15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

24 ივნისი, 2020 წ.

ზაფხულში საკითხავი ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისათვის

ზაფხულში საკითხავი ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისათვის

24 ივნისი, 2020 წ.

ახალი წიგნი ახალი თავგადასავალია. ზაფხულის ცხელ დღეებს კი კითხვა და თავგადასავლები ყველაზე მეტად უხდება. ზღვის სანაპიროზე, სოფელში დასვენებისას, მგზავრობისას თუ დამღლელი დღის ბოლოს, ჭიქა ცივ ყავასთან ერთად მხატვრული ლიტერატურა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

ზაფხულში თავისუფალი დრო მეტი გვაქვს. ახალი, საინტერესო გამოცემების სია კი ძალიან გრძელია. ქვემოთ მოცემული წიგნები არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ.

გთავაზობთ ზაფხულში საკითხავ ტოპ 10 წიგნს მხატვრული ლიტერატურიდან:

 

უილიამ სტაირონი - "სოფის არჩევანი"

პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერლის უილიამ სტაირონის ამ რომანში ეგზისტენციალური და რეალისტური ტენდენციები ერწყმის ერთმანეთს.

წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია რე­ჟი­სორ­მა ალან პა­კულ­მა 1982 წელს გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს - მე­რილ სტრი­პი ას­რუ­ლებს. სტრი­პი ნა­მუ­შე­ვარს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს ხდის. მერილ სტრიპმა აღნიშნული როლისთვის მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი ამ როლს, რე­ჟი­სორ ალან პა­კუ­ლას, თით­ქმის მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი სთხოვ­და.

რო­გო­რია ქალი _ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ტყვე _ რო­მე­ლიც აი­ძუ­ლეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი­დან ერთ-ერთი გა­ი­მე­ტოს სა­სიკ­ვდი­ლოდ? რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის პი­რის­პირ დგას და სი­ცო­ცხლეს ებღა­უ­ჭე­ბა? რო­გო­რია ქალი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის დამ­ღით, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში ორ საყ­ვა­რელ­თან ერ­თად მო­მა­ვა­ლი? და­ბო­ლოს, რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც მუ­დამ ირ­ჩევს ორი­დან ერთს... რო­გო­რი იქ­ნე­ბო­დით თქვენ მის ად­გი­ლას, რას აირ­ჩევ­დით?.

 

კრისტოფერ პრისტი - "პრესტიჟი"

წიგნის მიხედვით რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა 2006 წელს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი, გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი ასრულებენ.

რომანისგან განსხვავებით, წიგნში სიუჟეტი მოწოდებულია ფრაგმენტულად, ე.წ. "ფლეშბეკების" დახმარებით.

ორი ილუზიონისტის დაპირისპირების, მეტოქეობის, ფარული თუ აშკარა ბრძოლის ამბავია. ის, რაც გამოსდის ერთს, გამოსდის მეორესაც და მაინც, მათი წარმატება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ საიდუმლოს ეფუძნება. მაგრამ თითქმის ერთნაირია თითოეულის მიზნისკენ მიმავალი გზა _ საცალფეხო და ციცაბო, რისკით, ტყუილით, ეჭვიანობით გაჯერებული. ასეთი გზის დასასრული კი... ვინ არის ილუზიონისტი: ჯადოქარი, თუ უბრალოდ მსახიობი, რომელიც სასწაულმოქმედის როლს თამაშობს?

 

 

ჯერომ სელინჯერი - "ფრენი და ზუი"

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ოს­ტა­ტი, უმე­ტე­სად ბავ­შვი და მო­ზარ­დი გმი­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მწვა­ვედ გა­ნიც­დი­ან კონ­ფლიქ­ტებს და შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა ტრა­გიზ­მი, გა­უ­ცხო­ე­ბა, მარ­ტო­ო­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, დეპ­რე­სია, პრო­ტეს­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი სი­ყალ­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბი­სად­მი – ეს მე–20 სა­უ­კუ­ნის ერთ–ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რი ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი და მისი შე­მოქ­მე­დე­ბაა.

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი მას ძი­რი­თა­დად რო­მა­ნით „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ იც­ნობს, თუმ­ცა ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლია მისი მო­თხრო­ბე­ბიც - „9 მო­თხრო­ბა“ და "ჭერი ას­წი­ეთ, დურ­გლე­ბო და სი­მო­რი, შე­სა­ვა­ლი“; "ფრე­ნი და ზუი".

”ფრე­ნი და ზუი” გლა­სე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ შექ­მნი­ლი მო­თხრო­ბე­ბის ციკ­ლის ნა­წი­ლია. წიგ­ნი 1961 წელს გა­მო­ი­ცა და ორ მოზ­რდილ მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს. ფრე­ნი და ზუი (და-ძმა).


ნოელ სტრიტფილდი - საბალეტო ფეხსაცმელები

გინახავთ ფილმი ”თქვენთვის წერილია“? მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ქეთლინ კელის საყვარელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწორედ ის წიგნია!

პაულინი, პეტროვა და პოსი დები არიან, თუმცა მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ბიძია მეთიუმ სამივე განამარხი ნიმუშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეაგროვა და დისშვილის შვილს, სილვიას, საჩუქრად ჩამოუყვანა.

გვარი ”ფოსილი“ გოგონებმა თავად აირჩიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სანიმუშო ცხოვრებით ის ისტორიის წიგნებში შეეტანათ. ამისთვის კი განსხვავებული გზები აირჩიეს.

წაიკითხეთ ეს საოცარი წიგნი და იფიქრეთ პეტროვას შეკითხვაზე: ასარჩევად რომ გქონდეთ საქმე, რომელი მათგანის ცხოვრებას აირჩევდით?

 

 

 

ოდრი ნიფენეგერი - "დროში მოგზაურის ცოლი"

ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი 2003 წელს გა­მო­ვი­და. ავ­ტორ­მა ძლი­ე­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­ნი­ცა­და, რო­დე­საც წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. სწო­რედ ეს იყო ჰენ­რი­სა და კლე­რის ის­ტო­რი­ის მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი. რო­მა­ნი, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ფიქ­ცი­ი­სა და რო­მან­ტიზ­მის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ზა­ვია, და­გა­ფიქ­რებთ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სიყ­ვა­რუ­ლი, და­კარ­გვა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება.

გამოცემიდან, მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, წიგნის 2,5 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლი­ა­რი გა­ი­ყი­და და არა­ერ­თი ჯილ­დოც, მათ შო­რის, Exclusive Books Boeke Prize და British Book Award მი­ი­ღო.

2009 წელს გა­მო­ვი­და წიგ­ნის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით. ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რის ამ სა­ინ­ტე­რე­სო ბესტსე­ლე­რის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა ბრედ პი­ტი­სა და ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის კი­ნო­კომ­პა­ნი­ამ Plan B Entertainment–მა 2003 წელს იყი­და, როცა რო­მა­ნი მწე­რალს არც ჰქონ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი. რე­ჟი­სორ რო­ბერტ შვენ­ტკეს ფილ­მი კი ეკ­რა­ნებ­ზე 6 წლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა. მას­ზე შემ­ქმნე­ლე­ბი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. 2010 წელს ფილ­მი რამ­დე­ნი­მე ჯილ­დოს მფლო­ბე­ლიც გახ­და. კი­ნო­ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ში მთა­ვარ რო­ლებს ერიკ ბანა და რე­ი­ჩელ მა­კა­დამ­სი ას­რუ­ლე­ბენ.

 

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - "ნაზია ღამე"

ინგლისელი კლასიკო მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „ნა­ზია ღამე“ მო­ი­ცავს ხუ­თწ­ლი­ან პე­რი­ოდს და მოგ­ვი­თხრობს ამე­რი­კელ­თა ერთ ჯგუფ­ზე, იმ­ხა­ნად ევ­რო­პა­ში რომ ცხოვ­რობ­დნენ. ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლი ექი­მი დიკ და­ი­ვე­რი ოც­ნე­ბობს მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში წარ­მა­ტე­ბა­ზე. ჩი­კა­გო­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის ქა­ლიშ­ვილ­ზე ნი­კოლ­ზე ქორ­წი­ნე­ბა კი მის სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რას წერ­ტილს და­უს­ვამს. დი­კის გვერ­დით ათ წე­ლი­წადს ყოფ­ნით ნი­კო­ლი იკურ­ნე­ბა.

რო­მა­ნის მოქ­მე­დე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში ვი­თარ­დე­ბა. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ამე­რი­კა ჯა­ზის ეპო­ქას მო­უ­ცავს; როცა ამე­რი­კელ ახალ­გაზ­რდა­თა ერთი ნა­წი­ლი ევ­რო­პა­ში ეძებს შვე­ბას. ახა­ლი, თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­ე­ბა­ში კი მთა­ვარს – ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს – ივი­წყე­ბენ.

 

 

აკა მორჩილაძე - ტავერნა "ათი სექტემბერი"; ქალაქის მელიები

შე­უძ­ლე­ბე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გიყ­ვარ­დეს და არ იც­ნობ­დე აკა მორ­ჩი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ო­ბის მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლია.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­და­წყვი­ტა, „ტა­ვერ­ნა „ათი სექ­ტემ­ბე­რი“ და „ქა­ლა­ქის მე­ლი­ე­ბი“ „იკი­თხე ქარ­თუ­ლის“ სე­რი­ა­ში გა­მო­ე­ცა. ეს ორი მო­თხრო­ბა ოცი­ო­დე წლის წინ და­ი­წე­რა და პირ­ვე­ლად 2012 წელს გა­მო­ი­ცა. სულ ახ­ლა­ხან კი წიგ­ნი მე­ო­რედ გა­მო­ვი­და და უკვე იყი­დე­ბა ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში. მისი ყდის დი­ზა­ი­ნი სე­რი­ის მთა­ვარ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ხაზს მიჰ­ყვე­ბა და ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქსო­ვი­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

„აკა ხომ მო­ყო­ლის კა­ცია, მო­ყო­ლის მწე­რა­ლი, სულ ყვე­ბა, მა­გას­თან ლან­დე­ბიც კი ისე­თე­ბი არი­ან, რომ ხელი შე­ევ­ლე­ბათ, ისე­თე­ბი არი­ან, წყა­ლი შე­ას­ხა, ნამს მო­ი­კი­დე­ბენ“, - ზაალ ჩხეიძე, ლიტერატორი.

 

 

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - "მე არ ვარ ნეონი"

"მე არ ვარ ნეონი" - 2019 წლის ბესტსელერის  "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის" ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე რომანია.

თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა იცხოვ­რო ისე, რომ ქვეყ­ნად არა­ვის უყ­ვარ­დე, მა­შინ ეს წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხო. წიგნ­ში არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც იშ­ვი­ა­თად ჰყვე­ბი­ან, არის გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ მთხრო­ბე­ლი, და კი­დევ არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­გო­ნილს ჰგავს.

„ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლია და ჩემ­თვის, ავ­ტო­რის­თვი­საც, იმ­დე­ნად სუ­ლის შემ­ძვრე­ლი იყო მისი მოს­მე­ნა, რომ მა­შინ­ვე გა­დავ­წვი­ტე წიგ­ნად მექ­ცია და მი­მე­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­შიც რა­ღაც დო­ზით მა­ინც არ­სე­ბობს ნე­ო­ნი,“ – გვიყ­ვე­ბა ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.

„სამ­ყა­რო­სა­ვით ძველ და მა­რა­დი­ულ თე­მას, სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის ჭი­დილს ეძღვნე­ბა ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რის _ ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის ეს რო­მა­ნი", - ლია თოფურია, რედაქტორი.

 

თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული

 

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებული.

„მოპარული სიყვარული“ - ესაა რომანი მეგობრობაზე, სიყვარულსა და ზოგადად, ურთიერთობებზე.

ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.


ელის დოჯსონი - "ამ მთისა და იმ ბარისა"

"ამ მთისა და იმ ბარისა" ლიტ. კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის" გამარჯვებულის მესამე რომანია.

„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს სხვა თვალით დაანახვებს, თუნდაც, მის „ტოქსიკურ“ ურთიერთობებსა და საკუთარ თავს“, - ელის დოჯსონი.

სიყვარულში იმედგაცრუებული ახალგაზრდა ქალი დიდ ტკივილსა და დიდი ქალაქის აურზაურს მთაში გაურბის, სადაც უჩვეულო სიწყნარეს, სილამაზეს და მიტოვებული სოფლის ლანდებს აფარებს თავს. სწორედ აქ, მითებისა და ლეგენდების საუფლოში, მისტიკისა და რეალობის, წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე, აღათოს ამბებში პოულობს შვებას, საკუთარ თავს და დიდ სიყვარულს...

წიგნში ავტორი ხევსურულ დიალექტს იყენებს, ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა.

„ელის დოჯსონის ამ ნაწარმოებმა ჩემს ხელში გაიარა და შესანიშნავი წიგნია. ავტორის წერის მანერა და აზროვნება აბსოლუტურად განსხვავებულია, ორიგინალურია, არ არის მასობრივი და ჩვეულებრივი, ყოველდღიური. ჩვენ ძალიან კარგ ნაწარმოებთან გველის შეხვედრა, წიგნთან, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და ახლებურად, სხვანაირად ჩაგვახედებს“, - ამირან არაბული.