15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

28 მაისი, 2020 წ.

და მა­ინც საით მიფ­რი­ნა­ვენ ხოლ­მე იხ­ვე­ბი, როცა ტბა იყი­ნე­ბა?

და მა­ინც საით მიფ­რი­ნა­ვენ ხოლ­მე იხ­ვე­ბი, როცა ტბა იყი­ნე­ბა?

28 მაისი, 2020 წ.

ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ მსოფ­ლიო კლა­სი­კაა, რო­მე­ლიც არა­ერთ ენა­ზე ითარ­გმნა და მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. რო­მა­ნი 1951 წელს გა­მო­ი­ცა და მა­შინ­ვე დიდი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. თუმ­ცა კრი­ტი­კას გა­უძ­ლო და ის დღემ­დე, ახალ­გაზ­რდე­ბის ერთ-ერთი რჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია.

გა­მო­ცე­მი­დან რამ­დე­ნი­მე წელ­ში, 1960-იან წლებ­ში „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ ქარ­თულ ენა­ზეც ითარ­გმნა. რო­მა­ნი ქარ­თუ­ლად ცნო­ბილ­მა მთარ­გმნელ­მა, ვახ­ტანგ ჭე­ლი­ძემ თარ­გმნა. სე­ლინ­ჯე­რის რო­მა­ნი ქარ­თუ­ლად მე­ო­რე­დაც ითარ­გმნა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­თა­უ­რით - „კლდის პირ­ზე, ჭვა­ვის ყა­ნა­ში“. თუმ­ცა მკი­თხველ­ში არ­სე­ბობ­და გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ნოს­ტალ­გი­ე­ბი პირ­ვე­ლი თარ­გმა­ნის მი­მართ და სწო­რედ ამი­ტომ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ ვახ­ტანგ ჭე­ლი­ძის თარ­გმა­ნი ხე­ლახ­ლა და­ბეჭ­და და ახა­ლი გა­მო­ცე­მა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზეც გა­მოჩ­ნდე­ბა.


თამრიკო ჯორბენაძე-ს ფოტო.


რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს 16 წლის ჰოლ­დენ კოლ­ფილ­დზე, რო­მე­ლიც სას­წავ­ლებ­ლი­დან გა­რი­ცხეს და სახ­ლში ბრუნ­დე­ბა. რო­მა­ნი პირ­ველ პირ­შია მო­თხრო­ბი­ლი და ნათ­ლა­დაა წარ­მო­ჩი­ნე­ბუ­ლი ჰოლ­დე­ნის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გარ­შე­მო მხო­ლოდ სი­ყალ­ბეს ხე­დავს. თა­ვი­სი პა­ტა­რა დის გარ­და არა­ვინ მოს­წონს და უყ­ვარს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლის მი­მარ­თაც ჰოლ­დენს მცი­რე­დი ნდო­ბა უჩ­ნდე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას აუ­ცი­ლებ­ლად უც­რუ­ე­ბენ იმედს. იგი სევ­დით უყუ­რებს ბავ­შვებს და ფიქ­რობს, რომ მათ ჯერ კი­დევ არა­ფე­რი იცი­ან იმ საფრ­თხე­ზე, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ემუქ­რე­ბათ.


თამრიკო ჯორბენაძე-ს ფოტო.

ჰოლ­დე­ნი თვლის, რომ ის უკვე გა­და­ი­ჩე­ხა იმ უფსკრუ­ლი­დან, რო­მე­ლიც ჭვა­ვის ყა­ნა­ში იყო ჩა­მა­ლუ­ლი. მაგ­რამ მას სურს, რომ სხვე­ბი მა­ინც გა­და­არ­ჩი­ნოს. იდ­გეს უფსკრუ­ლის პი­რას და უყუ­როს ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის­თვის თა­მა­შო­ბენ, ხოლო როცა მათ გა­და­ვარ­დნის საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბათ, გა­და­არ­ჩი­ნოს ისი­ნი. სწო­რედ ჰოლ­დე­ნის ამ მო­ნო­ლო­გი­დან წარ­მოს­დგე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­უ­რიც.

„თვალ­წინ მიდ­გას, რო­გორ თა­მა­შო­ბენ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი დიდ ველ­ზე, ჭვა­ვის ყა­ნა­ში. ათა­სო­ბით ბავ­შვია და თან არა­ვინ ახ­ლავთ– ესე იგი, დიდი არა­ვინ ახ­ლავთ– ჩემს მეტი. მე კიდე სა­ში­ნე­ლი ცი­ცა­ბო კლდის პი­რას ვდგა­ვარ, და რას ვა­კე­თებ – ბავ­შვებს ვი­ჭერ, რომ უფსკრულ­ში არ გა­და­ი­ჩე­ხონ. თუ გა­მორ­ბის და წინ არ იყუ­რე­ბა, არც იცის, რომ უფსკრულს უახ­ლოვ­დე­ბა, უცებ გა­მოვ­ვარ­დე­ბი და ხელს ვტა­ცებ. მთე­ლი დღე მეტს არა­ფერს ვა­კე­თებ – ბავ­შვებს ვი­ჭერ ჭვა­ვის ყა­ნა­ში. ვიცი, რომ სი­გი­ჟეა, მაგ­რამ ეს მინ­და, სხვა არა­ფე­რი.”- სწო­რედ ასე ფიქ­რობს ჰოლ­დე­ნი.


JD Salinger - obituary

ის ამ­ბობს: „უფრო ისეთ წიგ­ნებ­ზე ვგიჟ­დე­ბი, კი­თხვას რომ და­ამ­თავ­რებ და ინატ­რებ – ნეტა ამის დამ­წე­რი და მე კაი ძმა­კა­ცე­ბი ვი­ყო­თო, და ტე­ლე­ფო­ნი­თაც რომ და­უ­რე­კავ, როცა მო­გინ­დე­ბა. ეს კი იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.“ - ამ წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ კი მკი­თხველს ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის ახ­ლოს გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი მარ­თლაც უჩ­ნდე­ბა.

და მა­ინც საით მიფ­რი­ნა­ვენ ხოლ­მე იხ­ვე­ბი, როცა ტბა იყი­ნე­ბა?