დიუმას ახალი სიცოცხლე
დიუმას ახალი სიცოცხლე
დიუმას ახალი სიცოცხლე
17 სექტემბერი, 2015 წ.
ქართველებს გვიყვარს დიუმა,
ვისაც მისი წიგნები არ წაუკითხავს, იმათაც კი უყვართ ეს „ბომბორა“ საყვარელი  კაცი, რომელმაც ჩვენზე დაწერა, რომ ძალიან ლამაზი ქალები და კაცები გვყავს, რომელიც სავარაუდოდ, ტრადიციულად კარგად „აზიარეს“ ქართულ ჩვენთან სტუმრობისას სტუმართმასპინძლობას.

პარიზში, დიუმა განთქმული იყო თავისი აღვირახსნილი ცხოვრების წესითა და რიგიანად დაგროვილი ვალებით. სწორედ მევალეებისგან თავის დაღწევის მცდელობით იყო განპირობებული მისი „დედამიწის ირგვლივ მოგზაურობაც“. საქართველო დიუმას „მსოფლიო ტურნეს“ მარშრუტში მე-19 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მოხვდა. შთაბეჭდილებების, კონტრასტებისა და უცხო კულტურების მოტრფიალე მწერლისათვის, იმჟამინდელი საქართველო ნამდვილი აღმოჩენა იყო. ის ძლიერ მოიხიბლა ამ ქვეყნით, მისი ბუნებითა და მაცხოვრებლებით. დიუმა საქართველოში 1858 წლის დამლევს ჩამოვიდა, როდესაც ბატონყმობა ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული, ხოლო კავკასიის ომის ფინალური აქტი ეს-ესაა უნდა დამთავრებულიყო.
ქართველ მკითხველი დიუმას კარგა ხანია იცნობს,
უამრავი გამოცემა არსებობს „სამი მუშკეტერის“, „გრაფი მონტე კრისტოსი“ თუ „დედოფალი მარგოსი“, მაგრამ ის, რასაც „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ დიზაინერი თქვენ გიმზადებთ,  სულ სხვაა, ეს არის წიგნების სერია „ფაზლი“, შეაგროვეთ ეს ტომეულები და „ჩაწიკწიკებული“ ყდების ხილვითაც კი შეძლებთ იმოგზაუროთ ათოსთან, პართოსთან და არამისთან ერთად, ტყვედ ჩავარდეთ იფის ჯურღმულებში, ეს წიგნები თავის დროზე იმ „ბომბორა“ საყვარელმა კაცმა დაწერა თქვენთვის, ამ სერიის ყდებზე მუშაობაშიც ღამეებს თქვენთვის ასწორებდნენ.
დიუმა მასწავლებლების რჩეული ავტორია, ეს საოცარი, შორეული და მაინც უახლოესი სამყარო გითრევს და წიგნების დახურვის საშუალებას აღარ გაძლევს. ეს  პირველი განაცხადია შედარებით დაბალი ასაკის მკითხველისა სერიოზულ ლიტერატურის სამყაროში შებიჯებაზე.

palitraL




სერიის წიგნების ჩამონათვალი ასეთია :
„სამი მუშკეტერი“ ,
„ ოცი წლის შემდეგ“,
„გრაფი მონტე კრისტო“,
„ ათი წლის შემდეგ“,
„დედოფალი მარგო“.

ელფოსტაბეჭდვა