"უცნაური თომასის" დაბადება
"უცნაური თომასის" დაბადება
"უცნაური თომასის" დაბადება
31 აგვისტო, 2015 წ.
წიგნის წერა საინტერესო პროცესია,მე მგონია, რომ ეს ერთგვარი ტრანსია, რთული წარმოსადგენია, ასე, ჩვეულებრივ მდგომარეობაში წერდნენ რამეს,
ჩემთვის ყოველთვის ასე იყო, ნამდვილი წიგნებს ტრანსში მყოფი ტიპები წერენ, წიგნები იმოდენა გზას გადიან ჩვენამდე, რომ წარმოვიდგინოთ, გაგიჟება შეიძლება.
მარტივად შევხედოთ ამ ამბავს და დავალაგოთ: 1. მწერალი რაღაც ხერხ-საშუალებებით წერს წიგნს.
2. მწერალს გამომცემლობაში მოაქვს ეს წიგნი. (უკვე ცნობილი და გამოცემული მწერლების შემთხვევაში, გამომცემლობა ყიდულობს საავტორო უფლებებს)
3. წიგნის დასაბეჭდად მოსამზადებელი სამუშაოები: რედაქტირება, კორექტურა, ყდის დიზაინი, დაკაბადონება.
და ბოლოს წიგნის ბეჭდვა, აკინძვა და უამრავი მცირე ამბავი, მთლიანობაში რომ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს ქმნიან.
palitraL
ჩვენ რომ Top თრილერის სერიის წიგნებს ვბეჭდავთ, ერთგულ მკითხველს ემახსოვრება და შეხსენებას არც ვაკადრებ, მაგრამ მე მინდა, ნახოთ, როგორ ”იბადება” ”უცნაური თომასი”.
მანამდე გეტყვით, დინ კუნცის ”უცნაური თომასი” 7 სექტემბერიდან იქნება ქსელში.
”მკვდრები არ ლაპარაკობენ, არ ვიცი, რატომ” , სამაგიეროდ სწრაფი კვების რესტორნის მზარეულს ეცხადებიან. გაიცანით ოდ თომასი, თავმდაბალი ახალგაზრდა, დინ კუნცის ბრწყინვალე ბესტსელერის გმირი, სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მდგომი გალანტური გუშაგი, რომელიც თქვენს გულს დაატყვევებს.
სულს თომასი შურის საძიებლად მიჰყავს მათთან, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ან მათ დასახმარებლას, ვისაც ამქვეყნად ცხოვრების დრო ჯერ არ ამოსწურვია. თომასის საოცარი ნიჭის შესახებ მხოლოდ მეგობრებმა და საყვარელმა გოგონამ, სთორმი ლეველინმა, იციან. სწორედ მათი დახმარებით ააცილებს ის დიდ უბედურებას უდაბნოს შუაგულში მოქცეულ პატარა ქალაქს.
ხოლო საბედისწერო საათების აღწერა, - როცა წარსული და აწმყო, იღბალი და ბედისწერა ერთმანეთს გადაკვეთენ, - ეს თავისებური აღთქმაა, რომლის მიხედვით ცხოვრება დაუვიწყარ ზღაპარში მოგზაურობას ნიშნავს.
”წიგნის დაბადება” საინტერესო პროცესია, უყურებ, როგორ ჩნდება შავი ლაქები თეთრ ფურცელზე და ეს ლაქებია ის, რაც წიგნს წიგნად აქცევს, ეს ლაქებია აზრი, შინაარსი, ეს ლაქებია თომასიც და მისი მეგობარი გოგონაც.
რაღაცნაირი სუნია ხოლმე სტამბებში, უცნაურად სასიამოვნო სუნი.
ყდის ბეჭდვა ყველაზე საინტერესოდ მეჩვენება, ჯერ იბეჭდება, მერე ლამინირება უკეთდება,
იჭრება, იკინძება, ყდაში ისმება და ბევრი ”ტანჯვა-ვაების” შემდეგ მოდის თქვენთან.
მოკლედ, წიგნები იწერებიან, იბეჭდებიან თუ იბადებიან თქვენთვის.
და თქვენ ისურვებდით ამ პროცესის პირადად ნახვას?




palitraL
palitraL palitraL




palitraL

palitraL

palitraL

palitraL

palitraL

palitraL

palitraL

palitraL

 

ბეჭდვა