ბლოგპოსტების კონკურსი (წიგნები რეალობასთან გამკლავებაში გვეხმარებიან)
ბლოგპოსტების კონკურსი (წიგნები  რეალობასთან გამკლავებაში გვეხმარებიან)
ბლოგპოსტების კონკურსი (წიგნები რეალობასთან გამკლავებაში გვეხმარებიან)
30 ოქტომბერი, 2015 წ.
კარგი წიგნის კითხვა გასეირნებას გავს. პირადად მე, კითხვისას ვმოგზაურობ ისეთ ადგილებში, რომელზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა. წიგნი სიზმარია, რომელიც ჩვენ ხელში გვიჭირავს და ვკითხულობთ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კოშმარიც მისი ნაწილია, ისტორიას კი ყოველთვის ბედნიერი დასასრული არ აქვს. ჩვენ ვიცნობთ პერსონაჟებს, ვიზრდებით მათთან ერთად, ჩვენ ერთად ვიცინით, ვტირით და ვიყვარებთ, ვიგებთ მათი განცდებისა და გრძნობების შესახებ, ვცხოვრობთ, ბოლოს კი - ჩვენ ვკვდებით ერთად. შენთვის ისინი უბრალოდ გამოგონილი პერსონაჟები არიან, ჩემთვის კი - რეალურები. მე მათში საკუთარ თავს ვხედავ. როდესაც მარტო ვიყავი, ისინი ჩემს გვერდით იყვნენ, შენ კი - არა. ჩვენი გონებისთვის ბიბლიოთეკა საავადმყოფოა, წიგნები კი - მედიკამენტები. ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის მოახერხებენ მათ მართვას, ვინც მხოლოდ ტელევიზორს უყურებს.  წიგნის კითხვისას შენ ისეთ რამეს გაიგებ, რაზეც არასდროს გიფიქრია.  მაგ: გიკი გოგოს წაკითხვის შემდეგ, მე გავიგე, რომ კატას თითო ყურში 32 კუნთი აქვს.
მკითხველი ათასი ცხოვრებით ცხოვრობს, მანამ სანამ ის მოკვდება, ადამიანი კი რომელიც არაფერს კითხულობს მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს. შენ ვერ იყიდი ბედნიერებას, მაგრამ შეგიძლია იყიდო წიგნები, ეს კი თითქმის ერთი და იგივეა. იცით რატომ არის ზოგი წიგნი ასეთი მძიმე? იმიტომ რომ მასში მთელი სამყაროა, სამყარო რომლითაც ჩვენ ვცოცხლობთ.
ზოგჯერ ფიქრობ, თუ რამდენად სულელი იყავი, სანამ მკითხველი გახდებოდი გეგონა, რომ ყოვლისმცოდნე იყავი... ყოველი წაკითხული წიგნიდან უფრო და უფრო მეტს სწავლობ. არ აქვს მნისვნელობა რას კითხულობ, ეს ფანტასტიკა იქნება, დრამა, ფილოსოფია თუ ფსიქოლოგია, ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნობი.
წიგნი სულს ჰბერავს მსოფლიოს, აფრთიანებენ გონებას, მკითხველს ამოგზაურებს წარმოსახვაში და სიცოცხლეს ჩუქნის ყველაფერს.


ანი პეტროსიანი

ელფოსტაბეჭდვა