15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

19 ივნისი, 2020 წ.

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის

19 ივნისი, 2020 წ.

ზაფხული დასვენების, გართობისა და ახალ ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობის დროა.

გთავაზობთ ტოპ 5 თინეიჯერულ წიგნს, რომლითაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ და ზაფხულის დღეებს კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნებთ:


გეილ ფორმანი - „მხოლოდ ერთი დღე“

ამერიკელი მწერალი, გეილ ფორმანი, ძირითადად, ახალგაზრდებისთვის წერს.

მისი წიგნის „თუ დავრჩები“ მიხედვით, რომელსაც ქართულენოვანი მკითხველიც იცნობს, ჯეი კატლერმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ქლოუი გრეის მარეთსი და ჯეიმი ბლეკლი თამაშობენ.

ქართველი მკითხველი კარგად იცნობს ამ რომანის გაგრძელებასაც - „სად წავიდა“.

ახლახან კი ქართულ ენაზე ავტორის ახალი რომანი გამოიცა.

ელისონ ჰილის ცხოვრება მისსავე ჩემოდანს ჰგავს - მოწესრიგებულს, დალაგებულს და დაგეგმილს. შემდეგ კი, როდესაც უეცრად, სკოლის დამთავრების აღსანიშნავი სამკვირიანი ევროპული ტურის ბოლო დღეს, უილემს გაიცნობს - თავისუფალ სულსა და მოხეტიალე მსახიობს, ყველაფერი თავდაყირა დგება.

უილემი ელისონისგან სრულიად განსხვავდება. იგი გოგონას სთავაზობს ყველა საქმე გვერდზე გადადოს და მასთან ერთად პარიზში გაემგზავროს. ელისონიც თანხმდება.

ამ უჩვეულო გადაწყვეტილებას რისკიანი, რომანტიკული, თავისუფლებითა და ინტიმით დატვირთული დღე მოსდევს: 24 საათი, რომელიც ელისონის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის.


რეიჩელ ლიპინკოტი - „ორი ნაბიჯი შენამდე“

GoodReads Choice Awards 2019-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგნი. ამავე წელს გამოვიდა ნაწარმოების მიხედვით გადაღებული მელოდრამაც.

ნა­წარ­მო­ე­ბი სტე­ლა გრან­ტის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი­თაა შე­პყრო­ბი­ლი. ამ­ჟა­მად, სტე­ლას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა, რომ არ მი­უ­ახ­ლოვ­დეს არა­ფერს, რა­მაც, შე­იძ­ლე­ბა, მის­თვის ფილ­ტვე­ბის გა­და­ნერგვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას.

ერ­თა­დერ­თი რამ კი, რაც უილ ნი­უ­მენს უნდა, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გაღ­წე­ვაა. სუ­ლაც არ აღელ­ვებს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და ახა­ლი, სა­ო­ცა­რი წამ­ლის გა­მოც­და. მალე 18 წლის გახ­დე­ბა, მო­იხ­სნის ყვე­ლა აპა­რატს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მიღ­მა, რე­ა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რებს მსოფ­ლი­ოს...


სარა ჯ. მაასი - „ეკლებისა და ვარდების სამეფო“

სარა ჯ. მაასის ტრილოგიის პირველი ნაწილი. ფენტეზისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებმა ეს წიგნი არ უნდა გამოტოვონ. წიგნის ორიგინალური ყდის შიგნით მკითხველს დაძაბული, რომანტიკული და დამაინტრიგებელი სამყარო ელის.

ოდეს­ღაც დი­დე­ბუ­ლი ოჯა­ხი, გა­ღა­ტა­კე­ბის შემ­დეგ, ციხე-დარ­ბა­ზი­დან პა­ტა­რა კო­ტე­ჯში გა­და­სახ­ლდე­ბა. სამი დი­დან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, ცხრა­მე­ტი წლის ფერა იძუ­ლე­ბუ­ლია, შიმ­ში­ლით რომ არ და­ი­ხო­ცონ, ძა­ლი­ან სა­შიშ ტყე­ში ინა­დი­როს ხოლ­მე. ერთ დღეს, ფერა ტყე­ში მგელს მოკ­ლავს. იმა­ვე სა­ღა­მოს, მას შინ მხე­ცის­მაგ­ვა­რი არ­სე­ბა შუ­რი­სა­ძი­ებ­ლად მი­ად­გე­ბა. მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მა­გი­ით მო­ცულ მხა­რეს ფერა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ლე­გენ­დე­ბი­დან იც­ნობს და მალე აღ­მო­ა­ჩენს, რომ მისი და­მა­ტყვე­ვე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი კი არა, ტემ­ლი­ნია - სა­ში­ში, უკ­ვდა­ვი ფეა.


მარკუს ზუზაკი - „წიგნის ქურდი“

„წიგ­ნის ქურ­დი“ ავ­სტრა­ლი­ე­ლი ავ­ტო­რის, მარ­კუს ზუ­ზა­კის რო­მა­ნია, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მი­დან ძა­ლი­ან მალე მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხვე­ლის გული და­ი­პყრო და მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რად იქცა, 2013 წელს 20th Century Fox-მა მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ზარ­და მისი პო­პუ­ლა­რო­ბა.

წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე 2015 წელს ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი­სა და პრო­ექტ „ლი­ბერ­თინ­სის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ი­ცა. მას შემ­დეგ გა­მო­ცე­მის ტი­რა­ჟი მკი­თხველ­თა მო­თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნახ­ლდა.

ეს არის ამ­ბა­ვი ლი­ზელ­სა და მის მე­ზობ­ლებ­ზე. ეს ჰი­მელ-სტრი­ტის და­ბომბვის ის­ტო­რი­აა. 1939 წელი, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია. ქვე­ყა­ნა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლია. სიკ­ვდი­ლი ასე­თი მო­უც­ლე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ცხრა წლის ლი­ზე­ლი დე­დო­ბილ-მა­მო­ბილ­თან ერ­თად ჰი­მელ-სტრიტ­ზე ცხოვ­რობს, მისი მშობ­ლე­ბი სა­კონ­ცენ­ტა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს. გო­გო­ნა წიგ­ნებს იპა­რავს, კი­თხუ­ლობს და ბო­ლოს თვი­თონ იწყებს წე­რას.

რო­მან­ში ბევ­რი რამ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია.


რუტა სეპეტისი - „რუხ ჩრდილებს შორის“

ამერიკელი მწერლის რუტა სეპეტისის წიგნის მთავარი გმირი ლიტველი გოგონაა. ლინა ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და...სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამიანების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში.