15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

06 ოქტომბერი, 2020 წ.

რა უნდა წაიკითხონ სკოლის მოსწავლეებმა? - ტოპ 5 სიახლე სერიაში "მოსწავლის არჩევანი"

რა უნდა წაიკითხონ სკოლის მოსწავლეებმა? - ტოპ 5 სიახლე სერიაში "მოსწავლის არჩევანი"

06 ოქტომბერი, 2020 წ.

სა­ი­დან და რო­გორ ჩნდე­ბა წიგ­ნე­ბის კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლი? თით­ქოს, მარ­ტი­ვი შე­კი­თხვაა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წიგ­ნე­ბის შე­საყ­ვა­რებ­ლად, მთა­ვა­რია, და­ვი­წყოთ კი­თხვა. თუმ­ცა ასეთ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ წა­სა­კი­თხი წიგ­ნი, რათა მან უფრო მეტი წიგ­ნის გაც­ნო­ბის ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მშობ­ლე­ბის­თვის, მი­თ უ­მე­ტეს მა­შინ, როცა ბავ­შვი პირ­ვე­ლად იწყებს წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, პე­და­გო­გებს ხშირად უწევთ მათთვის რჩე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, თუ რო­გორ გახ­დეს წიგ­ნი ბავ­შვის, მო­ზარ­დის ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი. ამ მხრივ, "პა­ლიტ­რა L-ის" მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი "მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნის" სე­რია ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა, რო­გორც მშობ­ლებს, პე­და­გო­გებს, ასე­ვე - ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს, რომ აღ­მო­აჩი­ნო­ნ ასა­კობ­რი­ვად მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რა.

"მოსწავლის არჩევანი" არის სერია, რომელშიც გაერთიანებული წიგნები მოზარდს შეაყვარებს კითხვას და წიგნთან ურთიერთობას ბევრად უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს გახდის. აქ არის ლიტერატურა, რომლის შერჩევასა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეთათვის დაჯგუფებაში მასწავლებლები და ფსიქოლოგები მონაწილეობენ. მსოფლიოში ცნობილ მწერლებთან ერთად, პროექტი ქართველი კლასიკოსი და თანმედროვე ავტორების წიგნებსაც აერთიანებს.

"მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი" არის სე­რია იმ წიგ­ნე­ბი­სა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის. ასო­ცი­ა­ცია ამ სე­რი­ის წიგ­ნე­ბის­თვის ად­გენს ანო­ტა­ცი­ას, კი­თხვარს და ასა­კობრივი კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრავს, რო­მელ ას­კობ­რივ ჯგუფს, რო­მე­ლი წიგ­ნი შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ეს წიგ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვს პე­და­გო­გებს, ვინაიდან, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში შე­იძ­ლე­ბა ჩარ­თო­ნ ის კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც წიგ­ნებ­შია მო­ცე­მუ­ლი, რად­გან კი­თხვე­ბი არის სამ­სჯე­ლო და ხელს უწყობს მოს­წავ­ლის ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას", - თინათინ ქავთარაძე, პედაგოგი.

"მოსწავლის არჩევანი" უკვე 70-ზე მეტ წიგნს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, მუდმივად გამოიცემა სიახლეები. გთავაზობთ სერიის 5 ახალ გამოცემას:

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

წიგნი მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწისა და „დედა ენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილის რამდენიმე, ძალიან საინტერესო ისტორიულ მოთხრობას აერთიანებს. ამ მოთხრობებში ბავშვი გაიცნობს სახელგანთქმულ ქართველ მეფეებსა და გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალეს: ააგეს კულტურული ძეგლები, დააფუძნეს ქალაქები, შექმნეს ქართული ენა და დამწერლობა, განავითარეს ლიტერატურა, განავრცეს განათლება და ააშენეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოიგეს გადამწყვეტი მნიშვნელობის ომები და გააერთიანეს ქვეყანა.

 

აკაკი წერეთელი - „კუდაბზიკეთი და სხვა მოთხრობები“

წიგნში წარმოდგენილია აკაკი წერეთლის მცირე მოთხრობები და ავტობიოგრაფიული ტექსტი  „ჩემი თავგადასავალი“. ამ მოთხრობებში ავტორი სამშობლოს ბედ-იღბალზე, სირთულეებით აღსავსე მის ისტორიულ წარსულსა და ქართულ ადათ-წესებზე გვიყვება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აკაკი მხოლოდ აღწერით როდი შემოიფარგლება, ხშირად კრიტიკულ შეფასებებსაც გვთავაზობს.

მცირე მოთხრობებში სახალისო თავგადასავლებს გაეცნობით, ბავშვების დაკვირვებებსა და შთაბეჭდილებებს გაიზიარებთ. „ჩემი თავგადასავალი“ კი იმ კარს გაგიღებთ, რომელიც მე-19 საუკუნის მოზარდის ცხოვრებაში შეგახედებთ.

 

ვინი პუჰის თავგადასავლები

ვინი პუჰი მხიარული, კეთილი და მსუნაგი დათუნიაა. მას თავისი მეგობრები ძალიან უყვარს და გიჟდება თაფლზე. დათუნია პუჰის თავგადასავლები ხალისითაა სავსე.

წიგნში გაიცნობთ ვინის მეგობრებს: კურდღელს, გოჭუნას, ბუს, ვირუკელა იო-იოს, კენგს, ვეფხვსა და ბიჭუნა კრისტოფერ რობინს. ისინი სულ პუჰის გვერდით არიან და ხშირად, დაიხსნიან ხოლმე დათუნიას გასაჭირიდან. თავის მხრივ, არც ვინი პუჰი იხევს უკან, როცა მეგობარი მოწყენილია, ან დახმარება სჭირდება.

ამრიგად, გაიცანით ვინი პუჰი და მისი მეგობრები. ისინი გაგიძღვებიან დაუვიწყარი თავგადასავლების გზაზე და გაჩვენებენ, როგორი ბედნიერია ყოველი დღე, როცა მეგობრებს ერთმანეთი უყვართ.

 

თამრი ფხაკაძე - „ანბანი“

დაიკო ნუცა და ძამიკო ბუცა თეატრიდან გაქცეულ ანბანის თოჯინებს ეძებენ. ბრაზიანმა თეატრის დირექტორმა გაანაწყენა თოჯინები. ბავშვები რომ არა, ისინი ახლაც დაკარგულები იქნებოდნენ. ნუცამ და ბუცამ ბევრი იწვალეს, რათა თოჯინები ეპოვათ და ალბათ, წარმატებას ვერც მიაღწევდნენ, რომ არა მოლაპარაკე კურდღელი, რომელმაც ბავშვებს ჯადოსნური სიტყვები ასწავლა: “ჩიკი, ჩიკი, ჩიკონი, და­კარგულებს ვიპოვი!“

ნუცა და ბუცა შეუდგნენ ანბანის მიხედვით თოჯინების მოძებნას და იცით სად აღმოჩნდა თოჯინა ანი? - ბაჭია აცმაცუნას აგარაკზე, კიდევ იცით, რამდენი საინტერესო ადგილის დათვალიერება მოუწიათ ბავშვებს, დარჩენილი ოცდათორმეტი თოჯინის საპოვნელად?

თოჯინები მადლიერები იყვნენ კურდღელისა და ბავშვების, რომლებმაც საყვარელ თეატრში დააბრუნეს და კიდევ ბევრი წარმოდგენის გამართვის შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ სად დაიკარგნენ თოჯინა ბანი, განი, ჯანი, ან სხვები? ამას უკვე წიგნის წაკითხვის შემდეგ დაადგენთ.

 

სულხან-საბა ორბელიანი - „იგავ-არაკები“

იგავი შეფარვით ეუბნება სათქმელს მკითხველს. მისი გმირები ცხოველები, ფრინველები არიან, თუმცა მათში ის ადამიანური პრობლემები და სატკივარია გადმოცემული, რაც გვაწუხებს, რის შესახებაც, ხშირად, კითხვებს ვსვამთ. სულხან-საბა ორბელიანის იგავები წარმოდგენილია მის თხზულებაში „სიბრძნე სიცრუისა“. აღნიშნულ ტექსტში მეფის ორი ვეზირის, რუქასა და სედრაქის, კამათი და პაექრობა იგავებით მიმდინარეობს. ორი დაპირისპირებული ფილოსოფია ცდილობს იგავ-არაკებით წარმოაჩინოს თავისი მართებულობა. არაკები, რომელთაც წიგნში გაეცნობით, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქრებთ: რა არის პატიოსნება? რას ნიშნავს სიკეთე? არსებობს თუ არა აბსოლუტური ბოროტება? პირადი გამორჩენისთვის გარჯა ჯობია, თუ უანგაროდ სხვისთვის დახარჯვა? ეს კითხვები განმსჭვალავს ადამიანის ყოველდღიურობას და მუდამ დაფიქრებას მოითხოვს მისგან. იგავები არჩევანის გაკეთების აუცილებლობაზე მიგვანიშნებენ, რაშიც ვერავინ დაგვეხმარება, გარდა საკუთარი თავისა: ბაყაყმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სხვა წყლებში გადავიდეს სანავარდოდ, თუ გუბურაში დარჩეს და დაიღუპოს („იხვი და ბაყაყი“), მცურავმა უნდა არჩიოს – ღმერთის შეწევნას დაელოდოს, თუ თვითონ გადაირჩინოს თავი („უგუნური მცურავი“). ამრიგად, ჩვენ მუდამ გვიხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც კითხვების დასმის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს. მთავარი კი ისაა, გავიაზროთ, რა იქნება გაკეთებული არჩევანის საფასური.