ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
30 ოქტომბერი, 2015 წ.
ალბათ ყველა იმ ადამიანისთვის ვინც წიგნებსკითხულობს ერთხელ მაინც უკითხავთთუ რას ნიშნავს წიგნი მისთვის და რატომ კითხულობს მას პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად ბევრჯერ უკითხავთ პირადად ჩემთვის რთულია გავცე ამ კითხვას პასუხი რადგან წიგნი ჩემთვის ბევრ რამესთან ასოცირდება. წიგნი არის სიამოვნება, განტვირთვა, სევდა, დაძაბულობა ყველაერი ერთად, იგი ჩვენში იწვევს მრავალ გრძნობას. როდესაც ვკითხულობ წიგნს მგონია რომ მთავარი გმირი ვარ. ჩემზე განვიცდი ყველაფერ იმას რასაც განიცდის წიგნის მთავარი გმირი. მხოლოდ წიგნს შეუძლია აგატიროს ნებისმიერ დროს, ისე ჩაგითრიოს რომ ვერ მოშორდე. მხოლოდ წიგნს შეუძლია გაგაძლებინოს უწყლოდ, უჭმელად, უძილოდ.
ბევრჯერ მქონია შემთხვევა როდესაც დედაჩემი მეძახდა მე კი ამ დროს წიგნს ვკითხულობდი და მისი ნათქვამი ვერ გამიგია, აი ეს არის წიგნის ყველაზე კარგი თვისება მას შეუძლია ჩაგითრიოს ისე რომ სხვა ყველაფერი დაგავიწყდეს.
ბევრჯერ გამიგია სიტყვები ''არ მომეწონა , უაზრობა იყო'', ''ცუდი იყო და აღარ გამიგრძელებია''. ჩემი აზრით არ არსებობს ცუდი და კარგი წიგნები. ყველა წიგნს აქვს თავისი აზრი, შეგონება. ყველა წიგნი გვასწავლის რაღაცას, მთავარია ჩვენ ჩავწვდეთ მას.
არსებობს ნაწარმოებები რომელთა აზრის გაგება მარტივია, მაგრამ არსებობს წიგნები რომელთა მთავარი აზრის გაგება რთულია, ჩაძიება ჭირდება.
მწერალი. რთულია წიგნიზე ისე ილაპარაკო რომ არ გაიხსენო ის ხალხი რომლებმაც შექმნეს ეს წიგნები და მოგვანიჭეს ასეთი დიდი სიამოვნება. ჩემთვის ყველაზე სამაგალითო ხალხი მწერლები არიან,  ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე კეთილი და ამავდროულად ყველაზე ბოროტი ხალხი.
ალბათ იფიქრებთ როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ყველაზე კეთილი და ამავდროულად ყველაზე ბოროტიც?? ეს მარტივია უბრალოდ შეხედეთ მწერლებს და ამას მიხვდებით. ისინი ახარებენ და აბედნიერებენ უამრავ ადამიანს თავისი წიგნებით, აყვარებენ თავს მათი გამოგონილი გმირებით მაგრამ ამავდროულად აზიზღებენ კიდეც როდესაც კლავენ იმ გმირებს რომლებიც ჩვენ გასე ძალიან გვიყვარს. ალბათ რამდენმა იტირა როდესაც მოკვდნენ სნეიპი, დამბლდორი, სირიუსი, ნიუტი, ტერეზა, ფინიკი... მაგრამ დაფიქრებულა ვინმე მაინც რა იქნებოდა წიგნი ისინი რომ არ მომკვდარიყვნენ?? მაშინ წიგნი შეიძლება არც კი მოგვწონებოდა. რომ არ მომკვდარიყო სნეიპი გავიგებდით რომ სინამდვილეში იგი კეთილი იყო?? რომ არ მომკვდარიყო ტერეზა გავიგებდით რომ იგი არ იყო მოღალატე?? ვერა ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებდით ამიტომ მოდი ნუ დავადანაშაულებთ მწერლებს იმაში რომ მათივე შექმნილ გმირებს მათ თვითონვე მოუღეს ბოლო, რადგან ეს იმისთვის გააკეთეს რომ ჩვენ არა მხოლოდ სიხარული არამედ დარდიც გვეგრძნო და სრული სიამოვნება მიგვეღო წიგნის წაკითხვისშემდეგ. მათ შექმნეს ულამაზესი და უმშვენიერესი სამყარო თავის წარმოსახვაში და ნება მოგვცეს რომ ჩვენც დაგვენახა თუ რა ლამაზია ის სამყარო. მხოლოდ  წიგნმა შეძლო შეგვყვარებოდა ისეთი ადამიანები რომლებსაც არც კი ვიცნობთ: როულინგი, დაშნერი, ტოლკინი, ლუისი, სტოკერი ...
წიგნმა შეძლო და გაგვაერთიანა უამრავი ადამიანი: პოტერჰედები, ტრიბუტები, მარტოსულები, მორბენლები და სხვა ფანდომის წევრები. დაგვამეგობრა ერთმანეთს და შეგვაყვარა ერთმანეთი.
მე არ ვარ არც ბლოგერი, არ მიფიქრია იმაზე რომ ეს კონკურსია და თემა ლამაზი უნდა ყოფილიყო რომ ხალხს მოსწონებოდა უბრალოდ მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი აზრი წიგნის შესახებ და ბოლოს გვიყვარდეს წიგნები! <3
ნინო ტყეშელაშვილი

ელფოსტაბეჭდვა