15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

25 მაისი, 2020 წ.

ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული - რუკა, რომელიც საქართველოს აერთიანებს

ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული - რუკა, რომელიც საქართველოს აერთიანებს

25 მაისი, 2020 წ.
გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში - სწო­რედ ეს არის ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის, „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის“ მთა­ვა­რი იდეა. ეს არ არის რუკა, მისი სტან­დარ­ტუ­ლი გა­გე­ბით, რო­მე­ლიც წიგ­ნის თა­რო­ზე და­ი­კა­ვებს ად­გილს. მას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა და კონ­ცეფ­ცია აქვს. „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუკა“ არის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ნი რუკა, რო­მე­ლიც თა­ვად უნდა აა­წყოთ, კე­დელ­ზე მი­ა­მაგ­როთ ან მა­გი­და­ზე მო­ა­თავ­სოთ. ის არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რუ­კის ანა­ლო­გი, თუმ­ცა მისი თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე პაზ­ლია. პაზ­ლებ­ზე კი და­ტა­ნი­ლია ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი, ქა­ლა­ქი, დაბა, სოფ­ლე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მე­ტად და­ფა­სე­ბას და შეყ­ვა­რე­ბას ისა­ხავს მი­ზა­ნად. სა­ქარ­თვე­ლოს თე­მა­ტი­კის გარ­შე­მო ოჯა­ხე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ერ­თად აა­წყო­ბენ, გა­ა­ერ­თი­ა­ნე­ბენ ქვე­ყა­ნას.

სა­ერ­თო ჯამ­ში რუკა 12 პაზ­ლი­სა და 192 ტრა­დი­ცი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ში­ნა­არ­სის რუ­კა­ზე და­სა­მაგ­რე­ბე­ლი ფი­გუ­რის­გან შედ­გე­ბა.

ერთ პაზლს 16 სიმ­ბო­ლო მოჰ­ყვე­ბა. 11 ძი­რი­თა­დი და 5 პი­რო­ბი­თი. მა­გა­ლი­თად, შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნის პაზლს ატე­ნის სი­ო­ნის, უფ­ლის­ცი­ხის, ყინ­წვი­სის ან­გე­ლო­ზი­სა თუ გო­რის ცი­ხის მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ფი­გუ­რე­ბით გა­ა­ცო­ცხლებთ. იქვე ნა­ხავთ 5 ზო­გად ფი­გუ­რას, მაგ,. „დედა ენას“, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­თავ­სოთ რო­გორც შიდა ქარ­თლის პაზლზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში მი­უ­ჩი­ნოთ ად­გი­ლი, რად­გან ეს წიგ­ნი ზო­გად­ქარ­თუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბაა.

პაზლს თან ახ­ლავს ბრო­შუ­რაც, სა­დაც წა­ი­კი­თხავთ კონ­კრე­ტუ­ლი მხა­რის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას და იმ ძეგ­ლე­ბის ის­ტო­რი­ას, რომ­ლე­ბიც რუ­კა­ზე უნდა გა­ნა­ლა­გოთ. სა­ერ­თო ჯამ­ში, თქვენ აა­წყობთ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან რუ­კას და ამავდრო­უ­ლად მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ.

რუ­კა­ზე ის­ტო­რი­კოს­მა და კარ­ტოგ­რაფ­მა მა­ნა­ნა შე­ყი­ლა­ძემ იმუ­შა­ვა, კონ­სტრუქ­ცი­ის ავ­ტო­რი კი ქა­ღალ­დის ინ­ჟი­ნე­რი და უამ­რა­ვი კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი კოტე იანტბე­ლი­ძეა, ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რია თეა ბა­რა­მაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნე­ბი: ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია, გოგა ჩა­ნა­დი­რი, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე და მათ­თან ერ­თად სხვა გა­მოც­დი­ლი თუ დამ­წყე­ბი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი. ასე­ვე შეხ­ვდე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ა­სა და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მიერ მო­წო­დე­ბულ ფო­ტო­მა­სა­ლა­საც.

„პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი იდეა იყო “სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის” შექ­მნა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და შე­მეც­ნე­ბი­თიც, სა­ხა­ლი­სოც, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლიც და ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან მისი აწყო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც მა­გი­და­ზე, ასე­ვე კე­დელ­ზე. შე­გიძ­ლია, როცა გინ­და და­შა­ლო და შე­ი­ნა­ხო, შემ­დეგ ისევ აა­წყო. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის, ბუ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბის და ა.შ. პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

გა­მო­ი­ძებ­ნა ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც იდე­ა­ლუ­რად და­ბა­ლანსდა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა და თა­მა­შის, ოჯა­ხუ­რი გარ­თო­ბის, შე­მეც­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ არის "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუკა" ასე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ხა­ლი­სო რო­გორც პა­ტა­რე­ბის, ასე­ვე დი­დე­ბის­თვის." _ კოტე იანტბე­ლი­ძე.