სანამ რამეს გვეკითხებიან
სანამ რამეს გვეკითხებიან
სანამ რამეს გვეკითხებიან
25 სექტემბერი, 2015 წ.
ადრე, სანამ „ადმინს“ მიწოდებდნენ, მარკეტინგული კვლევების კომპანიაში ვმუშაობდი,
ხალხს ვეკითხებოდით, რა მოსწონდათ, რა არ მოსწონდათ, რა სურდათ და რა - არა. მაშინდელი დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ იმდენად მივეჩვიეთ მდგომარებას, მაღაზიაში რომ შედიხარ და რასაც თაროზე დაგილაგებენ, იმის იქით არ იხედები, სხვანაირად ვეღარს წარმოვიდგენთ. მერე რა, რომ  მოუხერხებელი შეფუთვა აქვს, მერე რა რომ უხარისხოა, ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ჩვენ ხომ აზრს არავინ შეგვეკითხება?!
არა და, რეალურად ჩვენზე უკეთ ვინ იცის, რისი  ყიდვა გვინდა?!
ჰოდა, ეს ამბავი იმიტომ კი არ მომიყოლია, რომ დავბერდი და წარსულის გახსენება მიხარია, არამედ „პალიტრაში“ რომ მოვედი სამუშაოდ და მითხრეს ათეულის მეათე წიგნი ხალხმა უნდა შეარჩიოსო, ცოტა სკეპტიკურად შევხედე ამბავს,  ნეტავ ვინ დარეკავს, ვინ მოიწერება, ეს წიგნი დამიბეჭდეთო, როცა, როგორც ინტერვიუერი მრავალჯერ დავუტოვებივარ რესპოდენტს პირში ჩალაგამოვლებული, როცა ვეკითხებოდი, როგორი შეფუთვა ერჩივნა სარეცხი ფხვნილისთვის, როგორი სამომხმარებლო პაკეტი უნდოდა ბანკისგან, სატელეფონო კომპანიისგან თუ ასე შემდეგ.
მაგრამ ეს ის არ ყოფილა, რასაც მე ვფიქრობდი, თურმე წიგნებისადმი ინტერესი ვერც უფულობამ გააქრო, ვერც კომპიუტერების ერამ და ვერაფერმა.
რაც უფრო ახლოვდება მეათე წიგნის დასახელების დრო, მით უფრო იმატებს რედაქციაში ხმაური.
ტელეფონი სულ „რიწკინებს“, ენა რომ ჰქონოდა ამ „უდღეურს“, ალბათ, კარგად გამოგვლანძღავდა, გამომცემლობის ტელეფონი ვარ თუ თეთრი სახლის მისაღებისო, მოკლედ, გადარჩენილები ვართ გამოლანძღვას, ჩვენი ტელეფონი უსულოა, რაც მთავარია, უენოც!
დღეს გამოკითხვის შედეგები დავდეთ და ატყდა ისევ ერთი ამბავი, ეს ასე რატომ არისო, ესაო, ისაო.
2 ოქტომბრამდე შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა 


palitraL


➡ საქართველო ირჩევს სამაგიდო წიგნს ❗
გამოიყენეთ საკუთარი შანსი, თავად გადაწყვიტოთ, როგორი იქნება თქვენი ბიბლიოთეკა.
⛔ხმის მიცემა დასრულდება 2 ოქტომბერს,
ელფოსტაბეჭდვა