15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

06 ოქტომბერი, 2020 წ.

პროექტები, რომლებმაც საქართველოში შექმნა ლიტერატურული ისტორია

პროექტები, რომლებმაც საქართველოში შექმნა ლიტერატურული ისტორია

06 ოქტომბერი, 2020 წ.

წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" 15 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" და­არ­სდა 2005 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს და 15 წლის მან­ძილ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი.

15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა ქმნის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან და ხელ­მი­საწ­ვდომ ლი­ტე­რა­ტუ­რას ყვე­ლა ასა­კი­სა და ინ­ტე­რე­სის მკი­თხვე­ლი­სათ­ვის.

წარ­მო­გიდ­გენთ იმ პრო­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ის­ტო­რია და სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი:

2009 წელს შე­იქ­მნა სე­რია "დიდი მხატ­ვრე­ბი", რო­მე­ლიც რჩე­უ­ლი ფერმ­წე­რე­ბის შე­დევ­რებ­სა და ის­ტო­რი­ას მო­ი­ცავს.

2010 წლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრო­ექ­ტმა "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ"უამ­რა­ვი ოჯა­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ი­დო ბინა. ამ სე­რი­ის წიგ­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო ტი­რა­ჟით იყი­დე­ბო­და (კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 50 000 ეგ­ზემპლა­რი) და იყი­დე­ბა დღემ­დე. პრო­ექ­ტი, გარ­და იმი­სა, რომ ე. წ. "აუ­ცი­ლებ­ლად წა­სა­კითხ" ლი­ტე­რა­ტუ­რას აერ­თი­ა­ნებს, ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად კარ­გად გა­ფორ­მე­ბულ, ხა­რის­ხი­ან წიგ­ნებს სთა­ვა­ზობს მკი­თხველს.

2010 წელს და­ი­წყო სე­რია "ქარ­თუ­ლი პრო­ზის სა­გან­ძუ­რი". ამ პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ზის რჩე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და.

2012 წელს გა­მო­ი­ცა "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი", რომ­ლის სრუ­ლი ტი­რა­ჟი გა­მოს­ვლის დღეს­ვე გა­ი­ყი­და. მას შემ­დეგ წიგ­ნი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ცა. 2019 წელს კი მკი­თხველ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და შევ­სე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა იხი­ლა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან 21-ესა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე.

2012 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ და­ი­წყო სე­რია "ჩემი რჩე­უ­ლი", რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბი­სა და მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას აერ­თი­ა­ნებს. ეს იყო უდი­დე­სი საქ­მე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით. პრო­ექ­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაგ­რძელ­და "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ო­თი", რო­მე­ლიც მკი­თხველს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ეპო­ქა­ში მი­უ­ძღვე­ბა და აზი­ა­რებს მათ კულ­ტუ­რას.

2012 წელსდა­ი­წყო პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი საყ­მაწ­ვი­ლო წიგ­ნე­ბის პრო­ექ­ტი 3D ფორ­მატ­ში.

2012 წლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" ფარ­გლებ­ში, თა­ვის მკი­თხველს მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სრუ­ლი­ად ახალ წიგ­ნებს სთა­ვა­ზობს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, გა­რე­მოს დაც­ვა და ხე­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნა, სა­ნაც­ვლოდ კი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის.

2013 წელს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მკი­თხვე­ლის თხოვ­ნით, "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" გაგ­რძელ­და პრო­ექ­ტით "კი­დევ 49 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ". აქაც, რო­გორც სხვა ბევ­რი პრო­ექ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მკი­თხვე­ლის აზრს მი­ე­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა და სწო­რედ ისი­ნი არ­ჩევ­დნენ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­სა­ცემ ლი­ტე­რა­ტუ­რას.სე­რი­ის მთა­ვა­რი წიგ­ნია ბიბ­ლია, რო­მე­ლიც უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­აქ­რის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მო­ი­ცა.

2014 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ და­ი­წყო წიგ­ნე­ბის ახა­ლი სე­რია "სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია". 30 ტომ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია არა მხო­ლოდ მო­ზარ­დე­ბის­თვის, ყვე­ლა ასა­კის მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და მკვლევ­რე­ბის მიერ აღ­დგე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამ ვი­ზუ­ა­ლურ­მა რე­კონ­სტრუქ­ცი­ამ მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ფაქ­ტე­ბი და რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბი ცალ­კე­ულ წიგ­ნე­ბად დაყო და ერთ სე­რი­ად გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

2014 წელს გა­მო­ი­ცა ტო­მე­უ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დი" ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც მკი­თხველს ყვე­ლა წმინ­და­ნის სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას დაწ­ვრი­ლე­ბით აც­ნობს.

2014 წელს და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ხელ­ნა­კე­თი ბიბ­ლი­ის ლი­მი­ტი­რე­ბულ გა­მო­ცე­მა­ზე, რო­მე­ლიც შე­უ­ფა­სე­ბე­ლი და ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რია.

2015 წელს და­ი­წყო პრო­ექ­ტი "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე", რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ეს არის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. ყვე­ლა წიგ­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა ბიზ­ნე­სის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გა­სარ­კვე­ვად, ასე­ვე, თვით­გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის.

2015 წელსვე სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ზარ­დე­ბის­თვის შე­იქ­მნა პრო­ექ­ტი "ლი­ბერ­თინ­სი", რომ­ლის ფაგ­ლებ­შიც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­კი­თხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას ურ­ჩე­ვენ. ამ პრო­ექ­ტმა და­ამ­კვიდ­რა მო­ზარ­დებ­ში წიგ­ნის კი­თხვის კულ­ტუ­რა, ვი­ნა­ი­დან წლე­ბის წინ არ არ­სე­ბობ­და თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა და "პა­ლიტ­რა L" ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი იყო.

2015 წელსგა­მო­ი­ცა "სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი ათე­უ­ლი", რო­მე­ლიც მკი­თხველს ათ ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო და პრაქ­ტი­კულ წიგნს სთა­ვა­ზობ­და.

2016 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" თა­ნამ­შრობ­ლო­ბით, გა­მო­ი­ცა "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია". ეს არის წიგ­ნი-ალ­ბო­მი და 24 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ტა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გვი­ამ­ბობს.

2016 წელს სპე­ცი­ა­ლუ­რად 8-12 წლის ბავ­შვე­ბი­სათ­ვის შე­იქ­მნა სე­რია "ლი­ბერ­ქიდსი", რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ, იდუ­მალ, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­თა და მხი­ა­რუ­ლე­ბით აღ­სავ­სე სამ­ყა­რო­ში ეპა­ტი­ჟე­ბა პა­ტა­რა მკი­თხველს.

2016 წელს გა­მო­ი­ცა "ილია II - სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი" ოთხტო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ველ სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­მნე­ბო­და.

2016 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" "დის­ნე­ის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

2017 წელს და­ი­წყო პრო­ექ­ტი "მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბი", რომ­ლის ანა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დე არ შექ­მნი­ლა. სე­რია არა მხო­ლოდ მსოფ­ლი­ოს 12 მუ­ზე­უმ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცულ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­სა და ის­ტო­რი­ულ სა­გან­ძურ­ზე მოგ­ვი­თხრობს, მუ­ზე­უ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გვიყ­ვე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის გან­ვლილ გზებ­ზე - რო­გორ უვ­ლიდ­ნენ ისი­ნი სა­კუ­თარ სა­გან­ძურს და რა­ტომ წი­რავ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ცო­ცხლეს მსოფ­ლიო შე­დევ­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად.

2017 წელს გა­მო­ი­ცა "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის", რო­მე­ლიც ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რაა ყვე­ლა ოჯა­ხი­სათ­ვის.

2017 წელს და­ი­წყო "სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ატ­ლა­სის" გა­მო­ცე­მა, რო­მელ­შიც მკი­თხვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, მათ ის­ტო­რი­ას, მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს უხვი ფო­ტო­მა­სა­ლით გა­ეც­ნო­ბა.

2017 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ და­ი­წყო სე­რია "მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი", რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით აერ­თი­ა­ნებს.

2017 წლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი გახ­და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რაც წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამას ადას­ტუ­რებს პრო­ექ­ტი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი", რო­მელ­მაც უკვე არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა და ხელი შე­უ­წყო აღი­ა­რე­ბოს მო­სა­პო­ვებ­ლად.

2018 წელს და­ი­წყო ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ანი­მა­ცი­უ­რი გმი­რის თოვ­ლის გუნ­დას და ასე­ვე, ბას­ტი-ბუ­ბუს სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა და ფუმ­ფუ­ლა და მომ­ღე­რა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბა.

2018 წელს გა­მო­ვი­და "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუკა", რომ­ლის მი­ზა­ნიც სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მე­ტად და­ფა­სე­ბა და შეყ­ვა­რე­ბაა. ეს არის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ნი რუკა, რო­მე­ლიც თა­ვად უნდა აა­წყოთ, კე­დელ­ზე მი­ა­მაგ­როთ ან მა­გი­და­ზე მო­ა­თავ­სოთ. ის არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რუ­კის ანა­ლო­გი, თუმ­ცა მისი თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე პაზ­ლია. პაზ­ლებ­ზე კი და­ტა­ნი­ლია ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი, ქა­ლა­ქი, დაბა, სოფ­ლე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი.

2018 წელს გა­და­წყდა სე­რია "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" მომ­ზა­დე­ბა. პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით გად­მო­ცე­მუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის პირ­ვე­ლი­ვე ტო­მის გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ელო­და ამ პრო­ექტს. იმის გამო, რომ სე­რი­ის წიგ­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბო­და, ტო­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 36-მდე გა­ი­ზარ­და და "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი" სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ფის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ აერ­თი­ა­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

2018 წელს ფენ­ტე­ზი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის შე­იქ­მნა სე­რია "პორ­ტა­ლი", რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, ამ ჟან­რის მკი­თხვე­ლე­ბი წიგ­ნე­ბის თა­რო­ებ­ზე სა­სურ­ველ ლი­ტე­რა­ტუ­რას მარ­ტი­ვად პო­უ­ლო­ბენ.

2019 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ შექ­მნა "აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის" პლატ­ფორ­მა gudabooks.ge და აპ­ლი­კა­ცია "გუდა", რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, წიგ­ნე­ბის მოს­მე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ყველ­გან და ყო­ველ­თვის: ვარ­ჯი­შის, დას­ვე­ნე­ბის, მგზავ­რო­ბი­სა თუ სახ­ლის და­ლა­გე­ბის დროს.

2019 წელს და­ი­წყო სამ­ყა­როს მთავ­რი წიგ­ნის "ბიბ­ლი­ის" გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­მო­ცე­მა. "ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით", რო­მე­ლიც მკი­თხველს წმინ­და წე­რი­ლის სწო­რად გა­აზ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, ახლა უკვე სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ის კა­თედ­რა­ზე სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ვი­და.

2019 წლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" "მარ­ველ ინ­თერ­თე­ინ­მენ­ტის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. გა­მო­ი­ცა "მარ­ვე­ლის" სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი ქარ­თულ ენა­ზე და სუ­პერ­გმი­რე­ბის სა­კო­ლექ­ციო ფი­გუ­რე­ბი.

2019 წელს და­ი­წყო სე­რია "იკი­თხე ქარ­თუ­ლი", რო­მელ­შიც XX-XXI სა­უ­კუ­ნის შე­მოქ­მე­დე­ბაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. სე­რი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის დი­ზა­ი­ნი მთლი­ა­ნად აგე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის პრო­ექ­ტის - "ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქსო­ვი­ლის" მა­სა­ლებ­ზე და თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი სწო­რედ ამ ქსო­ვი­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თაა დამ­შვე­ნე­ბუ­ლი.

2019 წელს გა­მო­ი­ცა სხვდას­ხვა სა­მა­გი­დო თა­მა­ში, მათ შო­რის, "ინო­ვა­ტო­რი", რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რებ­სა თუ მე­გობ­რებს უამ­რავ იდე­ას მო­ა­ფიქ­რე­ბი­ნებს, ასე­ვე, "ლოტო", რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც, ბავ­შვე­ბი თა­მაშ-თა­მა­შით ის­წავ­ლი­ან ფე­რებს, ფორ­მებს, თვლას.

2020 წელს და­ი­წყო პრო­ექ­ტე­ბი: "ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე" - სე­რია, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებს გა­აც­ნობს მკი­თხველს;

ასე­ვე,"დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია", რო­მელ­შიც თავ­მოყ­რი­ლია 25 000 გან­მარ­ტე­ბა, 8000 დე­ტა­ლუ­რი ილუსტრა­ცია, ყვე­ლა ტერ­მი­ნი­ო­რე­ნა­ზე - ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად; "ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში", რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას სიღ­რმი­სე­ულ ნა­მუ­შე­ვარს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ქარ­თველ­თა ღვაწ­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა დიდ ნა­წილ­საც არა­თუ ვიც­ნობთ, მათ შე­სა­ხებ არც კი გვსმე­ნია.

გა­მომ­ცე­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L” აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას იმის­თვის, რომ გა­ნა­ვი­თა­როს სა­გა­მომ­ცე­ლო სფე­რო, ყვე­ლა ტი­პის ადა­მი­ანს შე­ეძ­ლოს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა.

გა­მომ­ცე­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L” – 15-წლი­ა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი.