15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

06 ოქტომბერი, 2020 წ.

წიგნი, რომელიც უმიზეზოდ მხიარულ ბავშვობას გაგახსენებს და მოგანატრებს იმას, რაც აღარასდროს დაბრუნდება

წიგნი, რომელიც უმიზეზოდ მხიარულ ბავშვობას გაგახსენებს და მოგანატრებს იმას, რაც აღარასდროს დაბრუნდება

06 ოქტომბერი, 2020 წ.

„მინ­და გი­თხრათ მად­ლო­ბა „სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის­თვის“, ბავ­შვო­ბის სუნი და გემო რომ გა­მახ­სე­ნეთ“, - ეს ერთ-ერ­თია იმ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­თა შო­რის, რო­მე­ლიც გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ თა­ვის ახალ წიგნ­ზე მი­ი­ღო.

„სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი“ მისი წი­ნა­მორ­ბე­დის „გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის“ ერ­თგვარ გაგ­რძე­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს და ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი, მშობ­ლი­უ­რი გუ­რი­ის ამ­ბებს ავ­ტო­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სის­ხარ­ტი­თა და მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით აღგ­ვი­წერს.

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი თა­ვად ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც თა­ვის პა­ტა­რა კუ­თხეს, სა­კუ­თარ თავ­სა და სხვა ადა­მი­ა­ნებს აკ­ვირ­დე­ბა.

რო­გორც ავ­ტო­რი თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ფრაგ­მენ­ტუ­ლე­ბი არი­ან და ამ ფრაგ­მენ­ტის სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ჩე­ნა ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი გუ­რია არის „ღა­რი­ბი და ლა­მა­ზი, ღი­მი­ლით ძლი­ე­რი და თა­ნაც, ში­შით სავ­სე, მო­მავ­ლის ში­შით“.

ბევ­რმა მკი­თხველ­მა სხვა გუ­რულ დღი­უ­რებ­ში სა­კუ­თა­რი თავი, სა­კუ­თა­რი, „უმი­ზე­ზოდ მხი­ა­რუ­ლი“ ბავ­შვო­ბა ამო­იც­ნო. მისი კი­თხვი­სას ემო­ცია ემო­ცი­ას ცვლის; გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, კი­დევ ერთხელ გა­ნი­ცა­დო ის, რაც ერთი წა­მის წინ კი­თხვი­სას და­გე­უფ­ლა. „სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი“ მარ­თლაც ერ­თდრო­უ­ლად სევ­დი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი, მო­ნატ­რე­ბი­თა და ნოს­ტალ­გი­ით სავ­სე წიგ­ნია.

„ორი დღის წინ, თბი­ლის­ში ერთი ცი­ცი­ნა­თე­ლა და­ვი­ნა­ხე, იმ­დენ ხანს ვუტ­რი­ა­ლე, „ვე­ფე­რე:, ვე­რაფ­რით მიხ­ვდნენ ბავ­შვე­ბი, რა­ტომ ვერ მოვ­შორ­დი რა­ღაც მწერს... წლე­ბია, არ­სად მი­ნა­ხავს. რა უც­ნა­უ­რად და­ემ­თხვა ორი­ოდ დღის მერე თქვე­ნი ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ამ­ბა­ვი...“, - წერს ერთ-ერთი მკი­თხვე­ლი.

„სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი“ გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ბესტსე­ლე­რად იქცა. მისი წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა ცნო­ბილ მსა­ხი­ობ მე­რაბ ნი­ნი­ძეს ეკუთ­ვნის, რო­მელ­საც სხვე­ბის მსგავ­სად, წიგნ­მა ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი აუ­შა­ლა და გა­ახ­სე­ნა ის უმი­ზე­ზო სი­ხა­რუ­ლი, რო­მელ­საც სწო­რედ აქ, გუ­რი­ა­ში ყოფ­ნის დროს გა­ნიც­დი­და.

„ბავ­შვო­ბა უმი­ზე­ზო სი­ხა­რუ­ლე­ბის დროა და იქ მთავ­რდე­ბა, სა­დაც სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზებს ეძებ“, _ წერს ამ წიგ­ნის ავ­ტო­რი. ჩემ­თვის გუ­რი­აა უმი­ზე­ზო სი­ხა­რუ­ლი. ნა­გო­მა­რი. დიდი ბა­ბუ­ის სახ­ლი... ახლა უკვე ნა­სახ­ლა­რი, რო­მე­ლიც მგო­ნია, რომ ისევ ისე­თი ლა­მა­ზია, რო­გო­რიც მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შე­მომ­რჩა. მიყ­ვარს და ამ სიყ­ვა­რუ­ლის გამო მტკი­ვა, როცა ვი­აზ­რებ, რომ ის ეზო მი­ტო­ვე­ბუ­ლია. ცა­რი­ე­ლია. სახ­ლიც ნელ-ნელა გაქ­რა. ცა­რი­ე­ლია იმ ქათ­მის კრი­ა­ხის­გან, რო­მე­ლიც ერთ სა­ღა­მოს, ბავ­შვო­ბა­ში, შე­ბინ­დე­ბულ ტყე­ში ჩემი ერ­თა­დერ­თი მე­გო­ბა­რი იყო და დიდი შიში და­მაძ­ლე­ვი­ნა...”, - წერს მე­რაბ ნი­ნი­ძე.

მე­რაბ ნი­ნი­ძე წერს, რომ „სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი“ ადა­მი­ა­ნის იმ მო­მენტს იჭერს, როცა ვხვდე­ბით, რომ გა­ვი­ზარ­დეთ და ემო­ცი­ე­ბიც გამ­ძაფ­რდა.

„დრო გა­ვი­და და ჩვენ დაგ­ვიგ­როვ­და და­ნა­კარ­გი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ეს უკვე ცხოვ­რე­ბის ის ეტა­პია, სა­დაც არ­ჩე­ვა­ნი აღარ გვაქვს, და­ცუ­ლი აღარ ვართ ტკი­ვი­ლის­გან. თუმ­ცა გვაქვს სა­ძირ­კვე­ლი _ ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა, გვაქვს სით­ბო და გვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი ირ­გვლივ, რო­მელ­თაც შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ვუ­ზი­ა­როთ ისე, რო­გორც ეს წიგ­ნი გვი­ზი­ა­რებს ავ­ტო­რის ჰუ­მა­ნიზმს“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

ეს სით­ბო­თი, სი­კე­თი­თა და ამავდრო­უ­ლად სევ­დით სავ­სე წიგ­ნი ბევრ ჩვენ­განს გა­ახ­სე­ნებს იმ წლებს, რო­მელ­შიც ვე­ღა­რას­დროს დავ­ბრუნ­დე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მოგ­ვე­ნატ­რე­ბა.