15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

25 ივნისი, 2020 წ.

10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

25 ივნისი, 2020 წ.

ზაფხულში წიგნის კითხვისა და ახალ ლიტერატურულ თავგადასავალში მოგზაურობისთვის ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს.

გთავაზობთ ტოპ 10 წიგნს სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მკითხველისათვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ:

 

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - მე არ ვარ ნეონი

"მე არ ვარ ნეონი" - 2019 წლის ბესტსელერის  "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის" ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე რომანია.

თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა იცხოვ­რო ისე, რომ ქვეყ­ნად არა­ვის უყ­ვარ­დე, მა­შინ ეს წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხო. წიგნ­ში არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც იშ­ვი­ა­თად ჰყვე­ბი­ან, არის გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ მთხრო­ბე­ლი, და კი­დევ არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­გო­ნილს ჰგავს.

„ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლია და ჩემ­თვის, ავ­ტო­რის­თვი­საც, იმ­დე­ნად სუ­ლის შემ­ძვრე­ლი იყო მისი მოს­მე­ნა, რომ მა­შინ­ვე გა­დავ­წვი­ტე წიგ­ნად მექ­ცია და მი­მე­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­შიც რა­ღაც დო­ზით მა­ინც არ­სე­ბობს ნე­ო­ნი,“ – გვიყ­ვე­ბა ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.

„სამ­ყა­რო­სა­ვით ძველ და მა­რა­დი­ულ თე­მას, სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის ჭი­დილს ეძღვნე­ბა ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რის _ ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის ეს რო­მა­ნი", - ლია თოფურია, რედაქტორი.

 

მარკ მენსონი - ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

NEW YORK TIMES-ის ბესტსელერი.

გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში ამ წიგნმა საქართველოშიც მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი და ბიბლუსის ტოპ 10 გაყიდვად წიგნს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თვალის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''.

მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი ონლაინბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა.

წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო.

მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ სისუსტეებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და შემწყნარებლობას, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეძებს საკუთარ თავში.

 

 

ნოელ სტრიტფილდი - საბალეტო ფეხსაცმელები

გინახავთ ფილმი ”თქვენთვის წერილია“? მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ქეთლინ კელის საყვარელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწორედ ის წიგნია!

პაულინი, პეტროვა და პოსი დები არიან, თუმცა მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ბიძია მეთიუმ სამივე განამარხი ნიმუშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეაგროვა და დისშვილის შვილს, სილვიას, საჩუქრად ჩამოუყვანა.

გვარი ”ფოსილი“ გოგონებმა თავად აირჩიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სანიმუშო ცხოვრებით ის ისტორიის წიგნებში შეეტანათ. ამისთვის კი განსხვავებული გზები აირჩიეს.

წაიკითხეთ ეს საოცარი წიგნი და იფიქრეთ პეტროვას შეკითხვაზე: ასარჩევად რომ გქონდეთ საქმე, რომელი მათგანის ცხოვრებას აირჩევდით?

 

 

კრისტოფერ პრისტი - "პრესტიჟი"

წიგნის მიხედვით რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა 2006 წელს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი, გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი ასრულებენ.

რომანისგან განსხვავებით, წიგნში სიუჟეტი მოწოდებულია ფრაგმენტულად, ე.წ. "ფლეშბეკების" დახმარებით.

ორი ილუზიონისტის დაპირისპირების, მეტოქეობის, ფარული თუ აშკარა ბრძოლის ამბავია. ის, რაც გამოსდის ერთს, გამოსდის მეორესაც და მაინც, მათი წარმატება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ საიდუმლოს ეფუძნება. მაგრამ თითქმის ერთნაირია თითოეულის მიზნისკენ მიმავალი გზა _ საცალფეხო და ციცაბო, რისკით, ტყუილით, ეჭვიანობით გაჯერებული. ასეთი გზის დასასრული კი... ვინ არის ილუზიონისტი: ჯადოქარი, თუ უბრალოდ მსახიობი, რომელიც სასწაულმოქმედის როლს თამაშობს?

 

უილიამ სტაირონი - "სოფის არჩევანი"

პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერლის უილიამ სტაირონის ამ რომანში ეგზისტენციალური და რეალისტური ტენდენციები ერწყმის ერთმანეთს.

წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია რე­ჟი­სორ­მა ალან პა­კულ­მა 1982 წელს გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს - მე­რილ სტრი­პი ას­რუ­ლებს. სტრი­პი ნა­მუ­შე­ვარს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს ხდის. მერილ სტრიპმა აღნიშნული როლისთვის მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი ამ როლს, რე­ჟი­სორ ალან პა­კუ­ლას, თით­ქმის მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი სთხოვ­და.

რო­გო­რია ქალი _ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ტყვე _ რო­მე­ლიც აი­ძუ­ლეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი­დან ერთ-ერთი გა­ი­მე­ტოს სა­სიკ­ვდი­ლოდ? რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის პი­რის­პირ დგას და სი­ცო­ცხლეს ებღა­უ­ჭე­ბა? რო­გო­რია ქალი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის დამ­ღით, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში ორ საყ­ვა­რელ­თან ერ­თად მო­მა­ვა­ლი? და­ბო­ლოს, რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც მუ­დამ ირ­ჩევს ორი­დან ერთს... რო­გო­რი იქ­ნე­ბო­დით თქვენ მის ად­გი­ლას, რას აირ­ჩევ­დით?.

 

 

ნოდარ დუმბაძე - ლექსები

ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები გამოქვეყნებისთანავე შეიყვარეს პატარებმა, ეს დიდი ხნის წინ, 1950 წელს მოხდა.

 

მას შემდეგ მრავალი კრებული დაიბეჭდა, თაობები აღიზარდა სიყვარულით სავსე სტრიქონებზე.

ეს ახალი კრებული ყველასათვის საყვარელი მწერლის მზით გამთბარ ლექსებს აერთიანებს. მზე იყო მისი შემოქმედების უმთავრესი მეტაფორა, სიმბოლო და პერსონაჟიც კი…

 

 

ვასო გულეური - ნეტავ, მალე გავიზრდები?!

"ნეტავ, მალე გავიზრდები?!" თანამედროვე ქართველი ავტორის - ვასო გულეურის საბავშვო ლექსების ახალი კრებულია.


ამ წიგნში ბავშვები აღმოაჩენენ ლექსებს საკუთარ სახელებზე და არა მარტო, რომლებსაც ძალიან მალე შეიყვარებენ და ისწავლიან.


ვინი პუჰის თავგადასავლები

ვინი პუჰი ყველა ბავშვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. წიგნში პატარა გაეცნობა ოთხ ჯადოსნურ მოთხრობას, რომლებიც ყველა თაობისათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს გვიამბობს. წიგნის გვერდები გაფორმებულია ულამაზესი ილუსტრაციებით, რომლებიც ბავშვს თვალწინ დაუხატავს მოთხრობილ ამბებს.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი - ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ

ტექსტი, რომელსაც ეს წიგნი მოიცავს, 2012 წლის დეკემბერში, TEDxEuston-ზე, აფრიკისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის სიტყვით გამოსვლის მოდიფიცირებული ვერსიაა.

"TED-ის ფორმატით მოწყობილ კონფერენციებზე გამოსვლის გამოცდილება რამდენიმე წლით ადრე მივიღე, როცა ჩემს სიტყვაში „ერთი ამბის საფრთხე“ ვილაპარაკე, თუ როგორ შეიძლება სტერეოტიპებმა შემოსაზღვრონ და განსაზღვრონ ჩვენი  მოსაზრებები, განსაკუთრებით, აფრიკის შესახებ.  მეჩვენება, რომ სიტყვა „ფემინისტი“ და ფემინიზმის იდეაც კი სწორედ ასეთი სტერეოტიპებითაა შეზღუდული. როცა ჩემმა ძმამ ჩაკსმა და საუკეთესო მეგობარმა იკემ, რომლებიც TEDxEuston -ს უწევდნენ ორგანიზებას, კონფერენციაზე გამოსვლა მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი. გადავწყვიტე, ფემინიზმზე მელაპარაკა, რადგან ეს ის საკითხია, რომელზეც ბევრი მაქვს ნაფიქრი. ვვარაუდობდი, რომ  პოპულარული თემა არ ამირჩევია, მაგრამ იმედი მქონდა,  საჭირბოროტო დისკუსიას მაინც  წამოვიწყებდი. ასე დავდექი სცენაზე იმ საღამოს. თავს ისე  ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში – კეთილი და ყურადღებიანი აუდიტორია მყავდა, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ამ აუდიტორიას შეეძლო ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბოლოს კი,  როცა ფეხზე წამომდგარი ხალხი დავინახე და ოვაციები ჩამესმა, გულში იმედი ჩამესახა", - ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი.

 

ფიოდორ დოსტოევსკი - იდიოტი

ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებები 170-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 15 მილიონამდე აღწევს. მისი რომანი „იდიოტი“ ერთ-ერთი საუკეთესოა მის მრავალრიცხოვან ნაწარმოებთა შორის.

თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ამ კლასიკოსი მწერლის გამორჩეული რომანი, რომელშიც ადამიანის ტანჯვის ასახვა ჭეშმარიტი ჰუმანიზმითაა გამსჭვალული, მაშინ ეს ზაფხული აუცილებალად უნდა გამოიყენოთ.