატურას შეუძლია ეს ყოველივე, არამედ უბრალო ზღაპრებსაც.
შავ-თეთრ სამყაროში წიგნი ფერდი წერტილია, რომელიც ყველანაირად გვეხმარება და აწმყოს აფერადებს. ალბათ გქონიათ შემთხვევები, როდესაც წიგნს რეალობისგან მოუწყვეტიართ და ყველანაირი პრობლემა დაგვიწყებიათ.
პირადად ჩემთვის წიგნი ყველაფერია. ის მართობს, მეხმარება, დროს სასიამოვნოდ მაყვანინებს. მიყვარს კითხვა რადგანაც, საშუალება მეძლევა, თავი მეც იმ წიგნის პერსონაჟად ვიგრძნო და თითოეული მომენტი საკუთარ თავზე გამოვცადო.
გავიზარდე და მივხვდი, თუ რამხელა განძი იყო წიგნი. ნელ-ნელა ვეჭიდებოდი სერიოზულ ლიტერატურას და ვსწავლობდი. ამ ყველაფერმა იმდენად გამიტაცა, რომ დღეში ორი წიგნის დამთავრებას ვახერხებდი. არც გაკვეთილებზე ვერიდებოდი კითხვას და რეალობას ვწყდებოდი. ჩემი სახლი წიგნებით გაივსო (გავავსე :დ). მშობლებსესძალიანუხაროდათ. სიმართლეგითხრათსიამოვნებასმანიჭებსისფაქტი, რომკითხვამგანავითარაჩემიმეხსიერება, მომცაგამოცდილებადასიტყვებისმარაგიშემივსო.
ბევრი მნიშვნელოვანი წიგნის წაკითხვის საშუალება მოგვცა თინეიჯერების ჯგუფმა, რომელსაც ყველა „ლიბერთინსის“ სახელით იცნობს. არ დავიწყებ ბანალური ტექსტების მოყოლას, რომ „ლიბერთინსი“ კრეატიული თინეიჯერების ჯგუფია, უბრალოდ შევეცდები აგიხსნათ, თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის ის.
„ლიბერთინსმა“ სხვადასხვა ფანდომის წევრებს და ზოგადად თინეიჯერებს მოგვცა საშუალება, რომ ქართულ ენაზე წაგვეკითხა თანამედროვე, უცხოური ლიტერატურა. აქციებმა და პრეზენტაციებმა ინტერნეტ-მეგობრები და ბავშვები ერთმანეთს გააცნო, უფრო დააახლოვა <3 . ფანდომურ ჯგუფებში სხვადასხვა წიგნის აქციის მოახლოებას ზარ-ზეიმით აცნობებენ ერთმანეთს და აქციის დაწყების ბოლო წუთამდე აჟიტირებულები ეხმიანებიან ერთმანეთს.
და აი...
აქციაც იწყება. ტრანსპორტიდან ჩამოსულებს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლით და ისეთი გრძნობა აქვთ, რომ სიხარულისგან გასხივოსნდებიან. გადაკვეთენ საავტომობილო გზას და სუნთქვა ეკვრებათ... „ბიბლუსის გალერეის“ წინ ყოველთვის ბევრი ხალხია. ოდნავ ანერვიულებულები მეგობრის ზარის მოლოდინში ტელეფონს წამდაუწუმ ამოწმებენ.
და უცბად ისმის კივილი, სიცილი, ტირილი - ინტერნეტ-მეგობრები ერთმანეთს პოულობენ. იწყება ერთ საათიანი „hug“-ები, კოცნები, ფოტოს გადაღებები, ხელის მოწერები. რაც უფრო ღრმად შედიან შენობის წინ არსებულ რიგში, მით უფრო ხშირდება კივილი. აქციაზე მარტო მისულები, წიგნის ყიდვის შემდეგ მინიმუმ ათ კაციან ბრბოსთან ერთად დგანან და მთელი გულით იცინიან.მათ არ უნდათ, რომ ეს ბედნიერება დასრულდეს, მაგრამ მოსახდენი მაინც ხდება, ამიტომ აცრემლებული თვალებით და ჩახუტებებით მეგობრებს ემშვიდობებიან და უკვე შემდეგი აქციის გეგმებს აწყობენ.
იმის თქმას ვცდილობ, რომ ზუსტად ამას განვიცდი აქციაზე მისვლისას და იქ ყოფნისას. „ლიბერთინსის“ წიგნებში, აქციებზე და პრეზენტაციებზე ვიპოვე საკუთარი თავი. ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა და მიზანი დამისახა...
და აი, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხსაც მივადექით- ლიბერთინსელობა. ეს არის სტატუსი, რომელზეც აქციაზე ყოფნისას ნებისმიერს უოცნებია. მათი სურვილი უმეტეს შემთხვევაში სამიოდე სიტყვით გამოიხატება: „ძალიან მინდა ლიბერთინელობა“- დამორჩა, მეტიარაფერი. იმ პასუხმა, რომ ახალი წევრების აყვანას უახლოეს მომავალში „ლიბერთინსი“ არ აპირებს, ბავშვებს სურვილი გაუქარწყლა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ეს „ლიბერთინსის“ კი არა, თვით მსურველების ბრალია. ისინი ბანალურ ტექსტებს წერენ, რომ აქციები და წიგნები ძალიან მოსწონთ, ბევრს ხალისობენ და ლიბერთინსელობა უნდათ. ისინი არ ცდილობენ, რომ ეს დაიმსახურონ. უბრალოდ მათ ასე უნდათ და მორჩა, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებიან, რომ სხვა თინეიჯერებიც აბსოლუტურად იგივე ტექსტებს წერენ და აზრადაც არ მოსდით, რომ რამე უფრო მეტი, უფრო გამორჩეული და დასამახსოვრებელი გააკეთონ.
არც მე გამაჩნია განსხვავებული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. გავთამამდები და გეტყვით, რატომაც არა?! ეს ხომ შესანიშნავი იქნება?! სიმართლე გითხრათ მეც ბანალური და ჩვეული ტექსტებით დავიწყე, მაგრამ შემდეგ ჩემდა გასაოცრად სტიმული მომეცა და იმედი ჩამესახა. იმედი, რომელსაც არასდროს მივცემ ჩაქრობის უფლებას. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ვიყო განსხვავებული, გავაკეთო რამე ისეთი, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ლიბერთინსელობა ყველას სხვადასხვა მიზეზის გამო უნდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს მიზეზი თინეიჯერების თვალში ადგილის დამკვიდრებასთან ასოცირდება, მაგრამ „ლიბერთინსელობა „ლიბერთინსის“ სიყვარულით რომ განისაზღვრებოდეს, ის დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა“. იმისდამიუხედავად, რომ „ლიბერთინსი“ ძალიან მიყვარს, ვცდილობ ეს სიყვარული საქმით გამოვხატო და დავამტკიცო.
თითქმის ყველა ლიბერთინსელი ჩემი მეგობარია. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მახარებს იმის მოსმენა, რომ ყველა ლიბერთინსელმა იცის ჩემი და ჩემი დის აქტიურობის შესახებ და ეს ძალიან მოსწონთ. ეს ჩვენ სტიმულს გვაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.
ხანდახან მე და ჩემი ტყუპი ლექსებს ვწერთ. გადავწყვიტეთ, რომ ლიბერთინსელობაზე და ზოგადად „ლიბერთინსზე“ დაგვეწერა. ახლა ეს ლექსი თქვენს წინაშეა:
ნეტავ მივაღწევთ ოდესმე მიზანს?!
თან გამონაკლისს არავინ იზამს
ვერ გავიგონებთ ვერასდროს იმას,
რაზე ოცნებაც ათენებს დილას.

უი, არ გვითქვამს ჩვენი ოცნება
რას შეეხება და რამდენს ნიშნავს.
„ლიბერთინსია“ ჩვენი ცხოვრება,
რის გამოც ექვსი თვეა არ გვძინავს

ვცდილობთ, გავიგოთ თქვენი ნათქვამი:
„ბოდიში, მაგრამ ჩვენ გეტყვით უარს“.
ჩვენ ძალიან გვწყინს და იმედები
ნელ-ნელა იწყებს გულიდან ბჟუტვას.

კარგი იქნება, თუ თქვენს რიგებში
ჩაირიცხება ახალი ხალხი
და ამ ჩარიცხვას მალე მოჰყვება
ჟრიამული და მქუხარე ტაში.

ჩვენ გავიხარებთ, გაგვეღიმება,
არ გამოვრიცხოთ ხალისის ცეკვა.
ეს არის ჩვენი ბედნიერება,
რასაც მოჰყვება ზარების რეკვა.

ჰო, ვიცი, დიდი ვერაფერია
ჩემი ლექსები და თამოს რითმა.
ასე მგონია, რომ მოგეწონათ
და გაგახარათ ჩვენმა სიურპრიზმა

ასე, რომ სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა. ამ ტექსტის უმეტესი ნაწილი პირველ პირშია დაწერილი, მაგრამ ეს ტექსტი ჩემი და ჩემი ტყუპის ერთობლივი ნააზრევია. ვიმედოვნებ, რომ მოგეწონათ და მადლობას გიხდით ამხელა მასშტაბიანი ტექსტის დაუზარელად წაკითხვისთვის <3
თამარ და ლიზა დუნდუები

ელფოსტაბეჭდვა