15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

11 დეკემბერი, 2020 წ.

#სასწაულიწიგნებშია - რა უნდა ვაჩუქოთ სკოლის მოსწავლეებს საახალწლოდ

#სასწაულიწიგნებშია - რა უნდა ვაჩუქოთ სკოლის მოსწავლეებს საახალწლოდ

11 დეკემბერი, 2020 წ.

სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ სა­ჩუქ­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს ახა­რებს. მით უმე­ტეს, ახალ წელს, როცა ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და ჯა­დოს­ნუ­რო­ბის გან­ცდის სურ­ვი­ლი ბავ­შვებ­საც და უფ­რო­სებ­საც ერ­თნა­ი­რად გვიჩ­ნდე­ბა. ჯა­დოს­ნო­ბა და სას­წა­უ­ლი კი წიგ­ნებ­შია. დღე­სას­წა­უ­ლი არის იქ, სა­დაც წიგ­ნე­ბია. ამი­ტომ, წიგ­ნი სა­ა­ხალ­წლოდ სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა.

გთა­ვა­ზობთ ახალ გა­მო­ცე­მებს სე­რი­ი­დან „მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი“, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით აერ­თი­ა­ნებს.

თამ­რი ფხა­კა­ძე - ან­ბა­ნი ( I კლა­სი)

ეს ცნო­ბი­ლი კლა­სი­კო­სის სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბია.

კაშ­ტან­კა წი­თუ­რი ძაღ­ლია და მე­ლა­კუ­დას წა­ა­გავს. თა­ვი­სი პატ­რო­ნი ძა­ლი­ან უყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად სა­დი­ლის გა­რე­შე ტო­ვებს და საკ­მა­ოდ და­უ­დევ­რა­დაც ექ­ცე­ვა. ლუკა ალექ­სან­დრი­ჩი დურ­გა­ლია და კაშ­ტან­კას ყველ­გან ატა­რებს, სა­დაც­მი­დის. ძაღ­ლი საკ­მა­ოდ გო­ნი­ე­რია, მაგ­რამ ერთ დღეს მა­ინც ეკარ­გე­ბა თა­ვის პატ­რონს და უც­ნო­ბის ბი­ნა­ში ამო­ყოფს თავს...

წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ფე­რა­დი ილუსტრა­ცი­ე­ბით.

რა­დი­არდ კიპ­ლინ­გი - მა­უ­გლი (IV-Vკლა­სი)

ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნა ვე­ლურ გა­რე­მო­ში გა­მოწ­ვე­ვაა. მა­უ­გლიმ თავი უნდა გა­და­ირ­ჩი­ნოს და დად­გე­ბა დრო, როცა მო­უ­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ფელ­სა და ჯუნ­გლს შო­რის.

რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, დათ­მო ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც აღ­გ­ზარ­დეს, მაგ­რამმ აუ­გლიმ თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა იპო­ვოს, აირ­ჩი­ოს სად და­სახ­ლდე­ბა. მთა­ვა­რი კი ისაა, რომ მა­უ­გლიმ იცის, რო­გორც არ უნდა წა­რი­მარ­თოს მისი ცხოვ­რე­ბა - თა­ვის ხალ­ხს და­უბ­რუნ­დე­ბა, თუ არა - ჯუნ­გლი მუ­დამ მის გვერ­დით იქ­ნე­ბა, პირ­ვე­ლი და­ძა­ხე­ბის­თა­ნა­ვე.

წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ფე­რა­დი ილუსტრა­ცი­ე­ბით.

ლუის კე­რო­ლი - ელი­სის თავ­გა­და­სა­ვა­ლი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში (IV-Vკლა­სი)

რო­გორც ჩე­ში­რუ­ლი ფი­სუ­ნია არი­გებს ელისს, თავ­გა­და­სა­ვა­ლი ვერ და­ი­წყე­ბა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­რე­შე. ამ­რი­გად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ ზღა­პა­რი სი­ნამ­დვი­ლედ იქ­ცეს. გა­დად­გით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ელი­სის სა­ოც­რე­ბა­თა ქვეყ­ნის­კენ და ყვე­ლა დი­დე­ბუ­ლი, ჯა­დოს­ნუ­რი ზღა­პა­რი გა­ცო­ცხლდე­ბა და გა­ნამ­დვილ­დე­ბა.

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი - მო­თხრო­ბე­ბი (IV-Vკლა­სი)

წიგ­ნი მე-19 სა­უ­კუ­ნის ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წი­სა და „დედა ენის“ ავ­ტო­რის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ულ მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს. ამ მო­თხრო­ბებ­ში გა­იც­ნობ სა­ხელ­გან­თქმულ ქარ­თველ მე­ფე­ებ­სა და გმი­რებს, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია შეც­ვა­ლეს: აა­გეს კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი, და­ა­ფუძ­ნეს ქა­ლა­ქე­ბი, შექ­მნეს ქარ­თუ­ლი ენა და დამ­წერ­ლო­ბა, გა­ნა­ვი­თა­რეს ლი­ტე­რა­ტუ­რა, გა­ნავ­რცეს გა­ნათ­ლე­ბა და აა­შე­ნეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, მო­ი­გეს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის ბრძო­ლე­ბი და გა­ა­ერ­თი­ა­ნეს ქვე­ყა­ნა.

კე­ნეთ გრე­მი - ქარი ტი­რი­ფებ­ში (II-III კლა­სი)

„ქარი ტი­რი­ფებ­ში” – შოტ­ლან­დი­ე­ლი მწერ­ლის კე­ნეთ გრე­მის წიგ­ნია, რო­მე­ლიც 1908 წელს ინ­გლის­ში გა­მო­ი­ცა, არ­ნა­ხუ­ლი აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა ავ­ტორს, დღეს კი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი.სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი დრო დას­ჭირ­და, სა­ნამ ქარ­თულ ენა­ზე გა­და­თარ­გმნიდ­ნენ და ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლიც გა­იც­ნობ­და ამ უც­ნა­ურ წიგნს – უც­ნა­ურს, იმის გამო, რომ ძალ­ზე რთუ­ლია ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი მი­ა­ნი­ჭო და გა­დაჭ­რით თქვა პა­ტა­რე­ბის­თვი­საა და­წე­რი­ლი თუ დი­დე­ბის­თვის.

წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ფე­რა­დი ილუსტრა­ცი­ე­ბით.

აკა­კი წე­რე­თე­ლი - კუ­დაბ­ზი­კე­თი და სხვა მო­თხრო­ბე­ბი (IV-Vკლა­სი)

წიგნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია აკა­კი წე­რეთ­ლის მცი­რე მო­თხრო­ბე­ბი და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­სტი „ჩემი თავ­გა­და­სა­ვა­ლი“.

ამ მო­თხრო­ბებ­ში ავ­ტო­რი სამ­შობ­ლოს ბედ-იღ­ბალ­ზე, სირ­თუ­ლე­ე­ბით აღ­სავ­სე მის ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­სა და ქარ­თულ ადათ-წე­სებ­ზე გვიყ­ვე­ბა. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აკა­კი მხო­ლოდ აღ­წე­რით როდი შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, ხში­რად კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებ­საც გვთა­ვა­ზობს. მცი­რე მო­თხრო­ბებ­ში სა­ხა­ლი­სო თავ­გა­და­სავ­ლებს გა­ეც­ნო­ბით, ბავ­შვე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გა­ი­ზი­ა­რებთ.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი - იგავ-არა­კე­ბი (IV-Vკლა­სი)

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის იგა­ვე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლია მის თხზუ­ლე­ბა­ში „სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა”. აღ­ნიშ­ნულ ტექ­სტში მე­ფის ორი ვა­ზი­რის, რუ­ქა­სა და სედ­რა­ქის, კა­მა­თი და პა­ექ­რო­ბა იგა­ვე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

არა­კე­ბი, რო­მელ­თაც გა­ეც­ნო­ბით, ბევ­რმ ნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე და­გა­ფიქ­რებთ: რა არის პა­ტი­ოს­ნე­ბა? რას ნიშ­ნავს სი­კე­თე? არ­სე­ბობს თუ არა აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბო­რო­ტე­ბა? პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნი­სათ­ვის გარ­ჯა ჯო­ბია, თუ უან­გა­როდ სხვის­თვის და­ხარ­ჯვა?

ჩვენ მუ­დამ გვიხ­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რაც კი­თხვე­ბის დას­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. მთა­ვა­რი კი ისაა, გა­ვი­აზ­როთ, რა იქ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­ფა­სუ­რი.

ირენ ად­ლე­რი - ალის­ფე­რი ვარ­დის სა­ი­დუმ­ლო (VI-VII კლა­სი)

შერ­ლოკ ჰოლმსი, როცა ჯერ კი­დევ ბავ­შვი იყო და არა ცნო­ბი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად იძი­ებ­და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ საქ­მე­ებს. მა­შინ, როცა ამას არა­ვინ ავა­ლებ­და, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და ძალ­ზედ გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი შერ­ლო­კი, ირენ ად­ლერ­თან და არ­სენ ლუ­პენ­თან ერ­თად, ცდი­ლობ­და სი­მარ­თლის გარ­კვე­ვას.მოქ­მე­დე­ბა ლონ­დონ­ში ვი­თარ­დე­ბა, წი­ნა­სა­შო­ბაო დღე­ებ­ში. ალის­ფე­რი ვარ­დი ლონ­დო­ნის ცნო­ბილ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ბან­დას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კა­სა და ის­ტე­რი­ას იწ­ვევს.

წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია შავ-თეთ­რი ილუსტრა­ცი­ე­ბით.

ირმა მა­ლა­ცი­ძე - ფრიი! (II-III კლა­სი)

ბიჭს ფრის ეძა­ხი­ან, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან გაფ­რე­ნა­ზე ოც­ნე­ბობს. მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი არა­ვის ახ­სოვს, ფრიმ ხომ ფრთე­ბი გა­მო­ი­გო­ნა და თა­ვი­სი სოფ­ლი­დან შორს, ძა­ლი­ან შორს გაფ­რინ­და. იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ბიჭი აღ­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლეთს უწო­დე­ბენ. სულ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა პირ­ვე­ლე­თი, თუმ­ცა ახი­რე­ბუ­ლი მეფე ჰყავს, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა იმ­პე­რა­ტო­რი იყოს და პირ­ვე­ლი­ონ პირ­ვე­ლი და­ირ­ქვა. ფრის თავ­გა­და­სა­ვა­ლი პირ­ვე­ლეთ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ იწყე­ბა. იქ შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბი კი მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხდე­ბი­ან. სა­სახ­ლის მსა­ხუ­რე­ბი, ფრი­და და კოკ ლო­ზი­ნი, არას­დროს მი­ა­ტო­ვე­ბენ ფრის გა­სა­ჭირ­ში.

წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია შავ-თეთ­რი ილუსტრა­ცი­ე­ბით.