ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
30 ოქტომბერი, 2015 წ.
ისეთწიგნებზევგიჟდები, კითხვასრომგაათავებდაინატრებ – ნეტაამისდამწერიდამეკაიძმაკაცებივიყოთო, დატელეფონითაცრომდაურეკავ, როცამოგინდება.ესკიიშვიათადხდება, თუმცარა, სიამოვნებითდავურეკავდისელენჯერს, მაგრამ მოკვდა...როგორ მინდა ყველამ იგრძნოს ის რაც მე განვიცადე ამ წიგნის წაკითხვისას... და რასაც ახლაც განვიცდი.უკვე ვეღარ ვითვლი მერამდენედ გადავიკითხე,ვკითხულობ და არ მბეზრდება, არ მბეზრდება და მომკალით :დ„თამაში ჭვავის ყანაში“ აი ისეთი წიგნია, რომ ზუსტად ვიცი სიკვდილის სარეცელზეც მასში ვიქნები ჩაკარგული, და გვირაბის ნაცვლად ჭვავის ყანას დავინახავ.წიგნი პირველად 15 წლისამ წავიკითხე, ალბათ სწორედ ესაა ის ასაკი როცა ადამიანი ყველაზე ნათლად ხედავს მოახლოვებულ საფრთხეს...კითხვა დავიწყე თუ არა შევჩერდი, წიგნის გარეკანი თავიდან შევათვალიერე და ჩემს თავზე გამეცინა, მეწყინა სელენჯერი რომ იყო ავტორი, დარწმუნებული ვიყავი საკუთარ ნაწერს ვკითხულობდი.
ბევრისაგან მსმენია, რომ ამ წიგნმა დრო დააკარგვინათ, ან უბრალოდ მოლოდინი გაუცრუვდათ, თანაც საშინლად გაუცრუვდათ, რომ რაღაც არაამქვეყნიურ თამაშს ელოდნენ, მაგრამ რას ვიზამთ მეგობრებო! ეს ყველაზე მიწიერი თამაშია, თამაში რომელსაც უკლებლივ ყველა ვთამაშობთ, განსხვავება ისაა, რომ ზოგი აღტაცებული ბავშვია, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საით მირბის და უეცრად ჩნდება შეშლილი კლდის პირას, და შეჩერაბას ვეღარ ახერხებს, ვერა, ვერ შეძლებს „დამჭერის“გარეშე, ჰოლდენის გარეშე. ზოგიც თავად „ჰოლდენია“.
„თვალწინმიდგას, როგორთამაშობენპატარაბავშვებიდიდველზე, ჭვავისყანაში. ათასობითბავშვიადათანარავინახლავს – ე.ი. დიდიარავინახლავს – ჩემსმეტი. მეკიდესაშინელიციცაბოკლდისპირასვდგავარ, დარასვაკეთებ – ბავშვებსვიჭერ, რომუფსკრულშიარგადაიჩეხონ. თუგამორბისდაწინარიყურება, არციცის, რომუფსკრულსუახლოვდება. უცებგამოვვარდებიდახელსვტაცებ. მთელიდღემეტსარაფერსვაკეთებ – ბავშვებსვიჭერჭვავისყანაში. ვიცი, რომსიგიჟეა, მაგრამესმინდა, სხვაარაფერი. ისემეცვიცი, რომსიგიჟეა”
ვიციბევრს უაზრო პერსონაჟად მიაჩნია...თითქოს ჰოლდენს მხოლოდ ზიზღი ამოძრავებდეს, არა!ბევრს შეუძლია მასსავით წმინდა გრძნობით უყვარდეს? მასსავით აღელვებდეს მომავალი? “
ომიდან დაბრუნებული სელენჯერი  წლების წინ დაწყებულ წიგნს ასრულებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წიგნის გმირი არა ჯარისკაცი, არამედ 17 წლის ბიჭია, რომელიც უკვე მესამედ გამორიცხეს სკოლიდან. რატომ წერს სელენჯერი 17 წლის ბიჭზე როცა შეუძლია სხვებს მიბაძოს და მშვენიერი საბრძოლო დრამა „გამოაცხოს“? იმიტომ რომ მან კარგად იცის გარშემო ათასობით ჰოლდენია, და მათ სიკვდილი ემუქრებათ, ისევე როგორც ჯარისკაცებს...დიახ! ჩვენს გარშემო ყოველდღიურად უამრავი ჰოლდენ კოფილდი დადის...ადამიანი რომელიც გაურბის მომავალს, რომელიც ცდილობს იპოვოს პასუხი, თუ საით წავიდეს.... ის იზრდება, ისევე როგორც მე, შენ, სარკეში ჭაღარას  ხედავს და გრძნობს როგორ უახლოვდება იმას რაცასე სძულს და რისიც ასე ეშინია-ზრდასრულობასთან!
არა, ჰოლდენი არ ყოფილა ახირებული, უაზრო იდიოტი, რომელსაც არავინ და არაფერი ადარდებდა, არა, ის რასაც ბევრი ვერ ხედავს სწორედ მისი ზედმეტად მგრძნობიარე პიროვნებაა, რომ ის ხედავს ბედნიერებას მუზეუმის კედლებში...რატომ? მას ეშინია გაზრდის, ეშნია, რომ ისიც ისეთივე ყალბი გახდება როგორიც ყველა მის გარშემო,„ამმუზეუმისაყველაზეუფროისმომწონდა, რომადგილსარაფერსარუცვლიდნენ. ყველაფერიუცვლელადიდგა. ასიათასჯერრომმისულიყავი,..შეცვლილსვერაფერსნახავ. მხოლოდშენიქნებიშეცვლილი. განა
იმასვამბობ, მოხუცდებიანრამეასეთი-მეთქი. სულაცარა. მაგრამშეცვლილიმაინციქნები: დედ-მამაწაიკიდებოდნენდილითდაიმათიჩხუბიგექნებამოსმენილისააბაზანოდან; ანიქნებქუჩაშიგუბენახედაშიგბენზინისცისარტყელაშენიშნე. ერთისიტყვით, რაღაცნაირადშეცვლილიიქნები – კარგადვერგამომითქვამს, რასაცვფიქრობ. იქნებშემიძლიაკიდეცგამოთქმა, მაგრამმეზარება.“
გარბის და ცდილობს აღმოაჩინოს ვინმე-ზრდასრული,თუნდაც მეძავი, ანდა ტაქსის მძღოლი, ვინც მიახვედრებს, რომ დიდობა არც ისე ცუდია...
ჰოლდენი არ გაქცეულა ტყეში, არც ქოხში უცხოვრია, და არც ყრუ- მუნჯად მოუჩვენებია თავი, იდგა და ფსიქიატრისათვის უწევდა ყველაფრის მოყოლა...და მაინც, მე მჯერა რომ თუნდაც ერთი წუთით , მან შეძლო და გააჩერა დრო...“ფიბიისედაჰქროდაკარუსელზე, რომუცებბედნიერადჩავთვალეთავი. მართალითუგინდათ, ისეთიბედნიერებავიგრძენი, რომცოტასგაწყდა, არვიღრიალე. არვიციკი, რატომ. ისეთილამაზიჩანდა, ისეგახარებულიჩამიქროლებდადაჩამიქროლებდა, ისეუხდებოდათავისილურჯიპალტო! ნეტა, თქვენციქყოფილიყავით.“
მახსოვს, წიგნი ახალი დასრულებული მქონდა, ზღვა ემოციებს და ამავდროულად ერთგვარ სიცარიელეს განვიცდიდი, მოკლედ, ქუჩაში მოვდივარ და თან ჩემთვის ვღიღინებ „ნეტავ ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში..“ ჩემგან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით აშკარად ვხედავ მამაკაცს, წითელი, სანადირო ქუდით, ქუდი უკუღმა აფარია. სწრაფად მივრბივარ გადასასვლელისაკენ, მაგრამ კინაღამ ოხერი მანქანა მეჯახება, ისეთმაგრძნობამმომიცვა, თითქოსმეორემხარესგადასვლასვეღარვეღირსებოდი. უეცრად ყველაფერი მავიწყდება,ყველაფერი ადამიანებზე სანადირო ქუდის გარდა, მაგრამ მას ვეღარ ვხედავ, ბოლოს ჩემს თავს ვეუბნები, რომ მაგრად მაკლია და გზას ვაგრძელებ, დარწმუნებული ვარ ის კაცი, უბრალოდ ჩემი არანორმალური გონების ნაყოფია.
მეორე დღეს  სკოლის შემდეგ ისევ ვხედავ „მონადირეს“ ახლა უკვე ასფალტზე ზის და ხურდა ფულს ელის, ქუდი ისევ შემოტრიალებული აფარია, სიმართლე გითხრათ, რომ მკითხოთ ახლაც ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი იმ მომენტში, ან ახლა რას ვგრძნობ როცა მას ვიხსენებ, მაგრამ რომც ვიცოდე ალბათ მაინც ვერ მოვახერხებდი ამის გადმოცემას...ბოლოს, როცა გადავწყვიტე მეკითხა, რამდენი წლის ხართ მეთქი, კარდონის ქაღალდზე მანიშნა ფეხებთან რომ ედო, წარწერით-„ყრუ-მუნჯი“
ანი ძამუკაშვილი
ელფოსტაბეჭდვა