ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
ბლოგპოსტების კონკურსი
28 ოქტომბერი, 2015 წ.

"მე სიუზი სელმონი ვარ.სელმონი,ანუ ორაგული.1973 წლის 6 დეკემბერს მომკლეს - მაშინ 14 წლისა ვიყავი." ეს წიგნი თითქოსდა უბრალო,ერთი შეხედვით ისეთი ფრაზით იწყება,შენი აზრით მხოლოდ ფილმებში და წიგნებში რომ ხდება,მაგრამ როდესაც ნელ-ნელა უღრმავდები წიგნს,აცნობიერებ,რომ სიუზიც ისეთი გოგო იყო,როგორიც შენ - ოცნებებით,მიზნებით,გეგმებით...რაც სიუზის მოუვიდა,მსგავსი შინაარსის გადაცემები და სიახლეები ტელევიზორშიც გესმის,მაგრამ გონებაში გაქვს ჩაბეჭდილი,რომ შენს გარშემო ეს არ მოხვდება,მხოლოდ სადღაც,შორს.ფიქრობ "ქვეყანაზე ჩემს გარდა კიდევ მილიონობით გოგონაა,მე ასე ვერ მიმტყუნებს ბედი",მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვს,რამდენჯერ შეიძლება ჩავლილხარ მსგავსი სურვილებით აღძრულ მამაკაცის გვერდით,რამდენჯერ შეგიხედავს მსგავსი "პრობლემისგან" დაჩაგრული არასრულწლოვანისათვის.თქვენ კი,ალბათ დაწყებიდანვე მიხვდით,რომ ვაპირებ სექსუალურ ძალადობაზე ვისაუბრო,რომელსაც არასრულწლოვნების მიმართ ანხორციელებენ.წინასწარ გაფრთხილებთ,ეს არცთუისე სასიამოვნო თემაა :3

"საყვარელი ძვლები" ისეთია,ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ,სიტყვებს არ დაუკვირდები კითხვის დროს,მაგრამ დასრულების შემდეგ,ვეღარ დაიძინებ ამ წიგნის აზრზე ფიქრით. რა თქმა უნდა,წიგნი გულგრილად ვიყიდე,არ მეგონა ლევან ინასარიძე ასე თუ შეძლებდა თარგმნას და ამ ყველაფრის ისე გადმოცემას,როგორც სინამდვილეში იყო...ერთი სიტყვით 14 წლის მკვდარ გოგონაში "შეძრომას".

ხშირად ამბობენ,როდესაც ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან,მშობლები საკმარისად არ აქცევდნენ ყურადღებასო,სიუზის კი ყურადღება ნამდვილად არ აკლდა.ბავშვობიდან გვარიგებენ,რომ უცხოებს არ უნდა გამოველაპარაკოთ,არსად არ უნდა წავყვეთ,კანფეტი არ უნდა გამოვართვათ...სიუზისთან ეს სხვანაირად იყო - ერთი შეხედვით ნორმალური მეზობელი, მისი ნაშრომის შეფასებას სთხოვდა გოგონას.სიუზი რომც გადარჩენილიყო,დაახლ. 70% არსებობდა იმისა,რომ იგი მხიარული და პოზიტიური ადამიანიდან ბნელ ხვრელად გადაიქცეოდა,რომელსაც მოყენებული ფსიქოლოგიური ტკივილი უფრო გაუღრმავებდა.

ყველა შემთხვევაში ეგრე ხდება : ძალადობის შემდეგ ბავშვებზე ეს საშინლად ისახება : მომავალში ნარკოტიკებისკენ და ალკოჰოლისკენ მიდრეკილებას ავლენენ,შვილებზე ძალადობენ,ხდებიან დეპრესიულები,უმნიშვნელო ფაქტებიც კი აწუხებთ.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან საშუალოდ 8-13 წლის ასაკის ბავშვები.

ელის სიბოლდი ყველაფერს რეალურ ისტორიაზე დაფუძვნებით წერს,რაც ამ ნაწარმოებს უფრო კარგს ხდის,თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ.

მოძალადეებს რაც შეეხებათ - ხშირ შემთხვევაში ეს ღრმა ბავშვობიდან უვითარდებათ,რაც შეიძლება ასევე მათზე ძალადობის ბრალი იყოს,მაგ. მშობლის სექს. ძალადობის შემთხვევაში,გაზრდილ პიროვნებას აღარ აქვს მიდრეკილება და ყალიბდება,როგორც პედოფილი. ზოგჯერ ამ გარდაქმნას სკოლაში ბავშვების დამოკიდებულება იწვევს - ისინი მას ჩაგრავენ,ეს ჯავრს ცხოველებზე იყრის,ყველა ბავშვი სძულს დედამიწაზე... უკვე ზრდასრულები,სხვა ბავშვებსაც იმას უკეთებენ,რასაც თვითონ იტანდნენ წლების წინ,მაგრამ რა,თვითონ თუ არ მიიღეს სიამოვნება. ეს ერთა,მოკვლა კი უკვე მეორეხარისხოვანია,მისი კვალი რომ არ დარჩეს.მაგრამ მეორე მხრივ,შეიძლება მშობლების განებივრებულმა შვილმაც ქნას ეს ყველაფერი,"თავისი გაისწოროს."

ამიტომ გოგონებო,ერიდეთ უცნობებს.თუ ამჩნევთ,რომ უცნაურად გიყურებენ,ერიდეთ.ღამე სადარბაზოებში სიარულს ერიდეთ,არავის ჩაყვეთ სარდაფში,თუ ამჩნევთ,რომ რაიმე სახის სასმლის/ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა,ვინც არ უნდა იყოს,მოერიდეთ :3

თქვენ კი ბიჭებო,თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე გაწუხებთ და ვინმეს ზემოქმედების ქვეშ ხართ,დაიმახსოვრეთ ტკივილი,რასაც განიცდით და არ დაუშვათ,ვინმემ მსგავსი რამ კიდე იგრძნოს.

ხოდა გადარჩებით.

ანა ბადაშვილი

ელფოსტაბეჭდვა