ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
28 ოქტომბერი, 2015 წ.
გამარჯობა ინტერნეტო! მივესალმები ყველას, როცა არ უნდა კითხულობდეთ ამას, შუადღით გაკვეთილების სწავლის დროს შემოპარულს, თუ საღამოს. მეც გაგანდობთ საიდუმლოს, შემოპარული ვარ. მაგრამ თუ გაკვეთილებს გული ვერ დაუდე, რა ხეირი მოაქვს! ზუსტად ამიტომ შევიკრიბეთ აქ. უსაქმური თინეიჯერები, ვისაც სინამდვილეში თავზე საყრელად გვაქვს საქმე. ზოგადად, როდესაც ახსენებენ სიტყვა „წიგნს“ ყველას თვალწინ უდგება მოსაწყენი კლასიკა, რომელსაც ძალით გვაკითხებენ.მართალია არიან  გამონაკლისები, ვისაც უყვართ კლასიკა, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით, უმეტესობას არ უყვარს კითხვა. ჩვენს თაობას სჭირდება ის რჩევები, რომელიც 21-ე საუკუნეში გამოგვადგება. ამას ჩვენებურად „21-ე საუკუნის გადარჩენის კოდექსსაც“ კი შევარქმევთ. ზუსტად თანამედროვე წიგნები გვესაუბრებიან და ჩვენთვის გასაგებ ენაზე, საინტერესო და ნაცნობ (თუ უცნობ) სიტუაციებს გვაჩვენებენ, და გვასწავლიან როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ დღევანდელ სირთულეებს. მაშ ასე, ჩემებური, მოკლე წესების სია, რომლებმაც გვასწავლეს ცხოვრება:
1)    ჰარიეტ მანერსი გიკია, მან იცის რამდენი კუნთი აქვს კატას ყურში, რა სიჩქარით მოძრაობს ხმის ტალღები და ბევრი სხვა ფაქტი ,მაგრამ მაინც არავინ ემეგობრება. ჰარიეტი მოდელი გახდება იმ იმედით რომ ასეთს შეიყვარებენ, სიმართლე კი ერთია, გარეგნობა როგორ არ უნდა შეიცვალო, ჩვენ მაინც ის დავრჩებით, რაც ვართ.
2)    ჯეიმსი შავ-თეთრ სამყაროში ცხოვრობს რატომ? რადგან თუ განსხვავებული ხარ, შენ დაგცინიან, ვერ მიგიღებენ ისეთს როგორიც ხარ. ამიტომ მთელს სამყაროს ფერები „მოაშორეს“. შეიძლება უტოპიაა მაგრამ დასაფიქრებელია.  იქნებ, ჩვენი დაცინვის გამო სხვას ცხოვრების ხალისი დავუკარგოთ და ცხოვრება შავ-თეთრი, ერთფეროვანი გავუხადოთ?
3)    როგორც არ უნდა იყო, რამდენად ცუდად არ უნდა იყოს ყველაფერი, როცა გგონია რომ ცა თავზე გეცემა და ცხოვრებას აზრი არ აქვს, უბრალოდ დაწექი, ჩართე მუსიკა და გამოეთიშე სამყაროს; აიღე საყვარელი წიგნი და დაიწყე კითხვა. მე აქ ვიყავი, წიგნი გოგონაზე რომელმაც თავი მოიკლა, განა საზარელი არაა? ჯობია მოვიცადოთ მეორე დღე წინანდელზე უკეთესი იქნება. მოგვიანებით შეიძლება გაგვეცინოს კიდეც ჩვენს იმდროინდელ პრობლემებზე. თვითმკლელობა გამოსავალი არაა.
4)    ლიზელი ებრაელია, მას მშობლები მოუკლეს, გააშვილეს გერმანელების ოჯახში... მეორე მსოფლიო ომის დროს გოგონა იწყებს კითხვას მამასთან ერთად და ნებისყოფის ხარჯზე, წიგენბსაც კი იპარავს! მეორე მსოფლიო ომში როცა ჰიტლერი წიგნებს წვავს, პატარა გოგონა კი მათ იპარავს... ნებისყოფა... თუ რამე გვინდა გამოგვივა, არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ახლა, შრომა და სურვილი ორი ძირითადი საფუძველი მიზნის მისაღწევად.
5)    სიყვარული დაავადებაა? რა სისულელა. გაიფიქრებთ თქვენ. ლორენ ოლივერის დელირიუმში კი ასეა. ამორ დელირია ნერვოზა -სიყვარული,  თუ დაავადდი ანუ თავბრუ ხშირად გესხმის, ვერ გაკონტროლებენ, ხარ მუდამ გაფანტული და ფიქრობ მასზე...  ლორენი წერს: „სიყვარული გკლავს როცა გიყვარს და როცა უსიყვარულოდ ცხოვრობ“ სიყვარულის გარეშე ცხოვრება ერთფეროვანია და უაზროა.

ლილიანა თამარაშვილი
ელფოსტაბეჭდვა