15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

06 ოქტომბერი, 2020 წ.

რა ლიტერატურული სიახლეები ელოდებათ მოზარდებს შემოდგომის საკითხავების სიისთვის?

რა ლიტერატურული სიახლეები ელოდებათ მოზარდებს შემოდგომის საკითხავების სიისთვის?

06 ოქტომბერი, 2020 წ.

შე­მოდ­გო­მის სა­ღა­მო­ებ­სა და უქ­მე­ებს კი­თხვა ყვე­ლა­ზე მე­ტად უხ­დე­ბა. ჯერ კი­დევ თბილ ამინ­დში პარკში გა­სე­ირ­ნე­ბი­სას ან წვი­მი­ან დღეს სახ­ლში ცხელ სას­მელ­თან ერ­თად ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბა ბევ­რი თი­ნე­ი­ჯე­რის (და არა­მარ­ტო) საყ­ვა­რე­ლი ჰო­ბია.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს ახალ გა­მო­ცე­მებ­ზე სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით და შე­მოდ­გო­მის­თვის მო­ზარ­დებს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი ელით.

მედ­ლინ ლუ - "ტა­ძა­რი"

სულ მალე გა­მო­ი­ცე­მა მედ­ლინ ლუს "სა­გი­ჟე­თის" მე­ო­რე ნა­წი­ლი "ტა­ძა­რი". ეს მარ­თლაც სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა "სა­გი­ჟე­თის" მკი­თხვე­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე ნა­წი­ლის თარ­გმანს მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ.

მედ­ლინ ლუმ "სა­გი­ჟე­თი" 2013 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. წიგ­ნი მა­ლე­ვე მო­ექ­ცა ბესტსე­ლერ­თა სიის სა­თა­ვე­ში. 2014 წელს კი მისი გაგ­რძე­ლე­ბაც გა­მო­ვი­და. "ტა­ძა­რი" სე­რია "ლი­ბერ­თინ­სის" მკი­თხვე­ლი­სათ­ვის მალე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ჯენი ჰანი - "ყვე­ლა ბიჭს, რომ­ლე­ბიც მყვა­რე­ბია"

კი­დევ ერთი ახა­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც "ლი­ბერ­თინ­სის" ფარ­გლებ­ში გა­მო­ვა, ეს არის ჯენი ჰა­ნის "ყვე­ლა ბიჭს, რომ­ლე­ბიც მყვა­რე­ბია". წიგ­ნის მი­ხედ­ვით NETFLIX-მა 2018 წელს ფილ­მიც გა­და­ი­ღო.

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი 16 წლის ლარა-ჯინი გუ­ლის­ნა­დებს მხო­ლოდ წე­რი­ლებს ან­დობს და მათ სა­ქუ­დე კო­ლოფ­ში ინა­ხავს _ წე­რი­ლი სულ ხუთი ცა­ლია, იმ ბი­ჭე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ოდეს­მე ჰყვა­რე­ბია. ერთხე­ლაც, ხუ­თი­ვე წე­რი­ლი ად­რე­სა­ტებ­თან მოხ­ვდე­ბა და გო­გო­ნა სიც­რუ­ის კო­რი­ან­ტელ­ში გა­ეხ­ვე­ვა. სა­ნამ ლარა-ჯინი გა­ერ­კვე­ვა, ეს რო­გორ მოხ­და, იმა­შიც დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა ტკბილ-მწა­რე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე:

სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, იქ ვე­რა­გო­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი; შე­იძ­ლე­ბა გგო­ნია, აი, სწო­რედ ეს ბიჭი მიყ­ვარ­სო, მაგ­რამ თურ­მე ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შენ ახ­ლოს, გვერ­დით ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, და­ნახ­ვა გჭირ­დე­ბო­და, რომ ამ­ქვეყ­ნად ოჯა­ხი ყვე­ლა­ფერ­ზე მთა­ვა­რია.

კრე­სი­და კო­უ­ე­ლი - "რო­გორ ვი­სა­უბ­როთ დრა­კო­ნულ ენა­ზე"

და­ბო­ლოს, სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლე 8-12 წლის მკი­თხვე­ლი­სათ­ვის:

მალე გა­მო­ი­ცე­მა კრე­სი­და კო­უ­ე­ლის "რო­გორ მო­ვარ­ჯუ­ლოთ დრა­კო­ნის" მე­სა­მე წიგ­ნი - "რო­გორ ვი­სა­უბ­როთ დრა­კო­ნულ ენა­ზე".

"რო­გორ მო­ვარ­ჯუ­ლოთ დრა­კო­ნი" ქარ­თველ­მა ბავ­შვებ­მა ისე­ვე აღ­ტა­ცე­ბით მი­ი­ღეს, რო­გორც მათ­მა უცხო­ელ­მა თა­ნა­ტო­ლებ­მა. ამი­ტომ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" გა­და­წყვი­ტა, მისი მე­სა­მე ნა­წი­ლიც ეთარ­გმნა.

ეს არის წიგ­ნი ბავ­შვურ და დი­დურ სამ­ყა­რო­ზე, სი­კე­თე­სა და მა­მა­ცო­ბა­ზე, მე­გობ­რო­ბა­სა და თავ­და­დე­ბა­ზე - ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც რომ ფრთებს შე­ას­ხავს ბავ­შვის ფან­ტა­ზი­ას.