ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
29 ოქტომბერი, 2015 წ.
„წიგნები იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც სურთ დროებით სხვაგან იყვნენ“. ამ სიმართლეში არავის ეპარება ეჭვი, თუმცა მხოლოდ ასეთი ადამიანებისთვის რომ არაა წიგნები ესეც ფაქტია. ძნელია იმაზე საუბარი თუ რა ან როგორი სიამოვნება შეიძლება მოგანიჭოს წიგნის კითხვამ, თუმცა ადვილია ისაუბრო წიგნის კითხვის პრივილეგიებზე, ბოლოს და ბოლოს  „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, ადამიანი ხდება იმაზე უკეთესი ვიდრე იყო“. არ ვიცი რამ შეიძლება შეგაყვაროს კითხვა. ამის მიზეზი შეიძლება ერთი კონკრეტული წიგნი აღმოჩნდეს ან შეიძლება კონკრეტულმა ადამიანმა შეგაყვაროს ის. მე მაინც პირველი ვარიანტი მგონია უფრო შესაძლებელი. ადამიანებს უყვართ როდესაც რომელიღაც ნაწარმოებში, თუნდაც სპექტაკლში, თუნდაც ნახატში ან მუსიკის ტექსტშიც კი მისი სიტუაციის შესაფერის გრძნობებსა და სიტყვებს პოულობენ, სწორედ ამიტომ შეიძლება მათაც ჩაუვარდეთ ხელში წიგნი, რომელიც იმ დროს, იმ პერიოდში მას საუკეთესო მეგობრობას გაუწევს, გაამხნევებს და იმედს მისცემს. პრობლემების გადაჭრაშიც დაეხმარება. სწორედ ამიტომ არ იწერება წიგნი?! გამოცდილება რომ შეგვძინოს და ცოტახნით სხვაგან გვაცხოვროს, სხვა თავგადასავლები მოგვივლინოს და შემდეგ იქიდან გამოვიტანოთ დასკვნები,შეფასებები,პარალელები. თუმცა აქ არის ასეთი მომნეტი, წიგნიდან,მოთხრობიდან ყველას ხომ არ შეუძლია ერთიდაიგივე აზრის გამოტანა,პარალელების გავლება?! რა თამაშობს როლს კარგი მკითხველის ჩამოყალიბებაში? რა თქმა უნდა, ის მცირე მოთხრობები,რომლებიც :მართლა უკეთესს გაგვხდიან წაკითხვის შემდეგ“. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ადამიანს ჩამოყალიბდეს როგორც მკითხველი. ბავშობიდანვე არ გვასწავლიან სკოლაში იგავ-არაკებიდან მორალის გამოტანასა და ალეგორიულად ნათქვამი სიტყვების გაგებას? ხოლო შემდეგ, უკვე ხდები ნამდვილი მკითხველი. უკვე არკვევ და შენი შეხედულებები გიჩნდება წიგნზე. არ გეშინია გამოთქვა უარყოფითი აზრები, მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი შეიძლება აღიარებული იყოს მსოფლიოს მიერ. ცოტა ხანში თავისუფალ აზროვნებასაც ეჩვევი. სივრცეებში დაფრინავ და უდიდეს სიამოვნებას იღებ ახალ-ახალი წიგნებისაგან, რომლებიც ?შენს სულს ასე სჭირდება, მკითხველად ყოფნაც კი ისეთი სასიამოვნოა. დოჩანაშვილის ფრაზაზე უკეთ ამას ალბათ ვერავინ აღწერს:
„იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი“.
დოჩანაშვილის გარდა, სხვა ბევრ ბრძენ ადამიანებსაც აქვთ ამ თემაზე საკუთარი მოსაზრებები:
„ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი“    -  ისიდორ ბაროუ.
„ადამიანები კარგი წიგნით ხელში არასდროს მარტო არ იქნებიან“ - კარლო გოლდონი.
„ადამიანის ხასიათსა და გონებაზე თავისუფლად შეიძლება ვიმსჯელოთ მის მიერ ამორჩეული წიგნებისა და მეგობრების მიხედვით“ - კლოდ ადრიან ჰელვეციუსი.
„ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“ - ჯორდანო ბრუნო.
„წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში დამშვიდებასა და თავშესაფარს იძლევა“ - ციცერონ მარკ ტულიესი.
„წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას თაობას“ - ფრენსის ბეკონი.
„წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან, ცხოვრების ყოველ განსაცდელში შეგიძლიათ მათ მიმართოთ. წიგნები არასდროს გიღალატებენ „ - ალფონს დოდე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება ბევრი წიგნის წაკითხვა მოვასწროთ“ - ჯოან როულინგი.
„უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“ - ილია ჭავჭავაძე.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია II-მ შაბათი დღე, წიგნის დღედ გამოაცხადა და იქადაგა:
„წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ. შაბათს, განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვიწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ“.
ცოდნის დაგროვება დაბადებიდანვე იწყება. ჩვილ ასაკშივე ბავშვს შეხება აქვს მშობლებთან. ახლობლებთან, გარემოსთან, საიდანაც იძენს იგი ე.წ. ემპირიულ ცოდნას. სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერული მოღვაწეობა  აფართოებენ და აღრმავებენ პიროვნების თვალსაწიერს, იბადება ახალი იდეები, ჩნდება ახალი სიღრმეები. ცოდნის გაფართოება არ უნდა შეჩერდეს. მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ხდებოდეს წიგნების კითხვით, თვითანალიზით, დიალოგის გზით და არა ტელევიზიის გადაცემების საშუალებით, - რომელიც ზედაპირულ ინფორმაციას იძლევა მხოლოდ.
ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადამიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით მისცეს, არის ის რომ ყური არ ათხოვოს საერთოდ არანაირ რჩევას. წიგნის კითხვა ესაა საუბარი გაცილებით ბრძენ და საინტერესო ადამიანებთან, ვიდრე შემთხვევით შეხვედრილ ხალხთან. მიყვარს წიგნები, ჩვეულებრივი ფურცლებით და მისი სანუკვარი სურნელით. წიგნის კითხვა, საშუალებაა იმისა, რომ ცოტახნით მოსწყდე ამ დამღლელ ქაოსს,რაც გარშემო ხდება. რაჯობია წიგნის კითხვას, როცა გარეთ წვიმს და ცხელ ჩაის შეექცევი?!
სწაუბრისას ჩვენ თუ წარმოვაჩენთ ღრმა ცოდნას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, გარშემომყოფებზე აისახება იმ შედეგით, რომ ჩვენს მიმართ უფრო მეტ პატივისცემას გამოიჩენენ. ნაკითხი და განათლებული ადამიანის იმიჯი კი დადებითად აისახება თვიშებასებაზე.
კრეატიულ ადამიანებს უამრავი იდეის შესანიშნავად გადმოფრქვევა და გარშემომყოფთათვის განაწილება შეუძლიათ. წიგნის კითხვისას დიდი რაოდენობით ცოდნას დავაგროვებთ,რომელიც აუცილებლად გამოგვადგება ცხოვრებაში.
წიგნის კითხვა განვიხილოთ სამედიცინო მხრიდანაც. იგი გვიცავს ალცგეიმერის დაავადებისაგან. ალცგეიმერის დაავადევა - ტვინის ფატალური დაზიანევა,დაავადებულ ადამიანებს ტვინში ინსულინის დაავადება აღენიშნებათ. ამ დაავადებით მსოფლიოში 26 მილიონი ადამიანი იტანჯება. ჩვენ ამ დაავადებისაგან დაზღვეული ვიქნებით, თუ რეგულარულად წავიკითხავდ წიგნებს. კითხივს პროცესში, ტვინის მოქმედება იზრდება, რაც დადებითად მოქმედებს მასზე.
“ბიბლუსის“ ოფიციალურ გვერდზე ამოვიკითხე, რომ თუკი ჩვენ სისტემატიურად წავიკითხავთ წიგნს ძილისწინ, ორგანიზმი შეეჩვევა ამას და დაარეგულირებს დროს დასაძინებლად. ამრიგან ჩვენ არამარტო ძილს გავაუმჯობესებთ, არამედ  დილით უფრო კარგად ვიგრძნობთ თავს.
რა არის კითხვა და ზოგადად წიგნი ჩემთვის? რა მნიშვნელობა აქვთ მათ? ძალიან მარტივად გაგცემთ პასუხს. წიგნის კითხვა ჩემთვის თავისუფლებაა,აი ისეთი თავისუფლება, როცა გგონია რომ უბრალოდ დაფრინავ.  
ნინო ბერიშვილი

ელფოსტაბეჭდვა