15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

11 სექტემბერი, 2020 წ.

მოსასმენი წიგნები gudabooks.ge-ზე, მეცადინეობით დაღლილი ბავშვების განსატვირთად

მოსასმენი წიგნები gudabooks.ge-ზე, მეცადინეობით დაღლილი ბავშვების განსატვირთად

11 სექტემბერი, 2020 წ.

სკო­ლას­თან დიდი ხნის გან­შო­რე­ბის და ხან­გრძლი­ვი ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა მშო­ბე­ლი ღე­ლავს, რო­გორ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბი ჩვე­ულ რე­ჟიმს, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი და სრულ­ყო­ფი­ლად გა­იხ­სე­ნე­ბენ თუ არა ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბი­სას ათ­ვი­სე­ბულ მა­სა­ლას. მშობ­ლე­ბიც და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ წელს სექ­ტემ­ბრი­დან მოს­წავ­ლე­ებს უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მო­უ­წევთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი აღიდ­გი­ნონ. ყო­ველ­დღი­უ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის რე­ჟიმ­ში კი ბავ­შვებს ცოტა დრო რჩე­ბათ კლას­გა­რე­შე წიგ­ნე­ბის სა­კი­თხა­ვად. ეს გა­სულ წლებ­შიც ასე იყო, მაგ­რამ პან­დე­მი­ის დროს შექ­მნი­ლი პა­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის­გან ბავ­შვე­ბი შე­საძ­ლოა უფრო მო­დუ­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ და კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბი დრო და ნე­ბის­ყო­ფა შერ­ჩეთ კი­თხვის­თვის. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლია მო­სას­მე­ნი. ე.წ. აუ­დიო წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს ხმა­მაღ­ლა უკი­თხავს ტექსტს. ონ­ლა­ინპ­ლათ­ფორ­მა gudabooks.ge სწო­რედ ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა და მკი­თხველს ონ­ლა­ინ­წიგ­ნე­ბის საკ­მა­ოდ ვრცელ არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს.gudabooks.ge-ზე ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ბავ­შვო წიგ­ნია, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში კომ­ფორ­ტუ­ლი გზაა ახალ-ახა­ლი წიგ­ნე­ბის გა­საც­ნო­ბად. წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს, რომ­ლე­ბიც gudabooks.ge-ს ახ­ლა­ხან და­ე­მა­ტა.