15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

04 ივნისი, 2020 წ.

ქართველი ავტორების ტოპ 5 წიგნი სიყვარულზე

ქართველი ავტორების ტოპ 5 წიგნი სიყვარულზე

04 ივნისი, 2020 წ.

ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილებისათვის მხატვრული ლიტერატურა ნამდვილი შვებაა. კარგი წიგნი თავგადასავალია, ახალი შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების ნამდვილი საბადო. საინტერესო სიუჟეტით, რომელიც რეალობას მოგწყვეტთ და რომანის გმირებთან ერთად გამოგზაურებთ, თქვენს გონებას ნამდვილად კარგ დასვენებას მოუწყობთ.

გთავაზობთ ქართველი ავტორების 5 წიგნს სიყვარულზე:

ნათია ჯაგოდნიშვილი - „ცდუნება“

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული.

„ცდუნება“ გამოცემიდან მალევე გახდა ქართველი მკითხველისათვის საყვარელი წიგნი. მის მთავარ გმირებს ე.წ. „ფანებიც“ კი გამოუჩნდა. წიგნმა მოწონება, ძირითადად, თინეიჯერებში დაიმსახურა, თუმცა ავტორის მიერ ოსტატურად მოთხრობილი სიყვარულის ისტორია არცერთი ასაკის მკითხველს არ დატოვებს გულგრილს. ესაა ემოციებით სავსე რომანი, რომლის კითხვისას, პერსონაჟებთან ერთად განიცდი, გტკივა და გიხარია.

ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის _ საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას...

 

თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული“

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებული.

„მოპარული სიყვარული“ - ესაა რომანი მეგობრობაზე, სიყვარულსა და ზოგადად, ურთიერთობებზე.

ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

 

გვანცა გუბელაძე - „შულამელი გოგონები“

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული.

უცხო და შორეულ ქვეყანაში წარმატებასაც მიაღწია და პირადი ბედნიერებაც იპოვა ლილემ, მაგრამ, ცოტა ხნით შინ დაბრუნებული, ძველ სიყვარულს შეხვდა. და აღმოჩნდა, რომ მაშინ არაფერიც არ დამთავრებულა... უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა - აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა...

„ავტორი ცდილობს, ორი სხვადასხვა სამყარო კომპოზიციურად დააკავშიროს ერთმანეთთან, ისტორიის წიაღში საკუთარი ალტერეგო მოძებნოს, ორი სხვადასხვა ამბავი ერთ ამბად აქციოს. სწორედ ამ ეტაპზე კარგად ჩანს ავტორის გემოვნება და განათლება." - დიანა ანფიმიადი, მწერალი.

„ავ­ტო­რი მოგ­ვი­თხრობს სხვა­დას­ხვა ქალ­ზე, მოგ­ვი­თხრობს თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე, სხვებ­ზე და ამა­ვე დროს, ეს არის მისი გო­ნებ­რი­ვი და ემო­ცი­უ­რი ჭრი­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი. რო­მან­ში სამი სხვა­დას­ხვა ქა­ლია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სიღ­რმი­დან იმა­თი ხმა უერ­თდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ლეს ხმას და იქ­მნე­ბა ერ­თგვა­რი სა­მა­ია, კომ­პო­ზი­ცი­უ­რად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, დრა­მა­ტურ­გი­უ­ლა­დაც, პირ­ვე­ლი წიგ­ნის­თვის არის ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი,“ - თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, მწერალი.

„დინამიკურ ეპიზოდებს ცვლის დამაჯერებელი ფსიქოლოგიური წიაღსვლები, ერთი ეპოქის ამბიდან მეორე თუ მესამე ეპოქის ამბავზე გადასვლა ხდება არა ხისტად, არამედ ბუნებრივად, რბილად, რაც განაპირობებს იმას რომ ნაწარმოებიც იკითხება რბილად, ძალდაუტანებლად, კომფორტულად." - თამრი ფხაკაძე, მწერალი.

 

თამარ გოდერიძე - „ყვავილები სახლთან ახლოს“

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებული.

„თურმე მაშინ მოდის სიმშვიდე, როცა სხვებთან კი არა, საკუთარ თავთან აღარ გჭირდება არაფრის მტკიცება.“

ახალგაზრდა ქალის, მარტოსული კესანეს ცხოვრებაში დგება მომენტი, რაც მის ბავშვობასთან, მის დიდ და ერთადერთ სიყვარულთან კვლავ შეხვედრას განაპირობებს. და აქედან იწყება ახალი ეტაპი, ახალი გზა სრულიად სხვა ქვეყნისკენ, სხვა ცხოვრებისკენ. კესანეს და რონეს საფრანგეთში დიდი წარმატებები ელოდებათ, დიდი სიყვარული და დრამატული მოვლენები...

„ავტორს თხრობის განსხვავებული სტილი, დამახასიათებელი მანერა აქვს; მისეული პოეზია და პროზა ჰარმონიულად ემსახურება სათქმელს,“ - ლია თოფურია, რედაქტორი.

 

ელის დოჯსონი - „რაფლეზია“

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული.

მ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დიდი და ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლია რაფ­ლე­ზია, მაგ­რამ მისი სი­ლა­მა­ზით დატ­კბო­ბა შო­რი­დან ჯობს, რად­გან შხა­მი­ა­ნია. რაფ­ლე­ზია პა­რა­ზი­ტია, სხვა მცე­ნა­რე­ე­ბის ხარ­ჯზე ხა­რობს და... გვა­მის სუნი ას­დის... ოცწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლი გაქ­რა. ოდეს­ღაც სა­სურ­ვე­ლი ქა­ლის თი­თო­ე­უ­ლი ჟეს­ტიც კი აღი­ზი­ა­ნებს, ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა აუ­ტა­ნელ რუ­ტი­ნად ექცა და მიხ­ვდა, რომ არი­ან სი­ა­მის ტყუ­პი­ვით, თით­ქოს ერთი მოკ­ვდა და მე­ო­რე ზი­დავს ამ მძორს... სწო­რედ ამ დროს სულ­ზე მო­უს­წრო მივ­ლი­ნე­ბამ მა­რო­კო­ში, სა­დაც თურ­მე სიყ­ვა­რუ­ლი ელო­და, მა­რა­ქე­შის მზის სხი­ვე­ბი­ვით მწვე­ლი და თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი სიყ­ვა­რუ­ლი. ან­და­მა­ტი­ვით მიმ­ზიდ­ვე­ლია ანა­ლი­ზა, მზე­ზე მო­ხა­ლუ­ლი კა­ნით, ლურჯთ­ვა­ლა და ცე­ცხლო­ვა­ნი... მის გვერ­დით ხე­ლახ­ლა და­ი­ბა­და და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა - ანა­ლი­ზას ვე­ღა­რა­ფე­რი და­ა­შო­რებს! მაგ­რამ... რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს რწმე­ნამ, რო­მე­ლიც, წე­სით, სიყ­ვა­რულ­სა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბას უნდა ქა­და­გებ­დეს, და რა შუ­ა­შია რაფ­ლე­ზია - თვალ­წარმ­ტა­ცი ყვა­ვი­ლი, რო­მელ­საც გვა­მის სუნი ას­დის... წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლი სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვია პა­სუ­ხი ამ კი­თხვებ­ზე.