15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

11 სექტემბერი, 2020 წ.

ბესტსელერი წიგნები, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია

ბესტსელერი წიგნები, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია

11 სექტემბერი, 2020 წ.

gudabooks.ge აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის­თვის შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი ვებგ­ვერ­დია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მუ­დამ თან გვქონ­დეს პი­რა­დი აუ­დი­ო­ბიბ­ლი­ო­თე­კა.

აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი დღი­თი დღე უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა და მო­თხოვ­ნის ზრდას­თან ერ­თად, gudabooks.ge-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს სი­ახ­ლე­ე­ბის და­მა­ტე­ბა­ზე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, მო­ვუს­მი­ნოთ იმ წიგ­ნე­ბის აუ­დი­ო­ვერ­სი­ებს, რომ­ლე­ბიც მკი­თხველ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ბესტსე­ლე­რია.

გთა­ვა­ზობთ ბესტსე­ლე­რი წიგ­ნე­ბის სიას, რო­მელ­თა აუ­დი­ო­ვერ­სი­ე­ბის მოს­მე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია:

ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი - თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში

ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ მსოფ­ლიო კლა­სი­კაა, რო­მე­ლიც არა­ერთ ენა­ზე ითარ­გმნა და მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. რო­მა­ნი 1951 წელს გა­მო­ი­ცა და მა­შინ­ვე დიდი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. თუმ­ცა კრი­ტი­კას გა­უძ­ლო და ის დღემ­დე, ახალ­გაზ­რდე­ბის და არა მარ­ტო მათი, ერთ-ერთი რჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია.

ჩი­მა­მან­და ნგო­ზი ადი­ჩი - ყვე­ლა­ნი ფე­მი­ნის­ტე­ბი უნდა ვი­ყოთ

ეს წიგ­ნი 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში TEDxEuston-ზე აფ­რი­კი­სად­მი მი­ძღვნილ ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩი­მა­მან­და ნგო­ზის სი­ტყვით გა­მოს­ვლის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­აა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხა­ვი და მო­სას­მე­ნია, რო­გორც TED-ის სხვა კონ­ტენ­ტი.

მარკ მენ­სო­ნი - ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა

„ფე­ის­ბუქ­ზე“, „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ან სხვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ წიგ­ნის თან­ხლე­ბით გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტო­სუ­რა­თებ­მა ალ­ბათ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა არა­ერ­თხელ მი­ი­პყრო, თუმ­ცა დრო­ის დე­ფი­ცი­ტის გამო, მისი შე­ძე­ნა და წა­კი­თხვა ვერ მო­ა­ხერ­ხეთ.

მისი აუ­დი­ო­ვერ­სი­ის მეშ­ვე­ო­ბით, უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა­დას­ხვა პი­რო­ბებ­ში ის­წავ­ლოთ, რო­გორ გა­უს­წო­როთ თვა­ლი სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს და რო­გორ შე­ვიც­ნოთ სა­კუ­თა­რი თავი სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ. მარკ მენ­სო­ნი, რო­მე­ლიც არც ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია და არც რო­მე­ლი­მე მსოფ­ლიო ბრენ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გვას­წავ­ლის, რო­გორ მი­ვი­ღოთ სა­კუ­თა­რი თავი სხვა­დას­ხვა შეც­დო­მე­ბი­თა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბით. ეს სწო­რედ ის არის, რაც ბევრ ჩვენ­განს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა.

თი­ნა­თინ ბე­რი­ძე - მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი

თი­ნა­თინ ბე­რი­ძის ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ბესტსე­ლე­რად იქცა. ის მოგ­ვი­თხრობს მგრძნო­ბი­ა­რე ახალ­გაზ­რდებ­ზე, რო­მელ­თა გზე­ბიც უჩ­ვე­უ­ლოდ გა­და­იკ­ვე­თა და ერ­თმა უწყი­ნარ­მა ხუმ­რო­ბამ მათი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა. ეს არის დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით და უზო­მოდ დიდი ემო­ცი­ით.

წიგ­ნის ავ­ტო­რი თი­ნა­თინ ბე­რი­ძე კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

სო­ფია ამო­რუ­ზო - რო­გორ გავ­ხდი GIRLBOSS

ეს არის ერთ-ერთი Girlboss-ის, გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის ის­ტო­რი­ას გვი­ზი­ა­რებს და გვიყ­ვე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი არაფ­რი­დან შექ­მნა და სწრა­ფად მზარ­დი ბიზ­ნე­სის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად იქცა. შე­იძ­ლე­ბა, ეს წიგ­ნი ბევ­რის­თვის ინ­სპი­რა­ცი­აც გახ­დეს.

რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სი - გონს მო­ე­გე, დაო

თუ GIRLBOSS ჯერ არ გამ­ხდარ­ხართ, მა­შინ დროა "გონს მო­ე­გოთ" და რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სის ეს წიგ­ნი წა­ი­კი­თხოთ, რო­მე­ლიც სხარ­ტი იუ­მო­რი­თა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რძნი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. თა­ვის ის­ტო­რი­ას კი ცნო­ბი­ლი ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვი გვი­ამ­ბობს.

რეი ბრედ­ბე­რი - ბა­ბუ­აწ­ვე­რას ღვი­ნო

"არ მინ­და თქმა, რომ ბრედ­ბე­რი ბავ­შვო­ბის­გან რო­მან­ტი­კულ მითს არ ქმნის; პი­რი­ქით, სწო­რედ ამას აკე­თებს. თა­ვის­თა­ვად, ბავ­შვო­ბა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის მი­თია. გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ გვახ­სოვს, რაც თავს გა­დაგ­ვხდე­ნია იმ დროს, მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე არ არის. მი­ზე­ზი უბ­რა­ლოა: მა­შინ ყვე­ლა შე­რე­კი­ლი ვი­ყა­ვით – ბავ­შვო­ბა­ში იბა­დე­ბა მითი“, - სტი­ვენ კინ­გი.

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი - შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა

2019 წლის ბესტსე­ლერ წიგნ­ში ამ­ბა­ვი იან კლა­ინ­ზეა, რო­ლის­თვი­საც ყო­ვე­ლი დღე ერ­თნა­ი­რად უი­მე­დოა...

"შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა" კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნია, რო­მელ­მაც გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სი და­იმ­სა­ხუ­რა.

იმი­სათ­ვის, რომ აუ­დი­ო­წიგ­ნებს მო­უს­მი­ნოთ, უნდა ჩა­მოტვირ­თოთ აპ­ლი­კა­ცია "გუდა", და­რე­გის­ტრირ­დეთ სა­იტ­ზე gudabooks.ge, აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, შე­ი­ძი­ნოთ, ამის შემ­დეგ კი გა­მო­მიჩ­ნდე­ბათ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში.