პროლოგი
პროლოგი
პროლოგი
21 აგვისტო, 2015 წ.
ვინ დათვლის, რამდენი ისეთი ფილმი ვიცით, ერთი შეხედვით, არც თუ ისე ლამაზი გოგო რომ წიგნის მაღაზიაში მუშაობს, სამსახურის მახლობლად „კიოსკში“ ყავას ყიდულობს და ასე ყავით შეიარაღებული მიდის საკუთარ მოედანზე, მოედანზე, რომელზეც არ არი საბიბინებული ბალახი, მოედანზე, რომელზეც ბურთი არ გორავს,მოკლედ, სხვანაირ მოედანზე მიდის, წიგნებით სავსე ადგილზე, სადაც საოცარი სუნი ტრიალებს, ახალი ფურცლების სუნი და სადაც ათასი რჯულის ადამიანი დადის, ბიბლიოფილები, მეტიჩრები და კიდევ არ ვიცი, ვინ - არა.
ამგვარი ფილმების სცენარი მარტივია, ბოლოს ეს გოგო რაღაც საოცრება აღმოჩნდება ხოლმე და უყვარდება ვინმე მულტიმილიონერი და ასე ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად.

არის ერთი ასეთი ამბავი, ტომ ჰენკსი და მეგ რაიანი არიან ის ადამიანები, ზემოთ რომ ვთქვი,  წიგნების მაღაზიების მფლობელები,

არ მახსოვს, როდის ვნახე , მაგრამ მას მერე მჯერა, რომ არ არსებობს გოგო, რომელსაც არ უნდა  

წიგნებს ყიდდეს, გამყიდვლობა ხომ საოცნებო რამე ვერ არის, მაგრამ წიგნები სხვაა.

დრო გადის და ვრწმუნდები, წიგნთან ნებისმიერი შეხება არის ბედნიერება, მნიშვნელობა არ

აქვს, ვისი დაწერილია ეს წიგნი, დოსტოევსკის თუ ვინმე ახლად წამოჩიტული ავტორის.

დრო გადის და ვრწმუნდები, დოჩანაშვილმა რომ გვითხრა, ყოველი ნორმალური ნაწარმოების

წაკითხვის შემდეგ ხდები, ოდნავ უკეთესი,ვიდრე იქამდე იყავიო, საოცარი ჭეშმარიტებაა,

მეტიც, წიგნებთან უბრალო შეხებაც კი გვაუმჯობესებს.

ბედნიერებაა, დღევანდელ რეალობაში და მით უმეტეს, ჩვენეულ რეალობაში, რომ ადამიანებს

ხედავ წიგნის რიგებში, კი, ბატონო,შეიძლება, ვიდავოთ ნაწარმოების ღირებულებაზე, მის მომავალზე,

მაგრამ წიგნი წიგნია და თუ ახალგაზრდა სადმე გართობას  კითხვას ამჯობინებს, ამაზე უკეთესი

რაღა უნდა იყოს?! .............

ბედნიერებაა, რომ უამრავი გამომცემლობა გაიხსნა, მკვდრეთით აღსდგა,

ბედნიერებაა, რომ ეს გამომცემლები ბეჭდავენ, როგორც დღევანდელობის ბესტსელერებს, ასევე წარსულის და, ალბათ,მომავლის კლასიკასაც.

ბედნიერებაა, ისეთ გამოცემათა სერიები, როგორებიცაა: „50 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, ”49 წიგნი” , „ჩემი რჩეული მსოფლიო“, „მსოფლიო ლიტერატურის საგანძური“ და დოსტოევსკის დამკაბადონებელი, რომ „საყვარელ ძვლებსაც“გიკაბადონებს და მისი შენს ენაზე წაკითხვის საშუალებას გაძლევს, ეს ხომ ბედნიერებაა და ბედნიერება.

ვზივარ ახლა ყველაზე არასამსახურულ სამსახურში, სამსახურში,რომელშიც ჩემი მოვალეობა წიგნების კითხვაა და ვამბობ,  ირგვლივ იმდენი წიგნია, ჩემთვის საინტერესო, ჩემთვის ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ყველა რაღაც საოცარი რუდუნებით დაწერილი, დაკაბადონებული, მხატვრებს და დიზაინერებს უყვართ თავიანთი შექმნილი ყდები, კორექტორებს – ყველა წიგნი, რომლის კორექტურაც გაუკეთებიათ და მგონია, რომ ბედნიერებაა, როცა იმ ქვეყანაში,რომელშიც წერა-კითხვა თითქმის ყველამ ვიცით,  ეს ხალხი არსებობს. ხალხი,  რომელიც ცდილობს ყველასთვის იყოს საინტერესო,

იქ  წიგნისთვის ინფორმაციას კრებენ, აქეთ  ყდებზე მუშაობენ, რაც მთავარია, არც ქართველი თანამედროვე მწერლები ავიწყდება ვინმეს, აქ ყველაფერია და რა არის იმაზე მაგარი, არც თუ ისე ბიბლიოფილის დაინტერესებაც რომ შეუძლია გამომცემლობას.

რაც მთავარია, ყველა წიგნი იწერება, ყველა წიგნის ყდა იხატება თუ კაბადონდება თქვენთვის, აი, იმ ხალხისთვის ერთმანეთს რომ არ გავხართ და სხვადასხვა ინტერესები გაქვთ, თქვენ, ყველას, შეგიძლიათ აქ საკუთარი გემოვნების შესაბამისი წიგნი ნახოთ.

წიგნები არის ბედნიერება,

და კიდევ, მხოლოდ განათლებას მოაქვს თავისუფლება, განათლებულ, ნაკითხ თაობას კიდევ აქვს ძალა, ამ თავისუფლებისთვის იბრძოლოს.

ესეც პირველი ”პოსტი” ჩვენს ახალდაბადებულ ბლოგზე.

იკითხე საუკეთესო! Cool


ელფოსტაბეჭდვა