15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

11 დეკემბერი, 2020 წ.

იკითხე კლასიკა - ლიტერატურული თავგადასავლები, რომლებიც არ ბერდება

იკითხე კლასიკა - ლიტერატურული თავგადასავლები, რომლებიც არ ბერდება

11 დეკემბერი, 2020 წ.

არ­სე­ბობს ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც არ ბერ­დე­ბა და მკი­თხველ­თა არა­ერ­თი თა­ო­ბი­სათ­ვის ხდე­ბა ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რე­ლი. ასე­თი წიგ­ნე­ბი იქ­მნე­ბა ისეთ მა­რა­დი­ულ თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც მუ­დამ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მწე­რალ­თა ოს­ტა­ტო­ბა კი უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. სწო­რედ ასეთ წიგ­ნებს აერ­თი­ა­ნებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რია „იკი­თხე კლა­სი­კა“, რო­მე­ლიც 2018 წელს და­ი­წყო. სე­რი­ა­ში თავს იყ­რის წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­უძ­ლო დროს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის, სტი­ლი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბებს და დარ­ჩა მუ­დამ თა­ნა­მედ­რო­ვედ.

სე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ვი­ზუ­ა­ლი­თაც. თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის ყდა მი­ნი­მა­ლის­ტუ­რია, წიგ­ნე­ბი კი ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია თან სა­ტა­რებ­ლა­დაც.

გთა­ვა­ზობთ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე წიგნ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ი­დან:

ჯეკ ლონ­დო­ნი - წი­ნა­პარ­თა ძა­ხი­ლი

ჯეკ ლონ­დო­ნის სა­თავ­გა­და­სავ­ლო რო­მა­ნი „წი­ნა­პარ­თა ძა­ხი­ლი" ავ­ტო­რის ად­რე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ლონ­დონ­მა წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ა­ტა­რა იუ­კო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და შე­აგ­რო­ვა მა­სა­ლე­ბი ამ წიგ­ნი­სათ­ვის. რო­მა­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად 1903 წლის ზა­ფხულ­ში გა­მო­ვი­და სე­რი­ე­ბად ჟურ­ნალ The Saturday Evening Post-ში, ერთი თვის შემ­დეგ კი ის წიგ­ნად გა­და­კეთ­და. წიგ­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ძაღ­ლია - ბეკი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი, სხვა ძაღ­ლე­ბი და ბუ­ნე­ბაც კი სას­ტი­კად ეპყრო­ბა. ნო­ვე­ლა მოგ­ვი­თხრობს ბე­კის ბრძო­ლას გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის.

2020 წელს გა­მო­ვი­და წიგ­ნის ერთ-ერთი ბოლო ეკ­რა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც კრის სან­დერ­სი გახ­ლავთ.

ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დი - დიდი გეტსბი

ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დის ეს რო­მა­ნი-ფე­ი­ერ­ვერ­კი Netflix-მა გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­ა­ცო­ცხლა; იმ­დე­ნად გა­მორ­ჩე­უ­ლად, რომ ვი­საც წიგ­ნი არ ჰქონ­და წა­კი­თხუ­ლი, მისი წა­კი­თხვის სურ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. ფილმმა 2 ოს­კა­რი მო­ი­პო­ვა, ლე­ო­ნარ­დო დი­კაბ­რი­ოს უბად­ლო შეს­რუ­ლე­ბამ კი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­ა­ჯაჭ­ვა ეკ­რანს.

და მა­ინც, ვინ არის გეტსბი? - მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებს და­კარ­გულ საყ­ვა­რელ ქალს და სჯე­რა მისი ერ­თგუ­ლე­ბი­სა. იპო­ვის კი­დეც, მაგ­რამ იგი ამ დროს უკვე სხვი­სი მე­უღ­ლეა... სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის ეს ის­ტო­რია იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ არის გად­მო­ცე­მუ­ლი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოთ.

ერიკ-ემა­ნუ­ელ შმი­ტი - ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე

კრე­ბუ­ლის „ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე“ მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მიღ­მა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ იმა­ლე­ბა. ხუ­თი­ვე ნო­ვე­ლა­ში მწე­რა­ლი თა­ვის საყ­ვა­რელ ხერ­ხს ყალბ ფი­ნალს მი­მარ­თავს. ეს კი წრი­უ­ლად

გან­ლა­გე­ბუ­ლი სარ­კე­ე­ბი­ვით ატყუ­ებს მკი­თხველს, რო­მე­ლიც თავს იტეხს, სა­ნამ თა­ვად მწე­რა­ლი არ მი­იყ­ვანს სი­მარ­თლემ­დე.

აი, ასე­თი ლა­ბი­რინ­თის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია ნო­ვე­ლე­ბის კრე­ბუ­ლი „ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე“, სა­დაც ერიკ ემა­ნუ­ელ შმი­ტი ბრწყინ­ვა­ლე, დახ­ვე­წილ და მო­უ­ლოდ­ნელ სი­უ­ჟე­ტურ სვლებს გვთა­ვა­ზობს.

რეი ბრედ­ბე­რი - ბა­ბუ­აწ­ვე­რას ღვი­ნო

"არ მინ­და თქმა, რომ ბრედ­ბე­რი ბავ­შვო­ბის­გან რო­მან­ტი­კულ მითს არ ქმნის; პი­რი­ქით, სწო­რედ ამას აკე­თებს. თა­ვის­თა­ვად, ბავ­შვო­ბა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის მი­თია. გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ გვახ­სოვს, რაც თავს გა­დაგ­ვხდე­ნია იმ დროს, მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე არ არის. მი­ზე­ზი უბ­რა­ლოა: მა­შინ ყვე­ლა შე­რე­კი­ლი ვი­ყა­ვით – ბავ­შვო­ბა­ში იბა­დე­ბა მითი“. - სტი­ვენ კინ­გი.

ჯეკ ლონ­დო­ნი - მარ­ტინ იდე­ნი

ღა­რი­ბი მე­ზღვა­უ­რი მარ­ტინ იდე­ნი წარ­მა­ტე­ბა­სა და მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს და ცდი­ლობს, ეს ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოს.მო­ტი­ვა­ცი­აც დიდი აქვს - უყ­ვარს მდი­და­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლი.გო­გო­ნას გუ­ლი­სა და ხე­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად კი სიმ­დიდ­რე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა სჭირ­დე­ბა.დიდი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ,მარ­ტინ იდენ­თან წარ­მა­ტე­ბა მო­დის - ის დი­დე­ბას მო­ი­პო­ვებს, თუმ­ცა...სად გა­დის ზღვა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას შო­რის? რამ­დე­ნის დათ­მო­ბა და გა­ღე­ბა შე­უძ­ლია ადა­მი­ანს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად?..