15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

04 ივნისი, 2020 წ.

მოემზადე სკოლისთვის - როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და შევაჩვიოთ მეცადინეობას

მოემზადე სკოლისთვის - როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და შევაჩვიოთ მეცადინეობას

04 ივნისი, 2020 წ.

თამაშით სწავლა - ეს ის მიდგომაა, რომელსაც მსოფლიო აღიარებს. მიჩნეულია, რომ ბავშვი ყველაზე კარგად თამაშის დროს ვითარდება, უჩნდება და უვითარდება ახალი უნარ-ჩვევები, იღებს ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება და მისი ხასიათის განმსაზღვრელიც გახდება.

თამაშს გადამწყვეტი როლი აქვს პიროვნების სრულფასოვან ჩამოყალიბებაში. მოზარდი თამაშით იძენს არამხოლოდ მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს, თამაშზეა დამოკიდებული მისი გონებრივი, ფიზიკური და ემოციური განვითარება.

განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია სასწავლო პრეცესში თამაშიც ჩართეს. რადგან კვლევებმა არაერთხელ დაადასტურა, რომ თამაში ბავშვისთვის სწავლის ყველაზე კარგი საშუალებაა. საქართველოში

ეს მიდგომა ნელ-ნელა ვითარდება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის გამომცემლობებსაც, რომლებიც ამზადებენ არაერთ სპეციალურ წიგნს თუ კრებულს და ბავშვებს თამაშით სწავლაში ეხმარებიან. ქართულ ბაზარზე გამორჩეულია პალიტრა L-ის სერია „მოემზადე სკოლისთვის“, რომლის ფარგლებში გამოცემული წიგნებიც ბავშვს ეხმარება ყველა იმ აუცილებელი უნარის განივითარებაში, რომელიც მას სკოლის დასაწყებად ან სკოლაში კარგად სწავლისთვის სჭირდება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი წიგნები განსაკუთრებით აქტუალურია სკოლის დაწყებამდე პერიოდში, რადგან ბავშვები მეტ-ნაკლებად ეჩვევიან სწავლას, ვარჯიშს, წესრიგს. შემდეგ კი სკოლაში მეცადინეობა აღარ უჭირთ. აღნიშნული წიგნები მათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება, მაგალითად, იმაში, რომ წაიკითხონ ინსტრუქცია და გაიგონ, რა მოეთხოვებათ, ან მოემზადონ ციფრებისა და ასოების გამოსაწერად, მიეჩვიონ ელემენტარულ მიმატება-გამოკლებას. უფრო პატარებს კი მოტორიკის განვითარებაში ეხმარება. ყოველდღიურად მსგავსი დავალებების შესრულების შემდეგ ბავშვები სკოლაში სწავლას, დავალებების შესრულებას მიეჩვევიან და რეჟიმში ყოფნა აღარ გაუჭრდებათ, სწავლის პროცესი კი სახალისო და მარტივი იქნება.

 

სუპერჭკვიანის წიგნები - სხარტად რომ ვიაზროვნოთ;

სუპერჭკვიანის წიგნები - გავივარჯიშოთ მეხსიერება;

სუპერჭკვიანის წიგნები - ვემზადებით წერისთვის;

სუპერჭკვიანის წიგნები - ქართული ანბანი და პირველი სიტყვები;

სუპერჭკვიანის წიგნები - ვკითხულობთ დამარცვლით;

სუპერჭკვიანის წიგნები - ვავარჯიშებთ ყურადღებას.