ბლოგპოსტების კონკურსი (წიგნი )
 ბლოგპოსტების კონკურსი (წიგნი )
ბლოგპოსტების კონკურსი (წიგნი )
28 ოქტომბერი, 2015 წ.
„ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მუდამ გვერდით ყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი“- ამბობდა ისიდორ გაროუ. ძნელია არ დაეთანხმო. როდესაც ძვირფასი ადამიანი წასაკითხად წიგნს გვაძლევს, თითოეულ სტრიქონში გაფაციცებით მას ვეძებთ, მის აზრებს, შეხედულებებს, ვცდილობთ გავიგოთ, რატომ გვირჩია, მასთან საერთოს ვეძებთ, თუმცა მერე ტექსტი გვიტაცებს, მთლიანად მასში ვიძირებით და გვავიწყდება  ვინ და რატომ წაგვაკითხა. საკუთარ მაგალითს მოვიყვან. 451º  ფარენჰაიტით ჩემმა დამ მირჩია. თუმცა ალბათ ხვდებით რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ, მან როგორ იმოქმედა. დასასრულს ვიგრძენი როგორ შემიყვარდა მთავარი გმირი. იგი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. მონტეგი ჩემთვის მაგალითის მომცემია. ნეტავ თუ შევძლებდი მასავით ყველაფრის წიგნის გამო მსხვერპლად გაღებას. ნებისმიერ დროს, როდესაც ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას ვხვდები წარმოვიდგესნ ხოლმე რას გააკეთებდა ამ დროს მონტეგი... იცით რამდენჯერ მომნდომებია გასაუბრება საყვარელ წიგნის გმირებთან, მიუხედავად იმისა რომ ისინი მუდამ ჩემთან ერთად არიან.
ერთი ქალიშვილი მეგობარმა ვაჟმა არჩევანის წინაშე დააყენა ან მე, ან წიგნი. ასაკში შესული ქალი ახალი წიგნის ყიდვისას ღიმილით იხსენებს წარსულს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში კი წიგნი გულისშემაწვრილებელი წვიმისგან თავშესაფარია. ჩუმი აღფრთოვანებაა მეტროს მონოტონურ ჩაქჩაქში, სამუშაო მაგიდის უჯრაში დამალული რომანია, რომელსაც მასწავლებელი უჩუმრად კითხულობს, სანამ მოსწავლეები საპასუხოდ ემზადებიან, კლასის ბოლო მერხზე მჯდომი მოსწავლის სტრიქონებს გაყოლილი თვალებია, სანამ მასწავლებელი ჩამოივლის...
ერთს ვიტყვი, იკითხეთ წიგნები, რათა თქვენი აზრის ხომალდი ჟამთა ტალღებში არ ჩაიძიროს.
მარიამ ნოზაძე

ელფოსტაბეჭდვა